„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „საქართველოს ტყის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge) 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019838) შეტანილ
იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) არიდული ტყე − ნათელი ტყე, სადაც ტენის სიმცირის ან/და სხვა ბუნებრივი პირობების
გამო კორომმა შესაძლოა ვერ მიაღწიოს 0,1 სიხშირეს;“;
2. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ბოძი – საყრდენ მასალად ვარგისი, მსხვილი ბოლოდან 8 სმ-დან 12 სმ-მდე დიამეტრის,
ხოლო აკაციის შემთხვევაში არაუმეტეს 20 სმ დიამეტრის მერქნული რესურსი;“;
3. მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ფიჩხი − მოჭრილი მერქნიანი მცენარე (ტოტებიანი ღერო), ან ძირნაყარი ხის გასხეპილი
ტოტები, რომელთაგან თითოეულის დიამეტრი ძირეულ ნაწილში არაუმეტეს 6 სმ-ია.’’;
4. მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ1) ხეტყის დამზადება - ზეზემდგომი ხე-ტყის მოჭრა და/ან ძირნაყარი ხეებიდან მერქნის
ამოღება, მისი დახარისხება და გამოზიდვა (მათ შორის საქმიან ეზომდე);“;
5. მე-2 მუხლის „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ3) მოვლითი ჭრა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის
სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და მაღალი წარმადობის კორომების
ჩამოყალიბების მიზნით;“;
6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 9. დაცვითი კატეგორიის ტყე
1. დაცვითი ტყე არის ტყე, რომელიც ასრულებს დასახლების, სასოფლო-სამეურნეო
სავარგულის, კულტურის/ისტორიული ძეგლის, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი
ტერიტორიის დაცვის ფუნქციას. დაცვითი ტყის ფართობების გამოყოფისას მანძილი
იზღუდება ბუნებრივი წყალგამყოფით.
2. დაცვით ტყეს მიეკუთვნება:
ა) სუბალპური ტყე;
ბ) ტყის შემქმნელი სახეობებით დაუფარავ სივრცეებს შორის მდებარე, მე-2 მუხლის „ბ.ა“
ქვეპუნქტით განსაზღვრული 30 ჰა-მდე ფართობის ტყე;
გ) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე, 200 მ-მდე სიგანის ტყე;
დ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე;
ე) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშლის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედაქანის
მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100 მ-მდე სიგანის ტყე;
ვ) რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ-მდე
სიგანის ტყე;
ზ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე;
თ) ქვათაცვენის ან კლდოვანი ტერიტორიის ნაპირიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ი) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
კ) ეროზირებულ ფართობზე და მის ირგვლივ 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე;
ლ) მცოცავ ნიადაგზე და მის ირგვლივ 100 მ-მდე მდებარე ტყე;
მ) მეწყერსაშიშ ფერდობზე და მის ირგვლივ 100 მ-მდე მდებარე ტყე;
ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ-ის რადიუსში მდებარე ტყე;
ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის/ისტორიული ძეგლიდან 250 მმდე რადიუსში მდებარე ტყე.“;
7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ტყის სტატუსის შეწყვეტა, ტყის სტატუსის დაბრუნება
1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
2. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება
სამინისტროს/საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს სამინისტროს დასკვნას პროექტის
განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, ასევე, შესაბამის
საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
3. სამინისტრო ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას საქართველოს მთავრობას
წარუდგენს ამ მუხლის მე-7 ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;
ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ განსახორციელებელი
საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობა/მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანო,
საკუთარი
უფლებამოსილების ფარგლებში, ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას
საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების
შეფასებას არ ექვემდებარება.
5. ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისად,
სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობას ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. ეს
განცხადება უნდა შეიცავდეს პროექტის განხორციელების ალტერნატივების შესწავლის
შედეგების შესახებ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმიანობა გარემოზე
ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა ტყის
სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“
გათვალისწინებული, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ეტაპზე უნდა
წარმოადგინოს.
6. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერესთა
ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება
ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყის მართვის ორგანოს/კერძო
მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი
ინტერესი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები;
ბ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზანი,
თუ მისი განხორციელება შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით
სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური
მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს
ტყის სტატუსის შეწყვეტას მშენებლობის პროცესში
განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) მოწყობის მიზნით;
წარმოქმნილი
გამონამუშევრის
გ) საკურორტო-სარეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობა. ამ
საფუძვლით ტყის სტატუსის შეწყვეტის პირობები და დამატებითი საინვესტიციო
ვალდებულებები განისაზღვრება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის
საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულებით.
8. სამინისტრო დასკვნას პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის
მიზანშეწონილობასთან, ასევე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით,
ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო გარემოზე ზემოქმედების
შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის შემთხვევაში დასკვნა მზადდება გარემოზე
ზემოქმედების შეფასების პროცედურების ფარგლებში. ამ კოდექსის ამოქმედებამდე
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად გაცემული გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებების შემთხვევაში ზემოაღნიშნული დასკვნა ასევე მზადდება მარტივი
ადმინისტრაციული წარმოებით. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიხედვით,
საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ტყის სტატუსის
შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
9. ტერიტორიას, რომელსაც, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამ მუხლის მე-7
ნაწილით გათვალისწინებული მიზნით ტყის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს ამ კოდექსით
დადგენილი წესით, შესაბამისი დაცული ტერიტორიის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.
10. ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, თუ აღარ არსებობს ამ მუხლის მე-7
ნაწილით განსაზღვრული ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ტერიტორიას უბრუნდება
ტყის სტატუსი.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტერიტორიისთვის ტყის
სტატუსის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ტყის
სტატუსის დაბრუნების შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შემუშავდება
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროს/ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით ან იმ პირის
განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც ტერიტორიას ტყის სტატუსი შეუწყდა.
8. მე-14 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება:
ა) ამ კოდექსის მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლით;
ბ) ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებისთვის ჩატარებული ტყის აღრიცხვის
საფუძველზე ტყის საზღვრის დადგენის/შეცვლის შემთხვევაში.“;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების
აღწერის პროცესში გამოვლენილი და ტყის კონტურში მოქცეული სახელმწიფო საკუთრებად
დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში (ასეთი ქონება რეგისტრაციას
ექვემდებარება ფაქტობრივად დადგენილ საზღვრებში).“;
9. 21-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო
სააგენტო.“;
10. 21-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტყის დაცვის
ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება არ მოიცავს ამავე მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს უფლებამოსილებას,
განახორციელოს უკანონო ჭრის ფაქტების პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებები.“;
11. 22-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და საქართველოს
ტყის (გარდა მუნიციპალური ტყისა) დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს
სამინისტროს
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულება
−
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი და 21-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული
სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, ხოლო მუნიციპალური ტყისა − მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შექმნილი უფლებამოსილი ორგანო.“;
12. 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტყის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება ტყით სპეციალური სარგებლობის დასაშვები
სახეები, კერძოდ:
ა) ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-7
მუხლებით განსაზღვრულ დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყეში
(მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში) და ამ
კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში
დასაშვებია:
ა.ა) პირწმინდა სამეურნეო ჭრები ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ
აკაციის კორომებში და კოლხეთის დაბლობის მურყნარ (თხმელნარ) ტყეებში;
ა.ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ-ვ“ და „თ-ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
ტყით სპეციალური სარგებლობა (სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით
სპეციალური სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დაცული ტერიტორიის
ნაწილზე);
ა.გ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განსაკუთრებული
დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა:
ა.გ.ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განსახორციელებლად;
ა.გ.ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების,
მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და
არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო
საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;
ა.გ.გ) წიაღისეულის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად მხოლოდ მიწისქვეშა წყლის, მათ
შორის მინერალური წყლის, ნახშირორჟანგის და ადგილობრივი გამოყენების მიზნით
ტრადიციული
შენობა-ნაგებობების
მშენებლობისთვის
ან
რეაბილიტაციისთვის
არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) შესასწავლად/მოსაპოვებლად;
ა.გ.დ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით
სპეციალური სარგებლობა;
ბ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება,
გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა (დასაშვებია მხოლოდ პირწმინდა სამეურნეო
ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში) და წიაღის
მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლის, მათ შორის მინერალური წყლის,
ნახშირორჟანგის და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების
მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის
ქვის) მოპოვება);
გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა
სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა
(დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლის, მათ შორის მინერალური წყლის, ნახშირორჟანგის და
ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის
ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება);
დ) სამეურნეო ტყეში და ”დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის
მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრულ დაცული ტერიტორიის ტყეში დასაშვებია ამ მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის
განხორციელება, მათ შორის მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული
შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი
რესურსის (ფიქალის ქვის) მოპოვება.“;
13. 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით
სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა ელექტრონული აუქციონის საფუძველზე. ტყის
არამერქნული
რესურსების,
მერქნიანი
მცენარეების
პროდუქტებისა
და
ხის
მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით, (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის
გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობისა), ფუტკრის
დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი და
სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის განხორციელების მიზნით და განსაკუთრებული
დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო
ტყის ფართობი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე,
ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე, ხოლო თევზის
მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში კანონმდებლობით
გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.“;
14. 47-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირწმინდა სამეურნეო ჭრის განხორციელება დასაშვებია კოლხეთის დაბლობის ტყეების
(მათ შორის დაცული კატეგორიის ტყეში) მურყნარ (თხმელნარ) კორომებში, პლანტაციურ
მეურნეობებსა და ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის
კორომებში.“;
15. 57-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას.
16. 61-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით
ტყითსარგებლობის
განსახორციელებლად
ტყის
ფართობით
სარგებლობასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით
დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ლიცენზიის/ნებართვის გამცემი
ადმინისტრაციული ორგანოს მომართვით ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.
ლიცენზიის/ნებართვის
გამცემი
ადმინისტრაციული
ორგანო
ვალდებულია
ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის
ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარი არის შესაბამისი
ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. ტყის მართვის ორგანოს მიერ
ტყითსარგებლობაზე
გაცემული
თანხმობა
ძალას
იძენს
ლიცენზიის/ნებართვის
გაცემისთანავე. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით
ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დაინტერესებული პირის მიერ გადაიხდება
მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სალიცენზიო/სანებართვო
საფასური და მოსაკრებელი.“;
17. 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს
თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რაც წარმოადგენს
ტყითსარგებლობის განხორციელების სავალდებულო დოკუმენტს.“;
18. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცხოველთა თავშესაფარი და სანაშენე ეწყობა გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნების
ან გამრავლების/მოშენების და რეალიზაციის მიზნით.“;
19. 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას;
20. 66-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს ისეთი
სამეცნიერო-კვლევითი
და
სასწავლო
საქმიანობის
განხორციელებას,
რომელიც
დაკავშირებულია ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის ფართობით ან/და ტყის რესურსების
ამ საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი მოცულობითა და აუცილებელ ფარგლებში
გამოყენებასთან.“;
21. 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განსახორციელებლად; ნავთობისა და გაზის რესურსებით ან/და ბუნებრივ რეზერვუარში
მოწყობილი
გაზის
საცავით
სარგებლობისთვის
საჭირო
ინფრასტრუქტურის,
წყალმომარაგებისა
და
წყალარინების
ინფრასტრუქტურის,
ჰიდროკვანძების,
ელექტროსადგურების, მილსადენების,
გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების,
ელექტრონული
ქსელებისა
და
არხების
მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო
ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად;
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზანი არ მოიცავს დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებული
მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო)
მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობას.“;
22. 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით,
„გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის),
მოვლის
ღონისძიებებისთვის,
არქეოლოგიური
სამუშაოების
შესასრულებლად,
არქეოლოგიური
დაზვერვის
განსახორციელებლად,
არქეოლოგიური
გათხრების
წარმოებისთვის;“;
23. 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში სხვადასხვა ობიექტებზე საავარიოაღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული
გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებით ან/და სხვა
ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი
ცალკეული ნაწილის განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი
ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა. ;
24. 68-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნას;
25. 69-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ტყითმოსარგებლის მიერ ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა, დემონტაჟი (თუ დემონტაჟი საჭიროებს
ხეტყის ჭრას) ან მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური
სამუშაოების განხორციელება, ასევე, ამავე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
საქმიანობა
ექვემდებარება
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით ერთჯერად კომპენსირებას.“;
26. 78-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებით მიიღება შესაბამისი მოცულობის
მერქნული რესურსი. ამ რესურსის განკარგვის წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის
შესახებ“ დებულებით.“;
27. 78-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება
მოვლითი ჭრა, აგრეთვე სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრები.“;
28. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 79. მოვლითი ჭრა
მოვლითი ჭრა ხორციელდება 0,7 ან 0,7-ზე მეტი სიხშირის მწიფე ხნოვანებამდე კორომში. მისი
მიზანია შერჩეული ხეების ამორჩევითი ჭრის მეთოდით მოჭრის შედეგად განსაზღვრული
ადგილისთვის დამახასიათებელი ძვირფასი, მეურნეობისთვის სასურველი სახეობის ხეების
ფართობის ერთეულზე თანაბარი განაწილება, მათი განათებით უზრუნველყოფა, აგრეთვე ხის
ღეროსა და ვარჯის სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და მერქნის შემატების ზრდისთვის
შესაბამისი პირობების შექმნა/გაუმჯობესება.“;
29. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 80. სანიტარიული ჭრა
სანიტარიული ჭრა, რომელიც არ მიეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, არის სატყეოსამეურნეო ღონისძიება, რომლის მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
იგი გულისხმობს განსაზღვრულ ადგილზე ხმელი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და ტყის
მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ხეების დადგენილ ვადებში მოჭრას, აგრეთვე
მათი და სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გატანას.“;
30. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. სარეკონსტრუქციო ჭრა
სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისთვის ნაკლებად ღირებულ
და დაბალი წარმადობის კორომებში მათი სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და
პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით. იგი გულისხმობს არასასურველი ხეების ან/და
მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას და ჭრის შედეგად გათავისუფლებულ ფართობზე ბუნებრივი
განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის კულტურების გაშენებას.“;
31. 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ
დამტკიცებული ტყის მართვის გეგმები ინარჩუნებს ძალას მათი სარევიზიო პერიოდის
ამოწურვამდე. ასევე, ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებული/დაგეგმილი ტყეთმოწყობის
სამუშაოების საფუძველზე შემუშავებული მართვის გეგმები დამტკიცდეს წარმოდგენილი
სახით. მოქმედი ტყის მართვის გეგმების ამ კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადგენის საკითხი განისაზღვროს „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის,
კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესით.“;
32. 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოში დაწყებული
ადმინისტრაციული წარმოებები ტყის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
(ერთწლოვანი კულტურების) მოყვანასთან დაკავშირებით გაგრძელდეს კოდექსის
ამოქმედებამდე მოქმედი წესის მიხედვით.“;
33. 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„2026 წლის 1 იანვრამდე, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება
განხორციელდეს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და „ფიზიკური და კერძო
სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონების
მიზნებისთვის, ამ კანონებითა და „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის
საზღვრების
დადგენისა
და
კორექტირების/შეცვლის
შესახებ“
დებულებით
გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-13 მუხლით
განსაზღვრული მოთხოვნები.“;
34. 93-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ასევე სახელმწიფო
საზღვრის დაცვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო
პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, დაცული
ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრით და სანიტარიული ჭრით ხეტყის
დამზადება (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დასაშვებია კანონმდებლობით
გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი
რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2026 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის მე-3
ნაწილით დადგენილი წესით.“;
35. 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი:
„ამ კოდექსის ამოქმედებამდე სოციალური ინტერესების გათვალისწინებით ტყის მართვის
ორგანოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფები ინარჩუნებს ძალას და მათი ათვისება გაგრძელდეს ამ
კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესის მიხედვით.“.
36. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
,,ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ერთჯერადი კომპენსირების
ვალდებულება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე.’’
მუხლი 2.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს მიიღო.
