„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი
ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ:
ა) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა;
ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების
უზრუნველყოფა;
გ) ეკონომიკურ აგენტების მიერ კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის
დაუშვებლობა, კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების,
კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებების, შეთანხმებული
ქმედების აკრძალვა და იმ კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს
ეფექტიან კონკურენციას; ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა;
დ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბაზარზე
შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების
დაუშვებლობა;
ე) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების ან/და შერჩევითი
ეკონომიკური უპირატესობის მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის
არამართლზომიერ შეზღუდვას;
ვ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური
საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის
უზრუნველყოფა.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ეკონომიკური აგენტი – ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი/პირები, სხვა
გაერთიანება ან ასოციაცია, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, იურიდიული პირის
სამართლებრივი ფორმისა, ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას;“.
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს:
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) დომინანტური მდგომარეობა – შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური
აგენტის/აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს,
იმოქმედოს/იმოქმედონ
კონკურენტი ეკონომიკური
აგენტების, მიმწოდებლების,
კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა
მოახდინოს/მოახდინონ ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და
შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს,
ეკონომიკური აგენტი/აგენტები არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან დომინანტური მდგომარეობის
მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. ორი ან მეტი
ეკონომიკური აგენტიდან თითოეული ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ,
თუ ის არ განიცდის მნიშვნელოვან კონკურენციას სხვა ეკონომიკური აგენტებისაგან მათი
ნედლეულის წყაროებსა და გასაღების ბაზრებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის,
ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და იმავდროულად:
ი.ა) არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს აღემატება,
ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;
ი.ბ) არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის
ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი
არანაკლებ 15 პროცენტია;“
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) თანამშრომლობის პროგრამა - კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების
შედეგად, კანონის მე-7 მუხლის დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმისაგან
ეკონომიკური აგენტის სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლების სპეციალური წესი.“.
ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ჰორიზონტალური შეთანხმება – შეთანხმება წარმოების ან/და სადისტრიბუციო
რგოლის ერთსა და იმავე დონეზე მოქმედ ან/და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის;“.
ვ) „ჟ“ – „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ვერტიკალური შეთანხმება - შეთანხმება სხვადასხვა შესაბამის ბაზარზე მოქმედ
ან/და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რომელთაგან თითოეული, შეთანხმების
მიზნებისათვის, მოქმედებს წარმოებისა თუ დისტრიბუციის ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე და
რომელიც ეხება მხარეებს შორის საქონლის ან მომსახურების შეძენის, გაყიდვის ან
გადაყიდვის პირობებს.
რ) ეკონომიკის რეგულირებადი სფერო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“,
„მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“
საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, აგრეთვე მუნიციპალური მომსახურების
სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და
რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებად
ეკონომიკურ სფეროებად და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას;
ს) სახელმწიფო დახმარება – სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ
საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების ეკონომიკური აგენტისთვის გადაცემის
ან სხვა სახის შეღავათის მინიჭების გზით შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მიცემა;“.
ტ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო – სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო,
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საჯარო სამართლის იურიდიული
პირი, სახელმწიფოს 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო ან
სახელმწიფოს სახელით მოქმედი შუამავალი ეკონომიკური აგენტი, რომელიც სახელმწიფო
დახმარების გაცემის მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ იყენებს უფლებამოსილებას;“.
ზ) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო
1. ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე
ორგანოა ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში –
სააგენტო).
2. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს
შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო.“.
5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დომინანტური მდგომარეობა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმები
1. ეკონომიკური აგენტის დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის
ბაზარზე მისი (ასევე, მისი კონკურენტების) საბაზრო წილის, ბაზარზე შესვლის ან
წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის
წყაროების ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური
ეფექტებისა
და
საბაზრო
ძალაუფლების
განმსაზღვრელი
სხვა
ფაქტორების
გათვალისწინებით.
2. ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს და საბაზრო ძალაუფლებას განსაზღვრავს
სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი
ამტკიცებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.
6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 6. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
1. ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინანტობის შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის
მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
2. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს
შემდეგი ქმედებები:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო
პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა;
ბ) წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა
ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;
გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული
პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის/ვალდებულების
დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის
გარიგების საგანთან, და სხვა;“.
7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის
ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან
განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება (ყველა ერთად შემდგომში – შეთანხმება),
რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა,
დაუშვებლობა ან/და აკრძალვა, კერძოდ:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ
დადგენა (ფიქსირება);
ბ) წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა;
გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით
განაწილება;
დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული
პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
ე) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის/ვალდებულების
დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის
გარიგების საგანთან;“.
8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმება
1. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ეკონომიკურ
აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე, იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი არ
აღემატება 10 პროცენტს;
ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი
არ აღემატება 15 პროცენტს;
გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური შეთანხმების
მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ შეთანხმებად
კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე ამ შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10
პროცენტს არ აღემატება;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
9. მე-9 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები“
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შესაძლებელია არ იქნეს
გამოყენებული იმ შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს წარმოების ან/და
მიწოდების
გაუმჯობესებას,
ტექნიკურ-ეკონომიკურ
პროგრესს,
ამასთანავე,
უზრუნველყოფს მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდას, თუ ისინი:
ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებენ შეზღუდვებს, რომლებიც
დაკავშირებული არ არის ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან;
ბ) ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევენ, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი
ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე.“
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, განსაკუთრებული პირობები,
რომლის მიხედვითაც წესდება გამონაკლისები და რომლებიც უკავშირდება შეთანხმების
კონკრეტულ სახეებს, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის
შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელშიც მითითებულია აღნიშნული ვადა და ის
გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დგინდება ეს გამონაკლისები.“.
10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
10.
სახელმწიფო
ხელისუფლების,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ადმინისტრაციული
ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა
სახელმწიფო
ხელისუფლების,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების,
ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკრძალებათ:
ა) კავშირების, ასოციაციების, გაერთიანებების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურების
შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებასა და შეზღუდვას, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი შეღავათების დაწესება, რომლებიც მას
კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს და
ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;
გ) ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური საქმიანობის ან/და დამოუკიდებლობის
აკრძალვა, შეჩერება ან სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციისათვის სახელმწიფო
სტრუქტურების შექმნა, ან არსებული სტრუქტურებისათვის ისეთი უფლებამოსილების
მინიჭება, რომელიც შეზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის
დომინანტური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ
ფასწარმოქმნას
და
კონკურენციას,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.”.
11. მე-101 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მარეგულირებელი ქმედების კონკურენტული ეფექტის შეფასება“.
12.მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 11. კონცენტრაცია
1. კონცენტრაცია გულისხმობს:
ა) ორი ან მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმას, რის შედეგადაც ერთი
ეკონომიკური აგენტი წარმოიქმნება;
ბ) ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენით, ხელშეკრულებით ან სხვა საშუალებით
ეკონომიკურ აგენტზე პირდაპირი ან ირიბი, სრული ან ნაწილობრივი კონტროლის
მოპოვებას სხვა ეკონომიკური აგენტის მიერ ან სხვა ისეთი პირის მიერ (რომელიც, ამ კანონის
მიზნებისათვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად) რომელიც უკვე აკონტროლებს
სულ მცირე 1 ეკონომიკურ აგენტს;
გ) ერთობლივი საწარმოს შექმნას, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი
ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას.
2.
კონცენტრაციის
მიზნებისათვის
კონტროლი
გამოიხატება უფლებებით,
ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთად ქმნის
ეკონომოკურ აგენტზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, კერძოდ:
ა) ეკონომიკური აგენტის წილის ფლობა, მისი აქტივების ან/და წილის სრულად ან
ნაწილობრივ გამოყენების უფლება;
ბ) უფლება (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული), რომელიც იძლევა
ეკონომიკური აგენტის მმართველი ორგანოების შემადგენლობაზე, ხმის უფლებაზე,
გადაწყვეტილებაზე არსებითი ზემოქმედების შესაძლებლობას.
3. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას
საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, თავსებადია
კონკურენტულ გარემოსთან.
4. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას,
საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან/და მომსახურების ბაზარზე, დაუშვებელია.
5. თუ კონცენტრაცია იწვევს დომინინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან
გაძლიერებას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან
კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის საქონლის ან მომსახურების ბაზარზე, გარდა
იმ შემთხვევისა, თუ ეკონომიკური აგენტი დაასაბუთებს საწინააღმდეგოს.
6. იმ ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის რეგისტრაციისათვის, რომელთაც
ეკისრებათ ამ კანონის 111 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება,
აუცილებელია სააგენტოს დასკვნა მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტული
ეფექტის თაობაზე. სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემა საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეკონომიკურ აგენტთა
კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
7. თუ განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად მოსალოდნელია ეფექტიანი
კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, ეკონომიკური აგენტ(ებ)ის მიერ შესაძლოა
შეთავაზებულ იქნეს ოპერაციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის
ზომის სახით. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოდიფიკაციის შედეგად, კონცენტრაცია
დააკმაყოფილებს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებს, შეიმუშავებს დასკვნას
კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, შესაძლოა თან ერთვოდეს
ინფორმაცია ეკონომიკური აგენტ(ებ)ის მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და
ქცევითი ხასიათის ზომების თაობაზე, შესაბამისი ვადების მითითებით.
9. თუ კონცენტრაცია უკვე განხორციელდა და ეკონომიკური აგენტ(ებ)ის მიერ შესაბამის
ვადაში არ არის შესრულებული ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული
ან/და ქცევითი ხასიათის ზომები, სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს
დააკისროს საურავი ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. სააგენტო, საურავის დაკისრების
პარალელურად, მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით და ითხოვოს კონცენტრაციის
გაუქმებას, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით.“.
13. მე-111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება
„1. სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია,
რომლის მონაწილე ეკონომიკური აგენტის/აგენტების როგორც ინდივიდუალური, ისე
ერთობლივი წლიური ბრუნვა (კონცენტრაციის წინა ფინანსური წლის მონაცემებით)
საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება „კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების
წარდგენისა და განხილვის წესით“ დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
2. „კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი“ მტკიცდება
სააგენტოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
3. სააგენტოს მიერ კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვისთვის
დაწესებული საფასური შეადგენს 5000 ლარს.
4. სააგენტო კონცენტრაციის შესახებ სრულყოფილი შეტყობინების შემოსვლიდან
არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა თუ არა
კანონის რეგულირების სფეროში და აცნობებს შეტყობინების წარმომდგენ პირ(ებ)ს
აღნიშნულის თაობაზე.
5. თუ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების სფეროში, სააგენტო
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას განხილვას იწყებს კონცენტრაციის შესახებ
შეტყობინების განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარმოდგენის შემდეგ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია,
საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუმეტეს 25
სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი
გადაწყვეტილება:
ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;
ბ) კონცენტრაციის შეტყობინების განხილვის გაგრძელების შესახებ, თუ არსებობს
გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი
კონკურენტულ გარემოსთან ან საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საკითხის
დამატებითი შესწავლა.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და
დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას წარმოადგინონ მოსაზრებები სააგენტოს
მიერ განსაზღვრულ ვადაში. გამოქვეყნებული ინფორმაცია, კონცენტრაციაში მონაწილე
პირთა კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა
ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნის და იმ ეკონომიკური დარგების/ბაზრების
თაობაზე, რასაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო
ვალდებულია განიხილოს შეტყობინება კონცენტრაციის შეტყობინების განხილვის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის
ვადაში. დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება.
9. სააგენტოს უფლება აქვს, შეტყობინების წარმომადგენ პირ(ებ)ს მოსთხოვოს
დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის მე-6 და
მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
10. ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით დადგენილი ვადის ამოწურვამდე ან სააგენტოს
მიერ დასკვნის გაცემამდე კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია.
11. სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში კონცენტრაციის
განხორციელება აკრძალულია.
12. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეტყობინებას დაქვემდებარებული
კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის ჯარიმის დაკისრება ეკონომიკურ აგენტს არ
ათავისუფლებს სააგენტოსათვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის
ვალდებულებისგან. ჯარიმის დაკისრების პარალელურად, შეტყობინების წარმოდგენის
ვადას განსაზღვრავს სააგენტო და იგი არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
13. სააგენტოს უარყოფითი დასკვნის მიუხედავად ეკონომიკური აგენტების მიერ
კონცენტრაციის განხორციელების ან/და ამ მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების
განხილვის შედეგად, უარყოფითი დასკვნის გამოცემის შემთხვევაში, სააგენტო, ჯარიმის
დაკისრების პარალელურად, შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვოს
კონცენტრაციის გაუქმებას, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით.“.
14. მე-112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულებისაგან გათავისუფლება
1.კონცენტრაციის შემთხვევაში შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს არ დაეკისრებათ
სააგენტოსთვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, თუ:
ა)კონცენტრაცია
გადახდისუუნარობის
შედეგია
და
ხორციელდება
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ამ პროცესში კონტროლს მოიპოვებს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც
ვალაუვალი საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან;
ბ) კონტროლი მოიპოვება დროებით, იმ პირობით, რომ არ გამოიყენება წილის ფლობით
მინიჭებული უფლებები (მათ შორის, ხმის უფლება), გარდა ინფორმაციის მიღების,
წილის/აქციების გაყიდვის და დივიდენდის მიღების უფლებისა;
გ) კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებული პირების მონაწილეებს ეხება;
2. თუ კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარე წარმოადგენს ერთი და იმავე ეკონომიკის
რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება უნდა
წარედგინოს შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციაში
შემავალი
ეკონომიკის
რეგულირებადი
სფეროები
განიხილება
ეკონომიკის
ერთ
რეგულირებად სფეროდ.“
15.
113 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის მიზნებისათვის არაკეთილსინდისიერ კონკურენციად ითვლება
ეკონომიკური აგენტის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და
ლახავს კონკურენტთა და მომხმარებელთა ინტერესებს, მათ შორის:
ა) კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით საქონლის შესახებ ისეთი
ინფორმაციის გადაცემა (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან
აშკარად ყალბი რეკლამის საშუალებით), რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას
უქმნის და ამით გარკვეული ეკონომიკური ქმედებისაკენ უბიძგებს;
ბ) ეკონომიკური აგენტის მიერ მხარის შეცდომაში შესაყვანად გარიგების ნამდვილი
მიზნის დამალვა და ამით კონკურენციაში უპირატესობის მიღწევა;
გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტის რეპუტაციის შელახვა (საწარმოზე,
პროდუქციაზე, სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობაზე არასწორი შეხედულების შექმნა), მისი
უსაფუძვლო კრიტიკა ან დისკრედიტაცია;
დ) კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის
მითვისება;
ე) სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ან სავაჭრო ინფორმაციის ან კომერციული
საიდუმლოების მისი მფლობელის თანხმობის გარეშე მიღება, მოპოვება, გამოყენება ან
გავრცელება;
ვ) შემსყიდველის, მიმწოდებლის, მისი თანამშრომლის ან გადაწყვეტილების მიღების
უფლებამოსილების მქონე პირის მოსყიდვა, რომ მან დამქირავებლის ინტერესების
საწინააღმდეგოდ ან მომხმარებლის ინტერესების უგულებელყოფით იმოქმედოს;
ზ) ბოიკოტისაკენ მოწოდება.“.
16. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრძალულია სახელმწიფო დახმარება, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის
მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
გამონაკლისებისა.“.
17. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სახელმწიფო დახმარების შეთანხმების წესი და პროცედურა
1. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო
დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესის საფუძველზე სახელმწიფო
დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც შეიცავს
ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმის,
ოდენობისა და მიმღების თაობაზე.
3. სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას,
რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება არსებითად არ ზღუდავს კონკურენციას.
4. სააგენტო მისთვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებს გასაცემი
სახელმწიფო დახმარების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 30
სამუშაო დღისა გასცემს დასკვნას. საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით,
ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. დადგენილ ვადაში დასკვნის გაუცემლობა
თანხმობად ჩაითვლება.
5. სააგენტოს უფლება აქვს, სახელმწიფო დახმარების გამცემს ან/და მიმღებს მოსთხოვოს
დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
ვადის შეჩერების საფუძველია.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას სააგენტო წარუდგენს
სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს და საქართველოს მთავრობას.
7. საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარედგინა სააგენტოს უარყოფითი დასკვნა, იღებს
გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე.
18. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს:
19. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა
1. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, რომელიც არ
საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
2. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობით გამცემი
ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ
თებერვლამდე მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია, გაცემული სახელმწიფო დახმარების
მოცულობის, ვადისა და მისი მიმღები ეკონომიკური აგენტის/აგენტების შესახებ.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული
ინფორმაციის შეტანას უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალურ სახელმწიფო დახმარებათა
რეესტრში.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეესტრის წარმოების პროცესში
სააგენტო დაადგენს, რომ გაცემული სახელმწიფო დახმარება აღემატება კანონმდებლობით
განსაზღვრულ უმნიშვნელო ოდენობას, შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც გადაეგზავნება
როგორც სახელმწიფო დახმარების გამცემს, ასევე მის ზემდგომ ორგანოს (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).“.
20. მე-16 მუხლის:
ა) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და პრემიერმინისტრის წინაშე.
4. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება,
საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ
მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა,
გამოვლენა და აღკვეთა.
5. სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების
შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების
ხელისუფლების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების,
სხვა
ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისათვის.“.
გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს:
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს
პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა
წელს გაწეული მუშაობის შესახებ.“.
21. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს მართვის ორგანოს წარმოადგენს საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრთა კანდიდატურებს ასარჩევად
წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
3. საბჭოს წევრებს ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს
პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. საბჭოს წევრი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთიდაიგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება
არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. თუ საბჭოს წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს
პარლამენტი ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ირჩევს საბჭოს ახალ წევრს, 5 წლის
ვადით.
6. საბჭოს წევრის კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარედგინოს:
ა) საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და
არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა;
ბ) საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში − მისი
თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა;
7. საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ
მოთხოვნებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) აქვს ეკონომიკის, სამართლის ან ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი;
გ) აქვს მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;
დ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
8. პარლამენტის მიერ საბჭოს წევრთა არჩევიდან 1 თვის ვადაში, საბჭო საკუთარი
შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, ხმათა უმრავლესობით, არჩეული წევრის
უფლებამოსილების ვადით.
9. თუ საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საბჭო, ამ
მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, 1 თვის ვადაში, საკუთარი შემადგენლობიდან
ირჩევს ახალ თავმჯდომარეს, ამ პირის საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადით.
10.საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა არ იწვევს ამ პირის, როგორც
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას, თუ ამავდროულად სახეზე არ არის ამ
მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევები.
11. პირი შეიძლება არჩეულ იქნეს საბჭოს თავმჯდომარედ ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არის სააგენტოს თავმჯდომარე.
12. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრთაგან ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარის
მოადგილეს.
13.საბჭოს წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილება ავტომატურად
ერთჯერადად უგრძელდება მანამ, სანამ იგივე ან სხვა პირი არჩეული არ იქნება საბჭოს
წევრად ამ მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.
14. საბჭოს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-13 პუნქტის მოქმედება
საბჭოს წევრზე არ გავრცელდება, თუ დარჩენილი კომისიის წევრების რაოდენობა იქნება
არანაკლებ 3-ისა.
15. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის
არსებობა;
ბ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) სასამართლოს მიერ საბჭოს წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან
გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;
ვ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის არასაპატიო
მიზეზით შეუსრულებლობა;
ზ) გადადგომა;
თ) გარდაცვალება.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, საბჭოს წევრის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო დანარჩენ
შემთხვევებში საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ავტომატურად, შესაბამისი
იურიდიული ფაქტის დადგომისთანავე.
17. საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი,
პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და საჯარო მოსამსახურე;
ბ) იურიდიული პირის ხელმძღვანელი/მმართველი ორგანოს წევრი ან/და აქციების/
წილის მფლობელი;
გ) პოლიტიკური პარტიის წევრი.
18. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება დახურულ სხდომაზე, დამსწრე წევრების
ხმათა უბრალო უმრავლესობით. სხდომის მონაწილე საბჭოს წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა, ხოლო
მისი არყოფნის შემთხვევაში – სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ხმა.
19. საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. სხდომის მოწვევა
შეიძლება აგრეთვე საბჭოს ორი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
20. საბჭოს სხდომას უძღვება და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო,
თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. სხდომა
უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
21. საბჭოს სხდომის წარმართვასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები
განისაზღვრება სააგენტოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
22. საბჭოს
მიერ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
გამოცემისთვის
გამოიყენება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით დადგენილი პროცედურული წესები.“.
22. მე-172 მუხლის:
ა) „ბ“და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლისა და კონკურენტული გარემოს შეფასების
მიზნით, განახორციელოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი.
გ) ამ კანონის 111 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის შემთხვევაში კონკურენტული
ეფექტის სავალდებულო შეფასება, დასკვნის მომზადება და გაცემა;“.
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების
მონიტორინგი;“.
23. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ - „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი
ინიციატივით;
ბ)
ეკონომიკურ
აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ
მხარეს
მოსთხოვოს
მის
საქმიანობასთან ან/და კონკრეტულ ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი
ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა
შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში,
სასამართლოს
წარუდგინოს
შუამდგომლობა
ეკონომიკური
აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ მისი წარმოდგენის თაობაზე;
დ)
შესაბამისი
უფლებამოსილების
განხორციელების
პროცესში,
მხარეს/დაინტერესებულს მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;
ე) სასამართლოს
თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი
ეკონომიკური აგენტი;
ვ) გამოთხოვილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მოუწოდებლობის შემთხვევაში,
ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა ამ კანონის 32-ე
მუხლის შესაბამისად;“.
ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას სავარაუდო კანონდარღვევის აღმოფხვრის
მიზნით გასატარებელი კონკრეტული ქმედებების განხორციელების თაობაზე, ეკონომიკური
აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;“.
ა.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:
„ზ2) წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები;“.
ა.დ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლისა და კონკურენტული გარემოს შეფასების
მიზნით, განახორციელოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი.
ლ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს
კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას, სასამართლოს წინაშე დასვას მისი
იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და
ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა;“.
ა.ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:
„ლ1) დაეთანხმოს ან უარი თქვას კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების
მიერ შემოთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ზომებს;
ლ2) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვოს კონცენტრაციის
გაუქმება, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით.“.
ა.ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს
გადაწყვეტილება მასზე დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს ერთი წლის ვადით
გადანაწილების თაობაზე.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
სააგენტო
სახელმწიფო
ხელისუფლების,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ
ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია:
ა) ამ კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით აწარმოოს
საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით;
ბ) მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება, რაც საჭიროა
სააგენტოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ხოლო მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური
პასუხისმგებლობის საკითხი;
გ) ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში წარუდგინოს დასაბუთებული წერილობითი
დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო
გადაწყვეტილების ან განხორციელებული ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს
კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი დასვას შესაბამისი ზემდგომი
ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;
დ) სახელმწიფო დახმარების გამცემის მიერ სახელმწიფო დახმარების შეთანხმების წესის
დარღვევის შემთხვევაში, ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას
შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
ე) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს
გაჯანსაღებისათვის, წარუდგინოს მას განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები
შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციული ბარიერების
არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან
გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის
გადამხდელთა თაობაზე;
ზ) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს
შესაბამისი კონსულტაციის მიღება;
თ) მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება ამ კანონის მე-10 მუხლის
სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული საქმის მოკვლევის
ფარგლებში.“.
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს
სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაციები
კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით.“
24. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-181 მუხლი:
„181. სააგენტოს მართვის ორგანოს უფლებამოსილებები
1. საბჭო:
ა) მოქმედებს სააგენტოს სახელით და იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს
კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა
გადაწყვეტის უფლებამოსილებაც ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით მინიჭებული აქვს
სააგენტოს თავმჯდომარეს;
ბ) ამტკიცებს ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ გამოსაცემ ნორმატიულ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
დ) ამტკიცებს სააგენტოს დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
ე) ამტკიცებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების
დებულებებს;
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და
ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს;
გ) იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;
დ) საბჭოს წარუდგენს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს დასამტკიცებლად;
ე) საბჭოს წარუდგენს სააგენტოს დებულების, საშტატო ნუსხისა და სააგენტოს
ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების პროექტებს
დასამტკიცებლად;
ვ) შიდაორგანიზაციულ და საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, გამოსცემს
ინდივიდულურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს;
ზ) ეკონომიკური აგენტებისგან, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური
რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ან სხვა ნებისმიერი
ადმინისტრაციულ ორგანოსგან ითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა
უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;
თ) იწვევს პირებს საკონსულტაციო შეხვედრასა და ახსნა-განმარტებებზე;
ი) ახდენს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხის გადაწყვეტის
უფლებამოსილების დელეგირებას სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;
კ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები;
ლ) ასრულებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში, მის უფლებამოსილებას
ახორციელებს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე“.
25. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა ხორციელდება საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ეკონომიკური
აგენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის
შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს აღნიშნული დოკუმენტის
არაკონფიდენციალური ვერსიის წარმოდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.“
26. 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს მხარეთაგან/დაინტერესებულ მხარეთაგან
დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
2. თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით და საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები
სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც
სააგენტო ახორციელებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა
დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.“.
27. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოში განცხადების წარდგენის უფლება აქვს განმცხადებელს.
განმცხადებელი მხარედ არ განიხილება. სააგენტოში წარმოდგენილი განცხადება
სავარაუდო კანონდარღვევის თაობაზე მიღებულ იქნება ცნობად და გონივრული ეჭვის
არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სააგენტოს მიერ საკუთარი
ინიციატივით მოკვლევის დასაწყებად.“
28. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის
უფლების განხორციელება
1. სააგენტო საჩივრის მიღებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში
სწავლობს საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
2. სააგენტო ვალდებულია საჩივარი გადაუგზავნოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს,
გარდა კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე წარდგენილი საჩივრისა.
მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია განსაზღვრულ ვადაში სააგენტოს
წარუდგინოს მოსაზრებები საჩივრის თაობაზე.
3. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე
საკუთარ მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
მომჩივანის და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
4. სააგენტო მომჩივანს და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აცნობებს საჩივრის
საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე.
5. სააგენტოს უფლება აქვს, მომჩივანს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და
მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
6. საჩივრის ფორმას, მისი წარდგენის წესს და საჩივრის დასაშვებობასთან
დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.“.
29. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები
სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:
ა) საჩივარი არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;
ბ) არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
გ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ არის
წარმოდგენილი გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;
დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის
საქმის წარმოება;
ე) არსებობს საქმის მოკვლევის შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი
გარემოება;
ვ) არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის
ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა;
ზ) სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე ან არსებობს
სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ
სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების
დამტკიცების შესახებ;
თ) საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, სააგენტო თანხმობას განაცხადებს
სავარაუდო კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი კონკრეტული
ქმედებების განხორციელების თაობაზე, ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული
პირობითი ვალდებულების მიღებაზე.“.
30. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. საქმის მოკვლევის წესი
1. სააგენტო მის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ იწყებს საქმის მოკვლევას და იღებს გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სააგენტოს
გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.
3. სააგენტო მომჩივანს გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის
ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე ატყობინებს საქმის მოკვლევის
გაგრძელების თაობაზე.
4. სააგენტოს უფლება აქვს, საქმის მოკვლევის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში,
ეკონომიკური
აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული
მხარისგან
გამოითხოვოს
ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
5. საქმის მოკვლევის პროცესში სააგენტო იბარებს მხარეს/დაინტერესებულ მხარეს
მათგან ახსნა-განმარტების მისაღებად.
6. სააგენტოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ადგილზე
შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი.
7. სააგენტო უფლებამოსილია მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს
სასამართლოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის
ადგილზე შემოწმების მიზნით, თუ:
ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საშუალებით შეუძლებელია საქმის
მოკვლევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღება;
ბ) არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის განადგურების ან/და დამალვის
საშიშროება;
გ) მხარეები არ ასრულებენ ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდების
ვალდებულებას;
დ) საჭიროა მატერიალური აქტივების ვიზუალური დათვალიერება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება მოიცავს:
ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის,
ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების გაცნობას, მათი კონფიდენციალურობის და
შენახვის წესის მიუხედავად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ამოღებას ან/და
მათი ასლების გადაღებას;
გ) ადგილზე ახსნა-განმარტებების მიღებას;
დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე
დაშვებას.
9. თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის
მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული
მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.
10. სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმართება შემაჯამებელი
სხდომა რათა მხარე(ებ)ს მიეცეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.
11. შემაჯამებელ სხდომამდე, სააგენტო წერილობითი ფორმით უგზავნის მხარეებს
სავარაუდო გადაწყვეტილების პროექტს და მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც
გაკეთებულია შეფასება. ამასთან, მხარეებს უნდა განემარტოთ მათი უფლება, წარმოადგინონ
პოზიცია და შესაბამისი დამატებითი მტკიცებულებები.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხარეთათვის პოზიციის
წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები.
მხარეთა მიერ ამ ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა არ
იქნეს გათვალისწინებული სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების შემუშავების
პროცესში.
13. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს პირობითი
ვალდებულებები სავარაუდო კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი
კონკრეტული ქმედებების განხორციელების თაობაზე.
14. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული
ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის დარღვევის სავარაუდო
რისკი და დაეთანხმება მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას სავარაუდო
კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი კონკრეტული ქმედებების
განხორციელების თაობაზე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას
კანონდარღვევის
სავარაუდო ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკური აგენტს განუსაზღვრავს
ვადას აღებული ვალდებულების შესასრულებლად.
15. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ
შეასრულებს ამ მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით მის მიერ აღებულ პირობით
ვალდებულებას, პირს დაეკისრება საურავი ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად და საქმის
მოკვლევა განახლდება.“.
31. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. დავის ხანდაზმულობის ვადა
1. ამ კანონის დარღვევის თაობაზე საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადაა ქმედების
დასრულებიდან 3 წელი.
2. საქმის მოკვლევის დაწყება ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების
საფუძველია.“.
32. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები. ეკონომიკის რეგულირებადი
მარეგულირებელი ორგანოების მიერ ამ კანონის დებულებათა გამოყენება
სფეროს
1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე
საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება წარედგინება ეკონომიკის
რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ან სააგენტოს. თუ სააგენტოს
წარედგინა საჩივარი/განცხადება ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის
შესაძლო დარღვევის თაობაზე, ან შეტყობინება კონცენტრაციის შესახებ, იგი ამ
საჩივარს/განცხადებას/შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის ეკონომიკის
რეგულირებადი სფეროს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. სააგენტო საკითხს შეისწავლის, თუ სახეზეა ერთ-ერთი პირობა მაინც:
ა) სავარაუდო კანონდამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ
წარმოადგენს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს;
ბ) სავარაუდო კანონდამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე მხარეები წარმოადგენენ
ეკონომიკის რეგულირებადი სხვადასხვა სფეროს ეკონომიკურ აგენტებს;
გ)
ქმედების
განმახორციელებელი
სუბიექტ(ებ)ი
წარმოადგენს
ეკონომიკის
რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს, მაგრამ, სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო
ქმედება (დავის საგანი) არ არის განხორციელებული ეკონომიკის რეგულირებად სფეროში.
3. თუ ცალსახად არ დგინდება საკითხის შესწავლაზე უფლებამოსილი ორგანო, ამ
მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა იზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა
უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით შედგეს ერთობლივი კონსულტაციები
სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს
შორის.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ვერ დადგინდა შესაბამისი
უფლებამოსილი ორგანო, საკითხს შეისწავლის სააგენტო.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის
რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან ამ სფეროში
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას განიხილავს სააგენტო, იგი მიმართავს ეკონომიკის
რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის
მიღების ან/და პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.
6. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს
ან ამ სფეროში კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას განიხილავს ეკონომიკის
რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო, იგი მიმართავს სააგენტოს საკითხის
განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.
7. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა
შესწავლისათვის, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოები
ხელმძღვანელობენ ამ კანონის მე-3, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-11 მუხლებით, მე-111 მუხლის
პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 - მე-13 პუნქტებით, მე-112, 27-ე, 32-ე, 33-ე და 331-ე მუხლებით.
ხოლო, ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლი, მე-18, 22-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე
მუხლები ვრცელდება შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი
კანონმდებლობით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
8. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული სააგენტოს კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით დარეგულირებული საკითხები ეკონომიკის რეგულირებად სფეროში წესრიგდება
შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, ერთი მარეგულირებელი ორგანოს
კომპეტენციაში შემავალი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები განიხილება ეკონომიკის
ერთ რეგულირებად სფეროდ.
33. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული
ინფორმაციის მიწოდება
1. ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ
ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს
დაჯარიმებას სამი ათასი ლარის ოდენობით.
2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში
ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა ხუთი ათასი ლარის
ოდენობით.
3. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს ინფორმაციის წარმოდგენის
ვალდებულებისაგან.“.
34. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. ჯარიმა
1. ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს
დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის
განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5 პროცენტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი
საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია
მხარეს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური
წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 10 პროცენტს.
3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო
უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს დააკისროს საურავი თითოეულ ვადაგადაცილებულ
დღეზე, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების
მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური
ბრუნვის 5 პროცენტს. ამ პუნქტით დადგენილი სანქცია ფიზიკური პირის ან სხვა ისეთი
პირის შემთხვევაში, რომელიც, ამ კანონის მიზნებისათვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ
აგენტად, არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. ამ კანონის მე-111 მუხლის პირველი, მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა
დარღვევის შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს
დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ
გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5
პროცენტს.
5. ამ კანონის 113 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების
შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის
განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 1 პროცენტს. ხოლო, დარღვევის
სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში - 3
პროცენტს.
6. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო
უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს დააკისროს საურავი, თითოეულ ვადაგადაცილებულ
დღეზე, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების
მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური
ბრუნვის 5 პროცენტს.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ან საურავის ოდენობის დადგენისას
გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის
ხანგრძლივობა და სიმძიმე.
8. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლა ხორციელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი
მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით - ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად
სააგენტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენების გზით.
9. პირი ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია გადაიხადოს
სახელმწიფო ბიუჯეტში, მისი დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში.
10. სანქციის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად, იგი მიექცევა აღსასრულებლად.
35. 331 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 331. თანამშრომლობის პროგრამა
1. პირი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება ამ კანონის დარღვევისათვის
დასაკისრებული ჯარიმისაგან, თუ იგი ერთდროულად დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) წერილობითი ფორმით აღიარებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ
შეთანხმებაში მონაწილეობას;
ბ) სააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით მიაწვდის მისთვის ცნობილ, მნიშვნელოვან
ინფორმაციას და მტკიცებულებას, კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების
შესახებ, მანამ, სანამ ეს ინფორმაცია სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;
გ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს
სააგენტოსთან;
დ) შეწყვეტს კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება ხელს
შეუწყობს საქმის მოკვლევას;
ე)
არ
გაანადგურებს
საქმისათვის
მნიშვნელოვან
დოკუმენტაციასა
და
მტკიცებულებებს;
ვ) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის
თაობაზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების
ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა
პირებს შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.
3. თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და ამ კანონის მე-7 მუხლის
დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმისაგან ეკონომიკური აგენტის სრულად ან
ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესი დგინდება სააგენტოს სამართლებრივი
აქტით.“.
36. 332 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 332. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
1. პირს უფლება აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს სააგენტოს
გადაწყვეტილება.
2. სასამართლოს აქვს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად
გადასინჯვის უფლებამოსილება, მათ შორის, ჯარიმის/საურავის ოდენობის ნაწილში.“.
მუხლი 2. გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი
სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი
1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის პირველ
იანვრამდე პერიოდი;
2. გარდამავალ პერიოდში ამ კანონის პირველი მუხლის 24-ე პუნქტით განსაზღვრული
საბჭოს ფუნქციების განხორციელება დაეკისროს სააგენტოს თავმჯდომარეს.
3. ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტის მიზნებისათვის, გარდამავალ პერიოდში,
ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლის ან
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვისათვის, ეკონომიკის რეგულირებადი
სფეროს მარეგულირებელი ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონით და მის საფუძველზე
გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თუ ეკონომიკის რეგულირებადი
სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
მუხლი 3. ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის
საგამონაკლისო წესი
1. ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრული საბჭოს პირველადი
ფორმირება განხორციელდეს განსხვავებული წესით. კერძოდ, საბჭოს ორი წევრი არჩეულ
იქნეს ოთხი წლის ვადით, ხოლო საბჭოს სამი წევრი არჩეულ იქნეს ხუთი წლის ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს
პრემიერ-მინისტრი თავად განსაზღვრავს, თუ რომელი კანდიდატი რა ვადით ასარჩევად
უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი.
3. საბჭოს წევრების მომდევნო არჩევნები, მათ შორის საბჭოს თავდაპირველი წევრების
ხელახალი ვადით არჩევა განხორციელდეს 5 წლის ვადით.
მუხლი 4. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-21 და 24-ე პუნქტებისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-21 და 24-ე პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის
პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა)ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„კონკურენციის
შესახებ“
საქართველოს
კანონი
მიღებულია
ევროკავშირის
კონკურენციის სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვით, თუმცა, კანონი შეიცავს არაერთ
სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაც კონკურენციის სააგენტოს ხელს უშლის
საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოში
მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - “საქართველოს
კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” (შემდგომში - ევროკავშირის პროექტი). ევროკავშირის
პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს, გაზარდოს და გააძლიეროს კონკურენციის
სააგენტოს სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობების ეფექტიანობა,
რაც უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ კონკურენციის პოლიტიკის სათანადოდ აღსრულებას,
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და DCFTA-ის დებულებების შესაბამისად.
პროექტის ფარგლებში, ევროპელი ექსპერტების, ასევე, ლიეტუვას რესპუბლიკის
კონკურენციის საბჭოს წევრების მონაწილებით, სააგენტოსათვის შეთავაზებულ იქნა
„კონკურენციის
პროექტი,
შესახებ“
რომელიც
მატერიალურ
და
საქართველოს
მაქსიმალურად
პროცედურულ
კანონში
ასახავს
ნორმებს.
განსახორციელებელი
ევროკავშირის
აღნიშნული
ცვლილებების
სამართალში
პროექტი
და
არსებულ
ექსპერტების
რეკომენდაციები წარმოდგენილ იქნა სააგენტოში ოფიციალური სახითაც (პროექტის
განმახორციელებელი კომპანიის, B&S EUROPE-ის 2018 წლის 6 ივლისის N01/602 წერილი).
ევროკავშირის პროექტის ექსპერტების, ასევე, არაერთი უცხოელი ექსპერტის მიერ
შემუშავებული რეკომენდაციებიდან (მათ შორის, საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს
ყოფილი მოსამართლე, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი
ფრედერიკ ჯენის რეკომენდაცია) გამოკვეთილია, თუ რა მასშტაბური ცვლილებების
განხორციელება
არის
აუცილებელი
იმისათვის,
რომ
საქართველოს
ჰქონდეს
ყოვლისმომცველი და ეფექტიანი კონკურენციის კანონმდებლობა - რაც DCFTA-ის ერთ-ერთ
მოთხოვნას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს არ
აქვს ნაკისრი ვალდებულება, მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის
სამართალთან სრული ჰარმონიზაცია, მნიშვნელოვანია რომ ქართული კანონმდებლობა
მაქსიმალურად ასახავდეს ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებულ ძირითად
მატერიალურ და პროცედურულ ნორმებს.
1
ამდენად, ევროკავშირის პროექტის მიერ შემოთავაზებულ პროექტში არსებული
ძირითადი
დებულებების
გათვალისწინებით,
სააგენტოს
მიერ
შემუშავებულია
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი, რომელიც ემსახურება
მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის
აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. კერძოდ, მოქმედი კანონით:
ა) არასრულყოფილია კანონდარღვევის შესწავლის პროცესში კანონმდებლობით
გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმები - ინფორმაციის მოწოდება არ არის
სავალდებულო,
ძალიან
მცირეა
მოკვლევის
ვადები,
მხარეთა
უფლებების
დაცვის
თვალსაზრისით პროცედურული ნორმები არასრული ხასიათისაა (მაგ: არ ეგზავნება მხარეს
წინასწარ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პროექტი მოკვლევის ვადის სიმცირის
გამო).
ბ) არაეფექტური და გაუმართავია სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს
მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლობის ფარგლები, არ არის გამიჯნული მათი
კომპეტენცია და როგორც რეგულირებადი სფეროს, ასევე, კონკურენციის კანონმდებლობის
რეგულირების მიღმა რჩება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
გ) არაეფექტურია კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმები - არასრულყოფილია
„კონცენტრაციის“ განმარტება და ინფორმაციის გამოთხოვის მექანიზმი, გაუმართლებლად
მოკლეა კონცენტრაციის შეტყობინების განხილვის ვადები და ა.შ. ასევე, კონკურენციის
სააგენტოს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი, მოახდინოს რეაგირება კანონის მოთხოვნების
გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციაზე, რაც სააგენტოს უსპობს
შესაძლებლობას, ეფექტურად აკონტროლოს საქართველოს ბაზარზე ეკონომიკური აგენტების
კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტი.
დ) არასრულყოფილია სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის
ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ განხორციელებული
ადმინისტრაციული
წარმოების
პროცედურული
საკითხები
და
ვადები,
სააგენტოს
უფლებამოსილებები აღნიშნულ უწყებებთან მიმართებით (მაგ: ახსნა-განმარტებზე დაბარება
და ა.შ.).
ე) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში
(კანონის მე-113 მუხლი) კანონი არ ითვალისწინებს არანაირ სანქციას და სააგენტო
ახორციელებს მხოლოდ დარღვევის ფაქტის დადგენას. ამასთან, არ არსობობს სანქცია
დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორებითობის შემთხვევაში. ამდენად, რეგულაცია
არის არაეფექტური და კანონდარღვევის პრევენციისკენ არ არის მიმართული.
ვ)
სააგენტოს
ხელმძღვანელობს
თავმჯდომარე,
რომელიც
წარმოადგენს
გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ პირს, მაშინ როდესაც, განსახილველი საკითხის
მნიშვნელობის,
ასევე,
სააგენტოს
მიუკერძოებლობის
და
დამოუკიდებლობის
ამაღლებისთვის, მიზანშეწონილია საკითხის გადაწყვეტის უფლების მქონე ორგანო იყოს
კოლეგიური. ასევე, უნდა მოხდეს საქმის შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების
პროცესების ურთიერთგამიჯვნა.
2
ასევე, გასამართი და დასახვეწია კანონის აღსრულების სხვადასხვა მექანიზმები,
ტერმინოლოგია და აშ. რაზეც დეტალურად არის მსჯელობა კანონპროექტის ძირითად არსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტით
შემოთავაზებული
ცვლილებების
მიღების
გარეშე
სააგენტოს
საქმიანობა იქნება არაეფექტური - ვერ აღსრულდება კანონი სათანადოდ და ბევრი საკითხი
დარჩება ღია, განსაკუთრებით, ეკონომიკის რეგულირებად სექტორში კონკურენციის კანონის
აღსრულების კუთხით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღების შედეგად მივიღებთ აღსრულების მყარი მექანიზმების მქონე
კანონს - რაც გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, ეს კი საბოლოოდ დადებითად
აისახება ქვეყნის საბაზრო სტრუქტურაზე, ეკონომიკური აგენტების საქმიანობასა და
სამართლიანი კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს კონკურენციის კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილებები:
1) შემოთავაზებული ცვლილებების შესაბამისად, კანონის მიზნებში დაკონკრეტებულია
თუ რა ქმედებები იგულისხმება კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვაში დომინანტური
მდგომარეობის
ბოროტად
გამოყენება,
კონკურენციის
შემზღუდველი
ხელშეკრულებები, გადაწყვეტილებები, შეთანხმებული ქმედება, კონცენტრაცია, რომელიც
არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია
(პროექტი, მუხლი 2. „გ“ ქვეპუნქტი). ამასთან, ეთითება, რომ კანონი კრძალავს - სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთად,
ასევე, „სხვა ადმინისტრაციული ორგანოების“ მიერ ბარიერების შექმნას და ეკონომიკური
აგენტებისთვის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭებას (პროექტი, მუხლი 2, „გ“ და „ე“
ქვეპუნქტები).
2) პროექტის მე-3 მუხლი (ტერმინთა განმარტება):
ა) „ა“ ქვეპუნქტი - იცვლება ეკონომიკური აგენტის ცნება, კერძოდ, კონკრეტდება, რომ ის
შეიძლება იყოს ფიზიკური პირიც და ეკონომიკურ აგენტად მიჩნევისათვის, მთავარია
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი.
ნორმის დღეს მოქმედ რედაქციაში ეკონომიკური საქმიანობის ნაცვლად, მითითებულია
სამეწარმეო საქმიანობა. თავის მხრივ, სამეწარმეო საქმიანობა განმარტებულია „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონში და არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეკონომიკური საქმიანობა.
3
კერძოდ, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობას არ მიაკუთვნებს
ფიზიკური პირების სახელოვნებო, საადვოკატო, სააუდიტორო და სხვა სახის საქმიანობას,
მაშინ როდესაც ამგვარი მიდგომა არ არის რელევანტური კონკურენციის კანონისთვის.
კონკურენციის სამართლის მიზანია, რომ შეფასდეს ყველა იმ სუბიექტის ქცევა, რომელიც არის
ბაზრის მონაწილე და რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ბაზრის სტრუქტურაზე.
ასეთი სუბიექტი კი შეიძლება იყოს ასევე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი
ფიზიკური პირიც - ეს კი, თავის მხრივ, სრულად შეესაბამება ევროკომისიისა და ევროპის
მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, სადაც არსებითი ფაქტორი სუბიექტის
შეფასებისთვის არის მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი.
უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება არ
მოიცავს ეკონომიკური აგენტის ცნებას და მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ
გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით, ეკონომიკური აგენტის ცნება ეკონომიკურ
საქმიანობასთან არის მიბმული. მაგალითად, საქმეში Klaus Höfner and Fritz Elser v. Macrotron
GmbH, Case C-41/90, სასამართლომ აღნიშნა, რომ „კონკურენციის სამართლის მიზნებისათვის
ეკონომიკური აგენტი არის ნებისმიერი ის სუბიექტი, რომელიც მიუხედავად მისი
სამართლებრივი ფორმისა და
დაფინანსების წყაროებისა, ახორციელებს ეკონომიკურ
საქმიანობას.“ თავის მხრივ, ეკონომიკური საქმიანობა კი მოიცავს ნებისმიერ ისეთ
საქმიანობას, რომელიც გულისხმობს შესაბამის ბაზარზე საქონლისა და მომსახურების
მიწოდებას.
ბ) „თ“ ქვეპუნქტი - ამოღებულია ტერმინი „დაუკვირვებადი ეკონომიკური საქმიანობა“.
(იხ. ქვევით, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის დასაბუთება).
გ)
„ი“
ქვეპუნქტი
-
ტერმინოლოგიურად
სწორდება
სიტყვა
„დომინირებული“
“დომინანტურით” (მომდინარეობს სიტყვიდან „dominance”, გაბატონებული, დომინანტი).
შესაბამისად, მთლიან კანონში იცვლება ეს ცნება (მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, მუხლი 5-6, მე11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი)
დ) „ო1“ ქვეპუნქტი - ემატება ტერმინი - თანამშრომლობის პროგრამა. აღნიშნული
პროგრამის ნორმატიული შინაარსი ასახულია კანონის დღეს მოქმედი რედაქციის 331 მუხლში.
ე) „პ“ ქვეპუნქტი - კონკრეტდება, თუ რა იგულისხმება ჰორიზონტალურ შეთანხმებაში.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციით შეთანხმება ჰორიზონტალურია თუ ის დადებულია
ფაქტობრივ და პოტენციურ კონკურენტებს შორის. პროექტის შესაბამისად არ იცვლება ეს
ძირითადი პოსტულატები, უბრალოდ კონკრეტდება, თუ რა იგულისხმება ფაქტობრივ და
პოტენციურ კონკურენტში - პროდუქციისა და სადისტრიბუციო რგოლის ერთსა და იმავე
დონეზე მოქმედების ფაქტი.
ვ) „ჟ“ ქვეპუნქტი - დაკონკრეტდა და შინაარსობრივად დაიხვეწა ტერმინი ვერტიკალური
შეთანხმება. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ვერტიკალური შეთანხმების დროს, ეკონომიკური
აგენტები, ხელშეკრულების მიზნებისთვის მოქმედებენ წარმოებისა და დისტრიბუციის
ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე.
ზ) „რ“ ქვეპუნქტი - საქართველოს ეროვნული ბანკის შენიშვნის გათვალისწინებით,
ამოღებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „საინვესტიციო ფონდების
4
შესახებ“ კანონებზე მითითება, რადგან მხოლოდ ეს კანონები არ მოიცავს ყველა იმ სუბიექტის
ჩამონათვალს, რომლებსაც აკონტროლებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ამდენად, რჩება
მხოლოდ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სფეროები და
თავის მხრივ, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა ცვლილება და იქ
მოხდება დაკონკრეტება ყველა იმ სუბიექტის, რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასაც
ახორციელებეს საქართველოს ეროვნული ბანკი.
თ) „ს“ ქვეპუნქტი - იცვლება სახელმწიფო დახმარების ცნება, ასევე, ამოღებულია
სუბსიდიაზე
მითითება.
ეკონომიკური
აგენტის
მიმართ
მიღებული
გადაწყვეტილების/გარკვეული ქმედების სახელმწიფო დამხარებად კვალიფიკაციისთვის
მნიშვნელოვანია, რომ ეს ქმედება განხორციელებული იქნეს: ა) იმ სუბიექტის მიერ, რომელიც
არის უფლებამოსილი, გასცეს სახელმწიფო დახმარება; ბ) გამოყენებულ უნდა იქნეს
საბიუჯეტო სახსრები ან სახელმწიფო რესურსი; გ) მიმღები სუბიექტი უნდა იყოს
ეკონომიკური აგენტი და დ) ამ უკანასკნელს სახელმწიფო დახმარება, კონკურენტებთან
შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში უნდა აყენებდეს. ამდენად, შემოთავაზებული
ცვლილებით, ხდება იმ ძირითადი პოსტულატების გამოკვეთა, რაც კონკრეტული ქმედების
სახელმწიფო დახმარებად მიჩნევის საფუძველია. კანონის დღეს მოქმედი რედაქცია მართალია
ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარების სახეებზე მითითებას, თუმცა, ეს ჩამონათვალი არ
არის ამომწურავი (მითითებულია „და სხვა“) და არ არის ნათელი, თუ რა კრიტერიუმები
მიიღება მხედველობაში ამა თუ იმ ქმედების სახელმწიფო დახმარებად მიჩნევისათვის.
ი) „ტ“ ქვეპუნქტი - ტექნიკურად ემატება სიტყვა „ორგანო“ და შესაბამისი ცვლილება
შედის კანონის ყველა იმ მუხლში, რომელშიც მოხსენიებულია „სახელმწიფო დახმარების
გამცემი“.
კ) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები - ტერმინთა განმარტებიდან ამოღებულია „ქვეყნის
უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ობიექტი“ და „არათავისუფლად ბრუნვადი საქონელი“,
რადგან კანონში არ არის გამოყენებული აღნიშნული ცნებები და მოცემულია მხოლოდ
ტერმინთა განმარტებაში. ამდენად, გაურკვეველია მათი კანონში არსებობის მიზნობრიობა.
3)
პროექტის მე-4 მუხლის შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს სახელი იცვლება და
მას ეწოდება - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო.
ასევე, ეთითება, რომ კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონის
აღსრულებაზე უფლებამოსილ ორგანოებს ასევე წარმოადგენენ ეკონომიკის რეგულირებადი
სფეროს შესაბამისი უფლებამოსილი მარეგულირებელი ორგანოებიც (იხ. 31-ე მუხლის
დასაბუთება).
4) გარდა იმისა, რომ ტერმინოლოგიურად სწორდება სიტყვა დომინირება და იცვლება
„დომინანტით“, მე-5 მუხლში ხდება მითითება, რომ ბაზრის ანალიზის დროს მხედველობაში
მიიღება არა მხოლოდ საბაზრო წილი (ეკონომიკური აგენტის და მისი კონკურენტების),
არამედ, საბაზრო ძალაუფლებაც. ასევე, ბაზარზე წარმოების გაფართოების ბარიერები.
5
5) ტექნიკურად იცვლება კანონის მე-6 მუხლი - ტერმინი „დომინირებული“ იცვლება „დომინანტურით“ და იხვეწება დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისკენ
მიმართული ქმედებების ფორმულირებები.
6) იცვლება კანონის მე-7 მუხლი, კერძოდ:
ნორმის დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუქტი
ითვალისწინებს აკრძალულ ქმედებას, რომელიც გულისხმობს მატერიალური გამორჩენის ან
უპირატესობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ურთიერთშეთანხმებული
ეკონომიკური აგენტებისთვის ან სხვისთვის სატენდერო წინადადების შეთანხმებული
პირობების დაწესებას, რაც არსებითად ლახავს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერ
ინტერესებს.
აღნიშნული ქმედება არ საჭიროებს დამოუკიდებლად გამოყოფას, რადგან, ამავე
პუნქტის სხვა შემადგენლობა („ა“ ქვეპუნქტი) ისედაც მოიცავს სავაჭრო პირობების ან/და ფასის
დაწესების აკრძალვას. ეს ქმედება ცალკე არ არის გამოყოფილი არც ევროკავშირის ქვეყნების
კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ამდენად, პროექტის შესაბამისად, ხდება
პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ამოღება.
ასევე, ეთითება, რომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება შეიძლება არსებობდეს
არამხოლოდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, არამედ, ასოციაციების ფარგლებშიც - რადგან
ასოციაციები წარმოადგენენ ისეთ სუბიექტებს, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მაღალი
რისკია კარტელის ფორმირების.
7) თავიდან ყალიბდება მე-8 მუხლი - იცვლება მუხლის სათაური და ეთითება, რომ ეს
ეხება არა მხოლოდ ხელშეკრულებას, არამედ ზოგადად შეთანხმებას, რითაც შესაბამისობაში
მოდის კანონის მე-7 მუხლთან (შეთანხმებული ქმედება არის არამხოლოდ ხელშეკრულება,
არამედ გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედებაც, ხოლო, ყველა ერთად მოხსენიებულია,
როგორც შეთანხმება). ანალოგიურად იცვლება კანონის მე-9 მუხლიც.
8) ცვლილება შედის კანონის მე-10 მუხლში:
ა) კანონის დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მე-10 მუხლი ითვალისწინებს
სახელმწიფო
ხელისუფლების,
ავტონომიური
ხელისუფლების
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას. კანონის
მე-10
მუხლის
განხორციელების
ითვალისწინებს
მიზანია,
არ
დაუშვას
საჯარო
სამართლებრივი
უფლებამოსილების
პროცესში კონკურენციის შეზღუდვა, თუმცა, ნორმა ცალსახად
მხოლოდ
სახელმწიფო
ხელისუფლების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
და
ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების
ორგანოებზე
მითითებას, რაც ანალოგიური ფუნქციის განხორციელების დროს, მარეგულირებელი
ორგანოებისა და სხვა სუბიექტების ქმედებას რეგულირების მიღმა ტოვებს, ეს თავის მხრივ,
ასევე, ქმნის პრაქტიკულ პრობლემებს.
6
სააგენტოს პრაქტიკაში, სს "სადაზღვევო კომპანია უნისონის" განცხადების საფუძველზე
წარმოებული მოკვლევის ფარგლებში (სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის N248 ბრძანებით
დამტკიცებული გადაწყვეტილება), ერთ-ერთი სავარაუდო კანონდამრღვევი მხარე იყო
კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული
მარეგულირებლების შესახებ საქართველოს კანონი მარეგულირებელ ორგანოებს ცალსახად
მიჯნავს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, კომისია ვერ იქნა მიჩნეული მე-10
მუხლის სუბიექტად. თუმცა, სააგენტომ შეიმუშავა რეკომენდაციები, სადაც ხაზგასმული იყო,
რომ აუცილებელია კანონში განხორციელდეს ცვლილება და კანონის მე-10 მუხლი
გავრცელდეს ყველა იმ სუბიექტზე, რომლებიც მართალია ფორმალურად არ მიეკუთვნებიან
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე
ახორციელებენ
საჯარო-სამართლებრივ
უფლებამოსილებებს,
ანუ
წარმოადგენენ
ადმინისტრაციულ ორგანოებს
აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის შესაბამისად, მე-10 მუხლით განსაზღვრული
სუბიექტების ჩამონათვალს დაემატება "და სხვა ადმინისტრაციული ორგანო". ამდენად,
აღნიშნული ნორმის კანონში არსებობით მისაღწევი მიზანი, რომ არ მოხდეს ბაზრის
შეზღუდვა ისეთი სუბიექტის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებას და რომელიც ურთიერთობაში გამოდის, არა როგორც კერძო სამართლის
სუბიექტი, არამედ, როგორც ადმინისტრაციული ორგანო - მიღწეული იქნება ცვლილებების
შემდეგ.
ბ) მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან ხდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით
საწარმოების შექმნაზე მითითების ამოღება, რადგან აღნიშნული ოპერაცია თავისი არსით
არის კონცენტრაცია, რაც თავის მხრივ, დარეგულირებლია კანონის სხვა მუხლებით (მე-11მე-11 სეკუნდა).
გ) მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტებიდან ხდება საგადასახადო შეღავათზე მითითებების
ამოღება, რადგან კანონის დღეს მოქმედი რედაქციის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობა
„ისეთი შეღავათის დაწესება, რომელიც მას კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან)
შედარებით უპირატესობას ანიჭებს“ არის ძალიან ფართო და საკუთარ თავში მოიცავს
ნებისმიერ შეღავათს, მათ შორის საგადასახადო შეღავათსაც. ამდენად, მისი ცალკე გამოყოფა
აღარ არის მიზანშეწონილი.
დ)
„გ“
ქვეპუნქტში
ეთითება
რომ
ეკონომიკური
აგენტის
საქმიანობის
და
დამოუკიდებლობის აკრძალვა ალტერნატიულ პირობებს წარმოადგენს, კერძოდ, ეთითება ან/და.
9) იცვლება მე-101 მუხლის სათაური:
ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და სიტყვა კონკურენციული იცვლება სიტყვით კონკურენტული. ანალოგიური მიზეზით, იცვლება მე-172 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიც.
10) არსებითი ცვლილებები შედის კონცენტაციის მარეგულირებელ ნორმებში:
ა) თავიდან ყალიბდება მე-11 მუხლი:
7
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ კონცენტრაციების მარეგულირებელი
ნორმების რეფორმა წარმოადგენს შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთ
ქვაკუთხედს, რამეთუ სწორედ კონცენტრაციების ეფექტიანი კონტროლია შესაბამის ბაზრებზე
ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა.
გარდა ამისა, ამ მიმართულებით შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელების
საჭიროება, თავის მხრივ, განპირობებულია ამ სეგმენტის მარეგულირებელი ნორმების
ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან მიახლოების აუცილებლობითა და სააგენტოში
ბოლო წლებში დაგროვილი გამოცდილებით. ასევე, ხაზგასასმელია DCFTA-ის 204-ე მუხლის
პირველი პუნქტის ჩანაწერი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს
შერწყმების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმის არსებობას ქვეყანაში. აღნიშნული კი
შესაძლებელია მიღწეულ იქნეს, სათანადო აღსრულების მექანიზმებისა და ვადების
არსებობის პირობებში, საკითხის სიღრმისეული შესწავლის შედეგად.
კონცენტრაციასთან მიმართებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცნებას წარმოადგენს
ეკონომიკურ აგენტზე/აგენტებზე კონტროლის მოპოვება, რომელიც ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში სხვადასხვა გზებითა თუ საშუალებებით მიიღწევა. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა
წილების/აქტივების შეძენა, რომელსაც ქართულ რეალობაში ხშირად აქვს ადგილი. კანონის
არსებული რედაქცია კი ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ ბუნდოვანია და მნიშვნელოვნად
ზღუდავს პრაქტიკაში მისი სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობას. ამ მხრივ
განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს ფიზიკური
პირის
მიერ
ეკონომიკური
აგენტის
წილებისა
თუ
აქტივების
შეძენის
გზით
განსახორციელებელ კონცენტრაციას.
კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ეკონომიკური აგენტების
კონცენტრაციის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს „ფასიანი ქაღალდების ან აქტივების წილის
შეძენით, ხელშეკრულებით ან სხვა საშუალებით ეკონომიკურ აგენტზე ან მისი ბიზნესის
ნაწილზე პირდაპირი ან ირიბი კონტროლის მოპოვებას იმ პირის მიერ, რომელიც უკვე
აკონტროლებს
სულ
მცირე
1
ეკონომიკურ
აგენტს“.
აღნიშნული
ფორმულირება
არასრულყოფილია და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. კერძოდ, გაუგებარია, თუ
რატომ არის აუცილებელი, რომ კონცენტრაციის შემთხვევაში, კონტროლის მომპოვებელი
ეკონომიკური აგენტი უკვე ფლობდეს დამატებით ერთ ეკონომიკურ აგენტს, იმისათვის, რომ
სააგენტომ შეძლოს ამ კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტების შეფასება. კონკურენციის
სააგენტოს მიერ კონცენტრაციის კონტროლის მიზანია, არ დაუშვას კონცენტრაციის შედეგად
ეფექტიანი კონკურენციის არსებითად შეზღუდვა, ეკონომიკური აგენტის მიერ დომინანტური
მდგომარეობის მოპოვება ან გაძლიერება. ასეთი უარყოფითი შედეგი შესაძლოა დადგეს იმ
შემთხვევაშიც, როდესაც კონცენტრაციის მომენტისათვის მხარეები არ აკონტროლებენ
დამატებით არც ერთ ეკონომიკურ აგენტს. დამატებით 1 ეკონომიკური აგენტის კონტროლის
ფაქტი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ პირის მიერ წილის შეძენის შემთხვევაში, რომელიც არ
8
წარმოადგენს ეკონომიკურ აგენტს და ეს ნორმატიული შინაარსი იკვეთება შემოთავაზებულ
კანონპროექტშიც.
მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში (კანონის მოქმედი რედაქციის მე-3
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) ემატება „წილის გამოყენების უფლება“, რადგან კანონის დღეს
მოქმედი რედაქცია ხაზს უსვამს მხოლოდ საწარმოს ფლობის ფაქტს და გამოყენების უფლება
მხოლოდ აქტივებსაა მიბმული. გასათვალისწინებელია, რომ კონცენტრაციის მიზნებისათვის,
მთავარია საწარმოს კონტროლის ფაქტი, რომელიც შეიძლება სახეზე იყოს იმ შემთხვევაშიც,
თუ პირს აქვს საწარმოს წილის გამოყენების უფლება (და არ ფლობს სრულად საწარმოს).
მე-11 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები შეეხება კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმებს,
კერძოდ, კონკრეტდება თუ რა ფაქტორებს უნდა მიაქციოს ყურადღება სააგენტომ
კონცენტრაციის გავლენის შეფასების დროს - კერძოდ, კონცენტრაცია არ უნდა ზღუდავდეს
ეფექტიან კონკურენციას (ეფექტიანი კონკურენციის ტესტი ევროკავშირის ქვეყნების
კონკურენციის დაცვის უწყებების მიერ გამოყენებული ყველაზე ეფექტური ტესტია და
ევროკომისიაც სწორედ ამ ტესტს ეყრდნობა). ამდენად, კონცენტრაციის შეფასების მთავარი
ტესტი იქნება მისი გავლენა ეფექტიან კონკურენციაზე. ამასთან, თუ კონცენტრაცია იწვევს
დომინინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას,
ივარაუდება, რომ ასეთი
კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის
სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეკონომიკური აგენტი
დაასაბუთებს საწინააღმდეგოს.
მოქმედი კანონმდებლობა, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის დროს
ითვალისწინებს სააგენტოს მიერ მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გაცემის
შესაძლებლობას, მაშინ როდესაც პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან ეფექტურია ე.წ.
პირობითი დასკვნის მექანიზმის არსებობა. პირობები (remedies) ცნობილია სტრუქტურული
და ქცევითი ხასიათის ზომების სახელით, რომელიც ევროკავშირის კონკურენციის
სამართალში არსებულ მნიშვნელოვან მექანიზმებს წარმოადგენს.
მაგალითად, ევროკომისია უფლებამოსილია აკრძალოს ისეთი კონცენტრაცია, რომელიც
აშკარად და ცალსახად არღვევს და არ შეესაბამება კონკურენციის კანონმდებლობასა
და
ევროკავშირის შიდა ბაზრის დებულებებს. ევროკომისია ვალდებულია, მხარეებს მიუთითოს
კონკრეტული შერწყმის კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაზე. კომისია
მხარეებს აცნობს საკუთარ მოსაზრებას და შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ შესაბამისი
ვალდებულებები, რათა აღმოიფხვრას ის მოსალოდნელი ანტიკონკურენციული შედეგები,
რაზედაც კომისია აკეთებს მითითებას კონკრეტულ საქმეში. იმ შემთხვევაში, თუ კომისია
მიიჩნევს, რომ წარდგენილი ზომები (remedies) არის საქმის არსთან შეუსაბამო, არ დაუშვებს
შერწყმას და მიიღებს გადაწყვეტილებას მისი უარყოფის შესახებ, საპირისპირო შემთხვევაში
კი
გამოსცემს
გადაწყვეტილებას
შერწყმის
-
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
შესაბამისობასთან დაკავშირებით.
9
აღნიშნული ზომები ჩვეულებრივ კლასიფიცირდება სტრუქტურულად ან ქცევითად.
სტრუქტურული ზომები პერმანენტულად ცვლის
ბაზრის სტრუქტურას (მაგალითად
აქციების გაყოფით, დისტრიბუციის შესახებ ექსკლუზიური ხელშეკრულების შეწყვეტით ან
მომხმარებლებთან ვერტიკალური კავშირების ჩამოცილებით). აღსანიშნავია, რომ კომისია
უპირატესობას ანიჭებს სტრუქტურულ ზომებს, რადგან აღნიშნულის იმპლემენტაცია ბევრად
მარტივია და არ საჭიროებს ხანგძლივი პერიოდით მონიტორინგს. ამის საპირისპიროდ,
ქცევითი ზომები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, მომავალში არ განახორციელონ
გარკვეული ტიპის ქცევა. ეს უკანასკნელი მოითხოვს ხანგძლივი დროით მონიტორინგს და
ვალდებულების შესრულების შესახებ ანგარიშების წარდგენას.
პრაქტიკული თვალსაზრისით, აღნიშნული ზომების არსებობა მნიშვნელოვანია
როგორც სააგენტოსთვის, ასევე, ბიზნესისთვისაც. მაგალითად, შესაძლოა კონცენტრაცია
იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვას (რაზეც უარყოფითი დასკვნა უნდა გაიცეს),
თუმცა, მხარეთა მიერ შეიძლება შემოთავაზებულ იქნეს გარკვეული პირობა - ოპერაციის
ცვლილება, მოდიფიკაცია, აქტივის გაყიდვა და აშ. რომელთა შესრულების შემდეგაც,
კონცენტრაცია აღარ იქნება ეფექტიანი კონკურენციის შემზღუდველი. თუ სააგენტომ
გაითვალისწინა ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული სტრუქტრული და ქცევითი
ხასიათის ზომები და გასცა დადებითი დასკვნა, აღნიშნულ დოკუმენტს შესაძლოა თან
ერთვოდეს ინფორმაცია ეკონომიკური აგენტების მიერ განსახორციელებელი სტრუქტურული
და ქცევითი ხასიათის ზომების შესრულების თაობაზე (მე-8 პუნქტი).
კანონპროექტის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტში ეთითება, თუ რა მექანიზმების
გამოყენების უფლება აქვს სააგენტოს, იმ შემთხვევაში, თუ დადებითი დასკვნის გაცემისას,
სააგენტოს
მიერ
განსაზღვრულ
ვადაში
ეკონომიკური
აგენტები
არ
შეასრულებენ
სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ზომებს. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია
გამოიყენოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე, საურავის პარალელურად,
სააგენტო მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით და პირვანდელი მდგომარეობის
აღდგენის უზრუნველსაყოფად ითხოვს კონცენტრაციის გაუქმებას - შერწყმის დაშლას ან
ყველა აუცილებელი აქტივისა და წილის გაყიდვას. აღნიშნული უფლებამოსილება აქვს
როგორც ევროკომისიას (რომელიც სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ზომების
შეუსრულებლობისთვის ეკონომიკურ აგენტს აკისრებს როგორც ჯარიმას (ბრუნვის 10%-მდე),
ასევე, საურავს (დღიური ბრუნვის 5%-მდე), ასევე ევროკავშირის არაერთი ქვეყნის
კონკურენციის დაცვის უწყებას. სასამართლოს მეშვეობით კონცენტრაციის გაუქმების
საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ სტრუქტურული ან ქცევითი ხასიათის ზომების
გარეშე სააგენტო არ გასცემდა დადებით დასკვნას და კონცენტრაცია მიჩვეულ იქნებოდა
კონკურენტულ გარემოსთან არათავსებადად. ამდენად, თუ ეკონომიკური აგენტი არ
შეასრულებს მიერ მიერვე ნაკისრ ვალდებულებებს, საჭიროა მის მიმართ მკაცრი ზომის
გამოყენება, რადგან მხოლოდ საურავის ან ჯარიმის დაკისრებით ვერ იქნება მიღწეული
მიზანი
-
არ
იქნეს
დაშვებული
ეფექტიანი
კონკურენციისთვის
ხელშემშლელი
10
კონცენტრაციები, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნის (შენარჩუნების) ხელშეწყობის
მიზნით.
ბ) მე-111 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით:
კანონის დღეს მოქმედი რედაქცია, კონცენტრაციის დროს, ეკონომიკურ აგენტებს
სააგენტოსთან შეთანხმების ვალდებულებას აკისრებს იმ შემთხვევაში, თუ მათი წლიური
ბრუნვა
ან
აქტივების
ღირებულება
აღემატება
დადგენილ
ზღვარს.
თავის
მხრივ,
„კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით“ (სააგენტოს
თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის N30/09-4 ბრძანება) დადგენილია წლიური ბრუნვის
და აქტივების ოდენობა (ბრუნვა - 20 მილიონი, აქტივები - 10 მილიონი). აღსანიშნავია, რომ
ეკონომიკური აგენტების ბრუნვის ნაწილში აღნიშნული ინფორმაციის სისწორის შემოწმების
ერთადერთ გზას წარმოადგენს შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაცია. ხოლო,
აქტივების ღირებულების შემოწმება ვერ ხორციელდება. ასევე, ევროკავშირის ქვეყნების დიდ
ნაწილში, შეტყობინების ვალდებულების წარმოშობა დამოკიდებულია მხოლოდ
ეკონომიკური აგენტების წლიურ ბრუნვაზე და არა მათი აქტივების რაოდენობაზე.
ამდენად, ცვლილების შესაბამისად, ხდება აქტივებზე მითითების ამოღება და
შეტყობინების წარმოდგენა მიბმული იქნება მხოლოდ ბრუნვაზე.
მე-111 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იყო, რომ სააგენტოსათვის წინასწარ
წერილობით შეტყობინებას არ ექვემდებარება კონცენტრაცია, რომელშიც მონაწილეობენ
ეკონომიკის
რეგულირებადი
სფეროს
ეკონომიკური
აგენტები.
განსახორციელებელი
ცვლილებების შესაბამისად, აღნიშნული პუნქტიდან ხდება ეკონომიკის რეგულირებადი
სფეროს ეკონომიკურ აგენტებზე მითითების ამოღება, რაც განპირობებულია შემდეგი
გარემოებებით:
თუ ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტების შერწყმა
ხორციელდება რეგულირებად სფეროში, ეს უნდა დარეგულირდეს შესაბამისი
მარეგულირებელი ორგანოს მიერ. თუმცა, თუ ხორციელდება ისეთი შერწყმა, სადაც ერთერთი მხარე არ წარმოადგენს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს აგენტს, ეკონომიკური
აგენტები მიეკუთვნებიან ეკონომიკის სხვადასხვა რეგულირების სფეროს ან/და კონცენტრაცია
ხორციელდება ისეთ ბაზარზე, რომელიც არ მიეკუთვნება რეგულირებად სფეროს,
შეტყობინებას განიხილავს კონკურენციის სააგენტო (იხ. 31-ე მუხლის დასაბუთება).
შემოდის კონცენტრაციის შეტყობინების განხილვის საფასური - 5000 ლარი (მხოლოდ
სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვის შემთხვევაში. მარეგულირებლების კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხებზე არ არის დაწესებული საფასური, რადგან რეგულირებად სფეროში
მოქმედი ეკონომიკური აგენტები იხდიან რეგულირების საფასურს). აღნიშნული საფასური
დაწესებულია ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში. ასევე, ამერიკის შეერთებულ
შტატებში, დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
11
ხაზგასასმელია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კონცენტრაციის შესახებ
შეტყობინების განხილვისათვის პროექტის მიხედვით შემოთავაზებული საფასური არ არის იმ
ოდენობის, რომ მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანოს სააგენტოს - აღნიშნული
მოსაკრებელი ემსახურება კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის გაზრდას იმ
თვალსაზრისით,
რომ
უწყება
სრულად
სახელმწიფო
ბიუჯეტის
დაფინანსებაზე
დამოკიდებული არ იქნება.
კანონპროექტის შესაბამისად, საფასური ექვემდებარება გადახდას მას შემდეგ, რაც
სააგენტო, 5 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს შეტყობინებას და აცნობებს ეკონომიკურ
აგენტს, რომ კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების სფეროში. კონცენტრაციაში
მონაწილე პირების მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის
შემდგომ, სააგენტოში იწყება შეტყობინების განხილვა.
უშუალოდ პროცედურული თვალსაზრისით, შეტყობინების განხილვის ვადებთან
მიმართებით, აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა
(შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ორი კვირისა) არის ძალიან მცირე, მაშინ როდესაც
კონცენტრაციის შეფასება წარმოადგენს ურთულეს და უმნიშვნელოვანეს პროცესს,
გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო ex-ante აფასებს აღნიშნული ტრანზაქციის გავლენას
ბაზარზე - ეს კი ბაზრის კვლევის გარეშე ვერ მიიღწევა. შესაძლოა მცირე ვადებისა და
ინფორმაციის არარსებობის პირობებში, სააგენტომ ვერ შეიმუშავოს სრულყოფილი დასკვნა
და დაუშვას ისეთი კონცენტრაცია, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ეფექტიან
კონკურენციაზე (გასათვალისწინებელია, რომ კანონით დადგენილ ვადაში დასკვნის
გაუცემლობა ითვლება დადებით დასკვნად).
მაგალითად,
სამედიცინო
სფეროში
დაგეგმილი
ერთ-ერთი
კონცენტრაციის
შეტყობინების განხილვის დროს, შესაბამის ბაზარზე არსებული ვითარების სრულყოფილი
ანალიზისათვის, საჭირო გახდა 568 ეკონომიკური აგენტისგან ინფორმაციის გამოთხოვა.
ცალსახაა, რომ ერთთვიანი ვადის არსებობა ამ მოცულობის ინფორმაციის გამოთხოვის,
პასუხების მიღების, მათი გაანალიზებისა და დასაბუთებული დასკვნის შედგენისათვის
ყოვლად გაუმართლებელია.
ამდენად, შემოდის ორფაზიანი სისტემა - ე.წ. მარტივი და რთული. სააგენტო 25 სამუშაო
დღის ვადაში აფასებს კონცენტრაცია თავსებადია თუ არა ნორმალურ კონკურენტულ
გარემოსთან და ხდება დადებითი დაკვნის გაცემა. თუმცა, თუ არსებობს გონივრული ეჭვი,
რომ დაგეგმილი კონცენტრაცია შესაძლოა არ იყოს თავსებადი ნორმალურ კონკურენტულ
გარემოსთან ან საკითხის სირთულიდან გამომდინარე საჭიროა საკითხის დამატებითი
შესწავლა, იწყება დამატებითი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ხანგრძლივობაც
შეადგენს 90 კალენდარულ დღეს. აღნიშნული წარმოების ფარგლებში, სააგენტო აქვეყნებს
ინფორმაციას
საკუთარ
ოფიციალურ
ვებ-გვერდზე
კონცენტრაციის
თაობაზე
და
დაინტერესებულ პირებს აძლევს მოსაზრებების წარმოდგენის საშუალებას. ორეტაპიანი
12
წარმოება მნიშვნელოვანია წარმოების ვადების ოპტიმიზაციისა და ეკონომიკური აგენტების
საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
ხაზგასასმელია, რომ კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის მსგავსი მოდელი
არსებობს ევროკავშირშიც - თუმცა, საკითხის კომისიის მიერ შესწავლის შემთხვევაში ვადები
არის უფრო დიდი (მაგ: 90 სამუშაო დღე, რომელიც შეიძლება კიდევ გაგრძელდეს).
დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვადის შეჩერების მექანიზმს, იმ
შემთხვევაში, თუ სააგენტო, შეტყობინების განხილვის პროცესში, კონცენტრაციაში მონაწილე
ეკონომიკური აგენტებისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. ცვლილებების
შესაბამისად, ინფორმაციის გამოთხოვა გამოიწვევს ვადის დინების შეჩერებას - აღნიშნული
განპირობებულია იმ გარემობით, რომ დადგენილ ვადაში დასკვნის გაუცემლობა ითვლება
კონცენტრაციაზე თანხმობად, თავის მხრივ, სააგენტოს, ბაზრის სრულყოფილად შესასწავლად
უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად სრული ინფორმაცია. ამდენად, დასაბუთებული დასკვნის
შემუშავებისათვის, არსებითია, ვადის დინების შეჩერება მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვნის
შემთხვევაში.
გასათვალისწინებელია, რომ შეტყობინების განხილვის ვადას აჩერებს ინფორმაციის
გამოთხოვა მხოლოდ შეტყობინების წარმომდგენი პირებისგან, მაშინ, როდესაც ევროკავშირში
ვადის შეჩერების მექანიზმი ბევრად ფართოა და მის დინებას აჩერებს ინფორმაციის
გამოთხოვა არამხოლოდ შეტყობინების წარმომდგენი პირებისაგან, არამედ, სხვა ნებისმიერი
ეკონომიკური აგენტისგანაც.
დგინდება კონცენტრაციის განხორციელებისგან თავშეკავების ვალდებულება, მანამ,
სანამ სააგენტო არ გამოსცემს დასკვნას კონკურენციული ეფექტების შესახებ. „მოლოდინის
ვალდებულების“ (“Stand-still obligation”) სახელით ცნობილი აღნიშნული პრინციპი, რომელიც
ევროკავშირის სამართალშიც მოქმედებს, უზრუნველყოფს ბაზრის დაცვას კონკურენციის
სააგენტოს თანხმობის მიღებამდე განხორციელებული კონცენტრაციების შესაძლო მავნე
შედეგების და რიგ შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანისგან.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი კრძალავს ეკონომიკურ
აგენტებს შორის ისეთ შეთანხმებებს, რომელთა მიზანი ან შედეგია ბაზარზე კონკურენციის
შეზღუდვა. „მოლოდინის ვალდებულების“ დაწესების გარეშე, ეკონომიკურ აგენტებს
შეუძლიათ
კონცენტრაციის
(თუნდაც
ნაწილობრივ)
განხორციელება,
მაგალითად,
სენსიტიური ინფორმაციის (ფინანსური მაჩვენებლები, ბიზნეს სტრატეგია, ა.შ.) გაცვლა, რაც,
სააგენტოს დადებითი დასკვნის მიღებამდე, ქმნის მე-7 მუხლით აკრძალული შეთანხმების
არსებობის სავარაუდო მოცემულობას. მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევა კიდევ უფრო
თვალსაჩინოა სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში. ამდენად,
მნიშვნელოვანია კანონში „მოლოდინის ვალდებულების“ ცალსახად დაფიქსირება და მისი
აღსრულების მექანიზმის შემოღება.
13
იკრძალება კონცენტრაცია სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში
და
სააგენტოსათვის
გვერდის
ავლით.
აღნიშნული
ვალდებულებების
დარღვევის
შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტებს დაეკისრებათ ჯარიმა. ამასთან, თუ სააგენტო, საქმის
შესწავლის შემდეგ დაადგენს, რომ კონცენტრაცია ზიანს აყენებს ეფექტიან კონკურენციას და
იწვევს
ეკონომიკური
აგენტების
დომინანტური
მდგომარეობის
შექმნას,
მიმართავს
სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვოს კონცენტრაციის გაუქმებას. აღნიშნული
მექანიზმის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს ბაზრის
სტრუქტურის გაუმჯობესებას და გარკვეულ შემთხვევებში, აუცილებელი იქნება მოხდეს
თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა, რათა ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს არ შეეშალოთ
ხელი განახორციელონ მათი საქმიანობა ჯანსაღ და კონკურენტულ გარემოში.
დაშლის მექანიზმს ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნების შიდა კანონმდებლობაც
(გერმანია,
უნგრეთი, პოლონეთი, შვეიცარია, პორტუგალია, დანია, ხორვატია, სერბეთი,
საფრანგეთი, ესპანეთი) - თუმცა, ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძირითადი
ნაწილი, სასამართლოს ნებართვის გარეშე ახორციელებენ შერწყმის დაშლას. უწყებები
უფლებამოსილნი არიან, მოახდინონ შერწყმის შედეგად წარმოშობილი სუბიექტის დაშლა,
წარმოშობილი სუბიექტის ქონების ან აქტივების მთლიანად ან მისი ნაწილის გასხვისება და
ა.შ.
გ) იცვლება კანონის მე-112 მუხლი:
ა) მუხლის ახლიდან ჩამოყალიბება განაპირობა იმ გარემობამ, რომ ნორმა შეიცვას ხარვეზს,
კერძოდ, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებისაგან გათავისუფლების მუხლში გაკეთებულია
მითითება, რომ მე-112 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობის შეთხვევაში,
ოპერაცია არ ითვლება კონცენტრაციად, მაშინ როდესაც სპეციალური ნორმები, რომლებიც ამა
თუ ქმედებას მიაკუთვნებს კონცენტრაციას, განხილულია კანონის მე-11 მუხლში. რეალურად,
მე-112 მუხლის მიზანი არის განსაზღვროს, თუ რომელი კონცენტრაცია არ ექვემდებარება
სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას და არა ის, ოპერაცია ითვლება თუ არა
კონცენტრაციად.
ამასთან, ხდება „ა“ ქვეპუნქტის ამოღება და ტექნიკურად გადაინომრება შემდეგი
პუნქტები, რაც განაპირობა იმ გარემოებამ რომ კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-111
მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ სააგენტოსათვის მომართვის ვალდებულება
წარმოიშობა კანონმდებლობით დადგენილი ზღვრის შემდეგ - ამდენად ამ ზღვრამდე
ავტომატურად გათავისუფლებულია ყველა ეკონომიკური აგენტი სააგენტოსადმი მომართვის
ვალდებულებისაგან და სპეციალური მითითების გაკეთება აღარ არის საჭირო.
ბ) შინაარსობრივად სწორდება „ბ“ ქვეპუნქტი (მუხლის დღეს მოქმედი რედაქციის „გ“
ქვეპუნქტი), კერძოდ, ეთითება, თუ რა სახის უფლებების გამოყენება არ შეუძლია კონტროლის
მომპოვებელ პირს და საკუთრების რა ფორმით განკარგვის უფლება რჩება მას. ასევე, ეთითება,
14
რომ კონტროლის მოპოვების პირობა არ არის სესხის უზრუნველყოფა და აღნიშნულ
ოპერაციაში მთავარია კონტროლის მოპოვების დროებითი ხასიათი.
გ) ცვლილების შესაბამისად, სააგენტოსთვის კონცენტრაციის შეტყობინების წარდგენის
ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს აგენტები
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარე მოქმედებს ერთი და
იმავე რეგულირებად სფეროში (ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციაში შემავალი
ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები განიხილება ეკონომიკის ერთ რეგულირებად
სფეროდ). მოცემულ შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენა უნდა მოხდეს შესაბამისი სფეროს
მარეგულირებელი ორგანოსთვის.
დ) ამოღებულია დღეს მოქმედი ნორმის „ე“ ქვეპუნქტი, რადგან ეს ეხება კონტროლის
დროებითი
მოპოვების
შემთხვევას
ფინანსური
ინსიტუტების
მიერ.
აღნიშნული
შემადგენლობა ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტშიც (მუხლის დღეს მოქმედი რედაქციის
„გ“
ქვეპუნქტი) არის გათვალისწინებული, ხოლო ეს უკანასკნელი არის ზოგადი ხასიათის და
გულისხმობს ნებისმიერ სუბიექტს (მათ შორის ფინანსურსაც).
11) იცვლება კანონის მე-113 მუხლის დისპოზიცია:
არსობრივად, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია
არა ქმედების კონკრეტული შემადგენლობა, არამედ მისი საქმიანი ეთიკის ნორმების
საწინააღმდეგო და კონკურენტთა და მომხმარებელთა ინტერსების შემლახველი ხასიათი.
ამდენად, ამომწურავი ჩამონათვლის არსებობა კანონში არ არის მიზანშეწონილი. შესაძლოა
ქმედება თავისი არსით იყოს არაკეთილსინდისიერი (მაგ: საქმიანი ეთიკის ნორმების
საწინააღმდეგო) თუმცა, თუ არ არის სპეციალური ქმედების სახით მოცემული, სააგენტო ვერ
შეისწავლის აღნიშნულ საკითხს. ამდენად, მნიშნვნელოვანია, რომ ქმედებების ჩამონათვალი
არ იყოს ამომწურავი - ეს კი ხელს შეუწყობს აღნიშნული ნორმის პრაქტიკული
აღსრულებადობის გაუმჯესებას.
12) იცვლება სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელი ნორმები:
ა) შინაარსობრივად სწორდება მე-12 მუხლის პირველი პუნქტი - სახელმწიფო
დახმარება განმარტებულია კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტში,
ამდენად, აღარ არის საჭირო ხაზგასმა, თუ ვინ არის მისი მიმღები სუბიექტი.
ბ) თავიდან ყალიბდება მე-13 მუხლი:
შინაარსობრივად ხდება დღეს მოქმედი მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ამოღება, რომლის
შესაბამისადაც სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები
შეიმუშავებენ
და
სააგენტოს
დასამტკიცებლად წარუდგენენ სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურას. აღსანიშნავია,
რომ პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს პროცედურის შემუშავებას და დამოუკიდებლად
15
შეთანხმებას,
რადგან
სააგენტო
ცალკეული
გასაცემი
სახელმწიფო
დახმარების
კონკურენციული ეფექტის შეფასებას ახორციელებს. ამდენად, ეს ნორმა არ არის მოქმედი.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლში არსებული პროცედურები აისახება
მე-13 მუხლში და აღნიშნულიდან გამომდინარე ხდება მე-14 მუხლის ამოღება. რაც შეეხება
უშუალოდ პროცედურულ ნაწილს - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ამ მხრივ შეეხება
კონკურენციის სააგენტოს მიერ სახელმწიფო დახმარების გაცემის საკითხის შესწავლის
ვადების გაზრდას.
კერძოდ, პროექტის შესაბამისად, 30 დღემდე იზრდება სახელმწიფო
დახმარების განცხადების განხილვის ვადები (შესაძლებელი იქნება მისი სამ თვემდე
გაგრძელება).
ევროკავშირის დონეზე არსებობს სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებული
შეტყობინების
განხილვის
ორფაზიანი
სისტემა.
კერძოდ,
შესაბამის
შეტყობინებას
ევროკომისია განხილვის პირველი ფაზის ფარგლებში შეისწავლის შეტყობინების მიღებიდან
2 (ორი) თვის ვადაში. ამ დროის განმავლობაში კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ
გადაწყვეტილებას:
1) წევრი სახელმწიფოს კონკრეტული ქმედება არ წარმოადგენს სახელმწიფო
დახმარებას;
2) კონკრეტული ღონისძიების შიდა ბაზრის ინტერესებთან შესაბამისობასთან
დაკავშირებით - „decision not to raise objections“;
3) შიდა ბაზართან არათავსებადობის გონივრული აჭვის არსებობის შემთხვევაში
კომისია იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოკვლევის პროცედურის დაწყებასთან
დაკავშირებით - „decision to initiate the formal investigation procedure“.
მას შემდეგ, რაც კომისია გადაწყვეტს, რომ არსებობს წევრი სახელმწიფოს მიერ
გასატარებელი ღონისძიების შედეგად შიდა ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის საფრთხე,
იგი
იღებს
გადაწყვეტილებას
ფორმალური
მოკვლევის
პროცედურის
დაწყებასთან
დაკავშირებით. ზემოთ დასახელებული რეგულაციის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით,
აღნიშნული პროცედურა კომისიამ უნდა დაამთავროს შესაძლებლობის ფარგლებში 18 თვის
ვადაში. აღნიშნული ვადების მოცულობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფო
დახმარებასთან
დაკავშირებული
საკითხების
განხილვის
კომპლექსურ
ხასიათს
და
შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების (ვადის გაზრდის)_ მიზანშეწონილობას.
გ) ემატება მე-141 მუხლი:
იხვეწება ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობის
მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, „ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების
უმნიშვნელო ოდენობისა და სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესის დამტკიცების
შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N529 დადგენილებით
განსაზღვრულია ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობები,
რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, თუმცა, არ კონტროლდება, გადააჭარბა
16
თუ არა დახმარების გამცემმა ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებს და წარმოეშვა თუ არა
სააგენტოსთვის მომართვის ვალდებულება.
ამდენად, შემოთავაზებული ცვლილებებით, ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების
უმნიშვნელო ოდენობით გამცემი ვალდებული ხდება, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის
მომდევნო წლის პირველ თებერვლამდე მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია, გაცემული
სახელმწიფო დახმარების მოცულობის, ვადისა და მისი მიმღები ეკონომიკური აგენტის
შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაადგენს, რომ გაცემული სახელმწიფო დახმარება
აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ უმნიშვნელო ოდენობას, შეიმუშავებს დასკვნას,
რომელიც გადაეგზავნება როგორც სახელმწიფო დახმარების გამცემს, ასევე მის ზემდგომ
ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
13) ცვლილება შედის მე-16 მუხლის მე-3, მე-5 და მე-9 პუნქტებში:
ეთითება რომ სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და
პრემიერ-მინისტრის წინაშე, რაც განპირობებულია სააგენტოს მმართველი ორგანოს
ახლებური სახით ფორმირებითა და მისი არჩევის წესის შემოღებით (მე-3 პუნქტი).
კონკრეტდება, რომ სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა
არამხოლოდ ეკონომიკური აგენტებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების
ან
ადგილობრივი
ორგანოებისათვის,
არამედ
„სხვა
ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც“ - რადგან ყველა იმ სუბიექტისთვის, ვის მიმართაც
არის მიღებული სააგენტოს გადაწყვეტილება, ის უნდა იყოს სავალდებულო ხასიათის. (მე-5
პუნქტი).
ხდება მე-7 პუნქტის ამოღება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ სააგენტოს
დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, რაც განპიროებებულია იმ გარემოებით, რომ
სააგენტოს დებულების დამტკიცება იქნება სააგენტოს საბჭოს კომპეტენციაში.
სუბიექტებს, ვის წინაშეც სააგენტოს აქვს ვალდებულება, რომ წარუდგინოს
გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიში, ემატება საქართველოს პარლამენტი. (მე-9
პუნქტი).
14)
იცვლება სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა (მუხლი 17 პრიმა):
მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე
გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. ის თავიდანვე არის არის ჩართული
მოკვლევის პროცესში, იცნობს საქმის მიმდინარეობას და ამასთან, წარმოადგენს საბოლოო
გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც. ამდენად, საქმის შესწავლისა და გადაწყვეტილების
მიღების ფუნქციები არ არის გამიჯნული და ამასთან, გადაწყვეტილების მიღება (მათ შორის,
დარღვევის დადასტურების, ჯარიმის ოდენობის
განსაზღვრის,
თანხმობის/უარის საკითხებზე) ხდება ერთპიროვნულად.
კონცენტრაციაზე
17
შემოთავაზებული კანონპროექტით, სააგენტოს მართვის ორგანო იქნება საბჭო, რომელიც
შედგება 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრისგან. საბჭოს წევრთა კანდიდატებს საქართველოს
პარლამენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს პარლამენტი, საბჭოს წევრებს ირჩევს (თანამდებობიდან ათავისუფლებს)
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თავის მხრივ, საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან
ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. პირი საბჭოს წევრად და თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ
იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არის სააგენტოს
თავმჯდომარეც. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრთაგან ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარის
მოადგილეს, რომელიც ასრულებს მის უფლებამოსილებას, უძღვება საბჭოს სხდომებს მისი
არყოფნის შემთხვევაში. ამდენად, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს არ აქვს სხვა
დამატებითი ფუნქციები.
ამ მოდელის ეფექტურობისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით,
მსოფლიოს კონკურენციის უწყებათა უმეტესი ნაწილი სწორედ კოლეგიური მოწყობისაა.
(ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, იტალია, საფრანგეთი, ხორვატია,
სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, თურქეთი, აშშ, ბრიტანეთი და ა.შ.). ამასთან,
ყურადსაღებია OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარის, პროფესორ ფრედერიკ
ჯენის რეკომენდაცია, რომელშიც აღნიშნულია: „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს
დამოუკიდებლობის საკითხს მეტად ამწვავებს ორგანოს სტრუქტურული მოწყობის წესი.
სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნა-გათავისუფლება დამოკიდებულია საქართველოს
პრემიერ-მინისტრის ნებაზე, რაც, თავის მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სააგენტოს
თავმჯდომარის დამოუკიდებლობას რაიმე პოლიტიკური ზეგავლენისაგან. აღნიშნული
პრობლემის გადაჭრის გზად შესაძლოა მივიჩნიოთ კონკურენციის კანონმდებლობის
რეფორმა, სააგენტოს სტრუქტურული მოწყობის შეცვლა და დამსგავსება ისეთ კოლეგიალურ
მოწყობაზე, როგორსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ან საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს. ამ
მოდელის ძირითადი უპირატესობა, გამოიხატება გადაწყვეტილების კოლეგიურად მიღებაში.
ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცალკე მდგომი თავჯდომარე თავისთავად წარმოადგენს
მარტივ
სამიზნეს
ლობისტებისათვის
და
მეორე,
კოლეგიური
ორგანოს
მიერ
გადაწყვეტილების მიღება ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება რომელიმე
პირის კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისკენ იქნება მიმართული. ამდენად, ასეთი
სტრუქტურული მოწყობა, სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხს და გადაწყვეტილების
მიღების პროცესის მიუკერძოებლობას მნიშვნელოვნად აამაღლებს.“
კომისიური ტიპის მოწყობა გააჩნია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მსგავს
დამოუკიდებელ
ორგანოებს,
როგორებიც
არიან
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შედგება 6 წლის ვადით არჩეული
5 წევრისგან) ასევე, კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შედგება 6 წლის ვადით არჩეული 5
წევრისგან).
კომისიური ტიპის მოწყობა და მმართველობითი ფუნქციების განაწილება, ასევე,
კომისიის წევრების პარლამენტის მიერ არჩევის ფაქტი ზრდის სააგენტოს დამოუკიდებლობას
18
და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიკერძოების რისკების თავიდან აცილებისკენ არის
მიმართული.
ამავე მუხლით განისაზღვრება საბჭოს წევრთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები და
პარლამენტის მიერ წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები.
ამავე მუხლით იქნება განსაზღვრული საბჭოს სხდომების მიმდინარეობს საკითხებიც კერძოდ, საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს დახურულ სხდომაზე, რაც განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტების, ასევე, კონცენტრაციისა და
სახელმწიფო დახმარების საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. სხდომებზე
განხილული და შეფასებული იქნება ისეთი სახის საგადასახადო ან კომერციული
საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომელიც არ ექვემდებარება ღია სხდომებზე
განხილვას.
საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით (თითო წევრს აქვს თითო
ხმა) - გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. ამასთან, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას
ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
ამასთან, რადგან სააგენტოს აქამდე არ გააჩნდა კომისიური ტიპის მოწყობა და
თავდაპირველად არჩეული საბჭოს ყველა წევრს ერთდროულად გაუვა უფლებამოსილების
ვადა (5 წელი), საბჭოს წევრთა სრული განახლება რომ არ მოხდეს პირველად ეტაპზე და ამან
არ შექმნას გარკვეული პრობლემები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, გარდამავალ
დებულებებში ემატება, რომ საბჭოს წევრების თავდაპირველი არჩევა განხორციელდება
საგამონაკლისო ვადით. კერძოდ, საბჭოს ორი წევრი არჩეულ იქნეს ოთხი წლის ვადით, ხოლო
საბჭოს სამი წევრი არჩეულ იქნეს ხუთი წლის ვადით. შემდეგომი არჩევნები (მათ შორის,
საბჭოს მოქმედი წევრების ხელახალი არჩევა) განხორციელდება კანონისმიერი 5 წლის ვადით.
15) იცვლება სააგენტოს უფლებამოსილებები, მე-18 მუხლი:
ა) პირველი პუნქტი:
ა.ა.) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ეთითება, რომ სააგენტო მოკვლევას იწყებს
საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით - დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქმის
მოკვლევის დაწყების სამი საფუძველია: ა) განცხადება; ბ) საჩივარი და გ) სააგენტოს
ინიციატივა. (იხ. 22-ე მუხლის დასაბუთება).
ა.ბ) დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს მხოლოდ საქმის მოკვლევის პროცესში
ეძლევა უფლება რომ გამოითხოვოს ინფორმაცია და ეკონომიკური აგენტებიც მხოლოდ ამ
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არიან ვალდებულნი, მიაწოდონ სააგენტოს
გამოთხოვილი
დოკუმენტაცია.
გასათვალისწინებელია,
რომ
სააგენტოს
მიერ
აღსასრულებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მხოლოდ საქმის მოკვლევას. სააგენტო
ახორციელებს კონცენტრაციების კონტროლს, გასაცემი სახელმწიფო დახმარების შეფასებას,
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ქმედებების შესწავლას, ბაზრების მონიტორინგს.
19
ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ხდება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, ხოლო,
თავის
მხრივ
წარმოება,
რომელიც
არ
ითვალისწინებს
ინფორმაციის
გამოთხოვის
სავალდებულო ხასიათს, ვერანაირად ვერ იქნება სრულყოფილი.
ხსენებული მექანიზმის არარსებობის პირობებში, კონკურენციის სააგენტო ბევრ
პრაქტიკულ პრობლემას აწყდება საქმიანობის განხორციელების პროცესში. მაგალითად,
ელექტროტექნიკის სფეროში დაგეგმილი კონცენტრაციის შესწავლისას, შესაბამისი ბაზრის
ანალიზის მიზნით, სააგენტომ ინფორმაცია გამოითხოვა 176 ეკონომიკური აგენტისგან, თუმცა
ინფორმაციის მოწოდების არასავალდებულო ხასიათის გათვალისწინებით, საპასუხო
მონაცემები წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 43 სუბიექტისგან. ანალოგიური ვითარება
ფიქსირდება ბაზრის მონიტორინგის განხორციელების პროცესშიც, მაგალითად, მგზავრთა
ავიაგადაყვანის ბაზრის მონიტორინგისას, 30 ეკონომიკური აგენტიდან მხოლოდ 16-მა
მიაწოდა სააგენტოს გამოთხოვილი ინფორმაცია.
აშკარაა, რომ სრულყოფილი ინფორმაციის არარსებობის პირობებში, კონკურენციის
სააგენტო ვერ განახორციელებს საკითხის სრულყოფილ და დეტალურ ანალიზს, რამაც
შესაძლოა გაუმართლებელ შედეგებამდე და კონკრეტული ეკონომიკური აგენტების
ინტერესების შელახვამდეც კი მიგვიყვანოს. ამდენად, შემოთავაზებული ცვლილებებით (მე18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) სააგენტოს ეძლევა უფლება ნებისმიერ
ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს ინფორმაცია, არამხოლოდ მოკვლევის დროს, არამედ
ნებისმიერი საკითხის შესწავლის პროცესში.
ა.გ.) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის წარმოუდგენლობის
შემთხვევაში, სააგენტოს ეძლევა უფლება დოკუმენტაციის გამოთხოვის მოთხოვნით,
სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით არამხოლოდ მოკვლევის, არამედ, ზოგადად მის
უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის შესწავლის პროცესში (იხ. ზემოთ, „ბ“
ქვეპუნქტის დასაბუთება).
ა.დ.) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ხდება დაკონკრეტება, რომ სააგენტოს ახსნაგანმარტების
ჩამორთმევა
შეუძლია
მხარეების/დაინტერესებული
მხარისგან
უფლებამოსილების განხორციელების დროს - რაც ტექნიკური ხასიათის ცვლილებას
წარმოადგენს, რადგან სააგენტოს დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც აქვს უფლება ახსნაგანმარტება ჩამოართვას მხარეს/დაინტერესებულ მხარეს ზოგადად საქმის მოკვლევის დროს
და არამხოლოდ საჩივრის არსებობის შემთხვევაში (როგორც ეს მითითებულია აღნიშნული
პუნქტის მოქმედ რედაქციაში).
ა.ე.) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში კეთდება ზოგადი ჩანაწერი, რომ სააგენტოს
გამოთხოვილი ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში შეუძლია ეკონომიკური აგენტის
დაჯარიმება და არამხოლოდ მოკვლევის დროს (დღეს არსებული ჩანაწერი - საქმესთან
დაკავშირებული ინფორმაცია - არ არის განჭვრეტადი და დაკავშირებულია მხოლოდ
მოკვლევასთან). (იხ. ზემოთ, „ბ“ ქვეპუნქტის დასაბუთება).
20
ა.ვ.) ემატება „ზ1“ პუნქტი, კერძოდ, სააგენტოს ეძლევა უფლება, თანხმობა განაცხადოს
ან უარი თქვას სავარაუდო კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი გარკვეული
ქმედებების განხორციელების თაობაზე, ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული
პირობითი ვალდებულებების მიღებაზე. პირობითი ვალდებულებები (ევროკავშირის
კონკურენციის სამართალში ცნობილია ე.წ. Commitments-ის სახელით), რაც სამართლებრივი
კუთხით შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც საქმის მონაწილე მხარის (მაგ. კომპანია) მიერ
ისეთი ვალდებულებების აღება, რაც უზრუნველყოფს იმ კონკურენციის კანონმდებლობის
საწინააღმდეგო ქმედების აღმოფხვრას/გამოსწორებას და კონკურენციის უწყების შეფასებით,
აღარ იქნება სახეზე კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი.
“Commitment decision”-ის შემთხვევაში, არ ხდება იმის შეფასება, სახეზე არის თუ არა
კანონის დარღვევა, არამედ, მიიღება გადაწყვეტილება კანონის სავარაუდო ნორმის შეფასების
გარეშე, რადგან მოქმედებს პრეზუმცია, რომ აღნიშნული ვალდებულებების შესრულების
შედეგად, მაღალი ალბათობით, აღარ ექნება ადგილი კონკურენციის დარღვევას და ქმედების
ეფექტის შემდგომი კვლევა და ანალიზი აღარ ხორციელდება.
პირობითი ვალდებულებები აქტიურად გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებისა და
ევროკომიის მიერ. მაგალითად, Amazon-ის (E-book MFNs) No. 40153 საქმეში, რომელიც
ეხებოდა ეხებოდა Amazon-სა და ელექტრონული წიგნების (e-books) გამომცემლებს შორის
დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების ევროკავშირის კონკურენციის
კანონმდებლობასთან
შეუსაბამობას,
ევროკომისიამ
მიიღო
გადაწყვეტილება
კანონდარღვევის შეფასების გარეშე, რადგან Amazon-ის მიერ აღებულ იქნა ვალდებულება,
რომ აღარ მოხდებოდა (i) ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტების ჩადება, რაც ავალდებულებს
გამომცემლებს,
Amazon-ისათვის
საუკეთესო
პირობების
შეთავაზებას
ან
(ii)
მის
კონკურენტებთან დადებული ხელშეკრულებების თაობაზე ცნობების მიწოდებას და სხვ.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას მსგავსი გადაწყვეტილება აქვს მიღებული booking.com-ის
სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით.
ა.ზ.) ემატება „ზ2“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სააგენტოს ეძლევა უფლება, ეკონომიკურ აგენტს
მისცეს გასახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. დღეს მოქმედი კანონმდებლობით,
აღნიშნული მექანიზმი გათვალისწინებულია მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების,
ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველოს
ორგანოების მიმართ და წარმოდგენს ეფექტურ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება
კანონდარღვევის პრევენციას. ამდენად, მიზანშეწონილია ეკონომიკური აგენტსაც ჰქონდეს
ვალდებულება, განიხილოს სააგენტოს რეკომენდაციები.
ა.თ.) „კ“ ქვეპუნქტში დღეს არსებული ჩანაწერი, რომელიც სააგენტოს აღჭურვავს
უფლებამოსილებით, მიზანშეწონილობის შემთხვევაში აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი
ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად, შესაბამის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის
განსაზღვრის
მიზნით,
წარმოადგენს
პრაქტიკულად
გამოუყენებელი
სახის
ნორმას.
აღნიშნული უფლება სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს მონიტორინგის პროცესში, რომელიც
არის უფრო ფართო და განჭვრეტადი პროცედურა. ამდენად, კონკრეტდება, რომ სააგენტო
21
უფლებამოსილია
ფაქტების
კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის
გამოსავლენად,
განახორციელოს
სასაქონლო
და
მომსახურების
ბაზრების
მონიტორინგი. სწორედ, ამ მიზეზით ხდება ტერმინთა განმარტებიდანაც „დაუკვირვებადი
ეკონომიკური საქმიანობის“ ამოღება (მუხლი 3. „თ“ ქვეპუნქტი).
ა.ი.) „ლ“ ქვეპუნქტში კონკრეტდება, რომ კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას,
ეკონომიკური აგენტის იძულებითი დაყოფის საკითხი დაისმება სასამართლოს წინაშე.
ა.კ.) ემატება „ლ1“-„ლ2“ ქვეპუქტები, რომელიც შეეხება კონცენტრაციაში მონაწილე
ეკონომიკური აგენტების სტრუქტურულ ან ქცევითი ხასიათის ზომებს, ასევე, კონცენტრაციის
შეტყობინებისაგან თავის არიდების შემთხვევაში, სააგენტოს ეფექტიანი კონტროლის
ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებას, კერძოდ, სააგენტოს შეეძლება
სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს კონცენტრაციის მონაწილე მხარეებს კონცენტრაციის
გაუქმება, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით.
ა.ლ.) ემატება „ო“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ეკონომიკურ აგენტს ეძლევა
უფლება, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს, მასზე დაკისრებული ჯარიმის
არაუმეტეს ერთი წლის ვადით გადანაწილების თაობაზე. აღნიშნული მექანიზმი კონომიკური
აგენტების ინტერესების დაცვისაკენ არის მიმართული.
ბ) მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით:
ბ.ა.) კონკრეტდება, რომ სააგენტოს უფლებამოსილებები ვრცელდება სხვა ნებისმიერ
ადმინისტრაციულ ორგანოზე და სააგენტო აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებითაც
ახორციელებს საქმის მოკვლევას (იხ. მე-10 მუხლის დასაბუთება).
ბ.ბ.) კონკრეტდება რომ სააგენტოს ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლია არამხოლოდ
მოკვლევის, არამედ, ზოგადად უფლებამოსილების განხორციელების პროცესში (იხ. მე-18
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დასაბუთება).
ბ.გ.) პროექტის შესაბამისად, აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით,
სახელმწიფო დახმარების გამცემის მიერ სააგენტოსთან შეთანხმების წესების დარღვევა,
გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას - ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე.
დღეს მოქმედი კანონი მსგავს დებულებას არ ითვალისწინებს, ამდენად, არ არსებობს ბერკეტი,
რომ მოხდეს პრევენცია პირის მიერ სააგენტოს გვერდის ავლით სახელმწიფო დახმარების
გაცემის შემთხვევაში („დ“ ქვეპუნქტი).
ბ.დ.) სააგენტოს უფლება ეძლევა, შეიმუშავოს წინადადებები იმ საკანონმდებლო და
ნორმატიული აქტების თაობაზე, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს კონკურენციაზე და
შექმნას გაუმართლებელი ბარიერები. აღნიშნული ნორმის შემოღების მიზანი არის ის
გარემოება, რომ ბარიერების დიდი ნაწილი დაწესებულია სამართლებრივი აქტების შედეგად.
სააგენტო ვერ ჩაერევა სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებში, ამ
უკანასკნელმა მოაწესრიგოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი და ვერ მოსთხოვს
22
ცალკეული
აქტების
გაუქმებას,
თუმცა,
კონკურენციული
გარემოს
შექმნის
უზრუნველსაყოფად, სააგენტოს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიმუშავოს რეკომენდაციები
ცალკეულ სამართლებრივ აქტებთან მიმართებით, რომლის განხილვის ვალდებულებაც
ექნება შესაბამის ადრესატ ორგანოს. (კანონპროექტი „ე“ ქვეპუნქტი).
ბ.ე) სააგენტოს ეძლევა უფლება, შესაბამისი უწყება მოიწვიოს საკონსულტაციო
შეხვედრაზე ან ახსნა-განმარტებაზე კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან
წარმოებული მოკვლევის ფარგლებში - რადგან, აღნიშნულ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი
წარმოადგენს მხარეს და საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დარეგულირებული მისი
ვალდებულება - გამოცხადდეს ახსნა-განმარტებასა და საკონსულტაციო შეხვედრაზე საქმის
შესწავლის პროცესში (კანონპროექტი „თ“ ქვეპუნქტი).
გ) მე-3 პუნქტში შედის ცვლილება, კერძოდ, სააგენტო სარეკომენდაციო განმარტებების
გაცემის გარდა, ასევე გამართავს საკონსულტაციო შეხვედრებსაც დაინტერესებულ პირებთან
- მსგავსი ორმხივი კომუნიკაცია სუბიეტებს მისცემს საშუალებას შეხვდნენ სააგენტოს
წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
16) ემატება მე-181 მუხლი - სააგენტოს მართვის ორგანოს უფლებამოსილება:
იმიჯნება უფლებამოსილებები საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს შორის. კერძოდ,
სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა ძირითადი საკითხის გადაწყვეტის უფლება
ენიჭება საბჭოს (სააგენტოს სტრუქტურის და საშტატო ნუსხის დამტკიცება, მოკვლევის
დაწყება/უარი, მოკვლევის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ჯარიმის ოდენობის
განსაზღვრა, კონცენტრაციაზე თანხმობა/უარი და სხვა), ხოლო თავმჯდომარე, წყვეტს
შიდაორგანიზაციულ საკითხებს, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილეობს,
კერძოდ,
ითხოვს
უფლებამოსილებათა
განხორციელების
პროცესში
აუცილებელ
ინფორმაციას, იბარებს მხარეებს ახსნა-განმარტებაზე, საკონსულტაციო შეხვედრაზე და სხვ.
ფუნქციათა ამგვარი გადანაწილება ემსახურება ე.წ. ფუნქციათა შეძლებისდაგვარად
გამიჯვნას საქმის შესწავლისა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს/პირებს შორის.
კერძოდ, საბჭო არ ჩაერევა ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობაში, იგი საბოლოო
ეტაპზე განიხილავს გადაწყვეტილების პროექტს და გადაწყვეტს, საკმარისია თუ არა საქმეში
არსებული ინფორმაცია, ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის კანონმდებლობის
დარღვევის დასადასტურებლად, კონცენტრაციაზე თანხმობის მისაცემად და ა.შ.
17) მე-20 მუხლს ემატება 21 პუნქტი:
სააგენტო
ინფორმაცია
ვალდებულია
(საგადასახადო,
დაიცვას
ეკონომიკური
პერსონალური,
აგენტების
კომერციული,
კონფიდენციალური
სახელმწიფო).
ამასთან,
კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალურ ნორმებს ინფორმაციის
კომერციულ საიდუმლოებად ცნობასთან დაკავშირებით და გამოიყენება საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებები (სზაკ, მუხლი 272). შინაარსობრივი
თვალსაზრისით, დამატებითი რეგულაციის შემოღება არ არის მიზანშეწონილი, რადგან სზაკ23
ის
შესაბამისი
ნორმა
არის
საკმარისი,
თუმცა,
პროცედურული
სიმარტივისათვის,
მნიშვნელოვანია რომ დოკუმენტი, რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობასაც ითხოვს
პირი, იყოს სათანადო ფორმით დაფარული უშუალოდ მათ მიერ და წარმოდგენილ იქნას
როგორც კონფიდენციალური, ასევე, არაკონფიდენციალური ვერსია.
ამდენად, კანონში ეთითება, რომ სააგენტო უფლებამოსილია, ეკონომიკურ აგენტს
მოსთხოვოს დოკუმენტის არაკონფიდენციალური ვერსიის წარმოდგენაც და განუსაზღვროს
ვადა. მსგავსი რეგულირება ასევე ხელს შეუწყობს საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესში
კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასაც.
18) 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით:
ეთითება, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს დამოუკიდებელი
არამხოლოდ დაინტერესებულ მხარეთაგან, არამედ ზოგადად მხარეთაგან - აღნიშნული
წარმოადგენდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზს.
აცილების საფუძვლებს ემატება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
92-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებიც (მაგალითად, თვითონ არის
დაინტერესებული მხარე საქმეში; საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი
წარმომადგენლის ნათესავია; საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და სხვ.), რადგან საგადასახადო კოდექსში
მოცემული
ინტერესთა
კონფლიქტის
შემთხვევები
სრულად
არ
ფარავს
ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებს - ეს კი იწვევს
არაერთგვაროვან მიდგომას ზოგადად ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დასაცავი
ძირითადი პოსტულატების ნაწილში.
19) ცვლილება შედის კანონის 22-ე მუხლში:
დღეს მოქმედი რეგულაციით, კონკურენციის სააგენტო საქმის მოკვლევას იწყებს
წარმოდგენილი განცხადების ან საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით.
ძირითადი განსხვავება განმცხადებელსა და მომჩივანს შორის მდგომარეობის იმაში, ადგება
თუ არა მას უშუალო ქონებრივი ზიანი ანტიკონკურენტული ქმედების შედეგად. კერძოდ,
განმცხადებელი არის ინფორმატორი (შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული
პირი), რომელიც ფლობს ინფორმაციას სავარაუდო კანონდარღვევის თაობაზე, ხოლო,
მომჩივანი - დაზარალებული ეკონომიკური აგენტია, რომელსაც ადგება ქონებრივი ზიანი და
რომელიც, განმცხადებლისგან განსხვავებით, წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების
მხარეს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, არ აქვს
უფლება, მოახდინოს შემოსული განცხადებების პრიორიტეტულად დაყოფა და ვალდებულია
რეაგირება მოახდინოს ფორმის დაცვით წარმოდგენილ ყველანაირ განცხადებაზე, რაც ხშირ
შემთხვევაში იწვევს სააგენტოს რესურსების არაეფექტიან გადანაწილებას, მაშინ როდესაც
გონივრული ეჭვის სტანდარტს ძალიან მცირე რაოდენობის განცხადება აკმაყოფილებს.
