„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.07.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/376/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 3517 მუხლის: ა) „ე“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე“) სასამართლო − თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები; საქართველოს უზენაესი სასამართლო; ვ) მეურვეობის უფლება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება; ზ) ბავშვთან ურთიერთობის უფლება − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება; ან თ) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება - პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე და, რომელიც გადაადგილების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება; ამასთან, ბავშვი გადაადგილდა ამ სახელმწიფოდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე და მისი მოთხოვნის შემდეგ არ ხდება ბავშვის დაბრუნება;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ბავშვის არამართლზომიერი დაკავება – პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ დაკავებამდე და, რომელიც დაკავების დროისათვის რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი დაკავება; ამასთან, ამ სახელმწიფოდან მეურვეობის უფლების მქონე პირის ნებართვის შედეგად ბავშვი გადაადგილდა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრული ვადით, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნება არ ხორციელდება, მიუხედავად მეურვეობის უფლების მქონე პირის მოთხოვნისა.“. 2. 3519 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან ორი კვირის ვადაში.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან ორი კვირის ვადაში.“. 3. 35111 და 35112 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35111. ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების ფაქტის დადგენა 1. იმის დადგენისას, ბავშვი გადაადგილებული/დაკავებული, სარჩელის არამართლზომიერად მიმღებ სასამართლოს იყო თუ არა შეუძლია უშუალოდ იხელმძღვანელოს ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობით, ამ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ან/და მესამე სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, ეს გადაწყვეტილება აღიარებულია თუ არა ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს მიერ, ისე, რომ არ მიმართოს სპეციალურ პროცედურებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ამგვარი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისათვის/დადასტურებისათვის/ცნობისათვის გამოიყენებდა. 2. სასამართლოს შეუძლია ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსთხოვოს განმცხადებელს ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული გადაადგილების/დაკავების ნებისმიერი დოკუმენტი, არამართლზომიერება. რომლითაც ცენტრალური დასტურდება ორგანო ბავშვის უფლებამოსილია, დაეხმაროს განმცხადებელს ამგვარი დოკუმენტის მოპოვებაში. მუხლი 35112. ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების შესახებ სარჩელის მიღების შედეგები ცენტრალური ორგანოდან არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის ჩვეულ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დაბრუნების თაობაზე საქმისწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საქართველოს არც ერთი სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს მეურვეობის უფლების საკითხი არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.“. 4. 35115 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის დებულებები არ უზღუდავს სასამართლოს უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ.“. 5. 35116 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან განცხადების ან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულია ერთ წელზე მეტი და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში; ბ) პირი ან ორგანო, რომელიც ითხოვს ბავშვის დაბრუნებას, რეალურად არ ახორციელებდა მეურვეობის უფლებას ბავშვის საქართველოში არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების მომენტისათვის, ან დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა ბავშვის ასეთ გადაადგილებას/დაკავებას;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ დაბრუნება ბავშვს საფრთხეს შეუქმნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ან სხვაგვარად ჩააყენებს მას აუტანელ მდგომარეობაში.“. 6. 35117 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35117. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და აღსრულების შეწყვეტა 1. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ზომების შემდეგ, თუ ბავშვი, რომელმაც მიაღწია იმ ასაკს და სიმწიფის ხარისხს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება, უარს იტყვის დაბრუნებაზე, საქმე ეგზავნება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც საქმის წარმოებაში მიღებიდან 1 კვირის ვადაში, თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს - ზეპირი მოსმენით, იღებს გადაწყვეტილებას აღსრულების პროცედურის შეწყვეტის შესახებ. 3. თუ ბავშვი უარს იტყვის დაბრუნებაზე, მისი ნების ნამდვილობა უნდა დადასტურდეს ფსიქოლოგის დასკვნით. 4. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და აღსრულების პროცესში მათი უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურებით“ განისაზღვრება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია შეიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაშია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციაში მოცემულ ცალკეულ ცნებებსა და განსაზღვრებებთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავებისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის დახვეწისა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის დებულებებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობამ განაპირობა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მეურვეობისა და ურთიერთობის უფლების ჰააგის კონვენციით მოცემული დეფინიციები სრულად აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში. ამჟამად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მოცემული ტერმინოლოგია, მეტწილად, ჰააგის კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლებში მოცემული დეფინიციების ანალოგიურია, თუმცა, საერთაშორისო ინსტრუმენტის მიხედვით, მეურვეობის უფლების რეალურად გამოყენება წარმოადგენს არასრულწლოვნის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერების დადგენის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს [ჰააგის კონვენცია, მუხ. 3. ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი ანგარიში, პარ. 64]. ჰააგის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, მეურვეობის უფლება რეალურად ხორციელდება, როდესაც მეურვე ზრუნავს არასრულწლოვანზე, მაშინაც კი, თუ ისინი ერთად არ ცხოვრობენ, ხოლო „გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რეალურად ხორციელდებოდა თუ არა მეურვეობა, უნდა გამოიტანოს მოსამართლემ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე“ [ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი ანგარიში, პარ. 115]. აღნიშნული ელემენტის ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარეც, რომ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებით ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების დროისათვის, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის 1(ა) პუნქტის მიხედვით, იარსებებს არასრულწლოვნის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი. „ბავშვთან ურთიერთობის უფლების“ ტერმინის განმარტებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმაზე მიუთითებს, რომლის თანახმად, აღნიშნული ტერმინი გულისხმობს განსაზღვრული ვადით არასრულწლოვნის წაყვანის შესაძლებლობას ისეთ ადგილას, რომელიც არ არის მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების მოქმედი რედაქცია „ურთიერთობის უფლებას“ საკმარისად ფართოდ არ განმარტავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფორმულირება ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული განმარტების ანალოგიურია, მნიშვნელოვანია, რომ შიდა კანონმდებლობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, ურთიერთობის უფლების განსაზღვრება არსებულ რედაქციასთან შედარებით უფრო გაფართოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის კონვენციამ, მისი მიღების თარიღიდან გამომდინარე, ვერ გაითვალისწინა ბავშვთან ურთიერთობის უფლების სხვადასხვა, მათ შორის, ტექნიკური საშუალებებით განხორციელების დარეგულირების აუცილებლობა, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების მიხედვით, ურთიერთობის უფლება ფართოდ უნდა განიმარტოს და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები მოიცვას [Transfrontier Contact Concerning Children, General Principles and Guide to Good Practice, Hague Conference on Private International Law, 2008, გვ. 33, 42]. მსგავსი სულისკვეთებაა ჩადებული 1989 წლის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-8, მე9 და მე-10 და მე-16 მუხლებშიც, რომელთა მიხედვით, არასრულწლოვანს უფლება აქვს, რეგულარული ურთიერთობები შეინარჩუნოს ორივე მშობელთან, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, ასევე, შეინარჩუნოს კავშირი ნათესავებთან. რეგულარული ურთიერთობების შენარჩუნება კი ხდება არა მხოლოდ არასრულწლოვნის ისეთ ადგილას წაყვანით, რომელიც არ არის მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, არამედ ნებისმიერი სხვა ფორმით (მათ შორის, დისტანციურად) ურთიერთობის/კომუნიკაციის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ტერმინები: „არამართლზომიერად გადაადგილება“ და „არამართლზომიერად დაკავება“. არასრულწლოვნის არამართლზომიერი გადაადგილების დროს ბავშვის ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა ხდება მეურვეობის უფლების მქონე პირის/პირების თანხმობის გარეშე, ხოლო არამართლზომიერი დაკავებისას არასრულწლოვანი სხვა სახელმწიფოში მიდის მეურვეობის უფლების მქონე პირის/პირების თანხმობით, თუმცა, გარკვეული ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას არ ხდება ბავშვის დაბრუნება. აღნიშნული ტერმინების გამიჯვნა მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმის გარემოებებისადმი ნორმების მისადაგების პროცესში; მაგალითად, ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის (ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებიდან/დაკავებიდან ერთწლიანი ვადის ათვლის თვალსაზრისით), ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35115 და 35116 მუხლების გამოყენების დროს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ტერმინში „სასამართლო“ გულისხმობს თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLII2 თავით („არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი“) განსაზღვრული საქმის განხილვის თავისებურებები საქართველოს უზენაეს სასამართლოზე არ ვრცელდება. მეორე მხრივ, ჰააგის კონვენცია ერთმანეთისაგან არ მიჯნავს სასამართლო ინსტანციებს და ადგენს საქმის სწრაფი განხილვისა და გადაწყვეტის ზოგად ვალდებულებას [ჰააგის კონვენცია, მუხლები: 1, 2, 7, 11, 12]. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ ჰააგის კონფერენციის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სწრაფი საქმისწარმოების ვალდებულება ვრცელდება პროცესის ყველა, მათ შორის, გასაჩივრების ეტაპზეც (Implementing Measures, General Principles and Guide to Good Practice, Hague Conference on Private International Law, 2003, გვ.11, 33; Conclusions and Recommendations of the Fifth Meeting of the Special Commission to Review the Operation of the Hague Convention of 25 October 1980 on The Civil Aspects of International Child Abduction and the Practical Implementation of the Hague Convention of 19 October 1996 on Jurisdiction, Applicable Law, Recognition, Enforcement and Co-Operation in Respect of Parental Responsibility and Measures for the Protection Of Children, 2006, პარ. 1.4.1). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სამოქალაქო საქმეზე საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა 21 დღეა, ხოლო აღნიშნული საჩივრის მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის საერთო ვადა - 6 თვე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 391-ე მუხლის მე6 ნაწილი, 397-ე მუხლის პირველი ნაწილი). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციით ჰააგის კონვენციის საქმეთა განხილვის უზენაესი სასამართლოსათვის დაწესებული ვადა შეუსაბამოა აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების მიზნებთან და პრინციპებთან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი N2361/13, 21.07.2015, პარ. 64). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517 და 3519 მუხლებში მიზანშეწონილია შესაბამისი ცვლილების შეტანა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3519 მუხლში ცვლილებების შეტანის კიდევ ერთი მიზეზი ჰააგის კონვენციის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურის დახვეწაა. კოდექსის მოქმედი რედაქციის (3519 მუხლის მე-3 ნაწილი) მიხედვით, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ორკვირიანი ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების ოფიციალური გამოქვეყნების მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ სასამართლო განჩინებას იღებს იმ შემთხვევაში, როდესაც მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჰააგის კონვენციის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, როგორც წესი, დაბრკოლებების გარეშე ბარდება მხარეებს, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს ზოგადი წესი და გასაჩივრების ვადა აითვალოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, 2591 და 369-ე მუხლების შესაბამისად). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35112 მუხლში ცვლილების შეტანა ჰააგის კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნიდან გამომდინარეობს. ჰააგის კონვენციის მე-16 მუხლი ავალდებულებს ბავშვის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ არ გადაწყვიტონ მეურვეობის უფლების საკითხი მანამ, სანამ მიღებული არ იქნება გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ან ჰააგის კონვენციის საფუძველზე განაცხადი შეტანილი არ იქნება შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადაში [იხ. განმარტებითი ანგარიში, პარ. 121]. ჰააგის კონვენციის მე-16 მუხლისგან განსხვავებით, რომლითაც ზემოაღნიშნული ვალდებულება იწყება ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აღნიშნულ ვალდებულებას აწესებს სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35112 მუხლის მიხედვით, საქართველოს არც ერთი სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს მეურვეობის უფლების საკითხი არასრულწლოვნის გადაწყვეტილების დაბრუნების მიღებამდე. ან მის აღსანიშნავია, რომ დაბრუნებაზე ჰააგის უარის თქმის შესახებ კონვენციის მე-16 მუხლი არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის რეალური ადგილსამყოფელის სახელმწიფოს აძლევს უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება მეურვეობის საკითხზე იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის დაბრუნებაზე უარი იქნება ნათქვამი. ამ შემთხვევაში ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი იცვლება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების იურისდიქცია იმ სახელმწიფოს ეძლევა, რომელმაც უარი განაცხადა ბავშვის დაბრუნებაზე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კომპეტენტური სასამართლო მიიღებს არასრულწლოვნის დაბრუნების გადაწყვეტილებას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება რჩება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს და, შესაბამისად, ცალკეული გამონაკლისების გარდა, საქართველოს სასამართლოს არ ექნება უფლებამოსილება, ბავშვის მეურვეობის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება. ამავე პრინციპს ეხმიანება „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის კონვენციაც, რომელიც საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35115 მუხლის მე-2 ნაწილში ცვლილების შეტანის მიზანი აღნიშნული მუხლის ჰააგის კონვენციის მე-18 მუხლის დებულებებთან ჰარმონიზაციაა, რომლის მიხედვითაც, იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვი, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35115 მუხლის მოქმედი რედაქცია უფრო ავიწროებს დაბრუნების ვალდებულებას - სასამართლოს უფლება აქვს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ, თუ ამგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას, რაც არ შეესაბამება ჰააგის კონვენციის მიზნებს და, შესაბამისად, საჭიროებს ცვლილებას. და ბოლოს, მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის რეგულაციებს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35117 მუხლი მხოლოდ უთითებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტი ამ პროცესშიც მიზნად ისახავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების პრინციპის გატარებას და გვთავაზობს მიდგომას, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომაა მიღებული, თუმცა ბავშვი, მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხიდან გამომდინარე, უარს აცხადებს დაბრუნებაზე, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შედარებით მოკლე ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება აღსრულების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და აღსრულების პროცესში მათი უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურებით“ განისაზღვრება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ჰააგის კონვენციასთან ჰარმონიზაციის უფრო მაღალი ხარისხი. შედეგად, მოხდება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ჰააგის კონვენციის მიზნებისა და პრინციპების, მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპის, სრული იმპლემენტაცია. ამასთან, კანონპროექტი ეხმიანება ასოცირების დღის წესრიგის 2.4 პუნქტს (მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება), რომლის „სამართლებრივი თანამშრომლობის“ ნაწილიც ითვალისწინებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შემდეგი ცვლილებებს ითვალისწინებს:  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში სწორდება ტექნიკური ხარვეზი და მასში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ნაცვლად, ამავე კოდექსის 13057 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე კეთდება მითითება;  ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 3517 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომელშიც, ტერმინის შინაარსობრივი განმარტების ნაცვლად, მიეთითება, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება, რომელიც, თავის მხრივ, ფართოვდება და მასში, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან განსაზღვრული დროით წაყვანასთან ერთად, ბავშვთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციაც მოიაზრება;  იმავე მუხლის არსებული რედაქციის „თ“ ქვეპუნქტი ორ ნაწილად („თ“ და „ი“ ქვეპუნქტები) იყოფა და ცალ-ცალკე განისაზღვრება ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებისა და არამართლზომიერი დაკავების ცნებები;  ტექნიკური ხარვეზი სწორდება კოდექსის 35111 მუხლშიც და ტერმინის - „ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი“, ნაცვლად მიეთითება - „ჩვეული საცხოვრებელი ადგილი“, ხოლო მუხლის პირველ ნაწილში არსებული ტერმინი - „გადაწყვეტილების აღიარება და დადასტურება“, ჩანაცვლდება ტერმინით - „გადაწყვეტილების ცნობა“;  კოდექსის 3517 მუხლის „ე“ ქვეპუნქტსა და 3519 მუხლში შეტანილი ცვლილების შედეგად, საქართველოს უზენაეს სასამართლოზე გავრცელდება კოდექსის XLII2 თავში არსებული რეგულაციები, მათ შორის, დაწესდება საქმის განხილვის ექვსკვირიანი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ორკვირიანი ვადა;  კოდექსის 3519 მუხლში ცვლილებით ახლებურად განისაზღვრება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვადის ათვლა დაიწყება არა გადაწყვეტილების ოფიციალური გამოქვეყნების, არამედ გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;  დასაბუთებული სასამართლო კოდექსის 35112 მუხლში ცვლილების მიხედვით, საქართველოს სასამართლოები ცენტრალური ორგანოდან შესაბამისი შეტყობინების მიღების მომენტიდან ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს კომპეტენტური სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდში არ გადაადგილებული/დაკავებული გადაწყვეტილება;  იქნებიან ბავშვის უფლებამოსილი, მეურვეობის საკითხთან არამართლზომიერად დაკავშირებით მიიღონ კოდექსის 35115 მუხლის მე-2 ნაწილში შეტანილი ცვლილებით ამოღებული იქნება სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვის დაბრუნების შესახებ („თუ ამგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას“), რითაც ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ნორმა ჰააგის კონვენციის მე-18 გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების შემზღუდავი ელემენტი მუხლის ფორმულირების ანალოგიური გახდება;  კოდექსის 35116 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილების შედეგად, არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების განხილვის პროცესში ბავშვის ინტეგრაციის ფაქტის შემოწმება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებიდან/დაკავებიდან 1 წლის ვადაში არ მოხდება განცხადების ან სარჩელის წარდგენა. აღნიშნული ცვლილება გამორიცხავს არასრულწლოვნის ინტეგრაციის საფუძვლით ბავშვის უფლებამოსილების დაბრუნებაზე წარმოშობას უარის იმ თქმის შესახებ შემთხვევაში, თუ სასამართლოს ბავშვის დისკრეციული არამართლზომიერი გადაადგილებიდან/დაკავებიდან უშუალოდ საქმის განხილვის დროისათვის 1 წელზე მეტია გასული;  იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ტერმინი - „მეურვეობის უფლების ფაქტობრივი განხორციელება“ ჩანაცვლდება ტერმინით - „მეურვეობის უფლების რეალური განხორციელება“, ასევე, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის ფორმულირებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იცვლება იმავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი;  კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს მიეცემა უფლებამოსილება, საქმის წარმოებაში მიღებიდან 1 კვირის ვადაში, თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს - ზეპირი მოსმენით, გააუქმოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის დაბრუნების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვი, რომელმაც მიაღწია იმ ასაკსა და მოწიფულობას, რომ მისი მოსაზრება მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, უარს აცხადებს მის ჩვეულ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დაბრუნებაზე. აღნიშნული უარის ნამდვილობა უნდა დადასტურდეს ფსიქოლოგის დასკვნით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ამოქმედდება. ეს დრო საჭიროა წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად ამოქმედებისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის მოსაწესრიგებლად და სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებების განსახორციელებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ნაწილზე: ბიუჯეტის ხარჯვით კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის კონვენციასთან სრული ჰარმონიზაცია. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.