„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან კაკულია
ნომერი
#07-3/373/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 204-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.გ“: „ვ.გ) წარუდგენს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის კანდიდატურას.“. ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის არჩევა – 5 წლით. ერთიდაიგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. თუ საბჭოს წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული წესით ირჩევს საბჭოს ახალ წევრს 5 წლის ვადით.“. გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ე) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრს.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1861 მუხლი: „მუხლი 1861. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭო წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს წევრის მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობის შემთხვევაში საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მუხლი 2. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის საგამონაკლისო წესი 1. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბჭოს პირველადი ფორმირება განხორციელდეს განსხვავებული წესით. კერძოდ, საბჭოს ორი წევრი არჩეულ იქნეს ოთხი წლის ვადით, ხოლო საბჭოს სამი წევრი არჩეულ იქნეს ხუთი წლის ვადით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავად განსაზღვრავს, თუ რომელი კანდიდატი რა ვადით ასარჩევად უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი. 3. საბჭოს წევრების მომდევნო არჩევნები, მათ შორის საბჭოს თავდაპირველი წევრების ხელახალი ვადით არჩევა განხორციელდეს 5 წლის ვადით. მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი