„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.07.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/376/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 13057 მუხლის: ა) „ე“ - „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მეურვეობის უფლება − უფლება, რომელიც შეეხება ბავშვზე მზრუნველობას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. ამ თავის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ პირი ან ორგანო ახორციელებს მეურვეობას, თუ ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა საქართველოში ან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე და ეს პირი ან ორგანო რეალურად ახორციელებდა მეურვეობას ერთობლივად ან ინდივიდუალურად, საქართველოს ან კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა გადაადგილებამდე/დაკავებამდე; ვ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება − უფლება, რომელიც გულისხმობს ბავშვთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მათ შორის, განსაზღვრული დროით ისეთ ადგილას წაყვანას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი; ზ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება - პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე, და რომელიც გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება; ამასთან, ბავშვი გადაადგილდა ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე და მისი მოთხოვნის შემდეგ არ ხდება ბავშვის დაბრუნება;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ბავშვის არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ დაკავებამდე, და რომელიც დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი დაკავება; ამასთან, ამ სახელმწიფოდან მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის შედეგად ბავშვი გადაადგილდა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხორციელდება, მიუხედავად მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნისა.“. 2. 13058 და 13059 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13058. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება 1. პირი ან ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს, რომ აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული საქართველოდან კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან არამართლზომიერად იქნა დაკავებული კონვენციის ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია, მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის გადაგზავნა კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში, სადაც ბავშვი არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული/დაკავებული. 2. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც იმყოფება კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია, მიმართოს ცენტრალურ ორგანოს და მოითხოვოს ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის გადაგზავნა კონვენციის ხელშემკვრელი იმ სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოში, სადაც ბავშვი იმყოფება. მუხლი 13059. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება 1. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან ან არამართლზომიერად იმყოფება საქართველოში, უფლებამოსილია, ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს. 2. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილია, ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს. 3. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში დაამტკიცოს „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურები“. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქცია შეიცავს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციასთან მიმართებით გარკვეულ შეუსაბამობებს ცალკეული ცნებების შინაარსისა და იმ ორგანოების უფლებამოსილებათა ფარგლებისა და შინაარსის თვალსაზრისით, რომლებთანაც ამავე კონვენციის საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს თანამშრომლობა. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13058 მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედი რედაქცია არასწორ მითითებას აკეთებს არასრულწლოვანთან მშობლის მიერ ურთიერთობის უფლების განხორციელების მოთხოვნისას გამოსაყენებელ სამართალზე და ამით წინააღმდეგობაში მოდის „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა კონვენციასთან. და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადება გადაადგილების/დაკავების და ბავშვთა საერთაშორისო არასრულწლოვანთან არამართლზომიერი ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის დახვეწის, აგრეთვე ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის და „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის კონვენციების შესაბამის დებულებებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობამ განაპირობა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მეურვეობისა და ურთიერთობის უფლების ჰააგის კონვენციაში მოცემული დეფინიციები სრულად აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მოცემული ტერმინოლოგია, მეტწილად, ჰააგის კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლებში მოცემული დეფინიციების ანალოგიურია, თუმცა, საერთაშორისო ინსტრუმენტის მიხედვით, მეურვეობის უფლების რეალურად გამოყენება წარმოადგენს არასრულწლოვნის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერების დადგენის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს [ჰააგის კონვენცია, მუხ. 3. ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი ანგარიში, პარ. 64]. ჰააგის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, მეურვეობის უფლება რეალურად ხორციელდება, როდესაც მეურვე ზრუნავს არასრულწლოვანზე, მაშინაც კი, თუ ისინი ერთად არ ცხოვრობენ, ხოლო „გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რეალურად ხორციელდებოდა თუ არა მეურვეობა, უნდა გამოიტანოს მოსამართლემ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე“ [ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი ანგარიში, პარ. 115]. აღნიშნული ელემენტის ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარეც, რომ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებით ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების დროისათვის, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის 1(ა) პუნქტის შესაბამისად, იარსებებს არასრულწლოვნის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057 მუხლის თანახმად, „ბავშვთან ურთიერთობის უფლება“ გულისხმობს განსაზღვრული ვადით არასრულწლოვნის წაყვანის შესაძლებლობას ისეთ ადგილას, რომელიც არ არის მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქცია „ურთიერთობის უფლებას“ საკმარისად ფართოდ არ განმარტავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფორმულირება ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული განმარტების ანალოგიურია, მნიშვნელოვანია, რომ შიდა კანონმდებლობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთობის უფლების ცნება არსებულ რედაქციასთან შედარებით უფრო გაფართოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის კონვენციამ, მისი მიღების თარიღიდან გამომდინარე, ვერ გაითვალისწინა ბავშვთან ურთიერთობის უფლების სხვადასხვა, მათ შორის, ტექნიკური საშუალებებით განხორციელების დარეგულირების აუცილებლობა, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ ჰააგის კონფერენციის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების მიხედვით, ურთიერთობის უფლება ფართოდ უნდა განიმარტოს და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები მოიცვას [Transfrontier Contact Concerning Children, General Principles and Guide to Good Practice, Hague Conference on Private International Law, 2008, გვ. 33, 42]. მსგავსი სულისკვეთებაა ჩადებული 1989 წლის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-8, მე-9 და მე-10 და მე-16 მუხლებშიც, რომელთა მიხედვით, არასრულწლოვანს უფლება აქვს, რეგულარული ურთიერთობები შეინარჩუნოს ორივე მშობელთან, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, ასევე, შეინარჩუნოს კავშირი ნათესავებთან; რეგულარული ურთიერთობების შენარჩუნება კი ხდება არა მხოლოდ არასრულწლოვნის ისეთ ადგილას დროებით წაყვანით, რომელიც არ არის მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, არამედ ნებისმიერი სხვა ფორმით (მათ შორის, დისტანციურად) ურთიერთობის/კომუნიკაციის მეშვეობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველყოფის მოთხოვნით ჰააგის კონვენციის დებულებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნას წინ უსწრებს გადაადგილების/დაკავების ფაქტი. არასრულწლოვნის ურთიერთობის არამართლზომიერი უფლების განხორციელების რეგულირების დროს ჰააგის კონვენცია ერთმანეთისგან არ მიჯნავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახეზეა ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავება იმ შემთხვევებისგან, როდესაც არასრულწლოვანი მართლზომიერად იმყოფება ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ჰააგის კონვენციით ნაკისრი უზრუნველყოფისათვის ვალდებულებების მნიშვნელოვანია, ამ ეფექტიანი მიმართულებითაც შესრულების გაფართოვდეს ურთიერთობის უფლების ცნება და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ტერმინები: „არამართლზომიერად გადაადგილება“ და „არამართლზომიერად დაკავება“. არასრულწლოვნის არამართლზომიერი გადაადგილების დროს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა ხდება მეურვეობის უფლების მქონე პირის/პირების თანხმობის გარეშე, ხოლო არამართლზომიერი დაკავებისას არასრულწლოვანი სხვა სახელმწიფოში მიდის მეურვეობის უფლების მქონე პირის/პირების თანხმობით, თუმცა, გარკვეული ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას არ ხდება ბავშვის დაბრუნება. აღნიშნული ტერმინების გამიჯვნა მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმის გარემოებებისადმი ნორმების მისადაგების პროცესში; მაგალითად, ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის (ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებიდან/დაკავებიდან ერთწლიანი ვადის ათვლის თვალსაზრისით), ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35115 და 35116 მუხლების გამოყენების დროს. ამასთან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ორგანო ვალდებულია, ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების შესახებ შუამდგომლობა გადააგზავნოს იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ჰააგის კონვენციის დებულებების, მათ შორის, მე-7 და 21-ე მუხლების მიხედვით, საქართველოს ცენტრალურ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, შუამდგომლობა გააგზავნოს ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დაკონკრეტდეს საქართველოს კანონმდებლობაშიც. ამავე დროს, „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის კონვენცია მიუთითებს, რომ ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესი იურისდიქცია აქვს არასრულწლოვნის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანასა და მის ეროვნულ სამართალს. შესაბამისად, ჰააგის კონვენციის ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მცხოვრებ არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მოთხოვნისას განმცხადებელი უპირატესად დაეყრდნობა არა საქართველოს კანონმდებლობას (როგორც ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13058 მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედი რედაქციით არის გათვალისწინებული), არამედ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი სახელმწიფოს სამართალს. შესაბამისად, კოდექსის 13058 მუხლის მე-2 ნაწილიდან მიზანშეწონილია სიტყვების - „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“ - ამოღება და მისი ზოგადი ფორმულირებით ჩანაცვლება. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის კონვენციის დებულებების შიდა კანონმდებლობაში ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით 2011 წელს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები (საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 21.06.2011, N4870-რს; საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 21.06.2011, N4869-რს.), მნიშვნელოვანია, შეიქმნას არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის არასრულწლოვანთან ურთიერთობის განხორციელების უფლების დაბრუნების ან საქმეთა რეფერირებისა და აღსრულების მექანიზმის ამოქმედების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს შესაბამის პროცესში ჩართულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა უფლებებსა და მოვალეობებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჰააგის 1980 და 1996 წლების კონვენციებთან ჰარმონიზაციის უფრო მაღალი ხარისხი. შედეგად, მოხდება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი საერთაშორისო კანონმდებლობის ვალდებულებების დახვეწა შესაბამისად, საქართველოს რათა მიერ ნაკისრი უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ჰააგის კონვენციების მიზნებისა და პრინციპების, მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპის, სრული იმპლემენტაცია. კანონპროექტი ეხმიანება ასოცირების დღის წესრიგის 2.4 პუნქტს (მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება), რომლის „სამართლებრივი თანამშრომლობის“ ნაწილიც ითვალისწინებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით. ამასთან, კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვნის მშობლებთან და სხვა ახლო ნათესავებთან (აღნიშნულ პირთა წრე განსაზღვრულია კონკრეტული სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად) ურთიერთობის უფლების განხორციელების ხელშეწყობა, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არის ის გამოხატული და სახეზეა თუ არა ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების ელემენტი. კანონპროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს სამართლებრივი საფუძვლის შექმნა არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების ბავშვის დაბრუნების განხორციელების ან თაობაზე მიმართვიანობისა და აღსრულების მექანიზმის ამოქმედებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „მეურვეობის უფლების“ განსაზღვრების დამატებითი ელემენტი გახდება ამ უფლების რეალური განხორციელება;  კოდექსის იმავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „ბავშვთან ურთიერთობის უფლების“ ცნება ფართოვდება და იგი მოიცავს არა მხოლოდ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან განსაზღვრული დროით წაყვანას, არამედ მასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციასაც;  კოდექსის იმავე მუხლის არსებული რედაქციის „ზ“ ქვეპუნქტი ორ ნაწილად („ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებად) იყოფა და ცალ-ცალკე განისაზღვრება ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებისა და არამართლზომიერი დაკავების ცნებები;  კოდექსის 13058 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში კონკრეტდება საქართველოს ცენტრალური ორგანოს ვალდებულება, ჰააგის კონვენციის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართოს არა ნებისმიერი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, არამედ ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ამოღებულია სიტყვები „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, რაც საშუალებას მისცემს განმცხადებლებს, არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების გამოყენება მოითხოვონ როგორც საქართველოს, ისე იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე, სადაც ბავშვი იმყოფება;  კოდექსის 13059 მუხლი გაიყოფა სამ ნაწილად - პირველი ორი ნაწილით განისაზღვრება განმცხადებლის უფლება, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს საქართველოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს. ურთიერთობის უფლების თაობაზე შუამდგომლობის/სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების ცალკე გამოყოფის მთავარი მიზანია, აღნიშნული მოთხოვნის დაყენების აუცილებელ წინაპირობად არ იყოს განხილული ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების ფაქტი. ამავე დროს, იმავე მუხლის მე3 ნაწილით შეიქმნება არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა და აღსრულების მექანიზმის ამოქმედების სამართლებრივი საფუძველი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ამოქმედდება. ეს დრო საჭიროა კანონის სრულყოფილად ამოქმედებისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის მოსაწესრიგებლად და სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებების განსახორციელებლად. აღნიშნულ ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურები“. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის და „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის კონვენციებთან სრული ჰარმონიზაცია. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. ასეთი მიმოხილვის მომზადების