„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ირაკლი ზარქუა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა
ნომერი
#07-3/80/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-12 მუხლის „23“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23 . ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ, ვიზიტორთა და ტრადიციული გამოყენების ზონებში, ბუნების ძეგლის, აგრეთვე აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობისთვის, ამავე გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშნულების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 49 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით.“; 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 – 27 პუნქტები: „26. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში, დაშვებულია ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემა, შემდეგი მიზნებისათვის: ა) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ბ) გადაუდებელი აუცილებლობის აღდგენითი სამუშაოების გადაუდებელი შემთხვევაში შესასრულებლად, აუცილებლობა გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტებზე საავარიო- თუ ამ ქვეპუნქტით სტიქიური განსაზღვრული უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ნაწილის განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა; გ) წიაღის შესწავლის ან/და მოპოვებისათვის (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის მიწისქვეშა მინერალური წყლების, ნახშირორჟანგის ან/და ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში); დ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (რეაბილიტაციისათვის), მოვლის ღონისძიებებისთვის, რეკონსტრუქციისათვის არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის; ე) სასაზღვრო ზონასა და ზოლში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზღვრის დაცვისათვის დადგენილი საქმიანობის განხორციელებისათვის; ვ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად. 27 . სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში ტერიტორიას გასცემს დაცული ტერიტორიების სააგენტო, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ექვემდებარება ერთჯერად კომპენსაციას, გარდა ამ მუხლის მე-26 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა."; 3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით, აგრეთვე, დაცულ ტერიტორიებზე მომსახურებასთან ტურისტული მომსახურების დაკავშირებული ქონების გაწევის უფლების საქართველოს გადაცემით სამოქალაქო განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები.“; და ამ კოდექსით 4. მე-19 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს; 5. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 6. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე.“; 7. 24-ე მუხლის 42 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 8. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი: „43. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „დაცულ ტერიტორიებზე მომსახურებასთან განსაზღვრული ტურისტული მომსახურების დაკავშირებული ფორმით ქონების სარგებლობაში გაწევის უფლების საქართველოს გადაცემისას გადაცემის სამოქალაქო საწყისი და ამ კოდექსით სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.“; მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2-მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „23“ პუნქტით განსაზღვრულია დაცული ტერიტორიების ის კატეგორიები (ეროვნული პარკი და აღკვეთილი), სადაც დასაშვებია ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ტერიტორიის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემა. არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ბუნების ძეგლების ტერიტორია მოთხოვნადია ტურიზმის განვითარებისთვის. შესაბამისად, ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობა ხელს შეუწყობს ბუნების ძეგლის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ნაკადების ზრდას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია დაცული ტერიტორიების ზემოაღნიშნულ ორ კატეგორიას (ეროვნული პარკი და აღკვეთილი), სადაც დაშვებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ტერიტორიის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემა, ასევე დაემატოს დაცული ტერიტორიების კიდევ ერთი კატეგორია ბუნების ძეგლი. ამასთან, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებზე შეზღუდულია გარკვეული საქმიანობები, რაც პრობლემებს უქმნის როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მე-12 მუხლს ემატება 26 – 27 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც დაშვებული ხდება სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა იმ საქმიანობათა განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, სტიქიური უბედურების პრევენცია/ლიკვიდაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, რომლებიც მდებარეობენ დაცულ ტერიტორიებზე რესტავრაციის/რეაბილიტაციის, ასევე არქეოლოგიური გათხრების წარმოების მიზნით, ასევე სახელმწიფო საზღვრის დაცვისათვის აუცილებელი საქმიანობის განსახორციელებლად. აქვე აღსანიშნავია, რომ ასეთი სარგებლობა გათვალისწინებულია „საქართველოს ტყის კოდექსის“ 68-ე მუხლითაც (განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა), მაგრამ დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში შედის არამარტო სახელმწიფო ტყე, არამედ სახელმწიფო ტყის საზღვრებს გარეთ არსებული ტერიტორიებიც. ამასთან, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ნებადართულ შემოსავალს წამოადგენს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევით და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემით მიღებული შემოსავლები. აღსანიშნავია, რომ ტურისტული მომსახურება შესაძლებელია გაწიოს თვითონ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ ან ასეთი მომსახურების გაწევის უფლება სასყიდლით გადასცეს დაინტერესებულ პირს, რომელსაც შეიძლება სარგებლობაში გადაეცეს მომსახურების გასაწევად საჭირო უძრავი ქონება. უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები დადგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“, რომელიც უძრავი ქონების მართვის უფლებით გადაცემის ფორმას არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების მართვის უფლებით გადაცემა სარგებლობის ფორმის განსაზღვრის გარეშე წარმოშობს პრობლემებს საჯარო რეესტრში უძრავ ნივთთან დაკავშირებულ უფლებათა რეგისტრაციის დროს. მართვის უფლებით უძრავი ნივთის გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოსთვის გაურკვეველია, თუ რომელი უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონში დაკონკრეტდეს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 და მე 6 პუნქტები შეიცავენ ტექნიკურ ხარვეზს და მიზანშეწონილია აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა. კერძოდ, კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულია იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო მე-6 პუნქტი შეიცავს მითითებას იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე. თუმცა, კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტს ქვეპუნქტები არ აქვს, რადგან წლების წინ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მე-19 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნა იმ მოქმედებათა ჩამონათვალი, რომელთა განხორციელება მაკონტროლებელი ორგანოების თანხმობას საჭიროებდა. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საქმიანობის იმ სფეროებს რომლებიც საჭიროებენ თანხმობას და რომლებიც ამავდროულად განსაზღვრული იყო მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში, ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე. ასევე, "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის პირველ სექტემბრამდე მიღებული უნდა იქნას ორი ახალი დადგენილება: „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ და „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემის და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.“ ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ ზემოაღნიშნული პრობლემური საკითხები რეგულირდება კანონით, შესაბამისად, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ტურისტული მომსახურების უფლების გადაცემისას, ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმების განსაზღვრა, ბუნების ძეგლის ტერიტორიის აღნაგობის უფლებით გაცემა, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის გაცემის საკითხების მოსაწესრიგებლად აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში. შევიდეს „დაცული ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონით განისაზღვრება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ტურისტული მომსახურების უფლების გადაცემისას ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები, შესაძლებელი გახდება ბუნების ძეგლის ტერიტორიის აღნაგობის უფლებით გაცემა, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონასა და აღკვეთილის ცალკეულ უბნებზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის გაცემა და კანონის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება 2 მუხლისგან. პირველი მუხლით ზუსტდება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ტურისტული მომსახურების უფლების გადაცემისას ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები, შესაძლებელი გახდება ბუნების ძეგლის ტერიტორიის აღნაგობის უფლებით გაცემა, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის გაცემა და ხდება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონპროექტის მე-2 მუხლით დგინდება კანონის ძალაში შესვლის თარიღი. კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2-3, მე-5 და მე-7 პუნქტები 2021 წლის პირველი სექტემბრიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, (საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის - „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“) ამოქმედების თარიღის მიხედვით, ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2-3, მე-5 და მე-7 პუნქტები 2021 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 და მე3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების სრულფასოვნად ასამოქმედებლად საჭიროა ამავე კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მთავრობის დადგენილებების მიღება, რომლებიც მომზადდება და ძალაში შევა 2021 წლის 1 სექტემბრიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელდება არსებული რესურსებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი იქონიებს გარკვეულ გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან კანონპროქტით გათვალისწინებული, ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე პირებისთვის ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის აღნაგობის ფორმით გადაცემა და შესაბამისი საქმიანობის განხორციელება, მიწის ნაკვეთის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებიდან გამომდინარე, დაიბეგრება ქონების გადასახადით. ასევე, აღნაგობის უფლებით მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის მეშვეობით განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გადასახადები შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან ერთად, კანონპროექტი გავლენას მოახდენს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლებზეც, კერძოდ, სააგენტო მიიღებს დამატებით შემოსავალს აღნაგობის ფორმით მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის ყოველწლიურად გადასახდელი საფასურის სახით, რომელიც დადგინდება სააუქციონო ვაჭრობის შედეგად. ამ სახით მიღებული შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნაგობის უფლების სარგებლობაში გაცემულ ფართობებზე და აუქციონზე დაფიქსირებულ ფასზე. ტყითმოსარგებლეების მიერ აქვე, სააგენტო დამატებით შემოსავალს მიიღებს ტყით სპეციალური დანიშნულებით შესაბამისი სარგებლობისთვის გადახდილი ერთჯერადი საკომპენსაციო საფასურის სახითაც (ეს საფასური განისაზღვრება „ტყითსარგებლობის წესით“). ამ საფასურის სახით მიღებული შემოსავლის ოდენობა ასევე დამოკიდებული იქნება ტყითსარგებლობაში გადაცემულ ფართობზე და განხორციელებულ სპეციალური სარგებლობის ჭრაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები სსიპ დაცული ტერიტორიის სააგენტოს მიერ და ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ (დადგენილებების გამოცემა) განხორციელდება არსებული რესურსების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთაც აღნაგობის უფლებით გადაეცემათ ბუნების ძეგლის ტერიტორია და რომლებიც იქ განახორციელებენ შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობას. ასევე, კანონპროქტის მიღება გავლენას მოახდენს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლების ზრდაზეც, ვინაიდან აღნაგობის ფორმით მიწის ნაკვეთის გადაცემა განხორციელდება აუქციონის საფუძველზე, ხოლო აუქციონი ცხადდება აღნაგობის საწყისი წლიური საფასურით, რომელიც განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და ზრდადია აუქციონში მონაწილეთა ვაჭრობის შედეგად. შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნაგობის უფლების სარგებლობაში გაცემულ ფართობებზე და აუქციონზე დაფიქსირებულ ფასზე. ამასთან ერთად, კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზეც, რომლებიც დაცული ტერიტორიების იმ ნაწილში, რომელიც არ წარმოადგენს ტყის ფონდს, გარკვეულ საქმიანობებს განახორციელებენ სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ფარგლებში. მათ შესაბამისად მოუწევთ სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებისათვის შესაბამისი ერთჯერადი საკომპენსაციო საფასურის გადახდა, რომლის ოდენობა დადგენილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მთავრობის დადგენილებაში. საკომპენსაციო საფასურის განსაზღვრა მოხდება დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის ნაწილში დადგენილ კომპენსაციასთან მიახლოებული ოდენობით (დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის ნაწილში საკომპენსაციო თანხების ოდენობა განსაზღვრულია „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით). აღნიშნული, ასევე დადებითად აისახება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალზეც, ვინაიდან საკომპენსაციო საფასური მიიმართება სააგენტოს ბიუჯეტში და მოხმარდება დაცული ტერიტორიების განვითარებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს კანონპროექტის მიღება არ ორმხრივ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციების გავლა მოხდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სისტემაში შემავალ ორგანოებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.