კოდექსი ძალაში შევიდა 2021 წლის პირველ იანვარს. მისი ამოქმედების საწყის ეტაპზე
პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეულ ნორმათა დახვეწისა და ახლებური საკანონმდებლო
მოწესრიგების, ასევე ახალი კანონქვემდებარე აქტების მიღების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ
წამოჭრილი პრობლემები არ უკავშირდება კოდექსის მიღების დროს გაცხადებული და
დამტკიცებული პრინციპების აღსრულებას და კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა არ
ცვლის სატყეო რეფორმის მთავარ მიმართულებებსა და პრინციპულ საკითხებს.
პრობლემები ძირითადად უკავშირდება დარგობრივი (მეტყეური) ტერმინების/საკითხების
გასწორებას/დაზუსტებას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს არსებულ
ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან. გარდა ამისა, გამოიკვეთა რიგ საკითხებზე
გადაწყვეტილებების
მიღების
პროცედურების
კორექტირების
საჭიროება,
რათა
უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობა და არ
გაჩნდეს ხელოვნური ბიუროკრატიული ბარიერები პრაქტიკაში კანონის აღსრულების ეტაპზე.
ასევე, გამომდინარე იქედან, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე სატყეო დარგი აქტიურად
ფუნქციონირებდა და საქმიანობა ხორციელდებოდა ძველი კანონმდებლობის საფუძველზე,
დღის
წესრიგში
დადგა
გარკვეულ
საკითხებზე
გარდამავალი
დებულებების
დამატების/დაზუსტების საჭიროება, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას ტყის მართვის
ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, დაცული იყოს იმ პირთა
კანონიერი ინტერესები, ვინც მოექცა ძველი და ახალი კანონის გარდამავალი პერიოდის
რეგულირების ქვეშ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
როგორც აღინიშნა, წამოჭრილი პრობლემები გამომდინარეობს საკანონმდებლო აქტის
რეგულირებიდან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე გადაიჭრას
წარმოდგენილი პრობლემები, რათა შეიქმნას საკმარისი სამართლებრივი საფუძველი
გამართული და კანონთან სრულად შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისთვის,
ასევე პრაქტიკაში კანონისა და კანონქვემდებარე აქტების შეუფერხებელი აღსრულებისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ გასწორდება „ტყის კოდექსით“ დადგენილი პროცედურული
საკითხები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება უფრო მოქნილი, ასევე,
გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც დაიცავს
როგორც დაინტერესებული პირების ინტერესებს, ისე გაუმარტივებს ტყის მართვის
ორგანოებს ფუნქციონირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს 36 პუნქტს, რომელთა მიხედვით ცვლილება შედის
„საქართველოს ტყის კოდექსის“ შემდეგ ნორმებში:
ა) მე-2 მუხლში (ტერმინთა განმარტებები) ზუსტდება ,,გ’’ ქვეპუნქტი, რომელიც არიდულ ტყეს
შეეხება და განისაზღვრება, რომ არიდული ტყე არის ნათელი ტყე, სადაც ტენის სიმცირის
ან/და სხვა ბუნებრივი პირობების გამო კორომმა შესაძლოა ვერ მიაღწიოს 0,1 სიხშირეს.
სიხშირე წარმოადგენს მეტყევეობაში დამკვიდრებულ ტერმინს და აღნიშნავს ფართობის
ერთეულზე ხეთა დგომის სიმჭიდროვის საზომ ერთეულს. შესაბამისად, 0,1 სიხშირე არის
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, სადაც საუბარია ფაქტობრივად ერთეულ ხეებზე. თუმცა,
არიდული ტყის თავისებურებიდან გამომდინარე, რადგან ეს არის ე.წ. მშრალი, უდაბნოს
ტყეები, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით შესაძლოა სიხშირის უმცირეს
მაჩვენებელსაც ვერ მიაღწიოს, თუმცა ასეთი ტყეების უნიკალურობიდან გამომდინარე
აუცილებელია ისინი შედიოდეს საქართველოს ტყის ფარგლებში და შესაბამისად იყოს
დაცული (არიდული ტყის მაგალითია ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე
მდებარე ტყე).
ასევე, ზუსტდება „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინი „ბოძი“ და ემატება აკაციის
შემთხვევაში გამოსაყენებელი დიამეტრის მაჩვენებელი - არაუმეტეს 20 სმ. რამდენადაც აკაცია
წარმოადგენს სწრაფადმზარდ სახეობას და გამოიყენება, ასევე ბოძის დასამზადებლად,
სახეობის გათვალისწინებით განისაზღვრება განსხვავებული დიამეტრის მაჩვენებელი.
ზუსტდება ,,ჟ“ ქვეპუნქტით დადგენილი - „ფიჩხის“ განმარტება. ასევე, ცვლილება შედის „ჰ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერმინში - „ხეტყის დამზადება“, რამდენადაც ხეტყის
დამზადება სრულდება დახარისხებთ და გამოზიდვით (მათ შორის საქმიან ეზომდე) და არა
მხოლოდ საქმიან ეზომდე. საქმიანი ეზოები მოეწყობა საკვანძო და მნიშვნელოვან
ტერიტორიებზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თუმცა ხეტყის გამოზიდვა შესაძლებელია
მოხდეს უშუალოდ მოჭრის ადგილიდანაც, ასევე დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ
ან ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრულ დანიშნულების ადგილამდე. ამდენად,
გამოზიდვა არ არის შეზღუდული მხოლოდ საქმიან ეზომდე ხეტყის მიტანით.
გარდა ამისა, ტერმინი „მოვლითი ჭრა“ მცირედით დაკორექტირდა და უკეთ გაიმიჯნა
სანიტარიული ჭრისგან.
ბ) კოდექსის მე-9 მუხლი ადგენს დაცვითი ტყის ფუნქციურ დანიშნულებას და კატეგორიებს.
ამ მუხლის პირველ ნაწილში დაზუსტდა დაცვითი ტყის ფართობების გამოყოფისას მანძილის
განსაზღვრის საკითხი. კერძოდ, დადგინდა, რომ „დაცვითი ტყის ფართობის გამოყოფისას
მანძილი იზღუდება ბუნებრივი წყალგამყოფით“. ეს არის მეტყევეების მიერ გამოსაყენებელი
აუცილებელი კრიტერიუმი, რათა სწორად დადგინდეს დაცვითი ტყის ფარგლები. გარდა
ამისა, ამ მუხლის მე-2 ნაწილში დაცვით ტყეს მიკუთვნებული ტყის კრიტერიუმი დალაგდა
პრიორიტეტული რიგითობის მიხედვით, ასევე გასწორდა მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი და ზუსტად დადგინდა, რა ტიპის ტყე მოიაზრება დაცვით ტყეში, ხოლო „კ-მ“
ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ ეროზირებულ, მცოცავ და მეწყერსაშიშ
ტერიტორიებზე მდებარე ტყის გარდა დაცვით ტყეში მოიაზრება მათ ირგვლივ 100 მ-მდე
რადიუსის ტყე, რათა ასეთი მოწყვლადი ტერიტორიები უკეთ იყოს დაცული.
გ) კოდექსის მე-13 მუხლი, რომელიც აწესრიგებს ტყის სტატუსის შეწყვეტის/დაბრუნების
საკითხებს, ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ზუსტდება ტყის სტატუსის შეწყვეტის
საფუძვლები,
ტყის
სტატუსის
შეწყვეტის
ინიცირების
მქონე
სუბიექტების
უფლებამოსილებები, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და ტყის სტატუსის შეწყვეტის
საკითხზე სამინისტროს შესაბამისი დასკვნის არსებობის სავალდებულოობა. კერძოდ, ტყის
სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებს ემატება საკურორტო-სარეკრეაციო მიზნებისთვის
საინვესტიციო წინადადების არსებობა. აქვე ზუსტდება, რომ ტყის სტატუსის შეწყვეტის
არსებული მიზანი არ მოიცავს ტყის სტატუსის შეწყვეტას მშენებლობის პროცესში
წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) მოწყობისთვის. რაც
შეეხება ინიციატორი სუბიექტების კომპეტენციებს, მკაფიოდ განისაზღვრება საქართველოს
მთავრობისთვის მიმართვის საფუძვლები, საკითხის განხილვის პროცედურა. კერძოდ,
სამინისტრო საქართველოს მთავრობას შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს იმ
შემთხვევებში, თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესია: საქართველოს სახელმწიფო
თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები; კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზანი, თუ იგი ვერ მიიღწევა განსაკუთრებული
დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში; საკურორტო-სარეკრეაციო
მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობა თუ განსახორციელებელი საქმიანობები
გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება. რაც შეეხება მე-13 მუხლით განსაზღვრულ
სხვა სუბიექტებს, მათ საქართველოს მთავრობის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობის
წარდგენა შეუძლიათ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში (გარდა საქართველოს სახელმწიფო
თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების საფუძვლისა) თუ განსახორციელებელი
საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება. აქვე დგინდება, რომ
გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის შემთხვევაში, ტყის
სტატუსის შეწყვეტის საკითხი განიხილება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“
პროცედურების ფარგლებში. აღნიშნული უზრუნველყოფს საკითხების ერთობლივად და
სრულფასოვნად შესწავლას ერთიანი პროცედურის ფარგლებში, საჯაროობის სრული
დაცვით, რაც ეფექტიანს გახდის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. გარდა ამისა, ზემოთ
ხსენებული ცვლილებებისგან გამომდინარე დაზუსტდა სამინისტროს მიერ ტყის სტატუსის
შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასკვნის მომზადების პროცედურული
საკითხები.
დ) მე-14 მუხლის პირველი ნაწილი ზუსტდება და ემატება ტყის საზღვრის კორექტირების
საფუძვლები. აღნიშნული, უკავშირდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის
მიზნებისთვის, ტყის აღრიცხვის საფუძველზე, ტყის საზღვრის დადგენის/შეცვლის
შემთხვევას, რომელიც გამომდინარეობს ტყის აღრიცხვის სამუშაოების სპეციფიკიდან, რა
დროსაც ხდება ტყის საზღვრების დაზუსტება ან შეცვლა, შესაბამისი წესით და
პროცედურებით. ასევე, ტყის საზღვრის კორექტირების საფუძვლად განისაზღვრება ქონების
მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების აღწერის პროცესში გამოვლენილი და ტყის
კონტურში მოქცეული, სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი ქონების
რეგისტრაციაც. აქედან გამომდინარე, ესეც ხდება ტყის საზღვრის კორექტირების ერთ-ერთი
მიზეზი, რომლის დეტალური რეგულირება გაიწერება ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ კანონქვემდებარე აქტში - ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის
საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულებაში.
ე) 21-ე მუხლის პირველ ნაწილში განისაზღვრა სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს
დასახელება და მიეთითა, რომ ეს არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო
სააგენტო, რადგან არსებული ნორმის მიხედვით არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა სააგენტოს
არსებობის საკითხს, რომელიც დაფუძნებულია არა ამ კოდექსის საფუძველზე, არამედ
დაფუძნდა და მოქმედებს ამ კოდექსის ამოქმედებამდე. შესაბამისად, ამ ნორმის მიზანია
დაადგინოს, თუ რომელი ორგანო მართავს სახელმწიფო ტყეს.
21-ე მუხლის მე-7 ნაწილსა და 22-ე მუხლის პირველ ნაწილში შესატანი ცვლილების შედეგად,
საქართველოს ტყის (გარდა მუნიციპალური ტყისა) დაცვის სფეროში სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელ სუბიექტად ემატება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
აღნიშნული ცვლილების შედეგად უკანონო ჭრის ფაქტების გამოვლენის შემთხვევებში,
სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის უფლებამოსილება ექნება როგორც გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტს, ასევე ეროვნულ სატყეო სააგენტოსაც. აღსანიშნავია, რომ
აღნიშნული ფუნქციის მინიჭების შედეგად არ წარმოიშობა დამატებითი საბიუჯეტო
სახსრების გამოყოფის საჭიროება, ეროვნული სატყეო სააგენტო მის ხელთ არსებული
ფინანსური და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფს აღნიშნული ფუნქციის შესრულებას.
კერძოდ, სააგენტოს მხრიდან ოქმის გამოწერის უფლებამოსილება ექნება 450-მდე მოქმედ
თანამშრომელს. აღნიშნული ცვლილება, კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სახელმწიფოს
ზედამხედველობას უკანონო ჭრებთან დაკავშირებით.
ვ) 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ტყის კატეგორიების მიხედვით დასაშვები
სპეციალური ტყითსარგებლობის სახეების ჩამონათვალს. გამომდინარე არსებული
პრაქტიკიდან და საკითხის სრულად გააზრებიდან, დაზუსტდა დაცული კატეგორიის ტყის
შემთხვევაში დასაშვები ტყითსარგებლობის სახეების საკითხი. „ა“ ქვეპუნქტში ხდება იმ
საქმიანობების ჩამონათვალის დაზუსტება, რომელიც დაშვებული იქნება დაცული
ტერიტორიის ორ კატეგორიაში - ეროვნულ პარკსა და აღკვეთილში, ვინაიდან „დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სწორედ დაცული
ტერიტორიის ამ ორ კატეგორიაშია დაშვებული ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული
სხვადასხვა სახის საქმიანობა, მათ შორის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა. ასევე,
აღკვეთილში შესაძლებელი იქნება სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით
ტყითსარგებლობა (აქვე აღსანიშნავია, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“
საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 2005 წლიდან დღემდე,
დაცულ ტერიტორიებზე - ყორუღის, ივრის, ჭაჭუნის და გარდაბნის აღკვეთილებში,
გაცემულია სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 4 ლიცენზია. კერძოდ: ყორუღის
აღკვეთილში 830 ჰა ტერიტორია შპს „იორის ჭალებზე“ გაცემულია 2035 წლამდე, ივრის და
ჭაჭუნის აღკვეთილებში 663 ჰა ტერიტორიაზე, 2035 წლამდე, ლიცენზია აღებული აქვს შპს
„მონადირეს“, ივრის აღკვეთილში 834 ჰა-ზე, 2028 წლამდე, ლიცენზია აქვს შპს „იორის
რესურსებს“, ხოლო გარდაბნის აღკვეთილში 3079,4 ჰა-ზე ლიცენზიას ფლობს შპს „მეიდან
ჯგუფო“, 2061 წლამდე.
აგრეთვე, დაცული ტერიტორიის ზემოაღნიშნულ ორ კატეგორიაშია დაშვებული
განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური ტყითსარგებლობა, მათ შორის წიაღით
სარგებლობა, მხოლოდ მიწისქვეშა წყლის, მათ შორის მინერალური წყლის, ნახშირორჟანგის
და
ადგილობრივი
გამოყენების
მიზნით
ტრადიციული
შენობა-ნაგებობების
მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის
ქვის) მოპოვება (ასეთი წიაღის რესურსებით სარგებლობა, ასევე, დასაშვები იქნება დაცვით და
საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყეშიც). ფიქლის ქვის მოპოვება „დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტრადიციული შენობანაგებობების მშენებლობისათვის ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით
განსაზღვრული საქმიანობისათვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ პუნქტით განსაზღვრული
საქმიანობები უნდა აისახოს დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმაში ან დროებითი
რეგულირების წესში თითოეული დაცული ტერიტორიის სპეციფიკაციის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია ასევე, კოლხეთის დაბლობზე და აკაციის კორომებში პირწმინდად ჭრის
დაშვების საკითხი. კერძოდ, გასათვალისწინებელია თხმელის ბიოეკოლოგიური
თავისებურებები, სადაც თხმელის ხეები პირდაპირი სინათლის პირობებში პირწმინდა
ჭრების შემდგომ სწრაფ ამონაყარს იძლევიან მოჭრილი ძირკვებიდან და სწრაფად
ვითარდებიან და განვითარებაში ერთიორად ჯობნიან ქვეტყისა და მხვიარა მცენარეების
წარმომადგენლებს, რასაც ვერ ვიტყვით ტყეებში დარჩენილ თხმელის ძირკვების ამონაყარზე,
სადაც არაპირდაპირი დასხივებისა და ჩრდილის პირობებში მათ ადვილად ჩაგრავს
მოუჭრელი და ადგილზე არსებული თხმელის ხეები, მარადმწვანე ქვეტყე, მაყვალი და სხვა
მხვიარა მცენარეები. ასეთ პირობებში თხმელის ზრდა-განვითარება მნიშვნელოვნად
მცირდება და ნელდება იმ ტყეკაფებთან შედარებით, სადაც პირწმინდად არის მოჭრილი.
ჩვეულებრვი მურყანი (თხმელა), რომელიც ძირითადად გაბატონებულია კოლხეთის
დაბლობის ტყეებში სინათლის მოყვარული, შედარებით ყინვაგამძლე სახეობაა, მაგრამ მაინც
თბილ მხარეებში უფრო მეტად არის გავრცელებული, მრავლდება თესლითა და ამონაყრით.
ამონაყრით განახლებისას უფრო სწრაფად იზრდება. ჩვეულებრივი მურყნის ფესვთა სისტემა
ზედაპირულია და მძლავრად განვითარებულია, იგი კარგ განახლებას იძლევა ამონაყრით,
რომელ თვისებასაც მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს კარგი განათების პირობებში,
სადაც ახალგაზრდა გადანაჭერზე ათამდე ამონაყარ შტო ვითარდება, უფრო ასაკოვან და
მსხვილ გადანაჭერზე მათი რაოდენობა 40-მდე აღწევს. ამონაყარი ჩნდება ფესვის ყელის
მიდამოებში და გადანაჭერის ფუძესთან. პირწმინდა ჭრების შემდგომ თხმელის ხეების
ამონაყარი მძლავრი ფესვთა სისტემის საშუალებით სრული განათებისა და ჭარბი ტენიანობის
პირობებში სწრაფად და შუფერხებლად ვითარდებიან და იზრდებიან.
რაც შეეხება აკაციას, იგი შემოტანილი კულტურაა და ხელოვნურადაა გაშენებული.
შესაბამისად მისი პირწმინდად ჭრის შემდგომ მოხდება ტყის ბუნებრივი განახლება
ადგილობრივი აბორიგენი ჯიშებით. „დ“ ქვეპუნქტში ასევე კონკრეტდება, რომ დაცული
ტერიტორიების ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი
გამოყენების ტერიტორია დაშვებულია ტყის კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური
სარგებლობის ყველა სახე, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად დაცული ტერიტორიების ეს
კატეგორიები გარკვეულ წილად სახეცვლილია და მოიცავს დასახლებულ პუნქტებსაც.
ამასთანავე, იმისათვის რომ არ მოხდეს ამ კატეგორიებში ფიქლის ქვის შეუზღუდავი
მოპოვების დაშვება, კანონპროექტით კონკრეტდება, ფიქლის ქვის მოპოვების საფუძვლები.
ზ) 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სპეციალური ტყითსარგებლობის მიზნით ტყის
ფართობის აუქციონის წესით გაცემის საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნორმა ასევე ადგენს
გამონაკლისებს, რა შემთხვევებშიც სახელმწიყო ტყის ფართობი გაიცემა პირდაპირი წესით
ნაცვლად ელექტრონული აუქციონისა. ცვლილებებით, აღნიშნული გამონაკლისების
არსებულ ჩამონათვალს ემატება ფართობის გადაცემა: ა) ტყის არამერქნული რესურსების,
მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების
მიზნით (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის
(CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობისა) - რამდენადაც აღნიშნული ტყითსარგებლობის რეგულირებიდან (კოდექსის
მე-7 თავი) გამომდინარეობს, რომ აქ არ ხდება ფართობის გადაცემა, არამედ ფართობზე
დაიშვება
დაინტერესებული
პირების
მიერ
ასეთი
რესურსით
სარგებლობა
(დამზადება/მოპოვება და ა.შ.); ბ) ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლოსამეურნეო მიზნით - სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა თავის თავში
მოიაზრებს ფუტკრების დროებითი სადგომის მოწყობას, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი
მიზნობრიობის დროს ხდება ტყის მცირე ფართობებით სარგებლობა, რაც უკავშირდება
ფუტკრის დროებითი სადგომების განთავსებას მხოლოდ. შესაბამისად, ასეთი ფართობების
გადაცემა მოხდება პირდაპირი წესით და „ტყითსარგებლობის წესში“ გაიწერება თითოეული
ასეთი სადგომის მოწყობისთვის რელევანტური ფართობის დადგენისა და შესაბამისი
საფასურის გადახდის წესი (პირობითად, გადახდა მოხდება თითოეულ განთავსებულ სკაზე);
გ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით - ეს
განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან სარგებლობის სხვა სახეებისგან განსხვავებით
საჭიროებს სპეციალური ლიცენზიის მოპოვებას, რომელიც ასევე აუქციონით გაიცემა.
შესაბამისად, ნორმის დღეს მოქმედი რედაქციით ვიღებთ მოცემულობას, როცა ერთი
საქმიანობით დაინტერესებული პირი ორ აუქციონში მონაწილეობს - ლიცენზიის
მოპოვებისთვის და ტყითსარგებლობის მოპოვებისთვის, რაც აზრს მოკლებულია და ზედმეტ
ბიუროკრატიულ ბარიერს ქმნის. შესაბამისად, ცვლილებით აღნიშნული ორი პროცესი
დაინტეგრირდება და შესაბამისი ლიცენზიის გაცემის დროს მოხდება ტყითსარგებლობის
უფლების მინიჭების საკითხის გადაწყვეტაც. ამდენად, გამონაკლისებს შორის თევზის
მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის შემთხვევის
გათვალისწინება ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება, რათა მათზე არ გავრცელდეს
აუქციონის ჩატარების წესი.
თ) 47-ე მუხლის მე-3 ნაწილში პირწმინდა ჭრების დასაშვები არეალების საკითხს დაემატა
სამეურნეო ჭრის განხორციელება კოლხეთის დაბლობის ტყეების (მათ შორის დაცული
კატეგორიის ტყეში) მურყნარ (თხმელნარ) კორომებში, რამდენადაც კოლხეთის დაბლობის
არეალი მოიცავს ასევე, დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული დაცული
კატეგორიის ტყეს, სადაც ასევე გამოიყენება პირწმინდა ჭრის მექანიზმი. ეს ცვლილება
ასახულია და გამომდინარეობს 37-ე მუხლში შესული ცვლილებიდანაც.
ი) 57-ე მუხლის 2 ნაწილი, ისევე, როგორც 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეხება ტყითსარგებლობის
გეგმის
წარმოდგენის
ვალდებულებას,
კერძოდ
სასოფლო-სამეურნეო
მიზნით
ტყითსარგებლობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის
განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის დროს. არცერთ ამ შემთხვევაში არანაირი საჭიროება
არ დგას ასეთი გეგმების შემუშავების და ეს წარმოადგენს მხოლოდ არასაჭირო დამატებით
ბიუროკრატიულ მექანიზმს. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში ნორმები ამოღებულ უნდა
იქნეს.
კ) 61-ე მუხლში შედის ორი სახის ცვლილება. პირველი ნაწილი აზუსტებს გადაწყვეტილების
მიღების პროცედურას და ადგენს, რომ თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის
მოწყობის
მიზნით
ტყითსარგებლობის
განსახორციელებლად
ტყის
ფართობით
სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური
სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ლიცენზიის/ნებართვის
გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მომართვით ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.
ლიცენზიის/ნებართვის
გამცემი
ადმინისტრაციული
ორგანო
ვალდებულია
ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო. როგორც ზემოთ
აღინიშნა, აქ მნიშვნელოვანია, რომ პროცედურულად ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ
დაწყებულ წარმოებაში ინტეგრირდეს ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი და
დაინტერესებულ პირს არ უწევდეს ორი პროცედურის გავლა. ასევე, დაინტერესებული
პირების ინტერესებისა და სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის
მნიშვნელოვანია, რომ ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებაზე
უარი წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, რათა არ
მივიღოთ ისეთი მოცემულობა, რომ ლიცენზიის გაცემის შემდეგ დაინტერესებულმა პირმა
უარი მიიღოს ტყითსარგებლობაზე. ინტეგრირებული პროცედურის შედეგად მივიღებთ
მოცემულობას, როდესაც ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობაზე გაცემული
თანხმობა ძალას იძენს ლიცენზიის/ნებართვის გაცემისთანავე. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ
ტყითსარგებლობის საფასური ასეთი სარგებლობის დროს არ გადაიხდება და
ტყითმოსარგებლე გადაიხდის მხოლოდ სალიცენზიო საფასურს და შესაბამის მოსაკრებლებს.