24
ამდენად, შემოთავაზებული ცვლილებებით, ხდება განმცხადებლის ინსტიტუტის
მოდიფიკაცია და სააგენტო მოკვლევის დაწყებას განახორციელებს მხოლოდ საჩივრის
საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. რაც შეეხება განმცხადებელს, მას აქვს
სააგენტოსადმი მომართვის უფლება, თუმცა, ეს ინფორმაცია მიიღება ცნობად და გონივრული
ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სააგენტოს მიერ საკუთარი ინიციატივით
მოკვლევის დასაწყებად.
აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, იცვლება ყველა ის მუხლი, სადაც არის მითითება
გაკეთებული განცხადებაზე (პროექტი, მუხლი 18.1. „ა“, 22.1, 23, 24)
გასათვალისწინებელია, რომ ანალოგიური რეგულირება არის გათვალისწინებული
ევროკავშირის ქვეყნებშიც. ევროკავშირის კონკურენციის დაცვის უწყებები მოკვლევას
იწყებენ
მხოლოდ
საჩივრის
შემთხვევაში
ან
ex-officio
(სააგენტოს
ინიციატივით)
უფლებამოსილების გამოყენების შედეგად.
20) 23-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით:
გარდა პროცედურული ცვლილებისა, რომელიც ხორციელდება აღნიშნულ მუხლში
და რომლის დასაბუთებაც მოცემულია პროექტის 22-ე მუხლის განმარტებაში (იხ. ზედა
კომენტარი), მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება სააგენტოს მიერ მოპასუხისათვის საჩივრის
გადაგზავნის წესს. კერძოდ, პროექტის შესაბამისად, სააგენტო შემოსულ საჩივარს არ
გადაუგზავნის მოპასუხე მხარეს იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი შეეხება კანონის მე-7 მუხლის
დარღვევას. მე-7 მუხლი შეეხება კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს, ე.წ. კარტელს,
რომელიც წარმოადგენს ფარული სახის გარიგებას ეკონომიკურ აგენტებს შორის. კარტელის
მტკიცების სტანდარტი არის მაღალი, ხოლო, ის ინფორმაცია, რაც საჭიროა რომ სააგენტოს
მიერ იქნეს მოძიებული, არის სენსიტიური ხასიათის, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად
განადგურდეს ეკონომიკური აგენტების მიერ (მაგ: მეილის მიმოწერა, წერილები,
კომუნიკაციის დამადასტურებელი სხვა ფაქტები), ამდენად, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე
პირის ინფორმირება აუცილებლად გამოიწვევს მტკიცებულებების განადგურებას მაშინ,
როდესაც სააგენტო ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებას ახორციელებს მხოლოდ
მოკვლევის დაწყების შემთხვევაში. ამდენად, მიზანშეწონილია, რომ საჩივრის დასაშვებობის
ეტაპზე, სავარაუდო კანონდამრღვევი პირი არ იყოს ინფორმირებული აღნიშნულ საკითზე.
ხაზგასასმელია, რომ
ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების კონკურენციის
კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს საჩივრის მოპასუხე მხარისათვის
გადაგზავნას (ლიეტუვა, ლატვია, პორტუგალია, ესტონეთი) და მოპასუხეების ინფორმირება
ხორციელდება მხოლოდ მოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
(პრაქტიკაში კი, მტკიცებულებების მაქსიმალურად დაცვის კანონისმიერი ინტერესის
გათვალისწინებით, ხდება პირდაპირ ადგილზე შემოწმება და მხარეები იქვე ეცნობიან
მოკვლევის გადაწყვეტილებას).
25
21) 24-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით:
მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლებს ემატება ისეთი შემთხვევები, როდესაც:
ა) არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის
ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკვლევის დაწყებაზე უარი
განაპირობა ეკონომიკური აგენტის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობამ, რადგან ამ
საფუძვლით მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს
დამაბრკოლებელი მხარისათვის მომართოს სააგენტოს იმავე დავის საგანზე.
ბ) არსებობს საქმის მოკვლევის შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება.
საჩივრის
განუხილველად
დატოვებისა
და
მოკვლევის
შედეგად
მიღებული
გადაწყვეტილების შემდეგ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საჩივრის დაუშვებლობას
ითვალისწინებს სააგენტოს თავმჯდომარის პროცედურული ხასიათის კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები „განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და
განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების
დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის
№30/09-1 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურა (მუხლი 12.3.) და „საქმის მოკვლევის წესისა
და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014
წლის 30 სექტემბრის N30/09-5 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურა (მუხლი 24), თუმცა,
მიზანშეწონილია საკანონმდებლო დონეზე იყოს დარეგულირებული აღნიშნული საკითხი.
გ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე ან
არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან სააგენტო თანხმობას განაცხადებს სავარაუდო
კანონდარღვევის
აღმოფხვრის
მიზნით
გასატარებელი
გარკვეული
ქმედებების
განხორციელების თაობაზე, ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი
ვალდებულების მიღებაზე.
დ) საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, სააგენტო თანხმობას განაცხადებს
სავარაუდო კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი კონკრეტული ქმედებების
განხორციელების თაობაზე, ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი
ვალდებულების მიღებაზე (იხ. პროექტის მე-18 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის დასაბუთება).
22) ახალი რედაქციით ყალიბდება 25-ე მუხლი:
ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:
ა) საქმის მოკვლევის დღეს არსებული ვადა - 10 თვე არის ძალიან მცირე ეს კი ქმნის
გარკვეულ პრაქტიკულ სირთულეებს. საქმის მოკვლევა წარმოადგენს პროცესს, რომლის
ფარგლებში, ძირითად შემთხვევაში, სააგენტოს უწევს ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება
საკითხის სრულყოფილად შესწავლის უზრუნველსაყოფად. ხაზგასასმელია, რომ საქმეები,
რომელიც შეეხება დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის
26
შემზღუდველ შეთანხმებებს, საჭიროებს ძალიან დიდ ანალიზს, ხშირად ხდება ბაზრების
მასშტაბური კვლევა, ამდენად, მსგავსი ტიპის მოკვლევები თითქმის ყოველთვის 10 თვის
თავზე მთავრდება, თუმცა, სააგენტოს წინააღმდეგ მიმართული სასამართლო დავების
ძირითად ნაწილში, მხარეები აპელირებენ, რომ არ მიეცათ საშუალება დაეცვათ თავი,
გაცნობოდნენ სააგენტოს გადაწყვეტილებას შემაჯამებელ სხდომამდე გონივრული ვადით
ადრე და ა.შ., რაც შეუძლებელია 10 თვიანი ვადის ფარგლებში. სააგენტოს პრაქტიკის
მიხედვით, თავდაპირველ სამთვიან ვადაში სრულდება ის მოკვლევები, რომლებიც არ
საჭიროებს ბაზრის კვლევას - არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის საკითხებზე. ამდენად,
როგორც პრაქტიკამ ცხადჰყო, მოქმედი 10 თვიანი ვადა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ
სრულყოფილად მოხდეს დიდი საქმეების შესწავლა. როგორც უკვე აღინიშნა, დომინირებული
მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები არის
საკმაოდ პრობლემული ნორმები, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ეკონომეტრიკული ანალიზების
ჩატარება.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოკვლევის პროცესში მაქსიმალურად უნდა
ხდებოდეს მხარეთა უფლებების დაცვა და პროცედურული სამართლიანობის
უზრუნველყოფა. აღნიშნული პრინციპების დაცვისაკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯი,
რომელიც დანერგილია ევროკავშირის ქვეყნების უმეტეს ნაწილში, არის გადაწყვეტილების
პროექტის მხარეთათვის გაგზავნის მექანიზმი, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, დააფიქსირონ
პოზიცია სააგენტოს მიერ დამუშავებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სააგენტოს მიერ
გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების პროექტის
გაგზავნა
და
მხარეთა
პოზიციების
მიღება
დაკავშირებულია
გარკვეულ
ვადებთან
(ევროკავშირის პრაქტიკის გათვალისწინებით, საშუალოდ, 45 დღიანი ვადის მიცემა ხდება
მხარისთვის), რაც შეუძლებელია დღეს მოქმედი კანონით დადგენილი მოკვლევის მცირე
ვადების გათვალისწინებით.
აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული კანონპროექტით მოკვლევის ვადა იზრდება 6
თვემდე, რომელიც, სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ვადა არ არის დიდი
ევროკავშირის ქვეყნების კონკურენციის კანონებით დადგენილ ვადებთან შედარებით, მით
უფრო, თუ გავითვალისწინებით, რომ ქვეყნების დიდ ნაწილში საქმის მოკვლევის ვადა
კანონმდებლობით საერთოდ არ არის შეზღუდული. მაგალითად: ევროკომისიას აქვს უვადო
წარმოება, ისევე, როგორც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების უმეტესობას (აშშ, დიდი ბრიტანეთი,
კანადა, ავსტრია, შვეიცარია, ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი,
ისრაელი, სინგაპური და სხვ.) პოლონეთსა და ლიეტუვაში მოქმედებს პირველადი 5 თვიანი
ვადა,
რომელიც
საქმის
გარემოებების
გათვალისწინებით,
შესაძლოა
გაგრძელდეს
შეუზღუდავი ვადით და აშ.
ბ) ცვლილებების ნაწილი არის ტექნიკური ხასიათის - კონკრეტდება რომ სააგენტო იწვევს
ახსნა/განმარტებისთვის მხარეებს/დაინტერესებულ მხარეებს. ხოლო, მე-5 პუნქტში (მუხლის
27
დღეს მოქმედი რედაქციის მე-6 პუნქტი) სწორდება ხარვეზი, რომელიც ითვალისწინებდა
ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების უფლებას მხოლოდ განცხადების ან/და საჩივრის
შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სააგენტო უფლებამოსილია, საქმის მოკვლევა აწარმოოს
საკუთარი ინიციატივითაც და ნებისმიერი საფუძვლით მოკვლევის დაწყების შემთხვევაში
პროცედურა არის ერთიანი.
გ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში კონკრეტდება, რომ ეკონომიკური აგენტის ადგილზე
შემოწმება მოიცავს ასევე დოკუმენტის ამოღებასაც და არამხოლოდ ასლის ამოღებას (როგორც
ეს არის კანონის დღეს მოქმედ რედაქციის მე-10 პუნქტში).
დ) მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტის
მხარეთათვის გაგზავნის ვალდებულებას. კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მხარეთა
მოწვევა ხდება შემაჯამებელ სხდომამდე 5 სამუშაო დღით ადრე (თავის მხრივ, შემაჯამებელი
სხდომა
ინიშნება
თითქმის
ვადის
ბოლო
დღეს).
ამასთან,
კანონმდებლობა
რომც
ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების პროექტის გაგზავნის სავალდებულო წესს, მცირე
ვადების პირობებში მაინც ვერ მოხერხდება მხარისთვის პოზიციის წარმოსადგენად სათანადო
ვადის მიცემა, მათი პოზიციის მიღება და ანალიზი. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო
დავების დიდი ნაწილი სწორედ მხარეთა პროცედურული უფლებების დაცვის კუთხით არის
წარმართული და პროცედურული სამართლიანობის დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ფაქტორად სწორედ გადაწყვეტილების პროექტის (ევროკავშირის კონკურენციის სამართალში
ცნობილია ე.წ. statement of objection-ის სახელით) გაგზავნა ითვლება.
ამდენად, შემოთავაზებული ცვლილებებით, სააგენტო ვალდებული იქნება, საქმის
დასრულებამდე გაუგზავნოს მხარეებს გადაწყვეტილების პროექტი და მისცეს ვადა
მოსაზრებებს წარმოსადგენად - ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები.
თავის მხრივ, ევროკავშირში, ევროკომისია მხარეებს უგზავნის გადაწყვეტილების
პროექტს და აძლევს გონივრულ ვადას პოზიციის წარმოსადგენად. ასევე, სავალდებულოა
პროექტის გაგზავნა ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნის კონკურენციის კანონითაც - ვადა
საშუალოდ არის 45 დღე.
ე) შემოდის პირობითი ვალდებულებების ინსტიტუტი (იხ. მე-18 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის
დასაბუთება). კერძოდ, თუ მხარეთა მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულებები
არის იმგვარი, რომ მათი განხორციელების შემთხვევაში აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო
დარღვევის
რისკი,
სააგენტო
უფლებამოსილი
იქნება
გამოიტანოს
გადაწყვეტილება
კანონდარღვევის სავარაუდო ფაქტის შეფასების გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ შეასრულებენ აღებულ ვალდებულებებს, საქმის
მოკვლევა განახლდება.
აღნიშნული მექანიზიმი ხელს შეუწყობს სააგენტოს, რომ ეკონომიკური აგენტებისათვის
ნაკლები ბარიერის შექმნისა და ზიანის მიყენების გარეშე, ასევე, დროის/რესურსის
ოპტიმიზაციის მეშვეობით, ეფექტიანად მოახდინოს სავარაუდო კანონდარღვევის პრევენცია.
28
23) ახალი რედაქციით ყალიბდება 27-ე მუხლი:
ა) კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს დავის ხანდაზმულობის 3 წლიან
ვადას, რომელიც აითვლება ქმედების ჩადენიდან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეგულაცია
შეიცავს ხარვეზს, კერძოდ, არ არის განჭვრეტადი, თუ რა იგულისხმება დავის
ხანდაზმულობაში - მხოლოდ, სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევა თუ სასამართლო დავა. ასევე,
ვადის ათვლა ქმედების ჩადენიდან არ არის მიზანშეწონილი შემდეგი გარემოებების
გათვალისწინებით - ქმედება შეიძლება იყოს განხორციელებისთანავე დასრულებული,
დენადი ან განგრძობადი. როგორც დენადი, ასევე, განგრძობადი სამართალადრღვევის
შეფასებისთვის, გადამწყვეტი არ არის მათი თავდაპირველად ჩადენის თარიღი, არამედ,
გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები პერმანენტულად ხორციელდება, მნიშვნელოვანია მათი
შეწყვეტის თარიღის დადგენა - ამდენად, როგორც განხორციელებისთანავე დასრულებული,
ასევე,
დენადი
და
განგრძობადი
კანონდარღვევების
მიმართ
ერთიანი
მიდგომის
ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა უნდა იყოს
შესაბამისი ქმედების დასრულების მომენტთან. ამასთან, „დავის“ ხანდაზმულობის ნაცვლად
ეთითება „საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადა“.
ევროკავშირში, ხანდაზმულობის ვადა აითვლება დარღვევის ჩადენიდან, ხოლო
განგრძობადობის შემთხვევაში - დასრულებიდან.
ბ) ცვლილება შეეხება ასევე, ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საკითხს. კერძოდ,
სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის დაწყება ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების
საფუძველია. აღნიშნული ცვლილების საჭიროება განპირობებულია იმ გარემობით, რომ დღეს
მოქმედი კანონით, წარმოების დაწყების შემთხვევაში არ ჩერდება ხანდაზმულობის ვადა
მაშინ, როდესაც დავის ხანდაზმულობა არის სამი წელი, ხოლო საქმის შესწავლა გრძელდება
10 თვემდე (ხოლო, ცვლილებების შედეგად, ვადა იზრდება 24 თვემდე). ამდენად, თუ არ
იქნება შესაძლებელი ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, სააგენტო დადგება იმ რეალობის
წინაშე რომ შესაძლოა, მოკვლევის დასრულებამდე გავიდეს ხანდაზმულობის ვადა.
24) ძირეულად იცვლება ეკონომიკის რეგულირებად სფეროსთან თანამშრომლობის
ფარგლები - 31-ე მუხლი:
მოქმედი
კანონის
შესაბამისად,
კონკურენციის
სააგენტოს
უფლებამოსილებას
სცილდება კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის კონტროლი ეკონომიკის რეგულირებად
სფეროებში, კერძოდ, საბანკო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისა და ელექტრონული
კომუნიკაციების სექტორებში. ამ სფეროებში კონკურენციის დარღვევის თაობაზე მიღებულ
კორესპონდენციას სააგენტო უგზავნის შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს და მხოლოდ
მისი თხოვნით, კონსულტაციის დონეზე შეიძლება ჩაერთოს საკითხის განხილვის პროცესში.
ამასთან, ამ სფეროების ნაწილში კონკურენციის აღსრულება საკანონდებლო ნორმების არ
არსებობის გამო, არ ხდება. საფინანსო სექტორისა და კომუნიკაციების მარეგულირებელ
სამართლებრივ აქტებში ნაწილობრივ (თუმცა არასრულად) არის ასახული კონკურენციის
29
შესაბამისი ნორმები, თუმცა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“
საქართველოს კანონი არ შეიცავს რეგულირებას დომინირებული მდგომარეობის ბოროტად
გამოყენების, კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებებისა და კონცენტრაციის თაობაზე.
აღნიშნულის გამო ძალიან ბევრი საკითხი რჩება ღია, რადგან ვერც კონკურენციის
სააგენტო შეისწავლის და არც მარეგულირებელ ორგანოებს აქვთ შესაბამისი კანონმდებლობა.
ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ქვეყანას ავალდებულებს,
ჰქოდეს ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონები (მუხლი 204), თუმცა, როგორც უკვე
აღინიშნა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებლების მიერ აღსასრულებელი
სპეცილური კანონმდებლობა სრულად არ ფარავს კონკურენციის საკითხებს. ამდენად, ეჭვქვეშ
დგება ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულების (ერთიანი და ყოვლისმომცველი კონკურენციის
კანონმდებლობის არსებობა) შესრულების საკითხი.
დასახელებულ საკითხებთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვანია კონკურენციის
სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის მიერ მოწვეული ექსპერტების - OECD-ის
კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარის პროფესორ ფრედერიკ ჯენისა და UNCTAD-ის
კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა დაცვის ფილიალის ხელმძღვანელის ტერეზა
მორეირას ანგარიშები.
ტერეზა მორეირას ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობის
ანალიზი ცალსახად ავლენს ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის წესების
არასათანადოდ ასახვის ფაქტებს. გარდა ამისა, ფაქტობრივად რიგ სფეროებში არ არსებობს
კონკურენციის ეფექტური აღსრულების არანაირი ბერკეტი. ექსპერტის მოსაზრებით,
„საინტერესოა, რეგულირებადი სფეროების კონკურენციის კანონმდებლობის ქვეშ მოქცევის
საკითხი და ამ კუთხით კონკურენციაზე უფლებამოსილი ორგანოს იურისდიქციის
ფარგლები, ვინაიდან კონკურენციის კანონმდებლობა არის ფართო და ყოვლისმომცველი
ნებისმიერი ბაზრის მიმართ. ამასთან, მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ინტერესი
გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოხატული.“
პროფესორ ჯენის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ „საქართველოს კანონმდებლობა
მარეგულირებელი ორგანოების შესახებ არ მოიცავს კონკურენციის შესახებ ნორმებს და არ
ავალდებულებს მარეგულირებელ ორგანოებს შესაბამის სფეროებში კონკურენციის ნორმების
იმპლემენტაციის უზრუნველყოფას. ამდენად, აღნიშნული სიტუაცია ერთგვარად წარმოქმნის
სამართლებრივ ხარვეზს“.
