„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1282 მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე
დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან/ხემცენარესთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო
საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევს.
სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება სამართალდარღვევის
საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდისა და
გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.“;
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1286 მუხლი:
„მუხლი 1286. სახელმწიფო ტყეში მუხლუხოიანი ტრანსპორტით უნებართვოდ გადაადგილება
ტყის მართვის ორგანოსთან წერილობითი შეთანხმების გარეშე სახელმწიფო ტყეში
მუხლუხოიანი სატრანსპორტო საშუალებით შესვლა და გადაადგილება
- გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“;
3. 222-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 222. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო
და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო“;
ბ) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551,
554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581,
583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795
მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში),
797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების
წარმოების ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11
ნაწილებისა), 862, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1282−128
6
მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული
სახდელების შეფარდების უფლება.
2. ამ კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,
854 მუხლით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-9, მე-13, მე-17 და მე-20 ნაწილებით, 862, 872, 873,
893
1282 და 1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან
თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი
უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და
სამართალდამრღვევს
ადგილზევე
შეუფარდოს
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი
ადმინისტრაციული სახდელი.“;
გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილ
თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და 51-ე,
512, 515, 63-ე, 64-ე, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 71-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე 1282 და 1286
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“;
დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
„41. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და 512, 515, 63-ე, 64-ე, 66-ე
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 71-ე 73-ე, 74-ე, 86-ე 1282 და 1286 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან
თუ
დამრღვევი
სადავოდ
არ
ხდის
მის
მიერ
ჩადენილი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე
განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს
ადგილზევე
შეუფარდოს
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“;
ე) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილ
თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 531, 532, 554 და 641 მუხლებით,
68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10–მე-12
ნაწილებისა)
89-ე–893
და
1286
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების
უფლება.“;
4. 249-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. თუ ამ კოდექსის 641, 66-ე, 1282 ან 151-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დროებით
ჩამორთმეული ან აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების
საზღვრებში,
სახელმწიფო
საკუთრებაში
ან
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში
არსებული ტერიტორიებისა), ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი
შესაბამისი ორგანო ვალდებულია მერქნიანი მცენარე დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით
გადასცეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. მერქნიანი
მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა განთავსდება მერქნიანი მცენარის
გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ანგარიშზე, ხოლო საქმის განხილვის
შედეგის მიხედვით, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა
დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით დარჩება
მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოს ანგარიშზე ან მერქნიანი მცენარის
საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი
მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და გამომდინარეობს
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ასევე, „სახელმწიფო ქონების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან,
რომლითაც იცვლება სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში,
სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ
ტერიტორიაზე (გარდა
მუნიციპალიტეტის
და
კერძო
საკუთრებაში არსებული
ტერიტორიებისა) უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეების განკარგვის წესი. ამავე
კანონპროექტის თანახმად, მერქნული რესურსი ტყის მართვის ორგანოებს (სსიპ - ეროვნული
სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ-აჭარის სატყეო სააგენტო)
გადაეცემათ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ და
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით. ასევე,
„საქართველოს ტყის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების მიხედვით სსიპ ეროვნულ
სატყეო სააგენტოს ემატება ტყის სფეროში კონტროლის განხორციელების ფუნქცია.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროა „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
ასევე, გამომდინარე იქედან, რომ გახშირდა ტყეში მუხლუხოიანი ტრანსპორტით უნებართვო
გადაადგილების ფაქტები, აღნიშნული ტრანსპორტი კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ტყეს და
ბიომრავალფეროვნებას. იმისთვის, რომ აღიკვეთოს/შემცირდეს ასეთი ქმედებები, საჭიროა
ტყეში
მუხლუხოიანი
ტრანსპორტით
უნებართვო
გადაადგილებისთვის
დადგინდეს
შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი და მასთან
დაკავშირებული სხვა საკითხები, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის
დაწერის
უფლებამოსილებები
რეგულირდება
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით“, შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი
მცენარეების განკარგვის წესიც და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ კონტროლის
განხორციელების უფლებამოსილება უნდა განისაზღვროს
რისთვისაც საჭიროა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
აღნიშნული
კოდექსით,
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეებზე დროებით ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარეების განკარგვის
ახალი
წესი,
რომლის
მიხედვითაც,
ამ
კოდექსის
კონკრეტული
მუხლებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების
საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა)
არსებულ ტერიტორიაზე დროებით ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარის
განკარგვა, მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს (სსიპ
ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ აჭარის სატყეო
სააგენტო) მიერ მოხდება მისთვის გადაცემისთანავე, დაუყოვნებლივ. ასევე, სსიპ ეროვნულ
სატყეო
სააგენტოს
მიენიჭება
ტყის
სფეროში
შესაბამის
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების
უფლება, რაც გააუმჯობესებს ტყეზე კონტროლს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ძირითადი ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის“ 249-ე მუხლში (ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა) და მუხლის 22 ნაწილი
ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისადაც, თუ ამ კოდექსის 641 (დაცული
ტერიტორიებისა
და
მათი
ტერიტორიულ-ფუნქციონალური
ზონების
საზღვრების
ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება), 66-ე (უკანონო
ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნათა დარღვევით), 1282 (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის
ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა) ან 151-ე (მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური
განადგურება) მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე,
მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დროებით ჩამორთმეული ან აღმოჩენილია
სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო
საკუთრებაში
ან
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში
არსებულ
არსებული
ტერიტორიებისა), ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი შესაბამისი
ორგანო ვალდებული იქნება, მერქნიანი მცენარე, დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით,
გადასცეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. ამასთან,
მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა დაირიცხება მერქნიანი მცენარის
გასხვისების უფლების მქონე ორგანოს ანგარიშზე, ხოლო საქმის განხილვის შედეგის
მიხედვით, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის)
გადაწყვეტილებით, დარჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოს
ანგარიშზე, ან მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა დაუბრუნდება
მერქნიანი მცენარის კანონიერ მესაკუთრეს.
ამ ცვლილების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დროებით
ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარე აღარ დაექვემდებარება სახელმწიფო
საკუთრებაში მიქცევის ხანგრძლივ პროცედურას და მაკონტროლებელი ორგანოს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოხდება მისი დაუყოვნებლივი
გადაცემა მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოსთვის. ამასთან,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი
მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანო განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით და
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი
მცენარის გასხვისების წესით, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
კანონპროექტით აგრეთვე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტი, რომლითაც დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი.
„საქართველოს ტყის კოდექსში“ გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე,
კოდექსის 222-ე მუხლში (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულება
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული
ტერიტორიების სააგენტო) შედის შესაბამისი ცვლილებები და ზუსტდება მითითებითი
ნორმები.
ასევე
სსიპ
-
ეროვნულ
სატყეო
სააგენტო
განისაზღვრება
შესაბამის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე და ადმინისტრაციული
სახდელების დადებაზე უფლებამოსილ ორგანოდ.
აგრეთვე, 1282 მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ზუსტდება და ყალიბდება ახალი
რედაქციით. კერძოდ, იმისთვის, რომ ოპერატიულად იქნეს უზრუნველყოფილი
სამართალდამრღვევის მიერ, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის და გარემოსთვის
მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შემოთავაზებული ცვლილებით საქმის განხილვამდე
სამართალდამრღვევისთვის დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალება მის
მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება
სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმის გადახდისა და
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში. აღნიშნული რეგულაცია
მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
(ჯარიმა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება) ოპერატიულ აღსრულებას, ასევე
დაზოგავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს დროით, ადამიანურ და
ფინანსურ რესურსებს, რაც მიემართებოდა ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის დამატებითი პროცედურების განსახორციელებლად.
აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეგულაცია არ წარმოადგენს ნოვაციას, იგი ასევე
დადგენილია კოდექსის 571 მუხლშიც (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე)
და ეფექტიანად უზრუნველყოფს მოცემული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული
ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კოდექსს ემატება ახალი, 1286 მუხლი, რომელიც ადგენს
პასუხისმგებლობას (ჯარიმა - 1000 ლარი) სახელმწიფო ტყეში მუხლუხოიანი ტრანსპორტით
უნებართვოდ გადაადგილებისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრა
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტის ამოქმედების თარიღის მიხედვით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, საქართველოს
გარემოს დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებები განახორციელებენ
არსებული ადამიანური/ფინანსური რესურსებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ამასთან, იგი გავლენას მოახდენს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე
ორგანოების (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო) ბიუჯეტების
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნულ უწყებები უზრუნველყოფენ დროებით
ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარეების გასხვისებას.
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე
ორგანოების (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო) ბიუჯეტების
საშემოსავლო ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ ეროვნული
სატყეო სააგენტოს მიერ 2018-2019 წწ. ჩამორთმეული ხე- ტყის შესახებ ინფორმაციის
მიხედვით, 2018-2019 წწ. ჩამორთმეული იქნა 10,233.7 კბ.მ ხე-ტყე. აქედან სახელმწიფო
საკუთრებაში მიქცეული იქნა 4,455.4 კბ.მ, ხოლო 5,778.3 კბ.მ-ს არ იქნა განკარგული.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღების და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესის
შეცვლის შემთხვევაში, ტყის მართვის ორგანოებს მიეცემათ შესაძლებლობა, ოპერატიულად
განკარგონ ზემოაღნიშნული ხე-ტყის რესურსები და მიიღონ გარკვეული შემოსავალი,
რომელიც დამოკიდებულია ხე-ტყის ხარისხზე, მდგომარეობაზე და სხვა გარემოებებზე.
ასევე, შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მოცულობები და დაზოგონ ამისთვის გათვალისწინებული
ფინანსური/ადამიანური/მატერიალურ-ტექნიკური რესურსები.
ასევე, კანონპროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში მუხლუხოიანი ტრანსპორტით
უნებართვოდ გადაადგილებისთვის, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 1000 ლარი.
აღნიშნული ჯარიმის აკუმულირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. გავლენის დონე
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს დაეკისრება ჯარიმა აღნიშნული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ფუნქციები,
შესაბამისი
სახელმწიფო უწყებების მიერ, აღსრულდება არსებული რესურსების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე,
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს გარკვეულ პირებზე. კერძოდ:
ა) იმ შემთხვევაში, თუ უკანონო ხე-ტყის მოპოვების საქმეზე სამართალდამრღვევი
გამართლდება, მას უკან დაუბრუნდება ჩამორთმეული ხე-ტყის საბაზრო ღირებულების
შესაბამისი თანხა;
ბ) პირი, რომელიც ჩაიდენს კანონპროექტით გათვალისწინებულ ახალ სამართალდარღვევას
(სახელმწიფო
ტყეში
მუხლუხოიანი
ტრანსპორტით
უნებართვო
გადაადგილება),
დაჯარიმდება 1000 ლარით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. ამასთან, კანონპროექტი
ადგენს ჯარიმას (1000 ლარი) ახალი სამართალდარღვევისთვის (სახელმწიფო ტყეში
მუხლუხოიანი ტრანსპორტით უნებართვოდ გადაადგილება). ამ დარღვევისთვის ჯარიმის
ოდენობა განისაზღვრება ერთი მხრივ, ქმედების გამო მოსალოდნელი შედეგების სიმძიმის და
მეორე მხრივ, მსგავსი სახის სამართალდარღვევებისთვის არსებული ჯარიმების ოდენობების
გათვალისწინებით. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, ასევე
მიღებული სანქციის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება -
მხედველობაში იქნა
სამართალდარღვევის
შემაკავებელი, პრევენციული ეფექტი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
სტანდარტებთან:
გ.ა)
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციების გავლა მოხდა გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სისტემაში შემავალ ორგანოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა,
ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა,
ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.