„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.07.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/376/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის შესაბამისად, პოლიცია: ა) ცენტრალური ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (შემდგომ - ცენტრალური ორგანო) შუამდგომლობის ან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ადგენს არასრულწლოვნის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს; ბ) სასამართლოს ბრძანების ან ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უზრუნველყოფს ცენტრალური ორგანოს მიერ საქმისწარმოების დაწყებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილებას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს ხელს უწყობს კონვენციის არამართლზომიერად ხელშემკვრელი გადაადგილებული/დაკავებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბავშვის დაბრუნების საქართველოდან შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციაში ჩამოთვლილია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენა, ბავშვისათვის ზიანის მიყენების პრევენციისათვის დროებითი ზომების მიღება, აგრეთვე არასრულწლოვნის უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით კი არ არის განსაზღვრული ის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების და არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის დახვეწისა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის დებულებებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ჰააგის კონვენციის მე-7 მუხლში ჩამოთვლილია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მათ შორისაა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენა, ბავშვისათვის ზიანის მიყენების პრევენციისათვის დროებითი ზომების მიღება და არასრულწლოვნის უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა. ამასთან, ჰააგის კონვენცია არ აზუსტებს, რომელი ორგანოა პასუხისმგებელი ამ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე, რადგან ასეთი ორგანოს (ორგანოების) განსაზღვრა ხელშემკვრელი სახელმწიფოს პრეროგატივაა. საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი და სხვა ორგანოებისათვის დაკისრებული უფლებამოსილებების შინაარსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, აღნიშნული ფუნქციის შესრულება პოლიციის ორგანოებს დაეკისროს, რაც შესაბამისი ცვლილების შეტანას საჭიროებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით მოხდება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში ჰააგის კონვენციის მიზნებისა და პრინციპების, მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპის, სრული და ეფექტური იმპლემენტაცია. ამასთან, კანონპროექტი ეხმიანება ასოცირების დღის წესრიგის 2.4 პუნქტს (მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება), რომლის „სამართლებრივი თანამშრომლობის“ ნაწილიც ითვალისწინებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლს დაემატება მე-6 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს პოლიციის როლს ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე დაწყებულ საქმეთა წარმოების პროცესში. ამ მიზნით, პოლიციის ძირითად ფუნქციებად განისაზღვრება: არასრულწლოვნის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ჰააგის კონვენციის ფარგლებში განსაზღვრული საქართველოს ცენტრალური სასამართლოს გადაწყვეტილების ორგანო) აღსრულებამდე მიერ საქმისწარმოების პერიოდში დაწყებიდან არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილება; აგრეთვე არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოდან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოს ხელშეწყობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ამოქმედდება. ეს დრო საჭიროა წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად ამოქმედებისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის მოსაწესრიგებლად დადა სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებების განსახორციელებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ნაწილზე: ბიუჯეტის ხარჯვით კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის კონვენციასთან სრული ჰარმონიზაცია. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული კანონპროექტის