„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.06.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რომან კაკულია
ნომერი
#07-3/373/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 478 მუხლი: „მუხლი 478. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება საფინანსო კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის თვალსაზრისით სექტორში 1. ამ კანონით გათვალისწინებულ სფეროში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვასა და შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. იგი განიხილავს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების (გარდა ანგარიშვალდებული საწარმოს), საინვესტიციო ფონდების, სესხის გამცემი სუბიექტებისა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივრებსა და განცხადებებს და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივრებისა და განცხადებების, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. კონკურენციის დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეროვნული ბანკი დამრღვევს დააკისრებს ფულად ჯარიმას. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასთან მიმართებით უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, მათ შორის დაადგინოს ზღვრული ოდენობები, რომლის საფუძველზეც კონცენტრაცია უნდა დაექვემდებაროს ეროვნული ბანკისათვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და ფულადი ჯარიმები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი, რომელიც ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ცვლილება შეეხება ეკონომიკის რეგულირებად სფეროში სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის და მათ შორის კომპეტენციათა გამიჯვნის საკითხებს (მუხლი 31). კერძოდ, ცვლილებების შედეგად ეკონომოკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოები იხელმძღვანელებენ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმებით (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, კონცენტრაციები, ჯარიმა კანონის დარღვევისათვის). ამდენად, მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელ კანონმდებლობაშიც განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ეროვნული ბანკი შექმნილია საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე. ორგანული კანონითვე არის დადგენილი მისი ფუნქციები და ამოცანები. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში კეთდება დათქმა რომ ცალკეულ შემთხვეებში, მარეგულირებელი ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონით, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება შევიდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ საქართველოს ორგანულ კანონშიც და შესაბამისობაში მოვიდეს ნორმები ერთმანეთთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ემატება 478 მუხლი, რომელიც მოაწესრიგებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის თვალსაზრისით. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ორგანული კანონით გათვალისწინებულ სფეროში ცალსახად განისაზღვრება ეროვნული ბანკი. დაზუსტება, რომ იგი განიხილავს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების, საინვესტიციო ფონდების, სესხის გამცემი სუბიექტებისა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივრებსა და განცხადებებს და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას ორგანული კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ორგანული კანონის თანახმად, საფინანსო სექტორის წარმომადგენელია ანგარიშვალდებული საწარმოც, თუმცა, თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ზემოთ დასახელებულ სუბიექტს და იგი ეკონომიკის სხვა სფეროებში საქმიანობს, მასზე არ გავრცელდება საქართველოს ანგარიშვალდებული ეროვნული საწარმო იქნება ბანკის ორგანული კომპეტენცია. კანონით მეორე მხრივ, განსაზღვრულ თუ სფეროში საქმიანობის განმახორციელებლი პირი (მაგალითად, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ა.შ.) მის მიმართ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკი. ცვლილების თანახმად, კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივრებისა და განცხადებების, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვისას ეროვნული ბანკი იხელმძღვანელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ ორგანული კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. კონკურენციის დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეროვნული ბანკი დამრღვევს დააკისრებს ფულად ჯარიმას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასთან მიმართებით უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას. ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განსაზღვრული კონსტიტუციური მანდატია. ვინაიდან პრაქტიკაში შესაძლოა დადგეს შემთხვევა, როდესაც საჭირო იქნება კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვისასთან მიმართებით ფინანსური სტაბილურობის უზუნველყოფისათვის უპირატესობის მინიჭება, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გაიწეროს ორგანულ კანონში. კანონპროექტის თანახმად, 478 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, მათ შორის დაადგინოს ზღვრული ოდენობები, რომლის საფუძველზეც კონცენტრაცია უნდა დაექვემდებაროს ეროვნული ბანკისათვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და ფულადი ჯარიმები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული მიმართებით; ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება ძირითადი კანონის პროექტიდან გამომდინარე, ეს კანონის პროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას). არ არის მოთხოვნილი ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი დააკისრებს ფულად ჯარიმას მისი რეგულირების ქვეშ მყოფ სუბიექტს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტო; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია.