„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ირაკლი ზარქუა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა
ნომერი
#07-3/80/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი: „61. თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვა გზით) მოპოვებული მერქნიანი მცენარე, პროკურორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსათვის ამ ნივთიერი მტკიცებულების გასხვისების მიზნით გადაცემა. ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების შედეგად მიღებული თანხა, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოს ანგარიშზე, რის შესახებაც ეცნობება პროკურორს. 2. 81-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის “დ1“ ქვეპუნქტი: ,,დ1) ამ კოდექსის მე-80 მუხლის 61 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, აგრეთვე ამ კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით და მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოს ანგარიშზე. ხოლო, ამავე მუხლებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს.“..“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და გამომდინარეობს „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტიდან და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტიდან, რომლითაც იცვლება სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვა გზით) მოპოვებული მერქნიანი მცენარეების განკარგვის წესი. ამავე კანონპროექტის თანახმად, მერქნული რესურსი ტყის მართვის ორგანოებს (სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო) გადაეცემათ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით. აღნიშნული დათქმის გათვალისწინებით, საჭიროა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; სისხლის სამართლის საქმის წარმოების წესი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, ნივთიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით) რეგულირდება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მერქნიანი მცენარეების განკარგვის წესიც უნდა განისაზღვროს აღნიშნული კოდექსით, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დადგინდება სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას მერქნიანი მცენარეების, როგორც ნივთიერი მტკიცებულების, განკარგვის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, პროკურორის გადაწყვეტილებით ასეთი მერქნიანი მცენარის გასხვისება. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება - მერქნიანი მცენარე აღარ დაექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ხანგრძლივ პროცედურას და მოხდება მისი გადაცემა მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის და შემდგომ გასხვისება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-80 მუხლს (გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე) ემატება 61 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა) არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე, პროკურორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების გასხვისება. ამასთან, ნივთიერი მტკიცებულების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება გასხვისების უფლების მქონე ორგანოს ანგარიშზე. ასევე ცვლილება შედის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 81-ე მუხლის (გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას) პირველ ნაწილშიც და აღნიშნულ ნაწილს ემატება “დ1“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, განაჩენში აღინიშნება მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოს ანგარიშზე დატოვების შესახებ, ან სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში, შესაბამისად - მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის გამართლებულისათვის (კანონიერი მესაკუთრისათვის), დაბრუნების შესახებ. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანო განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარის გასხვისების წესით, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების ამოქმედების თარიღის მიხედვით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები/ფუნქციები, შესაბამისი უწყებების მიერ, განხორციელდება არსებული ადამიანური რესურსისა და ტექნიკური საშუალებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე; სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, იგი გავლენას მოახდენს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოების (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2018-2019 წწ. ჩამორთმეული ხე-ტყის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, 2018-2019 წწ. ჩამორთმეული იქნა 10,233.7 კბ.მ ხე-ტყე. აქედან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იქნა 4,455.4 კბ.მ, ხოლო 5,778.3 კბ.მ-ს არ იქნა განკარგული. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესის შეცვლის შემთხვევაში, ტყის მართვის ორგანოებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ოპერატიულად განკარგონ ზემოაღნიშნული ხე-ტყის რესურსები და მიიღონ გარკვეული შემოსავალი, რომელიც დამოკიდებულია ხე-ტყის ხარისხზე, მდგომარეობასა და სხვა გარემოებებზე და მეორე მხრივ, შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მოცულობები და ამით დაზოგონ ამისთვის გათვალისწინებული ფინანსური/ადამიანური/მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები განახორციელებენ არსებული ადამიანური /ფინანსური/ ტექნიკური რესურსებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; სისხლის სამართლის საქმეზე პირის გამართლების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს დაუბრუნდება ჩამორთმეული ხე-ტყის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. კანონპროექტის ხელშეკრულებას/შეთანხმებას. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ მიღება არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციების გავლა მოხდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მის სისტემაში შემავალ ორგანოებთან და საქართველოს პროკურატურასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.