რაც შეეხება ამავე მუხლის მე-3 ნაწილს, რამდენადაც შესაბამისი ლიცენზიის მფლობელს
კანონმდებლობით ისედაც აქვს ვალდებულება წარმოადგინოს, შესაბამისად, თევზის
მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა, ტყითსარგებლობის საკითხებიც
უნდა იყოს ამ გეგმებში ინტეგრირებული და ცალკე გეგმის წარმოდგენა საჭირო აღარ არის.
ლ) 62-ე მუხლის პირველ ნაწილში შევიდა მხოლოდ ტექნიკური სახის ცვლილება და
დაზუსტდა, რომ ცხოველთა თავშესაფრის ან სანაშენის მოწყობის მიზნებისთვის საუბარია
გარეულ ცხოველთა სახეობებზე.
მ) 66-ე მუხლის პირველი ნაწილი დაზუსტდა და დაემატა შესაძლებლობა, რომ სამეცნიეროკვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის დროს ტყისთვის ზიანის
მიუყენებლად შესაძლებელი იყოს ტყის ფართობით სარგებლობაც (მაგალითად სამეცნიერიკვლევითი მიზნით დროებით ფუტკრის სკების განთავსება და სხვ.).
ნ) 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რედაქცია ზუსტდება, კერძოდ ნორმის
შინაარსი იმგვარად ყალიბდება, რომ ნავთობისა და გაზის რესურსებით ან/და ბუნებრივ
რეზერვუარში მოწყობილი გაზის საცავით სარგებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის
მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო
ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად
შესაძლებელი იყოს
შესაბამისი ტყითსარგებლობა. ასევე, მშენებლობას დაემატა დემონტაჟი, როგორც ცალკე
აქტივობა და სარგებლობის მიზნობრიობა (აღნიშნული ადრე არსებულ პრაქტიკასაც
წარმოადგენს, როდესაც ხდებოდა დემონტაჟის მიზნებისთვის სპეციალური სარგებლობის
გაცემა).
68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში ემატება დათქმა, რომლის საფუძველზეც
შესაძლებელი ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლის ღონისძიებებისთვის
განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითსარგებლობა. კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების ხე-მცენარეებისგან გაწმენდა ხშირად აუცილებელია მათი მოვლისა და
შენარჩუნებისთვის, რადგან ხეები უმეტესად გავრცელებულია ძეგლის გარშემო და საფრთხეს
უქმნის მას.
ზუსტდება 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსი, რომელიც შეეხება
საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად განსაკუთრებული დანიშნულებით
ტყით სპეციალურ სარგებლობას, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობით არის
გამოწვეული. ცვლილებით, ნორმის შინაარსი ყალიბდება იმგვარად, რომ გამოირიცხოს
გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენება. კერძოდ,
გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული უნდა იყოს სტიქიური უბედურებით ან/და სხვა
ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი
ცალკეული ნაწილის განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი
ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა.
ასევე ცვლილებით ამოღებულ იქნა 68-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რადგან გადაწყვეტილების
მიღების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
შემდეგ დამატებით ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს არასაჭირო და ზედმეტ
ბიუროკრატიულ მექანიზმს.
ო) 69-ე მუხლის მე-4 ნაწილი აზუსტებს განსაკუთრებული დანიშნულებით
ტყითსარგებლობის იმ შემთხვევებს, რომლებიც ექვემდებარება კომპენსირებას. ასევე,
აზუსტებს, რომ საუბარია ერთჯერად კომპენსირებაზე. რაც შეეხება კომპენსაციების
დაანგარიშების წესს და საფასურებს, ეს განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით ტყისარგებლობის წესის შესახებ დებულებით.
პ) 78-ე - 81-ე მუხლებში შესულია ტექნიკური-დამაზუსტებელი ცვლილებები, რაც
უკავშირდება მოვლითი ჭრის მკაფიოდ გამიჯვნას სარეკონსტრუქციო და სანიტარიული
ჭრებისგან და ასევე, მოვლითი ჭრის დაზუსტებას კორომის ხნოვანებასთან მიმართებით,
კერძოდ, 79-ე მუხლში დაზუსტდა, რომ მოვლითი ჭრა ხორციელდება მწიფე ხნოვანებამდე
კორომში.
ჟ) 92-ე მუხლს დაემატა სამი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა საკითხებზე ადგენენ გარდამავალ
რეგულირებას. კერძოდ:
მე-5 ნაწილში საუბარია ამ კოდექსის ამოქმედებამდე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების
მიერ დამტკიცებული ტყის მართვის გეგმების ძალის შენარჩუნებაზე მათი სარევიზიო
პერიოდის ამოწურვამდე. ასევე, ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩატარებული/დაგეგმილი
ტყეთმოწყობის სამუშაოების საფუძველზე შემუშავებული მართვის გეგმების წარმოდგენილი
სახით დამტკიცების შესაძლებლობაზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა საფრთხე არ
შეექმნას მართვის ორგანოების ფუნქციონირებას იმ გეგმების საფუძველზე, რომლებიც 10
წლიანი პერიოდისთვის დამტკიცდა ან შემუშავდა კოდექსის მიღებამდე და მათი
გადახედვა/შეცვლა დაკავშირებულია ძალიან დიდ რესურსთან, დროსთან და ეფექტიანობის
რისკებთან.
მე-6 ნაწილი შეეხება ამ კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოში
დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებების კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესის
მიხედვით გაგრძელებას ტყის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
(ერთწლოვანი კულტურების) მოყვანასთან დაკავშირებით. ფაქტობრივი მოცემულობით
სახეზეა რამდენიმე ათეული განცხადება (40-50), რომლებთან დაკავშირებით წარმოებები
დაიწყო 2020 წელს, ჯერ კიდევ ახალი კოდექსის მიღებამდე და ვერ დასრულდა წლის
ბოლომდე. ახალი კოდექსი კი აღარ უშვებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ერთწლოვანი
კულტურების) მოყვანის მიზნით ტყითსარგებლობის უფლების გაცემას. თუმცა, რადგან
დაინტერესებულმა პირებმა გასწიეს გარკვეული ხარჯები და ასევე, წარმოების ვადაში
დაუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მათი ბრალეულობით, განმცხადებელთა კანონიერი
უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, მსგავსი გარდამავალი
რეგულირება ერთჯერადად დადგინდეს ამ კატეგორიის საკითხებზე.
მე-7 ნაწილის მიხედვით 2026 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში „ტყის სტატუსის
მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“
დებულებით უნდა დარეგულირდეს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ისეთი კერძო
საკუთრების რეგისტრაცია, რომელიც შესაძლოა ზედდებაშია ტყის კონტურთან, მაგრამ
რეალურად წარმოადგენს ამ პირების კერძო საკუთრებას და ტყის საზღვრებში მოქცეულია
შეცდომით. აქამდე არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, ტყის საზღვრის
კორექტირება (ამორიცხვა) ხდებოდა ორი გზით, ეს იყო “ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს კანონების, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის საფუძველზე.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს
კანონის მიხედვით აღიარების კომისიას ჰქონდა ვალდებულება, რომ დაინტერესებული პირის
მიწის ნაკვეთის ტყეზე ზედდების შემთხვევაში ამორიცხვაზე პოზიცია ეკითხა ტყის მართვის
ორგანოსთვის, თუმცა არ არსებობდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რომლითაც
ტყის მართვის ორგანოს შეეძლო განესაზღვრა ამორიცხვის საფუძვლიანობა. „საჯარო
რეესტრის შესახებ” და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონების საფუძველზე შესული განცხადებები საკუთრების რეგისტრაციაზე, რომლებიც
ზედდებაში მოდიოდნენ ტყის საზღვართან ისე ამოირიცხებოდა, რომ ტყის მართვის
ორგანოების პოზიციის მოთხოვნა არ ხდებოდა და უმეტეს შემთხვევაში ტყის მართვის
ორგანო ამორიცხვის შემდგომ, ჩვეულებრივ სამუშაო პროცესში (ინვენტარიზაციისას,
ტყითსარგებლობისას და სხვ.) შეიტყობდა, რომ ამა თუ იმ ტერიტორიას აღარ აქვს ტყის
სტატუსი და წარმოადგენს კერძო საკუთრებას.
მოცემული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება ტყის სტატუსის შეწყვეტის (ამორიცხვის)
შეთანხმების ვალდებულება შესაბამის ორგანოებთან და ამავდროულად „ტყის სტატუსის
მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“
კანონქვემდებარე აქტში, მოხდება შესაბამისი ამორიცხვის კრიტერიუმების დადგენა, თუ რა
შემთხვევაში არის შესაძლებელი ტყის საზღვრის კორექტირება. კერძოდ, ასეთი
კრიტერიუმებია: თუკი, ამოსარიცხად განსახილველი მიწის ნაკვეთი მოქცეულია
საქართველოს მთავრობის 2011 წლის #299 დადგენილებით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის
საზღვრებში და შესაბამის მონაცემთა მიწათმოწყობის გეგმაში გადამოწმების საფუძველზე
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაადასტურებს, რომ ეს ტერიტორია 2011 წლამდე და
2011 წლის N299 დადგენილებით წარმოადგენდა ტყის ტერიტორიას, ასევე თუკი ამ
ტერიტორიაზე 2011 წლის შემდეგ დამტკიცებულია მართვის გეგმა/ჩატარებულია
ტყეთმოწყობა და დაზუსტებულია ტყის საზღვრები, მაშინ ტყის საზღვრის კორექტირება არ
უნდა მოხდეს, მიუხედავად მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი
დოკუმენტისა, რადგან ამ დოკუმენტის სისწორე აპრიორი გამოირიცხება ხსენებული
მიზეზით (ეს ტერიტორია ყოველთვის, ძველ და ახალ მონაცემებში ფიქსირდებოდა როგორც
ტყის ტერიტორია. მაგ. შოვის შემთხვევები, სვანეთის შემთხვევები და სხვ.).
თუ დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი მიწათმოწყობის გეგმაში არ იყო ტყის საზღვარში
მოქცეული და 2011 წელს საზღვრის დადგენის დროს მოექცა მის საზღვრებში, ასევე თუ ამ
ტერიტორიაზე 2011 წლის შემდეგ არ არის ტყეთმოწყობა ჩატარებული, მაშინ ამორიცხვის
საკითხის გადასაწყვეტად ერთობლიობაში (კუმულაციურად) გამოყენებული უნდა იყოს
შემდეგი კრიტერიუმები:
ა) დაინტერესებული ფიზიკური პირის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე 2007 წლის 11
ივლისამდე აშენებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა
(აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და რომლის ფართობი ბარში არ აღემატება 0.25
ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში-0,5 ჰექტარს; (ეს უნდა დაადგინოს
შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა).
ბ) მიწის ნაკვეთზე არსებული ტყის შემქმნელი მერქნიანი ხე-მცენარეების (გარდა აკაციის და
კაკლოვანი ხე-მცენარეებისა) მარაგი 1 ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 50 კუბურ მეტრს (მიწის
ნაკვეთის პროპორციულად). (დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს მერქნული
რესურსის აღრიცხვის მასალები, რასაც გადაამოწმებს მართვის ორგანო).
აღნიშნული კრიტერიუმებით მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი კერძო საკუთრების
რეგისტრაციის და ტყის შენარჩუნება/დაცვას შორის.
რ) 93-ე მუხლის მე-11 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც ითვალისწინებს
ადგილობრივი მოსახლეობის დამატებით სამასალე მერქნით უზრუნვეყოფას მენეჯმენტის
გეგმის ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, ტყითსარგებლობის
ბილეთის საფუძველზე, ასევე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უსაფრთხოებიდან
გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი
შეშით უზრუნველყოფას. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2
დაცულ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე გაცემული უნდა იქნას სამასალე მერქანი, ესაა ნეძვის
აღკვეთილი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი (პირიქითა ხევსურეთის ნაწილი).
აღნიშნულის დაშვება ხდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნეძვის აღკვეთილის
შექმნისას ერთ-ერთი მთავარი პირობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის იყო ის, რომ მათ
მიეცემოდათ სამასალე მერქანი, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად,
ყოველწლიურად არაუმეტეს 800 მ3-ის მოცულობით. რაც შეეხება ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ
პარკს, ფაქტობრივად, მთელი ტყის ფონდი მოქცეულია ეროვნული პარკის შემადგენლობაში
და შესაბამისად, სამასალე ხე-ტყის დამზადება ადგილზე უნდა განხორცილდეს, ვინაიდან
მისი ტრანსპორტირება სხვა რაიონიდან გაზრდის სამასალე მერქნის ფასს და მძიმე ტვირთად
დააწვება ადგილობრივ მოსახლეობას.
93-ე მუხლს ემატება მე-12 ნაწილი, რომელიც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ე.წ.
სოციალური ჭრის ბილეთის მფლობელმა პირებმა 2020 წელს ვერ აითვისეს გამოყოფილი
ტყეკაფები, რის გამოც სოციალური ჭრის პროცესი გრძელდება კოდექსის ამოქმედების შემდეგ
პერიოდშიც. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კოდექსით გარკვეული ცვლილებებია ჭრებთან
დაკავშირებით და მანამდე არსებული ჭრის წესები სრულად არ არის შესაბამისობაში ახალ
რეგულაციებთან, სოციალური ინტერესის მქონე პირებისთვის კოდექსის ამოქმედებამდე
გამოყოფილ ტყეკაფებზე არ უნდა გავრცელდეს ახალი წესები, რათა მათ ინტერესებს არ
მიადგეს ზიანი.
ს) 98-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი, რომლის მიზანია, 69-ე მუხლის მე-4 ნაწილში შესული
ცვლილების შესაბამისად ერთჯერადი კომპენსირების ვალდებულება გავრცელდეს 2021 წლის
პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც და ტყის მართვის
ორგანოებს მიეცეს საშუალება, თანაბარ პირობებში მოაქციონ ახალი კოდექსის მოქმედების
სფეროში მოხვედრილი სუბიექტები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება ამ კანონთან მიმართებით (პროექტი არ არის
ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რამდენადაც მის ასამოქმედებლად დამატებითი
ღონისძიებების განხორციელება არ არის აუცილებელი. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-4
ნაწილში შესული ცვლილების შესაბამისად, ერთჯერადი კომპენსირების ვალდებულება
გავრცელდება
2021
წლის
პირველი
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზეც და ტყის მართვის ორგანოებს მიეცემათ საშუალება, თანაბარ პირობებში
მოაქციონ ახალი კოდექსის მოქმედების სფეროში მოხვედრილი სუბიექტები.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი გარკვეულ გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ:
ა) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ტყითსარგებლობის
უფლების მინიჭების პროცედურა მარტივდება. კერძოდ, იქნება ერთი აუქციონი და ერთი
გადასახდელი (სალიცენზიო მოსაკრებელი). აღნიშნული ცვლილება გავლენას არ მოახდენს
ბიუჯეტის შემოსავლებზე, ვინაიდან ტყითსარგებლობის ამ სახეებისთვის ორაუქციონიანი
პროცედურა და ორი გადასახდელის (სალიცენზიო მოსაკრებელი და ტყითსარგებლობის
საფასური) გადახდის წესი ძალაშია 2021 წლიდან, თუმცა, მოცემულ დრომდე ამ სახის
ტყითსარგებლობის უფლება ჯერ არ გაცემულა;
ბ) ტყეში დემონტაჟის სამუშაოების (ხეტყის ჭრით), ასევე, კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის ტყითმოსარგებლეები გადაიხდიან
„ტყითსარგებლობის წესით“ განსაზღვრულ ერთჯერად კომპენსაციას, რაც შესაბამისად,
აისახება ტყის მართვის ორგანოს შემოსავლებში. შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული
იქნება
ამ
სახის
ტყითსარგებლობების
რაოდენობასა
და
მოჭრილი
ხეების
სახეობაზე/მოცულობაზე;
გ) კანონპროექტით იზრდება სამეურნეო ჭრით და სანიტარული ჭრით ხეტყის დამზადების
შესაძლებლობა. ეს ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, ამ საქმიანობით
დაკავებული პირების მიერ გადახდილი გადასახადების სახით.
ასევე, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტების
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ტყითსარგებლობის ახალი სახეების განმახორციელებელი
პირების მიერ გადახდილი ტყითსარგებლობის საფასური მიიმართება შესაბამისი ტყის
მართვის ორგანოს ბიუჯეტში. ამასთან, გავლენა და შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული
იქნება ტყითსარგებლობის სახეზე, სარგებლობაში გადაცემული ტყის ფართობზე, მოჭრილი
ხე-ტყის მოცულობაზე და ა.შ.
აქვე, კანონპროექტი ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტებზე გავლენას იმ კუთხითაც
იქონიებს, რომ ტყითსარგებლობის გარკვეული სახეების განხორციელებისთვის ტყის
ფართობის პირდაპირი მიყიდვის წესით განკარგვის შედეგად მიღებული თანხებიც ამ
ბიუჯეტებში
მიიმართება.
ამასთან,
მიღებული
თანხების
ოდენობა
შესაძლოა
განსხვავდებოდეს ტყის ფართობების აუქციონის წესით განკარგვის შემთხვევაში მისაღები
თანხებისგან.
ზემოაღნიშნულთან ერთად, გამომდინარე იქედან, რომ ფართოვდება ტყით სპეციალური
სარგებლობის იმ სახეების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლების მინიჭებაც
მოხდება პირდაპირი წესით (აუქციონის გარეშე), შესაბამისად, ეს გარკვეულ გავლენას
მოახდენს ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტებზე იმ თვალსაზრისითაც, რომ დაიზოგება
აუქციონის ჩატარებისთვის გათვალისწინებული რესურსები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტების
ხარჯვით ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ დაიზოგება ტყის ფართობების აუქციონის წესით
გაცემისას აუქციონის ჩატარების ხარჯები. აგრეთვე, გამომდინარე იქედან, რომ სასოფლოსამეურნეო მიზნით ტყითმოსარგებლეს აღარ მოეთხოვება ტყითსარგებლობის გეგმის
წარმოდგენა, შესაბამისად, დაიზოგება ხარჯები, რაც დაკავშირებული იყო ტყის მართვის
ორგანოს მიერ ასეთი მართვის გეგმების განხილვასთან.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით არ იზრდება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს
საბიუჯეტო ხარჯები. სააგენტო მასზე დაკისრებულ ახალ ფუნქციას (ტყეში უკანონო ჭრის
ფაქტების გამოვლენა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა)
განახორციელებს არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსებით (ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის გამოწერის უფლებამოსილება ექნება სააგენტოს 450-მდე მოქმედ
თანამშრომელს).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს გარკვეულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებზე,
კერძოდ:
ა) ფართოვდება „დაცვითი ტყის“ კატეგორიაში შემავალი ტყის ფართობები. შესაბამისად, ამ
ტერიტორიებზე აიკრძალება/შეიზღუდება საქმიანობა, რასაც გარკვეული გავლენა ექნება იმ
პირებზე, ვინც ამ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებას გეგმავს;
ბ) ტყის სტატუსის შეწყვეტის პროცედურა აღარ ითვალისწინებს დაინტერესებული პირების
მიერ ალტერნატიული პროექტების წარმოდგენას, რაც დაინტერესებულ პირებს შესაბამისად
დაუზოგავს გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს, რაც უნდა გაეწიათ ზემოაღნიშნული
ალტერნატიული პროექტების მოსამზადებლად;
გ) ახლებურად განისაზღვრება ტყით სპეციალური სარგებლობის დასაშვები სახეები, ტყის
სხვადასხვა კატეგორიაში. აღნიშნულს გარკვეული გავლენა ექნება პირებზე, რომლებიც
ახორციელებენ, ან აპირებენ განახორციელონ ტყითსარგებლობა ტყის შესაბამის კატეგორიაში.
ასევე, ტყითსარგებლობის ახალი სახეების განმახორციელებელ პირებსაც მოუწევთ
ტყითსარგებლობის საფასურის გადახდა, რაც დადგინდება ნორმატიული აქტით დადგენილი
წესით, საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე. საფასური დამოკიდებული
იქნება ტყითსარგებლობის სახეზე, მოცულობაზე, ტყის ფართობზე და ა.შ;
დ) კანონპროექტით ფართოვდება ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები, რომელთა
განხორციელების უფლების მინიჭებაც მოხდება პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე.
შესაბამისად, აღნიშნულმა გავლენას იქონიებს ტყით სპეციალური სარგებლობის ამ სახეების
განხორციელებით დაინტერესებულ პირებზე, ვინაიდან მათ აღარ მოუწევთ აუქციონში
ვაჭრობა და ტყითსარგებლობის უფლების პირდაპირი წესით გადაცემისას, ფასი შესაძლოა
განსხვავდებოდეს აუქციონში სავარაუდოდ დაფიქსირებული ფასისგან. ასევე, ამ ცვლილებას
გარკვეული გავლენა ექნება ტყის მართვის ორგანოს ხარჯებზეც, ვინაიდან დაიზოგება
აუქციონის ჩასატარებლად გათვალისწინებული რესურსები;
ე) მარტივდება თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის
ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების პროცედურა. კერძოდ, დგინდება ერთაუქციონიანი
პროცედურა (ნაცვლად მოქმედი ორაუქციონიანი (ლიცენზიის მოსაპოვებელი აუქციონი და
ტყითსარგებლობის უფლების მოსაპოვებელი აუქციონი) პროცედურისა. აღნიშნული
გავლენას მოახდენს ამ საქმიანობების განხორციელებით დაინტრესებულ პირებზე, ვინაიდან
მათ არ მოუწევთ ორ აუქციონში მონაწილეობა, რითაც დაზოგავენ რესურსებს. ასევე,
შესაბამისი რესურსები დაეზოგებათ აუქციონის ჩამტარებელ უწყებებსაც. ასევე, ამავე პირებს,
შესაბამისად, აღარ მოუწევთ ორი გადასახდელის (სალიცენზიო მოსაკრებელი და
ტყითსარგებლობის საფასური) გადახდა, არამედ გადაიხდიან მხოლოდ შესაბამის
სალიცენზიო მოსაკრებელს (აქვე აღსანიშნავია, რომ ორაუქციონიანი პროცედურა ძალაშია
2021 წლიდან, თუმცა, ამ დრომდე, ასეთი სახის აუქციონი ჯერ არ ჩატარებულა და
შესაბამისად, ამ სახის ტყითსარგებლობის უფლება არ გაცემულა);
ვ) კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითმოსარგებლეს აღარ
მოეთხოვება ტყითსარგებლობის გეგმის წარმოდგენა. რაც შესაბამისად დაზოგავს ასეთი
ტყითმოსარგებლეების ხარჯებს, რაც დაკავშირებული იყო ასეთი გეგმის მომზადებასთან და
ტყის მართვის ორგანოში წარდგენასთან. ასევე, დაიზოგება ტყის მართვის ორგანოს
რესურსებიც, რაც მიმართული იყო ასეთი გეგმების განხილვაზე;
ზ) კანონპროექტით ზუსტდება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით
ტყითსარგებლობის ფარგლები. კერძოდ, მასში ასევე შევა ამ მიზნით ტყის ფართობით
სარგებლობაც (ტყის რესურსებით სარგებლობის გარეშე). ამ ცვლილებას გავლენა ექნება იმ
პირებზე, რომელთა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა არ
უკავშირდება ტყის რესურსებით სარგებლობას და გულისხმობს მხოლოდ ტყის ფართობით
სარგებლობას. მათ მოუწევთ დადგენილი წესით ტყითსარგებლობის უფლების მოპოვება, რაც
შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ პროცედურულ ხარჯებთან
იქნება დაკავშირებული;
თ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლები
ფართოვდება და მასში ასევე გათვალისწინებული იქნება ინფრასტრუქტურული ობიექტების
დემონტაჟი (ხეტყის ჭრით) და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლის
ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ცვლილება გარკვეულ გავლენას მოახდენს ამ
საქმიანობების განმახორციელებელ პირებზე, ვინაიდან მათ მოუწევთ განსაკუთრებული
დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მიღება და შესაბამისი
საკომპენსაციო საფასურის გადახდაც (საკომპენსაციო საფასურის ოდენობა განისაზღვრება
„ტყითსარგებლობი წესით“);
ი) კანონპროექტით იზრდება იმ შემთხვევების ჩამონათვალი, როცა დასაშვებია სამეურნეო
ჭრით და სანიტარული ჭრით ხეტყის დამზადება. აღნიშნულ ცვლილებას დადებითი გავლენა
ექნება შესაბამის პირებზე, რომლებიც ისარგებლებლებენ ამ წესით მოჭრილი ხეტყით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციების გავლა მოხდა საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სისტემაში შემავალ ორგანოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა,
ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა,
ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.