„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 17313 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 17313. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა
სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის
არასრულწლოვანი შვილის გადაცემის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე
არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის
ურთიერთობის
უფლების
განხორციელების
ან
ბავშვთა
საერთაშორისო
არამართლზომიერი
გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის
შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო
ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციისა და ამ
სფეროში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების
იძულებითი
აღსრულების
უზრუნველსაყოფად
სრულყოფილ
და
იურიდიული
ტექნიკის
თვალსაზრისით გამართულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ რეგულაციებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მომზადება
ბავშვთა
საერთაშორისო
არამართლზომიერი
გადაადგილების/დაკავების მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის დახვეწისა და „ბავშვთა
საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის
კონვენციის დებულებებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობამ განაპირობა.
ჰააგის კონვენციასთან მიერთებით საქართველომ აიღო ვალდებულება, უმოკლეს დროში
უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მყოფი არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული
ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება (ჰააგის კონვენცია, მე-2 მუხლი). აღნიშნული
ვალდებულების შესრულებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს კომპეტენტური სასამართლოების
მიერ
(საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსი,
მუხლი 35115) არამართლზომიერად
გადაადგილებული/დაკავებული
არასრულწლოვნის
დაბრუნების
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულების მექანიზმის
არსებობა. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის
კონფერენცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, შიდა კანონმდებლობით გაითვალისწინონ ჰააგის
კონვენციის საფუძველზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ეფექტიანი
ღონისძიებები, მაგალითად, ჯარიმები (Guide to Good Practice under the Hague Convention of 25 October
1980 on the Civil Aspects of International Child Abduction, Part IV – Enforcement, the Hague Conference on
Private International Law, 2010, pp. 6-7).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის მოქმედი
რედაქციით
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას
წარმოადგენს
მშობლის
მიერ
მეორე
მშობლისათვის ბავშვის გადაცემის, ასევე, არასრულწლოვანთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა
წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო) მოთხოვნის შეუსრულებლობა. იქიდან
გამომდინარე,
რომ
დაბრუნების/ურთიერთობის
არამართლზომიერად
უფლების
გადაადგილებული/დაკავებული
განხორციელების
შესახებ
ბავშვის
სასამართლოსთვის
შუამდგომლობის წარდგენის უფლება აქვს არა მშობელს, არამედ, ზოგადად, მეურვეობის უფლების
მქონე პირს (რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოც შეიძლება იყოს) და სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება ჩვეულ
საცხოვრებელ ადგილას (და არა კონკრეტულ პირთან) არასრულწლოვნის დაბრუნების შესახებ,
მნიშვნელოვანია,
არსებობდეს
გადაადგილების/დაკავების
საქმეებზე
ბავშვთა
საერთაშორისო
სასამართლოს
მიერ
გამოტანილი
არამართლზომიერი
გადაწყვეტილების
იძულებითი აღსრულების გამართული პროცედურა, მათ შორის, ზემომითითებულ საკითხებზე
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სამართალდარღვევის
ჩამდენი პირისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სახით.
გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის
მოქმედი რედაქციის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება ამავე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, მაშინ, როდესაც
იგივე ქმედებისათვის (კოდექსის 17313 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების
განმეორებით ჩადენისათვის) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3812 მუხლით
გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, დანაშაულად ითვლება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის საფუძველზე
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
მოთხოვნის
შეუსრულებლობა.
აღნიშნულ
საკანონმდებლო
აქტებს
შორის
კოლიზიის
აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს შესაბამის
საკითხებთან დაკავშირებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის მხოლოდ პირველ
ჯერზე შეუსრულებლობა, ხოლო მისი განმეორებითი ჩადენა - დანაშაულად და ამის მიხედვით
ჩამოყალიბდეს ორივე კოდექსის შესაბამისი ნორმები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით
მოხდება
ბავშვთა
საერთაშორისო
არამართლზომიერი
გადაადგილების/დაკავების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს მიერ
ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება
ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე სასამართლოს
მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცედურაზე საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
პასუხისმგებლობის
ღონისძიებების
კოდექსის
გავრცელება,
17313
ასევე
მუხლით
გათვალისწინებული
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3812
13
მუხლს შორის არსებული კოლიზიის აღმოფხვრა.
ამასთან, კანონპროექტი ეხმიანება ასოცირების დღის წესრიგის 2.4 პუნქტს (მართლმსაჯულება,
თავისუფლება
და
უსაფრთხოება),
რომლის
„სამართლებრივი
თანამშრომლობის“
ნაწილიც
ითვალისწინებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის
გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან
მიერთებისა და მათი განხორციელების გზით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 17313 მუხლში ცვლილებას, კერძოდ: აღნიშნული მუხლის მოქმედი რედაქციის პირველი და
მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები ერთიანდება; გარდა ამისა, ამავე მუხლის მოქმედ
რედაქციას ემატება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების, ასევე,
ბავშვისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის (რომელსაც არ მოიცავს „მშობლის“ და „ოჯახის სხვა
წევრის“ დეფინიცია) ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეებზე სასამართლო
გადაწყვეტილების
საფუძველზე
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანოს
მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევები. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის შესაბამისად, სასამართლო
გადაწყვეტილების
საფუძველზე
განსაზღვრული
მშობლის
მიერ
მეორე
მშობლისათვის
არასრულწლოვანი შვილის გადაცემის, არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი
წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვთა
საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის პირველივე ჯერზე შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას
500 ლარის ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ამოქმედდება. ეს დრო საჭიროა წინამდებარე
საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად ამოქმედებისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის
მოსაწესრიგებლად და სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებების განსახორციელებლად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის მოქმედ
რედაქციას ემატება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების, ასევე,
ბავშვისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის (რომელსაც არ მოიცავს „მშობლის“ და „ოჯახის სხვა
წევრის“
დეფინიცია)
ურთიერთობის
უფლების
გადაწყვეტილების
საფუძველზე
მეურვეობისა
შეუსრულებლობის
შემთხვევები.
ამასთან,
განხორციელების
და
მზრუნველობის
სასამართლო
საქმეებზე
სასამართლო
ორგანოს
მოთხოვნის
გადაწყვეტილების
საფუძველზე
განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის გადაცემის,
არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის
ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი
გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის
პირველივე ჯერზე შეუსრულებლობა, ნაცვლად გაფრთხილებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ
მეორე მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის გადაცემის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების
საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან
ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვთა საერთაშორისო
არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაჯარიმებას 500
ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ
მეორე მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის გადაცემის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების
საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან
ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვთა საერთაშორისო
არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის
კონვენციასთან სრული ჰარმონიზაცია.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის
საქართველოს
შემუშავებაში
ოკუპირებული
მონაწილეობა
ტერიტორიებიდან
მიიღეს
საქართველოს
დევნილთა,
შრომის,
შინაგან
საქმეთა,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის