„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.07.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/376/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 3812 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის გადაცემის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად სრულყოფილ სისხლისსამართლებრივ რეგულაციებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის დახვეწისა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის დებულებებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობამ განაპირობა. ჰააგის კონვენციასთან შეერთებით საქართველომ აიღო ვალდებულება, უმოკლეს დროში უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მყოფი არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება (ჰააგის კონვენცია, მუხ 2). აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს კომპეტენტური სასამართლოების მიერ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხ. 35115) არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვნის დაბრუნების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულების მექანიზმის არსებობა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, შიდა კანონმდებლობით გაითვალისწინონ ჰააგის კონვენციის საფუძველზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ეფექტიანი ღონისძიებები, მაგალითად, ჯარიმები (Guide to Good Practice under the Hague Convention of 25 October 1980 on the Civil Aspects of International Child Abduction, Part IV – Enforcement, the Hague Conference on Private International Law, 2010, pp. 6-7). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3812 მუხლის მოქმედი რედაქციით დანაშაულს წარმოადგენს მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის ბავშვის გადაცემის შესახებ, ასევე, არასრულწლოვანთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო) მოთხოვნის შეუსრულებლობა. გადაადგილებული/დაკავებული იქიდან გამომდინარე, რომ არამართლზომიერად ბავშვის დაბრუნების/ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენის უფლება აქვს არა მშობელს, არამედ ზოგადად, მეურვეობის უფლების მქონე პირს (რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, სხვა ქვეყნის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოც შეიძლება იყოს) და სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (და არა კონკრეტულ პირთან) არასრულწლოვნის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გამართული პროცედურა, მათ შორის, ზემომითითებულ საკითხებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დანაშაულის ჩამდენი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სახით. შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით მოხდება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3812 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიებების გავრცელება. ამასთან, კანონპროექტი ეხმიანება ასოცირების დღის წესრიგის 2.4 პუნქტს (მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება), რომლის „სამართლებრივი თანამშრომლობის“ ნაწილიც ითვალისწინებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით იცვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3812 მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია და, სხვებს შორის, დანაშაულად მიიჩნევა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის (რომელსაც არ მოიცავს „მშობლის“ და „ოჯახის სხვა წევრის“ დეფინიცია) ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების, აგრეთვე ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ამოქმედდება. ეს დრო საჭიროა წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად ამოქმედებისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის მოსაწესრიგებლად და სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებების განსახორციელებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით, სხვებს შორის, დანაშაულად მიიჩნევა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის (რომელსაც არ მოიცავს „მშობლის“ და „ოჯახის სხვა წევრის“ დეფინიცია) ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების, აგრეთვე ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს პირის დაჯარიმება სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3812 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამ შესაძლოა, გამოიწვიოს პირის დაჯარიმება სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი სხვა სასჯელებთან ერთად ალტერნატიული სასჯელის სახით ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3812 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირის დაჯარიმებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის კონვენციასთან სრული ჰარმონიზაცია. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. ასეთი მიმოხილვის მომზადების