საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.04.2021
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ნომერი
#1-4067/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-8279/21 22-06-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 18 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (№1-4067/21; 01.04.2021). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს აღნიშნული ანგარიშის თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
3102-12-3-2-202103312235 N 12-3/3102 31/03/2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. დანართი: 487 გვერდი პატივისცემით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი .
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-8278/21 22-06-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (№1-4067/21; 01.04.2021). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 18 ივნისის სხდომაზე მოისმინა და განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებთა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ფართოდ არის განხილული ადამიანის არაერთი უფლება. ანგარიშის სიღრმისეული ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სახეზეა არაერთი წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ამავდროულად, იკვეთება გამოწვევებიც. დადებითი ტენდენციების კუთხით ანგარიშში გამოკვეთილია მიმართულებები, კერძოდ: თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge რიგი აღნიშვნის ღირსია, პანდემიის საწყის ეტაპზე ყოველდღიური ბრიფინგებით მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა, სპეციალური საინფორმაციო ვებგვერდის - www.StopCov.ge-ს შექმნა და ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მასზე წვდომა, სამთავრობო ცხელი ხაზის ამოქმედება, SMS სისტემის მეშვეობით მოქალაქეთა ინფორმირება. მისასალმებელია კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და საკარანტინო სივრცეებში ექიმის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დადებითად ფასდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტითა და საქართველოს დადგენილი მთავრობის ვადების დადგენილებით შეჩერების საჯარო მიუხედავად, ინფორმაციის უმეტეს გაცემისთვის შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაცემა. პოზიტიურად ფასდება საქართველოს ხელისუფლების სრული მზადყოფნის გამოხატვა დაეხმაროს კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს. ასევე, დადებითადაა შეფასებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ შეძენილი სეზონური გრიპის 235 000 დოზა ვაქცინიდან 10 000 დოზის ოკუპირებულ აფხაზეთისთვის გადაცემა. პოზიტიურადაა შეფასებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის უარყოფითი სოციალური შედეგების შესამსუბუქებლად დროებითი ფულადი მხარდაჭერის პროგრამის შემუშავება. ასევე, ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროგრამების ადრესატებს შორის მოქალაქეობის არმქონე პირების გათვალისწინება. წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მონიტორინგის მექანიზმი განისაზღვრა. მისასალმებელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაქირურგიული მკურნალობისა და ონკოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობისთვის ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრა. პოზიტიურად ფასდება თავშესაფრით უზრუნველყოფაზე მოქალაქეთა საჭიროებების საპასუხოდ 16 მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით დაკმაყოფილების ინსტრუქციების დამტკიცება. დადებით შეფასებას იმსახურებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება. ასევე, სენსორული და მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა და საარჩევნო გარემოს მათთვის ადაპტირება. მისასალმებელია საპარლამენტო გენდერული კვოტირების მექანიზმის დანერგვა, რის შედეგადაც საქართველო 2020 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით, 153 ქვეყნიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში, 117-ე ადგილიდან 94-ე ადგილზე დაწინაურდა. დადებითად ფასდება, რომ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და საერთო ჯამში ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მიღწეული 2021 წლის 21 იანვრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით. პოზიტიურად ფასდება 2020 წლის მარტის დასაწყისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელება ოკუპირებული ცხინვალის ინტენსიურ დეფაქტო ხელისუფლებასთან, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით გადაადგილების თავისუფლების რეჟიმის გამარტივების მიზნით და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ეთნიკური ნიშნით შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად. მისასალმებელია შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება (ქალი და მამაკაცი დასაქმებულების თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დამკვიდრება; შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლების დაზუსტება; ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების გამიჯვნა ბავშვის მოვლის (ე. წ. დეკრეტული შვებულება) შვებულებისგან), ასევე, დამსაქმებლისთვის სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების ვალდებულების დაკისრება; დადებითად ფასდება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, ასევე, საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდა და სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. მისასალმებელია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელთა შედეგად, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, განმეორებითი ძალადობის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდეს. აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ძალადობის თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მაღალია. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების რაოდენობა 2020 წელს 19-დან 23-მდე გაიზარდა; მისასალმებელია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია. ასევე, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მაჩვენებლის ზრდა. დადებითად ფასდება იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში იმ ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვითაც, უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული დახმარება. მოწმე ბავშვებისთვისაც აღსანიშნავია, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმის შემუშავება; ასევე, 2020-2022 წლების რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიების სამოქმედო გატარებას გეგმის დამტკიცება, ითვალისწინებს რომელიც სტაციონარული არაერთი ქმედითი წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საპასუხოდ როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით; პოზიტიურად ფასდება 2004/35/EC დირექტივით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი პასუხისმგებლობის „გარემოსდაცვითი სამართლებრივი გარანტიების შექმნა შესახებ“ გარემოსათვის კანონის მიღება და მიყენებული ზიანის გამოიკვეთა სახალხო პრევენციის/შერბილების/აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. იმავდროულად, საკომიტეტო განხილვის პროცესში დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლებსაც იზიარებს კომიტეტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემულ უნდა იქნეს შემდეგი დავალებები: საქართველოს მთავრობა: არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში ფსიქოლოგების გადამზადებისა და ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები.  განსაზღვროს ფსიქოლოგების [არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში] სპეციალიზაციაში მომზადება/გადამზადებასა და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყება. თანასწორობის უფლების ეფექტიანი რეალიზების მიზნით და კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების უარყოფითი გავლენის შესასუსტებლად, რეგულაციები უნდა შემუშავდეს არადისკრიმინაციული მიდგომით.  ახალი კორონავირუსის მართვის მიმართულებით დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები შემუშავდეს არადისკრიმინაციული მიდგომით და ხელმისაწვდომი უმცირესობების წარმომადგენელთათვის გასაგებ ენაზე. იყოს ეთნიკური უნდა გადაიდგას ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ მიერ სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით.  ფიზიკური მისაწვდომობის ეროვნული გეგმა შეიმუშაოს დროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით. ხარვეზად რჩება სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შექმნისა და ბიუჯეტირების პროცესში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელება და შემდგომი მონიტორინგი, რაც საჭიროებს შესაბამის რეაგირებას.  გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად უზრუნველყოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პლატფორმის გამართული, ქმედითი და ეფექტიანი მუშაობა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, უნდა შემუშავდეს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი.  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შემუშავდეს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი. ფემიციდთან ბრძოლისა და ფემიციდის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების გაუმჯობესების მიმართულებით საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა მსხვერპლის მიერ ძალადობის შესახებ პოლიციაში გაცხადების მიუხედავად, ძალადობის უკიდურესი ფორმის თავიდან აცილების სირთულე.  შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიტიკულად გააანალიზებს პრევენციის არსებულ სისტემას ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით და საკვანძო უწყებების, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მონაწილეობით, იმუშავებს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნასა და დახვეწაზე. გადაიდგას ნაბიჯები კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების გაუმჯობესების, მათ შორის, დახურული ინფორმაციის გასაჯაროების სტანდარტების და სხვა დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიმართულებით.  დაასრულოს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილების პროექტებზე მუშაობა და მოახდინოს მათი ინიცირება საქართველოს პარლამენტში. 2020 წლის 23 მარტს გამოიცა საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც შეჩერდა საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონმდებლობით დადგენილი ვადები. დადგენილებაში არ გაიწერა საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების განსაკუთრებული წესი.  შემოიღოს სპეციალური პროაქტიულ წესი გამოქვეყნებასთან პანდემიის პირობებში დაკავშირებით, მათ საჯარო ინფორმაციის შორის, განისაზღვროს პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის (საწოლფონდის რაოდენობის, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, ვაქცინაციის და სხვ.) გამოქვეყნების წესი. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების შესახებ სახელმწიფოს პოლიტიკა და ხედვა უნდა ეფუძნებოდეს აქტივობებს, რომლისთვისაც განსაზღვრული იქნება შესრულების გაზომვადი ინდიკატორები.  ადამიანის უფლებების დაცვის განახლებულ სამთავრობო სამოქმედო გეგმაში განისაზღვროს ადამიანის უფლებების შესახებ განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული მიზნების (გავლენის), ამოცანებისა და აქტივობების შესრულების გაზომვადი ინდიკატორები. იკვეთება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების სფეროში უფლებათა სწავლების ხელშეწყობის ერთიანი, კოორდინირებული ძალისხმევის საჭიროება.  შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით. სახელმწიფოს ხელშეკრულებებით მიერ ადამიანის ნაკისრი უფლებების ვალდებულებების შესახებ საერთაშორისო შესრულებაზე მომზადებული შესაბამისი ანგარიშების გაზომვადმა ინდიკატორებმა ხელი უნდა შეუწყოს გაეროს მდგრადი განვითარების 4.7. მიზნის განხორციელებაზე სახელმწიფოს მიერ ანგარიშის მომზადების პროცესს.  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) მომდევნო ანგარიშში აისახოს ინფორმაცია 4.7. მიზნის განხორციელების შესახებ. უნდა შემუშავდეს ბავშვებში სუიციდის რისკის შეფასებისა და გამოვლენის მეთოდოლოგიური დოკუმენტი და კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც სოციალურ მუშაკებს, სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებსა და სკოლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით, შეაფასონ ბავშვებში სუიციდის რისკები, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები და გაუწიონ კოორდინაცია მათ განხორციელებას.  მომზადდეს ბავშვთა სუიციდის პრევენციის და რეაგირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაიწერება პასუხისმგებელი სუბიექტების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები. მნიშვნელოვანია განხორციელდეს ბავშვების სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის თაობაზე ამ ეტაპზე არსებულ სტანდარტებთან სრულად მორგება და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სრულფასოვანი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა.  „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი. დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზე.  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით. საოკუპაციო რეჟიმის ჩადენილი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მნიშვნელოვანია, შესამსუბუქებლად რომ ახალი დამტკიცებული კორონავირუსით მიყენებული სოციალურ-ეკონომიკური ზიანის მხარდამჭერი პროგრამების ერთ-ერთი ბენეფიციარები იყვნენ საქართველოში შრომითი ბინადრობის მქონე უცხოელი პირებიც.  უზრუნველყოს საქართველოში შრომითი ბინადრობის მქონე მიგრანტ მუშაკთა ინკლუზია კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებულ სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების დაფინანსების გაზრდის საკითხი და საჭიროება.  შეისწავლოს 2021 წლის ბოლოსთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, ასევე მხოლოდ აფხაზური ენისა და მხოლოდ ოსური ენის ჩაბარების საფუძველზე ე.წ."1+4" პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის გაზრდის საკითხი და საჭიროება.  შეისწავლოს 2021 წლის ბოლომდე მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტთა ჩარიცხვისა და მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინასების საჭიროების საკითხი. მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები პანდემიის პირობებში გამოვლენილ სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებებსა და თანმდევ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით.  შეისწავლოს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმებში ცალკეული კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით უსახლკარო პირთა სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები ვეტერანების წინაშე არსებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების მიმართულებით, მიზანშეწონილია შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის შემუშავება.  დაიწყოს მუშაობა ვეტერანების მხარდამჭერი სოციალური დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე. მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისთვის არსებული სახელმწიფო პროგრამების დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით.  გააძლიეროს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების პრევენციასა და ონკოლოგიური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: პაციენტებისთვის მკურნალობის 2020 წელს კვლავ პრობლემად რჩებოდა პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება, რაც მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის კუთხით. სამედიცინო ბარათების არათანმიმდევრულობა და მკურნალობის შედეგების შესახებ ინფორმაციის არ არსებობა ართულებს მკურნალობის ადეკვატურობის შეფასებას. ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების ხარვეზებით შევსების გამო, რთულია იმის ობიექტურად შეფასება, თუ როგორ იცვლებოდა წლის განმავლობაში პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალისთვის და მთლიანად პენიტენციური სისტემისთვის მისაღები ინფორმატიული ელექტრონული საინფორმაციო სისტემის დანერგვა, რომელიც წარმოებასთან მაქსიმალურად დაკავშირებულ აღმოფხვრის პრობლემებს და სამედიცინო დოკუმენტაციის უზრუნველყოფს პაციენტთა გამოკვლევის, მკურნალობის და შემდგომი ანალიზისთვის სარწმუნო და სრულყოფილი სამედიცინო ინფორმაციის შეგროვებას, ოპერატიულ გაცვლას და ხელმისაწვდომობას.  სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაინერგოს სამედიცინო ბარათების ელექტრონული წარმოების სისტემა. პენიტენციურ უზრუნველსაყოფად კონსტრუქციული დაწესებულებებში წესრიგისა უმნიშვნელოვანესია პერსონალსა და ნდობაზე დაფუძნებული, და და უსაფრთხოების პატიმრებს პოზიტიური შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება. პენიტენციურ დაწესებულებებში 2020 წელს არ მომხდარა უსაფრთხოებისა და სამართლებრივი საკითხებში, რეჟიმის როგორიცაა განყოფილებების კონფლიქტის თანამშრომლების პრევენცია, მედიაცია გადამზადება და ისეთ პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები. ეს პროცესი შეფერხდა ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსით (COVID 19) გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. მნიშვნელოვანია, გადამზადების პროცესი დაიწყოს უახლოეს პერიოდში.  2021 წელს, ყველა დაწესებულებაში ეტაპობრივად გადამზადდნენ უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები დეესკალაციის ოთახებში და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა და ამ ღონისძიების გამოყენებამდე, უსაფრთხოების მიზნის მისაღწევად, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშუალებები არასაკმარისია, დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში გადაყვანა უნდა გამოიყენებოდეს როგორც იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს და პარალელურად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პატიმრისთვის მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ ადეკვატური დახმარების გაწევა.  დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; მნიშვნელოვანია, რომ დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში შექმნილი იყოს უსაფრთხო გარემო, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს იქ მოთავსებული პატიმრის დაზიანების/თვითდაზიანების შესაძლებლობა  დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში შეიქმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებით 2020 წელს კვლავ პრობლემად რჩებოდა პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა. პატიმრების დიდი რაოდენობით და დაწესებულების თანამშრომლების მცირე რაოდენობის თანაფარდობით გამოწვეული დისბალანსი სრულად ვერ უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხო, დაცულ და მოწესრიგებულ გარემოს. გადატვირთულობის პრობლემა დგას როგორც ნახევრად ღია, ასევე დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში. განსაკუთრებით მწვავედ წარმოჩინდა პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და მისგან მომდინარე შედეგები კოვიდ პანდემიის კონტექსტში.  პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა; მისასალმებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ექიმი წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში, ვალდებული გახდა მოახდინოს დაზიანების აღწერა, ფოტოგადაღება და საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნა განურჩევლად იმისა, მიიღო თუ არა პატიმრის ინფორმირებული თანხმობა. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში პენიტენციური დაწესებულების ექიმებს არ ჩატარებიათ დაზიანების დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების ტრენინგი. შემუშავებულია ახალი ტრენინგ-მოდული, რომლის მიხედვითაც იგეგმება სამედიცინო პერსონალის გადამზადება. გადამზადების პროცესი შეფერხდა COVID 19-ის მიზეზით. მნიშვნელოვანია, რომ გადამზადების პროცესი განახლდეს და გაგრძელდეს.  2021 წელს პენიტენციური დაწესებულებების ყველა იმ ექიმს, რომელიც ახდენს დაზიანების დოკუმენტირებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის №633 ბრძანებით დამტკიცებული პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად, ჩაუტარდეს დაზიანების დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების ტრენინგი;  შეისწავლოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირების გაუმჯობესების შესაძლებლობები და შესწავლის შედეგების შესაბამისად შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები, სადაც მკაფიოდ დაზიანების გაიწერება აღრიცხვის ექიმის წესის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესაბამისად დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები; როგორც უსაფრთხოების და წესრიგის კუთხით, ისე ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით არსებული რისკებიდან გამომდინარე, დიდი პენიტენციური დაწესებულებები მცირე და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულებებად უნდა გარდაიქმნას. მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, ნორმალიზაციის პრინციპზე დაფუძნებული ისეთი მცირე და დაწესებულებების დაბალანსებული შესაქმნელად, ინფრასტრუქტურის სადაც მქონე უზრუნველყოფილი პენიტენციური იქნება პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელი გარემო. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს მიეცეს სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.  სახალხო დამცველის აპარატს მისცეს სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა; პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობების გაუმჯობესება და საკნების განტვირთვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, რადგან გადატვირთულ საკნებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დიდ გამოწვევას წარმოადგენს საკნებში ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. 2020 წელს კვლავ გადატვირთულობის პრობლემა იდგა, როგორც ნახევრად ღია, ასევე დახურული ტიპის ისეთი დიდი ზომის პენიტენციურ დაწესებულებებში. სამწუხაროა, რომ N17 პენიტენციურ დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. „ბარაკული“ ტიპის საერთო საცხოვრებლები, სადაც რთულია სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, რაც თავისთავად გამოწვევას წარმოადგენს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. თითოეული პატიმრის 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით საჭიროა დაწესებულებებში მყოფი პატიმრების საკნებში თანაბარი გადანაწილება და გადაყვანა იმავე ტიპის სხვა დაწესებულებებში, პატიმართა საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით. გადატვირთულ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. შესაბამისად, არ მომხდარა ამ დაწესებულებების განტვირთვა.  №17 დაწესებულებაში გაუქმდეს ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები;  პენიტენციურ დაწესებულებებში თითოეულ პატიმარზე უზრუნველყოს 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი; მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული პანდემიის გათვალისწინებით, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. გამოწვევაა რიგ დაწესებულებებში არსებული ფიზიკური გარემო - სანიტარულ– ჰიგიენური მდგომარეობა, რიგ შემთხვევებში შედარებითი ნესტიანობა, არასაკმარისი ხელოვნური და, რიგ შემთხვევებში, ბუნებრივი ვენტილაცია, უსაფრთხო საკნებში და სამარტოო საკნებში არასაკმარისი ბუნებრივი განათება.  შეამოწმოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებში ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; გამოწვევაა N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობა. მნიშვნელოვანია ამ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის პატიმართა რაოდენობასთან დაბალანსების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია და 2019 წელს ფსიქოლოგების საშტატო ერთეული 30-დან 40მდე გაიზარდა, ხოლო სოციალური მუშაკების რიცხოვნება (შემთხვევის ადმინისტრატორები და შემთხვევის მმართველები) კი 2020 წელს 90-დან 120- მდე გაიზარდა, თუმცა გამოწვევა კვლავ დასაძლევია.  კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადების შესაბამისად 2021 წელს უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის დაბალანსება პატიმართა რაოდენობასთან, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის გზით; აუცილებელია იმ სოციალური მუშაკების გადამზადების პროცესის დასრულება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2020 წელს გადამზადების პროგრამაში ჩართული იყო 9 სოციალური მუშაკი, თუმცა ეპიდემიოლგიური მდგომარეობის გამო გადამზადება შეჩერდა.  2021 წლის განმავლობაში უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფა და პატიმრების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. წლებში 2019-2020 სამედიცინო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ პენიტენციური დაწესებულებებიდან 113 სამედიცინო მუშაკი გათავისუფლდა. სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხისთანახმად კი, 2020 წლის ნოემბრის თვიდან, ღია კონკურსის წესით, 32 სამედიცინო პერსონალი დასაქმდა. 2020 წლის ბოლოს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 253-ს შეადგენდა, 109 პოზიცია კი ვაკანტური იყო. სამედიცინო პერსონალის ასეთი მკვეთრი შემცირება და ჯერ კიდევ შეუვსებელი ვაკანსიების არსებობა გავლენას ახდენს დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ვაკანსიების შევსება, რათა არ შეფერხდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდება.  მიიღოს სათანადო ზომები სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილების შესავსებად;  სამედიცინო პროფილის სპეციალისტებთან კონსულტაციის გზით განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების აუცილებელი რაოდენობა და უზრუნველყოს ამ რაოდენობის ექთნებით დაწესებულებების დაკომპლექტება; კვლავ იკვეთება გამოწვევები უწყვეტი სამედიცინო განათლების სფეროში სამედიცინო პერსონალისთვის. 2020 წელს ფთიზიატრებს ჩაუტარდათ ტრენინგი „ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის (LTBI) მართვის სიახლეები“, სხვა ტრენინგები უშუალოდ სპეციალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ ჩატარებულა. სამედიცინო პუნქტებში არსებულ კომპიუტერებს წვდომა აქვს მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიტზე. ინტერნეტზე არსებული შეზღუდვის სრულყოფილი, გამო, სამედიცინო პერსონალი მოკლებულია ოპერატიული ინფორმაცია დიაგნოსტიკისა და მიიღოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების, გაიდლაინების, პროტოკოლების, მედიკამენტების შესახებ,.რაც, თავის მხრივ, შესაძლოა აისახოს სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც. გამოწვევის დასაძლევად მნიშვნელოვანია დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიული ტრენინგებისა და სწავლების ჩატარება.  დაწესებულებების განათლების სამედიცინო ფარგლებში პერსონალისთვის უზრუნველყოს უწყვეტი პროფესიული სამედიცინო ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება; 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მარტის თვის ჩათვლით N8 დაწესებულებაში საპილოტე რეჟიმში იფუნქციონირა სამოქალაქო სექტორის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა სამმა მობილურმა. აღნიშნული ჯგუფი მულტიდისციპლინურ ზრუნვას ახორციელებდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ და 150-მდე ბენეფიციარს მიაწოდა შესაბამისი სერვისი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამა კვლავ გაგრძელდეს. უწყებათაშორისი კოორდინაციის გზით, გარკვეული სერვისები, რომლებიც თემში ინერგება, შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს პენიტენციურ დაწესებულებებშიც. იმისთვის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებს ხელი მიუწვდებოდეთ სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამებზე დაწესებულებებში, საჭირო პერსონალის მობილიზებასთან ერთად, მიზანშეწონილია სერვისის მიმწოდებლების მოზიდვა და სამოქალაქო ინტერვენციის წახალისება.  შემუშავდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლების მოზიდვის სტრატეგია; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციური ჯანდაცვის სისტემისთვის. იმისთვის, რომ პაციენტმა ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარება მიიღოს მნიშვნელოვანია მოხდეს მისი დროული რეფერირება ფსიქიატრთან. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი N2 და N8 დაწესებულებებში პირველადი მოთავსებისას ერთჯერადად, იმ სკრინინგ ინსტრუმენტით ხდება, რომელიც სამედიცინო ბარათში იქნა ინტეგრირებული. სხვა დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი აღარ ტარდება, რადგან სამედიცინო ბარათის ეს ნაწილი უკვე შევსებულია. ზემო აღნიშნული კითხვარის ერთჯერადი შევსება კი არასაკმარისია.  პენიტენციურ დაწესებულებებში დაინერგოს პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი; მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი ჩართული იყვნენ ფსიქიატრიული შეფასების პროცესსა და მართვაში, ამისთვის კი ფსიქიატრსა და დაწესებულების სოციალურ სამსახურს შორის კომუნიკაცია უნდა გაიზარდოს. მნიშვნელოვანია, რომ ნორმატიულ დონეზე გაიწეროს ფსიქიატრიული დახმარების საფუძვლები, სადაც მულტიდისციპლინური გუნდის თითოეული წევრის ფუნქცია და მოვალეობები დეტალურად იქნება გაწერილი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ექიმ-სპეციალისტთა პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის შეზღუდვა ფსიქიატრებსაც ეხებოდა. კანონქვემდებარე ნორმატიულ დონეზე არ არის გაწერილი ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა.  პენიტენციური დაწესებულებების კანონქვემდებარე ნორმატიულ თავისებურებებიდან დონეზე გაიწეროს გამომდინარე, ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების ფსიქიატრთან პატიმრის პროცედურა; უშუალოდ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში რეფერირება ოჯახის ექიმის, მორიგე ექიმის და იშვიათ შემთხვევაში ფსიქოლოგის მიერ ხდება. ოჯახის ექიმებს პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად ინსტრუმენტი არ გააჩნიათ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიშში ხაზგასმულია ოჯახის ექიმებისთვის პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებელი ინსტრუმენტის დანერგვის მნიშვნელობა. საჭიროა, მულტიდისციპლინურ გუნდის მიერ მოხდეს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა საჭიროებების შესწავლა, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ და საჭიროებებზე ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება. მორგებული  მულტიდისციპლინურმა პრობლემების მქონე მკურნალობა არ გუნდმა პაციენტთა ესაჭიროებათ, შეაფასოს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაონ ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიონ შესაბამისი დახმარება; N2, N3, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების გამო, გარკვეულწილად შეიზღუდა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის კუთხით გატარებული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შექმნის მიზნით მუშაობის დაწყება ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, ხორციელდება საზღვარგარეთის პრაქტიკის და გამოცდილების შესწავლა და ანალიზი, რომელიც აპრობირდება და მოერგება ქართულ რეალობასა და მართლმსაჯულების სისტემას.  2021 წელს პატიმრებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე; განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის დაწესებულებების მართვა ეფუძნება სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებს. დახურული და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, დღეღამის უმეტეს პერიოდში იმყოფებიან საკანში და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში - სასეირნო ეზოებში, რომელთა მწირი ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს პატიმართა განტვირთვას და რეკრეაციას. მსჯავრდებულებს, რომლებსაც დადგენილი აქვთ საშიშროების მაღალი რისკი, კანონმდებლობით მეტად აქვთ შეზღუდული გარე სამყაროსთან კონტაქტი. ამ ვითარერბამ შესაძლოა გაამწვავოს პატიმრების ფსიქიკურ მდგომარეობა და გამოიწვიოს პატიმრების მხრიდან აგრესია როგორც პერსონალის, ისე სხვა პატიმრების მიმართ, რისი პრევენციისთვისაც საჭიროა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.  2021 წელს, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა. №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ საშუალება, დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს ისარგებლონ გასეირნების უფლებით; პატიმრობის მოთავსებულ დაწესებულებაში/თავისუფლების არასრულწლოვან აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი უფლებების (მათ შორის საჩივრის შეტანის უფლება) და მოვალეობების შესახებ და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს. არასრულწლოვანთა უფლებების წერილობითი ნუსხა უნდა განსხვავდებოდეს სრულწლოვან პატიმართათვის განკუთვნილი წერილობითი ნუსხისგან. მნიშვნელოვანია სტრუქტურირებულად, არასრულწლოვანს მისთვის გასაგებ დაწესებულებაში (მარტივ) ენაზე შემოსვლისას მიაწოდოს უფლება– მოვალეობების და მოთხოვნა–საჩივრის მექანიზმის შესახებ წერილობითი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა დაწესებულებაში მიღების შემდგომ სოციალურმა მუშაკმა დეტალურად აუხსნას არასრულწლოვანს მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები. ასევე, სათანადო პერიოდულობით ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე; მათ შორის, ზემოაღნიშნული ინფორმაცია არასრულწლოვანისთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე შექმნილი ბროშურის სახით მიეწოდოს არასრულწლოვანს და გამოეკრას პატიმრისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში.  უზრუნველყოს არასრულწლოვანთა მათთვის გასაგებ (მარტივ ენაზე) ინფორმირება უფლება–მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმის თაობაზე; გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა დაწესებულებაში მიღების შემდგომ სოციალურმა მუშაკმა დეტალურად აუხსნას არასრულწლოვანს მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები; ასევე, სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე; მათ შორის, ზემოაღნიშნული ინფორმაცია არასრულწლოვნისთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე შექმნილი ბროშურის სახით მიეწოდოს არასრულწლოვანს და გამოეკრას პატიმრისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში; კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ზრდიან უარყოფითი გავლენის რისკს არასრულწლოვანთა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. არასრულწლოვნებს სარეაბილიტაციო აქტივობების დეფიციტის ფონზე ირღვევა დღის რეჟიმი, რაც არასახარბიელო შედეგების მაპროვოცირებელია. მიზნობრივი აქტივობების ნაკლებობა საზიანოა ნებისმიერი პატიმრისათვის, მაგრამ განსაკუთრებით არასრულწლოვნებისათვის, რომლებსაც გამორჩეულად სჭირდებათ ფიზიკური აქტივობა და აზროვნების სტიმულირება.  უზრუნველყოს არასრულწლოვანთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელება; არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სხვა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობები. უზრუნველყოფილია არასრულწლოვანთა სამჯერადი კვება. გამომდინარე იქიდან, რომ არასრულწლოვანი არის მოზარდი და მას სრულფასოვანი კვება ესაჭიროება, არასრულწლოვანთა ჯანმრთელობისა და სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია ოთხჯერადი კვება.  საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების (№388–№01-18/ნ) მე–4 მუხლის I პუნქტში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმად, არასრულწლოვნები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ასევე უზრუნველყოს არასრულწლოვანთა კვების მენიუში ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის დამატება; პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე, უცხოელი პატიმრები განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ენის ბარიერიდან გამომდინარე გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფებს, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მათი უფლება-მოვალეობებზე. დაუბრკოლრბლად უნდა ახერხებდნენ საჭირო ნივთების შეძენას. უცხოელ პატიმართა ყოფას ართულებს ენის ბარიერით გამოწვეული პრობლემები. პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები, გარდა ერთეულისა, არ ფლობენ საერთაშორისო ენებს. პატიმრებს კი არ აქვთ შესაძლებლობა დაეუფლონ ქართულ ენას. ენობრივი ბარიერი უარყოფითად აისახება დაწესებულების თანამშრომლებთან ურთიერთობებზეც  ყველა უცხოენოვანი პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისთვის გასაგებ ენაზე მისი უფლებების განმარტებით და ინფორმაციის მიწოდებით დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ; აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებით, დაწესებულებებში კიდევ უფრო შემცირდა პერსონალის რაოდენობა. დაწესებულების თანამშრომლების უმეტესობას პენიტენციურ დაწესებულებიდან გაუსვლელად უწევდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაწესებულებებში მუშაობა, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხზე. დაითვირთა დაწესებულებების თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი და პირობები, რამაც დამატებითი გამოწვევები გააჩინა პატიმართა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. 2020 წლის 29 მარტს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შეირჩა 780 თანამშრომელი, 82 რომლებმაც ორი თვის განმავლობაში იცხოვრეს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად მოწყობილ საცხოვრებელ სივრცეებში (ე.წ ყაზარმულ რეჟიმზე). 2020 წლის 30 მაისს დაიწყო 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი 780 თანამშრომლის ეტაპობრივი როტაციის პრინციპი ამოქმედდა მნიშვნელოვანია განხორციელება. თანამშრომელთათვის სარეაბილიტაციო აქტივობების  პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის ჩატარდეს პროფესიული გადაწვის ტრენინგი;  პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს მიეცეს შვებულების სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა; ყაზარმულ რეჟიმზე მყოფ თანამშრომლებს ოჯახის წევრები უკავშირდებოდნენ დაწესებულების სამორიგეოში არსებული ტელეფონით, თუმცა აღნიშნული ტელეფონით თანამშრომლების მიერ ზარის შეუფერხებლად განხორციელება არ იყო შესაძლებელი. ოჯახის წევრებთან საკუთარი ინიციატივით დაკავშირების სურვილის შემთხვევაში, N17 დაწესებულების თანამშრომლებს ესაჭიროებოდათ დირექტორს და დირექტორის მოადგილეების დახმარება, რომლებიც მათ საკუთარი ტელეფონებით აკავშირებდნენ. რაც შეეხება სხვა დაწესებულებებს, ადმინისტრაციის თანამშრომლები სახლში რეკავდნენ მათთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით, რომელიც ადმინისტრაციის შენობაში იყო განთავსებული. დაწესებულებაში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლებისთვის რთული სამუშაო პირობებით შექმნილი სტრესის შემსუბუქების მიზნით, რეკომენდირებულია მათ ჰქონდეთ ოჯახთან და ახლობლებთან დამოუკიდებლად და არასამუშაო დროს, შეუზღუდავად და შეუფერხებლად დაკავშირების შესაძლებლობა.  უსაფრთხოების პირობების დაცვით უზრუნველყოს ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დამოუკიდებლად და შეუფერხებლად დაკავშირების შესაძლებლობა; პენიტენციური ინდივიდუალური დაწესებულებების დაცვისა და პერსონალი სადეზინფექციო უზრუნველყოფილია საშუალებებით. რაც შეეხება ტრეინინგებსა და ინსტრუქტაჟს, მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ნაწილმა გაიარა ტრენინგი COVID-19-ის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საკითხებზე. დაწესებულებების სხვა თანამშრომლებს COVID-19-თან დაკავშირებული რაიმე სახის ტრეინინგი 2020 წელს არ ჩატარებიათ. მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალს ჩაუტარდეს სწავლება ინფექციის კონტროლის (COVID-19-ზე განსაკუთრებული ფოკუსით) შესახებ. სასწავლო თემატიკა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს: პათოგენი, ინფექციის გადაცემის გზები, სიმპტომები და დაავადების კლინიკური მიმდინარეობა; ხელების ჰიგიენა და რესპირატორული ეტიკეტი; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და გარემოსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის დასუფთავება და დეზინფექცია.  შეისწავლოს ინფექციის კონტროლის (COVID-19-ზე განსაკუთრებული ფოკუსით), მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების საკითხებზე როგორც სამედიცინო, ტრენინგის/გადამზადების ისე საჭიროება არასამედიცინო და ასეთი პერსონალისთვის საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სწავლების ჩატარება; პატიმრების პირბადით აღჭურვა ხდებოდა მათი დაწესებულებიდან გაყვანისას ან/და დაწესებულებაში სხვა პირებთან შეხვედრის დროს. დაწესებულებების ტერიტორიაზე გადაადგილებისას პატიმართა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში პატიმრების მომარაგებული უნდა იყვნენ შესაბამისი საშუალებებით. მნიშვნელოვანია, რომ პირბადეს, შესაბამისი წესების დაცვით, იყენებდნენ ის მსჯავრდებულები, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული დაავადებების სიმპტომები.  დაწესებულებებში უზრუნველყონ, რომ პირბადეს იყენებდნენ ის მსჯავრდებულები, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული დაავადებების სიმპტომები; Covid-19-ის გავრცელების პრევენციის ზომებთან დაკავშირებით ინფორმირების თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში რაიმე სახის საინფორმაციო მასალა Covid-19-თან და ინფექციის გავრცელების პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით პატიმრებს არ მიუღიათ. საცხოვრებელ კორპუსებში Covid-19–ის შესახებ რაიმე სახის საინფორმაციო პოსტერი გამოკრული არ იყო. ასეთ ინფორმაციას ისინი ტელევიზიით იღებდნენ. საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია დაწესებულების ადმინისტრაციამ გადადგას ნაბიჯები პატიმართა ინფექციის კონტროლის საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. პატიმართა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მომარაგებისა და ინფორმირების აუცილებლობაზე უთითებს წამების პრევენციის ქვეკომიტეტიც.  გააგრძელოს და გაააქტიუროს კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებთან დაკავშირებული ინფორმაციის პატიმართათვის მიწოდება, როგორც საინფორმაციო პოსტერების გაკვრით, ისე საინფორმაციო ბუკლეტების პატიმრებისთვის გადაცემითა და ვიდეორგოლების გაშვებით; N2 და N8 დაწესებულებებში მოთავსებისას კი პატიმართათვის სწრაფი ტესტირების ჩატარება 2020 წლის ივნისიდან დაიწყო. რაც შეეხება უკვე დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, მათ არ უტარდებოდათ სკრინინგი (მათ შორის თერმოსკრინინგი) ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან პატიმრებს გარე სამყაროსთან კონტაქტი არ ჰქონდათ. მას შემდეგ რაც ქვეყანაში შესაძლებელი გახდება COVID-19-ზე ვაქცინაციის ჩატარება, მნიშნელოვანია, რომ პენიტენციური დაწესებულების პერსონალისა და პატიმრების ვაქცინაცია განხორციელდეს.  გააგრძელოს COVID-19-ზე პატიმართა პერიოდული ტესტირება;  უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულების პერსონალისა და პატიმრების COVID-19 ზე ვაქცინაცია; ცხადია, განსაკუთრებული პირობების შემოღება და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა შეესაბამება პატიმართა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მიზანს, თუმცა აქვე უმნიშვნელოვანესია, შეზღუდვების საპირწონედ შეთავაზებული იყოს გარე სამყაროსთან კონტაქტის ალტერნატიული საშუალებები. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს შეზღუდვების საკომპენსაციოდ გატარდა გარკვეული ღონისძიებები, თუმცა ისინი არასაკმარისია. 2020 წლის 16 მარტიდან, პაემნებზე დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით, პატიმრებს მიეცათ 15 წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო, რასაც აპრილში ერთჯერადად კიდევ 20 წუთიანი სასაუბრო დრო დაემატა. მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა გაიზიაროს ევროპულ სახელმწიფოთა პრაქტიკა და სატელეფონო საუბრის დროს გაზრდასთან ერთად, იზრუნოს პატიმართა ოჯახის წევრებთან ვიზუალური კონტაქტის შენარჩუნებაზე. ამდენად, მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახდეს ხანგრძლივი პაემნების გადაცვლა სატელეფონო ზარებში. ასევე ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების გადაცვლა ვიდეოპაემნებში.  2021 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, მიიღოს დამატებითი ზომები პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდული უფლებების საკომპენსაციოდ; 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, პენიტენციურ დაწესებულებებში გარკვეულწილად შეიზღუდა რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის კუთხით გატარებული ღონისძიებები, რაც განაპირობა პანდემიის გამო პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებამ, რომლის ფარგლებშიც, იმავე წლის 30 მარტს განხორციელდა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დაწესებულებების გარე პერიმეტრზე გაყვანა, რამაც შეაფერხა მათი საქმიანობა და ისინი გარე პერიმეტრიდან ახორციელებდნენ საქმიანობას, შუშის ბარიერს მიღმა ხვდებოდნენ მსჯავრდებულებს და ასევე დაწესებულების შიდა ტელეფონის მეშვეობით უწევდნენ მათ კონსულტაციებს. ამავე პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში შეჩერდა სარეაბილიტაციო აქტივობები. წლის განმავლობაში გარკვეულწილად შეიზღუდა სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან შეხვედრები, კონსულტაციები. რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის კუთხით შედარებით გართულდა ვითარება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში. კვლავ გამოწვევაა დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს გასეირნება. რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის მხრივ სიტუაცია ასევე არ იყო სახარბიელო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც მართალია პატიმრები დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე, მაგრამ ისინი ძირითადად არ იყვნენ დაკავებული რაიმე სახით აქტივობით. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიერ დისტანციურ რეჟიმში ხორციელდებოდა N2, N5, N11 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში უცხო ენის შემსწავლელი კურსები. დამატებით, მიმდინარეობდა მუშაობა სხვა დისტანციურ აქტივობებზე. მისალმებელია ცენტრის მიერ გადადგმულ ნაბიჯი მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო აქტივობების ჩატარების ასეთი ალტერნატივის შეთავაზებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ დისტანციურმა სარეაბილიტაციო აქტივობებმა ყველა პენიტენციურ დაწესებულება მოიცვას. მნიშვნელოვანია შემუშავდეს პენიტენციურ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელების რესოციალიზაციის პროცესის ალტერნატიული შესაძლებლობები. რეაბილიტაციაგაძლიერების, მრავალფეროვანი და სისტემატიური სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია 2021 წელს გაიზარდოს პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა რაოდენობა. ასევე უნდა გაძლიერდეს პატიმრებთან მუშაობა წახალისების გზით, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად  ყველა პენიტენციურ განსაკუთრებულ დაწესებულებაში პირობებში მაქსიმალურად სარეაბილიტაციო აქტივობების უზრუნველყოს ინტენსიურად ჩატარების ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენება;  ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით, უზრუნველყოს სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების პენიტენციურ დაწესებულებებში დაშვება, რათა მათ დაწესებულების შესაბამისი სამსახურების დახმარებით/ხელშეწყობით უზრუნველყონ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა. გაიზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობები. პატიმრებისთვის რეალიზაცია, მნიშვნელოვანია საჩივრების საჩივრის დაუბრკოლებლად და უფლების შეუფერხებლად კონფიდენციალურად გაგზავნის უზრუნველყოფა. დაწესებულებებში, მართალია, საჩივრის ყუთები განთავსებული იყო, თუმცა მათი ნაწილი ვიდეომეთვალყურეობის არეალში ხვდება, რაც კონფიდენციალური საჩივრის ავტორის ამოცნობის შესაძლებლობას იძლევა. დახურული ტიპის დაწესებულებებში კონფიდენციალური საჩივრის დასაწერად საჭირო კონვერტის მიღება უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირების გარეშე. საჩივრის უფლების რეალიზებისათვის, მნიშვნელოვანია პატიმრების თაბახის ფურცლებით, კონფიდენციალური საჩივრების კონვერტებით და საწერი კალმებით უზრუნველყოფა.  უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებებიდან საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობა, მათ შორის კონფიდენციალური საჩივრების კონვერტები განათავსოს იმგვარად, რომ კონვერტის მიღება არ იყოს დაწესებულების თანამშრომელზე დამოკიდებული და არ მოხდეს კონვერტის მიმღები პატიმრის იდენტიფიცირება. ამასთან, ყველა პატიმრისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და მიეცეთ შესაძლებლობა საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტები; პატიმრების მიერ საჩივრის დაწერისა და ყუთში მოთავსების ან დაწესებულების თანამშრომლისთვის მის გასაგზავნად გადაცემის შემდეგ, მათ არ აქვთ ინფორმაცია კორესპონდენციის ადრესატამდე მისვლის შესახებ, რამაც შესაძლოა წარმოშვას ეჭვი, რომ მათი წერილები/საჩივრები არასასურველი შინაარსის გამო შესაძლოა ადრესატამდე ვერ აღწევდეს. ასეთი შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა შესაბამისი მონიტორინგის სისტემატურად განხორციელება.  სისტემური შემოწმების გზით შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევებს ან/და საჩივრების შეტანის გამო პატიმრებზე რეპრესიების განხორციელების ფაქტებს და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა; აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულების დებულება არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემნის უფლებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამის გამო, ის პატიმრები, რომლებსაც სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის გატარება სამკურნალო დაწესებულებაში უწევთ, ვერ სარგებლობენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით.  №18 სამკურნალო დაწესებულების დებულებაში ცვლილებების გზით უზრუნველყოს პატიმართათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მინიჭება და უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა; პენიენციური სისტემის გამოწვევაა უცხოელი პატიმრებისთვის გარე სამყაროსთან და ოჯახთან კონტაქტის შენარჩუნება. იმის გათვალიწინებით, რომ მათი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ისინი პრაქტიკულად ვერ სარგებლობენ პაემნის უფლებით. ამასთანავე, ტელეფონით კომუნიკაციის დამყარებაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. საზღვარგარეთ დარეკვა პატიმრებისთვის ფინანსურ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი პატიმარი საერთოდ ვერ იღებს დახმარებას ოჯახის წევრებისგან. გეოგრაფიული სიშორისა და მაღალი საფოსტო ტარიფების მიზეზით, უცხოელი პატიმრები იშვიათად აგზავნიან/იღებენ წერილებს.  მიიღოს ყველა ზომა, რათა უცხოელ პატიმრებს, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად გამოეყოთ უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად; უცხოელ პატიმართა მძიმე ყოფას ართულებს ენის ბარიერით გამოწვეული პრობლემები. პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები, გარდა ერთეულისა, არ ფლობენ უცხო ენებს. პატიმრებს კი არ აქვთ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა. მდგომარეობა გართულდა კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებული ზომების ფონზე, რადგანაც, ენის შემსწავლელი კურსებიც დროებით შეჩერდა. ენის არცოდნის გამო, უცხოელი გართულებულია პატიმრებს ურთულდებათ ურთიერთობა სამედიცინო ფსიქოლოგებთან პერსონალთან. კონტაქტი, ენობრივი ასევე ბარიერი უარყოფითად აისახება დაწესებულების თანამშრომლებთან ურთიერთობებზეც.  პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, უზრუნველყოს ქართული ენის შემსწავლელი დისტანციური კურსების დანერგვა უცხოელი პატიმრებისთვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას; ყურადღებას ითხოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების სავალდებულო მოსამსახურეების სამხედრო მთავარ სამმართველოში უფლებრივი მომსახურე მდგომარეობა. ისინი მსახურობენ სამ დღეში ერთხელ მორიგეობით, მათი მოვალეობაა, პენიტენციური დაწესებულების პერიმეტრზე განთავსებულ კოშკურებსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე 24-საათიანი მორიგეობა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ- ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მე-17 განყოფილებაში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება მწირია და გამომდინარე იქიდან, რომ მე-17 განყოფილებაში ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეთა უმრავლესობა სხვადასხვა რეგიონის მკვიდრია, მათი ყოველთვიური ანაზღაურება ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე, წელიწადში ორჯერ, ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას.  გაიზარდოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება; სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ- ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მე-17 განყოფილებაში, რომელიც სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებისგან განსხვავებით, ყაზარმულ რეჟიმზეა, მომსახურე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები გარკვეულწილად სრულად ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით, რაც გამოწვეულია სამხედრო მოსამსახურეთა არასაკმარისი რაოდენობით. 2020 წელს მე-17 დაწესებულება დაკომპლექტებული უნდა ყოფილიყო 150 სამხედრო მოსამსახურით, რეალურად კი მხოლოდ 27 სამხედრო მოსამსახურე ირიცხებოდა.  სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ- ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი შვებულებით სარგებლობის საშუალება; საცხოვრებელი პირობების კუთხით გამოწვევაა რიგი პენიტენციური დაწესებულებების სამხედრო განყოფილებებში არსებული მდგომარეობა. შეინიშნება ინდივიდუალური კარადების ნაკლებობა. ოთახებში შეყვანილია ცენტრალური გათბობა. ბუნებრივი განათება და განიავება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ხელოვნური განათება საკმარისი არ არის. რიგ შემთხვევებში, ოთახებში დაზიანებულია ჭერი და იატაკი. გაუმჯობესებას საჭიროებს სასადილო კუთხეში. სანიტარიული მდგომარეობა სველ წერტილებში და  სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი გარე დაცვისა და სამმართველოს ინფორმაციულგანყოფილებებში აღმოიფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმჯობესდეს სანიტარიულჰიგიენური მოთხოვნების დაცვა. 2019 წლის ოქტომბერში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირებისა და მათი უფლებრივი საქართველოს ხელისუფლებამ მდგომარეობის ნებაყოფლობითი გაუმჯობესების ვალდებულების მიზნით, ექვს-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა. საყურადღებოა, რომ 2021 წლის ბოლომდე ხელისუფლებამ ოთხი ვალდებულება უნდა შეასრულოს, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების ხელშეწყობა და ამ მიზნით კანონით დადგენილი 10-წლიანი ვადის განახევრება, სტატუსის დადგენის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოსა და საერთო სასამართლოებში უფასო იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელ სტაციონალურ და ამბულატორიულ მომსახურებებში ჩართვა და ე.წ. „კარდაკარ“ კამპანიის განხორციელება მოქალაქეობის არმქონე პირთა გამოვლენისა და დოკუმენტირების მიზნით. ამრიგად, მოქალაქეობის არმქონე პირთა წინაშე სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებათა უმრავლესობის შესრულების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.  მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 2021 წლის ბოლომდე უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება; ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ შეცვლის პროცედურის შესწავლის მიმართულებით.  შეისწავლოს სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ შეცვლის პროცედურა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა პატიმრების დაცვა ძალადობისგან, რაც მიიღწევა სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებით. ეფექტიანი საშუალებაა პატიმრის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, ასევე შედეგის მომტანია სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვების მსურველი პატიმრების დისტანცირება სხვა პატიმრებისგან. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მუშაობა ძალადობის პრევენციული ზომების გაუმჯობესებისა და გაფართოების მიზნით.  დახვეწოს შესაბამისი ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, მათ შორის, სხვა დაწესებულებებში გადაყვანის, სხვა პატიმრებზე პატიმრებთან კონტაქტის გავლენის მოპოვების სურვილის მქონე პირთა არიდების ან სხვა დამატებითი, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გზით; პენიტენციური დაწესებულებების დებულებების შესაბამისად, დეესკალაციის ოთახში ბრალდებულის/მსჯავრდებული გადაყვანის ვადად კვლავ 72 საათია განსაზღვრული, რაც არ არის შესაბამისობაში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ 2018 წელს საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციასთან. შესაბამისად, უნდა დაიწყოს მითითებული ვადის შემცირების შესაძლებლობის შესწავლა. მნმიშვნელოვანია, რომ პატიმრების დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში გადაყვანა უმეტეს შემთხვევაში ხდებოდეს არა მაქსიმალური ვადით.  შეისწავლოს დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალური ვადის შემცირების შესაძლებლობის საკითხი და ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალური ვადის შემცირების შემთხვევაში, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აღმოიფხვრება დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო საკანში მოთავსების საფუძველი. პატიმარი, ადეკვატური დახმარების მისაღებად, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს №18 სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა სამოქალაქო დაწესებულებაში; დეესკალაციის ოთახებში და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა და ამ ღონისძიების გამოყენებამდე, უსაფრთხოების მიზნის მისაღწევად, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშუალებები არასაკმარისია, დეესკალაციის ოთახში და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში გადაყვანა უნდა გამოიყენებოდეს როგორც იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება და პარალელურად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პატიმრისთვის მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ ადეკვატური დახმარების გაწევა. ხოლო, თუ მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა არასაკმარისი იქნება ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნის მისაღწევად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. დაიწყოს მუშაობა დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრის  მოთავსების ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდველი, ეფექტიანი ინსტრუმენტების შესაქმნელად (პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და სხვა), რაც უფრო მეტად გახდის შესაძლებელს დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრის მოთავსება გამოყენებულ იქნეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება. იმავდროულად, დაიწყოს მუშაობა უფრო მაღალი სტანდარტის განსასაზღვრად ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროების დასაბუთებისათვის. მითითებული ინსტრუმენტების შექმნისა და სტანდარტის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში;  „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების ჩატარების გზით: o შეისწავლოს N2, N3, N6 და N 8 განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებილებეში აქვს თუა არა ადგილი ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების გამოყენების და ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობის ფაქტებს და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; o შეისწავლოს N2, N3, N6 და N 8 განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში აქვს თუ არა ადგილი დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით პატიმრების გადაყვანის ფაქტებს და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბმისი რეაგირება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში პატიმრები იზოლირებული არიან საკმაოდ ხანგრძლივი დროით. ასეთი დროის მაქსიმალური ზღვრის დადგენა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას, იმავდროულად შესაძლებელია დაწესდეს გამოყენებული ღონისძიების პერიოდულად გადასინჯვის ვალდებულება. ასეთი პრაქტიკის დასანერგად საკითხი საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და შედეგების მიხედვით მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.  შეისწავლოს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადის განსაზღვრის, აგრეთვე ამ ღონისძიების გამოყენების შემდეგ გარკვეული პერიოდულობით მისი გადასინჯვის შესაძლებლობა და ამგვარი მიდგომის მიზანშეწონილობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები ასეთი პრაქტიკის დასანერგად; სრული შემოწმება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტული და დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე, ადამიანის პატივისა და ღირსების პატივისცემის პირობებში და მკაფიოდ დადგენილი პროცედურებით, რა დროსაც ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს რისკები და გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დამონტაჟდეს სკანერის აპარატი და უზრუნველყოფილი იყოს სრული შემოწმების ალტერნატივად მისი გამოყენება. ამასთანავე, სკანერის, როგორც ალტერნატიული მეთოდის, გამოყენების შემთხვევაში, დამატებით არ უნდა გამოიყენებოდეს შემოწმების სხვა მეთოდები.  სრული შემოწმების დროს უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება რისკის ინდივიდუალურ შეფასებაზე, თანაზომიერების პრინციპების დაცვაზე და უფრო აქტიურად გამოიყენოს ალტერნატიული მეთოდების (სკანერის) შეთავაზება, როდესაც აღნიშნული საფრთხეს არ უქმნის უსაფრთხოების ინტერესს; მიიღოს ზომები სრული შემოწმებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების პრევენციისთვის; უცხოელ პატიმართა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მნიშვნელოვანია, საკნებში განაწილებისას მაქსიმალურად გაითვალისწინონ მათი ენობრივი, რელიგიური და კულტურული თავისებურებები. ასევე, საკვების მომზადების დროს არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების საჭიროებები.  შეისწავლოს პატიმართა საკნებში განთავსების დროს მათი ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების, აგრეთვე საკვების მომზადების დროს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინების შესაძლებლობები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; პენიტენციურმა სამსახურმა ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს არასრულწლოვანი პატიმრების სრული შემოწმებისა და დეესკალაციის ოთახში მათი მოთავსების პრევენციისთვის. პერიოდულად უნდა შემოწმდეს, ხომ არ აქვს ადგილი ასეთ პრაქტიკას და გამოვლენის შემთხვევაში უნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება, რასაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება.  არასრულწლოვანი პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსებისა და მათი სრული შემოწმების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოს №8 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ასეთი პრაქტიკის არსებობის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს კანონშესაბამისი რეაგირება; მიზანშეწონილია, უსაფრთხო საკნების ნაცვლად არსებობდეს სპეციალურად მოწყობილი დამამშვიდებელი ოთახი, რომელიც მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით უნდა გამოიყენებოდეს და მისი ხანგრძლივობა რამდენიმე საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამ დროის განმავლობაში, არასრულწლოვნებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ადამიანური კავშირი და მიმდინარეობდეს მულტიდისციპლინური მუშაობა მათი დამშვიდების, რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და ქცევის კორექციისთვის აუცილებელი სამომავლო აქტივობების დაგეგმვის მიზნით. აღნიშნული ნოვაციის დანერგვამდე უნდა მოხდეს მისი ეფექტიანობის შესწავლა.  შეისწავლოს სპეციალურად მოწყობილი დასამშვიდებელი ოთახების ეფექტიანობა (მათ შორის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით) და მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში გამოვლენისას დაინერგოს. უსაფრთხო მიიღოს საკნების ზომები, რათა ნაცვლად შესაბამისი ასეთი ოთახების საჭიროების გამოყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა დისტანციურად სასამართლო სხდომების ჩატარების წინაპირობები და წესები. ამ ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში, სასამართლო უფლებამოსილია, პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სხდომა დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართოს გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში და არა უპირობოდ ყველა, არამედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს უზრუნველყონ მართლმსაჯულების სისტემის იმგვარი მუშაობა, რომელსაც არ მოჰყვება თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებების დარღვევა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებისა და კონსტიტუციური პრინციპების ხელყოფა.  „დისტანციური წესით სასამართლო სხდომების შეუფერხებლად გამართვისთვის და სასამართლო სხდომებზე ბრალდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოსთან კონსულტაციით შეისწავლოს არსებული ინფრასტრუქტურისა და კომპიუტერული ტექნიკის გაუმჯობესებისა და მოცულობის გაზრდის საჭიროება და ასეთი საჭიროების დადგენის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“ იმ დაწესებულებებში, სადაც ვიდეოზარის განხორციელება შესაძლებელია, ვიდეოპაემნის გამოყენების არა ზრდის, არამედ კლების სამწუხარო ტენდენცია შეინიშნებოდა. ეს, სავარაუდოდ, პატიმრის ოჯახის წევრის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადების სავალდებულობას უკავშირდება და პანდემიით გამოწვეული, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო (განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს), მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ უწყებაში გამოცხადებას. ცხადია, პანდემიის გამო პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღება და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა შეესაბამება პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზანს, თუმცა გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის რეკომენდაციის, ასევე, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, შეზღუდვების საპირწონედ შეთავაზებული იყოს გარე სამყაროსთან კონტაქტის ალტერნატიული საშუალებები.  შეისწავლოს საკითხი, რათა მოხდეს საერთო წესიდან ისეთი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობის იდენტიფიცირება, რა დროსაც, კონკრეტულ შემთხვევებში ვიდეოპაემნების განხორციელებისთვის პატიმრის ოჯახის წევრს აღარ მოუწევს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადება და შეძლებს უსაფრთხო აპლიკაციის გამოყენებით გამარტივებულად განახორციელოს ვიდეოპაემანი; განსაკუთრებით საყურადღებოა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობა, რადგან მათი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ისინი პრაქტიკულად ვერ სარგებლობენ პაემნის უფლებით. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი პატიმრებისთვის შეუფერხებელი სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. საზღვარგარეთ დარეკვა პატიმრებისთვის ფინანსურ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. გეოგრაფიული სიშორისა და მაღალი საფოსტო ტარიფების მიზეზით, უცხოელი პატიმრები ძალზე იშვიათად აგზავნიან/იღებენ წერილებს.  შეისწავლოს უცხოელ პატიმართა მიერ საზღვარგარეთ დარეკვის უფლების განხორციელების გაუმჯობესების შესაძლებლობები და მიიღოს პრევენციული ზომები ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად;  შესაბამის კომპანიებთან აწარმოოს მოლაპარაკებები და დაამუშაოს საკითხი, რათა უცხოელმა პატიმრებმა, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების განხორციელება შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად; პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება მცირეა და რთულია ამ ანაზღაურებით ისეთი საჭიროებების დაკმაყოფილება, როგორიცაა საკვები, ტრანსპორტირება მათი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე, ჰიგიენის საშუალებები და სხვა.  შეისწავლოს სპეციალური პენიტენციური ინფორმაციულ-ტექნიკური განყოფილებებში სამსახურის უსაფრთხოების მე-17 (გარდა გარე მთავარი განყოფილებისა) დაცვისა და სამმართველოს ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკვების, ჰიგიენური საშუალებებისა ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ანაზღაურების საჭიროება და და ასეთი საჭიროების დადგენის შემთხვევაში გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები; პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა პატიმართა გარკვეულმა ნაწილმა ვერ მოახერხოს სხვა პატიმრების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა.  გაძლიერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის წინააღმდეგ შემდგომი პრევენციული ღონისძიებები. იუსტიციის მინისტრის მიერ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს განცალკევების გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა N8 დაწესებულებებიდან არასრულწლოვანთა გადაყვანას, ხოლო 2020 წლის დეკემბრისთვის N2 და N11 დაწესებულებებში არასრულწლოვნებისთვის ცალკე ინფრასტრუქტურის მოწყობას. ობიექტურ მიზეზთა გამო გეგმის ამ ნაწილის შესრულება ვერ მოხერხდა. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.  დაიგეგმოს საჭირო ღონისძიებები №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ფინანსური არასრულწლოვან შესაძლებლობების ბრალდებულთა გათვალისწინებით იზოლირებისთვის დაიწყოს და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; პენიტენციური სამსახურის №2, №10, N12 და №N18 დაწესებულებები არ არიან უზრუნველყოფილნი ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ შესაძლებლობით სარგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრების ოჯახებთან კომუნიკაციისთვის, რადგან ვიდეოპაემნის გამოყენება ჩაანაცვლებს პირისპირ კომუნიკაციის შეუძლებლობას.  შეისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში ეტაპობრივად აღჭურვოს №2, №10, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები ვიდეოპაემნისათვის აუცილებელი ინფრასტუქტურით; საქართველოს პროკურატურა: საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებისას დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რაც შეჩერებულია აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. დასახელებული საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.  ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები შემოწმების დასრულების შემდეგ აცნობოს საზოგადოებას, ამასთანავე, შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების მასალები კანონით განსაზღვრული წესით გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; რიგ შემთხვევაში, სათანადოდ არ შესრულდა სიცოცხლის უფლების დარღვევისას ეფექტიანი გამოძიების თვალსაზრისით, საქართველოს ვალდებულება. მნიშვნელოვანია, პროკურატურის ზედამხედველობის გენერალურმა მიერ გაწეული გაძლიერების პროკურორმა პარლამენტისადმი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას წარადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის მიმართულებით გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს), პროკურორმა აღკვეთის თაობაზე; წარმოადგინოს მიმართულებით ინფორმაცია გატარებული ან/და საქმის საქართველოს სიცოცხლის სისხლის ცალკეულ გენერალურმა უფლების ხელყოფის სამართლის პოლიტიკის არაეფექტიანი გამოძიების პრევენციის მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე სახალხო დამცველს ჰქონდეს დაშვება.  სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ; პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე წარმოებული ეფექტიანი გამოძიებისას არსებითია გარდაცვალების წინარე პერიოდში პატიმართათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის ადეკვატურობის და არასათანადო ან დაგვიანებული მკურნალობის როლის შეფასება.  პატიმრების გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში საფუძვლიანად შეისწავლოს გარდაცვლილი პატიმრის სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ადეკვატურობა, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციის კომპეტენტური ექსპერტიზის ჩატარების გზით; 20-21 ივნისის საქმეზე, ამ ეტაპზე, ჩატარებულია 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხულია 800-მდე პირი. ამავე დროს, გამოძიება არ არის დასრულებული და დგას მისი გაგრძელების საჭიროება. ხსენებული საქმის ეფექტიანად გამოძიების გარშემო არსებული წუხილების გასაქარწყლებლად მეტად ინტენსიურად და გამჭირვალედ უნდა წარიმართოს ინფორმაციის შესწავლა სხვა ეპიზოდების დადგენის, სათანადო საფუძვლების არსებობისას დაზარალებულად ცნობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2019 წლის 20-21 ივნისს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე განაგრძოს ეფექტიანი გამოძიების წარმოება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძვლით, 2020 წელს 44 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. საანგარიშო წელს სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა იმ საქმეებზე, რომელთა გამოძიება 20152017 წლებში დაიწყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძვლით. რიგი საქმეების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მეტი გამჭირვალობა, რაც შესაძლებელს გახდის ობიექტურად შეფასდეს საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა ეფექტიანი რეაგირების პერსპექტივიდან.  არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებთან მიმართებით წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის პროგრესის შესახებ აცნობოს საზოგადოებას, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; გაუმჯობესებული ტენდენციაა, რომ სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესწავლისას, განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებული დანაშაულების შემთხვევაში, გამოძიებისას ხდება სიძულვილის მოტივის გამოკვეთა, სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არასათანადო გამოძიება (მაგალითად, კონკრეტული პირებისთვის თუმცა გამოწვევად დაზარალებულის სტატუსის რჩება მინიჭება, სიძულვილის მოტივის გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებების დროული და სათანადო წარმოება).  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს), ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებით გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; პრობლემად კონკრეტული რჩება ადრეულ შემთხვევების ასაკში ეფექტიანად ქორწინების, როგორც მართვა რეფერირების და პრევენცია, ისე მექანიზმის გამართულად მუშაობა. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2020 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 131 შემთხვევა შეისწავლა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო. განათლების სამინისტროში სკოლის ქორწინების გამო მიტოვების 20 შემთხვევაზე უთითებენ.  ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების - ქორწინების იძულება და სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, მიმართულებით გაგრძელდეს, ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევაში 2021 წლისთვის დაინერგოს დანაშაულების გაანალიზების პრაქტიკა და სქესის და ასაკის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, 2015-2020 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ. ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულის ფაქტებზე 2016-2020 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პირის 22 მიმართ. ამავე დროს, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებთან და ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიმართ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე არაერთი გამოძიება მიმდინარეობს, რომლებშიც საგამოძიებო უწყებებს ჯერ არ გამოუკვეთავთ და დაუყენებიათ დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. რიგი საქმეების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.  არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას აცნობოს მედიის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ სხვადასხვა დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროგრესის თაობაზე, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; 20-21 ივნისის საქმეზე, ამ ეტაპზე, ჩატარებულია 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხულია 800-მდე პირი. ამავე დროს, გამოძიება არ არის დასრულებული და დგას მისი გაგრძელების საჭიროება. ხსენებული საქმის ეფექტიანად გამოძიების გარშემო არსებული წუხილების გასაქარწყლებლად მეტად ინტენსიურად და გამჭირვალედ უნდა წარიმართოს ინფორმაციის შესწავლა სხვა ეპიზოდების დადგენის, სათანადო საფუძვლების არსებობისას დაზარალებულად ცნობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.  არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას აცნობოს 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; საარჩევნო პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულების თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა. გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაშია კენჭისყრის დღეს მომხდარი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ფაქტების გამოძიება, რომელთაგან ნაწილი ეხება ძალადობრივ ფაქტებსა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებს. ხსენებულ საქმეებზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.  განაგრძოს 2018, 2019, 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ყველა ძალადობრივ ქმედებასთან და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან მიმართებით ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარმართული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე;  „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია 2018, 2019 და 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ყველა ძალადობრივ ქმედებასთან და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა ხელშესახები შედეგები საყდრისიყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების, ასევე, რუისი– რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში.  არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის დანაშაულთა სიმრავლის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ მწვავე პრობლემაა არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე კადრების სიმცირე და მათი დაბალი კვალიფიკაცია. გამომძიებლების, მიუხედავად იმისა, პროკურორებისა რომ და ეტაპობრივად მოსამართლეების ხორციელდება გადამზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, გამოწვევაა შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით.  გააგრძელოს სქესობრივი დანაშაულის სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პერიოდული გადამზადება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მიმართულებით და უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე არასრულწლოვნებთან მომუშავე მოწმე/დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების მოდულის შემუშავება და მათი გადამზადება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: სახალხო დამცველი 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში ითხოვდა იმ იზოლატორების რაოდენობის გაზრდას, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, ხოლო იმ იზოლატორებში, სადაც დაკავებულთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე არ ხელშეკრულების იგეგმება სამედიცინო საფუძველზე პუნქტების დასაქმებას. სახალხო გახსნა, ითხოვდა დამცველი ექიმების მიიჩნევს, რომ რეკომენდაცია შესრულებულია ნაწილობრივ. ამდენად, რეკომენდაცია მოცემულია 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც.  გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი; ამასთანავე, იმ იზოლატორებში, სადაც დაკავებულთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, არ იგეგმება სამედიცინო პუნქტების გახსნა, ექიმები დაასაქმონ ხელშეკრულების შესაბამისად; ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა წლების მსგავსად, დროებითი მოთავსების იზოლატორების ხარვეზებით ექიმები დაკავებულის ადოკუმენტირებენ. დამუშავებული სტამბოლის სხეულზე სპეციალური პროტოკოლის არსებულ დაზიანებებს პრევენციული მიხედვით, კვლავ ჯგუფის დოკუმენტირებული მიერ 377 შემთხვევიდან ფოტო გადაღებული იყო 67 (17.7%) შემთხვევაში. ამასთან, ანგარიშის თანახმად, დროებითი მოთავსების იზოლატორებში კვლავ არ არის დადგენილი სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად გადაღებული ფოტოების შენახვის ერთიანი წესი.  დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტარდეთ ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; სახალხო დამცველი მიუთითებს, რიგი დროებითი მოთავსების იზოლატორები არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციითა და განათებით. ზოგიერთი იზოლატორი საჭიროებს კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. 2020 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შემოწმებულ არცერთ იზოლატორში არსებული გარემო არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ანგარიშში კვლავ პრობლემურად არის შეფასებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში ნახევრად იზოლირებული სანიტარული კვანძის არსებობა 2 ან მეტ ადგილიან საკნებში.  უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული საყოფაცხოვრებო კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება. ანგარიშში მითითებულია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებში პრობლემად რჩება ძალადობის სწორად იდენტიფიცირება. განსაკუთრებით პრობლემურია ეკონომიკური ძალადობის გამოვლენა და ძალადობის რიგი შემთხვევების გენდერული პერსპექტივით შესწავლა. ამასთანავე, სახალხო დამცველი მიესალმება გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის მაჩვენებლის ზრდის ტენდენციას. საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაგრძელდეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთანავე, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმეებში, სადაც ჩართული არ არის მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი, პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან მსხვერპლის ინფორმირება თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების მომსახურების შესახებ. თითოეული შემთხვევის მართვისას უზრუნველყოს მოწმისა და დაზარალებულის  კოორდინატორის სამსახურის ჩართულობა და მოახდინოს მსხვერპლის ინფორმირება კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ, რამაც გაზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და შეამცირა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა.  პანდემიის პერიოდში გაძლიერდეს მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები და საშუალებები დაცული შეტყობინებების შესაძლებლობების გაზრდის მხრივ, მათ შორის, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით; ანგარიშის თანახმად, გამოწვევად არის მიჩნეული ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის თავიდან არიდება და კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევების მიხედვით, პრობლემად არის მიჩნეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინაცია და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა.  მიიღოს პრევენციული ზომები, მათ შორის აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შესამცირებლად/თავიდან ასაცილებლად; ანგარიშში მითითებულია, რომ ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, სახელმწიფო არ ატარებს მკაცრ პოლიტიკას ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის ფაქტების წინაააღმდეგ საბრძოლველად და აღნიშნულის საილუსტრაციოდ ყურადღება გამახვილებულია გაჭიანურებულ საგამოძიებო მოქმედებებზე. ქვემო ქართლის რეგიონში, კვლავ შეინიშნება ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში, სოფლის უხუცესების (აღსაკალები) გავლენა, რომლებიც საქმის მორიგებით დასრულების პროცესში არიან ჩართულნი.  უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და უბნის ინსპექტორის როლის გაძლიერება, ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით კი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სათანადოდ ინფორმირებისთვის. ანგარიშის თანახმად, პრობლემად არის მიჩნეული არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე კადრების სიმცირე, მათი კვალიფიკაცია და მსხვერპლ ბავშვებზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების გადამზადების პარალელურად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური გადამზადების ძალადობის მოდულით. ამ დანაშაულების საკითხებზე სპეციფიკაზე კვალიფიკაციის მორგებული ამაღლების კუთხით მხარდაჭერას არ იღებენ სოციალური მუშაკები, რომელთა პასუხისმგებლობაცაა დროულად შეაფასონ მსხვერპლი ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები და გამომძიებლების და უზრუნველყონ ბავშვისა და მისი ოჯახების მხარდაჭერა-გაძლიერება.  ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე, მოწმე/დაზარალებულის კოორდინატორებისთვის შემუშავდეს გადამზადების მოდული და მოხდეს მათი გადამზადება; სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის საკითხი განსხვავებულად რეგულირდება. ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ხოლო 3 დღეში ერთხელ სამუშაო მოსამსახურეები რეჟიმზე კვების მყოფ საბარათე რიგ სამხედრო სისტემაზე განყოფილებებში, იმყოფებიან. სამხედრო ანგარიშში ასევე მითითებულია ცალკეული განყოფილების შესახებ, სადაც სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი არიან მხოლოდ მშრალი ულუფით.  ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სადღეღამისო განწესში ყოფნის დღეს, თითოეული სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყონ სრულფასოვანი, სამჯერადი კვებით; სახალხო დამცველის მიერ შემოწმებული იქნა ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს, პირველი განყოფილების მეორე ქვეგანყოფილება, პირველი სამმართველოს პირველი განყოფილების პირველი ქვეგანყოფილება, პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების მესამე ქვეგანყოფილება (ერთ-ერთი ლოკაცია), პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების პირველი ქვეგანყოფილება, პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების მეორე ქვეგანყოფილება, მეორე სამმართველოს პირველი განყოფილების პირველი ქვეგანყოფილება (ერთ-ერთ ლოკაციაზე). შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების საჭიროება.  ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა ნაწილში აღმოიფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმჯობესდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა; ანგარიშის თანახმად, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებით გამოვლინდა, რომ კვლავ ფიქსირდება შსს-ს ზოგიერთ ქვედანაყოფში ვადიანი სამხედრო მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ისეთი არასაწესდებო დასჯის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა, დამატებითი ფიზიკური აქტივობა (სირბილი, აზიდვა, ბუქნები). ამასთან, არასაწესდებო დასჯის ეს მეთოდები გამოიყენება „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ - პრინციპით, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ერთი ადამიანის დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, ისჯება მთელი ოცეული.  აღმოიფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. ამის გასაკონტროლებლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალოს, სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯებს; დისციპლინური გადაცდომის საქმეებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არ აღინუსხება 2019-2020 წლებში, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები. ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მიმართ წარმოებული დისციპლინური გადაცდომის საქმეების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ხარვეზები.  დისციპლინური საქმეების პასუხისმგებლობის ზომის წარმოება, დაკისრება განხილვა და განხორციელდეს დისციპლინური - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული დისციპლინური საქმეების წარმოების წესის შესაბამისად; სახალხო დამცველი გამოწვევად მიიჩნევს სტატუსის დადგენის პროცედურის გადატვირთულობას. მიგრაციის სამთავრობო სტრატეგიის მიხედვით, „თავშესაფრის ეროვნული სისტემა მოცემული სახით ეფექტიანად ფუნქციონირებს წელიწადში 1,000მდე განაცხადის მიღების პირობებში. 1,000-ზე მეტი განაცხადის მიღებისას სისტემა იტვირთება და ვერ ახორციელებს შესაბამისი პროცედურების ეფექტიან აღსრულებას, რაც გამოიხატება განსახილველი განცხადებების დაგროვებაში, დაჩქარებული პროცედურის ან პრიორიტეტული განხილვის წესით ჩატარების შეუძლებლობაში. სახალხო დამცველი ასკვნის, რომ თავშესაფრის ეროვნული სისტემა გადატვირთულია და მიიჩნევს, რომ ამით წარმოიშობა პროფესიული გადაწვის, თავშესაფრის სისტემის გამართული მუშაობის შეფერხებისა და დასაბუთებულობის ხარისხის გაუარესების რისკები. მიღებულ გადაწყვეტილებათა თავშესაფრის ეროვნული სისტემის გადატვირთულობასთან დაკავშირებულ  პრობლემაზე რეაგირების მიზნით, შეიმუშაოს და განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საგრძნობლად გაუმჯობესდა პირველი 24 საათის განმავლობაში ადვოკატის საქმეში ჩართვის მაჩვენებელი, ამ მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ დაკავებული პირის მიერ ადვოკატის მოთხოვნის ან დაკავშირების დრო კვლავ არ აღირიცხება. უზრუნველყოს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების  მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირება და აღნიშნულ პროცესზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელება; ანგარიშში, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ჩანაწერები კვლავ თან ერთვის დაკავებულის პირად საქმეს იმ დაწესებულებებშიც, სადაც არსებობს სამედიცინო პუნქტი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაკავებული პირების სამედიცინო მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, იმ დაწესებულებებში, სადაც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმები უნდა ინახებოდეს დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებთან. შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც  სამედიცინო ოთახი ფუნქციონირებს, უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმების დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებთან შენახვას; ანგარიშში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი არ შეიცავს გრაფას, სადაც პოლიციის თანამშრომელმა უნდა მიუთითოს დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.  შევიდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №625-ე ბრძანებაში და №9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; გამოიყენეს თუ არა იძულების ზომა და რა ფორმით; დროებითი მოთავსების იზოლატორებში პრევენციული ვიზიტებისას მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებთან შეხვედრა უმეტესად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ანგარიშში მითითებულია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში არ არის კარგად იზოლირებული ინფრასტრუქტურა და დაკავებულს დისტანციური შეხვედრების ოთახში მარტო არ ტოვებენ, დისტანციური კონფიდენციალური გარემო, ჩართვის რაც დროს გავლენას არ ახდენს არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთან გულახდილად საუბარზე.  უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს შორის შეხვედრების კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება; სახალხო დამცველი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეთა შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ პრობლემად რჩება ძალადობის სწორად იდენტიფიცირება. პრობლემურია ეკონომიკური ძალადობის გამოვლენა და ძალადობის რიგი შემთხვევების გენდერული პერსპექტივით შესწავლა. ანგარიშის თანახმად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, რაც დადებითად არის შეფასებული, თუმცა იქვე მითითებულია, რომ რიგ საქმეებში ამ მოტივის გამოკვეთა კვლავ პრობლემად რჩება.  ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით, განსაზღვროს გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესი სქესობრისი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საქმეებზე; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინტიმური პარტნიორისგან ძალადობის შემთხვევაში, გეი/ბისექსუალ კაცებს არ აქვთ საშუალება, მიიღონ ადეკვატური დაცვისა და დახმარების სერვისები. გამოწვევად არის მიჩნეული ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვაც.  გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი ინტიმურ პარტნიორთა შორის, მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს შორის ძალადობის ფაქტებზე და პროქტიულად გამოქყვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო წელს, კვლავ პრობლემურ საკითხადაა მიჩნეული ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის გამო, მათ წინააღმდეგ ჩადენილი ყველა სახის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე სათანადო სტატისტიკის წარმოება, რაც ხელს უშლის მსგავსი ფაქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და ართულებს მათზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღრიცხავს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, თუმცა უწყების მიერ წარმოებული სტატისტიკა არ მოიცავს ინფორმაციას მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, დევნის, მუქარისა თუ სხვა სახის დანაშაულების საფუძველზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე.  განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი ჟურნალისტების წინააღმდეგ მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე და პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; ანგარიშში მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ არ იწარმოება ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევების აღრიცხვა. წინა წლების მსგავსად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტრო აწარმოებს 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის ერთიან სტატისტიკას, რაც ვერ ასახავს ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ზუსტ მონაცემებს. სახალხო დამცველი უთითებს გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებაზე, რომლის თანახმად ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის უქონლობა შეუძლებელს ხდის ძალადობის მაპროვოცირებელი გარემოებების გამოვლენას, შემდგომში სათანადო პრევენციული მექანიზმების შემუშავებას და მათ სრულყოფას.  განახორციელოს ეფექტიანი განხორციელებულ ოჯახში მონიტორინგი ძალადობის ხანდაზმულ ფაქტებზე პირთა და მიმართ პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; ანგარიშში მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სამსახურის მოსახდელად განაწილებული წვევამდელი, გადის სპეციალურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩარიცხვისას, ზოგიერთ წვევამდელს სწავლების გავლა უწევს 45 დღის განმავლობაში, ზოგიერთს კი 20 ან ნაკლები ვადით. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით, კონკრეტულ ნაკადში გაწვეულმა (საგაზაფხულო ან საშემოდგომო გაწვევა) შემადგენლობამ სამხედრო ფიცი ერთდროულად უნდა დადოს. აღნიშნული ნაკადის სრულ დაკომპლექტებამდე, გაწვევის საწყის ეტაპზე მიღებულ წვევამდელებს, ხშირად უწევთ დაელოდონ ნაკადის სრულ დაკომპლექტებას, დამატებით, საშუალოდ - 2 კვირამდე ვადით, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სწავლება გავლილი აქვთ და მზად არიან სამხედრო ფიცის დასადებად.  მიიღოს ზომები, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის მოსახდელად სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სწავლება განხორციელდეს ერთი და იმავე ვადით ყველა წვევამდელისთვის; ანგარიშში მითითებულია, რომ შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ ყაზარმებში, ვიდეომეთვალყურეობის მათ შორის, კამერები. საძინებელ მონიტორინგის ოთახებში დროს დამონტაჟებულია გამოვლინდა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო ნაწილების საძინებელი ოთახები ასევე განკუთვნილია გამოსაცვლელ ოთახად და თავისუფალ დროსაც, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, უმეტეს შემთხვევაში, საძინებელში ატარებენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა გასამხედროებულ ქვედანაყოფში, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოს გამოსაცვლელი სივრცის არსებობა, სადაც არ იქნება დამონტაჟებული მეთვალყურეობის კამერები; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში კვლავ ხარვეზებით იწარმოება დაკავებულ პირთა შესახებ დოკუმენტაცია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებული 62 პოლიციის დაწესებულებიდან 27 დაწესებულებაში ჟურნალების შევსების ხარვეზები გამოვლინდა.  უზრუნველყოს პოლიციის დაწესებულებებში თანამშრომლებისთვის წარმოებული ჟურნალების ინსტრუქტაჟის შევსების ჩატარება თაობაზე, ასევე მიეწოდოთ ჟურნალის შევსების სახელმძღვანელო ინსტრუქცია; ანგარიშში აღნიშნულია, რომ ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიან როგორც ყაზარმულ, ისე 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე. ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 40 ლარს, ხოლო 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე მყოფი სამხედროების ანაზღაურება 24.85 ლარია. ანგარიშის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე საკუთარი ხარჯებით უწევთ გადაადგილება.  შეისწავლოს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე, ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა, განსაზღვროს ამისათვის აუცილებელი რესურსის მოცულობა და შეიმუშაოს აღნიშნული საკითხის გადაჭრის გეგმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ანგარიშის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობენ სამ დღეში ერთხელ, არ არიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტირების ხარჯები მათი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე. მათ არ ეძლევათ ჰიგიენის საშუალებები და საკუთარი ხარჯებით უწევთ მათი ყოველთვიური ხელფასი 52 ლარს შეადგენს. შეძენა, იმ პირობებში, როდესაც მათი  გაგრძელდეს მუშაობა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების გაზრდაზე; ანგარიშში, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებთან ჩატარებულ ინტერვიუებზე დაყრნობით, მითითებულია, რომ რიგ სამხედრო ნაწილებში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენების ფაქტებს (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ პრინციპით.  გაგრძელდეს მონიტორინგი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებაზე და ჯგუფური დასჯის პრაქტიკაზე და ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნას მისი აღმოფხვრა; ანგარიშში მითითებულია, რომ პრობლემად რჩება თარჯიმნის შტატის არარსებობა იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადიან. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ძალებში საწყისი საბრძოლო მომზადების მიმდინარეობისას, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მოწვეული პედაგოგები ასწავლიან ქართულ ენას, მხოლოდ ამ პერიოდში ჩატარებული მეცადინეობები არ არის საკმარისი ქართულად დამოუკიდებლად მეტყველებისთვის.  უზრუნველყოს სამხედრო წარმომადგენლებისათვის ნაწილებში სამხედრო მყოფი ეთნიკური მოსამსახურეებსა და უმცირესობების მეთაურებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა; ამ მიზნით, განიხილოს თარჯიმნის აყვანა იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიაში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრ - კრწანისში და საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტთან წვდომა. განახორციელოს მონიტორინგი სამხედრო ნაწილებში სავალდებულო სამხედრო  მოსამსახურეებისთვის პროფესიული სამხედრო მოსამსახურეების თანაბრად ინტერნეტზე წვდომის საკითხზე და პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: სახალხო დამცველი წარმოდგენილ ანგარიშში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ისევე როგორც გასულ წელს, 2021 წელსაც, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მონიტორინგსა და მკურნალობას, რაც პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების მიზეზი ხდება. პრობლემას წარმოადგენს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ოჯახის ექიმზე ხელმისაწვდომობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების საკითხი.  შეიტანოს ცვლილება გაითვალისწინოს ფსიქიკური ფსიქიატრიულ ჯანმრთელობის სტაციონარში პროგრამაში მოთავსებული და პაციენტების სომატური ჯანმრთელობის მკურნალობის საკითხი; მანამდე, სამინისტრომ, დროებითი ღონისძიების სახით, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ოჯახის ექიმზე ხელმისაწვდომობა და სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება. ანგარიშის მიხედვით, პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, უნდა გადიოდნენ ფიზიკური ჯანმრთელობის რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას. დღეისათვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკით, სტაციონარში მოთავსებისას პაციენტებს უტარდებათ სისხლის და შარდის საერთო, „C“ ჰეპატიტის და გლუკოზის ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში კი ეს ანალიზები უტარდებათ განმეორებით. სახალხო დამცველის მოსაზრებით, მხოლოდ აღნიშნული ანალიზების არარეგულარულად ჩატარება, ვერ უზრუნველყოფს ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდითი ეფექტების სათანადო მართვას და ზრდის სომატური (ფიზიკური) დაავადებების გვიანი დიაგნოსტირების რისკს, რაც შესაძლოა, რიგ შემთხვევებში ლეტალური შედეგით დასრულდეს. შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და ქვეყანაში  არსებული გაიდლაინების შესაბამისად გათვალისწინებული იქნას მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით; ანგარიშის მიხედვით, წინა წლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ არ აწარმოებენ გარდაცვლილ პირთა სტატისტიკას გარდაცვალების მიზეზების მითითებით. უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ  სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზებული წარმოება გარდაცვალების მიზეზის მითითებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მიუხედავად, დამკვიდრებული ისევ გამოწვევად პრაქტიკა. სხვა რჩება სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან ერთად სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემად რჩება პაციენტთა შეზღუდვის პრაქტიკა და პაციენტის ნების საწინააღმდეგო სწრაფი ტრანკვილიზაციის შემთხვევები, სადაც გამოწვეულია პაციენტის ცნობიერებისა და რეფლექსების სრულად ან ნაწილობრივ დათრგუნვა და გადაჭარბებულ სედაცია. პრობლემურია ინფორმირებული თანხმობის ნორმატიული ბაზა და პრაქტიკა. ხშირად, ინფორმირებული თანხმობის ფორმის ხელმოწერა გაუცნობიერებლად ან იძულებით ხდება დაწესებულებაში შემოსვლისას, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით გათვალისწინებულ - სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობის შესახებ პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების აუცილებლობას. გარდა ამისა, არ არსებობს ნორმატიული ჩანაწერი სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობისთვის ცალ-ცალკე ინფორმირებული თანხმობების მიღების ვალდებულების მიმართულებით. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით, გასაჩივრების ჰოსპიტალშიდა მექანიზმების დანერგვის მხრივ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.  სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის, ექსპლუატაციის, ძალადობისა დოკუმენტირებისა და და შეურაცხყოფის) საგამოძიებო და ფაქტების მონიტორინგის გამოვლენის, დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი; გამოწვევას წარმოადგენს პრევენციისა და არა-ძალისმიერი მეთოდებით მართვის პოლიტიკის არ არსებობა. სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგის შედეგად გამოავლინა, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებები არ აღრიცხავენ გამოყენებული შეზღუდვების ყველა მეთოდს და გასული წლების მსგავსად, მხოლოდ მექანიკური შეზღუდვის დოკუმენტირებას აწარმოებენ. ასევე, სახალხო დამცველი პრობლემურად აფასებს დეესკალაციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების აქტიურ პრაქტიკას, რომელიც„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უსაფრთხოების უკიდურეს და საგამონაკლისო ზომას უნდა წარმოადგენდეს. მონიტორინგის შედეგად ასევე იკვეთება, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები, რაც მეტი სიმწვავით ვლინდება დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.  სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და გათვალისწინებული მათზე რეაგირების ძალადობის სტრატეგია, შემთხვევების სადაც ასევე სპეციალურ იქნება ჟურნალში დოკუმენტირებისა და ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება; ანგარიშში საუბარია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგითს მეშვეობით გამოვლენილი პრობლემური საკითხები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობისას ასევე, პაციენტებს შორის ურთიერთობისას წარმოშობილ რიგ გამოწვევებზე. სახალხო დამცველის მოსაზრებით ანგარიშში ასახული პრობლემური შემთხვევები გამოწვეულია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალის პროფესიული უნარების გაზრდის საჭიროებით და პაციენტთან დანერგოს ფსიქიატრიულ ურთიერთობის ინსტრუქციის არ არსებობით.  სამინისტრომ შეიმუშაოს და დაწესებულებებში პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც უნდა მოიცავდეს პაციენტის უფლებების დაცვისა და ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს. ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალს ჩაუტარდეს სწავლება, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტთა უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული განსაკუთრებული დახმარების ყურადღება მიდგომა და დაეთმოს პერსონალის ბიოფსიქოსოციალური მოდელის თანამედროვე მიერ მნიშვნელობის ფსიქიატრია, ფსიქიატრიული გააზრებას და პრაქტიკაში შესასრულებლად, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას; სახალხო დამცველი წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებას ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მონიტორინგის მექანიზმის განსაზღვრის მიმართულებით. ამავდროულად, მიიჩნევს, რომ მოცემულმა ცვლილებამ ვერ უზრუნველყო ძალადობრივი მეთოდების გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა, რამდენადაც დანერგილი მექანიზმი არ ითვალისწინებს პაციენტებისგან და სხვა დაინტერესებული შესაძლებლობას, განსაზღვრა. პირებისგან ასევე, ვინაიდან კონფიდენციალური/ღია არ მომხდარა საჩივრების მონიტორინგის მიღების საფუძვლების შესაბამისად, პრობლემად რჩება როგორც დაწესებულებაში არსებული ძალადობრივი გარემო, ასევე პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა.  სამინისტრომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გზით გამოავლინოს და აღკვეთოს პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, ინექციებისა და მედიკამენტების, მიერ ფსიქიატრიულ ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთება; საქართველოს სახალხო დამცველის დაწესებულებებში გამოვლენილი პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის, ასევე, თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთვევები მიუთითებს კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტის საჭიროებას. სახალხო დამცველის შეფასებით, არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა. სახალხო დამცველი შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ მონიტორინგის გადატვირთული პალატები, გაუმართავი შედეგად და თვლის, მოძველებული რომ საგანგაშოა სველი წერტილები, არაჰიგიენური მდგომარეობა, მით უფრო იმ ფონზე, როცა პაციენტებს სუფთა ჰაერზე გასვლის ან სხვა საინტერესო აქტივობით დაკავების საშუალება არ ეძლევათ, განსაკუთრებულად დამთრგუნველ და მძიმე გარემოს ქმნის. საგულისხმოა, რომ სტაციონარების ინფრასტრუქტურა, სრულად ან ნაწილობრივ არ არის ადაპტირებული მობილობისა და სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისთვის.  შემუშავდეს და დაინერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რათა დაწესებულებებმა მინიმუმამდე დაიყვანონ სიტუაციის ესკალაციის რისკები და საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის გამო, ხშირია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების პროცესში სპეციალური კვალიფიკაციის არმქონე, არასამედიცინო პერსონალის ან პაციენტების მონაწილეობა, რაც ახდენს მათ სტიგმატიზაციას და საშიშროებას წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. აღსანიშნავია, რომ პერსონალის თვითნებური გადაწყვეტილებების მიერ კანონმდებლობა უშვებს მიღებას პაციენტთა სამედიცინო კონკრეტული დასაბუთების გარეშე. Ⴑახალხო დამცველის აზრით, პაციენტების ნებაყოფლობით მოთავსებისა და მკურნალობის ფორმალური ხასიათი დასტურდება პაციენტების მიერ დაწესებულებების საკუთარი ნებით დატოვების შეუძლებლობის პრაქტიკიდან. არსებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მე-8 ზოგადი ანგარიშთან- „არანებაყოფლობით მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში“, რომლის თანახმად, „ პაციენტს, მიუხედავად მათი სტატუსისა, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა უარი თქვან მკურნალობაზე ან სხვა სამედიცინო ჩარევაზე და ნებისმიერი გამონაკლისი ამ პრინციპიდან უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და ნათელი“. ამდენად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულ უფლებასთან მიმართებით პროცედურები და კრიტერიუმები მკაფიოდ იქნას გაწერილი.  მონიტორინგის საშუალებით შეისწავლოს შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა, ასევე, ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდგომ სტატუსის გადასინჯვის საკითხი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში; სახალხო დამცველი ანგარიშში ხაზს უსვამს ფიზიკური შეზღუდვის მექანიზმის გამოყენების და მექანიკური აღრიცხვის ზრდის ტენდენციას. მიიჩნევს რომ მოცემული პრაქტიკის აღმოფხვრა შესაძლებელია კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და არაძალისმიერი (დეესკალაციის) მეთოდებით მართვის პოლიტიკის საფუძველზე პროცედურების და კრიტერიუმების გაწერით.  სახალხო დამცველის აპარატთან და შშმ პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით განახლდეს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია; სახალხო საფუძველზე დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგის გამოვლინდა რიგი გამოწვევები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. განსაკუთრებით შეზღუდვის მეთოდები აღგზნებული ან/და აგრესიული პაციენტის ქცევის სამართავად ისევ აქტიურად გამოიყენება. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ეფექტიანი გამოძიებით შესაძლებელია ანტი-ფსიქოზური მედიკამენტების არასათანადო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა.  დაავალოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა. წამლის არასასურველი ეფექტის შესახებ ფსიქიატრიულ დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში; სახალხო დამცველის შეფასებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, წინა წლების მსგავსად, ისევ პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების მიწოდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ისევ გამოწვევას წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელი არაკვალიფიციური პერსონალი, ასევე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხი გრძელვადიან და მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვის. ანგარიშში საუბარია შემთხვევებზე, როდესაც სოციალურ მუშაკებს არ აღმოაჩნდათ სავალდებულო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.  შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის უზრუნველყოფის კუთხით არსებული საჭიროებები და ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობით უზრუნველყოს ასეთი სერვისების დანერგვა; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა არ ითვალისწინებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობას მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვის.  შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, რათა მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებაყოფლობითობა გულისხმობს თანხმობის უკან გამოთხოვის და დაწესებულების დატოვების საშუალებას. შესაბამისად, ნების გამოვლენის საფუძველზე უნდა მოხდეს ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტთა გაწერაც, თუ არ არსებობს არა-ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული საკითხი, რეკომენდაციების მიუხედავად ისევ პრობლემურია.  შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაწერონ ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი; სახალხო დამცველი აღნიშნავს, პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების ინფორმირებული თანხმობების მიღების ვალდებულება. რომ პაციენტების უმეტესობა დაწესებულებაში შემოსვლისას ინფორმირებული თანხმობის ფორმას გაუცნობიერებლად ან იძულებით აწერს ხელს.  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე თანხმობის ერთიანი ფორმა, სადაც გასაგები ფორმით იქნება გადმოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრული დახმარების არსისა და პაციენტთა უფლებების შესახებ; ამასთანავე, ბრძანებით განისაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, ისევე როგორც ინფორმაცია, თუ ვის მიმართოს, თუკი არ სურს სტაციონარში დარჩენა; სახალხო დამცველის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია პაციენტისგან ინფორმირებული წერილობითი თანხმობის მიღება მკურნალობის როგორც დაწყების, ისე გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ეტაპებზე. მიიჩნევს, რომ ასეთი მკურნალობის ტაქტიკა პაციენტებს საშუალებას მისცემს ინფორმირებული და ჩართულები იყვნენ მკურნალობის პროცესში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მკაფიოდ ასახვა, რომ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების შემთხვევაშიც კი, პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონირება ავტომატურად არ განაპირობებს მის არანებაყოფლობით მკურნალობას. ასევე, ნებაყოფლობითობის არსი თავის თავში გულისხმობს იმასაც, რომ პაციენტს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს სტაციონირებაზე ინფორმირებული თანხმობის უკან გამოთხოვა და ფსიქიატრიული დაწესებულების დატოვება. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ პაციენტებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია მათი მკურნალობის მეთოდებისა და დანიშნულებაში ცვლილებების თაობაზე, რათა მკურნალობის ტაქტიკის ყოველი ცვლილებისას გამოხატონ გაცნობიერებული თანხმობა და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ეს პრობლემა განპირობებულია იმით, რომ ნორმატიულ დონეზე განსაზღვრული არ არის სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობისთვის ცალ-ცალკე ინფორმირებული თანხმობების მიღების ვალდებულება. სახალხო დამცველი თვლის, რომ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების შემთხვევაშიც კი, პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონირება ავტომატურად არ განაპირობებს მის არანებაყოფლობით მკურნალობას  ცვლილებები შევიდეს დაწესებულების მინისტრის პაციენტის ბრძანებაში, მკურნალობის რათა დაწყების, ფსიქიატრიული გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის შევსება; მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ პაციენტთა უმრავლესობა არ არის ინფორმირებული მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი სისტემური და ცალკეული ხარვეზები პაციენტთა მკურნალობის პროცესში ჩართულობის მიმართულებით. როგორც სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები აჩვენებს, პაციენტებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია მათი მკურნალობის მეთოდებისა და დანიშნულებაში ცვლილებების თაობაზე, რათა მკურნალობის ტაქტიკის ყოველი ცვლილებისას გამოხატონ გაცნობიერებული თანხმობა და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ანგარიშის თანახმად, პაციენტებმა ხშირად არ იციან ხელი რას მოაწერეს და ზოგიერთი მათგანი ვერც ხელმოწერის ფაქტს იხსენებს.  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს პაციენტის გასაგები ენით ზეპირი და წერილობითი ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესის, პაციენტის უფლებების და სტაციონარის პოლიტიკის თაობაზე. დაავალოს შესაბამის ორგანოს, შეისწავლოს, მიეწოდება თუ არა პაციენტებს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენაზე; პაციენტის არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური გასაჩივრების მექანიზმის დანერგვა, როგორც ფსიქიატრიული დაწესებულების შიგნით, ისე მის გარეთ. სახალხო დამცველის მოსაზრებით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს პაციენტის მიერ განცხადების/საჩივრის უფლებას, თუმცა ნორმატიული ჩანაწერი არ მოიცავს პაციენტის მიერ ამ მექანიზმების გამოყენების შემდგომ პროცედურულ წესებს, რაც პაციენტთათვის განცხადების შეტანის/საჩივრის უფლების რეალიზებას ვერ უზრუნველყოფს.  შემუშავდეს და მინისტრის დაწესებულებებისთვის ბრძანებით სავალდებულო, დამტკიცდეს ფსიქიატრიული განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალგარე პროცედურები; პრობლემად რჩება გასაჩივრების ჰოსპიტალშიდა მექანიზმების დანერგვა, ვინაიდან, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულებას, შეიმუშაოს პაციენტთა საჩივრების განხილვის ჰოსპიტალშიდა მექანიზმი. ასევე, არც თავად ფსიქიატრიული დაწესებულებები ზრუნავენ საკუთარი ინიციატივით ამ მექანიზმის დანერგვასა და განვითარებაზე.  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა პროცედურები; სახალხო დამცველის აპარატმა, საანგარიშო პერიოდში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, პაციენტებთან მომუშავე სამედიცინო და სხვა პერსონალთან მიმართებაში არაერთი პრობლემა გამოავლინა. ანგარიშში საუბარია ყურადსაღებ შემთხვევაზე, როცა სოციალური მუშაკების სოციალურ მუშაკის პირად საქმეში არ მოიძებნა სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და სოციალური მუშაკისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ტრენინგის გავლის შესაბამისი სერტიფიკატი.  უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული ყველა იმ სოციალური მუშაკის გადამზადება, რომელსაც არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; ანგარიშის მიხედვით, წინა წლების მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება პაციენტთა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. სახალხო დამცველის აპარატი ისევ მიუთითებს სათემო მომსახურებების საჭიროებაზე, ვინაიდან, ხშირად პაციენტები საავადმყოფოს ვერ ტოვებენ საყოფაცხოვრებო მიზეზების გამო.  უზრუნველყოს სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება, მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სტაციონარების ინფრასტრუქტურა სრულად ან ნაწილობრივ არ არის ადაპტირებული მობილობისა და სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისთვის. მონიტორინგის შედეგად იკვეთება რიგი ხარვეზები, სახალხო დამცველის მოსაზრებით, პრობლემურია პალატებში პაციენტთა შემჭიდროვებულად მოთავსების საკითხი, რის გამოც შეუძლებელია სტანდარტით დადგენილი მინიმალური საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა. სახალხო დამცველის შეფასებით, არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა. მონიტორინგის საშუალებით გამოვლინდა სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი ფსიქიატრიული დაწესებულებები გაუმართავი და მოძველებული სველი წერტილებით  შეისწავლოს ფსიქიატრიული ადაპტირებულობა მობილობის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სენსორული შეზღუდვის დაწესებულებებში შეისწავლოს სამედიცინო მქონე პირთა საჭიროებებთან;  ფსიქიატრიულ საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესაბამისად პაციენტის მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი; სახალხო დამცველის მოსაზრებით, ინფექციის გავრცელების საფრთხეს ქმნის მონიტორინგით გამოვლენილი ფსიქიატრიული სტაციონარების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, გადატვირთულობა, დისტანციის დაცვის შეუძლებლობა და პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არასრულყოფილი გამოყენება.  ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული სტაციონარების ხელმძღვანელობას, რათა მათ ნუზრუნველყონ დაწესებულებაში არანაკლებ ორი იზოლირებული პალატის მოწყობა ინდივიდუალური სველი წერტილებით, სადაც COVID-19-ის ტესტის პასუხამდე შესაძლებელი იქნება პაციენტის იზოლირება;  შეისწავლოს დაწესებულებების მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19“ კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციით დადგენილი (გაიდლაინი) რეკომენდაციების შესრულება; ანგარიშის თანახმად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ პრობლემურია შემდგომი გარემოებები- საკვების მომზადების დროს არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების საჭიროებები, არასრულწლოვანთა კვების მენიუ ფაქტობრივად არ განსხვავდება სრულწლოვანი პატიმრების კვების მენიუსგან. სახალხო დამცველის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს კვების ერთიანი სტანდარტი ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის, სადაც დეტალურად გაიწერება დაწესებულების ვალდებულება, შესაბამისი პროდუქტით და კალორაჟით უზრუნველყონ პაციენტები.  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს კვების ერთიანი სტანდარტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება, რომლის კვებითი ღირებულება შეესაბამება პირის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კულტურულ/რელიგიურ თავისებურებებს, ყოველდღიურმა რაციონმა ხილიც მოიცვას; ანგარიშის მიხედვით, თვალსაზრისით, კვლავ პირადი მძიმე ჯანმრთელობის „ფსიქიკური და ოჯახური მდგომარეობაა შესახებ“ ცხოვრების ხელშეუხებლობის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. საქართველოს კანონი ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს უფლებას ანიჭებს სტაციონარიდან გაწერის გარეშე, ხანმოკლე დროით უკიდურესი დატოვონ სტაციონარი. კანონის აუცილებლობის შემთხვევაში იღებს თანახმად, წერილობით ექიმი მხოლოდ გადაწყვეტილებას პაციენტისთვის ისეთი უფლებების შეზღუდვის შესახებ, როგორიცაა: სტაციონარის ხანმოკლე დროით დატოვების უფლება, ტელეფონით სარგებლობის უფლება და სხვ. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ექიმის მიერ სტაციონარის ხანმოკლე დროით დატოვების უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე მიღებული რაიმე გადაწყვეტილება, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები საერთოდ ვერ სარგებლობენ ზემოაღნიშნული უფლებით. დაწესებულებების განყოფილებებში შესასვლელი კარები ჩარაზულია და პაციენტები ვერც ეზოში და ვერც ეზოს გარეთ ვერ გადიან. პაციენტებს, კანონით გათვალისწინებული წერილობითი დასაბუთების გარეშე, ასევე შეზღუდული აქვთ ტელეფონით სარგებლობის უფლება, რამდენადაც ჩამორთმეული აქვთ ტელეფონები. ზემოაღნიშნული გარემოებები ამძიმებს პაციენტთა მდგომარეობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მონახულება აკრძალულია. ბენეფიციართა მიმართ მსგავსი მიდგომა ვერ უზრუნველყოფს მათ რესოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.  ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება;  ფსიქიატრიული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლების რეალიზება, ხანმოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის მიერ ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. ანგარიშის მიხედვით, ქალთა თანასწორუფლებიანობის მხრივ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. კვლავ პრობლემურია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნული შეწყვეტა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ არის შესაძლებელი. კერძოდ, „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართის მიხედვით, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენება არის სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ხშირ შემთხვევაში იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა ორსულობის პერიოდსაც გადააჭარბოს. ამ ვითარებაში მყოფი ქალისთვის კი, ორსულობის შეწყვეტაზე უარი, შესაძლოა, ფსიქოემოციური სტრესის და სოციალური სტიგმის წყარო გახდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საფუძველზე მიდგომით. საკითხის გადაწყვეტა დაყრდნობით, არამედ, მოხდეს არა მსხვერპლის ფორმალურ-სამართლებრივ საჭიროებებზე მორგებული  შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დაიწყოს მუშაობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების დანართში №5 ცვლილების შეტანასთან დაკავშრებით, რათა, სექსუალური ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, დაფინანსებისთვის და ორსულობის შესაწყვეტად, საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება; ანგარიშის მიხედვით, სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა მიერ, კვლავ გამოწვევად რჩება. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის თუ სოციალური პროგრამები, რომლებიც შეღავათებს შემთხვევაში, აწესებენ ხელმისაწვდომია პროგრამით მხოლოდ მოსარგებლეთათვის, საქართველოს ძირითად მოქალაქეებისთვის და გაუმართლებლად გამორიცხავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებსაც, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის მიზნებისათვის ისეთივე წვლილი შეაქვთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც საქართველოს მოქალაქეებს.  არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად; კერძო სექტორში ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი კვლავ პრობლემურია, რამდენადაც შრომის კოდექსით დადგენილი რეგულირება, კერძო სექტორში დასაქმებულთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას (ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე) დასაქმების სფეროს, ბუნების, დასაქმებულის ანაზღაურების ოდენობის და სხვა ასპექტების მიუხედავად, მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ერთჯერადად გაცემულ 1000 ლარამდე დახმარებით შემოფარგლავს და არ განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას დასაქმებულის დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში თავისი წილი ფინანსური პასუხისმგებლობის აღების შესახებ. განსხვავებით დეკრეტული კერძო სექტორისგან, შვებულების დაცვის საჯარო შედარებით სექტორში მაღალი დასაქმებულთა სტანდარტია. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, ,,ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოხელის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის გათვალისწინებით, ხოლო იმ მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, სარგოსთან ერთად ეძლევა წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო. ე. ი. საჯარო მოხელე დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას იღებს იმ ოდენობით, რასაც შეადგენს მისი ყოველთვიური ხელფასი.  მოამზადოს საქართველოს ორგანულ კანონში, „შრომის კოდექსი“, შესატანი ცვლილებები, რომლითაც ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად დახმარების/ანაზღაურების სამსახურის შესახებ“ განისაზღვრება აყვანის გამო ოდენობა შვებულების არსებითად პერიოდზე გასაცემი დაუახლოვდება „საჯარო კანონით დადგენილ სტანდარტს შეზღუდვები, რომელთა ფარგლებშიც, და, ამავე დროს, დამსაქმებლები უფლებამოსილნი იქნებიან დაადგინონ ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო საშვებულებო ანაზღაურების მიღების წინაპირობები; ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მოამზადა კვლევა ,,კოვიდ-19-ის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე“. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა პანდემიის გენდერული გავლენები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, გამოვლინდა მათ წინაშე მდგარი გამოწვევები და პრობლემები. კვლევამ აჩვენა, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის პრობლემა იყო წვდომა საკვებსა და მედიკამენტებზე, სამშობიაროებსა და კეთილმოწყობილ ამბულატორიებზე, ფსიქოლოგის მომსახურებაზე. გამოწვევას სახელმწიფო პროგრამაში, ქალების საჭიროებებზე წარმოადგენდა ექიმების არასაკმარისი რაოდენობა.  დაიწყოს მუშაობა კონფლიქტით ჯანმრთელობის დაზარალებული დაცვის გოგოებისა და მორგებული, სპეციფიური სერვისების დამატების მიმართულებით; დედათა ჯანმრთელობის კუთხით 2020 წელს განხორციელებული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები. დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა კვლავ მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასპექტებით შემოიფარგლება და არ მოიცავს ფსიქოლოგიური დახმარების სერვისს ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. ასევე, პერინატალური სერვისებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს კვლავ არ გააჩნია სისტემური ხედვა ქალის მშობიარობის შემდგომი ზრუნვის სერვისების შესახებ.  ჩამოყალიბდეს სისტემური ხედვა სახელმწიფო პროგრამებში ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის ინტეგრირების შესახებ, ორსულობის, მშობიარობისა და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის. მოხდეს მისი ფართო განხილვა სფეროს ექსპერტების ჩართულობით  გაიზარდოს სამშობიარო ინფორმირებულობა დაწესებულებებში პოსტსამშობიარო მომუშავე მეან-გინეკოლოგების დეპრესიის რისკის გამოვლენის პოსტნატალური ზრუნვის სერვისებთან სფეროს ექსპერტების მექანიზმებთან დაკავშირებით;  ჩამოყალიბდეს მიმართებით სისტემური და მოხდეს ხედვა მისი ფართო განხილვა ჩართულობით; ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით, გამოწვევად რჩება როგორც ოჯახის დაგეგმვის სერვისებისა და კონტრაცეპტივების სრულად ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის საფეხურზე, ასევე, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისთვის კონტრაცეპტივებზე მისაწვდომობა.  მოხდეს ოჯახის დაგეგმვის სერვისების ინტეგრირება ჯანდაცვის პირველ რგოლში; ასევე, დაიწყოს მუშაობა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისთვის კონტრაცეპტივებზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სერვისის ტერიტორიული და ფინანსური მისაწვდომობა. ამ ბარიერს ამწვავებს აბორტის სერვისისთვის დაწესებული 5- დღიანი სავალდებულო მოსაფიქრებელი პერიოდი, რაც განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონებში, სოფლად მცხოვრები ქალების შემთხვევაში. სახალხო დამცველის და ასევე საკითხზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ 5-დღიანი სავალდებულო მოსაფიქრებელი პერიოდი ვერ აღწევს აბორტების რიცხვის შემცირების ან სხვა რაიმე ლეგიტიმურ მიზანს და პირიქით, ამ სერვისზე მისაწვდომობის კუთხით დამატებით ბარიერებს უქმნის სერვისის მაძიებლებს. კვლევის რესპონდენტების მხრიდან აღინიშნა შემთხვევები, როდესაც 5-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში აღარ დაბრუნდა - აბორტი სხვა დაწესებულებაში გაიკეთა, ან ორსულობის შეწყვეტის თვითნებურ გზას მიმართა და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით (სისხლდენით) დაბრუნდა იმავე სამედიცინო დაწესებულებაში.  დაიწყოს მუშაობა ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სერვისზე წვდომის გასაზრდელად, აღნიშნულ სერვისზე 5-დღიანი სავალდებულო მოსაცდელი პერიოდის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთა ჩართულობა; ანგარიშში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლებიც პანდემიის პირობებში გამოვლინდა. ანგარიშში მითითებულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელშეწყობით გაკეთებული მოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ 2020 წლის გაზაფხულის პერიოდში იკლო 12 კვირამდე ვადის ორსულების მიერ პირველი ანტენატალური ვიზიტების რაოდენობამ და ზოგადად, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უფრო ნაკლებმა ორსულმა ისარგებლა სრულად 8 უფასო ანტენატალური ვიზიტით. სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნული, შესაძლოა, გამოწვეული იყოს როგორც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვებითა და ინფიცირების მაღალი რისკის შიშით, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მიერ ანტენატალური კონსულტაციებისთვის განკუთვნილი სამუშაო დღეებისა და პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სპეციალისტების რაოდენობრივი შემცირებით. ამავე მოკვლევის თანახმად დადასტურდა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები დამატებითი და მნიშვნელოვანი ბარიერი გახდა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისის მაძიებლებისთვის, რამაც გაზარდა არაუსაფრთხო აბორტების მატების რისკი. მოკვლევის თანახმად, აბორტის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ნაწილმა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებაში ტელემედიცინა დანერგა, რაც, მათ შორის, გულისხმობს პრე და პოსტ-აბორტული კონსულტაციის ონლაინრეჟიმში მიწოდებას. მოკვლევის მიხედვით, ერთ-ერთმა კლინიკამ, პანდემიის პირობებში, აბორტის სერვისის მთლიანად ტელემედიცინის (დისტანციურ) რეჟიმში მიწოდების საპილოტე პროექტი განახორციელა, რაც სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ გაიდლაინებს, რომელთა თანახმად, თვითმართვადი აბორტი უსაფრთხოა ორსულებისთვის, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ეფექტიანი პროტოკოლების შესახებ და წვდომა შემდგომ სამედიცინო ზრუნვაზე, საჭიროების შემთხვევაში.  სექსუალურ და რეპროდუქციულ სამედიცინო სერვისები ჯანმრთელობასთან განისაზღვროს ესენციურ დაკავშირებული სერვისებად, კოვიდ- პანდემიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში;  სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების ტექნიკური გაიდლაინები და პროტოკოლები იმგვარად მოდიფიცირდეს, რომ ისინი მოიცავდეს ტელემედიცინასა და სერვისების დისტანციურად მიწოდების სხვა ალტერნატიულ მოდელებს, რათა გაიზარდოს ამ სერვისებზე წვდომა როგორც პანდემიის, ისე სხვა პერიოდებში; ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის შემაფერხებელ ფაქტორად კვლავ რჩება ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების ეფექტიანად ჩართვის პრობლემა. აღნიშნული მიუთითებს სოციალური მუშაკების პროფესიული გადამზადებისა და სოციალური მომსახურების სახელმძღვანელო წესების შემუშავების საჭიროებაზე, რაც მნიშვნელოვანია შემთხვევათა წარმატებულად სამართავად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პანდემიის ფონზე, დისტანციური სწავლების რეჟიმში გართულებული იყო როგორც ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენა, ისე სოციალური მუშაკების მხრიდან ამ საქმეების დროულად შესწავლა. სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნულ შემთხვევებზე მათი რეაგირება, ხშირად ზედაპირული და ფრაგმენტულია, რამდენადაც სოციალურ სამსახურს არ გააჩნია შემთხვევის მართვის სახელმძღვანელო წესები.  გადამზადდნენ სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას;  სოციალური მუშაკებისთვის შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის; პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მათ შორის, სწორი და უტყუარი სტატისტიკური მონაცემები) მარტივად იძებნებოდეს, შესაძლებელი იყოს მისი მიღება და გავრცელება. ამასთანავე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ არ უნდა დაარღვიოს პირადი ჯანმრთელობის მონაცემების დამუშავების კონფიდენციალურობის უფლება. ანგარიშის თანახმად, ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური საინფორმაციო სამთავრობო ვებგვერდის - www.StopCov.ge ამოქმედება და მასზე ვირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის განთავსება. მიუხედავად ამ ახალი პორტალის ამოქმედებისა, სახალხო დამცველის მრავალმხრივი, მტკიცებულებებზე მოსაზრებით, დაფუძნებული მნიშვნელოვანია შემუშავდეს საკომუნიკაციო საშუალებები, რომლითაც მოსახლეობას კიდევ უფრო ინტენსიურად მიეწოდება ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი და თავიანთი ოჯახები პანდემიის პერიოდში. ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოსახლეობის ვაქცინაციის შესახებ ინფორმირების კუთხით.  COVID-19-ის ვირუსის გავრცელებასა დაკავშირებით, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ვაქცინაციის და მოსალოდნელ პროგრამის ამაღლება და თაობაზე, საფრთხეებთან უზრუნველყოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება; სახალხო დამცველის შეფასებით, COVID-19-ის შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომელსაც ევალებოდა და ამ ეტაპისთვისაც ევალება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევების კლინიკური აუდიტი და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, მეთოდოლოგიის და რეკომენდაციების შემუშავება. მიუხედავად სახალხო დამცველის მცდელობისა, ჯგუფის მიერ გამოვლენილი პრობლემების და შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველის მოსაზრებით, საკითხის მიმართ განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების დროულად გაზიარება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ისე, საჯაროდ, საზოგადოებისთვისაც.  უზრუნველყოს ინფორმაციის გამოქვეყნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევების კლინიკური აუდიტის განმახორციელებელ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის და შემუშავებული მეთოდოლოგიის/რეკომენდაციების შესახებ; პანდემიის გავრცელების პირობებში მკვეთრად გამოიკვეთა მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო კადრების საჭიროება. საექთნო ადამიანური რესურსის განვითარებისა და განათლების სრულყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილია „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო“, ასევე დამტკიცდა საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია, თუმცა ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2020 წლის განმავლობაში საბჭოს არანაირი აქტივობა არ განუხორციელებია. მნიშვნელოვანია საბჭოს გააქტიურება, ასევე აუცილებელია ექთნების/ფერშლის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტების დროულად შემუშავება, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება.  შეიმუშაოს მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტებს; 2017 წლიდან ხელისუფლებამ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა. დარგის ექსპერტების მიერ პროგრამის მიმოხილვამ ცხადყო, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარების ხარისხიან, უსაფრთხო, ეფექტიან და რაციონალურად შერჩეულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას. ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ცდილობს ფარმაცევტული ბაზარი ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან დაიცვას. ამ მხრივ, გადაიდგა ნაბიჯები ფარმაცევტული პროდუქტებისა და აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საბაზო სტანდარტების დასანერგად. 2019 წლის 1 ივლისიდან, ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების ნებართვა ან დამატებითი საქმიანობისთვის ნებართვა მხოლოდ საწარმოს საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტისადმი შესაბამისობის დადგენისა და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში გაიცემა. ამასთანავე, ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელი ვალდებულია, 2022 წლის 1 იანვრიდან, წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) საერთაშორისო სტანდარტით უზრუნველყოს. ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სრულყოფილად აღსრულება კვლავ პრობლემურია. ასევე, უარყოფითად არის შეფასებული სტანდარტის ამოქმედების ვადების რამდენჯერმე გადაწევა (ეს ვალდებულება ჯერ 2018 წლის, ხოლო შემდეგ 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა).  უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის, გახარჯვის და კონტროლის მექანიზმების სრულყოფა და არსებულ სტანდარტებთან მისადაგება. ანგარიშში შეფასებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ეფექტიანობა და აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას არ გააჩნია ადმინისტრირების ეფექტიანი პროცედურები. კერძოდ, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცესი დროში ჭიანურდება, რამდენადაც ოჯახის მიერ განცხადებით მიმართვიდან სისტემაში მოხვედრისა და საბოლოოდ შემწეობის ჩარიცხვამდე პერიოდი 3-4 თვემდე მერყეობს. ეს გამოწვევა, განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე პანდემიის დროს. კერძოდ, ტრანსფერების გაცემის პირველი ტალღისას, ოჯახებმა, რომლებმაც მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად განაცხადი მიმდინარე კრიზისის დროს შეიტანეს და მიენიჭათ შესაბამისი სარეიტინგო ქულები, ნაცვლად სრული 6 თვისა, დახმარება მხოლოდ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიიღეს, სისტემაში მოსახვედრი პროცედურების რამდენიმეთვიანი პერიოდის მოცდის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამის ეფექტიანობის შესწავლა, სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში საარსებო შემწეობის დანიშვნის  ვადების შესამცირებლად, განახორციელოს ცვლილებები შესაბამის აქტებში; შეიმუშაოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის განახლებისა და მისი  ეფექტიანობის პერიოდული შესწავლის მარეგულირებელი აქტი. სახალხო დამცველის მოსაზრებით, გამოწვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის საკითხი. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებში ხშირია პოსტ-ტრავმული სტრესი, შიში, დაძაბულობა და კონფლიქტური სიტუაციის საფრთხით გამოწვეული სხვა ფსიქო-ემოციური საჭიროებები. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების დიდ ნაწილში არის უმოქმედო ადგილობრივი ამბულატორიები. ისევ პრობლემურია სახელმწიფოს მიერ ზრუნვის სისტემიდან გასული 18+ წლის ბენეფიციარებისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა. ზრუნვიდან გასულ ახალგაზრდებს უწევთ ადრე განრიდებულ გარემოში დაბრუნება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში. მხარდაჭერისა და ზრუნვის გარეშე რჩებიან ის ბენეფიციარები, რომელთაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ თვითმოვლის უნარები. ისინი დამოკიდებულები რჩებიან პროვაიდერი ორგანიზაციების შესაძლებლობებზე, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, უმეტეს შემთხვევაში უკიდურესად მწირია არსებული მცირე ვაუჩერული დაფინანსების პირობებში.  უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების ჯანმრთელობის სერვისების, ფსიქოლოგისა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა;  საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად შემუშავდეს ზრუნვის სისტემიდან გასული, ასევე, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის 18+ წლის ბენეფიციარების მხარდაჭერის სტრატეგია, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სერვისები; ლიცენზირების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პრობლემად რჩება რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის საკითხი. სათანადოდ არ არის შესწავლილი მუსლიმური პანსიონების ლიცენზირების პროცესი და გასათვალისწინებელი გარემოებები, რაც ზრდის პანსიონების სახელმწიფოს კონტროლის გარეშე, ფარულად საქმიანობის რისკს. ასევე პრობლემურია პანსიონის წარმომადგენლების მხრიდან შემფასებლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა და მათი საქმიანობის ხელშეშლა. რელიგიურ  სკოლა-პანსიონებთან მიმართებით, სამოქალაქო სექტორის ჩართულობითა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ამ სახის დაწესებულებების მიმართ. მათ შორის, კონკრეტულად გაიწეროს სახელმწიფოს მიერ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები და ამგვარი დაწესებულებების სახელმწიფოს კონტროლს მიღმა საქმიანობის შემთხვევაში არსებული რისკების აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებები; ანგარიშში განხილულია ინფრასტრუქტურული მცირე გამოწვევები. საოჯახო სახალხო ტიპის სახლებში დამცველის არსებული კვლევის შედეგზე დაყრდნობით, პრობლემურია საკარანტინო ოთახის გამოყოფის საკითხი, დაზიანებული ავეჯი, სახურავი, გათბობის სისტემა, საპირფარეშოს და აბაზანის ინვენტარი, ბენეფიციარების ნაწილს საერთოდ არ მიუწვდება ხელი ინტერნეტსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე. ამასთანავე, გამოიკვეთა გამოწვევები განათლების მიღების მიმართულებით, რაც დისტანციური სწავლების პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს. ასევე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავ არ ხორციელდება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია, მათთვის არ არსებობს ეფექტიანი, თერაპიული და შედეგზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო პროგრამები, რაც ამწვავებს ბავშვების ემოციურ მდგომარეობას.  სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ჩართულ პროვაიდერ ორგანიზაციებთან ერთად, გადაიხედოს მცირე საოჯახო ტიპის სახლების ვაუჩერული დაფინანსების საკითხი და გამოკვეთილი პრობლემების შესაბამისად, გატარდეს სახლების ფინანსური მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებები; სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად აჭარის რეგიონში ისევ არ მოქმედებს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.  რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურების დასანერგად, გაატაროს საჭირო ღონისძიებები; სახალხო დამცველის გასული წლების რეკომენდაციების მიუხედავად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის არარსებობა, რომლის ინდივიდუალური საჭიროებები და საშუალებითაც უნდა განისაზღვროს მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ ბავშვთან მიმართებაში.  მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ეფექტური ფუნქციონირებისთვის გამოიყოს საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, ასევე შემუშავდეს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხის შეფასების ეფექტიანი და ქმედითი ინსტრუმენტი; ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი სერვისები კვლავ არ ითვალისწინებს 18 წლის ასაკს ზემოთ ბენეფიციართათვის მომსახურების მიწოდებას. ასევე, მუნიციპალიტეტების მხრიდან კვლავ ვერ ხერხდება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებიანი ოჯახებისა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების სათანადოდ შეფასება და სიღარიბის დაძლევის კუთხით არსებული პროგრამების ეფექტიანი განხორციელება.  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის შემუშავდეს და დაინერგოს დამატებითი სერვისები, როგორც მათ გადაუდებელ მატერიალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფონდების მობილიზების, ისე აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით, დასაქმების მოტივაციის ასამაღლებლად და შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად; სახალხო დამცველის მოსაზრებით, ბავშვების ქუჩაში მუშაობისა და ცხოვრების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სიღარიბეა. განსაკუთრებით პრობლემურია მოქმედი სოციალური დაცვის სისტემა ეპიდემიის ფონზე შემცირებული შემოსავლებისა და მეტად გაღარიბებულ ოჯახებთან მიმართებაში, ხოლო არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისები არ მოიცავს საჭიროებების გამოვლენასა და გამოვლენილი რისკების აღმოფხვრაზე ორიენტირებულ პროგრამებს. მისივე ინფორმაციით, ხშირია პროგრამაში ჩართვის გაჭიანურებასთან დაკავშირებული გამოწვევები.  სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების კუთხით: o გამოავლინოს, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების კუთხით, სახელმწიფო პროგრამებში არსებული ხარვეზები; o შეიმუშაოს გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები და მეთოდები. მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთან სათანადო სპეციალისტების მუშაობას. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზუსტად და მკაფიოდ არ არის გაწერილი გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე ფსიქოლოგისა დ სოციალური მუშაკის უფლება-ვალდებულებები. ამასთანავე, ვერ ხდება მსხვერპლთან უცხო პირების შემხებლობის მაქსიმალური შეზღუდვის უზრუნველყოფა და იკვეთება შემთხვევები, როდესაც დაზარალებულ ბავშვთან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებისას ერთზე მეტი დარგის ერთზე მეტი სპეციალისტი (გამომძიებლები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები) მუშაობს.  სამართალდამცავ უწყებებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან კოორდინაციით შემუშავდეს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე მონაწილეობის შესახებ დოკუმენტი, რომელიც ზუსტად და დეტალურად განსაზღვრავს აღნიშნულ პროცესში მათ როლს, განსახორციელებელ ღონისძიებებს, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პასუხისმგებლობას. სახალხო დამცველი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“- „საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის - ადამიანის უფლებების დაცვა კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისისას“ კვლევის საფუძველზე ასკვნის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა რამდენიმე დოკუმენტი პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სფეროში შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინებით, მათში ასახული რეკომენდაციების უმეტესობა ზოგადი ხასიათისაა, არ არის წარმოდგენილი მოქმედების კონკრეტული გზები და გამოტოვებულია შშმ პირების უფლებების სრულყოფილი რეალიზებისთვის აუცილებელი კომპონენტები. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანდემიის ხელმისაწვდომობის კუთხით დროს შშმ პირთათვის ჯანმრთელობის დაცვის გამოვლინდა რიგი გამოწვევები, რომელიც საჭიროებს რეაგირებას. მათ შორისაა, წვდომა სამედიცინო სერვისებსა და დაწესებულებზე, სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის ბარიერები, შშმ პირთა პრიორიტეტული ტესტირების მოქნილი სისტემის არარსებობა, სარეაბილიტაციო მიზნობრივი პროგრამების (პირისპირ რეაბილიტაცია/თერაპია) შეჩერება. კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად დაწესებული შეზღუდვების დროს,  უზრუნველყოს შშმ პირთათვის სამედიცინო სერვისების მაქსიმალური მისაწვდომობა, მათ შორის: o უზრუნველყოს სამედიცინო კადრების შშმ პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე გადამზადება; o უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოსა და სამედიცინო სერვისების მისაწვდომობა; o უზრუნველყოს შშმ პირთა მისაწვდომობა კორონავირუსის ვაქცინაციის ჩასატარებელ სივრცეებზე, ყველა სახის შეზღუდვის (ფიზიკური, სენსორული, მენტალური) მქონე პირისთვის; o უზრუნველყოს ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ყველასათვის მისაწვდომი ფორმატებით; სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაცვის კუთხით ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლების არაეფექტიანად შესრულების შემთხვევები და გამოკვეთა აღნიშნული სერვისების მიმწოდებელთა ინფორმირების და გადამზადების საჭიროება, ვინაიდან დასაქმებულთა უმრავლესობა არ იცნობს ამ დოკუმენტს და პრევენციისთვის ზოგადი რეკომენდაციით ხელმძღვანელობენ.  უზრუნველყოს ფსიქიატრიული სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელთა ინფორმირება და გადამზადება კორონავირუსის დროს ფსიქიკური პრობლემის მქონე პაციენტის უსაფრთხო მართვის შესახებ გაიდლაინის თაობაზე; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2015-2020 წლის სამოქმედო დოკუმენტის შესრულების მდგომარეობის შეუფასებლად დაიწყო და დღეის მდგომარეობით არ არის შესული არსებითი ცვლილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით. ასევე, აღნიშნავს რომ, სტრატეგია არ მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა სუიციდის პრევენციის და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში განვითარების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.  დროულად უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სფეროს ექსპერტთა ფართო ჩართულობით; საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის მიუხედავად, არ არის შექმნილი დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და ქვეყანაში შშმ პირთა გარკვეული ნაწილი კვლავ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში განაგრძობს ცხოვრებას.  უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება და დანერგვა; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემა. არ არსებობს ბავშვებში სუიციდის რისკის შეფასებისა და გამოვლენის მეთოდოლოგიური დოკუმენტი და კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც სოციალურ მუშაკებს, სამართლადამცავი უწყების თანამშრომლებსა და სკოლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემდა კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით სუიციდის რისკების შეფასების და მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე პრობლემაზე რეაგირებისა.  უზრუნველყოს სუიციდის პრევენციისა და გათვალისწინება პოლიტიკის დოკუმენტებში რეაგირების და შესაბამისი საკითხების პროგრამის დამტკიცება სახალხო დამცველის შეფასებით, სისტემური გამოწვევებით ხასიათდება სამიზნე ჯგუფების დროული გამოვლენისა და ქვეპროგრამაში რეფერირების საკითხი, რასაც ადასტურებს ანგარიშში მითითებული ინფორმაცია ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში ჩართული 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება 0-დან 3 წლამდე ჩართული ბავშვების რაოდენობასთან შედარებით, ასევე, ხშირად სამედიცინო პერსონალი არ ფლობს ინფორმაციას ქვე-პროგრამის შესახებ.  შეიმუშაოს რეფერირების განვითარების შეფერხების მექანიზმები რისკის სამედიცინო მქონე დაწესებულებისათვის ბავშვების გამოვლენის, მათი სახელმწიფო პროგრამის ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში დროული ჩართვის, ასევე საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების საჭიროების მქონე პირთა შესაბამის ქვეპროგრამაში გადამისამართების მიზნით; პანდემიის პროგრამებს, პერიოდში შეჩერდა შეზღუდვები პირისპირ შეეხო სარეაბილიტაციო რეაბილიტაცია/თერაპიის მიზნობრივ მომსახურება. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეზღუდვებით სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა მხრიდან მიღწეული დადებითი შედეგების დაკარგვის რეალური საფრთხე შეიქმნა.  შეიმუშაოს და აამოქმედოს ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაციის პროგრამა; ანგარიშის მიხედვით, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან ნახევარზე მეტი არ შესრულებულა. ხოლო დაბერების საკითხზე სახელმწიფოს პოლიტიკის კონცეფციის ახალი სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ შემუშავებულა.  „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით, მოამზადოს ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2021-2022 წლის აქტივობებს; ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის შინ მოვლის სერვისის სრულფასოვანი განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია შინ მოვლის ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება.  შეიმუშაოს „შინ მოვლის“ ტექნიკური რეგლამენტი; სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეების ფარგლებში გამოვლინდა, რომ ხანდაზმული პირების სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსების საკითხი საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიხილება. პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში ჩარიცხვის მიზნით, ხანდაზმული პირის, მისი ოჯახის მომზადებული წევრის ან მიმართვიდან სოციალური რეზიდენტულ მუშაკის დასკვნის დაწესებულებაში საფუძველზე განთავსებამდე, ხანდაზმულს დიდი ხნის ლოდინი უწევს. მაძიებლის მიმართვიდან მის განთავსებამდე ერთიანი ვადა დადგენილი არ არის. ამასთანავე, მიმართვიდან დაწესებულებაში განთავსების პერიოდის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ იწარმოება, რაც ართულებს სიტუაციის შეფასებას.  აწარმოოს სტატისტიკა ჩარიცხვის მიზნით სპეციალიზებულ მაძიებლის ან დაწესებულებაში დაინტერესებული პირის ხანდაზმულთა მიმართვიდან ხანდაზმულის განთავსებამდე არსებული პერიოდის შესახებ. მათ შორის, ცალკე დამუშავდეს სტატისტიკური მონაცემები გადაუდებელი წესით ჩარიცხულ ხანდაზმულებთან მიმართებით; ხანდაზმულთა შორის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 70 და მეტი ასაკის ხანდაზმულთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ, აგრეთვე სოციალურ დისტანცირებასა და შინ დარჩენასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა მარტოხელა ხანდაზმული პირების სოციალური გარიყულობის საფრთხე წარმოშვა. ხანგრძლივი იზოლაცია უარყოფითად აისახება ხანდაზმულ პირთა მენტალურ ჯანმრთელობაზე, რისი რისკიც კიდევ უფრო მაღალია მზრუნველობაზე დამოკიდებულ, კოგნიტური დისონანსის და დემენციის ასარიდებლად, მქონე ხანდაზმულ მნიშვნელოვანია პირებში. ხანდაზმული აღნიშნული საფრთხის პირებისთვის თავიდან ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროგრამების ამოქმედება.  ხანდაზმული პირებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შედეგად, მეტად სოციალურად გარიყულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, კერძოდ, შეზღუდული მობილობის, კოგნიტური დისონანსის ან დემენციის მქონე, აგრეთვე მარტოხელა ხანდაზმული პირებისთვის, უზრუნველყოს მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების მიწოდება; ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციებით გამოწვეული სოციალური იზოლაციის პერიოდში გარესამყაროსთან კონტაქტის შესანარჩუნებლად და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისთვის მნიშვნელოვანია, მობილურ სატელეფონო კომუნიკაციასა და ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხანდაზმულთა წვდომის გაუმჯობესება. გაეროს მოსახლეობის ფონდის შეფასებით, „პანდემიის პირობებში ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების დიდი ნაწილი დისტანციურად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, ხანდაზმულებს კი ნაკლებად მიუწვდებათ ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ისინი ნაკლებად ფლობენ ამ ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს“. გამოწვევაზე საპასუხოდ, ხანდაზმულ პირთა მიერ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის თაობაზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი გახადონ სასწავლო პროგრამების სახელმწიფოებს მოუწოდებს, შესაძლებელი შექმნა და მოწყვლად ჯგუფებში ციფრული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების განვითარება.  შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დაიწყოს მუშაობა ხანდაზმულ პირთა ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებისა და მისი გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციებით გამოწვეული სოციალური იზოლაციის პერიოდში ხანდაზმულთა გარესამყაროსთან კონტაქტის შესანარჩუნება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; ანგარიშის მიხედვით, გადაადგილების თავისუფლების არსებული რეჟიმი ნეგატიურ გავლენას ახდენს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და ეთნიკური ნიშნით შეზღუდვების მიმართულებით.  პაციენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. გადაიხედოს რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო და შემთხვევები განიხილოს უმოკლეს ვადაში; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მიზეზით შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმების გადამზადება უნდა მოხდეს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმების მსგავსად და თვლის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოხატული ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მხრიდან გაიზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის. ოკუპირებული აფხაზეთის შემთხვევაში, სახელმწიფომ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, რათა ქართველ და ეთნიკურად ოს ექიმებს შორისაც მოხერხდეს სამედიცინო გამოცდილების და ეპიდემიის მართვის გზების გაზიარება  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც მომუშავეექიმები ტერიტორიებზე გადიან, მოქმედი საქართველოს ასევე გაზარდოს სამედიცინო დანარჩენ ტერიტორიაზე მხარდაჭერა ოკუპირებულ დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის. ანგარიშის მიხედვით, დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, კვლავ პრობლემაა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ინდივიდუალური საქმეების შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ დევნილთა განსახლების მარეგულირებელი შესაბამისი აქტი საჭიროებს ცვლილებებს, რათა მასში დეტალურად გაიწეროს დევნილი ოჯახების ე.წ. ნგრევად შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი კრიტერიუმები/პროცედურები, რომელთა არარსებობის გამო, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ დგინდება დევნილი ოჯახი რეალურად ცხოვრობს თუ არა ე. წ. ნგრევად ობიექტში. შესაბამისად, ასეთი ოჯახების მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განსახლებაზე უარის თქმის შესახებ.  შევიდეს ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს №320 ბრძანებაში და გაიწეროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების შესაბამისი წესი, რომელიც განსაზღვრავს მონიტორინგის ჩატარებასა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურას. მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, რომლებიც დასახელებულ პირთა წრის საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას უზრუნველყოფს. ანგარიშის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაციის ცენტრში, მიგრანტების მსგავსად, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რაიმე კომპლექსური და მიზნობრივი საინტეგრაციო პროგრამები არ მოქმედებს. მათთვის ასევე, ხელმიუწვდომელია უფასო ქართული ენის ინტეგრაციისთვის შემსწავლელი უპირველეს კურსები, ამოცანას რაც საზოგადოებაში წარმოადგენს. არსებული პიროვნების პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია ინსტიტუციური რესურსის, კერძოდ, საინტეგრაციო ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და მისი შემდგომი განვითარება, რათა აღნიშნულ პირებს რეალურად, პრაქტიკულ დონეზე ჰქონდეთ კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის საშუალება.  უზრუნველყოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში შესაძლებლობების გაძლიერება არსებული და ინტეგრაციის მოქალაქეობის არმქონე ცენტრის პირების ინტეგრაციისთვის დაინერგოს საინტეგრაციო პროგრამები. მნიშვნელოვანია გადადგმულ იქნეს ნაბიჯები „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული ცალკეული სამედიცინო სერვისების მიმართულებით, არსებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ნაწილში.  შემოიღოს ეფექტიანი ღონისძიებები სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, ტუბერკულოზის მართვა, ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა) და სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მისაწოდებლად. მნიშვნელოვანია შესრულებულ იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2014-2020 წლებისთვის) ერთ-ერთ მიზნად აღიარებული სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებები.  უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით (2014-2020 წლებისთვის) სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის მიზნით აღებული ვალდებულებების შესრულება. მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განსახორციელებლად, კერძოდ, დასრულდეს გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის აღსრულების ეროვნული მექანიზმის შექმნის პროცესი.  დაჩქარდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელების ეროვნული მექანიზმის შექმნის პროცესი. მნიშვნელოვანია, მისაწვდომობის ეროვნული გეგმის დროული დამტკიცება და შესრულების კონტროლი. უნდა იქნეს შესწავლილი მისაწვდომობასთან მიმართებით ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებები, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე. მისაწვდომობასთან დაკავშირებით სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, სათანადოდ უნდა იქნენ ჩართულნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.  მიიღოს საჭირო ზომები შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზების მიზნით, მათ შორის: o უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისა სუბიექტებისთვის საინფორმაციო კამპანიის და პასუხისმგებელი ჩატარება უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის მოქმედ სტანდარტებზე; o შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მისაწვდომობის ეროვნული მაქსიმალური გეგმა, ჩართულობით, შესაბამისი შეიმუშავოს ზედამხედველობის მექანიზმით; o შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით, უზრუნველყოს შშმ პირთა ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომისთვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება. მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემის დასაძლევად შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედი გეგმის განსაზღვრის გზით.  გაგრძელდეს მუშაობა საცხოვრისის სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის, აღნიშნული აისახოს შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტში. სახალხო დამცველის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსაზლეობის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უფლებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის არასახარბიელო დონე და მომსახურების მაღალი ფასები, ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე. მოცემული ვითარების გათვალისწინებით, ტერიტორიებზე სახალხო მცხოვრები დამცველის მიიჩნევნევს, ადამიანებისთვის რომ სასიცოცხლოდ ოკუპირებულ მნიშვნელოვანია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა.  გაგრძელდეს კლინიკურად დადასტურებული ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და შესწავლილ იქნას პროგრამის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო: ანგარიშის თანახმად, უკიდურესად დაბალია იმ პროფესიონალების რიცხვი, ვისაც პირველ რიგში ევალება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება, რაც რისკის ქვეშ აყენებს არასრულწლოვნების ცალკეული უფლებების დაცვის, ასევე, მათი სიცოცხლისა და განვითარების საკითხს.  ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების შრომითი პირობების გაუმჯობესების, რეაგირებისა ბავშვის და უფლებების პრევენციის დარღვევის მიზნით, ფაქტებზე სისტემაში ეფექტიანი დასაქმებული პროფესიონალების, განსაკუთრებით. სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდოს; სახალხო სიმწირესთან დაგვიანებული დამცველი კრიტიკულად დაკავშირებით და აღნიშნავს არაეფექტიანია მნიშვნელოვანი რომ ადამიანური შემთხვევებზე სოციალურ მუშაკთა რესურსის რეაგირება ხშირად სიმცირის გამო. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკთა როლი ისეთ საქმეებში, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რისკების სწორ და დროულ გამოვლენას, რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მეურვეობა მზრუნველობის ორგანოში დასაქმებულია 268 სოციალური მუშაკი და 12 ფსიქოლოგი, რომლებსაც ჰყავთ ძალადობის, რთული ქცევისა და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ათასობით ბენეფიციარი. მწირი სახელმწიფო სერვისებისა და ადამიანური რესურსების პირობებში,  სოციალური მუშაკების დატვირთვის შემცირებისა და საქმეებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით მათი ფუნქციები გაიმიჯნოს თემატური მიმართულებებით; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელია წლების განმავლობაში ბავშვის მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევები, რაც სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგია. სახალხო სახელმწიფოს დამცველი მხრიდან განსაკუთრებით გამომძიებლების, არასამართლიან პროკურორებისა პრაქტიკად და თვლის მოსამართლეების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ეტაპობრივად გადამზადების უზრუნველყოფას, ხოლო ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სოციალური მუშაკები, რომელთა პასუხისმგებლობაცაა დროულად შეაფასონ მსხვერპლი ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები და უზრუნველყონ ბავშვისა და მისი ოჯახების მხარდაჭერა-გაძლიერება, არანაირ მხარდაჭერას არ იღებენ.  შემუშავდეს ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და რეაგირების ერთიანი, ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეთოდოლოგია, რომელიც დაწვრილებით გაწერს სოციალური მუშაკის ფუნქციებს და ვალდებულებებს ბავშვის მიმართ ძალადობის იდენტიფიცირების, პრევენციისა და რეაგირების საკითხებზე და ასევე, დაარეგულირებს ბავშვთან მუშაობის, მათი ინტერვიუირების, მონიტორინგის და შემდგომი რეაგირების საკითხებს; სახალხო დამცველის კვლევის საფუძველზე ,,ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა’’, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ადგენს, რომ ქვეყანაში კვლავაც არაერთი სისტემური პრობლემაა გადასაჭრელი ბავშვის მიმართ ძალადობის ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული რეაგირების თვალსაზრისით. ამის მიზეზად სახალხო დამცველი მიიჩნევს იმ პროფესიონალების რაოდენობრივ სიმცირეს, ვისაც პირველ რიგში ევალება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება. ასევე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრის, მომუშავე ბავშვთა ჯეროვანი გამოვლენის და გამოვლენილი საჭიროებების მოგვარების მიმართულებით არ წარმოადგენს ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის და რეაბილიტაციის ეფექტიანი საშუალებას, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები კვლავ ქუჩას ბრუნდებიან და განაგრძობენ შრომით საქმიანობას.  მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, ინდივიდუალურად შეფასდეს შრომაში ჩართულ ბავშვთა საჭიროებები და ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს შრომის მძიმე ფორმების შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე ზედამხედველობას, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობის გზით. COVID-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რისკ ჯგუფში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე, მათი სოციალური გაძლიერების მიმართულებით. პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა შშმ პირთათვის ჯანმრთელობის დაცვის მისაწვდომობის კუთხით არსებული რიგი სისტემური პრობლემები: წვდომა სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე, სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულე. ასევე, დამატებით ბარიერებს ქმნიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა, არაადაპტირებული სამედიცინო სერვისები, შშმ პირთა პრიორიტეტული ტესტირების მოქნილი სისტემის არარსებობა, სარეაბილიტაციო მიზნობრივი პროგრამების (პირისპირ რეაბილიტაცია/თერაპია) შეჩერება. დამატებით გამოწვევად რჩება ქვეპროგრამების გეოგრაფიული მოცვა. ერთის მხრივ, სამიზნე ჯგუფების უმრავლესობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვერ იღებს მომსახურებას, მეორეს მხრივ კი ქვეპროგრამების დიდ ნაწილში კვლავ იკვეთება მომლოდინეთა რიგები.  პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში უზრუნველყოს შშმ პირებისთვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტად მიწოდება, ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, პირისპირ თუ დისტანციური ფორმით; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ნაწილი ხორციელდება მომსახურების სტანდარტის გარეშე, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც მათი მიწოდების ხარისხის, ისე გაწეული მომსახურების მონიტორინგისთვის. ასევე, შეფასებისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო სათანადოდ არ არის ჩართული ზედამხედველობის პროცესში და მისი ფუნქცია მხოლოდ ვაუჩერის გაცემითა და პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ფორმალური პროცედურით შემოიფარგლება  უზრუნველყოს მონიტორინგის სახელმწიფო ეფექტიანი პროგრამის მექანიზმის თითოეული შექმნა/ამუშავება, ქვეპროგრამის რაც ფინანსური ანგარიშგების სისტემის ნაცვლად, ბენეფიციართა მდგომარეობის შეფასებას დაეფუძნება; სახალხო დამცველის მიერ ინდივიდუალური საქმეების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესრულებისას შესრულებისას წარმოშობილი სისტემურ პრობლემები. მათ შორისაა: სამიზნე ჯგუფების დროული გამოვლენისა და ქვეპროგრამაში რეფერირების პრობლემა, დაინტერესებულ პირებში ქვეპროგრამების შესახებ ინფორმაციის, ასევე, ჩართულ უწყებებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა, განაცხადის გაკეთების შემდეგ პროგრამაში ჩართვამდე გაურკვეველი ვადით ლოდინი და სერვისის მიმწოდებლებში ადგილების ძიება. პრობლემას წარმოადგენს ქვეპროგრამაში რეალურად ჩართული ბენეფიციარების რაოდენობასა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ მოსარგებლეთა რიცხოვნობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა და არაადაპტირებული გარემო (როგორც უშუალოდ სერვისების ნაწილში, ისე მომსახურებამდე მისასვლელ ფიზიკურ გარემოზე წვდომის ჩათვლით. რეკომენდაცია:  უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შშმ პირთა/ბავშვთა სამიზნე ქვეპროგრამების მისაწვდომობა შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირისთვის/ბავშვისთვის. მათ შორის: o მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეპროგრამების გეოგრაფიული დაფარვა, ხოლო იქ, სადაც მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია მომსახურების ამოქმედება, ხელი შეუწყოს ბენეფიციართა მომსახურებამდე ტრანსპორტირების ორგანიზებას და ცხოვრების კომპენსაციების გაცემას; o უზრუნველყოს ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფების შშმ პირების, მათი კანონიერი წარმომადგენლების, შშმ ბავშვთა მშობლების ინფორმირება პროგრამაში ჩართვისა და პროგრამით გათვალისწინებული სერვისების თაობაზე; o ბავშვთა ადრეული ცენტრებში განვითარების, მომსახურებით აბილიტაცია/რეაბილიტაციის, უზრუნველყოფის, სათემო დღის ორგანიზაციების, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამებში, მომსახურებები დაიგეგმოს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების, არსებული საჭიროებების შესწავლის, არსებული მონაცემთა ბაზების, წინა წლების პროგრამების შესრულების და სხვადასხვა მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის ქვეპროგრამების განხორციელებაში იკვეთება რიგი გამოწვევები. დღემდე არ არსებობს მინდობით გამართული სისტემა. აღმზრდელთა მოძიების და გადამზადება/გაძლიერების ბარიერებს აწყდებიან სერვისის მიმწოდებელი ოჯახები, სადაც განთავსებულნი არიან რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შშმ ბავშვები, რადგან ქვეყანაში მათთვის საჭირო სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდება დღემდე არ არის უზრუნველყოფილი. ასევე, 24 ბენეფიციარზე გათვლილი სათემო მომსახურება შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტიანად ჩართვასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას ბარიერს უქმნის.  მიიღოს საჭირო ზომები სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში შშმ პირთა/ბავშვთა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საცხოვრებლითა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტით უზრუნველყოფის მიზნით. მათ შორის: o შეამციროს მოქმედი სტანდარტებით განსაზღვრული სათემო მომსახურების ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა (24 პირი); o გააძლიეროს და გააფართოვოს სათემო სერვისების საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტი; o შეიმუშაოს სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მექანიზმები, განსაკუთრებით, რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის; სახალხო დამცველი აღნიშნავს რომ სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, ამავდროულად აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში არ დამტკიცებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია.  უზრუნველყოს დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის დროული შემუშავება და განხორციელება; სახალხო დამცველის მოსაზრებით შშმ პირთა პანსიონატებისა და შშმ ბავშვთა სახლების ინსტიტუციური მოწყობა და იქ არსებული საყოფაცხოვრებო პირობები ვერ უზრუნველყოფს ოჯახთან მიახლოებული გარემოს შექმნას და არ იძლევა შშმ პირთა ინდივიდუალური განვითარებისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების შესაძლებლობას. მონიტორინგის დროს რამდენიმე ხარვეზი გამოვლინდა, მათ შორის სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები დაწესებულებებში, დისტანციის და სხვა შესაბამისი წესების დაცვა ბენეფიციარებთან ურთიერთობისას, ჰიგიენისთვის საჭირო ნივთების ნაკლებობა. ასევე გაირკვა, რომ ვირუსის პრევენციისთვის გამოყოფილი საიზოლაციო ოთახის მოწყობა არ ქმნის იქ ხანგრძლივად განთავსებისთვის შესაბამის პირობებს.  დეინსტიტუციონალიზაციის დასრულებამდე, შშმ პირთა პანსიონატები და ბავშვთა სახლები გათვალისწინებული (ფილიალები) მოთხოვნების უზრუნველყოს მოქმედი დაკმაყოფილების სტანდარტით მიზნით შესაბამისი რესურსებით. მათ შორის: o ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და დაწესებულებები აღიჭურვოს საჭირო ავეჯით/ინვენტარით; o გადაუდებელი წესით მოაწესრიგოს შშმ პირთა პანსიონატების წყალმომარაგების სისტემა და მკაცრად გააკონტროლოს მისი მუშაობა; უზრუნველყოს დაწესებულებების უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგება; o გააკონტროლოს პანსიონატებსა და ბავშვთა სახლებში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ზომების პრაქტიკაში განხორციელება. ხანდაზმულთა ღონისძიებების ხანგრძლივი აუცილებლობა მოვლის პანდემიამ მიმართულებით კიდევ უფრო გასატარებელი ნათლად წარმოაჩინა. სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში პანდემიის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მიზნით, მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირებისთვის ადეკვატური მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ასევე, მონიტორინგი გრძელვადიანი ზრუნვის დაწესებულებებში.  სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში პანდემიის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მიზნით, უზრუნველყოს ხანდაზმული პირების ადეკვატური მოვლის სერვისების უწყვეტობა, როგორიცაა ფსიქიატრიული მომსახურება, პალიატიური და გერიატრიული ზრუნვა, ასევე, მონიტორინგი გრძელვადიანი ზრუნვის დაწესებულებებში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემებია დევნილთა გრძელვადიან განსახლებასთან დაკავშირებით, მათ შორის ვეტერან დევნილთა განსახლების კუთხით. მათი განსახლების საკითხი უკვე ორი წელია ცალკე პროგრამის ფარგლებში განიხილება. პროგრამაში ჩართვის მიზნით, განაცხადი 1 301 ვეტერან დევნილ ოჯახს აქვს გაკეთებული და განსახლების მოლოდინშიც არიან, თუმცა ამ პროგრამის ფარგლებში 2019-2020 წლებში ოჯახები არ განსახლებულან, ასევე, ამავე პერიოდში რეგისტრირებული განაცხადების განხილვა 2021 წელს გაგრძელდება. აღნიშნული მიუთითებს ვეტერან დევნილთა განსახლების პროგრამის გაჭიანურებაზე, რაც მოლოდინის რეჟიმში მყოფ დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.  2021 წელს განხორციელდეს ვეტერან დევნილთა განსახლების პროგრამა; ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს, გასული წლებისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტი - 96 შენობა და მათში მცხოვრები 711 ოჯახი განსახლდა, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს. თუმცა, გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, კვლავაც რჩება გამოწვევები. კერძოდ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მაღალია. სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად ექსპერტიზის საფუძველზე შეფასებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი 90 ობიექტიდან, 71 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. წინა წლების მსგავსად, შენობების მდგრადობის საექსპერტო შეფასება კვლავაც დევნილთა მიმართვიანობის საფუძველზე ხდება და არ ატარებს პროაქტიულ ხასიათს. შესაბამისად, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყველა ობიექტი არ შემოწმდეს და სააგენტოს მონაცემები არ იყოს სრულყოფილი. ზუსტი მონაცემების უქონლობის პირობებში, სიცოცხლისა და მომეტებული საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიღმა რჩება, ვერ ხერხდება მათი საჭიროებების დროული გამოვლენა და განსახლება. ამდენად, მნიშვნელოვანია სააგენტომ გააფართოვოს საექსპერტო შეფასების გზით შესამოწმებელი შენობების რაოდენობა.  აღირიცხოს დევნილთა განსახლების ისეთი ობიექტები, რომლებთან დაკავშირებითაც არ არსებობს საექსპერტო შეფასება, მაგრამ მათი მდგრადობა, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის და შემოწმდეს ისინი საექსპერტო შეფასების გზით; ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის განსახლების მომეტებული ობიექტებიდან საფრთხის არანაკლებ 450 შემცველი ყოფილი კოლექტიური დევნილი ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით.  2021 წელს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან, გრძელვადიანად განსახლდეს არანაკლებ 450 დევნილი ოჯახი. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ხოლო საკმარისი რესურსის (გასანაწილებელი ბინების) არარსებობის შემთხვევაში, გრძელვადიან განსახლებამდე ქირით უზრუნველყოს ასეთი ოჯახები.  ქირით უზრუნველყონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კოლექტიურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთა გრძელვადიანი განსახლებაც სათანადო რესურსის არარსებობის გამო მიმდინარე წელს ვერ მოხერხდება. ანგარიშის მიხედვით, დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია. ახალი კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მათ დაკარგეს სამსახური და შესაბამისად, შემოსავალიც. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დევნილთა უმეტესობა არაფორმალურად იყო დასაქმებული და არ ჰქონდათ სტაბილური სამსახური, მათ ვერ შეძლეს დასაქმების ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, საამისოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარების მიღმა აღმოჩნდნენ, რამაც ისედაც სოციალურად შეჭირვებული მოწყვლადი დევნილი ოჯახების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.  მიიღოს ზომები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესაძლებლობების განვითარების კუთხით, რათა იმ დევნილებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დაკარგეს შემოსავალი, ვერ ისარგებლეს სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული კომპენსაციით, ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამებში. სახალხო მდგომარეობა დამცველის არ შეფასებით, გაუმჯობესებულა. 2020 წელს ძირითად ეკომიგრანტთა გამოწვევას უფლებრივი განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირე და ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაკლებობა წარმოადგენს. პრობლემურია, რომ 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტების ნაწილს დღემდე არ გადასცემია საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებული 1062 ოჯახიდან მხოლოდ 757 ოჯახს აქვს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცემული, დანარჩენები კი განსახლების შემდეგ, სარგებლობაში არსებული ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემის მოლოდინში არიან.  2021 წელს დასრულდეს 2004-2012 წლებში განსახლებული 305 ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი; სახალხო დამცველის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა. 2019 წელს 219 ოჯახზე გაიცა დასკვნა მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრების შესახებ. 2020 წელს, მსგავსი შეფასება გაიცა 357 ოჯახზე, საანგარიშო პერიოდში კი მხოლოდ 50 ასეთი ოჯახი განასახლეს. მნიშვნელოვანია, ეკომიგრანტთა განსახლებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ, განსახლების საკითხზე მსჯელობისას, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული დასკვნების გაანალიზების საფუძველზე პრიორიტეტი სწორედ ასეთ ოჯახებს მიანიჭოს.  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების შედეგად, გამოვლინდეს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხის მინიმუმ 30 % მოხმარდეს ასეთი ოჯახების განსახლებას. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური 2019 წლის 19 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებით, შრომის კოდექსითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით, ექსპლიციტურად განისაზღვრა, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, გასულ წელსაც შრომითი ურთიერთობები დისკრიმინაციის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სფერო იყო. სახალხო დამცველის მიერ ვაკანსიების შესახებ დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველ განცხადებებზე არაერთი რეაგირების მიუხედავად, დისკრიმინაციული შინაარსის შემცველ ვაკანსიებზე აპარატში შემოსული განცხადებების სიმრავლე მოწმობს, რომ ამგვარი შინაარსის განცხადებების ცალკეულ ვებგვერდებზე განთავსება კვლავ აქტუალური პრობლემაა, რაც ხელს უწყობს სქესის, ასაკის თუ სხვა საფუძვლით საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტერეოტიპების განმტკიცებას. პრობლემურია, ერთი მხრივ, დამსაქმებლების მიერ დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემუშავება, ხოლო მეორე მხრივ, ვებგვერდების მიერ ამგვარი განცხადებების გავრცელება.  კერძო დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიმუშაოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ვაკანსიის შესახებ განცხადებები, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების მორგება სამუშაოს სპეციფიკაზე დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოუყენებლად. სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს 2020 წელს შრომის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის ფარგლებში შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის სრული მანდატი მიენიჭა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს უკვე შეუძლია საქართველოს შრომის კოდექსითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევის გამოვლენის მიზნით, დამსაქმებლის თანხმობის გარეშე, სამუშაო ადგილების ინსპექტირება და უფლებადარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სანქციის გამოყენება. საქმიანობის დასრულდეს სსიპ ეფექტიანად შრომის შესასრულებლად, ინსპექციის სამსახურის, აუცილებელია, განსაკუთრებით დროულად კი, მისი ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტება. ასევე, მნიშვნელოვანია, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებლად, ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება.  დროულად დაასრულოს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის, მათ შორის, მისი ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტება;  დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აწარმოოს ეფექტიანი საინფორმაციო ხასიათის კამპანია შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული მანდატის შესახებ. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და სამედიცინო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას და პაციენტთა ნდობის ამაღლებას. სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2017 წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების საბჭოში მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა დროში ჭიანურდება, მოქალაქეებს ასევე არ აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ განცხადების განხილვა/შესწავლის პროცესში. უწყებამ გაცემული რეკომენდაციის საპასუხოდ ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა. 2020 წელს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან“ სარეცენზიო მომსახურება შეისყიდა, ხელშეკრულების შესრულებას კონტროლს ინსპექტირების ჯგუფი უწევდა. თუმცა, სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, დასკვნების არასრულყოფილად წარდგენის ან გაჭიანურების გამო, რამდენჯერმე დაჯარიმდა და განცხადება-საჩივრების განხილვის ვადების გაჭიანურება კვლავ პრობლემად დარჩა. მნიშვნელოვანია, სააგენტოში საქმისწარმოების პროცედურა იმგვარად წარიმართოს, რომ პაციენტთა განცხადება/საჩივრების განხილვა ემყარებოდეს მათი უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას და სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტას.  შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ახალი ნორმები/სტანდარტი, რომლითაც განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების პროფესიული მიზნით საბჭოსათვის მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის განსახილველად მიწოდების დროული და სრულყოფილი წარდგენის ვალდებულება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები სრულად ვერ ფარავს დაინტერესებულ ჯგუფებს და ამას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ სოფლად მცხოვრებ ქალებთან ჩატარებული შეხვედრებიც.  ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მეწარმე ქალების პროფესიულ განვითარებას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ტრენინგებისა და პროექტების მართვის უნარ-ჩვევების სწავლებით; უნდა აღინიშნოს, მოქალაქეებთან და რომ ცალკეულ დაინტერესებულ ნაბიჯებს არ მოჰყოლია საზოგადოებასთან მხარეებისგან განგრძობითი, შედეგზე ორიენტირებული, სიღრმისეული და ყოველმხრივი დიალოგის წარმართვა.  ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევის მიზნით წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან; აღსანიშნავია, უპირველესად, რომ ენერგეტიკული შესაბამისი სფეროს გრძელვადიანი დაგეგმვა პოლიტიკის და შემუშავებას განვითარება, მოითხოვს. საერთაშორისო ვალდებულებებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს 10-წლიანი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რაც ჯერჯერობით არ შესრულებულა.  გონივრულ ვადაში შეიმუშაოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და გონივრულ ვადაში წარმართოს ყველა საჭირო პროცედურა პარლამენტის მიერ მის დასამტკიცებლად. მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი გარანტიების არსებობა, მათ შორის, ნაბიჯები უნდა გადაიდგას ზედამხედველობის სათანადო მექანიზმების გამკაცრების მიმართულებითაც.  უზრუნველყოს ბუნებრივი ზედამხედველობის გაზის გამკაცრების შიდა მიზნით ქსელის უსაფრთხოებაზე განსახილველად წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების დროულად განხილვა და მიღება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: სახალხო დამცველის ანგარიში აღწერს საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილ საგანმანათლებლო სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის, კერძოდ, გონივრულ მისადაგებაზე უარის რამდენიმე ფაქტს, რაც ერთ შემთხვევაში უკავშირდებოდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ აბიტურიენტისთვის მის საჭიროებაზე მორგებული პირობების არქონას. მეორე შემთხვევაში, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარებისას პრობლემური იყო გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ აბიტურიენტთან მისი სპეციალური საჭიროებების თაობაზე სათანადო კომუნიკაციის არქონა.  ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ აღსასრულებლად, ნორმატიულ დონეზე გაიწეროს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას დაბრკოლება შეექმნათ აბიტურიენტებს, რომელთა რელიგია კრძალავს შაბათ დღეს სხვადასხვა სეკულარულ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობას. აბიტურიენტებმა მოითხოვეს შაბათ დღეს ჩანიშნული გამოცდის თარიღის შეცვლა სხვა ნებისმიერი დღით. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი განაცხადა განმცხადებელთა დაგვიანებული მიმართვის გამო, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საბოლოოდ, აბიტურიენტებს მიეცათ გამოცდების სხვა დღეს ჩაბარების შესაძლებლობა.  ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს გამოსაცდელებისთვის რელიგიური საჭიროების გათვალისწინებას გამოცდების ორგანიზების პროცესში; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა გამოწვევად რჩება და პრობლემაა ამის როგორც თავიდან არიდება, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე არასათანადო რეაგირებაზე. ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას. ამასთანავე, აღნიშნავს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების თავიდან ასარიდებლად, არსებითია განათლების სისტემაში გენდერული საკითხებისა და სასიცოცხლო უნარების/კომპლექსური სექსუალური განათლების ინტეგრირება.  უზრუნველყოს ქორწინებისა ზოგადი და ფორმალური თანმდევი რისკების განათლების შესახებ სისტემაში განათლების ადრეული კომპონენტის ინტეგრირება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით და უზრუნველყოს განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლება აღნიშნული მიმართულებით. ანგარიშის შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში (2018-2020) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან სტრატეგიაში (2017-2021) ასახულ სახელმწიფოს პოლიტიკასა და ხედვას ადამიანის უფლებათა სწავლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებების შესახებ, აკლია განჭვრეტადობა გამომდინარე, ანგარიში განათლების სფეროში და გამოკვეთს სისტემურობა. როგორც უფლებათა აღნიშნული ფორმალური, სწავლების ისე ფაქტორებიდან არაფორმალური ხელშეწყობის ერთიანი, კოორდინირებული ძალისხმევის საჭიროებას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამ მიზნისთვის ეფექტიანი მექანიზმი იქნებოდა ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ადამიანის უფლებათა სწავლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს უწყებათაშორის კოორდინაციას.  შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგპოლიტიკის დოკუმენტი მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული სხვა შესაბამისი პირებისთვის; ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული 2018 წელს დაწყებული ზოგადი განათლების რეფორმაზე („ახალი სკოლის მოდელი”), რომელიც სკოლებს ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, გადასვლას სთავაზობს. დამოუკიდებლობა, გაუთვალისწინებელი უნიფიცირებულიდან ამ მოსწავლეებს რეფორმის ფარგლებში, შესთავაზონ დამატებითი დიფერენცირებულ ეროვნული საგანმანათლებლო მიდგომაზე სკოლებს სასწავლო და მიენიჭათ გეგმით სააღმზრდელო ღონისძიებები, სავალდებულო ან ფაკულტატური სახით. ანგარიში მიუთითებს სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდასა და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის რელიგიურ ნეიტრალობას შორის კორელაციაზე და აღნიშნავს ძლიერი ანგარიშვალდებულებისა და სწავლების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესში რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის რისკებზეა მითითება ანგარიშში მოხსენიებულ სახალხო დამცველის სხვადასხვა დროს გაცემულ რეკომენდაციებზე/წინადადებებზე.  შემუშავდეს სტრატეგია/სამოქმედო დოკუმენტებში გათვალისწინებული გეგმა ან სამინისტროს იყოს საჯარო სკოლების პოლიტიკის რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფის, სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ან იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოვლენის უზრუნველყოფა; საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სასკოლო სახელმძღვანელოების/ მაკეტების გრიფირების კომისიაში „სხვა სპეციალისტის“ სტატუსით სხვადასხვა უფლებრივ საკითხზე მომუშავე ექსპერტები წარადგინა. გრიფირების პროცესში მონაწილე რეცენზენტებთან დაყრდნობით, სახალხო კომუნიკაციის დამცველის შედეგად აპარატმა მიღებულ შეაფასა 2020 ინფორმაციაზე წლის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების რეცენზირების ეტაპის სხვადასხვა ასპექტი და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა განათლების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, გამოვლენილი რიგი გამოწვევებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა 2020 წლის 23 სექტემბერს №171/9393 წინადადებით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს.  იმსჯელოს შესაბამისი საფეხურ(ებ)ის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესში საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მასალის თავსებადობის (ავთენტურობის) დადასტურების განმსაზღვრელი ზღვრის დაწევის შესაძლებლობაზე. ანგარიშის მიხედვით, სახელმძღვანელოს/სერიის რეცენზირების პროცესში კიდევ უფრო მეტი „სხვა სპეციალისტის” ჩართვა დაიგეგმა 2021 წლისთვის საბაზო საფეხურის ყველა საგნის შეფასების პროცესში; ასევე, შეწყდა თითოეული რეცენზენტისათვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე, ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა; სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების პროცესში შეწყდეს თითოეული  რეცენზენტისათვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე, ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა საკანონმდებლო ცვლილებების გზით; ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებში ტრენინგები ჩაუტარდათ სხვადასხვა საგნის რეცენზენტებს; უზრუნველყოფილია რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ სახელმძღვანელოს მაკეტის ფსიქოლოგისა და სხვა სპეციალისტის ფუნქციურ დატვირთვაში შემავალი კრიტერიუმების ჭრილში შეფასების/ავთენტურობის დადასტურების შემდეგ, საგნობრივი ჯგუფის სხდომის დატოვების შესაძლებლობა. ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული ამ თანამშრომლობის ფარგლების გაფართოებაც. თუმცა, სახალხო დამცველი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ სამინისტროს სრულად ჯერ კიდევ არ გაუთვალისწინებია მისი მთელი რიგი რეკომენდაციები.  სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების სააპელაციო კომისიაში გაიზარდოს საგნობრივი, მათ შორის ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტთა მონაწილეობის ხარისხი. სახალხო დამცველის ანგარიში მიუთითებს პანდემიისას კიდევ უფრო გამოკვეთილ ისეთ გამოწვევებზე, საგანმანათლებლო როგორიცაა განათლების დაწესებულებებში არსებული უფლების მძიმე ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურული პრობლემები, სიღარიბეში, სახელმწიფო ზრუნვაში, რეგიონებში, და განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სრულყოფილი ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ შემუშავებულა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაიწერებოდა საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი აქტივობები. აღნიშნულის საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთა საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გახანგრძლივებული დისტანციური სწავლების პროცესის გათვალისწინებით.  მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, შესაბამის მხარეებთან კოორდინირებით, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის ეფექტიანი მართვის საკითხებს. ამასთანავე, არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსი პრევენციული მიზნობრივად ღონისძიებების ინფრასტრუქტურის იქნას გამოყენებული ეფექტიანად გაუმჯობესებისთვის და სკოლებში განხორციელებისა სამინისტრომ და უზრუნველყოს აღნიშნული პროცესის მონიტორინგი; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში სრულყოფილად ჩართვას ვერ ახერხებენ ბავშვები, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე. ანგარიში მიუთითებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაბამის სტატისტიკებზე. სახალხო დამცველის შეფასებით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე ხანგრძლივად გადასვლამ, ოჯახებისთვის სათანადო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გარეშე, რისკის ქვეშ დააყენა ბავშვების ნაწილის განათლების უფლების დაცვის საკითხი. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ წარმოჩინდა რეგიონებში და სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან მიმართებით.  რეგიონების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით განხორციელდეს იმ ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც არ აქვთ ტექნიკაზე და ინტერნეტზე წვდომა. შემუშავდეს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები მათი დისტანციური სწავლების პროცესში დროულად ჩართვის მიზნით; ანგარიში ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მაღალ მაჩვენებელზე, რაც წლების განმავლობაში პრობლემად რჩება. ანგარიშზე დაყრდნობით, სწავლის შეწყვეტის საფუძვლებიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მოსწავლის სასწავლო პროცესზე გამოუცხადებლობა ზედიზედ 90 სასწავლო დღე. აღნიშნული, შესაძლოა, განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი წლების განმავლობაში მაღალია, ბავშვთა უფლებების დაცვისა და არსებული რისკების შემცირების მიზნით, კოორდინაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პასუხისმგებელ უწყებებს შორის, არ არის ეფექტიანი და რეგულარული, განსაკუთრებით, საბაზო დონის დასრულებამდე სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში. 2020 წელსაც, სწავლის შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა თბილისში, ქვემო ქართლსაა და კახეთში, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ისეთ პრობლემებზე, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული რეგიონისთვის და საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას.  რეგიონულ დონეზე შეფასდეს სკოლის მიტოვების გამომწვევი მიზეზები და აღნიშნულის საფუძველზე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო სკოლებთან და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთან თანამშრომლობით, დაიგეგმოს სამომავლო ნაბიჯები გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკების შესამცირებლად; ანგარიშის მიხედვით, დაბალია საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელთა, აღმზრდელთა და მათი თანაშემწეების გადამზადების მაჩვენებელი, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, რთული ქცევის მართვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დისტანციური ფორმით ჩატარების სიახლისა, სახელმწიფოს ჯერ არ შეუმუშავებია ზუსტი მეთოდოლოგია და არც საბავშვო ბაღის აღმზრდელები გადაუმზადებია.  შემუშავდეს დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის აღსაზრდელთა გადამზადების მოდული და ადგილობრივ თვითმმართველობებს ხელი შეეწყოთ აღსაზრდელთა გადამზადებაში. სახალხო დამცველი მიუთითებს 2020 წლის მონაცემზე და მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღებში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობა სრულად ვერ ასახავს იმას, თუ რეალურად აღსაზრდელის სტატუსის მქონე რამდენ ბავშვს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე პანდემიის პირობებში. ანგარიშის მიხედვით, საბავშვო ბაღების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დასაცავად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას. გარდა ამისა, რადგანაც სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დისტანციური ფორმით ჩატარება და მასზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, საბავშვო ბაღების დახურვისას, აღსაზრდელთა დიდი ნაწილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღმა დარჩა. დისტანციური ფორმით სასწავლო პროგრამა მხოლოდ სასკოლო მზაობის (56 წლის) აღსაზრდელთა ჯგუფს მიეწოდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც საგულისხმოა ბავშვები, რომლებისთვისაც, შესაბამისი ტექნიკის ან ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, არ შეუძლიათ აღმზრდელობით პროცესში მონაწილეობა.  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის გათვალისწინებული იყოს დისტანციური სწავლების მიმართულებით შემდგომი დახვეწა; ანგარიში ეხმაურება პანდემიის პერიოდში შშმ ბავშვებისთვის განათლების მისაწვდომობის საკითხს და აღნიშნავს, რომ სამინისტრო არ ფლობს ზუსტ მონაცემებს, მათგან რამდენი რა სახის სწავლების ფორმაში იყო ჩართული. ანგარიში დადებითად აფასებს წელს 2020 საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამას“, რამაც შესაძლებელი გახადა 6-16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების სახელმწიფომ გადადგას გამოვლენა. იქვე აღნიშნულია, შემდგომი ნაბიჯები სკოლის რომ მიღმა მნიშვნელოვანია, დარჩენილი შშმ მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში დროული ჩართვის მიზნით.  უზრუნველყოს სკოლის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის მექანიზმების განვითარება და განხორციელება. მათ შორის: o ზედამხედველობა გაუწიოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლასა და შესაბამის გაუწიოს შშმ ბავშვების სკოლის მიღმა დარჩენის ეფექტიანი და სწრაფი რეაგირებისთვის შესაბამის სერვისებში ჩართვას; o ზედამხედველობა შემთხვევებზე ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობას; ანგარიში მიუთითებს საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აღრიცხულ 9721 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე და იქვე აღნიშნავს, რომ უცნობია, მათგან რამდენი რა სახის სწავლების ფორმაში იყო ჩართული. 2020 წლის 9 სექტემბერს დამტკიცებულ მინისტრის ბრძანებაზე - ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ შშმ მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისთვის მხოლოდ დოკუმენტის მიღება საკმარისი არ არის და აუცილებელია სათანადოდ განხორციელდეს მისი აღსრულების ზედამხედველობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შშმ) მოსწავლეებისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდების კუთხით. პანდემიის პერიოდში უმაღლესი განათლების საფეხურზე სსსმ (შშმ) სტუდენტთა მხარდამჭერ ზომები სახალხო დამცველის შეფასებით იყო ფრაგმენტული და არასისტემატიზებული. ანგარიში აღნიშნავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევას - ბლენდირებული/ელექტრონული სწავლების ძირითადი ტენდენციებისა და საჭიროებების კვლევა საქართველოში, რომელმაც გამოავლინა ინსტიტუციების გაძლიერების საჭიროება შემდეგი მიმართულებით: ვებინარების, ტრენინგების ორგანიზება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება როგორც თავად საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაწესებულებებს, შორის; ისე სამინისტროს, ონლაინ/ბლენდირებულ ცენტრსა სწავლებასთან და ამ დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ციფრული ინფრასტრუქტურის, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება რეგიონებში.  მიიღოს აუცილებელი ზომები შშმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად. მათ შორის: o მიიღოს სათანადო ზომები რეგიონებში მცხოვრები სსსმ (შშმ) მოსწავლეების/ სტუდენტების მათ შორის, საგანმანათლებლო საჭიროებების ციფრულ ინფრასტრუქტურასა დასაკმაყოფილებლად, და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ჩათვლით; o ონლაინ/ბლენდირებულ სწავლებასთან დაკავშირებით, განხორციელდეს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და ინიციირება; o უზრუნველყოს შშმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად განხორციელებული აქტივობების სტატისტიკური დამუშავება. ანგარიშის მიხედვით, რესურსსკოლებთან მიმართებით გამოწვევას წარმოადგენდა საჯარო სკოლებში გამოყენებული პლატფორმა საჭიროებებთან შეუსაბამობა, ხოლო მოსწავლეების დისტანციურ სწავლებასთან TEAMS-ის სამინისტროს, უსინათლო პირების რესურსსკოლებში დაკავშირებული შშმ ხარვეზების გამოსავლენად, სიღრმისეული კვლევა არ ჩაუტარებია. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული პერიოდული სუპერვიზიის შედეგად გამოვლინდა, რომ დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვას ძირითადად აბრკოლებდა: ინტერნეტის არქონა ან არასაკმარისი სიხშირე, შესაბამისი ტექნიკის/საკომუნიკაციო საშუალებების არქონა, მშობლების პასიურობა. ასევე, გამოვლინდა მოსწავლეთა დარღვევების სირთულიდან გამომდინარე ონლაინ სწავლებაში ჩართვის პრობლემები. როგორც ანგარიში მიუთითებს, პროფესიულ დაწესებულებებში ინდივიდუალური მხარდაჭერის საჭიროების უზრუნველსაყოფად მქონე გამოიყენებოდა შემდეგი სტუდენტისთვის/მასწავლებლისთვის, ზომები: კოლეჯის შესაბამისი ლეპტოპების დროებით სარგებლობაში გადაცემა, კოლეჯის სივრცისა და აღჭურვილობის დათმობა, IT სპეციალისტების დახმარება და სხვა. თუმცა მიუხედავად ამ ხელშემწყობი მექანიზმების არსებობისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს გამოწვევებს როგორც დასწრების, ისე დისტანციური სწავლების ფორმატში. გამოწვევებს შორის დასახელებულია ონლაინ სწავლებაში ჩაურთველობა, ონლაინ სწავლების დაბალი მოტივაცია, სტატუსის შეჩერება, სტატუსის შეწყვეტა.  გააგრძელოს სათანადო ზომების მიღება შშმ მოსწავლეების/სტუდენტების საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურასა და სასწავლო მასალებზე წვდომის გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოს ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების სტატისტიკური დამუშავება; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ, წინა წლების მსგავსად, 2020 წელსაც გამოწვევა იყო ერთიანი კონცეპტუალური მიდგომისა და ხედვის არარსებობა, ორენოვანი პედაგოგების მომზადება, დაწესებულებების უზრუნველყოფა შესაბამისი სასწავლო- მეთოდოლოგიური პროგრამებით, დამხმარე სახელმძღვანელოებითა და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. ანგარიში მიუთითებს, რომ სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლიდან შეიმუშავა ბილინგვური სწავლების მოდელი და შექმნა რესურსების ნაწილი დაწყებითი საფეხურისათვის. 2020 წელს ბილინგვური სწავლების მოდელის აპრობირება მიმდინარეობდა ხუთ საპილოტე არაქართულენოვან სკოლაში, რაც არ წარმოადგენდა წინა წლის მაჩვენებლის გაუმჯობესებას. იქვე აღნიშნულია, რომ პრობლემად რჩება პედაგოგების კვალიფიკაცია და მათი მომზადებისა და გადამზადების ერთიანი სტრატეგიის არარსებობა და სასწავლო პროგრამების ნაკლებობა. მათ შორის, ორენოვანი პედაგოგების მოზიდვა და მათი განათლების სისტემაში ჩართვა.  ეროვნული უმცირესობებისენოვან სკოლებში დაინერგოს მულტილინგვური სწავლების მოდელი, შემუშავდეს მულტილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები; მომზადდნენ/გადამზადდნენ ორენოვანი პედაგოგები; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავ არ გატარებულა ქმედითი ღონისძიებები საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შესადგენად, გამოსაცემად და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად.  საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება; ანგარიში დადებითად აფასებს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2020-2021 სასწავლო წლისთვის დარიგებულ I-VI კლასის ეროვნული უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე) ნათარგმნ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. აღნიშნულია 2020 წელს გრიფმინიჭებული VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების თარგმნაც, რომლებიც არაქართულენოვან სექტორზე 2021-2022 სასწავლო წლიდან დაინერგება.  უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა, გამოცემა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგება; ანგარიში მიუთითებს, რომ მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა 2015 წლიდან ისწავლება. სისტემურ პრობლემადაა შეფასებული მცირერიცხოვანი ეთნიკური ხუნძური/ავარული, უმცირესობების უდიური, ასურული და ენების (ოსური, ჩეჩნური, ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნა და შესაბამისი ენების პედაგოგების მომზადება. იქვე, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს სამინისტროს ჩართულობით გამოცემულ უდიური ენის სახელმძღვანელოს.  განხორციელდეს უმცირესობების ქმედითი ენების ღონისძიებები სასკოლო მცირერიცხოვანი სახელმძღვანელოების ეროვნული მომზადების და გამოცემის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე პედაგოგთა გადამზადებისთვის; სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, სამინისტროს მიერ ჩატარებულ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არაერთ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას ონლაინ ფორმატში. იქვე აღნიშნულია, რომ მათი ნაწილი უშუალოდ ეთნიკური უმცირესობების კულტურას მიეძღვნა. ანგარიში მიუთითებს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების დიდი ნაწილი დაფინანსების გარეშე რჩება. აგრევე აღნიშნულია სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტების დაფინანსების თანხების ზრდის საჭიროება, ვინაიდან სტუდენტების დიდი ნაწილი დაფინანსების გარეშე, და აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევებში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე რჩება.  შესაბამის მხარეებთან, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მულტიკულტურული პროგრამების და ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას. ამასთანავე, გააძლიეროს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით; სახალხო დამცველის შეფასებით, განათლების უფლების რეალიზება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება. ეს უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნაზე, ისე განათლების ხარისხზე. ანგარიში მიუთითებს 2020 წელს დე ფაქტო ცხინვალის უშიშროების კომიტეტის მიერ აბიტურიენტების დაშინების გამოვლენილ ფაქტებზე და აღნიშნავს, რომ კვლავ გრძელდება მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის და ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევა, სკოლის მოსწავლეებსა თუ პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ანგარიში ასახელებს ოკუპირებული გალის რეგიონში, პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლების გამოწვევებს. ანგარიში შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს ოკუპირებული გალის სკოლებში და ოკუპირებული ახალგორის ქართულ სკოლებში მოსწავლეთა, მათ შორის პირველკლასელთა ყოველწლიურად კლებადი რაოდენობის შესახებ.  გაზარდოს არაფორმალური განათლების პროექტების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონორებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით;  გაგრძელდეს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში ოკუპირებული ახალგაზრდებისათვის; ტერიტორიიდან სტუდენტებს, მონაწილე საგანმანათლებლო ბავშვებისა და დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შეეთავაზოთ ქართული ენის სასწავლო პროგრამები; ანგარიში ასახელებს მინისტრის ბრძანების საფუძველზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, საქართველოს უმაღლეს, პროფესიულ და საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ჩარიცხულთა სტატისტიკას და აღნიშნავს მათი საცხოვრებლით/სტიპენდიით უზრუნველყოფის საჭიროებას.  პოლიტიკის დოკუმენტებში განისაზღვროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამის/ების შექმნა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ამ კატეგორიის სტუდენტების სტიპენდიის ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი; სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრი სახალხო დამცველის ანგარიში აღწერს საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილ საგანმანათლებლო სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის, კერძოდ, გონივრულ მისადაგებაზე უარის რამდენიმე ფაქტს, რაც ერთ შემთხვევაში უკავშირდებოდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ აბიტურიენტისთვის მის საჭიროებაზე მორგებული პირობების არქონას. მეორე შემთხვევაში, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარებისას პრობლემური იყო გამოცდების ეროვნულ ცენტრის მიერ აბიტურიენტთან მისი სპეციალური საჭიროებების თაობაზე სათანადო კომუნიკაციის არქონა.  ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ აღსასრულებლად, ნორმატიულ დონეზე გაიწეროს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას დაბრკოლება შეექმნათ აბიტურიენტებს, რომელთა რელიგია კრძალავს შაბათ დღეს სხვადასხვა სეკულარულ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობას. აბიტურიენტებმა მოითხოვეს შაბათ დღეს ჩანიშნული გამოცდის თარიღის შეცვლა სხვა ნებისმიერი დღით. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი განაცხადა განმცხადებელთა დაგვიანებული მიმართვის გამო, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საბოლოოდ, აბიტურიენტებს მიეცათ გამოცდების სხვა დღეს ჩაბარების შესაძლებლობა.  ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს გამოსაცდელებისთვის რელიგიური საჭიროების გათვალისწინებას გამოცდების ორგანიზების პროცესში; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: სახალხო დამცველის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი, პროფესიული ჯგუფებისა და საზოგადოების ჩართულობის გზით, მაქსიმალურად დროულად შემუშავდეს და წარედგინოს პარლამენტს, ხოლო საკანონმდებლო ორგანომ დროულად მიიღოს იგი. გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისას გამოვლენილი პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად სახალხო დამცველი საკანონმდებლო დონეზე არსებულ სისტემურ ხარვეზს ასახელებს. ანგარიში აგრეთვე მიუთითებს კომპლექსური და ეფექტიანი მექანიზმების არარსებობაზე კერძო საკუთრებაში დასაცავად, რაც სახალხო არსებული დამცველის კულტურული შეფასებით, ამძიმებს მემკვიდრეობის ასეთი ძეგლების მდგომარეობას, ცალკეულ შემთხვევებში აჩქარებს ძეგლის სტატუსის მქონე კერძო საკუთრების ნგრევის პროცესს, და ზოგიერთ შემთხვევაში კი, შეუძლებელს ხდის მის აღდგენა-გაძლიერებას. ამასთან, ასეთი ვითარება შეუძლებელს ხდის მოქალაქეთა ისეთ ბაზისურ სერვისებზე წვდომას, როგორიცაა წყალი და სანიტარია, რასაც, თავის მხრივ, სათანადო საცხოვრებლის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის უფლებების რეალიზაციასთან აქვს კავშირი.  შემუშავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყურადღება დაეთმოს 2020 წლის ბოლოს, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ICOMOS-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს და მასში ასახული გამოწვევების საპასუხოდ დაიგეგმოს და გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები. სახალხო დამცველი მიუთითებს ICOMOS-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალში საქართველოდან მოხვედრილ ძეგლებზე და ღირშესანიშნავ ადგილებზე: ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადას ხეობა, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი.  კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობით, დაგეგმოს საფრთხეში მყოფი ძეგლების და ღირშესანიშნავი ადგილების იდენტიფიცირებული პრობლემების საპასუხო ღონისძიებები და განახორციელოს მათი ზედამხედველობა. სახალხო დამცველის მოსაზრებით, გელათის საქმეში საკანონმდებლო ხარვეზებთან ერთად იკვეთება კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიმდინარეობასთან, მათ შორის, გატარებულ დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებული პრობლემებიც. მაგალითებად დასახელებულია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების არარსებობა ძეგლის 2018-2019 წლებში განხორციელებულ სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე. ასევე, არასათანადოდ დასაბუთებული გადახურვისას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენების უპირატესობები და საჭიროებები. ამასთან, ნებართვის გაცემის ეტაპზე გამოსაყენებელი მასალის შეუმოწმებლობა. ანგარიში მიუთითებს გაწეული სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენაზეც. კერძოდ, სააგენტოს მიერ სამუშაოების არასათანადო და არაეფექტიანი ზედამხედველობა, ასევე, შესრულების პროცესში არასაკმარისი ჩართულობა. ანგარიში აღნიშნავს დროებითი ღონისძიებების როგორც დაგეგმვის, ისე შესრულების კუთხით დაგვიანებულ რეაგირებას. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მიუხედავად დაზიანებების თაობაზე ინფორმაციას ადრეული ფლობისა, სააგენტომ ნალექებისგან დაცვის მიზნით, დროებითი გადახურვა დაგვიანებით დაასრულა, ხოლო თითქმის ათი თვის შემდეგ მოწყობილი დროებითი გადახურვაც მალევე დაზიანდა. ზემოაღნიშნულის კრიტიკულად აფასებს გათვალისწინებით, სააგენტოს საქართველოს საქმიანობას სახალხო გელათთან დამცველი მიმართებით დაა მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ მიზეზების დადგენას, რის გამოც ზიანი ადგება ტაძარს და მომავალში ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას მათ თავიდან ასარიდებლად და დამდგარი შედეგების გამოსასწორებლად.  გელათის სამონასტრო კომპლექსში, კვალიფიციური და დამოუკიდებელი ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდეს ყველა აუცილებელი კვლევა დაზიანების მიზეზების დასადგენად, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად დაიგეგმოს და გატარდეს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების შემსწავლელ კვლევებს. ანგარიში აღნიშნავს, რომ 2020 წლის განმავლობაში კვლავ მძიმე იყო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული ძეგლების მდგომარეობა, რომლებიც მრავალი წელია გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისა და რეაბილიტაციის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია მათი კონსერვაცია, შემდგომი დაზიანებისა და განადგურების თავიდან ასაცილებლად.  განაგრძოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და შეისწავლოს მათი კონსერვაციის ან/და რესტავრაციის საჭიროება; სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად ჩატარებულ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არაერთ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას ონლაინ ფორმატში. იქვე აღნიშნულია, რომ მათი ნაწილი უშუალოდ ეთნიკური უმცირესობების კულტურას მიეძღვნა.  როგორც მულტიკულტურული პროგრამების, ასევე სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას.  ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყოს კულტურული ღონისძიებების განხორციელებას. სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სახალხო დამცველის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი, პროფესიული ჯგუფებისა და საზოგადოების ჩართულობის გზით, მაქსიმალურად დროულად შემუშავდეს და წარედგინოს პარლამენტს, ხოლო საკანონმდებლო ორგანომ დროულად მიიღოს იგი. გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისას გამოვლენილი პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად სახალხო დამცველი საკანონმდებლო დონეზე არსებულ სისტემურ ხარვეზს ასახელებს. ანგარიში აგრეთვე მიუთითებს კომპლექსური და ეფექტიანი მექანიზმების არარსებობაზე კერძო საკუთრებაში დასაცავად, რაც სახალხო არსებული დამცველის კულტურული შეფასებით, ამძიმებს მემკვიდრეობის ასეთი ძეგლების მდგომარეობას, ცალკეულ შემთხვევებში აჩქარებს ძეგლის სტატუსის მქონე კერძო საკუთრების ნგრევის პროცესს, და ზოგიერთ შემთხვევაში კი, შეუძლებელს ხდის მის აღდგენა-გაძლიერებას. ამასთან, ასეთი ვითარება შეუძლებელს ხდის მოქალაქეთა ისეთ ბაზისურ სერვისებზე წვდომას, როგორიცაა წყალი და სანიტარია, რასაც, თავის მხრივ, სათანადო საცხოვრებლის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის უფლებების რეალიზაციასთან აქვს კავშირი.  შემუშავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყურადღება დაეთმოს 2020 წლის ბოლოს, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ICOMOS-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს და მასში ასახული გამოწვევების საპასუხოდ დაიგეგმოს და გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები. სახალხო დამცველი მიუთითებს ICOMOS-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალში საქართველოდან მოხვედრილ ძეგლებზე და ღირშესანიშნავ ადგილებზე: ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადას ხეობა, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი.  კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობით, დაგეგმოს საფრთხეში მყოფი ძეგლების და ღირშესანიშნავი ადგილების იდენტიფიცირებული პრობლემების საპასუხო ღონისძიებები და განახორციელოს მათი ზედამხედველობა. სახალხო დამცველის მოსაზრებით, გელათის საქმეში საკანონმდებლო ხარვეზებთან ერთად იკვეთება კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიმდინარეობასთან, მათ შორის, გატარებულ დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებული პრობლემებიც. მაგალითებად დასახელებულია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების არარსებობა ძეგლის 2018-2019 წლებში განხორციელებულ სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე. ასევე, არასათანადოდ დასაბუთებული გადახურვისას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენების უპირატესობები და საჭიროებები. ამასთან, ნებართვის გაცემის ეტაპზე გამოსაყენებელი მასალის შეუმოწმებლობა. ანგარიში მიუთითებს გაწეული სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენაზეც. კერძოდ, სააგენტოს მიერ სამუშაოების არასათანადო და არაეფექტიანი ზედამხედველობა, ასევე, შესრულების პროცესში არასაკმარისი ჩართულობა. ანგარიში აღნიშნავს დროებითი ღონისძიებების როგორც დაგეგმვის, ისე შესრულების კუთხით დაგვიანებულ რეაგირებას. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მიუხედავად დაზიანებების თაობაზე ინფორმაციას ადრეული ფლობისა, სააგენტომ ნალექებისგან დაცვის მიზნით, დროებითი გადახურვა დაგვიანებით დაასრულა, ხოლო თითქმის ათი თვის შემდეგ მოწყობილი დროებითი გადახურვაც მალევე დაზიანდა. ზემოაღნიშნულის კრიტიკულად აფასებს გათვალისწინებით, სააგენტოს საქართველოს საქმიანობას სახალხო გელათთან დამცველი მიმართებით დაა მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ მიზეზების დადგენას, რის გამოც ზიანი ადგება ტაძარს და მომავალში ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას მათ თავიდან ასარიდებლად და დამდგარი შედეგების გამოსასწორებლად.  გელათის სამონასტრო კომპლექსში, კვალიფიციური და დამოუკიდებელი ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდეს ყველა აუცილებელი კვლევა აღმოსაფხვრელად დაზიანების დაიგეგმოს და მიზეზების დასადგენად, გატარდეს დროული ხოლო და მათ ეფექტიანი ღონისძიებები იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების შემსწავლელ კვლევებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: 2018 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ №173 დადგენილებით მესამედ დამტკიცებულ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების სექტორსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობა.  უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩართულობა. დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზე. საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება.  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით. საოკუპაციო რეჟიმის ჩადენილი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს. დე ფაქტო ხელისუფლება, როგორც გარკვეული ტერიტორიისა და მოსახლეობის მაკონტროლებელი არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ვალდებულია პატივი სცეს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებებს, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისას.  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მნიშვნელოვანია, დროულად განხორციელდეს „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის რატიფიცირება (სავალდებულოდ აღიარება), რომელსაც საქართველომ კონვენციის მიღებისთანავე მოაწერა ხელი.  საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით, ქვეყნის პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანგარიშის თანახმად გარემოსდაცვითი პროექტების ადამიანის მიდგომებიდან განხორციელება უფლებების ყველაზე და ამ დაცვაზე აქტუალურია მიმართულებით ორიენტირებული ინფრასტრუქტურულ ყოველთვის მაღალია ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, საკუთრების უფლებისა თუ სხვა მომიჯნავე უფლებების ხელყოფის რისკები. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე და მოსახლეობის პროტესტის შესახებ ამ პროექტის განხორციელებაზე. აღნიშნულია, რომ მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და აღნიშნულ საკითხის პარლამენტში, საკომიტეტო ფორმატში განხილვისა, ამ ნაბიჯებს არ მოჰყოლია მთავრობის წევრების მხრიდან მოქალაქეებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან განგრძობითი, შედეგზე ორიენტირებული, სიღრმისეული და ყოველმხრივი დიალოგის წარმართვა. ანგარიშის მიხედვით ჩატარებულმა საჯარო განხილვებმა ვერ უზრუნველყო ნამახვანის ჰესების მშენებლობის საკითხზე ამომწურავი და დასაბუთებული პასუხების გაცემა და საჭიროა სახელმწიფომ პროცედურული მოთხოვნების დაცვასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პროცესებში მოქალაქეთა რეალურ მონაწილეობას და მაქსიმალურად ამოწუროს მათთან კომუნიკაციის ყველა ეფექტიანი საშუალება.  ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევის მიზნით წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მწვავედ დგას გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასების) ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები. განსახორციელებელი ინფრსატრუქტურული პროექტების უსაფრთხოებისა და გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის მაშტაბურობა, პროექტის ალტერნატიული შესაძლებლობები, პროექტის განხორციელების მავნე ზეგავლენა გარემოზე, ადგილზე მაცხოვრებლების ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაზე, ეს არის მოსახლეობის და პროფესიული ჯგუფების წუხილის საგანი და ეს საკითხები არასათანადოდ ან საერთოდ არ აისახება გზშ-ს დოკუმენტებში. ანგარიშში მითითებულია, რომ ინფრასტრუქტურული საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების უფლებების და მოვალეობების განსაზღვრა არ ხდება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად. ასევე, ანგარიშის თანახმად, ხშირ შემთხვევებში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის, მასზე დამატებითი კვლევების ჩატარების და საზოგადოების ინფორმირების გარეშე მიიღება. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თითოეულ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას საჭიროა გზშ-ს სისტემასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება და გზშ-ს ანგარიშების ხარისხის გაუმჯობესების - კონტროლის მიზნით ეფექტიანი ღონისძიებების გატარება. ასევე, საჭიროდ მიიჩნევს ცალკეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით ეფექტიანად აღსრულდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემასთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო რეგულაციები.  უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გაზრდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცესში.  გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების საჯაროობა და საზოგადოების ინფორმირება;  შეისწავლოს და შედეგად, აღმოჩენილი ხარვეზისა და გზშ-ს ანგარიშების გამოწვევის ხარისხთან კონტროლის დაკავშირებით მიზნით გაატაროს ღონისძიებები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელიც უპრეცედენტო რისკებს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას. წინგადადგმულ ნაბიჯად არის მიჩნეული საანგარიშო წელს „ნებაყოფლობითი კოდექსის - ამიაკის გაფრქვევების შემცირების საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა“ და სოფლის მეურნეობის სექტორში ამიაკის გაფრქვევების შესამცირებლად საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვის დოკუმენტების შედგენა, თუმცა ამავდროულად საჭიროდ მიიჩნევა აღნიშნული კოდექსის სავალდებულო საკანონმდებლო აქტად დამტკიცებამდე გატარდეს სათანადო ღონისძიებები ფერმერთა ცნობიერების ამაღლების და სოფლის მეურნეობის სექტორის შემზადება ახალი მოთხოვნების შესამზადებლად. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაბინძურება სამრეწველო დღემდე სათანადოდ არ რეგულირდება სექტორიდან. გაფრქვევების შესამცირებლად, მათი კონტროლის ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად დროულად უნდა მოხდეს, შემუშავებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში. კანონის მიღება, კი უმთავრესი ბერკეტი იქნება სამრეწველო ობიექტებიდან მომდინარე ემისიების შესამცირებლად, რომელიც არაერთი მუნიციპალიტეტისთვის წლების განმავლობაში მდგარ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს.  ჩაატაროს რეგულირების ზემოქმედების შეფასება „ნებაყოფლობით კოდექსზე - ამიაკის გაფრქვევების შემცირების საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ და რეგულირების ზემოქმედების შეფასებაზე დაყრდნობით მოახდინოს გასატარებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება;  განახორციელოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში 2021 წლის ბოლომდე. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წელს, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა გამოწვეული ეკოლოგიური არაერთი ინფორმაცია პრობლემების შესახებ, სამეწარმეო მათ შორის: საქმიანობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (შპს „ჯორჯიან მანგანეზი“), ქალაქ კასპში (შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"), ქალაქ ფოთში (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" და სხვა საწარმოები), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (სასარგებლო წიაღისეულით უკანონო სარგებლობა და გარემოსთვის ზიანის მიყენება) სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი მონაცემების მიხედვით, დასახელებულ შემთხვევებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ხელყოფის სხვადსხვა ფაქტი გამოავლინა. სახალხო დამცველი, ანგარიშში დეტალურად საუბრობს, აღნიშნულ საწარმოებში შემოწმების შედეგად გამოვლენილ, გარემოს დაცვით სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევებზე და მიუხედავად საგამოძიებო სამსახურებში გაგზავნილი მასალებისა, შემოწმება და დამატებითი ინსპექტირება არ ჩატარებულა. ანგარიშში აღნიშნულ ინფორმაციებზე და მაგალითებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ზედამხედველობის გამწევმა ორგანომ, გარდა მოქალაქეთა საჩივრებისა თუ საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველებისა, პროაქტიურადაც, დასახელებულ და სხვა მსხვილ ინსპექტირება, რამდენადაც გარკვეული და პერიოდულობით პრობლემურ გარემოსდაცვითი ჩაატაროს ობიექტებზე/ტერიტორიებზე კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს, დასახელებულ ქალაქებსა თუ სხვა შემთხვევებში სისტემატური ხასიათი აქვს.  დეპარტამენტმა 2021 წელს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულად შესრულებამდე კონტროლზე აიყვანოს პრობლემური ობიექტების საქმიანობა (მათ შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ კასპში, ქალაქ ფოთში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრობლემური ობიექტების საქმიანობა), განახორციელოს მათი ინსპექტირება დადგენილი წესით გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, ხოლო ინსპექტირების შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ, ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაწოდოს ინფორმაცია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: 2018 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ №173 დადგენილებით მესამედ დამტკიცებულ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების სექტორსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობა.  უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩართულობა. განათლების უფლების რეალიზება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ოკუპირებული გალის რეგიონში, პანდემიის პირობებში ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ონლაინ სწავლება.  აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში, და განსაკუთრებით, გალის რაიონში სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების ხელშესაწყობად. დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები, უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზეც. მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების უფლებით სარგებლობაზე, უსაფრთხოების, ცხოვრების სათანადო დონის, ოჯახური ცხოვრების უფლებასა და რელიგიის თავისუფლებაზე.  საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, შეიმუშაოს გარკვეული პროექტები, რომლის მიზანიც იქნება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვის შედეგად იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შემსუბუქება. მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მეტად წარმოდგენის მიზნით.  საქართველოს სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობის ხელშესაწყობად, წარმოადგინოს სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა.  ეროვნული უმცირესობების დასაქმების მაჩვენებლის წარმომადგენელთა გასაზრდელად, სახელმწიფო შეიმუშაოს ახალი უწყებებში დასაქმების პროგრამები. ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ეროვნული უმცირესობების პროპორციული ხელშესაწყობად, აუცილებელია არსებობდეს და თანასწორი ქმედითი ორგანო ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საწარმოებლად.  აღმასრულებელი ხელისუფლებების დონეზე, შექმნას ეფექტიანი ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმები უმცირესობებისთვის. ეროვნული უმცირესობების მიერ მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციაზე წვდომის საკითხი განსაკუთრებით გადაიდგას ნაბიჯები აქტუალურია ეროვნული პანდემიის უმცირესობებით პირობებში. მიზანშეწონილია კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად, ასევე, ბილინგვური სწავლების დასანერგად.  ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზებას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შექმნას, რაც ამ დრომდე არ შექმნილა. ამასთან, სასამართლო სისტემის სტრატეგია დისციპლინური სამართალწარმოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ნაკლებ გამჭირვალობას ასახელებს. სტრატეგიის თანახმად, სწორედ ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამას უნდა უზრუნველეყო დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების გამჭირვალობა. გასაზიარებელია სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში მითითებული გამოწვევა და მის გადასაჭრელად ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის დანერგვის მნიშვნელობა.  შესაბამისი რესურსების გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში, უზრუნველყოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შექმნა და მისი დანერგვა; სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, კოლეგიური შემადგენლობის პირობებში საქმის განხილვისას, ელექტრონული პროგრამის საშუალებით საქმე მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეზე/მომხსენებელ მოსამართლეზე ნაწილდება. არსებობს წუხილი, რომ ბუნდოვანია კოლეგიური შემადგენლობის საქმის განმხილველი დანარჩენი მოსამართლეების შერჩევის საკითხი. გამჭვირვალეობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების პერსპექტივიდან არსებითია არსებული წესრიგიდან გამომდინარე პრობლემის დაიდენტიფიცირება და დარეგულირების ახალი გზების ძიება.  გამჭვირვალეობის, გაძლიერების კეთილსინდისიერებისა უზრუნველსაყოფად, სასამართლოებში გადახედოს კოლეგიის თავმჯდომარის/მომხსენებელი და ანგარიშვალდებულების სააპელაციო წევრების მოსამართლის) შერჩევის და უზენაეს (გარდა სხდომის არსებულ წესს და, საჭიროების არსებობისას, შეიტანოს მასში ცვლილებები. ბრალდებულსა და ადვოკატს შორის კომუნიკაციის კონფდენციალობის უზრუნველყოფა სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელოვანი ფაქტორია. დისტანციური სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას იზრდება კონფიდენციალობის დარღვევის რისკი, რაც მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელებით.  დისტანციური სასამართლო კონფიდენციალური პროცესების კომუნიკაციის დროს კლიენტისა შესაძლებლობის და ადვოკატის უზრუნველსაყოფად, გააუმჯობესოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევის წესის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ერთდროულად მნიშვნელოვანი გამოწვევა და მიზანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გზაზე. ამ პროცესის საწყისი ეტაპი დაკავშირებულია არსებული მოდელისა და მისგან მომდინარე რისკების იდენტიფიცირებასა და საუკეთესო პრაქტიკის კვლევასთან.  სამომავლო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პერსპექტივიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმების, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხებისა და კანდიდატების დასაბუთებული საუკეთესო შეფასების პრაქტიკა და ვალდებულების კვლევის მიმართულებით შედეგები წარუდგინოს გამოიკვლიოს საქართველოს პარლამენტს; დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნა წარმოადგენს შუალედურ აქტს, რომელიც წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობაზე მსჯელობის წინარე ეტაპზე, კვლევის ფარგლებში უნდა დადგინდეს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების გამჭირვალობის გაზრდის უზრუნველსაყოფად ხსენებული აქტის გამოქვეყნების მიზანშეწონილობა.  სამომავლო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩაატაროს მოკვლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნების პერსონალურ მონაცემთა სტანდარტების დაცვით გამოქვეყნების მიზანშეწონილობის თაობაზე და კვლევის შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. მუნიციპალიტეტის ორგანოები: მუნიციპალიტეტების მხრიდან კვლავაც ვერ ხერხდება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების სათანადოდ შეფასება და სიღარიბის დაძლევის კუთხით არსებული პროგრამების ეფექტიანი განხორციელება.  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროების გამოკვლევის მიზნით, დოკუმენტურად შეფასდეს მიზნობრივი სერვისების მიწოდების საჭიროება; მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მომსახურება განიცდის მატერიალურ-ფინანსური და ადამიანური რესურსის ნაკლებობას. ამასთან, დაწესებულებები საჭიროებს მხარდაჭერას ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრის კუთხითაც. ასევე პრობლემურია მიუსაფარი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის დამატებითი მხარდამჭერი სერვისების არარსებობა და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა.  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის დაინერგოს დამატებითი მხარდამჭერი და სოციალური პროგრამები; პრობლემურია სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობა, არასათანადო ინფრასტრუქტურა, არაფორმალური განათლების წახალისების პრობლემები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სიმცირე და სხვ. სოფლების ნაწილში არ მუშაობს საბავშვო ბაღი, მოქმედ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კი ხშირად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ხოლო ფიზიკური გარემო არ შეესაბამება სასწავლო და სააღმზრდელო მიმდინარეობისთვის არაფორმალური პროცესის უსაფრთხო გარემოში არსებულ საჭიროებებს. ხშირ შემეცნებითი აქტივობების არარსებობის შეუფერებელი შემთხვევაში, სოფელში გამო, რასაც მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემებიც ემატება, არასრულწლოვნები სოციუმში სათანადოდ არ არიან ინტეგრირებულები.  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უზრუნველყოს მუნიციპალური ტრანსპორტის, საბავშვო ბაღების და სკოლების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება, ასევე ხელი შეუწყოს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას; კვლავ დაბალია საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელთა, აღმზრდელთა და მათი თანაშემწეების გადამზადების მაჩვენებელი, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, რთული ქცევის მართვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ.  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა აღმზრდელები გადამზადნენ ბავშვთა მიმართ ძალადობის, რთული ქცევის მართვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ; მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დისტანციური ფორმით ჩატარება საკმაოდ ახალი და სპეციფიკური საკითხია, სახელმწიფოს ჯერაც არ შეუმუშავებია ზუსტი მეთოდოლოგია და არც საბავშვო ბაღის აღმზრდელები გადაუმზადებია.  საბავშვო ბაღის აღმზრდელები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით გადამზადდნენ დისტანციური სწავლების არსებობს გამოწვევები: მეთოდოლოგიაში; ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა მიმართ ხანდაზმულთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ხანდაზმულთა კეთილდღეობის საკითხი.  შეაგროვონ სტატისტიკური ხანდაზმული პირების (ხანდაზმულთა მონაცემები წინაშე საჭიროებების მათ არსებული შეფასების ტერიტორიაზე საჭიროებების დოკუმენტი). ამ მცხოვრები შესაფასებლად ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, შეიმუშაონ ხანდაზმულთა მიმართ მიზნობრივი პროგრამები და ასახონ ბიუჯეტში; მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს შესწავლილი თავის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და ოჯახების საკვებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებები. მაღალია უფასო სასადილოთი სარგებლობის მსურველი პირების რიცხვი, რომლებიც დამატებით სიებში ირიცხებიან და ვერ სარგებლობენ პროგრამით. პანდემიის პირობებში, ძირითად სიებში ჩარიცხული ადამიანებისთვისაც რთული გახდა სასადილოზე ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, აუცილებელია საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული დაკავშირებით თავიანთი საჭიროებების შეფასება.  შეისწავლონ საკვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ხელმისაწვდომობასთან ტერიტორიაზე ხელმისაწვდომობის არსებული კუთხით საჭიროებები, მთელი მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები (შეიმუშაონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასების დოკუმენტი). ამასთან, საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შეიტანონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში; პანდემიის პირველი ტალღისას მუნიციპალიტეტებმა უფასო სასადილოების მუშაობა შეწყვიტეს. საკვები მისამართზე რიგდებოდა. რიგი მუნიციპალიტეტები საკვებით ვერ უზრუნველყოფდნენ მუნიციპალიტეტის სრულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს. ამასთან, საკვების მისაღებად ბენეფიციარების მიერ განცხადებით მიმართვა და შემდეგ მათთვის ტრანსპორტის უზრუნველყოფა საჭიროებს გარკვეულ დროს, რაც ბენეფიციარისთვის საკვების მიწოდების გაჭიანურებას იწვევს.  „უფასო სასადილოზე“ ხელმისაწვდომობის უკეთ ადმინისტრირების მიზნით, პანდემიის პირობებში, შეიმუშაონ საკვების უსაფრთხოდ მიწოდების და გატანის წესები მუნიციპალიტეტების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით; მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ საანგარიშო პერიოდში, სათათბირო ორგანოს სხდომები გაიმართა მხოლოდ 11 მუნიციპალიტეტში. მართალია, პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვერ მოხერხდა საბჭოს წევრების შეკრება, თუმცა დადებითად ვერ შეფასდება ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილს ონლაინსხდომების ჩატარებაზე არ უზრუნია.  კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, უზრუნველყონ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანად მუშაობა ონლაინსხდომების ჩატარების გზით; უცხოელებს (გარდა თავშესაფრის მაძიებელი პირებისა) არ აქვთ ბინის ქირის კომპენსაციის, სოციალური საცხოვრისის ან/და მიუსაფარი პირებისთვის განკუთვნილი დროებითი თავშესაფრის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანი საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, საფრთხეს უქმნის მიგრანტების შემოსავლების სტაბილურობას, რის გამოც მაღალია რისკი, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ საცხოვრებლის დასაქირავებლად გათვალისწინებული ხარჯების გადახდას და უსახლკარო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამით წარმოიშობა სათანადო საცხოვრებლის უფლებით სარგებლობის საჭიროება, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი გადაუდებელი ზომების მიღებას მოითხოვს.  იმ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამები, მათში მოწყვლადი მიგრანტი ჯგუფების ინკლუზიის მიზნით, გატარდეს შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებები; ,,კოვიდ-19-ის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე“ კვლევამ აჩვენა, რომ ამ დრომდე არ ამოქმედებულა ადრეული გაფრთხილების სისტემა, მათ შორის, არც კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების პრევენციისა და მასთან გამკლავების გზები. კონფლიქტით დაზარალებული ქალები საუბრობდნენ კორონავირუსთან დაკავშირებულ სტიგმასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, მათ შორის, ოჯახის წევრების მხრიდან. სტიგმა ქალებს აიძულებდათ დაემალათ ინფიცირების სტატუსი და არ მიემართათ ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის. 2020 წელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის პრობლემა იყო წვდომა საკვებსა და მედიკამენტებზე. განსაკუთრებით პრობლემური იყო ამ მხრივ მდგომარეობა ახალგორსა მომსახურებაზე და გალში. მისაწვდომობა. რიგ კვლავ სოფლებში გამოწვევად რჩება პრობლემურია ფსიქოლოგის როგორც წვდომა სამშობიაროებსა და კეთილმოწყობილ ამბულატორიებზე, ისე ექიმების არასაკმარისი რაოდენობა.  რეგულარულად გაიმართოს შეხვედრები დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, ახალგაზრდებთან და ხანდაზმულებთან მათი საჭიროებების გამოკვეთის და დოკუმენტირების მიზნით; პრობლემად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბენეფიციართა შემთხვევების მართვა და ბენეფიციართა მშვიდად თანაცხოვრების უზრუნველყოფა. გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თავშესაფრის ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბენეფიციართა მხარდაჭერა და დახმარება თავშესაფრის დატოვების შემდეგ, შესაბამისი პროგრამების მწირი რაოდენობის, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მათი არარსებობის გამო. ასევე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და ბათუმში ფიზიკური გარემო წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურება საჭიროებს დახვეწას და ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას.  გააძლიეროს თანამშრომლობა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებთან და ძალადობის მსხვერპლების ჩართულობით შეიმუშაოს მათ საჭიროებებზე მორგებული, სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები. ზოგიერთი მუნიციპალიტეტი არსებული ფინანსების ფარგლებში ახორციელებს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს ეკომიგრაციის მიმართულებით. თუმცა, სააგენტოს ინფორმირებას გატარებული ღონისძიებების თაობაზე, არ აქვს სისტემური ხასიათი. შესაბამისად, პრევენციის სახით სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე ერთიანი სისტემატიზებული მონაცემების შესაგროვებლად, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციის გამცემ ორგანოს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰქონდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ. აღნიშნული შესაძლებელს გახდის, დაინერგოს უკუგების პრინციპი და სააგენტო ინფორმირებული იყოს გაწეული სამუშაოების შედეგად მოვლენების სავარაუდო განვითარებისა და დამატებით კვლევის ჩატარების საჭიროების შესახებ.  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეწოდოს ინფორმაცია ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, გატარებული ღონისძიებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტები ფლობდნენ ინფორმაციას ეკომიგრაციის პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო ფინანსების რაოდენობის შესახებ, რათა შემდგომში მოახერხონ მათი მობილიზება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ნაწილს ამგვარი ინფორმაცია არ აქვს დამუშავებული. ინფორმაციის არარსებობის პირობებში კი ვერ იგეგმება და, შესაბამისად, არ ტარდება საჭირო ღონისძიებები.  მუნიციპალიტეტის გამოითვალოს კომპეტენციისა გასატარებელი და შესაძლებლობების ეკომიგრაციის პრევენციული ფარგლებში, ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი კრიზისული ბლოკის და სამედიცინო ბლოკის კარანტინის უქონლობის გამო, ლილოს თავშესაფარში ვერ ხერხდებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის და გადამდები დაავადების მქონე განყოფილებების ბენეფიციარების არსებობა განთავსება, დროებითი მაშინ თავშესაფრის როდესაც საქმიანობის ასეთი სახის მინიმალური სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნაა.  დროებითი თავშესაფრის მოწყობის ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტებთან მისასადაგებლად, თავშესაფარში ადგილობრივ კრიზისული ასამოქმედებლად და ბიუჯეტში ბლოკის გაატაროს და გამოყოს სამედიცინო მომსახურების ასიგნებები ბლოკის ლილოს კარანტინის შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; ორხევის დასახლებაში მდებარე შენობასთან დაკავშირებით, უმთავრესი პრობლემაა იზოლაციის საკითხი, კერძოდ, შიდა კედლებისა და დერეფნის სისტემის ისეთი მოწყობა, რომელიც მცხოვრებთა უწყვეტი საყოფაცხოვრებო ხმაურისგან დაცვას უზრუნველყოფდა. ხმაური ბავშვებს მეცადინეობაში, ოჯახებს პირადი ცხოვრების ქონაში უშლის ხელს და ხშირად ოჯახებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება, მოხუცებსა და სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქიკური საჭიროების მქონე ადამიანებს კი - დასვენებაში, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.  ორხევის დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართა ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყოს ასიგნებები შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და გაატაროს მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, იკვეთება უსახლკარო პირად რეგისტრაციასა და თავშესაფრით დაკმაყოფილებაზე მაღალი მიმართვიანობა. ამჟამად, 2062 ოჯახი და 662 პირი ელოდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით დაკმაყოფილების კომისიის მიერ მათი განაცხადის განხილვას  დედაქალაქში გამოყოს ტერიტორია ახალი სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად, ამავე მიზნით გამოყოს ასიგნებები ადგილობრივ ბიუჯეტში. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ქუთაისში ნიკეას დასახლებაში მდებარე სოციალური საცხოვრისის შენობა ყოფილი კავშირგაბმულობის დაწესებულებაა, რომელიც აუდიტის შესაბამისობის ანგარიშის თანახმად, სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი საცხოვრებელი პირობები.  ნიკეას დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართა ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოს ასიგნებები შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და გატარდეს მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ბათუმის ღამის თავშესაფარში არ ფუნქციონირებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირებისთვის განკუთვნილი კრიზისული ბლოკი მაშინ, როდესაც ასეთი სახის განყოფილებების არსებობა თავშესაფრის საქმიანობის მინიმალური სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნაა.  დროებითი თავშესაფრის მოწყობის ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტებთან მისასადაგებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყოს ასიგნებები ღამის თავშესაფარში კრიზისული ბლოკის ასამოქმედებლად, და გაატაროს მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; ბათუმის თავშესაფრის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, შენობა მოძველებულია და დაუყოვნებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს არ ჩატარებულა, ხოლო 2021 წელს ინვენტარის მხოლოდ მცირე ნაწილის განახლებაა დაგეგმილი, რაც არასაკმარისია.  დროებითი თავშესაფრის ინფრასტრუქტურის და შენობის სარეაბილიტაციოდ, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოს ასიგნებები და გატარდეს მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა ისტორიული მახასიათებლები, ზოგიერთი ძველი შენობა კი მულტიფუნქციური, მასშტაბური და შეუსაბამო ნაგებობებით ჩანაცვლდა. ამის ფონზე კი ქ. ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნია მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი, ასევე, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა.  შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი და ქ. ბათუმის ისტორიულკულტურული საყრდენი გეგმა. დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურის და ხონის მუნიციპალიტეტები რიგ მუნიციპალიტეტებს არ მიუღიათ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები (შესაბამისი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების შესახებ; შესაბამისი დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ).  დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურის და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები. დუშეთის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურის მუნიციპალიტეტები რიგ მუნიციპალიტეტებს ამ დრომდე არ აქვთ შექმნილი შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭოები.  დუშეთის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭოების შექმნა/ამოქმედება. საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები რიგ მუნიციპალიტეტებს არ გაუთვალისწინებიათ სახალხო დამცველის რეკომენდაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგთა გადამზადებისა და სასწავლო რესურსების მიწოდების თაობაზე.  საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, მუნიციპალიტეტებმა ხარისხისა და ახალციხის, სკოლამდელი საქმიანობის ახალქალაქის, აღზრდის ეფექტიანობის ნინოწმინდის დაწესებულებებში ასამაღლებლად, სწავლების უზრუნველყოს პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება. ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ქარელის, გურჯაანის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, წალენჯიხის, შუახევის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები მიუხედავად იმისა, რომ რიგი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ცხოვრობენ ისეთი ოჯახები, რომელთა მიმართაც, გეოლოგიური პროცესების შესაჩერებლად, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასცა კონკრეტული რეკომენდაციები, ამ მუნიციპალიტეტთა ბიუჯეტში მაინც არ არის გათვალისწინებული სახსრები პრევენციის მიმართულებით.  ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ქარელის, გურჯაანის, წალენჯიხის, ზესტაფონისა და შუახევის, ჩხოროწყუს, თერჯოლის ზუგდიდის, მუნიციპალიტეტებმა ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, გაითვალისწინონ შესაბამისი ფინანსების მობილიზება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების და ვენეციის კომისიის მიერ გაჟღერებული რეკომენდაციები საჩივრების განხილვისა და სააპელაციო პროცედურების გამარტივებასა და ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან/კარგ პრაქტიკასთან დაახლოებას შესასრულებლად გულისხმობს. მიზანშეწონილია ამ რეკომენდაციების მიდგომებიდ გადახედვა ზედმიწევნით და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.  არ იხელმძღვანელოს საჩივრების დასაშვებობის მკაცრი მიდგომით და მაქსიმალურად უზრუნველყოს საჩივრების არსებითი განხილვა, ამასთან, ცესკომ დაგეგმოს საარჩევნო კომისიებისთვის საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემის შესაქმნელად და დასანერგად საჭირო ღონისძიებები; არჩევნებისადმი მაქსიმალურად ნდობის გამოირიცხოს ხარისხის ამაღლების არჩევნების მიზნით მნიშვნელოვანია მიმდინარეობისას პროცედურული დარღვევებისა და ტექნიკური ხარვეზების შემთხვევები, ხოლო ასეთის გამოვლენისას მნიშვნელოვანია შესაბამისი საჩივრების განხილვა ხდებოდეს მაღალკვალიფიციურად და ობიექტურად.  საარჩევნო კომისიების წევრები აქტიურად მომზადდნენ საჩივრების ეფექტიანად, საფუძვლიანად და კვალიფიციურად შესასწავლად და განსახილველად; მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები უპრობლემოდ იღებდნენ შემაჯამებელი ოქმებს. აგრეთვე, სადამკვირებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფილ უნდა იყოს შესაბამისი გარემო, რათა მათ შეძლონ თავისი მისიის შეუფერხებლად შესრულება, მათ შორის, საჩივრების განხილვა.  უზრუნველყოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შემაჯამებელი ოქმების დაუბრკოლებელი გადაცემა და საჩივრების განხილვისას მათთვის ეთიკური გარემოს შექმნა; საარჩევნო პროცესისადმი, მათ შორის საჩივრების განხილვის პროცედურებისა და მიღებული გადაწყვეტილებებისადმი ნდობის ამაღლების მიზნით ასევე მნიშვნელოვანია საჩივრების განხილვისას ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების მხრიდან მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი კოლეგიალობის პრინციპი და არ შეიზღუდოს საჩივრების განხილვის პროცესის გამჭვირვალობა.  შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესში, უზრუნველყოს კოლეგიალობის პრინციპისა და გამჭვირვალობის სტანდარტის განუხრელად დაცვა; მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ პირთა წრე, რომლებიც ამომრჩეველთა სპეციალურ და გადასატანი განისაზღვროს დროულად, რათა საარჩევნო გამოირიცხოს ყუთის დაწესებულ სიაში შეიყვანს, პროცედურებთან დაკავშირებით მოქალაქეების არასაკმარისი ინფორმირებულობა, რასაც შესაძლოა მწვავე საზოგადოებრივი რეაქციები მოჰყვეს. ასევე საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, უფრო მეტად მკაფიო და განჭვრეტადი იყოს თვითიზოლაციაში მყოფ პირთა აღრიცხვის სისტემა.  2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დროულად დაგეგმოს და განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა შესაბამისი კატეგორიების სპეციალურ და გადასატან საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანა და ყველა მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზაცია, ამასთან, ეფექტიანად და დროულად წარმართოს საინფორმაციო კამპანია მიღებულ ზომებთან დაკავშირებით; საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ყველა ზომა იქნეს მიღებული, რათა არჩევნების მიმდინარეობისას ზედმიწევნით შესრულდეს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული მოთხოვნები, მაქსიმალურად იყოს დაცული სოციალური დისტანცია და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.  2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საფუძვლიანად მომზადდნენ საარჩევნო კომისიის წევრები დაწესებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ რეგულაციებთან დაკავშირებით, კენჭისყრის მოთხოვნების მაქსიმალურად აღსასრულებლად. მიმდინარეობისას, დადგენილი არჩევნების დროს საუბნო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ კენჭისყრაში მონაწილე შშმ ამომრჩეველთა შესახებ სტატისტიკის წარმოებას, თუმცა მნიშვნელოვანია ცესკო ფლობდეს შესაძლებლობა ინფორმაციას შესაძლოა შშმ პირების იზღუდებოდეს სტატუსის „პერსონალურ შესახებ, მაგრამ მონაცემთა ამის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებით.  შშმ ამომრჩეველთა ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციები ოკუპირებული შშმ პირთა ჩართულობით ტერიტორიებიდან დევნილთა, გამართოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში, მოსაზრებები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია: საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის სამართალდამრღვევად ცნობით, კომისიამ პრაქტიკაში უხამსობის მიმართულებით საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პრეცედენტი დაამკვიდრა.  საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით წარმოადგინოს წინადადებები უხამსობის საკანაონმდებლო დეფინიციის ცვლილების საჭიროების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი: საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას უმცირესობების ენებზე მხოლოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით აქვეყნებს. ეს აქტივობები კი ვერ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების წვდომას მედიაზე, რადგან ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.  უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების სატელევიზიო ტრანსლირება და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ტელეეთერით ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზებას კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: ეროვნული უმცირესობებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინებების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა დროებითი მოთავსების იზოლატორები. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ძალადობის თაობაზე 291 შეტყობინება შევიდა. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ დამუშავებული 463 საეჭვო საქმიდან, 43 (9.3%) შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორთან შეტყობინება არ გაგზავნილა.  თუ წარმოიშობა გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის დისტანციური გასაუბრების ეფექტიანობას (მათ შორის კონფიდენციალობის დაუცველობა), უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირებთან პირისპირ შეხვედრა; 2020 წლის 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება 2020 წლის 8-9 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრების მიმდინარეობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით სავარაუდოდ გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ხსენებული საქმის ეფექტიანად გამოძიების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის.  საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია 2020 წლის 8-9 ნოემბერს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; სსიპ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით სსიპ კონკურენციის სააგენტომ უნდა შეიმუშაოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის გამოვლენის და მონიტორინგის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.  მოამზადოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის ანგარიში; ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტული გარემოს შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის და ფარმაცევტული პროდუქტების ფასების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის დანერგვისთვის უნდა იქნეს გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები, სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ფასის დარეგულირების მიზნით.  გადადგას ქმედითი ნაბიჯები ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის დანერგვისა და სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ქალთა თანასწორუფლებიანობის მხრივ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქალი ექსპერტების არასაკმარისი რაოდენობა გამოწვევას წარმოადგენს.  შეისწავლოს და დასახოს გეგმა სსიპ ლევან სამხარაულის ყველა ოფისში ქალი ექსპერტის/ექსპერტების დასაქმების მიმართულებით, რომლებიც სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, უფლებამოსილნი იქნებიან, ჩაატარონ ექსპერტიზა. საგამოძიებო ორგანოს მიერ, რიგ შემთხვევებში, მედიცინის კონკრეტული დარგის სპეციალისტების მონაწილეობის შეუძლებლობის გამო ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედების - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება  შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, სტამბოლის პროტოკოლით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში შესრულებას და მისი დროული ჩატარების უზრუნველყოფას. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურში მოქმედი სტაჟირების სისტემა გადახედვას მოითხოვს. არაანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა ფინანსურად ნაკლებადუზრუნველყოფილ სტუდენტებს აყენებს არჩევანის წინაშე და რიგ შემთხვევაში მათ ურჩევნიათ სწავლის პარალელურად, პროფესიული არაანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ნაცვლად, ისეთ სამუშაოზე დასაქმდნენ, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.  დაიწყოს მუშაობა საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სტაჟირებების დანერგვის მიმართულებით; მისასალმებელია, რომ 2020 წელს შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ერთმანეთისგან გაიმიჯნა შვებულება ორსულობისა და მშობიარობის, და შვებულება ბავშვის მოვლის (ე. წ. დეკრეტული შვებულება) გამო, განსხვავებით კანონის ძველი რედაქციიისგან, რომელიც შვებულებით სარგებლობისთვის ერთმანეთისგან გაუმიჯნავად, კუმულატიურად მოითხოვდა სამი წინაპირობის (ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის მოვლა) არსებობას, რაც შესაბამისი შრომითი უფლებით სარგებლობიდან გამორიცხავდა სუროგატ დედას და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის დედას. საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე, შესაძლებელი გახდა ორსულობისა და მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების დღეების გადანაწილება ბავშვის დედასა და მამას შორის. თუმცა ანალოგიური ცვლილებები არ შესულა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში.  დაიწყოს მუშაობა საჯარო სექტორში დასაქმებული სუროგატი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის საკითხზე. ზემოთ აღნიშნული დავალებების შესრულების თაობაზე ინფორმაცია/ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და წარედგინოს 2022 წლის 1 მარტამდე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს უნდა
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს. ამ ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები: აღნიშვნის ღირსია, პანდემიის საწყის ეტაპზე ყოველდღიური ბრიფინგებით მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა, სპეციალური საინფორმაციო ვებგვერდის - www.StopCov.ge-ს შექმნა და ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მასზე წვდომა, სამთავრობო ცხელი ხაზის ამოქმედება, SMS სისტემის მეშვეობით მოქალაქეთა ინფორმირება. მისასალმებელია კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და საკარანტინო სივრცეებში ექიმის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დადებითად ფასდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადების შეჩერების მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაცემა. პოზიტიურად ფასდება საქართველოს ხელისუფლების სრული მზადყოფნის გამოხატვა დაეხმაროს კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს. ასევე, დადებითადაა შეფასებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ შეძენილი სეზონური გრიპის 235 000 დოზა ვაქცინიდან 10 000 დოზის ოკუპირებულ აფხაზეთისთვის გადაცემა. პოზიტიურადაა შეფასებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის უარყოფითი სოციალური შედეგების შესამსუბუქებლად დროებითი ფულადი მხარდაჭერის პროგრამის შემუშავება. ასევე, ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროგრამების ადრესატებს შორის მოქალაქეობის არმქონე პირების გათვალისწინება. წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მონიტორინგის მექანიზმი განისაზღვრა. მისასალმებელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაქირურგიული მკურნალობისა და ონკოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობისთვის ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრა. პოზიტიურად ფასდება თავშესაფრით უზრუნველყოფაზე მოქალაქეთა საჭიროებების საპასუხოდ 16 მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით დაკმაყოფილების ინსტრუქციების დამტკიცება. დადებით შეფასებას იმსახურებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება. ასევე, სენსორული და მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა და საარჩევნო გარემოს მათთვის ადაპტირება. მისასალმებელია საპარლამენტო გენდერული კვოტირების მექანიზმის დანერგვა, რის შედეგადაც საქართველო 2020 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით, 153 ქვეყნიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში, 117-ე ადგილიდან 94-ე ადგილზე დაწინაურდა. დადებითად ფასდება, რომ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და საერთო ჯამში ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ძალისხმევით მიღწეული 2021 წლის 21 იანვრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით. პოზიტიურად ფასდება 2020 წლის მარტის დასაწყისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ინტენსიურ რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელება ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებასთან, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით გადაადგილების თავისუფლების რეჟიმის გამარტივების მიზნით და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ეთნიკური ნიშნით შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად. მისასალმებელია შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება (ქალი და მამაკაცი დასაქმებულების თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დამკვიდრება; შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლების დაზუსტება; ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების გამიჯვნა ბავშვის მოვლის (ე. წ. დეკრეტული შვებულება) შვებულებისგან), ასევე, დამსაქმებლისთვის სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების ვალდებულების დაკისრება; დადებითად ფასდება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, ასევე, საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდა და სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. მისასალმებელია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელთა შედეგად, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, განმეორებითი ძალადობის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდეს. აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ძალადობის თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მაღალია. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების რაოდენობა 2020 წელს 19-დან 23-მდე გაიზარდა; მისასალმებელია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია. ასევე, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მაჩვენებლის ზრდა. დადებითად ფასდება იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში იმ ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვითაც, მოწმე ბავშვებისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული დახმარება. აღსანიშნავია, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმის შემუშავება; ასევე, 2020-2022 წლების რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რომელიც არაერთი ქმედითი ღონისძიების გატარებას ითვალისწინებს სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საპასუხოდ როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით; პოზიტიურად ფასდება 2004/35/EC დირექტივით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის მიღება და სამართლებრივი გარანტიების შექმნა გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების/აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე. საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს: 1. საქართველოს მთავრობამ: ა) განსაზღვროს ფსიქოლოგების (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში) სპეციალიზაციაში მომზადება/გადამზადებასა და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყება; ბ) ახალი კორონავირუსის მართვის მიმართულებით დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები შეიმუშაოს არადისკრიმინაციული მიდგომით და ხელმისაწვდომი გახადოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის გასაგებ ენაზე; გ) ფიზიკური მისაწვდომობის ეროვნული გეგმა შეიმუშაოს დროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით: დ) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად უზრუნველყოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პლატფორმის გამართული, ქმედითი და ეფექტიანი მუშაობა; ე) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შეიმუშაოს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი; ვ) შექმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიტიკულად გააანალიზებს პრევენციის არსებულ სისტემას ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით და საკვანძო უწყებების, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მონაწილეობით იმუშავებს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნასა და დახვეწაზე; ზ) შეისწავლოს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმებში ცალკეული კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით უსახლკარო პირთა სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები; თ) დაასრულოს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილების პროექტებზე მუშაობა და მოახდინოს მათი ინიცირება საქართველოს პარლამენტში; ი) შემოიღოს სპეციალური წესი პანდემიის პირობებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მათ შორის, განსაზღვროს პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის (საწოლფონდის რაოდენობის, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, ვაქცინაციის და სხვ.) გამოქვეყნების წესი; კ) ადამიანის უფლებების დაცვის განახლებულ სამთავრობო სამოქმედო გეგმაში განსაზღვროს ადამიანის უფლებების შესახებ განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული მიზნების (გავლენის), ამოცანებისა და აქტივობების შესრულების გაზომვადი ინდიკატორები; ლ) შეიმუშაოს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით; მ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) მომდევნო ანგარიშში ასახოს ინფორმაცია 4.7. მიზნის განხორციელების შესახებ; ნ) მოამზადოს ბავშვთა სუიციდის პრევენციის და რეაგირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაიწერება პასუხისმგებელი სუბიექტების ფუნქციები და უფლებამოვალეობები; ო) „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, დაამტკიცოს „დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი; პ) აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით; ჟ) აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რ) უზრუნველყოს საქართველოში შრომითი ბინადრობის მქონე მიგრანტ მუშაკთა ინკლუზია კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებულ სოციალურეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში; ს) შეისწავლოს 2021 წლის ბოლოსთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, ასევე მხოლოდ აფხაზური ენისა და მხოლოდ ოსური ენის ჩაბარების საფუძველზე ე.წ."1+4" პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის გაზრდის საკითხი და საჭიროება; ტ) შეისწავლოს 2021 წლის ბოლომდე მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტთა ჩარიცხვისა და მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინასების საჭიროების საკითხი; უ) დაიწყოს მუშაობა ვეტერანების მხარდამჭერი სოციალური დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე; ფ) გააძლიეროს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების პრევენციასა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ: ა) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დანერგოს სამედიცინო ბარათების ელექტრონული წარმოების სისტემა; ბ) 2021 წელს, ყველა დაწესებულებაში ეტაპობრივად გადაამზადოს უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები; გ) დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დ) დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში შექმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებით; ე) პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა; ვ) 2021 წელს პენიტენციური დაწესებულებების ყველა იმ ექიმს, რომელიც ახდენს დაზიანების დოკუმენტირებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის №633 ბრძანებით დამტკიცებული პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად, ჩაუტაროს დაზიანების დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების ტრენინგი; ზ) შეისწავლოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირების გაუმჯობესების შესაძლებლობები და შესწავლის შედეგების შესაბამისად შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ექიმის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები; თ) სახალხო დამცველის აპარატს მისცეს სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა; ი) 17 დაწესებულებაში გააუქმოს ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები; კ) პენიტენციურ დაწესებულებებში საცხოვრებელი ფართი; თითოეულ პატიმარზე უზრუნველყოს 4 კვ.მ. ლ) შეამოწმოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებში ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადების შესაბამისად 2021 წელს უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის დაბალანსება პატიმართა რაოდენობასთან, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის გზით; ნ) 2021 წლის განმავლობაში უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; ო) მიიღოს სათანადო ზომები სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილების შესავსებად; პ) სამედიცინო პროფილის სპეციალისტებთან კონსულტაციის გზით განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების აუცილებელი რაოდენობა და უზრუნველყოს ამ რაოდენობის ექთნებით დაწესებულებების დაკომპლექტება; ჟ) დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში უზრუნველყოს პროფესიული ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება; რ) შეიმუშაოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლების მოზიდვის სტრატეგია; ს) პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგოს პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი; ტ) პენიტენციური დაწესებულებების თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიულ დონეზე გაწეროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა; უ) მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაოს ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიოს შესაბამისი დახმარება; ფ) 2021 წელს პატიმრებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე; ქ) 2021 წელს, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მისცეს 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა. №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მისცეს საშუალება, დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს ისარგებლოს გასეირნების უფლებით; ღ) უზრუნველყოს არასრულწლოვანთა მათთვის გასაგებ (მარტივ ენაზე) ინფორმირება უფლება–მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმის თაობაზე; გაზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა დაწესებულებაში მიღების შემდგომ სოციალურმა მუშაკმა დეტალურად აუხსნას არასრულწლოვანს მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები; ასევე, სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე; მათ შორის, ზემოაღნიშნული ინფორმაცია არასრულწლოვნისთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე შექმნილი ბროშურის სახით მიაწოდოს არასრულწლოვანს და გამოაკრას პატიმრისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში; ყ) უზრუნველყოს არასრულწლოვანთა ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელება; საჭიროებებზე მორგებული შ) საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების (№388–№01-18/ნ) მე–4 მუხლის I პუნქტში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმად, არასრულწლოვნები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ასევე უზრუნველყოს არასრულწლოვანთა კვების მენიუში ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის დამატება; ჩ) ყველა უცხოენოვანი პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისთვის გასაგებ ენაზე მისი უფლებების განმარტებით და ინფორმაციის მიწოდებით დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ; ც) პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის ჩაატაროს პროფესიული გადაწვის ტრენინგი; ძ) პენიტენციური დაწესებულების ყველა სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა; თანამშრომელს მისცეს შვებულების წ) უსაფრთხოების პირობების დაცვით უზრუნველყოს ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დამოუკიდებლად და შეუფერხებლად დაკავშირების შესაძლებლობა; ჭ) შეისწავლოს ინფექციის კონტროლის (COVID-19-ზე განსაკუთრებული ფოკუსით), მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების საკითხებზე როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგის/გადამზადების საჭიროება და ასეთი საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სწავლების ჩატარება; ხ) დაწესებულებებში უზრუნველყოს, რომ პირბადეს იყენებდნენ ის მსჯავრდებულები, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული დაავადებების სიმპტომები; ჯ) გააგრძელოს და გაააქტიუროს კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებთან დაკავშირებული ინფორმაციის პატიმართათვის მიწოდება, როგორც საინფორმაციო პოსტერების გაკვრით, ისე საინფორმაციო ბუკლეტების პატიმრებისთვის გადაცემითა და ვიდეორგოლების გაშვებით; ჰ) გააგრძელოს COVID-19-ზე პატიმართა პერიოდული ტესტირება; ჰ1) უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულების პერსონალისა და პატიმრების COVID-19 ზე ვაქცინაცია; ჰ2) 2021 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, მიიღოს დამატებითი ზომები პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდული უფლებების საკომპენსაციოდ; ჰ3) ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მაქსიმალურად უზრუნველყოს განსაკუთრებულ პირობებში სარეაბილიტაციო აქტივობების ინტენსიურად ჩატარების ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენება; ჰ4) ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით, უზრუნველყოს სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების პენიტენციურ დაწესებულებებში დაშვება, რათა მათ დაწესებულების შესაბამისი სამსახურების დახმარებით/ხელშეწყობით უზრუნველყონ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა. გაზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობები; ჰ5) უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებებიდან საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობა, მათ შორის კონფიდენციალური საჩივრების კონვერტები განათავსოს იმგვარად, რომ კონვერტის მიღება არ იყოს დაწესებულების თანამშრომელზე დამოკიდებული და არ მოხდეს კონვერტის მიმღები პატიმრის იდენტიფიცირება. ამასთან, ყველა პატიმრისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და მისცეს შესაძლებლობა საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტები; ჰ6) სისტემური შემოწმების გზით შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევებს ან/და საჩივრების შეტანის გამო პატიმრებზე რეპრესიების განხორციელების ფაქტებს და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა; ჰ7) №18 სამკურნალო დაწესებულების დებულებაში ცვლილებების გზით უზრუნველყოს პატიმართათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მინიჭება და უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა; ჰ8) მიიღოს ყველა ზომა, რათა უცხოელ პატიმრებს, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად გამოუყოს უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად; ჰ9) პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, უზრუნველყოს ქართული ენის შემსწავლელი დისტანციური კურსების დანერგვა უცხოელი პატიმრებისთვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას; ჰ10) გაზარდოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება; ჰ11) სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს მისცეს კანონით გათვალისწინებული კუთვნილი შვებულებით სარგებლობის საშუალება; ჰ12) სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში აღმოფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გააუმჯობესოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა; ჰ13) მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 2021 წლის ბოლომდე უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება; ჰ14) შეისწავლოს სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ შეცვლის პროცედურა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ჰ15) დახვეწოს შესაბამისი ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, მათ შორის, სხვა დაწესებულებებში გადაყვანის, სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვების სურვილის მქონე პირთა პატიმრებთან კონტაქტის არიდების ან სხვა დამატებითი, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გზით; ჰ16) შეისწავლოს დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალური ვადის შემცირების შესაძლებლობის საკითხი და ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალური ვადის შემცირების შემთხვევაში, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აღმოიფხვრება დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო საკანში მოთავსების საფუძველი. პატიმარი, ადეკვატური დახმარების მისაღებად, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს №18 სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა სამოქალაქო დაწესებულებაში; ჰ17) დაიწყოს მუშაობა დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრის მოთავსების ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდველი, ეფექტიანი ინსტრუმენტების შესაქმნელად (პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და სხვა), რაც უფრო მეტად გახდის შესაძლებელს დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრის მოთავსება გამოყენებულ იქნეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება. იმავდროულად, დაიწყოს მუშაობა უფრო მაღალი სტანდარტის განსასაზღვრად ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროების დასაბუთებისათვის. მითითებული ინსტრუმენტების შექმნისა და სტანდარტის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში; ჰ18) „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების ჩატარების გზით: o შეისწავლოს N2, N3, N6 და N 8 განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებილებეში აქვს თუა არა ადგილი ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების გამოყენების და ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობის ფაქტებს და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; o შეისწავლოს N2, N3, N6 და N 8 განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში აქვს თუ არა ადგილი დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით პატიმრების გადაყვანის ფაქტებს და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; ჰ19) შეისწავლოს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადის განსაზღვრის, აგრეთვე ამ ღონისძიების გამოყენების შემდეგ გარკვეული პერიოდულობით მისი გადასინჯვის შესაძლებლობა და ამგვარი მიდგომის მიზანშეწონილობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები ასეთი პრაქტიკის დასანერგად; ჰ20) სრული შემოწმების დროს უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება რისკის ინდივიდუალურ შეფასებაზე, თანაზომიერების პრინციპების დაცვაზე და უფრო აქტიურად გამოიყენოს ალტერნატიული მეთოდების (სკანერის) შეთავაზება, როდესაც აღნიშნული საფრთხეს არ უქმნის უსაფრთხოების ინტერესს; მიიღოს ზომები სრული შემოწმებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების პრევენციისთვის; ჰ21) შეისწავლოს პატიმართა საკნებში განთავსების დროს მათი ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების, აგრეთვე საკვების მომზადების დროს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინების შესაძლებლობები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; ჰ22) არასრულწლოვანი პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსებისა და მათი სრული შემოწმების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოს №8 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ასეთი პრაქტიკის არსებობის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს კანონშესაბამისი რეაგირება; ჰ23) შეისწავლოს სპეციალურად მოწყობილი დასამშვიდებელი ოთახების ეფექტიანობა (მათ შორის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით) და მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში მიიღოს ზომები, რათა შესაბამისი საჭიროების გამოვლენისას უსაფრთხო საკნების ნაცვლად ასეთი ოთახების გამოყენება დაინერგოს. ჰ24) „დისტანციური წესით სასამართლო სხდომების შეუფერხებლად გამართვისთვის და სასამართლო სხდომებზე ბრალდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოსთან კონსულტაციით შეისწავლოს არსებული ინფრასტრუქტურისა და კომპიუტერული ტექნიკის გაუმჯობესებისა და მოცულობის გაზრდის საჭიროება და ასეთი საჭიროების დადგენის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“ ჰ25) შეისწავლოს საკითხი, რათა მოხდეს საერთო წესიდან ისეთი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობის იდენტიფიცირება, რა დროსაც, კონკრეტულ შემთხვევებში ვიდეოპაემნების განხორციელებისთვის პატიმრის ოჯახის წევრს აღარ მოუწევს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადება და შეძლებს უსაფრთხო აპლიკაციის გამოყენებით გამარტივებულად განახორციელოს ვიდეოპაემანი; ჰ26) შეისწავლოს უცხოელ პატიმართა მიერ საზღვარგარეთ დარეკვის უფლების განხორციელების გაუმჯობესების შესაძლებლობები და მიიღოს პრევენციული ზომები ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად; ჰ27) შესაბამის კომპანიებთან აწარმოოს მოლაპარაკებები და დაამუშაოს საკითხი, რათა უცხოელმა პატიმრებმა, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების განხორციელება შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად; ჰ28) შეისწავლოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში (გარდა მე-17 განყოფილებისა) ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკვების, ჰიგიენური საშუალებებისა და ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ანაზღაურების საჭიროება და ასეთი საჭიროების დადგენის შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; ჰ29) გაძლიერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის წინააღმდეგ შემდგომი პრევენციული ღონისძიებები; ჰ30) დაგეგმოს საჭირო ღონისძიებები №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვან ბრალდებულთა იზოლირებისთვის და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ჰ31) შეისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში ეტაპობრივად აღჭურვოს №2, №10, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები ვიდეოპაემნისათვის აუცილებელი ინფრასტუქტურით. 3. საქართველოს პროკურატურამ: ა) ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები შემოწმების დასრულების შემდეგ აცნობოს საზოგადოებას, ამასთანავე, შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების მასალები კანონით განსაზღვრული წესით გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს), წარმოადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის აღკვეთის მიმართულებით გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; გ) სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ; დ) პატიმრების გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში საფუძვლიანად შეისწავლოს გარდაცვლილი პატიმრის სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ადეკვატურობა, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციის კომპეტენტური ექსპერტიზის ჩატარების გზით; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2019 წლის 20-21 ივნისს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე განაგრძოს ეფექტიანი გამოძიების წარმოება; ვ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებთან მიმართებით წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის პროგრესის შესახებ აცნობოს საზოგადოებას, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ზ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს), ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებით გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; თ) ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების - ქორწინების იძულება და სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, მიმართულებით გაგრძელდეს, ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევაში 2021 წლისთვის დაინერგოს დანაშაულების გაანალიზების პრაქტიკა და სქესის და ასაკის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება; ი) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას აცნობოს მედიის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ სხვადასხვა დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროგრესის თაობაზე, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; კ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას აცნობოს 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ლ) განაგრძოს 2018, 2019, 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ყველა ძალადობრივ ქმედებასთან და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან მიმართებით ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარმართული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; მ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია 2018, 2019 და 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ყველა ძალადობრივ ქმედებასთან და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; ნ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ო) გააგრძელოს სქესობრივი დანაშაულის სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პერიოდული გადამზადება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მიმართულებით და უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე არასრულწლოვნებთან მომუშავე მოწმე/დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების მოდულის შემუშავება და მათი გადამზადება. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) გაზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. ამასთანავე, იმ იზოლატორებში, სადაც დაკავებულთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, არ იგეგმება სამედიცინო პუნქტების გახსნა, ექიმები დაასაქმოს ხელშეკრულების შესაბამისად; ბ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; გ) უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული საყოფაცხოვრებო კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გააგრძელოს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას; ე) თითოეული შემთხვევის მართვისას უზრუნველყოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ჩართულობა და მოახდინოს მსხვერპლის ინფორმირება კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ; ვ) პანდემიის პერიოდში გააძლიეროს მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები და საშუალებები დაცული შეტყობინებების შესაძლებლობების გაზრდის მხრივ, მათ შორის, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით; ზ) მიიღოს პრევენციული ზომები, მათ შორის აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შესამცირებლად/თავიდან ასაცილებლად; თ) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და უბნის ინსპექტორის როლის გაძლიერება, ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით კი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სათანადოდ ინფორმირებისთვის; ი) ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე, გამომძიებლების მოწმე/დაზარალებულის კოორდინატორებისთვის შეიმუშაოს გადამზადების მოდული მოახდინოს მათი გადამზადება; და და კ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სადღეღამისო განწესში ყოფნის დღეს, თითოეული სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოს სრულფასოვანი, სამჯერადი კვებით; ლ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა ნაწილში აღმოფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გააუმჯობესოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა; მ) აღმოფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. ამის გასაკონტროლებლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაავალოს, სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯებს; ნ) დისციპლინური საქმეების წარმოება, განხილვა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული დისციპლინური საქმეების წარმოების წესის შესაბამისად; ო) თავშესაფრის ეროვნული სისტემის გადატვირთულობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე რეაგირების მიზნით, შეიმუშაოს და განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები; პ) უზრუნველყოს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირება და აღნიშნულ პროცესზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელება; ჟ) შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც სამედიცინო ოთახი ფუნქციონირებს, უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმების დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებთან შენახვას; რ) შეიტანოს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №625-ე ბრძანებაში და №9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში ჩაამატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; გამოიყენეს თუ არა იძულების ზომა და რა ფორმით; ს) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს შორის შეხვედრების კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება; ტ) ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით, განსაზღვროს გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესი სქესობრისი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საქმეებზე; უ) გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი ინტიმურ პარტნიორთა შორის, მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს შორის ძალადობის ფაქტებზე და პროქტიულად გამოქყვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; ფ) განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი ჟურნალისტების წინააღმდეგ მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე და პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; ქ) განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი ხანდაზმულ პირთა მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე და პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; ღ) მიიღოს ზომები, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის მოსახდელად სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სწავლება განხორციელდეს ერთი და იმავე ვადით ყველა წვევამდელისთვის; ყ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა გასამხედროებულ ქვედანაყოფში, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოს გამოსაცვლელი სივრცის არსებობა, სადაც არ იქნება დამონტაჟებული მეთვალყურეობის კამერები; შ) უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება დაწესებულებებში წარმოებული ჟურნალების შევსების თაობაზე და მათთვის ჟურნალის შევსების სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიწოდება; ჩ) შეისწავლოს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე, ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა, განსაზღვროს ამისათვის აუცილებელი რესურსის მოცულობა და შეიმუშაოს აღნიშნული საკითხის გადაჭრის გეგმა. 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ: ა) გააგრძელოს მუშაობა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების გაზრდაზე; ბ) გააგრძელოს მონიტორინგი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებაზე და ჯგუფური დასჯის პრაქტიკაზე და ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნას მისი აღმოფხვრა; გ) უზრუნველყოს სამხედრო ნაწილებში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სამხედრო მოსამსახურეებსა და მეთაურებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა; ამ მიზნით, განიხილოს თარჯიმნის აყვანა იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები; დ) განახორციელოს მონიტორინგი სამხედრო ნაწილებში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული სამხედრო მოსამსახურეების თანაბრად ინტერნეტზე წვდომის საკითხზე და პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და გაითვალისწინოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სომატური ჯანმრთელობის მკურნალობის საკითხი; მანამდე, სამინისტრომ, დროებითი ღონისძიების სახით, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ოჯახის ექიმზე ხელმისაწვდომობა და სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება; ბ) შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და ქვეყანაში არსებული გაიდლაინების შესაბამისად გათვალისწინებული იქნას მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით; გ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზებული წარმოება გარდაცვალების მიზეზის მითითებით; დ) სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის, ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის) ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო და მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი; ე) სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სტრატეგია, სადაც ასევე იქნება გათვალისწინებული ძალადობის შემთხვევების სპეციალურ ჟურნალში დოკუმენტირებისა და ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება; ვ) სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც უნდა მოიცავდეს პაციენტის უფლებების დაცვისა და ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს. ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალს ჩაუტარდეს სწავლება, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტთა უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული მიდგომა და თანამედროვე ფსიქიატრია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს პერსონალის მიერ ფსიქიატრიული დახმარების ბიოფსიქოსოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებას და პრაქტიკაში შესასრულებლად, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ზ) სამინისტრომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გზით გამოავლინოს და აღკვეთოს პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, ინექციებისა და მედიკამენტების, ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთება; თ) შემუშავდეს და დაინერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რათა დაწესებულებებმა მინიმუმამდე დაიყვანონ სიტუაციის ესკალაციის რისკები და საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება; ი) მონიტორინგის საშუალებით შეისწავლოს შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა, ასევე, ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდგომ სტატუსის გადასინჯვის საკითხი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში; კ) სახალხო დამცველის აპარატთან და შშმ პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით განახლდეს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია; ლ) დაავალოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა. წამლის არასასურველი ეფექტის შესახებ ფსიქიატრიულ დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში; მ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის უზრუნველყოფის კუთხით არსებული საჭიროებები და ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობით უზრუნველყოს ასეთი სერვისების დანერგვა; ნ) შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, რათა მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი; ო) შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაწერონ ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი; პ) შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე თანხმობის ერთიანი ფორმა, სადაც გასაგები ფორმით იქნება გადმოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრული დახმარების არსისა და პაციენტთა უფლებების შესახებ; ამასთანავე, ბრძანებით განისაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, ისევე როგორც ინფორმაცია, თუ ვის მიმართოს, თუკი არ სურს სტაციონარში დარჩენა; ჟ) ცვლილებები შევიდეს მინისტრის ბრძანებაში, რათა ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის შევსება; რ) შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს პაციენტის გასაგები ენით ზეპირი და წერილობითი ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესის, პაციენტის უფლებების და სტაციონარის პოლიტიკის თაობაზე. დაავალოს შესაბამის ორგანოს, შეისწავლოს, მიეწოდება თუ არა პაციენტებს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენაზე; ს) შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალგარე პროცედურები; ფსიქიატრიული ხელმისაწვდომი, ტ) შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა პროცედურები; უ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული ყველა იმ სოციალური მუშაკის გადამზადება, რომელსაც არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; ფ) უზრუნველყოს სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება, მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით; ქ) შეისწავლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ადაპტირებულობა მობილობის და სენსორული შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებთან; ღ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეისწავლოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესაბამისად პაციენტის მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი; ყ) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული სტაციონარების ხელმძღვანელობას, რათა მათ ნუზრუნველყონ დაწესებულებაში არანაკლებ ორი იზოლირებული პალატის მოწყობა ინდივიდუალური სველი წერტილებით, სადაც COVID-19-ის ტესტის პასუხამდე შესაძლებელი იქნება პაციენტის იზოლირება; შ) შეისწავლოს დაწესებულებების მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19“ კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციით (გაიდლაინი) დადგენილი რეკომენდაციების შესრულება; ჩ) შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს კვების ერთიანი სტანდარტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება, რომლის კვებითი ღირებულება შეესაბამება პირის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კულტურულ/რელიგიურ თავისებურებებს, ყოველდღიურმა რაციონმა ხილიც მოიცვას; ც) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება; ძ) ფსიქიატრიული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლების რეალიზება, ხანმოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის მიერ ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. წ) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დაიწყოს მუშაობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართში ცვლილების შეტანასთან დაკავშრებით, რათა, სექსუალური ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, დაფინანსებისთვის და ორსულობის შესაწყვეტად, საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება; ჭ) არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად; ხ) მოამზადოს საქართველოს ორგანულ კანონში, „შრომის კოდექსი“, შესატანი ცვლილებები, რომლითაც ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდზე გასაცემი დახმარების/ანაზღაურების ოდენობა არსებითად დაუახლოვდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტს და, ამავე დროს, განისაზღვრება შეზღუდვები, რომელთა ფარგლებშიც, დამსაქმებლები უფლებამოსილნი იქნებიან დაადგინონ ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო საშვებულებო ანაზღაურების მიღების წინაპირობები; ჯ) დაიწყოს მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, კონფლიქტით დაზარალებული გოგოებისა და ქალების საჭიროებებზე მორგებული, სპეციფიური სერვისების დამატების მიმართულებით; ჰ) ჩამოყალიბდეს სისტემური ხედვა სახელმწიფო პროგრამებში ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის ინტეგრირების შესახებ, ორსულობის, მშობიარობისა და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის. მოხდეს მისი ფართო განხილვა სფეროს ექსპერტების ჩართულობით; ჰ1) გაიზარდოს სამშობიარო დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგების ინფორმირებულობა პოსტსამშობიარო დეპრესიის რისკის გამოვლენის მექანიზმებთან დაკავშირებით; ჰ2) ჩამოყალიბდეს სისტემური ხედვა პოსტნატალური ზრუნვის სერვისებთან მიმართებით და მოხდეს მისი ფართო განხილვა სფეროს ექსპერტების ჩართულობით; ჰ3) მოხდეს ოჯახის დაგეგმვის სერვისების ინტეგრირება ჯანდაცვის პირველ რგოლში; ასევე, დაიწყოს მუშაობა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისთვის კონტრაცეპტივებზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ჰ4) დაიწყოს მუშაობა ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სერვისზე წვდომის გასაზრდელად, აღნიშნულ სერვისზე 5-დღიანი სავალდებულო მოსაცდელი პერიოდის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთა ჩართულობა; ჰ5) სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისები განისაზღვროს ესენციურ სერვისებად, კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში; ჰ6) სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების ტექნიკური გაიდლაინები და პროტოკოლები იმგვარად მოდიფიცირდეს, რომ ისინი მოიცავდეს ტელემედიცინასა და სერვისების დისტანციურად მიწოდების სხვა ალტერნატიულ მოდელებს, რათა გაიზარდოს ამ სერვისებზე წვდომა როგორც პანდემიის, ისე სხვა პერიოდებში; ჰ7) გადამზადდნენ სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას; ჰ8) სოციალური მუშაკებისთვის შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის; ჰ9) COVID-19-ის ვირუსის გავრცელებასა და მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, ასევე, ვაქცინაციის პროგრამის თაობაზე, უზრუნველყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება; ჰ10) უზრუნველყოს ინფორმაციის გამოქვეყნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევების კლინიკური აუდიტის განმახორციელებელ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის და შემუშავებული მეთოდოლოგიის/რეკომენდაციების შესახებ; ჰ11) შეიმუშაოს მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტებს; ჰ12) უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის, გახარჯვის და კონტროლის მექანიზმების სრულყოფა და არსებულ სტანდარტებთან მისადაგება; ჰ13) მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შესამცირებლად, განახორციელოს ცვლილებები შესაბამის აქტებში; ჰ14) შეიმუშაოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის განახლებისა და მისი ეფექტიანობის პერიოდული შესწავლის მარეგულირებელი აქტი; ჰ15) უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების ჯანმრთელობის სერვისების, ფსიქოლოგისა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა; ჰ16) საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად შემუშავდეს ზრუნვის სისტემიდან გასული, ასევე, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის 18+ წლის ბენეფიციარების მხარდაჭერის სტრატეგია, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სერვისები; ჰ17) რელიგიურ სკოლა-პანსიონებთან მიმართებით, სამოქალაქო სექტორის ჩართულობითა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ამ სახის დაწესებულებების მიმართ. მათ შორის, კონკრეტულად გაიწეროს სახელმწიფოს მიერ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები და ამგვარი დაწესებულებების სახელმწიფოს კონტროლს მიღმა საქმიანობის შემთხვევაში არსებული რისკების აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებები; ჰ18) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ჩართულ პროვაიდერ ორგანიზაციებთან ერთად, გადაიხედოს მცირე საოჯახო ტიპის სახლების ვაუჩერული დაფინანსების საკითხი და გამოკვეთილი პრობლემების შესაბამისად, გატარდეს სახლების ფინანსური მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებები; ჰ19) რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურების დასანერგად, გაატაროს საჭირო ღონისძიებები; ჰ20) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ეფექტური ფუნქციონირებისთვის გამოიყოს საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, ასევე შემუშავდეს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხის შეფასების ეფექტიანი და ქმედითი ინსტრუმენტი; ჰ21) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის შემუშავდეს და დაინერგოს დამატებითი სერვისები, როგორც მათ გადაუდებელ მატერიალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფონდების მობილიზების, ისე აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით, დასაქმების მოტივაციის ასამაღლებლად და შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად; ჰ22) სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების კუთხით: o o გამოავლინოს, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების კუთხით, სახელმწიფო პროგრამებში არსებული ხარვეზები; შეიმუშაოს გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები და მეთოდები. ჰ23) სამართალდამცავ უწყებებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან კოორდინაციით შემუშავდეს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე მონაწილეობის შესახებ დოკუმენტი, რომელიც ზუსტად და დეტალურად განსაზღვრავს აღნიშნულ პროცესში მათ როლს, განსახორციელებელ ღონისძიებებს, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პასუხისმგებლობას; ჰ24) კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად დაწესებული შეზღუდვების დროს, უზრუნველყოს შშმ პირთათვის სამედიცინო სერვისების მაქსიმალური მისაწვდომობა, მათ შორის: o o o o უზრუნველყოს სამედიცინო კადრების შშმ პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე გადამზადება; უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოსა და სამედიცინო სერვისების მისაწვდომობა; უზრუნველყოს შშმ პირთა მისაწვდომობა კორონავირუსის ვაქცინაციის ჩასატარებელ სივრცეებზე, ყველა სახის შეზღუდვის (ფიზიკური, სენსორული, მენტალური) მქონე პირისთვის; უზრუნველყოს ვაქცინაციის მისაწვდომი ფორმატებით; შესახებ ინფორმაციის გავრცელება ყველასათვის ჰ25) უზრუნველყოს ფსიქიატრიული სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელთა ინფორმირება და გადამზადება კორონავირუსის დროს ფსიქიკური პრობლემის მქონე პაციენტის უსაფრთხო მართვის შესახებ გაიდლაინის თაობაზე; ჰ26) დროულად უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სფეროს ექსპერტთა ფართო ჩართულობით; ჰ27) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება და დანერგვა; ჰ28) უზრუნველყოს სუიციდის პრევენციისა და რეაგირების საკითხების გათვალისწინება პოლიტიკის დოკუმენტებში და შესაბამისი პროგრამის დამტკიცება; ჰ29) შეიმუშაოს რეფერირების მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებისათვის განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების გამოვლენის, მათი სახელმწიფო პროგრამის ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში დროული ჩართვის, ასევე საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების საჭიროების მქონე პირთა შესაბამის ქვეპროგრამაში გადამისამართების მიზნით; ჰ30) შეიმუშაოს და აამოქმედოს ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაციის პროგრამა; ჰ31) „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 20172018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით, მოამზადოს ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2021-2022 წლის აქტივობებს; ჰ32) შეიმუშაოს „შინ მოვლის“ ტექნიკური რეგლამენტი; ჰ33) აწარმოოს სტატისტიკა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ხანდაზმულთა ჩარიცხვის მიზნით მაძიებლის ან დაინტერესებული პირის მიმართვიდან ხანდაზმულის განთავსებამდე არსებული პერიოდის შესახებ. მათ შორის, ცალკე დამუშავდეს სტატისტიკური მონაცემები გადაუდებელი წესით ჩარიცხულ ხანდაზმულებთან მიმართებით; ჰ34) ხანდაზმული პირებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შედეგად, მეტად სოციალურად გარიყულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, კერძოდ, შეზღუდული მობილობის, კოგნიტური დისონანსის ან დემენციის მქონე, აგრეთვე მარტოხელა ხანდაზმული პირებისთვის, უზრუნველყოს მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების მიწოდება; ჰ35) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, დაიწყოს მუშაობა ხანდაზმულ პირთა ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებისა და მისი გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციებით გამოწვეული სოციალური იზოლაციის პერიოდში ხანდაზმულთა გარესამყაროსთან კონტაქტის შესანარჩუნება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; ჰ36) პაციენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. გადაიხედოს რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო და შემთხვევები განიხილოს უმოკლეს ვადაში; ჰ37) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავეექიმები გადიან, ასევე გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის; ჰ38) შევიდეს ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს №320 ბრძანებაში და გაიწეროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების შესაბამისი წესი, რომელიც განსაზღვრავს მონიტორინგის ჩატარებასა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურას; ჰ39) უზრუნველყოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული ინტეგრაციის ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და მოქალაქეობის არმქონე პირების ინტეგრაციისთვის დაინერგოს საინტეგრაციო პროგრამები; ჰ40) შემოიღოს ეფექტიანი ღონისძიებები სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, ტუბერკულოზის მართვა, ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა) და სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მისაწოდებლად; ჰ41) უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით (2014-2020 წლებისთვის) სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის მიზნით აღებული ვალდებულებების შესრულება; ჰ42) დაჩქარდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელების ეროვნული მექანიზმის შექმნის პროცესი; ჰ43) მიიღოს საჭირო ზომები შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზების მიზნით, მათ შორის: o o o უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისა და პასუხისმგებელი სუბიექტებისთვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარება უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის მოქმედ სტანდარტებზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, შეიმუშავოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმით; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით, უზრუნველყოს შშმ პირთა ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომისთვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება. ჰ44) გაგრძელდეს მუშაობა საცხოვრისის სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის, აღნიშნული აისახოს შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტში; ჰ45) გააგრძელოს კლინიკურად დადასტურებული ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და შეისწავლოს პროგრამის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა. 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ: ა) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მეწარმე ქალების პროფესიულ განვითარებას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ტრენინგებისა და პროექტების მართვის უნარჩვევების სწავლებით; ბ) ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევის მიზნით წარმართოს საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან; გ) გონივრულ ვადაში შეიმუშაოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და გონივრულ ვადაში წარმართოს ყველა საჭირო პროცედურა პარლამენტის მიერ მის დასამტკიცებლად; დ) უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით განსახილველად წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების დროულად განხილვა და მიღება. 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ: ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ აღსასრულებლად, ნორმატიულ დონეზე გაიწეროს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; ბ) ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს გამოსაცდელებისთვის რელიგიური საჭიროების გათვალისწინებას გამოცდების ორგანიზების პროცესში; გ) უზრუნველყოს ზოგადი ფორმალური განათლების სისტემაში ადრეული ქორწინებისა და თანმდევი რისკების შესახებ განათლების კომპონენტის ინტეგრირება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით და უზრუნველყოს განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლება აღნიშნული მიმართულებით; დ) შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგპოლიტიკის დოკუმენტი მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული სხვა შესაბამისი პირებისთვის; ე) შემუშავდეს სტრატეგია/სამოქმედო გეგმა ან სამინისტროს პოლიტიკის დოკუმენტებში გათვალისწინებული იყოს საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფის, სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ან იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოვლენის უზრუნველყოფა; ვ) იმსჯელოს შესაბამისი საფეხურ(ებ)ის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესში საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მასალის თავსებადობის (ავთენტურობის) დადასტურების განმსაზღვრელი ზღვრის დაწევის შესაძლებლობაზე; ზ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების პროცესში შეწყდეს თითოეული რეცენზენტისათვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე, ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა საკანონმდებლო ცვლილებების გზით; თ) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების სააპელაციო კომისიაში გაიზარდოს საგნობრივი, მათ შორის ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტთა მონაწილეობის ხარისხი; ი) მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, შესაბამის მხარეებთან კოორდინირებით, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის ეფექტიანი მართვის საკითხებს. ამასთანავე, არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსი მიზნობრივად იქნას გამოყენებული სკოლებში პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული პროცესის მონიტორინგი; კ) რეგიონების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით განხორციელდეს იმ ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც არ აქვთ ტექნიკაზე და ინტერნეტზე წვდომა. შემუშავდეს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები მათი დისტანციური სწავლების პროცესში დროულად ჩართვის მიზნით; ლ) რეგიონულ დონეზე შეფასდეს სკოლის მიტოვების გამომწვევი მიზეზები და აღნიშნულის საფუძველზე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო სკოლებთან და მეურვეობამზრუნველობის ორგანოსთან თანამშრომლობით, დაიგეგმოს სამომავლო ნაბიჯები გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკების შესამცირებლად; მ) შემუშავდეს დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის აღსაზრდელთა გადამზადების მოდული და ადგილობრივ თვითმმართველობებს ხელი შეეწყოთ აღსაზრდელთა გადამზადებაში. ნ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის გათვალისწინებული იყოს დისტანციური სწავლების მიმართულებით შემდგომი დახვეწა; ო) უზრუნველყოს სკოლის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის მექანიზმების განვითარება და განხორციელება. მათ შორის: o o ზედამხედველობა გაუწიოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლასა და შესაბამის სერვისებში ჩართვას; ზედამხედველობა გაუწიოს შშმ ბავშვების სკოლის მიღმა დარჩენის შემთხვევებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობას; პ) მიიღოს აუცილებელი ზომები შშმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად. მათ შორის: o o o მიიღოს სათანადო ზომები რეგიონებში მცხოვრები სსსმ (შშმ) მოსწავლეების/ სტუდენტების საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ჩათვლით; ონლაინ/ბლენდირებულ სწავლებასთან დაკავშირებით, განხორციელდეს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და ინიციირება; უზრუნველყოს შშმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად განხორციელებული აქტივობების სტატისტიკური დამუშავება; ჟ) გააგრძელოს სათანადო ზომების მიღება შშმ მოსწავლეების/სტუდენტების საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურასა და სასწავლო მასალებზე წვდომის გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოს ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების სტატისტიკური დამუშავება; რ) ეროვნული უმცირესობებისენოვან სკოლებში დაინერგოს მულტილინგვური სწავლების მოდელი, შემუშავდეს მულტილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები; მომზადდნენ/გადამზადდნენ ორენოვანი პედაგოგები; ს) საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება; ტ) უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა, გამოცემა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგება; უ) განხორციელდეს ქმედითი ღონისძიებები მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების და გამოცემის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე პედაგოგთა გადამზადებისთვის; ფ) შესაბამის მხარეებთან, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მულტიკულტურული პროგრამების და ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას. ამასთანავე, გააძლიეროს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით; ქ) გაზარდოს არაფორმალური განათლების პროექტების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონორებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით; ღ) გაგრძელდეს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან მონაწილე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შეეთავაზოთ ქართული ენის სასწავლო პროგრამები; ყ) პოლიტიკის დოკუმენტებში განისაზღვროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამის/ების შექმნა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ამ კატეგორიის სტუდენტების სტიპენდიის ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. 9. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ა) შემუშავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობით, დაგეგმოს საფრთხეში მყოფი ძეგლების და ღირშესანიშნავი ადგილების იდენტიფიცირებული პრობლემების საპასუხო ღონისძიებები და განახორციელოს მათი ზედამხედველობა; გ) გელათის სამონასტრო კომპლექსში, კვალიფიციური და დამოუკიდებელი ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდეს ყველა აუცილებელი კვლევა დაზიანების მიზეზების დასადგენად, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად დაიგეგმოს და გატარდეს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების შემსწავლელ კვლევებს; დ) განაგრძოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და შეისწავლოს მათი კონსერვაციის ან/და რესტავრაციის საჭიროება; ე) როგორც მულტიკულტურული პროგრამების, ასევე სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს კულტურულსაგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; ვ) ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყოს კულტურული ღონისძიებების განხორციელებას. 10. საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, დაზარალებული ქალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩართულობა; კონფლიქტით ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით; გ) აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; დ) საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით, ქვეყნის პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“. 11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევის მიზნით წარმართოს საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან; ბ) უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეთა ჩართულობის გაზრდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცესში; გ) გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების საჯაროობა და საზოგადოების ინფორმირება; დ) შეისწავლოს და შედეგად, გზშ-ს ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებით აღმოჩენილი ხარვეზისა და გამოწვევის კონტროლის მიზნით გაატაროს ღონისძიებები; ე) ჩაატაროს რეგულირების ზემოქმედების შეფასება „ნებაყოფლობით კოდექსზე - ამიაკის გაფრქვევების შემცირების საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ და რეგულირების ზემოქმედების შეფასებაზე დაყრდნობით მოახდინოს გასატარებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება; ვ) განახორციელოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში 2021 წლის ბოლომდე. 12. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა: ა) უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, დაზარალებული ქალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მონაწილეობა; კონფლიქტით ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში, და განსაკუთრებით, გალის რაიონში სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების ხელშესაწყობად; გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, შეიმუშაოს გარკვეული პროექტები, რომლის მიზანიც იქნება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვის შედეგად იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შემსუბუქება; დ) საქართველოს სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობის ხელშესაწყობად, წარმოადგინოს სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა; ე) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო უწყებებში დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად, შეიმუშაოს ახალი დასაქმების პროგრამები; ვ) აღმასრულებელი ხელისუფლებების დონეზე, შექმნას ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმები უმცირესობებისთვის; ეფექტიანი ზ) ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზებას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით. 13. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ: ა) შესაბამისი რესურსების გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში, უზრუნველყოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შექმნა და მისი დანერგვა; ბ) გამჭვირვალეობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების უზრუნველსაყოფად, გადახედოს სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კოლეგიის წევრების (გარდა სხდომის თავმჯდომარის/მომხსენებელი მოსამართლის) შერჩევის არსებულ წესს და, საჭიროების არსებობისას, შეიტანოს მასში ცვლილებები; გ) დისტანციური სასამართლო პროცესების დროს კლიენტისა და ადვოკატის კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, გააუმჯობესოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა; დ) სამომავლო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პერსპექტივიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმების, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხებისა და კანდიდატების დასაბუთებული შეფასების ვალდებულების მიმართულებით გამოიკვლიოს საუკეთესო პრაქტიკა და კვლევის შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს; ე) სამომავლო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩაატაროს მოკვლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნების პერსონალურ მონაცემთა სტანდარტების დაცვით გამოქვეყნების მიზანშეწონილობის თაობაზე და კვლევის შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. 14. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა: ა) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროების გამოკვლევის მიზნით, დოკუმენტურად შეაფასონ მიზნობრივი სერვისების მიწოდების საჭიროება; ბ) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის დანერგონ დამატებითი მხარდამჭერი და სოციალური პროგრამები; გ) საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უზრუნველყონ მუნიციპალური ტრანსპორტის, საბავშვო ბაღების და სკოლების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება, ასევე ხელი შეუწყონ არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას; დ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა აღმზრდელები გადაამზადონ ბავშვთა მიმართ ძალადობის, რთული ქცევის მართვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ; ე) საბავშვო ბაღის აღმზრდელები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით გადაამზადონ დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში; ვ) შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ხანდაზმული პირების წინაშე არსებული საჭიროებების შესაფასებლად (ხანდაზმულთა საჭიროებების შეფასების დოკუმენტი). ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, შეიმუშაონ ხანდაზმულთა მიმართ მიზნობრივი პროგრამები და ასახონ ბიუჯეტში; ზ) შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თავიანთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჭიროებები, მათ შორის, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის კუთხით მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები (შეიმუშაონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასების დოკუმენტი). ამასთან, საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შეიტანონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში; თ) „უფასო სასადილოზე“ ხელმისაწვდომობის უკეთ ადმინისტრირების მიზნით, პანდემიის პირობებში, შეიმუშაონ საკვების უსაფრთხოდ მიწოდების და გატანის წესები მუნიციპალიტეტების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით; ი) კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, უზრუნველყონ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანად მუშაობა ონლაინსხდომების ჩატარების გზით; კ) თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამები, მათში მოწყვლადი მიგრანტი ჯგუფების ინკლუზიის მიზნით, გაატარონ ღონისძიებები; ლ) რეგულარულად გამართონ შეხვედრები დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, ახალგაზრდებთან და ხანდაზმულებთან მათი საჭიროებების გამოკვეთის და დოკუმენტირების მიზნით; მ) გააძლიერონ თანამშრომლობა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებთან და ძალადობის მსხვერპლების ჩართულობით შეიმუშაონ მათ საჭიროებებზე მორგებული, სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები. ნ) სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეწოდოს ინფორმაცია ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, გატარებული ღონისძიებების შესახებ; ო) მუნიციპალიტეტის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, გამოითვალოს გასატარებელი ეკომიგრაციის პრევენციული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება; პ) კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ დროებითი თავშესაფრის მოწყობის ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტებთან მისასადაგებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები ლილოს თავშესაფარში კრიზისული ბლოკის და სამედიცინო ბლოკის კარანტინის ასამოქმედებლად და გაატარონ მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; ჟ) კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ორხევის დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართა ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და გაატარონ მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; რ) კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ დედაქალაქში გამოყონ ტერიტორია ახალი სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად, ამავე მიზნით გამოყონ ასიგნებები ადგილობრივ ბიუჯეტში. ს) კერძოდ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ნიკეას დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართა ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და გაატარონ მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; ტ) კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ დროებითი თავშესაფრის მოწყობის ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტებთან მისასადაგებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები ღამის თავშესაფარში კრიზისული ბლოკის ასამოქმედებლად და გაატარონ მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; უ) კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ დროებითი თავშესაფრის ინფრასტრუქტურის და შენობის სარეაბილიტაციოდ, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები და გაატარონ მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები: ფ) კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი და ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა; ქ) კერძოდ, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურის და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები; ღ) კერძოდ, დუშეთის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭოების შექმნა/ამოქმედება; ყ) კერძოდ, საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხისა და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება; შ) კერძოდ, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ქარელის, გურჯაანის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, წალენჯიხის, შუახევის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებმა ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, გაითვალისწინონ შესაბამისი ფინანსების მობილიზება. 15. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ: ა) არ იხელმძღვანელოს საჩივრების დასაშვებობის მკაცრი მიდგომით და მაქსიმალურად უზრუნველყოს საჩივრების არსებითი განხილვა, ამასთან, დაგეგმოს საარჩევნო კომისიებისთვის საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემის შესაქმნელად და დასანერგად საჭირო ღონისძიებები; ბ) საარჩევნო კომისიების წევრები აქტიურად მოამზადოს საჩივრების ეფექტიანად, საფუძვლიანად და კვალიფიციურად შესასწავლად და განსახილველად; გ) უზრუნველყოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შემაჯამებელი ოქმების დაუბრკოლებელი გადაცემა და საჩივრების განხილვისას მათთვის ეთიკური გარემოს შექმნა; დ) შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესში, უზრუნველყოს კოლეგიალობის პრინციპისა და გამჭვირვალობის სტანდარტის განუხრელად დაცვა; ე) 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დროულად დაგეგმოს და განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა შესაბამისი კატეგორიების სპეციალურ და გადასატან საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანა და ყველა მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზაცია, ამასთან, ეფექტიანად და დროულად წარმართოს საინფორმაციო კამპანია მიღებულ ზომებთან დაკავშირებით; ვ) 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საფუძვლიანად მოამზადოს საარჩევნო კომისიის წევრები დაწესებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ რეგულაციებთან დაკავშირებით, კენჭისყრის მიმდინარეობისას, დადგენილი მოთხოვნების მაქსიმალურად აღსასრულებლად; ზ) შშმ ამომრჩეველთა ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და შშმ პირთა ჩართულობით გამართოს კონსულტაციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში, მოსაზრებები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. 16. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების სატელევიზიო ტრანსლირება და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ტელეეთერით ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზებას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. 17. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა: ა) თუ წარმოიშობა გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის დისტანციური გასაუბრების ეფექტიანობას (მათ შორის კონფიდენციალობის დაუცველობა), უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირებთან პირისპირ შეხვედრა; ბ) საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია 2020 წლის 8-9 ნოემბერს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, თუ აღნიშნულით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს. 18. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით წარმოადგინოს წინადადებები უხამსობის საკანაონმდებლო დეფინიციის ცვლილების საჭიროების შესახებ; 19. სსიპ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ: ა) მოამზადოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის ანგარიში; ბ) გადადგას ქმედითი ნაბიჯები ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის დანერგვისა და სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. 20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ: ა) შეისწავლოს და დასახოს გეგმა სსიპ ლევან სამხარაულის ყველა ოფისში ქალი ექსპერტის/ექსპერტების დასაქმების მიმართულებით, რომლებიც სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, უფლებამოსილნი იქნებიან, ჩაატარონ ექსპერტიზა; ბ) შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, სტამბოლის პროტოკოლით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში შესრულებას და მისი დროული ჩატარების უზრუნველყოფას. 21. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ: ა) დაიწყოს მუშაობა საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სტაჟირებების დანერგვის მიმართულებით; ბ) დაიწყოს მუშაობა საჯარო სექტორში დასაქმებული სუროგატი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის საკითხზე. 22. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ: ა) ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების შრომითი პირობების გაუმჯობესების, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისა და პრევენციის მიზნით, ეტაპობრივად გაზარდოს სისტემაში დასაქმებული პროფესიონალების, განსაკუთრებით. სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა; ბ) სოციალური მუშაკების დატვირთვის შემცირებისა და საქმეებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით მათი ფუნქციები გამიჯნოს თემატური მიმართულებებით; გ) შეიმუშაოს ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და რეაგირების ერთიანი, ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეთოდოლოგია, რომელიც დაწვრილებით გაწერს სოციალური მუშაკის ფუნქციებს და ვალდებულებებს ბავშვის მიმართ ძალადობის იდენტიფიცირების, პრევენციისა და რეაგირების საკითხებზე და ასევე, დაარეგულირებს ბავშვთან მუშაობის, მათი ინტერვიუირების, მონიტორინგის და შემდგომი რეაგირების საკითხებს; დ) მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, ინდივიდუალურად შეაფასოს შრომაში ჩართულ ბავშვთა საჭიროებები და ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს შრომის მძიმე ფორმების შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე ზედამხედველობას, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობის გზით. COVID-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს რისკ ჯგუფში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე, მათი სოციალური გაძლიერების მიმართულებით; ე) პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში უზრუნველყოს შშმ პირებისთვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტად მიწოდება, ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, პირისპირ თუ დისტანციური ფორმით; ვ) უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამის თითოეული ქვეპროგრამის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა/ამუშავება, რაც ფინანსური ანგარიშგების სისტემის ნაცვლად, ბენეფიციართა მდგომარეობის შეფასებას დაეფუძნება; ზ) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შშმ პირთა/ბავშვთა სამიზნე ქვეპროგრამების მისაწვდომობა შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირისთვის/ბავშვისთვის. მათ შორის: o o o მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეპროგრამების გეოგრაფიული დაფარვა, ხოლო იქ, სადაც მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია მომსახურების ამოქმედება, ხელი შეუწყოს ბენეფიციართა მომსახურებამდე ტრანსპორტირების ორგანიზებას და ცხოვრების კომპენსაციების გაცემას; უზრუნველყოს ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფების შშმ პირების, მათი კანონიერი წარმომადგენლების, შშმ ბავშვთა მშობლების ინფორმირება პროგრამაში ჩართვისა და პროგრამით გათვალისწინებული სერვისების თაობაზე; ბავშვთა ადრეული განვითარების, აბილიტაცია/რეაბილიტაციის, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის, სათემო ორგანიზაციების, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამებში, მომსახურებები დაგეგმოს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების, არსებული საჭიროებების შესწავლის, არსებული მონაცემთა ბაზების, წინა წლების პროგრამების შესრულების და სხვადასხვა მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე; თ) მიიღოს საჭირო ზომები სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში შშმ პირთა/ბავშვთა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საცხოვრებლითა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტით უზრუნველყოფის მიზნით. მათ შორის: o o o შეამციროს მოქმედი სტანდარტებით განსაზღვრული ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა (24 პირი); სათემო მომსახურების გააძლიეროს და გააფართოოს სათემო სერვისების საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტი; შეიმუშაოს სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მექანიზმები, განსაკუთრებით, რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის; ი) უზრუნველყოს დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის დროული შემუშავება და განხორციელება; კ) დეინსტიტუციონალიზაციის დასრულებამდე, შშმ პირთა პანსიონატები და ბავშვთა სახლები (ფილიალები) უზრუნველყოს მოქმედი სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით შესაბამისი რესურსებით. მათ შორის: o o o ჩაატაროს სარემონტო ავეჯით/ინვენტარით; სამუშაოები და დაწესებულებები აღჭურვოს საჭირო გადაუდებელი წესით მოაწესრიგოს შშმ პირთა პანსიონატების წყალმომარაგების სისტემა და მკაცრად გააკონტროლოს მისი მუშაობა; უზრუნველყოს დაწესებულებების უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგება; გააკონტროლოს პანსიონატებსა და ბავშვთა სახლებში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ზომების პრაქტიკაში განხორციელება. ლ) სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში პანდემიის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მიზნით, უზრუნველყოს ხანდაზმული პირების ადეკვატური მოვლის სერვისების უწყვეტობა, როგორიცაა ფსიქიატრიული მომსახურება, პალიატიური და გერიატრიული ზრუნვა, ასევე, მონიტორინგი გრძელვადიანი ზრუნვის დაწესებულებებში. 23. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ა) 2021 წელს განახორციელოს ვეტერან დევნილთა განსახლების პროგრამა; ბ) აღრიცხოს დევნილთა განსახლების ისეთი ობიექტები, რომლებთან დაკავშირებითაც არ არსებობს საექსპერტო შეფასება, მაგრამ მათი მდგრადობა, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის და შეამოწმოს ისინი საექსპერტო შეფასების გზით; გ) 2021 წელს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან, გრძელვადიანად განასახლოს არანაკლებ 450 დევნილი ოჯახი; დ) ქირით უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კოლექტიურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთა გრძელვადიანი განსახლებაც სათანადო რესურსის არარსებობის გამო მიმდინარე წელს ვერ მოხერხდება; ე) მიიღოს ზომები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესაძლებლობების განვითარების კუთხით, რათა იმ დევნილებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დაკარგეს შემოსავალი, ვერ ისარგებლეს სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული კომპენსაციით, ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამებში; ვ) 2021 წელს დაასრულოს 2004-2012 წლებში განსახლებული 305 ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი; ზ) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების შედეგად, გამოავლინოს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხის მინიმუმ 30 % მოახმაროს ასეთი ოჯახების განსახლებას. 24. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური ა) კერძო დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიმუშაოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ვაკანსიის შესახებ განცხადებები, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების მორგება სამუშაოს სპეციფიკაზე დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოუყენებლად; ბ) დროულად დაასრულოს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის, მათ შორის, მისი ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტება; გ) დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აწარმოოს ეფექტიანი საინფორმაციო ხასიათის კამპანია შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული მანდატის შესახებ. 25. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ახალი ნორმები/სტანდარტი, რომლითაც განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის პროფესიული საბჭოსათვის განსახილველად მიწოდების დროული და სრულყოფილი წარდგენის ვალდებულება. 26. სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრმა: ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ აღსასრულებლად, ნორმატიულ დონეზე გაწეროს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; ბ) ნორმატიულ დონეზე დაარეგულიროს მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს გამოსაცდელებისთვის რელიგიური საჭიროების გათვალისწინებას გამოცდების ორგანიზების პროცესში; 27. სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ: ა) შემუშავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობით, დაგეგმოს საფრთხეში მყოფი ძეგლების და ღირშესანიშნავი ადგილების იდენტიფიცირებული პრობლემების საპასუხო ღონისძიებები და განახორციელოს მათი ზედამხედველობა; გ) გელათის სამონასტრო კომპლექსში, კვალიფიციური და დამოუკიდებელი ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარდეს ყველა აუცილებელი კვლევა დაზიანების მიზეზების დასადგენად, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად დაიგეგმოს და გატარდეს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების შემსწავლელ კვლევებს. 28. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2021 წელს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულად შესრულებამდე კონტროლზე აიყვანოს პრობლემური ობიექტების საქმიანობა (მათ შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ კასპში, ქალაქ ფოთში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრობლემური ობიექტების საქმიანობა), განახორციელოს მათი ინსპექტირება დადგენილი წესით გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, ხოლო ინსპექტირების შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ, ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაწოდოს ინფორმაცია. 29. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის №6679-რს დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად. 30. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერიოდულად გაუწიოს მონიტორინგი „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2022 წლის 1 მარტამდე. 31. საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების საკითხს. 32. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი ____________ 2021 წ. N _______ კახაბერ კუჭავა
ანგარიში
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წელი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში შესავალი ................................................................................................................................................................ 9 1. სიცოცხლის უფლება .................................................................................................................................. 32 1.1. შესავალი ................................................................................................................................................................ 32 1.2. სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება პანდემიის დროს............................................................................................................................................................ 33 1.3. სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ....................................................................................................................................................... 34 1.4. გიორგი შაქარაშვილის საქმე .................................................................................................................... 36 1.5. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ........................................................................................................ 36 1.6. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობა.................................................................... 37 1.7. პენიტენციურ სისტემაში პატიმართა გარდაცვალების ფაქტების გამოძიება ............ 38 1.8. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ............................................................................................................ 40 1.9. შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები................................................... 40 1.10. სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ............................................................................................................................................................... 42 2. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება ....................................................................................................... 45 2.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 45 2.2. პრაქტიკა, რომელიც უტოლდება ან შესაძლოა გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას.......................................................................................................................................................................... 48 2.3. არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი ფაქტორები ............................................................................................................................................ 66 2.4. 3. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება .................................... 78 თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება ...................................................................... 96 3.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 96 3.2. ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ............................................... 97 1| 3.3. დაკავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით .........................................................102 3.4. საკანონმდებლო ხარვეზები ...................................................................................................................103 3.5. აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება............................................................................................ 104 3.6. ივანე მერაბიშვილის საქმე .....................................................................................................................105 3.7 გიორგი უგულავას თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა ...............106 3.8 საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები .................. 107 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 4 5 6. 3.9 პატიმრების გათავისუფლების მექანიზმები .............................................................................. 107 3.10 არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების ხარვეზები ................................................................. 110 სამართლიანი სასამართლოს უფლება....................................................................................... 113 4.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 113 4.2. სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები............................... 114 4.3. COVID-19-ის გავლენა სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე.......................................130 4.4. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება ....................................................................... 134 4.5. მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეები ............................................138 4.6. გაუთქმელობის ვალდებულება სისხლის სამართლის პროცესში .................................. 143 4.7. საკუთრების უფლება სისხლის სამართლის პროცესში ....................................................... 144 4.8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის ხარვეზები .............................. 145 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ........................................................................................ 149 5.1 შესავალი ........................................................................................................................................................... 149 5.2 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევები .................................150 5.3 პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებები ..........................153 5.4 გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში .................................. 154 5.5 გარე სამყაროსთან კონტაქტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ................................159 5.6 ელექტრონული მოწყობილობების ამოღება და ინფორმაციის გამოთხოვა .............. 161 თანასწორობის უფლება.................................................................................................................... 165 6.1. შესავალი ............................................................................................................................................................165 6.2. ქალთა თანასწორუფლებიანობა..........................................................................................................166 6.3. შეზღუდული შესაძლებლობა ...............................................................................................................168 6.4. რელიგია .............................................................................................................................................................. 172 6.5. ეროვნება .............................................................................................................................................................174 6.6. ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა...........................................................................174 6.7. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ................................................................................. 176 6.8. თანასწორობა სოციალური უფლებებით სარგებლობისას ................................................... 179 6.9. დისკრიმინაციის წახალისება................................................................................................................ 179 6.10. სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები .................................................................................................................................................................................................182 7. გენდერული თანასწორობა .............................................................................................................. 185 7.1. 2| შესავალი .............................................................................................................................................................185 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 7.2. ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში...........................................186 7.3. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა და შრომითი უფლებები ....................................... 187 7.4. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ..............................................................................................189 7.5. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ............. 191 7.6. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ....................................................................................................195 7.7. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ............................................................................................. 197 7.8. ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება ....................................................................................... 203 7.9. ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................... 205 8. რწმენისა და რელიგიის თავისუფლება .................................................................................... 211 8.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 211 8.2. საქართველოს კანონმდებლობა ............................................................................................................212 8.3. საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები........................................................................215 8.4. სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ............................................... 217 8.5. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.............................................................................218 8.6. რელიგიური დღესასწაულები .............................................................................................................. 220 8.7. პანდემია და რელიგიის თავისუფლება ..........................................................................................221 8.8. დისკრიმინაციული და ანტისემიტური განცხადებები ........................................................ 222 9. გამოხატვის თავისუფლება ............................................................................................................. 226 9.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 226 9.2. მედიის თავისუფლება............................................................................................................................. 226 9.3. გამოხატვის სხვადასხვა საშუალების განთავსების აკრძალვა სამშენებლო ღობეებზე ......................................................................................................................................................................... 238 10. შეკრების თავისუფლება ..............................................................................................................240 10.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 240 10.2. პანდემიის გავლენა შეკრების თავისუფლებაზე ..................................................................... 241 10.3. შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევები .................. 244 10.4. შეკრების მონაწილეებისთვის გარკვეული ნივთებით სარგებლობის აკრძალვა. 247 11. ინფორმაციის თავისუფლება .................................................................................................... 250 11.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 250 11.2. ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზები 250 11.3. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა ................................................................................................ 253 3| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 11.4. სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა ....................................................... 255 12. უფლებადამცველები ...................................................................................................................... 257 13. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ................................................................................ 261 13.1. შესავალი ............................................................................................................................................................261 13.2. უფლება სუფთა ჰაერზე........................................................................................................................... 262 13.3. ენერგეტიკული პოლიტიკა და გზშ-ს სისტემის აღსრულება............................................ 266 13.4. გზშ-ს სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები ............................ 268 13.5. გარემოს დაცვა ქალაქთმშენებლობის სფეროში ...................................................................... 270 13.6. გარემოსთვის მიყენებული ზიანი ..................................................................................................... 272 14. შრომის უფლება ................................................................................................................................ 277 14.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 277 14.2. პანდემია და შრომითი უფლებები ................................................................................................... 278 14.3. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობა ................................................................................................................................. 280 15. 15.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 285 15.2. ახალი კორონავირუსი და ჯანდაცვის სისტემა.......................................................................... 285 15.3. პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები პანდემიის პირობებში......................................... 290 15.4. მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო კადრები ................................................... 290 15.5. პაციენტის უფლებები ................................................................................................................................291 15.6. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი .................................................................. 292 15.7. ონკოლოგიურ პაციენტთა უფლებები ............................................................................................. 294 15.8. ნარკოპოლიტიკა ............................................................................................................................................ 295 16. სოციალური უზრუნველყოფის უფლება ............................................................................ 300 16.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 300 16.2. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ეფექტიანობის შეფასება ........301 16.3. სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობა................... 302 17. 4| ჯანმრთელობის დაცვის უფლება............................................................................................ 285 სათანადო საცხოვრებლის უფლება ........................................................................................ 305 17.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 305 17.2. სახელმწიფო პოლიტიკის მიმოხილვა ............................................................................................ 305 17.3. სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაცია პანდემიის პერიოდში .............. 307 17.4. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობა რეგიონებში ............................................310 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 17.5. თბილისში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე .............................................................................................................................................................................313 18. საარჩევნო უფლება ......................................................................................................................... 317 18.1. შესავალი ............................................................................................................................................................ 317 18.2. შედეგების შეჯამება და საჩივრების განხილვა.........................................................................319 18.3. ძალადობრივი ინციდენტები და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტები ...321 18.4. ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი და პერსონალური მონაცემები ......... 323 18.5. პანდემიის გავლენა არჩევნებზე ......................................................................................................... 324 19. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება ............................................................ 329 19.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 329 19.2. კანონმდებლობა ............................................................................................................................................ 330 19.3. გელათი ................................................................................................................................................................331 19.4. საფრთხეში მყოფი ძეგლები................................................................................................................. 332 20. ადამიანის უფლებათა სწავლება............................................................................................. 336 20.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 336 20.2. ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა ........... 337 20.3. რეგიონებში სამოქალაქო განათლების მასწავლებლების საჭიროებების შესწავლა 342 20.4. ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების ხარისხი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში............................................................................................................ 343 20.5. საგანმანათლებლო მასალების ადამიანის უფლებათა პრინციპებთან შესაბამისობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა .............................................................................. 344 20.6. საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უფლებათა საკითხებში..................................................................................................................................................................... 345 21. 5| ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ......................................................................................349 21.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 349 21.2. ბავშვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება .................................................................. 350 21.3. ბავშვთა დაცვა ძალადობისგან ............................................................................................................ 352 21.4. სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ............................................................................ 357 21.5. ბავშვთა შრომა ............................................................................................................................................... 358 21.6. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.................................................................................. 360 21.7. ბავშვთა დაცვა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ............................................... 362 21.8. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა ......... 363 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 21.9. 22. განათლების უფლების დაცვა .............................................................................................................. 367 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა .. 376 22.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 376 22.2. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ..... 378 22.3. შშმ პირთა უფლებები რეზიდენტულ დაწესებულებებში.................................................381 22.4. ჯანმრთელობის უფლება ........................................................................................................................ 382 22.5. ინკლუზიური განათლება ....................................................................................................................... 385 22.6. მისაწვდომობა ................................................................................................................................................ 390 22.7. შშმ პირთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ................391 22.8. პანდემიის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები მუნიციპალურ დონეზე ......................................................................................................... 393 23. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა .............................................................. 398 23.2. შესავალი ........................................................................................................................................................... 398 23.3. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა პანდემიის პირობებში ................... 399 23.4. ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა ................................................................................................... 401 23.5. ხანდაზმულ პირთა მიმართ ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებში ........ 402 24. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია ..........................405 24.2. შესავალი ........................................................................................................................................................... 405 24.3. ეროვნული უმცირესობების ინფორმირება პანდემიის პირობებში ............................ 405 24.4. პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა ................................................................................................................................................................. 407 24.5. საკონსულტაციო მექანიზმები ............................................................................................................. 407 24.6. განათლების უფლება ................................................................................................................................ 409 24.7. ეროვნულ უმცირესობათა კულტურის დაცვა და პოპულარიზაცია............................... 412 24.8. მედიის ხელმისაწვდომობა .................................................................................................................... 413 24.9. ქსენოფობიური განცხადებები ............................................................................................................ 414 25. ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში .................................................................... 418 25.2. შესავალი ........................................................................................................................................................... 418 25.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო .......................................................................................... 420 25.4. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველო........................................................................... 422 25.5. 6| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ............................................................................. 423 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 26. 26.2. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა 431 შესავალი ........................................................................................................................................................... 431 26.3. პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ............................................................................................................................ 433 26.4. უსაფრთხოების საკითხები.................................................................................................................... 436 26.5. დოკუმენტაციისა და გადაადგილების თავისუფლების საკითხი................................. 439 26.6. განათლების უფლება ................................................................................................................................ 443 26.7. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................................................................................................. 447 27. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა 450 27.2. შესავალი ........................................................................................................................................................... 450 27.3. დევნილთა გრძელვადიანი განსახლება ........................................................................................ 450 27.4. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლება ........................................................................................................ 451 27.5. ახალი კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები ................................................................. 452 რეკომენდაციები ......................................................................................................................................................... 453 28. ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა ...................................................................455 28.2. შესავალი ........................................................................................................................................................... 455 28.3. ეკომიგრანტთა განსახლება ................................................................................................................... 455 28.4. ეკომიგრაციის პრევენცია ........................................................................................................................ 456 29. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში ...................................459 29.2. შესავალი ........................................................................................................................................................... 459 29.3. სოციალურ-ეკონომიკურ მხარდამჭერ პროგრამებში ჩართულობა ............................... 459 29.4. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები.................................................................................................. 460 29.5. სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტით ბინადრობის ნებართვით სარგებლობის შეზღუდვა ....................................................................................................................................... 463 29.6. 30. საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა ინტეგრაცია და გამოწვევები 464 მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა ................................ 467 31. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა....................................................... 470 7| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 31.2. შესავალი ........................................................................................................................................................... 470 31.3. სახელმწიფო უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა ... 472 31.4. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ................................................................................................................................................................ 483 8| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესავალი საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად. ანგარიშში წარმოდგენილია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია რეკომენდაციების/წინადადებების მოიცავს 2020 წელს, მაგრამ სახალხო შესრულების ზოგიერთ დამცველის მდგომარეობა. შემთხვევაში მასში მიერ გაცემული საანგარიშო პერიოდი გაანალიზებულია ის პრობლემებიც, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა. 2020 წელს, პანდემიამ სახალხო დამცველის აპარატი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. დისტანციურ რეჟიმში მუშაობამ საწყის ეტაპზე არაერთი ლოჯისტიკური და ტექნიკური პრობლემა წარმოქმნა. თუმცა, აპარატმა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში მოახერხა სრულფასოვანი ადაპტაცია და პრაქტიკულად, მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე განაგრძო საქმიანობა. მათ შორის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო ეკიპირების თანხლებით, გაგრძელდა სისტემატური ვიზიტები დახურულ დაწესებულებებში. საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 5698 განცხადება შემოვიდა, აქედან დასაშვებად იქნა ცნობილი - 3859. სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია, ან განაცხადონ უფლებადარღვევის შესახებ. 2020 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე 8270 ზარი შემოვიდა. სახალხო დამცველის აპარატის თბილისის ოფისში კონსულტაცია გაეწია 796 ვიზიტორს. გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის აპრილი - დეკემბრის პერიოდში კოვიდ პანდემიის გამო, ოფისებში მოქალაქეთა მიღება შეჩერებული იყო. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულმა ოფისებმა (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო) 5684 დაინტერესებულ პირს გაუწიეს სატელეფონო და პირადი კონსულტაცია; ჩაატარეს 618 შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ მოსახლეობა და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, სახალხო დამცველმა 2020 წელს მოამზადა და გაგზავნა 107 რეკომენდაცია/წინადადება. უწყებებიდან ყველაზე მეტი რეკომენდაცია გაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა (10) და იუსტიციის სამინისტროში (7). 2020 წლის განმავლობაში მომზადდა 25 სპეციალური ანგარიში, გაიგზავნა 6 კონსტიტუციური სარჩელი და 6 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრა კომიტეტში. მომზადდა 9| და გაიგზავნა 11 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: საქართველოს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკონსტიტუციო სასამართლოში (2); თბილისის საქალაქო სასამართლოში (3); ბათუმის საქალაქო სასამართლოში (1) და თბილისის სააპელაციო სასამართლოში (3). საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მესამე მხარედ ჩაერთო 2 საქმეში. საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პენიტენციურ დაწესებულებებში განახორციელეს 286 ვიზიტი და მოინახულეს 1159 დაკავებული/დაპატიმრებული პირი. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განახორციელეს 15 ვიზიტი და მოინახულეს 46 პაციენტი. ასევე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის ფარგლებში, რაც გულისხმობს დაკავების ადგილების რეგულარული და არაგეგმიური მონიტორინგის მეშვეობით ზედამხედველობას, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 28 ვიზიტი განახორციელა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში, 38 ვიზიტი -- 28 დროებითი მოთავსების იზოლატორში, 61 ვიზიტი - 61 პოლიციის სამმართველოში, 6 ვიზიტი - 4 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, 2 ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის ცენტრში, ხოლო, საკარანტინე სივრცეებში ჩატარდა 124 დისტანციური ინტერვიუ. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაეროს კონვენციის აღსრულებისა და მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა 2 არაგეგმიური ვიზიტი შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“. 1 ვიზიტი დროებითი მოთავსების იზოლატორში, 3 არაგეგმიური ვიზიტი შშმ პირთა პანსიონატებში, 5 გეგმიური მონიტორინგი შშმ ბავშვთა სახლებსა და პანსიონატებში, ჩატარდა 3 საინფორმაციო შეხვედრა თელავის, ზუგდიდის, ქუთაისის მუნიციპალიტეტებში. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მონიტორინგის ფარგლებში, გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 5 თავშესაფრისა და 5 კრიზისული ცენტრის მონიტორინგის თანმდევი ვიზიტი. ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა: 6 ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებებში (მე–11 და მე-5 დაწესებულებები); 2 ვიზიტი - ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თავშესაფარში, ასევე, 4 სკოლა პანსიონში, 4 მცირე საოჯახო ტიპის სახლში და 2 მინდობით აღზრდის ოჯახში. მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ჩატარდა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა 3 მონიტორინგი; შსს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის 4 მონიტორინგი; შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის 2 მონიტორინგი; ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურის 9 მონიტორინგი; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ჩატარდა 6 შეხვედრა 12 კერძო კომპანიისთვის სექსუალური შევიწროების შიდა მექანიზმის შესახებ; ასევე გაიმართა 3 ონლაინ დისკუსია თანასწორობის საკითხებზე. 10 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 8 სამხედრო ნაწილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 გასამხედროებული განყოფილება; სპეციალური პენიტენციური სამსახურის 4 დაწესებულება; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული ოფისები. ასევე შემოწმდა მარნეულში, რუსთავსა და მცხეთაში საკარანტინო რეჟიმისთვის მოწყობილი საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატმა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით, მონიტორინგის მიზნით, მოინახულა 18 საზღვრისპირა სოფელი. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თითოეულ თავში წარმოდგენილი ზოგადი შეფასებები სწორედ ზემოაღნიშნული მეთოდებით მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. 2020 წლის განმავლობაში მომზადებული 25 სპეციალური ანგარიში შეეხებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთ საკითხებს, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი); ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკა - სპეციალური აქცენტით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე; ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში; ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა; ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება; „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებსა და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული საკარანტინე ღონისძიებებით გამოწვეული თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში არსებული მდგომარეობა. ანგარიში აერთიანებს შემდეგ თემატიკას: საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის პირველი თავი შეეხება სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. გასული წლების მსგავსად, საგამოძიებო უწყებების მხრიდან სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ ჩატარებულა ან დაგვიანებით და ხარვეზიანად ჩატარდა. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმართა გარდაცვალების საქმეებზე 17 დასრულებული საქმის მასალები (2015-2018 წლების საქმეები) შეისწავლა. შედეგად, დადგინდა, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემები, რაზეც მკურნალობა არ გაეწიათ პენიტენციურ დაწესებულებებში. გამოძიება ინტერესდებოდა მხოლოდ გარდაცვალების მიზეზებით და არ უცდია იმის გარკვევა, რამდენად უტარდებოდათ 11 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ასევე, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ტარდებოდა დაგვიანებით და არაეფექტიანად, რაც ამცირებდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას. ისევე როგორც გასულ წელს, 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მონიტორინგსა და მკურნალობას. ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების არასათანადო მკურნალობა და შესაბამისი რისკფაქტორების გაუთვალისწინებლობა იწვევს პაციენტთა გარდაცვალებას. საანგარიშო პერიოდში ასევე აღსანიშნავია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ხარვეზები. საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა, თუმცა გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები. ასევე საგულისხმოა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა რიგი საკითხები. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს, საქმის ფარგლებში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება კვლავ არ დასრულებულა. არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლა, წინა წლების მსგავსად, 2020 წელსაც ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. განცხადებების მიხედვით, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები იყვნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები - 77, ხოლო პოლიციის თანამშრომლები - 60 შემთხვევაში. 16 განცხადებაში საუბარი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებზე. 50 განცხადება ეხებოდა გამოძიების გაჭიანურებას. პენიტენციური სისტემის ფარგლებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2013-2020 წელს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული ის საქმეები, სადაც პატიმრების მიმართვის საფუძველზე პროკურატურას მიეწოდა ინფორმაცია როგორც კრიმინალური სუბკულტურის, ისე მათი მფარველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის კონკრეტულ ფაქტებზე. შესწავლილი საქმეების შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარა, ცემა, გამოძალვა, ეკონომიკური დანაშაულები, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტება და სხვ.) თაობაზე, საქართველოს პროკურატურის ორგანოებს და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოს მსგავს საქმეებზე ეფექტიანი რეაგირებისა და პასუხისმგებელ 12 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პირთა დასჯის მოტივაცია არ ჰქონია და მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი რჩებოდა. არასათანადო მოპყრობის შემთხვევების აღმოფხვრისა და პრევენციის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა პატიმართა ხანგრძლივი იზოლირება, რაც გულისხმობს საკანში ხანგრძლივი პერიოდით მარტო განთავსებას. ასევე კვლავ გრძელდება პატიმართა (მათ შორის, არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკა. 2020 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა კვლავ წარმოაჩინა პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფის პრობლემურობა. ასევე, კვლავ გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა, რომლის დროსაც პატიმარს სხეულის ყველა ნაწილს ერთდროულად აშიშვლებინებენ და არა ნაწილ-ნაწილ. სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვლინდა, რომ 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული დაკავებისას მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში გამოიკვეთა დაზიანება დაკავებისას ან დაკავების შემდეგ. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში სახეზე გვაქვს დაკავებული მოქალაქეების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. კერძოდ, 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 26.8%, ხოლო 2019 წელს - 31.8% იყო. შეკრება-მანიფესტაციისას და ყოველდღიურობაში ადმინისტრაციული დაკავების ხშირი გამოყენების პარალელურად, აუცილებელია დამატებითი საპროცესო გარანტიების შემოტანა, რათა არსებული სიტუაცია გამოსწორდეს და არასათანადო მოპყრობის რისკი შემცირდეს და გამოირიცხოს. სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეებში 2020 წელს არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. ავტომანქანის, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადგილზე, საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშშიც. პანდემიის დროს ნარკოტიკული საშუალებების ჩანაცვლებითი პროგრამების აღსრულების ცვლილებების პირობებში, არაერთი დაკავებული ხვდებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც გართულებული იყო „აღკვეთის სინდრომის“ მართვა. სახალხო დამცველის დაწესებულებები და განსაკუთრებული იქ განთავსებული ყურადღების საგანია ფსიქიატრიული პაციენტების უფლებრივი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ძალადობრივი შემთხვევები ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების მიმართ, 2020 წელსაც გამოვლინდა - როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები, ისე თავად პაციენტთა შორის კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტები. კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების 13 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა. კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება პროკურატურის მიერ სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მხოლოდ პოლიციის 3 თანამშრომელი მიეცა, დაზარალებულად მხოლოდ 1 პირი ცნეს. 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა ამავე წლის 20-21 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიება არასათანადო მოპყრობის პროცედურული ვალდებულების ჭრილში განიხილა. 2020 წლის მდგომარეობით, სახალხო დამცველის ძირითადი შეფასება უცვლელია - გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენაზე, მათი ინდივიდუალური როლის შეფასებაზე და არ მიემართება მოვლენების სრულ სისტემატურ ანალიზსა და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას. 2020 წელს განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო თემურ აბაზოვის საქმე, რომელსაც პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ამ ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი. პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 2 მძიმე ბრალიდან ერთ-ერთი ბრალი (კადრების გავრცელების ორგანიზება) დაუსაბუთებელად მოხსნა, რითიც სასამართლოს წაართვა ერთ-ერთ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, 2020 წელს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვა სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რიგი შეზღუდვები 2021 წლის მარტში უკვე მოიხსნა, საქართველოს დაფუძნებული მთავრობას არ დასაბუთება, წარმოუდგენია თუ რატომ კონკრეტულ დარჩა მეცნიერულ გადაადგილების მეთოდზე თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება. მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისმა საბჭომ დაასაბუთოს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს გადაადგილების შეზღუდვას კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე. სახალხო დამცველი სივრცეში/იზოლაციაში მიიჩნევს, რომ მოთავსებული საანგარიშო პირებისათვის პერიოდში საკარანტინო სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი ისეთი გარანტიები, როგორიცაა, საკარანტინო ღონისძიების დროში ეფექტიანად გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთანავე, განჭვრეტადი არ იყო თვითიზოლაციის, როგორც თავისუფლების ნაკლებად შემზღუდავი ფორმის, 2020 წლის 2 ივნისამდე გამოყენების კრიტერიუმები. 14 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წარმოდგენილი ანგარიშის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თავში ასევე განხილულია პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, ყველა საერთაშორისო მექანიზმი მოუწოდებდა სახელმწიფოებს მეტი პატიმრის გათავისუფლებისკენ, 2020 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, შემცირდა, კერძოდ, 2019 წელს პირობით ვადამდე გათავისუფლდა 1279 მსჯავრდებული, ხოლო 2020 წელს - 830. თუმცა, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, გაიზარდა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკა. სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებული უფლების ყურადღება კონტექსტში, ეთმობა სასამართლოს წინამდებარე სისტემაში ანგარიშში არსებულ ისეთ ინსტიტუციურ გამოწვევებს, როგორიცაა - მოსამართლეთა განწესება, საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამა, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ. ჩვენი შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური გამოწვევების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი უკიდურესი დარღვევებისა და გაუმჭვირვალობის გათვალისწინებით, არსებული ვითარება სამომავლოდ გზას უხსნის დისკუსიებს სასამართლოს სისტემაში უფრო რადიკალურ ჩარევასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე მნიშვნელოვნად აისახა კოვიდ პანდემია, აღნიშნულ თავში მიმოხილულია პანდემიიდან გამოწვეული ახალი რეგულაციები, რამაც გავლენა მოახდინა სასამართლო სისტემასა და მისით მოსარგებლე სუბიექტების უფლებრივ მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, გასული წლების მსგავსად, 2020 წლის განმავლობაშიც პრობლემური იყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში შენარჩუნებულია საკასაციო ეტაპზე სწრაფ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემები. სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში განხილულია საქმეები, სადაც არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობდა/მიმდინარეობს მართლმსაჯულების პროცესი: ყოფილ გენერალურ აუდიტორ, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, შეუსაბამო კვალიფიკაციითა და უჩვეულოდ დიდი დროით გაჭიანურდა, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალა და საბოლოოდ საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენით დასრულდა; სახალხო დამცველის შეფასებით, გიორგი რურუას მიმართ, 2020 წლის 3 იანვარს პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის დაუსწრებლად ჩატარებულმა იძულებითმა საგამოძიებო მოქმედებამ დაარღვია მისი დაცვის უფლება, რაც, საგამოძიებო ორგანოებს, სამწუხაროდ, არ შეუსწავლიათ. სახალხო დამცველმა ასევე შეისწავლა საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი და შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 15 | ამ საქმეზე, ანგარიშში ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წარმოდგენილია ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ გამოვლენილი ხარვეზები - კანონიერების პრინციპის ხელყოფის პრობლემა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ან სხვა მიზნებით გამოყენების რისკი. 2020 წელს, გასული წლების მსგავსად, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის სავარაუდო უკანონო მიყურადების შემთხვევა, აგრეთვე, ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სავარაუდო მიყურადების შემთხვევაც. სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში ითხოვს კონფიდენციალური საუბრებისა და ჩანაწერების გასაჯაროების ყველა საქმის გამოძიებას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ სრულდება ეფექტიანი გამოძიებით, რასაც საბოლოოდ უნდა მოჰყვეს დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარე სამყაროსთან ეფექტიანი კომუნიკაცია. პირადი ცხოვრების ჭრილში შეფასებული გვაქვს პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა პანდემიის პერიოდში, სადაც პატიმართა სასარგებლოდ დაწესებული საკომპენსაციო ღონისძიებები მიჩნეულ იქნა არასაკმარისად. განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს დათმობილი უცხოელ პატიმრებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან ეფექტიან კომუნიკაციას. ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია პრობლემურია ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებისთვისაც, რომლებსაც, ფაქტობრივად, შეზღუდული აქვთ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის სამსახურმა დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური, ვიდეოჩანაწერების სახალხო გასაჯაროებისთვის. დამცველის აპარატის ნიშანდობლივია, რომ თანამშრომლების სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შედეგად მონაცემთა დამუშავების კანონიერება და შემოწმების პროცესში არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა. თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში მიღებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, უარი გონივრულ მისადაგებაზე შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე, დისკრიმინაციის ფორმად განისაზღვრა, ასევე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონი, რომელიც მნიშვნელოვან უფლებრივ გარანტიებს ამკვიდრებს. გარდა ამისა, არსებითი ცვლილებები განიცადა შრომის კანონმდებლობამ, მათ შორის, უშუალოდ დადგინდა ქალი და კაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ მათთვის თანაბარი 16 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შრომის ანაზღაურების მიცემის ვალდებულება. ასევე, პირდაპირ განისაზღვრა, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებზე. გარდა ამისა, ერთმანეთისგან გაიმიჯნა შვებულება ორსულობისა და მშობიარობის, და შვებულება ბავშვის მოვლის გამო. ამასთანავე, განისაზღვრა სექსუალური შევიწროების ფაქტზე დამსაქმებლის რეაგირების ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია გამოწვეული თანასწორობის ობიექტური უფლების დაბრკოლებების ეფექტიან მიღმა, რეალიზებაზე. ვხვდებოდით პანდემიით მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფებს უთანასწოროდ მიემართებოდა. თანასწორუფლებიანობის მხრივ ყველაზე მეტი დაბრკოლება ამ საანგარიშო პერიოდშიც ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ. 2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის სქესის/გენდერის, 9% კი 113 ახალი შეზღუდული შემთხვევა განიხილა, შესაძლებლობის ნიშნით საიდანაც 18% დისკრიმინაციას შეეხებოდა, ამასთან, განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელმა 12% და 9% შეადგინა. შრომითი ურთიერთობები დისკრიმინაციის მიმართ ამ საანგარიშო პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სფერო იყო. დისკრიმინაციის ფაქტები გამოვლინდა ჟურნალისტების მიმართაც. ამ დრომდე გამოწვევად რჩება სექსუალური შევიწროების პრობლემა, რომელიც, ძირითადად, დასაქმების ადგილას და სამედიცინო მომსახურების მიღებისას ვლინდებოდა. გენდერული თანასწორობის კუთხით, მისასალმებელია, რომ 2020 წელს დაინერგა საპარლამენტო გენდერული კვოტირების მექანიზმი. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშესაწყობად სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ განხორციელებულა. კვლავ განსხვავდება სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი. საქართველოში ქალები, კაცებთან შედარებით, 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საოჯახო საქმიანობას. ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში კი, ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდა. სამწუხაროდ, კვლავ არაერთი პრობლემა რჩება ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების მხრივ. საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებია (ფემიციდი). სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იზრდება. საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 15 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ქალის მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან კი ოჯახური დანაშაულის ნიშანი 17 შემთხვევაში დაფიქსირდა. არაერთი გამოწვევა რჩება ფემიციდთან ბრძოლისა და 17 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ფემიციდის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. გარდა ამისა, კვლავ გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის გაცხადების მიუხედავად, ფემიციდის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა ძალადობის რისკები და შეამცირა შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. კვლავ პრობლემურია სექსუალური დანაშაულის კუთხით არსებული კანონმდებლობა. საანგარიშო წელს, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „გაუპატიურების“ ხარვეზიან ნორმაში (მუხლი 137) ცვლილებების შეტანას, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს. ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით, კვლავ დაბალია როგორც შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი, ისე სერვისებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა. ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება, როგორც მათი თავიდან არიდების, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვის კუთხით. პანდემიის ფონზე, დისტანციური სწავლების რეჟიმში კიდევ უფრო გართულდა ამგვარი შემთხვევების გამოვლენა და სოციალური მუშაკების მხრიდან მათი დროულად შესწავლა. კვლავ პრობლემურია შსს-ს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინაცია და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა. 2020 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. პანდემიის ფონზე, ლგბტ+ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევების გართულების მიუხედავად, მათი სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა. წარმოდგენილი ანგარიშის რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თავში განხილულია 2020 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები, მათ შორის: არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით საგადასახადო და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობის დისკრიმინაციული ნორმები, საკუთრების უფლებით სარგებლობის პროცესში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული დაბრკოლებები, სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და მათ ირგვლივ სახელმწიფოს მიერ წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობა, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და შრომის კანონმდებლობაში რელიგიურ დღესასწაულებთან მიმართებით არსებული უთანასწორო მიდგომა. ასევე, მიმოხილულია პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ გამოვლენილი უთანასწორო მოპყრობის ფაქტები და 2020 წლის განმავლობაში საჯაროდ გაკეთებული ანტისემიტური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები. საანგარიშო წლის განმავლობაში, სახელმწიფოს კვლავ 18 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არ გადაუდგამს თავისუფლების რელიგიური მრავალფეროვნების, ტრადიციებისა პრინციპების შესახებ საზოგადოების ცნობიერების და რელიგიის ამაღლებისა და რელიგიური ნიშნით უთანასწორობის სისტემური პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები. წინამდებარე ანგარიშის გამოხატვის თავისუფლების თავში, 2020 წელს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო შეფასებულია როგორც, პლურალისტური, თუმცა საკმაოდ პოლარიზებული. ამავე თავში განხილულია აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების შრომითი უფლებების დარღვევის და მედიის პროგრამების შინაარსის კონტროლის შემთხვევები. ასევე, აღნიშნულია, რომ კვლავ გამოწვევად დარჩა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გარდა, ჟურნალისტების მიმართ, მათი საქმიანობის გამო ჩადენილი სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე სრულყოფილი სტატისტიკის არარსებობა და მედიის წარმომადგენლების დამცველი ქმედითი ღონისძიებების გატარების საჭიროება. ამასთანავე, სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ პრობლემურია შეკრების ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფი მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი. შეკრების თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებული საკითხები, ისევე როგორც გასულ წლებში, საანგარიშო პერიოდშიც განსაკუთრებით აქტუალური იყო. სახალხო დამცველის შეფასებით, გასულ წელს ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის მრავალი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შინაარსის შეკრებათა ნაწილის მიმდინარეობამ კვლავ მწვავედ წარმოაჩინა, რომ აღნიშნული უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არასათანადოდ ასრულებს. სამწუხაროდ, 2020 წლის 8 ნოემბერს კვლავ გამოვლინდა შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევა, როდესაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართული შეკრების შეწყვეტის მიზნით, სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შეკრების მონაწილეები არ გაუფრთხილებიათ ძალის გამოყენებამდე. გასული წლების მსგავსად, სამართალდამცავები შეკრებების მართვისას, აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციულ დაკავებას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, მავნე პრაქტიკაა, უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს იღებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფონზე. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის ყურადღების საგანი იყო შეკრების მონაწილეებისთვის გარკვეული ნივთებით სარგებლობის აკრძალვაც, კერძოდ, 2020 წლის 9 ნოემბერს და 2 დეკემბერს, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც შეკრების მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა გაუმართლებლად არ მისცეს ადგილზე შეშის ფლობის შესაძლებლობა. 19 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი ცალკე თავს უთმობს ინფორმაციის თავისუფლებას. საქართველოში მოქმედი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ხარვეზიანია და საჭიროებს ძირეულ რეფორმას, რომელიც თითქმის 8 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დამატებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დროულად მოახდინოს ,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის რატიფიცირება (სავალდებულოდ აღიარება), რომელსაც საქართველომ კონვენციის მიღებისთანავე მოაწერა ხელი. უფლების რეალიზაციის კუთხით, ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ღია ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველობის საფუძვლით დახურვა და გასაჯაროების მიმართ არსებული საჯარო ინტერესების უგულებელყოფა, რაც პრობლემაა როგორც საჯარო ინფორმაციის მიღების მსურველი პირების, ისე თავად საჯარო დაწესებულებებისათვის, მათი საქმიანობის ეფექტიანად წარსამართად. 2020 წელს საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონმდებლობით დადგენილი ვადები. სახალხო დამცველის შეფასებით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების შეზღუდვა არ გავრცელებულიყო პანდემიასთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციაზე. პრობლემურია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების შეჩერების პარალელურად არ გაიწერა საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების განსაკუთრებული წესი, რასაც, შესაძლოა, შედარებით დაებალანსებინა შემოღებული შემზღუდველი ღონისძიებები. კვლავ პრობლემური იყო ადამიანის უფლებათა დამცველებთან მიმართებით არსებული ვითარებაც. 2020 წელსაც შენარჩუნებული იყო უფლებადამცველთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების, დაშინების სამწუხარო ტენდენცია. გამოწვევას წარმოადგენდა მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების მიუღებელი პრაქტიკა, რომლებიც, მათ შორის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან ვრცელდებოდა. კვლავ აქტუალური იყო ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევები. მაგალითისთვის, აღსანიშნავია რადიკალური ჯგუფების მხრიდან „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმების ფაქტები და ოფისიდან დროშის ქურდობის შემთხვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული კანონმდებლობა უფლებადამცველთა ცნებას არ განმარტავს, რაც წლების განმავლობაში აბრკოლებს მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვან გამოვლენასა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას. 2020 წელს, გარემოს დაცვის უფლების მიმართულებით, საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. საანგარიშო პერიოდში, განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები; გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის საკანონმდებლო და აღსრულების ხარვეზები; ადამიანის უფლებების უგულებელყოფა ქალაქთმშენებლობისას; გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციააღმოფხვრისათვის სათანადო გარანტიების არარსებობა და სახიფათო ნარჩენების მართვის პრობლემები. კვლავ არ არსებობს ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი გარანტიები. ამასთან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის 20 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გაუმჯობესების მიმართულებით ქვეყანაში გატარებული არაერთი პოზიტიური ღონისძიების მიუხედავად, კვლავ ბევრი პრობლემა რჩება. მათ შორის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ხარვეზიანი სისტემა, რომელიც არ იძლევა დაბინძურების სრულფასოვან სურათს ქვეყნის მასშტაბით. ასევე, პრობლემურია სამრეწველო სექტორიდან მომავალი დაბინძურების სათანადოდ დაურეგულირებლობის საკითხიც. მნიშვნელოვანია, ცალკეულ პროექტებთან მიმართებით ეფექტიანად აღსრულდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები. ამ თვალსაზრისით, საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი, რომელიც იმ სისტემური პრობლემების ნათელი ილუსტრაციაა, რომელზეც სახალხო დამცველი და სფეროს ექსპერტები უკვე წლებია მიუთითებენ. მოსახლეობის, სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებისა და უწყვეტი პროტესტის საგანს, უმთავრესად, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში გეოლოგიური და სეისმური რისკები, მეწყრულ ზონებთან დაკავშირებული საფრთხეები, მოსალოდნელი მიკროკლიმატური ცვლილებები წარმოადგენს, რაც საერთო ჯამში, საზოგადოებაში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინს აჩენს. გარდა ამისა, კითხვებს ბადებს განსახორციელებელი პროქტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობაც. პრობლემურად წარიმართა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაც, რამაც პროექტისადმი საზოგადოების უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა. აღსანიშნავია 2020 განსაკუთრებით წელს კი, განხორციელებული შრომის შრომის ინსპექციისთვის კანონმდებლობის შრომითი უფლებების რეფორმა, დაცვაზე ზედამხედველობის სრული მანდატის მინიჭება. აქვე, დადებით შეფასებას იმსახურებს საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდა და სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. გარდა ამისა, 2020 წლის 29 სექტემბერს პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, გაფართოვდა დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები, დეტალურად გაიწერა წინასახელშეკრულებო ურთიერთობის, შვებულების მიღების, ღამის ცვლის, ცვლაში მუშაობის და ღამით მუშაობის, შესვენების დროის მომწესრიგებელი ნორმები და სხვ. განისაზღვრა სტაჟიორის ცნება და გაიწერა სტაჟირების მიზნის, ანაზღაურების და ხანგრძლივობის მომწესრიგებელი ნორმები. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად შემოღებულმა მკაცრმა შემზღუდველმა ღონისძიებებმა პირდაპირი გავლენა იქონია საქართველოში შრომის უფლების რეალიზებაზე, რაც გამოიხატა, როგორც სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის შეჩერების შედეგად სამუშაო ადგილების დაკარგვაში, ისე სამუშაო ადგილებზე ინფექციის გავრცელებისგან დასაქმებულთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებში. საანგარიშო პერიოდში კვლავ არაერთი პრობლემა გამოიკვეთა სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების მდგომარეობის მიმართულებით. სამწუხაროდ, 2020 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 39 და დაშავდა 249 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ 2018 21 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წლის შემდგომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა რაოდენობის მაჩვენებელი კლებულობს (2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 59, ხოლო 2019 წელს - 45 შემთხვევა გამოვლინდა), რაც, შეგვიძლია, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნას და საქმიანობას, ან პანდემიის გამო შეჩერებულ სამუშაოებს დავუკავშიროთ. 2020 წელს, საქართველოში, პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის კუთხითაც, კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება შექმნა. გარდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული არაერთი სირთულისა, რაც დაკავშირებული იყო პაციენტთა გაზრდილი ნაკადების ეფექტიან მართვასთან, ხარისხიანი მოსახლეობისათვის და დროული სრულყოფილი და სამედიცინო დეტალური მომსახურების ინფორმაციის გაწევასთან, მიწოდებასა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად გატარებასთან, საანგარიშო წელს ჯანდაცვის სექტორი სხვა ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა. კერძოდ, გადაუჭრელი დარჩა პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობის პრობლემა, პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მწვავედ გამოვლინდა მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო პერსონალის სიმცირე. გატარებული რიგი ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გართულებული იყო მოსახლეობის წვდომა ხარისხიან და იაფფასიან მედიკამენტებზე, ასევე კვლავ არ შემუშავებულა ერთიანი სახელმწიფო პროგრამა ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ, მათ შორის, პრევენციის და რეაბილიტაციის მიმართულებებით. სახალხო დამცველი კვლავ ამახვილებს ყურადღებას ნარკოპოლიტიკის არსებითი ცვლილების აუცილებლობასა და მკურნალობაზე და რეაბილიტაციაზე დაფუძნებულ მოდელზე გადასვლის საჭიროებაზე. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატი, გასული წლების მსგავსად, აქტიურ ზედამხედველობას უწევდა სოციალური უზრუნველყოფის უფლების დაცვას. საანგარიშო პერიოდშიც, ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკის მიმართულებით მთავარი გამოწვევა იყო „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამის ეფექტიანობის შესწავლა, სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობით, წინა წელთან შედარებით, თითქმის 100 000 ადამიანით მეტი სარგებლობდა. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი მთელ მოსახლეობასთან 11.5%-დან 14.1%მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, კვლავ გადაუჭრელია საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცესის დროში გაჭიანურების საკითხი. კერძოდ, ოჯახის მიერ განცხადებით მიმართვიდან სისტემაში მოხვედრისა და საბოლოოდ შემწეობის ჩარიცხვამდე პერიოდი 3-4 თვემდე მერყეობს. სათანადო კვების უფლების რეალიზებისა და უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობის მხრივ, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს შესწავლილი თავის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და ოჯახების საკვებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებები, ასევე, კვლავ გადაუჭრელია უფასო სასადილოთი სარგებლობასთან დაკავშირებული პრობლემები. 22 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ანგარიშის სათანადო საცხოვრებლის უფლების თავში სახალხო დამცველი უკიდურესად უარყოფითად აფასებს ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემის დასაძლევად საჭირო პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობას. სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. ქვეყანაში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი და რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მონაცემთა ბაზები, შეზღუდულია საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, თავშესაფრებსა და სოციალურ საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის არ არსებობს მხარდამჭერი პროგრამები, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებული პროგრამები არაეფექტიანია და ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს. 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება. საპარლამენტო არჩევნები წინა გამოცდილებების მსგავსად, კვლავ უკიდურესად დაპირისპირებებისა დაძაბულ და გარემოში ძალადობრივი ჩატარდა. გამოვლინდა ინციდენტების, მათ ფიზიკური შორის, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები. საჯარო წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა სუბიექტებს შორის დაპირისპირების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე; ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების საჯარო ინტერესზე; საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამაც. საყურადღებოა, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიულ და თავისუფალ“ არჩევნებად შეფასდა. ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, საერთო ჯამში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამავე, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არაერთ სავარაუდო დარღვევაზე, მათ შორის, ორგანიზაციის შეფასებით, ეუთოს ვალდებულებებისა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც, თავის მხრივ, ამცირებდა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტისადმი საჯარო ნდობას. ამასთან, ფორმალური ნიშნით საჩივრების უმეტესობის სისტემურმა უარყოფამ და ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების მიერ კომისიებში შესული საჩივრების ღია სხდომის გამართვის გარეშე განხილვამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება და შეამცირა საჩივრების განხილვის პროცესის გამჭვირვალობა. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ დიდი ხნის წინ 23 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გაჟღერებული რეკომენდაციები საჩივრების განხილვისა და სააპელაციო პროცედურების გამარტივების და ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან/კარგ პრაქტიკასთან დაახლოების თაობაზე, კვლავ შეუსრულებელია, რაც საჩივრების მიუკერძოებლად და ეფექტიანად განხილვასთან დაკავშირებით, ეჭვებს ბადებს. არჩევნების შემდგომ, ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის ჩატარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. შესაბამის სამუშაო ჯგუფში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. სახალხო წარმატებით დასრულდება და დამცველი იმედოვნებს, კანონმდებლობა რომ საარჩევნო საერთაშორისო რეფორმა სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან სრულად მისადაგებული ფორმით ჩამოყალიბდება. ამასთან, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სამართალდამცველთა მხრიდან ეფექტიანი და დროული რეაგირება მოჰყვეს არჩევნებზე გამოვლენილ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ფაქტს, მეორე მხრივ კი, არჩევნების დროს გამოვლენილი არაერთი ხარვეზისა და შემდგომ განვითარებული მძიმე მოვლენების შედეგად ქვეყანაში შექმნილი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, აუცილებელია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა და გამოსავალზე შეთანხმების მიღწევა. წინა წლების მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი რეგულაციები 2020 წელსაც არასათანადო და არაეფექტიანი დარჩა. წლებია მიმდინარეობს მუშაობა „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე. 2020 წელს კვლავ გამოწვევა იყო კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კომპლექსური და ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა. საანგარიშო პერიოდში, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - გელათის - რეაბილიტაციის პროცესში დაზიანებამ. უნიკალურ ფრესკებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ. სამწუხაროდ, არ მოიპოვება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება ძეგლის სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე; ასევე, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული გადახურვისას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენების უპირატესობები და საჭიროებები. ამასთან, ნებართვის გაცემის ეტაპზე არ შეუმოწმებიათ გამოსაყენებელი მასალა. ნებართვის გაცემის ეტაპზე არსებულ პრობლემებთან ერთად, გამოვლინდა გაწეული სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს სააგენტოს საქმიანობას გელათთან მიმართებით. მნიშვნელოვანია, ზუსტად დადგინდეს ის მიზეზები, რის გამოც ზიანი ადგება ძეგლს და მომავალში გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება მათ თავიდან ასარიდებლად და დამდგარი შედეგების გამოსასწორებლად. საანგარიშო პერიოდში აღსანიშნავი იყო ბათუმის განაშენიანების თვალსაზრისით არსებული მძიმე გამოწვევები. საგანგაშოა, რომ ქალაქ ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი, ასევე, ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა. საპარლამენტო 24 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ანგარიშში განხილულია ხადას ხეობის კულტურული ლანდშაფტისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული გამოწვევებიც. სამწუხაროდ, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული სანქციების შემსუბუქება, ვერ უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო ქმედებების პრევენციასა და აღკვეთას. საანგარიშო პერიოდში კვლავ ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობდა საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების, ასევე, რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ასევე მიმოხილულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების სწავლების საკითხი. 2020 წელს პროდუქტიულად შეიძლება შეფასდეს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. უწყებასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა საგანმანათლებლო ონლაინ კურსი პედაგოგებისთვის. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში არ ყოფილა პროგრესი პოლიტიკის დოკუმენტების (ადამიანის უფლებათა სწავლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) შემუშავებასა და სკოლებში პროზელიტიზმის/რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევათა პროაქტიული გამოვლენის კუთხით. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების დონე კვლავ არ შეესაბამება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილ თანამედროვე სტანდარტებს. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, საანგარიშო პერიოდში კვლავ მაღალი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების რაოდენობა - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა. ამის მიუხედავად, უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუნერგავს. საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე არაეფექტიანი რეაგირება. კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. მათი ამჟამინდელი რაოდენობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 268 სოციალური მუშაკითა და 12 ფსიქოლოგით შემოიფარგლება, რომელთაც მუშაობა სხვადასხვა პრობლემის მქონე ათასობით არასრულწლოვანთან უწევთ. გამოწვევად რჩება ასევე, ბავშვთა სუიციდის პრევენცია. 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. თუმცა, პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია მისი აღმოფხვრისკენ მიმართული კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 25 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საანგარიშო პერიოდში, პრობლემები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესშიც. ოჯახებისთვის სათანადო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გარეშე, დისტანციური სწავლების რეჟიმზე ხანგრძლივად გადასვლამ, რისკის ქვეშ დააყენა ბავშვების ნაწილის განათლების უფლების დაცვის საკითხი, რაც განსაკუთრებით მწვავედ წარმოჩინდა რეგიონებსა და სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან მიმართებით. ამასთან, ქვეყანაში პრობლემად რჩება მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მაღალი მაჩვენებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 71,766დან 87,527-მდე, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი ბენეფიციარების რიცხვი კი, 152,353-დან 186,131-მდე გაიზარდა. სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონის, უგულებელყოფისა თუ სხვა სოციალური ფაქტორის გამო, ბავშვებს უწევთ, მათი ასაკისა და განვითარებისათვის საფრთხის შემცველ სამუშაოში ჩაერთონ, რაც იწვევს არასრულწლოვანთა მიერ სკოლის მიტოვებას და სისტემურ გაცდენებს. სეზონურ სამუშაოებში, შინამეურნეობებსა და საზღვარგარეთ დროებითი შრომითი მიგრაციის დროს, არასრულწლოვნები არ არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ამ პერიოდში ბავშვები ასრულებენ თავიანთი ასაკისა და ფიზიკური განვითარებისათვის შეუსაბამოდ მძიმე სამუშაოებს, უხდებათ დატვირთული გრაფიკით არაჯანსაღ გარემოში მუშაობა; ხშირად ასევე არ აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები, მოუწესრიგებელი აქვთ კვების, ძილის, დასვენების რეჟიმი. საყურადღებოა, რომ ეფექტიანად არ ხდება ყველა ასეთი ფაქტის გამოვლენა და მათზე რეაგირება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კორონავირუსის პირობებში, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. კვლავ პრობლემად რჩება რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის საკითხი. საყურადღებოა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის შემთხვევა, რომლის წარმომადგენლობა სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც უკიდურესი საფრთხის ქვეშ აყენებს პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და ზრდის პანსიონებში ისედაც მაღალი ხარისხით არსებული ინსტიტუციური ძალადობის რისკს. საანგარიშო პერიოდში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ქვეყნის შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, კანონის მიღებისას რიგი მნიშვნელოვანი საკითხები არ გაუთვალისწინებიათ. გარდა ამისა, 2020 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „მისაწვდომობის 26 | ეროვნული სტანდარტების“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება და გაწერს ტექნიკურ კრიტერიუმებს მისაწვდომობის საკითხებზე. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გაეროს შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირება, რაც შშმ პირებს უფლებადარღვევის ფაქტებზე გაეროს შესაბამისი კომიტეტისთვის მიმართვის შესაძლებლობას მისცემს. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განსახორციელებლად. პანდემიის პერიოდში, სარეაბილიტაციო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარების წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გადაადგილების დაბრკოლებად შეზღუდვა. გამოიკვეთა გამოწვევებით საზოგადოებრივი იყო ტრანსპორტით გაჯერებული ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში შშმ და სსსმ მოსწავლეების ჯეროვანი ჩართვა. ამასთანავე, პრობლემები წამოიჭრა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაცვის კუთხითაც. აქვე, მისასალმებელია კოვიდ-19-ის პირობებში პაციენტთა უსაფრთხო მართვის მიზნით, ფსიქიატრიული სერვისების პაციენტთა მართვის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება. თუმცა პრობლემად გამოიკვეთა მისი პრაქტიკაში შესრულება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობა და ხარისხიანი ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ასევე, სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ცალკეულ მომსახურებათა ხარისხი და მათში ჩართული ბენეფიციარების სიმცირე. პრობლემები იკვეთება დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში მოთავსებულ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის, შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფისა და საარჩევნო უბნების ადაპტირების კუთხითაც. გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, გამოწვევად რჩება მისაწვდომობასთან მიმართებით ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებების შესწავლა. სახალხო დამცველი წინამდებარე ანგარიშის ერთ-ერთ თავში ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ხანდაზმულები ერთერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. სამწუხაროდ, ქვეყანაში ხანდაზმულ პირთა შესახებ სახელმწიფოს პოლიტიკური დოკუმენტის - დაბერების საკითხზე სახელმწიფოს პოლიტიკის კონცეფციის ახალი სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ შემუშავებულა. დაბერების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის მიხედვით კი, ვალდებულებების ნახევარზე მეტი არ შესრულებულა. ამ ნეგატიური ტენდენციის მიუხედავად, მისასალმებელია, რომ დაიწყო ხანდაზმულთა გრძელვადიანი ზრუნვის სტანდარტსა და კონცეფციაზე მუშაობა და განისაზღვრა ტერმინი - ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლა. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის არარსებობა. კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხანდაზმულ პირთა პენსიებზე მაღალი პროცენტით გაცემული სესხების შედეგად პენსიის 50%-ზე მეტი თანხის დაკავება, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. დადგინდა, რომ ამ მხრივ პენსიის დაკავების რაიმე რეგულაცია/შეზღუდვა 27 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არ მოქმედებს. 2020 წლის პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ხანდაზმულთა მდგომარეობა ქვეყანაში, რაც, განსაკუთრებით მარტოხელა ხანდაზმულთათვის, სხვადასხვა სერვისზე გართულებულ პანდემიის ხელმისაწვდომობაში პირობებში გამოიხატა. განსაკუთრებული სახალხო ყურადღება დამცველის უნდა მოსაზრებით, დაეთმოს მარტოხელა, სოციალურად დაუცველ და მზრუნველობაზე დამოკიდებულ ხანდაზმულ პირებს. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 41 995 მარტოხელა, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ხანდაზმული პირია. სახალხო დამცველის შეფასებით, სამწუხაროდ, არც საანგარიშო წელს აღმოფხვრილა ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები. კერძოდ, კვლავ პრობლემურია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული დაბრკოლებები, ეროვნულ უმცირესობათა კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული აქტივობებისა და მედიის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევები. თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სახალხო დამცველი გასულ წელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა წვევამდელთა, სამხედრო მოსამსახურეთა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებას. წლევანდელ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების უფლებრივ მდგომარეობას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 40 ლარს, ხოლო 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე მყოფი სამხედროების ანაზღაურება 24 ლარია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება, რომლებიც სამ დღეში ერთხელ მსახურობენ, შეადგენს 52 ლარს და მათ ამ ხარჯებით უწევთ ტრანსპორტირებისთვის, ასევე ჰიგიენური საშუალებებისა და საკვების შესაძენად საჭირო ხარჯების თავად დაფარვა. იმავე სამსახურში №17 განყოფილებაში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს მხოლოდ 5 ლარს და მათ წელიწადში ორჯერ სახლამდე გადაადგილებისთვისაც არ ჰყოფნით ეს შემოსავალი. ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური მსჯელობა სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი პირობების თაობაზე. ანგარიშის ერთი თავი ეთმობა კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, კერძოდ შეფასებულია ჯანმრთელობის უფლების დაცვის პანდემიით კუთხით გამოწვეული არსებული ვითარება პრობლემები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე; სახალხო დამცველის შეფასებით, გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის არასახარბიელო დონე და მომსახურების მაღალი ფასები, ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე, 28 | მძიმე გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 უფლებაზე. ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიამდე, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ე.წ. გამშვებ პუნქტზე სრულად შეზღუდა ადამიანების გადაადგილების თავისუფლება, რის გამოც უკვე 1 წელზე მეტია იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათანადო სამედიცინო სერვისის მიუღებლობის გამო გარდაიცვალა. ასევე, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის განმავლობაში, ადამიანების მცდელობას, გადაეცურათ ენგური და საოკუპაციო ხაზის შემოვლითი გზით ზუგდიდში მოხვედრილიყვნენ, 2 უბედური შემთხვევა მოჰყვა. ისევე როგორც გასულ წლებში, სახალხო დამცველი ამ თავში ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, მათ შორის განხილულია ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილის და ხვიჩა მღებრიშვილის დაკავების შემთხვევები. ამ თავში ასევე განხილულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა და განათლების უფლების რეალიზება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. სახალხო დამცველმა, წინა წლების მსგავსად, აქტიურად შეისწავლა დევნილთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. სამწუხაროდ, 2020 წელს არ შეცვლილა დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა. დამატებით გამოიკვეთა ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ შენობებში სულადობის მიხედვით განსახლების არასათანადო დაგეგმვა და გარკვეული განსახლების პროგრამების განხორციელების გაჭიანურებაც. 2020 წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტი - 96 შენობა და მათში მცხოვრები 711 ოჯახი განსახლდა, რასაც სახალხო დამცველი მიესალმება. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მდგომარეობაში მაღალია. მყოფი ამჟამად 90 ექსპერტიზის ობიექტიდან, 71 საფუძველზე სიცოცხლისა და შეფასებული მძიმე ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. დანარჩენი 19 ობიექტი კი, დევნილთათვის კერძო საკუთრებაშია გადაცემული და სააგენტო მათ მდგომარეობას აღარ ამოწმებს. დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა იქონია პანდემიამაც, რამაც მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. იმის გათვალისწინებით, რომ დევნილთა უმეტესობა არაფორმალურად იყო დასაქმებული და მათ არ ჰქონდათ სტაბილური სამსახური, ვერ შეძლეს დასაქმების ფაქტის დადასტურება, რის გამოც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარების მიღმა აღმოჩნდნენ. ამან ისედაც მოწყვლადი დევნილი ოჯახების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. წინამდებარე ანგარიშში შეფასებულია ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2020 წელს ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფომ კიდევ უფრო ნაკლებ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა საცხოვრებელი სახლი, ვიდრე 2019 წელს. ამ მხრივ ძირითად გამოწვევას განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირე და ეკომიგრაციის 29 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაკლებობა წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას პრევენციული ღონისძიებების უდიდეს მნიშვნელობაზე, რომელთა გატარების შემთხვევაში, შესაძლოა, მოხერხდეს ოჯახის განსახლების, ან ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილება. აღნიშნული პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად გატარების აუცილებლობა ბოლო პერიოდში თბილისში გააქტიურებული მეწყრული პროცესების ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. 2020 წელს, წინა წლების მსგავსად, სახალხო დამცველმა შეისწავლა უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში. პანდემიის მდგომარეობამ განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა იმ ჯგუფებზე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებამდეც მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, არალეგალური ან უდოკუმენტო მიგრანტები და არაფორმალურად დასაქმებული მიგრანტი მუშაკები. მართალია, სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროგრამების ადრესატები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, მოქალაქეობის არმქონე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის, აგრეთვე მუდმივი ბინადრობის მქონე პირებიც იყვნენ, თუმცა, პროგრამის კომპონენტი, რომელიც სახელფასო ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთა ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა, საქართველოში შრომითი ბინადრობის მქონე უცხოელ პირებს არ ფარავდა, რაც გაუმართლებელია და მათ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამებიდან მიგრანტების გამორიცხვაც. კერძოდ, უცხოელებს (გარდა თავშესაფრის მაძიებელი პირებისა) არ აქვთ ბინის ქირის კომპენსაციის, სოციალური საცხოვრისის ან/და მიუსაფარი პირებისთვის განკუთვნილი დროებითი თავშესაფრის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. 2020 წელს კვლავ გამოწვევად რჩებოდა საერთაშორისო დაცვის მინიჭების დაბალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, თავშესაფრის მაძიებლები და საერთაშორისო დაცვის მქონე პირები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ, საიდენტიფიკაციო მოწმობების გაცემისა და გაგრძელების შეზღუდვებიდან გამომდინარე. ანალოგიური პრობლემები იკვეთება მიგრანტთა ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებითაც. საანგარიშო პერიოდში ასევე პრობლემური იყო სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძვლით ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი. გასული წლების მსგავსად, მთავარი გამოწვევაა ინტეგრაციის პროგრამების ნაკლებობა და ბენეფიციართა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი. ამ მხრივ ძირითადი პრობლემა კვლავ ქართული ენის არცოდნაა, რაც ხელს უშლის განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის პროგრამებში ბენეფიციართა ჩართულობას. 2020 წელს მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, პრობლემური იყო მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საფასურის რაოდენობა, რომელიც 2020 წლის ბოლოსთვის უნდა განახევრებულიყო. თუმცა, სახელმწიფოს მიერ, 2019 წლის ოქტომბერში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 30 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხთან ნებაყოფლობითი ვალდებულება ვერ შესრულდა. დაკავშირებით აღებული სახალხო დამცველი 2020 წელს ხელისუფლების მიერ ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროგრამების ადრესატებს შორის მოქალაქეობის არმქონე პირების გათვალისწინებას დადებითად აფასებს. თუმცა, პრობლემურია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები რეალურად მოკლებულნი იყვნენ სამთავრობო ანტიკრიზისული სოციალური პაკეტის იმ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას გასცემდა. 31 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 1. სიცოცხლის უფლება 1.1. შესავალი სიცოცხლის უფლების დაცვა კვლავ სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. გასულ წელს არაერთი საქმე მოექცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ და ამ საქმეებთან მიმართებით, საგამოძიებო უწყებების მისამართით, მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოითქვა. სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წელს, გასული წლების მსგავსად, სახელმწიფომ, ხშირ შემთხვევაში, არ შეასრულა სიცოცხლის უფლების კონტექსტში ნაკისრი პოზიტიური ვალდებულება და არ აწარმოა ეფექტიანი გამოძიება. კერძოდ, საგამოძიებო უწყებების მხრიდან საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ჩატარებულა ან დაგვიანებით და ხარვეზიანად ჩატარდა. ამ მოცემულობამ კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახადა სახალხო დამცველის მანდატის გაზრდის საჭიროება, რომელზეც სახალხო დამცველი, წლებია, საქართველოს პარლამენტს მიმართავს.1 კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე, სახალხო დამცველს გამოძიების პროცესშივე ჰქონდეს დაშვება და ეს საგამოძიებო უწყებების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული. წინამდებარე თავში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობის კუთხით არსებულ ვითარებას შევაფასებთ. მიმოვიხილავთ პენიტენციურ სისტემაში პატიმართა, ასევე, გიორგი შაქარაშვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების ნაკლოვანებებს; მიმოვიხილავთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმებისა და 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობასაც. ამავე თავში, ასევე შევაფასებთ შრომის უსაფრთხოების კონტექსტში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევასთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ ორი გადაწყვეტილება გამოიტანა: „საყვარელიძე საქართველოს 3 „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. წინააღმდეგ“2 და მიუხედავად იმისა, რომ ამ 1 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 84. 2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე, „საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ“, №40394/10. 3 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე, „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №8938/07 და №41891/07. 32 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქმეებში სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს 2003 და 2006 წლებში ჰქონდა ადგილი, სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე გამოძიების კუთხით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები, დღესაც აქტუალურია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილებებში გამოძიების არაგონივრულ ევროპული გაჭიანურებაზე, საგამოძიებო მოქმედებების დაგვიანებით დაწყებასა და, რიგ შემთხვევებში, სრული უმოქმედობის პერიოდებზე, ასევე გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე, სახელმწიფოს გამოძიების ხარვეზების პრევენცია და გამოსწორება ეკისრება. სამწუხაროა, რომ 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ, სიცოცხლის უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული არცერთი რეკომენდაცია და წინადადება არ შესრულებულა. 1.2.სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება პანდემიის დროს სახელმწიფოებს აკისრიათ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ პრევენციული ზომები ადამიანების სიცოცხლის დასაცავად.4 სახელმწიფო დაარღვევს სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებს, თუ პირის სიცოცხლე გააზრებულად იქნება საფრთხის ქვეშ, იმის გამო, რომ მას უარი ეთქვა სიცოცხლის გადასარჩენ მკურნალობაზე, ან თუ საავადმყოფოს სერვისების სისტემურმა და სტრუქტურულმა დისფუნქციამ გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება, მაშინ როცა, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ ამ რისკის შესახებ და რისკის მატერიალიზების პრევენციისათვის შესაბამისი ზომები არ მიიღეს.5 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, შექმნას ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როგორიცაა პანდემია, სამედიცინო დაწესებულებების გამართულ მუშაობას და ჯანდაცვის სერვისის ეფექტიანად მიწოდებას, რაც შემდგომში შესაძლებელს გახდის 4 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №23452/94 საქმეზე „ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, პარ. 115. 5 „COVID-19 Symposium: Article 2 ECHR’s Positive Obligations–How Can Human Rights Law Inform the Protection of Health Care Personnel and Vulnerable Patients in the COVID-19 Pandemic?“, 2020 წლის 1 აპრილი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2VnFT1r > [ბოლოს ნანახია 13.04.2020], იხ. ციტ: - „ლოპეს დე სოუსა ფერნანდესი პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lopes De Sousa Fernandes v. Portugal), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, №56090/13, პარ. 192. 33 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სიცოცხლის უფლების დარღვევის თავიდან აცილებას.6 სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულება გამყარებულია ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული ვერსია) მე-11 მუხლითაც. ამ მუხლის თანახმად, მხარე სახელმწიფოებმა უნდა აჩვენონ ინფექციურ დაავადებებთან გამკლავების უნარი, ისეთი გზებით, როგორიცაა დაავადებათა შესახებ ანგარიშგება, შეტყობინების სისტემის ფუნქციონირება და ეპიდემიის შემთხვევაში ყველა საჭირო გადაუდებელი ღონისძიების გატარება.7 საანგარიშო წელს, საგანგაშო ეპიდემიოლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საგანგებო განცხადებით მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მხედველობაში მიეღო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მოწოდებები და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებები გაეტარებინა. სახალხო დამცველმა, ამ განცხადებით გააფრთხილა ხელისუფლება, რომ დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე 8 პასუხისმგებლობა, საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრებოდა. 1.3. სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში საანგარიშო წელს, წინა წლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტებისთვის სათანადო მზრუნველობისა და მკურნალობის აღმოჩენა კვლავ გამოწვევად დარჩა. ისევე როგორც გასულ წელს, 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მონიტორინგსა და მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ არ აწარმოებენ გარდაცვლილ პირთა სტატისტიკას გარდაცვალების მიზეზების მითითებით. სომატური ჯანმრთელობის პრობლემების არასათანადო მკურნალობამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის არასრულფასოვანმა მონიტორინგმა და შესაბამისი რისკფაქტორების გაუთვალისწინებლობამ, შესაძლოა, ბენეფიციართა გარდაცვალება გამოიწვიოს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული 6 Antonio Coco and Talita de Souza Dias, „Part I: Due Diligence and COVID-19: States’ Duties to Prevent and Halt the Coronavirus Outbreak“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2yov5sg > [ბოლოს ნანახია 15.04.2020]. 7 ECSR, დასკვნები XVII-2 (2005), ლატვია. 8 საქართველოს სახალხო დამცველის საგანგებო მიმართვა ხელისუფლებას სიცოცხლის უფლების დაცვის თაობაზე, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3qOMwHF >[ბოლოს ნანახია 16.03.2021]. 34 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის მოთავსებული პასუხისმგებლობა, პირებისთვის თუკი სათანადო ფსიქიატრიულ მზრუნველობისა დაწესებულებებში და მკურნალობის 9 აღმოუჩენლობა მათი გარდაცვალების მიზეზი გახდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, ფიზიკური ჯანმრთელობის რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან.10 შიზოფრენიის მართვის ეროვნულ სახელმძღვანელო დოკუმენტში11 საგანგებოდ მიეთითება ანტიფსიქოზური მედიკამენტების მონიტორინგის მნიშვნელობაზე, სომატური პრობლემების ადრეული გამოვლენისთვის. დღეისათვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა12 ვერ უზრუნველყოფს გვერდითი ეფექტების სათანადო მართვას, რაც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ლეტალური შედეგით დასრულდეს. ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები ჩართულები არიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში. მიუხედავად ამისა, პაციენტები ვერ სარგებლობენ პროგრამით განსაზღვრული გეგმური სამედიცინო მომსახურებით, რადგან იგი თანადაფინანსებას ითვალისწინებს, ეს კი პაციენტებისთვის დამატებითი ხარჯია. ამასთან, დგას პაციენტის ტრანსპორტირების პრობლემაც, რაც ასევე დამატებით ხარჯებთან და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული. ფსიქიატრიული დაწესებულებები აცხადებენ, რომ ფსიქიატრიული სტაციონარის მწირი დაფინანსებიდან დამატებითი სახსრების გამოძებნა ფიზიკური ჯანმრთელობისა და საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველსაყოფად, პრაქტიკულად შეუძლებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სომატური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების წვდომა გეგმურ სამედიცინო მომსახურებაზე.13 9 Inter alia, „სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს სახელით რუმინეთის წინააღმდეგ“ (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, საჩივარი №47848/08, პარ. 143-144. შიზოფრენიის 10 მკურნალობა და მართვა მოზრდილებში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი), თავი 4.2. 11 შიზოფრენიის მკურნალობა და მართვა მოზრდილებში - კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაცია (გაიდლაინი), თავი 4.7. 12 სტაციონარში მოთავსებისას პაციენტებს უტარდებათ სისხლის და შარდის საერთო, „C“ ჰეპატიტის და გლუკოზის ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში კი ეს ანალიზები უტარდებათ განმეორებით. მხოლოდ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზების ჩატარება. 13 ამ პრობლემაზე ასევე მიუთითებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშში. კომიტეტისთვის მიუღებელია, სტაციონარში მოთავსებულმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებმა, რომელთაც არ აქვთ 35 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 1.4. გიორგი შაქარაშვილის საქმე 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს. სახალხო დამცველის აპარატმა ამ საქმეზე, საგამონაკლისო დაშვების საფუძველზე, შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მასალები, რომელიც ასახავდა 2020 წლის 19 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას. მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ამასთან, მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, ხოლო გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დადასტურებული ან გადამოწმებული (მაგ., ამოცნობის ან ექსპერიმენტის მეშვეობით). ამ ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა. ასევე გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები, რამაც შსს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საჭიროება წარმოშვა. შესაბამისად, 2020 წლის 20 აგვისტოს, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. წარდგენილ წინადადებაში სახალხო დამცველმა გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი არაჯეროვნად და დაგვიანებულად შეაფასა და უწყებებს გამოძიების ეფექტიანობის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არაერთი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითა. სახალხო დამცველის აპარატი აკვირდებოდა საქმის განხილვას პირველ ინსტანციაში, უახლოეს მომავალში შევისწავლით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებს და დავაკვირდებით საქმის შემდგომ მსვლელობას. 1.5. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სახალხო დამცველი 2018 წლიდან მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი გამოეყენებინა იმისათვის, რათა უზრუნველეყო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ეფექტიანი ფინანსური შესაძლებლობა, იზრუნონ თავიანთ სომატურ ჯანმრთელობაზე და სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 128, 2018 წლის 1021 სექტემბრის ვიზიტი. 36 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ყოფილიყო.14 პარლამენტის მისამართით ასევე გაიცა წინადადება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.15 სამწუხაროდ, 2020 წლის 25 იანვარს, პროკურატურამ, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის საფუძვლით, გამოძიება შეწყვიტა. სახალხო დამცველის აპარატი საქმის მასალებს სრულად გაეცნო და გამოავლინა რიგი საკითხები, რომელსაც გამოძიების მხრიდან პასუხი არ გასცემია. კერძოდ, გამოძიებას არ მოუპოვებია რაციის ჩანაწერები, ოპერაციის მიმდინარეობასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სპეცოპერაციების პერიოდში ერთმანეთს შორის სატელეფონო კომუნიკაციის, ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო პროგრამებისა და სოციალური ქსელების საშუალებით დამყარებული კომუნიკაციის ამსახველი სრული ინფორმაცია.16 შესაბამისად, 2020 წლის 27 მარტს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას საქმის განახლებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართა. სამწუხაროდ, გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის ეს წინადადება არ გაიზიარა.17 1.6. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობა 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე, წლებია, საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ინტერესის საგანია.18 საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ამ საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე, სახალხო დამცველმა სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა და გამოძიების დაწყების ნაცვლად, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომელიც 2020 წელსაც არ დასრულებულა. პროკურატურამ ასევე არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია - დაწყებული შედეგების საზოგადოებისთვის მიწოდებისა სამსახურებრივი შემოწმების და შემოწმების მასალების სახალხო 19 დამცველის აპარატისთვის გაცნობის შესახებ. 14 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 32-33,; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 47. 15 იქვე, 38. 16 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლი სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში, თბილისი, 2020, 12-13. 17 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 10 აპრილის №13/21165 წერილი. 18 მაგ., იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019. 33-35; საქართველოს სახალხო დამცველის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში, თბილისი, 2020, 13-14. 19 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 37-38; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 47. 37 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გასული წლების მსგავსად, სახალხო დამცველის აპარატმა, 2020 წელსაც მიმართა პროკურატურას მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, თუმცა პროკურატურამ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და გვიპასუხა, რომ სამსახურებრივი მოკვლევა არ დასრულებულა.20 უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატს არც საგამონაკლისო წესით მასალების გაცნობის 21 შესაძლებლობა მიეცა. შესაბამისად, მოკვლევის შედეგები ამ დრომდე უცნობია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროკურატურამ დროულად დაასრულოს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება და ადეკვატურად შეაფასოს ყველა კანონდამრღვევი პროკურორისა თუ გამომძიებლის ქმედება. 1.7. პენიტენციურ სისტემაში პატიმართა გარდაცვალების ფაქტების გამოძიება დაგვიანებული და არასათანადო სამედიცინო მომსახურება, წლებია, პატიმრების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული საკითხია. მეტიც, პატიმრებს არაერთხელ გამოუთქვამთ ვარაუდი, რომ სწორედ უხარისხო ან/და გაჭიანურებული სამედიცინო დახმარება აღმოჩნდა პენიტენციურ სისტემაში პატიმრების სიკვდილის მიზეზი, თუმცა, ამას ადეკვატური შეფასება სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია. გამოთქმული ვარაუდების საფუძვლიანობის შესაფასებლად, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე წარმოებული 2015-2018 წლების 17 სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. მათზე გამოძიება დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო შეწყდა. აქედან 4 საქმე შეეხებოდა შესაძლო სუიციდის შემთხვევას, 13 საქმე - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უეცარ გარდაცვალებას. საქმეთა შესწავლამ გამოავლინა როგორც გამოძიების, ისე პატიმრებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარვეზები.22 კერძოდ, გამოძიების კუთხით გამოიკვეთა შემდეგი: პატიმართა გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას იწყებდა და აწარმოებდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც, ცხადია, ინსტიტუციურად, დამოუკიდებელი ორგანო არ ყოფილა. შესწავლილი საქმეებიდან, პროკურატურას არცერთი საქმე არ უწარმოებია. გამოიკვეთა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ჩატარების საგამოძიებო ფაქტი, მოქმედების მაგალითად, არაგონივრული როგორიცაა ვადით ვიდეოჩანაწერების დაგვიანებით გამოთხოვა და 20 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 6 იანვრის №13/555 წერილი; ასევე, 2019 წლის 9 დეკემბრის №13/86091 და 2020 წლის 17 ივლისის №13/39978 წერილები. 21 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 9 ოქტომბრის №13/71392 წერილი. 22 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია, დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში, სიცოცხლის უფლების თავი. 38 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გამოთხოვილი მასალის მიღების შემდეგ მისი დათვალიერება, გარდაცვლილი პატიმრის თანამესაკნეების, ექიმების გამოკითხვა და ა.შ. გამოძიება ორიენტირებული იყო დაედგინა/გამოერიცხა, ხომ არ იყო პატიმარი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ან ვინმემ ხომ არ აიძულა თვითმკვლელობა. საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა პატიმრისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხით და არ შეუსწავლია, რამდენად იყო შესაძლებელი, არასათანადო ან დაგვიანებული მკურნალობა გამხდარიყო პატიმრის გარდაცვალების მიზეზი. აქედან გამომდინარე, გამოძიებას არ შეუსწავლია, ჰქონდა თუ არა ადგილი სამედიცინო პერსონალის მხრიდან გულგრილობას. მაგალითად, რიგ შემთხვევებში, გარდაცვლილი პატიმრის სამედიცინო საერთოდ დოკუმენტაცია. არ არის ამოღებული საგამოძიებო ორგანო პატიმართათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესწავლის მიზნით, ძირითადად მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო კმაყოფილდებოდა, რასაც შემდგომში ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებით გარდაცვალების არაძალადობრივი ბუნების დასამტკიცებლად და გამოძიების შეწყვეტის საფუძვლად იყენებდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოძიების ხარვეზების გარდა, ხსენებული ჩვიდმეტი საქმის შესწავლამ საფუძვლიანი კითხვები გააჩინა პენიტენციურ სისტემაში მყოფი პატიმრებისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით. სამედიცინო ექსპერტიზის მასალების შესწავლის შედეგად არაერთხელ გამოიკვეთა ისეთი მძიმე დაავადებები,23 რომელთა შესახებ პატიმრებს სიცოცხლეში არ ჰქონიათ დადგენილი დიაგნოზი და, შესაბამისად, ამ მიმართულებით არც მკურნალობა ჩატარებიათ. მაგალითად, პატიმარი ტუბერკულოზის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის უკმარისობით ისე გარდაიცვალა, რომ მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი ამ დიაგნოზის პენიტენციურ სისტემაში შესახებ ინფორმაციას არც კი შეიცავდა და არც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩატარებია. შესაბამისად, შესწავლილ საქმეებში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ პრობლემას წარმოადგენს გარდაცვალების წინარე პერიოდში პატიმართათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის ადეკვატურობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პატიმრების გარდაცვალების ფაქტებზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მარტო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის შედეგად გამოწვეული გარდაცვალების მიზეზების გამოვლენაზე, არამედ საფუძვლიანად უნდა შეფასდეს ყველა გარდაცვლილი პატიმრისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ადეკვატურობა, რათა დადგინდეს/გამოირიცხოს სამედიცინო პერსონალის მხრიდან არასათანადო მკურნალობის ან გულგრილობის შემთხვევები, რამაც პატიმრების გარდაცვალება გამოიწვია. 23 გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ტუბერკულოზი, ინტერსტიციული პნევმონია და სხვ. 39 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 1.8. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება 2019 წელს, სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების დარღვევად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის მიერ იმ მსჯავრდებულთა შეწყალება, რომლებიც განზრახი მკვლელობებისთვის იხდიდნენ სასჯელს და პენიტენციური დაწესებულებები მსჯავრის მნიშვნელოვანი ნაწილის მოუხდელად დატოვეს.24 შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე 2019 წლის 20 სექტემბერს დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება25 ისევ ხელშესახები შედეგის გარეშე მიმდინარეობს.26 სიცოცხლის ძირითადი უფლების ირგვლივ სახელმწიფოს ნაკისრი განსაკუთრებული პოზიტიური ვალდებულებებისა და საქმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატმა გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის საგამონაკლისო წესით გაცნობის თხოვნით მიმართა, თუმცა მიმართვა არ დაკმაყოფილდა.27 სამწუხაროდ, სახალხო დამცველისთვის დღემდე უცნობია, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად ეფექტიანად, დროულად და ზედმიწევნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. 1.9.შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები მიუხედავად უკანასკნელ წლებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის 28 მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა , 2020 წელს კვლავ მაღალი იყო სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა რაოდენობა, რაც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მეტყველებს. საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 39 და დაშავდა 249 ადამიანი. გასულ წელს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ ყველა ობიექტზე გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ინსპექტირების ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებელ ობიექტებზე, დამსაქმებელთა მხრიდან ყველაზე ხშირად არ ხდება სამუშაო ადგილებსა და სამუშაო 24საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 44. 25 საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში, თბილისი, 2020, 14-16. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 27 იანვრის №13/3710 წერილი. გამოძიება შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 27 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 14 სექტემბრის №13/53054 წერილი. 26 28 დეტალურად იხილეთ შრომის უფლების თავში. 40 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სივრცეში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, მათგან მომდინარე რისკების შეფასება და მართვა, არ ტარდება სწავლება/ტრენინგები და ინსტრუქტაჟები, დასაქმებულები არ იყენებენ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს, ასევე, ხშირია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული ,,სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დარღვევის ფაქტები. თითოეული მუშაკის უფლება უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე, არის „ფართოდ აღიარებული პრინციპი, რომელიც უშუალოდ პირადი ხელშეუხებლობის უფლებიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია“.29 ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლი (უფლება უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო პირობებზე) უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლთან, რომელიც სიცოცხლის უფლებას უზრუნველყოფს.30 ეს მუხლი ვრცელდება ქვეყნის მთელ ეკონომიკაზე და მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. სამუშაო ადგილებზე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცულ სფეროში ექცევა. კერძოდ, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები. ეს ვალდებულება მოიცავს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციების მიღებას სამუშაო ადგილას, იმ რისკების პრევენციული და მათგან დამცავი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სამეცნიერო წრეებისთვის არის ცნობილი და ასახულია შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ რეგულაციებში.31 ასეთ შემთხვევებში მიხედვით, ადამიანის სახელმწიფო უფლებათა ვალდებულია არა ევროპული მხოლოდ სასამართლოს მიიღოს პრაქტიკის უსაფრთხოების საკანონმდებლო ზომები, არამედ უზრუნველყოს რეგულაციური ჩარჩოს ქმედითი აღსრულება.32 მაგალითისთვის, სამშენებლო უბანზე ევროსასამართლომ საქმეში, „ჯევრიოღლუ გაუფრთხილებლობით კონვენციის მეორე მუხლის თურქეთის წინააღმდეგ“, სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დარღვევა დაადგინა, ვინაიდან სახელმწიფოს სათანადოდ არ ჰქონდა შემოწმებული უსაფრთხოების ზომები. სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მიმდინარე პროცესს ქვეყანაში და ამ მიმართულებით შემუშავებულ სამოქმედო 29 სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი, დასკვნები I, გვ. 22. 30 სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი, დასკვნები XIV-2, სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი, დასკვნები 36. 31 ადამიანის უფლებათა მარანგოპულოსის ფონდი საბერძნეთის წინააღმდეგ (Marangopoulos Foundation for Human Rights (MFHR) v. Greece), საჩივარი no. 30/2005, სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 224. 32 ჯევრიოღლუ თურქეთის წინააღმდეგ (Cevrioğlu v. Turkey), საჩივარი no. 69546/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება; პარ. 62. 41 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გეგმებზე, კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებსა და შესრულებულ აქტივობებზე პერიოდულად წარმოადგენს შეფასებას. 1.10. სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ საგანგაშოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები. ამას ადასტურებს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის უფლების ხელყოფა. საგანგებოდ უნდა მივუთითოთ იმ ფაქტზე, რომ ყველა მკვლელობაში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არიან და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი დღემდე არ დასჯილან. კვლავ გაურკვეველი რჩება 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი ეთნიკურად ოსი პირის ადგილსამყოფელი, მათ შორის, სამი ეთნიკურად ოსი ახალგაზრდის ბედი, რომლებიც 2008 წლის 13 ოქტომბერს, სავარაუდოდ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუჩინარდნენ.33 ამ საკითხზე, სახალხო დამცველი, წლებია, პროკურატურისგან მოითხოვს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გაუჩინარებული პირების საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე.34 აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონფლიქტის ზონებში ადამიანების გაუჩინარება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოებებში, სახელმწიფოსთვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პოზიტიურ ვალდებულებას წარმოშობს.35 სასამართლომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოებად მიიჩნია პირის დაკავება ამოუცნობი მოხელეების მიერ, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე.36 დამატებით, სიცოცხლის უფლების ხელყოფის კონტექსტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, რის გამოც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადაადგილდება. ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიამდე, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ე.წ. გამშვებ პუნქტზე სრულად შეზღუდა ადამიანების 33 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 848. 34 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020. 35 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Koku v. Turkey, 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, § 132; Osmanoğlu v. Turkey, 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება, § 75. 36 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, Baysayeva v. Russia, 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, § 119; Beksultanova v. Russia, 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, § 83. 42 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გადაადგილების თავისუფლება, რის გამოც უკვე 1 წელზე მეტია, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათანადო სამედიცინო სერვისის მიუღებლობის გამო გარდაიცვალა.37 ასევე, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის განმავლობაში, ადამიანების მცდელობას, გადაეცურათ ენგური და საოკუპაციო ხაზის შემოვლითი გზით მოხვედრილიყვნენ პაციენტების ზუგდიდში, საქართველოს 2 უბედური კონტროლირებად შემთხვევა38 მოჰყვა.39 ტერიტორიაზე ახალგორიდან გადაყვანა კვლავ პრობლემურია. დე ფაქტო ხელისუფლება, გადაადგილების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, განაგრძობს უკანონო და დისკრიმინაციული შეზღუდვების დაწესებას. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა; მათ შორის, სიცოცხლის უფლების დარღვევისათვის, რადგან რუსეთმა ვერ უზრუნველყო 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიება. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში შეიტანოს ცვლილებები და სახალხო დამცველს მიენიჭოს გამოძიების დასრულებამდე არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გაცნობის უფლებამოსილება. რეკომენდაციები საქართველოს გენერალურ პროკურორს:  ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას, შემოწმების მასალები კი, გააცნოს სახალხო დამცველის აპარატს; სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, იმსჯელოს სამსახურებრივი გულგრილობის ან უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობაზე; 37 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 405. 38 ენგურის მიერ გამორიყული გარდაცვლილი, სავარაუდოდ, გალის რაიონის მცხოვრები იყო, ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3subGO4 >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 39 გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ენგური გადმოცურა ზუგდიდში მოსახვედრად, 2020 წლის 22 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37QuMo8>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 43 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე;  სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით;  2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში პატიმრების გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, ყურადღება გაამახვილოს არა მარტო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის ფაქტის გამოვლენაზე, არამედ საფუძვლიანად შეისწავლოს გარდაცვლილი პატიმრის სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ადეკვატურობა, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციის კომპეტენტური ექსპერტიზის ჩატარების გზით და ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ასახოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაინერგოს სამედიცინო ბარათების ელექტრონული წარმოების სისტემა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  შეიტანოს ცვლილება გაითვალისწინოს სომატური ფსიქიკური ფსიქიატრიულ ჯანმრთელობის ჯანმრთელობის სტაციონარში მკურნალობის პროგრამაში მოთავსებული საკითხი; მანამდე, და პაციენტების სამინისტრომ, დროებითი ღონისძიების სახით, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ოჯახის ექიმზე ხელმისაწვდომობა და სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება;  შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და ქვეყანაში არსებული გაიდლაინების შესაბამისად გათვალისწინებული იქნას მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით;  უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზებული წარმოება გარდაცვალების მიზეზის მითითებით. 44 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება 2.1. შესავალი 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ. განცხადებების მიხედვით, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები იყვნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები 77, ხოლო პოლიციის თანამშრომლები - 60 შემთხვევაში. 16 განცხადებაში საუბარი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებზე. 50 განცხადება40 ეხებოდა გამოძიების გაჭიანურებას. 41 2020 წელს, როგორც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ისე - პროაქტიულად - საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე რეაგირების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 286 ვიზიტი განახორციელეს და 1159 პატიმარი ინდივიდუალურად მოინახულეს. 15 ვიზიტი განხორციელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს 46 პაციენტი. რაც შეეხება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის ფარგლებში განხორციელებულ ვიზიტებს, რაც გულისხმობს დაკავების ადგილების რეგულარულ და არაგეგმიურ მონიტორინგის მეშვეობით ზედამხედველობას, 2020 წელს 104 თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის დაწესებულებაში (პენიტენციური, პოლიციის და ფსიქიატრიული დაწესებულებები) 136 ვიზიტი განხორციელდა. წინამდებარე თავის მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები სწორედ ამ ვიზიტების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება. არასათანადო მოპყრობის პრევენციის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს ჰქონდეს საქმიანობის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა. ამ მიმართებით აღსანიშნავია 2020 წლის 21 იანვარს 40 32 განცხადება ეხებოდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან, ხოლო 18 განცხადება - პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გაჭიანურებულ გამოძიებას. სახელმწიფო ინსპექტორის იზოლატორიდან სახელმწიფო 41 სამსახურის ინფორმაციით, ინსპექტორის სამსახურში, 2020 წელს შინაგან დროებითი მოთავსების საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ძალადობის თაობაზე 291 შეტყობინება შევიდა, ხოლო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პატიმართა მიმართ ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 30 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის 8 დეკემბრის წერილი №22000020027. 45 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ფაქტი. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სხდომაზე კანონმდებლობის რწმუნებულის პატიმართან ვიდეოჩანაწერები და უხეში დარღვევით საკანში გააკრიტიკა აჩვენა სახალხო დამცველის კონფიდენციალური შეხვედრის ამსახველი რწმუნებულის მოქმედება, რითიც შეეცადა პიროვნულად სახალხო დამცველის და მთლიანი ინსტიტუციის დისკრედიტაციას, მის მიმართ ნდობის შემცირებას და რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ აგრესიის პროვოცირებას. ამ ქმედების გამო იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური დაჯარიმდა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ და ასევე დაიწყო პენიტენციური სისტემის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის სისტემური მონიტორინგი, სადაც მრავალი ხარვეზი გამოვლინდა. ასევე აღსანიშნავია, 2020 წლის 23 იანვარს მომხდარი ფაქტი, როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვებ და სოციალური მედიის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც აღწერილი იყო დეტალები სახალხო დამცველის №9 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ და ჩამოთვლილი იყო იმ პატიმართა სახელები და გვარები, ვისაც შეხვდნენ ან/და ვისთანაც შეხვედრის სურვილი გამოთქვეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. აღნიშნული ქმედება სრულად უპრეცედენტოა თავისი შინაარსით, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო სამართალს და სახალხო დამცველის შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულია.42 იუსტიციის მინისტრის დაწყებულ ამ კამპანიურ შეტევას, სხვადასხვა გამოვლინება ჰქონდა წლის განმავლობაში სახალხო დამცველსა და მის აპარატზე პენიტენციურ დაწესებულებებში, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. 2020 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა არაერთი ინფორმაცია მიიღეს პოლიციელების მიერ დაკავებისას არაპროპორციული, აშკარად გადამეტებული ძალის გამოყენებისა და დაკავების შემდეგ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ. ჩვენი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კვლავ შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. 2020 წელს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ გამოვლენილი საეჭვო შემთხვევების 34.3%-ში გამოიკვეთა დაზიანება დაკავებისას ან დაკავების შემდეგ. 2016 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა სხეულის დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილი საეჭვო შემთხვევების 12,8%-ში, 2017 წელს იგივე მაჩვენებელი - 26,4%, 2018 წელს - 26.8% და 2019 წელს - 31.8% იყო. 2017 წლიდან შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. პენიტენციური სისტემის კონტექსტში კი, უპირველესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რაც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის. პენიტენციური სისტემის ფარგლებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევების 42 352-ე მუხლი - საქართველოს სახალხო დამცველზე ზემოქმედება. 46 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პატიმართა ხანგრძლივი იზოლირება და მათი დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში მოთავსება. ასევე ნიშანდობლივია, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები დაცულნი არ არიან ძალადობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან. განსაკუთრებულად პრობლემურია როგორც დაწესებულებებში არსებული ძალადობრივი გარემო, ისე პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების მანკიერი პრაქტიკა. არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ასევე არაეფექტიანი გამოძიება, რაზეც სახალხო დამცველი წლებია საუბრობს. ამ ნაწილში აღსანიშნავია, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების საკითხი, რომელზეც სახალხო დამცველი 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა. სამწუხაროდ, ამ საქმეზე 2020 წლის მდგომარეობით, სახალხო დამცველის ძირითადი შეფასება უცვლელი იყო. 2020 წელს განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო თემურ აბაზოვის საქმე, სადაც პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე ბრალის დაუსაბუთებელი მოხსნით, სასამართლოს წაართვა ერთ-ერთ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. 2020 წელს, საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა კოვიდ19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეისწავლეს პენიტენციურ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და პენიტენციური დაწესებულებების პერსონალის პატიმართა სამყაროსთან გარე პატიმართათვის სამუშაო სარეაბილიტაციო და საცხოვრებელი კონტაქტის შეზღუდვის აქტივობების პირობების კუთხით, კომპენსირებისა ჩატარების და ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენების საჭიროების კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოავლინეს. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ზომებს და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, სახალხო დამცველის შეფასებით, დაწესებულებების გადატვირთულობა, დისტანციის ინდივიდუალური დაცვის ინფექციის გავრცელების დაცვის საშუალებების რისკს. სანიტარიულ-ჰიგიენური შეუძლებლობა და არასრულყოფილი ამასთანავე, პაციენტის მდგომარეობა, პერსონალის გამოყენება სტაციონარში მიერ ზრდის მიღებისას, პაციენტის ტესტირება გათვალისწინებულია მხოლოდ სიმპტომების შემთხვევაში. ზემოაღნიშნული საკითხების შესწავლის საფუძველზე და ეპიდემიოლოგიური კონტექსტის ჭრილში, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველი წინამდებარე ანგარიშში დეტალურ რეკომენდაციებს წარმოადგენს. 47 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წინამდებარე თავი სამი ქვეთავისგან შედგება: 1) პრაქტიკა, რომელიც უტოლდება ან შესაძლოა გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას, 2) არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი რისკფაქტორები და 3) სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება. თითოეულ ქვეთავში მიმოვიხილავთ პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს და შესაბამის რისკფაქტორებსა და საკანონმდებლო ხარვეზებს. არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს გაცემული დეტალური ინფორმაცია, ასევე მიმართებით დეტალური ანალიზი რეკომენდაციების წინამდებარე თავში ხელმისაწვდომია შესრულების შესახებ განხილულ საკითხებთან სპეციალური პრევენციული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში.43 2.2. პრაქტიკა, რომელიც უტოლდება ან შესაძლოა გაუტოლდეს არასათანადო მოპყრობას წინამდებარე ქვეთავში მიმოვიხილავთ პენიტენციურ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემებში, ასევე ფსიქიატრიულ მოპყრობის შემთხვევებს. დაწესებულებებში დამატებით, წარმოვადგენთ გამოვლენილ ამ არასათანადო სისტემებში არსებულ გარემოპირობებს, რომლებიც ქმნიან არასათანადო მოპყრობის საფრთხეს ან, ხშირ შემთხვევაში, იწვევენ ასეთ მოპყრობას. პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობას განაპირობებს: პატიმრების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, არაფორმალური მმართველობა, განსაკუთრებული და დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებული რეჟიმი, ასევე პატიმართა ხანგრძლივი იზოლირება და მათი დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში მოთავსება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას, არასათანადო მოპყრობას უტოლდება პოლიციელთა მხრიდან დაკავებული პირების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები. დროებითი მოთავსების იზოლატორებში საგულისხმოა ასევე აღკვეთის სინდრომის მართვის საკითხი, რაც შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პრობლემები. ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, ფსიქიატრიული დაწესებულებების კონტექსტში არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის ფიზიკური გარემო, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება. 43 იხილეთ ასევე - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში. 48 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2.2.1. პენიტენციური სისტემა ძალადობა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის კუთხით აღსანიშნავია, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ერთეული შემთხვევები იკვეთება. თუმცა გამოვლინდა ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები, როდესაც დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრები საუბრობდნენ თანამშრომლების მხრიდან შეურაცხმყოფელ და აგრესიულ დამოკიდებულებაზე. გამოიკვეთა შემთხვევები, როცა დაწესებულების თანამშრომლები პატიმრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმის გამო, რომ ისინი პროტესტის ნიშნად აცხადებდნენ შიმშილობას, აგზავნიდნენ საჩივრებს და რეკავდნენ სახალხო დამცველის აპარატში. საგულისხმოა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პატიმრები მიუთითებდნენ, რომ დაწესებულების თანამშრომლები მათ არ აძლევდნენ კალამს და ფურცელს, რათა საჩივარი არ დაეწერათ და ემუქრებოდნენ, რომ, სახალხო დამცველთან დარეკვის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, შეუზღუდავდნენ სატელეფონო საუბრის უფლებას.44 საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემური იყო პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევები. მაგალითისთვის, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის დროს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, უცხოელი პატიმრების მიმართ სხვა პატიმრების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, სამი შეტყობინება მიიღო. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უცხოელ პატიმრებს ქართველი თანამესაკნეები სცემდნენ, ართმევდნენ პირად ნივთებს და ტელეფონზე დარეკვის და მაღაზიაში პროდუქტების ყიდვის მიზნით, უნებართვოდ სარგებლობდნენ მათი პლასტიკური ბარათებით. როგორც ზემოთ მითითებული პატიმრები აცხადებდნენ, მათ საკნის შეცვლის თხოვნით მიმართეს დაწესებულების თანამშრომელს, თუმცა მათ თხოვნას ადმინისტრაციის მხრიდან დროული რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც მათ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს სხვა საკანში.45 არაფორმალური მმართველობა გასული წლების მსგავსად, 2020 წელსაც პატიმრების ძალადობისაგან დაცვის თვალსაზრისით, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა. დაწესებულებების ადმინისტრაციების მიერ ადგილი აქვს არაფორმალური ლიდერებისთვის (ე.წ. მაყურებლებისთვის) უფლებამოსილების დელეგირებას და მათი მეშვეობით პენიტენციური დაწესებულებების 44 აღსანიშნავია, რომ მითითებულ ყველა შემთხვევაში პატიმრებმა უარი განაცხადეს სახალხო დამცველის მიერ სამართლებრივ რეაგირებაზე. 45 უცხოელ პატიმართა მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მნიშვნელოვანია, საკნებში განაწილებისას მაქსიმალურად გაითვალისწინონ მათი ენობრივი, რელიგიური და კულტურული თავისებურებები. ასევე, საკვების მომზადების დროს არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების საჭიროებები. 49 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არაფორმალურ მმართველობას, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებას, მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას. აღნიშნულ პრობლემებზე საუბარია 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც.46 არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილებიან. 2020 წელსაც, №17, №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის დროს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის თვალშისაცემი იყო მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფის აქტიურობა, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან მსჯავრდებულთა კომუნიკაციის პროცესში ჩარევასა და პრობლემურ საკითხებზე მოსაუბრე მსჯავრდებულების გარიდებაში გამოიხატებოდა. პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული პრობლემები ნათლად გამოვლინდა, მათ შორის, 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს, ქსნის №15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა, ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. ასევე, საგულისხმოა, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის №8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა.47 მოცემულ შემთხვევებზე დაყრდნობით, აშკარაა, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის საქმიანობაში ხელშეშლამ სისტემური სახე მიიღო, რის გამოც საფრთხე ემუქრება აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოებას. სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პრივილეგირებული პატიმრების მიერ სახალხო დამცველის ინსტიტუციის მიმართ აგრესიის ასეთი ფორმით და მასშტაბებით გამოვლინება კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს არაფორმალური მმართველობის რეპრესიულ, ძალადობრივ მეთოდებს, რომელთა წინაშეც დგანან სხვა 46 კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/317W0DP> [ბოლოს ნანახია 18.03.2021]. 47 №8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ ეს პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში მონიტორინგისთვის იმყოფებიან. 50 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არაპრივილეგირებული პატიმრები. ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა ადმინისტრაციის მხრიდან. გასაკვირი არ არის, რომ პატიმრები უმეტესწილად ერიდებიან ღიად დაუპირისპირდნენ კრიმინალურ სუბკულტურას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაცია თანამშრომლობს სუბკულტურის წარმომადგენლებთან და იყენებს მათ პატიმრებთან „ურთიერთობების მოსაგვარებლად“ (შიმშილობის, საჩივრების დაწერის შემთხვევებში, სხვა ფორმით უკმაყოფილების გამოხატვის ან კონფლიქტური სიტუაციების დროს). შესაბამისად, ამ საკითხებზე, პატიმრები იშვითად მიმართავენ საგამოძიებო ორგანოებს. პატიმრები უპირატესობას ანიჭებენ სახალხო დამცველის აპარატისთვის ინფორმაციის კონფიდენციალურად მიწოდებას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ის მცირე რაოდენობის საქმეები, სადაც პატიმრების მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება როგორც კრიმინალური სუბკულტურის თანამონაწილეობაში მიერ, მყოფი ისე მათი მფარველი ადმინისტრაციის ან უმოქმედობით წარმომადგენლების მიერ დანაშაულებრივი ფაქტების შესაძლო ჩადენის ფაქტებზე. სახალხო დამცველის აპარატმა 2020 წელს 8 ასეთი საქმე შეისწავლა48 და საზოგადოებას შესაბამისი მიგნებები წარმოუდგინა. 49 საქმეების შესწავლის მიზანი იყო, შეგვეფასებინა, რამდენად სრულყოფილად შეისწავლიან საგამოძიებო ორგანოები „კრიმინალურ სუბკულტურასთან“ დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებს, რამდენად დროული და სრულყოფილია საგამოძიებო მოქმედებები და რამდენად გამოკვეთენ დანაშაულის შესაძლო ფაქტებსა და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს მათ ჩამდენ პირებს. ჩვენ მიერ შესწავლილი პროკურატურის საქმეების ორგანოები შედეგად არაჯეროვნად დადგინდა, ახორციელებენ რომ საქართველოს უფლებამოსილებას და სერიოზული ხარვეზებით წარმართავენ საგამოძიებო მოქმედებებს. აღქმა, რომელსაც პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება რეაგირებისა და დამნაშავე პირთა აჩენს, დასჯის იმგვარია, რომ მოტივაცია ეფექტიანი საგამოძიებო უწყებას/სახელმწიფოს არ გააჩნია. 48 მოცემული 8 საქმიდან 3 არის დასრულებული სისხლის სამართლის საქმე (2013-2015 წლების ფაქტები), 1 არის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე (2020 წლის ფაქტი), 3 არის დასრულებული სამსახურებრივი შემოწმება (2017-2018 წლების სავარაუდო ფაქტები), ხოლო ერთი - მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება (2020 წლის ფაქტი). შესაბამისად, მასალების სრულად შესწავლა მოხერხდა ექვს დასრულებულ საქმეზე, ხოლო ორ მიმდინარე საქმეზე - ნაწილობრივად, ვინაიდან სახალხო დამცველის აპარატი შეზღუდულია საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომელიც მიმდინარე გამოძიებისას/წარმოებისას არ გვაძლევს საქმეზე სრულად წვდომის შესაძლებლობას. 49 ამ საკითხთან მიმართებით დეტალური ანალიზი ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში. 51 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიუხედავად დანაშაულის შესახებ ინფორმაციაზე (მუქარა, ცემა, გამოძალვა, ეკონომიკური დანაშაულები, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტება და სხვ.) გამოძიების დაწყების სავალდებულო მოთხოვნისა, პროკურატურა არ იწყებდა გამოძიებას და საკითხს შესასწავლად სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას უგზავნიდა,50 რომელსაც გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება არ გააჩნდა და მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმებით შემოიფარგლებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ გენერალური ინსპექციის საგამოძიებო გათვალისწინებით, არ ქვემდებარეობა, მოიცავდა ინსტიტუციური პენიტენციური დამოუკიდებლობის დაწესებულების/სამსახურის თანამშრომელთა მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტზე გამოძიების წარმოებას. პროკურატურის მსგავსი მიდგომა პატიმრებს ვერ უჩენდა დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას და სურვილს - ეთანამშრომლათ გამოძიებასთან. დამატებით, ირკვევა, რომ გამოძიება მხოლოდ ისეთ ფაქტებზე დაიწყო, სადაც შედეგი პატიმრის გარდაცვალება ან წამება იყო. იმ საქმეებში, რომლებზეც ჩატარდა გამოძიება და სხვადასხვა პირების, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისა და დირექტორების მიმართაც კი დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა/დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, პროკურატურის ორგანოების მხრიდან გამოძიების წარმოებისას არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა. როგორც ბრალდებული პატიმრების, ისე დაწესებულების თანამშრომლების ქმედების კვალიფიკაცია, რიგ შემთხვევაში, მსუბუქი მუხლებით შემოიფარგლებოდა. უმეტეს შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესაძლებლობა საერთოდ არ შეუსწავლია გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მიუთითებდნენ საქმის ფიგურანტები, მათ შორის, თავად პენიტენციური სისტემის თანამშრომლები. ჩვენ მიერ შესწავლილ საქმეებში გამოიკვეთა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და მტკიცებულებების მოპოვება დაგვიანებული იყო, რის გამოც გარკვეული ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, საქმეებში არ დაუკითხავთ ე.წ. პულტების მეთვალყურეები, რომლებიც ციხის ტერიტორიას 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ. არ შეუსწავლიათ არაუფლებამოსილი პირების ციხეში გადაადგილების ფაქტები, არ მოუპოვებიათ ამის დამადასტურებელი სატელეფონო ანძების ჩანაწერები. ეს და სხვა საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებელს გახდიდა მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას. გამოძიების მასალებმა აჩვენა, რომ პენიტენციური სისტემის უმოქმედობა ციხეში კრიმინალური სუბკულტურის არსებობისა და მისი გავლენების მიმართ, თითქმის არასოდეს ფასდება სამართლებრივად. გამოძიებას არც კი დაუკითხავს პენიტენციური 50ამჟამად, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი. 52 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სისტემის მაღალჩინოსნები (გარდა ციხის ადმინისტრაციისა) და არ გაუტარებია მათ მიმართ საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენელი თანამშრომლებსა და იმჟამინდელი სასჯელაღსრულების ხელმძღვანელებზე, როგორც ე.წ. დეპარტამენტის მაყურებლებისთვის პრივილეგიების მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, უთითებდა. ერთ საქმეში გამოძიებას დაზარალებულმა აცნობა, რომ ციხის დირექტორი და მოადგილე კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით არეგულირებდნენ მსჯავრდებულთა შორის კონფლიქტებს. ამავე საქმეზე დაკითხული ციხის დირექტორის ჩვენებით კი, მათი მიზანი იყო, თავიდან აერიდებინათ პატიმრების მასობრივი უკმაყოფილება და არეულობა, უპირატესობა უნდა მინიჭებოდათ ლიდერობით გამორჩეულ პატიმრებს, რომლებიც სხვა პატიმრებთან ავტორიტეტით სარგებლობდნენ და ამავე დროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტთანაც თანამშრომლობდნენ. გამოძიება არ დაინტერესებულა, როგორ იმორჩილებდნენ კრიმინალური ავტორიტეტები პატიმრებს, ან რა ზომებს მიმართავდნენ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, არ დაინტერესებულან წარსულში ჩადენილი სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი დაზარალებულები. მეტიც, ფაქტებით, ამავე არ საქმეში გამოუვლენიათ გამოიკვეთა, სხვა რომ სავარაუდო პენიტენციურ დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის პრივილეგიების მინიჭება, რაც მათთვის დღის ნებისმიერ გამოიხატებოდა, დროს თავისუფლად შეთანხმებული იყო გადაადგილების უფლების სასჯელაღსრულების მინიჭებაში დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან. გამოძიებას არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია ე.წ. მაყურებლებისთვის პრივილეგიების სად-ის ხელმძღვანელობის მხრიდან მინიჭების საკითხზე, 2020 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატს წარმოებაში აქვს ერთი პატიმრის საქმე, რომელიც მიუთითებს დახურულ დაწესებულებაში ე.წ. „საერთოს“ შეგროვებაზე. ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.51 სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურის მიერ წარმოებული საქმეების გარდა, ასევე შეისწავლა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები 3 საქმეზე. სავარაუდო ქმედების ჩადენის დროა 2017-2018 წლები. როგორც ზემოთ აღინიშნა, პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტებზე გამოძიების სასჯელაღსრულების არ დაწყებით სამინისტროს და საკითხის გენერალური შესასწავლად ინსპექციისთვის საქმის გადაცემით, საპროკურორო ზედამხედველობის გარეშე დატოვა ისეთი ფაქტების გამოკვლევა, რომელიც 51 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 4 სექტემბრის № MIA 4 20 02471896 წერილი და 2021 წლის 16 მარტის № MIA 6 21 00641133. 53 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს და რომელიც მრავალი პატიმრის უფლების შეზღუდვის საფუძველია ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ გენერალურმა ინსპექციამ განმცხადებელიც გამოკითხა და რამდენიმე პატიმარიც, მათთვის დამატებითი დეტალური კითხვები არ დაუსვამთ. რამდენიმე პატიმარმა უარი განაცხადა გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობაზე და ახსნა-განმარტების მიცემაზე. გენერალურ ინსპექციას არ უცდია გამოეკითხა დაწესებულების სხვა პატიმრებიც, ვისაც, შესაძლოა, ასევე მიეწოდებინათ ინფორმაცია დაწესებულებაში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობისა და პრივილეგიების შესახებ. მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა 2020 წელსაც. მსჯავრდებული ამ შემთხვევაშიც მიუთითებდა ქურდული სამყაროს წევრების გავლენებზე სხვა პატიმრებზე და მათთვის დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მინიჭებულ პრივილეგიებზე, ასევე, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მათ გამოყენებაზე საკუთარი მიზნებისთვის. პროკურატურამ აპარატის მიმართვა, რეაგირებისთვის, ამ შემთხვევაშიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში გადააგზავნა.52 ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ პენიტენციური სისტემის უმოქმედობა ციხეში კრიმინალური სუბკულტურის არსებობისა და მისი გავლენების მიმართ, თითქმის არასოდეს ფასდება სამართლებრივად. მოპყრობა, რომელიც უტოლდება არასათანადო მოპყრობას გასული წლების მსგავსად, განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის დაწესებულებების მართვა ეფუძნება სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებს, რაც გულისხმობს მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვების, აკრძალვების რეჟიმის დაწესებას და არ არის ორიენტირებული მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ.53 დახურული და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, მათთვის საინტერესო აქტივობების გარეშე, 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში - სასეირნო ეზოებში, რომელთა მწირი ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს პატიმართა განტვირთვას და რეკრეაციას.54 მსჯავრდებულებს, რომლებსაც დადგენილი აქვთ საშიშროების მაღალი რისკი, 52 2020 წლის 21 თებერვლის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/11466 წერილი. ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, ინფორმაცია არ აქვს. 53 ევროპის საბჭო, მინისტრთა კომიტეტი, მინისტრთა კომიტეტის ღ (82) 17 რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისათვის, საშიში კომიტეტის წლის მიერ 1982 პატიმრების 24 პატიმრობა სექტემბერს და მოპყრობა მინისტრების (მიღებულია მოადგილეების 350-ე მინისტრთა შეხვედრაზე, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/39DLlFD >[ბოლოს ნანახია: 31.01.2021]. 54 ეს ეზოები წარმოადგენს საკნის ტიპის ოთახებს, რომელიც ოთხივე მხრიდან დახურულია კედლით, ხოლო ღია ჭერში დამონტაჟებულია მეტალის გისოსები. ეზოებში მინიმალურად არის წარმოდგენილი სავარჯიშო ინვენტარი. 54 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 კანონმდებლობით მეტად აქვთ შეზღუდული გარე სამყაროსთან კონტაქტი.55 დაწესებულებაში არსებული შემზღუდველი რეჟიმი და გარესამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა ამწვავებს პატიმრების ფსიქიკურ მდგომარეობას. არსებული შემზღუდველი გარემო, იწვევს პატიმრების მხრიდან აგრესიას როგორც პერსონალის, ისე სხვა პატიმრების მიმართ და ქმნის ძალადობრივ გარემოს, რასაც მოჰყვება პატიმრების მხრიდან პროტესტის გამოხატვა შიმშილობითა და თვითდაზიანებების მიყენებით და ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ უსაფრთხოების ღონისძიებების ხშირი გამოყენება. დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია პერსონალსა და პატიმრებს შორის კონსტრუქციული და ნდობაზე დაფუძნებული, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება. დახურული (№2 და №8) და განსაკუთრებული რისკის (№3 და №6) პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმართა გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის არსებული პრაქტიკა და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების არარსებობა, არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ნორმალიზაციის პრინციპს, არამედ, უარყოფით გავლენას ახდენს პატიმართა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც, თავის მხრივ, ზრდის პატიმრების მიმართ 56 საერთაშორისო სტანდარტებს ძალადობის რისკებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება და შეიძლება გაუტოლდეს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. წინა წლების მსგავსად, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში ადგილი აქვს პატიმრების ხანგრძლივი დროით იზოლირების პრაქტიკას.57 საგულისხმოა, რომ №3 პენიტენციურ დაწესებულებაში გაზრდილია საკანში მარტო განთავსებული პატიმრების რაოდენობა.58 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, როგორც წესი, პატიმრები თავსდებიან ერთ ან ორადგილიან საკნებში,59 რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღება დირექტორის დისკრეციაა. სახალხო დამცველი ამ საკითხს პრობლემად განიხილავს, იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ნორმატიულად განსაზღვრული არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრების თვეებისა და წლების განმავლობაში იზოლაციის 55 სამწუხაროა, რომ განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, როდესაც შეზღუდული იყო პაემანი, პენიტენციურ დაწესებულებებში, გარკვეულ შემთხვევებში, მაინც გამოიყენებოდა დისციპლინური სახდელის სახით ტელეფონით სარგებლობისა და პირადი სახის კორესპოდენციის აკრძალვა. 56 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT), 21-ე ზოგადი ანგარიში, CPT/info(2011) 28, სტრასბურგი, ევროპის საბჭო, 2011, პუნქტი 52. 57 მაგალითისთვის, 2020 წელს №6 დაწესებულებაში ვიზიტის დროს პატიმრების ნახევარზე მეტი მოთავსებული იყო განცალკევებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვეების განმავლობაში იმყოფებოდა საკანში მარტო. 58 2020 წელს ვიზიტის დროს საკანში მარტო განთავსებული იყო 34 პატიმარი, მაშინ, როდესაც 2019 წლის 16-17 სექტემბრის ვიზიტისას ეს რიცხვი შეადგენდა 27-ს. 59 მაგალითად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული №6 პენიტენციური დაწესებულების დებულება, მუხლი 15. 55 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პირობებში ყოფნა უშუალოდ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და სახალხო დამცველის შეფასებით, არასათანადო მოპყრობაა.60 სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, რომ დეესკალაციის ოთახი, როგორც უკიდურესი ზომა, გამოიყენებოდეს მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, არა უმეტეს 24 საათისა, და მულტიდისციპლინური მუშაობის პირობებში. მიუხედავად ამისა, ისევ მიმართავენ პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში ხანგრძლივ, არამიზნობრივ და დასჯის მიზნით მოთავსებას61, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, ასევე უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. პენიტენციური დაწესებულებების დებულებების შესაბამისად, დეესკალაციის ოთახში ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანის ვადად კვლავ 72 საათია განსაზღვრული. ამასთანავე, არ არის შეზღუდული დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში უსაფრთხოების მიზნით პატიმრის განმეორებით მოთავსების რაოდენობა. პატიმრები დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში უმეტეს შემთხვევაში მაქსიმალური ვადით გადაჰყავთ და ხშირად ერთსა და იმავე პირს ათავსებენ, ფაქტობრივად, უწყვეტად, რამდენიმე დღის განმავლობაში, წუთებისა და საათების ინტერვალით.62 ასევე, აღსანიშნავია, რომ კვლავ აქვს ადგილი არასრულწლოვნების დეესკალაციის ოთახში მოთავსებას. 63 დეესკალაციის ოთახში მოთავსებამდე, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, არ გამოიყენება მყისიერი ვერბალური დეესკალაციის მეთოდები, გარდა ამისა, არც დეესკალაციის ოთახში მოთავსების მუშაობა. შემდეგ სამარტოო მიმდინარეობს (უსაფრთხო) არასრულწლოვნებთან საკანსა და მულტიდისციპლინური დეესკალაციის ოთახში არსებულ არასათანადო პირობებში, მით უმეტეს, ხანგრძლივად, არასრულწლოვნის მოთავსება დაუშვებელია. ამგვარი ქმედება არასრულწლოვნების მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება. 64 60 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე, ჰარაკჩიევი და ტოლუმოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (HARAKCHIEV AND TOLUMOV v. BULGARIA) App. nos. 15018/11 and 61199/12, პარ. 204. აღსანიშნავია, რომ დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში, საცხოვრებელ საკნებთან შედარებით, პატიმრებს მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა, რაც, მათ შორის, პირადი ჰიგიენის დაცვისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებების შეზღუდულად მიწოდებაში გამოიხატება. დეესკალაციის ოთახებში პატიმრებს უმეტესად შეზღუდული აქვთ შხაპის მიღებისა და გასეირნების, მაღაზიით სარგებლობის, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პატიმრები ხსენებულ საკნებში/ოთახებში მოთავსებას დასჯად აღიქვამენ. 62 ამგვარი ვითარებაა №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში. 61 63 მაგალითისათვის, დეესკალაციის ოთახები და სამარტოო (უსაფრთხო) საკნები არასრულწლოვნებთან მიმართებით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიყენება. 64 წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT)-ს ამონაწერი მე-2 საერთო ანგარიშიდან [CPT/Inf(92)3], პარ. 56. 56 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პრობლემურია დეესკალაციის ოთახებისა და არამიზნობრივი გამოყენებაც. პენიტენციურ სამარტოო (უსაფრთხო) დაწესებულებებში საკნების ფსიქოსოციალური მხარდამჭერი სერვისებისა და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში პატიმრების მოთავსება მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა იყოს და ამ ღონისძიების გამოყენებამდე, უსაფრთხოების მიზნის მისაღწევად, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი (უსაფრთხო) საკანში საშუალებები. გადაყვანა უნდა დეესკალაციის ოთახსა გამოიყენებოდეს და როგორც სამარტოო იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე,65 მისი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს66 და პარალელურად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პატიმრისთვის მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ ადეკვატური დახმარების გაწევა, ხოლო, თუ ეს არასაკმარისი იქნება, პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. წინა წლების მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების სრული შემოწმება კვლავ რუტინულად მიმდინარეობს და არ ეფუძნება პატიმრისაგან იმწუთიერად მომდინარე რისკების შეფასებას. №8, №12 და №2 დაწესებულებებში სკანერით შემოწმების შემთხვევაშიც, ადგილი აქვს დამატებით პატიმრების სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკას. სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის ყველა ნაწილს ერთდროულად აშიშვლებენ და არა ნაწილ-ნაწილ, რაც ეწინააღმდეგება დაწესებულების დებულებას და საერთაშორისო სტანდარტებს.67 ეს პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, პატიმრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობაა, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია არასრულწლოვნების შემთხვევაში, ვინაიდან იგი, შესაძლოა, უფრო მეტად დამაზიანებელი იყოს ბავშვისთვის. სრული შემოწმება უნდა ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტული და დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე, ადამიანის პატივისა და ღირსების პატივისცემის პირობებში და მკაფიოდ დადგენილი პროცედურებით. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დამონტაჟდეს სკანერის აპარატი და უზრუნველყოფილი იყოს სრული შემოწმების ალტერნატივად მისი 65 წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT)-ს ამონაწერი მე-2 საერთო ანგარიშიდან [CPT/Inf(92)3], პარ. 56. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT)-ს ამონაწერი მე-2 საერთო ანგარიშიდან [CPT/Inf(92)3], პარ. 56. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2018 წლის 10-21 სექტემბრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 94. 67 ნელსონ მანდელას წესები, წესი 50. 57 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გამოყენება. ამასთანავე, სკანერის, როგორც ალტერნატიული მეთოდის, გამოყენების შემთხვევაში, დამატებით არ უნდა გამოიყენებოდეს შემოწმების სხვა მეთოდები.68 ზემოთ განხილული საკითხების გარდა, სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფის და პატიმრების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის არასათანადო მოპყრობად. მიმართულებით საკითხებზე, არ გაცემული რომელთა შესრულებულა მნიშვნელოვანი დარღვევა შეიძლება სახალხო დამცველის რეკომენდაციები და არ შეფასდეს მიერ ამ გაზრდილა პენიტენციური დაწესებულებების საშუალო სამედიცინო რგოლი, მათ შორის, მორიგე ექთნების რაოდენობა; ასევე, არ დანერგილა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლების მოზიდვის სტრატეგია; პენიტენციურ დაწესებულებებში არ ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი. არ გაზრდილა ფსიქიატრების რაოდენობა, შესაბამისად, ფსიქიატრის მიერ ერთ დღეში მიღებული პაციენტების რაოდენობა 15-ს აღემატება; დაწესებულებებში არ არის უზრუნველყოფილი ექიმ ფსიქიატრის ვიზიტების სათანადო სიხშირე, ხოლო პაციენტის მოლოდინის დრო აღემატება 2 კვირას; კანონქვემდებარე ნორმატიულ დონეზე არ არის გაწერილი ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა; არ შემუშავებულა კრიზისული შემთხვევის პრევენციის და მართვის სახელმძღვანელო. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი არ გადამზადებულა კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის საკითხებში; მულტიდისციპლინურ გუნდს არ შეუფასებია იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ. არ არის შემუშავებული საჭიროებებზე მორგებული ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა იქონია არასრულწლოვანთა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მიზნობრივი აქტივობების პატიმრისათვის, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეულად სჭირდებათ ფიზიკური არარსებობა საზიანოა ნებისმიერი არასრულწლოვნებისათვის, რომლებსაც აქტივობა და აზროვნების სტიმულირება.69 68 სკანერის აპარატით შემოწმების შემდეგ, პირის დათვალიერებით შემოწმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკანერით შემოწმებისას დადასტურდება, რომ პირი ფლობს აკრძალულ/არანებადართულ ნივთს (მაგ., №8 პენიტენციური დაწესებულების დებულება. მუხლი 641). 69 იხილეთ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სტანდარტები, „არასრულწლოვნები, რომელთაც თავისუფლება აღეკვეთათ სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე.“ ამონარიდი 24-ე საერთო ანგარიშიდან [CPT/Inf (2015) 1], გამოქვეყნდა 2015 წელს. წესი 107, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2PjMV8k >[ბოლოს ნანახია: 27.01.2021]. 58 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არასრულწლოვანთა კვების მენიუ, ფაქტობრივად, არ განსხვავდება სრულწლოვანი პატიმრების კვების მენიუსგან. 2.2.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა არაერთი ინფორმაცია მიიღო პოლიციელების მიერ დაკავებისას არაპროპორციული, აშკარად გადამეტებული ძალის გამოყენების და დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ.70 ასევე, საგულისხმოა სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები, სადაც განმცხადებლები პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც მონიტორინგი ტარდება, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ამოწმებენ ვიზიტის დღემდე შესახლებული ყველა დაკავებულის პირად საქმეს. მითითებული დაკავების გარემოებებმა, დაზიანების ლოკალიზაციამ, რაოდენობამ და ხასიათმა მონიტორინგის ჯგუფს, პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, ეჭვი გაუჩინა. 2020 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 463 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა.71 ეს შემთხვევები მოიცავს როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. მონაცემების თანახმად, 463 შემთხვევიდან 159 (34.3%) შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს. რაც შეეხება დინამიკას წლების მიხედვით, 2016 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა სხეულის დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილი საეჭვო შემთხვევების 12,8%-ში, 2017 წელს იგივე მაჩვენებელი - 26,4%, 2018 წელს - 26.8% და 2019 წელს - 31.8% იყო, ხოლო 2020 წელს მითითებული სტატისტიკური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (34.3%). სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, 2017 წლიდან შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. 70 ჩატარებული შემოწმების შედეგად, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პოლიციის მხრიდან წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ 58 გამოკითხული პირისგან მიიღო 15 შეტყობინება. 71 შემოწმება ჩატარდა კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, მცხეთა მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში არსებულ პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 59 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიერ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიღებული სხეულის დაზიანებების პროცენტული მაჩვენებელი 40.0% 34.3% 35.0% 31.8% 30.0% 26.4% 26.8% 2017 2018 25.0% 20.0% 12.8% 15.0% 10.0% 5.0% 0.0% 2016 2019 2020 მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დაკავებულებს გამოვლინდა დაგვიანებით სამედიცინო ერთი მომსახურება შემთხვევა, აღმოუჩინეს. 72 როდესაც დროულად მიეწოდებოდათ, დაკავებულს სამედიცინო დახმარება დროებითი მოთავსების მისასალმებელია, რომ მაგრამ იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების რაოდენობა 2020 წელს 19-დან 23-მდე გაიზარდა. საყურადღებოა დროებითი მოთავსების იზოლატორებში აღკვეთის სინდრომის73 მართვის საკითხი. არსებობს აღკვეთის სინდრომის მკურნალობის (დეტოქსიკაციის) სხვადასხვა მეთოდი - როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე, ისე ნარკოტიკების მეშვეობითაც. 2020 წლის 19 მარტს „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ ბრძანებაში74 შესული ცვლილებით, მეტადონის პროგრამაში ჩართულთათვის გამონაკლისი დაიშვა და მათ ხუთდღიან დოზას სახლში ატანდნენ. 72 დაკავებულმა პირმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის და პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დროს მიიღო არაერთი დაზიანება და გონება დაკარგა. პოლიციის თანამშრომელებმა იგი ამავე მდგომარეობაში გადაიყვანეს პოლიციის დაწესებულებაში და მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, როდესაც დაკავებული გონს მოვიდა. 73 სხვადასხვა შეხამებისა და სიმძიმის სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც აღმოცენდება იმ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის ან შემცირებისას, რომელსაც, ჩვეულებრივ, მოიხმარდნენ დიდი ხნის განმავლობაში და/ან დიდი დოზებით. სინდრომს შესაძლებელია თან სდევდეს ფიზიოლოგიური დარღვევები, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3aGshWM> [ბოლოს ნანახია: 09.02.2021]. 74 „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის №0141/ნ ბრძანება. 60 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესაბამისად, მეტადონის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი პირები იღებენ 5 დღის ულუფას, რომელსაც, რიგ შემთხვევაში, განსაზღვრული დღეების ნაცვლად, უფრო ადრე მოიხმარენ, ან, შესაძლოა, დაკავების დროს ჩამოერთვათ მტკიცებულების სახით. ასეთ შემთხვევაში, თუ პირს აკავებდნენ და დროებითი მოთავსების იზოლატორში (დმი) გადაჰყავდათ, აღკვეთის სინდრომის მართვის საკითხი დგებოდა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ აღკვეთის სინდრომის არსებობისას პაციენტს მედიკამენტები ეძლეოდა სიმპტომურად, უმეტესად ტკივილაგამაყუჩებელი ან/და დამამშვიდებელი პრეპარატები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო საკმარისი და დაკავებული მაინც ცუდად გრძნობდა თავს. ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტების ეფექტი მცირე დროით გრძელდებოდა და ექიმს დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევდა დამატებითი დოზის გაკეთება. დაკავებული სტაციონარში მხოლოდ მისი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაჰყავდათ. შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ დმი-ს სამედიცინო პერსონალს არ აქვს ერთიანი სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა მართონ აღკვეთის სინდრომი. 2.2.3. ფსიქიატრიული დაწესებულებები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სახალხო დამცველის შეფასებით, ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან. 2020 წელს კვლავ გამოვლინდა გადატვირთულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფების ჯანმრთელობის შემთხვევები.75 ცენტრში“ მაგალითად, ჩატარებული შპს მონიტორინგის „თბილისის ფსიქიკური ვიზიტისას, პაციენტები საუბრობდნენ ცემაზე, უხეშ მოპყრობასა და გულგრილ დამოკიდებულებაზე. ვიზიტისას, სპეციალური პრევენციული ჯგუფი თავადაც შეესწრო შემთხვევებს, როდესაც პერსონალი პაციენტებს უყვიროდა, უხეშად მიმართავდა და პასუხობდა.76 აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადგილი აქვს ასევე პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევებს. ეს პრობლემა კვლავ მეტი სიმწვავით ვლინდება დიდი არათერაპიული ზომის გარემო, ფსიქიატრიულ გადატვირთულობა დაწესებულებებში, და არასათანადო სადაც ქაოტური, საყოფაცხოვრებო პირობებია.77 პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია დაწესებულებებში პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციის სტრატეგიის არარსებობა, რის გამოც პერსონალი პაციენტთაგან მომდინარე საფრთხეების გამოვლენას ვერ ახერხებს. უსაფრთხო და 75 აქვე აღსანიშნავია, რომ შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პაციენტებს არ უსაუბრიათ პერსონალის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, თუმცა არაეთიკური და უხეში მიმართვები აქაც პრობლემად რჩება. 76 საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, 158. 77 იქვე, 158. 61 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 თერაპიული გარემოს უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, კონფლიქტების და ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტთან ერთად, დაწესებულებებს ჰქონდეთ სტრატეგია, თუ რა ღონისძიებებს უნდა მიმართონ კონფლიქტებისა და ძალადობის შემთხვევაში. მოპყრობა, რომელიც არასათანადო მოპყრობას უტოლდება ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პაციენტების მკურნალობა უსაფრთხო, თერაპიულ და მათი ღირსების დაცვის პირობებში.78 სახალხო დამცველის შეფასებით, არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა. ამ მხრივ, 2020 წელს განხორციელებული ვიზიტებისას, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“. გადატვირთული პალატები, გაუმართავი და მოძველებული სველი წერტილები, არაჰიგიენური მდგომარეობა, მით უფრო იმ ფონზე, როცა პაციენტებს სუფთა ჰაერზე გასვლის ან სხვა საინტერესო აქტივობით დაკავების საშუალება არ ეძლევათ, განსაკუთრებულად დამთრგუნველ და მძიმე გარემოს ქმნის. საგულისხმოა, რომ სტაციონარების ინფრასტრუქტურა, სრულად ან ნაწილობრივ არ არის ადაპტირებული მობილობისა და სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ ზოგიერთ პალატაში 4, 5 და 6 პაციენტი ცხოვრობს, რის გამოც შეუძლებელია სტანდარტით დადგენილი მინიმალური საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის განმავლობაში შემოწმებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში79 პაციენტების საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესებულა. დამატებით, ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის არ არის შემუშავებული კვების ერთიანი სტანდარტი, სადაც დეტალურად გაიწერება დაწესებულების ვალდებულება, შესაბამისი პროდუქტით და კალორაჟით უზრუნველყონ პაციენტები. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით, შეზღუდვის მეთოდი უსაფრთხოების უკიდურესი, გამონაკლისი ზომაა და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის ჯანმრთელობას და საფრთხის თავიდან აცილება სხვაგვარად გარდაუვალია.80 აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სტაციონარში მოთავსებული პაციენტის მიმართ 78 ამონარიდი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ერთიანი ანგარიშიდან CPT/Inf(98)12-part. პარა. 32. 79 სპეციალური პრევენციული ჯგუფი იმყოფებოდა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ და შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.“ 80 საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, მუხლის 16(1). 62 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ფიზიკური81 და ქიმიური82 შეზღუდვის საშუალებების გამოყენების შემცირებასა და აღმოფხვრას. ამის მიუხედავად, 2020 წლის მონიტორინგის შედეგებით, სახელმწიფოსა და დაწესებულებების მიდგომები ამ მიზნისაკენ არ ყოფილა მიმართული. ჩატარებულმა მონიტორინგებმა აჩვენა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აღგზნებული ან/და აგრესიული პაციენტის ქცევის სამართავად შეზღუდვის მეთოდები კვლავ აქტიურად გამოიყენება. შპს „ნარკომანიის პრევენციის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ მექანიკური შეზღუდვის მეთოდის გამოყენების ზრდის ტენდენციაც კი შეინიშნება.83 საგულისხმოა, რომ ფიზიკური შეზღუდვა, როგორც წესი, ქიმიურ შეზღუდვასთან კომბინირებულად გამოიყენება.84 ასევე გამოიყენება შეზღუდვის კიდევ ერთი მეთოდი - იზოლაცია. შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პაციენტებთან გასაუბრებით, პაციენტის ხანგრძლივი დროით პალატაში იზოლაციის სავარაუდო შემთხვევაც გამოვლინდა. ფსიქიატრიული დაწესებულებები არ აღრიცხავენ გამოყენებული შეზღუდვების ყველა მეთოდს, გასული წლების მსგავსად, მხოლოდ მექანიკური შეზღუდვის დოკუმენტირებას აწარმოებენ. სახალხო დამცველის შეფასებით, შეზღუდვის მეთოდების ზემოაღნიშნული პრაქტიკა იმით აიხსნება, რომ დაწესებულებებს არ აქვთ კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და არაძალისმიერი (დეესკალაციის)85 მეთოდებით მართვის პოლიტიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა აღმოფხვრას შეზღუდვის მეთოდების გამოყენების პრაქტიკა. სამწუხაროდ, დაწესებულებების მართვის პოლიტიკა სიტუაციის ესკალაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანისკენ არ არის მიმართული. ფსიქიატრიულ მკურნალობა დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტთა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში თვითნებობის მაღალი რისკის შემცველია იძულებითი სამედიცინო ინტერვენციებიც, დანიშნულების შესასრულებლად. თვითნებობის რისკი კიდევ უფრო იზრდება იმ ფონზე, რომ არ დოკუმენტირდება არც დანიშნული ინექციის იძულებით გაკეთების შემთხვევები, და არც პაციენტის ქცევის გასაკონტროლებლად, მისი 81 ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ფიზიკური შეზღუდვის მეთოდებია პაციენტის სპეციალიზებულ პალატაში იზოლაცია ან/და ფიზიკური შებოჭვა“. 82 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიხედვით, ქიმიური შეზღუდვა გულისხმობს პაციენტის მიმართ მედიკამენტების იძულებით გამოყენებას, მისი ქცევის გასაკონტროლებლად. იხ. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, შესავალი, 2. 83 2019 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, დაწესებულებაში გამოვლენილია ფიზიკური შეზღუდვის 64 შემთხვევა, მაშინ როდესაც, 2020 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, 79 ასეთი შემთხვევა იყო. 84 ამაზე მიანიშნებს „ფიქსაციის ჟურნალებში“ მითითებული მედიკამენტების დოზირება. 85 დეესკალაციის ტექნიკის შემადგენელი ელემენტებია: პოტენციური კრიზისის დაუყოვნებელი შეფასება და სწრაფი ჩარევა; პრობლემის გადაჭრაზე ორიენტაცია; ემპათიურობა და დამარწმუნებლობა; სტრესის მართვის ან რელაქსაციის ტექნიკების ფლობა, როგორიცაა სუნთქვითი ვარჯიშები; პირისთვის სივრცის გამოყოფა; არჩევანის შეთავაზება; ფიქრისთვის დროის მიცემა. 63 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ნების საწინააღმდეგოდ შესრულებული სწრაფი ტრანკვილიზება.86 მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ პაციენტთან გასაუბრებით ან უშუალოდ ფაქტზე შესწრებით.87 შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ ხშირია ინექციების იძულებით გაკეთება და ამ პროცესში სხვა პაციენტების მონაწილეობა. გამოვლინდა ქალი პაციენტებისთვის ინექციების იძულებით გაკეთების პროცესში კაცი პაციენტების მონაწილეობის შემთხვევებიც. სახალხო დამცველის შეფასებით, სათანადო დასაბუთებისა და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გარეშე, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ სწრაფი ტრანკვილიზაციის დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც იწვევს პაციენტის ცნობიერებისა და რეფლექსების სრულად ან ნაწილობრივ დათრგუნვას და გადაჭარბებულ სედაციას, ხელყოფს პაციენტის ფიზიკურ ხელშეუხებლობას88 და კვალიფიცირდება პაციენტისადმი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მკურნალობის თაობაზე პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გადამწყვეტია, ვინაიდან საქმე ეხება ძლიერ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელთა გამოყენებამ, შესაძლოა, ტანჯვა გამოიწვიოს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ინდივიდის ჯანმრთელობას. თანხმობის გარეშე პაციენტის მკურნალობამ, შესაძლოა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ზღვარსაც კი მიაღწიოს.89 საქართველოში ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება ნებაყოფლობითია, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.90 ნაბაყოფლობითობა გულისხმობს პაციენტის მიერ ნამდვილი ნების გამოხატვას, რომ მას სურს ფსიქიატრიული დახმარების მიღება დაწესებულებაში. კანონმდებლობა ითვალისწინებს სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობის შესახებ პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების აუცილებლობას, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დოკუმენტაციაში.91 აღსანიშნავია, რომ პაციენტების უმეტესობა დაწესებულებაში შემოსვლისას ინფორმირებული თანხმობის ფორმას გაუცნობიერებლად ან იძულებით აწერს ხელს. 92 მნიშვნელოვანია პაციენტისგან ინფორმირებული წერილობითი თანხმობის მიღება მკურნალობის როგორც დაწყების, ისე გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის 86 იძულებითი ინექციის შემთხვევაში, სამედიცინო დოკუმენტაციაში მიეთითება მხოლოდ ფაქტზე, რომ პაციენტს გაუკეთდა ინექცია დანიშნულების მიღმა. შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ სპეციალური პრევენციული ჯგუფი უშუალოდ შეესწრო პაციენტისათვის იძულებითი ინექციის გაკეთების ფაქტს. 88 „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის მე87 17 მუხლი განამტკიცებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ფიზიკურ ხელშეუხებლობას. 89 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის შუალედური ანგარიში გენერალური ასამბლეის წინაშე, A/63/175, 2008 წლის 28 ივლისი, პარა. 63, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3uecqqF >, [ბოლოს ნანახია: 30.12.2020]. 90 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი. 91 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი. 92 პაციენტები აცხადებენ, რომ არ იციან ხელი რას მოაწერეს, ზოგიერთი მათგანი ვერც ხელმოწერის ფაქტს იხსენებს. 64 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ეტაპებზე.93 არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების შემთხვევაშიც კი, პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონირება ავტომატურად არ განაპირობებს მის არანებაყოფლობით მკურნალობას.94 მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ პაციენტებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია მათი მკურნალობის მეთოდებისა და დანიშნულებაში ცვლილებების თაობაზე, რათა მკურნალობის ტაქტიკის ყოველი ცვლილებისას გამოხატონ გაცნობიერებული თანხმობა და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ეს პრობლემა განპირობებულია იმით, რომ ნორმატიულ დონეზე განსაზღვრული არ არის სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობისთვის ცალ-ცალკე ინფორმირებული თანხმობების მიღების ვალდებულება. პაციენტების ნებაყოფლობით ილუზორული ხასიათი მოთავსებისა დასტურდება და იმითაც, მკურნალობის რომ პაციენტები ფორმალური და დაწესებულებებს საკუთარი ნებით ვერ ტოვებენ. ნებაყოფლობითობის არსი თავის თავში გულისხმობს იმასაც, რომ პაციენტს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს სტაციონირებაზე ინფორმირებული თანხმობის უკან გამოთხოვა და ფსიქიატრიული დაწესებულების დატოვება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები ის პაციენტები, რომლებიც ითხოვენ გაწერას და რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, დაუყოვნებლივ უნდა გაწერონ სტაციონარიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, წინა წლების მსგავსად, 2020 წელს პაციენტთა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. შესაბამისად, სახალხო დამცველის რეკომენდაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასების, მათი დაწესებულებებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართებასთან დაკავშირებით, კვლავ შეუსრულებელია. საცხოვრისების მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვანია, საცხოვრისების შექმნის გეგმის შემუშავება. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის გამო და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ.95 93 „ყველა პაციენტს, მიუხედავად მათი სტატუსისა, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა უარი თქვან მკურნალობაზე ან სხვა სამედიცინო ჩარევაზე და ნებისმიერი გამონაკლისი ამ პრინციპიდან უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და ნათელი“. ამონარიდი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მე-8 ზოგადი ანგარიშიდან - „არანებაყოფლობით მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში“ პარა. 41. 94 ამონარიდი წამების „არანებაყოფლობით პრევენციის მოთავსება ევროპული ფსიქიატრიულ კომიტეტის მე-8 დაწესებულებებში“ ზოგადი პარა. 41. ანგარიშიდან - ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2PcedxF> [ბოლოს ნანახია: 30.12.2020]. 95 შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ 2020 წლის 12 ივნისისთვის დაწესებულებაში 6 თვეზე მეტი ხნის განმალობაში იმყოფებოდა 12 პაციენტი, რომელთაგან 5 პაციენტი 1 წელზე მეტი ხნით იყო მოთავსებული. მათ შორის არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც 2011 წლიდან იმყოფებიან ფსიქიატრიულ სტაციონარში. შპს „თბილისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ 2020 65 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2.3. არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები/არასათანადო მოპყრობის გამომწვევი ფაქტორები არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის დონეზეც, და პრაქტიკაშიც, თავისუფლებააღკვეთილი/შეზღუდული პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ სამართლებრივი დაცვის მინიმალური გარანტიებით. საპროცესო გარანტიების ნორმატიულ დონეზე არსებობა და მათი ეფექტიანი აღსრულება, ამცირებს არასათანადო მოპყრობის რისკებს, რადგან შესაძლებელი ხდება უკანონო ქმედების გამოვლენა და მასზე რეაგირება. 2.3.1. პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო ორგანოსათვის შეტყობინების 96 ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ახალი წესის დამტკიცებას, პროცედურის რითაც განისაზღვრა ექიმის მიერ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ შეტყობინების პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გაგზავნის ვალდებულება. ასევე მისასალმებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ექიმი წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში, ვალდებული გახდა მოახდინოს დაზიანების აღწერა, ფოტოგადაღება და საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნა განურჩევლად იმისა, მიიღო თუ არა პატიმრის ინფორმირებული თანხმობა. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში პენიტენციური დაწესებულების ექიმებს არ ჩატარებიათ დაზიანების დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების ტრენინგი. საინტერესოა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია პატიმრების მიმართ შეტყობინებებთან ჩადენილი დაკავშირებით. ძალადობის 2020 ფაქტების წელს შესახებ პენიტენციური მიღებულ სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პატიმართა მიმართ ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო 30 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან 25 საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პატიმრის მიერ გაგზავნილი განცხადება/საჩივრიდან მიღებული ინფორმაცია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაწესებულებებში 2020 წლის სავარაუდოდ განმავლობაში, ჩადენილ პატიმრების ძალადობაზე მიმართ პენიტენციურ ინფორმაციის მიწოდების ძირითადი წყარო კვლავ პატიმართა ინდივიდუალური განცხადებები იყო. წლის 16 სექტემბრისთვის დაწესებულებაში 6 თვეზე მეტი ხნის განმალობაში იმყოფებოდა 71 პაციენტი (24 კაცი და 47 ქალი), რომელთაგან 5 პაციენტი 1 წელზე მეტი ხნით იყო მოთავსებული. დაწესებულებაში არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც 2008, 2014, 2015, 2016, 2017 წლებიდან არიან მოთავსებულები ფსიქიატრიულ სტაციონარში. 96 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანება. 66 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სახალხო დამცველის შემთხვევების შეფასებით, დოკუმენტირების პენიტენციურ დაწესებულებებში მექანიზმის ეფექტიანობას ძალადობის ხელს უშლის არაკონფიდენციალურ გარემოში პატიმრის და ექიმის შეხვედრის დამკვიდრებული პრაქტიკა. ასევე აღსანიშნავია, რომ სათანადო კვალიფიკაციის და ინფორმაციის არქონის პირობებში, ექიმები ვერ ახერხებენ დაზიანებების დოკუმენტირების მნიშვნელობის და მიზნის ახსნას და პატიმრის ნდობის მოპოვებას. საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე პრევენციული ვიზიტების შედეგად გაირკვა, რომ პატიმრების დიდი რაოდენობით და დაწესებულების თანამშრომლების97 მცირე რაოდენობის თანაფარდობით გამოწვეული დისბალანსი ვერ უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხო, დაცულ და მოწესრიგებულ გარემოს. გადატვირთულობის პრობლემა დგას როგორც ნახევრად ღია, ასევე დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში. მაგალითად, №17 ნახევრად ღია დაწესებულებაში, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის დროს,98 1700 მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების 1 თანამშრომელზე 100 პატიმარი მოდიოდა, რაც წესრიგისა და უსაფრთხოების კუთხით დიდი გამოწვევას წარმოადგენს.99 განსაკუთრებით მწვავედ წარმოჩინდა პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და მისგან მომდინარე შედეგები კოვიდ პანდემიის კონტექსტში. არასათანადო მოპყრობის რისკების კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ არსებული ვითარება, რაც უკავშირდება პანდემიის პერიოდში თანამშრომლების კიდევ უფრო დატვირთულ სამუშაო გრაფიკს, პატიმართა მიმართ მათ დამოკიდებულებებზეც აისახება. დამატებით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებებში ერთად არიან განთავსებულნი ბრალდებულები და მსჯავრდებულები, რაც ხშირად კონფლიქტების მიზეზი ხდება. ასევე დარღვეულია საერთაშორისო სტანდარტები100 და პატიმრობის კოდექსის დადგენილი მოთხოვნა ბრალდებულების მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით განთავსების შესახებ.101 სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ როგორც უსაფრთხოების და წესრიგის კუთხით, ისე ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით არსებული რისკებიდან გამომდინარე, დიდი 97 სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები. 98 №17 დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტები განხორციელდა 2020 წლის 30 აპრილის 1 მაისს და 7 მაისს. 99 დაწესებულების შიგნით, ყაზარმულ რეჟიმზე იმყოფებოდა 50 თანამშრომელი. 34 სამართლებრივი რეჟიმის და 7 უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი (ამ განყოფილების უფროსების ჩათვლით) ასევე, ცენტრალური ადმინისტრაციის 9 მენეჯერი (დირექტორი, მოადგილეები და განყოფილების უფროსები). თანამშრომლები მორიგეობენ დღეგამოშვებით. ცვლაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების 17 თანამშრომელი იყო. 100 გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 70/175 (ნელსონ მანდელას წესები) მიხედვით, ბრალდებულები და მსჯავრდებულები განცალკევებით უნდა იყვნენ განთავსებულნი. (წესი №11(ბ)). 101 პატიმრობის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი. 67 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პენიტენციური დაწესებულებები მცირე და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულებებად უნდა გარდაიქმნას. გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალება და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა საჩივრის კონფიდენციალურად შეტანის შესაძლებლობა, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სისტემაში, ისე მის გარეთ.102 საანგარიშო წელსაც, წინა წლების მსგავსად, გამოიკვეთა პატიმრების მიერ მოთხოვნა/საჩივრის უფლების რეალიზაციის კუთხით არსებული დაბრკოლებები. 2020 წელს მონახულებულ 103 განთავსებული იყო, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საჩივრის ყუთები თუმცა კვლავ ხვდებოდა ვიდეომეთვალყურეობის არეალში, რაც კონფიდენციალური საჩივრის ავტორის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ №8 და №6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ნაწილის თქმით, ადმინისტრაცია მათ არ აწვდის საჭირო მასალას104 და აბრკოლებს საჩივრების გაგზავნას. იმ შემთხვევაში კი, თუ პატიმრები შეძლებენ საჩივრის დაწერას და ყუთში მოთავსებას ან დაწესებულების თანამშრომლისთვის მის გასაგზავნად გადაცემას,105 პატიმრებმა ხშირად არ იციან, მივიდა თუ არა მათი კორესპონდენცია ადრესატამდე. პატიმრები აღნიშნავენ, რომ იბლოკება სახალხო დამცველის სახელზე გაგზავნილი კორესპონდენციაც.106 საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პატიმრები, სურვილის მიუხედავად, ვერ სარგებლობენ გასაჩივრების უფლებით პენიტენციურ სისტემაში არსებული სუბკულტურის გამო. საგანგაშოა, რომ საჩივრის მექანიზმის გამოყენება, არასათანადო მოპყრობის გამომწვევი ერთ-ერთი რისკფაქტორია სისტემაში. კერძოდ, არაფორმალური მეთოდებით მმართველობის წესების თანახმად, საჩივრის დაწერა მიუღებელია და წამების 102 პრევენციის ევროპული კომიტეტი, სტანდარტები, პარ. 54, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3ubiT5o>[ბოლოს ნანახია: 18.01.2021]. 103 2020 წლის 26 ივნისს №10 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტისას გაირკვა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციას საჩივრების ყუთები 16 მარტის შემდეგ არ გაუხსნია. საჩივრის უფლების რეალიზებისათვის, მნიშვნელოვანია პატიმრების თაბახის ფურცლებით, 104 კონფიდენციალური საჩივრების კონვერტებით და საწერი კალმებით მომარაგება. 105 2020 წელს განსაკუთრებული პირობების შემოღების შემდეგ, პატიმრები წერილებს და საჩივრებს სოციალური მუშაკის ნაცვლად დაწესებულების უსაფრთხოების ან რეჟიმის თანამშრომლებს გადასცემენ გასაგზავნად. 106 2020 წელს ივლისი-აგვისტოს პერიოდში სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე №6 დაწესებულებიდან 7 შეტყობინება შემოვიდა პატიმრის მიერ სახალხო დამცველის აპარატში და სხვა უწყებებში გასაგზავნი წერილების დაბლოკვის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატმა გადამოწმების შემდეგ დაადგინა, რომ პატიმართა საჩივრები სახალხო დამცველის კანცელარიაში არ შემოსულა. 68 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საჩივრის დამწერი შესაბამისად დაისჯება.107 ჩამოთვლილ პრობლემებზე საუბარია 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშიც.108 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, საანგარიშო წლის განმავლობაში არ გაზრდილა სოციალური მუშაკების როლი პატიმრებისთვის უფლებების, მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურებზე პერიოდულად ინფორმირებასთან დაკავშირებით. 2.3.2. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით,109 დამკავებელმა მოხელემ დაკავებულ პირს გასაგები ფორმით უნდა განუმარტოს მისი საპროცესო უფლებები და დაკავების საფუძველი. ამის მიუხედავად, პოლიციის მიერ პირის საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირება წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემური იყო. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულ პირებს უმეტეს შემთხვევებში არც დაკავებისას და არც გამოკითხვის წინ, ან საერთოდ არ უმარტავენ უფლებებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აწვდიან ინფორმაციას.110 სახალხო დამცველი მიესალმება დაკავებულთა უფლებების თაობაზე ინფორმირების დონის ამაღლების კუთხით პოსტერების განთავსებას პოლიციის დაწესებულებებში.111 თუმცა პოსტერების საშუალებით ინფორმირებასთან ერთად, რომლის წაკითხვა დაკავებულმა პირმა შეიძლება ვერც კი მოასწროს, მნიშვნელოვანია, რომ მას ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე ზეპირად და გასაგები ენით, დროულად მიეწოდოს. 107 მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია ტიპის (№14, №15 და №17) დაწესებულებებში იხდის, 2020 წელს პატიმრებისგან სახალხო დამცველის აპარატში შემოსული 1384 განცხადებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი დაწესებულების პატიმრების მიერ გამოგზავნილი. ასევე ყურადსაღებია იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ მომხდარი პატიმართა შორის ძალადობის ფაქტების შესახებ, რომლის თანახმად, 2020 წელს პატიმართა დაპირისპირების სულ 465 შემთხვევაზე მიიღეს ინფორმაცია და აქედან მხოლოდ 8 შეტყობინება გაიგზავნა №17 დაწესებულებიდან, 1 შეტყობინება გაიგზავნა №14 დაწესებულებიდან, ხოლო №15 დაწესებულებიდან არცერთი შეტყობინება არ გაგზავნილა. 108 „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/317W0DP> [ბოლოს ნანახია 18.03.2021]. 109 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი: 38(2) და მუხლი 174(1). 110 სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან გასაუბრებისას, ადვოკატებიც ამახვილებენ ყურადღებას ამ საკითხზე და აღნიშნავენ, რომ დაკავებულმა პირმა საკუთარი უფლებების თაობაზე ინფორმაცია პირველად ადვოკატისგან მიიღო. 111 სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2020 წელს მონახულებული პოლიციის დაწესებულებებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების აბსოლუტურ უმრავლესობაში, შესასვლელებში განთავსებული იყო დიდი ზომის პოსტერები, რომლებიც შეიცავს საპროცესო უფლებების შესახებ ინფორმაციას. 69 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პოლიციის მხრიდან დაკავებული პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის თავიდან ასარიდებლად, უმნიშვნელოვანესი გარანტიაა ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა, ვინაიდან სწორედ დაკავების პირველ საათებში იმყოფება პირი ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში. 2020 წელს, ჩვენი მონიტორინგის შედეგებით საგრძნობლად გაუმჯობესებულია პირველი 24 საათის განმავლობაში ადვოკატის საქმეში ჩართვის მაჩვენებელი. კერძოდ, 2020 წელს სისხლის სამართლის საქმეებში (სულ 430 საქმე) ადვოკატი პირველი 24 საათის განმავლობაში საქმეების 45%-ში ჩაერთო, 48 საათის განმავლობაში კი 29%-ში.112 აქვე აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირის მიერ ადვოკატის მოთხოვნის ან დაკავშირების დრო კვლავ არ აღირიცხება. რაც შეეხება ოჯახის ინფორმირებას პირის დაკავების შესახებ, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს, კანონმდებლობით დადგენილ 3-საათიან ვადაში113, ოჯახს დამუშავებული სისხლის სამართლის საქმეების 84%-ში დაუკავშირდნენ. წინა წელთან შედარებით, ამ კუთხით მდგომარეობა ოდნავ გაუარესებულია, თუმცა მთლიანობაში მაინც სტაბილურია.114 სახალხო დამცველი, წინა წლის მსგავსად115, მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის იმის შემოწმებას, პრაქტიკაში რამდენად ხორციელდება ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ან ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების შესახებ ინფორმაციის შეტყობინების უფლება. სამწუხაროდ, აუდიო-ვიდეო ჩანაწერების წარმოებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც არაერთი საერთაშორისო სტანდარტით არის გამყარებული, დღემდე შეუსრულებელი რჩება. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციით მიმართავს, აწარმოონ პოლიციის დაწესებულებებში დაკავებული პირის დაკითხვის პროცესის უწყვეტი ელექტრონული (აუდიო ან/და ვიდეო) გადაღება, რაც წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამატებითი გარანტიაა.116 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში, მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს წამების პრევენციის გარანტიები, კერძოდ, განიხილოს აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოყენება დაკავებულებისა და თავისუფლებააღკვეთილი პირების, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან 112 კომუნიკაციის დროს. მათ შორის, მათი გამოკითხვისა და სტატისტიკა წლების მიხედვით პირველი 24 საათის განმავლობაში ადვოკატის ჩართვასთან დაკავშირებით: 2017 წელი -15%, 2018 წელი -11,9%; 2019 წელი - 24,6%. 113 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. 114 წლების მიხედვით დინამიკა შემდეგია: 2017 წელს -71%, 2018 წელს -86,8%. 2019 წელს - 94.4%. 115 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 89; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 61. 116 საბოლოო დასკვნა რუსეთის ფედერაციის მიმართ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, CAT/C/RUS/CO/6, 28.08.2018. 70 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაკითხვის პროცესში.117 ჩანაწერები უნდა იყოს დაცული, ინახებოდეს გონივრული დროით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაკავებული პირისთვის, მისი ადვოკატისა და შიდა/საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებისთვის, ისევე როგორც საგამოძიებო ორგანოებისთვის.118 ამის საპირისპიროდ, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიციის დაწესებულებებში დაკავებულ პირთა დაკითხვის/გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა სავალდებულო არ არის და პოლიციელთა შეხედულებაზეა დამოკიდებული. 2020 წელს დაკავებულ პირებთან და ადვოკატებთან გასაუბრება აჩვენებს, რომ პოლიციის დაწესებულებებში კვლავ არ მიმდინარეობს დაკავებულ პირთა გამოკითხვის პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა.119 სახალხო დამცველი, წლებია, რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ინსპექტორები/ცენტრალური კრიმინალური ტერიტორიული თანამშრომლები) ორგანოების პოლიციის პოლიციელთა (პატრულ- დეპარტამენტისა მოქალაქეებთან და ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება და გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები. ამ მხრივ 2020 წელს მდგომარეობა არ შეცვლილა და არცერთ ზემოთ მითითებულ შემთხვევაში არ არის გაწერილი ვიდეოგადაღების ვალდებულება. რაც შეეხება გადაღებული ვიდეომასალის შენახვის ვადებს, მხოლოდ პატრულ-ინსპექტორთა მიერ სამხრე კამერით120 გადაღებული ვიდეომასალის შენახვის ვადაა დადგენილი. ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, პრაქტიკაში სამხრე კამერები იშვიათად გამოიყენება. გამოკითხული დაკავებულები აღნიშნავდნენ, რომ მათი დაკავებისას პატრულ-ინსპექტორებს სამხრე კამერა ჩართული არ ჰქონდათ.121 ადვოკატები ასევე მიუთითებენ, რომ ჩანაწერების გამოთხოვის შემთხვევაში, როგორც წესი, აღმოჩნდება, რომ ან კამერა არ იყო ჩართული ან ჩანაწერი შემთხვევით წაიშალა. 117 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ცინცაბაძე ჯგუფის საქმეებზე, მე-13 პუნქტი, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3a5Q0jT > [ბოლოს ნანახია:08.01.21]. 118 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 28-ე საერთო ანგარიში, 2019, პარ. 81, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rBonoG>, [ბოლოს ნანახია: 08.02.2021]. გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის ანგარიში პოლონეთის მთავრობას, CAT/OP/POL/ROSP/1, 09.01.2020. პარა. 47, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2xXKrn7 > [ბოლოს ნანახია: 08.02.2021]. 119 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის შესაბამისად საგამოძიებო მოქმედების დროს დასაშვებია ვიდეო და აუდიო ჩაწერა. 120 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანება, მუხლი 121. 121 58 დაკავებულიდან 3 დაკავებული აღნიშნავდა, რომ დაკავების პროცესს იღებდნენ, 4 დაკავებულს ზუსტად არ ახსოვდა მიმდინარეობდა თუ არა ვიდეოგადაღება სამხრე კამერით, 4 დაკავებულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის, დანარჩენ 47 შემთხვევაში დაკავებულები აღნიშნავდნენ, რომ ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა. 71 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2020 წელს გამოკითხული არაერთი დაკავებული მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავთა მიერ სავარაუდო დანაშაულთა 30%-ის ჩადენის ადგილად დასახელებულია პოლიციის ავტომანქანა, რომლის შიდა პერიმეტრი არ არის აღჭურვილი ვიდეოსათვალთვალო სისტემით. 2020 წელს პოლიციის რიგ დაწესებულებებში კვლავ პრობლემა იყო შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა. ამასთანავე, კვლავ გრძელდებოდა დაკავებულთან ან დაწესებულებაში სხვა სტატუსით მყოფ პირთან გასაუბრებისთვის პოლიციის დაწესებულებების უფროსების და მათი მოადგილეების სამუშაო კაბინეტების აქტიური გამოყენება, სადაც არ მიმდინარეობს აუდიო-ვიდეო მეთვალყურეობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის არასათანადო მოპყრობის რისკებს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სივრცე, სადაც დაკავებულს ან მოქალაქეს შეიძლება უწევდეს ყოფნა, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით სრულად უნდა იყოს დაფარული. პოლიციის დაწესებულების ყველა შიდა და გარე პერიმეტრი, სადაც დაკავებულს შეიძლება უწევდეს ყოფნა, უნდა აღიჭურვოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია დაირღვეს დაკავებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ან ადვოკატთან და ექიმთან შეხვედრის კონფიდენციალურობა.122 არასათანადო მოპყრობის გამოსავლენად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა დაზიანებების სწორი დოკუმენტირება და ზოგადად, შსს-ს სისტემაში დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, იქნება ეს დაკავების ოქმების ხარვეზების გარეშე შევსება, პოლიციის განყოფილებებში ჟურნალების სათანადო წარმოება - პირის დაკავების თარიღისა და დროის, დროებითი მოთავსების იზოლატორში წაყვანის თარიღისა და დროის და ა.შ. მითითებით; დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნის სათანადო წარმოება, რომელშიც აღიწერება დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, როგორც დაწესებულებაში შემოსვლის დროს, ასევე გასვლის დროს, და სხვა გარემოებები. სამწუხაროდ, პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში კვლავ ხარვეზებით იწარმოება დაკავებულ პირთა შესახებ დოკუმენტაცია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებული 62 პოლიციის დაწესებულებიდან 27 დაწესებულებაში ჟურნალების შევსების არსებითი ხარვეზები გამოვლინდა.123 მნიშვნელოვანია, მათ შორის, შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც მონიტორინგის ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ 122 საბოლოო დასკვნა რუსეთის ფედერაციის მიმართ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, CAT/C/RUS/CO/6, 28.08.2018. 123 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 15 ნოემბრამდე ჟურნალის შეუვსებლობის ან არასწორად შევსების 41 ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 20 ნოემბრის წერილი MIA 5 20 02723536. 72 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სარწმუნო ინფორმაცია პირის სტატუსის, პოლიციის დაწესებულებაში შესვლის და გამოსვლის დროის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2020 წელს დამუშავებული 463 საეჭვო შემთხვევიდან124 122 შემთხვევაში იზოლატორში აღწერილი დაზიანებები პირის დაკავების ოქმში მითითებული არ ყოფილა. ცხადია, ამ შემთხვევებში ჩნდება მყარი პრეზუმფცია, რომ შესაძლოა დაკავებული პირი პოლიციის კონტროლის ქვეშ დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი საერთოდ არ შეიცავს გრაფას, სადაც პოლიციის თანამშრომელმა უნდა მიუთითოს დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს - პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი ადმინისტრაციული დაკავების ოქმში, შენიშვნის გრაფაში აღწერს დაზიანებებს, ხოლო ზოგიერთი - არა. რაც შეეხება დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირთა დაზიანებების დოკუმენტირებას სამედიცინო პერსონალის მიერ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ექიმები სათანადო ყურადღებით არ ეკიდებიან დაზიანებების დოკუმენტირების საკითხს და დოკუმენტირებისას უგულებელყოფენ სტამბოლის პროტოკოლის მოთხოვნებს. არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოსავლენად, უმნიშვნელოვანესია, რომ ექიმმა დაადგინოს კავშირი დაკავებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და დაკავებული პირის მიერ მითითებულ, დაზიანებების მიყენების მეთოდებს შორის.125 წინა წლების მსგავსად, დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმები დაკავებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს კვლავ ხარვეზებით ადოკუმენტირებენ.126 რაც შეეხება დაზიანებების ფოტოგრაფირების საკითხს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტირებული 377 შემთხვევიდან ფოტო გადაღებული იყო 67 (17.7%) შემთხვევაში. სპეციალური პრევენციული ჯგუფი გაეცნო 50 ფოტოს, 4 გადაღებული იყო დამაკმაყოფილებლად, 46 შემთხვევაში კი ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, კერძოდ, პრობლემა იყო ფოკუსირებული ფოტოები, არასაკმარისი და არასათანადო განათება. ამასთან, დროებითი 124 საეჭვოდ მიიჩნევა ისეთი შემთხვევები, როცა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს დაკავების გარემოებების, დაზიანების ლოკალიზაციის, რაოდენობის და ხასიათის მხედველობაში მიღებით, გაუჩნდათ ეჭვი, რომ დაკავებული პირი სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. 125 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტიანი გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო („სტამბოლის პროტოკოლი“), პარ. 104. 126 2020 წელს შესწავლილი 463 საქმიდან, 377 (84.1%) შემთხვევაში დაზიანებები დოკუმენტირებული იყო სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით შედგენილი ოქმით. 73 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მოთავსების იზოლატორებში კვლავ არ არის დადგენილი სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად გადაღებული ფოტოების შენახვის ერთიანი წესი.127 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, შეტყობინებების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა დროებითი მოთავსების იზოლატორები. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო ძალადობის თაობაზე 291 შეტყობინება შევიდა.128 პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ დამუშავებული ზემოაღნიშნული 463 საეჭვო საქმიდან, 43 (9.3%) შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორთან შეტყობინება არ გაგზავნილა, მათ შორის, არის შემთხვევები, როდესაც დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება სახესა და თვალბუდეზე და დაზიანებების ხარისხი და ფერი მიანიშნებს, რომ ახლად მიღებული დაზიანებებია. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი 2019 წელთან შედარებით შემცირებულია. 2019 წელს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული 449 საქმიდან, 98 (21,8 %) შემთხვევაში არ იყო შეტყობინება გაგზავნილი. მოსამართლის როლი არასათანადო მოპყრობის შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. 129 კუთხით, მოსამართლეებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია, რომ, თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე მოსამართლეს ეჭვი გაუჩნდება, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ჩადენილია წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისთვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.130 თუმცა, მნიშვნელოვანია, ცვლილებები შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და აღნიშნული შესაძლებლობა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირებთან მიმართებითაც იყოს უზრუნველყოფილი. ამის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები კვლავ ხშირია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსამართლემ 70-ჯერ მიმართა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, ვინაიდან 127 ფოტოები უმეტესად ინახება კომპიუტერის desktop-ზე განთავსებულ საქაღალდეში. ხშირად ფოტო დოკუმენტებს არ ეწერა სახელი, გვარი და თარიღი. იყო შემთხვევები, როდესაც ექიმებმა ვერ იპოვეს ფოტოები. 128 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის 8 დეკემბრის წერილი №22000020027. 129 თითოეული მხარე-სახელმწიფო იღებს ქმედით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო ან სხვა სახის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს წამების აქტები მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე“, გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია, მუხ. 2(1). 130 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლი. 74 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გაუჩნდა ეჭვი, რომ დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას ან ამის შესახებ თავად განუცხადა დაკავებულმა.131 მოსამართლის როლთან დაკავშირებით, ყურადსაღებია დისტანციური სასამართლო პროცესების პრაქტიკა. დისტანციური სასამართლო პროცესები, დროებითი მოთავსების იზოლატორში კონფიდენციალურ გარემოში არ მიმდინარეობს, რადგან თანამშრომლები დაკავებულს მარტო არ ტოვებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაკავებულის ადვოკატიც დისტანციურად ერთვება სასამართლო სხდომას, რაც დაკავებულს უქმნის განცდას, რომ უფლებადამცველის გარეშე იმყოფება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადვოკატის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გარემოცვაში მყოფი დაკავებული ნაკლებად გაბედავს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბარს, რაც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების ეფექტიან გამოვლენას აბრკოლებს. დისტანციურ სასამართლო სხდომებთან მიმართებით, ასევე ნიშანდობლივია თავად მოსამართლის შეზღუდული შესაძლებლობა ვიზუალურად შეაფასოს დაკავებული პირის ფიზიკური და ფსიქოემოციური მდგომარეობა.132 2.3.3. ფსიქიატრიული დაწესებულებები საანგარიშო პერიოდში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, წინა წლების მსგავსად, პრობლემური იყო ძალადობის ფაქტების და მათზე რეაგირების დოკუმენტირების არსებული პრაქტიკა. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ არის დანერგილი პაციენტის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის დოკუმენტირებისა და საგამოძიებო უწყებაში შეტყობინების გაგზავნის სამართლებრივი მექანიზმი. ფსიქიატრიული დაწესებულებები, პრაქტიკულად, რეაგირების გარეშე ტოვებენ უკვე მომხდარ კონფლიქტებს, რადგან დაწესებულებებს არ აქვთ ვალდებულება სპეციალურ ჟურნალში აღნუსხონ ძალადობის შემთხვევები და მიიღონ შესაბამისი ზომები. აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია და რაოდენობა არასათანადო მოპყრობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ხდება. სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა მათ შეძლონ პაციენტის ვერბალური ან ფსიქიატრიაში აღიარებული სხვა თანამედროვე მეთოდებით დამშვიდება, ასევე პაციენტის დარწმუნება და დაყოლიება მკურნალობის პროცესის უზრუნველსაყოფად და ამ გზით თავი აარიდონ სხვა უფრო მეტად მზღუდავი მეთოდების გამოყენებას. ასევე საგულისხმოა, რომ სამედიცინო რაოდენობის გამო, ფსიქიატრიულ პერსონალის არასაკმარისი დაწესებულებებში კვალიფიკაციისა ადგილი აქვს და პაციენტების 131 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის წერილი პ-1996-20. 132 გასათვალისწინებელია ისიც, რომ დისტანციური სასამართლო სხდომების თაობაზე სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულის გამოსახულება ან საერთოდ არ ჩანდა, არ ჩანდა ხარვეზებით და ბუნდოვნად. იხილეთ სახალხო დამცველის დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ანგარიში, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3p8Z6Rx> [ბოლოს ნანახია: 10.02.2021]. 75 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის პროცესში სპეციალური კვალიფიკაციის არმქონე, არასამედიცინო პერსონალის ან პაციენტების მონაწილეობას. შეზღუდვის პროცესში არასამედიცინო, სპეციალური ცოდნის არმქონე პერსონალის მონაწილეობის პრაქტიკა, არამარტო საფრთხის შემცველია პაციენტის ჯანმრთელობისათვის, არამედ ძლიერი მასტიგმატიზებელი გამოცდილებაა. გამოწვევად რჩება პერსონალის კვალიფიკაცია. რეკომენდაციები პატივისცემაზე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაფუძნებული, კუთხით შეუსრულებელია დაწესებულებებში ინდივიდუალურ დასაქმებული სახალხო დამცველის პაციენტთა უფლებების საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პაციენტებისთვის პროგრამა ითვალისწინებს არც მოკლევადიან ფსიქოსოციალური მკურნალობაზე რეაბილიტაციის მყოფი სერვისების ხელმისაწვდომობას. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ ჩატარებული მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით, ფსიქოლოგებს ბოლო პერიოდში გავლილი არ აქვთ შესაბამისი გადამზადების კურსები და მათ პირად საქმეებში დაცული სერტიფიკატები 2011-2012 წლებით თარიღდება. რაც შეეხება სოციალურ მუშაკს, მის პირად საქმეში არ მოიძებნა მაგისტრის/მაგისტრთან სოციალური გათანაბრებული მუშაობის ან სფეროში დოქტორის ბაკალავრის, აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და სოციალური მუშაკისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ტრენინგის გავლის შესაბამისი სერტიფიკატი. პაციენტის არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური გასაჩივრების მექანიზმის დანერგვა, როგორც ფსიქიატრიული დაწესებულების შიგნით, ისე მის გარეთ.133 მართალია, კანონმდებლობა ითვალისწინებს პაციენტის უფლებას, შეიტანოს საჩივარი და განცხადება სასამართლოსა და ნორმატიულ დონეზე არის არ სხვა სახელმწიფო გაწერილი დაწესებულებებში,134 პროცედურა, როგორ უნდა თუმცა იყოს უზრუნველყოფილი პაციენტის მიერ ამ მექანიზმების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, გასაჩივრების ჰოსპიტალშიდა მექანიზმების დანერგვის მხრივ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულებას, შეიმუშაოს პაციენტთა საჩივრების განხილვის ჰოსპიტალშიდა მექანიზმი 133 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე–13 მუხლი. 134 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 „ზ“ პუნქტი. 76 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 და არც თავად ფსიქიატრიული დაწესებულებები ზრუნავენ საკუთარი ინიციატივით ამ მექანიზმის დანერგვასა და განვითარებაზე.135 ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკაში პაციენტების მხრიდან გასაჩივრების მექანიზმებით სარგებლობისათვის აუცილებელია მათი საკმარისი ინფორმირება სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ. ამის რელევანტური ილუსტრაციაა შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ შემთხვევა, სადაც განთავსებულია შიდა საჩივრების ყუთი, თუმცა უფუნქციოდ, ვინაიდან პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია გასაჩივრების პროცედურების შესახებ. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გასაჩივრების პროცედურების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი, არ არის განთავსებული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში. ამასთან, ტელეფონის არქონის და კონფიდენციალურ გარემოში საუბრის შეუძლებლობის გამო, ტელეფონით პრაქტიკულად შეუძლებელია სახელმწიფო დაწესებულებასთან ან სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირება. წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მონიტორინგის მექანიზმი განისაზღვრა.136 ცვლილებების მიხედვით, მონიტორინგი გულისხმობს ადგილზე შემოწმებას, რეკომენდაციების შემუშავებას, ანგარიშის საჯაროდ გამოცემას და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას, მაგრამ, სამწუხაროდ, მექანიზმი არ ითვალისწინებს პაციენტებისგან და სხვა დაინტერესებული პირებისგან კონფიდენციალური/ღია საჩივრების მიღების შესაძლებლობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის საფუძვლები 2020 წლის 1 სექტემბრამდე უნდა განსაზღვრულიყო, თუმცა ამ ეტაპამდე არ განსაზღვრულა. საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს რეგულაციებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია გარკვეული თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება სამედიცინო პერსონალის მხრიდან. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ნორმა ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, წერილობითი გადაწყვეტილებით, უკიდურესი აუცილებლობისას, უსაფრთხოების მიზნით პაციენტს სხვადასხვა უფლებები შეუზღუდოს.137 კერძოდ, ექიმს აქვს უფლება პაციენტს შეუზღუდოს ტელეფონით სარგებლობის უფლება; სტაციონარის ხანმოკლე დროით დატოვების უფლება; წერილების, ამანათების და მნახველების მიღების უფლება; პირადი ნივთის ქონის უფლება; აუდიო- 135 2019 წელს შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის’’ მონიტორინგის ანგარიშში სახალხო დამცველი მიესალმებოდა პაციენტის საჩივრების განხილვის კომისიის დანერგვას, რომელიც შეისწავლის პაციენტების მიერ ზეპირად ან წერილობით გამოთქმულ წინადადებებსა და პრეტენზიებს, 10, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3sIxe9H > [ბოლოს ნანახია: 21.01.2021]. 136 საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თავი VII1. 137 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი. 77 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ვიზუალური ინფორმაციის მიღების უფლება, ასევე, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე გასაგები ინფორმაციისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის უფლება. ბუნდოვანია, რას გულისხმობს უსაფრთხოების მიზნით უფლების შეზღუდვა, გაურკვეველია, რა სახის უსაფრთხოების საფუძვლით აქვს ექიმს პაციენტის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. გადაწყვეტილებების მიღების შესაბამისად, ექიმების პრევენციისთვის, მხრიდან მნიშვნელოვანია, თვითნებური თითოეულ უფლებასთან მიმართებით პროცედურა და კრიტერიუმები მკაფიოდ გაიწეროს. რაც შეეხება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე გასაგები ინფორმაციისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის უფლების შეზღუდვას, ეს ნებისმიერი მიზეზით გაუმართლებელია. 2.4. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა ამ დანაშაულის პრევენციისთვის. არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევა მკაცრად უნდა იყოს დაისაჯოს და ამისთვის საჭიროა ყველა გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. სამწუხაროდ, 2020 წლის განმავლობაში, არაერთი გამოწვევა გამოვლინდა ამ 138 თუ მიმართულებით. წლიდან წლამდე ამ პრობლემაზე საუბრობენ ადგილობრივი 139 საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები. 2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამართალდამცავთა მიერ არასათანადო მოპყრობის დანაშაულთა დაუსჯელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამოქმედდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით ხაზი უნდა გაესვას თანამშრომლობის ხარისხს. ინსპექტორის სამსახურთან კომუნიკაციის პროცესში ხარვეზები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ინსპექტორის სამსახურმა ათეულობით საქმეზე მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატს გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხოლო ორ სისხლის სამართლის საქმეზე, საგამონაკლისო წესით, მისცა გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებამდე, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის დანაშაულების გამოძიებისა და 138 არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხდარ ფაქტებზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2019; არასათანადო მოპყრობის პრევენცია პოლიციის საქმიანობაში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2019; სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიების ხარვეზები და მსხვერპლთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, 2018. 139 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2018 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტის შედეგების შესახებ. პარ. 13-15; Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ; Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ; Amnesty International-ის 2017-2018 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ. 78 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ორგანო საქართველოს პროკურატურა იყო. 2019 წლის პირველ ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულებს კვლავ საქართველოს პროკურატურა იძიებს. სამწუხაროდ, განმავლობაში წარმოებული არასათანადო პროკურატურის მოპყრობის მიერ საქმეების წლების გამოძიება არ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს140, უწყება არც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას მის წარმოებაში არსებულ მნიშვნელოვან საქმეებზე. საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელი და განისაზღვრა, ანგარიშვალდებული რომ საქართველოს კონსტიტუციური პროკურატურა ორგანოა. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია. პროკურატურის დამოუკიდებლობა და ჯეროვანი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია როგორც დარღვეული ადამიანის უფლებების აღდგენის, ისე ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით. საქართველოს გენერალური პროკურატურის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, პროკურატურის ინსტიტუციური მოწყობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გასაუმჯობესებლად, გენერალური პროკურატურის რეფორმის დაწყება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სახალხო დამცველმა გენერალური პროკურატურის რეფორმის დაწყების თაობაზე წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს,141 თუმცა პარლამენტს, 2019 წლის მსგავსად, ეს წინადადება არც საანგარიშო პერიოდში გაუთვალისწინებია. შესაბამისად, გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროება კვლავ აქტუალური საკითხია. 2020 წლის სექტემბერსა142 და 2021 წლის მარტში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა143 კვლავ მოუწოდა ხელისუფლებას, გაატაროს რეფორმები პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. კომიტეტმა აღნიშნა, რომ გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით არსებული მუდმივი შეშფოთება მიუთითებს, რომ აქამდე გატარებული ღონისძიებები (მათ შორის, 2017-2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში) არ არის საკმარისი და პროკურატურის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების საჭირო დონის მისაღწევად აუცილებელია შემდგომი მდგრადი რეფორმების გატარება. მინისტრთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულებისას მიიღო როგორც საჭირო ზოგადი ღონისძიება დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. 140 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა, თბილისი, 2019, 6. 141 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 142 თბილისი, 2019, 84. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1383-ე სხდომის, 2020 წლის 29 სექტემბერი – 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2QhV0dR >[ბოლოს ნანახია 22.03.2021]. 143 ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1398-ე სხდომის, 2021 წლის 9 – 11 მარტის გადაწყვეტილება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3r6YLje > [ბოლოს ნანახია 22.03.2021]. 79 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ცალკე გამოვყოფთ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კონკრეტულ მაჩვენებლებს 2019-2020 წლებში. 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის 1 საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ბრალდებულად 3 პირი ცნო. პოლიციელების სავარაუდო მონაწილეობის 176 ფაქტზე დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ამ საქმეებში ბრალდებულად 3 პირი იქნა ცნობილი. 2019 მაჩვენებელი წლის 2020 მონაცემთან წელს შედარებით, შემცირებულია. გამოძიებების კერძოდ, 2019 წლის დაწყების 1-ლ საერთო ნოემბრამდე პროკურატურამ პოლიციის თანამშრომლის მიმართ გამოძიება დაიწყო 298 საქმეზე, მათგან ბრალდებულად იქნა ცნობილი 4 პირი, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების - 2019 წლის 1-ლი ნოემბრის შემდეგ, ამ უკანასკნელმა 2019 წლის განმავლობაში ჯამში პოლიციის თანამშრომლის სავარაუდო 62 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება და მათგან ბრალდებულად ცნობილ იქნა 1 პირი. ამის მიუხედავად, გაზრდილია პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი. კერძოდ, 2020 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულების ფაქტზე 1 გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბრალდებულად ცნო 1 პირი, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი - 30 საქმეზე. 2019 წლის 1-ლ ნოემბრამდე პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება 18 საქმეზე დაიწყო, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა - 1 საქმეზე. არცერთ საქმეზე არ უცნიათ პირი ბრალდებულად.144 ტენდენციის სახით აღსანიშნავია, რომ პოლიციისა და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას, როგორც პროკურატურა, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, ძირითადად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით იწყებენ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით (წამების აკრძალვა) გამოძიება არ დაწყებულა. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლს (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 2020 წელს ამ მუხლით გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორმა 18 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლის, ხოლო 5 შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის შესაძლო დანაშაულის ფაქტების თაობაზე დაიწყო. აღსანიშნავია სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემური 144 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის თავი. 80 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკითხები. სახალხო დამცველი 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც აღნიშნავდა, რომ დასახელებული 107 წინადადების საფუძველზე, გამოძიების ფარგლებში პასუხისმგებელი პირი არ გამოვლენილა. რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, სახალხო დამცველის მიერ 20132019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მხოლოდ პოლიციის 3 თანამშრომელი მიეცა, დაზარალებულად მხოლოდ 1 პირი ცნეს. საანგარიშო პერიოდში მოპყრობასთან სახალხო დაკავშირებით დამცველის აპარატმა შესწავლილ სისხლის სავარაუდო არასათანადო სამართლის საქმეებში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. აპარატის წარმოებაში არსებული არაერთი განცხადების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, რიგ შემთხვევებში, ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედების (კომისიური/კომპლექსური დამაბრკოლებელი - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა). გარემოებაა მედიცინის საექსპერტო კონკრეტული ექსპერტიზის ჩატარება კვლევის ჩატარების დარგის სპეციალისტების მონაწილეობის შეუძლებლობა, რაც განპირობებულია ამ უკანასკნელთა უარით, მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საგულისხმოა, რომ კვლევის შესწავლილ ნაწილში საქმეებში მონაწილეობის სამედიცინო მიღებაზე. ექსპერტიზის (კომისიური)ჩატარების შეუძლებლობის გამო, საგამოძიებო ორგანომ ვერ შეაფასა კონკრეტულ პირთა ბრალეულობის საკითხი. ამით ზიანი მიადგა როგორც დაზარალებულთა უფლებებს, ასევე, შეუსრულებელი დარჩა სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულება, სავარაუდო დანაშაულის გამოძიების კუთხით. გარდა ამისა, გამოვლინდა სამი საქმე, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას 7, 9, 18 თვე დასჭირდა. ზემოთქმულის გარდა, 2019 წლის მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც გამოიკვეთა ბრალდებულთა მიმართ დანიშნული გაჭიანურების შემთხვევები. სასამართლო ამის მიზეზი სსიპ ფსიქიატრიული ლევან ექსპერტიზის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში სარემონტო სამუშაოები, ექსპერტფსიქიატრის შტატის ნაკლებობა და პანდემია იყო.145 საგულისხმოა, რომ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების გაჭიანურება მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის კონკრეტულ ბრალდებულთა სამედიცინო მდგომარეობის კუთხით. ზემოაღნიშნულის გარდა, საანგარიშო პერიოდში საგულისხმო იყო შემდეგი საქმეები: ლუკა სირაძის საქმე146 - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატი, საგამონაკლისო წესით, დაუშვა ლუკა სირაძის საქმის (შსს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვან ლუკა სირაძის ჩვენების მიცემის იძულებისა 145 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს 2020 წლის 29 მაისის №5002825420 პასუხი. 146 საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში, თბილისი, 2020, 19. 81 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 და მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი) გამოძიების მასალებზე. მასალების გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცრუ ჩვენების მიცემას, რაც საქმეზე ობიექტური გამოძიებისთვის ხელშემშლელი გარემოება იყო. ასევე, ორ მოწმეზე ზემოქმედების მცდელობას ჰქონდა ადგილი ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან. ამავე საქმეში ასევე გამოიკვეთა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მონაწილეობით სხვა სავარაუდო პასუხისმგებელი პირის ამოცნობის ჩატარების აუცილებლობა, რაც გამოძიების მხრიდან დამატებით შესწავლას საჭიროებდა. სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ხსენებულ საკითხებზე რეაგირების თაობაზე წინადადებით მიმართა.147 სამწუხაროა, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის და მოწმეზე ზემოქმედების შესაძლო ფაქტებზე, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. თავის მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩაატარა წინადადებაში მითითებული საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა.148 ამ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. თემურ აბაზოვის ბრალდების საქმე - 2020 წლის დასაწყისში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის მიმართ გამოტანილმა გამამართლებელმა განაჩენმა. სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში თემურ აბაზოვს ბრალი ედებოდა დაზარალებულის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში.149 ბრალდების თანახმად, მოგვიანებით, მანვე, სხვა პირთა დახმარებით, მოახდინა აღნიშნული ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზება. ამრიგად, თემურ აბაზოვს ბრალი ედებოდა ორი მძიმე დანაშაულის ჩადენაში. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის მიწურულს, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, პროკურატურამ შეცვალა პოზიცია და ბრალდებულს მთლიანად მოუხსნა ბრალდება კადრების გავრცელების ნაწილში, რის საფუძვლადაც პროკურატურამ მიუთითა, რომ თემურ აბაზოვმა ორივე ქმედება ერთიანი განზრახვით ჩაიდინა, რის გამოც პირველმა დანაშაულმა სრულად მოიცვა ღირსებისა და პატივის შემლახავი კადრების შენახვისა და გავრცელების ორგანიზების პერიოდი. საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ ყოფილა. შესაბამისად, რადგან მეორე ბრალდება, თემურ აბაზოვს პროკურატურის მხრიდან მოხსნილი ჰქონდა, საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა. 147 სახალხო დამცველის 2020 წლის 23 ოქტომბრის №15-3/10514 წინადადება. 148 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 5 მარტის №SIS 5 21 00004207 წერილი. 149 ბრალდების მიხედვით, ეს გამოიხატა დაზარალებულის იძულებაში, პირდაპირი ეთერის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა მეუღლისათვის, შემდგომ კი ჭიქაში მოეშარდა და თავისივე შარდით სახე ჩამოებანა. 82 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გასათვალისწინებელია, რომ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უკვე გამოკვლეული იყო. მტკიცებულებათა ერთობლიობა მიუთითებდა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებისა და გავრცელების ეპიზოდი. ისინი პირად მიმოწერაში უგზავნიდნენ ერთმანეთს ამ კადრებს, აზუსტებდნენ, თუ რა ვიდეომასალა იყო, ორგანიზებას უწევდნენ მასალის სოციალური ქსელით გავრცელებას და ა.შ. სახალხო დამცველი არ იზიარებს პროკურატურის დასაბუთებას კადრების გავრცელების ნაწილში ბრალდების მოხსნის თაობაზე. არც სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დისპოზიციები, არც აღნიშნული ქმედებების ლოგიკური ანალიზი არ მიუთითებს, რომ პირის მიმართ არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა მოიცავს ამ მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებას. არაადამიანური. პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი კადრების საჯაროდ გავრცელება დამატებით აღრმავებს დაზარალებულის მიერ განცდილ მძიმე მორალურ ტანჯვას და იწვევს მის ხელახალ ვიქტიმიზაციას, რის გამოც ამ ქმედებას სისხლის სამართლის კოდექსი ცალკე, დამოუკიდებელ დანაშაულად მოიაზრებს. განაჩენში მოსამართლემაც მიუთითა, რომ ხსენებული დანაშაულები ერთმანეთს არ მოიცავს, თუმცა აღნიშნა, რომ პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით იგი ვეღარ იმსჯელებდა, ვინაიდან პროკურატურამ ეს ბრალდება მოხსნა.150 განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე, მოცემული ბრალის დაუსაბუთებელი მოხსნით, სასამართლოს წაართვა ამ უმძიმეს დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მეტიც, ბრალდების მოხსნის შედეგად, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის სამართლებრივი პრინციპის გათვალისწინებით, ამგვარ დანაშაულზე სამართლიანობის აღდგენა სამომავლოდაც გამოირიცხა. პროკურატურის ქმედებით დაზარალებულს დაერღვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პოზიტიური ასპექტი, რომელიც გულისხმობს ეფექტიან გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  დაიწყოს საქართველოს გენერალური პროკურატურის რეფორმა, გაითვალისწინოს საპროკურორო საბჭოს მონაწილეობა პროკურატურაში ქვემდებარეობის განსაზღვრისა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პროცესში; სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებასა და იმ ნორმატიული აქტების მიღების პროცესში, რომლებიც პროკურატურის სისტემურ საკითხებს არეგულირებენ; 150 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი, 22. 83 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  პატიმრობის კოდექსით განისაზღვროს ბრალდებულების 4 კვ.მ.-ის მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება;  შევიდეს ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და განისაზღვროს, რომ თუ მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ ჩადენილია წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს;  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით განისაზღვროს, რომ პაციენტის მიმართ იძულებითი სწრაფი ტრანკვილიზებისას, უნდა გავრცელდეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში (პაციენტის მიმართ შეზღუდვის გამოყენება) მოცემული მოთხოვნები და გარანტიები;  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების და დამტკიცების ვალდებულება, რათა დაწესებულებებმა მინიმუმამდე დაიყვანონ სიტუაციის ესკალაციის რისკები და, შესაბამისად, საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება;  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებით უზრუნველყოს უსაფრთხოების მიზნით ექიმის მიერ პაციენტის უფლებების შეზღუდვის მკაფიო პროცედურა სამართლებრივი დაცვის გარანტიების არსებობის პირობებში (განისაზღვროს, თითოეული უფლების შეზღუდვა რა კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში დაიშვება, რა ვადით დაიშვება თითოეული უფლების შეზღუდვა და როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება);  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით მკაფიოდ გაიმიჯნოს სტაციონარში მოთავსების თაობაზე ინფორმირებული თანხმობა და მკურნალობის თაობაზე ინფორმირებული თანხმობა. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, სტამბოლის პროტოკოლით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში შესრულებას და მისი დროული ჩატარების უზრუნველყოფას. საქართველოს იუსტიციის მინისტრს: 84 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  მიიღოს ყველა ზომა დაწესებულებაში მოთავსებული ძალადობის მსხვერპლი პატიმრების დასაცავად, მათ შორის, სხვა დაწესებულებებში გადაყვანის ან კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პატიმრებთან კონტაქტის არიდების გზით;  2021 წელს, ყველა დაწესებულებაში ეტაპობრივად გადამზადდნენ უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები;  პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შევიდეს ცვლილება და გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსებას, შესაძლებელია მიმართონ, როგორც უკიდურეს ღონისძიებას, ხოლო ამ ღონისძიების გამოყენებისას, დასაბუთდეს, თუ რატომ მიიჩნიეს დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსება უალტერნატივო ღონისძიებად. ასევე, დებულებაში გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახის და სამარტოო (უსაფრთხო) საკნის გამოყენებამდე, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა;  დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად;  დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში შეიქმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, რბილი მასალით კედლებისა და იატაკის მოპირკეთებით;  დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი და იმ შემთხვევაში, თუ 24 საათის შემდეგ არ აღმოიფხვრება დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების საფუძველი, პატიმარი, ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების მისაღებად, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ №18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა სამოქალაქო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში;  სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების ჩატარების გზით:  უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების გამოყენების და ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით;  უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით პატიმრების გადაყვანის პრაქტიკის შესწავლა და თანმდევი რეაგირება, პატიმრების არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად; 85 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  2021 წელს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილებების შეტანით განისაზღვროს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა, ასევე, განცალკევების ღონისძიების გადასინჯვის ვალდებულება, ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომში, ამავე დროის ინტერვალით;  ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის, ან პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანით განისაზღვროს სრული შემოწმების დროს რისკის პრინციპების დაცვის ინდივიდუალური ვალდებულება; შეფასების, განისაზღვროს თანაზომიერების პატიმრისთვის სრული შემოწმების ალტერნატიული მეთოდების (სკანერის) შეთავაზების ვალდებულება; აიკრძალოს სრული გაშიშვლებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნა;  პენიტენციურ დაძლევის დაწესებულებებში გეგმაში არსებული გაითვალისწინოს გადატვირთულობის პატიმართა საცხოვრებელი პრობლემის კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ 15 პატიმარზე მოდიოდეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მინიმუმ ერთი თანამშრომელი;  პატიმართა საკნებში განთავსების დროს გაითვალისწინოს ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებები; შეისწავლოს, თუ რა მიზეზით ბრკოლდება ამ თავისებურებების გათვალისწინება გადაჭრის გეგმა. საკვების მომზადების დროს და შეიმუშაოს პრობლემის გაითვალისწინოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებები;  2021 წელს უზრუნველყოს №2 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე, ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში;  პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის დასაძლევად, უზრუნველყოს კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავება და მომზადებული დოკუმენტი მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საკუთარი მოსაზრებების წარმოსადგენად;  2021 წელს პენიტენციური დაწესებულებების ყველა იმ ექიმს, რომელიც ახდენს დაზიანების დოკუმენტირებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის №633 ბრძანებით დამტკიცებული პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად, ჩაუტარდეს დაზიანების დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების ტრენინგი;  წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირებისთვის, შემუშავდეს სახელმძღვანელო პრინციპები, სადაც გაიწერება ექიმის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების 86 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 აღრიცხვის წესის შესაბამისად დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები;  შევიდეს ცვლილება განისაზღვროს, პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის რომ დებულებებში შეხვედრა და პატიმრებთან კონფიდენციალურია, მესამე პირის დასწრების შემთხვევაში კი, წერილობით დასაბუთდეს დასწრების მიზეზი;  სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა;   №17 დაწესებულებაში გაუქმდეს ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები; პენიტენციურ დაწესებულებებში თითოეულ პატიმარზე უზრუნველყოს 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი;  შეამოწმოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებში ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;  2021 წელს უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის დაბალანსება პატიმართა რაოდენობასთან, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის გზით;  2021 წლის განმავლობაში უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;    უმოკლეს ვადებში შეივსოს სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილები; უზრუნველყოს დაწესებულებებში ექთნების რაოდენობის მინიმუმ ორჯერ გაზრდა; დაწესებულებების განათლების სამედიცინო ფარგლებში პერსონალისთვის უზრუნველყოს უწყვეტი პროფესიული სამედიცინო ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება;  შემუშავდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლების მოზიდვის სტრატეგია;  პენიტენციურ დაწესებულებებში დაინერგოს პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი;  პენიტენციური დაწესებულებების კანონქვემდებარე ნორმატიულ თავისებურებებიდან დონეზე გაიწეროს გამომდინარე, ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა;  87 | მუდტიდისციპლინურმა პრობლემების მქონე მკურნალობა არ გუნდმა პაციენტთა ესაჭიროებათ, შეაფასოს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შეიმუშაონ ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიონ შესაბამისი დახმარება;  2021 წელს პატიმრებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე;  2021 წელს, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა. №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ საშუალება, დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს ისარგებლონ გასეირნების უფლებით;  სპეციალური პენიტენციური სამსახურის საგამოძიებო ორგანომ უზრუნველყოს №8 დაწესებულებაში არასრულწლოვნების დეესკალაციის ოთახსა და უსაფრთხო საკანში მოთავსების და №8 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში სრული შემოწმების ჩატარების არსებული პრაქტიკისა და შემთხვევების შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველს აცნობოს;  მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რათა უსაფრთხო საკნების ნაცვლად შექმნას სპეციალურად მოწყობილი დასამშვიდებელი ოთახები, რომლებსაც მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით გამოიყენებენ და მათი გამოყენების ხანგრძლივობა რამდენიმე საათს არ უნდა აღემატებოდეს, ამ დროის განმავლობაში, არასრულწლოვნებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ადამიანური კავშირი და მიმდინარეობდეს მულტიდიციპლინური მუშაობა მათი დამშვიდების, რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და ქცევის კორექციისთვის აუცილებელი აქტივობების დასაგეგმად;  უზრუნველყოს არასრულწლოვანთა მათთვის გასაგებ (მარტივ ენაზე) ინფორმირება უფლება–მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმის თაობაზე; გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა დაწესებულებაში მიღების შემდგომ სოციალურმა მუშაკმა დეტალურად აუხსნას არასრულწლოვანს მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები; ასევე, სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე; მათ შორის, ზემოაღნიშნული ინფორმაცია არასრულწლოვნისთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე შექმნილი ბროშურის სახით მიეწოდოს არასრულწლოვანს და გამოეკრას პატიმრისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში;  უზრუნველყოს არასრულწლოვანთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო აქტივობების განხორციელება;  №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში აშენდეს არასრულწლოვან ბრალდებულთა ნაწილი; 88 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების (№388–№01-18/ნ) მე–4 მუხლის I პუნქტში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმად, არასრულწლოვნები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ასევე უზრუნველყოს არასრულწლოვანთა კვების მენიუში ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის დამატება;  ყველა უცხოენოვანი პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურებით; მათ შორის, მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოთ ინფორმაცია დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და რეგულაციების შესახებ;  პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის ყველა თანამშრომელს, ჩატარდეს პროფესიული გადაწვის ტრენინგი;  პენიტენციური დაწესებულებების აუნაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაო;  პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს მიეცეს შვებულების სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა;  ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დამოუკიდებლად და შეუფერხებლად დასაკავშირებლად, უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები;  დაავადებათა ცენტრთან კონტროლისა და თანამშრომლობით, საზოგადოებრივი უზრუნველყოს ჯანმრთელობის ეროვნულ დაწესებულებებში ინფექციის გავრცელების რისკების და ამ რისკების აღმოფხვრის კუთხით საჭიროებების შეფასება; ასევე შემუშავდეს პენიტენციურ დაწესებულებებში COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის გეგმა;  ქრონიკული დაავადებების მქონე იმ პირებისა და ხანდაზმულების მიმართ, რომლებიც რეალურ საფრთხეს არ უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, აამოქმედონ სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება; იმ შემთხვევაში, თუ ეს ვერ ხერხდება, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებული რისკჯგუფის პატიმარები მოათავსონ კეთილსაიმედო პირობებში, განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ;  დაწესებულებების როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალს ჩაუტარდეს სწავლება ინფექციის კონტროლის (COVID-19-ზე განსაკუთრებული ფოკუსით), მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების საკითხებზე;  ყველა პატიმარი, სახელმწიფოს ხარჯზე, უზრუნველყოფილი იქნას პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებელი საშუალებებით და ეფექტიანი ზედამხედველობა გაეწიოს მათ გამოყენებას; 89 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  დაწესეულებებში უზრუნველყონ, რომ პირბადეს იყენებდნენ ის მსჯავრდებულები, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული დაავადებების სიმპტომები;  უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებთან დაკავშირებული ინფორმაციის პატიმართათვის მიწოდება, როგორც საინფორმაციო პოსტერების გაკვრით, ისე საინფორმაციო ბუკლეტების პატიმრებისთვის გადაცემისა და ვიდეორგოლების გაშვებით;   უზრუნველყოს COVID-19-ზე პატიმართა პერიოდული ტესტირება; უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულების პერსონალისა და პატიმრების COVID19 ზე ვაქცინაცია;  ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინფექციის კონტროლის ყველა ზომის დაცვით, უზრუნველყოს დაწესებულებებში ექიმი სპეციალისტების ვიზიტების განახლება;  ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინფექციის კონტროლის ყველა ზომის დაცვით, უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის განახლება;  2021 წელს, პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, მიიღოს დამატებითი ზომები პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდული უფლებების საკომპენსაციოდ;  ყველა პენიტენციურ განსაკუთრებულ დაწესებულებაში პირობებში დაუყოვნებლივ სარეაბილიტაციო უზრუნველყოს აქტივობების ჩატარების ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენება;  ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით, უზრუნველყოს სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების პენიტენციურ დაწესებულებებში დაშვება, რათა მათ დაწესებულების შესაბამისი სამსახურების დახმარებით/ხელშეწყობით უზრუნველყონ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა. გაიზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის, ექსპლუატაციის, დოკუმენტირებისა ძალადობისა და და შეურაცხყოფის) საგამოძიებო და ფაქტების მონიტორინგის გამოვლენის, დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი;  სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციისა 90 | და მათზე რეაგირების სტრატეგია, სადაც ასევე იქნება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გათვალისწინებული ძალადობის შემთხვევების სპეციალურ ჟურნალში დოკუმენტირებისა და ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება;  სამინისტრომ შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც უნდა მოიცავდეს პაციენტის უფლებების დაცვისა და ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს. ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალს ჩაუტარდეს სწავლება, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტთა უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული განსაკუთრებული დახმარების ყურადღება მიდგომა და დაეთმოს პერსონალის ბიოფსიქოსოციალური მოდელის თანამედროვე მიერ მნიშვნელობის ფსიქიატრია, ფსიქიატრიული გააზრებას და პრაქტიკაში შესასრულებლად, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.  სამინისტრომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გზით გამოავლინოს და აღკვეთოს პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, ინექციებისა და მედიკამენტების, ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთება;  შემუშავდეს და დაინერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი იმისთვის, რათა დაწესებულებებმა მინიმუმამდე დაიყვანონ სიტუაციის ესკალაციის რისკები და საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება;  მონიტორინგის საშუალებით შეისწავლოს შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა, ასევე, ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდგომ სტატუსის გადასინჯვის საკითხი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში;  სახალხო დამცველის აპარატთან და შშმ პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით განახლდეს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია;  დაავალოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა;  შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის უზრუნველყოფის კუთხით არსებული საჭიროებები და ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომობით უზრუნველყოს ასეთი სერვისების დანერგვა;  შევიდეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, რათა მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი; 91 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  შეისწავლოს მიმღები ფორმალურად ნებაყოფლობითი პაციენტების რეალური ნების ფსიქიატრიული საწინააღმდეგოდ დახმარების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაწერონ ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი;  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე თანხმობის ერთიანი ფორმა, სადაც გასაგები ფორმით იქნება გადმოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრული დახმარების არსისა და პაციენტთა უფლებების შესახებ; ამასთანავე, ბრძანებით განისაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, ისევე როგორც ინფორმაცია, თუ ვის მიმართოს, თუკი არ სურს სტაციონარში დარჩენა;  ცვლილებები შევიდეს მინისტრის ბრძანებაში,151 რათა პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის შევსება;  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს პაციენტის გასაგები ენით ზეპირი და წერილობითი ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესის, პაციენტის უფლებების და სტაციონარის პოლიტიკის თაობაზე. დაავალოს შესაბამის ორგანოს, შეისწავლოს, მიეწოდება თუ არა პაციენტებს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენაზე;  შემუშავდეს და მინისტრის დაწესებულებებისთვის ბრძანებით სავალდებულო, დამტკიცდეს ფსიქიატრიული განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალგარე პროცედურები;  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა პროცედურები;  უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიატრიულ სტაციონარებში დასაქმებული ყველა იმ სოციალური მუშაკის გადამზადება, რომელსაც არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; 151 ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №87/ნ, 2007 წლის 20 მარტი, ქ. თბილისი. 92 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  უზრუნველყოს სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება, მათი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით;  შეისწავლოს ფსიქიატრიული ადაპტირებულობა მობილობის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სენსორული შეზღუდვის დაწესებულებებში შეისწავლოს სამედიცინო მქონე პირთა საჭიროებებთან;  ფსიქიატრიულ საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესაბამისად პაციენტის მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი;  ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული სტაციონარების ხელმძღვანელობას, რათა მათ უზრუნველყონ დაწესებულებაში არანაკლებ ორი იზოლირებული პალატის მოწყობა ინდივიდუალური სველი წერტილებით, სადაც COVID-19-ის ტესტის პასუხამდე შესაძლებელი იქნება პაციენტის იზოლირება;  შეისწავლოს დაწესებულებების მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19“ კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციით (გაიდლაინი) დადგენილი რეკომენდაციების შესრულება;  შემუშავდეს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდეს კვების ერთიანი სტანდარტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება, რომლის კვებითი ღირებულება შეესაბამება პირის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კულტურულ/რელიგიურ თავისებურებებს, ყოველდღიურმა რაციონმა ხილიც მოიცვას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოს პოლიციელთა მიერ დაკავებული პირისათვის უფლებების განმარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესის ტექნიკური საშუალებებით (აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით) გადაღება;  უზრუნველყოს დაკავებული პირის მხრიდან ოჯახის ან ადვოკატის შეტყობინების მოთხოვნის სათანადო დოკუმენტირება შესაბამისი რეესტრების წარმოების გზით;  2020 წელს, გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი; ამასთანავე, იმ იზოლატორებში, სადაც დაკავებულთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, არ იგეგმება სამედიცინო პუნქტების გახსნა, ექიმები დაასაქმონ ხელშეკრულების შესაბამისად;  დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტარდეთ ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; 93 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც სამედიცინო ოთახი ფუნქციონირებს, უზრუნველყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმების დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმებთან შენახვა;  2021 წელს, ტერიტორიული ორგანოების და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად აღიჭურვონ სამხრე კამერებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვროს მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება, ასევე, გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები;  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით განისაზღვროს პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება. ვიდეოგადაღების ვალდებულება დაწესდეს შემდეგ შემთხვევებში: პირის იდენტიფიციკაცია; ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა, პირის დაკავება;  პოლიციის ავტომანქანები ეტაპობრივად აღიჭურვოს ავტომანქანის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით;  ნორმატიული აქტით განისაზღვროს დაკავებული პირის პოლიციის ავტომანქანაში ყოფნის დროს უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულება ავტომანქანის გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერით ან მისი არარსებობის შემთხვევაში, სამხრე კამერით;  პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა;  აღმოიფხვრას დაკავებული პირის პოლიციის მოადგილეების კაბინეტებში შეხვედრის უფროსების პრაქტიკა და და უფროსის მათთან შეხვედრა განხორციელდეს მხოლოდ ვიდეომეთვალყურეობით აღჭურვილ სივრცეში;  პილოტურ რეჟიმში პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოს დაკავებული პირის დაკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიო-ვიდეოგადაღება;  შევიდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №625-ე ბრძანებაში და №9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; გამოიყენეს თუ არა იძულების ზომა და რა ფორმით; 94 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  რეესტრის წარმოების გზით, უზრუნველყოს პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში მიყვანილი ყველა პირის აღრიცხვა, მათი სტატუსის, შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით;  პოლიციის დაწესებულებებში დაინერგოს ელექტრონული, სისტემატიზებული, სტანდარტიზებული და უნიფიცირებული მონაცემთა ბაზების წარმოება, რომელიც ჩაანაცვლებს დაწესებულებაში წარმოებულ ჟურნალებს;  ელექტრონულ მონაცემთა ბაზის დანერგვამდე, უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება დაწესებულებებში წარმოებული ჟურნალების შევსების თაობაზე, ასევე მიეწოდოთ ჟურნალის შევსების სახელმძღვანელო ინსტრუქცია;  უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს შორის შეხვედრების (მათ შორის, დისტანციური შეხვედრების) კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება;  უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დისტანციური სასამართლო სხდომის კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაუსწრებლად;  შეიმუშაოს სამედიცინო პერსონალისთვის ერთიანი სახელმძღვანელო აღკვეთის სინდრომის დროებითი მოთავსების იზოლატორში სამართავად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორში დახმარების მოცულობა და მოცემული იქნება მკაფიო მითითება, თუ რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ დაკავებული სტაციონარში;  უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული საყოფაცხოვრებო კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება. სახელმწიფო ინსპექტორს:  მაქსიმალურად უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირებთან პირისპირ შეხვედრები. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  №074220619801 სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება და გადადგას ნაბიჯები სახალხო დამცველის წინადადებების შესასრულებლად. 95 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 3. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება 3.1. შესავალი წინამდებარე თავში განხილულია საანგარიშო პერიოდში თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევის კუთხით არსებული შემდეგი გამოწვევები: ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები; პირთა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დაკავების პრობლემები; წლების განმავლობაში გადაუჭრელი საკანონმდებლო ხარვეზები; აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას გამოვლენილი სისხლისსამართლებრივი ხარვეზები; ივანე მერაბიშვილის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები; ასევე, პატიმრების გათავისუფლების მექანიზმების არაეფექტიანობა და არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების ხარვეზები. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით, მათ შორის, მოიცავს ადამიანის თავისუფლების დაცულობას, ასევე მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით. საანგარიშო პერიოდში, პანდემიის ვითარების გათვალისწინებით, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აღსანიშნავია, რომ საკარანტინე სივრცეში/იზოლაციაში მოთავსებული პირებისათვის სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი ღონისძიების ისეთი გარანტიები, როგორებიცაა, პერიოდში ეფექტიანი გასაჩივრების მათ შორის, საკარანტინე შესაძლებლობა, ასევე თვითიზოლაციის, როგორც თავისუფლების ნაკლებად შემზღუდავი ფორმის გამოყენების კრიტერიუმების განჭვრეტადობა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ხარვეზები. ასევე, ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშის თავისუფლებისა და უსაფრთხოების თავში შინაგან საქმეთა მინისტრისადმი გაცემული რეკომენდაციები დღემდე შეუსრულებელია. ნორმატიულად არ განისაზღვრა სპეციალურ ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება და სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი. 96 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 3.2. ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.152 დეკრეტის საფუძველზე, 2020 წლის 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების 154 დადგენილებით განისაზღვრა საკარანტინო ზონები, შესახებ“.153 ამ დღიდან ხოლო ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელი საკარანტინო ღონისძიებების შესრულების წესები და პროცედურები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგინდა.155 იგივე წესები საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ, ფაქტობრივად, უცვლელი სახით ინკორპორირდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში.156 3.2.1. COVID-19 საკარანტინო სივრცეები პანდემიით შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფომ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ზომებს მიმართა, მათ შორის, შეიქმნა საკარანტინე დაწესებულებები. საკარანტინო ღონისძიების ის სახე, როდესაც პირი სახელმწიფოს წარმომადგენლების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ექცევა, განისაზღვრება კონკრეტული სივრცე, სადაც ის უნდა იმყოფებოდეს გარკვეული პერიოდით და საკუთარი სურვილის შესაბამისად არ შეუძლია დატოვოს ეს სივრცე (დატოვების შემთხვევაში განსაზღვრულია შესაბამისი სანქცია), საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლისა და ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას. მნიშვნელოვანია 152„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანება. 153 „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილება. 154 „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილება, 2020 წლის 23 მარტს მოქმედი რედაქციის მე-6 და მე-8 მუხლები. 155 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-31/ნ ბრძანება „იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის შესახებ“ მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე - 2020 წლის 21 მაისამდე. 156 რომელიც გამოიცა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტით მთვარობისადმი მინიჭებული დროებითი უფლებამოსილების საფუძველზე. 97 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკარანტინო სივრცეში/იზოლაციაში მოთავსებული პირებისთვის სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის გარანტიები.157 აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, 2020 წლის 22 მაისს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი დროებითი ცვლილებებით, გარდამავალ დებულებებში განისაზღვრა, რომ პირის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, მას გასაგები ფორმით უნდა განემარტოს: იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის საფუძველი; რომ აქვს უფლება ადვოკატზე; რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე, მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.158 2020 წლის მარტი-მაისის თვეში სახალხო დამცველმა შეისწავლა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საკარანტინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.159 შედეგად დადგინდა, რომ საკარანტინო სივრცეებში საცხოვრებელი პირობები ძირითადად დამაკმაყოფილებელი იყო. კარანტინში მყოფი პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ თეთრეულით და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებებით. პრეტენზიები არსებულ პირობებთან დაკავშირებით, რესპონდენტების მხრიდან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამოითქვა. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებას, რომლის საფუძველზეც შემუშავდა მოკლე სახელმძღვანელო სამინისტროს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ საკარანტინო სივრცეში გადასაყვან/მოთავსებულ პირებთან. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრომ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია საკარანტინო ღონისძიების იძულებითი აღსრულების დროს სამხრე კამერების სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით. საკარანტინო სივრცეებში პრევენციის ეროვნული შედეგად გამოიკვეთა, რომ მონიტორინგის 160 გადამეტებისა 162 შემთხვევებს და უხეში მექანიზმის მიერ სამართალდამცავთა 161 დამოკიდებულების/მიმართვის ჩატარებული მხრიდან მხოლოდ ძალის ერთეულ ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პირთა სომატურ (ფიზიკურ) ჯანმრთელობაზე ზრუნვას, დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 157 გაეროს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენციის ქვეკომიტეტის 2020 წლის 25 მარტის რჩევა წევრ სახელმწიფოებს და პრევენციის ეროვნულ მექანიზმებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშiრებით“, პარ. 9; CPT, „Statement of principles relating to the treatment of persons deprived of their liberty in the context of the coronavirus disease (COVID-19) pandemic“, CPT/Inf(2020)13, par. 4. 158 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-5 პუნქტი. 159 საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ მიმართული საკარანტინო ღონისძიებებით გამოწვეული თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგის ანგარიში, თბილისი, 2020. 160 გამოკითხული 112 რესპონდენტიდან 2. 161 გამოკითხული 112 რესპონდენტიდან 3. 162 ერთეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი კერძო პირთა და სამედიცინო პერსონალის მხრიდან უხეშად მოპყრობის შემთხვევებსაც. 98 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკარანტინო სივრცეებში უზრუნველყოფილი იყო ექიმის ხელმისაწვდომობა. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ საკარანტინო სივრცეში მყოფი პირებიდან, არცერთს არ ჰქონია ინფორმაცია ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების შესახებ. 3.2.2. თვითიზოლაცია თვითიზოლაცია, ისევე როგორც კარანტინი, შემზღუდავი ღონისძიებაა, თუმცა კარანტინში მოთავსებასთან შედარებით, თვითიზოლაცია უფრო ნაკლებად შემზღუდავი ფორმაა. საკარანტინო ღონისძიების სახით ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გამოიყენებოდეს ნაკლებად შემზღუდავი ის ზომები, რომლითაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია.163 ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს და მისი გაუქმების შემდეგაც, ნორმატიულ დონეზე არ ყოფილა გაწერილი დეტალური კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირის თვითიზოლაციაში გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი. შედეგად, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების მიუხედავად, პრაქტიკაში პრობლემური იყო თვითიზოლაციის შესაძლებლობა. მისასალმებელია, რომ 2020 წლის 2 ივნისიდან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით აკმაყოფილებდეს განისაზღვრა პირი დამატებითი თვითიზოლაციაში კრიტერიუმები, 164 გადასაყვანად. რომლებსაც კერძოდ, უნდა არსებულ რეგულაციებს დაემატა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი სამედიცინო საჭიროებები; შშმ პირის სტატუსი; არასრულწლოვნობა და სხვა განსაკუთრებული გარემოებები. ეს ჩანაწერი შესაძლებლობას იძლეოდა თვითიზოლაცია პირთა უფრო ფართო წრეს გამოეყენებინა.165 თუმცა, ამ ცვლილების მიუხედავად, კვლავ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პირთა მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადაყვანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ თვითიზოლაციაში გადასაყვანად დადგენილ კრიტერიუმებს.166 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე, „ენჰორნი შვედეთის წინააღმდეგ“, №56529/00, პარ. 44. 164 „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-11 მუხლის 7 1 და 7 2 პუნქტები. 165 საქართველოს სახალხო დამცველის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ მიმართული საკარანტინე ღონისძიებებით გამოწვეული თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგის ანგარიში“, თბილისი, 2020, 14. 166 მაგალითისათვის, აღსანიშნავია უფლებადამცველ ანა არგანაშვილის საქმე, რომელიც თბილისის ერთერთ სასტუმროში იმყოფებოდა თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად, სადაც ბავშვისთვის არც შესაბამისი სივრცე და არც შესაბამისი კვება არ იყო უზრუნველყოფილი, რის გამოც თვითიზოლაციაში გადაყვანას ითხოვდა. ვინაიდან აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი ვერ მიიღო, მან სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა არგანაშვილსა და მის ოჯახს კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნა დაუკმაყოფილა. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართა მოქალაქემ, რომელსაც სსიპ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა თვითიზოლაციაში მოთავსებაზე უარი იმ საფუძვლით განუცხადა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები არ აკმაყოფილებდნენ თვითიზოლაციის კრიტერიუმებს. შედეგად პირი თბილისში არსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სადაც განმცხადებელი არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. 163 99 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 3.2.3. იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება მნიშვნელოვანია საკარანტინო სივრცეში/იზოლაციაში მოთავსებული პირებისთვის სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი ისეთი გარანტია, როგორიცაა გამოყენებული თავისუფლების შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიების დროში ეფექტიანად გასაჩივრების შესაძლებლობა, იმ შემთხვევისთვის, თუ პირი არ ეთანხმება საკარანტინო სივრცესა თუ თვითიზოლაციაში მოთავსების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი167 მკაფიოდ არ განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გასაჩივრდეს იზოლაციისა და საკარანტინო ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება, არც იმას უთითებს, რა ფორმით, რა ეტაპზე და რა ვადაში ბარდება პირს აღნიშნული გადაწყვეტილება. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გასაჩივრების წესი, რომელიც მოცემულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, არ არის ეფექტიანი მექანიზმი. არსებული ჩანაწერით გასაჩივრება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული წესით, ჯერ ზემდგომ ორგანოში,168 შემდეგ კი - სასამართლოში და გასაჩივრების ეს პროცესი შეიძლება თვეები გაგრძელდეს.169 ვინაიდან საკარანტინო ღონისძიება რამდენიმე დღე გრძელდება, იმისათვის, რათა გასაჩივრება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებად ჩაითვალოს, სამართლებრივი შედეგი მაქსიმალურად მცირე დროში უნდა დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლების შემზღუდავი ღონისძიება უკანონო ან არათანაზომიერია, პირმა მაქსიმალურად მცირე დროში უნდა შეძლოს საკარანტინო სივრცის დატოვება. სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა, კანონმდებლობით ეფექტიანად გასაჩივრების შექმნილიყო მიღებული მექანიზმი, რომლის გადაწყვეტილების საშუალებითაც დროში სასამართლო გამოყენებული ზომის აუცილებლობისა და თანაზომიერების საკითხს განიხილავდა.170 სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის ეს წინადადება არ გაითვალისწინა. განმცხადებლის მითითებით, საკარანტინო სივრცეში არასრულწლოვნისთვის სათანადო პირობები არ ყოფილა შექმნილი. 167 “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი. 168 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. 169 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის აქვს 1 თვის ვადა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესრიგებს ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის ვადებს და მოსამართლეს საქმის წარმოებაში მისაღებად 5 დღეს განუსაზღვრავს (მუხლი 445(3)). ხოლო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადად განსაზღვრულია 2 თვე (მუხლის 59(1)). 170 საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3sviR7L > [ბოლოს ნანახია 25.02.2021]. 100 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 3.2.4. შეზღუდვა გადაადგილებაზე საქართველოში 2020 წლის 31 მარტს გამოცხადდა მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები, რაც მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად გამკაცრებული შეზღუდვების მიღებას, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის ვადით კომენდანტის საათის დაწესებას გულისხმობდა.171 შესაბამისად, აიკრძალა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.172 შემდგომში, 2020 წლის 9 ნოემბერს, ქვეყნის დიდ ქალაქებში,173 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, აიკრძალა გადაადგილება.174 უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან იგივე შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, ამჯერად 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.175 ამ დროიდან დაწესებული გადაადგილების უფლების შეზღუდვა დღემდე ნარჩუნდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.176 მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტში, რიგი შეზღუდვები უკვე მოიხსნა, საქართველოს დაფუძნებული მთავრობას არ დასაბუთება, წარმოუდგენია თუ რატომ კონკრეტულ დარჩა მეცნიერულ გადაადგილების მეთოდზე თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება. მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისმა საბჭომ დაასაბუთოს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო177 „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით განსაზღვრული გადაადგილების უფლების შეზღუდვა. მოსარჩელე მხარე უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნების პრობლემურობასთან ერთად, მიიჩნევდა, რომ დაწესებული შეზღუდვა არ იყო უფლების შეზღუდვის თანაზომიერი საშუალება, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო, მიზეზი კი სადავო ნორმაში შესული ცვლილებები გახდა. Covidსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის №204 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 172 „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი. 173 ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში. 174 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბერის №670 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 175 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბერის №699 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 176 საქართველოს მთავრობის მიერ, გამონაკლისის სახით, მხოლოდ ახალი წლისა და შობის ღამეს მოიხსნა კომენდანტის საათი. იხ: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბერის №812 დადგენილება. 177 №1548 სარჩელი, „გივი ლუაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“. 171 101 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 19-თან დაკავშირებული შეზღუდვები და გასაჩივრებული ნორმატიული აქტები დღემდე სწრაფი დინამიკით იცვლება,178 მაგრამ თავად საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური კონტროლის ორგანო, ვალდებულია დააზღვიოს ეს რისკი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დროულად დაიცვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი დროებით ღონისძიებას ეხება. შესაბამისად, უარყოფითად უნდა შეფასდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად არ განიხილა179 კომენდანტის საათის კონსტიტუციურობის საკითხი, მით უფრო იმის გათვალიწინებით, რომ კოვიდ-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარება სასამართლოს არ აბრკოლებდა, საქმე დისტანციური სამართალწარმოების მეშვეობით განეხილა. 3.3. დაკავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოწმეების ფაქტობრივი დაკავების შემთხვევები. 2020 წლის 27 მარტს, სახალხო დამცველმა, გენერალურ პროკურორს სამი პირის მიმართ შესაძლო განზრახ უკანონო დაკავებისა და სხვა შესაძლო კანონდარღვევების შესახებ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოწმის სტატუსის მქონე სამი პირი იძულებით მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც 12 საათის განმავლობაში გააჩერეს, მათი ოჯახის წევრებს კი ამ დროს მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. მათ ასევე არ ჰყავდათ ადვოკატი. სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო განზრახ უკანონო დაკავებისა და ჩვენების მიცემის იძულების ფაქტებზე.180 მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა 2020 წლის აგვისტოსა და ნოემბერშიც, როცა პოლიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, მოწმის სტატუსის მქონე პირებს, იძულების ფორმით რამდენიმე საათის განმავლობაში შეუზღუდეს თავისუფლება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან, „112“, ორივე შემთხვევაში გამოითხოვა ვიდეომასალა, რომლებსაც, შესაძლოა, დაედასტურებინათ პირთა სავარაუდო განზრახ უკანონო დაკავების ფაქტები, თუმცა, მოწოდებული ინფორმაციით, ჩამწერი მოწყობილობის მყარ დისკზე შესაბამისი 181 ინფორმაცია არ იძებნებოდა. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებაში, 9 მარტის მდგომარეობით, 95 ცვლილებაა იქნა შეტანილი. 179 საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტულ სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა 3 თვის დაგვიანებით, 2021 წლის 12 თებერვალს გამართა. საქმეს განიხილავდა სასამართლოს 1-ლი კოლეგია. 180 სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 178 2020 წლის ანგარიში, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში. 181 102 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 3.4. საკანონმდებლო ხარვეზები საანგარიშო პერიოდში დადებითი სიახლე იყო საქართველოს 182 სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021 წლის პირველი ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდება183 ნორმა, რომლის მიხედვითაც, „პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.“184 სასამართლოს განმარტებით, ნორმა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას აწესებს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული დაკავების ვადების საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე ასევე მიუთითებდა სახალხო დამცველი. კერძოდ, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა შესაბამისი წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, თუმცა, სამწუხაროდ, პარლამენტს ეს წინადადება არ გაუთვალისწინებია.185 მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. 2019 წლის საპარლამენტო კანონმდებლობაში დღემდე ანგარიშში არსებულ სახალხო სხვა დამცველი ხარვეზებზეც საქართველოს უთითებდა, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებენ. მათ შორის, პრობლემურია ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილების საკითხი.186 კერძოდ, როდესაც პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლის წინაშე სადავოდ ხდის ადმინისტრაციულ დაკავებას, მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას და ამას ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში განიხილავს. საქართველოს სახალხო დაკავების კანონიერება ამ დამცველის საქმის შეფასებით, განმხილველმა ადმინისტრაციული სასამართლომ თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის 32/4/1412 გადაწყვეტილება საქმეზე, „ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 183 იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 2021 წლის 1 ივნისამდე გადაავადა. 184 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი. 185 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 135. 186 ამგვარ ხედვას იზიარებს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, იხ. კოალიციის მიმართვა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ხელმისაწვდომია: <http://bit.ly/38p6aAU> [ბოლოს ნანახია 04.03.2020]. 182 103 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან ერთად უნდა შეაფასოს, როგორც ეს სისხლის სამართლის პროცესშია.187 ზემოაღნიშნულის გარდა, სახალხო დამცველის შეფასებით, ასევე პრობლემურია ე.წ. გარიდების მექანიზმის გამოყენება და მისი მოწესრიგება. ეს მექანიზმი პრაქტიკაში პოლიციელის მიერ პირისათვის გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვების მოთხოვნასა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას გულისხმობს. მექანიზმის გამოყენების შესახებ რეგულაციები188 ნორმატიულ დონეზე განსაზღვრული არ არის, რაც პოლიციელებს მოქმედების ფართო დისკრეციას ანიჭებს. შესაბამისად, პოლიციელის მიერ პირის თავისუფლების უფლებაში ჩარევის შესაძლებლობის განჭვრეტადობისათვის, მნიშვნელოვანია ე.წ. გარიდების მექანიზმის გამოყენების საფუძვლები ნორმატიულ დონეზე მოწესრიგდეს. 3.5. აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა, წინა წლების მსგავსად, კვლავ უცვლელია. საქართველოს სტატისტიკური უზენაესი მონაცემების სასამართლოს მიხედვით, 2020 ვებგვერდზე წელს გამოქვეყნებული გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების სახეების საერთო სურათი და პროცენტული მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემების მსგავსია. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების ძირითადი სახე კვლავ პატიმრობა ან გირაოა. აღკვეთის სხვა ღონისძიებები, წინა წლების მსგავსად, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ 2020 წლის მონაცემების მიხედვით, აღკვეთის ღონისძიება, ჯამში, გამოყენებულია 9491 შემთხვევაში.189 მათგან პატიმრობის პროცენტული მაჩვენებელი 47.1%-ს შეადგენს - 4471 შემთხვევა. 2019 წლის საერთო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 176, 1-ლი ნაწ. (ე) ქპ., მუხ. 197, 1-ლი ნაწ. (ზ)ქპ. იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი, 505, ხელმისაწვდომია: <http://bit.ly/2TMCU2R > [ბოლოს ნანახია 13.03.2020]. 188 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, „პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება და აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს საფრთხის აღმოფხვრამდე.“ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, ამ მუხლზე არ მიეთითება, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს ამ ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. მაგრამ ამ შემთხვევაშიც აუცილებელი და საჭირო იქნება ქვემდგომი ნორმატიული აქტით ამ საკითხის დეტალური დარეგულირება და საფუძვლების და პროცედურების მკაფიოდ გაწერა. 189 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2ZScq2g> [ბოლოს ნანახია 19.03.2021]. 187 104 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მონაცემების პროცენტული მაჩვენებელი ანალოგიური იყო - აღკვეთის ღონისძიება ჯამში გამოყენებულია 11031 შემთხვევაში, მათგან პატიმრობის მაჩვენებელი 47.2% იყო - 5205.190 არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების კუთხით, 2019 წლის მსგავსად, 2020 წელსაც უცვლელია გირაოს გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი. კერძოდ, 2020 წლის მონაცემებით, გირაოს ხვედრითმა წილმა არასაპატიმრო ღონისძიებების 96.7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი მცირედით აღემატება 2019 წლის მონაცემს. 2019 წლის მონაცემებით, გირაოს ხვედრითი წილი არასაპატიმრო ღონისძიებების 96.3%-ს შეადგენდა. 3.6. ივანე მერაბიშვილის საქმე სახალხო დამცველმა გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ივანე მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების191 აღსრულების მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, ანგარიშებში მიმოხილულია ივანე მერაბიშვილის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 12 ივლისს განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ხარვეზები.192 2020 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, განაგრძო განახლებული გამოძიების მასალების გაცნობა. აპარატის წარმომადგენლებმა საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ გამოძიების კუთხით კვლავ იკვეთება არაერთი კრიტიკული ხარვეზი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს 4-წლიანი წყვეტის შემდეგ, ხელახლა დაიკითხა მნიშვნელოვანი მოწმე კ. თ. , რომელიც 2016 წელს მიცემულ ჩვენებაში აღწერდა, რომ 2013 წლის 14 დეკემბრის ღამეს, საკნის ღრიჭოდან დაინახა, როგორ გაიარეს მისი საკნის წინ ივანე მერაბიშვილმა და პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა (სავარაუდოდ სხვა პირებთან ერთად). ამ ჩვენებასთან დაკავშირებით 2020 წლის 17 დეკემბერს ჩატარებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მოწმეს მართლაც შეეძლო დაენახა საკნიდან პირთა მნიშვნელოვანი მახასიათებლები. ექსპერიმენტის ფარგლებში, დერეფანში გაიარა მისთვის აბსოლუტურად უცნობმა პირმა, ხოლო კ. თ.-მ სწორად აღწერა მისი გარეგნობისა და ჩაცმულობის სხვადასხვა დეტალი. კ.თ.-მ ვერ ამოიცნო ექსპერიმენტში მონაწილე პირი, რომელმაც დერეფანში ჩაიარა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პირი მისთვის უცნობი იყო და ამოცნობა ამიტომ გაუჭირდა, ხოლო ციხის მაშინდელ დირექტორს და ივანე მერაბიშვილს კარგად იცნობდა და მსგავსი ექსპერიმენტის ფარგლებში მათი ამოცნობა არ იქვე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. 192 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 134-135; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 89-90. 190 191 105 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გაუჭირდებოდა. ექსპერიმენტმა დამატებით დაადასტურა ივანე მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ფაქტის სარწმუნოობა. საანგარიშო პერიოდში, ივანე მერაბიშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ორი კომუნიკაცია წარადგინა, სადაც მთავრობის მიერ გატარებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები შეაფასა.193 აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილის 194 გადაწყვეტილებაში საქმეზე 2021 წლის მარტში მიღებულ მინისტრთა კომიტეტმა სახალხო დამცველის შეფასებები გაიზიარა. ინდივიდუალური ღონისძიებების ნაწილში კვლავ აღნიშნა, რომ რჩება კითხვები გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შესახებ. 3.7 გიორგი უგულავას თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა 2021 წლის 23 იანვარს მოქალაქე გიორგი უგულავას არ მიეცა შესაძლებლობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.195 საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღებული არ ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის საოქმო განჩინება გიორგი უგულავას მიმართ პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილიდან იკვეთება, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი აღნიშნული განჩინების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების შესახებ. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 23 იანვარს ამ განჩინების შესახებ სამინისტროს აცნობა საქართველოს პროკურატურამ. რაკი თბილისის საქალაქო სასამართლომ საკუთარი კანონისმიერი ვალდებულება არ შეასრულა196 და განჩინება დროულად, დაახლოებით 9 თვის განმავლობაში არ გადაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გიორგი უგულავას მიმართ დაირღვა გადაადგილების უფლება. 193 2020 წლის 11 აგვისტოს კომუნიკაცია, ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3qRtJf2 > [ბოლოს ნანახია 30.03.2021]; 2021 წლის 1 თებერვლის კომუნიკაცია, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3twFKs6 >[ბოლოს ნანახია 18.03.2021]. 194 ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 9-11 მარტის შეხვედრის გადაწყვეტილება. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3ty3lbS > [ბოლოს ნანახია 18.03.2021]. 195 სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. 196 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს ან მის ადვოკატს, გამომძიებელს, პროკურორს, აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელ დაწესებულებას.“ 106 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 3.8 საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები ექსტრადიციასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია მინდია ლავასოღლის საქმე, რომელსაც დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. 2018 წლის შემდეგ იგი თურქეთის რესპუბლიკაში საექსტრადიციო პატიმრობაში იყო, თუმცა, დაუდგენელი მიზეზით არ ხდებოდა მისი საქართველოში ექსტრადირება. აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა დოკუმენტს მსჯავრდებულის საქართველოში გადასაყვანად. თუმცა, საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ამოიწურა და 2020 წელს მინდია ლავასოღლი გააძევეს ბელარუსიის რესპუბლიკაში, სადაც იგი საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კვლავ დააკავეს. ადვოკატის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსიის რესპუბლიკაშიც ამოიწურა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა და 2021 წლის იანვარში იგი ამჯერად უკრაინაში გააძევეს. საქართველოს პროკურატურიდან მიღებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მოქალაქის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.197 მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ყველა ზომას მიმართოს იმისათვის, რათა მინდია ლავასოღლის ექსტრადირების პროცედურები წარიმართოს იმგვარად, რომ იგი არ იყოს საექსტრადიციო პატიმრობაში არაგონივრულად ხანგრძლივი ვადით საზღვარგარეთ ან/და პატიმრობის პირობებმა არ დაარღვიოს მისი უფლებები.198 3.9 პატიმრების გათავისუფლების მექანიზმები 2020 წლის განმავლობაში, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემური იყო მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა და ამ საკითხის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის ხარისხობრივი შეფასების მიზნით, 2020 წლის მაისში პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საბჭოების მიერ გამოცემული 1001 გადაწყვეტილება გამოითხოვა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ადგილობრივი საბჭოების199 გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი საბჭოები არ ასაბუთებენ 197 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 21 იანვრის №13/3711 წერილი. საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში. 199 თავდაპირველად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოები, ამჟამად კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები. 198 107 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გადაწყვეტილებებს და არ უთითებენ კონკრეტულ მოტივაციაზე, თუ რის გამო ანიჭებენ ერთ კრიტერიუმს უფრო მეტ ყურადღებას და სხვას - ნაკლებს. ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად შაბლონური ხასიათისაა და შეიცავს ფორმალურ მითითებას, თუ რომელ კრიტერიუმს დაეყრდნო საბჭო კონკრეტულ 200 შემთხვევაში უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები.201 ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველი 2019 წელს მიესალმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიასა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში202 გაუმჯობესების, ახალი პირობით ვადამდე გათავისუფლების შეფასების სისტემისა და მეთოდოლოგიის პროცედურების შემუშავების აუცილებლობის გათვალისწინებას. თუმცა, რეფორმა ამ დრომდე არ განხორციელებულა. ერთადერთი, რაც ამ მიმართულებით სამინისტრომ განახორციელა, კოვიდ პანდემიის გამო შემოღებული დროებითი წესია, რომლის საფუძველზეც, პირობით ვადამდე გათავისუფლების პროცედურები საკანონმდებლო დონეზე გამარტივდა, დაჩქარდა.203 ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში, დროებითი წესის მოქმედების პირობებშიც კი, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენების სტატისტიკური მონაცემები არ გაუმჯობესებულა. პირიქით, პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით შემცირდა, კერძოდ, 2019 წელს პირობით ვადამდე 1279 მსჯავრდებული გათავისუფლდა, 2020 წელს კი - 830.204 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში უფრო მეტ კრიტერიუმს მიექცეს ყურადღება, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, რომლებიც მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებსა და სხვა 200 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა საქართველოში“. 201 დეტალური ანალიზი ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშში. 202 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანება „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“. 203 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის №508 ბრძანება და 2021 წლის 20 იანვრის №672 ბრძანება. 204 თუმცა, აღსანიშნავია, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკა გაუმჯობესებულია. 2019 წელს ეს მექანიზმი 236 მსჯავრდებულის მიმართ იქნა გამოყენებული, ხოლო 2020 წელს (24 დეკემბრის ჩათვლით) – 545 მსჯავრდებულის მიმართ (მონაცემები ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას). 108 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკითხებს მიემართება.205 მნიშვნელოვანია პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი კრიტერიუმი კვლავ დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე არ იყოს, მით უფრო ისეთ შემთხვევებში, როდესაც სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული დადებითად ხასიათდება. გარდა ამისა, 2020 წელს, 2019 წლის მსგავსად206, რამდენიმე საქმის შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ პენიტენციური სამსახური რიგ შემთხვევებში კვლავაც არასწორად ითვლის პირობით ვადამდე გათავისუფლების ვადებს და საბჭოში მსჯავრდებულთა შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია დაგვიანებით იგზავნება, რაც არსებითად აზიანებს პატიმართა უფლებებს.207 ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოში უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, როდესაც ფაქტობრივად სასჯელის 20 წელს მოიხდის, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ან შინაპატიმრობით შეცვლისთვის, 15 წლის შემდეგ. სასჯელისგან გათავისუფლების, სასჯელის შემცირების ან დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით საქართველოს შეცვლის კიდევ პრეზიდენტისათვის ერთი მექანიზმია საქართველოს შეწყალება, კონსტიტუციით რომელიც მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. 2019 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა №556 ბრძანებულებით შეწყალების ახალი წესი დაამტკიცა, რომლითაც უვადო თავისუფლებააღკვეთილმა მსჯავრდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში, 15 წლის ნაცვლად, 20 წელი უნდა გაატაროს, რათა შეწყალების უფლებით სარგებლობა შეძლოს. სახალხო დამცველის შეფასებით, უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავდებულისთვის, მნიშვნელოვანია შემცირდეს როგორც პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის, ასევე პრეზიდენტის შეწყალების უფლებით სარგებლობის მიზნით დაწესებული ვადები. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს პირობით გათავისუფლებით სარგებლობა შეუძლიათ სასჯელის მოხდიდან 15 წლის შემდეგ, რაც კარგი პრაქტიკის მაგალითად 205 საქართველოს სახალხო დამცველი, „პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა საქართველოში“, ხელმისაწვდომია: <http://bit.ly/37NBXy5 > [ბოლოს ნანახია 24.02.2021]. 206 იხ. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში, თბილისი, 2020, 6,. 207 მაგალითად, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მსჯავრდებულისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოყენებასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3razrtg > [ბოლოს ნანახია 18.03.2021].; ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლების კანონშესაბამისი ვადის სწორად განსაზღვრის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3e0E85a > [ბოლოს ნანახია 18.03.2021]. 109 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიიჩნევა.208 როგორც ზევით აღინიშნა, საქართველოში უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია სასჯელის მოხდიდან 20 წლის შემდეგ. ამავე დროს, 2019 წლის 26 ნოემბერს დამტკიცებული შეწყალების ახალი წესის თანახმად, ასევე 20 წელია ის მინიმალური პერიოდი, რომელიც უვადო თავისუფლებააღკვეთილმა მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულებაში პრეზიდენტის შეწყალების უფლებით პირველად სარგებლობამდე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მოქმედ გათავისუფლებისა და სასჯელის შემცირების სხვადასხვა მექანიზმს პატიმრებისთვის გათავისუფლების დამატებითი და მათი გამოყენების განსხვავებული შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ასევე, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა არ არის მიმართული არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენებისკენ და პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა ხარვეზებით მუშაობს, დამატებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმი. შესაბამისად, უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ვადა 20 წლიდან ისევ 15 წლამდე უნდა შემცირდეს, როგორც ეს 2019 წლის 26 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული. გარდა ამისა, 2020 წელს, 2019 წლის მსგავსად209, რამდენიმე საქმის შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ პენიტენციური სამსახური რიგ შემთხვევებში კვლავაც არასწორად ითვლის პირობით ვადამდე გათავისუფლების ვადებს და დაგვიანებით იგზავნება საბჭოში მსჯავრდებულთა შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც არსებითად აზიანებს პატიმართა უფლებებს.210 3.10 არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების ხარვეზები საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების ხარვეზები. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმე, რომლის ფარგლებშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში დამატებითი პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად აუარესებდეს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT), უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მდგომარეობა, ამონარიდი 25-ე საერთო ანგარიშიდან [CPT/Inf (2016) 10], 2016 წლის აპრილი, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: <https://bit.ly/3mcMUiD >[ბოლოს ნანახია:11.01.21]. 209 იხ. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში, თბილისი, 2020, 6. 210 მაგალითად, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მსჯავრდებულისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოყენებასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3razrtg>[ბოლოს ნანახია 18.03.2021].; ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლების კანონშესაბამისი ვადის სწორად განსაზღვრის შესახებ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3e0E85a > [ბოლოს ნანახია 18.03.2021]. 208 110 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 როგორც დასახელებული პირის, ისე - პრობაციის ბიუროს აღრიცხვაზე მყოფი სხვა მსჯავრდებულების სამართლებრივ მდგომარეობას. კერძოდ, მოცემულ საქმეში მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალა და დაეკისრა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება 21:00 საათიდან 08:00 საათის ჩათვლით. პრობაციის ბიუროსთან დადებული ზეპირი შეთანხმებით, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, მას უფლება ჰქონდა ღამის საათებში სამუშაოს შესასრულებლად დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. შეთანხმების თანახმად, მას ეკისრებოდა ორი ვალდებულება გასვლის წინ პრობაციის ოფიცრის შეტყობინება და სამუშაოს შესრულებიდან 2-3 დღის ფარგლებში პრობაციის დოკუმენტაციის წარდგენა. ბიუროში სამუშაოს მსჯავრდებული შესრულების დამადასტურებელი ასრულებდა შეთანხმების პირობებით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს და პრობაციის ბიუროს მიერ რეჟიმის დარღვევა ყოველ ჯერზე საპატიოდ ეთვლებოდა. გაურკვეველი მიზეზით, პრობაციის ბიურომ არასაპატიოდ ჩაუთვალა მსჯავრდებულს მორიგი მსგავსი შემთხვევა, როდესაც მან საცხოვრებელი ადგილი ღამის საათებში სამუშაოს შესრულების მიზნით დატოვა და ოფიცერს ზეპირი ფორმით აცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პრობაციის ეროვნული ბიუროს წარდგინება და მსჯავრდებულს გაუზარდა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება. ზემოთ მითითებული საქმის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.211 სახალხო დამცველის მოსაზრებით, როგორც პრობაციის სააგენტომ, ისე - საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინეს, რომ მსჯავრდებულს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა. ის ეყრდნობოდა პრობაციის სააგენტოს ზეპირი ფორმით გაცემულ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მას საცხოვრებელი სახლის დატოვების ნებართვას აძლევდა. ჩვენი შეფასებით, კანონიერი ნდობის გაუქმების საფუძველი იქნებოდა მსჯავრდებულის მიერ საკუთარი მოვალეობების დარღვევა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული სახიფათო და არასწორი პრაქტიკის გამოსწორება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ფარგლებში ვერ მოხერხდა. მსჯავრდებული პასუხისმგებლობისგან ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა და მან საქმის განხილვის გაგრძელებაზე უარი თქვა. წინადადებები საქართველოს პარლამენტს: საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, №15-10/1451. 211 111 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  შევიდეს ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებად განისაზღვრება;  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით, უზრუნველყოს საკარანტინო ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების სწრაფი და ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმის დანერგვა გადაწყვეტილების მიმღებ ზემდგომ ორგანოში, ან პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრების ალტერნატიული მექანიზმის შეთავაზებით. გასაჩივრების შემდეგ, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს;  საქართველოს სამართლის სისხლის სამართლის კოდექსსა საპროცესო კოდექსში ცვლილებების თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის და საქართველოს შეტანის მიერ გზით, პირობით სისხლის უვადოდ ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადა, რამდენიმე წლით შემცირდეს. საქართველოს პრეზიდენტს:  შევიდეს ცვლილებები „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №556 ბრძანებულებაში და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ვადად 15 წელი განისაზღვროს. რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  2021 წელს ნორმატიულად განისაზღვროს სპეციალურ ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება და სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი;  2021 წელს სამხრე კამერებით აღიჭურვონ სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე სამართალდამცავები. 112 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 4 სამართლიანი სასამართლოს უფლება 4.1. შესავალი 2020 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა და ინციდენტებმა არაერთგზის წარმოაჩინა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი საკითხი საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე საჭიროებს გამოსწორებას. სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, მაგრამ ამავე დროს, ის სხვა უფლებების დაცვის ქმედითი საშუალებაცაა. წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ სამართლიანი სასამართლოს შექმნაა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი და ეფექტიანი საქმიანობა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს გააუმჯობესებს, სწორედ ამის გამო ეს უფლება სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანია. საქართველოს სახალხო დამცველმა, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სამართლიანი სასამართლოს უფლების მიმართულებით, 6 წინადადება და 2 რეკომენდაცია გასცა. გასული წლების მსგავსად, ამ კუთხით რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებელია. 8 რეკომენდაცია/წინადადებიდან სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ 1 შეასრულეს. სახალხო დამცველი მიესალმება 2020 წელს, იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მოწმე ბავშვებისთვისაც უზრუნველყოფილი საქართველოს იქნება მთავრობას, იურიდიული არასრუწლოვანთა დახმარება.212 მაგრამ, სამწუხაროდ, მართლმსაჯულებაში ფსიქოლოგების გადამზადებისა და ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ზემოაღნიშნულ რეკომენდაცია/წინადადებებთან ერთად, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის ისეთი მნიშვნელოვანი წინადადებები, რომლებიც ეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობდა დანაშაულის პროვოკაციის შემთხვევების თავიდან აცილებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კვლავ არ არის მკაფიოდ გაწერილი, რომ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სხვა მოსამართლის მიერ გამოკვლეული მტკიცებულება, ასევე, სოციალურად შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი პატიმრები არ განთავისუფლებულან სასამართლო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. წინამდებარე თავში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასამართლოს სისტემაში არსებულ ინსტიტუციურ გამოწვევებს - მოსამართლეთა განწესებას, საქმეთა განაწილების 212 „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლი. 113 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ელექტრონულ პროგრამას, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვ. ცხადია, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კოვიდ პანდემიამ. ანგარიშში მიმოვიხილავთ პანდემიით გამოწვეულ ახალ რეგულაციებს, რამაც გავლენა მოახდინა სასამართლო სისტემასა და მისით მოსარგებლე სუბიექტების უფლებრივ მდგომარეობაზე. ასევე, გასული წლების მსგავსად, 2020 წლის განმავლობაშიც პრობლემური იყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიუხედავად, უზრუნველყოფა. საკასაციო ეტაპზე უზენაესი სწრაფ სასამართლოს დაკომპლექტების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემები, სამწუხაროდ, გაზრდილია.213 2020 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ, 3 გადაწყვეტილება მიიღო,214 საიდანაც ორში ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არსებული პრობლემების საფუძვლით, საქართველოს სახალხო დამცველს 2020 წლის განმავლობაში 262 განცხადებით მიმართეს, აქედან 119 სასამართლო განხილვების დროს არსებულ პრობლემებს, ხოლო 143 სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების პერიოდს ეხებოდა. 4.2.სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები სასამართლო ხელისუფლების ფორმირება და მისი ინსტიტუციურად გამართული მუშაობა სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. დამოუკიდებელი და ინსტიტუციურად გამართული სასამართლოს პირობებში ფაქტობრივად შეუქცევადი ხდება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით შებოჭილი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება არა აბსტრაქტულად, არამედ, კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ 213 დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში, სამართლიანი სასამართლოს უფლება. 214 (1) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბრის №21447/11 და 35839/11 გადაწყვეტილება, საქმეზე - ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ; (2) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 14 აგვისტოს №12391/06 გადაწყვეტილება, საქმეზე - ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ; (3) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის №6739/11 გადაწყვეტილება, საქმეზე - ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ. 114 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ვრცელდება215 ფარგლებში და იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის 216 უფლებებთან. საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობის ხელისუფლების ნაკლებობა და დაბალი უმთავრესი გამოწვევა საზოგადოებრივი ნდობაა. მისი წლების განმავლობაში მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების ხარვეზიანმა წესებმა, საბოლოოდ დაუკარგა ნდობა სასამართლო ხელისუფლებას. 2019 და 2020 წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებმა ძალიან კარგად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაზეც პროფესიული ჯგუფები წლების განმავლობაში საუბრობდნენ.217 საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ გარკვეულ კანდიდატებს კომპეტენციის მნიშვნელოვანი ნაკლებობა ჰქონდათ, წარსული ქმედებების გამო კითხვის ქვეშ იდგა მათი კეთილსინდისიერება, და ამის მიუხედავად, ისინი თანამდებობაზე მაინც გამწესდნენ. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებს კი არა, რაღაც სხვა ინტერესებსა და შეთანხმებებს ეფუძნებოდა. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც სასამართლოს ადმინისტრირებისთვის შექმნილი კოლეგიური ორგანოა, გადაწყვეტილებები (მათ შორის, მოსამართლეთა წარდგენა) წინასწარ შეთანხმებული და კოორდინირებული წესებით218 მიიღება და მთლიანად იკარგება კოლეგიური ორგანოს არსი, რაც პლურალიზმს, განხილვასა და კონსესუსით/შეთანხმებით გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს. პარალელურად, დაბალი სასამართლო ხარისხისა და ორგანოების პროცესის გადაწყვეტილებების მაქსიმალური ფარულობის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, სასამართლო სისტემის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. ზემოაღნიშნული ფაქტორებისა და გარემოებების ფონზე, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ სასამართლო ხელისუფლება ერთეული გავლენიანი ჯგუფების მიერ იმართება, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო 215 სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე, - „საქართველოს პარლამენტართა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ, 68. 216 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პარ. 1. 217 (1) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიში“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3cvbyXc [ბოლოს ნანახია: 25.03.21 ]. (2) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეორე ეტაპის ანგარიში“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rTvmdk>[ბოლოს ნანახია: 25.03.2021]. 218 საქართველოს სახალხო დამცველის, 2019 წლის 28 ივნისის განცხადება, ხელმისაწვდომია <https://bit.ly/30Ormz1 > [ბოლოს ნანახია: 17.03.2021]. 115 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს თავმჯდომარეების მეშვეობით აკონტროლებენ სისტემას. სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად, მნიშვნელოვანია სისტემის მაქსიმალური გახსნილობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, სისტემის მაქსიმალური დეცენტრალიზაცია, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გაძლიერება და მოსამართლეთა დამსახურებისა და გამოცდილების მიხედვით შერჩევა. წინამდებარე ქვეთავში განვიხილავთ სასამართლო სისტემაში არსებულ ინსტიტუციურ გამოწვევებს, რომლებიც ადამიანის უფლების დაცვისთვის საფრთხის შემცველია და რომლებიც გამოვლინდა 2020 წლის განმავლობაში. 4.2.1. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება სასამართლო სისტემის როგორც ინსტიტუციური მოწესრიგება, ისე მისი მოსამართლეებით დაკომპლექტების საკითხი, მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხთან. ამას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2020 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, GUÐMUNDUR ANDRI ÁSTRÁÐSSON v. ICELAND. საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული გადაცდომებისა და განსახილველ საქმესთან ფაქტობრივი გარემოებების მსგავსების გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა, ევროპულ სასამართლოს მიმართა და საქმეზე საკუთარი მოსაზრება წარუდგინა, რათა ევროსასამართლოს გაეთვალისწინებინათ. მნიშვნელოვანია სტანდარტების აღინიშნოს, რომ ფორმირებისას ჩვენი მოსაზრების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდმა პალატამ გადაწყვეტილებაში გაიზიარა. ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გამოვლენილი პროცედურული დარღვევების გავლენას, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. სასამართლოს შეფასებით, ისეთი ტიპის პროცედურული დარღვევა, რომელიც სამომავლოდ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქმის რომელიმე მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, კონვენციასთან შეუსაბამოდ შეფასდება. ამის მაგალითად გადაწყვეტილებაში განხილულია ისეთი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მართლმსაჯულებისადმი საზოგადოებრივი ნდობის საჭიროება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ის ფუნდამენტური პრინციპებია, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებს ევროკონვენციის მიზნებისთვის. 2019-2020 წლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და განწესების პროცესში არაერთი მნიშვნელოვანი, ევროკონვენციასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუთავსებელი პროცედურული დარღვევა გამოვლინდა, რომელმაც, თავის მხრივ, სამომავლოდ შეიძლება საქმის მხარეთა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა გამოიწვიოს. ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით 116 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დადგენილი სტანდარტი, რეალურ საფუძველს ქმნის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (რომელთა არჩევისას არაერთი ხარვეზი გამოვლინდა)219 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდეს. სახალხო დამცველის სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესების პროცედურა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესებთან დაკავშირებული საკითხები, გასული წლის მსგავსად, 2020 წელსაც აქტუალური იყო. ჯერ კიდევ 2019 წელს, სახალხო დამცველმა ზედამხედველობა გაუწია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე მიმდინარე შერჩევის პროცესს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 220 საბჭოში წარმართული პროცესის ხარვეზებისა და შეუსაბამობების მასშტაბურობამ ნათლად წარმოაჩინა საკანონმდებლო ჩარჩოს სისუსტე.221 სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შეძლო სარწმუნოდ დაედგინა კანდიდატების შესაბამისობა განათლების ცენზთან. მას არ განუსაზღვრავს ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსამართლეების შერჩევას კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებზე დაყრდნობით. შერჩევის წესი არ გამორიცხავდა თვითნებობის საფრთხეს, რადგან კანონით განსაზღვრული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. ვინაიდან კანონმდებლობამ ვერ უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური სტანდარტის საფუძველზე შერჩევა და შედეგად, ყველაზე კეთილსინდისიერი და კომპეტენტური მოსამართლეების არჩევა, სახალხო დამცველმა 2019 წლის 1 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით დავა წამოიწყო. 219 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 140-148. 220 2019 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიში“, ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/3cvbyXc > [ბოლოს ნანახია: 17.03.2021 ] 221 (1) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიში“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/38FW9SU> [ბოლოს ნანახია: 16.03.2021] (2) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეორე ეტაპის ანგარიში“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rTvmdk>[ბოლოს ნანახია: 16.03.2021]. 117 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.222 პლენუმში იმ დროისათვის 9 მოსამართლე შედიოდა, თუმცა ვინაიდან ორი მათგანი მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, მათ თვითაცილება განაცხადეს.223 საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმის განხილვა 7 მოსამართლის შემადგენლობით განაგრძო. 2019 წლის 17 დეკემბერს, იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტს უზენაეს სასამართლოში უკვე 14 წევრი გამწესებული ჰყავდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის ძირითადი ნაწილი არსებითად განსახილველად მიიღო. უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის თანამდებობაზე წარმოშობილ ვაკანსიაზე კანდიდატთა შერჩევის პროცედურა 2020 წლის 17 მარტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით ხელახლა დაიწყო. ახალი პროცედურის დაწყებისთანავე. 20 მარტს, სახალხო დამცველმა, ცალკეული სამართლებრივი ნორმების დროებით შეჩერების მოთხოვნით, შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ასევე, დამატებითი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, დამატებითი სარჩელიც გააგზავნა.224 2019 წლის 5 დეკემბრიდან ვაკანტური იყო საკონსტიტუციო სასამართლოს 1 მოსამართლის პოზიცია, რომლის შევსებაც უზენაესი სასამართლოს პლენუმის პრეროგატივა იყო. პლენუმი უფლებამოსილი იყო ეს ვაკანსია 5 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში შეევსო, თუმცა ეს შესაძლებლობა პლენუმს არც ამ ვადაში და არც მისი გასვლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოუყენებია. მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა 20 მარტს შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და სადავო ნორმების შეჩერება მოითხოვა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე ფორსირებულ რეჟიმში განაწესა. 2020 წლის 3 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. პლენუმმა მხოლოდ 15 წუთი დაუთმო საკითხის განხილვას და მოსამართლე კიკილაშვილის საკონსტიტუციო 222 სასამართლოში გამწესებას. მისი მაღალი და განსაკუთრებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების ცალკეული სიტყვები, მე-2, მე-8-მე-10 წინადადებები, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის 1-ლი-მე-3 წინადადებები, ამავე მუხლის მე-13 პუნქტის 1-ლი და მე-2 წინადადებები. 223 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2019 წლის 27 ნოემბერს შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა – ზაზა თავაძემ და მაია კოპალეიშვილმა, №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისაგან თვითგანრიდების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინებით დააკმაყოფილა. 224 კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა 2020 წლის 3 აპრილს, ნომრით 1491. სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის რიგი წინადადებები. 118 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პროფესიული კრიტერიუმის სასამართლოში წლების დასასაბუთებლად განმავლობაში მიეთითა, „უხმაუროდ“ რომ იგი, ახორციელებდა საერთო სასამართლო უფლებამოსილებას.225 აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად გამართული უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომას მხოლოდ 18 წევრი ესწრებოდა, რომელთაგან 17 არჩეული იყო ან იმ დროისათვის მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესში იმ წესის საფუძველზე, რომელიც გასაჩივრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, პლენუმის 17 წევრი უშუალოდ იყო კანდიდატების დაინტერესებული, შერჩევის წესი რომ არ უზენაესი ყოფილიყო სასამართლოს მოსამართლეთა არაკონსტიტუციურად ცნობილი. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაწილს226 სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან მათთვის წინასწარ არ იყო ცნობილი კანდიდატების შესახებ ინფორმაცია.227 საქართველოს სახალხო დამცველმა, 2020 წლის 15 აპრილს, №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის აცილების თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა. მთავარ არგუმენტად მითითებული გვქონდა ის ფაქტი, რომ იგი თანამდებობაზე უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებმა აირჩიეს, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ სადავო ნორმების ძალაში დატოვებით. სამწუხაროდ, აცილების შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 2020 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანსია გაჩნდა.228 უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესი სასამართლოს წევრი, ვასილ როინიშვილი გამწესდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, რომელიც სახალხო დამცველის სარჩელის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა იყო. საბოლოოდ, 2020 წლის 25 ივნისს, 5 ხმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა. მიუხედავად იმისა, 229 კენჭისყრით აირჩევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ფარული მედიით გავრცელდა ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის განცხადება. ხელმისაწვდომია: 225 <http://bit.ly/2OVfc4D > [ბოლოს ნანახია 16.03.2021 ]. 226 რომლებიც თანამდებობაზე ძველი წესით აირჩნენ, რომლის თანახმად, პრეზიდენტი წარუდგენდა კანდიდატურებს პარლამენტს და პარლამენტი ამტკიცებდა. 227 აღნიშნულის შესახებ საჯაროდ ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე გასიტაშვილმა: < https://bit.ly/38V80MW > [ბოლოს ნანახია 16.03.2021 ]. 228 უფლებამოსილების ვადა ამოეწურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს. 229 „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი. 119 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 იმ წევრების შესახებ, რომლებმაც წარადგინეს თავმჯდომარეობის კანდიდატები.230 ჯამში ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. კენჭისყრის დროსაც ხმების რაოდენობა იგივენაირად განაწილდა, როგორც კანდიდატების წარდგენის დროს. მერაბ ტურავას კანდიდატურა წარადგინეს თავად მან, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, ასევე, ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დანიშნულმა ორივე მოსამართლემ - ხვიჩა კიკილაშვილმა და ვასილ როინიშვილმა. მერაბ ტურავას ამ პოზიციაზე არჩევაში გადამწყვეტი როლი სწორედ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დანიშნულმა წევრებმა (ხვიჩა კიკილაშვილმა და ვასილ როინიშვილმა) ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მერაბ ტურავას კანდიდატურის წარმდგენი მოსამართლეები და თავად მერაბ ტურავა ისინი არიან, ვინც შემდგომში მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის №1459 და №1491 ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 8 მოსამართლის შემადგენლობით განიხილა.231 საქმის გადაწყვეტისას, პლენუმის წევრთა ხმები თანაბრად გაიყო.232 სარჩელის დაკმაყოფილებას მხარი არ დაუჭირეს მოსამართლეებმა: ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ, მერაბ ტურავამ და ევა გოცირიძემ. ხოლო, ზემოაღნიშნული მოსამართლეების პოზიციისგან განსხვავებული აზრი მოამზადეს მოსამართლეებმა: ირინე იმერლიშვილმა; გიორგი კვერენჩხილაძემ, თეიმურაზ ტუღუშმა და თამაზ ცაბუტაშვილმა - მათ მიაჩნდათ, რომ ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმები კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. სარჩელის დაკმაყოფილების მოწინააღმდეგე მოსამართლეებმა, მიიჩნიეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჭიროებს დასაბუთებას და ამგვარი კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთება შესაძლებელია ვერც განხორციელდეს. ამგვარი დასკვნები, ძირითადად, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით 230 „როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველი გიორგი ლომთაძე აცხადებს, მერაბ ტურავას კანდიდატურა სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ, ხოლო ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა - ოთხმა მოსამართლემ დაასახელა. გიორგი ლომთაძის ინფორმაციით, მოსამართლე მერაბ ტურავას კანდიდატურას: მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი და თავად მერაბ ტურავა უჭერს მხარს. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას, ის წარადგინეს მოსამართლეებმა: გიორგი კვერენჩხილაძემ, თემურ ტუღუშმა, თამაზ ცაბუტაშვილმა და თავად ირინა იმერლიშვილმა.“ ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3n0axLo> [ბოლოს ნანახია: 18.03.2021 ]. 231 ვასილ როინიშვილმა არ მიიღო მონაწილეობა პროცესში, რადგან იგი მანამდე მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში. 232 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმი/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება“. 120 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გათვალისწინებული იმ დებულებების, ჩვენი შეფასებით, ფართო და მცდარ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით გაკეთდა, რომლებიც განსაზღვრავენ საბჭოს სტატუსს, მისი წევრების დამოუკიდებლობის გარანტიებს, გადაწყვეტილების მიღების 233 პროცედურებს. განსხვავებული აზრის ავტორთა განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის ერთ-ერთი ცენტრალური ასპექტია საჯარო თანამდებობაზე მოქალაქეთა წვდომის უფლება - მათი რეალური შესაძლებლობა, რომ თანაბარ და სამართლიან პირობებში დაიკავონ ესა თუ ის თანამდებობა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება პროფესიული კრიტერიუმით თანამდებობის დაკავებას, კარგი მმართველობის პრინციპიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მკაფიო მოთხოვნაა, რომ თანამდებობაზე აირჩეს/დაინიშნოს არსებულთა შორის ყველაზე კომპეტენტური კანდიდატი და სწორედ მან განახორციელოს მმართველობითი უფლებამოსილება.234 განსხვავებული მოსაზრების ავტორთა აზრით, სადავო ნორმები ამას არ უზრუნველყოფდნენ. გადაწყვეტილების განსხვავებულ აზრში დამატებით მიეთითა იმ ფაქტზე, რომ 4-მა მოსამართლემ 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შეცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს მანამდე დადგენილი პრაქტიკა, რისი უფლებამოსილებაც მათ არ ჰქონდათ. საკონსტიტუციო სასამართლოს 4-მა მოსამართლემ, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს სარჩელის დაკმაყოფილებას, თავიანთი გადაწყვეტილებით შეცვალეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი პრაქტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩანაწერი/განჩინება, „საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ან სასამართლოს დასკვნა, პლენუმის რომელიც საოქმო განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა“. სამწუხაროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოში მართლმსაჯულების გამჭირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, რაც უშუალო კავშირშია საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან. განსაკუთრებით 233 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2020 წლის 30 ივნისის №3/1/1459,1491 გადაწყვეტილება საქმეზეб „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 30 ივლისის №3/1/1459,1491 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პ.7-8. 234 121 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საგანგაშოა ის, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლის ხმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიერ დაინიშნა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კი, უშუალოდ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ არ გაუქმებულიყო სადავო ნორმა, რადგან ისინი სწორედ ამ პროცედურის საფუძველზე აირჩიეს. განსაკუთრებით დანიშნული უნდა აღინიშნოს, მოსამართლეების რომ მხარდაჭერით, უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო მიერ სასამართლოს თავმჯდომარე გახდა მერაბ ტურავა, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი სარჩელის დაკმაყოფილებას. ყოველივე ეს ნათლად ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციის საფუძველზე მიღებული სასამართლო აქტი კი არ არის, არამედ, მხოლოდ საერთო სასამართლოს გავლენიანი და დაინტერესებული ჯგუფის ინტერესების გამტარებელი დოკუმენტია. 4.2.2. ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურაში საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან235 ზუსტად 2 თვის თავზე,236 საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღეს ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურაში. ეს გარემოებაც ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაკლები ლეგიტიმაცია ჰქონდა პროცესის ყველა აქტორისთვის, მათ შორის, ხელისუფლებისთვისაც და ის ვერ აღმოჩნდა მყარი გამართლება მოქმედი ნორმების უცვლელად დასატოვებლად. მართალია, საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში ამტკიცებდა, რომ კანონში საკმარისად იყო წარმოდგენილი გარანტიები უზენაეს სასამართლოში კომპეტენტური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების ასარჩევად, თუმცა, ძალიან მალე, ინიცირებულმა საკანონმდებლო პროცესმა სრულიად განსხვავებული სურათი წარმოაჩინა. სახალხო დამცველი საჯაროდ გამოეხმაურა ინიცირებულ ვერსიას,237ასევე, წერილობით მიმართა პარლამენტს გვიანდელ ვერსიასთან დაკავშირებით და ექსპერტიზისათვის მისი ვენეციის კომისიისათვის გაგზავნა მოითხოვა.238 მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თავდაპირველმა ვერსიამ არსებითი ცვლილებები განიცადა, იგი კვლავ ვერ უზრუნველყოფდა ფარული კენჭისყრისა და საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზების მოგვარებას. საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 22 სექტემბერს კანონპროექტი მართლაც გადაუგზავნა ვენეციის კომისიას დასკვნის მოსამზადებლად, თუმცა, სამწუხაროდ, 30 235 2020 წლის 30 ივლისი. 236 2020 წლის 30 სექტემბერი. 237 სახალხო დამცველის 2020 წლის 14 სექტემბრის განცხადება ხელმისაწვდომია:<http://bit.ly/38zBIqV> [ბოლოს ნანახია: 16.10.20 ]. 238 სახალხო დამცველის 2020 წლის 18 სექტემბრის №02-1/9181 წინადადება საქართველოს პარლამენტს. 122 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სექტემბერს ბოლო, მესამე მოსმენით ისე მიიღო კანონი, რომ დასკვნის მიღებას არ დალოდებია. ვენეციის კომისიამ 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ დროისათვის კანონი უკვე ერთი კვირის მიღებული იყო. ეს საკითხი წუხილის საგანი გახდა ვენეციის კომისიისთვისაც. ვენეციის კომისიამ აქცენტი გააკეთა ადგილობრივ კონტექსტზე, კერძოდ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს წარმართავს, საზოგადოების მხრიდან დაბალი ნდობით სარგებლობს. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ ამგვარი არაორდინალური ვითარება უფრო მეტი გამჭვირვალობის შემოღებას მოითხოვს, რასაც, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში, მათი კონტექსტების თავისებურებიდან გამომდინარე, პრეცედენტი არც ჰქონოდა. კომისიამ დადებითად შეაფასა კანონპროექტის ის ნაწილი, სადაც საბჭოს წევრებისთვის დგინდება დასაბუთების ვალდებულების საკითხი, თუმცა, ამავე დროს, შენიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვინაობის დაფარვა ართულებს გასაჩივრების საფუძვლის გამოვლენას და ეწინააღმდეგება კანონის მიზანს. კომისია ასევე მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის საუკეთესო კანდიდატების წარდგენის უზრუნველსაყოფად, უნდა გაუქმდეს ფარული კენჭისყრის მოქმედი წესი, ასევე, ინფორმაცია კანდიდატთა კვალიფიკაციის შესახებ, საჯარო უნდა იყოს, ხოლო შეფასების პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს. კომისია აუცილებლად მიიჩნევს კანდიდატთა შერჩევის შესახებ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უზრუნველყოფას.239 საქართველოს პარლამენტმა მის მიერ 2020 წლის 30 სექტემბერს მიღებული კანონით ვერ შეძლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეუზღუდავი დისკრეციის რეგულირება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სამართლიანი წარმართვისთვის საჭირო საკანონმდებლო წინაპირობების უზრუნველყოფა. სასამართლო სისტემაში არსებული ზოგადი გამოწვევების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი უკიდურესი დარღვევებისა და გაუმჭვირვალობის გათვალისწინებით, არსებული ვითარება სამომავლოდ გზას უხსნის დისკუსიებს სასამართლო სისტემაში უფრო რადიკალურ ჩარევასთან დაკავშირებით, რისი მოთხოვნაც საზოგადოებაში უფრო და უფრო ძლიერდება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისია240 და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო241 ქვეყანაში 239 ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/38C5paH> [ბოლოს ნანახია: 16.03.2021 ]. 240 ვენეციის კომისიის 2016 წლის 12 დეკემბრის სასამართლო მეგობრის N868/2016 მოსაზრება ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი. ხელმისაწვდომია <https://bit.ly/3vsxtab > [ბოლოს ნანახია 15.03.2021 ]. 241 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის №15227/19 გადაწყვეტილება საქმეზე, CASE OF XHOXHAJ v. ALBANIA. პ. 299. 123 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არსებული კონტექსტების გათვალისწინებით, მხარს ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებას სასამართლო რეფორმირებასთან დაკავშირებით. 4.2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უჭერენ სისტემის სხვადასხვა არსებით მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი 2020 წელს ზემოთ განხილული მოვლენების პარალელურად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2020 წელს, დაახლოებით 2 თვიან პერიოდში, 11 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად 3 კონკურსი გამოცხადდა.242 საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, 14 უვადოდ დანიშნული მოსამართლეა გამწესებული. გამოცხადებული ვაკანსიების სრულად შევსების შემდეგ კი, უზენაესი სასამართლო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებით ათწლეულების განმავლობაში ვერ გადახალისდება. სწორედ ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ოფისი (OSCE/ODIHR) ხელახლა მოიწვია მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე დასაკვირვებლად.243 კანდიდატთა საჯარო მოსმენის გამართვის წესი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ,244 საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოამზადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესი.245 ამ წესის მომზადების პროცესში საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა მთელი რიგი მოსაზრებები, რომელთა ნაწილი გაზიარებულ იქნა. საგულისხმოა, თავმჯდომარეს რომ დადგენილების ჰქონდა პროექტის შესაძლებლობა, თავდაპირველ ცალკეულ ვერსიაში შემთხვევაში სხდომის განერიდებინა 242 2020 წლის 8 ოქტომბერს 9 მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი; 2020 წლის 2 ნოემბერს - 1 მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე; 2020 წლის 20 ნოემბერს - 1 მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე. 243 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 24 ნოემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: <http://bit.ly/3cznfMN > [ბოლოს ნანახია 16.03.2021]. 244 საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 245 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 9 დეკემბრის №16 დადგენილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ. 124 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 კანდიდატის მიმართ არსებული შეკითხვა.246 მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადება247 და დღეს მოქმედ წესში ეს პრობლემა აღარ დგას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენას ემსახურებოდა. დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სხდომის თავმჯდომარე ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე კანდიდატისათვის საბჭოს წევრის აცილების შუამდგომლობის დაყენების უფლების განმარტებით და ასეთი შუამდგომლობის არსებობის გამორკვევით შემოიფარგლება. მაშინ, როდესაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი,248 ასევე, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი,249 საბჭოს წევრს ავალდებულებს, შუამდგომლობის დაყენების გარეშეც, წინასწარ განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სხდომის თავმჯდომარემ არა მხოლოდ კანდიდატისაგან მიიღოს ინფორმაცია, არამედ პირველ რიგში სწორედ საბჭოს წევრებისგან გამოარკვიოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს ინფორმაცია ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შესახებ. მიმდინარე კონკურსი როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 3 კონკურსი გამოცხადდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის მარტის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ 2020 წლის 8 ოქტომბერს გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით მიმდინარეობს გასაუბრებები. რაც შეეხება დანარჩენ კონკურსებს, მათთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2021 წლის 15 მარტის მდგომარეობით, გასაუბრება არ ჩატარებულა, რაც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს ეწინააღმდეგება.250 ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მიმდინარე კონკურსის გასაუბრების პროცესი არაერთგვაროვანი ტემპით მიმდინარეობს. 2019 წელს მიმდინარე კონკურსისგან განსხვავებით, საბჭო საკმაოდ ნელი ტემპით ატარებს გასაუბრებებს. ამგვარი რეალობა კი არ ქმნის კონკურსში მონაწილე პირებისთვის ობიექტურ მოლოდინებს, რადგან საბჭოში 246 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა საჯარო მოსმენის გამართვის წესის“ მე-4 მუხლის მე-13 პუნქტი. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2NbomcG > [ბოლოს ნანახია: 11.03.2021]. 247 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 7 დეკემბრის №01-4/12024 წინადადება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ქადაგიძეს. 248 „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ 353-მუხლის მე-2 პუნქტი. 249 საქართველოს კანონის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. 250 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის 3-8 პუნქტები. 125 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გასაუბრებებს შორის დროითი პერიოდის განსაზღვრა, ფაქტობრივად, მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივას წარმოადგენს. ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი მონაწილეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე 2020 წლის 2 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში.251 ამის პარალელურად, დიმიტრი გვრიტიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში, მონაწილეობს 8 ოქტომბერს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირთა გასაუბრების პროცესშიც. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობენ ის კანდიდატებიც, რომლებიც უზენაესი მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად დიმიტრი გვრიტიშვილის კონკურენტები არიან.252 4.2.4. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის 2021 წელი, შესაძლებელია, ფუნდამენტური ცვლილებების დასაწყისი აღმოჩნდეს. ამის საფუძველს საბჭოს ახალი წევრების არჩევის შესაძლებლობა იძლევა. 2021 წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე253 და 4 მოსამართლე წევრს254 უფლებამოსილების ვადა ეწურება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის არჩევის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს აქვს.255 შესაბამისი ნების არსებობის პირობებში, ხსენებული საკადრო ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას, სასამართლოს საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივ ჯგუფებში გაჩნდეს მეტი ნდობა, რის ნაკლებობასაც ქართული სასამართლო სისტემა უდავოდ განიცდის. ვენეციის კომისიის მოსაზრების მიხედვით, საქართველოში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შეძლო საზოგადოებაში ნდობის მოპოვება.256 ნდობის ნაკლებობაზე ასევე მიუთითებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, სასამრთლოს საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 13% აფასებს.257 იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შესაბამისად მის წევრს, როგორც საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტორს, მთელი რიგი შესაძლებლობები აქვს 251 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე < http://bit.ly/3taPAzF > [ბოლოს ნანახია: 10.03.2021 ]. 252 ეს პირები მონაწილეობენ როგორც 8 ოქტომბერს, ისე 2 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსებში. 253 ირმა გელაშვილი, ლევან გზირიშვილი, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ნაზი ჯანეზაშვილი. 254 ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია. 255 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი. 256 ვენეციის კომისიის 2020 წლის 8-9 ოქტომბრის მოსაზრება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/38C5paH> ბოლოს ნანახია [12.03.2021]. 257 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის 2020 წლის, საყოველთაო აზრის კვლევა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3cvqKE0 > [ბოლოს ნანახია 11.03.2021]. 126 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წელს პირველად, საქართველოს პარლამენტი 3/5 უმრავლესობით აირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რაც გულისხმობს მაქსიმალური პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე, მაღალი ხარისხის ლეგიტიმაციის მქონე გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, მაქსიმალური პოლიტიკური ჩართულობის პირობებში მიიღოს კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით. ამავე დროს, მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა შერჩევის მეტი გახსნილობისა და დემოკრატიულობის უზრუნველყოფა და ყველა ინდივიდუალური მოსამართლისთვის მაქსიმალური შესაძლებლობის მიცემა, წარმოდგენილ იქნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ან მხარი დაუჭირონ საუკეთესო კოლეგას. 4.2.5. უზენაესი სასამართლოს პლენუმი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეებისგან.258 იმის გათვალისწინებით, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმი მხოლოდ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს ახორციელებს, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეების როლი პლენუმის შემადგენლობაში. ასევე, სასამართლოს თავმჯდომარეების ხელთ ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი.259 სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების ბუნდოვანი მიზეზებით უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობაში ყოფნა კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მათ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას სასამართლო სისტემაში. სწორედ ამიტომ, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია, მეტი შიდა დეცენტრალიზაცია და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეთა ამორიცხვა უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობიდან. 4.2.6. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა საქართველოს სახალხო დამცველმა, 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში,260 დადებითად შეაფასა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული 258 „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ მე-18 მუხლი. 259 აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული გაერთიანება მონიტორინგის მე-4 რაუნდი, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3lsMYdU > [ბოლოს ნანახია:17.03.2021]. 260 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 135. 127 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკანონმდებლო ცვლილებები,261 რომლებმაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები დახვეწა და უფრო განჭვრეტადი გახადა. ამ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კანონის შესრულების პროცესში, 2020 წლის განმავლობაში გამოიკვეთა სხვადასხვა ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ რეაგირებასა და მდგომარეობის გამოსწორებას. სხვა ახლად გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევის წესი კვლავ არ ქმნის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის განცდას. საქართველოს სახალხო დამცველმა გასულ წელსაც შეაფასა ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევის პრობლემური ხასიათი, როგორც ნორმატიული, ისე ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით.262 გამოწვევების უმრავლესობა დაკავშირებულია გამჭირვალობის არასაკმარის ხარისხთან, რაც რამდენიმე გარემოებით არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაც კი ითვალისწინებდა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შექმნას,263 იგი ამ დრომდე არ შექმნილა. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭირვალობას ასახელებს, სასამართლო ერთ-ერთ სტრატეგიის სისტემის მთავარ თანახმად კი, სტრატეგია, გამოწვევად სწორედ ნაკლებ ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამას უნდა უზრუნველეყო დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების გამჭირვალობა. სისტემის გახსნილობის არასაკმარის ხარისხზე ასევე მეტყველებს იუსტიციის უმაღლესი გაკეთებული დასკვნების ფაქტობრივი დასკვნები არ ქვეყნდება საბჭოს დამოუკიდებელი კონფიდენციალურობა. (მაიდენტიფიცირებელი ინსპექტორის მიერ გარდა იმისა, რომ დაფარვით), იგი მონაცემების ხელმიუწვდომელია საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაშიც, რაც, გამჭვირვალობის კუთხით, მნიშვნელოვანი პრობლემაა.264 დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული რეფორმის ეფექტიანობის შეფასების ერთ-ერთ ინდიკატორად, ამ მიმართულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ტემპიც უნდა განიხილებოდეს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საბჭოში არ არის დამაკმაყოფილებელი სურათი, იმდენად, რამდენადაც 2020 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მხოლოდ 4 სხდომა265 ჩაატარა.266 საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ მიმართულებით საბჭოს წლის პირველ ნახევარში სხდომა საერთოდ არ 261 საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2019 წელი, 13 დეკემბერი. 262 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 138. 263 სასამართლო სისტემის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. პუნქტი: 2.3.1.3. 264 IDFI, EMC - „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა (მეორე ჩრდილოვანი ანგარიში)“, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3tiDeW1 > [ბოლოს ნანახია 11.03.2021], 55. 265 26 ივნისი, 9 სექტემბერი, 2 და 12 ოქტომბერი. 266 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 9 სექტემბრის №103/399-ო წერილი. 128 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ჩაუტარებია, რაც სწრაფი და ეფექტიანი მნიშვნელოვან წინაღობას უქმნის. მართლმსაჯულების უზრუნველყოფას 4.2.7. საქმეთა ელექტრონული განაწილება საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ორგანულ კანონში შესული საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო 267 სასამართლოებში საქმეთა შემთხვევითად, ელექტრონული პროგრამის საშუალებით განაწილების წესი განსაზღვრა.268 იგი საქართველოს მასშტაბით, არსებულ საქალაქო/რაიონულ, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში საქმეთა შემთხვევითად, ელექტრონული პროგრამის საშუალებით განაწილებას გულისხმობს. ცვლილება საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს. 269 თუმცა ამ ცალსახად პოზიტიური მოვლენის მიუხედავად, პრაქტიკაში განსახილველი წესის გამოყენებამ გამოავლინა ხარვეზები, რაც აუცილებელ რეაგირებას საჭიროებს. საბჭოს გადაწყვეტილებით, შემადგენლობის პირველი განსაზღვრის ინსტანციის უფლებამოსილება სასამართლოებში სასამართლოს კოლეგიური თავმჯდომარეებს მიენიჭათ. საგულისხმოა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების თავდაპირველი რედაქციით, კოლეგიური შემადგენლობის დაკომპლექტება საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემას უნდა უზრუნველეყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, ცვლილების საფუძველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმაა, რომლითაც დადგენილია, რომ მოტივირებული განჩინება საქმის სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შესახებ გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განსაზღვრავს კოლეგიურ შემადგენლობას ამ საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით.270 საქმეთა ელექტრონულ განაწილებას სასამართლოს გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი იქნება, სამოქალაქო თუ როლი გამჭირვალეობის აკისრია, საპროცესო ხარისხის შესაბამისად, კოდექსში შევა ასევე შესაბამისი ცვლილებები. 267 საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 08/02/2017. 268 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილება №1/56, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3aBAuLc > [ბოლოს ნანახია 17.03.2021]. 269 ვენეციის კომისიის მოსაზრება საერთო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ, ხელმისაწვდომია < https://bit.ly/37iVmo7 > [ბოლოს ნანახია 18.03.2021]. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის - მოსაზრებები სასამართლოს რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2RgnR0f> [ბოლოს ნანახია 17.03.2021 ]. 270 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი. 129 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, კოლეგიური შემადგენლობის პირობებში საქმის განხილვისას, ელექტრონული პროგრამის საშუალებით საქმე მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეზე/მომხსენებელ მოსამართლეზე ნაწილდება. ბუნდოვანია კოლეგიური შემადგენლობის საქმის განმხილველი დანარჩენი მოსამართლეების შერჩევის საკითხი. ბუნდოვანებას ადასტურებენ თავად სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებიც. თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების განმარტებით, კონკრეტული დროით კოლეგიების შექმნის საკითხი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, კანონმდებლობით არ არის გამორიცხული, ყოველ კონკრეტულ საქმეზე განსხვავებული სააპელაციო შემადგენლობის სასამართლოების კოლეგიები პოზიციით, დაკომპლექტდეს. მათ სისტემაში ამის მიუხედავად, შექმნილი კოლეგიები გარკვეული სტაბილურობით მაინც გამოირჩევა. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დანარჩენი განმარტებით, ორი საქმის მოსამართლის განმხილველი შერჩევის სასამართლოს პროცედურა არცერთი ნორმატიული აქტით არ განისაზღვრება. 271 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი, საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს, რაც შემდგომში შესაძლებელს გახდის ელექტრონული განაწილების სისტემით, კოლეგიური შემადგენლობის სამივე წევრის განსაზღვრას. 4.3. COVID-19-ის გავლენა სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე ადამიანის უფლებების დაცვა განსაკუთრებულ გამოწვევად იკვეთება COVID-19 პანდემიის პირობებში. ამ მიმართულებით კი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სხვა უფლებების დაცვის ინსტრუმენტული გარანტია, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს. წინამდებარე თავში მიმოვიხილავთ და შევაფასებთ ახალი კორონავირუსის (COVID19) პანდემიის დროს, საქართველოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტებს. 4.3.1. ნორმატიული მოწესრიგება 2020 წლის 21 მარტიდან, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტი. სხვა საკითხებთან ერთად, დეკრეტით განისაზღვრა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომების დისტანციურად გამართვის შესაძლებლობა. 272 271 ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) – „საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში“, თბილისი, 2020, 34. 272 საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-7 მუხლი. 130 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დისტანციურად სასამართლო სხდომების ჩატარების წინაპირობები და წესები. ამ ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში, სასამართლო, 2021 წლის 1 ივლისამდე, უფლებამოსილია, პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის ელექტრონული შემთხვევაში, საშუალებების სხდომა დისტანციურად, გამოყენებით კომუნიკაციის გამართოს, თუ: (ა) ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული თანახმაა; (ბ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ან/და სასამართლო სხდომის ამ წესით ჩაუტარებლობამ შესაძლებელია დანაშაულის გახსნისა და პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საჯარო ინტერესის ხელყოფა გამოიწვიოს. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონში ცვლილებების შეტანამდე გაითვალისწინა სახალხო დამცველის პოზიცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები დისტანციურად გაიმართება არა უპირობოდ ყველა, არამედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ამ კონტექსტში, უნდა აღინიშნოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ივნისის რეკომენდაციები, რომლებიც საერთო სასამართლოებს მიემართება.273 ამ რეკომენდაციების თანახმად, უპირატესობა ენიჭებოდა პროცესების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, ხოლო მიზანშეწონილობის შემთხვევაში, დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სასამართლო განხილვაში ჩართვას. საბჭომ 15 სექტემბერს ახალი რეკომენდაციები გასცა, რომლის მიხედვითაც სასამართლოებმა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა უზრუნველყონ საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა და სასამართლო განხილვაში პროცესის მონაწილეთა ჩართულობა დისტანციურად.274 ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს უზრუნველყონ მართლმსაჯულების სისტემის იმგვარი მუშაობა, რომელსაც არ მოჰყვება თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებების დარღვევა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებისა და კონსტიტუციური პრინციპების ხელყოფა. ამისათვის უნდა განისაზღვროს საქმეების პრიორიტეტულობა მათი გადაუდებლობის, ზოგადი მნიშვნელობისა და ინდივიდუალურ უფლებებსა და მოწყვლად ჯგუფებზე გავლენის მიხედვით; ასევე, მართლმსაჯულების სისტემაში უნდა 273 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 ივნისის რეკომენდაციები, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/3r0uBhD >[ ბოლოს ნანახია 16.03.2021]. 274 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 15 სექტემბრის რეკომენდაციები, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/3rU2Nwj > [ ბოლოს ნანახია16.03.2021]. 131 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაინერგოს ტექნოლოგიები.275 საკანონმდებლო მოწესრიგების შეფასებისას მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) - დეკლარაცია, მართლმსაჯულების რომლის მიხედვითაც ხელმისაწვდომობა ყველა საგანგებო მდგომარეობის მომხმარებლისთვის უნდა დროს იყოს გარანტირებული, თუმცა, ჯანდაცვის კრიზისის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. შესაბამისად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთი საქმეების განხილვას, როგორიცაა ოჯახში ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების მიმართ, ასევე საქმეებს, სადაც მოხუცები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობენ. ასევე გაითვალისწინებული უნდა იყოს კრიზისის შედეგად გამოწვეული მოწყვლადობა.276 ამ სტანდარტების შემდგომი შესრულება მნიშვნელოვანია როგორც საკანონმდებლო აქტებში, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციებში, რათა სასამართლოზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. 4.3.2.სასამართლო პროცესების საჯაროობის უზრუნველყოფა დისტანციური სასამართლო პროცესების სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე გავლენის შესაფასებლად, საქართველოს სახალხო დამცველმა დისტანციური წესით გამართულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომებს მონიტორინგი გაუწია და სპეციალური ანგარიში მოამზადა.277 დისტანციური სასამართლო პროცესების მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მნიშვნელოვან წინაღობებს აწყდებოდნენ. ეს გამოიხატებოდა როგორც პროცესზე არდაშვებით, ისე, გარკვეულ შემთხვევებში, პროცესის დაუსაბუთებლად დატოვების მოთხოვნით. სახალხო დამცველის წარმომადგენელს სასამართლოში პროცესის დატოვება მოსთხოვეს, იმის მიუხედავად, რომ პროგრამული ხარვეზი პროცესზე დამსწრე სხვა პირებთან ფიქსირდებოდა. მსგავსი გადაწყვეტილება დროის სხვადასხვა მონაკვეთში მიიღეს რუსთავის საქალაქო და თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებმა.278 275 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში - „პანდემიის გავლენა ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე”. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3fBZ8hz> [ ბოლოს ნანახია 16.03.2021]. 276 მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ) – „დეკლარაცია - გაკვეთილები და სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები პანდემიის დროს და მის შემდეგ“. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3l8PrZ1 > [ბოლოს ნანახია [16.03.2021]. 277 დისტანციური წესით გამართული სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიში, სახალხო დამცველი, 2020, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3bVc81C >[ბოლოს ნანახია 17.03.2021]. 278 დისტანციური წესით გამართული სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიში, სახალხო დამცველი, 2020, გვ. 8-9, სასამართლო სხდომების საჯაროობისა და პროცესზე დასწრების შესაძლებლობის შეზღუდვის ფაქტებზე აგრეთვე მიუთითებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3nXnghz > [ბოლოს ნანახია 17.03.2021]. 132 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სასამართლო პროცესზე დასწრებასა და მონიტორინგის ჩატარებასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მწვავედ, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში გამოიკვეთა, რაც დასტურდება იმით, რომ 279 საქმიდან, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი აკვირდებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხოლოდ 12 მათგანზე მიეცათ დაკვირვების შესაძლებლობა.279 4.3.3. დაცვის უფლება და შეჯიბრებითობის პრინციპი დისტანციური სასამართლო პროცესების მონიტორინგმა სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებული ხარვეზებიც გამოავლინა. კლიენტსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთი კომუნიკაციის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყოს დისტანციური სასამართლო პროცესების პირობებშიც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თუ ბრალდებული სხდომაზე დისტანციურად ერთვება, აუცილებელია, რომ იგი ტექნიკურად აღჭურვილი იყოს ადვოკატთან კონფიდენციალური ურთიერთობის შესაძლებლობით.280 სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პროცესებში, სადაც პატიმრობაშეფარდებული ბრალდებულები, პენიტენციური დაწესებულებებიდან მონაწილეობდნენ, ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, და ბრალდებულებს სხვა პირების თანდასწრებით უწევდათ ადვოკატთან კომუნიკაცია.281 წინასასამართლო განხილვის ეტაპზე გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ტექნიკური ხარვეზების გამო ბრალდებულს არ ესმოდა სხდომაზე განსახილველი საკითხების შინაარსი. დისტანციური სასამართლო პროცესების რეჟიმში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა. რამდენიმე პროცესზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი კი, პროცესის მონაწილეებისთვის საერთოდ არ იყო აღქმადი.282 პოზიტიური გამონაკლისი იყო შემთხვევა, როდესაც მოწმის ხმის ხარვეზის გამო, მოსამართლემ მოწმის დაკითხვა გადადო და მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია.283 279 იქვე. ადამიანის 280 უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის პირველი მაისის №45106/04 გადაწყვეტილება საქმეზე, Marcello Viola v. Italy, პ. 63-67; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის №21272/03 გადაწყვეტილება საქმეზე, Sakhnovskiy v. Russia პ. 98. 281 საქართველოს სახალხო დამცველის დისტანციური წესით გამართული სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიში, თბილისი, 2020, 13. 282 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციია, სპეციალური ანგარიში „სასამართლო პანდემიის დროს“, მონიტორინგის პერიოდი: მარტი 2020 - ივნისი 2020, თბილისი, 2020, 21. 283 საქართველოს სახალხო დამცველის დისტანციური წესით გამართული სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიში, თბილისი, 2020, 16. 133 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვის სხდომებს, აქაც მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მოწმეებზე ზეგავლენის შესაძლო ფაქტებს და არ იყო დაცული საკმარისი გარანტიები მოწმეებზე ზეგავლენის პრევენციის უზრუნველსაყოფად. მაგალითისთვის, მოწმეს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას „კარნახობდნენ“, აგრეთვე, ხშირად ჩნდებოდა განცდა, რომ მოწმე ჩვენების მიცემისას მარტო არ იყო და/ან დაწერილ ჩვენებას კითხულობდა. მითითებულმა გარემოებებმა კი, არსებითი გავლენა მოახდინა დაცვის უფლებით სარგებლობის ხარისხზე.284 ამ პრობლემასა და მის სიმწვავეზე, თავის მხრივ, მიუთითებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.285 4.3.4.დისტანციურ პროცესებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, ტექნიკურ პრობლემებს სისტემური ხასიათი ჰქონდა. დაგვიანებით დაწყების ტენდენციით გამოირჩეოდა ისეთი სხდომები, სადაც ბრალდებულებს პენიტენციური დაწესებულებებიდან უწევდათ ჩართვა, რაც დაწესებულების არასათანადო ინფრასტრუქტურით იყო გამოწვეული. 286 სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფის არარსებობის პირობებში, ხშირად აუცილებელი ხდებოდა სასამართლო პროცესების გადადება, რადგან სპეციალურ ოთახში მოთავსებული პირების დისტანციურად სასამართლო პროცესზე ჩართვა ვერ ხერხდებოდა.287 ტექნიკური ხარვეზების გამო სასამართლო პროცესების გადადება განსაკუთრებით სიმპტომატური საქალაქო და რაიონლი სასამართლოებისთვის აღმოჩნდა. 4.4. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება 4.4.1.სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა 2019 წლის მსგავსად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სისხლის სამართლის საქმეთა არსებითი განხილვა ხშირად ჭიანურდება და კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილ ვადებს არაგონივრულად სცდება. ამის მიზეზად შეიძლება ცალკეული საკითხების ნორმატიულ დონეზე არასათანადო მოწესრიგებაც მივიჩნიოთ, მაგრამ მთავარი გამოწვევა სასამართლოთა გადატვირთულობაა. სააპელაციო საჩივრის გადაგზავნის გაჭიანურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ქვემდგომი ინსტანციიდან ზემდგომში საჩივრის და საქმის მასალების გადაგზავნის ვადებს. ამის 284 იქვე, 15-16. 285 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სპეციალური ანგარიში „სასამართლო პანდემიის დროს“ მონიტორინგის პერიოდი: მარტი 2020 - ივნისი, თბილისი, 2020, 19. 286 სახალხო დამცველის აპარატი შეეცადა ამ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია არ წარმოადგინა. 287 საქართველოს სახალხო დამცველის დისტანციური წესით გამართული სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიში, თბილისი, 2020, 10. 134 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიუხედავად, სასამართლოები სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პრინციპის შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში უზრუნველყოფდნენ დოკუმენტების სხვა სასამართლოსთვის მიწოდებას. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულ კ. თ.-ის მიმართ, მსჯავრდებულის ადვოკატმა 2019 წლის 25 იანვარს გაასაჩივრა, 2019 წლის 1-ლ აპრილს კი სააპელაციო საჩივარი დააზუსტა. კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვით, სააპელაციო საჩივარი ადვოკატმა განაჩენის გამომტან, გორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა, რომელსაც საჩივრის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა ევალებოდა. გორის რაიონულმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის მასალები მხოლოდ 2020 წლის ნოემბერში გადააგზავნა. სახალხო დამცველის აპარატისთვის წარმოდგენილ განმარტებაში სასამართლო უთითებს, რომ დაახლოებით 18-თვიანი დაგვიანების მიზეზი სხდომის ოქმის ელექტრონული ვერსიის ტექნიკური ხარვეზი გახდა.288 კერძოდ, სასამართლოს ცნობით, კონკრეტული საქმის სხდომის ოქმების მოსაძებნად, საჭირო გახდა სხდომის ოქმების საერთო ბაზის რიგრიგობით შემოწმება. კიდევ ერთ მსგავს საქმეში მსჯავრდებულ ი. გ.-ს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის 28 თებერვალს შეტანილი სააპელაციო საჩივრისა და საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნა კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებების გამო დაგვიანდა.289 საქმის და საჩივრის გადაგზავნა კი, მხოლოდ ივნისში მოხერხდა.290 იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევები სისტემატურ ხასიათს ატარებს, მიზანშეწონილი იქნება, თუ საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნის ვადები საკანონმდებლო წესით განისაზღვრება. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიღების ვადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის დასაშვებად მიღების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, კონკრეტულ ვადას არ ითვალისწინებს. იმ ფონზე, როდესაც სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე ვადა კანონმდებლობით არის გაწერილი, უზენაესი სასამართლოს ეტაპზე მისი უგულებელყოფა წინააღმდეგობაში მოვა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპთან. საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად, სახალხო დამცველის აპარატმა ვერ მიიღო პასუხი, თუ რა ვადაში წყვეტს უზენაესი სასამართლო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საჩივრის დასაშვებობის კონკრეტული ვადა საკანონმდებლო ცვლილებების გზით განისაზღვროს. ეს პროცესის მონაწილეებს, 288 გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის წერილი. 289 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ივნისის №10525 წერილი. 290 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის №12060 წერილი. 135 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სასამართლოს საქმიანობის ვადებთან დაკავშირებით, ობიექტურ მოლოდინებს ჩამოუყალიბებს. განხილვის ვადები გონივრულ ვადაში განხილვის კუთხით, პრობლემები გამოიკვეთა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებშიც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განსახილველი 1943 საქმიდან 679 საქმის განხილვა გაჭიანურდა,291 ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში, 781 საჩივრიდან - 236 საჩივრის.292 საქართველოს უზენაესი სასამართლოს293 სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2020 წელს განხილული 1176 საჩივრიდან კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით დასრულდა 300 საქმის განხილვა. 4.4.2. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა გასული წლის მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების კანონით განსაზღვრულ ვადაში განხილვის საკითხი. თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებიდან მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ საქმეთა მნიშვნელოვანი ნაწილი საპროცესო ვადების დარღვევით მიმდინარეობს. სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის განხილვისთვის საქართველოს სააპელაციო სასამართლოებს კანონით განსაზღვრული 2თვიანი ვადა აქვთ, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება 5 თვემდე გახანგრძლივდეს.294 იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველის აპარატს 2020 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის თებერვლამდე არსებული მონაცემები მიეწოდა, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ხანგრძლივობის შესახებ, ანგარიშში მხოლოდ 2021 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები შეფასდება, რადგან უკვე ოქტომბერში დარეგისტრირებულ სააპელაციო საჩივარზე, განხილვის ვადა ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად,295 2020 წლის პირველ ცხრა თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დარეგისტრირებული 1156 საჩივრიდან 2 თვის ვადაში დასრულდა მხოლოდ 122 (10.5%) საქმის განხილვა, ხოლო 5 თვის ვადაში - 278 (24%) საქმისა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 291 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის და 1-ლი მარტის №3/1258 და №3/2222 წერილები. 292 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1-ლი და 17 მარტის №93-2/10 და №129-2/10 წერილები. 293 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის №პ-145-21 წერილი. 294 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი. 295 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის და 1-ლი მარტის №3/1258 და №3/2222 წერილები. 136 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სამოქალაქო საქმეთა პალატაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 2020 წელს რეგისტრირებული საჩივრების 65.4% -ის განხილვა არ დასრულებულა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში, 2020 წლის პირველ ცხრა თვეში დარეგისტრირდა 975 საჩივარი, მათგან 2 თვის ვადაში წარმოება დასრულდა 162 (16%) საჩივარზე, ხოლო 5 თვის ვადაში სასამართლომ 269 (27.5%) სააპელაციო საჩივარი განიხილა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 2019 წელს რეგისტრირებული საჩივრების დაახლოებით 55.7%-ის განხილვა არ დასრულებულა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უკეთესი მდგომარეობაა. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, კანონით დადგენილ ვადაში, 2020 წელს მხოლოდ საქმეთა 27% არ განხილულა, ხოლო სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 34%.296 საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პალატებს, საკასაციო საჩივრის მისაღებად, 3-თვიანი ვადა 297 დასაშვებად მიღების შესახებ გადაწყვეტილების აქვთ, 6-თვიანი ვადა კი, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 298 საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, საანგარიშო პერიოდში 1191 საჩივარი დარეგისტრირდა.299 დაუშვებლად ცნობილი 276 საქმიდან, 3-თვიანი ვადის დარღვევით სასამართლომ 156 საჩივარი (56.5%) განიხილა, ხოლო დასაშვებად ცნობილი 915 საქმიდან 6-თვიან ვადაში სასამართლომ საქმის წარმოება მხოლოდ 17 (2%) შემთხვევაში დაასრულა. საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 2020 წელს 1259 საჩივარი შევიდა, საიდანაც დაუშვებლად ცნობილი 253 საქმიდან, 3-თვიანი საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევით 160 (63%) საჩივარი იქნა დაუშვებლად ცნობილი. დასაშვებად ცნობილი 1006 საქმიდან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 6-თვიან ვადაში მხოლოდ 34 საქმე განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, საკასაციო ინსტანციაში სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიმართულებით პროგრესი არ შეინიშნება. 296 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1-ლი და 17 მარტის №93-2/10 და №129-2/10 წერილები. 297 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-31 ნაწილი. 298 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 ნაწილი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილი. 299 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის №პ-145-21 წერილი. 137 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 4.5.მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეები 4.5.1.გიორგი უგულავას საქმე 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიორგი უგულავასა და სხვათა ბრალდების საქმეზე, რის შემდეგაც მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებები გადაკვალიფიცირდა და მათთვის დანიშნული სასჯელები 300 დამძიმდა. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის განმხილველი პალატის შემადგენლობის ერთერთი მოსამართლე იყო შალვა თადუმაძე, რომელიც მთავარი/გენერალური პროკურორი იყო 2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე,301 ანუ იმ პერიოდში, როდესაც ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი პროკურატურამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.302 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მოსამართლის პირადი მიუკერძოებლობის დამოკიდებულება განცდას უნდა და ქცევა, წარმოშობდეს. საზოგადოებაში მოსამართლემ, მისი რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ევროპულ სასამართლოს უკვე აქვს დადგენილი დარღვევა ისეთ საქმეში, სადაც პირი ერთი მხარის წინააღმდეგ ორ საქმეში მონაწილეობდა - პირველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი იყო, ხოლო მოგვიანებით სხვა საქმეში იმავე პირის მიმართ მოსამართლის ფუნქციები შეითავსა.303 ნათელია, რომ საქმის განხილვის დროს მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ იმავე საქმის მოსამართლის ამპლუაში განხილვა სამართლიანად აჩენს ეჭვებს მისი ობიექტურობის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა გიორგი უგულავას საქმეს და სწორედ იმ საფრთხეების მატერიალიზებაზე მიუთითა, რაზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში ამახვილებდა ყურადღებას. 304 4.5.2. ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“ 2020 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დემარკაციის და 300 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის №57აპ.-19 განაჩენი. 301 საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 16 ივლისის №3142-რს დადგენილება. 302 2019 წლის 9 იანვარი. 303 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, 2001 წლის 3 მარტის №33958/96 გადაწყვეტილება, საქმეზე, ვეტშტაინი შვეიცარიის წინააღმდეგ პარა. 47. 304 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 11 თებერვლის განცხადება, ხელმისაწვდომია <http://bit.ly/3bP5Ro4 > [ბოლოს ნანახია 16.03.2021]. 138 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის305 ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ვერსიის თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილმა წევრებმა საქართველოს ისტორიულად კუთვნილი დაახლოებით 35000 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შექმნეს. სასამართლო განხილვების დაწყებამდე, 2020 წლის 25 თებერვალს, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ საქმეზე სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა ამ საქმეში კანონიერების პრინციპის ხელყოფის რისკები დაინახა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ, ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ. მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში ისეთი ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა. დამატებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც ეფუძნება ბრალდება, ბრალდების მხარეს, ვარგისიანობის კუთხით, დღემდე (2021 წლის 1 მარტი) არ შეუსწავლია. ზემოაღნიშნული მოცემულობის და არსებითი განხილვის დროისთვის საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, რაც ჩვეულებრივ საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა. ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი პროცედურის დაწყება საპარლამენტო წინაასარჩევნო პერიოდს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები არ ყოფილან პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, მათი საქმე პოლიტიკური განხილვისა და ურთიერთბრალდებების მთავარ საბაბად იქცა. სახალხო დამცველის მიერ საქმის მასალების და მიმდინარე მოვლენების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას, შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური ან სხვა არასამართლებრივი მოტივი, რამაც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერი მოტივი გადაწონა. ამ შეფასების გაკეთებისას საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით დადგენილ სტანდარტებს დაეყრდნო. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში სახალხო დამცველმა ასევე დაადგინა ერთ-ერთი ბრალდებულის საპროცესო უფლების დარღვევა. კერძოდ, 2020 წლის 30 დეკემბერს, ივერი მელაშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, მინის გამყოფი ბარიერის მიღმა შეხვდა თავის ადვოკატს. ადვოკატთან კომუნიკაციის მიზანი იყო დაცვის სტრატეგიის საკითხების შეთანხმება. ბრალდებულმა ადვოკატის მიერ მიწოდებულ რუკებზე გააკეთა ჩანაწერები, ხოლო შემდგომ მათი ადვოკატისთვის გადაცემა მოითხოვა. ამის ნაცვლად, პენიტენციური 305 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლი. 139 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სამსახურის თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ დოკუმენტაციას, მათ შორის, ივერი მელაშვილის ჩანაწერებსაც, და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს დოკუმენტების ჩაბარება. საქართველოს სახალხო დამცველმა ამ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულების მიერ, ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული306 ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა.307 4.5.3. ნიკანორ მელიას საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, ნიკანორ მელიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე, 12 დეკემბერს მას შეუწყდა საპარლამენტო უფლებამოსილება. სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკანორ მელიას სარჩელზე მეგობრის მოსაზრებით მიმართა და განმარტა, რომ რაკი განაჩენი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო, სასჯელი გასაჩივრების პროცედურების დასრულებისა და ბოლო ინსტანციის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო მეგობრის მოსაზრება არ სასამართლომ 308 გაიზიარა. სახალხო სასამართლომ დამცველის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ მოსაზრებაში აღნიშნული სისტემური განმარტებისა და ორკვალიანი სისტემის შესაძლებლობაზე მიუთითა.309 ამაში იგულისხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობა, მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას კი, კანონიერ ძალაში შესულად და აღსასრულებლად მიიჩნევს მხოლოდ ისეთ განაჩენს, რომელზეც აღარ არსებობს გასაჩივრების შესაძლებლობა. თუმცა სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ უმსჯელია ამგვარი განმარტების შესაძლებლობაზე და საპროცესო კოდექსის ანალიზის მიღმა, მხოლოდ რეპუტაციულ და მორალურ არგუმენტებზე მსჯელობით დაასკვნა, რომ დეპუტატის 306 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია: მუხ. 6, პუნქ. 3, ქვეპ. C, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი, საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი. 307 საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 29 იანვრის განცხადება, ხელმისაწვდომია. <https://bit.ly/3ri2hrE > ბოლოს ნანახია [16.03.2021]. 308საქართველოს საკონსტიტუციო (ხელმისაწვდომია: სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილება <http://bit.ly/38LKwKc>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]). გადაწყვეტილებას ერთვის 4 მოსამართლის განსხვავებული აზრი (ხელმისაწვდომია: <http://bit.ly/3cEvWp7 >[ბოლოს ნანახია: 17.03.2021]). 309 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბერის 3/2/1473 გადაწყვეტილება საქმეზეб ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, I-18. 140 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა დანიშნული სასჯელის სახეს და იგი დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო.310 4.5.4. გიორგი რურუას საქმე 2020 წლის 3 იანვარს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება გიორგი რურუას მონაწილეობით, რომელსაც არ დაასწრეს ბრალდებულის ადვოკატი. ამ ფაქტის შესწავლის მიზნით, 2020 წლის 13 აპრილს, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გამომძიებელთა მიმართ, ბრალდებულ გიორგი რურუას უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად,311 პირს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს. აღნიშნულ შემთხვევაში ბრალდებულ გიორგი რურუას დაერღვა კონსტიტუციით მინიჭებული დაცვის უფლების გარანტია. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, 2020 წლის 16 აპრილს მიმართა თბილისის პროკურატურას, რომელმაც 15 მაისს წინადადება კვლავ დაუბრუნა შსს-ს გენერალურ ინსპექციას. გენერალური ინსპექციიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ სამსახურებრივი შემოწმება არ დაწყებულა, რადგან საამისოდ საჭირო იყო გენერალური პროკურატურის მიმართვა. 2020 წლის 17 სექტემბერს, სახალხო დამცველმა ამჯერად გენერალურ პროკურატურას მიმართა, რათა ამ უკანასკნელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაბამისი წარდგინება გაეგზავნა. 25 სექტემბერს გენერალური პროკურატურიდან შესაბამისი მიმართვა გაიგზავნა შსს-ს გენერალურ ინსპექციაში. შსს გენერალური ინსპექციის 2020 წლის 16 ნოემბრის წერილით აპარატს ეცნობა, რომ მოხდა გასაუბრება შესაბამის პირებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ გიორგი რურუასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. შედეგად, დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა. ჩატარებულ თუმცა, საგამოძიებო ამავე წერილის მოქმედებაში თანახმად, მონაწილე ადვოკატის დაუსწრებლად გამომძიებლების ქმედებების კანონიერება გენერალურ ინპექციას არ შეუსწავლია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, პროკურატურა და შსს ერთმანეთთან აგზავნიდნენ გიორგი რურუას საქმეს და საკითხს გაუმართლებლად აჭიანურებდნენ. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაინც არ შეისწავლა ის 310 იქვე, II-32-35. 311 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილი. 141 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკითხი, თუ რამდენად კანონიერად არ დაასწრეს ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებებს, შედეგად, გიორგი რურუას დარღვეული უფლების აღდგენა ვერ მოხერხდა. 4.5.5. ლაშა თორდიას საქმე სახალხო დამცველის აპარატი 2017 წლიდან აკვირდება ყოფილ გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე - თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მსვლელობას.312 აპარატი აკვირდებოდა როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპებს. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულების შემდეგ კი, საქმის მასალები სრულად შეისწავლა. შესწავლის შედეგებით დადგინდა, რომ ამ საქმეზე სახეზეა ქმედების კვალიფიკაციის პრობლემა. სისხლისსამართლებრივი დევნა 2 ბრალდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მსუბუქი ნაწილით მიმდინარეობდა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ადგილი ჰქონდა ძალადობის ჩადენას ჯგუფურად (რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილით), თუმცა გამოძიება მიმდინარეობდა და ორ პირს ბრალდება წარედგინა ამ მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენას მხოლოდ ერთი ამსრულებლის მიერ.313 ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საქმეზე ერთი პირის მ.ჩ.-ს მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამართლდა. ნიშანდობლივია, რომ ორი ან მეტი პირის მხრიდან დანაშაულში თანაამსრულებლობა არ გულისხმობს იმას, რომ თითოეულმა პირმა იდენტური ქმედება ჩაიდინოს. საკმარისია, რომ პირმა სხვასთან ერთად უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში და თუნდაც, დაეხმაროს მეორე პირს მსხვერპლის უმწეო მდგომარეობაში ჩაგდებაში ან შეუმციროს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მ.ჩ.-სთან ერთად. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებებისგან შეუსაბამოდ, ხელოვნურად მოხდა იმგვარი ბრალის წარდგენა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის ალბათობას შეამცირებდა. გარდა ამისა, ამ საქმეში გამოვლინდა გამოძიების გაჭიანურება. გამოძიების ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება იყო ის, რომ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნული (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემა 1 წლითა და 5 თვის ვადით გაჭიანურდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 2017 312 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 84, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 149. 313 2017 წლის 13 მაისს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენას ჯგუფურად და მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით. 142 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წლის 8 ივნისს დაინიშნა, ხოლო დასკვნა 2018 წლის 5 ნოემბერს გაიცა. ამ პერიოდში, გამოძიება, შეიძლება ითქვას, შეჩერებული იყო ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში და, ფაქტობრივად, არცერთი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა. ამასთან, 1 წლითა და 5 თვის ვადით გაჭიანურდა თავად ლაშა თორდიას დაზარალებულად ცნობა. მიუხედავად იმისა, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებას მიღებული ჰქონდა 2017 წლის 5 ივნისს, დაზარალებულის სტატუსი მას მხოლოდ 2018 წლის 5 ნოემბერს მიენიჭა. 4.6.გაუთქმელობის ვალდებულება სისხლის სამართლის პროცესში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პროკურორი/გამომძიებელი უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.314 2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაემჟღავნებინათ და გაეხმაურებინათ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებოდნენ.315 ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია გააცნო. ამ პირობებში, ბუნებრივია, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. პროკურატურამ ეს საგამოძიებო ბერკეტი სხვა საქმეებშიც გამოიყენა. ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ გიორგი მამალაძის ადვოკატებს ბრალდების მხარემ გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრა, იმ პირობებში, როდესაც თავად აქტიურად ეწეოდნენ ცალკეული მტკიცებულებების საჯარო განხილვას. ამ საკანონმდებლო ბერკეტის მსგავსი ფორმით გამოყენება უკვე გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დასრულებულია არსებითი განხილვა და სასამართლო გასულია სათათბირო ოთახში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომელიც 314 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი. 315 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი. 143 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. 4.7.საკუთრების უფლება სისხლის სამართლის პროცესში სისხლის სამართლის მესაკუთრეებისთვის გამოძიების ფარგლებში ამოღებული დროულად დაბრუნების საკითხი, ნივთების წლების კანონიერი განმავლობაში პრობლემაა. აღსანიშნავია, რომ საკუთრების ძირითადი უფლების დარღვევა არ გულისხმობს მხოლოდ საკუთრების უფლების უშუალო ჩამორთმევას. პირის საკუთრებაში არსებულ ნივთსა თუ ქონებაზე წვდომის, მისით სარგებლობისა და განკარგვის რეალური შესაძლებლობის ხანგრძლივი ჩამორთმევა, მით უმეტეს, ამ შესაძლებლობის აღდგენის სავარაუდო თარიღის განსაზღვრის შეუძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების ძირითადი უფლების დარღვევას უტოლდება. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მოქალაქე ო. მ.-ს განცხადება, რომელიც პროკურატურის მიერ მისი საკუთრების უფლების დარღვევაზე დავობდა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში ამოიღო. 2014 წლის 13 მარტს საქმეზე გამოძიება შეწყდა, თუმცა მტკიცებულების განმცხადებელს თაობაზე ავტომანქანა დავა სამოქალაქო არ დაუბრუნდა, სანამ სამართალწარმოების ნივთიერი წესით არ გადაწყდებოდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს თანახმად,316 განმცხადებლის მონაწილეობით სასამართლოში 2014-2020 წლებში სამოქალაქო დავა არ წარმოებდა. საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურას წინადადებით 317 განმცხადებლისთვის საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვა. მიმართა და მიუხედავად იმისა, რომ გენერალურმა პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება, მოქალაქეს ამ დრომდე არ გადასცემია ავტომობილის გასაღები და ტექნიკური პასპორტი, ხოლო თავად მანქანა გაძარცვული დახვდა.318 ფაქტია, რომ პირს საკუთრების უფლება რამდენიმე ეპიზოდში დაერღვა. ერთი მხრივ, სახელმწიფომ არ უზრუნველყო მისთვის ავტომობილის დროულად გადაცემა, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ შეძლო მისი ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში შენარჩუნება. სისხლისსამართლებრივი წარმოების დროს საკუთრების უფლების თვითნებური დარღვევის საფრთხე გამოვლინდა აპარატის მიერ შესწავლილ ერთ-ერთ საქმეში.319 316 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №70 წერილი. 317 2020 წლის 28 მაისის საქართველოს სახალხო დამცველის №15-2/5303 წინადადება. 318 2020 წლის 22 ივნისის №6739/20 განცხადება. 319 2020 წლის 17 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება №11ბ/19835. 144 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მოსამართლემ განჩინებაში არ მიუთითა, თუ რა საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის მოსაძებნად და ამოსაღებად გასცა ნებართვა. განჩინებაში მსგავსი მითითების არარსებობა, პირველ რიგში, გამორიცხავს მოქალაქის შესაძლებლობას, ჩხრეკის გარეშე, ნებაყოფლობით გადასცეს გამოძიებას შესაბამისი ნივთი, მეორე მხრივ კი, აჩენს თვითნებობის მაღალ რისკს ჩხრეკის ჩამტარებელი პირების მხრიდან. აპარატი ასევე შეისწავლის ერთ-ერთ საქმეს, სადაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის მარტში ამოღებულ იქნა შპს „X”–ისა და ა. ბ.–სა და შ. ბ.–ის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა. საქმე შეეხება 2020 წლის 16 მარტს პირის მიერ 6 ტექსტური სმს შეტყობინების გაგზავნას სამსახურებრივი კომპიუტერისა და სერვერის გამოყენებით, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ცრუ ინფორმაციას შეიცავდა. კომპიუტერულ ტექნიკაზე დანიშნული ექსპერტიზა დღემდე მიმდინარეობს და არ დასრულებულა. აპარატი რეგულარულად აკვირდებოდა საქმის ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზის მიმდინარეობის საკითხს. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოწოდებული ინფორმაციით, ზემოხსენებული კომპანიისა და თანამშრომლებისგან ამოღებულ 89 ერთეულ კომპიუტერულ ტექნიკაზე, 2020 წლის 26 მარტს დაინიშნა ორი საინფორმაციო–ტექნოლოგიური ექსპერტიზა. 2020 წლის 30 დეკემბრის ინფორმაციით, ექსპერტიზა ძირითად ნაწილში კვლავ წარმოების პროცესში იყო და ამოღებულ 73 ერთეულ ტექნიკაზე კვლავ არ იყო დასრულებული საექსპერტო გამოკვლევა. ამასთან, ვერც ექსპერტიზის დასრულების მიახლოებითი თარიღი დასახელდა. გამოსაკვლევი ობიექტების რაოდენობისა და მოცულობის მიუხედავად, შეუძლებელია, რომ საკუთრების უფლების ამგვარი ხანგრძლივი შეზღუდვა გამართლებულად ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია, რომ საწარმოს ჩამორთმეული აქვს საკუთრებაში არსებული თითქმის მთლიანი კომპიუტერული ტექნიკა, რაც, ბუნებრივია, შეუძლებელს ხდის კომპანიის ნორმალურ საქმიანობას. 4.8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის ხარვეზები საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე არაერთხელ აღნიშნა საბჭოთა მმართველობის პერიოდში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლის და ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობის თაობაზე,320 რადგანაც კოდექსი ადამიანის 320 საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2013, 448-450; საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2014, 271-277; საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2015, 303-307; საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2016, 462-467; საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2018, 114; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 91-109; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 157-159. 145 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. 2020 წელს აპარატის მიერ შესწავლილი ი. გ.-სა და შ. გ.-ს საქმეები ქართული ადმინისტრაციული ხარვეზების სამართალწარმოებისთვის ნათელი დადასტურებაა. დამახასიათებელი მოცემულ საქმეში ფუნდამენტური თბილისის საქალაქო სასამართლომ პირები საკარანტინე ზონაში - სასტუმროს ოთახში ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამრღვევად ცნო მხოლოდ დაინტერესებული მხარის წარმომადგენლების - პოლიციელების განმარტებებისა და ამავე პოლიციელის მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე. წვრილმანი ხულიგნობისთვის აუცილებელია, რომ პირმა საზოგადოებრივ ადგილებში მიმართოს ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ ქმედებას, რითიც უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი. მოცემულ საქმეში მოქალაქეებისა და პოლიციელების პოზიციები არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სასამართლოში არ წარდგენილა ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც მითითებული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა. სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებით მიმართა, რადგან მიიჩნია, რომ ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და იწვევს მტკიცების ტვირთის სახელმწიფოდან მოქალაქეზე გადასვლას, რაც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით, განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის დასაშვებად მიღების კონკრეტული ვადა;  შეიტანოს ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში და უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრებად განსაზღვროს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;  საკანონმდებლო ცვლილებების მასალების საჩივრის და გზით, ქვემდგომი განსაზღვროს ინსტანციიდან სისხლის სამართლის ზემდგომში გაგზავნის კონკრეტული ვადები;  საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლის მე2 პუნქტში შევიდეს ცვლილებები, რომელიც დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატურის ასარჩევად უზრუნველყოფს საბჭოს წევრების არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობას; 146 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგინდეს, რომ სასამართლოში საქმეთა კოლეგიური განხილვისას, კოლეგიის შემადგენლობა სასამართლოს თავმჯდომარის ნაცვლად, საქმეთა განაწილების ელექტრონულმა პროგრამამ განსაზღვროს;  განისაზღვროს სასამართლოს ვალდებულება, გაათავისუფლოს პატიმარი ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, თუ იგი წარმოადგენს საბანკო ამონაწერს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში მისი ფინანსური ბრუნვის შესახებ, რაც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 100 ლარზე ნაკლები იყო;  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგინდეს, რომ განაჩენს არ შეიძლება დაედოს საფუძვლად სხვა მოსამართლის მიერ გამოკვლეული მტკიცებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმეზე დანიშნული იყო სათადარიგო მოსამართლე;  საკანონმდებლო ცვლილების გზით, უზრუნველყოს მტკიცებულებების კანონიერების სასამართლო წესით ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არსებობს დანაშაულის პროვოკაციის რისკის საშიშროება;  მიიღოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიეთითოს, რომ დისტანციური წესით სასამართლო სხდომების ჩატარების შემთხვევაში:  მოწმის დაკითხვა არ უნდა დაიწყოს, თუკი სასამართლო არ დარწმუნდება, რომ იგი შესაბამის ოთახში მარტო, გარეშე ზეგავლენისგან თავისუფლად იმყოფება;  მოწმის დაკითხვა არ უნდა დაიწყოს ან შეწყდეს, თუკი ბრალდებულს ან სხდომის მონაწილე სხვა პირს არ შეუძლია მოწმის მეტყველების გარჩევა ან ვერ ხედავს მას. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  განსაზღვროს ფსიქოლოგების [არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში] სპეციალიზაციაში მომზადება/გადამზადებასა და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებათა ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა დაწესებულებებში გაიზარდოს სპეციალური ოთახების რაოდენობა და კომპიუტერული ტექნიკა დისტანციური წესით გასამართ სხდომაზე ბრალდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: 147 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის გზით, გაწეროს დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის დეტალური წესი და კრიტერიუმები, იმგვარად, რომ უზრუნველყოს საბჭოს მიერ ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა შერჩევის პროცესში, ასევე, დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის შეფასების დეტალური კრიტერიუმები, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხების ნუსხა და კანდიდატების დასაბუთებული შეფასების ვალდებულება;  2021 წელს უზრუნველყოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შექმნა და მისი დანერგვა;  უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნების გამოქვეყნება, პერსონალურ მონაცემთა სტანდარტების დაცვით;  საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ცვლილებების გზით, უზრუნველყოს სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კოლეგიის სამივე კლიენტისა და წევრის შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე არჩევა;  დისტანციური სასამართლო კონფიდენციალური პროცესების კომუნიკაციის დროს შესაძლებლობის ადვოკატის უზრუნველსაყოფად, გააუმჯობესოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა. 148 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 5 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 5.1 შესავალი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას არც 2020 წელს დაუკარგავს აქტუალობა. საანგარიშო პერიოდში დანაშაულის ნიშნების შემცველი რამდენიმე ფაქტი გასაჯაროვდა. საგულისხმოა, რომ ამ უფლების დაცვის თვალსაზრისით, 2020 წელი წინა წლებში გამოვლენილი ტენდენციებისგან არ განსხვავდებოდა. სახელმწიფო უწყებებმა კვლავ ვერ შეძლეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და ამ უფლების დარღვევის თავიდან აცილება. მსოფლიოში შექმნილმა პანდემიურმა კონტექსტმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიის გამო გარე სამყაროსთან კომუნიკაციაზე დაწესებულმა დამატებითმა შეზღუდვებმა დიდი ზიანი მიაყენა პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს. ამავე დროს, დაწესებული შეზღუდვების განხორციელებული კომპენსირების აქტივობები გარე მიზნით სამყაროსთან სახელმწიფოს სათანადო მიერ კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფდა. საანგარიშო პერიოდში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე, გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.321 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლო ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო - ჩხრეკის შედეგს დასაბუთებული ვერ განიხილავს ვარაუდის ამ სტანდარტის დაკმაყოფილებად. ასევე, სასამართლომ სავალდებულო გახადა, უშუალოდ ჩხრეკის ჩატარების და მტკიცებულების მოპოვების პროცესის კანონიერების დასადასტურებლად ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება, იქნება ეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ამ საგამოძიებო მოქმედებაზე ნეიტრალური დამსწრე პირის ჩვენება თუ სხვა ობიექტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ჩხრეკის ობიექტიდან ამოღებული მტკიცებულების ფლობის ფაქტს და გამორიცხავს უკანონო ქმედებას სამართალდამცავთა მხრიდან. იმედს ვიტოვებთ, მიღებული გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტს უფრო მეტად აამაღლებს საქართველოში. საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით 7 რეკომენდაცია და 6 საპარლამენტო წინადადება გასცა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტმა არცერთი წინადადება არ გაითვალისწინა, მათ შორის, არ მიუღიათ 321 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/3kcmXyG > [ბოლოს ნანახია 19.02.2021]. 149 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 1571-ე მუხლების დისპოზიციის ერთმანეთისგან გასამიჯნად. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების მიმართ გაცემულ რეკომენდაციებს, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა ნაწილობრივ ერთი რეკომენდაცია. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, ნაწილობრივ დამაკმაყოფილებლად ფასდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფდა მინის ბარიერის გარეშე პატიმართათვის ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობას. წინამდებარე თავში მიმოვიხილავთ საანგარიშო პერიოდში ფარული მიყურადების ფაქტებს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დამრღვევი ჩანაწერების გავრცელებაზე მიმდინარე გამოძიებების მდგომარეობას. დამატებით, ასევე შეფასდება პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარე სამყაროსთან კონტაქტის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. 5.2 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევები 2020 წელს, გასული წლების მსგავსად, პირადი ცხოვრების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში ითხოვს პოლიტიკური პარტიების წევრთა კონფიდენციალური საუბრებისა და ჩანაწერების გასაჯაროების საქმეების გამოძიებას,322 რომელთა მსგავსი რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა 2020 წელსაც გამოვლინდა. 5.2.1 ჟურნალისტის და პოლიტიკოსის სავარაუდო მიყურადების საქმე 2020 წლის 29 ოქტომბერს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის წარმომადგენელ ბესო ქათამაძეს შორის შემდგარი საუბრის შინაარსი გაასაჯაროვა. ნატო გოგელიამ და ბესო ქათამაძემ განმარტეს, რომ მათ სატელეფონო საუბარს მოწმე არ ჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ოპოზიციის წარმომადგენლის საუბრის უკანონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა ვერ მოიძია ინფორმაცია გამოძიების 322 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2018, 118-119. 150 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაწყების ან მიმდინარეობის შესახებ,323 რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ გამოძიება მოცემულ ფაქტზე არ დაწყებულა. 5.2.2 სალომე სამადაშვილის მიყურადების საქმე 2020 წლის 6 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოქვეყნდა უკრაინულ ვებგვერდზე განთავსებული ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ფიგურირებენ ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი. საქართველოს სახალხო დამცველმა საჯაროდ დაგმო პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების მოპოვებისა და გამოქვეყნების ფაქტი, რომელიც წლების განმავლობაში სამწუხარო პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც თავისი კონსტიტუციური მანდატის შესასრულებლად დაცულობის უფრო მაღალი გარანტიებით სარგებლობს. საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევებს, ძირითადად, ქალი პარლამენტის წევრების თუ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ჰქონდა ადგილი, რაც ამძიმებს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით არსებულ უთანასწორო მდგომარეობას.324 5.2.3 სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თავის ოფიციალურ facebook გვერდზე ყოფილი მსჯავრდებულის, ა. ს.-ს განცხადების პასუხად გაავრცელა ა. ს.-ს ნასამართლობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაამჟღავნა ა. ს.-ს ხსენებული მონაცემები. შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნეს და მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. საქართველოს ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 2020 წლის 21 იანვარს ვიდეოჩანაწერები გაავრცელა, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლების პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტები იყო აღბეჭდილი. მათი ნაწილი ასახავდა სახალხო დამცველის რწმუნებულების პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებთან 323 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 23 დეკემბრის №MIA32002979027 წერილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 26 იანვრის №MIA82100175188 წერილი. 324 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 7 ნოემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3kCjLwG > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. 151 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ვიზიტის კონკრეტულ მონაკვეთებს. საჯაროდ გავრცელებულ ჩანაწერებში სახალხო დამცველის რწმუნებულების სახეები დაფარული არ ყოფილა. 2020 წლის 22 იანვარს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა325 და იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლა მოითხოვა. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორს შეესწავლა იუსტიციის სამინისტროში ვიდეოჩანაწერების დაარქივების ზოგადი პრაქტიკა. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა №1/100/2020 გადაწყვეტილებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების ნაწილში, სამართალდამრღვევად ცნო როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე სპეციალური პენიტენციური სამსახური და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ორივე უწყება დააჯარიმა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილი გახდა არანაკლებ საგანგაშო გარემოება. კერძოდ, გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2019 წლის 19 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის შეხვედრის ვიდეოჩანაწერის დაარქივების (შენახვის) გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა 2019 წლის 18 აპრილს, დაწესებულებაში ჩვენი თანამშრომლის ვიზიტის წინა დღეს მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული პატიმრის განცხადება შეხვედრის თხოვნასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატში 2019 წლის 11 აპრილს შემოვიდა. დაგეგმილი ვიზიტის თარიღის შესახებ ინფორმაცია კი, აპარატის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს პენიტენციური სამსახურის ჰქონდა. შესაბამისად, გენერალური კითხვებს დირექტორის 2019 აჩენს სპეციალური წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ დაგეგმილი ვიზიტის წინა დღეს გამოსცა და რომლის შესახებაც მას კანონიერი გზით არ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია. ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შედეგად მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შესახებ. სახალხო დამცველს 2020 წლის 31 დეკემბერს ეცნობა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა (საიდუმლო საქმისწარმოების ფარგლებში) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შედეგად მონაცემთა დამუშავების კანონიერება და 325 საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/38QUQ3N> [ბოლოს ნანახია 18.03.2021]. 152 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შემოწმების პროცესში არაერთი ხარვეზი გამოავლინა. გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 9 (ცხრა) დავალება და 7 (შვიდი) რეკომენდაცია მიეცა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიმართვის პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველმა დამოუკიდებლად დაიწყო იმის გარკვევა, თუ რამდენად ხშირია სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და პატიმრების შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივება (ჩაწერა და შენახვა). არაერთი მცდელობის მიუხედავად, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სახალხო დამცველის აპარატს პასუხი არ მოეწოდა. სახალხო დამცველმა, მისი კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის აპარატის არგუმენტაცია, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო და ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო დააჯარიმა. გადაწყვეტილების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციური სამსახურიდან მიიღო პასუხი, სადაც მითითებული იყო, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ უკვე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერების გარდა, სხვა ჩანაწერები არ დაარქივებულა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აპარატისთვის მოწოდებულ საპასუხო წერილში, გამომგზავნის შეცდომით დარჩენილია წერილის სამუშაო ვერსიიდან ამონარიდი326, სადაც საუბარია იმაზე, რომ პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას არ ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და რომ მოთხოვნილი ინფორმაციის სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდება არ არის მიზანშეწონილი. სამუშაო ვერსიაში ასევე განიხილებოდა ის შესაძლო პასუხი (შეცდომაში შემყვანი მცდარი ინფორმაცია), რაც უწყებას სახალხო დამცველისთვის უნდა გამოეგზავნა. 5.3 პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებები გენერალური ცხოვრების 326 პროკურატურიდან ხელშეუხებლობის მიღებულ ინფორმაციაზე უფლების დარღვევის დაყრდნობით, საფუძვლით, 2020 პირადი წლის სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 8 ივლისის №164785/01 წერილი - „რეალურად გადაწყვეტილებას არ აქვს სარეგისტრაციო ნომერი, ჩემი აზრით წერილის პასუხად აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება არ არის მიზანშეწონილი და ოპტიმალურ პასუხად მიმაჩნია ვუთხრათ, რომ დაარქივებულ მასალასთან ერთად ინფორმაციის შემნახველ მასივზე, აღირიცხება და ინახება დაარქივების საფუძველიც, ამ შემთხვევაში გენერალური დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილება“. 153 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 განმავლობაში, 44 პირის მიმართ დაიწყო327 სისხლისსამართლებრივი დევნა.328 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა იმ საქმეებზე, რომელთა გამოძიება 20152017 წლებში დაიწყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძვლით. სამწუხაროდ, აპარატიდან გაგზავნილ ცალკეული წერილებს საქმეების საქართველოს შესახებ სახალხო გენერალურმა დამცველის პროკურატურამ, არასრულყოფილად, მხოლოდ ზოგადი სტატისტიკური მონაცემებით უპასუხა.329 საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას მეტი გამჭირვალობისკენ, რაც შესაძლებელს გახდის ობიექტურად შეფასდეს საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა ეფექტიანი რეაგირების პერსპექტივიდან. 5.4 გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა ზომებმა ყველაზე დიდი გავლენა პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების რეალიზებაზე მოახდინა. 2020 წლის 5 მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შედეგად, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების და ხანმოკლე გარეთ პატიმრობის პაემნებით ხანმოკლე კოდექსით სარგებლობის, გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.330 აღნიშნული შეზღუდვა ნაწილობრივ შემსუბუქდა 2020 წლის 25 მაისიდან,331 თუმცა დროის მცირე ინტერვალში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებასთან ერთად, პატიმრებს, ხანმოკლე პაემნები 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო ამანათების მიღების უფლება 2020 წლის 28 დეკემბრამდე 332 შეეზღუდათ. 327 2019 წლის განმავლობაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძვლით 63 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. 328 სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ; 1571 მუხლის საფუძველზე 18 პირის მიმართ; 158-ე მუხლის საფუძველზე 10 პირის მიმართ. 329 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 1-ლი და 5 მარტის №13/11375 და №13/12270 წერილები. 330 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის №4109 ბრძანება, მე-2 მუხლი. 331 პატიმრებს მიეცათ შესაძლებლობა მინის გამყოფი ბარიერის მიღმა ესარგებლათ კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით. ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის უფლება მხოლოდ დროებით აღდგა, 2020 წლის 28 ნოემბრამდე. 332 ამანათების მიღების უფლება პატიმრებს 2020 წლის 28 დეკემბრიდან აღუდგათ და დღევანდელი მდგომარეობით, კვლავ სარგებლობენ ამ უფლებით, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/36CtGfU > [ბოლოს ნანახია: 30.03.2021]. 154 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2020 წლის განმავლობაში, ნათლად გამოიკვეთა იმ რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა, რომლებსაც სახალხო დამცველი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიმართ, წლების განმავლობაში გასცემს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პატიმრების დაწესებულებაში განთავსებისას ხშირად უგულებელყოფილია მათი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც პატიმრები ვერ სარგებლობენ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის უფლებით. სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაშია არაერთი საქმე, სადაც პატიმრებს რამდენიმე წელია არ უსარგებლიათ პაემნის უფლებით (მაშინ როდესაც ტერიტორიულად ოჯახის წევრებთან ახლომდებარე დაწესებულებაში მოთავსებისას წარსულში სარგებლობდნენ ამ შესაძლებლობით). ამასთანავე, პატიმრობის კოდექსი არ უშვებს ხანგრძლივი პაემნის სატელეფონო ზარით ან ვიდეოპაემნით გადაცვლის შესაძლებლობას. განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები დამატებით მოკლებულნი არიან ვიდეოპაემნით სარგებლობის შესაძლებლობას. ასევე, რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში იკვეთება ტელეფონების არასაკმარისი რაოდენობა და კონფიდენციალურ გარემოში საუბრის შეუძლებლობა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ №2, №10, №N12 და №N18 დაწესებულებები არ არიან უზრუნველყოფილნი ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ შესაძლებლობით სარგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრების ოჯახებთან კომუნიკაციისთვის, რადგან ვიდეოპაემნის გამოყენება ჩაანაცვლებს პირისპირ კომუნიკაციის შეუძლებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს ჩვენი მონიტორინგის დროს, იმ დაწესებულებებში, სადაც ვიდეოზარის განხორციელება შესაძლებელია, ვიდეოპაემნის გამოყენების არა ზრდის, არამედ კლების სამწუხარო ტენდენცია შეინიშნებოდა. ეს, სავარაუდოდ, პატიმრის ოჯახის წევრის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადების სავალდებულობას333 უკავშირდება და პანდემიით გამოწვეული, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო (განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს), მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ უწყებაში გამოცხადებას. ცხადია, პანდემიის გამო პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღება და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა შეესაბამება პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზანს, თუმცა გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის 333 პატიმრობის კოდექსის მე-171 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“. 155 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რეკომენდაციის,334 ასევე, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის განცხადებით,335 უმნიშვნელოვანესია, შეზღუდვების საპირწონედ შეთავაზებული იყოს გარე სამყაროსთან კონტაქტის ალტერნატიული საშუალებები. 2020 წლის 16 მარტიდან, პაემნებზე დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით, პატიმრებს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო მიეცათ, რასაც აპრილში ერთჯერადად კიდევ 20-წუთიანი სასაუბრო დრო დაემატა.336 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლების შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კომპენსირების მიზნით პატიმართათვის 15წუთიანი უფასო სატელეფონო დროის შეთავაზება არ წარმოადგენს გარე სამყაროსთან სრულფასოვანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად შეთავაზებულ დამაკმაყოფილებელ საშუალებას. პენიტენციურ სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება დისციპლინური სახდელის სახით გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა. პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც პატიმრის გარე სამყაროსთან კონტაქტის პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება სატელეფონო საუბარი იყო, ეს უფლებაც იზღუდებოდა. მაგალითისთვის, მარტში, აპრილსა და მაისში, როდესაც ხანმოკლე პაემნებიც შეჩერებული იყო, დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 124-ჯერ არის გამოყენებული, 2020 წლის იანვრიდან - ნოემბრის ჩათვლით კი, საერთო ჯამში 467-ჯერ.337 სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაუშვებელია დისციპლინური სახდელის სახით გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების შეზღუდვა,338 რაზეც ასევე მიუთითებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც.339 334 გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის რეკომენდაციები მონაწილე სახელმწიფოებისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით (მიღებულია 2020 წლის 25 მარტს), მე-9 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტები, ხელმისაწვდომია: <http://bit.ly/38RUzO6>[ბოლოს ნანახია: 17.01.2021 ]. 335 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2020 წლის 20 მარტის - CPT/Inf(2020)13 განცხადება: „ Statement of principles relating to the treatment of persons deprived of their liberty in the context of the coronavirus disease (COVID-19) pandemic.“ წითელი 336 ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) საქართველოს დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით. 337 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიშები თვეების მიხედვით,ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39CVbb4>[ბოლოს ნანახია: 18.01.2020]. 338 გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC), დინამიკური უსაფრთხოების სახელმძღვანელო, ნიუ-იორკი, 2015, p. 22, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: <https://bit.ly/3bVGGR6 > [ბოლოს ნანახია: 20.01.2021]. 339 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 100, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: <http://bit.ly/2J9IeHP> [ბოლოს ნანახია: 20.01.2021]. 156 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პატიმრებისთვის საჩივრის უფლების რეალიზაცია, საჩივრების დაუბრკოლებლად და კონფიდენციალურად გაგზავნის უზრუნველყოფა, წლებია, პატიმრების მხრიდან ერთერთი ყველაზე ხშირად გამოთქმული წუხილის მიზეზია. პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლების მიერ, 2020 წელს მონახულებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, მართალია, საჩივრის ყუთები განთავსებული იყო,340 თუმცა მათი დიდი ნაწილი კვლავ ვიდეომეთვალყურეობის არეალში ხვდება, რაც კონფიდენციალური საჩივრის ავტორის ამოცნობის შესაძლებლობას იძლევა. დახურული ტიპის დაწესებულებებში კონფიდენციალური საჩივრის დასაწერად საჭირო კონვერტის მიღება იდენტიფიცირების გარეშე არ ხდება. კონვერტის მოთხოვნისას, სოციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ კონვერტის ნომრის, პატიმრის სახელისა და გვარის ჩანიშვნა, კონფიდენციალობის აშკარა დარღვევაა. საჩივრის უფლების რეალიზებისათვის, მნიშვნელოვანია პატიმრების თაბახის ფურცლებით, კონფიდენციალური საჩივრების კონვერტებით და საწერი კალმებით უზრუნველყოფა. №8 და №6 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ადმინისტრაცია მათ არ აწვდის საჭირო მასალას და აბრკოლებს საჩივრების გაგზავნას. იმ შემთხვევაში კი, თუ პატიმრები შეძლებენ საჩივრის დაწერას და ყუთში მოთავსებას ან დაწესებულების თანამშრომლისთვის მის გასაგზავნად გადაცემას,341 მათ არ აქვთ ინფორმაცია კორესპონდენციის ადრესატამდე მისვლის შესახებ. პატიმრები ეჭვობენ, რომ მათი წერილები/საჩივრები არასასურველი შინაარსის გამო იბლოკება და ადრესატამდე არ აღწევს. ამ ეჭვს ამყარებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილი შემთხვევები. ერთერთი ასეთი შემთხვევისას, 2019 წელს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სასჯელაღსრულების დაწესებულების კანცელარიაში აღმოაჩინა პატიმრის მიერ სახალხო დამცველის აპარატისადმი გასაგზავნი წერილი გახსნილ მდგომარეობაში,342 საანგარიშო პერიოდში ასევე გამოიკვეთა მსჯავრდებულ ნ. ბ.-ს მიმოწერის უფლების დარღვევა. მსჯავრდებულის წერილი №8 დაწესებულებიდან არ გაიგზავნა, რაშიც დაწესებულების თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთა.343 დამატებით აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულების დებულება არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემნის უფლებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამის გამო, ის პატიმრები, რომლებსაც 340 2020 წლის 26 ივნისს №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას გაირკვა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციას საჩივრების ყუთები 16 მარტის შემდეგ არ გაუხსნია. 341 განსაკუთრებული პირობების შემოღების შემდეგ, პატიმრები წერილებს და საჩივრებს სოციალური მუშაკის ნაცვლად, დაწესებულების უსაფრთხოების ან რეჟიმის თანამშრომლებს გადასცემენ გასაგზავნად. 342 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 74. 343 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 8 იანვრის №3465/01 წერილი. 157 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის გატარება სამკურნალო დაწესებულებაში უწევთ, ვერ სარგებლობენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით. განხილულ ქვეთავში წარმოდგენილი მსჯელობიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ არსებული საკანონმდებლო დაწესებულებაში და ინფრასტრუქტურული მოთავსებული პირების პირადი პრობლემები ცხოვრების პენიტენციურ ხელშეუხებლობის სრულყოფილი დაცვის შესაძლებლობას არ იძლევა. ამავე დროს, სამწუხაროდ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების საკომპენსაციოდ პატიმართა პირადი ცხოვრების უფლების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისი იყო. ცალკე უნდა აღინიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობა,344 რომლებიც მნიშვნელოვან და დაუძლეველ წინაღობებს აწყდებიან როგორც გარე სამყაროსთან კონტაქტის რეალიზების, ისე პენიტენციური სისტემის შიგნით კომუნიკაციის შესაძლებლობების კუთხით. ყველაზე დიდი პრობლემა უცხოელი პატიმრებისთვის გარე სამყაროსთან345 და ოჯახთან კონტაქტის შენარჩუნებაა. მათ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ოჯახთან კონტაქტის შენარჩუნების პროცესში არსებული თითქმის დაუძლეველი ბარიერები. იმის გათვალიწინებით, რომ მათი ოჯახის წევრები პრაქტიკულად ვერ სარგებლობენ კომუნიკაციის დამყარებაც პაემნის არაერთ საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ისინი უფლებით. პრობლემასთან ამასთანავე, არის ტელეფონით დაკავშირებული. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში კვლავ გრძელდება პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, თუ საკნისთვის დადგენილი სატელეფონო ზარის დღე არ ემთხვევა საერთაშორისო ზარის დღეს,346 პატიმრები საზღვარგარეთ ვერ რეკავენ. საზღვარგარეთ დარეკვა პატიმრებისთვის ფინანსურ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი პატიმარი საერთოდ ვერ იღებს დახმარებას ოჯახის წევრებისგან. გეოგრაფიული სიშორისა და მაღალი საფოსტო ტარიფების მიზეზით, უცხოელი პატიმრები ძალზე იშვიათად აგზავნიან/იღებენ წერილებს და მოკლებულნი არიან ამანათების მიღების შესაძლებლობასაც. უცხოელ პატიმართა მძიმე ყოფას ართულებს ენის ბარიერით გამოწვეული პრობლემები. პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები, გარდა ერთეულისა, არ ფლობენ უცხო 344 2020 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში 584 უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პატიმარი იმყოფებოდა, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის 6.3%ს შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სისხლის სამართლის სტატისტიკის 2020 წლის ნოემბრის ერთიანი ანგარიშის დანართი, 116 ,ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3oHUBwK>[ბოლოს ნანახია: 15.01.2021]. 345 №8 დაწესებულებაში 2020 წლის 3-4 დეკემბერს ჩატარებული მონიტორინგის დროს, დამატებული იყო 2 ინგლისურენოვანი სატელევიზიო არხი, რაც მისასალმებელია, თუმცა პატიმრებთან გასაუბრებისას ირკვევა, რომ დაწესებულების ბიბლიოთეკას უცხოენოვანი წიგნების ძალიან მწირი მარაგი აქვს. 346 მაგალითად, საერთაშორისო ზარებისთვის №8 დაწესებულებაში კვირაში სამი დღეა განსაზღვრული. 158 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ენებს. პატიმრებს კი არ აქვთ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა. მდგომარეობა გართულდა კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებული ზომების ფონზე, რადგანაც, ენის შემსწავლელი კურსებიც შეჩერებულია და ვერც სოციალური მუშაკისგან იღებენ სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაციაში დახმარებას. ენის არცოდნის და დაწესებულებაში თარჯიმნების არარსებობის გამო, უცხოელი პატიმრები ვერ ეკონტაქტებიან ფსიქოლოგებს, ასევე გართულებულია ურთიერთობა სამედიცინო პერსონალთან. ენობრივი ბარიერი უარყოფითად აისახება დაწესებულების თანამშრომლებთან ურთიერთობებზეც.347 უცხოელ პატიმრებს არ აქვთ ინფორმაცია თავიანთ უფლება-მოვალეობებზე და არ იციან, ვის მიმართონ, თუ დახმარება დასჭირდებათ. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად მოაგვაროს ეს პრობლემები, რადგან არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები უმძიმეს ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან. პრევენციული ჯგუფის წევრებთან გასაუბრებისას ისინი აღნიშნავენ, რომ ენატრებათ ადამიანებთან საუბარი და რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მათ მეორე ადამიანთან ნორმალურად შეძლეს გასაუბრება და ემოციების გაზიარება. 5.5 გარე სამყაროსთან კონტაქტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით, კვლავ მძიმე მდგომარეობაა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. „ფსიქიატრიული ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი,348 ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება და პაციენტს შეუზღუდოს ისეთი უფლებები, როგორიცაა: ტელეფონით სარგებლობის უფლება; სტაციონარის ხანმოკლე დროით დატოვების უფლება; წერილების, ამანათების და მნახველების მიღების უფლება; პირადი ნივთების ქონის უფლება; აუდიოვიზუალური ინფორმაციის მიღების უფლება და ასევე, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე გასაგები ინფორმაციისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის უფლება. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნული უფლებების ბლანკეტურად შეზღუდვის შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არ შეესაბამება. სახალხო დამცველის აზრით, ისეთი ტიპის უფლებების შეზღუდვა, როგორიცაა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება ან ტელეფონით სარგებლობა, გაუმართლებელია და ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ინტერესების დაცვას. აღსანიშნავია, რომ კანონში მითითებული არ არის, რა მაქსიმალური ხანგრძლივობით არის დასაშვები შეზღუდვა. შესაბამისად, იმისათვის, რათა ექიმებმა თვითნებურად არ მიიღონ 347 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ №8 დაწესებულებაში მყოფი უცხოელი პატიმრები დადებითად ახასიათებდნენ ერთ-ერთ უსაფრთხოების თანამშრომელს, რომელმაც ინგლისური იცის და პატიმრებს ეხმარება. 348 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 15 მუხლის მე-3 პუნქტი. 159 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უფლებასთან მიმართებით, მკაფიოდ გაიწეროს პროცედურა. კანონმდებლობის თანახმად, ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს უფლება აქვთ, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, ხანმოკლე დროით დატოვონ სტაციონარი,349 მაგრამ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები საერთოდ ვერ სარგებლობენ ამ უფლებით. დაწესებულებების განყოფილებებში შესასვლელი კარები ჩარაზულია და პაციენტები ვერც ეზოში და ვერც ეზოს გარეთ ვერ გადიან, მაშინ როდესაც არ არსებობს ექიმის მიერ ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე მიღებული რაიმე გადაწყვეტილება.350 2020 წლის განმავლობაში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 3 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 5 პრევენციული ვიზიტი განახორციელა. ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტებს შეზღუდული აქვთ ტელეფონით სარგებლობის უფლებაც. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“,351 ასევე, შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პაციენტებს ჩამორთმეული ჰქონდათ მობილური ტელეფონები.352 პაციენტებს თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება, კანონით გათვალისწინებული წერილობითი დასაბუთების გარეშე.353 დაწესებულებების თანამშრომლები პაციენტებისთვის ტელეფონის ჩამორთმევას იმით ხსნიან, რომ პაციენტის ოჯახი წუხდება განხორციელებული ზარებით, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული გარემოებები ამძიმებს პაციენტთა მდგომარეობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მონახულება აკრძალულია. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო პაციენტთა საზოგადოებაში ინტეგრაციას და რესოციალიზაციას უნდა უზრუნველყოფდეს, ბენეფიციარები მსგავსი მოპყრობით საპირისპირო შედეგს იღებენ. 349 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 15 მუხლის მე-2 „დ“ ქვეპუნქტი. 350 „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 15 მუხლის მე-3 პუნქტი. 351 აქვე, დადებითად უნდა აღნიშნოს, რომ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პაციენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ სოციალური მუშაკის ოთახში განკუთვნილი კომპიუტერით და ინტერნეტით. 352 გასაუბრებისას პაციენტებიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა საკუთარი ტელეფონი. პაციენტების დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ შემოყვანისას ჩამოართვეს ტელეფონი. რამდენიმე პაციენტის განცხადებით, დარეკვას თანამშრომლების კუთვნილი ტელეფონებით ახერხებენ. დარეკვისას დაწესებულების თანამშრომლები არ ტოვებენ პაციენტებს და კონფიდენციალურად საუბარი შეუძლებელია. იყვნენ პაციენტები, რომელთაც დიდი ხანია, არ უსარგებლიათ ტელეფონით. ერთმა პაციენტმა აღნიშნა, რომ ერთი წელია იმყოფება დაწესებულებაში და ამ ხნის განმავლობაში არ უსარგებლია ტელეფონით. 353 საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი. 160 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 5.6 ელექტრონული მოწყობილობების ამოღება და ინფორმაციის გამოთხოვა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აპარატი საგამონაკლისო წესით შეისწავლის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ამ საქმეთა და ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ ელექტრონული მოწყობილობების ამოღება და ინფორმაციის გამოთხოვა არა მხოლოდ საქმესთან რაიმე ფორმით დაკავშირებული, არამედ ნებისმიერი პირისგან ხდება, ვისაც თუნდაც უმცირესი კავშირი ან კვეთა გააჩნია მომხდარ სავარაუდო დანაშაულთან ან მასთან დაკავშირებულ რელევანტურ ფაქტთან. პროკურატურა ასეთ შემთხვევებში კმაყოფილდება აბსტრაქტული კავშირის ჩვენებით, ხოლო სასამართლო ნებართვას გასცემს ყველა შემთხვევაში, თუკი პირი რაიმე ფორმით მაინც არის მოხსენიებული საქმის მასალებში. შესწავლილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ადამიანების ელექტრონული მოწყობილობების ამოღება ან მათგან ინფორმაციის გამოთხოვა, შესაძლოა, მოხდეს, მაგალითად, იმ ადამიანისგან, რომელიც საერთოდ არ იცნობს საქმის რომელიმე ფიგურანტს, მაგრამ ავტომაგისტრალზე გამოძიებისთვის საინტერესო დროს გაიარა, ანდა პირისგან, რომელსაც არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია საქმეზე, მაგრამ ერთ-ერთ მოწმეს საკუთარი ავტომანქანით მიაკითხა პოლიციის განყოფილებაში, იქიდან წამოსაყვანად. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, პირადი ცხოვრებისა და სივრცის პატივისცემის უფლების სათანადო დაცვის გარანტიების შესაქმნელად, აუცილებელია, სასამართლოს მიდგომები პასუხობდეს საზოგადოებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე განვითარების დონეს და არსებულ გამოწვევებს. ასეთ ინფორმაციაზე წვდომის მაღალი დამაზიანებელი პოტენციალის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა დაამკვიდროს ისეთი პრაქტიკა და მიდგომები, რომლებიც გამორიცხავს ან მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის შესაძლებლობას. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებში და შესაძლებელი გახდეს ხანმოკლე პაემნის ვიდეოპაემნით ჩანაცვლება;  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის მე-172 მუხლის მე-9 ნაწილში და შესაძლებელი გახდეს ხანგრძლივი პაემნის სატელეფონო ზარით და ვიდეოპაემნით ჩანაცვლება;  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის მე-173 მუხლში და შესაძლებელი გახდეს საოჯახო პაემნის სატელეფონო ზარით და ვიდეოპაემნით ჩანაცვლება;  შევიდეს ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებსა და დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებს გაეზარდოთ პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა; 161 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  შევიდეს ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებს მიეცეთ ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება;  შევიდეს ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ და გაუქმდეს დისციპლინური სახდელის სახით და უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების დროს გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი კონტაქტი დანაშაულს უკავშირდება;  შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 1571-ე მუხლებში, ამ ორი მუხლის დისპოზიციის ერთმანეთისგან გასამიჯნად;  „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრება პაციენტის უფლებების შეზღუდვის მკაფიო პროცედურა სამართლებრივი დაცვის გარანტიების გათვალისწინებით (განისაზღვროს, თითოეული უფლების შეზღუდვა რა კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში დაიშვება, რა ვადით დაიშვება თითოეული უფლების შეზღუდვა და როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება). რეკომენდაციები: საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  2021 წელს უზრუნველყოს ვიდეოპაემნის მოქმედ წესში ცვლილებების შეტანა, იმგვარად, რომ პატიმრის ოჯახის წევრს აღარ უწევდეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადება და დაიწყოს მუშაობა ისეთი უსაფრთხო აპლიკაციის შექმნაზე, რომლითაც გამარტივდება ვიდეოპაემნების განხორციელება;  2021 წელს №2, №3, №6, №10, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები პრიორიტეტულად აღიჭურვონ ვიდეოპაემნისათვის აუცილებელი პენიტენციური დაწესებულებებიდან საჩივრების ინფრასტუქტურით;  უზრუნველყოს კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობა, მათ შორის კონფიდენციალური საჩივრების კონვერტები განათავსოს იმგვარად, რომ კონვერტის მიღება არ იყოს დაწესებულების თანამშრომელზე დამოკიდებული და არ მოხდეს კონვერტის მიმღები პატიმრის იდენტიფიცირება. ამასთან, ყველა პატიმრისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და მიეცეთ შესაძლებლობა საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტები;  იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური შემოწმებისა და შესაბამისი რეაგირების გზით გამოავლინოს და შეისწავლოს №2, №3, №6 და №8 162 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევები, საჩივრების შეტანის გამო პატიმრებზე განხორციელებული რეპრესიების ფაქტები და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა;  №18 სამკურნალო დაწესებულების დებულებაში ცვლილებების გზით უზრუნველყოს პატიმართათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მინიჭება და უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა;  მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლოს №8 დაწესებულებაში უცხოელ პატიმართა მიერ საზღვარგარეთ დარეკვის უფლების განხორციელების ხელშემშლელი პრაქტიკა და მიიღოს ზომები, რათა უცხოელმა პატიმრებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუფერხებლად ისარგებლონ სატელეფონო საუბრის უფლებით;  მიიღოს ყველა ზომა, რათა უცხოელმა პატიმრებმა, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების განხორციელება შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად;  მიიღოს ყველა ზომა, რათა უცხოელ პატიმრებს, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად გამოეყოთ უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად;  პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში, უზრუნველყოს ქართული ენის შემსწავლელი დისტანციური კურსების დანერგვა უცხოელი პატიმრებისთვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, აცნობოს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მხრიდან ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება;  ფსიქიატრიული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლების 163 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რეალიზება, ხანმოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის მიერ ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 164 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 6. თანასწორობის უფლება 6.1. შესავალი 2020 წელს, თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე, კორონავირუსთან დაკავშირებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა. პანდემიით გამოწვეული ობიექტური დაბრკოლებების მიღმა, ვხვდებოდით მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფებს უთანასწოროდ მიემართებოდა. 354 აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობაში - „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, უარი გონივრულ მისადაგებაზე შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის ფორმად განისაზღვრა, ასევე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით, შრომის კანონმდებლობამ არსებითი ცვლილებები განიცადა. სამწუხაროდ, გაუთვალისწინებელი დარჩა სახალხო დამცველის შეთავაზება, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების შესრულების შემოწმებისას, შრომის ინსპექციის მანდატი დასაქმების ადგილზე თანასწორობის მხრივ, ზოგადი პოლიტიკის შეფასებით შემოფარგლულიყო და სავარაუდო დისკრიმინაციის ინდივიდუალური შემთხვევის აღმოჩენისას ფაქტის სახალხო დამცველთან რეფერირების მექანიზმი დადგენილიყო.355 გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა თანასწორობის პოლიტიკის და ერთიანი ხედვის შესაქმნელად და შესამუშავებლად, დაუცველ დისკრიმინაციასთან ჯგუფებზე ბრძოლის მორგებული საკითხებზე გარემოს საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, ვერც ამ საანგარიშო პერიოდში მოიცალეს. უთანასწორობის სისტემურ პრაქტიკებთან ბრძოლის ნაცვლად, დღის წესრიგში, ძირითადად, კვლავ დისკრიმინაციის ინდივიდუალური შემთხვევების აღმოფხვრის აუცილებლობა იდგა. თანასწორუფლებიანობის მხრივ ყველაზე მეტი დაბრკოლება ამ საანგარიშო პერიოდშიც ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და 354 საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა არ მიემართებოდა მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებსა და მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირებს (მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს). ამასთან, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებები უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ როგორც საშვების გაცემის, ისე ღამისთევით განსაზღვრული დღესასწაულების აღსანიშნავი წესების მიმართულებით. 355 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/6aqtg7> [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 165 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ. 2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18% სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა, 9% შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას, ხოლო განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელია 12% და 9%. 6.2. ქალთა თანასწორუფლებიანობა 2020 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით - „შრომის კოდექსის“ ცვლილებების შედეგად, პირდაპირ დადგინდა დამსაქმებლის ვალდებულება, ქალი და კაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურება. გარდა ამისა, განისაზღვრა შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული იმ კონკრეტული საკითხების (შერჩევის კრიტერიუმები, დასაქმების პირობები, კვალიფიკაციის ამაღლების ხელმისაწვდომობა და სხვ.) არაამომწურავი ჩამონათვალი, რომლებზეც თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება. ამასთან, ერთმანეთისგან გაიმიჯნა შვებულება ორსულობისა და მშობიარობის, და შვებულება ბავშვის მოვლის (ე. წ. დეკრეტული შვებულება) გამო. კანონის ძველი რედაქცია შვებულებით სარგებლობისთვის ერთმანეთისგან გაუმიჯნავად, კუმულატიურად მოითხოვდა სამი წინაპირობის (ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის მოვლა) არსებობას, 166 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რაც შესაბამისი შრომითი უფლებით სარგებლობიდან დისკრიმინაციულად გამორიცხავდა სუროგატ დედას და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის დედას. ასევე, შესაძლებელი გახდა ორსულობისა და მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების დღეების გადანაწილება ბავშვის დედასა და მამას შორის. თუმცა ანალოგიური ცვლილებები არ შესულა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. სამწუხაროდ, ცვლილება არ შეხებია კერძო სექტორში ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხს და, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ 1000 ლარის ოდენობის დახმარების მიღმა, ხელფასის დანარჩენი ნაწილის ანაზღაურება კვლავ დამსაქმებელზეა დამოკიდებული. გამოწვევად რჩება სექსუალური დასაქმების ადგილას და შევიწროების სამედიცინო პრობლემა, მომსახურების რომელიც, მიღებისას ძირითადად, ვლინდებოდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები დადგენილი ვადის მიღმა ორსულობის შეწყვეტისას კვლავ საკანონმდებლო დაბრკოლებას აწყდებიან. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ასევე გამოიკვეთა დისკრიმინაციული პრაქტიკა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, რამდენადაც, გარკვეულ შემთხვევებში, მათ არ ეძლევათ ქალი ექსპერტის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. 6.2.1. სექსუალური შევიწროება 2019 წელს, სექსუალური შევიწროების აკრძალვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა - ამკრძალავი ნორმები გაჩნდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ორგანულ კანონში, „შრომის კოდექსი“. ამასთანავე, 2020 წელს შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების ფარგლებში, „შრომის კოდექსით“ დამსაქმებელს სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების ვალდებულება დაეკისრა.356 წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, მსხვერპლი ქალები სექსუალური შევიწროების ყველაზე მეტ ფაქტზე შრომით ურთიერთობებში მიუთითებდნენ.357 მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები ასევე შეეხებოდა სამედიცინო სფეროში გამოვლენილი სექსუალური შევიწროების ფაქტებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ერთ-ერთ შემთხვევას 356 „შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების სამართალდამრღვევი დასაქმებულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს შესაბამისი პასუხისმგებლობისგან. დამსაქმებელს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, თუ მისთვის ცნობილი გახდა შვიწროების ან/და სექსუალური შევიწროების ფაქტი და მან ამ ფაქტის შესახებ არ შეატყობინა შრომის ინსპექციას ან/და არ მიიღო შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების აღსაკვეთად“ (საქართველოს შრომის კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის შენიშვნა (ძალაშია 2021 წლის 1 იანვრიდან)). 357 სახალხო დამცველის 2020 წლის 13 აპრილის რეკომენდაცია დ.ა.-ს და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/361kiCI > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. ასევე იხ. სახალხო დამცველის 2020 წლის 13 აპრილის რეკომენდაცია ლ.ჯ.-ს, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39bdjsE>[ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 167 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკარანტინე სასტუმროში ჰქონდა ადგილი.358 სხვა საქმეში, ექიმი, სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს ინტიმურ ადგილებზე შეეხო, თუმცა ეს სამედიცინო საჭიროებით არ ყოფილა განპირობებული.359 6.2.2. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ქალთა თანასწორუფლებიანობის მხრივ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. კვლავ პრობლემურია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნული შეწყვეტა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ არის შესაძლებელი,360 რამდენადაც, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება ორსულობის ვადას. ამ ვითარებაში მყოფი ქალისთვის კი, ორსულობის შეწყვეტაზე უარი, შესაძლოა, ფსიქოემოციური სტრესის და სოციალური სტიგმის წყარო გახდეს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მატრავმირებელ გარემოს ქმნის, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქალი ექსპერტების არასაკმარისი რაოდენობაა. იმის მიუხედავად, რომ შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ბიუროს სხვა ფილიალში გადაყვანის ან იმავე სქესის მოწვევის აუცილებლობას,361 ეს წესი პრაქტიკაში არ მოქმედებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბიურომ უზრუნველყოს ქალი ექსპერტების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, უფლებამოსილნი იქნებიან ჩაატარონ ექსპერტიზა. 6.3.შეზღუდული შესაძლებლობა 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მხრივ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ღონისძიებები გატარდა - პარლამენტმა მიიღო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონი, რომელიც მნიშვნელოვან უფლებრივ გარანტიებს გვთავაზობს. ამ კანონის პარალელურად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში დისკრიმინაციის 358 სახალხო დამცველის 2020 წლის 29 ივნისის რეკომენდაცია ნ.ბ.-ს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2J8kJSX>[ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 359 სახალხო დამცველის 2020 წლის 13 აპრილის რეკომენდაცია ი.ხ.-ს და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3fwhZum>[ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 360 „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართი. 361 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-9 ნაწილი. 168 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ფორმად გაიწერა უარი გონივრულ მისადაგებაზე. თუმცა, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი კანონის რეგულირების მიღმა დარჩა. სამწუხაროდ, პრაქტიკულად, თანასწორუფლებიანობის შეზღუდული მდგომარეობა შესაძლებლობის არც მიმდინარე მქონე საანგარიშო პირთა პერიოდში გაუმჯობესებულა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს კვლავ უწევთ ბრძოლა როგორც გარემოზე წვდომის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სერვისებით/მომსახურებით სხვა პირთა თანასწორად სარგებლობისთვის. წელს სმენის პრობლემის მქონე აბიტურიენტებს შეფერხება შეექმნათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას, რამდენადაც მათ საჭიროებებზე მორგებული პირობები არ იყო შექმნილი. დისკრიმინაცია გამოიკვეთა ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზეც. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა საპენსიო ასაკს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულად შეაფასა რეგულაცია, რომელიც ასაკის გამო პენსიითა და შეზღუდული შესაძლებლობის გამო სოციალური პაკეტით ერთდროულად სარგებლობას გამორიცხავს. 6.3.1. ფიზიკური მისაწვდომობა მიმდინარე საანგარიშო წელს ცვლილებები შეეხო და გაუმჯობესდა ფიზიკური მისაწვდომობის სტანდარტები. 2020 წლის 4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“.362 თუმცა, რაც შეეხება ამ მხრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფაქტობრივ მდგომარეობას, სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მისაწვდომობის უფლების დისკრიმინაციულ შეზღუდვაზე არაერთი რეაგირების მიუხედავად,363 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომა კვლავ აქტუალური პრობლემაა, რაც, ბუნებრივია, აფერხებს ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობას. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიკური მისაწვდომობის პრობლემა საბანკო მომსახურების მიღების კონტექსტში გამოიკვეთა.364 ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებს სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის შენობაში შეღწევისას პრობლემა ექმნებათ, რამდენადაც ბანკის მიერ შექმნილი ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მაინც 362„ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილება, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/dzn8zo > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 363 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 6 აგვისტოს რეკომენდაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/5uazan>[ბოლოს ნანახია 24.03.2021].; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 6 აგვისტოს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/ui1y33 > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 364 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 19 ნოემბრის რეკომენდაცია სს „ლიბერთი ბანკს“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/31iCJiI > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 169 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიუწვდომელია. საგულისხმოა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მათთვის განკუთვნილ სოციალურ პაკეტს, სწორედ, სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით იღებენ. 6.3.2. უარი გონივრულ მისადაგებაზე განათლების უფლების კონტექსტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განათლების უფლებით სხვებთან თანაბარი პირობებით სარგებლობა კვლავაც არსებითი გამოწვევაა. ამ უფლების დაცვა უშუალოდ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობას. როგორც პრაქტიკაშიც გამოიკვეთა, განათლების უფლების რეალიზება დიდწილად დამოკიდებულია მისაწვდომობისა და გონივრული მისადაგების ვალდებულების შესრულებაზე. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობაში ასახული გონივრული მისადაგების ვალდებულება პრაქტიკაშიც სათანადოდ დაინერგოს. სახალხო დამცველი წლების განმავლობაში უთითებდა საბავშვო ბაღებსა365 თუ სკოლებში366 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თუ ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების მიუწვდომლობის და გარემოს არასათანადო ადაპტირების პრობლემაზე. საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოიკვეთა საგანმანათლებლო სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის, კერძოდ, გონივრულ მისადაგებაზე უარის ფაქტები. ერთ-ერთ შემთხვევაში,367 სმენის პრობლემის მქონე აბიტურიენტისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის მოსასმენი დავალების შესრულებისას, შექმნილი არ ყოფილა მის საჭიროებებზე მორგებული პირობები. მეორე შემთხვევაში, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარებისას პრობლემური იყო ის, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მისი სპეციალური საჭიროებების თაობაზე (წერის პროცესში ასისტენტის დახმარება) აბიტურიენტთან სათანადო კომუნიკაცია არ ჰქონია. აბიტურიენტის მითითებით, წინა წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას, მსგავსი პრობლემა არ შექმნია. რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურს, კერძო სკოლის ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლის სპეციალური საჭიროებები, რამაც 365 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 16 აპრილის რეკომენდაცია „Wonderland Preschool”-ს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/ktjff1 > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 366 საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 23 იანვრის ზოგადი წინადადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/zsczyr>[ბოლოს ნანახია 24.03.2021]. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 7 დეკემბრის რეკომენდაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/esjcnt > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 367 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 7 დეკემბრის მიმართვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/zvthjh > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 170 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არასრულწლოვნის სოციალური აქტივობიდან გამორიცხვა და ირიბი დისკრიმინაცია გამოიწვია368 - საგანმანათლებლო, სოციალურ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, ბავშვს სჭირდებოდა ოჯახის წევრის გაყოლა, რადგან მას უცხო ადგილას მარტო ყოფნა გაუჭირდებოდა. საკითხის კვლევისას, არ დადასტურდა სკოლის ადმინისტრაციის არგუმენტი, რომ მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება სკოლისთვის გადამეტებული ფინანსური ტვირთი იქნებოდა. 6.3.3. სოციალური პაკეტით და ასაკის გამო პენსიით ერთობლივად სარგებლობის პრობლემა საქართველოში მოქმედი ზოგადი რეგულაციები კრძალავს ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღებას, ასევე დაუშვებლად მიიჩნევს სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიით (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობას.369 ამგვარად, აღნიშნული ზოგადი წესიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ერთდროულად ვერ ისარგებლებს სოციალური პაკეტითა და ასაკის გამო პენსიით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე ხანდაზმული ადამიანების ჯგუფი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური დაუცველობის წინაშე დგანან. ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკაში ცვლილებების დაგეგმვისას, გადამწყვეტია, თუ რა მიზანი აქვს, ერთი მხრივ, სოციალურ პაკეტს და მეორე მხრივ, ასაკობრივ პენსიას. სოციალური პაკეტის მიზანია შესაბამის პირს გადასცეს ის ფინანსური რესურსი, რომელიც მას დაეხმარება გარემოს, საზოგადოების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერების დაძლევაში. ამგვარად, მისი ამოცანა სპეციფიკურად შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე ხარჯების დაფარვაა. რაც შეეხება ასაკობრივ პენსიას, მისი ზოგადი მიზანია მიმღების მანამდე არსებული შემოსავლის ჩანაცვლება. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი საპენსიო პოლიტიკა ეფუძნება იმ დათქმას, რომ ხანდაზმულ ადამიანებს, ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული 370 სოციალური გარანტია სჭირდებათ. ხარჯების გათვალისწინებით, მეტი ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 368 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 20 ივლისის რეკომენდაცია შპს „ნიუტონის რობოტიკის სკოლის“ დირექტორს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/mubxoe > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 369 „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. 370 აღსანიშნავია, რომ სოციალურ პენსიასთან მიმართებით საქართველოს მთავრობამ დანერგა ინდექსაციის კომპონენტი, თუმცა იგი განსხვავებულად გაავრცელა პირებზე, რომლებიც არიან 70 წლამდე და პირები, რომლებიც არიან 70 წლის და მეტი ასაკის. მათ მიმართ განსხვავებული მიდგომა გამოიხატება 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებისთვის პენსიის დანამატის უკეთეს ინდექსაციაში; იხ. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 6728-რს, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი (2/07/2020); იხ. განმარტებითი ბარათი, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/lx4zrk>[ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 171 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პირისთვის, საპენსიო ასაკისთვის მიღწევა ყველა შემთხვევაში არ უნდა გამორიცხავდეს შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის თანადროულად მიღების შესაძლებლობას.371 6.4.რელიგია რელიგიური უმცირესობები საქართველოში კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დისკრიმინაციული მოპყრობა გამოიკვეთა ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზების პროცესში რელიგიური საჭიროებების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, კვლავ შენარჩუნებულია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული ქმედებების ჩადენის სისტემური პრობლემა, რაც, მეტწილად, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპის შესახებ არასაკმარის ინფორმირებულობას უკავშირდება. თუკი, წინა წლებში, საკითხი, ძირითადად, მუსლიმი პირების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შემთხვევების ჭრილში განიხილებოდა,372 2020 წელს ეს თემა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საჯარო რეესტრში იეჰოვას მოწმეების მიერ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას შექმნილი დაბრკოლებებით. 6.4.1. აბიტურიენტების რელიგიური საჭიროებების გაუთვალისწინებლობა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას დაბრკოლება შეექმნათ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის“ წევრ აბიტურიენტებს, რომელთა რელიგია კრძალავს შაბათ დღეს სხვადასხვა სეკულარულ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობას, აბიტურიენტების გამოცდა ინგლისურ ენაში ჩანიშნული იყო სწორედ შაბათ დღეს, რის გამოც, მათ მოითხოვეს საგამოცდო თარიღის შეცვლა სხვა ნებისმიერი დღით - გარდა შაბათისა. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ამაზე უარი თქვა. უარის მიზეზად კი მიუთითა, რომ განმცხადებლებმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს ცენტრს გამოცდის სხვა დღეს დანიშვნის მოთხოვნით, როდესაც აბიტურიენტთა განაწილების პროცესი დასრულებული იყო. ხოლო, აბიტურიენტთა განაწილების პროცესი ელექტრონული პროგრამით მიმდინარეობდა და მასში ჩარევა მთლიან საგამოცდო პროცესს უქმნიდა საფრთხეს.373 მნიშვნელოვანია, რომ, საბოლოოდ, აბიტურიენტებს მიეცათ გამოცდების სხვა დღეს ჩაბარების შესაძლებლობა. 371 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 28 დეკემბრის რეკომენდაცია საქართველოს პრემიერ- მინისტრს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/9uc3gg > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 372 იხ. დისკრიმინაციასთან ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში, თბილისი, 2020, 18-21. 373 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 29 ივლისის წინადადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/dcnpi9 > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 172 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 6.4.2. იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის პრობლემები მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში საანგარიშო პერიოდში პრობლემურად გამოიკვეთა საჯარო რეესტრში იეჰოვას მოწმეების მიმართ მიმდინარე წარმოება. კერძოდ, რელიგიურმა ორგანიზაციამ, სსიპ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება საქართველოში“, სახალხო დამცველის აპარატს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დაბრკოლებების შექმნის 9 იდენტურ შემთხვევაზე მიუთითა374 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისები რელიგიურ ორგანიზაციას კანონით გაუთვალისწინებელ მოთხოვნას (ორგანიზაციის წევრების მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის სახით)375 უწესებდნენ და შესაბამისი დოკუმენტის წარმოუდგენლობის საფუძვლით, იღებდნენ გადაწყვეტილებებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ. ამავე დროს, ამავე საფუძვლით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევები ანალოგიურ პირობებში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული სხვა (მათ შორის, რელიგიური) ორგანიზაციების განცხადებების განხილვისას არ გამოკვეთილა. აღსანიშნავია ისიც, რომ, გარკვეულ შემთხვევებში, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ნივთი არ ყოფილა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც კიდევ უფრო პრობლემურს ხდიდა საკითხის გადასაწყვეტად „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მოთხოვნას. მსგავსი პრაქტიკა საკითხის მიმართ არაერთგვაროვან და კანონსაწინააღმდეგო მიდგომად მიიჩნია თავად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომაც და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებებით, რეგიონულ ოფისებს დაევალათ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. შედეგად, საბოლოოდ, ზემოთ ხსენებულ ცხრავე შემთხვევაში დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და შესაბამის უძრავ ნივთებზე გაფორმდა საკუთრების უფლება. თუმცა, სსიპ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება საქართველოში“ მიუთითებდა, რომ ქონების რეგისტრაცია დიდი შრომისა და წვალების საგნად იქცა, რადგან თითოეული სარეგისტრაციო მოთხოვნის ადმინისტრაციული საჩივრების შედეგად დაკმაყოფილების მცდელობაში უამრავი დრო და რესურსი დაიკარგა. 374 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 21 დეკემბრის ზოგადი წინადადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/zxcjgr > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 375 მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენას ითხოვდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლით დადგენილი შეზღუდვების საფუძველზე, მაშინ, როცა შესაბამისი მოთხოვნები განმცხადებელზე, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ორგანიზაციაზე, არ ვრცელდება. 173 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 6.5. ეროვნება ეროვნების და მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაცის მხრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების, კომერციულ ბანკებს კი პრაქტიკის ცვლილების მიმართულებით, არც ამ საანგარიშო პერიოდში უმუშავიათ.376 შედეგად, აფრიკის და აზიის რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეები, მათი წარმომავლობის გამო, კომერციული ბანკების მხრიდან სხვადასხვა საბანკო მომსახურების მიღებისას, ინდივიდუალური შემოწმების გარეშე, კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებებს აწყდებიან.377 6.6.ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა ლგბტ+ თემის წევრები ამ საანგარიშო პერიოდშიც აწყდებოდნენ უფლებადარღვევის ფაქტებს. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2020 წელს ლგბტ+ თემის წევრების მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად შემცირდა, რამაც ამ კუთხით არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა მოახდინა. მაშინ, როდესაც აქტივისტები წლების განმავლობაში იბრძვიან უსაფრთხოდ შეკრებისათვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად, 2020 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ონლაინ ფორმატში ჩატარდა.378 6.6.1. ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევები წელს, იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, თემი მოკლებული იყო საჯარო შეკრების შესაძლებლობას, კვლავ თვალშისაცემი იყო ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხე და აგრესიის დემონსტრირება. მთელი წლის განმავლობაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან „თბილისი პრაიდის“ ოფისის მიმართ სხვადასხვა სახის სამართალდარღვევებს. პროცესს სათავე დაედო 2020 წლის 1 ივნისს, როდესაც ოფისის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა და მონაწილეებმა შენობიდან ლგბტ+ თემის დროშის ჩამოხსნამდე, ყოველდღიური შეკრებები დააანონსეს.379 იყო შემთხვევები, როდესაც შენობას და მასზე 376 საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 27 აპრილის წერილი №2-14/1389 თანახმად, საბანკო მომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა მოწოდებული წერილის მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, შესაბამისი სტანდარტები კი - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაც შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ რიგი შეზღუდვები შეიძლება მომდინარეობდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენისა და შემცირების პრევენციიდან. 377საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 4 აპრილის ზოგადი წინადადება საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3o4VS1d > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 378 ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/3sxdc5 > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 379 ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/n2jjyu > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 174 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გამოფენილ დროშას საღებავი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს.380 გარდა ამისა, „თბილისი პრაიდის“ მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გამოვლინდა, მათ შორის: ორგანიზაციის თანამშრომლების მიმართ ჰომოფობიურ შეძახილებში, რასაც თან ახლდა ყვირილი, გინება და სხვა უხამსი და ძალადობის მუქარის შემცველი გამონათქვამები; ოფისის აივნიდან ლგბტ+ თემატიკის დროშის ჩამოხსნაში. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს პოლიციის უმოქმედობასა და არაეფექტიან რეაგირებაზე, რის გამოც, თანამშრომლებს არ აქვთ უსაფრთხოების განცდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის381 თანახმად, 2020 წლის 26 მაისს გამოძიება დაიწყო „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტზე; 2020 წლის 7 ივნისს ოფისის აივანზე განთავსებული დროშის და ამავე ოფისის კედლის შავი საღებავით და კვერცხებით დასვრის ფაქტზე ოთხი პირი ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად;382 2020 წლის 21-22 ივლისს ოფისის აივანზე გამოფენილი დროშის საღებავებიანი კვერცხებით დასვრისა და შენობის სადარბაზოში კვერცხების სროლის ფაქტებზე სავარაუდო სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები; სამართალდარღვევის ოქმი შედგა, აგრეთვე, 2020 წლის 3 აგვისტოს ოფისის აივანზე გამოფენილი დროშის საღებავებიანი კვერცხებით დასვრის ფაქტზე; ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო 2020 წლის 24 სექტემბერს „თბილისი პრაიდის“ ოფისის შენობისთვის მუქი ფერის საღებავების სროლის შემთხვევაზე; ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს 2020 წლის 20 სექტემბერს ოფისის სადარბაზოს მიმართულებით კვერცხების სროლის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „თბილისი პრაიდის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის პროტესტის გამოხატვის მიზნით მოქალაქეების შეკრებისას, პოლიციის თანამშრომლები, პატრულირების გზით, გაძლიერებულად იცავენ მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას.383 ამის მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფაქტების თავიდან არიდება ვერ მოხერხდა, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთს ანტიდემოკრატიული მოძრაობების გაძლიერების მიზეზებისა და ჰომოფობიის პოლიტიკური და სოციალური ეფექტის სათანადო ანალიზისა და უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის აუცილებლობას. 380 ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/rb1nsk > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 381 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 7 ოქტომბრის № MIA 6 20 02386703 წერილი. 382 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალდამრღვევებად კოდექსის 166-ე ცნო მუხლით საქართველოს ადმინისტრაციულ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის (წვრილმანი ხულიგნობა). მათგან სამი პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო ერთ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა, 500 ლარის ოდენობით. 383 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 7 ოქტომბრის № MIA 6 20 02386703 წერილი. 175 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 6.6.2. საბინაო სფეროში ლგბტ+ ადამიანების დისკრიმინაცია მიმდინარე საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო ლგბტ+ პირთა მიმართ მოპყრობა საბინაო სფეროში. რიგ შემთხვევებში, კერძო პირები საჯაროდ შეთავაზებული უძრავი ქონების მიქირავებაზე უარს ამბობდნენ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე ლგბტ+ თემის წარმომადგენელი იყო. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების აგენტის მხრიდან ტრანსგენდერი ქალისთვის ბინის მიქირავებაზე უარის შემთხვევა გამოიკვეთა. როგორც საქმის გარემოებებიდან დისკრიმინაციული ირკვეოდა, მოსაზრებებით აგენტი მოქმედებდა და წინასწარ მისი ჩამოყალიბებული უარი რაციონალური გარემოებებიდან არ გამომდინარეობდა.384 6.7. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში 2019 წლის 19 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებით,385 შრომის კოდექსითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით, ექსპლიციტურად განისაზღვრა, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებზე, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას. თუმცა, სამწუხაროდ, შრომითი ურთიერთობები დისკრიმინაციის მიმართ ამ საანგარიშო პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სფერო იყო. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ვაკანსიების შესახებ დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველ განცხადებებზე არაერთი რეაგირების386 მიუხედავად, ამგვარი შინაარსის განცხადებების ცალკეულ ვებგვერდებზე განთავსება კვლავ აქტუალური პრობლემაა,387 რაც ხელს უწყობს სქესის, ასაკის თუ სხვა საფუძვლით საზოგადოებაში არსებული უარყოფითი სტერეოტიპების განმტკიცებას. პრობლემურია, ერთი მხრივ, დამსაქმებლების მიერ დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემუშავება, ხოლო, მეორე მხრივ, ვებგვერდების მიერ ამგვარი განცხადებების გავრცელება. 384 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 21 დეკემბრის რეკომენდაცია ლ.ს.-ს, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/ckvq1j> [ბოლოს ნანახია 13.02.2021]. 385 2019 წლის 19 თებერვლის საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/itrcbc >[ბოლოს ნანახია 24.03.2021].; 2019 წლის 19 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/jxi5fo > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 386 სახალხო დამცველის 2017 წლის 23 მაისი ზოგადი წინადადება: < https://rb.gy/ibyjp9 > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. სახალხო დამცველის 2015 წლის 7 აპრილის ზოგადი წინადადება, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/jtyc4e> [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. სახალხო დამცველის 2016 წლის 2 მარტის რეკომენდაცია: < https://rb.gy/hburby > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 387 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 19 ნოემბრის ზოგადი წინადადება კერძო კომპანიებს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/3uacng > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 176 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ამ საანგარიშო პერიოდში, დისკრიმინაციის ფაქტები ვლინდებოდა როგორც საჯარო სამსახურში, ისე, კერძო დასაქმების ადგილებზე. უთანასწორო მოპყრობა ხშირად გამოიხატებოდა დასაქმებულისთვის მტრული გარემოს შექმნაში, მისი განსხვავებული მოსაზრების გამო. საანგარიშო პერიოდში ასევე გამოიკვეთა, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, მედიის წარმომადგენლების შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები. 6.7.1. სამუშაო ადგილზე შევიწროება საანგარიშო პერიოდში შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის შემთხვევების დიდი ნაწილი საჯარო388 თუ კერძო კომპანიებში389 დასაქმების ადგილებზე შევიწროებით გამოიხატებოდა. მტრული და ღირსების შემლახველი გარემოს შექმნა, წინა წლების მსგავსად, ძირითადად, განსხვავებული მოსაზრების საფუძვლით დგინდებოდა. თუმცა, ერთ-ერთ საქმეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნითაც გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით პრობლემური იყო იმის გათვალისწინებით, რომ შესაფასებელი ქმედებები, უმეტესად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში გააქტიურდა. 390 დისკრიმინაციული ქმედებები კი, რომლებიც სამუშაო შემადგენლობას ქმნიდა, გამოიხატებოდა: არაეთიკური კომუნიკაციის ფორმების გამოყენებაში, ფულადი 391 ადგილზე შევიწროების და შეურაცხმყოფელი ჯილდოს გაუცემლობაში,392 სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში და სხვ. ყველაზე ხშირად, დამსაქმებლები პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივების დაფარვას ისეთი ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლების გამოყენებით ცდილობდნენ, როგორებიცაა რეორგანიზაცია, დისციპლინური სამართალწარმოება, დასაქმების ვალდებულების არარსებობა. თუმცა გარემოებათა შესწავლის შედეგად ირკვეოდა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, კვლავ არსებობდა შტატები 388 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. 389 სს „თელასი“. სახალხო დამცველის აპარატში სავარაუდო შევიწროების ფაქტებზე საქმისწარმოება სხვა დამსაქმებლების მიმართაც მიმდინარეობს. 390 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება რუსთავის საქალაქო სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/qzcowg > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 391 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 31 აგვისტოს რეკომენდაცია სს „თელასის“ მიმართ, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/isac9o > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 10 სექტემბრის რეკომენდაცია საქართველოს 392 პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმართ, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/njcxo3 > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 392 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 27 თებერვლის რეკომენდაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/nqx69z>[ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 177 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 იმავე ფუნქციური დატვირთვით ან სისტემური რეორგანიზაციის ფარგლებში შემცირებული იყო მხოლოდ ერთი, განმცხადებლის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული. 6.7.2.დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში მედიის პერიოდში დისკრიმინაციის თანამშრომლების მიმართ მიმდინარე საანგარიშო ჟურნალისტების პოლიტიკაში მიმართ. ჩარევას დამსაქმებლის აწყდებოდნენ მხრიდან როგორც საჯარო ფაქტები გამოვლინდა დამოუკიდებელ სარედაქციო დაფინანსებით, ისე კერძო საკუთრებაში მოქმედი მაუწყებლების წარმომადგენლები. ჟურნალისტების მიმართ მასობრივი უფლებადარღვევის393 და განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები394 მოჰყვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ 2019 წლის ნოემბერში ახალი დირექტორის დანიშვნას. უფლებადარღვევები გამოიხატა მრავალი სახით, მათ შორის, ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლებას, სატელევიზიო საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვას, შესასრულებელი სამუშაოს სახის და ფუნქციების თვითნებურ ცვლილებას, შემთხვევებმა კიდევ გამოხატვის უფრო თავისუფლების გაამძაფრა აჭარის შეზღუდვას. ტელევიზიის ჩამოთვლილმა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ტელეკომპანიის წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ გაჩნდა. პრობლემური იყო ასევე, „ტელეიმედის“ გადაცემის, „ბიზნესი“, (გადაიცემოდა „მაესტროს“ ეთერით) დახურვის საკითხი, რის მიზეზადაც არხის მენეჯმენტი რეორგანიზაციის აუცილებლობას ასახელებდა. ჟურნალისტების მითითებით, გადაცემის დახურვის რეალური მიზეზი გახდა არა რეორგანიზაცია, არამედ „ტელეიმედის“ ხელმძღვანელი პირების მიერ დაწესებული ცენზურა, ინფორმაცია ხელისუფლების სასარგებლოდ გაეშუქებინათ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებმა ასევე მიმართეს ჟურნალისტთა 393 2020 წლის 24 აპრილს, სახალხო დამცველმა მაუწყებლის დირექტორის მხრიდან ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის შრომითი უფლებების დარღვევა დადგინა. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3788m18 > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 394 საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან დათხოვნის, თეონა თურმანიძის სატელევიზიო საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვისა და სოფიო ჟღენტისთვის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლის შედეგად, ადგილი ჰქონდა მათი შრომითი უფლებების დარღვევას, ხოლო რეპორტიორის საქმიანობის განსახორციელებლად თეონა ხარაბაძისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა მის შრომით უფლებაში ინტენსიური ჩარევა იყო. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ თეონა თურმანიძისა და თეონა ხარაბაძის შრომით უფლებებში ჩარევის დროს, ასევე ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციას. სახალხო დამცველის 2020 წლის 24 აგვისტოს რეკომენდაცია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3fJ9X1d > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 178 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ეთიკის ქარტიას, რომელმაც დაადგინა, რომ „ტელეიმედის“ დირექტორი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია.395 6.8.თანასწორობა სოციალური უფლებებით სარგებლობისას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის, რომლებსაც, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის მიზნებისათვის, ისეთივე წვლილი შეაქვთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო სოციალური და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომი. წინა დაცვის საანგარიშო პროგრამები პერიოდის არც 2020 მსგავსი წელს ხარვეზები გამხდარა აღინიშნება მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ პროგრამებშიც, რომლითაც, რიგ შემთხვევებში, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის ფორმის, ქორწინების სტატუსის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული დეტალურადაა კრიტერიუმებია გაწერილი, რომ დაწესებული. არსებითად პროგრამების თანასწორ ჯგუფს ნაწილი იმდენად გაუმართლებლად გამორიცხავს, ზოგიერთი რეგულაცია კი იმგვარადაა ფორმულირებული, რომ კონკრეტული ტერმინის თუ მიდგომის მითითებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, წამალდამოკიდებული თუ სხვა პირების მიმართ, დისკრიმინაციას ახალისებს. აღსანიშნავია, რომ ამ საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა სოციალური მდგომარეობის საფუძვლით დისკრიმინაციულად შეაფასა საქართველოში საჯარო სამსახურში მოქმედი არაანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა. მსგავსი მიდგომა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ სტუდენტებს და სხვა ახალგაზრდებს, რომლებიც, ფინანსური რესურსების არარსებობის გამო, იძულებულნი არიან, სწავლის პარალელურად, პროფესიული არაანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ნაცვლად, ისეთ სამუშაოზე დასაქმდნენ, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამებით სარგებლობასთან ერთად, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობა. პარადოქსულია, მაგრამ კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისას, ადამიანები არსებით დაბრკოლებებს სწორედ მათი სოციალური მდგომარეობის გამო აწყდებიან. ამის ნათელი მაგალითია საქართველოში არსებული სტაჟირების სისტემა.396 6.9.დისკრიმინაციის წახალისება დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების მხრივ, სამწუხაროდ, არც ეს საანგარიშო პერიოდი იყო გამონაკლისი. თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა პოლიტიკოსების თუ სხვა საჯარო პირების მხრიდან გაკეთებული დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამები. ამ თვალსაზრისით, წელს ასევე პრობლემური იყო მედიით გასული სიუჟეტები. დისკრიმინაციის 395 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2HHHhJz > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 396 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 20 ივლისის ზოგადი წინადადება საქართველოს პარლამენტს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/jflukw > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 179 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წამახალისებელი გარემო ცალსახად შესამჩნევია ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ლგბტ+ თემის წარმომადგენლების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. 6.9.1. დისკრიმინაციის წახალისება საჯარო პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული სექსისტური, ქსენოფობიური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული კომენტარების სიმრავლე მოწმობს, რომ ბევრ პოლიტიკოსს თუ სხვა საჯარო პირს არ თანასწორუფლებიანობის აქვს გაცნობიერებული დაცვისა და პასუხისმგებლობა, დისკრიმინაციასთან რაც მათ ბრძოლის პროცესში წახალისების ჭრილში, ეკისრებათ. საანგარიშო პერიოდში, გენდერული სტერეოტიპების განსაკუთრებით მწვავე იყო397 „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის, მიერ ფეისბუქის გვერდზე გაკეთებული განცხადება, რომლითაც იგი გაუპატიურების სისხლისსამართლებრივი რეგულირების ცვლილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში, თავად არის მაპროვოცირებელი ან პროვოკატორი.398 სექსისტური შინაარსის ფრაზა გამოიყენა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემაც, ჟურნალისტების მიმართ.399 ინტერვიუს ჩაწერის წინ, როცა რამდენიმე ჟურნალისტი კითხვას ერთდროულად სვამდა, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ბედნიერია აღელვებული ახალგაზრდა გოგოების გარემოცვაში, მაგრამ ისინი უნდა დამშვიდებულიყვნენ. წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური დამოკიდებულება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებოდა.400 397 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 20 ივლისის ზოგადი წინადადება „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილს, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/x1evqv> [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 398 შალვა ნათელაშვილი 2020 წლის 13 მაისს, სოციალური ქსელის, „Facebook“-ის მეშვეობით გამოეხმაურა ონლაინ გამოცემა „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას: „ესაა სრული იდიოტიზმი. ჯერ გაუპატიურების მუხლით აღძრულ უამრავ საქმეზე, იგივე ჩემი გამომძიებლობის პერიოდში, საბოლოოდ დგინდებოდა, რომ ე.წ მსხვერპლი თვითონ იყო მაპროვოცირებელი, ან პროვოკატორი რაიმე სარგებლის გამოსაძალად ან ცოლად გასაყოლად. ამ ფორმულირებით კანონის მიღება გამოიწვევს იმას, რომ ნებისმიერი მამაკაცი შეიძლება დაიჭირონ, თუ ე.წ „დაზარალებულს" ნებისმიერ დროს ეს მოეხასიათება“., ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/lgn4tz > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 399 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rcMPh7> [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 400 მაგალითად, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, ზნედაცემული უწოდა და აღნიშნა, რომ ქალის სახე აქვს დაკარგული! ქალი არის კდემამოსილი! დავით რაზმაძის მსგავსი შეფასება მოჰყვა ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენდა და რუსულ ოკუპაციაზე 180 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის ყურადღება მიიქცია ქსენოფობიურმა გამონათქვამებმაც. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ახალი კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ მარნეული-ბოლნისის საკარანტინე ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ქსენოფობიური კომენტარი გაკეთა.401 ამავე პერიოდში განსაკუთრებით საგანგაშო იყო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების მიმართ კრიტიკა ეთნიკურ წარმომავლობაზე თუ სხვა პირად მახასიათებელზე აქცენტირებით. ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სტერეოტიპული დამოკიდებულება გამოიკვეთა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანების მიმართაც. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა, მედპერსონალის დაინფიცირება შემდეგნაირად ახსნა - „ჩვენ მოგვიწია სამწუხაროდ არაადეკვატურ რამდენიმე პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ, ჰქონდათ პერსონალთან პირადი შეხება“402, რითაც ხელი შეუწყო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას. 6.9.2. დისკრიმინაციის წახალისება მედიაში დისკრიმინაციის წახალისების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მედიაში სექსისტური403, ჰომოფობიური404 თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული გამოხატვის შემთხვევები. მათ შორის, ახალი კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში, დისკრიმინაციის წახალისებად შეფასდა „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო ახალ კორონავირუსთან მიმართებით საზოგადოების ნაწილის უპირატესობებზე, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. 405 საუბრობდა. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა კი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სექსისტური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შევიდოდა კაცი პარლამენტში ქოცების ერთი-ორი ნაშის ხათრით. კიდევ ერთი შემთხვევა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მხრიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის „ედპ“ წარმომადგენლის, მარიამ მეხრიშვილის, მიმართ გაკეთებულ სექსისტურ კომენტარს ეხებოდა - გათხოვდი და ჭკუას ეწიე. საკრებულოს სხდომაზე გამართულ დისკუსიაზე „მატყუარა პატარა გოგო“ უწოდა გორის საკრებულოს წევრმა ქართული ოცნებიდან, ზურაბ ყაჯრიშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ვასილისა ჯაბახიძეს. 401 კომენტარის სქრინი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ghm0Dj > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 402 კომენტარი ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3f7Ub1K > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 403 გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე ქართულ მედიაში - „ფემინას“ მოკლე მიმოხილვა, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/6fkqcb> [ბოლოს ნანახია24.03.2021] გადაცემა „პროფილში“ გასული სიუჟეტი, ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/i1riti > [ბოლოს ნანახია24.03.2021]; გაზეთ „რეზონანსის“ სტატია, ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/kynivd > [ბოლოს ნანახია24.03.2021] 404 გადაცემა „ფარული კონვერტი“ ხელმისაწვდომია: < https://rb.gy/elpzhm > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 405 ხელმისაწვდომია:< https://rb.gy/3bi2fw > [ბოლოს ნანახია13.02.2021]. 181 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 6.10. სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები გასული საანგარიშო პერიოდის მსგავსად, კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება. ამ მხრივ, მომართვიანობა სტაბილურად მაღალია იეჰოვას მოწმეების მხრიდან, რომელთა პრეტენზიები, მათ შორის, გამოძიების გაჭიანურებას უკავშირდება. ასევე, გვხვდება შემთხვევები, როდესაც ლგბტ+ თემის სიძულვილით ჩადენილი ფიზიკური წარმომადგენელთა და სიტყვიერი მიმართ შეურაცხყოფის, სავარაუდო ცემისა თუ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების გამოძიებისას, საგამოძიებო ორგანოს ცნობით, შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, ბუნდოვანი რჩება, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ასეთი მოტივის გამოსავლენად, გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად კი, ბრალდებულად ან დაზარალებულად არავინაა ცნობილი. 2020 წელს, სახალხო დამცველი გაუმჯობესებულ ტენდენციად მიიჩნევს, რომ სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესწავლისას, განსაკუთრებით, იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებული დანაშაულების შემთხვევაში, წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც თავის თავში მოიცავს სიძულვილის მოტივს, თუმცა, მას სამართლებრივ ეფექტიანობას უკარგავს დროში გაჭიანურებული შესწავლის პროცესი. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, მიღებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ საქმეზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები შესაძლო სიძულვილის მოტივის გამოსაკვეთად და გრძელდება გამოძიება, თუმცა, კონკრეტული პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების და ბრალდებულად ცნობის მაჩვენებელი მკვეთრად დაბალია. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  საკანონმდებლო ცვლილებების გზით განისაზღვროს მარტივად განჭვრეტადი რეგულაციები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფს კომერციული საბანკო მომსახურების მიღებას დისკრიმინაციის გარეშე, მომხმარებლის მოქალაქეობის მიუხედავად. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  ახალი კორონავირუსის მართვის მიმართულებით დადგენილი ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები შემუშავდეს არადისკრიმინაციული მიდგომით და ხელმისაწვდომი იყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის გასაგებ ენაზე; 182 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, საპენსიო ასაკს მიღწევა ყველა შემთხვევაში არ გამორიცხავდეს შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის შესაძლებლობას. და ასაკობრივი სოციალური პენსიის უზრუნველყოფის თანადროულად არსებული წესი მიღების იმგვარად შეიცვალოს, რომ სახელმწიფოსგან ამ ორი ფინანსური სარგებლის ერთდროულად მიღების საკითხი, შესაბამისი პირის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით წყდებოდეს;  ფიზიკური მისაწვდომობის ეროვნული გეგმა შეიმუშაოს დროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს:  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართში შევიდეს ცვლილება, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, დაფინანსებისთვის, და ორსულობის შესაწყვეტად, საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება;  არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად;  მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სტაჟირებების დასანერგად;  მოამზადოს საქართველოს ორგანულ კანონში, „შრომის კოდექსი“, შესატანი ცვლილებები, რომლითაც ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად დახმარების/ანაზღაურების სამსახურის შესახებ“ განისაზღვრება აყვანის გამო ოდენობა შვებულების არსებითად პერიოდზე გასაცემი დაუახლოვდება „საჯარო კანონით დადგენილ სტანდარტს შეზღუდვები, რომელთა ფარგლებშიც, და, ამავე დროს, დამსაქმებლები უფლებამოსილნი იქნებიან დაადგინონ ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო საშვებულებო ანაზღაურების მიღების წინაპირობები;  მოამზადოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სუროგატი დედის და 183 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო, შვებულებით სარგებლობის საკითხი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს:  ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ აღსასრულებლად, ნორმატიულ დონეზე გაიწეროს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრის და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა;  უზრუნველყოს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში იმგვარი ცვლილებების განხორციელება, რომელიც გაითვალისწინებს რელიგიურ საჭიროებებს გამოცდების ორგანიზების პროცესში. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს:  კერძო დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიმუშაოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ვაკანსიის შესახებ განცხადებები, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების მორგება სამუშაოს სპეციფიკაზე დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოუყენებლად. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს:  უზრუნველყოს სსიპ ექსპერტის/ექსპერტების ლევან სამხარაულის დასაქმება, რომლებიც, ყველა ოფისში სექსუალური ქალი ძალადობის შემთხვევაში, უფლებამოსილნი იქნებიან, ჩაატარონ ექსპერტიზა. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. 184 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 7. გენდერული თანასწორობა 7.1.შესავალი ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ნეგატიურად აისახა გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; მათ შორის ჯანდაცვის, ეკონომიკური გაძლიერების, უსაფრთხოების თუ სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაცია სავალდებულო კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, არსებული გენდერული სტერეოტიპების გათვალისწინებით, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა თანასწორუფლებიანი მონაწილეობა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე, კრიტიკულად დაბალია უსაფრთხოების სექტორში დასაქმებულ და ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ ქალთა რაოდენობა. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით, გამოწვევად რჩება როგორც ოჯახის დაგეგმვის სერვისებისა და კონტრაცეპტივების სრულად ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის საფეხურზე, ისე ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების სრული სახით ინტეგრირება ფორმალური განათლების სისტემაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა 2020 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივ მდგომარეობას. ამ მხრივ, პრობლემური იყო ხელმისაწვდომობა რეგულარულ ტესტირებაზე და მათი შრომითი უფლებების სათანადოდ რეალიზება. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და ამავე დროს, შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) სტატისტიკა 2020 წელს არ შემცირებულა და პირიქით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება. პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინების როგორც პრევენცია, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა და რეფერირების მექანიზმის გამართულად მუშაობა. ასევე, არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ახალი კორონავირუსით გამოწვეული საყოველთაო კარანტინის და საგანგებო რეჟიმის ფონზე, გამოწვევები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. 185 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 7.2.ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან არსებული პოლიტიკური გარემო ვერ უზრუნველყოფს თანასწორუფლებიანობას და ქალებისთვის მრავალი ბარიერით გამოირჩევა. 2020 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის406 მიხედვით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით, 153 ქვეყნიდან საქართველო, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 117-ე ადგილიდან 94-ე ადგილზე დაწინაურდა. პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების407 მიხედვით კი, 188 ქვეყანას შორის, საქართველომ, 31 ქალით პარლამენტში, 140-ე ადგილიდან 109-ე ადგილზე გადაინაცვლა408, რაც გამოწვეულია გენდერული კვოტირების მექანიზმის დანერგვით. მისასალმებელია, რომ 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაცია სავალდებულო კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით.409 გენდერული კვოტირების მექანიზმის დანერგვის მიუხედავად, საქართველოში ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჯერ კიდევ დაბალია. 2020 წლის არჩევნებზე საგრძნობლად გაძლიერდა ანტიგენდერული დისკურსი და იმატა ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტებმა. ამ პერიოდში ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებული იყო დისკრიმინაციული, გენდერული სტერეოტიპების შემცველი და სექსისტური ენა.410 სამწუხაროდ, 2020 წელს სავალდებულო კვოტირების მექანიზმის დანერგვის გარდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშესაწყობად სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ განხორციელებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის გენდერული თანასწორობის ქვეთავი411 პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის წასახალისებლად მინიმალურ აქტივობებს ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ საკმარისი არ არის. 406 გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსი; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3pfHeVM > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 407 პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემები; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3od2Sc0 > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 408 მონაცემები ასახულია 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით. 409კვოტირების შესახებ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები; ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3okcIsK > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 410 "წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში", მედიის განვითარების ფონდი, 23, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/36o6Icm > [ბოლოს ნანახია 9.01.2021]. 411 ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Oqs3w0> [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 186 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2020 წელს, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად412, საქართველოს სამინისტროებში მოხელის თანამდებობაზე დასაქმებულია 26 000 პირი, საიდანაც 21 262 კაცია, ხოლო 4 738 ქალი. ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა გენდერული განაწილება კი შემდეგნაირია: 274 ქალი, 474 კაცი.413 სახალხო დამცველის აპარატი დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გენდერული პოლიტიკის დასახვეწად და საკანონმდებლო გარემოს გასაუმჯობესებლად. ასევე, შექმნილია გენდერული თანასწორობის ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმები, შემუშავებულია და სრულდება პერიოდული სამოქმედო გეგმები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325-ის საკითხებზე. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულმა კვლევამ414 ცხადყო, რომ გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტები ფორმალური და ფრაგმენტული ხასიათისაა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვან ხარვეზად რჩება სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შექმნისა და ბიუჯეტირების პროცესში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელება და შემდგომი მონიტორინგი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ცენტრალურ, განსაკუთრებით კი, მუნიციპალურ დონეზე თანამშრომელთა ინფორმირებას. ასევე პრობლემურია თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო მექანიზმების შესახებ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აფერხებს გენდერული მეინსტრიმინგის ეფექტიან განხორციელებას. 7.3. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა და შრომითი უფლებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად415, საქართველოში ქალებისა და კაცების დასაქმება არაფორმალურ ეკონომიკაში თითქმის თანაბარია, თუმცა ქალებისათვის არაფორმალური დასაქმება, კაცებისგან განსხვავებით, დიდწილად დაკავშირებულია ნაკლებ შემოსავალთან, მობილობის დაბალ დონესთან და დაბალ თვითშეფასებასთან. 412 საჯარო სამსახურის ბიურო, წერილი № გ4156; 10.03.2021. 413 2019 წელს, სამინისტროებში დასაქმებული იყო 5707 ქალი და 21804 კაცი. ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული იყო 294 ქალი, 1004 კაცი. 414 „გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა“,36, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/30MxN5M > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 415 ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2018 წელი, 17, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3r2YZYM > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 187 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გენდერული ასპექტების გათვალისწინება. საუბრისას, აუცილებელია 2020 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით416, ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მაჩვენებლით, საქართველო, 153 ქვეყანას შორის, 61-ე ადგილზეა. კვლავ განსხვავდება სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი417, რომლის მიხედვითაც, საქართველო 118-ე ადგილს იკავებს. იმავე წყაროს მონაცემებით, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების მაჩვენებლით, საქართველო 73ე ადგილზეა. საქართველოში ქალები, კაცებთან შედარებით, 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საოჯახო საქმიანობას.418 ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში კი, ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდა. საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების თანახმად419, ქალების 42% აცხადებს, რომ პანდემიამდე არსებულ სიტუაციასთან შედარებით, ახლა ერთით მეტ საქმეს აკეთებენ. გარდა ამისა, სკოლების დახურვამ ქალებისთვის 31%-ით შეამცირა დასვენების დრო. დამატებითი გამოწვევაა ისიც, რომ ვირუსის გავრცელებამ ასევე შეზღუდა მიგრანტ ქალთა შრომითი შესაძლებლობები, რაც მათთვის და მათი ოჯახებისათვის საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს.420 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შემადგენელი ნაწილია ქალი მეწარმეების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს როგორც ამ კუთხით მიმართული ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე ქალებისა და გოგოების ცნობიერების ამაღლებას. 2020 წელს საგრანტო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნეს გეგმების ეტაპზე გადავიდა 4103 განაცხადი, საიდანაც 2056 განაცხადის ავტორი ქალი იყო.421 მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები422 სრულად ვერ ფარავს დაინტერესებულ ჯგუფებს და ამას სახალხო დამცველის აპარატის მიერ სოფლად მცხოვრებ ქალებთან ჩატარებული შეხვედრებიც ადასტურებს. ამასთანავე, კვლავ შეუსრულებელია საქართველოს სახალხო 416 გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსი; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3pfHeVM > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 417 იმავე წყაროს ინფორმაციით, კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას და შეადგენს 13.2 (ათასი) აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ქალები საშუალოდ 6.5 (ათასი) აშშ დოლარს გამოიმუშავებენ. 418 ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში, 2018, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 34; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/36p3SDW > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 419 საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება, 2020, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 35; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/39AjXZr > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 420 COVID-19 და ქალთა უფლებები, 2020, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, 9; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3j1TB5F > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 421 საჯარო სამართლის იურიდიული პირის, „აწარმოე საქართველოში“, კორესპონდენცია №EG4/890. 422 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი №08/6643. 188 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დამცველის რეკომენდაცია და არც მომავალში იგეგმება პროექტების დაფინანსებისა და პრიორიტეტების მინიჭების იმგვარად განსაზღვრა, რომელიც კონკრეტული რეგიონის სპეციფიკასა და საჭიროებებს გაითვალისწინებს. გარდა ზემოაღნიშნული თემებისა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით მუშაობისას აგრეთვე მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის/ქალების საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე წვდომის გაუმჯობესება და საინფორმაციო ტექნოლოგიებში მათი შესაძლებლობების გაძლიერება. სახალხო დამცველის მიერ სოფლად მცხოვრებ ქალებთან ჩატარებული შეხვედრები კი, ცხადყოფს, რომ ინტერნეტსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. მისასალმებელია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების განსაზღვრისა და ანაზღაურების ახალი წესის ამოქმედება423, თუმცა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება საჯარო სექტორში, რადგან 2020 წელს ამ უფლებით მხოლოდ ქალებმა ისარგებლეს.424 425 კვლავ პრობლემად რჩება მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი, რადგან სახელმწიფოს არ აქვს შეთავაზებული სპეციალური პროგრამები, ხოლო ადგილობრივ დონეზე არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს მათ სრულყოფილ სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას. 2021 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით426, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭა 4847 პირს, საიდანაც 4830 მარტოხელა დედა იყო. აღსანიშნავია, რომ მშვილებელი მამის მხოლოდ 1 შემთხვევა იკვეთება. რაც შეეხება მრავალშვილიან მშობლებს, სტატუსი დაუდგინდა 5501 დედას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დასახმარებლად, მნიშვნელოვანია დაგეგმოს გენდერულად მგრძნობიარე პროგრამები და ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს მათი რეალური საჭიროებები. 7.4. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2020 წელს მსოფლიოში ,,ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პირველი რეზოლუციის 20 წლისთავი აღინიშნა. ამ რეზოლუციის შემუშავებით გაერომ აღიარა ქალებისა და გოგოების მნიშვნელოვანი როლი უსაფრთხოების, მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესებში. 423 საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ორ ნაწილად გაიყო: ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება და ბავშვის მოვლის გამო შვებულება. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3kgRifE > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 424 საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი №გ1089; 04.02.2021. 425 დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანასწორობის უფლების თავში. 426 იუსტიციის სამინისტროს წერილი: №01/37426; 01.03.2021. 189 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ამავე რეზოლუციამ, საფუძველი ჩაუყარა ცხრა დამატებითი რეზოლუციის მიღებას,427 რომელიც ყურადღებას უთმობს ქალთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას, მათ დაცვას, მათ წვდომას საჯარო სერვისებზე, ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს. 2018 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ №173 დადგენილებით მესამედ დაამტკიცა ,,ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა428, რომლის ერთ-ერთი მიზანია უსაფრთხოების სექტორსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებული ქალების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია.429 დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამხედრო ატაშეს პოზიციებზე კვლავ არ არიან ქალები. ამასთან, 2018-2020 წლებში არ გაზრდილა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობა, რომლის მაჩვენებელი 33%20%-ს შორის მერყეობდა. 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ლოკალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს აქტიურ თანამშრომლობას სამიზნე მუნიციპალიტეტებთან, მათი მუშაობის გაძლიერებას და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ჩართვას.430 საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ლოკალიზაციის პროცესში ჩართული მუნიციპალიტეტების ცნობიერება და მზაობა სხვადასხვა აქტივობის მიმართულებით, გაზრდილია, თუმცა ადგილობრივ დონეზე კონკრეტული ღონისძიებების გამართვა კვლავ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით, კოვიდ პანდემიის პერიოდში. გარდა ამისა, მუნიციპალური პროგრამები ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა პანდემიის დროს სიღარიბის მძიმე გავლენის შესამცირებლად. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მოამზადა კვლევა ,,კოვიდ-19-ის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე“. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა პანდემიის გენდერული გავლენები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, გამოვლინდა მათ წინაშე მდგარი გამოწვევები და პრობლემები. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამ დრომდე არ ამოქმედებულა ადრეული გაფრთხილების სისტემა, მათ შორის, არც კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების პრევენციისა და მასთან გამკლავების გზები. 427 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე რეზოლუციები; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/39sU5hN > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 428 ეროვნული სამოქმედო გეგმა; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2NNxBQp > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობა 2020 წელს 6% იყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ხელმძღვანელ პოზიციაზე დღეის მდგომარეობით 33% ქალია დასაქმებული. 430 გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ კოორდინირებულ ლოკალიზაციის პროცესში 429 შერჩეული მუნიციპალიტეტებია: დუშეთი, გორი, ქარელი, კასპი, ხაშური, საჩხერე, სტეფანწმინდა, წალენჯიხა, წყალტუბო; ზუგდიდი. 190 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 კონფლიქტით დაზარალებული ქალები საუბრობდნენ კორონავირუსთან დაკავშირებულ სტიგმასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, მათ შორის, ოჯახის წევრების მხრიდან. სტიგმა ქალებს აიძულებდათ დაემალათ ინფიცირების სტატუსი და არ მიემართათ ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის. 2020 წელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის პრობლემა იყო წვდომა საკვებსა და მედიკამენტებზე. განსაკუთრებით პრობლემური იყო ამ მხრივ მდგომარეობა ახალგორსა და გალში. საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ფსიქოლოგის მომსახურებაზე მისაწვდომობა. რიგ სოფლებში პრობლემურია როგორც წვდომა სამშობიაროებსა და კეთილმოწყობილ ამბულატორიებზე, ისე ექიმების არასაკმარისი რაოდენობა. ცალსახად მისასალმებელია შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო რეფერალური პროგრამით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის ჯანდაცვის სერვისების უფასო მომსახურების უზრუნველყოფა, თუმცა მიმდინარე წელს, არსებული სერვისებით სარგებლობას ხელი შეუშალა კოვიდვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა. საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინასების პრაქტიკას, თუმცა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, პრობლემურია ფინანსური დახმარების რაოდენობრივი მაჩვენებელის კვოტა,431 რასაც ემატება კომპიუტერულ ტექნიკასა (განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში) და ინტერნეტზე წვდომის პრობლემაც. 7.5. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება საქართველოში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებრივი მდგომარეობის განვითარებას. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლა, ქვეყანაში გენდერული თანასწორობის შეფასების პროცესში, მნიშვნელოვანი საზომია. დედათა ჯანმრთელობის კუთხით 2020 წელს განხორციელებული პროგრესის მიუხედავად,432 კვლავ რჩება რიგი გამოწვევები. დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა კვლავ მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასპექტებით შემოიფარგლება და არ მოიცავს ფსიქოლოგიური დახმარების სერვისს ორსულობის, საოკუპაციო ხაზის ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეები, სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლას განაგრძობენ სოფელ პერევის სკოლებში, შესაბამისად, თავად პერევში მცხოვრებ მოსწავლეთათვის ამ პროგრამით სარგებლობა იზღუდება, ვინაიდან, დაწესებული კვოტირებიდან გამომდინარე, მხოლოდ 5 მოსწავლის დაფინანსებაა შესაძლებელი. შეხვედრა სოფელ პერევში, 2020 წელი. 432 სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 431 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) და კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) პერინატალური პერიოდის მართვა ფსიქიკური აშლილობის დროს. 191 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მშობიარობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. ასევე, პერინატალური სერვისებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს კვლავ არ გააჩნია სისტემური ხედვა ქალის მშობიარობის შემდგომი ზრუნვის სერვისების შესახებ. გარდა ამისა, გამოწვევად რჩება როგორც ოჯახის დაგეგმვის სერვისებისა და კონტრაცეპტივების სრულად ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის საფეხურზე,433 ისე მისი დაფინანსების კომპონენტის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. გარდა ფინანსური წვდომის საკითხისა, კონტრაცეპტივებზე წვდომას ართულებს მასთან დაკავშირებული დაბალი ინფორმირებულობაც. დამატებითი გამოწვევაა ისიც, რომ თანამედროვე კონტრაცეპტივებთან, მათ მოქმედებასა და მოხმარების წესებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უამრავი არამართებული ინფორმაციაა გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, მცდარი ინფორმაციის გამავრცელებლები, ხშირ შემთხვევაში, თავად გინეკოლოგები არიან. ამ გამოწვევასთან ეფექტიანად გამკლავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ 2018 წელს საქართველოში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის თანახმად, ოჯახის დაგეგმვის დაუკმაყოფილებელი საჭიროების434 დონე 23,1 %-ს შეადგენს, რაც ევროპული სტანდარტებით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია435 და ცხადია, განაპირობებს არასასურველი ორსულობის დადგომის რისკს. კვლავ გამოწვევად რჩება ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების სრული სახით ინტეგრირება ფორმალური განათლების სისტემაში. დღესდღეობით, განათლების აღნიშნული კომპონენტი მხოლოდ ზედაპირულად არის სასკოლო განათლების ნაწილი და ის ვერ უზრუნველყოფს მოზარდების სათანადო ინფორმირებას გენდერული და ძალაუფლებრივი უთანასწორობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, უსაფრთხო სექსუალური ურთიერთობების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების ნაკლებობა, აფერხებს გოგოებს, თავი დაიცვან ადრეულ ასაკში ქორწინებისგან, ადრეულ ასაკში ორსულობისა და სხვა მჩაგვრელი პრაქტიკებისგან. ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა, რომ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 18 წლამდე მოზარდების 433 საქართველოს სახალხო დამცველის კვლევა; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3clXBMN > [ბოლოს ნანახია 24. 03.2021]. 434 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ტერმინს, „ოჯახის დაგეგმვის დაუკმაყოფილებელი საჭიროება“, შემდეგნაირად განმარტავს: „ქალები, რომლებსაც ოჯახის დაგეგმვის დაუკმაყოფილებელი საჭიროება გააჩნიათ, არიან ნაყოფიერი და სქესობრივად აქტიური, მაგრამ არ იყენებენ კონტრაცეფციის არცერთ მეთოდს და აცხადებენ, რომ არ სურთ მეტი შვილის გაჩენა, ან ჯერჯერობით არ სურთ კიდევ ერთი შვილის გაჩენა“. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3qXAzzS > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 435 სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა საქართველოში; ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39tFzGI > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 192 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ორსულობების 578 შემთხვევა აღირიცხა,436 რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია.437 განათლების ამ კომპონენტის ნაკლებობა ასევე განაპირობებს არასრულწლოვნების მიერ, მათ მიმართ სექსუალური თუ სხვა სახის ძალადობის ამომცნობი უნარების არქონას. კვლავ გამოწვევად რჩება ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სერვისის ტერიტორიული და ფინანსური მისაწვდომობა. ამ ბარიერს ამწვავებს აბორტის სერვისისთვის დაწესებული 5დღიანი სავალდებულო მოსაფიქრებელი პერიოდი, რაც განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონებში, სოფლად მცხოვრები ქალების შემთხვევაში. სახალხო დამცველის და ასევე, საკითხზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების438 მიერ ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ 5-დღიანი სავალდებულო მოსაფიქრებელი პერიოდი ვერ აღწევს აბორტების რიცხვის შემცირების ან სხვა რაიმე ლეგიტიმურ მიზანს და პირიქით, ამ სერვისზე მისაწვდომობის კუთხით, დამატებით ბარიერებს უქმნის სერვისის მაძიებლებს.439კვლევის რესპონდენტების მხრიდან აღინიშნა შემთხვევები, როდესაც 5-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში აღარ დაბრუნდა - აბორტი სხვა დაწესებულებაში გაიკეთა, ან ორსულობის შეწყვეტის თვითნებურ გზას მიმართა და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით (სისხლდენით) დაბრუნდა იმავე სამედიცინო დაწესებულებაში.440 ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, უნდა აღინიშნოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც პანდემიის პირობებში გამოვლინდა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელშეწყობით გაკეთებული მოკვლევის441 შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის გაზაფხულის პერიოდში იკლო 12 კვირამდე ვადის ორსულების მიერ პირველი ანტენატალური ვიზიტების რაოდენობამ და ზოგადად, აღნიშნულ პერიოდში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უფრო ნაკლებმა ორსულმა ისარგებლა სრულად 8 უფასო ანტენატალური ვიზიტით. ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს როგორც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვებითა და ინფიცირების მაღალი რისკის შიშითაც, ისე, სამედიცინო დაწესებულებების მიერ ანტენატალური კონსულტაციებისთვის განკუთვნილი სამუშაო 436 სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წერილი № 06/249; 20.01.2021. 437 სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020 წლის 20 იანვრის წერილის (№ 01/629) თანახმად, აღნიშნული რიცხვი 2019 წელს 664-ს შეადგენდა. 438 „საქართველოში სოფლად მცხოვრებ და იძულებით გადაადგილებულ ქალებს შორის მედიკამენტურ აბორტზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ბარიერების ხარისხობრივი კვლევა“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა“, 2020, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qOSf0i > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]; 439 კვლევის ანგარიში; ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3birLj9> [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 440 იქვე. 441 How COVID-19 Related Isolation Measures Impacted Access to Selected Sexual and Reproductive Health Services in Georgia”, 2020, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3s7eVKF > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 193 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დღეებისა და პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სპეციალისტების რაოდენობრივი შემცირებით.442 ამავე მოკვლევის თანახმად დადასტურდა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები დამატებითი და მნიშვნელოვანი ბარიერი გახდა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისის მაძიებლებისთვის, რამაც გაზარდა არაუსაფრთხო აბორტების მატების რისკი. მოკვლევის თანახმად, აბორტის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ნაწილმა სექსუალური და რეპროდუქციული ჯამრთელობის სერვისების მიწოდებაში ტელემედიცინა დანერგა, რაც, მაგალითად, გულისხმობს პრე და პოსტ-აბორტული კონსულტაციის ონლაინრეჟიმში მიწოდებას. მოკვლევის თანახმად, ერთმა კლინიკამ, პანდემიის პირობებში, აბორტის სერვისის მთლიანად ტელემედიცინის (დისტანციურ) რეჟიმში მიწოდების საპილოტე პროექტი განახორციელა, რაც სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ გაიდლაინებს, რომელთა თანახმად, თვითმართვადი აბორტი უსაფრთხოა ორსულებისთვის, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ეფექტიანი პროტოკოლების შესახებ და წვდომა შემდგომ სამედიცინო ზრუნვაზე, საჭიროების შემთხვევაში. 7.5.1. პანდემიის გავლენა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებზე ჯანდაცვის სექტორში, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საფეხურზე დასაქმებული პირების სრული უმრავლესობა, მსოფლიოს მასშტაბით, ქალია.443 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში 28,5 მილიონი ექთნიდან, 24 მილიონი ქალია. ამავე ორგანიზაციის ცნობით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების 70 პროცენტი, მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ქალია.444 შესაბამისად, პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სექტორისთვის დამახასიათებელი გართულებული სამუშაო სპეციფიკა, არაპროპორციულად აისახა ამ სექტორში დასაქმებულ ქალებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა 2020 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივ მდგომარეობას. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პანდემიამ გამოიწვია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. ამის პარალელურად, დამსაქმებლების მხრიდან ამას არ მოჰყოლია საჭიროების ადეკვატური რეაგირება და ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და აღნიშნული უნარების გასაუმჯობესებელი აქტივობის შეთავაზება დასაქმებული პირებისთვის. 442 დამსაქმებლების გადაწყვეტილებით, ინფიცირების მაღალი რისკის გამო, 70 წელს გადაცილებული ჯანდაცვის სპეციალისტები პანდემიის პირობებში შეზღუდულად მუშაობდნენ 2020 წლის განმავლობაში. 443 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების 70% ქალია. 444 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3my6G7h > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 194 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 აღსანიშნავია, რომ, ვინაიდან პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ პირებს ხშირად, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი მორიგეობები უწევდეთ, ვიდრე ჩვეულებრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მათი სამუშაო გარემოს მისადაგება მათსავე საჭიროებებთან. მოკვლევამ დაადგინა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები არ არის დასაქმებულების საჭიროებების შესაბამისად აღჭურვილი, მაგალითად, ექიმებს და ექთნებს არ აქვთ საშხაპეები და მოსასვენებელი ადგილები, რაც მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების სათანადოდ დასაცავად, ასევე, მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის. მოკვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებში უკიდურესად დაბალია ინფორმირებულობის დონე დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების, მისი რაობის და მასზე რეაგირების მექანიზმების კუთხით. რესპონდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ აქვთ ინფორმაცია, ვის უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ ამ პრობლემის წინაშე დადგებიან, მათთან ამ საკითხთან დაკავშირებით, დამსაქმებელს არ უსაუბრია. მოკვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად ხდებიან საზოგადოებისგან გარიყვის/დისკრიმინაციის მსხვერპლები იმ ნიშნით, რომ ჯანდაცვის სექტორში მუშაობენ და საზოგადოება მათ ინფიცირების მომეტებული რისკის მქონე პირებად აღიქვამს. რეგიონებში მცხოვრები რესპონდენტების თანახმად, საზოგადოების ამგვარმა მიდგომამ მათთვის გაართულა სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში (ხშირად, მეზობელ სოფელში) ტრანსპორტირების საკითხი იმ პერიოდებში, როდესაც მათი დამსაქმებელი არ უზრუნველყოფდა მათ ტრანსპორტირებას. მათი თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც მათ ტრანსპორტირებას სთავაზობდა და ხშირად, ტაქსის მძღლებიც, უარს აცხადებდნენ მათ ტრანსპორტირებაზე ვირუსის გადადების რისკის გამო. 7.6. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს და კვლავ პირველ კალათში ინარჩუნებს ადგილს. მიუხედავად ამისა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მთელ რიგ საკითხებზე, რომელზეც მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მუშაობა გააძლიეროს, მათ შორის, დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენის მიმართულებით.445 სამწუხაროდ, კვლავ დაბალია როგორც შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი446, ისე სერვისებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა. აქვე აღსანიშნავია, ევროპის საბჭოს ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) ანგარიში საქართველოს 445 აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3acDJJC>[ბოლოს ნანახია 30.01.2021]. 446 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი № 1062; 02.02.2021. 195 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესახებ447, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა მართლმსაჯულების მისაწვდომობაზე. მონიტორინგის ჯგუფი (GRETA) ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იდენტიფიცირებული მსხვერპლების დაბალი მაჩვენებლისა მსხვერპლებისთვის სტატუსის მინიჭების გართულებული პროცედურების გამო. ტრეფიკინგის დანაშაულის 2020 წლის სტატისტიკა ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 3 სრულწლოვანს ტრეფიკინგის დაზარალებულის სტატუსი… 3 არასრულწლოვანს ტრეფიკინგის 5 საქმეზე დადგა… 29 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულ… 4 პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის… 15 საქმეზე სახალხო დამცველის მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები448 ცხადყოფს, რომ წინა წლების მსგავსად, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და ბათუმში ფიზიკური გარემო წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურება საჭიროებს დახვეწას და ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. მისასალმებელია, რომ 2020 წელს დამტკიცდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ამოცანებს, როგორიცაა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პრევენცია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოვლენის მექანიზმების დახვეწა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაუმჯობესება კოორდინაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების გზით. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ დანაშაულთან ბრძოლას. 447 შეფასების ანგარიში, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rb8UeL> [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 448 მონიტორინგის ანგარიში, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39wtVed> [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 196 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 7.7. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების449 მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება პრობლემისადმი ყოვლისმომცველი მიდგომა და სახელმწიფო უწყებებს შორის შეთანხმებული მუშაობა. ჯერ კიდევ რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის შემაფერხებელი სისტემური ხარვეზები. კერძოდ, კვლავ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების ეფექტიანად ჩართვის პრობლემა, არ შემუშავებულა სოციალური მომსახურების სახელმძღვანელო წესები, რაც მნიშვნელოვანია შემთხვევათა წარმატებულად სამართავად. ასევე, პრობლემურია მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. კვლავ დაბალია ინფორმირებულობის დონე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სახელმწიფო სერვისების შესახებ. პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლთა სათანადო გაძლიერება, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, კვლავ არ შემუშავებულა დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი. ამასთან, კვლავ პრობლემურია სექსუალური დანაშაულის კუთხით არსებული კანონმდებლობა. მიმდინარე საანგარიშო წელს, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „გაუპატიურების“ ხარვეზიან ნორმაში (მუხლი 137) ცვლილებების შეტანას. შედეგად, სექსუალური ძალადობის დეფინიციები მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას კვლავ არ ეფუძნება და არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. სახალხო დამცველის მიერ გაანალიზებული საქმეების მიხედვით, სექსუალური ძალადობის მუხლების დღევანდელი დეფინიცია, რიგ შემთხვევაში, შესაძლო დამნაშავეებს დაუსჯელს ტოვებს, რადგან მსხვერპლის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა და სხეულზე ფიზიკური დაზიანებების არსებობა, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის ელემენტს უთანაბრდება.450 449 განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, განმეორებითი ძალადობის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდეს. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/36mL4ow > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 450 ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში, კვლევის ანგარიში, 2020 წელი, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3t9l3De > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 197 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2020 წელს გამოძიების დაწყების მაჩვენებელი 78 გარყვნილი ქმედება (სსკ მუხლი 141) პირის სხეულში სექს. ხასიათის შეღწევის ან სექს. ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება (სსკ მუხლი 139) სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (სსკ მუხლი 138) 9 23 90 გაუპატიურება (სსკ მუხლი 137) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვლავ იკვეთება მოძალადის მხრიდან მსხვერპლის დასჯის მიზნით ბავშვით მანიპულირების ტენდენცია, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ძალადობის მსხვერპლ ქალს და მის შვილს. შესწავლილი საქმეების მიხედვით, ტენდენცია უცვლელია და ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალი შემოსავლის მქონე ან შემოსავლის არმქონე ქალებზე, ეს პრობლემა განსაკუთრებით წარმოჩინდა პანდემიის ფონზე, როდესაც მთელ რიგ მომსახურების სფეროებში დასაქმებული ქალები უსამსახუროდ დარჩნენ. შესწავლილი საქმეების მიხედვით, ძალადობა ასევე მძიმედ აისახება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებზე, ხანდაზმულებზე და ქალებზე, რომელთა პარტნიორები/ყოფილი პარტნიორები სამართალდამცავ უწყებებში მუშაობენ. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეთა შესწავლა აჩვენებს, რომ პრობლემად რჩება ძალადობის სწორად იდენტიფიცირება, განსაკუთრებით პრობლემურია ეკონომიკური ძალადობის გამოვლენა451 და ძალადობის რიგი შემთხვევების გენდერული პერსპექტივით შესწავლა. გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, რაც უდავოდ მისასალმებელია, რადგან დანაშაულის სწორი კვალიფიკაციის და ადეკვატური სასჯელის შეფარდებისთვის არის 451 მიმდინარე საანგარიშო წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი საგამონაკლისო წესით გაეცნო ნ.ბ.-ს ოჯახში ძალადობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს. საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების დიდი ნაწილი ეხებოდა ეკონომიკურ ძალადობას, ბრალის შესახებ დადგენილება თავდაპირველად არ მსჯელობდა ძალადობის ამ ფორმაზე. სისტემატური ეკონომიკური ძალადობა ბრალის შესახებ დადგენილებაში მოგვიანებით აისახა, ამ მხრივ პროკურატურამ გაიზიარა დაზარალებულის წარმომადგენლის მოთხოვნა და ბრალი დააზუსტა (საქმე №5729/20). ასევე, სხვა შესწავლილი საქმეების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებას უჭირს ზღვარის გავლება კერძო დავასა და ეკონომიკურ ძალადობას შორის. ეკონომიკური ძალადობის გამოვლენის პრობლემას ადასტურებს შემაკავებელი ორდერების სტატისტიკაც, დაბალია ძალადობის ამ სახეზე ორდერის გამოცემის მაჩვენებელი. 198 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 აუცილებელი, თუმცა მთელ რიგ საქმეებში ამ მოტივის გამოკვეთა კვლავ პრობლემად რჩება.452 ასევე, იმ საქმეებში, სადაც ჩართული არ არის მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი, პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან მსხვერპლის ინფორმირება თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების მომსახურების შესახებ. ამას ადასტურებს არამხოლოდ უშუალოდ მსხვერპლების განცხადება, რომ მათთვის სერვისებზე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, ასევე, რეგიონში მდებარე კრიზისულ ცენტრებში შემთხვევათა გადამისამართების კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი. პრობლემად რჩება ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის ინდივიდუალური საქმეების შესწავლის დროს რეაგირების განმახორციელებელ უწყებებს შორის შეთანხმებული თანამშრომლობა. უწყებები ნაკლებად მიმართავენ სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობით საქმის განსახილველი შეხვედრების (ე.წ. ქეის კონფერენციების) მოწყობის პრაქტიკას, იმ საქმეებზე რეაგირების დროსაც კი, სადაც, წლების განმავლობაში, ძალადობის პრევენცია მხოლოდ ერთი უწყების ძალისხმევით ვერ ხერხდება.453 პრობლემურია შესწავლილი საქმეები, სადაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის წინააღმდეგაც გამოიცემა, ზოგჯერ ძალადობის ჩამდენი პირი მსხვერპლის დათრგუნვის მიზნით მიმართავს პოლიციას და მსხვერპლის მოძალადედ წარმოჩენას ცდილობს, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად გაანალიზდეს შემთხვევა და მსხვერპლის მდგომარეობა არ დამძიმდეს.454 452 2020 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 200 პირის მიმართ დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი №13/63788; 10.11.2020; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3bkK4Va >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]; 2019 წელს ეს მონაცემი 119-ს შეადგენდა. №13/7878, 07.02.2020. 453 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 26 ნოემბრის რეკომენდაცია (№ 08-2/11690) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მ. და მ. ტ-ების ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების თაობაზე. თ.ტ.-ს საქმე (№ 5165/20), სადაც პოლიციამ შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის მიმართ გამოსცა. მოგვიანებით, განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ორდერი სასამართლომ გააუქმა, ხოლო თ.ტ.-ს მეუღლეს, თ.ტ.-ს მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობისა და იძულების ფაქტებზე პროკურატურამ რამდენიმე მუხლით წარუდგინა ბრალდება. ბ.პ-ს საქმე (№ 11404/20, № 3849/20). ბ.პ, ასევე, უთითებდა რომ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი დედისა და ძმის მხრიდან. პოლიციამ შემაკავებელი ორდერი ბ.პ.-ს მიმართ გამოსცა. მოგვიანებით კავშირი „საფარი“- ს იურისტის დახმარებით ორდერი სასამართლომ გააუქმა. ტ.გ.-ს საქმე (№ 3025/20). ტ.გ. უთითებდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო ყოფილი მეუღლის მხრიდან. ტ.გ.-ს მიმართ ასევე გამოსცა პოლიციამ შემაკავებელი ორდერი. ტ.გ.-ს სამართლებრივი დახმარება კრიზისული ცენტრის იურისტმა გაუწია და გამოცემული ორდერი, ასევე, გაუქმდა სასამართლოს ძალით. 454 199 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2020 წელი 2019 წელი 2018 წელი 18482 18842 20496 ,,112" ოჯახში ძალადობის/კონფლიქტის შეტყობინებები 11-1. 126-1 მუხლებით დევნის დაწყების მაჩვენებელი 4637 4579 3955 შემაკავებელი ორდერი დამცავი ორდერი 7646 10321 10266 104 106 139 2020 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე, გამოიცა 843 შემაკავებელი და 94 დამცავი ორდერი. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით (ადევნება) გამოძიება დაიწყო 95 საქმეზე. წინა წლების მსგავსად, პრობლემად იკვეთება რიგი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მსხვერპლის მიმართ არამგრძნობიარე, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და გამოკითხვის პროცესში მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაცია.455 ამ მიმართულებით სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების გადამზადებასა და გამოკითხვის სახელმძღვანელო წესების შემუშავებასთან ერთად, შემდგომში მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია ყველა შემთხვევაზე მკაცრი რეაგირება. კორონავირუსის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა და მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარებისათვის განკუთვნილ ყველა სერვისზე შეუფერხებელი წვდომა. იმის მიუხედავად, რომ მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარებისათვის განკუთვნილი ყველა სერვისი განაგრძობდა მუშაობას, მათ შორის, პოლიცია ჩვეულ რეჟიმში იყენებდა კანონით გათვალისწინებულ ინსტრუმენტებს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ პანდემიის პერიოდში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ. შედეგად, გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და ამავე დროს, შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. 455 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოჯახში ძალადობის სავარაუდო შემთხვევის შესახებ შევიდა 89 განცხადება/საჩივარი. ამათგან გადაცდომა დადასტურდა 46 შემთხვევაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 5 21 00309898; 05.02.2021. 200 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 7.7.1. გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი) საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წელს 24456 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 15 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 9 შემთხვევაში კი - სხვა მოტივი. ამასთან, გამოვლინდა 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი,457 რომელთაგან 17 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.458 სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იზრდება. ქალთა მკვლელობის სტატისტიკა სულ 19 ოჯახური დანაშაულის ნიშნით 15 10 7 9 9 სხვა მოტივი 2020 წელი 24 22 15 2019 წელი 2018 წელი 2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს მომხდარი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეები გააანალიზა. საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ ფემიციდთან ბრძოლისა და ფემიციდის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით, კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება. სამწუხაროდ, გაანალიზებული 10 საქმიდან 9 შემთხვევაში, გამოძიების თუ სასამართლო განხილვის ეტაპზე, სხვადასხვა სახის ხარვეზები იკვეთება. გამოვლენილი ხარვეზებიდან, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა იყო დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დროულად ცნობა. გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და მისი პირადი, სექსუალური ცხოვრებით დაინტერესება, მაშინ, როცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია საქმის გარემოებების დასადგენად. გამოვლინდა მტკიცებულების შეგროვების პრობლემა, რამაც საბოლოოდ გავლენა მოახდინა ქმედების კვალიფიკაციაზე და სასამართლოს მიერ, ბრალდებულის დამნაშავედ შედარებით მსუბუქი მუხლით 456 მათ შორის 2 შემთხვევაში ოჯახის წევრის მიერ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. 457 მათ შორის 6 შემთხვევა ჩადენილი ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტი., 1 შემთხვევა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. 458 საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი №13/10486; 24.02.2021. 201 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ცნობაზე. ასევე, პრობლემა გამოიკვეთა გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების მიმართულებითაც. მისასალმებელია, რომ გამოძიება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, იკვლევდა ძალადობის წინარე ისტორიას. გაანალიზებულ საქმეებს შორის იყო ისეთი საქმეები, სადაც სისტემატური ძალადობის მიუხედავად, დაზარალებულს არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებისთვის. სამწუხაროდ, კვლავ არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის შესახებ პოლიციაში გაცხადების მიუხედავად, მაინც ვერ ხერხდება ძალადობის უკიდურესი ფორმის თავიდან აცილება. ფემიციდის თავიდან აცილება არც იმ საქმეში მოხერხდა, სადაც პირი ოჯახური დანაშაულის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მოძალადეთა ქცევის კორექციის მიმართულებით მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მომხდარ ქალთა მკვლელობის თუ მკვლელობის მცდელობის საქმეებს შორისაც ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის გაცხადების მიუხედავად, ძალადობის უკიდურესი ფორმის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.459 სამწუხაროდ, ფემიციდი საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია და მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს კომპლექსური ძალისხმევა მისი თავიდან არიდების ეფექტიანი სისტემის შექმნისა და აღსრულებისკენ იყოს მიმართული. 7.7.2. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში არსებული სერვისების შეფასება მსხვერპლის ძალადობისგან თავის დაღწევასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მის მომზადებაში, გადამწყვეტი როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებს აკისრიათ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სერვისის გამართული მუშაობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, 2019 წლის მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის შესამოწმებლად, 2020 წელს საქართველოში მოქმედი ყველა სახელმწიფო თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი მოინახულა.460 ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფს, რომ პრობლემად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბენეფიციართა შემთხვევების მართვა და ბენეფიციართა მშვიდად თანაცხოვრების უზრუნველყოფა. გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თავშესაფრის ხელმისაწვდომობა. 459 მაგალითად, მკვლელობის თუ მკვლელობის მცდელობის ფაქტამდე ძალადობის წინარე ისტორიის თაობაზე სამართალდამცავ უწყებაში ინფორმაცია მითითებული იყო № 10990/20, № 3312/20, № 3029/20, № 3026/20, № 1979/20 საქმეებზე. 460 საქართველოს სახალხო დამცველის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში, თბილისი, 2020. 202 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბენეფიციართა მხარდაჭერა და დახმარება თავშესაფრის დატოვების შემდეგ, შესაბამისი პროგრამების მწირი რაოდენობის, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მათი არარსებობის გამო. კვლავ პრობლემაა კრიზისული ცენტრების სერვისებზე წვდომა რეგიონებში. 2020 წელს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას გორის, ქუთაისის და მარნეულის კრიზისული ცენტრები დაკეტილი იყო, რაც მიუთითებს, რომ ეს სერვისი რეგიონში სრულფასოვნად არ მუშაობს და მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზომების მიღება პრობლემის აღმოსაფხვრელად და მიმართვიანობის გასაზრდელად. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში კორონავირუსის გადადების შემთხვევები არ გამოვლენილა, უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციები თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში სათანადოდ არ სრულდებოდა.461 7.8. ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. პრობლემაა ამის როგორც თავიდან არიდება, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინაცია და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა.462 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2020 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 131 შემთხვევა შეისწავლა,463 ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო.464 განათლების სამინისტროში, სკოლის ქორწინების გამო მიტოვების სულ 20 შემთხვევაზე უთითებენ.465 2019 წელს, სოციალურმა სამსახურმა ადრეულ ასაკში ქორწინების 115 461 2020 წელს განხორციელებული მონიტორინგისას, არცერთ თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრში არ გაუზომავთ ტემპერატურა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის და არც ხელები დაუმუშავებიათ მათთვის სპეციალური ხსნარით, რაც გვაფიქრებინებს, რომ სათანადოდ არ მოწმდებოდა დაწესებულების ვიზიტორთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზომები არ მიიღებოდა პანდემიის გავრცელების რისკის თავიდან ასარიდებლად. 462 საქმე № 10203/20 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან და საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გვეცნობა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. 463 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილი № 07/764; 04.02.2021. 464 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 5 21 00342422; 12.02.2021. 465 ქორწინების მიზნით 2020 წელს განათლების მიღება შეწყვიტა 19-მა გოგომ, 1-მა ბიჭმა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი MES 3 21 0000075490; 08.02.2021. 203 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შემთხვევა შეისწავლა;466 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2019 წელს 149 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან 105 შემთხვევაში შესაძლო დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო ბავშვთან ქორწინება. პანდემიის ფონზე, დისტანციური სწავლების რეჟიმში გართულებული იყო როგორც შემთხვევების გამოვლენა, ისე სოციალური მუშაკების მხრიდან ამ საქმეების დროულად შესწავლა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ სამსახურს კვლავ არ გააჩნია შემთხვევის მართვის სახელმძღვანელო წესები და ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე მათი რეაგირება ხშირად ზედაპირული და ფრაგმენტულია. მათ შორის, პრობლემურია წვდომა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებზე, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ქორწინების იძულება (სსკ 150-ე პრიმა მუხლი) თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ 143-ე მუხლი) სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლთან (სსკ 140-ე მუხლი) 37 47 115 განსაკუთრებით პრობლემურია, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე სათანადო რეაგირება.467 საქმეთა შესწავლა ადასტურებს, რომ როდესაც საქმე ეთნიკურ უმცირესობებს ეხება, კონკრეტული დანაშაულების შემთხვევაში, სახელმწიფო არ ატარებს მკაცრ პოლიტიკას. ხშირია უკმაყოფილება პოლიციის მიმართ გაჭიანურებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩნდება ვარაუდი, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს აქვთ მოლოდინი, რომ საქმე ოჯახებს შორის მორიგებით დასრულდება. ქვემო ქართლის რეგიონში, კვლავ შეინიშნება ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში, სოფლის უხუცესების (აღსაკალები) გავლენა, რომლებიც საქმის მორიგებით დასრულების პროცესში არიან ჩართულნი.468 466 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილი № 07/769; 24.02.2020. 467 საქმე (№ 13984/21) სამართალდამცავი უწყება გოგოს ადგილსამყოფელის შესახებ 3 დღის განმავლობაში ინფორმაციას არ ფლობდა. 468 შესაძლო პრობლემას ადასტურებს საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეები (N2255/20, N11671/21) რა დროსაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობა შსს რაიონულ სამმართველოსთან შეიკრიბა და საქმის პოლიციის გარეშე მოგვარების მიზნით ცდილობდა ზეწოლის მოხდენას გოგოს ოჯახზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში პედაგოგს თანასოფლელები ადრეულ ასაკში ქორწინების დაგმობის გამო საჯაროდ დაუპირისპირდნენ, ბოდიშის მოხდა აიძულეს, ეს ყველაფერი გადაიღეს და 204 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, ადრეულ ასაკში ქორწინების თავიდან ასარიდებლად, არსებითია განათლების სისტემაში გენდერული საკითხებისა და სასიცოცხლო უნარების/კომპლექსური სექსუალური განათლების ინტეგრირება. 7.9. ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა 2020 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. ახალი კორონავირუსით გამოწვეული საყოველთაო კარანტინის და საგანგებო რეჟიმის ფონზე, გამოწვევები უფრო თვალსაჩინო გახდა. მათ შორის, დასაქმების შესაძლებლობების არარსებობის, გაზრდილი ძალადობის რისკების, საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფის მიმართულებით. თუმცა, ლგბტ+ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა. კოვიდ პანდემიისას ლგბტ+ პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დახმარება ერთჯერად ხასიათს ატარებდა და მათი საჭიროებები სრულად გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს ნეგატიურად აისახება ლგბტ+ ადამიანების ეკონიმიკურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხზე. ლგბტ+ თემის წევრებისთვის ყოველწლიურად უფრო რთული ხდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობა. მათ მიერ საკუთარ უფლებებსა და ინტერესებზე ღიად საუბარს და საჯარო სივრცეებში შეკრების მცდელობას საზოგადოების ნაწილის მხრიდან აგრესიული გამოხმაურება მოჰყვება. განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლებში რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება, რომელთა ქმედებები თემის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ის ღონისძიებები, რომელთაც სახელმწიფო ამის საპასუხოდ მიმართავს, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ, ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული პოლიტიკის გათვალისწინებით, შეიმუშაოს კომპლექსური სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება ლგბტ+ პირთა წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტისკენ. ამასთან, მნიშვნელოვანია შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული გამოწვევების საპასუხოდ ქმედით ღონისძიებებს გაატარებს. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, ასევე არ შექმნილა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურას დაარეგულირებდა. აღნიშნული ტრანსი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. სოციალურ ქსელში მასწავლებლის რეპუტაციის შელახვის მიზნით განათავსეს. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/36sz8iw > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 205 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 7.9.1. ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობა საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წელს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივებით სისხლისსამართლებრივი დევნა ორიენტაციის შეუწყნარებლობის ნიშნით 17 პირის მიმართ დაიწყო. აქედან, სექსუალური მოტივით დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო. ხოლო გენდერული ინდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით - 9 პირის მიმართ.469 კვლავ დაბალია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მგრძნობელობა ლგბტ+ თემის მიმართ. ლგბტ+ თემის წარმომადგენლები, რიგ შემთხვევებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვისას უთითებენ, რომ როდესაც მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის თაობაზე პოლიციას მიმართავენ, დამამცირებელი მოპყრობის, ჰომოფობიური დამოკიდებულების, შეურაცხყოფის ან/და გულგრილობის მსხვერპლნი ხდებიან. შედეგად, არის შემთხვევები, როდესაც ლგბტ+ პირები თავს იკავებენ, კონკრეტული ძალადობის შესახებ, სამართალდამცავ უწყებასთან ითანამშრომლონ. შესწავლილი საქმეების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან ჭირს პასუხისმგებლობის დადგენა იმგვარ საქმეებზე, სადაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, შსს გენერალურ ინსპექციაში ლგბტი+ პირების მიმართ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტზე 50 განცხადება შევიდა, საიდანაც სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტი არცერთ ფაქტზე არ დადასტურდა.470 აგრეთვე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ლგბტი+ თემის წარმომადგენლის მიმართ სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.471 ლგბტ+ პირების მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობა და უგულებელყოფა ასევე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება, არსებული დაცვისა და დახმარების 469 საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი № 13/9884; 12.02.2021. 470 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილი MIA521 00309898; 05.02.2021. 471 საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი № 13/9884; 12.02.2021. 206 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მექანიზმები, კი რაც ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებში გამოიყენება, საკმარისი არ არის ოჯახსა და ოჯახს გარეთ ძალადობის მსხვერპლ ლგბტ+ პირებისთვის. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების მიზნით, დაიხვეწოს კანონმდებლობა სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე, კერძოდ:  შევიდეს ცვლილება გაუპატიურების და სხვა სახის სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიციაში (სსკ 137, 138 და 139 მუხლი), სტამბოლის კონვენციის შესაბამისად; ამ მუხლების დეფინიცია ეფუძნებოდეს მსხვერპლის თავისუფალი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას;  გაუპატიურების დეფინიციიდან (სსკ მუხლი 137) მოხდეს ძალადობის ამოღება და ძალადობა განისაზღვროს ამ მუხლის დამამძიმებელ გარემოებად  სსკ 139-ე მუხლში შევიდეს ცვლილება, მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების ჩამონათვალის გასაფართოებლად;  სსკ 139-ე მუხლიდან მოხდეს ჯარიმის, როგორც სექსუალური ძალადობისთვის არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელის სახის, ამოღება. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან გასაუმჯობესებლად უზრუნველყოს თანამშრომლობის პლატფორმის გამართული, ქმედითი და ეფექტიანი მუშაობა;  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შემუშავდეს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი;  შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიტიკულად გააანალიზებს პრევენციის არსებულ სისტემას ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით და საკვანძო უწყებების, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მონაწილეობით, იმუშავებს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნასა და დახვეწაზე;  სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ შეცვლის პროცედურა დარეგულირდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამ მიზნით გაიხილოს სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი;  207 | ლგბტ+ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები გათვალისწინებული იქნას კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმებში. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაგრძელდეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთანავე, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას;  ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით, განისაზღვროს გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე;  გაუმჯობესდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, კერძოდ, გაანალიზდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ინტიმურ პარტნიორთა შორის, მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს შორის, ძალადობის სპეციფიკური მახასიათებლების შესასწავლად;  თითოეული შემთხვევის მართვისას უზრუნველყოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ჩართულობა და მოახდინოს მსხვერპლის ინფორმირება კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ;  პანდემიის პერიოდში გაძლიერდეს მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები და საშუალებები დაცული შეტყობინებების შესაძლებლობების გაზრდის მხრივ, მათ შორის, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით;  მიიღოს პრევენციული ზომები, მათ შორის აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შესამცირებლად/თავიდან ასაცილებლად;  უზრუნველყოს ადრეულ სახელმძღვანელო ასაკში პრინციპების ქორწინების შემუშავება და შემთხვევებზე უბნის რეაგირების ინსპექტორის როლის გაძლიერება, ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით კი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სათანადოდ ინფორმირებისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  დეტალურად გაანალიზდეს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულები და მოხდეს მათთან დაკავშირებით სქესის და ასაკის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება, კერძოდ, ქორწინების იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს: 208 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მეწარმე ქალების პროფესიულ განვითარებას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ტრენინგებისა და პროექტების მართვის უნარ-ჩვევების სწავლებით; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს:  უზრუნველყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ყველა დონეზე ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მონაწილეობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  შეიმუშაოს პროფილური ჯანდაცვის პროგრამა კონფლიქტით დაზარალებული გოგოებისა და ქალების საჭიროებების გათვალისწინებით;  მოხდეს დედათა ჯანმრთელობის პროგრამაში ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის ინტეგრირება ორსულობის, მშობიარობისა და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის;  გაიზარდოს სამშობიარო დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგების ინფორმირებულობა პოსტსამშობიარო დეპრესიის რისკის გამოვლენის მექანიზმებთან დაკავშირებით;  ჩამოყალიბდეს სისტემური ხედვა პოსტნატალური ზრუნვის სერვისებთან მიმართებით და მოხდეს მისი ფართო განხილვა სფეროს ექსპერტების ჩართულობით;  მოხდეს ოჯახის დაგეგმვის სერვისების ინტეგრირება ჯანდაცვის პირველ რგოლში; ასევე, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისთვის კონტრაცეპტივებზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფადის მიზნით, ისინი მოიცვას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ;  ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სერვისზე წვდომის გასაზრდელად, აღნიშნულ სერვისზე გაუქმდეს 5-დღიანი სავალდებულო მოსაცდელი პერიოდი;  სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისები განისაზღვროს ესენციურ სერვისებად, კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში;  სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების ტექნიკური გაიდლაინები და პროტოკოლები იმგვარად მოდიფიცირდეს, რომ ისინი მოიცავდეს ტელემედიცინასა და სერვისების დისტანციურად მიწოდების სხვა ალტერნატიულ მოდელებს, რათა გაიზარდოს ამ სერვისებზე წვდომა როგორც პანდემიის, ისე სხვა პერიოდებში;  გადამზადდნენ სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას; 209 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  სოციალური მუშაკებისთვის შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  მოხდეს ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების კომპონენტის სრულად ინტეგრირება ფორმალური განათლების სისტემაში და გატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებში ამ კომპონენტის სწავლების უნარების გამომუშავებისთვის;  უზრუნველყოს მასწავლებელთა გადამზადება ცნობიერების ასამაღლებლად და შეფასების დოკუმენტის დაკავშირებით შექმნა, განათლების ადრეულ სისტემაში ასაკში ქორწინების დასაქმებულ საკითხებთან პირთათვის კანონით კონფლიქტის შედეგად განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს:  რეგულარულად გაიმართოს შეხვედრები დევნილ დაზარალებულ ქალებთან, ახალგაზრდებთან და და ხანდაზმულებთან მათი საჭიროებების გამოკვეთის და დოკუმენტირების მიზნით;  გააძლიეროს თანამშრომლობა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებთან და ძალადობის მსხვერპლების ჩართულობით შეიმუშაოს მათ საჭიროებებზე მორგებული, სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები. 210 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 8. რწმენისა და რელიგიის თავისუფლება 8.1. შესავალი წინამდებარე თავში განხილულია 2020 წლის განმავლობაში რწმენისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული ძირითადი გამოწვევები, მათ შორის: არადომინანტურ სახელმწიფო რელიგიურ ქონების გაერთიანებებთან შესახებ მიმართებით კანონმდებლობის საგადასახადო დისკრიმინაციული და ნორმები, საკუთრების უფლებით სარგებლობის პროცესში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული დაბრკოლებები, სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და მათ ირგვლივ სახელმწიფოს მიერ წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობა, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, შრომის კანონმდებლობაში რელიგიურ დღესასწაულებთან მიმართებით არსებული უთანასწორო მიდგომა. ასევე, მიმოხილულია პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ გამოვლენილი უთანასწორო მოპყრობის ფაქტები და 2020 წლის განმავლობაში საჯაროდ გაკეთებული ანტისემიტური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშის რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თავში წარმოდგენილი რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა დღემდე შეუსრულებელია. ამ დრომდე არ განხორციელებულა ცვლილებები, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში, „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ შესახებ. კვლავ პრობლემად რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხი. ასევე, გადაუჭრელია ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობასა და თანდოიანცის ეკლესიასთან დაკავშირებული პრობლემები. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, საანგარიშო წლის განმავლობაში, სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები რელიგიის თავისუფლების წინაშე მდგარი კომპლექსური პრობლემების მოსაგვარებლად, მეტიც, სახელმწიფოს პოლიტიკა, გარკვეულ შემთხვევებში, არსებული მდგომარეობის გაუარესების საფუძველიც კი იყო. კერძოდ, ქვეყანაში რელიგიის თავისუფლებასთან და რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობასთან გამოიკვეთა დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო პანდემიის პერიოდში. სახელმწიფოს პოლიტიკა, ხშირ მეტად შემთხვევაში, დომინანტი რელიგიური ჯგუფის პრივილეგიებით აღჭურვასა და სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან გამოიხატებოდა. შედარებით, ასევე, მის სახელმწიფოს უპირატეს კვლავ არ მდგომარეობაში ჩაყენებაში გადაუდგამს რელიგიური მრავალფეროვნების, ტრადიციებისა და რელიგიის თავისუფლების პრინციპების შესახებ 211 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და რელიგიური ნიშნით უთანასწორობის სისტემური პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები.472 უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც რწმენის, თავისუფლების ფარგლები განმარტა.473 აღმსარებლობის და სინდისის სადავო ნორმა ადგენდა ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღების წესს, რაც გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებში ფაქტობრივ რელიგიურ წინააღმდეგობას იწვევდა. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია სადავო ნორმები იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების ფორმის განსაზღვრა სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებში ექცევა, აგრეთვე, ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით სარგებლობაზე უარის თქმა პირს არ აკარგვინებს საქართველოს მოქალაქეობას და სახელმწიფოს არ ათავისუფლებს მოქალაქეზე ზრუნვის ვალდებულებისგან. 8.2. საქართველოს კანონმდებლობა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებისადმი მრავალგზის გაცემული რეკომენდაციების 474 მიუხედავად, 2020 წელს კვლავ გამოწვევად დარჩა როგორც საგადასახადო, ისე სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობაში არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებული უთანასწორო მიდგომები. გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში475 სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე476, რომლითაც რელიგიური ორგანიზაციების სარჩელები დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ცალკეული ნორმები. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად არ გამოიყენა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსასრულებლად განსაზღვრული 6-თვიანი ვადა, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები/ნორმის ნორმატიული შინაარსი 2018 წლის 31 დეკემბრიდან ავტომატურად ძალადაკარგულად გამოცხადდა. უნდა 472 საგანმანათლებლო სისტემაში - რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ნეიტრალობის პრინციპის დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ადამიანის უფლებათა სწავლების თავში. 473 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება, ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. 474 სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 2020 წლის რეკომენდაციები, თბილისი, 2020. 475 სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 216-217. 476 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებები №1/2/671 და №1/1/811. 212 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლს, რომლის ახალი რედაქციითაც, ტაძრის ან საეკლესიო ნაგებობის რესტავრაციის ან/და მოხატვის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლების წესი ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე გავრცელდა.477 რაც შეეხება სახელმწიფო ქონების შესახებ კანონს, 2020 წელს ცვლილებები შეეხო კანონის შესაბამი ნორმასაც და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ამოღებულ იქნა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სავარაუდო ადრესატთა სიიდან.478 8.2.1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, რომელიც რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებში გამოიხატება. საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქცია, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს მხოლოდ საპატრიარქოს, მის მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდებისას, თუ ისინი რელიგიური მიზნით გამოიყენება.479 საქართველოს საპატრიარქო, განსხვავებით სხვა რელიგიური გაერთიანებებისაგან, გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგანაც, ზემოაღნიშნული პროდუქციის რეალიზაციით მიღებული მოგების ნაწილში.480 აღნიშნული შეღავათის ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე თანაბრად გავრცელების მიზნით, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოს პარლამენტს შესაბამისი რეკომენდაციებითაც მიმართა.481 რაც შეეხება ცხრა რელიგიური გაერთიანების მიერ 2019 წლის 7 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის 482 რომლითაც რელიგიური გაერთიანებები ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, რელიგიურ ორგანიზაციებს არ ათავისუფლებს მიწის გადასახადისგან მიწის არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში,483 2020 წლის 30 აპრილს, საქართველოს 477 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტი. 478 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-63 მუხლის 1-ლი პუნქტი. 479 იქვე, 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტი. 480 იქვე, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. 481 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები, თბილისი, 2020, 17-18. 482 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. 483 სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 217. 213 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ აღნიშნული სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.484 8.2.2. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობა პრობლემურია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ცალკეული მუხლები, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ითვალისწინებენ პრივილეგიებს, სხვა რელიგიური გაერთიანებების უგულებელყოფის ფონზე. 2019 წლის 12 აგვისტოს 9 რელიგიურმა ორგანიზაციამ სარჩელით485 მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების იმ დისკრიმინაციული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სახელმწიფო ქონების შეძენასა და გაცვლას უზღუდავს. აქედან გამომდინარე, პრობლემურია ასევე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე–4 მუხლიც, რომელშიც ჩამოთვლილია სახელმწიფო ქონების ტიპები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია (როგორც სასყიდლით, ასევე უსასყიდლოდ). მათ შორისაა რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული.486 აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი საკუთარ რელიგიურ ქონებას საკუთრების უფლებით არ ფლობს. სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ისტორიული ქონების საკუთრების უფლებით დაბრუნების ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება კი სწორედ ეს საკანონმდებლო ჩანაწერია. 2019 წლის 12 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, 2020 წლის 20 თებერვალს გამწესრიგებელი სხდომა გაიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია. იმ ფონზე, როცა სახელმწიფო წლებია არ ჭრის არადომინანტური რელიგიური ჯგუფების ქონებრივ პრობლემებს და როგორც ზემოთ აღინიშნა, რელიგიური ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის დისკრიმინაციულ ნორმებს, 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ამ კანონის ამავე მუხლში,487 რომლის თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიას უფლება მიეცა საკუთრებაში მიიღოს ეკლესიების გარშემო არსებული ტყის მასივი 20 ჰექტარის ოდენობით. ამგვარი პრივილეგია არ ვრცელდება სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე. სამწუხაროა, რომ პარლამენტი არათუ არ ცვლის სახელმწიფო ქონების კანონში არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებს, არამედ, მასში 484 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/2/1422 საოქმო ჩანაწერი საქმეზე, „სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". 485 2019 წლის 12 აგვისტოს რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი №1440. 486 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი. 487 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი. 214 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დამატებების შეტანით, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს იმ უთანასწორო გარემოს, რომელსაც ეს კანონი არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ აწესებს. 8.3. საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები საანგარიშო პერიოდში კვლავაც ისტორიული მესაკუთრეებისათვის გადაუჭრელი დარჩა დაბრუნების იმ საკულტო ნაგებობების საკითხი, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვათ. საქართველოს სახალხო დამცველი გასულ საპარლამენტო ანგარიშებში კრიტიკულად აფასებდა სადავო საკულტო ნაგებობების საპატრიარქოსათვის სათანადო შესწავლის გარეშე გადაცემის ფაქტს.488 სამწუხაროა, რომ 2020 წელსაც, ნაგებობების დომინანტი უმცირესობებისათვის რელიგიური ჩამორთმეული ორგანიზაციისათვის - საკულტო საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის პრაქტიკა არათუ შეწყდა, არამედ გაგრძელდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან საკითხის დარეგულირების ნება და სახელმწიფოს პოლიტიკა საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებით, რომელიც რელიგიურ უმცირესობებისაგან განსხვავებით, უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება, კვლავ ძალაში რჩება. მისთვის აღნიშნული მიდგომა ცალსახად აზარალებს რელიგიური უმცირესობების უფლებებს. საანგარიშო წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში მდებარე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ნაწილის, რომელიც ამავე დროს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია,489 საქართველოს საპატრიარქოსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი. მაშინ როდესაც, ქონების ისტორიული მესაკუთრის იდენტიფიცირების პრობლემა არ დგას და ეკლესია იმ ფორმით, მუნიციპალიტეტმა რა შენობის ფორმითაც დღეს გარკვეულ არსებობს, ნაწილზე ევანგელურ-ლუთერულია, საქართველოს საპატრიარქოს სარგებლობის უფლება მისცა. თავის მხრივ, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია სხვადასხვა ფორმით ითხოვდა მუნიციპალიტეტისაგან ეკლესიის რელიგიური რიტუალების შესასრულებლად გადაცემას, თუმცა, უპირატესობა საქართველოს საპატრიარქოს მიენიჭა. გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, მუნიციპალიტეტმა აპარატს აცნობა, რომ ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლი და სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით მიიღეს საპატრიარქოს სასარგებლო გადაწყვეტილება.490 მიგვაჩნია, რომ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლის სოფელში არარსებობა, არ ანიჭებს საპატრიარქოს უპირატესობას შენობით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, მაშინ როდესაც ასურეთის ტერიტორიაზე მდებარეობს მართლმადიდებლური ეკლესია და 488 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 219 (თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის საკითხი). 489 სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 2 დეკემბრის №2/257 ბრძანება. 490 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 თებერვლის №641-13 წერილი. 215 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ამასთან, საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, რომლის კულტურული ღირებულების შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. ისტორიული ქონების დაბრუნების კუთხით, რესტიტუციის პრობლემა ევანგელურლუთერული ეკლესიების გარდა, ასევე მწვავედ დგას სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე, მუსლიმი და იუდეური თემების წინაშე. ამასთან, საკმაოდ ვრცელია იმ რელიგიური დანიშნულების შენობათა ჩამონათვალი, რომელიც დღემდე არ დაბრუნებია მათ ისტორიულ მესაკუთრე რელიგიურ გაერთიანებებს.491 სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეფასებით, „დღემდე გადაუჭრელია სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა პერიოდში კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნებისა და სადავო ძეგლების ისტორიული მფლობელის დადგენის საკითხი“.492 ამასთან, ამ დრომდე არ არის აღრიცხული საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობა. აღსანიშნავია, რომ პრობლემის მთავარი საფუძველი სახელმწიფოს მიერ რესტიტუციასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებისა და აღსრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გაუტარებლობაა, რისი გამოსწორების საჭიროებაზეც სახალხო დამცველი 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც მიუთითებდა.493 ამასთან, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის დაყოვნება უარყოფითად აისახება განსახილველი ნაგებობების მდგომარეობაზეც, ვინაიდან, სახელმწიფოს, როგორც მათი ამჟამინდელი მესაკუთრის მხრიდან, არასათანადო ყურადღების გამოჩენისა და ამ ნაგებობების შენარჩუნება-რესტავრაციისკენ მიმართული ღონისძიებების ნაკლებობის პირობებში, მათი დიდი ნაწილი დაზიანებისა და დანგრევის საფრთხის ქვეშ დგება. რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციებში ასევე საგანგებოდ არის მითითებული, რომ არადომინანტური რელიგიური გაერთიანებები პრობლემას აწყდებიან ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის პროცესშიც.494აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი წლებია აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. 495 ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ირგვლივ 2020 წლის განმავლობაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაჭიანურებით მიმდინარეობდა ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის განხილვა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. 491 ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), რესტიტუციის პოლიტიკა საქართველოში, თბილისი, 2020, 2020, 38. 492 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები, თბილისი, 2020, 36. 493 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 222. 494 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები,თბილისი, 2020, 34. 495 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 220. 216 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საანგარიშო პერიოდში რელიგიურმა ორგანიზაციამ, სსიპ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება საქართველოში“, სახალხო დამცველის აპარატს მომართა და საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას შექმნილი დაბრკოლებების 9 იდენტურ შემთხვევაზე მიუთითა.496 8.4. სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები საანგარიშო პერიოდში გამოწვევად რჩება რელიგიის თავისუფლების შელახვის მცდელობის ფაქტები და სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება. ამ მხრივ, მომართვიანობა სტაბილურად მაღალია იეჰოვას მოწმეების მხრიდან, რომელთა პრეტენზიები, მათ შორის, გამოძიების გაჭიანურებას უკავშირდება.497 საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს რელიგიური რიტუალების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის უფლებას. სახელმწიფოს ვალდებულებაა თანაბრად შეუწყოს ხელი ყველასთვის ამ უფლებით განუხრელად სარგებლობას. ამასთან, სახელმწიფომ ნეიტრალურად და მიუკერძოებლად უნდა დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა.498 ამ კუთხით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მიმდინარე წლის იანვარში მუსლიმი მოსახლეობის რელიგიის თავისუფლების შელახვის მცდელობის ფაქტი.499 ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევებთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოლიტიკა ნაკლებად არის მიმართული მათ სისტემურ პრევენციაზე და ძირითადად, მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევების მოგვარებისკენ მიმართული ერთჯერადი მიდგომებით შემოიფარგლება. უნდა აღინიშნოს, რომ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის საქართველოში რელიგიის თავისუფლების შელახვის მცდელობის პირველი შემთხვევა. გასულ წლებში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მიმართ სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს 496 დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანასწორობის უფლების თავში. 497 დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანასწორობის უფლების თავში. 498 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 25 მაისის განჩინება საქმეზე, Kokkinakis v. Greece, § 33. 499 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3w1OfgQ > [ბოლოს ნანახია 26.03.2021]. 217 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ადგილი ჰქონდა სამთაწყაროში,500 ნიგვზიანში,501 წინწყაროში,502 ქობულეთსა503 და ადიგენის სოფელ მოხეში.504 ზემოაღნიშნულ ინცინდენტებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, წინწყაროს და ნიგვზიანის შემთხვევებზე, შეწყდა. დანარჩენ საქმეებზე გამოძიება გრძელდება, თუმცა კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი.505 მიმდინარე გამოძიების პროცესები არ აკმაყოფილებს გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. მუსლიმებს, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, არ მინიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი, რაც გამოძიების პროცესზე მონიტორინგს შეუძლებელს ხდის და საბოლოოდ, მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება ქმნის კონფლიქტების განმეორებისა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების სამომავლო ხელყოფის საფრთხეს, რაზეც ყურადღება გამახვილებულია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მოხსენებაშიც.506 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს პოლიტიკა, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით უკვე მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების ირგვლივ ქმედითი გამოძიების წარმოებისა და ახალი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით, მიმართული იყოს ადეკვატური პრევენციული ღონისძიებები გატარებისკენ. 8.5. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კვლავ ბუნდოვანია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) როლი რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით. სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ეწევა საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო- 500 სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2014, 295. 501 სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2013, 520. 502 იქვე. 503 სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2015, 432. 504 სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 487. აღსანიშნავია, რომ მოხეს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უშუალოდ სამართალდამცავების მხრიდან მუსლიმების მიმართ სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. 505 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 10 მარტის №13/13120 წერილი. 506 ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI), მოხსენება საქართველოს შესახებ, მონიტორინგის მეხუთე ციკლი, მიღებულია 2015 წლის 8 დეკემბერს, გამოქვეყნდა 2016 წლის 1 მარტს, § 71. ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3vkGbqX > [ბოლოს ნანახია 15.03.2021]. 218 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში.507 სააგენტო 2014 წელს დაარსდა და იგი სამთავრობო სისტემაში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე პასუხისმგებელ ძირითად უწყებად განიხილება. საყურადღებოა, რომ სააგენტოს დაარსებამ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებების მნიშვნელოვანი ნაწილის კრიტიკული შეფასება დაიმსახურა. უარყოფითი დამოკიდებულება არც სააგენტოს შემდგომი საქმიანობის მიმართ შეცვლილა. უფრო მეტიც, რელიგიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სააგენტოს პრობლემური მანდატის გათვალისწინებით, მის გაუქმებასაც კი მოითხოვენ.508 განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს სააგენტოს მანდატის გამოყენებით სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევის მაღალი რისკები.509 სააგენტოს საქმიანობის პრობლემურ ასპექტებზე ყურადღება გამახვილებულია რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციებშიც, კერძოდ: „მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, სააგენტოს არსებითად საკონსულტაციო მანდატი აქვს, უწყებას მთავრობისთვის და პარლამენტისთვის არ წარუდგენია ადამიანის რეკომენდაციები და უფლებებზე ხედვები, დაფუძნებული რომლებიც რელიგიის პროგრესული თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის პოზიტიურ ცვლილებას გამოიწვევდა. ამასთან, საკონსულტაციო ფუნქციის მიღმა, უწყება ზოგჯერ უშუალოდ არის ჩართული რელიგიური გაერთიანებების ფინანსური და ქონებრივი საკითხების გადაწყვეტისა და მართვის პროცესში, რამდენადაც სააგენტოს საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების მართვის პროცესსა და ფინანსური და ქონებრივი კომისიის საქმიანობის გაძღოლას უკავშირდება“.510 აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის პირველ მარტს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) სერიოზული შეშფოთება გამოთქვა სააგენტოს საქმიანობის მიმართ და მთავრობას მოუწოდა, ახლადშექმნილი სააგენტოსთვის 507 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვალი №177 დადგენილების 1-ლი მუხლი 1-ლი პუნქტი, ხელმისაწვდომია.: < https://bit.ly/3dFOYh3 > [ბოლოს ნანახია 27.02.2021]. 508 მაგ., ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ალტერნატიული ანგარიში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულების შესახებ, თბილისი, 2020, 37; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), Forum 18, The Universal Periodic Review (UPR) submission, 2020, 3. ხელმისაწვდომია. 509 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რელიგია, პოლიტიკა და სოციალური კონტექსტები - კვლევების, ანგარიშებისა და სტატიების კრებული, თბილისი, 2020, 87. 510 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები, თბილისი, 2020, 27-28. 219 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაევალებინა სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობის დამყარება და ამ უკანასკნელის გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება.511 თუმცა, კომისიის (ECRI) შემდგომი შეფასებით, მისი რეკომენდაცია არ შესრულებულა, ვინაიდან სააგენტოს, რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობის მიზნით შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს. კომისია აღნიშნავს, რომ, თანამშრომლობის ნაცვლად, ამ ორ ორგანოს შორის დაძაბულობაც კი შეინიშნება.512 საინტერესოა, რომ რელიგიური გაერთიანებების მნიშვნელოვანი ნაწილი სააგენტოს მიმართ უნდობლობითაა გამსჭვალული.513 ამის ფონზე, ამავე სუბიექტებს მაღალი ნდობა აქვთ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნული მიანიშნებს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეფექტიანობა და მისი არსებობის მიზანშეწონილობა კითხვებს ბადებს, რასაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს სააგენტოს მხრიდან რელიგიურ გაერთიანებათა კონტროლისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევისკენ მიმართული ტენდენცია. ამდენად, სააგენტოს საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, მთავრობამ გაითვალისწინოს საერთაშორისო და ადგილობრივი რელიგიური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები. 8.6. რელიგიური დღესასწაულები პრობლემურია საქართველოს არამართლმადიდებელ შრომის დასაქმებულებს კოდექსის 30-ე მუხლი, მართლმადიდებელ რომელიც დასაქმებულებთან მიმართებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. კერძოდ, ზემოაღნიშნული მუხლი განსაზღვრავს 7 სეკულარულ და 10 რელიგიურ დღესასწაულს, რომელიც უქმე დღეებადაა გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ ათივე შემთხვევაში საუბარია დღესასწაულებზე. საქართველოს ამდენად, მართლმადიდებელი საქართველოში მცხოვრები ეკლესიის რელიგიურ არამართლმადიდებელი მოსახლეობის არცერთი რელიგიური დღესასწაული არ არის აღიარებული საჯარო დღესასწაულად. ამის მიუხედავად, არ არსებობს რაიმე ალტერნატიული საკანონმდებლო დათქმა, რომელიც არამართლმადიდებელ მოსახლეობას მათი რელიგიური დღესასწაულის დროს გარანტირებული დასვენების შესაძლებლობას მისცემდა. 511 The European Commission against Racism and Intolerance (ECRI), Report on Georgia (fifth monitoring cycle), CRI(2016)2, მიღებულია 2015 წლის 8 დეკემბერს, გამოქვეყნდა 2016 წლის პირველ მარტს, §§ 97-103. 512 ECRI, Conclusions on the implementation of the recommendations in respect of Georgia, Subject to interim follow-up, CRI(2019)4, მიღებულია 2018 წლის 5 დეკემბერს, გამოქვეყნდა 2019 წლის 5 მარტს, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3pEaBjR> [ბოლოს ნანახია 27.02.2021]. 513 Advisory Committee on the Framework Convention for the Protection of National Minorities (FCNM), Third Opinion on Georgia, ACFC/OP/III(2019)002, მიღებულია 2019 წლის 7 მარტს,, § 83. 220 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შრომის კოდექსის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დასაქმებულს, შრომის ხელშეკრულების საფუძველზე შეუძლია, კანონით განსაზღვრული უქმე დღეების ნაცვლად, მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები. თუმცა კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს ეს დღეები. ამდენად, ერთი მხრივ, კოდექსი მართლმადიდებელ ქრისტიანებს გარანტირებულად განუსაზღვრავს მათ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების უფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის შესაძლებლობას, თუმცა, მეორე მხრივ, არამართლმადიდებელ პირთა შემთხვევაში, მათი რელიგიური დღესასწაულის დროს დასვენების საკითხის გადაწყვეტას კანონი დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებულ შეთანხმებას უკავშირებს. ამდენად, დასაქმებულის მიერ მის რელიგიურ დღესასწაულზე დასვენების უფლებით სარგებლობა, გარკვეულწილად, დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული, რაც არამართლმადიდებელ მოსახლეობას მართლმადიდებელ მოსახლეობასთან მიმართებით უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. 8.7. პანდემია და რელიგიის თავისუფლება პანდემიის პირობებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა უმცირესობებთან, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების სიმწვავე.514 საქართველოში პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის და მის შემდგომ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დომინანტურ რელიგიურ ჯგუფს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აქცევდა. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, ხელისუფლებას არ ჰქონდა სათანადო კომუნიკაცია არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებებთან. მათ არ განემარტათ, როგორ უნდა ემოქმედათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. ამ გაერთიანებების წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ქვეყანაში შეკრების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა რელიგიურ შეკრებებზეც ვრცელდებოდა და მსახურება შეაჩერეს, მაშინ როდესაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაგრძო ტაძრებში რელიგიური მსახურება. მსგავსი ტიპის გაურკვევლობების თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს თან სდევდეს შესაბამისი განმარტებები მათთვის, ვისზეც ეს შეზღუდვები ახდენენ 515 გავლენას. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 2020 წლის 17 აპრილიდან 27 აპრილამდე პერიოდში საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. ამ შეზღუდვის საფუძვლად საქართველოს მთავრობამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის მაღალი მობილობის რისკი დაასახელა. 17 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მთავრობასთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად გაარკვიეს, რომ ეკლესიის სასულიერო პირებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს 514 Varennes F., Report of the UN Special Rapporteur on minority issues, Effective promotion of the Declaration on the Rights of Persons Belonging to National or Ethnic, Religious and Linguistic Minorities (A/75/211), 2020 წლის 21 ივლისი, § 71. 515 OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR), Human Dimension Commitments and State Responses to the Covid-19 Pandemic, Warsaw, 2020, 119. 221 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ავტომობილით გადაადგილების უფლება ჰქონდათ. ამის ფონზე, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს რამდენიმე დღიანი ძალისხმევა დასჭირდათ ავტომობილით გადასაადგილებლად სპეციალური საშვების მოსაპოვებლად.516 სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, მიდგომების რომლის არსებობაზე თანახმადაც მიუთითებს 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით აიკრძალა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება და საჯარო სივრცეში ყოფნა, ხოლო გამონაკლისის სახით მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდა შობის - მხოლოდ 6 იანვრის ღამეს, რათა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს გამონაკლისი არ შეძლებოდა შეეხო ამავე შობის დღესასწაულის პერიოდში სხვა ღამისთევით რელიგიური აღნიშვნა. გაერთიანებების დღესასწაულებს, რომლებიც, ასევე ღამისთევით აღინიშნება (მაგალითად, 25 დეკემბერს არადომინანტი ქრისტიანული ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა შობის დღესასწაულს აღნიშნავს).517 მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები თანაბრად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეეძლოთ რელიგიის თავისუფლების რეალიზება. დაუშვებელია, ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას ენიჭებოდეს უპირატესობა და ბუნდოვანი რჩებოდეს სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურობა. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს სახელმწიფო სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად უნდა იღებდეს. 8.8. დისკრიმინაციული და ანტისემიტური განცხადებები საანგარიშო პერიოდში, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან მიმართებით, საზოგადოება არაერთხელ გახდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირთა მხრიდან გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებების მომსწრე. ამ კუთხით, აღსანიშნავია 2020 წლის 14 აპრილს პრემიერ-მინისტრის, ხოლო 27 ნოემბერს ვიცე-პრემიერის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ერთ შემთხვევაში, პრემიერმინისტრმა ეკლესიების დაკეტვის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან ბალანსის პოვნაზე საუბრისას მიუთითა, რომ მათ შეთანხმების მიღწევა არ გაუჭირდებოდათ, ვინაიდან საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა.518 რაც შეეხება მეორე განცხადებას, 6 იანვრის ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე გამონაკლისის მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაწესება ვიცე-პრემიერმა იმით ახსნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია.519 516 დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანასწორობის უფლების თავში. 517 იქვე. 518 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3r0OCoK > [ბოლოს ნანახია 27.02.2021]. 519 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2NklB9h > [ბოლოს ნანახია 27.02.2021]. 222 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მსგავსი განცხადებები მიუთითებს კონკრეტული რელიგიის უპირატესობაზე და უხეშად ეწინააღმდეგება სეკულარული სახელმწიფოს იდეას. პრემიერ-მინისტრის განცხადების მსგავსად, ვიცე-პრემიერის განცხადებაც დისკრიმინაციული შინაარსისაა, რამდენადაც მოქალაქეების უმრავლესობის მიერ ფუნდამენტური პერსპექტივიდან უფლებებით აფასებს, ხოლო სარგებლობის შესაძლებლობას რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს უთანასწორო პირობებს უწესებს. ვიცე-პრემიერის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც განცხადება უარყოფითად შეაფასეს.520 საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ანტისემიტურ განცხადებებსაც. ამ მხრივ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მიერ ქადაგების დროს გაკეთებული განცხადებები.521 აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მიტროპოლიტ გამრეკელის განცხადებას თავდაპირველად გამოეხმაურა მხოლოდ ისრაელში საქართველოს ელჩი, რომელმაც ქადაგების მწვავედ შეფასების ნაცვლად, მიტროპოლიტ გამრეკელის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას ცილისწამება უწოდა. მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში”.522 აუცილებელია, რომ გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა არ დარჩეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების განხილვის საგნად და საქართველოს ხელისუფლებამ ანტისემიტური განწყობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ, რაც, მათ შორის, ანტისემიტიზმის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.523 წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების (რომლებიც მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოიყენება) მიწოდებისას, დღგ-ს გადახდისგან, საქართველოს საპატრიარქოს მსგავსად, სხვა რელიგიური გაერთიანებების გათავისუფლების მიზნით, ცვლილებები შევიდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტში;  რელიგიური მიზნით გამოყენებული ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნისა და კალენდრის რეალიზაციით მიღებული მოგების ნაწილში მოგების გადასახადისგან, 520 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3aQZpMJ > [ბოლოს ნანახია 27.02.2021]. 521 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3kr9e76 > [ბოლოს ნანახია 27.02.2021]. 522 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3c4wVP1 > [ბოლოს ნანახია 05.03.2021]. 523 საქართველოს სახალხო დამცველის და მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის განცხადება ანტისემიტური გამონათქვამების შესახებ: < https://bit.ly/2P7Xs6f > [ბოლოს ნანახია 27.02.2021]. 223 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს საპატრიარქოს მსგავსად, სხვა რელიგიურ გაერთიანებების გათავისუფლების მიზნით, ცვლილებები შევიდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში;  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიერ არაეკონომიკური მიზნით გამოყენებული ქონების (მიწის) გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, ცვლილებები შევიდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში;  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონების შეძენის და გაცვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ცვლილებები შევიდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებში;  რელიგიური გაერთიანებების მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რელიგიური და საკულტო ნაგებობების, მათი ნანგრევების, აგრეთვე მიწის ნაკვეთების, რომლებზედაც ისინია განთავსებული, პრივატიზების გზით მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ცვლილებები შევიდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში;  საქართველოს შრომის კოდექსში შემოღებულ იქნას ალტერნატიული საკანონმდებლო დათქმა, რომელიც არამართლმადიდებელ მოსახლეობას მათი რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობას მისცემს;  სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდეს რესტიტუციის შესახებ კანონი, რომელიც საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისათვის ჩამორთმეული ქონების ისტორიული მესაკუთრისათვის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, პასუხისმგებელ უწყებებსა და ვადებს განსაზღვრავს. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  აღრიცხოს საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობა;  შევიდეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში, „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ შესახებ და ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად, სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც მიეცეთ ზიანის შესაბამისი კომპენსაცია; 224 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  შეიცვალოს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრაქტიკა. სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით, შემუშავდეს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საგადასახადო სისტემა, რომელიც თანასწორუფლებიანობისა და სახელმწიფოს ნეიტრალობის მოთხოვნებს უპასუხებს;  სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით, იმსჯელოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არსებობის, მისი საქმიანობისა და მანდატის ცვლილებების საჭიროებაზე. 225 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 9. გამოხატვის თავისუფლება 9.1. შესავალი გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტია, რომლის რეალიზაციაზე ზედამხედველობა ყოველთვის არის სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი. 2019 წლის მსგავსად, საანგარიშო წელი აქტიური იყო მედიასივრცეში განვითარებული მოვლენების თვალსაზრისით. მათ შორის, საყურადღებო იყო აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების შრომითი უფლებების დარღვევის და მედიის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლის შემთხვევები. კვლავ გამოწვევად დარჩა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გარდა, ჟურნალისტების მიმართ, მათი საქმიანობის გამო, ჩადენილი სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე სრულყოფილი სტატისტიკის არარსებობა, ასევე გამოიკვეთა მედიის წარმომადგენლების დამცველი ქმედითი ღონისძიებების გატარების საჭიროება. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, გამოვლინდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არასათანადო ინტერპრეტაციის შედეგად. 9.2. მედიის თავისუფლება ტრადიციულად, საანგარიშო წლის განმავლობაში, სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებდა თვალს ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას. 2020 წელს, ქვეყანაში მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა საკმაოდ პოლარიზებული იყო. უცვლელად შენარჩუნდა ქვეყნის პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსშიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს 180 ქვეყანას შორის, მე-60 ადგილი უკავია.524 9.2.1. აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენები აჭარის ტელევიზიაში 2019 წელს განვითარებული მოვლენების525 შემდეგ, საანგარიშო პერიოდში, აპარატი კრიტიკულად აქტიურად შეისწავლიდა მაუწყებლის მენეჯმენტის განწყობილი თანამშრომლების გათავისუფლების, სხვა მიმართ პოზიციებზე გადაყვანის, უფლებამოსილებებისა თუ სამუშაო ადგილის შეცვლის და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეებს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სახალხო დამცველმა მაუწყებელში დასაქმებული 7 ჟურნალისტის შრომითი უფლებების დარღვევა ან/და პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და აჭარის 524 „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს 2020 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39KI2MT> [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 525 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 226 | 227-228. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ტელევიზიის დირექტორს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.526 ამავე დროს, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მოქმედებები განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო შესაძლო დევნის ნიშნებს შეიცავდა და საქართველოს გენერალურ პროკურორს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.527 სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები ადრესატმა უწყებებმა არ გაიზიარეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის აპრილში, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესები დაამტკიცა,528 რომლის ცალკეულმა დებულებებმა მაუწყებელში დასაქმებულ პირთა გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობა წარმოქმნა. მოგვიანებით, ტელევიზიის თანამშრომლებმა და ალტერნატიულმა პროფესიულმა კავშირმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და ხსენებულ წესებში ასახული სადავო დებულებების გაუქმება მოითხოვეს. შედეგად, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველ სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო ტელეკომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მისი შეზღუდვის სტანდარტი გამოკვეთა, რომელთა გათვალისწინებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საკითხის სათანადოს შესაფასებლად.529 გარდა ამისა, რამდენადაც აჭარის ტელევიზიის გარშემო 2019 წლიდან განვითარებული მოვლენები ეჭვს ბადებდა მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა საკუთარი მიგნებების თაობაზე, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელსა და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა.530 აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს არაერთხელ გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ და მიმდინარე 526 სახალხო დამცველის განცხადებები ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: < https://bit.ly/3cVvVyR >[ბოლოს ნანახია 10.02.2021]; < https://bit.ly/3q8NLlE > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 527 სახალხო დამცველის განცხადება ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3rGrUSV > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 528 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის 2020 წლის 8 აპრილის №02-03/10 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესები“ ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3a8YV44 > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 529 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3aQWbHN > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 530 სახალხო დამცველის განცხადება ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3aXWeBY > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 227 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მოვლენები მედიაზე კონტროლის ზრდას დაუკავშირა.531 ამასთანავე, მაუწყებლის თანამშრომლების გათავისუფლებისა და სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის ჩარევის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო წუხილი გამოთქვა მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელმა.532 გასათვალისწინებელია, რომ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების შესაბამისად,533 წინასაარჩევნო პერიოდში, აჭარის ტელევიზია ძირითადად ადგილობრივ ახალ ამბებზე იყო კონცენტრირებული და კამპანიას ლიმიტირებულად აშუქებდა, თუმცა მაუწყებელმა მთავარ საარჩევნო სუბიექტებს დაახლოებით თანაბარი დრო დაუთმო, გაშუქების ტონი კი უმეტესწილად ნეიტრალური იყო.534 მსგავს შეფასებებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომლის დაკვირვებაც უფრო ვრცელ პერიოდს მოიცავდა, ვიდრე ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ შეფასებული მონაკვეთი, გამოკვეთა, რომ აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, რიგ შემთხვევებში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სარედაქციო პოლიტიკა სამთავრობო გუნდის და გასათვალისწინებელია, მმართველი რომ წინა პარტიის პერიოდში მიმართ მიკერძოებული იყო.535 ჩატარებული მონიტორინგის დროს, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, აჭარის ტელევიზიის წინასაარჩევნო გაშუქებას, 536 531 იხ. მხრიდან, სხვა კამპანიის ხოლო „რეპორტიორები ტელემაუწყებლებისგან დაბალანსებულ ჟურნალისტური საზღვრების და ეთიკის გარეშე“-ს განსხვავებით, აღნიშნავდა ერთმნიშვნელოვნად ნეიტრალურ ქარტია პროგრესზე შეტყობინება მაუწყებლის ევროპის საბჭოს პლატფორმაზე, „ჟურნალისტიკის დაცვა და ჟურნალისტების უსაფრთხოება“: < https://bit.ly/2OjSIKd > [1ბოლოს ნანახია 0.02.2021]; იხ. აგრეთვე „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს 2020 წლის 5 თებერვლის განცხადება (განახლდა 2020 წლის 14 თებერვალს): < https://bit.ly/30bENbR > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 532 ხელმისაწვდომია: < https://ajaratv.ge/article/56482 > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 533 28 სექტემბრიდან წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებამდე (30 ოქტომბრამდე) ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეზღუდულმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ხუთი ნაციონალური კერძო ტელეარხის მონიტორინგი განახორციელა. 534 საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, საქართველო - საპარლამენტო არჩევნები, 2020 წლის 31 ოქტომბერი, მოხსენება წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ, 26-27, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3tNNKpi > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 535 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა, სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში, 15 ივნისი - 21 ნოემბერი, 2020, 13-16, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jzO72j > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 536 ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ (2018 წლის 28 ოქტომბერი და 28 ნოემბერი), 36, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/39vraXT > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]; ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 228 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიუთითებდა და მას იმ გამონაკლის არხებს შორის მოიაზრებდა, რომლის ეთერშიც შესამჩნევი არ იყო რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ მიკერძოება.537 მკვეთრად პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას აჭარის ტელევიზიის, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებით მოქმედი მაუწყებლის როლზე მიუკერძოებელი პროგრამების მიწოდების თვალსაზრისით,538 ამასთანავე, იმედოვნებს, რომ ზემოხსენებული გარემოებები კიდევ უფრო უარყოფითად არ აისახება მოვლენების გაშუქების სტანდარტზე და ტელეკომპანია შეძლებს გასული წლების განმავლობაში მოპოვებული თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებას. 9.2.2. მაუწყებლის პროგრამების შინაარსის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების საკმაოდ მაღალ სტანდარტს ადგენს და გარკვეულ შემთხვევებში, ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, უფლებას ნაკლებად არეგულირებს. ბოლო წლებში, ეროვნულ დონეზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივების სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა,539 რაც საანგარიშო პერიოდში, მაუწყებლის მიერ განთავსებული პროგრამების შინაარსის კონტროლმა ჩაანაცვლა. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლის პროგრამების შინაარსის მონიტორინგისთვის ღირსების და ძირითადი უფლებების შემცველი პროგრამის განთავსების ამკრძალავი ნორმის 540 შემლახავი უხამსობის ამოქმედება დაიწყო, რომელსაც წარსულში თავადვე არ მიიჩნევდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად.541 შესაბამისად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის542 შემცველი სიუჟეტის543 განთავსების გამო, „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად შესახებ (2017 წლის 21 ოქტომბერი და 12 ნოემბერი), 33, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2HdskLy > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 537 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სატელევიზიო ახალი ამბების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში (18 ივნისი - 15 ოქტომბერი, 2018), 22, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/38a42jg > [10.02.2021]; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში (2016-2018), 14-15, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2vCl6y6 > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 538 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 228. 539 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 225, 231-232. 540 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი. 541 იხ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის 8 ნოემბერს გავრცელებული განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2NKdGCl > [ბოლოს ნანახია 02.03.2021]. 542 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ12-ე ქვეპუნქტის შესაბამისად, უხამსობას წარმოადგენს ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. 543 სიუჟეტი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3qiYJFg > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 229 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ცნობით,544 კომისიამ პრაქტიკაში ამ მიმართულებით საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პრეცედენტი დაამკვიდრა.545 საქართველოს კანონმდებლობა ზუსტად არ განსაზღვრავს „უხამსობის“ ცნება და მისი ფართოდ განმარტების შესაძლებლობას იძლევა, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან წინააღმდეგობაში მყოფ მოქმედებებს უკავშირდება.546 მსგავს პირობებში, იმისთვის, რათა უხამსობის შემცველი პროგრამების განთავსების ამკრძალავი ნორმის გამოყენებამ გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა არ გამოიწვიოს, მისი განმარტებისას აუცილებელია ხსენებული უფლებით დაცული სფეროს გათვალისწინება, რაც მოიცავს ისეთ „ინფორმაციას“ და „იდეებსაც“, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.547 მიუხედავად ამისა, მიღებული გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ დაუდგენია დასახელებული პროგრამული შეზღუდვის მკაფიო ფარგლები, რაც მაუწყებლებისთვის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვისას სახელმძღვანელო პრინციპებს შექმნიდა. ამის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დადგენილი სტანდარტი, რიგ შემთხვევებში, ამ უფლების დაცვის ამერიკულ მოდელს შეესაბამება.548 შესაბამისად, კომუნიკაციების მიზანშეწონილია, 544 საქართველოს გადაწყვეტილება იხელმძღვანელოს კომუნიკაციების შპს ეროვნულმა „მთავარი ამერიკის ეროვნული არხის“ კომისიამ „უხამსობის“ შეერთებული კომისიის 2021 სამართალდამრღვევად წლის ცნობის განმარტებისას, შტატების უზენაესი 28 №გ-21-18/22 იანვრის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2MTmaqm > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 545 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 11 თებერვლის №გ-21-03/314 წერილი. 546 “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტი. 547 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1976 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, Handyside v. the United Kingdom, პარ. 49. 548 მაგ., ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეში, Brandenburg v. Ohio (1969) დადგენილ „აშკარა და მყისიერი საფრთხის ტესტს“ (რომლის თანახმადაც, დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიზნად ისახავს უკანონო ქმედების მყისიერად გამოწვევას და არსებობს ამგვარი ქმედების ჩადენის მაღალი ალბათობა) იმეორებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2391-ე მუხლი და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილი. აღსანიშნავია ისიც, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება არა ნებისმიერი სახის შეურაცხყოფას, არამედ პირისპირ შეურაცხყოფას. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის №4/ა-889-19 დადგენილებაც, რომლის თანახმადაც, სოციალურ ქსელში უხამსი/შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამების გავრცელება არ იქნა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებულ ქმედებად, სწორედ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გამოხატვა მიზნად არ ისახავს უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას. 230 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, რომელთა გათვალისწინებითაც, ქმედების ამ ცნების ქვეშ მოსაქცევად, ის გადაჭარბებულ სექსუალური ხასიათის ინტერესებს უნდა მიემართებოდეს549 და აშკარად შეურაცხმყოფლად უნდა გამოხატავდეს ან აღწერდეს სექსუალურ ქცევას.550 მსგავსი განმარტება თანხვედრაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც „უხამსობას“ განასხვავებს „შეურაცხმყოფელი ლექსიკისგან“ და მასთან შედარებით, დაცულობის დაბალ ხარისხს ანიჭებს,551 რაც, თავის მხრივ, უხამსობის უფრო მძიმე შინაარსზე მიუთითებს. ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადავო კომპონენტების უხამსობად მიჩნევის შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იმსჯელა, მათ შორის, პროგრამის ადრესატების - საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლება გადაწონიდა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ინტერესს. ამ კუთხით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია არაეთიკური პროგრამებისგან აუდიტორიის დაცვა და არა კონკრეტული პირ(ებ)ის პატივის, ღირსების თუ საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევებზე რეაგირება, რაც დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, სამოქალაქო წესით სასამართლოს განსახილველი საკითხია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობა 549 “appeals to the prurient interests”. 550 ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეში, Miller v. California (1973) დადგენილი ტესტის შესაბამისად, იმისთვის, რათა გამოხატვა (მასალა) უხამსობად ჩაითვალოს, 1. ის უნდა მიემართებოდეს გადაჭარბებულ სექსუალური ხასიათის ინტერესებს, 2. აშკარად შეურაცხმყოფლად უნდა გამოხატავდეს ან აღწერდეს სექსუალურ ქცევას, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი კანონით; 3. ერთიანობაში, არ უნდა გააჩნდეს სერიოზული ლიტერატურული, მხატვრული, პოლიტიკური ან სამეცნიერო ღირებულება. მეორე კომპონენტის განმარტებისთვის, სასამართლო მიუთითებს მაგალითებს, თუ რა სახის გამოხატვა შეიძლება დარეგულირდეს: ა. რომელიც აშკარად შეურაცხმყოფლად გამოხატავს ან აღწერს სექსუალურ აქტებს, ჩვეულებრივს ან გაუკუღმართებულს, მათ შორის, სიმულაციურად; ბ. რომელიც აშკარად შეურაცხმყოფლად გამოხატავს ან აღწერს მასტურბაციას, ექსკრეციულ ფუნქციებს და ავხორცად წარმოაჩენს გენიტალიებს. 551 “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე და 562-ე მუხლების შესაბამისად, უხამსი ქმედების შემცველი პროგრამა 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებლად მიიჩნევა და აკრძალულია სამაუწყებლო ბადეში მისი განთავსება 6 საათიდან 24 საათამდე. რაც შეეხება შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველ პროგრამებს, ის 15 და 12 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებლად მიიჩნევა და აკრძალულია მისი განთავსება 21 ან 23 საათამდე, იმის გათვალისწინებით, გამართლებულია თუ არა კონტექსტით ასეთი ლექსიკის გამოყენება. 231 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 კანონმდებლობის არასათანადო განმარტების შედეგია, რასაც მსუსხავი ეფექტი აქვს მაუწყებლების მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.552 გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ გასული საანგარიშო წლის მსგავსად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან კვლავ გამოვლინდა მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევები553 წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესის დარღვევის გამო, მათ შორის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლის მოქმედებაც პოლიტიკური შინაარსის რეკლამებზე არ ვრცელდება.554 აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-მ ხაზი გაუსვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილების თანდათანობით ზრდას და უარყოფითად შეაფასა 2019 წლის დეკემბერში შექმნილი პლატფორმის, Mediacritic.ge-ს,555 საქმიანობა.556 მაუწყებლის პროგრამის შინაარსზე გავლენის მოხდენის მცდელობის თვალსაზრისით, აგრეთვე საგულისხმო იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებული, საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, „მთავარი არხის“ ეთერში 2020 წლის 20 ივნისს გასული სიუჟეტის („ნაყიდი COVID-19“) ფიგურანტებისა და რესპონდენტების გამოკითხვის ფაქტი.557 სიუჟეტი სხვადასხვა დაავადებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის ეხებოდა. 558 დასახელების ჩატარებული ნაცვლად თანხის გამოკითხვების შეთავაზების შედეგად, შესაძლო უწყებამ ფაქტებს განაცხადა, რომ „რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით“, თუმცა, აღსანიშნავია, რომ 552 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება „მსუსხავ ეფექტს” განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. კომუნიკაციების 553 ეროვნული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3sbWHai > [ბოლოს ნანახია 31.03.2021]; < https://bit.ly/2M4HsRf >[ბოლოს ნანახია 31.03.2021;, <https://bit.ly/3awNMdB > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 554 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 555 232-233. მედიაკრიტიკა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიის ინიციატივით შექმნილი პლატფორმაა, რომელიც გულისხმობს მედიაპროდუქტების გაანალიზებას და შეფასებას მედიის ხარისხის ამაღლების მიზნით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2PJwous > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 556 “რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს 2020 წლის 20 ივლისის განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3a4yMDx > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 557 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qdY2x2 > [ბოლოს ნანახია 31.03.2021]; < https://bit.ly/2MRtgM5 > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 558 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jJ8GZZ > [ბოლოს ნანახია 12.02.2021]. 232 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რეპორტაჟში არსებული აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების თარგმანის სისწორეზე დანიშნული ექსპერტიზა, მოცემულ ეტაპზე, დასრულებული არ არის.559 გასათვალისწინებელია, რომ თავისუფალი მედია სასიცოცხლო როლს ასრულებს საჯარო ინტერესის სფეროში მოქცეული მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირების, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც მას დაცულობის განსაკუთრებულ ხარისხს ანიჭებს. აღნიშნული სტანდარტი ასახულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის მიერ არაზუსტი ინფორმაციის გაჟღერება მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განხილვას ექვემდებარება.560 ამდენად, სახალხო დამცველი იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავო სიუჟეტში არსებითად მცდარი ფაქტების ასახვის შემთხვევაშიც კი, მასზე რეაგირება სწორედ მითითებული მექანიზმის მეშვეობით, ან, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო დავის წარმოების გზით უნდა განხორციელებულიყო.561 რაც შეეხება დაინტერესებული პირების მიერ სადავო საკითხის მსგავს სამართლებრივ სივრცეში გადაწყვეტის ნაცვლად, საბოტაჟის მუხლით სისხლისსამართლებრივი გამოძიების წარმოებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სიუჟეტის განთავსების შედეგად სახელმწიფო დაწესებულებების თუ ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის ფაქტი არ იკვეთება,562 ის საშიშ პრეცედენტს აჩენს მაუწყებლის პროგრამების შინაარსობრივი კონტროლის თვალსაზრისით და მედიის თვითცენზურის საფრთხეს წარმოშობს. 563 9.2.3. მედიის წარმომადგენელთა დაცულობა და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები საანგარიშო წელს, კვლავ პრობლემურ საკითხად დარჩა564 ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის გამო, მათ წინააღმდეგ ჩადენილი ყველა სახის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე სათანადო სტატისტიკის წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა 559 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 4 თებერვლის №15804 წერილი. 560 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე და 591-ე მუხლები. 561 საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) განცხადება საბოტაჟის მუხლით სუს-ში მიმდინარე გამოძიების შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3piw7KS > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 562 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულია საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა. 563 Recommendation CM/Rec(2016)4 of the Committee of Ministers to member States on the protection of journalism and safety of journalists and other media actors, 13 April 2016, par. 33-35, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tSIuB6 > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 564 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 233 | 224. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სამინისტროში,565 რაც ხელს უშლის მსგავსი ფაქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და ართულებს მათზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასებას. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღრიცხავს მხოლოდ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს და უწყების მიერ წარმოებული სტატისტიკა არ მოიცავს ინფორმაციას მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, დევნის, მუქარისა თუ სხვა სახის დანაშაულების საფუძველზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე. ამდენად, სახალხო დამცველის აპარატმა სამინისტროსგან მიიღო მონაცემები566 მხოლოდ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების რაოდენობის შესახებ, რაც 2015-2020 წლებში, შემდეგნაირია:567 სსკ-ის 154-ე მუხლით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი 2015 2016 2017 2018 2019 2020 0 6 2 12 13 7 საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით,568 ამავე წლებში, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტისა და ამ საფუძვლით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი შემდეგნაირია: 565 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 12 თებერვლის №337264 წერილის შესაბამისად, უწყება სტატისტიკურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებისა და არა დაზარალებულის პროფესიული საქმიანობის მიხედვით. შესაბამისად, სამინისტროში დაცულია სტატისტიკური ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) საფუძველზე დაწყებული გამოძიებების შესახებ. 566 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 12 თებერვლის №337264 წერილი. 567 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით: „1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის მიხედვით სისხლის სამართლის სტატისტიკა გამოძიების დაწყების მაჩვენებლებს განიხილავს სტატიკურად, მხოლოდ პირველადი კვალიფიკაციის ფარგლებში, შემდგომი ცვლილებების დინამიურად გათვალისწინების გარეშე. 2) 2019 და 2020 წლების გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკური მონაცემები მუშავდება საპილოტე რეჟიმში, ვინაიდან 2019 წლის ბოლოდან ნაწილობრივი ფუნქციონირება დაიწყო სისხლის სამართალწარმოების ელექტრონული სისტემის (Crimcase-2) ახალმა ვერსიამ, რომლის საგამოძიებო უწყებებში გეგმიური დანერგვა, სათანადო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს ეტაპობრივად. აქედან გამომდინარე, გამოძიების დაწყების კლასიფიკაციის სტანდარტული სქემის შესაბამისად ერთიანი კონსოლიდირებული სტატისტიკური ანგარიშგების რეპორტის გენერირების მიზნით, ინფორმაციის დამუშავება ამ მომენტისათვის ხორციელდება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი განსხვავებული ვერსიის (Crimcase-1 და Crimcase-2) სისხლის სამართალწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“ 568 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 15 მარტის №13/14144 წერილი. 234 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სსკ-ის 154-ე მუხლით დაკვალიფიცირებულ საქმეებზე გამოძიების შეწყვეტის მაჩვენებელი 2015 2016 2017 2018 2019 2020 3 საქმე 4 საქმე 2 საქმე 2 საქმე (მათგან, 2 (მათგან, 1 1 საქმე (ორივე (ორივე საქმეზე საქმეზე (გამოძიება მათგანზე მათგანზე არ გამოძიება გამოძიება დაიწყო 2016 გამოძიება გამოძიება ფიქსირდება დაიწყო 2018 დაიწყო 2012 წელს) დაიწყო 2017 დაიწყო 2018 წელს, ხოლო 1 წელს) წელს) წელს) საქმეზე - 2020 წელს. სსკ-ის 154-ე მუხლით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი 2015 2016 2017 2018 2019 2020 1 პირის 1 პირის 2 პირის 4 პირის 2 პირის მიმართ მიმართ მიმართ მიმართ მიმართ (გამოძიება (გამოძიება არ (გამოძიება (გამოძიება (გამოძიება დაწყებული დაწყებული ფიქსირდება დაწყებული დაწყებული დაწყებული იყო 2015 იყო 2016 იყო 2018 იყო 2019 იყო 2020 წელს) წელს) წელს) წელს) წელს) ამასთანავე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, 2015-2020 წლებში, ზემოხსენებული მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.569 მოცემული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ დღემდე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით, არაერთი გამოძიება მიმდინარეობს, რომლებშიც საგამოძიებო უწყებებს არ გამოუკვეთავთ და დაუყენებიათ დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. 2020 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების არაერთი შემთხვევის თაობაზე, რაც გულისხმობდა მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და 569 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 15 მარტის №13/14144 წერილი. 235 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 თავდასხმას,570 მათ მიმართ განხორციელებულ მუქარას,571 ძარცვას572 და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების დარღვევას,573 აგრეთვე მაუწყებლებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებს.574 ამ დროისთვის, სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩამოთვლილ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 5 საქმეზე,575 თუმცა არცერთ მათგანში არ უცნიათ კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად.576 საგანგაშო იყო გავრცელებული ცნობები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესახებ, რომლის დაკვეთაც ჩეჩნეთის ლიდერის სახელს დაუკავშირდა.577 ამ საქმეში, ბრალდებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადევნების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების გამო.578 570 პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და თავდასხმის შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2ZfYcrM > [ბოლოს ნანახია 10.02.2021] (იხ. სიუჟეტი 27:50 წუთიდან); < https://bit.ly/3pjCeii > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]; < https://bit.ly/2NraA5H > [ბოლოს ნანახია10.02.2021]; < https://bit.ly/3ajp5Bp > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]; 4. < https://bit.ly/3rNsr5q > [10.02.2021]; 5. < https://bit.ly/3jUSEfN > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 571 მუქარის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3b9hDrX >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]; < https://bit.ly/3jKv3yo > [ბოლოს ნანახია 31.03.2021]; < https://bit.ly/37dXDDn > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 572 ძარცვის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jNE8Gu > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 573 სატელეფონო საუბრის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qknRLZ > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 574 შესაძლო ჰაკერული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/37e1UXr > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]; < https://bit.ly/3tRpSBg > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 575 გამოძიება მიმდინარეობს 29 სექტემბერს, „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; 14 ოქტომბერს, მედია საშუალება „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; 28 ოქტომბერს, აჭარის ტელევიზიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის; 29 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფისთვის აპარატურის მოპარვისა და 8 ნოემბერს, „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე. 576 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 26 იანვრის №175161 წერილი; საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 22 თებერვლის № 13/9790 წერილი და 2021 წლის 22 თებერვლის №13/9810 წერილი. 577 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3qkvQYz > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 578 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ear8Ko >[ბოლოს ნანახია 05.03.2021]; < https://bit.ly/3cL1rOp > [ბოლოს ნანახია 05.03.2021]. 236 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათ მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის ფაქტები გამოიკვეთა აგრეთვე 2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას.579 აღნიშნულის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე,580 რომელთაგან ერთ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმართვა.581 ამასთანავე, კვლავ აქტუალური დარჩა შეკრების ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფი მედიის წარმომადგენლების დაცულობის პრობლემა მისი მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მიერ ძალის გამოყენების დროს.582 ასევე, საანგარიშო წელს გავრცელდა ინფორმაცია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ უცხო პირების მიერ განხორციელებული მუქარისა და ამავე მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნის თაობაზე.583 ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა საქმეში კონკრეტული პირები დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არიან.584 579 საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2TKoIqp > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]; < https://bit.ly/386bUD8 > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]; 2. < https://bit.ly/3jPU5u8 >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]; < https://bit.ly/35SP8fi > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]; 3. < https://bit.ly/3egqeKg > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]; 4. < https://bit.ly/2HWFIac > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 580 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 23 დეკემბრის №2975112 წერილისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 22 თებერვლის №13/9729 წერილის შესაბამისად, გამოძიება დაიწყო „ნიუ პოსტის“ ჟურნალისტის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ხედვის“ დამკვირვებლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე და „პუბლიკის“ ჟურნალისტის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 17 მარტის №645754 წერილის შესაბამისად, ვარკეთილსა და მარნეულში (№14 საარჩევნო უბანზე) მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო არ დაწყებულა. თუმცა, სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვარკეთილში მომხდარი ფაქტის დამატებით შესწავლა. 581 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 17 ნოემბრის №13/64973 წერილის შესაბამისად, „პუბლიკის“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტი ცნეს დაზარალებულად, ხოლო 1 პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ძალადობა) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა). 582 იხ. წინამდებარე ანგარიშის თავი შეკრების თავისუფლების შესახებ. 583 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3deczoO > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 584 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 22 თებერვლის №13/9790 წერილი. 237 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მეხუთე წელია მიმდინარეობს გამოძიება.585 მართალია, საგამოძიებო უწყებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 2020 წლის ოქტომბერში მიიღო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფარგლებში შესრულებული მასალები, მათ შორის, აფგან მუხთარლის გამოკითხვის ოქმი, თუმცა გამოძიება კვლავ არ მისულა კონკრეტულ შედეგებამდე, საქმეში არ გამოკვეთილა ბრალდებული პირები და ჟურნალისტს არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი.586 სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, მედიის წარმომადგენლებს შეუქმნას უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად, ხოლო მათ მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა ასეთ ფაქტზე უზრუნველყოს დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმართვა დაუსჯელობის გარემოს შექმნის თავიდან ასაცილებლად.587 9.3. გამოხატვის სხვადასხვა საშუალების განთავსების აკრძალვა სამშენებლო ღობეებზე საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო ღობეებზე პოლიტიკური შინაარსის წარწერების, ნახატების და სიმბოლოების შესრულების, აგრეთვე პლაკატების განთავსების შედეგად, მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის (საქართველოს ადმინისტრაციულ 2 სამართალდარღვევათა კოდექსის 150 -ე მუხლი) მერიის მიერ პირთა დაჯარიმების შემთხვევები შეისწავლა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფაქტები დაადგინა. საგულისხმოა, რომ ხსენებული ნორმით გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე შეზღუდვების დადგენის ლეგიტიმური მიზანია, დაიცვას და შეინარჩუნოს თბილისის იერსახე. თავის მხრივ, საქართველოს სამშენებლო კანონმდებლობის ანალიზი მოწმობს, რომ სტანდარტული ღობისგან განსხვავებით, დროებითი სამშენებლო ღობე მუნიციპალიტეტის ერთიანი იერსახის ნაწილს არ წარმოადგენს. შესაბამისად, მათზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის მოქმედების გავრცელება და პირთა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებელია და უფლების შეზღუდვის კონსტიტუციითა და საერთაშორისო შეთანხმებებით დამკვიდრებულ სტანდარტს ეწინააღმდეგება. თბილისის მერიამ ამ 585 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 224. 586 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 27 იანვრის №13/3713 წერილი. 587 UN General Assembly Resolution (A/RES/74/157) on the Safety of Journalists and the Issue of Impunity, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qnisnb > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 238 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია588 არ გაითვალისწინა. სამწუხაროდ, იგივე პოზიცია აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც დროებით რკინის კონსტრუქციებზე (ბარიკადებზე) სიმბოლოებისა თუ წარწერების განთავსებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებად განიხილავს და შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევას589 ამ სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად მიმართავს,590 რაც, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე გაუმართლებელია. რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოცდილების გათვალისწინებით, დაიწყოს სპეციალური სტატისტიკის წარმოება, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება;  არ განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 2 კოდექსის 150 -ე მუხლის საფუძველზე პირთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დროებითი რკინის კონსტრუქციებზე (ბარიკადებზე) გამოხატვის სხვადასხვა საშუალების განთავსებისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია წინამდებარე თავში დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეებთან (მედიის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ სხვადასხვა დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან) დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას:  მაუწყებლის პროგრამის ან მისი კომპონენტ(ებ)ის „უხამსობად“ მიჩნევის მიზნებისთვის, მხედველობაში მიიღოს, რამდენად მიემართება სადავო შინაარსი გადაჭარბებულ სექსუალური ხასიათის ინტერესებს და რამდენად გამოხატავს ან აღწერს იგი სექსუალურ ქცევას აშკარად შეურაცხმყოფელი სახით. 588 რეკომენდაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/30V7GcA > [17.03.2021]. 589 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: < https://bit.ly/3plU0kI >, < https://bit.ly/3tXA1MT > [ბოლოს ნანახია 10.02.2021]. 590 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 18 დეკემბრის №2940735 და 2021 წლის 10 თებერვლის №314406 წერილები. 239 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 10. შეკრების თავისუფლება 10.1. შესავალი საანგარიშო წლის განმავლობაში, ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის მრავალი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შინაარსის შეკრება გაიმართა. გასული წლის მსგავსად, მათი ნაწილის მიმდინარეობამ კვლავ მწვავედ წარმოაჩინა აღნიშნული უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების პრობლემა. დამატებით, უფლების რეალიზებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის საპასუხოდ დაწესებულმა შეზღუდვებმა. კერძოდ, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, კითხვები გააჩინა შეკრების გამართვის ბლანკეტური აკრძალვის თანაზომიერებამ, ხოლო უფლებაში მსგავსი ინტენსიური ჩარევის გაუქმების შეზღუდვის გამო, შემდეგ, შეკრების აქტუალური გახდა თავისუფლებით გადაადგილებაზე შეუფერხებელ დაწესებული სარგებლობასთან დაკავშირებული სირთულეები. გარდა ამისა, 2020 წელს, კვლავ გამოიკვეთა შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების და მათ უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის, აგრეთვე, მოვლენების გაშუქების მიზნით, ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების დაშავების შემთხვევები. ამასთან, გასული წლების მსგავსად, სამართალდამცავები შეკრებების მართვისას, აქტიურად მიმართავდნენ 591 ადმინისტრაციულ დაკავებას წვრილმანი ხულიგნობისა შეკრების მონაწილეთა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის592 გამო, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, მავნე პრაქტიკაა,593 უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს იღებს. გასათვალისწინებელია, რომ შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული მსგავსი და სხვა სახის გამოწვევები სახალხო დამცველმა 2020 წელს შეაფასა სპეციალური ანგარიშით - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“.594 ანგარიშში ასახულია არაერთი რეკომენდაცია უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რაც სახელმწიფოსგან დროული და სათანადო საპასუხო ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. 591 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი. 592 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი. 593 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“, თბილისი, 2020, 45. 594 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“, თბილისი, 2020. 240 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 10.2. პანდემიის გავლენა შეკრების თავისუფლებაზე შეკრების თავისუფლებით სარგებლობა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფონზე. მართალია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესის უზრუნველსაყოფად, შეკრების თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუმცა იმისთვის, რათა უფლების მზღუდავი კონკრეტული ღონისძიება, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის დროს,595 გამართლებულად ჩაითვალოს, ის უნდა აკმაყოფილებდეს როგორც კანონიერების, აგრეთვე აუცილებლობისა და თანაზომიერების მოთხოვნებს არსებული მდგომარეობის სიმწვავის გათვალისწინებით.596 ჯანმრთელობა განსაკუთრებული დაკმაყოფილებისთვის, პანდემიის პირობებში, როდესაც მოსახლეობის წინაშეა, ამგვარი მოთხოვნების შეფასდეს, რამდენად გამორიცხავს რისკის მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის დაცვას იმგვარი შეკრების ჩატარების დაშვება, რომელიც ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს (მაგ., შეკრების მონაწილეთათვის შესაბამისი დისტანცირების წესებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვის ვალდებულების დაკისრება ან/და მათი რაოდენობის შეზღუდვა) მისი სრული აკრძალვის ნაცვლად. ამ პირობების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია, რათა გამოირიცხოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შემოღებული რეგულაციების უფლების შეზღუდვის საბაბად გამოყენების მიუღებელი პრაქტიკა.597 ყოველივე ამის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, სახელმწიფოებმა ზოგადი შეზღუდვები დააწესეს პირთა თავშეყრაზე, მათმა ნაწილმა მსგავსი აკრძალვიდან სპეციფიკური გამონაკლისები დაადგინა პოლიტიკური და სხვა მიზნით ჩატარებულ შეკრებებზე,598 სხვებმა კი შეკრების გამართვა დაშვებულად მიიჩნიეს მონაწილეების რაოდენობასთან ან უსაფრთხოების ზომების დაცვასთან 595 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 15, ნაწილი 1; საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 4, ნაწილი 1; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე, Mehmet Hasan Altan v. Turkey, პარ. 90; გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, სირაკუზას პრინციპები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის შეზღუდვების და გადახვევების შესახებ, 1984, E/CN.4/1984/4, პ. 51, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39tJaEm > [ბოლოს ნანახია17.11.2020]. 596 “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, ნაწილი 3; იხ. მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2020 წლის 14 აპრილის განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2UMxFjL > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 597 მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2020 წლის 14 აპრილის განცხადება. 598 European Union Agency for Fundamental Rights, Coronavirus Pandemic in the EU – Fundamental Rights Implications, 1 February – 20 March, 2020, p.8, p.17, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Kk4CSF > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 241 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაკავშირებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში,599 რათა შემცირებულიყო პანდემიის ზეგავლენა შეკრების თავისუფლების რეალიზებაზე. საქართველოში ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის600 საფუძველზე, 23 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში, მთავრობის დადგენილებით შეიზღუდა როგორც საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა, ასევე სრულად აიკრძალა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება (მათ შორის, მანიფესტაცია).601 დამატებით, 31 მარტიდან, საგანგებო მდგომარეობის ვადით, აიკრძალა პირთა გადაადგილება ქვეითად და სატრანსპორტო საშუალებით 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.602 სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების თავისუფლებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევის, სულ მცირე, ორი ფაქტი გამოავლინა.603 გასათვალისწინებელია, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ორივე შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა შეხედულებების გავრცელებასა და პროტესტის გამოხატვას ინდივიდუალურად, თანამოაზრეების თანხლების გარეშე.604 ეს გარემოება მიუთითებს, რომ სახდელშეფარდებულმა პირებმა ისარგებლეს არა შეკრების თავისუფლებით,605 არამედ გამოხატვის თავისუფლებით, რასაც საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვები და აკრძალვები არ შეხებია.606 ამდენად, საქართველოს შინაგან 599 OSCE/ODIHR, OSCE Human Dimension Commitments and State Responses to the Covid-19 Pandemic, 2020, 107, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jvkleM > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 600 საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“. 601 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“, მუხლი 5, ნაწილი 1 და ნაწილი 2. 602 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის №204 დადგენილება „„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მუხლი 1, „ბ“ ქვეპუნქტი. 603 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 18 დეკემბრის №2940026 წერილის შესაბამისად, 1 პირი დაჯარიმდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის უქონლობისა და შეკრების ჩატარებისთვის, ხოლო 1 პირი - მხოლოდ შეკრების გამართვის გამო. 604 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2JoGjme >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; < https://bit.ly/2KzQkOe >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; < https://bit.ly/3hlLsYZ > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 605 შეკრება დაკავშირებულია თანამოაზრეთა გარკვეული ჯგუფის არსებობასთან, გულისხმობს აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას და ამდენად, შესაბამისი კვალიფიკაციისთვის, მოითხოვს, სულ მცირე, ორი ადამიანის დასწრებას. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“, თბილისი, 2020, 6. 606 იხ. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“. 242 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ხსენებული პირების შეკრების ჩატარების საფუძვლით დაჯარიმება, ორივე შემთხვევაში გაუმართლებელ ხასიათს ატარებდა. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, შეკრების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და მოსახლეობას ქვეყანაში არაერთი პოლიტიკური თუ სხვა შინაარსის აქციისა და მანიფესტაციის გამართვის შესაძლებლობა მიეცა. ამ უფლების შეუფერხებელ რეალიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პოლიტიკური პარტიები აქტიურად მართავდნენ ამომრჩევლებთან შეხვედრებს, მათ შორის, მასშტაბური შეკრებების ფორმატში, ისე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგაც, როდესაც არაერთი აქცია გაიმართა საარჩევნო დარღვევების გასაპროტესტებლად. ეპიდსიტუაციის გაუარესების პარალელურად, 2020 წლის 9 ნოემბრიდან, შეზღუდვები კვლავ გამკაცრდა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სხვადასხვა ქალაქის607 ტერიტორიაზე, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, გადაადგილება აიკრძალა.608 იმავე დღეს, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ამ შეზღუდვის გასაპროტესტებლად, დაუმორჩილებლობის აქცია დაიგეგმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.609 საქართველოს სახალხო დამცველი ამ ფაქტს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, რომლითაც სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდა, პატივი ეცათ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებისთვის და თავი შეეკავებინათ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან ზემოხსენებული რეგულაციის დარღვევის გამო, რომლითაც, მათ შორის, დედაქალაქში, გადაადგილება შეიზღუდა.610 ამავე დროს, სახალხო დამცველმა მიმართა შეკრების მონაწილეებს, დაეცვათ დისტანცია, გამოეყენებინათ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აღსანიშნავია, რომ დაუმორჩილებლობის აქციის ორგანიზატორებს და მის მონაწილე პირებს შეკრების გამართვის შესაძლებლობა მთელი ღამის განმავლობაში მიეცათ, თუმცა გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავებმა გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული სანქცია შეუფარდეს პირებს, რომლებმაც ხსენებული აქცია 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დატოვეს.611 გადაადგილების 607 ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. რუსთავი, ქ. გორი, ქ. ფოთი და ქ. ზუგდიდი. 608 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის №670 დადგენილება „„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მუხლი 1, ნაწილი 1; ამავე დადგენილებაში 2020 წლის 26 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 28 ნოემბრიდან, პირთა გადაადგილება აიკრძალა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. 609 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/36KbEaO > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 610 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური განცხადება გამოხატვის თავისუფლებისა და საკარანტინე ღონისძიებების მოქმედებების თაობაზე, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3lCn06O > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 611 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3hq8kpW >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; <https://bit.ly/2KGbWIG>[ბოლოს ნანახია 30.03.2021];< https://bit.ly/3pxe83M >[ბოლოს ნანახია 30.03.2021];< https://bit.ly/3rB2k2D > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 243 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესაძლებლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მშვიდობიანი შეკრების უფლების სრულფასოვან რეალიზაციასთან. ამდენად, პირთა გადაადგილებაზე ბლანკეტური აკრძალვის დაწესება და მისი დარღვევის გამო, აქციის მონაწილეთათვის სანქციის დაკისრება შეკრების თავისუფლებაში არაპირდაპირ ჩარევას უტოლდება. თავის მხრივ, ზემოხსენებული შემთხვევების ანალიზი არ მიუთითებს, რომ უფლებაში ამგვარი ჩარევა განპირობებული იყო მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებით და პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას. 10.3. შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევები 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოვლინდა შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევა. ეს მოხდა 2020 წლის 8 ნოემბერს, როდესაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართული შეკრების შეწყვეტის მიზნით, სამართალდამცავებმა ორჯერ (21:42 საათზე და 01:02 საათზე) გამოიყენეს წყლის ჭავლი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათის შეკრება და არა ძალადობრივი ქმედებები.612 მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მითითებული შეკრების შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძველი გაჩნდა დაახლოებით 21:30 საათზე, როდესაც შეკრების მონაწილეებმა მიმართეს ძალადობრივ ქმედებებს,613 თუმცა სახალხო დამცველის შეფასებით, შეკრების მონაწილეების მიმართ ნებისმიერი ძალა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს და მის მაგივრად, უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს ვითარების მშვიდობიანად დეესკალაციას დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით.614 იმ შემთხვევაში კი, თუ სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ძალადობრივი აქტების წინააღმდეგ საჭიროა სპეციალური საშუალებების გამოყენება, ამგვარი ღონისძიება გამართლებულად ჩაითვლება, თუ მისი სახე და ხარისხი წარმოადგენს კანონდამრღვევთაგან მომავალი საფრთხის თანაზომიერ და მინიმალურად აუცილებელ საპასუხო ზომას.615 612 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“, თბილისი, 2020, 14-20. 613 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 26 იანვრის №175161 წერილი. 614 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებს ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, 38, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tCagS7 > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 615 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, 84, პარ. 172, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/39Mbuzn > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 244 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 8 ნოემბერს გამართული შეკრების მიმდინარეობის ამსახველი ვიდეომასალის616 და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული მონაწილეებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცავების რაოდენობა, მათი აღჭურვილობა (ხელბორკილები, ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები (ე.წ. „რობოკოპი“)), აგრეთვე, გამოვლენილი კანონდარღვევების მასშტაბი, იძლეოდა შესაძლებლობას, ძალადობრივი ქმედებების მოსაგერიებლად და აღსაკვეთად, სამართალდამცავებს შედარებით უფრო მსუბუქი ღონისძიებებისთვის მიემართათ, რაც, წყლის ჭავლის გამოყენებისგან განსხვავებით, პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. საგულისხმოა ისიც, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჭავლის გამოყენებას 21:42 საათისთვის, წინ არ უძღოდა შეკრების მონაწილეთა სათანადო ფორმით გაფრთხილება, რაც ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას,617 აგრეთვე ძალის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტს.618 სახალხო დამცველი ვერ გაიზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას,619 რომ განვითარებული მოვლენების და ძალადობის ინტენსივობის, აგრეთვე ადგილზე მყოფი პირების ჯანმრთელობის ხელყოფისა და ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში შეჭრის საფრთხის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე უშუალოდ ადგილზე გაფრთხილება შეუძლებელი და აზრს მოკლებული იყო. აპარატის შეფასებით, უწყებას მოსალოდნელი ძალის გამოყენების თაობაზე გაფრთხილების პრაქტიკული შესაძლებლობა, სიტუაციის ესკალაციისთანავე, და შემდგომ პერიოდშიც ჰქონდა, ვიდრე შეკრების მონაწილეთა მიმართ სპეციალურ საშუალებას გამოიყენებდა. ეს წყლის ჭავლის გამოყენების მეორე ეპიზოდში დადასტურდა, რასაც ვითარების დაძაბვის პარალელურად, სამართალდამცავებსა და შეკრების მონაწილეთა ნაწილს შორის უშუალო ფიზიკური კონტაქტის მიუხედავად, წინ უსწრებდა რამდენიმე გაფრთხილება ხმის გამაძლიერებელი აპარატის მეშვეობით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების შედეგად, დაშავდა მედიის არაერთი წარმომადგენელი და მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა,620 რაც ეწინააღმდეგება ჟურნალისტების 616 ვიდეომასალა ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3oZFord >[ბოლოს ნანახია 08.02.2021]; < https://bit.ly/3aIYBZ3 >[ბოლოს ნანახია 08.02.2021]; < https://bit.ly/2OhgG98 > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 617 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი. 618 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“, თბილისი, 2020 წელი, 55. 619 შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 26 იანვრის №175161 წერილი. 620 შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 26 იანვრის №175161 წერილის თანახმად, დაზიანება მიიღო მედიის სამმა წარმომადგენელმა, თუმცა, მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, შესაძლოა, მათი რიცხვი უფრო დიდი ყოფილიყო. შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2N1WG9Z > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]; < https://bit.ly/3jtfvPp > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]; < https://bit.ly/3sCPzEM > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 245 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაცულობის სტანდარტს.621 ჟურნალისტების განცხადებით, სამართალდამცავები წყლის ჭავლს დამიზნებით ესროდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მოვლენების გაშუქების მიზნით, მიკროავტობუსზე იმყოფებოდნენ. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, წყლის ჭავლი არ უნდა გამოიყენებოდეს ამაღლებულ ადგილებზე/პოზიციებზე მყოფი პირების მიმართ, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი მეორადი დაზიანების მიღების რისკი.622 გასათვალისწინებელია, რომ მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტები გამოვლინდა აგრეთვე 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ დაწყებული შეკრების ძალის გამოყენებით შეწყვეტის შედეგად.623 მიუხედავად მსგავსი შემთხვევების სიმრავლისა, სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ სამი ჟურნალისტი.624 თუმცა, შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან განვითარებული მოვლენების შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების625 შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა საქმეში კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის.626 გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული შეკრების მიმდინარეობისას გამოვლენილი პრობლემები არსებითად 2019 წლის 20 ივნისის შეკრების ძალის გამოყენებით შეწყვეტის დროს გამოკვეთილი ხარვეზების627 მსგავსია. ეს მოწმობს, რომ შეკრების მართვასთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევები წლიდან წლამდე არ იცვლება, რაც კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დროული და სათანადო განახლების საჭიროებაზე მიუთითებს. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ის სტანდარტები და რეკომენდაციები, რაც სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“628 აისახა. ამასთან, შეკრების უშუალო მართვის თუ მისი მარეგულირებელი ჩარჩოს ახლებურად ფორმირების პროცესში, მნიშვნელოვანია საანგარიშო პერიოდში გამოქვეყნებული იმ ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გათვალისწინება, რომლებიც 621 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)“, თბილისი, 2020, 32. 622 გაეროს სახელმძღვანელო ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების თაობაზე, 2020, პარ. 7.7.3, 38. 623 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 238-239. 624 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 25 მარტის №13/16829 წერილი. 625 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. 626 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 4 თებერვლის №13/5720 წერილი. 627 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 235-241. 628 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3cH1Mmw > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 246 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შეკრების თავისუფლების უახლეს სტანდარტებს ადგენენ: გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის №37 ზოგადი კომენტარი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების თაობაზე629 და გაეროს სახელმძღვანელო ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ.630 10.4. შეკრების მონაწილეებისთვის გარკვეული ნივთებით სარგებლობის აკრძალვა 2020 წლის 9 ნოემბერს და 2 დეკემბერს, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც შეკრების მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა გაუმართლებლად არ მისცეს ადგილზე შეშის და ე.წ. „პალეტების“ (პადონები) ფლობის შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაეყრდნო არგუმენტს, რომ, შესაძლოა, ხსენებული ხის საგნები პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით გამოეყენებინათ.631 ამის დასადასტურებლად, უწყებამ 2020 წლის 8 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე მიუთითა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული შეკრების მონაწილეებმა, გარკვეულ ეტაპზე, ცეცხლმოდებული ხის ნაჭერი მიზანმიმართულად ისროლეს სამართალდამცავთა და სპეციალური შეფერილობის ავტომანქანის მიმართულებით.632 მართალია, კანონმდებლობით აკრძალულია შეკრების მონაწილეების მიერ ისეთი საგნების ან ნივთების ფლობა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოიყენებოდეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად,633 თუმცა შესაბამისი ნორმის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების გათვალისწინება, რომლითაც შეძლებისდაგვარად დაზუსტდა უფლების შეზღუდვის ფარგლები. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, ტერმინი „გამოიყენება“ მიემართება თავად ნივთის ბუნებას და ფარავს ისეთშემთხვევებს, როდესაც მისი შეკრებაზე მიტანის ფაქტიდან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი ხდება შეკრების მშვიდობიანი ხასიათის საეჭვოობა.634 რაც შეეხება ტერმინს, „შეიძლება გამოყენებულ იქნეს“, ის უკავშირდება არა კონკრეტული ნივთის თავისთავად საფრთხის შემცველ ხასიათს, არამედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეკრების მონაწილის ქმედებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ იგი ამ ნივთს ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენებს.635 საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების 629 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tCt0kh >[ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 630 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2MOAGiR > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 631 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 18 იანვრის №114238 წერილი და 2021 წლის 10 თებერვლის №314406 წერილი. 632 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3cB6Vwd > [ბოლოს ნანახია 08.02.2021]. 633 „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. 634 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/538 გადაწყვეტილება საქმეზე, „პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.პარ.7. 635 იქვე, II.პარ.11. 247 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესაბამისად, მსგავსი ნივთების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანთა დაზიანების მყისიერი, რეალური საფრთხე წარმოიშობა.636 გასათვალისწინებელია, რომ ხის ნაჭრების ძალადობრივი მიზნებით გამოყენების ცალკეული შემთხვევა, მით უმეტეს, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გამოყენების პირობებში, არ ქმნის შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე პირების მიერ მისი უკანონო გამოყენების ზოგად პრაქტიკას, რაც შეკრების მშვიდობიანად მიმდინარეობის მიზნებისთვის, მისი ფლობის აკრძალვის საჭიროებას გამოიწვევდა თავად ნივთის ბუნების გამო. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ არცერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუთითებია შეკრების მონაწილეების მიერ გამოთქმულ იმგვარ ზრახვებზე ან ქცევაზე, რასაც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ხის ნივთების ძალადობრივი მიზნებით გამოყენების ეჭვები შეექმნა. შესაბამისად, 9 ნოემბერს და 2 დეკემბერს, შეკრების მონაწილეებს ნივთის ფლობა დაუსაბუთებლად შეეზღუდათ. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი) ასახული რეკომენდაციების შესაბამისად. კერძოდ:  განიმარტოს სხვადასხვა სახის შეკრების (მათ შორის, სპონტანური და ერთდროული შეკრებები) ცნება და მოწესრიგდეს მათი გამართვის წესთან დაკავშირებული საკითხები;  გაუქმდეს შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებული ბლანკეტური აკრძალვები და უფლებამოსილ უწყებას მიენიჭოს საკითხის ინდივიდუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობა, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად;  დადგინდეს სამართალდამცავთა მოქმედების სტანდარტი შეკრების დროს ძალადობის გამოვლენის შემთხვევებში. მათ შორის, დეტალურად დარეგულირდეს მოსალოდნელი ძალის გამოყენების შესახებ შეკრების მონაწილეთა წინასწარი გაფრთხილების წესი;  ვითარების ესკალაციისა მაქსიმალურად თავიდან და უფლებაში ასარიდებლად, ძალისმიერი ჩარევის საკანონმდებლო დონეზე დაინერგოს შეკრების მონაწილეებთან დიალოგისა და მოლაპარაკების წარმოების მექანიზმი; 636 იქვე. 248 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  გაიმიჯნოს და დეტალურად განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციები შეკრების მართვის პროცესში. რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  2013 წლის 31 დეკემბრის №1006 და 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანებების ნაცვლად, მიიღოს ერთიანი, სრულყოფილი ნორმატიული აქტი, რომელიც წინამდებარე ანგარიშში დასახელებული შეკრების თავისუფლების უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით, მოაწესრიგებს შეკრების მართვის ყველა ეტაპს, რაც მოიცავს შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას, მოსალოდნელი რისკების შეფასებას, მოლაპარაკებების წარმოებას, საპასუხო ღონისძიებებისა თუ საშუალებების დაგეგმვა-გამოყენებას და გატარებული ღონისძიებების შემდგომ მოქმედებებს;  შეკრების მონაწილეებისთვის ცალკეული ნივთების ფლობის შესაძლებლობის შეზღუდვამდე, შეაფასოს შეკრების დაკავშირებული რეალური და ადგილზე მყისიერი ამ ნივთების საფრთხეები ყოველ მიტანასთან კონკრეტულ შემთხვევაში და ამის გათვალისწინებით, გამოავლინოს უფლებაში ჩარევის მართლზომიერების განმაპირობებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორს:  საზოგადოებას პერიოდულად მოაწოდოს ინფორმაცია 2020 წლის 8-9 ნოემბერს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ. 249 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 11. ინფორმაციის თავისუფლება 11.1. შესავალი საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ერთ-ერთი საკონსტიტუციო უმნიშვნელოვანესი სასამართლოც სახაზგასმით ინფორმაციაზე წვდომის თავისუფალი საზოგადოებისათვის უზრუნველყოფა. 637 ღირებულებაა, გარეშე, მიუთითებს. წარმოუდგენელია აზრის დამახასიათებელი რაზეც საქართველოს მისი განმარტებით, თავისუფლებისა სასიცოცხლო და დისკუსიის სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა, ხელს უწყობს საჯარო დაწესებულების ანგარიშვალდებულების ამაღლებას და საქმიანობის ქმედითობას - ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს აქვთ მოლოდინი, რომ მათი საქმიანობა, შესაძლოა, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა გადაამოწმოს.638 სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ხარვეზიანია და საჭიროებს ძირეულ რეფორმას, რომელიც თითქმის 8 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. უფლების რეალიზაციის კუთხით, ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ღია შემცველობის საფუძვლით დახურვა და ინფორმაციის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების მიმართ არსებული საჯარო ინტერესების უგულებელყოფა, რაც პრობლემაა როგორც საჯარო ინფორმაციის მიღების მსურველი პირების, ისე თავად საჯარო დაწესებულებებისათვის, მათი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის. ქვეყანაში ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და პერსონალური მონაცემების დაცვაზე საზედამხედველო ინსტიტუტის არსებობის პირობებში, თვალშისაცემია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებასა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მექანიზმებს შორის არსებული დისბალანსი. 11.2. ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზები კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების წესი639, რომელსაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი გვთავაზობს, საკმაოდ მოძველებულია და არ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უკანასკნელი ათწლეულის 637 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406, 408 გადაწყვეტილება. 638 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693, 857 გადაწყვეტილება. 639 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თავი III. 250 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაუმჯობესდა პირადი ცხოვრების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა. მართალია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა აღიარებს საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესაძლებლობას,640 თუმცა არ არის გაწერილი დახურული ინფორმაციის გასაჯაროების სტანდარტები, რის გამოც, საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, არ აფასებენ, მოთხოვნილი ინფორმაცია არის თუ არა საჯარო ინტერესის საგანი და ბლანკეტურად, პერსონალური მონაცემების შემცველობის საფუძვლით, უარს ამბობენ მის გასაჯაროებაზე.641 ასევე, დგინდება, რომ რიგ შემთხვევებში, არათუ არ იცავენ საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემის წესს, არამედ დაინტერესებული პირი კანონმდებლობით დადგენილ 10 დღის ვადაშიც642 კი ვერ იღებს საჯარო ინფორმაციას.643 ინფორმაციის დროულ მოძიებას ხშირად ხელს უშლის ის გარემოება, რომ საჯარო დაწესებულებებში სათანადოდ არ აწარმოებენ საჯარო ინფორმაციის რეესტრს, რის შესახებაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წელს მიღებულ დასკვნაშიც მიუთითა.644 ვინაიდან კანონმდებლობით არ არის განჭვრეტადი საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოების წესი, საჯარო დაწესებულებები განსხვავებულად განმარტავენ საჯარო ინფორმაციის რეესტრის მიზანს და სხვადასხვა სახით აწარმოებენ მას. 2020 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილ საჩივარში,645 განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ელექტრონული რესურსების მეშვეობით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია საჯარო დაწესებულებამ მას იმ მიზეზით არ გადასცა, რომ ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წარდგენილ განაცხადზე შესრულებული არ იყო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.646 საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი არ გამხდარა სხვა მსგავსი შემთხვევების შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ როდესაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად არ ითვალისწინებს ელექტრონულ განაცხადზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის 640 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 18, პუნ. 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 44. 641 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 2020 წელს რეგისტრირებული განცხადებები: №8666/20, №9220/20, №12854/20, №13465/20 642 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 40, ნაწ. I . 643 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 2020 წელს რეგისტრირებული განცხადებები: №8666/20, №12224/20, №12528/20 და ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. 644 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3dh30Uw> [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 645 18.06.2020 წ. №6591/20. 646 ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონი (639-IIს, 21/04/2017), მუხლი 2, ქპ. ,,მ“. 251 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესრულების აუცილებლობას,647 ნებისმიერი საჯარო დაწესებულების მხრიდან, სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მსგავსი მოთხოვნის დაწესება მნიშვნელოვნად გაართულებს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და ხელს შეუშლის უფლების რეალიზებას. ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობაში პრობლემურია საჯარო დაწესებულების ცნებაც,648 ვინაიდან საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი კერძო სამართლის სუბიექტები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ხშირად იმ მიზეზით ამბობენ უარს, თითქოსდა მათზე არ ვრცელდება ეს რეგულაციები. ასევე, ბუნდოვანია ინფორმაციის დამუშავების ფარგლებიც, რასთან დაკავშირებითაც არ არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილებით განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი, თუმცა ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, საჯარო უწყებების მხრიდან ამ ვალდებულების შესრულებაზე საზედამხედველო უწყება, ხელშესახები მანდატით, არ არსებობს.649 ყოველივე ზემოაღნიშნული, ინფორმაციის კანონმდებლობის რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს. მმართველობის რეფორმის და საზედამხედველო მიუხედავად სამოქმედო თავისუფლების აქტის მიღება 650 თავისუფლების იმისა, გეგმით, რომ მარეგულირებელი ინსტიტუტის შექმნის საქართველოს, საჯარო ნაკისრი აქვს ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეფექტიანი რეალიზებისთვის, ეს პროცესი ჭიანურდება. ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დროულად მოახდინოს ,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის651 რატიფიცირება (სავალდებულოდ აღიარება), რომელსაც საქართველომ კონვენციის მიღებისთანავე მოაწერა ხელი. 647 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება. 648 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 27, ქპ. ,,ა“. 649 ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევა ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში“, თბილისი, 2020. 650 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივნისის №274 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის №557 დადგენილებით დამტკიცებული ,,ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა. 651 კონვენცია ძალაში შევიდა 01.12.2020 წელს. 252 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 11.3. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა 2020 წლის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები საჯარო ინფორმაციის უფლების რეალიზაციასაც შეეხო. ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება და საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებისთვის არსებული კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები შემოეღო.652 2020 წლის 23 მარტს გამოიცა საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება ,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც შეჩერდა საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონმდებლობით დადგენილი ვადები.653 საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, მართალია არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა მისი, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტული უფლების არაპროპორციულმა შეზღუდვამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სხვა ფუნდამენტურ უფლებათა სათანადო რეალიზებას და საფრთხის წინაშე დააყენოს დემოკრატიული სახელმწიფო განვითარების მთავარი ღირებულებები. სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ყველა ფორმით და ყველა სახის საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების შეჩერება არ პასუხობდა მთავრობის მიერვე დასახელებულ შემზღუდველი ღონისძიებების ლეგიტიმურ მიზანს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში აუცილებლობას არ წარმოადგენდა შეჩერებულიყო ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადებიც. ასევე, მნიშვნელოვანი გავრცელებულიყო მაღალი იყო საჯარო საჯარო ინტერესიდან ინფორმაციის პანდემიასთან გამომდინარე, გაცემის დაკავშირებულ ვადების საჯარო განსაკუთრებით შეზღუდვა ინფორმაციაზე, არ რათა შესაძლებელი ყოფილიყო, თუნდაც მთავრობის მიერ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ხელმისაწვდომ საწოლ ფონდთან, ტესტირებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული გადამოწმება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში საჯარო ინფორმაციის გაცემის 652 საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიებები ქვეყანაში გაგრძელდა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. 653 ,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილება, მუხლი 13, პუნ. 2. 253 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ვადების შეჩერების პარალელურად არ გაიწერა საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების განსაკუთრებული წესი, რასაც, შესაძლოა, შედარებით დაებალანსებინა შემოღებული შემზღუდველი ღონისძიებები. პანდემიის პირობებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო654 და ეუთო/ოდირი655. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პანდემიის/საგანგებო მდგომარეობის დროს არ მცირდება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების როლი და არ იზღუდება საზოგადოების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება, პირიქით, პანდემიით გამოწვეული საფრთხე აძლიერებს ღია მმართველობის მნიშვნელობას. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებშიც კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გასცეს საჯარო ინფორმაცია,656 ვინაიდან საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა სწორედ მათი საქმიანობის გამჭვირვალეობის დონით (საჯარო ინფორმაციის (მონაცემების, სტატისტიკის, ზუსტი და დროული გაცემა) განისაზღვრება.657 საქართველოს სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ 2020 წლის 23 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადების შეჩერების მიუხედავად, სამინისტროები და პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვით მომუშავე საჯარო სამართლის იურიდიული პირები, უმეტეს შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასცემდნენ საჯარო ინფორმაციას. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის მხრიდან საზოგადოების წინაშე 658 ანგარიშვალდებულებისა მიწოდებისთვის პანდემიის საწყის ეტაპზე მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის და ინფორმაციის ყოველდღიური მიწოდების პრაქტიკა, დროულად ბრიფინგებით სპეციალური 654 Report of the Special Rapporteur on the promotion and protection of the right to freedom of opinion and expression, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39qc7kE >[ბოლოს ნანახია 31.03.2021], პარ. 21. 655 OSCE Human Dimension Commitments and State Responses to the Covid-19 Pandemic, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2QNY01T > [ბოლოს ნანახია 31.03.2021], 52-55 656 იქვე, 56. 657 იქვე, 52, პარ. I. 658 მოცემული შეფასებისას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეყრდნობა სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 12.11.2020 წ. 06/4694, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 20.11.2020 წ. 01/14824, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 01.12.2020 წ. 1083214, შემოსავლების სამსახურის 30.11.2020 წ. 21-03/151066, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 26.11.2020 წ. 01/30983, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 27.11.2020 წ. 8/7610, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 26.11.2020 წ. 11137/01, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 20.11.2020 წ. 1110815, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 13.11.2020 წ. 01/3961, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 12.11.2020 წ. 01/630 წერილებით წარმოდგენილ ინფორმაციას. 254 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საინფორმაციო ვებგვერდის - www.StopCov.ge-ს შექმნა და ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მასზე წვდომა, სამთავრობო ცხელი ხაზის ამოქმედება, SMS სისტემის მეშვეობით მოქალაქეთა ინფორმირება. 