„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.07.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/376/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 202 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 87 პუნქტი: „87. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ან საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ცენტრალური ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის შემდგომ - ცენტრალური ორგანო) შუამდგომლობის საფუძველზე, 16 წლამდე ასაკის პირს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე, თუ კანონმდებლობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 2. 204 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული 16 წლამდე ასაკის პირის დაბრუნების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამავე პირზე გაცემული პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, ხოლო შეჩერების ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, თუ კანონმდებლობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების, აგრეთვე შეჩერების ღონისძიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ მოიცავს საკმარისად ეფექტიან მექანიზმებს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 არამართლზომიერად წლის 25 ოქტომბრის კონვენციიდან გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის გამომდინარე დაკავების ან განმეორებითი გადაადგილების პრევენციის უზრუნველსაყოფად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის დახვეწისა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის დებულებებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობამ განაპირობა. ჰააგის კონვენციის საფუძველზე საქართველომ იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნება მათი ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში (ჰააგის კონვენციის პრეამბულა, პირველი და მე-2 მუხლები). ჰააგის კონვენციის მე-7(2)(გ) მუხლის შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება, არ დაუშვას არასრულწლოვნებისათვის შემდგომი ზიანის მიყენება და ამ მიზნით გაატაროს საჭირო დროებითი ღონისძიებები. აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში გაიწეროს ის ღონისძიებები, რომლებიც არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვნის განმეორებითი გადაადგილებისა და დაკავების პრევენციას უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით, პრევენციულ ღონისძიებად ბავშვისათვის პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე დროებით უარის თქმა ან გაცემული დოკუმენტის მოქმედების დროებით შეჩერება მოიაზრება (Guide to Good Practice under the Hague Convention of 25 October 1980 on the Civil Aspects of International Child Abduction, Part III – Preventive Measures, the Hague Conference on Private International Law, 2005, pp. 21-22). საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ამგვარ პრევენციულ ზომებს ქვეყნის შიდა კანონმდებლობაც ითვალისწინებდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით მოხდება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში ჰააგის კონვენციის მიზნებისა და პრინციპების, მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპის, სრული და ეფექტური იმპლემენტაცია და თავიდან იქნეს აცილებული არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაკავება ან განმეორებითი არამართლზომიერი გადაადგილება. ამასთან, კანონპროექტი ეხმიანება ასოცირების დღის წესრიგის 2.4 პუნქტს (მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება), რომლის „სამართლებრივი თანამშრომლობის“ ნაწილიც ითვალისწინებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 222 მუხლს ემატება 87 პუნქტი, რომლის თანახმად, 16 წლამდე ასაკის პირისათვის, რომელიც ფლობს საქართველოს მოქალაქის პასპორტს/სამგზავრო პასპორტს/სამგზავრო დოკუმენტს/ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ (ჰააგის კონვენციის ფარგლებში განსაზღვრული საქართველოს ცენტრალური ორგანო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში. საქართველოს მოქალაქის პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შეზღუდვის იგივე წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებულ/დაკავებულ 16 წლამდე ასაკის პირზე. ცენტრალური ორგანოს მიმართვა უნდა შეიცავდეს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ან საქართველოს ტერიტორიიდან არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული 16 წლამდე პირის დაბრუნების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ პირისთვის პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის შესახებ შუამდგომლობას. კანონის 224 მუხლს ემატება 51 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული 16 წლამდე პირის დაბრუნების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამავე პირზე გაცემული პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, ხოლო უკვე გამოყენებული შეჩერების ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან სასამართლო არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმება საჭირო ინსტრუმენტია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოსაყენებლად. საქართველოს ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერებისა და შეჩერების ღონისძიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ამოქმედდება. ეს დრო საჭიროა წინამდებარე საკანონმდებლო კანონქვემდებარე ნორმატიული პაკეტის სრულყოფილად ამოქმედებისათვის ბაზის მოსაწესრიგებლად და სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებების განსახორციელებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და ხელშეკრულების/შეთანხმების შეთანხმებებთან, არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, ისეთი რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის კონვენციასთან სრული ჰარმონიზაცია. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.