„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 15911 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15911. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის
მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება
1. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსათვის „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა, არასწორი ან
არასრული ინფორმაციის მიწოდება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 15912 – 15917 მუხლები:
„მუხლი 15912. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, ეკონომიკური
აგენტის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას წინა ფინანსური წლის
განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5 პროცენტის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი
საფუძვლის აღმოუფხვრელობა ან დარღვევის განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას წინა ფინანსური წლის
განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 10 პროცენტის ოდენობით.
მუხლი
15913.
კონკურენციის
შემზღუდველი
ხელშეკრულების
გადაწყვეტილების მიღება ან შეთანხმებული ქმედების განხორციელება
დადება,
1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, ეკონომიკური
აგენტების მიერ ან ეკონომიკური აგენტების ასოციაციის ფარგლებში ისეთი
ხელშეკრულების დადება, გადაწყვეტილების მიღება ან შეთანხმებული ქმედების
განხორციელება, რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის
შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა, გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას წინა ფინანსური წლის
განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5 პროცენტის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი
საფუძვლის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ჩადენა, -
გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას წინა ფინანსური
განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 10 პროცენტის ოდენობით.
წლის
მუხლი 15914. სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ზომების შეუსრულებლობა
1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კონცენტრაციის
შესახებ შეტყობინების განხილვის შედეგად საქართველოს კონკურენციის ეროვნული
სააგენტოს მიერ მიღებული დადებითი დასკვნით განსაზღვრული სტრუქტურული ან/და
ქცევითი ხასიათის ზომების შეუსრულებლობა გამოიწვევს ეკონომიკური აგენტისთვის საურავის დაკისრებას, თითოეულ
ვადაგადაცილებულ დღეზე, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური
წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის არაუმეტეს 5
პროცენტის ოდენობით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი ფიზიკური პირის ან სხვა ისეთი პირის მიერ, რომელიც,
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის არ არის მიჩნეული
ეკონომიკურ აგენტად გამოიწვევს მისთვის საურავის დაკისრებას თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე,
არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 15915. კონცენტრაციის წესების დარღვევა
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კონცენტრაციის
შესახებ შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა, საქართველოს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დასკვნის გაცემამდე ან სააგენტოს უარყოფითი
დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური
ბრუნვის არაუმეტეს 5 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 15916. არაკეთილსინდისიერი კონკურენცია
1. „კონკურენციის
შესახებ“
არაკეთილსინდისიერი კონკურენცია -
საქართველოს
კანონით
დადგენილი
გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას წინა ფინანსური
განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.
წლის
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი
საფუძვლის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას წინა ფინანსური წლის განმავლობაში
მისი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 3 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 15917. პირობითი ვალდებულებების შეუსრულებლობა
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონდარღვევის სავარაუდო ფაქტის
შეფასების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული, სავარაუდო
კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით ეკონომიკური აგენტთა მიერ აღებული პირობითი
ვალდებულებების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ეკონომიკური აგენტისთვის საურავის დაკისრებას თითოეულ
ვადაგადაცილებულ დღეზე, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური
წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის არაუმეტეს 5
პროცენტის ოდენობით.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 2297 მუხლი:
„მუხლი 2297. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღმასრულებელი
ორგანოები
1. საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს აქვს ამ კოდექსის 15911 - 15917
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.
2. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ
კოდექსის
15911-15915
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის უფლება
ასევე აქვთ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეკონომიკის
რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებს.
3. ამ კოდექსის 15912 - 15917
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით.
4. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:
„51. ამ კოდექსის 15912 - 15917 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ დგება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, დარღვევის დადასტურება და
ჯარიმის (საურავის) შეფარდება ხორციელდება საქართველოს კონკურენციის ეროვნული
სააგენტოს ან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეკონომიკის
რეგულირებადი
სფეროს
მარეგულირებელ
ორგანოების
მიერ
გამოცემული
დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (გადაწყვეტილება/დასკვნა).“.
1. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადმინისტრაციულსამართალ
დარღვევათა კოდექსში ცვლ
ილ
ების შეტანის შესახებ“
საქართველ
ოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
კანონის მიღებასთან ერთად,
11
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 159 მუხლი და 239-ე მუხლის 65-ე
ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, სააგენტოს უფლება აქვს, ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს ჯარიმა
საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში. თუმცა , აღნიშნულთან
ერთად, ცვლილების მიხედვით არ განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
განმხილველი და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლების მქონე უფლებამოსილი ორგანო.
ამასთან, ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსში არ არის მოცემული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა , რომელსაც ითვალისწინებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე -18 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 33-ე მუხლი.
ამასთან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად, შემოდის დამატებითი სანქციები კონცენტრაციის წესების დარღვევის, პირობითი
ვალდებულებების, სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ზომების შეუსრულებლობისა
და
არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნაწილშიც.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რათა ამ უკანასკნელმა საკანონმდებლო აქტმა სრულადმოიცვას
კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებული სამართალდარღვევის სახეები და ასევე , განსაზღვროს
მისი განმხილველი უფლებამოსილი ორგანო.
შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 27 მარტის
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე -7 მუხლებითგათვალისწინებული
შემთხვევები, ასევე , კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კონცენტრაციის წესების
დარღვევა და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია (მე -11 მუხლის მე -9 პუნქტი, მე -111 მუხლის
პირველი, მე -10 და მე -11 პუნქტები, 25-ე მუხლის მე -16 პუნქტი) წარმოადგენს სამართალდარღვევებს
და აუცილებელია მათი, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ასახვა მოხდეს
სპეციალურ კანონში. აღნიშნული უზრუნველყოფს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა
და ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის ნორმათა თანხვედრას.
ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის შესაბამისად:
ა ) ცვლილება შედის კოდექსის 15911 მუხლში და ჯარიმა სააგენტოსთვის ინფორმაციის
მიუწოდებლობის, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებისთვის ხდება ფიქსირებული - 3000
ლარი (განმეორებითობა - 5000 ლარი) -
რაც განაპირობა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონის 32-ე მუხლში განხორციელებულმა ცვლილებამ.
ბ) ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 15912 - 15917 მუხლები რომლებიც,
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის ანალოგიურად:
დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველ
შეთანხმებებში მონაწილეობისათვის („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 და მე 7 მუხლები), ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას წინა საფინანსო წლის
განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5%,
ხოლო, განმეორების ან დარღვევის
სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - არაუმეტეს 10%-ის ოდენობით;
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული
დადებითი დასკვნით განსაზღვრული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ზომების
შეუსრულებლობისთვის („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -11 მუხლის მე -9
პუნქტი), ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტისთვის საურავის დაკისრებას თითოეულ
ვადაგადაცილებულდღეზე , მისი საშუალოდღიური ბრუნვის არაუმეტეს 5 პროცენტის ოდენობით. ხოლო,
ფიზიკური პირის ან სხვა ისეთი პირის შემთხვევაში, რომელიც, „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონის მიზნებისათვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია , რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
კონცენტრაციის მიზნებისათვის, კონცენტრაციაში მონაწილე პირი შესაძლოა არიყოს ეკონომიკური
აგენტი (პირის ეკონომიკურ აგენტად მიჩნევისათვის, აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობის
განხორციელების ფაქტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის „ა “
ქვეპუნქტი), ამდენად, ცალკე არის მითითება გაკეთებული მასზე;
კონცენტრაციის
შესახებ
შეუსრულებლობისთვის,
შეტყობინების
საქართველოს
წარმოდგენის
კონკურენციის
ვალდებულების
ეროვნული
სააგენტოს
მიერ
დასკვნის გაცემამდე ან სააგენტოს უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის
განხორციელებისთვის („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის,
პირველი, მე-10 და მე-11 პუნქტები) ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას წინა ფინანსური წლის
განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5 პროცენტის ოდენობით;
არაკეთილსინდისიერი
კონკურენციისთვის
(„კონკურენციის
შესახებ“
საქართველოს
კანონის 113 მუხლი) ითვალისწინებს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას წინა ფინანსური წლის
განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ხოლო, განმეორების ან
დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის
ოდენობით;
შემთხვევაში - არაუმეტეს 3%-ის
სავარაუდო კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნითეკონომიკური აგენტების მიერ აღებული
პირობითი
ვალდებულებების
სააგენტოს
მიერ დადგენილ ვადაში
შეუსრულებლობისთვის
(„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე -16 პუნქტი) ითვალისწინებს
ეკონომიკური აგენტისთვის საურავის დაკისრებას თითოეულვადაგადაცილებულდღეზე , სააგენტოს
მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი საშუალო
დღიური ბრუნვის არაუმეტეს 5 პროცენტის ოდენობით.
გ) ემატება 2297 მუხლ
ი - რომლის შესაბამისადაც განისაზღვრება , რომ კონკურენციის ეროვნულ
სააგენტოს ან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულშემთხვევებში ეკონომიკის
რეგულირებადი
სფეროს
მარეგულირებელ ორგანოებს
სამართალდარღვევათა კოდექსის 159 , 159
აქვთ ადმინისტრაციულ
- 159 მუხლებით (მარეგულირებელი ორგანოების
15911-15915 მუხლები) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება .
ამასთან, ეთითება , რომ 15912 - 15917
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „კონკურენციის შესახებ“
11
12
17
ნაწილში
საქართველოს კანონი ითვალისწინებს ამ მუხლებით განსაზღვრული ქმედებების შესწავლის
სპეციალურ წესს და ამავე კანონითვეა დადგენილი შესაბამისი სპეციალური ვადები. ამდენად,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი პროცედურა და ვადები
სააგენტოს
მიერ
ვერ
იქნება
გამოყენებული
თავისებურებების გათვალისწინებით.
მისი
მხრიდან
შესასწავლი
საქმეების
დ) 242-ე მუხლ
ს ემატება მე-51 ნაწილ
ი, სადაც ეთითება , რომ ამ კოდექსის 15912 - 15917
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმი, დარღვევა დასტურდება და ჯარიმის (საურავის) შეფარდება ხორციელდება
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელორგანოების მიერ
მიღებული დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით(გადაწყვეტილება /დასკვნა ).
აღნიშნული
კანონმდებლობის
ნორმის
დამატება
შესაბამისად
განაპირობა
განხორციელებული
იმ
გარემოებამ,
წარმოების
რომ
შედეგად,
კონკურენციის
გამოიცემა
გადაწყვეტილება, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტით (ბრძანების ფორმით). გადაწყვეტილება შეიცავს საქმის
გარემოებების სრულყოფილ აღწერას, ფაქტობრივ და სამართლებრივ ანალიზს და
შესაბამის დასაბუთებულ ინფორმაციას - არის თუ არა სახეზე შესაბამისი დარღვევის
ფაქტი. კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ეკონომიკური აგენტს ეკისრება
სანქცია ამავე აქტის საფუძველზე. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილით დგინდება დარღვევის ფაქტი და პირს ეკისრება ჯარიმა
(საურავი) - დამატებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა აღარ
არის საჭირო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან
მიმართებით;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
ძირითადი კანონის პროექტიდან გამომდინარე, ეს კანონის პროექტი ძალაში შედის
გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების
საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
არ არის მოთხოვნილი
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებითაუცილ
ებელ
ი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არგამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არმოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლონაწილზე .
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არმოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლონაწილზე .
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტისბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არწარმოშობს სახელმწიფოს ახალფინანსურვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არგამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურშედეგებს, რადგან სანქციები, რომლებიც
ემატება სამართალდარღვევათა კოდექსს დადგენილია “კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონით.
ბ.ვ) კანონპროექტითდადგენილ
ი გადასახადის, მოსაკრებლ
ის ან სხვა სახის გადასახდელ
ის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის
შემოღებას.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის შესაბამისად, წესდება კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების
განხილვის საფასური, რაც შეადგენს 5000 ლარს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალ
თან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებულ
ი კონსულ
ტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არარსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არარსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
შემთხვევაში
ასეთი არარსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტო;
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია .