„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი
1.
„სახელმწიფო
ქონების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. 291 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. სახელმწიფო
ტყის
საზღვრებში,
დაცული
ტერიტორიების
საზღვრებში,
სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ
ტერიტორიაზე
(გარდა
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიებისა)
უკანონოდ
მოპოვებული
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
და
კერძო
მერქნიანი
კოდექსითა
საკუთრებაში
მცენარეები,
ან/და
არსებული
საქართველოს
საქართველოს
სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო ტყის
მართვის ორგანოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული
სახელმწიფო ტყის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი
მცენარეები - საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აჭარის სატყეო სააგენტოს, რომლებიც
უზრუნველყოფენ მათზე გადაცემული მერქნიანი მცენარეების გასხვისებას. ამოღებული
მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის („საქართველოს ტყის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“) შემადგენელ ნაწილს და მისი მიღების მიზეზია პრობლემა,
რომელიც არსებობს უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეების განკარგვასთან
დაკავშირებით. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტის გამოვლენის
შემთხვევაში, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების, ასევე
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე, პროცესუალური ვადების გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში, გადის საკმაოდ
დიდი დრო (4-5 თვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და არაერთი წელი
სისხლის სამართლის საქმეზე). ამასთან, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, უკანონოდ
მოპოვებული მერქნიანი მცენარე რჩება მისი მოჭრის ადგილზე (როგორც წესი, ტყეში, ღია ცის ქვეშ,
ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე), რადგან მისი სხვა ადგილზე გადატანის რესურსი
(სპეც.ტექნიკა, დროებითი განთავსების ადგილები (გადახურული და დაცული საწყობები), არც
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელ (სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) და არც სისხლის
სამართლის საქმის მწარმოებელ საგამოძიებო ორგანოებს არ გააჩნიათ. აღნიშნულის გამო, როცა
დგება უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ეტაპი
(რაც გულისხმობს მისი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემას), ხშირია
შემთხვევები, როდესაც მერქნიანი მცენარე საქმის მწარმოებელ ორგანოს დასაწყობების ადგილზე
აღარ ხვდება (წაღებულია მთლიანად ან ნაწილობრივ), ან კლიმატური პირობების ზემოქმედების
გამო უკვე გამოუსადეგარია. იმ შემთხვევაში, თუ მერქნიანი მცენარე ადგილზე აღმოჩნდება, იგი
გადაეცემა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ახდენს ხე-ტყის შეფასებას,
აცხადებს აუქციონს და ახდენს მის რეალიზაციას, რაც ასევე გარკვეულ ვადებთან არის
დაკავშირებული (მინიმუმ 1 თვე). შესაბამისად, საბოლოო ჯამში, როცა დგება უკანონოდ
მოპოვებული ხე-ტყის რეალიზაციის საკითხი, ზემოაღნიშნული ხანგრძლივი პროცესის გამო ხეტყე, მთლიანად ან ნაწილობრივ აღარ არის დასაწყობების ადგილზე (მოპარულია), რაც ახალი
გამოძიების დაწყების მიზეზი ხდება, თუმცა, გასაგებია, რომ მსგავსი სახის ქმედებები, ობიექტური
გარემოებების გამო, ხშირად გაუხსნელი რჩება. ხოლო სხვა შემთხვევებში ხეტყე უკვე აღარ
გამოდგება რეალიზაციისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეების
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის და მის შემდგომ განკარგვის არსებული წესის გამო
სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, რადგან ოპერატიულად ვერ ხდება ღირებული
მერქნიანი მცენარის რეალიზაცია. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში
ჯერ კიდევ მაღალია მოსახლეობის მოთხოვნა როგორც საშეშე, ისე სამასალე მერქანზე და
აღნიშნული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის ტყის მართვის ორგანოებს უწევთ ხე-ტყის
დამზადების მასშტაბების გაზრდა, რაც, გარდა იმისა, რომ დამატებითი ზეწოლაა ტყეზე, ასევე,
ზრდის ტყის მართვის ორგანოების ხარჯებს. ამ დროს კი, უკანონოდ მოპოვებული,
დასაწყობებული მერქნიანი მცენარეები, მრავალი თვის/წლის განმავლობაში, რჩება დასაწყობების
ადგილზე და საბოლოოდ ფუჭდება/ნადგურდება. მაშინ, როდესაც აღნიშნული რესურსით
შესაძლებელია მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული
ნაწილის დაკმაყოფილება და აღნიშნულის შესაბამისად, ტყის მართვის ორგანოების მიერ ხე-ტყის
ჭრის მოცულობების ტყეზე ზეწოლის შემცირება.