მართალია, კონკურენციის დაცვის უწყებებსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს
მარეგულირებლებს
შორის
უფლებამოსილებათა
გამიჯვნის
პრობლემა
ასევე
დგას
ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, თუმცა, მსოფლიოს ქვეყნების უმეტეს ნაწილში, სადაც
კონკურენციის ორგანო მოქმედებს, მისი სამოქმედო არეალი ასევე ვრცელდება ეკონომიკის
რეგულირებად სფეროებზეც. არ არსებობს ქვეყანა, სადაც კონკურენციის ორგანოს არ აქვს
უფლება, შეისწავლოს რეგულირებად სფეროში განხორციელებული კონკურენციის დარღვევა.
თუმცა, ზოგ ქვეყანაში (გერმანია, ავსტრია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი) კონკურენციის
ორგანოსთან ერთად, სექტორის მარეგულირებელებსაც აქვთ ეს ფუნქცია მინიჭებული, ხოლო
30
ზოგგან (ესტონეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი) კონკურენცია და რეგულირება მოქცეულია
ერთი უწყების ქვეშ.
ევროკავშირის ექსპერტების პოზიციით, მთავარია ქვეყანაში მოქმედი კონკურენციის
კანონმდებლობა იყოს ერთიანი, განურჩევლად სფეროებისა და შესაძლებელია, ამ ეტაპზე,
კონკურენციის სააგენტოს შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, მისი აღსრულება
ხორციელდებოდეს
დიფერენცირებულად,
მათ
შორის,
შესაბამის
სფეროებში
-
მარეგულირებელი ორგანოების მიერ.
ამდენად,
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
შემოთავაზებული
ცვლილების
შესაბამისად, სააგენტო იქნება უფლებამოსილი შეისწავლოს საკითხი თუ სახეზეა ერთ-ერთი
პირობა მაინც:
ა) სავარაუდო კანონდამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ
წარმოადგენს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს;
ბ) სავარაუდო კანონდამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე მხარეები წარმოადგენენ
ეკონომიკის რეგულირებადი სხვადასხვა სფეროს ეკონომიკურ აგენტებს;
გ) ქმედების განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ი წარმოადგენს ეკონომიკის
რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს, მაგრამ, სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო
ქმედება (დავის საგანი) არ არის განხორციელებული ეკონომიკის რეგულირებად სფეროში.
თუ ყველა მხარე მოქმედებს ეკონომიკის ერთსა და იმავე რეგულირებად სფეროში (ერთი
მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციაში შემავალი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები
განიხილება ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ) და წარმოადგენს ეკონომიკის
რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტს, საკითხს შეისწავლის შესაბამისი სფეროს
მარეგულირებელი, თუმცა, ის ვალდებული იქნება იხელმძღვანელოს „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით (თუ მარეგულირებლებს აქვთ სპეციალური პროცედურული ხასიათის
ნორმები, გამოიყენება მათი კანონმდებლობა).
ასევე ეთითება კანონის რომელი მუხლების აღსრულება ევალებათ მარეგულირებელ
ორგანოებს (დომინირება, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, კონცენტრაცია,
ჯარიმები და ა.შ.). აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს ერთიანი საკანონმდებლო სივრცის
ჩამოყალიბებას ყველა სფეროში.
პროცედურული კუთხით, კანონპროექტის შესაბამისად, სააგენტო 5 დღის ვადაში
სწავლობს ექცევა თუ არა შესაბამისი საჩივარი კანონის რეგულირების სფეროში, თუ ცალსახად
არ დგინდება საკითხის შესწავლაზე უფლებამოსილი ორგანო, აღნიშნული ვადა იზრდება 30
კალენდარულ დღემდე. ამ ვადაში სააგენტო და შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი
ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე მიჯნავენ კომპეტენციას, შეუთანხმებლობის
შემთხვევაში, საკითხს განიხილავს სააგენტო, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს შესაბამისი
მარეგულირებლის მონაწილებით.
კანონპროექტის შესაბამისად ასევე დგინდება, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ
საკითხის
განხილვის
შემთხვევაში
სავალდებულო
იქნება
საქმის
შესწავლაში
31
მარეგულირებლის ჩართულობა. ხოლო, მარეგულირებლის მიერ საკითხის შესწავლის
შემთხვევაში - სააგენტოს ჩართვა.
ამასთან, დგინდება გარდამავალი პერიოდი - 2020 წლის პირველ იანვრამდე პერიოდი
და კეთდება დათქმა, რომ გარდამავალ პერიოდში მარეგულირებელები, მართალია,
იხელმძღვანელებენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, მაგრამ თუ მათი
აღსასრულებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ იქნება დადგენილი, გამოიყენება
მათი კანონმდებლობა.
25) ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 32-ე მუხლი:
ცვლილების შესაბამისად, ჯარიმა ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის
ხდება
ფიქსირებული და იქნება 3000 ლარი. დღეს მოქმედი რეგულაცია არ ითვალისწინებს ჯარიმის
ფიქსირებულ
ოდენობას
და
სააგენტოს
დისკრეციული
უფლებამოსილება
გააჩნია
განსაზღვროს ჯარიმის თანხა - 1000-დან 3000-ლარამდე. თუმცა, კანონდარღვევისათვის
(მუხლი 6, მუხლი 7) დაწესებული სანქციის შეფარდების პროცედურისგან განსხვავებით,
სპეციალური პროცედურული ნორმები არ არის ინფორმაციის მოუწოდებლობისათვის
ჯარიმის
ოდენობის
გამოთვლისთვის.
ამასთან,
ინფორმაციის
მოუწოდებლობა
არ
წარმოადგენს იმ სახის სამართალდარღვევას რომ მისი ოდენობა დამოკიდებული იყოს
ეკონომიკური აგენტის ფინანსურ მდგომარებაზე. ამდენად, მიზანშეწონილია რომ ჯარიმის
თანხა იყოს ფიქსირებული.
განმეორებითობის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა იქნება 50000 ლარი. ასევე,
კონკრეტდება რომ ჯარიმის დაკისრება არ ათავისუფლებს ეკონომიკურ აგენტს ინფორმაციის
წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
26) ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 33-ე მუხლი:
ა) კანონის არსებული რედაქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია კონკურენციის
კანონმდებლობის
გვერდის
ავლით
კონცენტრაციის
განხორციელების
შემთხვევაზე
შესაბამისი სანქციების არარსებობა. ეს კი გულისხმობს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ
მოქმედი
კანონმდებლობით
ეკონომიკურ
აგენტებს
აქვთ
გარკვეულ
შემთხვევებში
კონცენტრაციის შეტყობინების სააგენტოში წარდგენის ვალდებულება, ამ ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონი არ შეიცავს არანაირ სანქციას, რაც ბუნებრივია აზრს
უკარგავს ზოგადად კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების არსებობას. სააგენტოს
პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც წარმოდგენილ განცხადების საფუძველზე შესწავლილი
იქნა კონკრეტული ოპერაცია და დადგინდა, რომ ოპერაციის მონაწილე ეკონომიკური
აგენტები, ბრუნვის გათვალისწინებით, ვალდებულნი იყვნენ რომ მოემართათ სააგენტოსთვის
და მოეთხოვათ აღნიშნული ტრანზაქციის შეფასება, თუმცა, ეს არ გაუკეთებიათ. სააგენტოს არ
ჰქონდა არანაირი ბერკეტი, რომ შესაბამისი რეაგირება მოეხდინა უკვე განხორციელებულ
კონცენტრაციაზე ან დაეჯარიმებინა ეკონომიკური აგენტები.
32
ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტით, წესდება ჯარიმა კანონით წინასწარ
წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოსთვის გვერდის
ავლით განხორციელებისათვის. სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული
კონცენტრაციის განხორციელება სააგენტოს შესაბამისი დასკვნის გარეშე შეიცავს რისკს,
საქართველოს
სასაქონლო
ან
ბაზარზე
შეიზღუდოს
ეფექტიანი
კონკურენცია
ან
შეიქმნას/გაძლიერდეს მონოპოლიური მდგომარეობა. ასევე, წესდება სანქცია სააგენტოს
უარყოფითი დასკვნის მიღებისას, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაზეც (პროექტი,
მუხლი 33.4.)
ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების
წინა ფინანსური წლის განმავლობაში პირის წლიური ბრუნვის 5 პროცენტს.
აღსანიშნავია, რომ
კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების დაღვევისათვის
არსებული სანქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია,
საფრანგეთი, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ) არის უფრო მაღალი და
შეადგენს 10%. (ევროკომისიაც პირს აკისრებს სანქციას 10%-მდე).
ბ) წესდება სანქცია კანონის მე-11 ტერცია მუხლით გათვალისწინებულ
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევებზე - ჯარიმის ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის
განმავლობაში
ეკონომიკური
აგენტის
წლიური
ბრუნვის
1
პროცენტს
(დარღვევის
სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, 3 პროცენტს).
დღეს მოქმედი რეგულაცია არ ითვალისწინებს სანქციას არაკეთილსინდისიერი
კონკურენციის შემთხვევაში და ხდება მხოლოდ დარღვევის ფაქტის დადასტურება.
აღნიშნული რეგულაცია არის არაეფექტური და სააგენტოს გადაწყვეტილება მხარეთა მიერ
გამოიყენება მხოლოდ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოებული
დავების დროს, ამდენად, მიზანშეწონილია აღსრულების მექანიზმები იყოს უფრო მყარი და
ეფექტური - რაც პროპორციული ჯარიმის არსებობის გარეშე ვერ იქნება მიღწეული. (პროექტი,
მუხლი 33.5)
ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა სანქცია აქვს არაკეთილსინდისიერი
კონკურენციისთვის. მაგალითად, ლიეტუვაში - ბრუნვის 3%-მდეა ჯარიმა.
გ) სააგენტო უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს საურავი ორ შემთხვევაში:
გ.ა) თუ კონცენტრაციის შესახებ დადებითი დასკვნა გაიცემა იმ პირობით, რომ
ეკონომიკური აგენტები შეასრულებენ სტრუქტრული და ქცევითი ხასიათის ზომებს და მათ
მიერ დარღვეულ იქნება ეს ვალდებულება (33.3);
გ.ბ.) თუ სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მხარეები სააგენტოს
შესთავაზებენ პირობითი ვალდებულების შესრულებას, სააგენტო დაეთანხმება მათ მიერ
აღებულ პირობით ვალდებულებებს და საქმეს შეწყვეტს სავარაუდო დარღვევის შეფასების
გარეშე, ხოლო, მხარეები არ შეასრულებენ ამ პირობებს. (33.6)
საურავი გათვალისწინებული იქნება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და შეადგენს
სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში
33
ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის არაუმეტეს 5%-ს. ევროკავშირის
კონკურენციის სამართალში ეს მექანიზმი ცნობილია „პერიოდული ჯარიმის“ სახელით.
ამასთან, პროექტის შესაბამისად, საურავის დაკისრებისა და კონცენტრაციის შესახებ
შეტყობინების წესების დარღვევის შესწავლისთვის არ დგინდება სპეციალური
პროცედურული წესები და ეთითება, რომ საკითხის შესწავლა ხორციელდება საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
წარმოებით.
თუმცა,
ადმინისტრაციული
კოდექსით
დადგენილი
მარტივი
გამომდინარე
იქიდან,
რომ
კოდექსი
ანიჭებს
ადმინისტრაციულ
არ
მარტივი
ადმინისტრაციული
წარმოების
პროცესში
ორგანოს
ფართო
უფლებამოსილებებს, ხოლო, საკითხის შესწავლა, მისი სირთულის გათვალისწინებით
საჭიროებს დამატებით ბერკეტებს (მაგ: ინფორმაციის გამოთხოვის სავალდებულო ხასიათი,
ახსნა-განმარტებები და აშ.), ეთითება, რომ წარმოების პროცესში სააგენტო იყენებს
„კონკურენციის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-18
მუხლით
მინიჭებულ
უფლებამოსილებებს.
ასევე, ეთითება, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს დაკისრებული სანქცია ერთი
თვის ვადაში - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მისი იძულებითი აღსრულება
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
27) 331 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით:
აღნიშნული ნორმა ეხება თანამშრომლობის პროგრამის გამოყენების საკითხებს. დღეს
მოქმედი
რეგულაციით,
ეკონომიკური
აგენტი
უფლებამოსილია
ისარგებლოს
თანამშრომლობის
პროგრამით
და
მიიღოს
ჯარიმისგან
სრული
ან
ნაწილობრივი
გათავისუფლება, თუ აღიარებს კანონის მე-7 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების დარღვევას.
კერძოდ, მონაწილეობას ფასების ფიქსაციაში, ბაზრის გადანაწილებაში ან/და ბაზრის
შეზღუდვაში. აღნიშნული შეთანხმებები ცნობილია ე.წ. მძიმე დარღვევების სახელით,
რომელზეც არ ვრცელდება საკანონმდებლო გამონაკლისი. ამდენად, როდესაც
კანონმდებლელი ეკონომიკურ აგენტს აძლევს უფლებას, ისარგებლოს თანამშრომლობის
პროგრამით ე.წ. მძიმე დარღვევების არსებობის დროს, სამართლებრივ ლოგიკას არის
მოკლებული, რომ იმავე პირს არ ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ეს პროგრამა უფრო მსუბუქი
დარღვევების დროს, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლით.
ამდენად, ეთითება, რომ თანამშრომლობის პროგრამა ვრცელდება მე-7 მუხლით
გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაზე.
ასევე, ემატება გარკვეული პირობები, რომელიც უნდა დაიცვას ეკონომიკურმა აგენტმა
- საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან,
მიაწვდის არა ნებისმიერ, არამედ მნიშვნელოვან ინფორმაციას და მტკიცებულებებს, შეწყვეტს
კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, არ გაანადგურებს
ინფორმაცია, არ გაამჟღავნებს ინფორმაცია პროგრამაში მონაწილების შესახებ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირობები გათვალისწინებულია „თანამშრომლობის პროგრამის
გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების
34
თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის N30/09-2
ბრძანებით
დამტკიცებული
პროცედურითაც
(მუხლი
6),
თუმცა,
მიზანშეწონილია
საკანონმდებლო აქტის დონეზე მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება.
28) 332 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით:
დღეს
მოქმედი
კანონმდებლობით,
მართალია
სააგენტოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში, თუმცა, სასამართლოს არ აქვს საშუალება
სრულად გადასინჯოს სააგენტოს გადაწყვეტილება ჯარიმის ნაწილში - მაგ: გაზარდოს ან
შეუმციროს დაკისრებული თანხა. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს (სრულად ან
ნაწილობრივ),
ძალაში
განსახილველად
დატოვოს
დააბრუნოს
ან
სადაო
საკითხის
სააგენტოს
გადაუწყვეტლად
გადაწყვეტილება
ხელახლა
(საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 32).
ამდენად, კანონპროექტის შესაბამისად, სასამართლოს ექნება სააგენტოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების
სრულად
გადასინჯვის
უფლებამოსილება,
მათ
შორის,
ჯარიმის/საურავის ოდენობის ნაწილში. მსგავსი პრაქტიკა სრულად თანხვედრაშია
ევროკავშირის კანონმდებლობასთან და წარმოადგენდა კანონპროექტის შემუშავებაში
ჩართული ექსპერტების ერთ-ერთი ძირითად მოთხოვნას. მაგალითად, ევროკავშირში
ევროსასამართლოს
აქვს
ევროკომისიის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების
სრული
გადასინჯვის უფლება აქვს, მათ შორის ჯარიმის და საურავების ნაწილშიც. ანალოგიურ
რეგულირებას შეიცავს ევროკავშირის ქვეყნების კონკურენციის კანონებიც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული
მიმართებით.
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონის
პროექტთან
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონის
პროექტის
ძალაში
შესვლა
უკავშირედება
შესაბამის
გარდამავალი
ღონისძიებების განხორციელებას, ამდენად აღებული იქნა გონივრული ვადა გამოქვეყნებიდან
მე-60 დღე, ხოლო კონკრეტული რეგულაციებისთვის 2020 წლის პირველი იანვარი.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
35
არ არის მოთხოვნილი
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან, რადგან სააგენტოს მმართველი ორგანო იქნება საბჭო, რომელიც შედგება 5
წევრისგან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემოდის
ჯარიმა: ა) კონცენტრაციის შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ
აგენტს/აგენტებისათვის - რაც შეადგენს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა
ფინანსური წლის 5%-ს; ბ) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევისათვის - წინა
ფინანსური წლის 1%-მდე (განმეორებითობა - 3%-მდე).
ასევე, გათვალისწინებულია საურავი ეკონომიკური აგენტების მიერ აღებული
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (კონცენტრაციის დროს - სტრუქტურული
და ქცევითი ზომები; სავარაუდო კანონდარღვევის შესწავლის პროცესში - პირობითი
ვალდებულებები).
ამდენად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ეკონომიკური აგენტების მხრიდან
კონკურენციის კანონის დარღვევა გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას
ჯარიმის ფორმით მიღებული ფულადი სახსრების სახით.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტისბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სააგენტოს
მმართველი ორგანო იქნება 5 კაციანი საბჭო -
რაც გამოიწვევს საბიუჯეტო ასიგნებების
გამოყოფის აუცილებლობას საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების (2020 წელი)
წლისათვის - დაახლოებით 965 000 ლარი. კერძოდ,
თანამდებობრივი სარგოსთვის უნდა გამოიყოს 420 000 ლარი (აქედან საბჭოს 5 წევრის
ხელფასი - 350 000 ლარი; საბჭოს წევრების მძღოლების ხელფასი - 35 000 ლარი);
საქონლისა და მომსახურებისთვის - 445 000 ლარი (აქედან ავტომობილები - 300 000
ლარი; ინვენტარი - 60 000 ლარი; საწვავის ხარჯი - 45 000 ლარი; მივლინება - 40 000 ლარი);
36
სხვა ხარჯებისთვის - 30 000 ლარი;
იჯარა (საჭირო გახდება დამატებითი ფართის გამოყოფა საბჭოს წევრებისთვის) –
70 000 ლარი;
ამასთან, აღსანიშნავია რომ მითითებული - 965 000 ლარი იქნება პირველი წლის ხარჯი
- რაც მომდევნო წლებში შემცირდება დაახლოებით 360 000 ლარით (გამოაკლდება
ავტომობილებისა და ინვენტარის ხარჯი).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თუ ეკონომიკური აგენტების მხრიდან
დაფიქსირდება შესაბამისი ნორმების დარღვევა, მათ დაეკისრებათ ჯარიმა კონცენტრაციის
შესახებ შეტყობინების წესების დარღვევისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის.
ასევე,
საურავი
სტრუქტურული
და
ქცევითი
ხასიათის
ზომების
და
პირობითი
ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის
შესაბამისად,
წესდება
კონცენტრაციის
შესახებ
შეტყობინების
განხილვის საფასური, რაც შეადგენს 5000 ლარს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
37
კანონპროექტის
მიღებით
არ
იცვლება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ევროკავშირის
მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა”ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს
წევრები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ევროკავშირის პროექტის გუნდის და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის B&S
EUROPE-ის შეფასებით (წერილი N01/665; 31.07.2018, იხ. დანართი) კანონპროექტი შეესაბამება
საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და DCFTA-ს 204-ე მუხლის მოთხოვნებს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
38
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში სააგენტომ გააკეთა:
კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში
28 ქვეყნის მაგალითზე (დანართი N2);
სააგენტოების სტრუქტურების მიმოხილვა (დანართი N3);
საქმის მოკვლევის ვადების მიმოხილვა 18 ქვეყნის მაგალითზე (დანართი N4);
კონცენტრაციების განშლის მექანიზმების მიმოხილვა 11 ქვეყნის მაგალითზე
(დანართი N5);
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურები 21 ქვეყნის მაგალითზე
(დანართი N6).
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია
39