„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ირაკლი ზარქუა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა
ნომერი
#07-3/80/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 400060000.05.001.019921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კანონმდებლობის საფუძველზე აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო/სავალდებულო იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აკვაკულტურის სუბიექტსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს შორის. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დაინტერესებული პირის მიერ გადაიხდება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო საფასური/მოსაკრებელი.“; 2. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების შეწყვეტის უზრუნველსაყოფად აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ ეცნობება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს და მისი მიღება გამოწვეულია „საქართველოს ტყის კოდექსში“ გათვალისწინებული ცვლილებებით, რომლებიც ითვალისწინებს თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის რეგულირების წესის დაზუსტებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ცვლილებები შევიდეს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონშიც და იგი შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს ტყის კოდექსის“ ცვლილებებთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება ცვლილებებისა და აუცილებელია „აკვაკულტურის „საქართველოს შესახებ“ ტყის საქართველოს კოდექსში“ კანონის შესატანი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „საქართველოს ტყის კოდექსისა“ და „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის გადამკვეთი რეგულაციები ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება ეხება კანონის რამდენიმე მუხლს, კერძოდ: მე-18 და მე-19 მუხლებში შესული ცვლილებები გამომდინარეობს „საქართველოს ტყის კოდექსის“ 61-ე მუხლში გათვალისწინებული ცვლილებებიდან, სადაც დაზუსტდა ტყითსარგებლობის უფლების გაცემის პროცედურა, ასევე, განისაზღვრა, რომ თევზის მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში ტყითმოსარგებლე იხდის მხოლოდ შესაბამის სანებართვო საფასურს/მოსაკრებელს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ტყის მართვის ორგანო, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არ არის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო. შესაბამისად, გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია კანონში ზოგადი მითითება გაკეთდეს „უფლებამოსილ ორგანოზე“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრა საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის („საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“) ამოქმედების თარიღის შესაბამისად. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გარკვეულ გავლენას იქონიებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებით დაინტერესებული პირი გადაიხდის შესაბამის სანებართვო საფასურს/მოსაკრებელს. სანებართვო მოსაკრებელი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი - მუნიციპალურ ბიუჯეტში. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვების რაოდენობაზე და გამოყენებული კონსტრუქციების მოცულობაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ასეთი სახის ნებართვები ჯერ გაცემული არ არის. ამასთან, აღნიშნული მოსაკრებლების გადახდის ვალდებულება ძალაში შედის 2024 წლის 1 იანვრიდან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გარკვეულ ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც აპირებენ აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის მიზნით ტყითსარგებლობას. მათ მოუწევთ აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის აღება (რაც ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურულ ხარჯებს (სანებართვო მოსაკრებელი) უკავშირდება) და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა მოსაკრებლების გადახდის ვალდებულება ასევე 2024 წლიდან შედის ძალაში). (აღნიშნული ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. აკვაკულტურის ნებართვის მოსაკრებელი დადგენილია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით და შეადგენს 200 ლარს. რაც შეეხება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს, აღნიშნული განსაზღვრულია „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით და განისაზღვრა შემდეგნაირად: აკვაკულტურის კონსტრუქციაში გამოყენებული ბუნებრივი წყლის რესურსებით სარგებლობისათვის − აკვაკულტურის კონსტრუქციის 1მ3-ზე − 0,8 ლარი, ტბორისთვის − 0,005 ლარი, საზღვაო წყლისთვის − 0,1 ლარი. (ამოქმედების ვადა - 2024 წლის 1 იანვარი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციების გავლა მოხდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სისტემაში შემავალ ორგანოებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ლექსო დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.