აქვე აღსანიშნავია, რომ უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე
ორგანოდ ტყის მართვის ორგანოების განსაზღვრა უზრუნველყოფს დროებით ჩამორთმეული
მერქნიანი მცენარის დაუყოვნებლივ გასხვისებას. მაგალითად, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო,
დღეის მდგომარეობით, ისედაც ახორციელებს ხე-ტყის დამზადებას და მისი აუქციონის წესით
გასხვისებას, შესაბამისად, მას გააჩნია ტყიდან ხე-ტყის გამოტანის გამოცდილება, შესაბამისი
სპეც.ტექნიკა, კვალიფიციური კადრი და ყველა საჭირო რესურსი. ასევე, სსიპ ეროვნული სატყეო
სააგენტო, მოცემულ ეტაპზე, ყველა რეგიონში ახორციელებს სპეციალური სასაწყობე, ე.წ. „საქმიანი
ეზოების“ მოწყობას, სადაც მოხდება ხე-ტყის განთავსება/დახარისხება, შემდგომი გასხვისების
მიზნით. აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე თითქმის მთელი
წლის განმავლობაში უწყვეტად (გარდა დიდთოვლობის პერიოდისა) მიმდინარეობს სატყეოსამეურნეო ღონისძიებები, რის გამოც სააგენტოს თანამშრომლები და ტექნიკა ფაქტობრივად
მუდმივად იმყოფება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე, დროებით
ჩამორთმეული მერქნიანი მცენარეების ტყის გამოსაზიდად სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს არ
დასჭირდება სპეც.ტექნიკის შორ მანძილზე გადაადგილება. ზემოაღნიშნული გარემოებები არის ის
უპირატესობები, რის გამოც მიზანშეწონილია, რომ დროებით ჩამორთმეული მერქნიანი მცენარის
გასხვისების უფლების მქონე ორგანოებად განისაზღვროს ტყის მართვის ორგანოები, რომლებსაც
გააჩნიათ შესაბამისი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მერქნიანი რესურსი განკარგონ
ოპერატიულად და მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი
მცენარეების განკარგვის წესის შეცვლა. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო ქონების
განკარგვის საკითხებს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი,
აქედან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შეტანილი იქნეს აღნიშნულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი,
რაც უფლებამოსილ ორგანოებს (ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოები) მისცემს შესაძლებლობას,
მერქნიანი მცენარეები განკარგონ ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი/სასაქონლო ღირებულების
დაკარგვის გარეშე. შედეგად, სახელმწიფო თავიდან აირიდებს იმ მატერიალურ ზიანს, რომელსაც
ყოველწლიურად განიცდის აღნიშნული მერქნული რესურსების არარაციონალურად განკარგვის
(ზოგ შემთხვევაში, საერთოდ დაკარგვის) გამო. ასევე, ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის
მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის
ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური
მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის 291 მუხლს ემატება მე-2 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფო ტყის საზღვრებში,
დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო
საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა) უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა“ და „საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით გადაეცემა სსიპ - ეროვნულ
სატყეო სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე
- სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათზე გადაცემული მერქნიანი
მცენარის გასხვისებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. შესაბამისად,
ცვლილების მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას/სისხლის
სამართლის საქმის გამოძიებისას, აღარ იქნება საჭირო დროებით ჩამორთმეული ან აღმოჩენილი
მერქნიანი მცენარის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ხანგრძლივი პროცედურის გავლა და
უფლებამოსილ ორგანოს მიეცემა უფლება, აღნიშნული მერქნიანი მცენარე დაუყოვნებლივ
გადასცეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ტყის მართვის ორგანოს.
კანონპროექტის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების
საზღვრებში,
სახელმწიფო
საკუთრებაში
ტერიტორიაზე
ან
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და
კერძო
საკუთრებაში
არსებული
ტერიტორიებისა), უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი
მცენარეები გადაეცემა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების
სააგენტოს, ხოლო აჭარაში - სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. საკანონმდებლო
პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“) ძალაში შესვლის თარიღის მიხედვით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები აღნიშნულ
უფლებამოსილებას განახორციელებენ არსებული ადამიანური რესურსებითა და ტექნიკური
საშუალებებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, იგი გავლენას მოახდენს მერქნიანი მცენარის გასხვისების
უფლების მქონე ორგანოების (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების
სააგენტო, სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, შემდეგ
გარემოებათა გამო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2018-2019 წწ.
ჩამორთმეული ხე-ტყის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, 2018-2019 წწ. ჩამორთმეული იქნა
10,233.7 კბ.მ ხე-ტყე. აქედან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იქნა 4,455.4 კბ.მ, ხოლო 5,778.3
კბ.მ-ს არ იქნა განკარგული. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების და უკანონოდ მოპოვებული ხეტყის განკარგვის წესის შეცვლის შემთხვევაში, ტყის მართვის ორგანოებს მიეცემათ შესაძლებლობა,
ოპერატიულად განკარგონ ზემოაღნიშნული ხე-ტყის რესურსები და მიიღონ გარკვეული
შემოსავალი, რომელიც დამოკიდებულია ხე-ტყის ხარისხზე, მდგომარეობაზე და სხვა
გარემოებებზე). ასევე, შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მოცულობები და ამით დაზოგონ
ამისთვის გათვალისწინებული ფინანსური/ადამიანური/მატერიალურ-ტექნიკური რესურსები.
მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები აღნიშნულ უფლებამოსილებას
განახორციელებენ არსებული ადამიანური რესურსისა და ტექნიკური საშუალებების ფარგლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები აღნიშნულ
უფლებამოსილებას არსებული ადამიანური რესურსისა და ტექნიკური საშუალებების ფარგლებში
განახორციელებენ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე,
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
იმ შემთხვევაში თუ პირი გამართლდება, მას დაუბრუნდება ჩამორთმეული ხე-ტყის საბაზრო
ღირებულების შესაბამისი თანხა. ასეთ შემთხვევაში, პირზე რაიმე უარყოფითი ფინანსური
გავლენა არ იმოქმედებს და იგი მიიღებს რეალიზებული ნივთის ღირებულებას, რეალიზების
პერიოდისათვის არსებული საბაზრო ფასით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან,
აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციების გავლა მოხდა გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მის სისტემაში შემავალ ორგანოებთან და საქართველოს
პროკურატურასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა, ნოდარ
ტურძელაძე, დავით კაჭარავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა, ნოდარ
ტურძელაძე, დავით კაჭარავა.