„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.07.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/376/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12 – 13, ნოემბერ - დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები 1. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი: ა) იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ბ) წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს. 2. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ცენტრალური ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შუამდგომლობის საფუძველზე, 16 წლამდე ასაკის პირს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის გაცემაზე ან/და საზღვრის გადაკვეთაზე, თუ კანონმდებლობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში ამჟამად მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები არ მოიცავს საკმარისად ეფექტიან მექანიზმებს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციიდან გამომდინარე არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაკავების ან განმეორებითი გადაადგილების პრევენციის უზრუნველსაყოფად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების მარეგულირებელი შიდა კანონმდებლობის დახვეწისა და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის დებულებებთან ჰარმონიზაციის აუცილებლობამ განაპირობა. ჰააგის კონვენციის მე-7(2)(გ) მუხლის შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება, არ დაუშვას არასრულწლოვნებისათვის შემდგომი ზიანის მიყენება და ამ მიზნით გაატაროს საჭირო დროებითი ღონისძიებები. აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში გაიწეროს ის ღონისძიებები, რომლებიც არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვნის განმეორებითი გადაადგილებისა და დაკავების პრევენციას უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით, პრევენციულ ღონისძიებად ბავშვისათვის პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე დროებით უარის თქმა მოიაზრება (Guide to Good Practice under the Hague Convention of 25 October 1980 on the Civil Aspects of International Child Abduction, Part III – Preventive Measures, the Hague Conference on Private International Law, 2005, pp. 21-22). საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ამგვარ პრევენციულ ზომებს ქვეყნის შიდა კანონმდებლობაც ითვალისწინებდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით მოხდება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილებისა/დაკავების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში ჰააგის კონვენციის მიზნებისა და პრინციპების, მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპის, სრული და ეფექტური იმპლემენტაცია და თავიდან იქნეს აცილებული არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაკავება ან განმეორებითი არამართლზომიერი გადაადგილება. ამასთან, კანონპროექტი ეხმიანება ასოცირების დღის წესრიგის 2.4 პუნქტს (მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება), რომლის „სამართლებრივი თანამშრომლობის“ ნაწილიც ითვალისწინებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლს ემატება მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან 16 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის დროებით გასვლის უფლების შეზღუდვა შესაძლებელი გახდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ (ჰააგის კონვენციის ფარგლებში განსაზღვრული საქართველოს ცენტრალური ორგანო) საქართველოს რელევანტური ორგანოებისათვის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში. მიმართვა უნდა შეიცავდეს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ბავშვზე საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტების აღების ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ შუამდგომლობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ამოქმედდება. ეს დრო საჭიროა წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტის სრულყოფილად ამოქმედებისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის მოსაწესრიგებლად და სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებების განსახორციელებლად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ჰააგის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის კონვენციასთან სრული ჰარმონიზაცია. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, წარმომადგენლებმა. დ.ბ) აგრეთვე კანონპროექტის საქართველოს შემუშავებაში საგარეო მონაწილე საქმეთა სამინისტროების ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.