„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-06-24
ბიუროს ნომერი 272
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-101 მუხლის პირველი
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან
რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა)
ხელმძღვანელს
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი
ორგანო ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო თუ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
შემუშავებულია
„კონკურენციის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
ცვლილების
პროექტი, რომელიც ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების
აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ერთ-ერთი ცვლილება
შეეხება სააგენტოს მმართველობითი ორგანოს ფორმირებას. კერძოდ, სააგენტოს მართვის
ორგანო იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 5 კაციანი საბჭო (მუხლი 171).
საბჭო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად
იქნება
სააგენტოს
წარმომადგენლობითი
თავმჯდომარე
ფუნქციები.
და
რომლსაც
ექნება
გასათვალისწინებელია,
ხელმძღვანელობითი
რომ
„საჯარო
და
სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო
1
ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს
ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან კონტროლის განმახორციელებელი პირი.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს და მისი საქმიანობის მარეგულირებელი „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონი ადგენს ხელმძღვანელი პირის დანიშვნის განსხვავებულ წესს. ამდენად,
შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონში და მიეთითოს რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ხელმძღვანელის ამ კანონით დადგენილი წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მმართველობითი ორგანო იქნება
საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 5 წევრისგან. არჩევის
შემდეგ, საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან შეარჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. გამომდინარე
იქიდან, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი
ითვალისწინებს
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
ხელმძღვანელის
არჩევის
განსხავებულ წესს - ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. აუცილებელია ცვლილება
შევიდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში და
მიეთითოს რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია ხელმძღვანელის
დანიშვნის განსხვავებული წესის არსებობაც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონპროექტის
კონკურენციის
მიღების
ეროვნული
შედეგად
სააგენტოს
შესაძლებელი
საქმიანობის
გახდება
მარეგულირებელი
სპეციალური „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოს ხელმძღვანელის
დანიშვნის (არჩევის) განსხვავებული წესის შემოღება და საბჭოს თავმჯდომარეს შეარჩევს
პარლამენტის მიერ არჩეული საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველ პუნქტში და ეთითება, რომ სახელმწიფო
ქონების
საფუძველზე
შექმნილი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
(გარდა
კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური
საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ან შესაბამისი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო თუ საჯარო სამართლის
იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
.ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული
მიმართებით;
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონის
პროექტთან
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
ძირითადი კანონის პროექტიდან გამომდინარე, ეს კანონის პროექტი ძალაში შედის
გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების
საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას).
არ არის მოთხოვნილი
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი,
განსაზღვრული არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის
მიღებით
არ
იცვლება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთის
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულია.