„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
„ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისათვის
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), სსმ, 41,
30/12/2004, სარეგისტრაციო კოდი: 210.020.000.05.001.001.707) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობების რაოდენობა.“;
2.
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გარემოდან ამოღებული ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების
პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით და ექსპორტის მიზნით სოჭის
გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით
გათვალისწინებული
სახეობებით
სარგებლობისათვის
მოსაკრებლის
ოდენობა
განისაზღვრება ყოველ კილოგრამზე, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
N
რესურსების დასახელება სახეობათა მოსაკრებლის ოდენობა ( ლარი / კგ )
ჯგუფების მიხედვით
1
თეთრყვავილას
ბოლქვები, 0,1
ყოჩივარდას გორგლები
2
სოჭის გირჩა
0,60
3
მოცვის ნაყოფი
0.61
4
მოცვის ფოთოლი
0.1
5
ხარისშუბლა
0.06
6
ასკილის ნაყოფი
0.07
7
მაჟალოს ნაყოფი
0.07
8
ქაცვის ნაყოფი
0.23
9
ფარსმანდუკის ყვავილი
0.09
10
ფურისულას ფესვი
0.2
11
ფურისულას ყვავილი
0.78
12
ცხენისკბილას ბოლქვი
0.08
13
კოწახურის ნაყოფი
0.2
14
კუნელის ნაყოფი
0.06
15
სხვა სახეობებისთვის
0.01
3.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებისათვის - წინასწარ, ლიცენზიის
მიღებამდე;
4.
მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:
,,დ1) იურიდიული პირების მიერ ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების
პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისათვის (გარდა
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობის ლიცენზიისა) - არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 1 მარტისა,
ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესაბამისად, საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების
მიხედვით.“;
5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის
პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებულ ბუნებრივ რესურსებზე, გარდა ამავე
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, ,,დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულებისა,
გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო
ორგანოში წარადგენს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში. ამასთანავე, ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს
გაანგარიშება, თუ მის მიერ გაანგარიშება წარდგენილია და მომდევნო საანგარიშო
პერიოდების მიხედვით არ იცვლება ლიცენზიით განსაზღვრული მოსაკრებლის ობიექტის
ოდენობა.“;
6.
მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“
,,ა) „ბ“ და ,,დ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის
ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირები
−
ეროვნული
სატყეო
სააგენტო
და
დაცული
ტერიტორიების სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო
დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო;“;
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს
კანონპროექტის
თანმდევ
კანონპროექტს.
„ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი ადგენს
მოსაკრებლებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის. კერძოდ, კანონის თანახმად,
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ერთ-ერთი გადამხდელია
სახელმწიფო ტყის რესურსებით მოსარგებლე (მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). რაც შეეხება
უშუალოდ მოსაკრებლების ოდენობებს, ისინი დადგენილია ამავე კანონის მე-5 მუხლით
(მოსაკრებლის განაკვეთი). დღეისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტით მოსაკრებლის განაკვეთი
დადგენილია მხოლოდ ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის
წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“
კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას
გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებისათვის, კერძოდ,
თეთრყვავილას ბოლქვების, ყოჩივარდას გორგლებისთვის და სოჭის გირჩასთვის. რაც
შეეხება ტყის რესურსების სხვა სახეს - ტყის არამერქნულ რესურსებს (სოკო, სამკურნალო და
ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეები და მათი პროდუქტები და
სხვ), ამ რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი დადგენილი არ არის. აღნიშნული კი
თავის მხრივ, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ქვეყანაში სამართლებრივად
სრულყოფილად არ იყო მოწესრიგებული ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის
საკითხები. კერძოდ, კანონმდებლობით, ტყეში დადგენილია მოსახლეობის მიერ, პირადი
მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნულ რესურსებზე თავისუფალი ხელმისაწვდომობა, რაც
არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას. რაც შეეხება აღნიშნული ბუნებრივი რესურსებით
კომერციულ
სარგებლობას,
ერთი
მხრივ,
ახალი
„საქართველოს
ტყის
კოდექსი“
ითვალისწინებს ტყით სპეციალური სარგებლობის სახეს - იურიდიული პირის მიერ
კომერციული
მიზნით
ტყის
არამერქნული
რესურსების,
მერქნიანი
მცნეარეების
პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებას. თუმცა, მეორე მხრივ, არ
არის განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი მოსაკრებლები
ტყის ასეთი რესურსებით სარგებლობისთვის, რის გამოც ფერხდება საქართველოს ტყეების
აღნიშნული პოტენციალის სრულად ათვისება და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროს
განვითარება.
აღნიშნული
ხარვეზის
გამოსასწორებლად,
წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამისი ცვლილების შეტანას ,,ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში და ბუნებრივი
რესურსებით - ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა
და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისთვის შესაბამისი მოსაკრებლების
დადგენას იურიდიული პირებისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ამ განმარტებითი ბარათის ა.ა.ა) ქვეპუნქტში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად
შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში და დადგინდეს ტყის არამერქნული
რესურსებით,
მერქნიანი
მცენარეების
პროდუქტებითა
და
ხის
მეორეხარისხოვანი
მასალებით სარგებლობისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი
მოსაკრებლები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
დადგინდება
ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისათვის შესაბამისი მოსაკრებლები ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი
მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხვოანი მასალებით სარგებლობისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 (მოსაკრებლის ობიექტი), მე-5 (მოსაკრებლის განაკვეთი), მე-6
(მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი) მუხლებში. აღნიშნულ მუხლებში,
შესაბამისად,
ემატება
ტყის
არამერქნული
რესურსებით,
მერქნიანი
მცენარეების
პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის მოსაკრებლის
მარეგულირებელი ნორმები. კერძოდ, გამომდინარე იქედან, რომ სოჭის გირჩი და
თეთრყვავილას ბოლქვები ან/და ყოჩივარდას გორგლები მიეკუთვნება არამერქნულ
რესურსებს, თუმცა მათი მოპოვება ხდება სხვა სამართლებრივ რეჟიმში - ლიცენზიის
საფუძველზე, იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი რეგულირების ნორმების ტყის სხვა
არამერქნული რესურსების რეგულირებასთან აღრევა, კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი
ზუსტდება და ყალიბდება ახალი რედაქციით. შესაბამისად, აღნიშნული ქვეპუნქტი შეეხება
მხოლოდ ზემოაღნიშნულ, ლიცენზირებად სახეობებს. რაც შეეხება ტყის სხვა არამერქნულ
რესურსებს, მათ შესაბამისად, მოიცავს ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს
მოსაკრებლის ობიექტს ტყის რესურსების მიმართ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ასევე ზუსტდება და ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე2 პუნქტი, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ასევე, მე-6 მუხლის პირველ
პუნქტს ემატება „დ1“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს იურიდიული პირების მიერ ტყის
არამერქნული
რესურსებით,
მერქნიანი
მცენარეების
პროდუქტებითა
და
ხის
მეორეხარისხვოანი მასალებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს. მე-9
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულია, რადგან მიზანშეწონილია მე-6
მუხლის
პირველი
ნაწილის
“დ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული
მოსაკრებლების
ადმინისტრირება განახორციელონ საგადასახადო ორგანოებმა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. ძალაში
შესვლის თარიღი განისაზღვრა საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის
(„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’) ძალაში შესვლის თარიღის
შესაბამისად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ამასთან, მისი მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის და ა/-რ-ების
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“
მიხედვით,
ბუნებრივი
რესურსებით
მიიმართება
მუნიციპალიტეტების
სარგებლობისთვის
ბიუჯეტებში,
ხოლო
მოსაკრებელი
ბუნებრივი
სრულად
რესურსების
ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოპოვებისას, შესაბამისად - ა/რ-ების
ბიუჯეტებში. ამასთან, მუნიციპალიტეტების/ა/რ-ების ბიუჯეტებში, შემოსავლის სახით,
ზემოაღნიშნული მოსაკრებლის გადახდიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა
დამოკიდებული იქნება აღნიშნულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო ტყეში, მოპოვებული ტყის
არამერქნული რესურსების რაოდენობაზე/მოცულობაზე. ამასთან, 2020 წელს გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP) ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის
პროექტის - „რეგულირების ახალი სისტემის შემუშავება არარეგულირებული ტყის
არამერქნული პროდუქტებისათვის“ ფარგლებში განხორციელებული კვლევის თანახმად,
კანონპროექტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსების სახეობების მოპოვების
არსებული
ოდენობებიდან
გამომდინარე,
ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობის
მოსაკრებლების სახით მოსალოდნელია დაახლოებით 130500 ლარის დამატებითი
შემოსავალი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა (მხოლოდ იურიდიული პირები)
ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც დაინტერესებული არიან ტყის არამერქნული
რესურსებით კომერციული მიზნით სარგებლობით. კერძოდ, მათ მოუწევთ ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდა. აღნიშნული მოსაკრებლების
განაკვეთები განისაზღვრება ამავე კანონით. ამასთან, გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა
დამოკიდებული იქნება დაინტერესებული პირების მიერ მოსაპოვებელი ბუნებრივი
რესურსების მოცულობაზე/რაოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისთვის
მოსაკრებლების
შემოღებას
არამერქნული
რესურსებით
სარგებლობისთვის.
ტყის
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლების განაკვეთები განისაზღვრა გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP) ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის
პროექტის - „რეგულირების ახალი სისტემის შემუშავება არარეგულირებული ტყის
არამერქნული პროდუქტებისათვის“ ფარგლებში. კერძოდ, მოსაკრებლების დადგენისას
მხედველობაში იქნა მიღებული ინფორმაცია ტყის არამერქნული რესურსების NET
მოცულობების შესახებ, ტყის არამერქნული რესურსების ინდუსტრიის გამოსავლიანობა
(კერძოდ ეკონომიკური ანალიზის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს ინდუსტრიის მოგების
მასშტაბს
წარმოების
სხვადასხვა
დონისათვის),
სახელმწიფო
დანახარჯები
ტყის
არამერქნულ რესურსებთან დაკავშირებით (იმ პირდაპირი დანახარჯების შეფასება, რაც
დაკავშირებულია რესურსების შეფასებასა და მონიტორინგთან, ასევე, გამოწვეულია
დაგეგმვისა და ოპერირების ადმინისტრაციული პროცესიდან) (დიაგრამა)
დიაგრამა
საქართველოში
ტყის
მოსაკრებლების
არამერქნული
განაკვეთები
პროდუქტების
გაანგარიშდა
კომერციული
მოპოვებისათვის
ზემოაღნიშნული
ფაქტორების
გათვალისწინებით, შესაბამისი მეთოდოლოგიით. კვლევის ფარგლებში განხორციელდა
ტყის არამერქნული NET რესურსების მოცულობის ანალიზი, რაც გამომდინარეობს ტყის
არამერქნული
პროდუქტების
კომერციული
მოპოვების
რესურსისა
და
მიმდინარე
კომერციული მოთხოვნის შეფარდებით. გაანგარიშების პროცესში განხორციელდა ტყის
არამერქნული პროდუქტების საშუალებით გენერირებული მოგების, სახელმწიფო ხარჯების
ანალიზი და საბაზისო მონაცემებზე დაყრდნობით გადასახდელების განაკვეთების
გაანგარიშება.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლებისგან
მიღებული შემოსულობების ოდენობა, შესაბამის ბიუჯეტებში, დამოკიდებული იქნება
მუნიციპალიტეტის/ა/რ-ის
ტერიტორიაზე
მდებარე
ტყეებში
მოპოვებული
ტყის
არამერქნული რესურსების მოცულობაზე/რაოდენობაზე.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია იმ არამერქნული რესურსის სახეობებით
სარგებლობისათვის, რომლებზეც კვლევა არ ჩატარებულა, მოსაკრებელი დადგინდეს ერთი
და
იგივე
ოდენობით
ყველა
სახეობისათვის.
ამ
მიზნით
შესწავლილია
საბაჟო
დეკლარაციების საფუძველზე მომზადებული ექსპორტის მონაცემთა ბაზა. აღნიშნული
ბაზის საფუძველზე გამოიკვეთა ბუნებიდან მოპოვებული არამერქნული პროდუქტების
მინიმალური
საექსპორტო
ღირებულება.
მონაცემთა
ბაზის
თანახმად,
სახეობათა
აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში საექსპორტო ფასი აღემატება 1 დოლარს და
საშუალოდ მერყეობს 2-11 დოლარის შუალედში. 1 დოლარზე ნაკლები საექსპორტო ფასით
გამოირჩევა მხოლოდ თაგვისარას (Ruscus aculeatus) ტოტები, კერძოდ 0.25 აშშ დოლარი 1
კილოგრამზე (2021 წლის 4 აპრილის გაცვლითი კურსით 0.85 თეთრი). აღნიშნულიდან
გამომდინარე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლად ყველა დანარჩენი
სახეობისათვის განისაზღვრა 0.01 ლარი ერთ კილოგრამ რესურსზე (თაგვისარას ტოტების
საექსპორტო ფასის 1%-მდე), რაც ხელს არ შეუშლის არსებული ბიზნესის განვითარებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ მოსაკრებლის ოდენობა საჭიროებს გადახედვას
სრულფასოვანი კვლევის საფუძველზე, რათა მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს
კომერციულად გამოყენებადი თითოეული სახეობებისათვის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
შპს „გის-ლაბი“ და შპს „ეკოლუშენ საქართველო“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
ბიომრავალფეროვნების
განხორციელებული
ფინანსირების
პროექტისათვის
ინიციატივის
„რეგულირების
ახალი
(BIOFIN)
სისტემის
ფარგლებში
შემუშავება
არარეგულირებული ტყის არამერქნული პროდუქტებისათვის“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა,
ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა,
ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.