11.4. სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა წლების განმავლობაში პრობლემურ საკითხად რჩება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ღიაობის უზრუნველყოფის საკითხი.659 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,660 2020 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ამ გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩამოთვლილი ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შემდეგ, აღარ იარსებებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რასაც, შესაძლოა, პირების პირადი ცხოვრების უფლება დაერღვია და კანონმდებელს 2020 წლის 1 მაისამდე მისცა ვადა ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმების შემოსაღებად. უნდა აღინიშნოს, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ამ დრომდე არ შესულა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  დაასრულოს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილების პროექტებზე მუშაობა და მოახდინოს მათი ინიცირება საქართველოს პარლამენტში;  საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით, ქვეყნის პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია ,,ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“;  შემოიღოს სპეციალური პროაქტიულ წესი პანდემიის პირობებში გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მათ საჯარო ინფორმაციის შორის, განისაზღვროს 659 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2018, 174. აა(ი)პ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევა ,,სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა საქართველოში“ , თბილისი, 2021. 660 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693.857 გადაწყვეტილება ,,ა(ა)იპ მედიის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. პარ. 68. 255 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის (საწოლფონდის რაოდენობის, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, ვაქცინაციის და სხვ. ) გამოქვეყნების წესი. 256 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 12. უფლებადამცველები ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიმართულებით უფლებადამცველების განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი, საანგარიშო წლის განმავლობაში, კვლავ აქტიურად ადევნებდა თვალს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი აჩვენებს, რომ უფლებადამცველთა მიმართ სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების სამწუხარო ტენდენცია დღემდე პრობლემად რჩება. მათ შორის, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების მიუღებელი პრაქტიკა,661 რასაც, რამდენიმე შემთხვევაში, საანგარიშო წელსაც ჰქონდა ადგილი.662 ამასთან, 2020 წელს კვლავ აქტუალური იყო ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევები.663 ამ თვალსაზრისით, უნდა მივუთითოთ რადიკალური ჯგუფების მხრიდან „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმების ფაქტების სიმრავლეზე. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა 6 ფაქტის შესახებ, როდესაც ოფისის მიმართულებით საღებავები და კვერცხები ისროლეს. მათგან 5 ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ქმედების ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინა. შედეგად, სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის664 ჩადენისთვის სამართალდამრღვევად ცნო 8 პირი, რომელთაგან ოთხს გამოეცხადა შენიშვნა, ხოლო ოთხს დაეკისრა ჯარიმა 500-600 ლარის ოდენობით.665 გარდა ამისა, გამოვლინდა „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის შემთხვევა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება666 ამ 661 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 251. 662მაგალითად, განცხადებები ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2Y9xbG8>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; <https://bit.ly/3190Lhc >>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; <https://bit.ly/316bmZX>>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; <https://bit.ly/3ggbsV6 >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; < https://bit.ly/3akHv4I>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 663 სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 251-252. 664 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი. 665 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 7 ოქტომბრის №2386703 და 2021 წლის 5 თებერვლის №273361 წერილები. 666 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) პირველი ნაწილით. 257 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დრომდე მიმდინარეობს667 და კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ჯერჯერობით არ უცნიათ. საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2020 წელს, უფლებადამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.668 ამასთან, დაზარალებულად ცნობილია არასამთავრობო ორგანიზაციების 4 წარმომადგენელი. რაც შეეხება ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველების მიმართ 2017-2019 წლებში ჩადენილი მუქარის ფაქტებზე669 დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას, დღეის მდგომარეობით, კვლავ არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.670 ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში გამოვლენილი პოზიტიური რეაგირების მიუხედავად, ეროვნულ დონეზე უფლებადამცველთა დაცულობის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. სამწუხაროდ, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ ქალთა და ლგბტ+ უფლებადამცველებზე მოსალოდნელი ძალადობის რისკების სწორად შეფასება და სათანადო პრევენციული ზომების მიღება. შედეგი კი იმ საქმეებზე დგება, სადაც სახეზეა უშუალო ძალადობის ფაქტი ან/და მსხვერპლს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული. უფლებადამცველთა დაცვის სფეროში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა 2020 წელს წარადგინა „ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელო“, რომელიც განმარტებით-მეთოდოლოგიური ხასიათის დოკუმენტია. მასში, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განმარტებულია უფლებადამცველთა ცნება, მათი საქმიანობის არსი და ამ მიმართულებით, სახელმწიფოსთვის დაკისრებული ვალდებულებები, ასევე გამოკვეთილია ის ღონისძიებები, რომლებსაც სახალხო დამცველის აპარატი ატარებს 671 უფლებადამცველთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად. გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული კანონმდებლობა უფლებადამცველთა ცნებას არ განმარტავს, რაც წლების განმავლობაში, პრობლემას ქმნიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი 667 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 5 თებერვლის №273361 წერილი. 668 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 16 თებერვლის №13/8622 წერილი. 669 2017-2019 წლებში გამოძიება დაიწყო უფლებადამცველ ბაია პატარაიას; არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის; აქტივისტ ანა სუბელიანის და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 251-252. 670 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 16 თებერვლის №13/8624 წერილი. 671 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3s0rMxV > [ბოლოს ნანახია 15.02.2021]. 258 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გამოვლენისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების თვალსაზრისით.672 თავის მხრივ, მსგავსი მონაცემების არარსებობა ხელს უშლის როგორც სისტემური გამოწვევების გადასაჭრელი სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-გატარებას, ასევე საგამოძიებო უწყებების მხრიდან მსგავს ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის სრულყოფილად შეფასებას. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით, მისასალმებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მზაობა, 2021 წლის 1 მარტიდან, დაიწყოს უფლებადამცველების წინააღმდეგ, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი ყველა იმ სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგი, სადაც შესაძლებელი იქნება უფლებადამცველების ზუსტი სტატუსის განსაზღვრა.673 სახალხო დამცველის აპარატი მჭიდროდ ითანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მსგავსი დანაშაულების სათანადოდ გამოსავლენად და აღსარიცხად. უფლებადამცველების უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ამ პირების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან მისასადაგებლად, რეკომენდაციის შემუშავებაც. აღსანიშნავია, რომ მითითებული დოკუმენტი განმარტავს უფლებადამცველის ცნებას, რაც შეესაბამება სახალხო დამცველის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ განმარტებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, წინააღმდეგ ცილისწამებასთან დაკავშირებით წარმოებული სამოქალაქო დავის შესახებ.674 კერძოდ, 2020 წლის სექტემბერში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ ანგარიშში „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“675 ასახული დასკვნა, რომ ერთ-ერთი საქმის განხილვის პროცესი კითხვებს ბადებდა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად წარმოების თაობაზე, ცილისმწამებლურად იქნა მიჩნეული. რამდენადაც, შესაძლებელია, რომ მოცემულ დავაზე მიღებულმა საბოლოო გადაწყვეტილებამ, უარყოფითი გავლენა იქონიოს მომავალში უფლებადამცველთა მიერ საჯარო ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებაზე, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოუწოდა, საქმე არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების ზოგადი მოწესრიგების 672 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 252-253. 673 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 23 თებერვლის №442264 წერილი. 674 აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, იხ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3bWhkRB > [ბოლოს ნანახია 02.03.2021]. 675 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tyWZZV > [ბოლოს ნანახია 02.03.2021]. 259 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ჭრილში, არამედ უფლებადამცველებისა და მათი საქმიანობის მიმართ რელევანტური საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი დაცულობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით განიხილოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხსენებული მიდგომების ასახვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის განვითარებას უფლებადამცველთა საქმიანობის მხარდაჭერის მიმართულებით. რეკომენდაციები თანამდებობის პირებს:  უფლებადამცველების საქმიანობის მაქსიმალურად ხელშესაწყობად, იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით. მათ შორის, თავი შეიკავონ უფლებადამცველთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან. 260 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 13. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება 13.1. შესავალი საქართველოს კონსტიტუციით676 აღიარებული გარემოს დაცვის უფლების რეალიზაციაზე ზედამხედველობა, მისი ყველა ასპექტის: ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, ბუნებრივი გარემოთი მდგომარეობის შესახებ საკითხებთან დაკავშირებული უფლებების გათვალისწინებით, და საჯარო ინფორმირების, სივრცით სარგებლობის, გარემოს გარემოზე ზრუნვის, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. საანგარიშო პერიოდში ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა: მათ შორის იყო ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები; გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის საკანონმდებლო და აღსრულების ხარვეზები; ადამიანის უფლებების უგულებელყოფა ქალაქთმშენებლობისას; გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციააღმოფხვრისათვის სათანადო გარანტიების არარსებობა; სახიფათო ნარჩენების მართვის პრობლემები. კვლავ არ არსებობს ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი გარანტიები; მართალია, ზედამხედველობის გამკაცრების ზომებთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტების პროექტების პაკეტი საქართველოს მთავრობას 2019 წლიდან წარედგინა,677 თუმცა ისინი ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც ცნობილია, კანონპროექტები აყალიბებენ ზედამხედველობის სათანადო მექანიზმებს და აწესებენ ადმინისტრაციულ სანქციებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის, ამდენად, მათი დროულად განხილვა და მიღება აუცილებელია. პრობლემად რჩება მშენებლობის დროს აზბესტის შემცველი მასალების გამოყენება. როგორც გვეცნობა,678 ამ ეტაპზე, აზბესტშემცველი მასალების მართვის შესახებ ევროპის და სხვა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და აზბესტშემცველი მასალების სხვა ალტერნატიული მასალებით ჩანაცვლების შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ დონორებთან შესაბამისი პროექტის დასაფინანსებლად და განსახორციელებლად. მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის საპასუხოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მზადდება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკურ 676 საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი. 677 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №23/8176, 23/12/2020 წერილი. 678 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს №2455/01, 16/03/2021 წერილი. 261 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რეგლამენტში679 შესატანი ცვლილების პროექტი.680 მნიშვნელოვანია, ცვლილებებით მკაფიოდ განისაზღვროს რეგლამენტით გათვალისწინებული საცხოვრებლიდან ნაგავსაყრელის საზღვრამდე 500-მეტრიანი მანძილის გამოთვლის კრიტერიუმები. 13.2. ატმოსფერული უფლება სუფთა ჰაერზე ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელიც უპრეცედენტო რისკებს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას.681 2020 წელს, ბრიტანეთში, მიიღეს, სავარაუდოდ, მსოფლიოს მასშტაბით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ადამიანის გარდაცვალების მიზეზად პირველად განისაზღვრა ჰაერის დაბინძურება.682 კერძოდ, 9 წლის გოგონას ასთმის შეტევით გარდაცვალება გამოიწვია ჰაერში აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მტვრის მცირე ზომის მყარი ნაწილაკების (PM) გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ, რომლებიც მნიშვნელოვან დამაბინძურებლებს შორისაა საქართველოშიც.683 საანგარიშო წელს, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ ბევრი პრობლემა რჩება. მისასალმებელია 2021 წლის 1 სექტემბრიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და მართვის ევროპულ სტანდარტზე ეტაპობრივი გადასვლა და ამ მიზნით, ქვეყნის ტერიტორიის ზონებად და აგლომერაციებად დაყოფის, დაბინძურების დონის მიხედვით მათი კლასიფიკაციისა და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხოდ სათანადო ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების შემუშავების საკანონმდებლო ვალდებულებების აღება.684 მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა ხარვეზიანია და არ იძლევა დაბინძურების სრულფასოვან სურათს ქვეყნის მასშტაბით, რაც პრობლემას წარმოშობს არა მხოლოდ ემისიების საპასუხო ზომების გატარების, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ჰაერის 679 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილება. 680 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს №189/01, 11/01/2021 წერილი. 681 დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია: < https://bit.ly/2NgMxXi > [ბოლოს ნანახია 18.02.2021]; < https://bit.ly/3avs9KG > [ბოლოს ნანახია 8.02.2021]. 682 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3u8stXN > [ბოლოს ნანახია 31.03.2021]; < https://bbc.in/3awVyVa >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 683 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“, თბილისი, 2019, 13; დამაბინძურებლების შესახებ, დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://air.gov.ge/pages/13/13 > [ბოლოს ნანახია 8.02.2021]. 684 „„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948-სს. 262 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაბინძურების გავლენის შეფასების თვალსაზრისითაც.685 ამ კუთხით, უმთავრესი გამოწვევაა სადამკვირვებლო პუნქტების სიმცირე, რაც 7 ფიქსირებულ და 1 მობილურ ავტომატურ სადგურსა და 1 არაავტომატურ სადგურში გამოიხატება.686 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2020 წელს შემუშავდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმა,687 რომელშიც მითითებულია განსათავსებელი სადგურების ტიპები, რაოდენობა და განთავსების ადგილები, აგრეთვე მოცემულია საქართველოს 688 აგლომერაციებად განაწილების პირველი მონახაზი. ტერიტორიის ზონებად და საყურადღებოა, რომ ამ დოკუმენტის თანახმად, საბოლოო მონიტორინგის ქსელი უნდა იყოს არსებულზე ბევრად უფრო ფართო და შედგებოდეს, მათ შორის, 18 ფიქსირებული და 3 მობილური სადგურისგან. ამ დროისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს 1 ახალი ავტომატური მობილური სადგურის შეძენა 2021 წელს.689 ამდენად, კანონმდებლობაში შესული პოზიტიური ცვლილებების არსებითი ნაწილის რეალურად აღსასრულებლად, მნიშვნელოვნად არის გასაუმჯობესებელი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. სახალხო მხარდაჭერის დამცველი ფარგლებში იმედოვნებს, დაგეგმილი რომ სახელმწიფო სისტემის და დონორული დანერგვა690 ეტაპობრივი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში დასრულდება. წინგადადგმული ნაბიჯია აგრეთვე საანგარიშო წელს „ნებაყოფლობითი კოდექსის ამიაკის გაფრქვევების შემცირების საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა“ და სოფლის მეურნეობის სექტორში გაფრქვევების 691 პრაქტიკის მიმოხილვის დოკუმენტების შესამცირებლად საერთაშორისო შედგენა. დოკუმენტში გათვალისწინებულია ის მიმართულებები, რომლებიც ამ სექტორიდან გაფრქვევების შემცირებას უკავშირდება, მათ შორის, 685 ნაკელის მართვასთან, პირუტყვის კვებასა და სასუქის გამოყენებასთან საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“, 16. 686 დღეის მდგომარეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი 8 ავტომატური სადგურის საშუალებით ტარდება თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში. ასევე, ზესტაფონში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი წარმოებს არაავტომატური დაკვირვების პუნქტის საშუალებით. 687 აღნიშნული გეგმა, რომელიც წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სახელმძღვანელო დოკუმენტს, შემუშავდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“, ფარგლებში. 688 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 18.02.2021, №1430/01 წერილი. 689 იქვე. 690 იქვე. 691 დოკუმენტები დაფინანსებული შედგენილია პროექტის, შვედეთის „ჰაერის საერთაშორისო ხარისხის მართვის განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების მიერ გაუმჯობესება საქართველოში“, ფარგლებში. 263 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაკავშირებული საკითხები.692 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მითითებით, ამ კოდექსის სავალდებულო საკანონმდებლო აქტად დამტკიცებამდე, საჭიროა ფერმერთა ცნობიერების ამაღლება და სექტორის შემზადება ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.693 გასათვალისწინებელია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება სახალხო 694 დამცველის რეკომენდაცია იყო. სამწუხაროდ, დღემდე სათანადოდ არ რეგულირდება დაბინძურება სამრეწველო სექტორიდან. საგულისხმოა, რომ ამგვარი გაფრქვევების შესამცირებლად და მათი კონტროლის ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად შემუშავებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში 2019 წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ჯერ 2020 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდისთვის გადავადდა,695 ამჟამად კი 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.696 სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ამ კანონპროექტის მიღება და მისი დებულებების დროული შესრულება უმთავრესი ბერკეტია სამრეწველო ობიექტებიდან მომდინარე ემისიების შესამცირებლად, რაც არაერთი მუნიციპალიტეტის წინაშე წლების განმავლობაში მდგარ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მათ შორის, სამრეწველო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქალაქ რუსთავში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი სიახლეა 20202022 წლების რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის დამტკიცება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №2059 განკარგულებით, რომელიც ზენორმული არაერთი გაფრქვევებისთვის ზედამხედველობის სისტემის ქმედითი სანქციების გაძლიერება და ღონისძიების (მაგ., ობიექტებიდან გაზრდა, „სამრეწველო მათი საქმიანობის ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება) გატარებას ითვალისწინებს სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საპასუხოდ როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით.697 რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ტრანსპორტის სექტორიდან, ამ ეტაპზე, კვლავ არ დასრულებულა შესაბამისი საკანონმდებლო და მატერიალურ-ტექნიკური 692 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 18/02.2021, №1430/01 წერილი. 693 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4.01.2021, №10/01 წერილი. 694 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“, 37-39; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 271. 695 იქვე, 256. 696 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 18.02.2021, №1430/01 წერილი. 697 სამოქმედო გეგმა ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3mhldp7> [ბოლოს ნანახია 18.02.2021]. 264 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საკითხების მოწესრიგება და სრულყოფა,698 რაც უზრუნველყოფს იმ ავტომობილთა საექსპლუატაციოდ გაშვების გაკონტროლებას, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივს აღემატება.699 გასათვალისწინებელია, რომ 2020 წელს, 700 ხარისხობრივი ნორმების დარღვევისთვის. გამკაცრდა პასუხისმგებლობა საწვავის ამასთანავე, გასული საანგარიშო წლის მსგავსად, შენარჩუნდა საწვავის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების ტენდენცია.701 ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ბენზინის ნიმუშებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სულ 18 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.702 ხოლო დიზელის საწვავის ნიმუშებში გოგირდის შემცველობის გადამეტების შემთხვევების ამსახველი მასალები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კვლავ703 საგამოძიებო უწყებას გაუგზავნა, რომელმაც ხსენებული დოკუმენტაცია დიზელის საწვავის შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გასულ საანგარიშო პერიოდში წარმართულ სისხლის სამართლის საქმეს დაურთო.704 აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. მშენებლობისა თუ ქალაქებისთვის დამახასიათებელი სხვაგვარი დამაბინძურებელი წყაროების რეგულირების კუთხით,705 აღსანიშნავია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ დრომდე არ გავრცელებულა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის განთავსების, ტრანსპორტირებისა და 706 დამუშავებისთვის დადგენილი საკანონმდებლო მოწესრიგება. 698 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 257. 699 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 18.02.2021, №1430/01 წერილი. 700 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39KJiQ7> [ბოლოს ნანახია 8.02.2021]. 701 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4.01.2021, №10/01 წერილის თანახმად, 2020 წლის აპრილში, ქვეყნის მასშტაბით 29 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს 92 ერთეული საწვავის ნიმუში, მათ შორის, 43 ერთეული - დიზელის და 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის საწვავის სინჯი. 2020 წლის მაისში კი, ქვეყნის მასშტაბით დამატებით 251 ავტოგასამართი სადგური შემოწმდა, რომელთაგან აღებულია 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი. აპრილში აღებული სინჯების ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათგან დიზელის 14 და ბენზინის 18 ნიმუში ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ხოლო მაისში აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რეგულარის მარკის ბენზინის მხოლოდ 1 ნიმუში არ შეესაბამებოდა გათვალისწინებულ მნიშვნელობას. 702 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4.01.2021, №10/01 წერილი. 703 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 257-258. 704 საქართველოს გენერალური პროკურატურის 8.02.2021, 13/6850 წერილი. 705 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - „უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში)“, 33-36. 706 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1524-1527 და 1529 მუხლები; იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 256. 265 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 13.3. ენერგეტიკული პოლიტიკა და გზშ-ს სისტემის აღსრულება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი მიდგომები არაერთ სფეროში იძენს აქტუალობას, რომელთა შორის ინფრასტრუქტურულ პროექტები ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს. ამ მიმართულებით ყოველთვის მაღალია ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების, საკუთრების უფლებისა თუ სხვა მომიჯნავე უფლებების ხელყოფის რისკები. ამდენად, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის წარმართვა და სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რომლებიც შესაძლებლებს გახდის ადამიანის უფლებებსა და სხვა კანონიერ ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნებას, ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას. ასეთი პროექტებიდან მრავალი წელია საქართველოსთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს და საზოგადოების მუდმივი ყურადღების საგანია ენერგეტიკული პროექტები. ენერგეტიკული სფეროს დაგეგმვა და განვითარება, უპირველესად, შესაბამისი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. საერთაშორისო ვალდებულებებისა707 და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან708 გამომდინარე, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს 10-წლიანი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რაც ჯერჯერობით არ შესრულებულა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ცალკეულ პროექტებთან მიმართებით ეფექტიანად აღსრულდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები. ამ თვალსაზრისით, საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი.709 მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში აქტიურად და უწყვეტად აპროტესტებდა დაგეგმილი პროექტის განხორციელებას, მათ შორის, ადგილზე მორიგეობის დაწესების გზით; ასევე, გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები ქალაქ ქუთაისში.710 მხოლოდ ხანგრძლივი უწყვეტი პროტესტის შედეგად და კარვებში 130-დღიანი ღამისთევის შემდგომ, მთავრობის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის დავალებით711 შეხვდნენ ენერგეტიკული გაერთიანება 2005 წელს ევროკავშირის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული ბაზრის წესებისა და პრინციპების გავრცელება სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. 708 „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 7. 707 709 ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის პროექტია, რომელიც წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე ორი ჰესის მშენებლობას გულისხმობს, ვრცლად. იხ. სახალხო დამცველის საჯარო განცხადება <https://bit.ly/2QJSNIo>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 710 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/2Pdi0La >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 711 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/39tf1Vs >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 266 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ადგილობრივ აქტივისტებს.712 მთავრობის წევრებს მოუსმინეს პარლამენტის საკომიტეტო ფორმატშიც. თუმცა ცალკეულ ნაბიჯებს არ მოჰყოლია მთავრობის წევრების მხრიდან მოქალაქეებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან განგრძობითი, შედეგზე 713 ორიენტირებული, სიღრმისეული და ყოველმხრივი დიალოგის წარმართვა, საკითხის კომპლექსურობისა მოხსენებების და ერთჯერადად სიმწვავის მოსმენა გათვალისწინებით, ჩაითვლება ვერც ეფექტიან ასევე, მინისტრთა საპარლამენტო ზედამხედველობად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსახილველ პროექტთან მიმართებით მოსახლეობის, სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებისა და უწყვეტი პროტესტის საგანს უმთავრესად, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გეოლოგიური და სეისმური რისკები, მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული საფრთხეები, მოსალოდნელი მიკროკლიმატური ცვლილებები წარმოადგენს.714 რაც, საერთო ჯამში, საზოგადოებაში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინს იწვევს; ერთ-ერთი მთავარი კითხვაა დაგეგმილი პროქტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობა; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამოქალაქო სექტორი, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების შესწავლის შედეგად, ქვეყნისთვის მოსალოდნელ მძიმე ფისკალურ რისკებზე და სხვა არაერთ პრობლემატურ მიმართულებაზე საუბრობს.715 სამწუხაროდ, პრობლემურად წარიმართა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო 716 განხილვაც. ამ საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახალხო დამცველის აპარატის მიერ უკანასკნელ წლებში გაწეული ზედამხედველობის ფარგლებში გამოვლენილი სისტემური პრობლემები. სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები, წლებია ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს და აღნიშნული გამოწვევა, საზოგადოების ინფორმირებულობა-ჩართულობის მაღალი სამართლებრივი გარანტიების მიუხედავად, კვლავ მწვავედ დგას.717 როგორც წესი, ჩატარებული საჯარო განხილვები ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან საკითხებზე მოქალაქეთა კითხვებზე ამომწურავი და 712 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3sHglfa >ბოლოს ნანახია 31.03.2021]; <https://bit.ly/31LstA9 >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 713 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3waLDx7 >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 714 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39theAB>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]; <https://bit.ly/3cCUO1A>[ბოლოს ნანახია 31.03.2021];< https://bit.ly/3diQvYl > [ბოლოს ნანახია 31.03.2021]; <https://bit.ly/31vp2xh>[ბოლოს ნანახია 31.03.2021; <https://bit.ly/3u8Wp5b>[ბოლოს ნანახია 31.03.2021; <https://bit.ly/2QTdf9Z>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]; <https://bit.ly/3m4SYcZ> ]ბოლოს ნანახია 31.03.2021]; <https://bit.ly/3m66HA9>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 715 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3m3idMS.>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]; <https://bit.ly/2PkVvUr >[ბოლოს ნანახია 31.03.2021. 716 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3fFt2Uj>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 717 საანგარიშო წელს სახალხო დამცველს კიდევ ერთ პროექტთან, „ბახვი 2“, დაკავშირებით მომართეს მოქალაქეებმა ჩატარებულ საჯარო განხილვებთან დაკავშირებული უკმაყოფილებით. 267 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დასაბუთებული პასუხების გაცემას. ეს, თავის მხრივ, განპირობებულია თავად გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებისა და ჩატარებული კვლევების ხარისხთან მიმართებით არსებული მაღალი უნდობლობითაც. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ პროცედურული მოთხოვნების დაცვასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მოქალაქეთა პროცესებში რეალურ მონაწილეობას და მაქსიმალურად ამოწუროს მათთან კომუნიკაციის ყველა ეფექტიანი საშუალება. პრაქტიკამ ასევე აჩვენა, რომ მწვავედ დგას თავად გზშ-ს ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები. განსახორციელებელი პროექტების უსაფრთხოებისა და გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის მასშტაბურობა, პროექტის ალტერნატიული შესაძლებლობები, ადგილობრივი მცხოვრებლების საკუთრებაზე ზეგავლენის ასპექტები, უმეტესად, მოსახლეობისა და პროფესიული ჯგუფების წუხილის საგანია. როგორც წესი, მთავარი კითხვები მომდინარეობს იქიდან, რომ ეს საკითხები არასათანადოდ ან საერთოდ არ აისახება გზშ-ს დოკუმენტებში; გარდა ამისა, ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, რომელსაც როგორც წესი, ვერ პასუხობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები, ამა თუ იმ პროექტის ხარჯთ-სარგებლიანობასა და ამდენად, თავად პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობაში მდგომარეობს.718 დასახელებული პანდემიის გამოწვევების პირობებში გათვალისწინებით, მოქალაქეთა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა-ჩართულობის სათანადო უზრუნველყოფა. ამჟამად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მნიშვნელოვანი დოკუმენტების საჯარო განხილვები დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 719 კონვენციის განუხრელად დაცვა, კორონავირუსით გამოწვეული აღიარებული უფლებები; პროცესში მონაწილეობის ალტერნატიული პანდემიაა, დაუშვებელია და უზრუნველსაყოფად კი, აუცილებელია ორჰუსის ისეთი კრიზისის პირობებშიც კი, როგორიც ახალი ინფორმირებულობისა საშუალება ტარდება. კონვენციით შეიზღუდოს კონვენციით გადაწყვეტილებების გამოყენებული დადგენილ მიღების ნებისმიერი სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. 13.4. გზშ-ს სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები გარდა იმისა, რომ საკანონმდებლო გარანტიების აღსრულება ერთ-ერთი გამოწვევაა, პრაქტიკამ ასევე გამოავლინა უკვე არსებული რეგულაციების დახვეწის საჭიროებაც. საანგარიშო წელს, საზოგადოებისა და სახალხო დამცველის ყურადღება მიიქცია ქალაქ ბათუმში დაგეგმილი ნაყარი ტვირთების გადასატვირთი ტერმინალის მოწყობის საკითხმა. 718 პროექტების ენერგეტიკულ-ეკონომიკური სარგებლიანობის საკითხთან დაკავშირებით, ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში, 2018, 177-დან. 719გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს განცხადება, 2020, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3czajaH>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 268 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პროექტის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებით, მისი განხორციელება მოსახლეობას სხვადასხვა ასპექტის, მათ შორის, ეკოლოგიური საფრთხეებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების პერსპექტივის გათვალისწინებით, დაუშვებელია. პროექტის მასშტაბურობის მიუხედავად, მიიღეს სკრინინგის გადაწყვეტილება720 და ნაყარი ტვირთების გადასატვირთი ტერმინალის მოწყობა და ექსპლუატაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ დაექვემდებარა. თუმცა საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ეს გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ აქტის შინაარსიდან არ დგინდებოდა, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა ადმინისტრაციული ორგანო იმ დასკვნამდე, რომ დაგეგმილი საქმიანობა არ საჭიროებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას; ვინაიდან, სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილებაში გადაიტანა ინფორმაცია სკრინინგის განცხადებიდან, თუმცა მსჯელობა, თუ რატომ გაიზიარეს ეს გარემოებები, მოცემული არ ყოფილა; ამასთან, სასამართლომ მიუთითა იმ მნიშვნელოვან კრიტერიუმებზე, რომლებიც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყო. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ, სამომავლოდ, ამ მიმართულებით ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით, შესაძლოა, პოზიტიური როლი შეასრულოს. თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს თავად სკრინინგის პროცედურასთან დაკავშირებული რეგულაციებიც. სკრინინგი ის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის ჩატარების საჭიროებას.721 ამჟამად, კოდექსში მითითებულია ზოგადი კრიტერიუმები, მაგრამ არ არის დადგენილი სამინისტროს მიერ სკრინინგის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, მათ შორის, არ არის განსაზღვრული წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა. დაუშვებელია სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდეს, მნიშვნელოვანია, სკრინინგის პროცედურა ორიენტირებული იყოს საქმიანობის შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმებაზე. გარდა ამისა, როგორც 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში აისახა, პრობლემურია სკრინინგის/გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი და გადახედვას საჭიროებს. კერძოდ, კოდექსის დანართებით განსაზღვრული საქმიანობების ზღვრული კრიტერიუმები ზოგიერთ შემთხვევაში, საქართველოს თავისებურებებისა და რეალობის გათვალისწინებით, ურბანული დასახვეწია. განვითარების მაგალითად, პროექტებთან 722 მაჩვენებლის დადგენა გაუმართლებელია; 720 განაშენიანების მიმართებით ფართობის 10-ჰექტრიანი მქონე ზღვრული გასათვალისწინებელია, რომ 2011/92/EU საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 23 იანვრის №2-69 ბრძანება. 721 საქართველოს გარემოსდაცვითი კოდექსი, მუხ. 7, სკრინინგს ექვემდებარება კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები. 722 2011/92/EU დირექტივაში ურბანული განვითარების პროექტებთან დაკავშირებით საერთოდ არ არის მითითებული ფართობი. 269 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დირექტივაში ურბანული განვითარების პროექტებთან დაკავშირებით საერთოდ არ არის მითითებული ფართობი. განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ სკრინინგი არ ვრცელდება ქვიშა-ხრეშის მოპოვების საქმიანობაზე.723 რაც, ქვიშა-ხრეშის დადგენილი წესისგან გადახრით მოპოვების შემთხვევაში არსებული რისკების მხედველობაში მიღების შემთხვევაში, დაუშვებელია;724 ეს ასევე ეწინააღმდეგება 2011/92/EU დირექტივის მოთხოვნას, რომელიც საშენი მასალისა და, მათ შორის, ქვიშა-ხრეშის ღია წესით მოპოვებაზე გზშ-ს საჭიროების დადგენის ვალდებულებას მოიცავს. წინამდებარე საკითხი, საქართველოს რეალობისათვის საკმაოდ პრობლემურია, ვინაიდან, მდინარეებიდან ინერტული მასალების მოპოვება ერთერთი აქტიური საქმიანობაა725 და ზოგჯერ არათუ გარემოსდაცვითი ზეგავლენის საკითხები არ არის შეფასებული, არამედ სრულიად უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მიმდინარეობს ასეთი საქმიანობა.726 13.5. გარემოს დაცვა ქალაქთმშენებლობის სფეროში სამშენებლო სფერო ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ მიდგომებს საჭიროებს. 2021 წლის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.727 დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იკრძალება შენობანაგებობის ფუნქციონირება, მათ ექსპლუატაციაში მიღებამდე, ასევე, აღარ იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის მომარაგება; ასევე, გაიწერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით 728 მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი. 723 გარდა ნაწარმოები ამასთან, დაგეგმილი იმ შემთხვევისა, როცა საქმიანობის შემსრულებელი გეგმავს წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას და მოპოვების ადგილის ზედაპირი 25 ჰა. მეტია, I დანართი. 724 აღნიშნული ასევე ეწინააღმდეგება 2011/92/EU დირექტივის მოთხოვნას, რომელიც საშენი მასალისა და, მათ შორის, ქვიშა-ხრეშის ღია წესით მოპოვებაზე გზშ-ს საჭიროების დადგენის ვალდებულებას მოიცავს. 725 მაგალითისთვის იხ. კვლევა „ქვიშა-ხრეშის მოპოვების პრაქტიკა გურიის რეგიონში მონიტორინგის მიგნებები და რეკომენდაციები“, 2020, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2O8qRgz>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 726 მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო წელს შესწავლილ ერთ-ერთ საქმეში (№6643/20 განცხადება) დადგინდა, რომ თბილისში, დიღმის ჭალებში, სამ უბანზე, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება საერთოდ ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა; ასევე, სახალხო დამცველის მიერ საკუთარი ინიციატივით გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, გვეცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. მახოში, მდ. ჭოროხის მიმდებარედ, ქვიშა-ხრეშის უკანონო სარგებლობის ფაქტები დადასტურდა, გარემოსთვის მიყენებული ზიანი კი განსაკუთრებული მნიშვნელობის კატეგორიას განეკუთვნებოდა. 727 ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3cD2IYE>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 728 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3sBfm08 >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]; <https://bit.ly/3m46LjY >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 270 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ცვლილებების მიხედვით, ვინაიდან, ხშირად, მშენებლები არ ერიდებიან მაღალ საჯარიმო სანქციებს და თვითნებურად სისხლისსამართლებრივი მაინც პასუხისმგებლობა დაკისრებული ადმინისტრაციული კონკრეტული სამართალდამრღვევი განაგრძობენ 729 წესდება. საქმიანობას, დაგეგმილი პასუხისმგებლობისგან სუბიექტები, რათა ამაზე ცვლილებებით გათავისუფლებიან ხელი შეეწყოს წლების 730 განმავლობაში გაჩერებული და დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებას. დაგეგმილი სამშენებლო ამნისტია საკმაოდ მასშტაბურ შეღავათებს ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლების მიმართ. ერთი მხრივ, სამწუხაროა, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამართალდამრღვევებთან მიმართებით მსგავს რადიკალურ დათმობაზე წასვლა ხდება აუცილებელი, თუმცა, მეორე მხრივ, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქალაქში ურბანული განვითარების თვალსაზრისით არსებული მძიმე პრობლემების აღმოფხვრასა და მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესების რეალიზაციას. ამასთან, მისასალმებელია, რომ მკაცრდება მომავალში ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, რაც მსგავსი ქმედებების პრევენციისა და ეფექტიანი საზედამხედველო საქმიანობის ხელშემწყობი იქნება. საანგარიშო წელს კვლავ აქტუალური731 იყო ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების საკითხი განაშენიანების სფეროში. სახალხო დამცველის შეფასებით, განაშენიანების მიმართულებებით გადაწყვეტილებების მიღებისას, მხედველობაშია მისაღები წლების განმავლობაში დიდი ქალაქების, განსაკუთრებით ბათუმის732 და თბილისის, აქტიური, ქაოტური და სპონტანური განვითარების შედეგად წარმოშობილი რთული გამოწვევები და სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით დღეს არსებული მძიმე ვითარება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი განაშენიანების მქონე ქალაქებში არსებული მდგომარეობის შემსუბუქებას და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმებას. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ტერიტორიების მიმდებარედ, ქალაქგეგმარებითი პარამეტრები ისედაც უკვე გადაჭარბებულია, დაუშვებელია კიდევ უფრო დამძიმდეს მოცემულობა, მათ შორის, ქუჩის გამტარუნარიანობისა თვალსაზრისით. და მისასალმებელია, სატრანსპორტო რომ საშუალებების ერთ-ერთ საქმეში გადაადგილების ქალაქ თბილისის 729 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/31ut9ts >[ბოლოს ნანახი 31.03.2021]. 730 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cG5XPr [ბოლოს ნანახია31.03.2021]; <https://bit.ly/2PcX07j >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია №04-11/4405, 24/04/2020 ქ. თბილისში, მარაბდის ქუჩაზე დაგეგმილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით. შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბათილად ცნო გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. 732 დამატებით იხ. ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ICOMOS-ის 731 ანგარიში, რომელშიც ბათუმის ურბანული განვითარების მძიმე გამოწვევებზე საუბრობს, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3u7gGYL > [ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 271 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მუნიციპალიტეტის მერიამ გაიზიარა სახალხო დამცველის არგუმენტაცია და გააუქმა შესაბამისი გადაწყვეტილება. 13.6. სახალხო გარემოსთვის მიყენებული ზიანი დამცველი მიესალმება 2021 733 პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის წლის დასაწყისში „გარემოსდაცვითი მიღებას და იმედოვნებს, რომ პრაქტიკაში შეუფერხებელად და ეფექტიანად აღსრულდება. გარემოსათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული ფუნდამენტურად პრაქტიკა, სახალხო დამცველმა 734 ანგარიშში. ხარვეზიანი დეტალურად კანონმდებლობა შეაფასა და პრობლემური 2018 წლის საპარლამენტო სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო 2004/35/EC დირექტივით735 დადგენილი სტანდარტებისა და „დამაბინძურებელი იხდის“ და „რესტიტუციის“ პრინციპებზე დაფუძნებული სამართლებრივი გარანტიების შექმნა გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების/აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. საანგარიშო წელს, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა არაერთი ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, მათ შორის: ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (შპს „ჯორჯიან მანგანეზი“),736 ქალაქ კასპში (შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"),737 ქალაქ ფოთში (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" და სხვა საწარმოები),738 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (სხვადასხვა პირები).739 სახალხო დამცველის ხელთ არსებული მონაცემებით740, დასახელებულ შემთხვევებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ხელყოფის სხვადსხვა ფაქტი გამოავლინა:  ზესტაფონი: 2015 წელს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილ ფეროშენადნობთა ქარხანაში გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობა შემოწმდა. დადგინდა, რომ საწარმო მუშაობისას არ იცავდა გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და ვინაიდან დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, მასალები ფინანსთა სამინისტროს 733 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/2O7s8nX >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 734 ვრცლად იხ. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2018, 172-დან. 735 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/35/EC დირექტივა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. 736 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის №10138/19 ოქმი. 737 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/2PjGhix >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]; <https://bit.ly/31xHd5n >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 738 ხელმისაწვდომია <:https://bit.ly/3fpbGL6> [ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 739 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/2PFTe63>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 740გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილები: DES 8 20 00024730, 28/04/2020, DES 6 20 00029788, 29/05/2020, DES 0 20 00060435, 29/10/2020, DES 4 20 00029326, 27/05/2020. 272 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ასევე გვეცნობა, რომ 2015 წლიდან დღემდე (28.04.2020), დეპარტამენტს შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილ ფეროშენადნობთა ქარხანაში არ შეუმოწმებია გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობა.  ფოთი: ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ განთავსებულია სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" და სხვა საწარმოები. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური"ს კუთვნილი ტერიტორია, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემულია ტერმინალებზე, სადაც სრულდება სხვადასხვა სახის ტვირთების741 გადატვირთვაგადმოტვირთვის ოპერაციები. ასევე, მიმდებარედ გადის საავტომობილო გზა, რომლითაც სარგებლობს, როგორც ნავსადგური, ისე ქალაქის მოსახლეობა, რაც იწვევს ქუჩის ამტვერიანებას. 2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგად დგინდება, რომ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემადგენლობა აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სინჯის აღების ადგილის მიხედვით ვერ ხერხდება კონკრეტული დაბინძურების სტაციონარული წყაროს (საწარმოს) გამოვლენა, ამიტომაც, დამატებითი ინსპექტირების ჩატარება იგეგმება. საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველი პირადად იმყოფებოდა ფოთში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შესახვედრად.742 ხსენებული ტერმინალების სიახლოვეს კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან გასაუბრებისას გვეცნობა, რომ მათი უმთავრესი პრობლემაა ტერმინალების მუშაობის შედეგად გამოწვეული ხმაური და ჰაერის დაბინძურება, რაც შეუძლებელს ხდის ადგილობრივ მცხოვრებთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციას. ამასთანავე, ტერმინალების საქმიანობით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემებისა და მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეთა დაბინძურებული საცხოვრებელი გარემოს შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მედიასაშუალებებითაც.743 გარდა ზემოაღნიშნულისა, ფოთში მწვავე პრობლემაა თევზის სუნიც, რაც პერიოდულად ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტის საგანიც ხდება. ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების 4 საწარმო მუშაობს.744 745 თევზისა და გადამამუშავებელი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზღვის გარემოსდაცვითი პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობა არაგეგმიურად შეამოწმა. შემოწმებამ, ამ საწარმოებში გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტები გამოავლინა. დეპარტამენტმა ამ საწარმოების ინსპექტირება 2015-2017 წლებშიც 741 სპილენძის კონცენტრატის, კლინკერის, კარბამიდის და სხვა მშრალი ტვირთების ტრანსპორტირება: 742 ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/31LvAYR >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 743 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3fpbGL6>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 744 შპს „აისბერგი 2“; შპს „მბმ“ ; შპს „ზღვის პროდუქტები“; შპს „გეოფიშ კომპანი“. 745 DES 2 20 00020323, 25/03/2020 წერილი. 273 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 განახორციელა და არაერთი დარღვევა გამოავლინა, ხოლო გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა რამდენიმე ათეული ათასი ლარი შეადგინა.746  კასპი: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ კომპანია არ ასრულებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ პირობებს, რომელთა შესასრულებლადაც განსაზღვრული ჰქონდა გონივრული ვადები. დამატებითი ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანიას არც ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვალდებულებები შეუსრულებია747 და განსაზღვრულ ვადაში არ აღმოუფხვრია ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევები. გარდა ამისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2020 წლის ივნისში ჩატარდა ექსპრეს-გაზომვები და გამოვლინდა, რომ საწარმოს ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ხმაურის დონე (ღამის საათებში) აჭარბებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევის გამო, კომპანიის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ასევე გამოანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი.  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. მახოში, მდ. ჭოროხის მიმდებარედ, არაერთი პირი748, რომელთაც თევზსაშენი ტბორის მოწყობის მიზნით მიღებული აქვთ მშენებლობის ნებართვები, რეალურად, უკანონოდ სარგებლობენ სასარგებლო წიაღისეულით და ზიანს აყენებენ გარემოს. მათგან ორ შემთხვევაში კი, მიყენებული ზიანი განსაკუთრებული მნიშვნელობის კატეგორიას განეკუთვნება და საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.749 გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო წელს შესწავლილ ერთ-ერთ საქმეში750 ცნობილი გახდა, რომ 2017-2020 წლებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, დიღმის საცდელი- 746შპს „გეოფიშ კომპანი“ (24 057,61.); შპს „ზღვის პროდუქტები“ (364,17); შპს „აისბერგი 2“, (3720,25.); შპს „მბმ" (33 300,50). 747 უახლოეს საცხოვრებელ სახლებთან ხმაურის დონეებისა და ატმოსფერულ ჰაერში არაორგანული და ცემენტის მტვრის მონიტორინგის კონკრეტული გეგმა-გრაფიკის განსაზღვრა, გეგმა-გრაფიკის სამინისტროში წარდგენა; მისი სამინისტროსთან შეთანხმების შემდგომ, უახლოეს საცხოვრებელ სახლებთან ატმოსფერულ ჰაერში არაორგანული და ცემენტის მტვრის კონცენტრაციების, ასევე ხმაურის დონეების განსაზღვრა და გადაჭარბების შემთხვევაში, დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა; წარმოქმნილი ნარჩენების მართვა. 748 შპს „მაჭახელა", ფიზიკური პირები: მ.ც.; ო.თ.; გ.თ.; რ.ბ. 749 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის DES4 20 00029326, 27/05/2020 წერილი. 750 მოქალაქეთა №6643/20 განცხადება. 274 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სასწავლო მეურნეობის ტერიტორიაზე, სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურების 38 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა. ჩამოთვლილი მაგალითები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია ზედამხედველობის გამწევმა ორგანომ, გარდა მოქალაქეთა საჩივრებისა თუ საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროაქტიურადაც, გარკვეული პერიოდულობით ჩაატაროს დასახელებულ და სხვა ინსპექტირება; მით უფრო, გარემოსდაცვითი მსხვილ რომ, კანონმდებლობის და პრობლემურ როგორც ობიექტებზე/ტერიტორიებზე პრაქტიკა მოთხოვნების აჩვენებს, დარღვევის როგორც წესი, ფაქტებს ასეთ შემთხვევებში სისტემატური ხასიათი აქვს. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  შეიცვალოს გარემოსდაცვითი გათვალისწინებული შეფასების საქმიანობების კოდექსის ზღვრული I და II დანართებით მაჩვენებლები ქვეყნის ტერიტორიის ფართობისა და სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით, მათ შორის, შემცირდეს/გაუქმდეს ურბანული განვითარების პროექტებთან დაკავშირებული მაჩვენებელი, ასევე, ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი საქმიანობა დაექვემდებაროს სკრინინგს;  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დადგინდეს პასუხისმგებლობა ამტვერებადი მასალის განთავსების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების წესების დარღვევისთვის, ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;  განაგრძოს და განახორციელოს ნამახვანჰესის თაობაზე აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა, მათ შორის, რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესწავლით და შესაბამისი დასკვნის მომზადებით. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  უზრუნველყოს ბუნებრივი ზედამხედველობის გაზის გამკაცრების შიდა მიზნით ქსელის უსაფრთხოებაზე განსახილველად წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების დროულად განხილვა და მიღება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს:  ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსესუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, 275 | საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს:  თითოეულ შემთხვევაში უზრუნველყოს გზშ-ს სისტემასთან დაკავშირებული რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება;  შეისწავლოს გზშ-ს ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები და ხარისხის გაუმჯობესების-კონტროლის მიზნით, შეარჩიოს ყველაზე ეფექტიანი ღონისძიებები და მათ დასანერგად გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება;  არ გასცეს პირობიანი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები, თუ პროექტი დამატებით კვლევებს საჭიროებს;  „ნებაყოფლობითი კოდექსის - ამიაკის გაფრქვევების შემცირების საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის“ დამტკიცების გასატარებელი მიზნით სავალდებულო საკანონმდებლო ღონისძიებები, 2021 წლის აქტად ბოლომდე დაასრულოს;  განახორციელოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში 2021 წლის ბოლომდე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს:  დროულად შეიმუშაოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და წარმართოს ყველა საჭირო პროცედურა პარლამენტის მიერ მის დასამტკიცებლად. სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:  2021 წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ კასპში, ქალაქ ფოთში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩაატაროს პრობლემური ობიექტების ინსპექტირება, ხოლო ინსპექტირების შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ, ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაწოდოს ინფორმაცია. 276 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 14. შრომის უფლება 14.1. შესავალი შრომის უფლება აღიარებული და დაცულია როგორც ქვეყნის კონსტიტუციით,751 ისე საერთაშორისო აქტებით752 და მისი დაცვა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია. 2020 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შრომის კანონმდებლობის რეფორმა. განსაკუთებით კი, შრომის ინსპექციისთვის შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის სრული მანდატის მინიჭება.753 2021 წლის 1 იანვრიდან სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს უკვე შეუძლია საქართველოს შრომის კოდექსითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევის გამოვლენის მიზნით, დამსაქმებლის თანხმობის გარეშე, სამუშაო ადგილების ინსპექტირება, და უფლებადარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციის გამოყენება. საქართველოს სახალხო დამცველი ინტენსიურად მიადევნებს თვალყურს ახალი მანდატის ფარგლებში სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობას. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2020 წლის 29 სექტემბერს პარლამენტის მიერ საქართველოს გაფართოვდა დისკრიმინაციის შრომის აკრძალვის კოდექსში შეტანილი ფარგლები, ცვლილებებით, დეტალურად გაიწერა წინასახელშეკრულებო ურთიერთობის, შვებულების მიღების, ღამის ცვლის, ცვლაში მუშაობის და ღამით მუშაობის, შესვენების დროის მომწესრიგებელი ნორმები და სხვ. განისაზღვრა სტაჟიორის ცნება და გაიწერა სტაჟირების მიზნის, ანაზღაურების და ხანგრძლივობის მომწესრიგებელი ნორმები. 2020 წელს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად შემოღებულმა მკაცრმა შემზღუდველმა ღონისძიებებმა პირდაპირი გავლენა იქონია საქართველოში შრომის უფლების რეალიზებაზე. ტურიზმის და მომსახურების სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებმა ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის შეჩერების ან/და შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირების შედეგად, დაკარგეს სამუშაო ადგილები. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში შეუნარჩუნდათ საქმიანობის უფლებამოსილება - შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სპეციალური ვალდებულებების შესრულება დაეკისრათ. სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (დღეს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური), სხვა უფლებამოსილ უწყებებთან ერთად, აქტიურად უწევდა მონიტორინგს 751 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26. 752 ევროპის სოციალური ქარტია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და სხვ. 753 საქართველოს კანონი ,,შრომის ინსპექციის შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3fs8JJJ > [1ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 277 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა სექტორისთვის დამტკიცებული რეკომენდაციების754 შესრულებას. 14.2. ახალი პანდემია და შრომითი უფლებები კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები ორ ეტაპად გატარდა, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში755 და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.756 შეზღუდვები გამოიხატა, მათ შორის, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებაში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ქვეყანაში შრომითი უფლებების რეალიზებაზე. დაწესებულმა შეზღუდვებმა სერიოზული გავლენა იქონია კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა შრომით უფლებებზე, უმუშევრობის შემწეობის არარსებობამ კი, ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი გახადა. რიგ ობიექტებს მოუწიათ საქმიანობის შეჩერება, რაც, ცხადია, აისახა იქ დასაქმებულ პირებზეც. გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროის მეშვეობით ვრცელდებოდა ინფორმაცია გარკვეული სამსახურებიდან თანამშრომელთა დაუსაბუთებელი ან/და კომპენსაციის გარეშე გათავისუფლებების, განუსაზღვრელი ვადით უხელფასო შვებულებებში გაშვების, ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთური სამუშაოს დაკისრების, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ცალმხრივად შეცვლის და სხვა შესაძლო დარღვევების თაობაზე. პანდემიასთან დაკავშირებული შემზღუდველი ღონისძიებები შეეხო საჯარო სექტორსაც, სადაც საქმიანობის დიდი ნაწილი დისტანციურად გაგრძელდა, თუმცა დაწესებული შეზღუდვების შედეგად საჯარო სექტორში შრომითი უფლებების შეზღუდვის ფაქტები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი არ გამხდარა. საქართველოს სახალხო დამცველს კერძო სექტორში შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, გარდა ისკრიმინაციის ფაქტებისა, არ გააჩნია პირდაპირი რეაგირების 754 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01 227/ო ბრძანება „ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავლენის თავიდან აცილების მიზნით რრეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის ბრძანება №01-56/ნ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, დანართი №1, მუხლი 1, პუნქტი 2. 755 საქართველოს მთავრობამ მიიღო №181-ე დადგენილება ,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“. 756 2020 წლის 22 მაისს ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოიცა ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №322 დადგენილება. 278 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესაძლებლობა.757 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რეგულაციებით, არც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს ჰქონდა შრომის უფლებების დაცვაზე (გარდა შრომის უსაფრთხოების ნორმების) ეფექტიანი ზედამხედველობის მანდატი და ამ პირობებში შრომითი უფლებების დაცვის ერთადერთ გზას დასაქმებულთათვის სასამართლოსთვის მიმართვა წარმოადგენდა. პანდემიის პირობებში ქვეყანაში სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის შენარჩუნების და ამავე დროს, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა.758 ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების, ბიზნეს სუბიექტებისთვის საქმიანობის გასაგრძელებლად ნებართვის ან ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულებაზე გამკაცრებული მონიტორინგის ფარგლებში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსდ გარემოსდაცვითი რეგიონების ზედამხედველობის მუნიციპალური დეპარტამენტის, ინსპექტირების და შემოსავლების საქართველოს სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ერთობლივად ჩატარდა 88 731 აქტივობა, მათ შორის, 67275 ცნობიერების ამაღლების მიზნით.759 მონიტორინგის შედეგად, საქმიანობის ნებართვა მოიპოვა 11 817-მა ობიექტმა, 3882 ობიექტზე არსებული მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს, ხოლო 5592 ობიექტი ვერ აღმოჩნდა მზად საქმიანობის გასაგრძელებლად. გარდა ამისა, პროტოკოლით განსაზღვრული ნორმების დარღვევისთვის დაჯარიმდა 151 ობიექტი. მოცემული მონაცემები მიუთითებს, რომ უფლებამოსილმა უწყებებმა ქვეყანაში არსებული პანდემიისას სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, აქტიური ზედამხედველობა გასწიეს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 22 მაისს, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, ამავე კანონის 453-ე მუხლის პირველი პუნქტის 757 საქართველოს ორგანული კანონი „სახალხო დამცველის შესახებ“, მუხლი 3, პუნქტი 1. 758 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01- 227/ო ბრძანება. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომ ენდაციების დამტკიცების თაობაზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის ბრძანება 01-56/ნ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, დანართი №1, მუხლი 1, პუნქტი 2. 759 სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის წერილი № 09/318. 279 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესაბამისად შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დელეგირების კონსტიტუციურობის საკითხზე (მითითებული ნორმით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დადგენის და ამ წესით საკარანტინე ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება, მთავრობას მიენიჭა. ერთ-ერთ საკარანტინე ღონისძიებად კი მიჩნეულ იქნა შრომითი უფლებების შეზღუდვა) იმსჯელა და მიიჩნია, რომ ორგანული კანონით გაუმართლებელი იყო შესაძლებლობაზე თავად რეგულირებული (თუნდაც საკითხების კანონით მოწესრიგება საკითხის კანონით მოწესრიგების კონკრეტული ორგანული კანონი მიუთითებდეს). საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკითხის ამგვარი მოწესრიგება შეუთავსებელია როგორც უფლებამოსილების დელეგირების ზოგად ფუნქციასა და მიზნებთან, ისე შესაბამისი კონკრეტული საკითხის ორგანული კანონმდებლობით მოწესრიგების კონსტიტუციურ ლოგიკასთან.760 14.3. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობა 2020 წელს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, გასულ წელთან შედარებით, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შრომის პირობების ინსპექტირება ბევრად ნაკლებ ობიექტზე (169 ობიექტი) ჩაატარა.761 თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონის მოქმედება, შრომით საქმიანობაზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს არ ვრცელდებოდა. ასევე, პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს სწორედ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უწევდა.762 „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 11.02.2021 წლის გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529. 761 2019 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 760 558 ობიექტი შეამოწმა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2PIr4as>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 762 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის ბრძანება 01-56/ნ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, დანართი №1, მუხლი 1, პუნქტი 2. 280 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დადებითად უნდა შეფასდეს საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექტორთა რაოდენობის ზრდა და სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.763 გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ პირთა რიცხვი, თუმცა ყველა შემოწმებულ ობიექტზე გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტი, რაც სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის კიდევ უფრო ინტენსიური საქმიანობის აუცილებლობაზე მიუთითებს. რაც შეეხება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, შრომითი კანონმდებლობის დარღვევის (გარდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა) ფაქტებთან დაკავშირებით, შეზღუდული მანდატის ფარგლებში ჩატარებულ ინსპექტირებებს, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მცირე ოდენობის ობიექტები შემოწმდა. შესაბამისად, მიღებული შედეგი, შესაძლოა, ვერ ასახავდეს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს. 14.3.1. შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების მდგომარეობა 2020 წელს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ ყველა ობიექტზე გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ინსპექტირების ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებელ ობიექტებზე, დამსაქმებლები ყველაზე ხშირად არ ცდილობენ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების გამოვლენას, მათგან მომდინარე რისკების შეფასებასა და მართვას, არ ტარდება სწავლება/ტრენინგები და ინსტრუქტაჟები, დასაქმებულები არ იყენებენ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს/ ხშირია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული ,,სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დარღვევის ფაქტები. 2020 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 39 და დაშავდა 249 ადამიანი. საწარმოო უბედური შემთხვევებიდან 2 მასობრივი ხასიათისაა, 57- მძიმე და 192 - საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდგომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა რაოდენობის მაჩვენებელი კლებულობს (2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 59, ხოლო 2019 წელს - 45 შემთხვევა გამოვლინდა),764 რაც, შეგვიძლია, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე საზედამხედველო 763 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 22 იანვრის №01/902 წერილი და სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის 12 მარტის #09/525 წერილი. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის 12 მარტის #09/525 წერილით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექტორის 112 საშტატო ერთეულია განსაზღვრული (აქედან 26 მიეკუთვნება ტერიტორიულ ერთეულებს) ინფორმაციის მიღების დროისთვის დასაქმებული იყო 54 შრომის ინსპექტორი. 764 იხ. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობის 2018-2019 წლების ანგარიშები, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2O52SPa >[ბოლოს ნანახია 25.02.2021]. 281 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ინსტიტუტის შექმნას765 და საქმიანობას, ან პანდემიის გამო შეჩერებულ სამუშაოებს დავუკავშიროთ. 59 45 39 2018 2019 2020 სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა რაოდენობის მაჩვენებელი სამუშაო ადგილზე დაშავებულთა ყველაზე მრეწველობის სექტორში ფიქსირდება. 766 მეტი რაოდენობა დამამუშავებელ უწყების ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას გამოვლენილი შეუსაბამობებისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა პირველადი ინსპექტირებისას ყველა შემთხვევაში ადმინისტრაციული დარღვევების სახდელის სახე გამოსასწორებლად - გაფრთხილება გონივრული ვადა გამოიყენა განუსაზღვრა. და ობიექტებს განმეორებითი ინსპექტირების შედეგად შემოწმებული ობიექტების 8%-ს სრულად ჰქონდა აღმოფხვრილი შეუსაბამობები, სხვა ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობის გამოსასწორებლად ვადა განესაზღვრათ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემოწმებულ ობიექტებზე სხვა სანქციებთან ერთად, კრიტიკული შეუსაბამობისთვის სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება 103 შემთხვევაშია გამოტანილი.767 ზემოაღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ დამსაქმებლები დასაქმებულთა და სხვა პირთა შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სათანადოდ არ მიმართავენ პრევენციულ ღონისძიებებს, ამიტომ, მოსალოდნელი საფრთხეების მაქსიმალურად შესამცირებლად, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს კიდევ უფრო ინტენსიურად მართებს ინსპექტირების ჩატარება. საქმიანობის დასრულდეს სსიპ ეფექტიანად შრომის შესასრულებლად, ინსპექციის სამსახურის, აუცილებელია, დროულად განსაკუთრებით კი, მისი ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტება. 765 ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 27, ნაწ. 2. 766 რამდენიმე უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევის პროცესი და შეიძლება მითითებული მონაცემები შეიცვალოს, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის წერილი № 09/318. 767 იქვე. 282 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 14.3.2. ზედამხედველობა შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობაზე 2020 წელს შრომის უფლებების მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე ხშირი დარღვევა დასაქმებულებისთვის ხელფასების გაუცემლობა იყო. ასევე, დარღვევათა 12% დასაქმებულთან შეთანხმების გარეშე შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლას ეხება. უფლებამოსილი საზედამხედველო უწყების მიერ დამსაქმებელი კომპანიის თანხმობის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგისას, ასევე გამოიკვეთა შემთხვევები, როცა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, დასაქმებულებზე არ გაცემულა კუთვნილი ანაზღაურება, დარღვეული იყო შვებულების აღების წესი, დასაქმებულები არ იცნობდნენ ხელშეკრულების შინაარსს, სამსახურის შინაგანაწესს, არ იყო ანაზღაურებული ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები. თითოეულ შემოწმებულ ობიექტზე გაიცა შესაბამისი სარეკომენდაციო ხასიათის მითითება, რაც მხოლოდ ორმა კომპანიამ გაითვალისწინა.768 იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გავრცელებული პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიზეზით ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია კერძო სექტორში შრომითი უფლებების დარღვევის (განუსაზღვრელი ვადით თანამშრომელთა უხელფასო შვებულებაში გაშვება, დაუსაბუთებელი ან/და კომპენსაციის გაუცემლად გათავისუფლების შემთხვევები, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ცალმხრივად შეცვლის ფაქტები, ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურად შესასრულებელი სამუშაოს დაკისრება და სხვ.) ფაქტებთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე მხოლოდ 32 საჩივარია აღრიცხული.769 საჩივრების სიმცირე, შესაძლოა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სუსტი მანდატით ყოფილიყო გამოწვეული, კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრამდე, შრომის უფლებების დაცვაზე საზედამხედველო უწყებას დამსაქმებელი კომპანიის თანხმობის გარეშე არ შეეძლო შრომის უფლებების (გარდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა) დაცვის მდგომარეობაზე მონიტორინგის ჩატარება და მისი ჩატარების შემთხვევაშიც, მხოლოდ შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლებოდა. 2020 წელს საზედამხედველო უწყებამ 14 კომპანია (დამსაქმებლები, რომლებმაც თანხმობა გამოხატეს მონიტორინგის ჩატარებაზე) შეამოწმა. ამათგან 6 კომპანია ჯანდაცვის სექტორში საქმიანობს, 3 საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროს მიეკუთვნება, 2 სამშენებლო სამონტაჟო კომპანიას, დანარჩენი კი - წარმოების და მომსახურების სექტორს. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს 768 იქვე. 769 სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის წერილი № 09/318. 283 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების770 შედეგად შრომის ინსპექციისთვის სრული მანდატის მინიჭებას, საზედამხედველო უწყება ეფექტიანად გამოიყენებს. ასევე, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება. რეკომენდაციები სსიპ შრომის ინსპექციას:  დროულად დაასრულოს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის, მათ შორის, მისი ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტება;  დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აწარმოოს ეფექტიანი საინფორმაციო ხასიათის კამპანია შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული მანდატის შესახებ. 770 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე,” ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3fs8JJJ >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 284 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 15. ჯანმრთელობის დაცვის უფლება 15.1. შესავალი ახალმა კორონავირუსმა კაცობრიობა დიდი საფრთხის წინაშე დააყენა და მასთან გამკლავება ყველა ქვეყნის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახდა. 2020 წელს, საქართველოში, პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობა, და ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის კუთხითაც, კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება შექმნა. გარდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული არაერთი სირთულისა, რაც დაკავშირებული იყო პაციენტთა გაზრდილი ნაკადების ეფექტიან მართვასთან, ხარისხიანი და დროული სამედიცინო მომსახურების გაწევასთან, მოსახლეობისათვის სრულყოფილი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებასა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად გატარებასთან, ჯანდაცვის სექტორი სხვა ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა. კერძოდ, კვლავ პრობლემა იყო პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობა, პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მწვავედ გამოვლინდა მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო პერსონალის სიმცირე. გატარებული რიგი ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გართულებული იყო მოსახლეობის წვდომა ხარისხიან და იაფფასიან მედიკამენტებზე, ასევე არ შემუშავებულა ერთიანი სახელმწიფო პროგრამა ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ, მათ შორის, პრევენციის და რეაბილიტაციის მიმართულებებით. პანდემია 15.2. ახალი კორონავირუსი და ჯანდაცვის სისტემა მძიმე ტვირთია ნებისმიერი სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემისთვის. მსოფლიოში ჯანმრთელობის სისტემები და სოციალური პროგრამები ათწლეულების განმავლობაში დასუსტებული და გამოფიტული იყო არასაკმარისი ინვესტიციების გამო და ამიტომ, პანდემიაზე რეაგირებასაც, მისი სიმძაფრისა და ხანგრძლივობის 771 გათვალისწინებით, თან ახლდა მრავალი პრობლემა. მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. 2020 წლის გაზაფხულზე 772 ღონისძიებების 771 გაეროს შედეგად, ეკონომიკურ, საქართველოს 2020 სოციალურ წლის და ხელისუფლების მიერ გაზაფხულ-ზაფხულის კულტურულ უფლებათა გატარებული პერიოდში კომიტეტის ახალი განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3sEyvOK>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 772 შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციული შტაბი, რომელშიც მონაწილეობდა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. ოპერაციული შტაბის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს დაევალა საგანგებო მდგომარეობის ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე მართვის სქემის შემუშავება. შემუშავებული სქემის შედეგად, საქართველოს 10 რეგიონში ჩამოყალიბდა ადგილობრივ დონეზე შტაბები, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2QSfwlM >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 285 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დაბალი იყო, ეპიდსიტუაცია მართვადი და პროგნოზირებადი, თუმცა შემოდგომიდან მკვეთრად იმატა ახალმა შემთხვევებმა, ასევე გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.773 მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, პანდემიის გავრცელების პირველივე ეტაპზე გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომლებიც უკავშირდებოდა როგორც მედიკამენტებზე, ისე სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობას. ხარვეზებით მიმდინარეობდა ცალკეული სამედიცინო სახელმწიფო პროგრამები. 774 საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებითაც ჯანმრთელობის მომსახურების სერვისებით დეფიციტი უზრუნველყოფა, (დიაგნოსტიკური ჩამოთვლილ პრობლემებს გამოეხმაურა. შეფერხებული იყო რამაც აუცილებელი სამედიცინო ტესტები, ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, სამედიცინო პერსონალის პირადი დამცავი საშუალებები, სამედიცინო პირბადეები) გამოიწვია. თუმცა მისასალმებელია, რომ ეს ხარვეზები იმ დროისთვის სახელმწიფომ ეტაპობრივად აღმოფხვრა. პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მათ შორის, სწორი და უტყუარი სტატისტიკური მონაცემები) მარტივად იძებნებოდეს, შესაძლებელი იყოს მისი მიღება და გავრცელება. ამასთანავე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ არ უნდა დაარღვიოს პირადი ჯანმრთელობის მონაცემების დამუშავების კონფიდენციალურობის უფლება. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური საინფორმაციო სამთავრობო ვებგვერდის www.StopCov.ge ამოქმედება და მასზე ვირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის განთავსება. მიუხედავად ამ ახალი პორტალის ამოქმედებისა, სახალხო დამცველის მოსაზრებით, იმ პერიოდისთვის, ისევე როგორც დღეს, მნიშვნელოვანია შემუშავდეს მრავალმხრივი, საშუალებები, რომლითაც მტკიცებულებებზე მოსახლეობას კიდევ დაფუძნებული უფრო საკომუნიკაციო ინტენსიურად მიეწოდება ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი და თავიანთი ოჯახები პანდემიის პერიოდში. ეროვნული, კომუნიკაციის რეგიონული სპეციალისტებმა და ადგილობრივი ყურადღება უნდა დონის ჯანმრთელობის გაამახვილონ მოქნილი, სიცოცხლისუნარიანი საინფორმაციო ქსელის შექმნაზე, რათა მოსახლეობასა და სამიზნე ჯგუფებს მუდმივად მიეწოდებოდეს განახლებული ინფორმაცია რისკის შესახებ. 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში/თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, შეიქმნა მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი, ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“, რომელიც დღესაც განაგრძობს საქმიანობას. მას ევალება უზრუნველყოს პაციენტების დისტანციური მეთვალყურეობა, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების 773 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2PozX9x >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 774 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2XzsqFa>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 286 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შემთხვევაში, დაუყოვნებლად გაუწიოს სათანადო რეაგირება.775 „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას იღებს 112-ის ცენტრიდან. ამ კლინიკის ამოქმედებისთანავე, პაციენტების განცხადებით, მათთვის, საკომუნიკაციო არხის „მოლოდინის რეჟიმში“ ხანგრძლივი ყოფნის გამო, საკმაოდ რთული იყო პირველადი სატელეფონო ზარის განხორცილება. სახალხო დამცველის აპარატისათვის უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, იმ პერიოდისთვის დაყოვნების საშუალო დრო იყო 314 წამი (დაახლოებით 5 წუთი).776 2020 წელს მოქმედი სტანდარტის777 თანახმად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევალებოდა მყისიერი რეაგირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-დან შემოსულ გამოძახებებზე და გამოძახება არაუმეტეს 2 წუთში უნდა გადაეცა ტერიტორიულად უახლოესი თავისუფალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისათვის. თუმცა, მისამართზე მისვლის დრო (სასწრაფოს ბრიგადისთვის გამოძახების გადაცემიდან პაციენტამდე მისვლის დრო), როგორც 2020 წელს მოქმედი სტანდარტით, ისე ამ ეტაპისთვისაც, არ არის პროტოკოლით განსაზღვრული და დამოკიდებულია ბრიგადის განთავსების ადგილიდან მისამართამდე გასავლელ მანძილზე. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, როცა მაღალი იყო ახალი ინფიცირებულების გამოვლენის დღიური მაჩვენებელი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდინფიცირებულ/შესაძლო კოვიდინფიცირებულ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლის დრო, აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, განსხვავდებოდა რაიონების/გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით და საშუალოდ 38 წუთს 778 შეადგენდა. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება779, პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი დამძიმებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე შეეჩერებინა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ ცალკეულ სამედიცინო სერვისებზე სახელმწიფო 775 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3m7O2nI>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 776 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, ,,112“-ის დირექტორის 2020 წლის 11 ნოემბრის №2940656 ბრძანება. 2020 წლის 13 ივლისის №12-65/ო ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის გამოძახებათა მართვისა და ჰოსპიტალიზაციის სამმართველოს (სადისპეტჩეროს) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამუშაო სტანდარტის განსაზღვრის შესახებ) ფარგლებში“. 778 სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წერილი 777 №12/3964 22.12.2020. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №688 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 779 287 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაფინანსება. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგულისხმოა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებები „...COVID19-ს ხანგრძლივი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე...], [...28 მილიონი დაგეგმილი ოპერაცია შეიძლება გაუქმდეს COVID-19 პანდემიის პიკური პერიოდიდან 12 კვირის განმავლობაში. კვლევამ აჩვენა, რომ ოპერაციების შეჩერების ყოველი დამატებითი კვირა 2.4 მილიონ გაუქმებას უკავშირდება. გადაიდო ან გამოსწორებას გაუქმდა კიბოს შეიძლება 45 გლობალური კვირა ოპერაციების დასჭირდეს. ამ 38%. ხარვეზის მასშტაბით გეგმური ოპერაციების გაუქმება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს პაციენტებზე და ექნება კუმულატიური, პოტენციურად დამანგრეველი შედეგი მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის სისტემებზე. დროში მგრძნობიარე გეგმური ოპერაციების შეფერხებამ, როგორიცაა კიბო ან ტრანსპლანტაციის ოპერაცია, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გაუარესება, ცხოვრების ხარისხის გაუარესება და სიკვდილიანობა გლობალური მასშტაბით, გეგმური პროცედურების გაუქმება ან გადადება იწვევს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის წყვეტას. საავადმყოფოების მძიმე არჩევანის შედეგად, სოციალურად დაუცველი და მარგინალი ადამიანები ჯანმრთელობის უთანასწორობის გაუარესებას განიცდიან...]“.780 მსგავსი შეზღუდვებით შემთხვევაში მოსახლეობას სასიცოცხლო ფაქტობრივად მნიშვნელობის შეეზღუდა სამედიცინო მისთვის სერვისებზე ხშირ ფინასური ხელმისაწვდომობა და საფრთხე შეექმნა მის ჯანმრთელობას. პანდემიის დროს ზემოაღწერილ პრობლემებთან ერთად, განსაკუთრებით საგულისხმო იყო 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის და მკურნალობის შემთხვევები და ცალკეულ შემთხვევაში პაციენტების გარდაცვალება.781 სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებელია ამ ტიპის ყველა შემთხვევის სწრაფად და ეფექტიანად შესწავლა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, სისტემური რეკომენდაციების შემუშავება COVID-19-ის შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე. ამ ამოცანის შესასრულებლად, მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ექსპერტთა ჯგუფის782 შექმნა, რომელსაც ევალებოდა და ამ ეტაპისთვისაც ევალება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევების კლინიკური აუდიტი და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, მეთოდოლოგიის და რეკომენდაციების შემუშავება ახალი შემთხვევების მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ამ ჯგუფის მიერ სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის შესაკავებლად და შემთხვევების სრულყოფილად სამართავად. სამწუხაროდ, მიუხედავად 780 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3e25WpW>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 781 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3kHmq88>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 782 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 სექტემბრის № 01-482/ო ბრძანება. 288 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მცდელობისა, ამ ჯგუფის მიერ გამოვლენილი პრობლემების და შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.783 ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების დროულად გაზიარება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ისე, საჯაროდ, საზოგადოებისთვისაც. სახალხო დამცველი ამ საკითხს 2020 წლის 5 დეკემბერსაც გამოეხმაურა განცხადებით.784 გარდა ზემოაღნიშნული კომისიის და ექსპერტების ზოგადი ხასიათის რეკომენდაციების შემუშავებისა, სახალხო დამცველის შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სამინისტრომ სრულყოფილად შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა სამედიცინო პერსონალის მხრიდან ადგილი დარღვევებს სამედიცინო მომსახურების გაწევისას და მოჰყვეს შესაბამისი ინდივიდუალური რეაგირება ყველა იმ შემთხვევას, როცა ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახები მათი ოჯახის წევრების დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე მიუთითებდნენ. გარდა ამისა, ამ საკითხის მიმართ ძალიან მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ გატარებული ღონისძიებებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ, საზოგადოებასაც მიაწოდოს ინფორმაცია. ამ ეტაპისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ პანდემიის შეჩერების მიზნით სწრაფი და დროული ზომების გატარება განაგრძოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აღიარებული პრინციპების და სტანდარტების გათვალისწინებით. ამავე დროს, სადღეისოდ არსებული მტკიცებულება მიუთითებს, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ვაქცინისადმი მიმღებლობა 55%-სა (რუსეთი) და 90%-ს (ჩინეთი) შორის მერყეობს,785 ხოლო საქართველოში ჯანმოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56% თანახმაა ვაქცინაციაზე, თუ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და რეკომენდებული,786 რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამდენად, ამ ეტაპისათვის, პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესია დროული და ეფექტიანი ღონისძიებებიც ცნობიერების ამაღლებისა და მოსახლეობის ვაქცინაციის შესახებ ინფორმირების კუთხით. 783 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი №01/1862 10.02.2021. 784 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3cA7Qgb>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 785 Lazarus, J.V., Ratzan, S.C., Palayew, A. et al. A global survey of potential acceptance of a COVID-19 vaccine. Nat Med (2020), ხელმისაწვდომია:< https://go.nature.com/3fuRaZl>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 786 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის განკარგულება №67 „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“, 46. 289 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 15.3. პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები პანდემიის პირობებში ჯერ კიდევ 2019 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით შემუშავდა დოკუმენტი,787 რომელიც მოსახლეობისთვის შეეხებოდა სამედიცინო საყოველთაო სერვისებზე ჯანდაცვის პროგრამის ხელმისაწვდომობის როლს გაუმჯობესებაში. გაცემული რეკომენდაციები ითვალისწინებდა მიწოდებული სამედიცინო სერვისების მოცულობის გაზრდას, რაც მოიცავდა უფრო მეტ პრევენციულ, ადამიანზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზებას და ექთნების ფუნქციური შესაძლებლობების გაზრდას პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შესრულების კონტროლის ნაკლებობა და არათანმიმდევრული გადახდის წახალისება აზიანებს სისტემის მთლიან შესაძლებლობებს. გარდა ამისა, მედიკამენტებზე ჯიბიდან მაღალი გადასახადები არაპროპორციულად აისახა უღარიბეს მოსახლეობაზე, რამაც გამოიწვია სიღარიბის მომატება და ზოგჯერ ჯანმრთელობის კატასტროფული დანახარჯები. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის საგრძნობლად გაზრდის ფონზე788, პირველადი ჯანდაცვის რგოლის უკეთ მუშაობას საკვანძო როლი მიენიჭა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ გატარებული რიგი ღონისძიებების, მათ შორის, ახალი პროტოკოლების შემუშავების, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების პერსონალის სწავლების, მიუხედავად, ჯანდაცვის მიმართულებით, პირველადი ჯანდაცვის სფეროს რეფორმირება და ამ კუთხით როგორც მენეჯმენტის სრულყოფა, ისე გამართული ინფრასტრუქტურის და პერსონალის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მაინც გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებები და ამავე დროს, გაძლიერდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაუდებელი ჯანმრთელობის სერვისები. 15.4. მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო კადრები პანდემიის გავრცელების პირობებში მკვეთრად გამოიკვეთა კვალიფიციური ექიმების საჭიროება და ექთნების დეფიციტი. საქართველოში ერთ ექიმზე მხოლოდ 0.6 ექთანი მოდის, ხოლო ევროპის ქვეყნებში - 2-დან 5-მდე ექთანი. შედეგად, ქართველი ექიმები ევროპული ქვეყნების კოლეგებთან შედარებით 3-5-ჯერ ნაკლებად პროდუქტიულები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებ პაციენტს ემსახურებიან.789 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობს და მათი 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. არც კერძო და არც სახელმწიფო დონეზე არ არსებობს სამედიცინო 787 პირველადი ჯანდაცვა საქართველოში: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3pEgJts>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 788 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2NBiiub>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 789 კვლევა - ჯანდაცვის სექტორი საქართველოში 2020, „გალტ ენდ თაგარტის" ("Galt & Taggart") ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3jvXX52>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 290 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაწესებულებებში დასაქმებულთა სამუშაოს სიმძიმისა და დატვირთვის შესახებ რეგულაცია.790 ახალი კვლევის თანახმად, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 2020 წელსაც იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რასაც 2019 წელს აწყდებოდა,791 თუმცა პანდემიამ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. პანდემიის და კრიზისების დროს ექთნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირებაში, ისინი უშუალოდ (ექიმებთან ერთად) ეხმარებიან პაციენტებს და ამცირებენ ინფექციური დაავადებების ზემოქმედების რისკს. ექთნების გამოცდილება და სამუშაო პირობებით კმაყოფილება მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების ხარისხიანად მისაწოდებლად. ექთნების რაოდენობის სიმცირე კი უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემასა და პაციენტისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე. საექთნო ადამიანური რესურსის განვითარებისა და განათლების სრულყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილია „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო“, ასევე აღსანიშნავია, დამტკიცდა საექთნო რომ წლის 2020 საქმის სტრატეგია792, განვითარების განმავლობაში საბჭოს არანაირი თუმცა აქტივობა არ განუხორციელებია და საჭიროებს თვისობრივ განახლებას. შესაბამისად, საექთნო ადამიანური რესურსის სფეროში მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის გატარება, კვალიფიციური და მოტივირებული საექთნო პერსონალით მოსახლეობის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, კვლავ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით, მნიშვნელოვანია საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს გააქტიურება, ასევე აუცილებელია ექთნების/ფერშლის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტების დროულად შემუშავება, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება. 793 15.5. პაციენტის უფლებები სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და სამედიცინო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას და პაციენტთა ნდობის ამაღლებას.794 პაციენტის აზრი და კმაყოფილება ის კრიტერიუმია, 790 „სოლიდარობის ქსელის“ კვლევა „ექთნების შრომის პირობები საქართველოში”, თბილისი, 2019. 791 „სოლიდარობის ქსელის“ კვლევა „ექთნების სექტორული მინიმალური ხელფასები”, თბილისი, 2021. 792 საქართველოს მთავრობის დადგენილება №334 „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“. 793 სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 282. 794 Wilson L. and Goldschmidt P. Quality Management in Health Care. McGraw Hill Book Company, Sydney. 1995; 1-731: Fiscella K., Meldrum S. et al. Patient trust: is it related to patient-centered behavior of primary care physicians? J.Med.Care. 2004; 42(11):1049-1055. 291 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რომლითაც ფასდება გაწეული მომსახურების ხარისხი და, ამავე დროს, სამედიცინო მომსახურებას პაციენტის თვალთახედვით ასახავს. სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2017 წლის ანგარიშში აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების საბჭოში მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა დროში ჭიანურდება, მოქალაქეებს ასევე არ აქვთ საშუალება, 795 მონაწილეობა განხილვა/შესწავლის პროცესში. უწყებას რეკომენდაცია პროფესიული განვითარების მიეცა. ხარვეზის მიიღონ განცხადების გამოსწორების საბჭომ ხარვეზი თაობაზე ნაწილობრივ გამოასწორა. 2020 წელს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ796 სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან“ სარეცენზიო მომსახურება შეისყიდა, ხელშეკრულების შესრულებას კონტროლს ინსპექტირების ჯგუფი უწევდა.797 თუმცა სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“ დასკვნების არასრულყოფილად წარდგენის ან გაჭიანურების გამო, რამდენჯერმე დაჯარიმდა და განცხადება-საჩივრების განხილვის ვადების გაჭიანურება კვლავ პრობლემად დარჩა. მნიშვნელოვანია, სააგენტოში საქმისწარმოების პროცედურა იმგვარად წარიმართოს, რომ პაციენტთა განცხადება/საჩივრების განხილვა ემყარებოდეს მათი უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას და სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტას. 15.6. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლად, ჯანმრთელობის შენარჩუნება ან ავადობის დაძლევა წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში 2 მილიარდ ადამიანს არ მიუწვდება ხელი ძირითად სამკურნალო საშუალებებზე.798 მედიკამენტების მაღალი ღირებულება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ გაჭირვებულ ადამიანებს არ შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტებზე უკეთესმა წვდომამ, შეიძლება წელიწადში 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს მთელ 799 მსოფლიოში. საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ფასები 9.7 პროცენტით არის გაზრდილი.800 სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ კონკურენციის სააგენტოს, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის გამოვლენის და მონიტორინგის 795 სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2018, 218. 796 სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ახორციელებს პროფესიული განვითარების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 797 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №2020-12/ბ, 10 თებერვალი 2020 წ. 798 ხელმისაწვდომია; < https://bit.ly/3sDYWUI>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 799 Report of the Special Rapporteur on the right of everyone to the enjoyment of the highest attainable standard of physical and mental health, 11 August 2008, A/63/263, p.15. 800 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/39wZ5Sa >[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 292 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება დაევალა801. გეგმის თანახმად, 2020 წელს უნდა შეფასებულიყო ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტული გარემო, ასევე, წლის ბოლოსთვის უნდა დანერგილიყო ფარმაცევტული პროდუქტების ფასების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმა. თუმცა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა გარემოებებმა გაართულა დონორებთან ურთიერთობისა და პლატფორმის დანერგვის ტექნიკური პროცესი და სამოქმედო გეგმის შესრულების ვადამ 2021 წლის ბოლომდე გადაიწია.802 სახალხო დამცველის შეფასებით, ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტული გარემოს შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის და ფარმაცევტული პროდუქტების ფასების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის დანერგვის დროში გაჭიანურება ნეგატიურ გავლენას ახდენს სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ფასის დასარეგულირებლად ქმედითი და დროული ღონისძიებების გატარების ეფექტიანობაზე. 2017 წლიდან ხელისუფლებამ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა.803 დარგის ექსპერტების მიერ პროგრამის მიმოხილვამ804 ცხადყო, რომ სახელმწიფო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარების ხარისხიან, უსაფრთხო, ეფექტიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას. 805 შესაბამისობის აუდიტის აუდიტის და რაციონალურად შერჩეულ სამსახურის იმავე პროგრამის რეკომენდაციები მედიკამენტების შესყიდვის, ლოგისტიკური მომსახურების და ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდას მიემართება. მკურნალობის პროცესში გამოყენებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხი, ეფექტიანობა და უსაფრთხოება ის მაჩვენებლებია, რომლებიც სხვა, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად განსაზღვრავენ მკურნალობის ხარისხს, ხანგრძლივობასა და, საბოლოო ჯამში, სამედიცინო მომსახურების ხარისხს. წლებია, სახელმწიფო ცდილობს, ფარმაცევტული ბაზარი ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო 801 საქართველოს პარლამენტის დადგენილება №3148-რს „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“. 802 სსიპ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წერილი №02/33 803 02/02/2021. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №209 დადგენილება „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მიმოხილვა. თ. ტურძილაძე, 2020 წ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3trIrv>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 805 სახელმწიფო აუდიტის სამსახური, -ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით 804 უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის ანგარიში, 2020, ხელმისაწვდომია; <https://bit.ly/3oVs1bw>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 293 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საშუალებისაგან დაიცვას.806 გადაიდგა ნაბიჯები ფარმაცევტული პროდუქტებისა და აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საბაზო სტანდარტების დასანერგად. 2019 წლის 1 ივლისიდან, ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების ნებართვა ან დამატებითი საქმიანობისთვის ნებართვა მხოლოდ საწარმოს საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტისადმი შესაბამისობის დადგენისა და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში გაიცემა. ამასთანავე, ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელი ვალდებულია, 2022 წლის 1 იანვრიდან, წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) საერთაშორისო სტანდარტით უზრუნველყოს. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სრულყოფილად აღსრულება კვლავ პრობლემურია. უარყოფითად უნდა შეფასდეს სტანდარტის ამოქმედების ვადების რამდენჯერმე გადაწევა (ეს ვალდებულება ჯერ 2018 წლის, ხოლო შემდეგ 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა). 807 15.7. ონკოლოგიური ონკოლოგიურ პაციენტთა უფლებები დაავადებები ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ევროკავშირის მასშტაბით, ყოველწლიურად 3.5 მილიონ ადამიანი ებრძვის კიბოს დაავადებას, 1.3 მილიონი კი ამ დაავადების შედეგად იღუპება,808 მსოფლიოში კიბოთი გარდაცვალების 70%-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი რესურსები კიბოს თავიდან აცილების, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ღონისძიებათა კუთხით. საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტთა საჭიროებების უზრუნველყოფა რამდენიმე განსხვავებული დიზაინის და ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ხდება.809 დადებითად უნდა შეფასდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაქირურგიული მკურნალობისა და ონკოლოგიური მედიკამენტებით 806 საქართველს მთავრობის დადგენილება №262, 2020 წლის 24 მარტი, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“. 807 პროდუქტის წარმოების ნაციონალური GMP-ის (EC-GMP) სტანდარტის დანერგვის სტრატეგიული გეგმა დამტკიცდა მხოლოდ 2018 წელს ადგილობრივ არსებულ საწარმოებში საქართველოს ნაციონალური GMPის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის სავალდებულო დანერგვამდე საქართველოს მთავრობის მიერ, 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილება (№349; 16.11.2010 წ.) 2016 წლის 1 იანვრისთვის GMP სტანდარტის სავალდებულო წესით ამოქმედებასთან დაკავშირებით, გადავადდა ჯერ 2018 წლის, ხოლო შემდეგ, იმავე მიზეზით, 2022 წლის 1 იანვრამდე. 808 Europe's Beating Cancer Plan 2021, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3cW73a7>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 809 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა; რეფერალური მომსახურება; დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი; ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა; ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამები. 294 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მკურნალობისთვის ასანაზღაურებელი თანხის გაზრდა, რომლის ფარგლებშიც810, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა. ასევე, საბაზო, მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ.) და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეებს, ნაცვლად 12 000 ლარისა, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 20 000 ლარის ღირებულების სერვისი. ასაკობრივი (0-5 წლის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შშმ პირები, სტუდენტები) პაკეტის მოსარგებლეებისთვის ნაცვლად 15 000 ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარს გაუტოლდა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო არ იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას და დღემდე არ იღებს ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიან სახელმწიფო პროგრამას, რომლის არსებობა და ეფექტიანად მართვა არსებითად გააუმჯობესებდა ონკოლოგიური პაციენტების (სპეციალური სტატუსის მიუხედავად) მკურნალობას და წამლებზე წვდომას, ასევე გააჩენდა კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას.811 გვერდითი 812 საკითხიც. მოვლენების გარდა ამისა, ამ ცალკეული პროგრამების მიღმა რჩება მართვის და ფსიქოლოგიური სერვისების დაფინანსების აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგრამები არ უზრუნველყოფენ სპეციალური სტატუსის არმქონე პაციენტის საჭიროებების სრულ ანაზღაურებას, რაც, ბენეფიციარის ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, არათანაბარ და განსხვავებულ მიდგომას წარმოქმნის. პაციენტებს, სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი ტარიფის შესავსებად, თავად უწევთ დამატებითი თანხის მოძიება. 15.8. ნარკოპოლიტიკა მკაცრი და სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით ჩანაცვლება, რაზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო ანგარიშებში,813 კვლავ გამოწვევად რჩება. 2021 წლის 5 მარტს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა 810 და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესული საქართველოს მთავრობის 2020. წლის 21 აგვისტოს დადგენილება №520 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 811 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 283. 812 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019,, 196. 813 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 199-201; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 285 – 286. 295 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ცვლილებებით,814 8 ნარკოტიკული ნივთიერებისათვის მცირე ოდენობები განისაზღვრა. კანონის მანამდე მოქმედი რედაქცია ამ ნარკოტიკული საშუალებებისათვის არ განსაზღვრავდა მცირე ოდენობებს, რის გამოც მათი ნებისმიერი უმცირესი რაოდენობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევდა. ამ თვალსაზრისით, მიღებული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების განსასაზღვრად კანონმდებელმა აიღო ეპიზოდური მომხმარებლის ერთჯერადი დოზა, რის გამოც რეგულარული მომხმარებლები მის მიღმა დარჩნენ და ყველა ჯერზე სისხლის სამართლის დამნაშავეებად ჩაითვლებიან. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შეცვალოს მიდგომა როგორც ამ კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებებთან, ისე სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებითაც და მცირე ოდენობებად განსაზღვროს რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზა. ასეთი სიღრმისეული ცვლილება საშუალებას მოგვცემს, მკაცრი და დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით ჩავანაცვლოთ, ხოლო ნარკოდამოკიდებული განიხილებოდეს პაციენტად და არა სისხლის სამართლის დამნაშავედ. აღსანიშნავია, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია აღიარებს ადამიანის უფლებებზე საშუალებების დაფუძნებული ოდენობების მიდგომის განსაზღვრის საჭიროებას.815 კონტექსტში, ამაში ნარკოტიკული იგულისხმება კანონმდებლის მიერ დღემდე გამოყენებული ფორმულის ცვლილება და ეპიზოდური მომხმარებლების ერთჯერადი დოზის ნაცვლად რეგულარული მომხმარებლების დღიურ დოზაზე ორიენტირება. გასული წლის ანგარიშში, სახალხო დამცველი მიუთითებდა საერთო სასამართლოების პრობლემურ პრაქტიკაზე ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, კერძოდ კი, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას მტკიცების დაბალი სტანდარტის არსებობაზე. ამ მხრივ, საანგარიშო წელს მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება,816 რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ 814 საქართველოს კანონი „ნარკოტიკული გამამტყუნებელი განაჩენის დაადგინა, საშუალებების, გამოტანის რომ გადაუდებელი ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე., ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3llEF3r > [ბოლოს ნანახია 16.03.2021]. 815 ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. გვ. 5. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3lz17Gx> [ბოლოს ნანახია 16.03.2021]. 816 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე, „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3bR4chO > [ბოლოს ნანახია 16.03.2021]. 296 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სამართალდამცავები ვალდებულები არიან, გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა. ამავე დროს, უშუალოდ ოპერატიული ინფორმაციის მიღმა, უნდა არსებობდეს სხვა ფაქტი თუ ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკის დასაბუთებულობაზე მიუთითებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შემოიტანა, ის არის, რომ სავალდებულო გახადა, უშუალოდ ჩხრეკის ჩატარების პროცესი და მოპოვებული მტკიცებულება, გამყარებული იყოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით, იქნება ეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ამ საგამოძიებო მოქმედებაზე ნეიტრალური დამსწრე პირის ჩვენება, თუ სხვა ობიექტური მტკიცებულება. სხვა შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა დაიშვას.817 სახალხო დამცველი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია სამართლიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით (რეგისტრაციის № 697)818 მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებითაც პოლიციის თანამშრომლებს მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, პირი, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე შემოწმების მიზნით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანონ საექსპერტო დაწესებულებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა არგუმენტები, რომლებიც ასაბუთებენ მოქმედი წესის არაკონსტიტუციურობას ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. სხვა საკითხებიდან აღსანიშნავია, რომ ნარკოტესტირების შემთხვევაში იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილი თავისუფლების გარანტია, ასევე, პირის უფლება, არ მისცეს თავისი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, რადგან მას უწევს თავისი ბიოლოგიური მასალის სწორედ მის მაინკრიმინირებლად გამოყენება. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, გადაწყვეტილება კვლავ არ არის გამოტანილი. გასულ წლებში სახალხო დამცველი მხარს უჭერდა 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობითა და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) მიერ 817 საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 1 ივლისამდე განუსაზღვრა საქართველოს პარლამენტს ვადა, რათა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ჩხრეკის შედეგად მოპოვებული უკანონო ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნის დადასტურებას სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებით, გარდა ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელის ჩვენებისა. 818 საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ კონსტიტუციურობის თაობაზე, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/38KdpGQ> [ბოლოს ნანახია 16.03.2021]. 297 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ინიცირებულ კანონპროექტს, რადგან იგი ყველაზე მეტად იყო თავსებადი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებთან. სახალხო დამცველმა კანონპროექტის დროული განხილვისა და მიღების მიზნით, წინა წლის საპარლამენტო ანგარიშებში, წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.819 სამწუხაროდ, საქართველოს 2021 წლის 18 თებერვლის პარლამენტის დადგენილებიდან820 ირკვევა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს, 2020 წლის მოწვევის პარლამენტი აღარ განიხილავს, ვინაიდან მიზანშეწონილად არ ცნო მისი განხილვის გაგრძელება. შესაბამისად, ამ კანონპროექტის განხილვის პროცესი პარლამენტში დასრულებულია. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები ჩამოყალიბდეს არა ეპიზოდური მომხმარებლის ერთჯერადი დოზის, არამედ რეგულარული ფუნდამენტური ცვლილებების მომხმარებლის დღიური დოზის გათვალისწინებით;  ინიცირება გაუკეთდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტს, რომელიც დაეფუძნება მომხმარებლებზე ზრუნვას და ორიენტირებული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებაზე. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  პანდემიის პირობებში გაატაროს თანამიმდევრული და ეფექტიანი ღონისძიებები სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, ტუბერკულოზის მართვა, ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა) და სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მისაწოდებლად;  შეიმუშაოს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების შესუსტებას და ონკოლოგიური პაციენტებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას. 819 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 201; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 286. 820 საქართველოს განსახილველად პარლამენტის დადგენილება წარდგენილი კანონპროექტების წინა მოწვევის განხილვის საქართველოს პარლამენტში პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3tvKvSr > [ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 298 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  COVID-19-ის ვირუსის გავრცელებასა დაკავშირებით, ასევე, ვაქცინაციის საზოგადოების ცნობიერების და მოსალოდნელ პროგრამის ამაღლება და თაობაზე, საფრთხეებთან უზრუნველყოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება;  უზრუნველყოს ინფორმაციის გამოქვეყნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევების კლინიკური აუდიტის განმახორციელებელ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის და შემუშავებული მეთოდოლოგიის/რეკომენდაციების შესახებ;  შეიმუშაოს მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტებს;  უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის, გახარჯვის და კონტროლის მექანიზმების სრულყოფა და არსებულ სტანდარტებთან მისადაგება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს:  შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის ნორმები/სტანდარტი, რომლითაც განისაზღვრება ხარისხის შეფასების პროფესიული მიზნით საბჭოსათვის განმსაზღვრელი სამედიცინო ახალი მომსახურების მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის განსახილველად მიწოდების დროული და სრულყოფილი წარდგენის ვალდებულება. კონკურენციის სააგენტოს:  მოამზადოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის ანგარიში;  უზრუნველყოს ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის დანერგვა და სრულყოფილი ფუნქციონირება. 299 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 16. სოციალური უზრუნველყოფის უფლება 16.1. შესავალი წინა პერიოდების მსგავსად, ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკის ფარგლებში, მთავარ გამოწვევად რჩება „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამის ეფექტიანობის შესწავლა, სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება. შესაბამისად, ამ მიმართულებით რეკომენდაცია უცვლელი რჩება. ასევე, საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში კვლავ პრობლემად რჩება შეჭირვებული მოსახლეობისათვის კვებაზე სათანადო ხელმისაწვდომობა. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული გამოწვევა იყო ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი, რომლის უარყოფითი სოციალური შედეგების შესამსუბუქებლად დროებითი ფულადი მხარდაჭერის პროგრამა შემუშავდა,821 რაც დადებითად უნდა შეფასდეს. გაიცა დროებითი დახმარება იმ პირებისთვის, ვინც კრიზისის დროს დაკარგა დაქირავებითი სამსახური, ასევე შემოსავლის გარეშე დარჩენილ თვითდასაქმებულთათვის. თუმცა დახმარებამ ვერ მოიცვა ყველა მოწყვლადი ჯგუფი და მის მიღმა დარჩნენ ის თვითდასაქმებული ან/და მომსახურების გამწევი ფიზიკური პირები, რომლებიც კომპენსაციის მიღების მიზნით 2020 წლის 1 აგვისტომდე ვერ დარეგისტრირდნენ საამისოდ შექმნილ სპეციალურ პორტალზე. ასევე ფიზიკური პირები, რომლებმაც ზემოაღნიშნული მიზეზით მიზნობრივი დახმარების პირველი ტალღის ეტაპზე ვერ შეძლეს კომპენსაციის მიღება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ არ აღდგენილა ის ეკონომიკური საქმიანობა, სადაც საგადასახადო აღრიცხვის გარეშე გარკვეული პერიოდულობით ეწეოდნენ საქმიანობას (მაგ., საავტორო უფლების მქონე ის პირები, რომელთა ნაწარმოებებიც თეატრალური დადგმისას გამოიყენებოდა). გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარკვეული ოდენობის დანახარჯებზე განხორციელებული სუბსიდირების822 მიღმა დარჩნენ ისეთი შეჭირვებული ოჯახები, რომლებიც სოფლად ცხოვრების თუ სხვა მიზეზებით გაზიფიცირების არარსებობის გამო, ბუნებრივ აირს ვერ მოიხმარდნენ. შესაბამისად, ოჯახებმა ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებით, დადგენილ ლიმიტს გადააჭარბეს და საჭიროების მიუხედავად, ვერ ისარგებლეს სახელმწიფოს დახმარებით.823 821 საქართველოს მთავრობის №286 დადგენილება „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, 4/05/2020 წ. 822 „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილება. 823 მაგალითად, დევნილთა კომპაქტური დასახლებები. 300 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 16.2. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ეფექტიანობის შეფასება პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მსოფლიოში გაჩნდა ცნება „ახალი ღარიბები“.824 ისინი არიან საშუალო ფენის ადამიანები, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ მოწყვლად მდგომარეობაში. ამის პარალელურად, შემოსავლების და საარსებო საშუალებების დაკარგვის შედეგად, ღარიბი ოჯახების სხვებზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა. უღარიბეს ოჯახებს უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ გაუმკლავდნენ ამ კრიზისს და შეამცირონ მისი ზემოქმედება.825 მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობით წინა წელთან შედარებით თითქმის 100 000 ადამიანით მეტი სარგებლობდა.826 შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი მთელ მოსახლეობასთან 11.5%-დან 14.1%მდე გაიზარდა. ასევე 83875-ით გაიზარდა პროგრამით სარგებლობის მსურველი მოსახლეობა, თუმცა მათგან მხოლოდ 51% სარგებლობს მიზნობრივი სოციალური დახმარებით. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ საარსებო შემწეობის მიღების მსურველი ოჯახები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე პროგრამას შეუძლია დაფაროს. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის კრიზისის დროს არ შემწყდარა ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად დანიშნული გასაცემლები, და ზოგადად ოჯახების გეგმიური გადამოწმება, შესაბამისად, ოჯახებს საარსებო შემწეობები ავტომატურად გაუგრძელდათ. გაიზარდა 16 წლამდე ბავშვზე გასაცემი თანხაც.827 გაეროს განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,828 ანალიზმა აჩვენა, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია კრიზისებით დაზარალებული ოჯახებისთვის სისტემატური დახმარების აღმოსაჩენად. პროგრამამ, არსებული კრიზისისას, გამოავლინა მთავრობის მიერ ფულადი ტრანსფერების გაცემისას ისეთი სამიზნე ჯგუფი, რომელიც 824 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3dgRSs4 >[ბოლოს ნანახია 14.02.2020]. 825 გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიში „მოწყვლადი ბავშვები და რისკები ახალი კორონავირუსის (COVID-19) დროს“, მაისი, 2020 წ. 826 2019 წელს 427,373 პირი სარგებლობდა საარსებო შემწეობით, ხოლო 2020 წელს 524,598 პირი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე: https://bit.ly/39heBBE [14.02.2021]. 827 65000-100000 ქულამდე ოჯახები იღებს თვეში 50 ლარს 16 წლამდე ასაკის ყოველი ბავშვისთვის. ცვლილებებით, 100,001-ზე ნაკლები ქულის მქონე ყველა ისეთი ოჯახი, სადაც 3 ან მეტი ბავშვი ცხოვრობს, მიიღებს თვეში 100 ლარს. 828 გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიში „საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის მზაობის შეფასება“, მაისი, 2020 წ. 301 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დანარჩენ მოსახლეობაზე უფრო ღარიბია. შესაბამისად, პროგრამის მონაცემები მარტივად იქნა გამოყენებული, დამატებითი რესურსის და ადმინისტრირების გარეშე. თუმცა, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას არ გააჩნია ადმინისტრირების ეფექტიანი პროცედურები. კერძოდ, სახალხო დამცველი წლებია საუბრობს საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცესის დროში გაჭიანურების პრობლემაზე.829 ოჯახის მიერ განცხადებით მიმართვიდან სისტემაში მოხვედრისა და საბოლოოდ შემწეობის ჩარიცხვამდე პერიოდი 3-4 თვემდე მერყეობს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პოზიცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასების დასრულებისას, მაშინ როდესაც ოჯახს უკვე მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა, რომლითაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშობა, თანხა რა მიზეზით არ ჩაერიცხება ოჯახებს ქულის მინიჭებიდან კიდევ მომდევნო ორი თვის განმავლობაში.830 ეს საკითხი კიდევ უფრო ამძიმებს ბენეფიციართა მდგომარეობას, რადგან გარდა უშუალოდ შემწეობისა, მიზნობრივი გათვალისწინებულია სოციალური დამატებითი ნატურით დახმარების ბენეფიციარებისათვის ბენეფიტები (მაგალითად, უფასო სასადილოები, გარკვეული ტიპის მედიკამენტები, სტუდენტური გრანტები, საწვავი შეშა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება) და სერვისები (მაგალითად, დაზღვევა, სუბსიდიები ტრანსპორტით გადაადგილებისთვის), რომლებით ებმის საარსებო შემწეობის მიღებას. ეს გამოწვევა, განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე პანდემიის დროს. კერძოდ, ტრანსფერების გაცემის პირველი ტალღისას, ოჯახებმა, რომლებმაც მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად განაცხადი მიმდინარე კრიზისის დროს შეიტანეს და მიენიჭათ შესაბამისი831 სარეიტინგო ქულები, ნაცვლად სრული 6 თვისა832, დახმარება მხოლოდ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიიღეს, სისტემაში მოსახვედრი პროცედურების რამდენიმეთვიანი პერიოდის მოცდის გამო. 16.3. სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობა სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ქვეყანაში „უფასო სასადილოთი“ სარგებლობის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.833 სახალხო დამცველი აღნიშნავს, 829 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2018, 230. 830 „ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ)“. „სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის №145 დადგენილების მე-5 მუხლი, 28/07/2006 წ. 831 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები. 832 „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ასეთ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვრა 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში. 833 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 292. 302 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს შესწავლილი თავის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და ოჯახების საკვებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებები. აქედან გამომდინარე, არც ბიუჯეტში აქვთ გათვალისწინებული სათანადო კვებისთვის გამოყოფილი სახსრები, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი სერვისის გარეშე რჩება. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დადგა მიმდინარე პანდემიის პირობებში. პანდემიის პირველი ტალღისას მუნიციპალიტეტებმა უფასო სასადილოების მუშაობა შეწყვიტეს. საკვები მისამართზე რიგდებოდა. სახალხო დამცველის აპარატმა პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში, საკვებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე იმ მუნიციპალიტეტებიდან834 გამოითხოვა ინფორმაციები, სადაც მთავრობის დადგენილებით სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდა. მიღებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა უფასო სასადილოთი ადგილზე მომსახურება და მზა/არამალფუჭებადი საკვების შინ მიწოდებას უზრუნველყოფდა. ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომელიც ყოველდღიურად საშუალოდ 400 ბენეფიციარს ემსახურება, საკვების ბენეფიციარებისთვის მიწოდება ხდებოდა გატანის სერვისით, ქალაქში ტრანსპორტის შეჩერების პირობებში. ასევე, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოში რეგისტრირებულ პირებს საკვებს ამ ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირის საშუალებით აწვდიან. ხოლო, გადაადგილების საჭიროების მქონე პირებს, განცხადების საფუძველზე აწვდიდნენ საკვებს. გარდა ამისა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოთი სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს. შესაბამისად, ასეთი მუნიციპალიტეტები საკვებით ვერ უზრუნველყოფდნენ მუნიციპალიტეტის სრულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს. ამდენად, გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებს უფასო სასადილოთი სარგებლობის ერთიანი მიდგომა და წესები არ აქვთ. იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც პანდემიის პირობებში სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდა, ბენეფიციარები საკვებს სასადილოში მისვლით იღებენ, რაც მათთვის დაბრკოლება იყო. ამასთან, საკვების მისაღებად ბენეფიციარების ტრანსპორტის მიერ უზრუნველყოფა განცხადებით საჭიროებს მიმართვა გარკვეულ და შემდეგ დროს, რაც მათთვის იწვევს ბენეფიციარისთვის საკვების მიწოდების გაჭიანურებას. პანდემიის დაწყებამდეც მაღალი იყო უფასო სასადილოთი სარგებლობის მსურველი პირების რიცხვი, რომლებიც დამატებით სიებში ირიცხებიან და ვერ სარგებლობენ პროგრამით. პანდემიის პირობებში, ძირითად სიებში ჩარიცხული ადამიანებისთვისაც რთული გახდა სასადილოზე ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, აუცილებელია საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროებების შეფასება. 834 თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი. 303 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შესამცირებლად, განახორციელოს ცვლილებები შესაბამის აქტებში;  შეიმუშაოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის განახლებისა და მისი ეფექტიანობის პერიოდული შესწავლის მარეგულირებელი აქტი. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს:  შეისწავლონ საკვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ხელმისაწვდომობასთან ტერიტორიაზე ხელმისაწვდომობის არსებული კუთხით დაკავშირებით საჭიროებები, მთელი თავიანთი მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები (შეიმუშაონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასების დოკუმენტი). ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უზრუნველყონ შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდისა და დამატებითი სახსრების მოძიებისთვის მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენება. ამასთან, საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შეიტანონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში;  „უფასო სასადილოზე“ ხელმისაწვდომობის უკეთ ადმინისტრირების მიზნით, პანდემიის პირობებში, შეიმუშაონ საკვების უსაფრთხოდ მიწოდების და გატანის წესები მუნიციპალიტეტების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. 304 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 17. სათანადო საცხოვრებლის უფლება 17.1. შესავალი სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, უმთავრესად ხელისუფლების მხრიდან საკითხის მიმართ არაპრიორიტეტული მიდგომით და პრობლემების გადასაჭრელად გაწეული არასაკმარისი ძალისხმევით არის გამოწვეული. ნიშანდობლივია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2014-2020 წლებისთვის) ერთ-ერთ მიზნად აღიარებული იყო სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება, თუმცა 6 წლის თავზეც კი, დოკუმენტში გაწერილი არცერთი ამოცანა არ შესრულებულა.835 გარდა ამისა, სტრატეგიაში გაცხადებული ამოცანების შესასრულებლად ადამიანის უფლებათა დაცვის არცერთ სამთავრობო გეგმაში არ ყოფილა გათვალისწინებული რაიმე სახის ღონისძიებები. ამდენად, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. სახელმწიფო არ ამუშავებს ინფორმაციას ქვეყანაში უსახლკარობის გამომწვევი ფაქტორების და უსახლკარობის მასშტაბების შესასწავლად, შედეგად, ხელისუფლებას არ გააჩნია კვლევის შედეგებზე დაფუძნებული უსახლკარობის პრევენციისთვის საჭირო პოლიტიკა. ქვეყანაში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი და რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები, შეზღუდულია საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, თავშესაფრებსა და სოციალურ საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის არ არსებობს მხარდამჭერი პროგრამები, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებული პროგრამები არაეფექტიანია და ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს. 17.2. 2020 წელს, სახელმწიფო პოლიტიკის მიმოხილვა „სათანადო საქართველოს საცხოვრისის პარლამენტის უფლების რეგიონული დაცვის პოლიტიკისა მდგომარეობის და შესახებ“ თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა გამოსცა დასკვნა, სადაც შეფასებულია სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული ვითარება, დასახელებულია უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაცემულია კონკრეტული რეკომენდაციები.836 უნდა აღინიშნოს, რომ რეკომენდაციების შინაარსი 835 „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014-2020 წლებისთვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 აპრილის №2315-IIს დადგენილების 21-ე პუნქტი. 836 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3tMmSFp 305 | >[ბოლოს ნანახია 23.03.2021]. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ უსახლკარო პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოების შედეგად გამოკვეთილ პრობლემებს.837 აქვე, უნდა მივუთითოთ, რომ კვლევის შედეგების საქართველოს პარლამენტისთვის გაცნობის და საქართველოს მთავრობისთვის მიწოდების შემდეგ, უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ღონისძიებები არ გატარებულა. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მხრიდან უსახლკარო პირთა უფლებების წინ წამოწევა დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა აუცილებელია, რომ საპარლამენტო ორგანომ ეფექტიანი ზედამხედველობა გაუწიოს რეკომენდაციების შესრულებას. საქართველოს სახალხო დამცველი უგულებელყოფს იმედოვნებს, კვლევის რომ შედეგებს და აღმასრულებელი პრობლემების ხელისუფლება გადასაჭრელად არ საპასუხო კონკრეტულ ღონისძიებებს მიმართავს. უკიდურესად უარყოფითად უნდა შეფასდეს ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო დასაძლევად საჭირო შემუშავებასთან გეგმის ფარგლებში ქვეყანაში პოლიტიკის დოკუმენტისა დაკავშირებული ვალდებულების და უსახლკარობის მისი პრობლემის სამოქმედო შეუსრულებლობა. 838 გეგმის შესაბამისი დოკუმენტის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფს უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიისთვის839 2020 წლის დეკემბრამდე უნდა წარედგინა, მაგრამ არ წარუდგენია. კომისიის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამუშაო ჯგუფის მხრიდან გაწეული საქმიანობის არასაკმარისობასა და სამუშაო პროცესის გააქტიურების აუცილებლობაზე საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის ანგარიშში გაამახვილა ყურადღება.840 თუმცა, სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფი 2020 წელს საერთოდ არ შეკრებილა. საცხოვრისის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველყოფის სარეგულაციო ჩარჩოს შექმნის აუცილებლობაზე აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭოს საქართველოს მიმართ წარდგენილ რეკომენდაციაში.841 დასახელებული პოლიტიკის 837 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საკომიტეტო მოკვლევისთვის მოხსენება წარადგინა და აქტიურად იყო ჩართული სამუშაო შეხვედრებში. 838 „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის №537 დადგენილება, ვალდებულება №14. 839 „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №190 დადგენილება. 840 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 294-300. 841 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის 306 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დოკუმენტების უქონლობა უსახლკარო პირებს სახელმწიფო მზრუნველობის მიღმა ტოვებს, რაც უხეშად არღვევს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. 17.3. სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაცია პანდემიის პერიოდში უსახლკარო პირები საზოგადოების ერთ-ერთ განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და პანდემიის პირობებში მათი სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფამ სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. ქუჩაში მცხოვრები პირები განსაკუთრებით დაუცველები არიან, ვინაიდან მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დაიცვან ხელისუფლების მიერ პანდემიის თავიდან აცილების მიზნით დადგენილი მოთხოვნები (მაგ., დარჩნენ სახლში, გადავიდნენ თვითიზოლაციაში, შეასრულონ სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და სხვ.), რაც მათ ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მომეტებული რისკის წინაშე აყენებს. უსახლკაროთა მორიგი მოწყვლადი ჯგუფია გადატვირთულ და არაფორმალურ საცხოვრებლებში/დასახლებებში (ვაგონში, მანქანაში, ფარეხში, სარდაფში, საჯარო და კერძო შენობა-ნაგებობებში თვითნებურად მცხოვრები, ქ. ბათუმში მდებარე ე.წ. მუყაოს ქალაქის ტერიტორიაზე და სხვ.) მცხოვრები პირები, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ მოკლებულნი არიან საბაზო კომუნიკაციებთან, მათ შორის, წყალთან წვდომის შესაძლებლობას. აქვე, აღსანიშნავია, რომ არასათანადო გარემოში ცხოვრების შედეგად უსახლკარო პირთა ნაწილს ქრონიკული დაავადებები განუვითარდა, რის გამოც, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისისა და ბათუმის გარდა სხვა არცერთ მუნიციპალიტეტებში არ ფუნქციონირებს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი დროებითი თავშესაფარი. სახალხო დამცველის დაკვირვებით, როგორც წესი, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ამ მიმართულებით მობილიზებული თანხები, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ბინის ქირით დაკმაყოფილებას გულისხმობს, არასაკმარისია და სრულად ვერ ფარავს უსახლკარო პირთა ჯგუფებს, ხოლო ზოგან ასეთი მიზნობრივი პროგრამები საერთოდ არ არსებობს.842 ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში უსახლკარო პირთა სხვადასხვა ჯგუფის თავშესაფრით უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახალხო დამცველმა, საჯარო განცხადების საფუძველზე, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მყისიერად შესასრულებელი რეკომენდაციებით მიმართა.843 თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები №148/160. 842 საქართველოში საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 294-300. 843 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37eHCwE >[ბოლოს ნანახია 15.02.2021]. 307 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რეკომენდაციები ნაწილობრივ გაიზიარა და პანდემიის პერიოდში ქუჩაში მყოფი უსახლკარო პირები ლილოს თავშესაფარში საგამონაკლისო წესით844 განათავსა (მაგ., თბილისში რეგისტრაციის არმქონე პირები). თუმცა, უსახლკარო პირებს, რომელთაც, ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თვითმოვლის უნარი არ გააჩნდათ, თავშესაფრის სერვისებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ და ისინი სახელმწიფო მზრუნველობის მიღმა რჩებოდნენ. გარდა ამისა, კრიზისული ბლოკის და სამედიცინო ბლოკის კარანტინის უქონლობის ხერხდებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, ლილოს თავშესაფარში და გადამდები დაავადების ვერ მქონე ბენეფიციარების განთავსება, მაშინ როდესაც ასეთი სახის განყოფილებების არსებობა დროებითი თავშესაფრის საქმიანობის მინიმალური სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნაა.845 რაც შეეხება ბათუმის მუნიციპალიტეტს, ღამის თავშესაფარში მოქმედი ინსტრუქციის თანახმად, ბენეფიციარები ვალდებულნი არიან დღის განმავლობაში 10:00-დან 19:00 საათამდე პერიოდში დატოვონ დაწესებულება, თუმცა პანდემიის პერიოდში ეს წესი არ მოქმედებდა და უსახლკარო პირებს შეუზღუდავად ეძლეოდათ თავშესაფარში დარჩენის შესაძლებლობა. თავშესაფრის ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად, საქართველოს სახალხო დამცველმა ორივე დაწესებულება მოინახულა.846 ვიზიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბათუმის თავშესაფრის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, შენობა მოძველებულია და დაუყოვნებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს არ ჩატარებულა, ხოლო 2021 წელს ინვენტარის მხოლოდ მცირე ნაწილის განახლებაა დაგეგმილი, რაც არასაკმარისია.847 თბილისის მუნიციპალიტეტის მსგავსად, არც ბათუმის ღამის თავშესაფარში ფუნქციონირებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირებისთვის განკუთვნილი კრიზისული ბლოკი.848 შექმნილმა ვითარებამ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერის საჭიროება წარმოშვა. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებებში არაერთხელ მიეთითა, რომ საცხოვრებლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა, საკითხის მასშტაბის 844 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 2 ოქტომბრის №18.813.1186 განკარგულების დანართი №1 მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი. 845 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №131 დადგენილების დანართი №1 მე-3 მუხლის მე- 7 პუნქტის თანახმად, „დროებით თავშესაფარში უნდა იყოს საძინებელი, სათავსო, მიმღები პუნქტი, სანიტარიული კვანძი, სამრეცხაო, კვების ბლოკი, კრიზისული ბლოკი და სამედიცინო ბლოკი (კარანტინით)“. 846 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qrVviW>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; <https://bit.ly/3u0B8LN>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 847 ააიპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს 03.12.2020 წლის №დ24-147 წერილი. 848 იქვე. 308 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გათვალისწინებით, შეუძლებელია მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების რესურსებითა და ძალისხმევით გადაიჭრას და ამ პროცესში გარდაუვალია ცენტრალური ხელისუფლების აქტიური ჩართულობა.849 მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობისთვის სათანადო საცხოვრებლის უფლება პანდემიის პერიოდშიც ნაკლებად პრიორიტეტული აღმოჩნდა. სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში, სათანადო საცხოვრებლის უფლებასა და სხვადასხვა უსახლკარო ჯგუფზე ახალი კორონავირუსის ზეგავლენის შეფასება და დეტალური ინფორმაციის შეგროვება, უპირველესი, უმოკლეს ვადაში შესასრულებელი რეკომენდაციაა.850 თავის მხრივ, პანდემიის პერიოდში უსახლკარო პირთა საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. სამწუხაროდ, 2020 წელს სათანადო საცხოვრებლის უფლებასა და უსახლკარო პირებზე ახალი კორონავირუსის ზეგავლენის შეფასების და სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კუთხით, ნაბიჯები არ გადადგმულა. ამასთანავე, ხელისუფლების მიერ ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებულ სოციალურ-ეკონომიკურ მხარდამჭერ პროგრამებს, კონკრეტულად უსახლკარო პირების თავშესაფრით ან სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის თემაზე, რაიმე სახის ღონისძიება არ გაუთვალისწინებია.851 საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ერთ-ერთი რეკომენდაცია სახელმწიფოების მიერ არაფორმალურ დასახლებებში უსახლკარო პირების წყლით, სველი წერტილებით, სანიტარიულ-ჰიგიენური და ახალი კორონავირუსისგან დასაცავად საჭირო პირადი საშუალებებით უზრუნველყოფას ეხება.852 სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში, წინამდებარე საკითხი ხელისუფლების დღის წესრიგის მიღმა დარჩა და ღონისძიებები არ გატარებულა დასახელებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ახალი კორონავირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ზემოთ განხილული გამოწვევების პარალელურად, დადებითად უნდა შეფასდეს უსახლკარობის პრევენციის მიზნით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოზიტიური 849 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2018, 324-239. 850 „კოვიდ-19 და სათანადო საცხოვრებლის უფლება: ზეგავლენა და გზა მომავლისკენ“ სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში, 2020 წლის 27 ივლისი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3sDxUfZ >[ბოლოს ნანახია 16.02.2021[. 851 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილება. 852 „არაფორმალური დასახლებების რეზიდენტების დაცვა“, სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი, 2020 წლის 23 აპრილი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37BwMRV>[ბოლოს ნანახია: 16.02.2021]. 309 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ღონისძიება, რომელიც პანდემიის დასრულებამდე იძულებით გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას უკავშირდება.853 ამრიგად, პანდემიის პერიოდში უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების სრულფასოვანი რეალიზაციისთვის, პრინციპულად აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან საკითხის პრიორიტეტიზაცია, ინფორმაციის დამუშავება და ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ქვეყანაში ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია. 17.4. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობა რეგიონებში სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის კუთხით, ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოწვევაა უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანომდებლო განმარტების უქონლობა. ეს პრობლემა ორი ბუნდოვანებით 854 მიზეზითაა განპირობებული, კერძოდ, არსებული დეფინიციის და მის ადრესატებად მხოლოდ ჭერის არმქონე პირების მიჩნევით855, რაც სათანადო საცხოვრებლის უფლების არსს არ შეესაბამება.856 შექმნილ ვითარებაში 16-მა მუნიციპალიტეტმა857 თავშესაფრით უზრუნველყოფაზე მოქალაქეთა საჭიროებების საპასუხოდ, უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით დაკმაყოფილების ინსტრუქციები დაამტკიცა. მუნიციპალიტეტების ძალისხმევა დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, თვალთახედვის მიღმა არ დარჩეს ის ძირეული ნაკლოვანებები, რაც თან ახლავს დასახელებული ინსტრუქციების პრაქტიკაში აღსრულებას. ამასთანავე, პრობლემურია ის, რომ სხვა მუნიციპალიტეტებს არ აქვთ დამტკიცებული ზემოხსენებული წესი და უსახლკარო პირთა რეგისტრაციას არ აწარმოებენ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია უსახლკარო პირად მიჩნევის კრიტერიუმები, რაც იწვევს არაერთგვაროვან მიდგომას, უსახლკარო პირთა სხვადასხვა ჯგუფის დეფინიციიდან გამორიცხვას და ადგილობრივ 853 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 დადგენილების მე-8 მუხლი. 854 „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი. 855 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №131 დადგენილების დანართი №1 მე-2 მუხლის მე- 2 პუნქტი. 856 „ბინის უფლება არ უნდა იქნეს განხილული ვიწრო ან შეზღუდული გაგებით, რაც მას, მაგალითად, თავშესაფრით უზრუნველყოფასთან გაათანაბრებდა, რაც მხოლოდ ჭერის ქონას ნიშნავს. იგი განხილული უნდა იქნეს როგორც ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება“, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის №4 ზოგადი კომენტარი, 1991 წ. პარა. 7. 857 თბილისის, ქუთაისის, სამტრედიის, ხარაგაულის, მესტიის, ხონის, ვანის, რუსთავის, ამბროლაურის, გორის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს, მარტვილის, ოზურგეთის, სენაკის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. 310 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დონეზე არსებული მონაცემთა ბაზების არასრულფასოვნებას.858 შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეროვნულ დონეზე უსახლკარო პირის ზოგადი/ბუნდოვანი და ვიწრო განმარტებითაა გამოწვეული, ვინაიდან ზუსტი და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ვალდებულნი საკანონმდებლო იქნებოდნენ, დეფინიციის შემთხვევაში, გაეთვალისწინებინათ მუნიციპალიტეტები უნიფიცირებული განმარტებით დადგენილი ჩარჩო კონცეფცია. გარდა ამისა, იმ მუნიციპალიტეტებიდანაც, სადაც უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით დაკმაყოფილების ინსტრუქციაა დამტკიცებული, ოჯახებისთვის სოციალურ საცხოვრისებს აშენებს ქუთაისის და მარტვილის მუნიციპალიტეტი, ხოლო ზუგდიდის, მესტიის, და გორის მუნიციპალიტეტებს საცხოვრებლის შესყიდვის პროგრამები აქვთ. გარკვეულ მუნიციპალურ ერთეულებში,859 მხოლოდ ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა მოქმედებს, რომელიც პრობლემას მხოლოდ გარკვეული პერიოდით აგვარებს და არ შეუძლია უსახლკარობის საბოლოო აღმოფხვრა.860 ამასთანავე, მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს უსახლკარო პირებზე მიმართული რესურსების მუნიციპალიტეტში მწვავე უსახლკაროდ არასაკმარისობა. რეგისტრირებულია მაგალითად, 200-მდე სამტრედიის ოჯახი, რომელთა თავშესაფრით დაკმაყოფილების მიზნითაც ბინის ქირის პროგრამისთვის 2020 წელს გამოყოფილი იყო 6000 ლარი, რაც საშუალოდ თითოეულ ოჯახზე 30 ლარს შეადგენს.861 გორის მუნიციპალიტეტში862 170 უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახიდან 68, ხოლო ქუთაისის მუნიციპალიტეტში863 უსახლკაროდ რეგისტრირებული 251 ოჯახიდან 181 სოციალური საცხოვრებლის ფართით დაკმაყოფილებას ელოდება. თბილისში ორხევის დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში 5 თავისუფალი ფართია, მაშინ როდესაც, დედაქალაქში უსახლკაროდ რეგისტრირებული 385 ოჯახიდან საცხოვრებლის ფართით ამ დრომდე არ უზრუნველუყვიათ. 864 240 სოციალური გარდა ამისა, 2020 წელს ახალი სოციალური საცხოვრებლის ადგილმდებარეობის მოძიების და მშენებლობის მიზნით, ღონისძიებები არ გატარებულა და ამ მიმართულებით სამუშაოები არც 2021 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.865 858 დასახელებულ საკითხზე ვრცელი ანალიზი მოცემულია „უსახლკარო პირის ცნება და უსახლკაროდ მიჩნევის კრიტერიუმები“-ს შესახებ პოლიტიკის დოკუმენტში, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, თბილისი, 2020. 859 თბილისის, თეთრიწყაროს, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ამბროლაურის, ხარაგაულის, ვანის მუნიციპალიტეტები; ხონის, რუსთავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. 860 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 208-211. 861 სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 22.02.2021 წლის №37/914 წერილი. 862 გორის მუნიციპალიტეტის მერიის 12.03.2021 წლის №20-2021071102 წერილი. 863 ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 19.02.2021 წლის №44-4421050257 წერილი. 864 თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 19.02.2021 წლის №15-0121050372 წერილი. 865 იქვე. 311 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ქუთაისსა და თბილისში, დამატებით პრობლემურია უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის საცხოვრებლად ვარგისიანობა. ქუთაისში ნიკეას დასახლებაში მდებარე სოციალური საცხოვრისის შენობა ყოფილი კავშირგაბმულობის დაწესებულებაა, რომელიც აუდიტის შესაბამისობის ანგარიშის თანახმად, სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს და მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი საცხოვრებელი პირობები.866 რაც შეეხება თბილისში ორხევის დასახლებაში მდებარე შენობას, „ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში“ კვლევის თანახმად, უმთავრესი პრობლემაა იზოლაციის საკითხი, კერძოდ, შიდა კედლებისა და დერეფნის სისტემის ისეთი მოწყობა, რაც მცხოვრებთა უწყვეტი საყოფაცხოვრებო ხმაურისგან დაცვას უზრუნველყოფდა.867 ხმაური ბავშვებს მეცადინეობაში, ოჯახებს პირადი ცხოვრების ქონაში უშლის ხელს და ხშირად ოჯახებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება, მოხუცებსა და სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქიკური საჭიროების მქონე ადამიანებს კი - დასვენებაში, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.868 ამდენად, თბილისისა და ქუთაისის სოციალური საცხოვრისის არსებული ფორმა ვერ ქმნის ადამიანთა საცხოვრებლად სათანადო და ღირსეულ პირობებს. გარდა ამისა, საცხოვრისებში ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების (პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება/გადამზადება, დასაქმებაში ხელშეწყობა და სხვა) არარსებობა შეუძლებელს ხდის მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და განუსაზღვრელი ვადით ამყოფებს სახელმწიფო მხარდაჭერაზე დამოკიდებულ მდგომარეობაში. თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, დამატებით იკვეთება უსახლკარო პირად რეგისტრაციასა და თავშესაფრით დაკმაყოფილებაზე მაღალი მიმართვიანობა და განცხადებათა განხილვის დროში გაჭიანურების პრობლემა. ამჟამად, 2062 ოჯახი და 662 პირი ელოდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით დაკმაყოფილების კომისიის მიერ მათი განაცხადის განხილვას.869 შექმნილი მდგომარეობა იმით არის გამოწვეული, რომ 2020 წელს კომისიამ მხოლოდ ორი სხდომა გამართა და პანდემიის პერიოდში არ გამოუყენებიათ სხდომის დისტანციურად ჩატარების მექანიზმი.870 კანონმდებლობის თანახმად, კომისიის სხდომა იმართება საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ, 3 თვეში ერთხელ.871 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უფლების ხელმისაწვდომობაზე მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში 866 საქართველოს აუდიტის სამსახურის „შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“, თბილისი, 2019.. 867 საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი 2020 წ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2NRljab >[ბოლოს ნანახია: 04.03.2021]. 868 იქვე. 869 თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 19.02.2021 წლის №15-0121050372 წერილი. 870 იქვე. 871 „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 9 დეკემბრის №49.03.1384 განკარგულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. 312 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წარმოიქმნება კანონმდებლის მიერ ნაგულისხმევი საჭიროება, როდესაც კომისიის სხდომები უფრო ხშირად უნდა გაიმართოს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის ინტენსივობა ამ უფლებით სარგებლობაზე მოთხოვნის დინამიკას პასუხობდეს. 17.5. თბილისში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე 2020 წლის 15 დეკემბერს მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ასახული იყო თბილისში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებლად განკუთვნილი 12 უნებართვო შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მიმდინარეობა.872 საზოგადოებაში მაღალი ინტერესი წარმოიშვა იმის თაობაზე, რამდენად კანონიერი იყო თბილისის მერიის ქმედებები და დანგრეული შენობების მფლობელებს ემუქრებოდათ თუ არა უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე. ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის შეფასების საგანია არა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხი, არამედ იმის შეფასება, თბილისის მერიის მხრიდან სახელმწიფო საკუთრების დაცვის პარალელურად, რამდენად იყო დაცული თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი იმავე დღეს გამოეხმაურა ზემოთ ხსენებულ ფაქტს და ამ პროცესში მოქალაქეთა უსახლკაროდ დარჩენის რისკების შეფასების და საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, თავშესაფრის უზრუნველმყოფი ზომების განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითა.873 2020 წლის 16 დეკემბერს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ არცერთ დანგრეულ შენობაში არ უცხოვრიათ ოჯახებს და მათი ნაწილი არ ყოფილა უსახლკარო, ვინაიდან საკუთრებაში ჰქონდა რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება.874 ამავე განცხადების თანახმად, დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობის მფლობელებს შორის იყვნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებიც.875 საყურადღებოა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს სახალხო დამცველისთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ამ მოქალაქეთა ნაწილის მიერ უძრავ-მოძრავი ქონების საკუთრების ფაქტს, ასევე იმას, დაქვემდებარებულ შენობებში მოქალაქეებს არ უცხოვრიათ. 876 რომ დემონტაჟს გარდა ამისა, სრულიად ბუნდოვანი დარჩა სოციალურად დაუცველი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების საკითხი, ვინაიდან ამ თემაზე ინფორმაცია 872 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3qgrG3U >[ბოლოს ნანახია: 04.03.2021]. 873 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3riNA7P >[ბოლოს ნანახია: 04.03.2021]. 874 ხელმისაწვდომია: <http://tbilisi.gov.ge/news/10940 >[ბოლოს ნანახია: 04.03.2021]. 875 იქვე. 876 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 02.03.2021 წლის №17- 01210614168 წერილი. 313 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დასახელებულ განცხადებაში საერთოდ არ იკვეთება. საქართველოს სახალხო დამცველს, ახსნა-განმარტება მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, არც ამ საკითხზე მიუღია.877 ინფორმაციის მოწოდებაზე უარის თქმის ფაქტმა, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ დააყენა თბილისის მერიის ზემოთ ხსენებულ განცხადებაში მოხმობილი ინფორმაციის დასაბუთებულობა და, მეორე მხრივ, წარმოშვა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიამ უნებართვო შენობა-ნაგებობების კონტექსტში დემონტაჟის შეისწავლა და ამ საკითხი მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების პროცესში სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საჭიროება არ განუხილავთ. ამავე ვარაუდს, დამატებით ამყარებს სამგორის რაიონული გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციაც, საიდანაც ირკვევა, რომ გამგეობა არ ყოფილა ჩართული ამ პროცესებში და მათ შენობების მეპატრონეთა უსახლკარობის ფაქტის შესწავლისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის მიმართულებით, რაიმე სახის პროაქტიული ღონისძიებები არ გაუტარებიათ.878 უნებართვო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებაა, რომელიც სახელმწიფო საკუთრების დაცვის მიზანს ემსახურება. განკუთვნილი აქვე, უნებართვო საგანგებოდ უნდა შენობა-ნაგებობის აღინიშნოს, დემონტაჟი, რომ თავის საცხოვრებლად თავში შეიცავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ დარჩენის რისკს, ამ უკანასკნელთა რეგისტრაცია და თავშესაფრით უზრუნველყოფა კი, ასევე მუნიციპალიტეტის მოვალეობაა.879 ამდენად, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილება მოწყვლადი ჯგუფის უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ მომავალში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საცხოვრებლად განკუთვნილი უნებართვო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ღონისძიებების დაგეგმვის პარალელურად, აუცილებელია, პროაქტიულად გატარდეს სათანადო საცხოვრებლის უფლების ფარგლებში ნაკისრი ღონისძიებები. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  ზედამხედველობა გაუწიოს „სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და 877 იქვე. 878 სამგორის რაიონის გამგეობის 30.12.2020 წლის №37-01203652420 წერილი. 879 სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი. 314 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებას;  საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონმდებლობით განისაზღვროს უსახლკარო პირის ცნება. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით (2014-2020 წლებისთვის) სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის მიზნით აღებული ვალდებულებების შესრულება;  უზრუნველყოს ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე საცხოვრისის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულება;  კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის შემსუბუქების მიზნით 2021 წელს მიღებულ სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებში ერთ-ერთ საკითხად გაითვალისწინოს ქვეყნის მასშტაბით უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს:  დროებითი თავშესაფრის მოწყობის ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტებთან მისასადაგებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყოს ასიგნებები ლილოს თავშესაფარში კრიზისული ბლოკის და სამედიცინო ბლოკის კარანტინის ასამოქმედებლად და გაატაროს მომსახურების დასახლებაში მდებარე სოციალურ შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები;  ორხევის ღირსეული საცხოვრებელი ბიუჯეტში გამოყოს პირობების ასიგნებები საცხოვრისში ბენეფიციართა უზრუნველსაყოფად, ადგილობრივ შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და გაატაროს მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები;  დედაქალაქში გამოყოს ტერიტორია ახალი სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად, ამავე მიზნით გამოყოს ასიგნებები ადგილობრივ ბიუჯეტში. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს 315 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  ნიკეას დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართა ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოს ასიგნებები შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და გატარდეს მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს:  დროებითი თავშესაფრის მოწყობის ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტებთან მისასადაგებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოყოს ასიგნებები ღამის თავშესაფარში კრიზისული ბლოკის ასამოქმედებლად, და გაატაროს მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები;  დროებითი თავშესაფრის ინფრასტრუქტურის და შენობის სარეაბილიტაციოდ, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოს ასიგნებები და გატარდეს მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები. 316 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 18. საარჩევნო უფლება 18.1. ახალი შესავალი კორონავირუსით ვითარების მიუხედავად, 880 გამოწვეული პანდემიისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური 2020 წლის 31 ოქტომბერს მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მაინც ჩატარდა, ხოლო საარჩევნო კამპანია კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე, 1 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის გამწევი კონსტიტუციური ორგანო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ადევნებდა თვალს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს. ხანგრძლივი პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებისა და განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, 2020 წლის 31 ოქტომბერს ქვეყანაში პირველად უნდა ჩატარებულიყო საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე.881 ამდენად, საპარლამენტო ცხოვრებაში მრავალფეროვნების დანერგვისა და ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. სამწუხაროდ, არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის მიმდინარეობის და შედეგების შეჯამების პროცესებში. საპარლამენტო არჩევნები წინა გამოცდილებების მსგავსად, კვლავ უკიდურესად დაძაბულ გარემოში ჩატარდა. ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე882 თავდასხმის ფაქტები, სამწუხარო ტენდეციად იქცა. საჯარო წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა სუბიექტებს შორის დაპირისპირების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე; ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების საჯარო ინტერესზე; საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამაც. საგულისხმოა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პანდემიის გამო მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გადაიდო არჩევნები, ხელმისაწვდომია: 880 <https://bit.ly/3u1oTh8>ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 881 საქართველოს კონსტიტუციური კანონი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3cB8zhp>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 882 ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე იხ. წინამდებარე ანგარიშის თავი გამოხატვის თავისუფლებაზე. 317 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს.883 საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი შარშანდელთან შედარებით ერთი პუნქტით გაუარესდა, რაც სწორედ, ჩატარებული არჩევნების დროს გამოვლენილმა დარღვევებმა, მათ შორის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლის მოსყიდვის, ძალადობის შემთხვევებმა და ხმების შეჯამებისას გამოვლენილმა შეუსაბამობებმა განაპირობა.884 ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს. მართალია, ქვეყნის დემოკრატიის ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა ხელისუფლების გადაცემის პერიოდში, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ეუთო/ოდირის საერთაშორისო თანახმად, არჩევნები სადამკვირვებლო კონკურენტულ მისიის შემაჯამებელი ანგარიშის გარემოში და, საერთო თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამავე, ანგარიშის მიხედვით, 885 ჯამში, ძირითადი ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია პარტიის მომხრეთა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ; ამასთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთეს არაერთი ისეთი განცხადება, რომელმაც ხელი შეუწყო მათ ამომრჩევლის მოსყიდვად აღქმას. ამდენად, სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით, ეუთოს ვალდებულებებისა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, ეს კი, თავის მხრივ, ამცირებდა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტისადმი საჯარო ნდობას. ანგარიში მკაფიოდ მიუთითებს საარჩევნო კანონმდებლობაში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ხარვეზსა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. არჩევნების შემდგომ, ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის ჩატარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. შესაბამის სამუშაო ჯგუფში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საარჩევნო რეფორმა წარმატებით დასრულდება და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას სრულად მიესადაგება. არჩევნების დროს გამოვლენილმა არაერთმა ხარვეზმა და შემდგომ განვითარებულმა მძიმე მოვლენებმა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნა, სახელმწიფომ კი ვერ გამოიყენა მრავალფეროვანი საპარლამენტო ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა. სახალხო დამცველს არსებული კრიზისის აღმოსაფხვრელად, აუცილებლად მიაჩნია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა და გამოსავალზე 883 არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ხელმისწვდომია: <https://bit.ly/2PnhYQP>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 884 A2, “Were the current national legislative representatives elected through free and fair elections?”, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rEAuB8>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 885 საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველო – საპარლამენტო არჩევნები, საბოლოო ანგარიში, 2020 წლის 5 მარტი, 2, 3, 15, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3dlE8ux>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 318 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შეთანხმება. ვინაიდან, ამას, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. 18.2. შედეგების შეჯამება და საჩივრების განხილვა საზოგადოებაში საფუძვლიანი ლეგიტიმური კითხვის ნიშნები გააჩინა იმ ფაქტმა, რომ წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება და წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადების დაწყება მნიშვნელოვნად დაგვიანდა. არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნდა. ამასთანავე, ავტორიტეტული მიუთითებდნენ შემაჯამებელ ეროვნული ოქმებში სადამკვირვებლო გამოკვეთილ ორგანიზაციები დისბალანსზე. მაგალითად, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით,886 მათ მიერ 109 უბანთან მიმართებით გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში გამოვლინდა დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქათველოს“ მიერ კენჭისყრის მომდევნო დღეს გაკეთებული განმარტებით, დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებიდან მიწოდებული შემაჯამებელი ოქმების ასლების გადამოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ მათ ხელთ არსებული ოქმების მთლიანი რაოდენობის (დაახლოებით 250 ოქმი) დაახლოებით 7%-ში აღინიშნებოდა ე.წ. მეტობითი დისბალანსი,887 ამასთან, ასეთ შემთხვევათა 1/3-ში შეინიშნება მნიშვნელოვანი დისბალანსი.888 ორგანიზაციამ, ოქმებში დარღვეული ბალანსის გამო, 62 საარჩევნო უბანში მოითხოვა შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა და ხმების ხელახლა დათვლა.889 როგორც ირკვევა,890 კენჭისყრის შეცდომების/უზუსტობების შესწორების ოქმების შედეგების გამოსასწორებლად, შედგენას ტენდეციის შემაჯამებელ ოქმებში დაშვებული საოლქო საარჩევნო კომისიებში სახე ჰქონდა. საოლქო კომისიებში შესწორებული ოქმები უმეტესად, შესწორების ოქმების შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები გადაუთვლელად, წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ზუსტდებოდა, რაც ვერ ჩაითვლება სანდო მექანიზმად. 886 ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3m4CL7D>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]’ დისბალანსის პრობლემაზე იხ. ასევე: <https://bit.ly/39sZcOy >[ბოლოს ნანახია 30.03.2021. 887 როდესაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. 888 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3m6oOWD>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; დისბალანსის პრობლემაზე იხ. ასევე: <https://bit.ly/39sZcOy >[ბოლოს ნანახია 30.03.2021. 889 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3djhVgH >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 890 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3dP9POM>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; <https://bit.ly/3krK2O2>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 319 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხები ვერ გასცეს. საყურადღებოა, რომ საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების და ვენეციის კომისიის მიერ დიდი ხნის წინ გაჟღერებული რეკომენდაციები საჩივრების განხილვისა და სააპელაციო პროცედურების გამარტივების და ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან/კარგ პრაქტიკასთან დაახლოების თაობაზე, კვლავ შეუსრულებელია. ეს კი, საჩივრების მიუკერძოებლად და ეფექტიანად განხილვასთან დაკავშირებით, ეჭვებს ბადებს.891 საბოლოო ანგარიშის თანახმად, არჩევნების შემდგომ 1 660 საჩივრის განხილვა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ხოლო ფორმალური ნიშნით საჩივრების უმეტესობის სისტემურმა უარყოფამ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება მნიშვნელოვნად შეზღუდა.892 ამასთან, მისიის განმარტებით, ყველა ის საჩივარი, რომელიც კომისიებში შევიდა, ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს არ განუხილავთ ღია სხდომებზე, რაც კომისიების კოლეგიალურობის ხარისხს ამცირებს და ზღუდავს საჩივრების განხილვის პროცესის გამჭვირვალობას. 893 ამ გარემოებებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პრაქტიკაში არსებული გამოწვევების გარდა, მნიშვნელოვანია, შესრულდეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ვენეციის კომისიის მიერ წლების წინ გაცემული რეკომენდაციები, საარჩევნო დავების გადაწყვეტის სისტემის გამარტივებისა და გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებული წესების გაფართოების თაობაზე. 894 საგანგაშოა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები აქტიურად საუბრობდნენ არჩევნების დღეს დამკვირვებლებზე ზეწოლის გაზრდილ შემთხვევებზე,895 ასევე, აცხადებდნენ, რომ დამკვირვებლებს დაკავშირებით; პრობლემები ექმნებოდათ შემაჯამებელი ამასთან, საჩივრების განხილვის 896 ორგანიზაციების შეურაცხმყოფელი განმარტებით, გაიზარდა დამოკიდებულების მათი ოქმების დროს, მიღებასთან სადამკვირვებლო წარმომადგენლების გამოვლინების ფაქტები, რაც, მიმართ ხშირად, დამაშინებელ გარემოს ქმნიდა. 891 საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველო – საპარლამენტო არჩევნები, მოხსენება წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ წინასწარი დასკვნები, 2020 წლის 31 ოქტომბერი, 4, 28 , ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3laELdV>[ბოლოს ნანახია 30.03.2021].; უფრო ვრცლად ხელმისაწვდომია სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში: < https://bit.ly/3dlE8ux >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 892 იქვე. 893 იქვე. ერთობლივი 894 მოსაზრება საარჩევნო კოდექსის სამუშაო ვერსიაზე, 2011, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3sE9gvM >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 895 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3cxhb8B>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; <https://bit.ly/3wbWfvz>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 896 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/31uGRwk> [ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 320 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 18.3. ძალადობრივი ინციდენტები და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტები საგულისხმოა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელშეწყობითა და საერთაშორისო პარტნიორების897 მხარდაჭერით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავდა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი.898 თუმცა პოლიტიკური პარტიების მხრიდა კოდექსით განსაზღვრული პრინციპების დაცვა მეტად მძიმე აღმოჩნდა, რაც სამწუხაროდ, დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. ამან მრავალი მიმართულებით ჰპოვა გამოხატულება, მათ შორის, კონფრონტაციული საარჩევნო გარემოს ფორმირებაში, სიმრავლეში; ფიზიკური უცვლელი დაპირისპირებისა გამოწვევა იყო და ძალადობრივი ამომრჩევლის შესაძლო ინციდენტების მოსყიდვასთან დაკავშირებული კითხვებიც. მსგავსი ვითარება, სახალხო დამცველის მიერ არაერთხელ, მათ შორის, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში899 გაცხადებული შეფასებით, მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. სახალხო დამცველის აპარატმა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ათეულობით900 ძალადობრივ შემთხვევასთან დაკავშირებით, მათი რეაგირების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს მიმართა. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 28 სისხლის სამართლის საქმეზე901, ხოლო 8 სისხლის სამართლის საქმეში902 კონკრეტულ პირებს ბრალი წარედგინათ. 1 საქმეში ბრალდებული პირი ცნობილი იქნა დამნაშავედ;903 6 შემთხვევაში მიმდინარეობს სასამართლოში საქმის 897 შვეიცარიის სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). 898 არჩევნების დღისთვის ეთიკის პრინციპებზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიათა რაოდენობა - 42. 899 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 302. 900 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საჯარო წყაროების დამუშავების შედეგად დაახლოებით 57 ინციდენტთან დაკავშირებით №04-11/10096, 13/10/2020; №04-11/10459, 23/10/2020; №0411/10874, 02/11/2020; №04-11/9677, 30/09/2020 წერილებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. №002040920003, №024100920001, №004180920002, №007180920009, №008190920014, №002240920002, №019270920001, №001270920005, №031280920004, №031290920004, №031290920003, №008190920014, №040290920001, №004300920002, №019021020002, 901 №084050820001, №015210820001, №010250820001, №021121020001, №041131020006, №019141020001, №011161020005, №006181020002, №019191020002, №019191020001, №024211020001, №015261020001, №04123102000 სისხლის სამართლის საქმეები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 6 20 02482148, MIA 4 20 02709144, MIA 9 20 02800309 და საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/59045, №13/62164, №13/62063, №13/64959 წერილები; ამასთან, გვეცნობა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტის დაუდასტურებლობის ან დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება არ დაწყებულა, ან კვლავ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, ან რეაგირება მოჰყვა ადმინისტრაციული წესით. №002040920003, N019270920001, №031290920003, №031290920004, №004300920002, №002040920003, №041131020006, №015261020001 სისხლის სამართლის საქმეები. 903 სისხლის სამართლის №019270920001 საქმე. 902 321 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არსებითი განხილვა;904 5 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,905 2 სისხლის სამართლის საქმე კი შეწყდა.906 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია907 კენჭისყრის დღეს მომხდარ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო საქართველოს გენერალური პროკურატურიდან 908 სამართლის საქმეზე მოგვეწოდა, 909 23 ფაქტთან დაკავშირებითაც. ინფორმაცია მხოლოდ 5 სისხლის აღსანიშნავია, რომ ძალადობრივ ფაქტებთან ერთად, ამ საქმეებს შორის, 2 შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევაზეც.910 სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებების911 მიერ გატარებული ღონისძიებებითაც დაინტერესდა. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო 35 შემთხვევის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ფაქტის912 ირგვლივ დაიწყო გამოძიება, თუმცა მოგვიანებით სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, შეწყდა. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, მიმდინარეობს შესწავლა.913 ინდივიდუალურ მნიშვნელობა შემთხვევებზე ენიჭება, განსამტკიცებლად, კანონის როგორც ისე უზენაესობის საზოგადოებაში სამომავლოდ, ძალადობრივი აღსრულებას გადამწყვეტი სამართლიანობის განცდის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ამდენად, საარჩევნო პერიოდში მომხდარ დანაშაულებრივ ინციდენტებთან 904 №015261020001, №002040920003, №031290920003, №031290920004, №004300920002, №041131020006 სისხლის სამართლის საქმეები. 905 №019141020001, №019191020002, №004180920002, №007180920009, №041231020001 სისხლის სამართლის საქმეები. 906 №040290920001, №008190920014 სისხლის სამართლის საქმეები. 907 №04-11/1632, 16/02/2021 წერილი. 908 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/11851, 2.03.2021 წერილი. 909 №010260221801, №088311020801, 910 №041311020005, №012311020001, №001311020005.. №010260221801, №088311020801, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 911 „მოქალაქეთა საქართველოს პოლიტიკური სისხლის გაერთიანებების სამართლის კოდექსში შესახებ“ 2020 საქართველოს წელს შესული ორგანულ კანონსა ცვლილებების და თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვა, განურჩევლად გარიგების ღირებულებისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდა, ამდენად, აღნიშნული საკითხები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანს აღარ წარმოადგენს. 912 პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეის“ წარმომადგენლების მიერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახისთვის გაწეული მატერიალური დახმარების ფაქტი. 913 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/11751, 2.03.2020 წერილი. 322 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაკავშირებით, აპარატი განაგრძობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურ ზედამხედველობას. 18.4. ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი და პერსონალური მონაცემები არაერთი წელია, მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა საარჩევნო უბნებთან პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერებისა და კოორდინატორების მობილიზება. ეს ფაქტი როგორც ეროვნულმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ისე სახალხო დამცველმა არაერთგზის შეაფასეს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მცდელობად. სწორედ საარჩევნო უბნებთან არსებული დაძაბული გარემო ხდება ხშირად, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის საფუძველი. 2020 წელსაც, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით,914 კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების მახლობლად პარტიების კოორდინატორების და აქტივისტების ყოფნა შეინიშნებოდა, რაც, სავარაუდოდ, ამომრჩევლების დაშინებას იწვევდა, რადგან ისინი ხშირად ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ. მისიის მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პარტიების წარმომადგენლებისა და პარტიებთან დაკავშირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფები დროდადრო პროცესში ერეოდნენ. მართალია, 2020 წელს განხორციელებული ცვლილების915 მიხედვით, აიკრძალა კენჭისყრის შენობიდან 25 მეტრის რადიუსში პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, თუმცა როგორც ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, ამ ცვლილებას პრაქტიკაში პოზიტიური შედეგი არ გამოუღია, რაც კვლავ დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. თუმცა, ამასთანავე, საყურადღებოა, რომ კანონი არ განსაზღვრავს ამ რეგულაციის აღსრულების მექანიზმებს, რაც მის პრაქტიკაში დანერგვას ართულებს. 31 ოქტომბერს, არაერთი სპეციალური აპლიკაციის მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია მეშვეობით, ამომრჩეველთა სახის არჩევნებზე ამოცნობისა და ფოტოგადაღების შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, საკითხის შესწავლის მიღებული 916 მიზნით, შპს „newpost ნიუპოსტს“-სგან გამოთხოვილი და ინფორმაციით გაირკვა, რომ არჩევნების დღეს არჩევნებზე მისული ამომრჩევლებისთვის 914 საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველო – საპარლამენტო არჩევნები, მოხსენება წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებб წინასწარი დასკვნები, 2020 წლის 31 ოქტომბერი, 4, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3laELdV>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველო – საპარლამენტო არჩევნები, საბოლოო ანგარიში, 2020 წლის 5 მარტი, საბოლოო ანგარიში, 4., ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3dlE8ux >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 915 საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილი. 916 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის SIS 8 21 00002284 11/02/2021 წერილი. 323 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გადაღებული ფოტო ან/და ვიდეომასალის შედარების და ერთი და იმავე პირის განმეორებით მონაწილეობის ფაქტი, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ესტონურ კომპანიას უნდა დაედგინა. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ესტონეთის რესპუბლიკის საზედამხედველო ორგანოსგან გამოითხოვა ინფორმაცია მონაცემების დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით. სამსახური ამჯერადაც ელოდება საინფორმაციო სააგენტოსგან დამატებით ინფორმაციას. ამდენად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში კვლავ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. 18.5. პანდემიის გავლენა არჩევნებზე არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასობრივად იმატა ვირუსით დაინფიცირებულ პირთა რაოდენობამ და ეპიდემიოლოგიური გარემო კიდევ უფრო დამძიმდა, რამაც ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღება განაპირობა. მათ შორის, დაწესდა შეზღუდვა ღია ცის ქვეშ თავშეყრასთან დაკავშირებით.917 თუმცა საგულისხმოა, რომ ეს შეზღუდვა საარჩევნო კამპანიის წარმართვაზე არ გავრცელებულა. ამომრჩევლებთან უშუალო შეხვედრები და დისკუსიები წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი და, ფაქტობრივად, შეუცვლელი აქტივობებია. ამდენად, მისასალმებელია, რომ საარჩევნო სუბიექტებს ეს შესაძლებლობა არ წაერთვათ, თუმცა დამძიმებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ, ბუნებრივია, იმოქმედა საარჩევნო კამპანიის ინტენსივობასა და ხარისხზე; ამავე დროს, თავის მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულმა ხალხმრავალმა აქტივობებმა, პანდემიის გავრცელების დამატებითი რისკები წარმოშვა. საგულისხმოა, რომ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთი სოციალური დახმარების პროგრამა განხორციელდა, რამაც, საარჩევნო სუბიექტებს შორის, გარკვეულწილად არათანაბარი საარჩევნო გარემო შექმნა. ამდენად, ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებსა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობას შორის მკაფიო ზღვარი გაევლოს.918 ცენტრალური საარჩევნო კომისია გართულებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, შეეცადა კენჭისყრის დღისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაერეგულირებინა919 და ამომრჩევლის, საარჩევნო ადმინისტრაციის, 917 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 სექტემბრის №566 დადგენილება. 918„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები სოციალური დახმარებების გაცემის პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულები, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39ryA0H>[ბოლოს ნანახია 30.03.2021], 2. „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 18.09.2020, №38/2020 დადგენილება, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3w7dfDr>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 919 324 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დამკვირვებლების, მედიის წარმომადგენლების მხრიდან კენჭისყრის დღეს შესასრულებლად სავალდებულო სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები განესაზღვრა.920 არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ცენტრალურმა დადგენილებით 921 საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთი განსაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანდა.922 დადგენილების მხოლოდ 12 დღით ადრე მიღებამ და პრაქტიკაში გამოვლენილმა გამოწვევებმა, დაკავშირებით მოქალაქეების გამოააშკარავა არასაკმარისი დაწესებულ პროცედურებთან ინფორმირებულობა, საზოგადოებრივი რეაქციები და დაპირისპირებაც კი მოჰყვა; 923 რასაც მწვავე შედეგად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არაერთხელ მოუწია იმ ვადის გახანგრძლივება, რომელშიც ამ პირებს შესაბამის სიაში მოსახვედრად მათთვის უნდა მიემართათ. ამასთან, საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით, თავი იჩინა თვითიზოლაციაში მყოფ პირთა აღრიცხვის სისტემის ბუნდოვანებამ და ერთიანი სრულყოფილი სტატისტიკის არარსებობის პრობლემამ. კერძოდ, დაინფიცირებულ პირთა მოულოდნელად მასშტაბურ ზრდასთან ერთად, სახელმწიფომ ვეღარ უზრუნველყო თვითიზოლაციაში მყოფ პირთა დროული და სისტემური აღრიცხვა, ამასთან, გართულებული იყო თავად ამ პირთა ინიციატივით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაც; ხოლო სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მოხვედრის წინაპირობას, სწორედ, თვითიზოლაციაში ყოფნის თაობაზე ოფიციალურად აღრიცხული მონაცემები წარმოადგენდა,924 ამდენად, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა თაობაზეც სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია, ავტომატურად წაერთვათ სპეციალურ სიაში მოხვედრის შესაძლებლობა.925 920 დადგენილებით დარეგულირდა კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, ასევე, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. 921 „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 19.10.2020, №45/2020 დადგენილება. 922 აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლი. 923 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/2PMyYjq>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 19.10.2020, №45/2020 დადგენილების მე-3, მე-5 მუხლების შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენდა ამომრჩეველთა სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, ხოლო თავის მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული იყო მიეწოდებინა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაციაში) მყოფ პირთა შესახებ მონაცემები. 925 როგორც ზემოთ აღინიშნა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასობრივად იმატა ვირუსით 924 დაინფიცირებულ პირთა რაოდენობამ და კიდევ უფრო დამძიმდა ეპიდემიოლოგიური გარემო, ყოველდღიურად დადასტურებულ ინფიცირებულთა რაოდენობა ათასს აღემატებოდა, შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვიც; ამდენად, ისეთ პირთა რაოდენობა, რომლებიც, შესაძლოა, ვერ მოხვდნენ სპეციალურ სიაში, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასს შეადგენდა. 325 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 აღსანიშნავია, რომ მძიმე პანდემიური ვითარების მიუხედავად, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, მათ შორის, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებითაც კი.926 კენჭისყრის მიმდინარეობისას პანდემიის შესაკავებლად აღსრულების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გამოცემული საუბრობენ წესების სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიები. საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი დარღვევები, მაგალითად, მოიცავდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც ამომრჩევლებს რეგისტრატორი ან ნაკადის მომწესრიგებელი საბუთის წარდგენისას არ ახსნევინებდა პირბადეს,927 ამომრჩეველი დაიშვებოდა პირბადის გარეშე,928 თავად კომისიის წევრები უგულებელყოფენ პირბადის ტარების სავალდებულო წესს;929 უთითებდნენ ასევე, რომ ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირად არ იყო დაცული დისტანცია, ხოლო დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი ბიულეტენების დათვლის დროს, უმეტესად ირღვეოდა პირბადის ტარების მოთხოვნა.930ერთ-ერთ უბანზე931 ამომრჩეველმა, რომელიც შეყვანილი იყო სპეციალურ სიაში, ხმა მისცა ძირითად უბანზე, ისე, რომ თვითიზოლაციის დასრულების დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მონახულებულ უბნებში ასევე არ სრულდებოდა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული მოთხოვნები, იშვიათად იყო დაცული სოციალური დისტანცია ან შეუძლებელი იყო დაცვა.932 მისი ხოლო არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრად იყო დაცული, თუმცა არჩევნების დღეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ნორმების დაცვა შესუსტდა.933 926 აქტივობა 20:00 საათზე: 2020 - 56.11%; 2016 - 51.63%; 2012 - 60.8%, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39vKwP0>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 927 №30 კასპის საარჩევნო ოლქის №21 საარჩევნო უბანი, №29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქის №7 საარჩევნო უბანი; №16 ყვარლის საარჩევნო ოლქის №29 საარჩევნო უბანი; ზესტაფონის №14 უბანი; ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3m3TQ1s>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; < https://bit.ly/31Egbcp >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 928 №65 მარტვილის ოლქის №25 საარჩევნო უბანი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3cxrObA>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]; №79 ბათუმის საარჩევნო ოლქის №54 საარჩევნო უბანი, იხ. ბმული: < https://bit.ly/3weMYDe >[ბოლოს ნანახი 30.03.2021]. 929 #№2 მარნეულის საარჩევნო ოლქის №11 საარჩევნო უბანი; იხ. ბმული: <https://bit.ly/3fsPn76>[ბოლოს ნანახია 30.03.2021; < https://bit.ly/39tdHCb>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 930 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების შედეგების შეჯამება, ხელმისწვდომია: <https://bit.ly/3wfJbVY >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 931 №32 გორის საარჩევნო ოლქის №23 საარჩევნო უბანი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3sC7H1j>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 932 OSCE/ODIHR-ის შუალედური ანგარიში, 16, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3mdFFak>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 933 IRI-ის შუალედური ანგარიში, 11, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3foDMpP>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 326 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სოციალური დისტანციისა და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა ვერ მოხერხდა ვერც არჩევნების აქტივობის935 შემდგომ მიუხედავად, საპროტესტო მეორე აქციების ტურზე მაინც მიმდინარეობისას.934 გამოვლინდა დაბალი ხარვეზები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით.936 წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  უზრუნველყოს კენჭისყრის შენობაში/შენობიდან 25 მეტრის მანძილზე არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვის (საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილი), აღსრულების მექანიზმების შემუშავება-მიღება;  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების937 შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრების განხილვისა და სააპელაციო პროცედურების გამარტივება და ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან დაახლოება. რეკომენდაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო საარჩევნო კომისიებს:  არ იხელმძღვანელოს საჩივრების დასაშვებობის მკაცრი მიდგომით და მაქსიმალურად უზრუნველყოს საჩივრების არსებითი განხილვა, ამასთან, ცესკომ დაგეგმოს საარჩევნო კომისიებისთვის საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემის შესაქმნელად და დასანერგად საჭირო ღონისძიებები;  საარჩევნო კომისიების წევრები აქტიურად მომზადდნენ საჩივრების ეფექტიანად, საფუძვლიანად და კვალიფიციურად შესასწავლად და განსახილველად;  მომავალში უზრუნველყოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შემაჯამებელი ოქმების დაუბრკოლებელი გადაცემა და საჩივრების განხილვისას მათთვის ეთიკური გარემოს შექმნა; 934 სახალხო დამცველმა შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2O676Gi>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 935 ამომრჩევლის აქტივობამ მეორე ტურში 26.29% შეადგინა. 936 რიგ უბნებში ამომრჩევლის ამოცნობის პროცედურები სათანადოდ არ სრულდება, კომისიის წევრები მოქალაქეებს არ ახსნევინებენ პირბადეს დადგენილი წესით, იხ. ბმული: <https://bit.ly/3m3W0ON>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 937 2011 წლის ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ვენეციის კომისიის ერთობლივი მოსაზრება საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტის შესახებ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2PHUx4q>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 327 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  მომავალში, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესში, უზრუნველყოს კოლეგიალურობის პრინციპისა და გამჭვირვალობის სტანდარტის განუხრელად დაცვა;  2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დროულად დაგეგმოს და განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა შესაბამისი კატეგორიების სპეციალურ და გადასატან საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანა და ყველა მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზაცია, ამასთან, ეფექტიანად და დროულად წარმართოს საინფორმაციო კამპანია მიღებულ ზომებთან დაკავშირებით;  2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საფუძვლიანად მომზადდნენ საარჩევნო კომისიის წევრები დაწესებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ რეგულაციებთან დაკავშირებით, კენჭისყრის მიმდინარეობისას, დადგენილი მოთხოვნების მაქსიმალურად აღსასრულებლად. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  აქტიურად წარმართოს 2018, 2019, 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიება და გამოძიებების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე აცნობოს სახალხო დამცველის აპარატს;  წარმოადგინოს მსჯელობა/არგუმენტაცია ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში „პროკურატურის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, 2018, 2019, 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის თაობაზე. 328 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 19. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება 19.1. შესავალი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვა ყველას კონსტიტუციური უფლებაა,938 ხოლო შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების შექმნა-აღსრულება - სახელმწიფოს ვალდებულება. სახალხო დამცველის შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი რეგულაციები არასათანადო და არაეფექტიანია; გამოწვევები იკვეთება კონსერვაციარეაბილიტაციის პროცესის წარმართვისას, პრობლემურია ასევე, ურბანული დაგეგმარებისას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესების გათვალისწინების საკითხიც. საანგარიშო პერიოდში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - გელათის რეაბილიტაციის პროცესში მისი დაზიანების საკითხი,939 რამაც უნიკალურ ფრესკებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.940 მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმართულ ნებისმიერ საქმიანობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, როგორც ძეგლის დაცვის უმთავრესი გარანტი. საქართველოს კი არაერთი ვალდებულება ეკისრება მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის, ასევე, ვენეციის ქარტიის941 გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, რაც სახელმწიფოს მხრიდან დროულ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს, მით უფრო, რომ ბაგრატის ტაძრის ნუსხიდან ამოღების942 შემდეგ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორის სულ 3 ძეგლია943 საქართველოდან; მათზე ზრუნვა და შენარჩუნება კი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. სამწუხაროდ კვლავ ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების, ასევე, რუისი–რიკოთის 938 საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი. 939 ხელმისაწვდომია: 940 <https://bit.ly/3drJfeF> [ბოლოს ნანახია 17.02.2021]. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, „გელათის მონასტერი“ ჩატარებული გეგმური მონიტორინგის მისიების 11 მარტის, 30 აპრილის, 16-19 ივნისისა და 10 -11 აგვისტოს ანგარიშები. 941 ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციისა და რესტავრაციის საერთაშორისო ქარტია. 942 ბაგრატის ტაძარი რეკონსტრუქციის შემდეგ, 2017 წელს „იუნესკომ” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო, ასეთივე რისკის ქვეშ იყო გელათის მონასტერიც, თუმცა მისთვის სტატუსის შენარჩუნება მოხერხდა. 943 გელათის მონასტერი, მცხეთის ისტორიული ძეგლები, ზემო სვანეთი. 329 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება.944 19.2. კანონმდებლობა წლებია მიმდინარეობს მუშაობა „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე. მნიშვნელოვანია, ორიენტირებული კულტურული კანონპროექტი, მემკვიდრეობის პროფესიული დაცვის ინტერესებზე და საზოგადოების ჯგუფებისა ჩართულობის გზით, მაქსიმალურად დროულად შემუშავდეს და წარედგინოს პარლამენტს, ხოლო საკანონმდებლო ორგანომ დროულად მიიღოს იგი. საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - გელათის რეაბილიტაციის საკითხმა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ საქმის შესწავლისას გამოვლენილი ერთ-ერთი პრობლემა,945 საკანონმდებლო დონეზე არსებული სისტემური ხარვეზია. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა ნებართვის მფლობელს ავალებს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების თაობაზე, სააგენტოს პერიოდულად წარუდგინოს შუალედური ანგარიში,946 რის შესახებაც დგება სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების შესახებ ოქმი.947 თუმცა, ეტაპობრივი ჩაბარების დროს, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საექსპერტო დასკვნის გზით შეფასების ვალდებულებას. მითითებული ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში, ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობად განსაზღვრის საფუძველზე.948 გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების წყარო არ ყოფილა სააგენტოს ბიუჯეტი, ამდენად, მსგავსი მოთხოვნა შემსრულებლის მიმართ არ დამდგარა. ასეთი საკანონმდებლო ვალდებულების არარსებობის პირობებში კი, რისკის ქვეშ დგება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები და მასზე წარმართული სამუშაოების შესაბამისობა გაცემულ სანებართვო პირობებთან. სამწუხაროდ, კვლავ არ არსებობს კომპლექსური და ეფექტიანი მექანიზმები კერძო საკუთრებაში არსებული ყოველდღიურად ამძიმებს კულტურული ასეთი მემკვიდრეობის ძეგლების რთულ დასაცავად,949 მდგომარეობას, რაც ცალკეულ შემთხვევებში აჩქარებს ძეგლის სტატუსის მქონე კერძო საკუთრების ნგრევის პროცესს, და ზოგიერთ შემთხვევაში კი, შეუძლებელს ხდის მის აღდგენა-გაძლიერებას. ამასთან, ასეთი ვითარება შეუძლებელს ხდის მოქალაქეთა ისეთ ბაზისურ სერვისებზე წვდომას, 944 №027291214001 და №074140214801 საქმეები, საქართველოს გენერალური პროკურატურის 9.03.2021, №13/12920 წერილი. 945 ვრცლად იხ. მომდევნო თავში. 946„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. 947 „იქვე, მე-5 პუნქტი. 948 ინფორმაცია მოგვეწოდა საქმის შესწავლის ფარგლებში გამართული ზეპირი მოსმენის ფარგლებში. 949 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 234-დან. 330 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 როგორიცაა წყალი და სანიტარია, რასაც, თავის მხრივ, სათანადო საცხოვრებლის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის უფლებების რეალიზაციასთან აქვს კავშირი.950 ასევე, როგორც სახალხო დამცველმა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში განმარტა, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკისრებული სანქციების დაკავშირებული შემსუბუქება, ვერ სამართალდარღვევებისთვის უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო ქმედებების პრევენციასა და აღკვეთას,951 რაც გაუმართლებელია. 19.3. გელათი სახალხო დამცველის აპარატის მიერ გელათის საქმის შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ ამ შემთხვევაში იკვეთება არა მხოლოდ სისტემური საკანონმდებლო ხარვეზები, არამედ, კონსერვაცია-რეაბილიტაციის952 მიმდინარეობასთან, მათ შორის, გატარებულ დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებული პრობლემებიც. კერძოდ, როგორც ირკვევა, არ მოიპოვება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება ძეგლის 2018-2019 წლებში განხორციელებულ სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე.953 საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული გადახურვისას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენების უპირატესობები და საჭიროებები. ამასთან, ნებართვის გაცემის ეტაპზე არ შეუმოწმებიათ გამოსაყენებელი მასალა, კერძოდ, გამოყენებული კრამიტის954 ხარისხი ნებართვის გაცემის ეტაპზე კი არა, შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეფასდა.955 იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება მე-12 საუკუნის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და არსებობს წინა პერიოდში განხორციელებული 950 სახალხო დამცველის №04-11/6440, 2/07/2020 რეკომენდაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და კრწანისის რაიონის გამგებელს ქ. თბილისში, ბეთლემის აღმართი №8-ში მცხოვრებ მოქალაქეთა საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით. 951 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2019, თბილისი, 2020, 308. გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2008 წელს შემუშავდა, სხვადასხვა სამუშაოებს ითვალისწინებდა და ეტაპობრივად, წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. დაგეგმილ ღონისძიებებს შორის მთავარი ტაძრის სახურავის ცვლილება იყო. გადახურვითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართა. კერძოდ, 2014-2018 წლებში შეიცვალა ტაძრის ზედა ნაწილების, მათ შორის, გუმბათის გადახურვა, ხოლო 2018-2019 წლებში კი, ტაძრის ქვედა ნაწილის, მათ შორის, ეკვდერების გადახურვა. 953 დოკუმენტაციის მიხედვით, 2010 წლის ივლისში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა 952 და კულტურის ორგანიზაციის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გასცა შეფასება „გელათის მონასტრის“ კონსერვაციის გეგმაზე, ხოლო საერთაშორისო ICOMOS-ის ტექნიკური შეფასება მხოლოდ მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის სტრუქტურულ გამაგრებაზე არსებობს. 954 ტაძრის გადახურვისას გამოყენებულია სხვადასხვა სახის კრამიტი - მოჭიქული და კერამიკული. მათ ერთმანეთისგან განასხვავებს დამზადების ტექნოლოგია და გამოყენებული მასალა. 955 კერძოდ, ტაძრის ეკვდერების გადახურვის თაობაზე ნებართვის მოსაპოვებლად, მოთხოვნა წარდგენილი იქნა 2018 წლის 14 მარტს, რაზეც დადებითი გადაწყვეტილება მომდევნო დღეს, 2018 წლის 15 მარტს, გაიცა. ხოლო კრამიტის შეფასება, 2018 წლის 30 აპრილს ჩატარდა. 331 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რეაბილიტაციის თაობაზე პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი მასალის ტექნიკური შეფასების წარდგენის პრაქტიკაც, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა ნებართვის გაცემის ეტაპზე და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებითა და რისკების შემცირების მიზნით, ნებართვის მაძიებლისათვის გამოსაყენებელ მასალასთან დაკავშირებული დასკვნის წარდგენაც დაევალებინა. ინფილტრაციის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად მეთოდოლოგია (კრამიტის დაწყობის ტექნოლოგია) დღესდღეობით, გადახურვისას და წყლის გამოყენებული დაზიანებულ კრამიტი სახელდება.956 ნებართვის გაცემის ეტაპზე არსებულ პრობლემებთან ერთად, გამოვლინდა გაწეული სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. კერძოდ, სახეზეა სააგენტოს მიერ სამუშაოების არასათანადო და არაეფექტიანი ზედამხედველობა, ასევე, შესრულების პროცესში არასაკმარისი ჩართულობა. სააგენტოს, მოთხოვნის მიუხედავად, სახალხო დამცველისათვის არ მოუწოდებია ის დოკუმენტაცია, რომლებიც 2014-2019 წლებში გაწეულ სამუშაოებზე მათ მიერ მონიტორინგის დაადასტურებდა. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ 957 ადგილზე ადასტურებს ჩატარებას სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარების საექსპერტო შეფასების საჭიროებას. 958 დაგვიანდა რეაგირება დროებითი ღონისძიებების როგორც დაგეგმვის, ისე შესრულების კუთხით. მაშინ როდესაც სააგენტო გელათში დაზიანებების თაობაზე ინფორმაციას 2020 წლის თებერვალ-მარტში ფლობდა, ნალექებისგან დაცვის მიზნით, დროებითი გადახურვა დეკემბერში დასრულდა. კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ თითქმის ათი თვის შემდეგ მოწყობილი დროებითი გადახურვაც მალევე დაზიანდა.959 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს სააგენტოს საქმიანობას გელათთან მიმართებით. მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს ის მიზეზები, რის გამოც ზიანი ადგება ტაძარს და მომავალში გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება მათ თავიდან ასარიდებლად და დამდგარი შედეგების გამოსასწორებლად. 19.4. სახალხო საფრთხეში მყოფი ძეგლები დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყურადღება დაეთმოს 2020 წლის ბოლოს, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების 956 ICOMOS საქართველოს კომენტარები „გელათის მონასტრის“ კონსერვაციულ მდგომარეობაზე, 12.10.2020. 957 სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 ოქტომბრის №11937/20, 2020 წლის 24 ნოემბრის №12848/20 და 2021 წლის 24 მარტის №09/901 წერილები. 958 ვრცლად იხილეთ კანონმდებლობის ქვეთავში. 959ხელმისაწვდომია: 332 | <https://bit.ly/2OJ46Q4 > [ბოლოს ნანახია 17.02.2021]. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საერთაშორისო საბჭოს ICOMOS-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს960 და მასში ასახული გამოწვევების საპასუხოდ დაიგეგმოს და გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები. ხსენებული დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოში საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალში საქართველოდან მოხვდა: ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადას ხეობა, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ანგარიშის მიხედვით, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა ისტორიული მახასიათებლები, ზოგიერთი ძველი შენობა კი მრავალფუნქციური, მასშტაბური და შეუსაბამო ნაგებობებით ჩანაცვლდა;961 ამასთან, ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ძველი უბნების გარემო, ურბანული რიტმი, სტილისტური სიმარტივე და ტრადიციული გამწვანების ხასიათი; ისტორიულ ცენტრში პროცესები უმართავი გახდა. ისტორიული ბათუმის ღირებულებების გააზრების ნაკლებობის, ადგილობრივი ხელისუფლების არათანმიმდევრული პოზიციებისა და სუსტი პოლიტიკური ნების გამოვლინების ერთ-ერთ მაგალითად განხილულია პროექტი „ბათუმი რივიერა“.962 ნათქვამია, რომ პროექტის ფარგლებში, 2018 წელს, ბათუმის მერიამ დაცვის ზონიდან ამოიღო ძველი ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია; ავტორების შეფასებით, შემოთავაზებული გეგმის შესრულების შემთხვევაში, განადგურდება ბათუმის, როგორც ისტორიული ზღვისპირა ქალაქის იდენტობა.963 ხსენებული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ბათუმის განაშენიანების თვალსაზრისით არსებულ მძიმე გამოწვევებს, რომელთა გათვალისწინებითაც, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ დრომდე ქალაქ ბათუმს არ გააჩნია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი, ასევე, ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა.964 ზემოაღნიშნულ ანგარიშში, ქვეშეთი-კობის გათვალისწინებით, ასევე მოხვდა ხადას ხეობის 965 მდიდარია მნიშვნელოვანი კულტურული საავტომობილო გზის პროექტის კულტურული ლანდშაფტი, რომელიც და არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. საგულისხმოა, რომ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მითითებით, სახალხო დამცველმა წინა საპარლამენტო ანგარიშში966 განმარტა, რომ კულტურული 960ICOMOS, Heritage at Risk, World Report 2016-2019 on Monuments and Sites in Danger, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39qtvWe>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 961 იქვე, 39. 962 აღნიშნულ პროექტზე, საქართველოს სახალხო დამცველმა, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს №04-11/12850, 28/11/2019 რეკომენდაციით მიმართა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წარმართვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. 963ICOMOS, Heritage at Risk, World Report 2016-2019 on Monuments and Sites in Danger, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39qtvWe>[ბოლოს ნანახია 30.03.2021], 40. 964 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 18.02.2021. №14-1421077310 წერილი. 965ICOMOS, Heritage at Risk, World Report 2016-2019 on Monuments and Sites in Danger, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39qtvWe>[ბოლოს ნანახია 30.03.2021], 48. 966 საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2019, თბილისი, 2020,309. 333 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მემკვიდრეობის დაცვის ინტერესების გათვალისწინების საჭიროება განსაკუთრებით იკვეთება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში. ამდენად, მნიშვნელოვანია, მათი დაგეგმვა-განხორციელებისას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე/ობიექტებზე მოსალოდნელი შედეგების ყოველმხრივი გამოკვლევა და გადაწყვეტილებების მიღებისას, მათი დაცვის ინტერესების გათვალისწინება. რისკების სრულყოფილი შესწავლისა და პროექტის განხორციელების ალტერნატიული შესაძლებლობების განხილვის აუცილებლობაზეა საუბარი ICOMOSI-ის ანგარიშშიც.967 ამავე ანგარიშში მოხვდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი968 და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მისი ფიზიკური არასტაბილურობა მიეთითა, რაც გამოწვეულია კლდეების დეზინტეგრაციით; ამასთან, ზოგიერთი ნაწილის ჩამონგრევამ დაამძიმა არსებული რთული ვითარება. მითითებულია ამ დავით და სხვა გარეჯის პრობლემების მონასტრების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციასა და ანგარიშში კომპლექსის მულტიდისციპლინური შესწავლის საჭიროებაზე, არსებული ვითარების გარკვევისა და პრიორიტეტების დასახვის მიზნით. ხოლო შემდგომ ნაბიჯებად დასახულია ტერიტორიის კონსერვაციისა და გენერალური გეგმების შემუშავება. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარება დაექვემდებაროს სავალდებულო საექსპერტო შეფასებას;  უზრუნველყოს რეგულაციების შემუშავება და ინიცირება კერძო საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შენარჩუნება-განვითარების ხელშესაწყობად, ასეთ ძეგლებთან დაკავშირებით, უწყებების კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ გამიჯვნითა და სახელმწიფოს აქტიური როლის განმტკიცებით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს:  დაასრულოს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე მუშაობა და მოახდინოს მისი ინიცირება;  შეისწავლოს ხადას ხეობასთან, დავით-გარეჯის კომპლექსთან და ბათუმთან დაკავშირებით, ICOMOS-ის ანგარიშში ასახული პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმოს საპასუხო ღონისძიებები; 967 ICOMOS-ის ანგარიში, გვ. 48-49. 968 იქვე, გვ. 44-დან, ავტორი: მარიამ დვალიშვილი, საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი, ევროპა ნოსტრას წარმომადგენლობა საქართველოში. 334 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარდეს ყველა აუცილებელი კვლევა დაზიანების სათანადო მიზეზების დასადგენად, დაიგეგმოს და გატარდეს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად;  გელათის შეუქცევადი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, დაგეგმილი სამუშაოები შესრულდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ჩასატარებელ კვლევებს;  გელათში, როგორც გამოვლენილი ხარვეზების მიზეზების დასადგენად, ისე სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას, უზრუნველყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  პერიოდულად, საზოგადოებას საავტომობილო გზის მიაწოდოს მშენებლობის ინფორმაცია პროცესში რუისი–რიკოთის არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას:  შეიმუშაოს და დაამტკიცოს განვითარებისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განაშენიანების მართვის დოკუმენტი და ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა 335 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 20. ადამიანის უფლებათა სწავლება 20.1. შესავალი ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველი განაგრძობს მდგრად, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებულ, სისტემურ მიდგომას. საანგარიშო პერიოდში შესრულებული საქმიანობები, ფორმალური განათლების ყველა დონეზე განათლების სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზსა და გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად აერთიანებდა. COVID-19-ით მომზადებულ გამოწვეული წინადადებებს/რეკომენდაციებს შეზღუდვების მიუხედავად, აპარატი არაფორმალური განათლების მიმართულებითაც განაგრძობდა მუშაობას და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის ადამიანის უფლებებზე ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს მართავდა. 969 ადამიანის უფლებათა განათლების მიმართულებით საქმიანობის სტრუქტურიზების მხრივ, მნიშვნელოვანი ორიენტირი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატისა (OHCHR) და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის (DIHR) მიერ მომზადებული გაეროს მდგრადი განვითარების 4.7. მიზნის განხორციელების მონიტორინგის ჩარჩო დოკუმენტი.970 უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისთვის გამიზნული ეს ინსტრუმენტი სხვა ხუთ ქვეყანასთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველთან თანამშრომლობით შემუშავდა.971 უმაღლესი განათლების სფეროში უფლებათა სწავლების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წელს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) თანამშრომლობით, 5 სახელმწიფო და 4 კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, კომპლექსური კვლევა ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შეფასდა სამართლის საბაკალავრო პროგრამებში ადამიანის უფლებათა ინტეგრირების ხარისხი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევის შედეგების პირველადი ანალიზი. ზოგადი განათლების სფეროს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, მომზადდა ონლაინ ტრენინგ კურსი ადამიანის უფლებებში.972 2020 წელს, შესაძლოა, პროდუქტიულად შეფასდეს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხებზე რეკომენდაციათა მთავარ ადრესატ უწყებასთან სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა სულ 694 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან საქართველოს მასშტაბით, ასევე ჩატარდა 20 ტრენინგი და სემინარი, მომზადდა და დაიბეჭდა თემატური ბროშურები და ერთი სახელმძღვანელო. 970 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3bQTgAR > [ ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 969 971 ავსტრალია, დანია, საქართველო, ფილიპინები, ნიგერია, ეკვადორი. 972 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Ory6jX > [1ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 336 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. უწყებასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა საგანმანათლებლო ონლაინ კურსი პედაგოგებისთვის. „დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის პროგრამის” ქოლგის ქვეშ მიმდინარეობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების სისტემატური ტრენინგები ადამიანის უფლებათა შესახებ, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაციას, უფლებათა შესახებ ერთიანი ტრენინგ პოლიტიკის მიდგომის განხორციელების თაობაზე, ნაწილობრივ ეხმიანება. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების/მაკეტების გრიფირების კომისიის შინაარსობრივი და ორგანიზაციული პროცესის დახვეწის კუთხით, სამინისტრომ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. თუმცა, რეცენზირების ორგანიზაციულ ასპექტებთან მიმართებით, რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელი რჩება. არ ყოფილა პროგრესი პოლიტიკის დოკუმენტების (ადამიანის უფლებათა სწავლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) შემუშავებასა და სკოლებში პროზელიტიზმის/რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევათა პროაქტიული გამოვლენის კუთხით. ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ გაცემული რეკომენდაციები - „ადრეული და სკოლამდელი გათვალისწინებული აღზრდისა და განათლების ნორმატიული აქტების შესახებ“ მიღების საქართველოს თაობაზე, კანონით ადგილობრივი თვითმმართველობების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეასრულა და ისიც, ნაწილობრივ.973 20.2. ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში სახელმწიფოთა ვალდებულებაა, რაც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს და მოიცავს უფლებათა შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლების პოლიტიკის ფორმირებასა და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას, შესაბამისი რესურსების გამოყოფით. წინამდებარე თავში განხილულია სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში, უფლებათა სწავლების საკითხების გათვალისწინების ხარისხი და ამ დოკუმენტების შესრულების ეფექტიანობის მონიტორინგის კუთხით არსებული გამოწვევები. აქვე, განხილულია ზოგადი განათლების რეფორმით („ახალი სკოლის მოდელი”), კერძოდ კი, სკოლების ავტონომიის ხარისხის ზრდით, გამოწვეული რეკომენდაციებით მოთხოვნილი ნორმატიული აქტები დაამტკიცა თიანეთის მუნიციპალიტეტებმა. კასპის მუნიციპალიტეტმა გვაცნობა, რომ მათ აღნიშნული დოკუმენტი დამტკიცებული ჰქონდათ წინა წლებში. დებულების პროექტი მოამზადეს ზესტაფონის, ლანჩხუთის, ტყიბულის მუნიციპალიტეტებმა; თუმცა, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ნორმატიული აქტები არ დამტკიცებულა. 973 337 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ტენდენციების გავლენა სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის პრინციპის დაცვასა და უფლებების პრინციპებთან შესაბამისი სასწავლო პროცესის წარმართვაზე. 20.2.1. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების შესახებ სახელმწიფოს პოლიტიკა და ხედვა ასახული იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში (2018-2020).974 დოკუმენტი, მასში განსაზღვრული 27 ამოცანიდან 11 ამოცანის შესრულების ინდიკატორად, უფლებათა თაობაზე არაფორმალური განათლების შესახებ აქტივობებს მიუთითებდა.975 შესაბამისად, უფლების შესახებ თემატურ ტრენინგსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას, როგორც გეგმის განხორციელების ინსტრუმენტებს, მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება. თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხსენებული ამოცანების შესრულების ინდიკატორები (outcome indicator) გაზომვას არ ექვემდებარება, ამასთანავე, ინდიკატორები საერთოდ არ არის განსაზღვრული სამოქმედო გეგმაში მითითებული აქტივობებისა (output indicator) და მიზნებისთვის (impact indicator), რაც შესაძლებელს გახდიდა ადამიანის უფლებათა არაფორმალური განათლების კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკისა და პროგრამების ეფექტიანობის გაზომვას. ამის თაობაზე ევროკავშირისა და გაეროს მიერ ერთობლივად მომზადებულ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების დოკუმენტშიც არის მითითებული.976 ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშიც977, თავის მხრივ, მიუთითებს შესრულებული საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ ინფორმაციაზე, მაგალითად, ტრენინგებისა და მათში მონაწილეთა რაოდენობაზე. თუმცა, რადგანაც აქტივობების, ამ რაოდენობრივი ამოცანებისა ინდიკატორებთან, მათი და მონაცემების მიზნების არარსებობის გამო, შედარება ეფექტიანი ვერ სამოქმედო შესრულების ხერხდება, გეგმის გაზომვად სამოქმედო გეგმის შესრულების ეფექტიანობის სრულფასოვანი შეფასებაც შეუძლებელია. 974 საქართველოს მთავრობის დადგენილება №182, 2018 წლის 17 აპრილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3csj99a > [ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 975 იქვე. 976 Recommendations on a proper monitoring system and ongoing activities for the Georgian National Human Rights Action Plan, EU-UNDP Joint Project “Human Rights for All" In partnership with the Human Rights Secretariat, Administration of the Government of Georgia, 2017 წლის სექტემბერი; ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2OLIO4n> [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 977 ანგარიში მოიცავს 2018-19 წლებს, 2020 წლის შესახებ ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს არ წარუდგენია; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Q253nv > [ ბოლოს ნანახია 12.03,2021]. 338 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 20.2.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია მსგავს ტენდენციას ვხვდებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან სტრატეგიაშიც (2017-2021)978, თუმცა დოკუმენტში უფრო მწირია მითითებები ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშემწყობ ღონისძიებებზე. ნახსენებია მხოლოდ სტრატეგიის დოკუმენტში ადრეული და ზოგადი განათლების მიზნებთან მიმართებით979, ხოლო სტრატეგიის ლოგიკურ ჩარჩოსა980 და სამოქმედო გეგმაში981 ხსენებული მიზნების კონკრეტულ ამოცანებად და აქტივობებად ფორმულირება არ ხდება. ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, იკვეთება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების სფეროში უფლებათა სწავლების ხელშეწყობის ერთიანი, კოორდინირებული ძალისხმევის საჭიროება. ამ მიზნისთვის ეფექტიანი მექანიზმი იქნებოდა ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ადამიანის უფლებათა სწავლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უწყებათაშორის კოორდინაციას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ძალისხმევათა კონსოლიდირებას, დუბლირებების თავიდან აცილებასა და რესურსების ეფექტიან, საჭიროებებზე დაფუძნებულ განკარგვას. უფლებათა სწავლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობის აღიარებისას, გაერომ (OHCHR) სახელმწიფოთათვის მოამზადა სახელმძღვანელო მსგავსი ინსტრუმენტის შესრულების მონიტორინგის მექანიზმების შესახებ. 982 შემუშავების, ასევე მისი აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც, რომლებმაც გაეროს ინსტრუქციებზე983 დაყრდნობით შეიმუშავეს და განახორციელეს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმები.984 ადამიანის უფლებათა სწავლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ, სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გასცა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში.985 თუმცა 978 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №533, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021-ის” დამტკიცების შესახებ; ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/30H7JbS> [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 979 იქვე. დანართი 1, გვ. 12, 13, 16, 22. 980 იქვე, დანართი 3. 981 იქვე, დანართი 2. 982 OHCHR, Handbook on National Human Rights Plan of Action, Professional Training Series No. 10, 29/08/2002), ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ezdhOa > [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 983 OHCHR, Guidelines for National Plans of Action for Human Rights Education (1997), (A/52/469/Add.1 and A/52/469/Add.1/Corr.1, 20 October 1997 and 27 March 1998), ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2OHV3Pr > [ბოლოს ნანახია 12.03.2021]; OHCHR, Handbook on National Human Rights Plan of Action, Professional Training Series No. 10, 29/08/2002, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ezdhOa > [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 984 OHCHR, National Action Plans for Human Rights Education, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tcr01h > [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 985 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 319. 339 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს პარლამენტმა ანგარიშის თაობაზე მიღებულ დადგენილებაში ეს რეკომენდაცია არსებითად განსხვავებული შინაარსით, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ასპექტის გარეშე ასახა.986 გაეროს მიერ შემოთავაზებული პრინციპით მომზადებული სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების შესახებ ანგარიში გაზრდის უფლებათა სწავლების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მომზადებული შესაბამისი ანგარიშების ხარისხს. ამასთან, გაზომვადი ინდიკატორები ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების 4.7. მიზნის განხორციელებაზე სახელმწიფოს მიერ ანგარიშის მომზადების პროცესს. საგულისხმოა, რომ საქართველოს მიერ გაეროს მდგრადი განვითარების 17-ივე მიზნის ნაციონალიზაციის მიუხედავად987, ქვეყნის მიერ 2020 წლის 13 ივლისს გაეროში წარდგენილი ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიში არ მოიცავს ინფორმაციას ადამიანის უფლებების განათლებაზე ორიენტირებული 4.7. მიზნის შესრულების შესახებ. 988 20.2.3. ზოგადი განათლების რელიგიური რეფორმის ნეიტრალიტეტის გავლენა დაცვისა და სკოლებში ადამიანის უფლებათა პრინციპების შესაბამის სწავლებაზე ადამიანის უფლებათა სწავლების სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში მნიშვნელოვანია გაანალიზდეს 2018 წელს დაწყებული ზოგადი განათლების რეფორმა („ახალი სკოლის მოდელი”), რომელიც სკოლებს ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებულიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლა სთავაზობს. ამ რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სკოლებს მიენიჭათ დამოუკიდებლობა, მოსწავლეებს შესთავაზონ ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო ღონისძიებები, სავალდებულო ან ფაკულტატური სახით. 989 986 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილება, მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3tkv67L>[ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 987 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3craROH > [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 988 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/38zA2NM > [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 989 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მიღებული 2005 წლის 8 აპრილს, 2021 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით 33-ე მუხ. მე-4 პუნ. ასევე, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 2021 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით. 340 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიუხედავად იმისა, რომ განათლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები (OECD, UNICEF) დადებითად აფასებენ სკოლების ავტონომიის გაზრდას990, საუბრობენ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით დეცენტრალიზაციის რისკებზე და გასცემენ რეკომენდაციებს ძლიერი ანგარიშვალდებულებისა და სწავლების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე.991 სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდასა და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის რელიგიურ ნეიტრალობას შორის კორელაციაზე მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო თავის რეკომენდაციებში.992 საბჭო უარყოფითად აფასებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2019 წლის 8 აგვისტოს №164/ნ ცვლილებას და მიუთითებს, რომ სკოლების ავტონომიის ხარისხის ზრდამ, შესაძლოა, „მასობრივად გამოიწვიოს იმავდროულად, კონფესიური განათლების რელიგიური სამინისტროს სწავლების ზედამხედველობის დანერგვა მიღმა და დატოვოს საკითხი”.993 რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის არაერთ ფაქტს განიხილავს ასევე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი 2019 წლის ანგარიშში.994 სასწავლო პროცესში რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის რისკს ეხება სახალხო დამცველის 2019 წლის 29 ნოემბრის №17-1/12888 წინადადება995 და 2020 წლის 24 თებერვლის №17-1/2139 რეკომენდაცია;996 ხოლო სასკოლო სივრცეში რელიგიური პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის პრევენციის კუთხით, სამინისტროს სისტემაში არსებული ინსპექტირების არაეფექტიანობაზე ფაქტები წარმოდგენილია 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში და აქვე მითითებულია რეკომენდაცია სასწავლო პროცესში რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ან იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოვლენის შესახებ.997 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ 2019-2020 წლებში, ამ მიმართულებებით სამინისტროს არ გამოუვლენია დარღვევის ფაქტები 990 UNICEF, Student Performance in Georgia According to the Programme for International Student Assessment (PISA), 2013, 35, ხელმისაწვდომია: < https://uni.cf/3qN8hHU > [ბოლოს ნანახია 13.03.2021]. 991 OECD Review of Evaluation and Assessment in Education: Georgia; “The Education System in Georgia”, 2019; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/38BtKgZ > [ბოლოს ნანახია 13.03.2021]. ასევე, “Assessment and Recommendations”, OECD, 2019; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3bJoSrR > [ბოლოს ნანახია 13.03.2021]. 992 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები, 2020, გვ. 50; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3rNr4El >, [ბოლოს ნანახია 13/03/2021]. 993 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები, 2020, გვ. 50; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3rNr4El >, [ბოლოს ნანახია 13/03/2021]. 994 „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში”, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), 2010-2019, გვ. 158; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/30DJcVp > [ბოლოს ნანახია 13.03.2021]. 995 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3eBB0gk > [ბოლოს ნანახია 13.03.2021]. 996 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Ne5Y2U > [ბოლოს ნანახია 13.03.2021]. 997 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, 2020, 317,320. 341 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში; ასევე, არ შესულა საჩივარი.998 20.3. რეგიონებში სამოქალაქო განათლების მასწავლებლების საჭიროებების შესწავლა საანგარიშო პერიოდში აპარატის საქმიანობის აქტუალური მიმართულება იყო COVID 19-ით გამოწვეული უფლებათა დარღვევის რისკების გამოვლენა და ზიანის შემცირება. ამ მიზნით, ასევე, შესასწავლად, რეგიონებში ჩატარდა სამოქალაქო ონლაინ განათლების შეხვედრები შიდა პედაგოგთა ქართლის, საჭიროებების კახეთის, მცხეთა- მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, სვანეთის, გურიის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს რეგიონებში, რომელთაც ჯამში 141 პედაგოგი დაესწრო. სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა, განათლების სისტემაში არსებულ საერთო გამოწვევებთან ერთად999, საკუთრივ სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც მიუთითეს. მათ გამოკვეთეს კიბერბულინგის პრევენციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა, რაც მეტად აქტუალური გახდა COVID-19-ის პირობებში ონლაინს სწავლებაზე გადასვლის შემდეგ. პედაგოგებმა ონლაინ სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხიც განიხილეს და რისკებს შორის დაასახელეს ელექტრონულ პროგრამა თიმსში ჩართული მოსწავლეების გადაღება და ინტერნეტ სივრცეში გავრცელება. ასევე, გამოწვევად შეფასდა უმცირესობათა წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის მათ ენაზე ხელმისაწვდომი სასწავლო მასალების ნაკლებობა ყველა, მათ შორის, სამოქალაქო განათლების საგანში. შეხვედრების შემდეგ, აპარატს, პედაგოგების მიერ ჩამოთვლილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, კომუნიკაცია ჰქონდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიმდინარე საქმიანობები ორიენტირებულია შინაარსის ფილტრაციაზე, სკოლებში უსაფრთხო ინტერნეტის მიწოდებაზე, ინციდენტების შესახებ სტატისტიკის წარმოებასა და ონლაინ რესურსების მონიტორინგზე.1000 რაც შეეხება ციფრული წიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების თემებზე ცნობიერების ამაღლებას, 998 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 7 დეკემბრის MES 2 20 001166650 წერილი. 999 სოციალური უთანასწორობისა და რესურსებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემები, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა პანდემიის პერიოდში; კომპიუტერულ შეზღუდული ხელმისაწვდომობა სოციალურად დაუცველი და ტექნიკასა და ინტერნეტზე მოწყვლადი კატეგორიის მოსწავლეთათვის; ასევე, შშმ მოსწავლეებისთვის სწავლების პროცესის სირთულეები, ეთნიკური უმცირესობებისთვის დისკრიმინაციის წამახალისებელი გარემოს შექმნის პრევენციის საჭიროებები; მოსწავლეთა (ძირითადად, ბიჭების) გაცდენის ფაქტებზე სოფლის/მიწის სამუშაოების გამო. 1000 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ლალი კალანდაძის 2020 წლის 21 ივნისის MES 7 20 0000494661 წერილი 342 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგი და ვებინარი.1001 ეროვნული უმცირესობების ენებზე სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წლისთვის დასრულდა I-VII კლასების გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების თარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანული, სომხური და რუსული). ასევე, ითარგმნება გრიფმინიჭებული VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც არაქართულენოვან სექტორში 2021-2022 სასწავლო წლიდან დაინერგება.1002 20.4. ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების ხარისხი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების ხარისხი და COVID-19-ით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მისი სწავლების მნიშვნელობა პროექტ „ტელესკოლის“ მეშვეობით. საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების დონე არ შეესაბამება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილ თანამედროვე სტანდარტებს, რამდენადაც იგი არ არის სრულფასოვნად დანერგილი ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე. ამასთან, ევროსაბჭოს სტანდარტის შესაბამისად, არ არის შემუშავებული ტრენინგ მოდული მოსწავლეთა მშობლებისთვის. ამ საქმესთან დაკავშირებით, 2020 წლის 5 ივნისს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით1003 მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. უწყებამ საპასუხო წერილში1004 ციფრული მოქალაქეობის თემაზე მოსწავლეთა მშობელთათვის ორგანიზებულ ვებინარზე მიუთითა, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგ მოდული არ მომზადებულა და განთავსებულა „ტელესკოლის“ პლატფორმაზე, შესაბამისად, არ ჩატარებულა ტრენინგი მოსწავლეთა მშობლებისა თუ კანონიერი წარმომადგენლებისთვის. სამინისტრომ, ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე ციფრული წიგნიერების სწავლასთან დაკავშირებით, მიუთითა, რომ მომზადდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განახლებული კონცეფცია და მასზე დაყრდნობით იგეგმება კომპიუტერული 1001 იქვე. 1002 იქვე. 1003 სახალხო დამცველის 2020 წლის 5 ივნისს 17-1/5429 რეკომენდაცია “ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების სქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირებისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მისი სწავლების შესახებ“; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3cySibm > [ბოლოს ნანახია 13.03.2021]. 1004 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 21 ივნისის MES 7 20 0000494661 წერილი. 343 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ტექნოლოგიების ახალი სტანდარტების დამტკიცება. უწყების ინფორმაციით, ახალი სტანდარტით კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება II-VI კლასებში და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: (1) კომპიუტერული ტექნოლოგიები, (2) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და (3) ციფრული წიგნიერება. მიმდინარე წელს აპარატი ზედამხედველობას წიგნიერების გაუწევს ზოგადი ინტეგრირების განხორციელებასა დამტკიცებული და კუთხით შეისწავლის შესაბამისი განათლების 2021 წელს ეროვნული საგნების სამივე საფეხურზე დაგეგმილი სასწავლო სტანდარტებს, ასევე ციფრული საქმიანობის გეგმის ფარგლებში მათ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. 20.5. საგანმანათლებლო მასალების ადამიანის უფლებათა პრინციპებთან შესაბამისობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა საანგარიშო პერიოდში რეცენზირების გაგრძელდა მიმართულებით. სახელმძღვანელოების/მაკეტების მუშაობა სასკოლო სახალხო გრიფირების სახელმძღვანელოების დამცველმა კომისიაში სასკოლო სხვადასხვა უფლებრივ საკითხზე მომუშავე ექსპერტები წარადგინა. „სხვა სპეციალისტის“ სტატუსით ჩართულმა რეცენზენტებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს სასწავლო მასალებიდან დისკრიმინაციული, სტერეოტიპული შეხედულებების შემცველი შინაარსების თავიდან აცილებისა და ტექსტებში მულტიკულტურული მიდგომის, განსხვავებულის მიმართ პატივისცემის იდეის გამყარების მხრივ. 2020 წელს გრიფირების პროცესში მონაწილე რეცენზენტებთან კომუნიკაციის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აპარატმა შეაფასა 2020 წლის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების რეცენზირების ეტაპის სხვადასხვა ასპექტი და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა განათლების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, გამოვლენილი რიგი გამოწვევებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა 2020 წლის 23 სექტემბერს №17-1/9393 წინადადებით1005 მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს. სახალხო დამცველის წინადადების გათვალისწინებით, სამინისტრომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა რეცენზირების პროცესში: რეცენზირების პროცესში კიდევ უფრო მეტი „სხვა სპეციალისტის” ჩართვა დაიგეგმა 2021 წლისთვის საბაზო საფეხურის ყველა საგნის შეფასების პროცესში;1006 ასევე, შეწყდა თითოეული რეცენზენტისათვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე, ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა; 1005 „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების რეცენზირების პროცესის გაუმჯობესების თაობაზე” საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 23 სექტემბრის წინადადება №17-1/9393; ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3bL5zi4 > [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 21 დეკემბრის წერილი MES 7 20 000 1217063. 1006 344 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ადამიანის უფლებათა რეცენზენტებს; საკითხებში უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოს დატვირთვაში მაკეტის ტრენინგები რეცენზენტთა ფსიქოლოგისა შემავალი ჩაუტარდათ და კრიტერიუმების სხვადასხვა საგნობრივი სხვა ჯგუფის სპეციალისტის ჭრილში საგნის მიერ ფუნქციურ შეფასების/ავთენტურობის დადასტურების შემდეგ, საგნობრივი ჯგუფის სხდომის დატოვების შესაძლებლობა.1007 ასევე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ამ თანამშრომლობის ფარგლების გაფართოებაც, რაც 2020 წლის 25 თებერვალს ფსიქოლოგებისათვის რეცენზენტთა ადამიანის უფლებათა საგნობრივ საკითხებზე ჯგუფში შემავალი ერთობლივი ტრენინგის ორგანიზებით გამოიხატა. თუმცა, საგულისხმოა, რომ სამინისტროს სრულად ჯერ კიდევ არ გაუთვალისწინებია სახალხო დამცველის მთელი რიგი რეკომენდაციები. პარალელურად, უმაღლესი განათლების სფეროში საგანმანათლებლო მასალების ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობის მიზნით, სახალხო დამცველმა შეისწავლა სსიპ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სავალდებულო ლიტერატურის ნუსხაში შეტანილ წიგნებში დისკრიმინაციული ჩანაწერები. სახალხო დამცველის რეკომენდაციის1008 საპასუხოდ, სამედიცინო უნივერსიტეტმა შეცვალა სახელმძღვანელოები და განაახლა სასწავლო მასალა. 1009 20.6. საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უფლებათა საკითხებში საგანმანათლებლო დაწესებულებათა პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის როლი გადამწყვეტია არამხოლოდ მოსწავლეთა შესაბამისი ცოდნით აღჭურვის, არამედ, სკოლებსა თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა კულტურის დამკვიდრებასა და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვაში სასწავლო გარემოსა თუ სწავლის ადმინისტრირების პროცესებში.1010 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა მასწავლებელთა საჭიროება და ადამიანის პედაგოგების ცოდნის ადმინისტრაციული პერსონალის ამ კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით მომავალი უფლებათა საკითხებში.1011 ამაღლების მიზანშეწონილობაზე მიუთითებს ისიც, რომ 1007 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 22 მარტის MES 3 21 0000267398 წერილი. 1008 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 27 თებერვლის 17-1/2419 რეკომენდაცია, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2TByCue > [ბოლოს ნანახია 02.03.2021]. 1009 სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რექტორის აპარატის უფროსის 2020 წლის 19 ივნისის MES 8 20 00475326 წერილი. 1010 Amnesty International, Human Rights Friendly Schools Toolkit, 2017, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2OWKCYf> [ბოლოს ნანახია 13.03.2021]. 1011 კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, გვ. 32. 345 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოში აკრედიტებული 20 უმაღლესი სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული მასწავლებლის მომზადების 56 პროგრამიდან, ადამიანის უფლებათა საკითხები ასახულია მხოლოდ 7 პროგრამაში, 35 პროგრამა მოიცავს გადამკვეთ საკითხებს (მაგ., ინკლუზიური განათლება, დემოკრატიული კულტურა, მოქალაქეობა, სამართლიანობის პრინციპები და ა.შ.), ხოლო 14 პროგრამა საერთოდ არ მოიცავს უფლებებს ან მასთან დაკავშირებულ თემებს.1012 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან (TPDC) 2018 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი, სწორედ ადამიანის უფლებების საკითხებზე პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში თანამშრომლობაა. ამ მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდა ადამიანის ძირითად უფლებებში პედაგოგთა და სკოლის დირექტორთა/მოადგილეთათვის განკუთვნილი ონლაინ ტრენინგ კურსი, რომელმაც თბილისისა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში გაიარა პილოტირება და მასში მონაწილეობა 45 პედაგოგმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიიღო.1013 ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ონლაინ პროგრამის განთავსება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ადმინისტრირებულ ონლაინ და შერეული სწავლა-სწავლების პლატფორმაზე.1014 TPDC-ის მიერ ხსენებული ონლაინ ტრენინგ კურსის ჩატარება დაგეგმილია 2021 წელს. საქართველოს პარლამენტმა ანგარიშის თაობაზე მიღებულ დადგენილებაში1015 ასახა სახალხო დამცველის რეკომენდაცია სკოლების მასწავლებლებისა და სასწავლო პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრეინინგპოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების შესახებ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპასუხო წერილში საპარლამენტო დავალების შესრულების შესახებ, მითითებულია სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის - „დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სისტემატურად მიმდინარე ტრენინგებისა თუ სხვა საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ (პედაგოგებისა და სწავლების პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის).1016 პროგრამა, მის მიერ შესრულებული უმნიშვნელოვანესი აქტივობების მიუხედავად, ნაწილობრივ ეხმიანება სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რამდენადაც მისი შესრულების მასშტაბი და ვადები, გარკვეულწილად განპირობებულია 1012 მონაცემები ეყრდნობა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ვებგვერდებზე განთავსებული პროგრამების მიმოხილვას. 1013 კურსის ფარგლებში დაგეგმილი ტრენერთა ტრენინგისთვის კი, მიმდინარე პერიოდისთვის 153 განათლების სპეციალისტია დარეგისტრირებული. 1014 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3licEtG > [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 1015 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილება, მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი. ხელმისაწვდომი: < https://bit.ly/3tkv67L > [ბოლოს ნანახია 12.03.2021]. 1016 2020 წლის 7 დეკემბრის MES 2 20 001166650 წერილი. 346 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ფინანსური კონტრიბუციით და გრძელვადიანი, განგრძობითი ხასიათის ისეთ მექანიზმს არ უტოლდება, რომელიც შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებითა და შესრულებით იქნებოდა გარანტირებული. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში ადამიანის უფლებების საბაზო ცოდნის მოთხოვნის თაობაზე, სახალხო დამცველმა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითა. ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით, საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ, პროგრესი არ ყოფილა.1017 რეკომენდაციები, რომელთა ადრესატებიც კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებას ეხებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეასრულა და ისიც, ნაწილობრივ.1018 სკოლის დირექციის მიერ უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების მართვის პროცესში დანერგვის უნარების გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში გასამართი ტესტირებისათვის შეიმუშავა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიაწოდა 15 დახურული ტიპის შეკითხვა ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  ადამიანის უფლებების დაცვის განახლებულ სამთავრობო სამოქმედო გეგმაში განისაზღვროს ადამიანის უფლებების შესახებ განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული მიზნების (გავლენის), ამოცანებისა და აქტივობების შესრულების გაზომვადი ინდიკატორები;  შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით;  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) მომდევნო ანგარიშში აისახოს ინფორმაცია 4.7. მიზნის განხორციელების შესახებ. 1017„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანება. ნორმატიული აქტები მუნიციპალიტეტებმა. 1018 347 | შეიმუშავეს და დაამტკიცეს მცხეთის, ყაზბეგისა და ხაშურის საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგპოლიტიკის დოკუმენტი მასწავლებლებისა და სასწავლო პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის;  შემუშავდეს სტრატეგია/სამოქმედო ნეიტრალიტეტის ხელყოფის, ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, გეგმა ასევე, საჯარო სასწავლო ან იძულებითი სკოლების რელიგიური პროცესის რელიგიური ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოსავლენად;  შევიდეს ცვლილებები შესაბამისი საფეხურ(ებ)ის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესში იმდაგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მასალის ნაწილობრივ თავსებადობის (ავთენტურობის) დადასტურების შესაძლებლობა (საგნობრივი ჯგუფისთვის სავალდებულო რეკომენდაციების გაცემის და მათ შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრის უფლებამოსილებით);  სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების პროცესში შეწყდეს თითოეული რეცენზენტისათვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე, ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა საკანონმდებლო ცვლილებების გზით;  სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების სააპელაციო კომისიის ერთ-ერთ წევრად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის სრული უფლებამოსილებით, განისაზღვროს ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:  დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურის და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები. 348 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 21. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა 21.1. შესავალი 2020 წელს, სახელმწიფო, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიის პირობებში, უკიდურესად გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, უგულებელყოფის და ბავშვთა სიღარიბის რისკები. ამასთან, იზოლაციის პირობებში საფრთხის ქვეშ დადგა არასრულწლოვნების ფსიქიკური ჯანმრთელობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში პრობლემად რჩება წვდომა ბავშვზე ორიენტირებულ სათანადო სარეაბილიტაციო სერვისებზე. მნიშვნელოვანი შეზღუდვები შეეხო სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემას. დისტანციური სწავლების პროცესი დაკავშირებული იყო ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა ბავშვების ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, მრავალშვილიანი, სიღარიბეში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერა და სათანადო ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში. სახალხო დამცველის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ იყო საკმარისად თანმიმდევრული. ქვეყანაში, წლებია, ბავშვები დაუცველები არიან სიღარიბისა და იმ რისკების მიმართ, რაც დაკავშირებულია მათი ცხოვრების არასათანადო დონესთან. სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო, კვლავ აქტუალურია ბავშვთა შრომა და მისი უკიდურესი ფორმები. ასევე მწვავედ დგას იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში. სამწუხაროდ, ქვეყანაში ამჟამად არსებული სოციალური სისტემა და პროგრამები ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, უმეტესად, ერთჯერადი დახმარების ხასიათი აქვს და არ არის ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის ბავშვის უფლებების დაცვა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, უკიდურესად დაბალია იმ პროფესიონალების რიცხვი, ვისაც პირველ რიგში ევალება ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია 268 სოციალური მუშაკი და 12 ფსიქოლოგი1019, რომლებიც მუშაობენ, როგორც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ, ისე ძალადობაგანცდილ, კანონთან კონფლიქტში მყოფ, სიღარიბეში მცხოვრებ თუ სხვა სახის პრობლემების მქონე ათასობით არასრულწლოვანთან. სოციალური მუშაკებისა და 1019 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 8 თებერვლის №07/842 წერილი. 349 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ფსიქოლოგების სიმცირის გამო, რისკის ქვეშ დგას არასრულწლოვნების არა მხოლოდ ცალკეული უფლებების დაცვის საკითხი, არამედ, მათი სიცოცხლე და განვითარება, რადგან ადამიანური რესურსების სიმწირესთან ერთად, სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი სერვისების არარსებობის პირობებში, უმწვავეს შემთხვევებზეც კი, რეაგირება დაგვიანებული და არაეფექტიანია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვის მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევები, რაც სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგია, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი, წლებია, მიუთითებს. 21.2. კორონავირუსის ბავშვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება პანდემიის პირობებში ბავშვთა სიცოცხლის, განვითარების და ჯანმრთელობის დაცვის უფლება განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა. ბავშვთა ფსიქოსოციალური საჭიროებების, ფსიქიკური ჯანმრთელობის, არასათანადო მზრუნველობისა და უგულებელყოფის რისკები კიდევ უფრო გაიზარდა პანდემიის პირობებში, როდესაც ბავშვები და ოჯახები დროის დიდ ნაწილს იზოლაციის პირობებში ატარებენ.1020 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) სერვისები განადგურების საფრთხის ქვეშაა ვირუსის შეჩერების გამო დაწესებული შემზღუდველი ზომების პირობებში. ამგვარი მდგომარეობა რისკის ქვეშ აყენებს ბავშვთა ჯანმრთელობას და აისახება ბავშვთა სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემებში.1021 პანდემიის პირობებში WASH სტანდარტების დაცვის რისკები განსაკუთრებით თვალნათლივ წარმოჩნდა საქართველოს საჯარო სკოლებში, რომელთა ნაწილი ვირუსის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებს სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ამ მხრივ არსებული ჯანდაცვის რისკები.1022 საქართველოში გამოწვევად რჩება ბავშვთა სუიციდის პრევენცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა გამოვლინდა.1023 ხოლო, საქართველოს განათლების, 1020 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2020 წლის 15 აპრილის დოკუმენტი ბავშვებზე COVID-19-ის გავლენის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/31sl9cx > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 1021 იქვე. 1022 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3bOYOvD > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 1023 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 მარტის MIA 9 21 00593220 წერილი. 350 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი მარტიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მოსწავლეთა სუიციდური აზრების/ქცევისა და თვითდაზიანების 36 შემთხვევა გამოვლინდა.1024 ბავშვთა სუიციდის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის ბევრი დღემდე გადაუჭრელი სისტემური პრობლემაა. მწვავედ დგას ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობისა და უგულებელყოფის გამოვლენის პრობლემა, ოჯახში ძალადობა, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რასაც ემატება ქვეყანაში სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა, მსგავს შემთხვევებზე მომუშავე პროფესიონალების სიმცირე და მათი დაბალი კვალიფიკაცია. განსაკუთრებით პრობლემურია სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების სიმცირე1025, სკოლებში პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების საჭიროება, სამართლდამცავი ორგანოების თანამშრომლების გადამზადების საკითხი. ქვეყანაში არ არსებობს ბავშვებში სუიციდის რისკის შეფასებისა და გამოვლენის მეთოდოლოგიური დოკუმენტი და კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც სოციალურ მუშაკებს, სამართლადამცავი უწყების თანამშრომლებსა და სკოლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემდა, კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით, შეეფასებინათ ბავშვებში სუიციდის რისკები, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე დაესახათ პრობლემის გადაჭრის გზები და მათი განხორციელებისთვის კოორდინაცია გაეწიათ. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ბავშვებში სუიციდური ქცევის გამომწვები ფაქტორების აღმოფხვრისა და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების დროული და ეფექტიანი შეფასებისკენ. არსებული სისტემური პრობლემების ერთ-ერთი ტრაგიკული მაგალითია ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტი1026, რომელიც არ არის განყენებული შემთხვევა და სისტემური პრობლემის ნაწილია. ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება სუიციდის თავიდან არიდება, რისკების შეფასება და დროული რეაგირება. 1024 სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 2020 წლის 5 ნოემბრის MES 2 20 0001071538, წერილი. 1025 მეურვეობა მზრუნველობის ორგანოში დასაქმებულია 268 სოციალური მუშაკი და 12 ფსიქოლოგი, რომლებსაც ჰყავთ ძალადობის, რთული ქცევისა და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ათასობით ბენეფიციარი 1026 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/30LABQy> [ბოლოს ნანახია 24.03.2021] 351 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 21.3. ბავშვთა დაცვა ძალადობისგან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს შესწავლილი საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ პანდემიისა და იზოლაციის პირობებში, როდესაც გართულებულია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა გამოვლენა და სერვისების ნაწილი დისტანციურად ხორციელდება, არსებობს არასრულწლოვნების მიმართ ოჯახში ძალადობის მაღალი რისკი. საანგარიშო პერიოდში, ასევე გამოიკვეთა ბავშვთა მიმართ სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, ბულინგისა და უგულებელყოფის შემთხვევები. აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დამხმარე პროგრამები და სერვისები, ძირითადად, დისტანციურ რეჟიმში მიეწოდებოდათ, რამაც სერვისის ეფექტიანობა რისკის ქვეშ დააყენა. გასული წლების მსგავსად, ბავშვთა ძალადობისგან დაცვა კვლავ უკავშირდება ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ძალადობის დროულად გამოვლენა, გამოვლენილ ფაქტებზე ყოველმხრივი და ეფექტიანი რეაგირება, სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა, ძალადობის პრევენციის მიმართულებით არასათანადო კოორდინაცია პასუხისმგებელ უწყებებს შორის და არასრულწლოვნებთან მომუშავე პროფესიონალების არასათანადო კვალიფიკაცია. მწირი სახელმწიფო სერვისებისა და ადამიანური რესურსების პირობებში, ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებაზე. მათ შორის, ფსიქოლოგის შემთხვევაში, ჩართულობა დაგვიანებული და უმეტესად ფრაგმენტული არაეფექტიანია. სახალხო ხასიათისაა, დამცველის ხშირ მხრიდან შესწავლილ რიგ საქმეებში გამოჩნდა, რომ სოციალური მუშაკის მიერ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის საჭიროებების შეფასების შემდგომ, არასრულწლოვანი ფსიქოლოგის სერვისს რამდენიმე თვის დაგვიანებით იღებს. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა.1027 საანგარიშო პერიოდში, ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების1028 მომსახურებით ისარგებლა 1029 საიდანაც, არასრულწლოვანი იყო 48 ბენეფიციარი; 422-მა ბენეფიციარმა, აქვე აღსანიშნავია, რომ ეს თავშესაფრები მომსახურებას უწევს ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს; უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი კი სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს დანერგილი. 1027 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 8 თებერვლის №07/842 წერილი. 1028 თავშესაფრები მდებარეობს თბილისში, ბათუმში, გორში, სიღნაღსა და ქუთაისში. 1029 იქვე. 352 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პრობლემურობა ნათლად იკვეთება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. 2020 წელს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, გადამისამართდა და/ან მომსახურების მიღების მიზნით ცენტრს თვითდინებით მიმართა 928 ბენეფიციარმა, მომსახურების მიღებაზე უარი განაცხადა 221-მა არასრულწლოვანმა და/ან მისმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა.1030 2020 წელს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საინფორმაციო ბაზაში აღნუსხულია ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის 657 ფაქტი, აქედან მოსწავლეებს შორის ძალადობის (ფიზიკური შეურაცხყოფა) - 432 ფაქტი, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში გადამისამართდა 210 შემთხვევა.1031 სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, წარმოდგენილია 607 საჯარო სკოლაში. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც მანდატურის სამსახური არ არის, და მოსწავლეთა კონტიგენტიც ასეთ სკოლებში, შესაბამისად, მცირეა, საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან მიღებული ინფორმაციით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის სულ 11 შემთხვევაა გამოვლენილი, ეს შემთხვევები შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებში გადამისამართდა.1032 21.3.1. ოჯახში ძალადობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოლიტიკის კვლევის დოკუმენტის1033 თანახმად, ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა სწორედ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობაა. არასრულწლოვნები ხშირად არიან ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მოწმეები, რომლის მაჩვენებელიც, კორონავირუსის გავლენით, ბევრ ქვეყანაში გაიზარდა. ძალადობის ასეთი ფორმები, ძირითადად, მაშინ იჩენს თავს, როდესაც ოჯახები სახლში ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში განიცდიან სტრესს და მღელვარებას. ბავშვების 60% მთელ მსოფლიოში, ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვები დაწესდა. ეს შეზღუდვები, სამწუხაროდ, ბავშვზე მოძალადე პირებს აძლევს საშუალებას, რომ ზიანი მიაყენონ არასრულწლოვნებს. ბავშვებს იშვიათად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ამის თაობაზე ვინმეს ხმა მიაწვდინონ, მაშინ როდესაც, 1030 საქართველოს განათლების და მეცნიერებისსამინისტროს 2021 წლის 9 მარტის №MES 8 21 0000204527 წერილი. 1031 იქვე. 1032 იქვე. 1033 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2020 წლის 15 აპრილის დოკუმენტი ბავშვებზე COVID-19-ის გავლენის შესახებ. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/31sl9cx > [ ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 353 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სოციალური სამუშაო და სამართლებრივი და დამცავი სერვისები ბავშვებისთვის შეჩერებული ან შემცირებულია.1034 საქართველოს გენერალური ინფორმაციით,1035 პროკურატურის 2020 წელს 887 არასრულწლოვანი იქნა ცნობილი დაზარალებულად ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე. 2020 წელს ოჯახში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემულია 623 შემაკავებელი ორდერი;1036 ამასთანავე, საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე 13 დამცავი ორდერი გამოიცა.1037 ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობა (2020 წელი) გამოძიების დაწყების მაჩვენებელი 525 არასრულწლოვნების დაზარალებულად ცნობის მაჩვენებელი 887 სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მაჩვენებელი 22 დამცავი ორდერების რაოდენობა 13 შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 623 0 2020 წელს, ოჯახში ძალადობის 100 200 საქმეების 300 400 500 მონიტორინგი, 600 700 800 სახალხო 900 1000 დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო. საანგარიშო პერიოდში წარმოჩნდა, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა სამართალდამცავი დაცვა პირების და მიერ დახმარება. ფაქტების სოციალური გამოვლენა, მუშაკებისა რიგ და შემთხვევაში, დაგვიანებულია, ხოლო უკვე გამოვლენილ შემთხვევებზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი ხანგრძლივ, თერაპიულ სარეაბილიტაციო სერვისებზე. ამასთანავე, მეურვეობა-მზრუნველობის დაწესებულებებსა და საგამოძიებო ორგანოებში სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი ბავშვზე მორგებული გარემო. 1034 იქვე. 1035 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 5 მარტის №13/12360 წერილი. 1036 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 მარტის MIA 9 21 00593220 წერილი. 1037 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის №პ-125-21 წერილი. 354 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკის ზრდამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის დროული გამოვლენისა და მსხვერპლი ბავშვის უსაფრთხოებასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული ღონისძიებების გასატარებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. 21.3.2. ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა ქვეყანაში მომხდარმა არაერთმა შემთხვევამ ცხადყო, რომ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებულ და არაეფექტიან რეაგირებას ფატალური შედეგის გამოწვევაც კი შეუძლია.1038 სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის საჭიროებების დროულ გამოვლენას და მის მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების გატარებას. 2020 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე, 253-254-ე და 255-2552 მუხლებით დაკვალიფიცირებულ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპოლატაციის 254 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რომელთაგან 31 ოჯახში ჩადენილი დანაშაული იყო.1039 დანაშაულთა სიმრავლის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ მწვავე პრობლემაა არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე კადრების სიმცირე, მათი დაბალი კვალიფიკაცია და მსხვერპლ ბავშვებზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა. გამოძიების და სასამართლო ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას. მიუხედავად ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ექვს სტრუქტურულ ერთეულში არსებობს არასრულწლოვნებზე მორგებული გამოსაკითხი ოთახი, ხოლო სასამართლოს ბავშვის შენობაშია დისტანციური შესაძლებელი. დაკითხვა დადებით მხოლოდ რუსთავის ფაქტორად უნდა საქალაქო აღინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს შექმნა. თუმცა სამმართველო მხოლოდ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს და სხვა რეგიონებში მსგავსი სტრუქტურული ერთეული არ არსებობს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთან სათანადო სპეციალისტების ჩართულობას, 1038 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2O5HBoM > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 1039 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 მარტის MIA 9 21 00593220 წერილი. 355 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ზუსტად დაარეგულირებდა ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეებში ფსიქოლოგის ჩართულობის საკითხს, ან რომლითაც იხელმძღვანელებდნენ გამომძიებლები და პროკურორები მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად და მკაფიოდ არ არის გაწერილი გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე ფსიქოლოგისა დ სოციალური მუშაკის ვალდებულებები და უფლებამოსილებები. ამასთანავე, ვერ ხდება მსხვერპლთან უცხო პირების შემხებლობის მაქსიმალური შეზღუდვის უზრუნველყოფა. კერძოდ, იკვეთება შემთხვევები, როდესაც დაზარალებულ ბავშვთან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებისას მუშაობს სხვადასხვა გამომძიებელი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. შესაბამისი კადრების სიმცირე ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის და სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა, მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციაზე მორგებული ღონისძიებების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგის კადრი არსებობს, რაც, შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებასბავშვზე განსაკუთრებით ინდივიდუალური პრობლემურია მიდგომის ფსიქოლოგიური გათვალისწინებით. მომსახურების ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის ფსიქოლოგის მხრიდან ბავშვთან რეაბილიტაციის კუთხით მუშაობას. მწვავედ დგას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა სიმცირეც, რაც აფერხებს ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მათი მხრიდან დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას. კადრების და რესურსების მწვავე სიმცირეს უკავშირდება ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებში სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით არსებული გამოწვევებიც. კერძოდ, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა, შესაბამისი ტექნიკისა და სპეციალისტების არარსებობის გამო, მხოლოდ თბილისში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცენტრალურ ოფისში ტარდება. შესაბამისად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე, ხანგრძლივი ტრანსპორტირება უხდებათ. ამასთანავე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის ერთეულში დასაქმებულია მხოლოდ ექვსი მდედრობითი სქესის სამედიცინო ექსპერტი, რაც კიდევ უფრო ართულებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის სათანადო პროცედურების დროულ ჩატარებას. ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რისკების სწორ და დროულ გამოვლენას, რაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ხორციელდება გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების გადამზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, სახელმწიფო, შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა 356 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით, ჯერაც ვერ უზრუნველყოფს. ამ საკითხებზე კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, არანაირ მხარდაჭერას არ იღებენ სოციალურ მუშაკები, რომელთა პასუხისმგებლობაცაა დროულად შეაფასონ მსხვერპლი ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები და უზრუნველყონ ბავშვისა და მისი ოჯახების მხარდაჭერა-გაძლიერება. 21.4. სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური დაღმავლობის შედეგად გაჩენილი სირთულეების გამო, ბავშვთა სიღარიბის რისკები კიდევ უფრო გაიზარდა.1040 სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის რისკები გაიზარდა საქართველოშიც. პანდემიის შედეგად გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პირობებში, ცხოვრების არასათანადო დონემ კიდევ უფრო კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და სოციალურად შეჭირვებულ ბავშვიან ოჯახებში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვი, სადაც ფიქსირდება 1 ბავშვი მაინც, 71 766-დან 87 527 ოჯახამდე გაიზარდა. ხოლო, 3 და მეტი ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 20.750-დან 25.782 ოჯახამდე. ამავე პერიოდში, იანვარში, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო 152,353 არასრულწლოვანი, ხოლო წლის ბოლოს - 186,131 არასრულწლოვანი ბენეფიციარი.1041 2020 წლის მაისში, კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 22 644-მა ბავშვიანმა ოჯახმა მიიღო ფულადი კომპენსაცია, ხოლო ოქტომბერში - 25154 ოჯახი იყო ჩართული ამ სერვისში.1042 სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის გაცემის მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მოქალაქემ მიმართა უმუშევრობითა და არასათანადო სოციალური გარემოთი განპირობებული ბავშვთა სიღარიბის, მათ შორის, სათანადო საკვები საცხოვრებლით პროდუქტებით, უზრუნველყოფის ტანისამოსით, პრობლემებზე. ეს სასწავლო ნივთებითა და გამოწვევები განსაკუთრებით აქტუალურია სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებში, სადაც მწირია მიზნობრივი დახმარების მუნიციპალური სერვისები, ხოლო სახელმწიფო ქვეპროგრამების ფარგლებში მიღებული სოციალური შემწეობა არასაკმარისია ოჯახების სოციალური ფუნქციის ასამაღლებლად და სიღარიბის დონის შესამცირებლად. 1040 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2020 წლის 15 აპრილის დოკუმენტი ბავშვებზე COVID-19-ის გავლენის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/31sl9cx > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 1041 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 19 თებერვლის № 04/1160 წერილი. 1042 „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი. 357 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სახალხო დამცველის შეფასებით, მოქმედი სოციალური დაცვის სისტემა, არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისები არ აღმოჩნდა საკმარისი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბავშვიან ოჯახებში სიღარიბის კუთხით წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახების დიდი ნაწილი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩა. სახელმწიფოს მხრიდან მიღებული სოციალური შემწეობა ოჯახებს ხშირად არ ჰყოფნით ბავშვების გამოსაკვებად, ტანსაცმლის და პირველადი საყოფაცხოვრებო/საგანმანათლებლო ნივთების შესაძენად. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია ასევე, უშუალოდ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების გამოვლენასა და გამოვლენილი რისკების აღმოფხვრაზე ორიენტირებული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის არარსებობა. მოქმედი სოციალური დაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრას ან მნიშვნელოვნად შემცირებას. საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან შესწავლილ საქმეებში ასევე იკვეთება, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ ჭიანურდება და დროულად ვერ ხდება ბავშვიანი ოჯახების ჩართვა ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი სახელმწიფო დახმარების’’ ქვეპროგრამაში. მოქალაქეთა განცხადებებიდან ასევე იკვეთება, რომ რიგ შემთხვევებში, არასაკმარისია და ოჯახის საჭიროებებს ვერ ფარავს ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის მიწოდებული დახმარება (მათ შორის, საკვები პროდუქტები). ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ხანძრის შედეგად 4 არასრულწლოვნის მზრუნველობის გარდაცვალების ორგანო ოჯახთან ფაქტი.1043 ხანძრის აღსანიშნავია, შემთხვევამდეც რომ მეურვეობა- მუშაობდა, კერძოდ, სოციალურმა მუშაკმა ჯერ კიდევ 2019 წელს შეიმუშავა ,,ოჯახის შეფასების დასკვნა’’, რომელიც, სოციალური უნარების არქონის რისკზე, მატერიალურ სიდუხჭირეზე, სტაბილური თავშესაფრის არქონაზე მიუთითებდა. თუმცა, რისკების გამოვლენის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ოჯახის სოციალური ფუნქციის ამაღლება, სიღარიბის თავიდან არიდება და მხარდამჭერი სერვისებით გაძლიერება. 21.5. ბავშვთა შრომა 2020 წელს, წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოსახლეობის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის საერთო ფონის გათვალისწინებით და ბავშვთა სიღარიბის რისკების ზრდის პარალელურად, მოიმატა შრომით საქმიანობაში ბავშვების ჩართვის რისკმა. თუმცა ქვეყანაში ბავშვთა შრომა პრობლემური იყო როგორც კოვიდ-19-ის პანდემიამდე, ისე პანდემიის შემდგომ პერიოდშიც. სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ffCz3Z > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 1043 358 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დონის, უგულებელყოფისა თუ სხვა სოციალური ფაქტორის გამო, ბავშვებს უწევთ, მათი ასაკისა და განვითარებისათვის საფრთხის შემცველ სამუშაოში ჩაერთონ. მიუხედავად საკითხის სიმწვავისა, სახელმწიფო ამ პრობლემაზე ეფექტიანად არ რეაგირებს. პასუხისმგებელ უწყებებს ამ დრომდე არ შეუმუშავებიათ შემთხვევებზე რეაგირების, მათი პრევენციისა და რისკების შეფასების ეფექტიანი მექანიზმი. 2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა ,,ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა’’, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ამ მხრივ პრაქტიკაში არსებული გამოწვევები. შესწავლის შედეგები აჩვენებს, რომ რეგიონებში გავრცელებული პრაქტიკაა შინა მეურნეობებში, სეზონურ სამუშაოებში არასრულწლოვნების ჩართვა, რაც რისკის ქვეშ აყენებს ბავშვების განვითარებასა და განათლებაზე მათ ხელმისაწვდომობას. ბავშვები, სიღარიბისგან თავის დაღწევის მიზნით, ისეთ მძიმე სამუშაოებსაც ასრულებენ, როგორიცაა ჯართის შეგროვება, სატვირთო მანქანებზე მუშაობა და მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული სამუშაოები. პასუხისმგებელი უწყებები კვლავ ვერ ახერხებენ ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრას, არასრულწლოვანთა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის დროულ აღკვეთას, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საჭიროებების ჯეროვან გამოვლენასა და გამოვლენილი საჭიროებების მოგვარებაზე მიმართულ კოორდინირებულ მუშაობას. მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს მხრიდან, ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან მუშაობენ მობილური ჯგუფები,1044 რომლებიც სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, თანასწორგანმანათლებლისა და მძღოლისგან შედგება. თუმცა მობილური ჯგუფები არ ფუნქციონირებენ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, ქობულეთი, თელავი, ახალციხე და ა.შ. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს სთავაზობენ მიუსაფარი ბავშვებისათვის არსებული თავშესაფრებისა და დღის ცენტრების მომსახურებასაც, თუმცა, ეს არ არის ბავშვთა შრომის თავიდან არიდების და რეაბილიტაციის ეფექტიანი საშუალება, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები კვლავ ქუჩას უბრუნდებიან და განაგრძობენ შრომით საქმიანობას. ბავშვთა უფლებების რეალიზების კუთხით, შრომითი მიგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბავშვების შრომითი მიგრაცია ხდება, როგორც სეზონურად, ისე ხანმოკლე და გრძელვადიანი პერიოდით, ბავშვების ასაკობრივი ჭრილი კი, უმეტესად, 14-დან 18 წლამდე მერყეობს. შრომით საქმიანობაში ჩართვა იწვევს არასრულწლოვანთა მიერ სკოლის მიტოვებას და სისტემურ გაცდენებს. სეზონურ სამუშაოებში, შინამეურნეობებსა და საზღვარგარეთ დროებითი შრომითი მიგრაციის დროს, არასრულწლოვნები არ არიან ჩართულნი 1044 მობილური ჯგუფები ფუნქციონირებს სამ ქალაქში - თბილისი, ქუთაისი და რუსთავი. 359 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საგაკვეთილო პროცესში. საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პედაგოგები და ადმინისტრაცია, რიგ შემთხვევაში, არ აღრიცხავენ სკოლაში მოსწავლის გამოუცხადებლობის ფაქტებს და მიზეზებს. შედეგად, ვერ ხდება შრომით საქმიანობაში ბავშვების ჩართვის ყველა ფაქტის იდენტიფიცირება და შემთხვევები რეაგირების მიღმა რჩება. ამ პერიოდში ბავშვები ასრულებენ თავიანთი ასაკისა და ფიზიკური განვითარებისათვის შეუსაბამოდ მძიმე სამუშაოებს, უხდებათ დატვირთული გრაფიკით არაჯანსაღ გარემოში მუშაობა; ხშირად ასევე არ აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები, მოუწესრიგებელი აქვთ კვების, ძილის, დასვენების რეჟიმი. ბავშვთა შრომის ფაქტებზე რეაგირების სათანადო მექანიზმის არარსებობა, პრაქტიკაში ართულებს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან ბავშვთა შრომის, განსაკუთრებით კი, შრომის მძიმე შემთხვევების დროულ გამოვლენას და მათზე ეფექტიან რეაგირებას, განსაკუთრებით, არაფორმალურ შრომით საქმიანობაში არასრულწლოვანთა ჩართვის შემთხვევებზე; შედეგად, ბავშვთა შრომის საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. 21.6. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები კორონავირუსით გამოწვეული რეალობის პირობებში, განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები წარმოადგენდნენ. გარდა იმისა, რომ ძალადობის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები არიან, მწვავე პრობლემაა მათი ისეთი ბაზისური საჭიროებების უზრუნველყოფაც, როგორიცაა თავშესაფრის ქონა და სათანადო კვება, ასევე, ეფექტიანი ხელმისაწვდომობა განათლების, ჯანდაცვისა თუ სხვა სერვისებზე. ამასთან, მიუსაფარი ბავშვები ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. 2020 წელს „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, მომსახურებით ისარგებლა 277 ბენეფიციარმა, აქედან დღის ცენტრის მომსახურებით - 177, ხოლო სადღეღამისო თავშესაფრით - 1001045, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოიცავს მიუსაფარ და სერვისის მიღების საჭიროების მქონე ბავშვთა სრულ კონტიგენტს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად, რაც არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლით, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგი) გულისხმობს - სისხლის სამართლის შვიდ საქმეზე.1046 სახალხო დამცველის აპარატმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, განახორციელა „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ არსებული ყველა დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის მონიტორინგი. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, მიუსაფარ 1045 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 8 თებერვლის № 07/842 წერილი. 1046 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 მარტის MIA 9 21 00593220 წერილი. 360 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ბავშვთათვის საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებდა მხოლოდ თბილისში, და ისიც, 2020 წლის 28 მარტიდან მაისის პერიოდში, სადაც სულ, 18 ბავშვი მოთავსდა.1047 ამასთანავე, დღის ცენტრებისა და სადღეღამისო თავშესაფრების მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ საკარანტინო სივრცეში სათანადოდ არ ყოფილა გათვალისწინებული მიუსაფარ ბავშთა ფსიქოსოციალური საჭიროებები. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მობილურმა ჯგუფებმა, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის მასშტაბით კონტაქტი დაამყარეს 234 მიუსაფარ ბავშვთან, კვლავაც პრობლემური იყო მიუსაფარი ბავშვების გამოვლენა, მათთან კონტაქტის დამყარება, მათ დაცვასა და დახმარებაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება, სერვისების მიწოდება, როგორც მათთვის, ისე მათი ოჯახებისთვის. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას აჭარის რეგიონში, სადაც, სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მოქმედებს ხსენებული ქვეპროგრამა. გარდა ამისა, კვლავ არ არსებობს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგია და ფორმა, რომლის საშუალებითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ ბავშვზე განისაზღვრება როგორც ინდივიდუალური საჭიროებები, ისე გამოიკვეთება მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკი. მართალია, ბავშვების ქუჩაში მუშაობა და ცხოვრება სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, თუმცა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სიღარიბეა.1048 არსებული მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეულმა რეალობამ ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავლები კიდევ უფრო შეუმცირა და გააღარიბა: პანდემიის წინარე პერიოდთან შედარებით, შემოსავლები შეუმცირდა ოჯახების დაახლოებით მეოთხედს (23%).1049 ბავშვების ქუჩაში აღმოჩენის რისკი კი, არსებული სოციალური სისტემისა და სერვისების პირობებში, ვერ შემცირდება. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი სერვისები კვლავაც არ ითვალისწინებს 18 წლის შემდგომ ბენეფიციართათვის მომსახურების მიწოდებას. მუნიციპალიტეტების მხრიდან კი, კვლავაც ვერ ხერხდება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების სათანადოდ შეფასება და სიღარიბის დაძლევის კუთხით არსებული პროგრამების ეფექტიანი განხორციელება. ამ მწვავე ვითარებას ერთვის ის გარემოებაც, რომ 2020 წლის 22 მარტიდან, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, დროებით შეწყდა დღის ცენტრების მომსახურება. 1047 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 8 თებერვლის № 07/842 წერილი. 1048 „ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები საქართველოში“ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში, ხელმისაწვდომია: < https://uni.cf/332LQ7n > [ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 1049„ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და საჯარო ნდობის მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიისას“ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში, ხელმისაწვდომია:<https://uni.cf/2ZYj5bo >[ბოლოს ნანახია 24.03.2021]. 361 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები კვლავაც ცხადყოფს, რომ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მატერიალურ-ფინანსური და ქვეპროგრამის ადამიანური მომსახურება რესურსის განიცდის ნაკლებობას. მწვავე ამასთან, დაწესებულებები საჭიროებს მხარდაჭერას ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრის კუთხითაც. ასევე პრობლემურია მიუსაფარი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის დამატებითი მხარდამჭერი სერვისების არარსებობა და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა. 21.7. ბავშვთა დაცვა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში საოკუაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს მნიშვნელოვანი საჭიროებები აქვთ განათლების უფლების ხელმისაწვდომობის, სოციალური ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით სარგებლობის, ფსიქოსოციალური კეთილდღეობისა და ცხოვრების სათანადო დონის უზრუნველყოფის კუთხით.1050 საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ამ საკითხის შესწავლა გვიჩვენებს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში სასკოლო და სკოლამდელი განათლების უფლებით შეუზღუდავი სარგებლობა მრავალ გამოწვევას უკავშირდება. მათ შორის, პრობლემურია სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობა, არასათანადო ინფრასტრუქტურა, არაფორმალური განათლების წახალისების პრობლემები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სიმცირე და სხვ. სოფლების ნაწილში არ მუშაობს საბავშვო ბაღი, მოქმედ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კი, ხშირად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო არ შეესაბამება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის უსაფრთხო გარემოში შეუფერებელი მიმდინარეობისთვის არსებულ საჭიროებებს. სკოლებში, უმეტესად, არ აქვთ ბუფეტი, სპორტული მოედანი და სააქტო დარბაზი. სასკოლო ინფრასტრუქტურის პრობლემები განსაკუთრებით გამოიკვეთა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - მერეთის, ქერესა და ნიქოზის საჯარო სკოლებში. მსგავსი პრობლემები იკვეთება ასევე, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლის სკოლებში, მათ შორის, გნოლევის, ავლევისა და ბრეძის საჯარო სკოლებში. ბავშვები, უმეტესად, ჩართულნი არიან ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, საკმაოდ მაღალია სოფლებიდან მოსახლეობის გადინება, რაც იწვევს აღნიშნულ სოფლებში საჯარო სკოლების დაკეტვასა და განათლების ხელშემწყობი სერვისების, მათ შორის, სახელოვნებო წრეების გაუქმებას, შესწავლის შედეგები გვიჩვენებს, რომ ნაკლებად არის წახალისებული კლასგარეშე-შემეცნებითი, სპორტული, სახელოვნებო და სხვა სახის არაფორმალური აქტივობები. ხშირ შემთხვევაში, სოფელში არაფორმალური შემეცნებითი აქტივობების არარსებობის გამო, რასაც 1050 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა გორის მუნიციპალიტეტის 6 სოფელსა და ქარელის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი ძირითადი საჭიროებები. 362 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემებიც ემატება, არასრულწლოვნები სოციუმში სათანადოდ არ არიან ინტეგრირებულები. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი წუხილია მოსახლეობასა და ბავშვებში პოსტტრავმული სტრესი და კონფლიქტური სიტუაციის საფრთხით გამოწვეული ფსიქოემოციური საჭიროებები, შიში და დაძაბულობა. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების დიდ ნაწილში არ მოქმედებს ადგილობრივი ამბულატორიები, დაბრკოლებას რაც ჯანმრთელობის უფლების უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, რეალიზების კუთხით, განსაკუთრებით, ბევრ ბავშვებს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სიღარიბისა და არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო, პრობლემები ექმნებათ ბავშვების საჭირო საკვებით უზრუნველყოფისა და მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით. 21.8. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით, სახელმწიფო წლების განმავლობაში დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა ზრუნვის სისტემაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტების პრევენცია , მათზე რეაგირება, დროული გამოვლენა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების მხარდაჭერა. ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის საკითხი. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 45 მცირე საოჯახო ტიპის სახლი და სულ დარეგისტრირებულია 774 მინდობით აღმზრდელი. ამ მხრივ, მომსახურების მიწოდება ყველაზე მწირია რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლი და 4 მინდობით აღმზრდელია. მინდობით აღზრდაში განთავსებულია 1571 არასრულწლოვანი, ხოლო მცირე საოჯახო ტიპის სახლებში - 280. 2020 წელს, სახელმწიფო ზრუნვაში განთავსდა 315 არასრულწლოვანი, ხოლო ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა 112 არასრულწლოვანი, ასევე, ჯამში რეინტეგრაციაში იმყოფება 521 არასრულწლოვანი.1051 2020 წელს, სახელმწიფო ზრუნვაში 315 არასრულწლოვნის განთავსების ძირითადი საფუძველი იყო ძალადობა და უგულებელყოფა, თუმცა, ასევე ხშირია სიღარიბის და 1051 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 8 თებერვლის № 07/842 წერილი. 363 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ცხოვრების არასათანადო დონის გამო სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების 1052 შემთხვევებიც. 2020 წელს სახელმწიფო ზრუნვაში არასრულწლოვნების განთავსების საფუძვლები: 6.40% 3.60% 10% 15% 65% ძალადობა და უგულებელყოფა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ბავშვის ქცევა მშობლისგან მიტოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მცხოვრები ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტო მაქსიმალურად დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული.1053 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის1054 თანახმად, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მოქმედებს ბავშვთა 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მაქსიმალურად არის შეზღუდული გარეშე პირების შესვლა და 1052 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, 2021 წლის 10 მარტის № 07/1918 წერილი. 1053 დისტანციურ რეჟიმში მომუშავე სოციალური მუშაკები მონიტორინგს ახორციელებენ ონლაინ ან ტელეფონის საშუალებებით. ადგილზე გადიან პრობლემის გაჩენის და გადაუდებელ შემთხვევებში. 1054 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 29 იანვრის № 07/566 წერილი. 364 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მოძრაობა, დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში დროებით გაყვანა და ოჯახის წევრებთან შეხვედრები.1055 მცირე საოჯახო ტიპის სახლებში საიზოლაციო ოთახის არსებობა დამოკიდებულია სახლის რესურსზე. თემში ინტეგრირებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლების უმრავლესობაში საკარანტინე ოთახის გამოყოფა ვერ ხერხდება და, საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებული ბენეფიციარი სხვების განცალკევებით თავსდება საკუთარ ოთახში. ამასთანავე, იმ სახლების ნაწილში,1056 სადაც ჩატარდა მონიტორინგი, გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები: დაზიანებული ავეჯი, სახურავი, გათბობის სისტემა, საპირფარეშოს და აბაზანის ინვენტარი. სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები წლების განმავლობაში აჩვენებდა, რომ ზრუნვის სისტემაში მყოფი ბენეფიციარების ნაწილს საერთოდ არ მიუწვდება ხელი ინტერნეტსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე. დისტანციური სწავლების პროცესში, მცირე საოჯახო ტიპის სახლების ტექნიკით უზრუნველყოფა დამოკიდებული იყო პროვაიდერი ორგანიზაციების ფინანსურ შესაძლებლობაზე. ამასთანავე, აღსაზრდელების დიდ ნაწილს აქვს განათლების მიღების მოტივაციის ნაკლებობა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება დისტანციური სწავლების პროცესში, რაც მწირი ადამიანური რესურსების პირობებში, უკიდურესად რთულდება. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, პრობლემურია წვდომა დამატებით, არაფორმალურ აქტივობებზეც, რაც კიდევ უფრო შემცირდა პანდემიის პირობებში. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ კვლავ არ ხორციელდება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცია, მათთვის არ არსებობს ეფექტიანი, თერაპიული და შედეგზე ორიენტირებული სარეაბილიტაციო პროგრამები, რაც ამწვავებს ბავშვების ემოციურ მდგომარეობას. ეს პრობლემა საერთოა ზოგადად სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის და მათი მდგომარეობის მართვა სახლების აღმზრდელებისა და მიმღები მშობლების პირად უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული. სახელმწიფო ჯერაც ვერ უზრუნველყოფს მომსახურებიდან გასული, 18 წლის ბენეფიციარებისთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რის გამოც, ზრუნვიდან გასულ ახალგაზრდებს უწევთ იმავე გარემოში დაბრუნება, საიდანაც თავის დროზე განარიდეს. საგულისხმოა, რომ მხოლოდ 2020 წელს, ზრუნვის სისტემიდან, 18 წლის ასაკს მიღწევის გამო, 133 ბენეფიციარი გავიდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა, რადგან, რიგ შემთხვევაში, სტატუსის მქონე ახალგაზრდები, რომლებსაც, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეთ 1055 დაწესებულებაში ჩარიცხვისა და გრძელვადიანი გაყვანის შემთხვევაში, დაბრუნების მომენტისთვის ყველა ბენეფიციარს უტარდება კორონავირუსულ ინფექციაზე PCR ტესტირება. ტესტირება ბენეფიციარებს და აღმზრდელებს უტარდებათ 2 კვირაში ერთხელ. 1056 ა(ა)იპ ასოციაცია „მომავლის სხივი,“ ოზურგეთი; „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი,“ ბათუმი. 365 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 თვითმოვლის უნარებიც კი, მხარდაჭერისა და ზრუნვის გარეშე რჩებიან და დამოკიდებულები არიან პროვაიდერი ორგანიზაციის შესაძლებლობებზე, რაც უმეტეს შემთხვევაში უკიდურესად მწირია არსებული მცირე ვაუჩერული დაფინანსების პირობებში. სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღეის მდგომარეობით, სულ ფუნქციონირებს 3 ლიცენზირებული რელიგიური სკოლა-პანსიონი და ირიცხება 163 1057 არასრულწლოვანი. ლიცენზირების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია სახელმწიფოს მხრიდან სახლებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. მონიტორინგი მნიშვნელოვნად ფერხდება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში,1058 რადგან მოწოდებული ინფორმაციით, პანსიონის წარმომადგენლობა სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია. რაც უკიდურესი საფრთხის ქვეშ აყენებს პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და ზრდის პანსიონებში ისედაც არსებული მაღალი ინსტიტუციური ძალადობის რისკს. ამ დრომდე პრობლემურია მუსლიმური პანსიონების ლიცენზირების საკითხი. სახელმწიფოს სათანადოდ არ აქვს შესწავლილი ის გარემოებები, რაც გასათვალისწინებელია მუსლიმური პანსიონების ლიცენზირების პროცესში და ზრდის პანსიონების სახელმწიფოს კონტროლის გარეშე, ფარულად საქმიანობის რისკს. ამასთანავე, სახელმწიფომ მნიშვნელოვანია განავითაროს ერთიანი პოლიტიკა და მიდგომა, ზოგადად, რელიგიურ სკოლა-პანსიონებთან მიმართებით, არსებული ინდივიდუალური საჭიროებებისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დიდი ზომის ინსტიტუციებთან დაკავშირებული რისკები. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,1059 (ა)იპ ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალი 10-დღიან მომსახურების რეჟიმზე გადავიდა. ბავშვების ოჯახის წევრებთან კონტაქტი ძირითადად ხდება დისტანციურად. თუმცა, ბავშვების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, პრობლემურია მათი ხელმისაწვდომობა ელექტრონულ და კომპიუტერულ საშუალებებთან. ამავე პანსიონში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, დაინფიცირდა 58 არასრულწლოვანი და 20 დასაქმებული პირი. 1057 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის 8 თებერვლის № 07/842 წერილი. 1058 ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი“. 1059 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2020 წლის 4 დეკემბრის № 07/10550 წერილი. 366 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 21.9. განათლების უფლების დაცვა პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა საქართველოში განათლების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული ისეთი გამოწვევები, როგორიცაა განათლების უფლების ხელმისაწვდომობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, სიღარიბეში, სახელმწიფო ზრუნვაში, რეგიონებში, და განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სრულყოფილი ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში. დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში სრულყოფილად ჩართვას ვერ ახერხებენ ბავშვები, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე. 1060 ინფორმაციით, ინტერნეტზე საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს არ აქვს სახლში წვდომა. 1061 მონაცემებით, გაეროს ბავშვთა ფონდის ხოლო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების მხოლოდ 61.8%. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის განათლებაზე თანაბარი თანახმად,1062 ხელმისაწვდომობის დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად, პროცესში, გამოყენებულია სინქრონული, ასინქრონული და შერეული სწავლების მოდელი. ასევე, დისტანციური სწავლების პროექტია „ტელესკოლა“, რომელსაც სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით ახორციელებს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,1063 იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო ვერ შეძლებს დაწესებულების მიერ „ტელესკოლაში“ ჩართვას ან შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეს მისცეს დავალებები ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და გაუწიოს კონსულტაცია. ამ მიზნით, მასწავლებელმა, შესაძლოა, გამოიყენოს სატელეფონო კომუნიკაციაც. სახალხო დამცველის შეფასებით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე ხანგრძლივად გადასვლამ, ოჯახებისთვის სათანადო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გარეშე, რისკის ქვეშ დააყენა ბავშვების ნაწილის განათლების უფლების დაცვის საკითხი. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ წარმოჩინდა რეგიონებში და სიღარიბეში მცხოვრებ გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, ხელმისაწვდომია: <https://uni.cf/3cyzES8>[ბოლოს ნანახია 25.03,2021]. 1061 „შინამეურნეობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი,“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/media/ [25/03/2021]. 1062 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2020 წლის 21 დეკემბრის MES 0 20 0001216418 წერილი. 1063 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2020 წლის 29 აპრილის MES 1 20 00352893 წერილი. 1060 367 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არასრულწლოვნებთან შემუშავებულა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაიწერებოდა საგანმანათლებლო აღნიშნული, მიმართებით. სფეროში უკიდურესად სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მხრიდან იყო გასატარებელი იმის აქტივობები. გათვალისწინებით, რომ საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გახანგრძლივდა დისტანციური სწავლების პროცესი. ქვეყანაში წლების განმავლობაში პრობლემად რჩება მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მაღალი მაჩვენებელი. 2020 წელს (01.01.2020 - 31.12.2020), ქვეყნის მასშტაბით სწავლა შეწყვიტა 6704 არასრულწლოვანმა. მათგან, გოგონა იყო 2777, ბიჭი - 3927.1064 სწავლის შეწყვეტის საფუძვლები 2020 წელს 1600 1400 1200 1000 800 600 400 200 0 საშუალო საფეხური დაწყებითი-საბაზო საფეხური სწავლის შეწყვეტის საფუძვლებიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მოსწავლის სასწავლო პროცესზე გამოუცხადებლობა ზედიზედ 90 სასწავლო დღე. ეს, შესაძლოა, 1064 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2021 წლის 8 თებერვლის MES 1 21 0000075489 წერილი. 368 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ბავშვის უგულებელყოფით, მის მიმართ ძალადობის სხვა ფორმებით, სიღარიბით, ბავშვთა შრომით და ა.შ. თუმცა, ამ მიმართულებით სტატისტიკაში ინფორმაცია არ არის ასახული. მსგავს რისკებთანაა დაკავშირებული, როდესაც მოსწავლე საზღვარგარეთ მიემგზავრება მშობელთან ერთად ან როდესაც სწავლის შეწყვეტა ხდება განცხადების საფუძველზე. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი წლების განმავლობაში მაღალია, ბავშვთა უფლებების დაცვისა და არსებული რისკების შემცირების მიზნით, კოორდინაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პასუხისმგებელ უწყებებს შორის, არ არის ეფექტიანი და რეგულარული, განსაკუთრებით, საბაზო დონის დასრულებამდე სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში. წინა წლების მონაცემების მსგავსად, 2020 წელსაც, სწავლის შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა თბილისში, ქვემო ქართლსაა და კახეთში, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ისეთ პრობლემებზე, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული 1065 რეგიონისთვის და საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას. 21.9.1. სკოლამდელი აღზრდა და განათლება 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებს 1,621 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვების სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, გეოგრაფიული წვდომა სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის, ხოლო დისტანციური სწავლების ფარგლებში, შესაბამისი ტექნიკისა დაწესებულებების და ინტერნეტის ფიზიკური გარემო, არარსებობა. პრობლემურია, ისე სათანადო მისი როგორც ინვენტარით უზრუნველყოფისა და გადატვირთულობის საკითხები. სახელმწიფომ ჯერაც ვერ შეძლო საბავშვო ბაღების გარემოს ქვეყანაში ამ ეტაპზე არსებულ სტანდარტებთან სრულად მორგება და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სრულფასოვანი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებით, რადგან საბავშვო ბაღების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკურ ხელმისაწვდომობასაც კი. საბავშვო ბაღებში არსებული ფიზიკური გარემო, ხშირ შემთხვევაში, არათუ არ შეესაბამება აღსაზრდელთა რაოდენობასა და მათ საჭიროებებს, გარკვეულ შემთხვევებში, საფრთხის შემცველიც კი არის მათთვის. შენობის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დაბინძურებული ჰაერი და ინვენტარის სიმცირე პირდაპირ აისახება აღსაზრდელთა და საბავშვო ბაღის პერსონალის ჯანმრთელობაზე. შენობებში ვენტილაციის არარსებობის ან მისი გაუმართაობის საფუძველზე, აღსაზრდელთა უმრავლესობა მთელი დღის 1065 თბილისში სწავლა შეწყვიტა 2545 არასრულწლოვანმა, ქვემო ქართლში - 1345 და კახეთში - 588. 369 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 განმავლობაში მყარი ნაწილაკების საშიშ ზემოქმედებას განიცდის.1066 აღსაზრდელთა ჯანმრთელობის პრობლემების საფრთხეს ზრდის საბავშვო ბაღებში ეზოების არარსებობის და არასათანადო მოწყობის საკითხი, რაც შეუძლებელს ხდის აღსაზრდელთა სუფთა ჰაერზე გაყვანასა და ღია სივრცეში აქტივობების ჩატარებას. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმ საბავშვო ბაღებში, რომლებსაც არ აქვთ გათბობის სისტემა და იყენებენ შეშის ღუმელს, რომელიც ხშირად, უსაფრთხოების წესების დაუცველად არის დამონტაჟებული სააღმზრდელო ოთახებში და მკვეთრად აბინძურებს ჰაერს შენობაში. ამ საკითხზე უარყოფითად აისახება შენობებში არასაკმარისი სივრცით გამოწვეული გადატვირთულობაც. ამასთანავე, დაწესებულებების შენობების მცირე ფართი არ იძლევა საშუალებას, სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის სრულფასოვანი მიმდინარეობისთვის გამოიყოს ყველა შესაბამისი დანიშნულების ოთახი. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში არსებული იმ პრობლემების მიუხედავად, რომლებიც აქტუალურია ქვეყნის ყველა რეგიონისთვის, საქართველოს მთავრობას ჯერაც არ დაუმტკიცებია „დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენობა-ნაგებობების, და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი. ეს აფერხებს საბავშვო ბაღებში ფიზიკური გარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას და შემდეგ უკვე მათ აღსრულებას. 2020 წლის მონაცემებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სულ ირიცხება 164,605 აღსაზრდელი, რასაც მკვეთრად ჩამოუვარდება 2021 წლის რაოდენობა (158,062 აღსაზრდელი). თუმცა, ეს არის საბავშვო ბაღებში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობა და სრულად ვერ ასახავს იმას, თუ რეალურად აღსაზრდელის სტატუსის მქონე რამდენ ბავშვს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე პანდემიის პირობებში. ვირუსის გავრცელების შედეგად შექმნილმა ვითარებამ ცხადყო, რომ საბავშვო ბაღების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში აღსაზრდელთა 1067 რეკომენდაციების ჯანმრთელობის დასაცავად შემუშავებული შესრულებას. გარდა ამისა, რადგანაც სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დისტანციური ფორმით ჩატარება და მასზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, საბავშვო ბაღების დახურვისას, აღსაზრდელთა დიდი ნაწილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღმა დარჩა. დისტანციური ფორმით სასწავლო პროგრამა მხოლოდ სასკოლო მზაობის (5-6 წლის) აღსაზრდელთა ჯგუფს მიეწოდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც საგულისხმოა ბავშვები, რომლებისთვისაც, შესაბამისი ტექნიკის „შენობის შიდა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გამოწვევები საქართველოში; საბავშვო ბაღებში შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების შუალედური ანგარიში“ WECF GEORGIA, WECF International, NCDC, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3sVbKFK >[ ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1067 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3dhNwzq >[ ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1066 370 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ან ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, არ შეუძლებელიათ აღმზრდელობით პროცესში მონაწილეობა. კვლავ დაბალია საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელთა, აღმზრდელთა და მათი თანაშემწეების გადამზადების მაჩვენებელი, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, რთული ქცევის მართვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დისტანციური ფორმით ჩატარება საკმაოდ ახალი და სპეციფიკური საკითხია, სახელმწიფოს ჯერაც არ შეუმუშავებია ზუსტი მეთოდოლოგია და არც საბავშვო ბაღის აღმზრდელები გადაუმზადებია. აღსანიშნავია, რომ “World Vision საქართველოს“ ინიციატივით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის შეიქმნა პრაქტიკული გზამკვლევის, „ბაღები პანდემიის დროს: პრაქტიკული გზამკვლევი სკოლამდელი დაწესებულებებისთვის“, საპილოტე ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს საბავშვო ბაღებში ჯანდაცვის რეგულაციების დაცვის გაადვილებას და მოიაზრებს მათ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას. თუმცა დოკუმენტი ზუსტად არ გაწერს თითოეული სასწავლო- სააღმზრდელო აქტივობის დისტანციური ფორმით ჩატარების მეთოდოლოგიასა და გეგმას. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებით, რომელთა სპეციფიკურ საჭიროებებსაც საერთოდ ვერ პასუხობს არსებული მეთოდოლოგიის დოკუმენტი.1068 რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  მომზადდეს ბავშვთა სუიციდის პრევენციის და რეაგირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაიწერება პასუხისმგებელი სუბიექტების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები;  „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობების მოწყობის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების ჯანმრთელობის სერვისების, ფსიქოლოგისა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა; 1068 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2021 წლის 25 თებერვლის MES 4 21 0000165167 წერილი. 371 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად შემუშავდეს ზრუნვის სისტემიდან თავშესაფრით უზრუნველყოფის გასული, ქვეპროგრამის ასევე, 18+ მიუსაფარ წლის ბავშვთა ბენეფიციარების მხარდაჭერის სტრატეგია, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სერვისები;  რელიგიურ სკოლა-პანსიონებთან მიმართებით, სამოქალაქო სექტორის ჩართულობითა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ამ სახის დაწესებულებების მიმართ. მათ შორის, კონკრეტულად გაიწეროს სახელმწიფოს მიერ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები და ამგვარი დაწესებულებების სახელმწიფოს კონტროლს მიღმა საქმიანობის შემთხვევაში არსებული რისკების აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებები;  სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ჩართულ პროვაიდერ ორგანიზაციებთან ერთად, გადაიხედოს მცირე საოჯახო ტიპის სახლების ვაუჩერული დაფინანსების საკითხი და გამოკვეთილი პრობლემების შესაბამისად, გატარდეს სახლების ფინანსური მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებები;  რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე, აჭარის რეგიონში „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული მომსახურების დასანერგად, გაატაროს საჭირო ღონისძიებები;  მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ეფექტური ფუნქციონირებისთვის გამოიყოს საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, ასევე შემუშავდეს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხის შეფასების ეფექტიანი და ქმედითი ინსტრუმენტი;  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის შემუშავდეს და დაინერგოს დამატებითი სერვისები, როგორც მათ გადაუდებელ მატერიალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფონდების მობილიზების, ისე აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით, დასაქმების მოტივაციის ასამაღლებლად და შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;   სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების კუთხით: გამოავლინოს, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების კუთხით, სახელმწიფო პროგრამებში არსებული ხარვეზები;   შეიმუშაოს გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები და მეთოდები. სამართალდამცავ უწყებებსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან კოორდინაციით შემუშავდეს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე მონაწილეობის შესახებ დოკუმენტი, რომელიც ზუსტად და 372 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დეტალურად განსაზღვრავს აღნიშნულ პროცესში მათ როლს, განსახორციელებელ ღონისძიებებს, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პასუხისმგებლობას. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს:  ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების შრომითი პირობების გაუმჯობესების, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისა და პრევენციის მიზნით, სისტემაში დასაქმებული პროფესიონალების, განსაკუთრებით, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდოს;  სოციალური მუშაკების დატვირთვის შემცირებისა და საქმეებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით მათი ფუნქციები გაიმიჯნოს თემატური მიმართულებებით;  შემუშავდეს ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და რეაგირების ერთიანი, ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეთოდოლოგია, რომელიც დაწვრილებით გაწერს სოციალური მუშაკის ფუნქციებს და ვალდებულებებს ბავშვის მიმართ ძალადობის იდენტიფიცირების, პრევენციისა და რეაგირების საკითხებზე და ასევე, დაარეგულირებს ბავშვთან მუშაობის, მათი ინტერვიუირების, მონიტორინგის და შემდგომი რეაგირების საკითხებს;  მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, ინდივიდუალურად შეფასდეს შრომაში ჩართულ ბავშვთა საჭიროებები და ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს შრომის მძიმე ფორმების შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე ზედამხედველობას, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობის გზით. COVID-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რისკ ჯგუფში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე, მათი სოციალური გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო სექტორთან კოორდინირებული მუშაობით, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის საკითხებს. ამასთანავე, მაქსიმალურად გამოიყოს როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი, რათა სკოლებმა შეძლონ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; სამინისტრომ კი უზრუნველყოს აღნიშნული პროცესის მონიტორინგი;  რეგიონების მიხედვით, განხორციელდეს იმ ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც არ აქვთ ტექნიკაზე და ინტერნეტზე წვდომა. შემუშავდეს სტატისტიკური მონაცემები, 373 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რომლის მიხედვითაც დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები მათი დისტანციური სწავლების პროცესში დროულად ჩართვის მიზნით;  რეგიონულ დონეზე გამომწვევი შეფასდეს მიზეზები მუნიციპალიტეტებთან, სკოლის მიტოვების და აღნიშნულის საჯარო სკოლებთან მაღალი საფუძველზე, და მაჩვენებლის ადგილობრივ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთან თანამშრომლობით, დაიგეგმოს სამომავლო ნაბიჯები გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკების შესამცირებლად;  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შემუშავდეს დისტანციური სწავლების მეთოდოლოგია;  შემუშავდეს დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის აღსაზრდელთა გადამზადების მოდული და ადგილობრივ თვითმმართველობებს ხელი შეეწყოთ აღსაზრდელთა გადამზადებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  ბავშვთა მიმართ სექსუალური მოწმე/დაზარალებულის ძალადობის თემაზე, კოორდინატორებისთვის გამომძიებლების და შემუშავდეს გადამზადების თემაზე, შემუშავდეს მოდული და მოხდეს მათი გადამზადება; საქართველოს გენერალურ პროკურორს:  ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის არასრულწლოვნებთან მომუშავე პროკურორების და მოწმე/დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების მოდული და მოხდეს მათი გადამზადება. ადგილობრივ თვითმმართველობებს:  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროების გამოკვლევის მიზნით, დოკუმენტურად შეფასდეს მიზნობრივი სერვისების მიწოდების საჭიროება;  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის დაინერგოს დამატებითი მხარდამჭერი და სოციალური პროგრამები;  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უზრუნველყოს მუნიციპალური ტრანსპორტის, საბავშვო ბაღების და სკოლების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება, ასევე ხელი შეუწყოს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას;  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა აღმზრდელები გადამზადნენ ბავშვთა მიმართ ძალადობის, რთული ქცევის მართვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ; 374 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  საბავშვო ბაღის აღმზრდელები საქართველოს განათლებისა და სამინისტროსთან კოორდინაციით გადამზადდნენ დისტანციური მეცნიერების სწავლების მეთოდოლოგიაში. 375 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 22. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა 22.1. შესავალი 2020 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, კვლავ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. მდგომარეობა მეტად დაამძიმა კორონავირუსის პანდემიამ. კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმმა, ვირუსის თავიდან არიდების მიზნით დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვამ უარყოფითი გავლენა მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. არსებულმა ვითარებამ საფრთხე შეუქმნა მათთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას. ზოგიერთი მომსახურების შემთხვევაში1069, სერვისის დისტანციურ რეჟიმში წარმართვა ეფექტიანი არ აღმოჩნდა, რადგან სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ამ პირთა მომსახურებას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გაეროს შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს, უფლებადარღვევის ფაქტებზე გაეროს შესაბამის კომიტეტს მიმართონ. მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ქვეყნის შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების1070 მიუხედავად, კანონის მიღებისას რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინება არ მოხდა.1071 მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი, „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, დაამტკიცა.1072 დოკუმენტი უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება და მასში გაწერილია ტექნიკური კრიტერიუმები შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთების, ადგილების, საშუალებებისა და ელემენტების მისაწვდომობის საკითხებზე. 1069 განსაკუთრებით იმ სერვისების შემთხვევაში, რომლებიც პირისპირ მომსახურების გაწევას საჭიროებს. 1070 სახალხო დამცველის წინადადება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/38HMo6H>[ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1071 სახალხო დამცველის განცხადება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3lfMI1L>[ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1072 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის დამტკიცების ეროვნული სტანდარტების“ თაობაზე, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3lODHwC > [ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 376 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის1073 განსახორციელებლად. მიმდინარე წელს დაიწყო და არ დასრულებულა გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის აღსრულების ეროვნული მექანიზმის შექმნის პროცესი. პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო ანტიკრიზისულ გეგმებში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა ამ კუთხით მთავრობის ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმის ეფექტიანობა და საჭიროდ მიიჩნია დაგეგმილი საქმიანობის გადახედვა/მასში ცვლილებების შეტანა.1074 მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის მოწოდება არ გაუთვალისწინებიათ. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დასაცავად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები, საკმარისი არ არის. არსებითად არ გაზრდილა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. კვლავ არ შექმნილა სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. პრობლემები წამოიჭრა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაცვის კუთხით. ფსიქიატრიულ სტაციონარულ და ამბულატორიულ დაწესებულებებში ეფექტიანად არ სრულდება კორონავირუსის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლები.1075 გამოწვევად გამოიკვეთა ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში შშმ და სსსმ მოსწავლეების ჯეროვანი ჩართვა. გარდა მძიმე სოციალური ფონისა და საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე წვდომის კუთხით არსებული პრობლემებისა, შშმ მოსწავლეთა შემთხვევაში, პრობლემაა დისტანციური საგანმანათლებლო პროცესის მისაწვდომი ფორმატებით წარმართვა და ამ მიზნით შესაბამისი ადამიანური რესურსების დროული და ეფექტიანი მობილიზება. 1073 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია, A/RES/61/106 (მიღებულია 2006 წლის 13 დეკემბერს, ძალაში შევიდა 2008 წლის 3 მაისს), ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2CqO7wZ >[ბოლოს ნანახია 25.03.2021]. სახალხო დამცველის მოსაზრება ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში შშმ პირთა საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინების შესახებ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rlgSD3> [ბოლოს ნანახია 25.03..2021]. 1075 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური 1074 დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 მაისის ბრძანება №01-222/ო, „ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-1 9“ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციისა (გაიდლაინი) და „ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარგარეთა სერვისებში პაციენტების უსაფრთხო მართვა COVID-19 პირობებში;“ „ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარულ სერვისებში პაციენტების უსაფრთხო მართვა COVID-19 პირობებში“- კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დამტკიცების თაობაზე. დანართი №1,№2,№3, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3vw0Okn >[ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 377 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2020 წელს შეფერხებით მიმდინარეობდა შშმ პირის შეფასების სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესი. ამასთანავე, შეფასების მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტი მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით, გაზრდილი ფასების, მზარდი ინფლაციისა და პანდემიის პირობებში. 22.2. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მტკიცდება ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში შშმ პირთათვის განკუთვნილ მიზნობრივ სოციალურ სერვისებს. 2021 წლის დასაწყისში სახალხო დამცველმა განახორციელა ამ პროგრამის მონიტორინგი, მათ შორის, შეისწავლა პროგრამის მუშაობაზე ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გავლენა.1076 უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პროგრამის საერთო მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება ცალკეული მომსახურებების ხარისხი და მათში ჩართული ბენეფიციარების სიმცირე. პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ნაწილი ხორციელდება მომსახურების სტანდარტის გარეშე, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც მათი მიწოდების ხარისხის, ისე გაწეული მომსახურების მონიტორინგისთვის.1077 პროგრამის სათანადოდ მუშაობაზე უარყოფითად აისახება ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო სათანადოდ არ არის ჩართული პროგრამის ზედამხედველობის პროცესში და მისი ფუნქცია მხოლოდ ვაუჩერის გაცემითა და პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ფორმალური პროცედურით შემოიფარგლება. გამოწვევად რჩება ქვეპროგრამების გეოგრაფიული მოცვა. ქვეყანაში მცხოვრები სამიზნე ჯგუფების უმრავლესობა მოკლებულია შესაძლებლობას, მომსახურება მიიღოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ქვეპროგრამების დიდ ნაწილში კვლავ იკვეთება მომლოდინეთა რიგები.1078 1076 მონიტორინგი ჩაატარა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მოწვეულმა ექსპერტმა (11.2020- 02.2021). შემოწმდა შესრულება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული 2018-2020 წლებში, განხორციელდა შედარებითი ქვეპროგრამების აქტივობების ანალიზი, გამოვლინდა ძირითადი პრობლემები, შემუშავდა რეკომენდაციები. 1077ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა, დამხმარე საშუალებების (ეტლები, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები; სმენის აპარატები, ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა სმარტფონები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, გადასაადგილებელი ჩარჩოები) ქვეპროგრამა, უსინათლოთა ხელჯოხები და ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა. 1078 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით მომლოდინეთა რიცხვი: ადრეული განვითარების ქვეპროგრამა - 555, აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა - 279, დღის ცენტრების ქვეპროგრამა - 71 შშმ ბავშვი და 36 შშმ პირი. 378 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მოთხოვნის მიუხედავად, ყოველწლიურად ვერ ხერხდება სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი ასიგნების (თანხის) სრულად ათვისება, რაც, გარკვეულწილად, იმითაცაა განპირობებული, რომ ქვეპროგრამები არ ეფუძნება სტატისტიკურ მონაცემებსა და კონკრეტული ჯგუფების საჭიროებებს. პრობლემას ქმნის სერვისების არათანაბარი გეოგრაფიული განაწილებისა და პროგრამაში ჩართვის ბიუროკრატიული ბარიერები. არც ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ნაწილდება ქვეპროგრამის შიგნით ეფექტიანად. წელი 2018 2019 2020 2021 სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული თანხა (ლარი) 28 100 000 35 890 000 37 400 000 40 000 000 პროგრამის ცალკეული ფაქტობრივი შესრულება (ლარი) 26 500 800 31 792 600 29 869 513 კომპონენტების პროგრამის „ეკონომია“ ლარი 1 599 200 4 097 400 7 530 487 შესრულებისას წარმოშობილ სისტემურ პრობლემებს შორისაა: სამიზნე ჯგუფების დროული გამოვლენისა და ქვეპროგრამაში რეფერირების პრობლემა,1079 დაინტერესებულ პირებში ქვეპროგრამების შესახებ ინფორმაციის, ასევე, ჩართულ უწყებებს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა, განაცხადის გაკეთების შემდეგ პროგრამაში ჩართვამდე გაურკვეველი ვადით ლოდინი და სერვისის მიმწოდებლებში ადგილების ძიება,1080 ქვეპროგრამაში რეალურად ჩართული ბენეფიციარების რაოდენობასა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ მოსარგებლეთა რიცხოვნობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა,1081 მომსახურებებში ჩართვისას არსებული ბიუროკრატიული ბარიერები (ერთი და იმავე დოკუმენტაციის ყველა ჯერზე წარდგენა, ტერიტორიული მისაწვდომობა, ჩართვის მოლოდინის დრო),1082 არაადაპტირებული გარემო (როგორც უშუალოდ სერვისების ნაწილში,1083 ისე მომსახურებამდე მისასვლელ ფიზიკურ გარემოზე წვდომის ჩათვლით). შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა და მათთვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში ცხოვრების ხელშესაწყობად, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის ორგანიზაციებში სახელმწიფო მომსახურებით პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფის მოქმედებს ქვეპროგრამა. ამავე სათემო სერვისში 1079 ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა - სამედიცინო პერსონალი არ ფლობს ინფორმაციას პროგრამის შესახებ, პროგრამაში ჩართულ 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება 0-დან 3 წლამდე ჩართული ბავშვების რაოდენობას. 1080 ბავშვთა ადრეული განვითარების, აბილიტაცია/რეაბილიტაციის, დღის ცენტრების, სათემო ორგანიზაციების, დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამების შემთხვევაში. 1081 ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა, დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამის ცალკეული კომპონენტები, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა. 1082 აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა, ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა. 1083 აბილიტაცია/რეაბილიტაცია, დღის ცენტრებში მომსახურების მიწოდების ქვეპროგრამა. 379 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 იგულისხმება შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფაც.1084 უნდა აღინიშნოს, რომ სათემო მომსახურება საკმაოდ მრავალრიცხოვან, 24 ბენეფიციარზეა გათვლილი, რაც შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტიანად ჩართვასა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას ბარიერს უქმნის. გასაძლიერებელია ქვეპროგრამის საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობის კომპონენტი. შშმ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში ასევე მოქმედებს მინდობით აღზრდისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების ქვეპროგრამები,1085 რომელთა განხორციელების პროცესში იკვეთება რიგი გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ მინდობით აღზრდის მომსახურება ბავშვზე ზრუნვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, დღემდე არ არსებობს მინდობით აღმზრდელთა მოძიების და გადამზადება/გაძლიერების გამართული სისტემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალიზებული მინდობით აღზრდის მომსახურების შემთხვევაში. განსაკუთრებულ პრობლემებს აწყდებიან სერვისის მიმწოდებელი ოჯახები, სადაც განთავსებულნი არიან რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შშმ ბავშვები, რადგან ქვეყანაში მათთვის საჭირო სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდება დღემდე არ არის უზრუნველყოფილი. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებებით ბენეფიციართა უზრუნველყოფა განსაკუთრებით გართულდა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში. სერვისში დისტანციური ჩართვა, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერი, ტელეფონი) არქონის/მათი გამოყენების არცოდნის, ასევე, ინტერნეტზე წვდომის არარსებობის გამო, გამოწვევა გახდა ბენეფიციართა დიდი ნაწილისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებლობის კი შეზღუდვისა სერვისის და დისტანციური მომსახურების ფორმით სპეციფიკის წარმართვა,1086 გათვალისწინებით შეუძლებელი იყო, რამაც შშმ პირთა/ბავშვთა ეს წრე, თვეების განმავლობაში აუცილებელი სერვისების მიღმა დატოვა და უკვე მიღწეული შედეგების დაკარგვის რეალური საფრთხე შექმნა. 1084 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შშმ პირთა სათემო მომსახურება 191 შშმ პირზე, ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის სათემო მომსახურება 30 შშმ პირზეა გათვლილი. 1085 2018 წელს, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში შშმ ბავშვების დაფინანსება, დღეში შეადგენდა 20 ლარს, ხოლო 2019 წლიდან, დღეში - 30 ლარს. მინდობით აღზრდაში კი - დღეში 30 ლარს, ხოლო ნათესაურ მინდობით აღზრდაში (21 ბავშვი 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით), ფიქსირებულად, თვეში 375 ლარს. 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ირიცხებოდა 40 შშმ ბავშვი, ხოლო მინდობით აღზრდაში - 310 შშმ ბავშვი. 1086 განსაკუთრებით რთული ქცევისა და მძიმე და ღრმა გონებრივი შეფერხების მქონე პირთა შემთხვევაში; ასევე ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე შშმ ბავშვთა შემთხვევაში. 380 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პანდემიის პირობებში, პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა. დასახელებული პრობლემების პარალელურად, დადებითად უნდა შეფასდეს სახელმწიფოს მიერ დღის ცენტრის მომსახურების მიმღებ პირთა კვების ვაუჩერით (თვეში 80 ლარის ოდენობით) უზრუნველყოფა. ასევე, სერვისების შენარჩუნების მიზნით, მათი შეჩერების პერიოდში სერვისის მიმწოდებლების საჭირო თანხით უზრუნველყოფა. 22.3. შშმ პირთა უფლებები რეზიდენტულ დაწესებულებებში შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია წევრ სახელმწიფოებს ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფისა და მათი საზოგადოებაში ეფექტური ჩართვისთვის შესაბამისი ზომების მიღებას ავალებს. კონვენციის დებულებების თანახმად, შშმ პირები არ არიან ვალდებულნი, საცხოვრებლად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დასახლდნენ.1087 მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გაცხადებული დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკისა, ქვეყანაში შშმ პირთა გარკვეული ნაწილი კვლავ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში1088 განაგრძობს ცხოვრებას. 2020 წელს, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შშმ პირთა პანსიონატებისა და შშმ ბავშვთა სახლების ინსტიტუციური მოწყობა, სერვისის მოცულობა, ჩარიცხულ პირთა რიცხოვნობა1089 და იქ არსებული საყოფაცხოვრებო პირობები ვერ უზრუნველყოფს ოჯახთან მიახლოებული გარემოს შექმნას და არ იძლევა შშმ პირთა ინდივიდუალური განვითარებისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების შესაძლებლობას. არსებულ გამოწვევებთან ერთად, რომლებიც წლიდან წლამდე არ იცვლება, კვლავ პრობლემურია დაწესებულებებში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება. აღნიშნულ დაწესებულებებში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ ვირუსის თავიდან არიდების მიზნით, საიზოლაციო ოთახი გამოყოფილია ყველა დაწესებულებაში, თუმცა მათი 1087 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია, A/RES/61/106 (მიღებულია 2006 წლის 13 დეკემბერს, ძალაში შევიდა 2008 წლის 3 მაისს), მუხლი 19. 1088 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალები: მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატი, ძევრის შშმ პირთა პანსიონატი, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი და კოჯრის შშმ ბავშვთა პანსიონატი - 70 შშმ ბავშვსა და 185 შშმ პირზე გათვლილი დიდი ზომის რეზიდენტული მომსახურებებია. 1089 კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი; ლიმიტი 24 ბენეფიციარი (მონიტორინგის დროს - 22); ძევრის შშმ პირთა პანსიონატი - ლიმიტი 69 ბენეფიციარი (მონიტორინგის დროს - 64); მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატი ლიმიტი 69 ბენეფიციარი (მონიტორინგის დროს - 66); დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი - ლიმიტი 47 ბენეფიციარი (მონიტორინგის დროს - 46). თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი - მონიტორინგის დროს 46. 381 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მოწყობა არ ქმნის იქ ხანგრძლივად1090 განთავსებისთვის შესაბამის პირობებს.1091 არსებული დეზობარიერები არ არის სათანადო წესით დამუშავებული. ბენეფიციარებსა და პერსონალს შორის დისტანციის დაცვა ძირითადად შეუძლებელია, მათ შორის, სასადილო სივრცეში, ასევე იმ ბენეფიციარებთან ურთიერთობისას, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ თვითმოვლის პროცესში. სველ წერტილებში არ არის ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები.1092 ყველა დაწესებულებაში, მათ შორის, ბავშვთა სახლებში, გამოვლინდა სასმელი წყლის პრობლემები. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ძევრის შშმ პირთა პანსიონატში, სადაც წყალში აღმოჩენილია ნაწლავის ჩხირი.1093 22.4. ჯანმრთელობის უფლება კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შშმ პირები ვირუსისადმი ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფად აღიარა, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე იმ ბარიერების გამო, რასაც ეს პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.1094 შესაბამისად, სახელმწიფოები, პანდემიის დროს შშმ პირთა უფლებების თანაბარი დაცვის უზრუნველსაყოფად, დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენ.1095 კორონავირუსის ადამიანის უფლებებზე ზეგავლენის შეფასების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის უზრუნველყოფილია მიხედვით, ქვეყანაში 1096 დისკრიმინაციის გარეშე. კორონავირურის მყოფი ყველა მკურნალობაზე ადამიანისათვის, მისაწვდომობა სეგრეგაციისა და თუმცა ანგარიშში არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დამატებით ზომებს მიმართა სახელმწიფომ, შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. 1090 ერთი ან რამდენიმე დღის ვადით, ვიდრე არ იქნება მიღებული კორონავირუსზე ტესტის პასუხები. 1091 კოჯრის ბავშვთა სახლში გამოყოფილ საიზოლაციო სივრცეში დგას 3 საწოლი, 1 პატარა და 1 სამედიცინო საწოლი, სკამი, ადაპტირებული მაგიდა, ტუმბო, მაცივარი. ოთახში არაა ტელევიზორი ან სხვა რესურსი. ძევრის შშმ პანსიონატის საიზოლაციო სივრცეში მხოლოდ 2 საწოლი, 1 სამედიცინო საწოლი და ტუმბოა. 1092 ტუალეტის ქაღალდები, საპონი, პირსახოცი. 1093 რაც დასტურდება აღებული წყლის სინჯების ანალიზის დასკვნებში (31.10.2019), ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შემოწმების (13.07.2020) შედეგად. 1094 “Disability considerations during the COVID-19 outbreak”, WHO, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3lfdiYI > [ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1095 UNSDG Policy Brief: A Disability-Inclusive Response to COVID-19, 2020 წლის მაისი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2Owr0ub >[ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1096 საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში - ადამიანის უფლებების დაცვა კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისისას. 28, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3b3ydKG>[ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 382 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების რეალიზებისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით გამოკვეთილ პრობლემებზე ყურადღება გამახვილებულია ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევაში.1097 კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც მოიცავს პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სფეროში შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინებას, დოკუმენტებში ასახული რეკომენდაციების უმეტესობა ზოგადი ხასიათისაა, არ არის წარმოდგენილი მოქმედების კონკრეტული გზები და გამოტოვებულია შშმ პირების უფლებების სრულყოფილი რეალიზებისთვის აუცილებელი ზოგიერთი კომპონენტი.1098 პანდემიის პერიოდში მისაწვდომობის კუთხით გამოიკვეთა არსებული შშმ პირთათვის შემდეგი ჯანმრთელობის სისტემური პრობლემები: დაცვის წვდომა სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე, სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულე. დამატებით ბარიერებს ქმნიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა, არაადაპტირებული სამედიცინო სერვისები, შშმ პირთა პრიორიტეტული ტესტირების მოქნილი სისტემის არარსებობა, სარეაბილიტაციო მიზნობრივი პროგრამების (პირისპირ რეაბილიტაცია/თერაპია) შეჩერება, რამაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა მხრიდან მიღწეული დადებითი შედეგების დაკარგვის რეალური საფრთხე შექმნა. ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომისას გამოვლენილი ხარვეზების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ არსებული სოციალური ბარიერების გამო, შშმ პირები არათანაბარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილების პროცესშიც. ქვეყანაში ფიზიკური გარემოს, ინფორმაციისა და სერვისების მისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემების ფონზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს დამატებით ზომები და უზრუნველყოს შშმ პირთა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების თანაბარი ჩართვა ვაქცინაციის პროცესში.1099 22.4.1. ფსიქიკური ჯანმრთელობა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობა და ხარისხიანი ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისით მოსახლეობის უზრუნველყოფა. 2020 წელს დასრულდა „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა“ და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა. სამოქმედო დოკუმენტის შესრულების თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1097 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა „კოვიდ 19 და შშმ პირთა უფლებები“, 9, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3lfeQlk> [ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1098 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა „კოვიდ 19 და შშმ პირთა უფლებები“, 10, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3lfeQlk> [ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1099 შშმ პირთა საერთაშორისო ალიანსის განცხადება ვაქცინაციის პროცესში შშმ პირთა პრიორიტეტულ ჯგუფად გამოყოფის თაობაზე. Reach the furthest behind first: Persons with disabilities must be prioritized in accessing COVID-19 vaccinations, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3bN6Xj0> [ბოლოს ნანახია 25.03.2021] . 383 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის1100 თანახმად, არ შემუშავებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. არსებითი ცვლილებები არ მომხდარა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით. კვლავ არ არსებობს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ, 2015-2020 წლის სამოქმედო დოკუმენტის შესრულების მდგომარეობის შეუფასებლად დაიწყო ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესი.1101 2020 წელს კორონავირუსით გამოწვეულმა ვითარებამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა დაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის პრევენციისთვის საჭირო დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა წარმოშვა.1102 შექმნილ ვითარებაში მისასალმებელია კოვიდ-19-ის პირობებში პაციენტთა უსაფრთხო მართვის მიზნით ფსიქიატრიული სერვისების პაციენტთა მართვის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება.1103 თუმცა პრობლემად გამოიკვეთა მისი პრაქტიკაში შესრულება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარულ და სათემო ამბულატორიულ სერვისებში, „ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებში პაციენტის უსაფრთხო მართვა COVID-19 პირობებში“ გაიდლაინის მოთხოვნების 1104 შეფასების მიზნით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად შესრულების ხარისხის აღმოჩნდა, რომ შემოწმებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა არ იცნობს ამ დოკუმენტს და კორონავირუსის პრევენციის წესები „ლოგიკურ ცოდნას“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ვირუსის 1100 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს № 01/1747 წერილი (09.02. 2021). 1101 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს წერილი №01/3073 (02.03.2021). 1102 გაეროს პოლიტიკის დოკუმენტი: კოვიდ 19 და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისთვის მოქმედების საჭიროება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rbAnh> [ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1103 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 მაისის ბრძანება №01-222/ო, „ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-1 9“ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციისა (გაიდლაინი) და „ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარგარეთა სერვისებში პაციენტების უსაფრთხო მართვა COVID-19 პირობებში;“ „ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარულ სერვისებში პაციენტების უსაფრთხო მართვა COVID-19 პირობებში“- კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დამტკიცების თაობაზე. დანართი №1,№2,№3, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3vw0Okn >[ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1104 მონიტორინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2021 წლის იანვარ- თებერვალში ექსპერტების (ექიმი ფსიქიატრების) მონაწილეობით. მონიტორინგის დროს შემოწმდა სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისები (სულ 18 დაწესებულება). 384 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პრევენციის მიზნით შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს ეფუძნება. ამ შემთხვევაშიც კი, თითქმის არსად დოკუმენტურად არ დასტურდება მათი დაცვის ხარისხი. ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებათა უმრავლესობას არ შეუცვლია პროტოკოლის შესაბამისად მუშაობის წესი და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე არ გადასულა. ვიზიტის ჩასანიშნად პაციენტებთან წინასწარ დაკავშირება არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიმართავდნენ, ძირითადად, შორეულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების შემთხვევაში. შესაბამისად, პაციენტების ნაკადი ვერ კონტროლდებოდა. ერთადერთ მიღებულ პრაქტიკად იკვეთება პაციენტებისთვის მედიკამენტების 2 თვის მარაგის მიწოდება, თუმცა ესეც კონკრეტული მედიკამენტის საკმარისი მარაგის არსებობაზე იყო დამოკიდებული.1105 მონიტორინგის შედეგად, შემოწმებული დაწესებულებების უმეტეს ნაწილში გართულებულია სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვა: სათანადო წესით დაუმუშავებელი დეზობარიერები, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომად არასაკმარისი სადეზინფექციო საშუალებები, სხვადასხვა ზედაპირების წმენდისა და დეზინფექციის პერიოდულობა, თერმოსკრინინგის ფორმალურად არსებობის მიუხედავად, მისი პრაქტიკაში ჩატარება და აღრიცხვა. ასევე არ მიმდინარეობდა პაციენტების ვირუსის სიმპტომებზე გამოკითხვა. გარდა ამისა, დაწესებულებათა ნაწილში1106 არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არ იძლევა ვირუსის თავიდან ასარიდებლად დადგენილი წესების დაცვის შესაძლებლობას. ვირუსისგან თავის არიდების წესების სრულყოფილად დაცვას ასევე შეუძლებელს ხდის დიდი ზომის სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების გადატვირთული გარემო. 22.5. ინკლუზიური განათლება საანგარიშო პერიოდში, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობის ვადით სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვამ1107 ინკლუზიური განათლება სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა.1108 1105 ზოგიერთი ხშირად ხმარებადი პრეპარატის, (ციკლოდოლისა და დეპო პრეპარატების) დეფიციტის გამო, ამ მედიკამენტის მიმღებ პირებზე 2 თვის მარაგი ზოგ შემთხვევაში ვერ გაიცემოდა. 1106 ახალციხის ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისი (ევექსის ჰოსპიტლები). 1107,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის № 181 დადგენილება. მუხ. 3, ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/2Owrxwb> [ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1108 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 0 20 0032353331.03.2020. 385 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 22.5.1. ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული მდგომარეობა 2020 წლის იანვრის ზოგადსაგანმანათლებლო მონაცემებით, სამინისტროს დაწესებულებებში 9721 სისტემაში სპეციალური შემავალ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შშმ) მოსწავლე ირიცხებოდა, თუმცა სამინისტრო არ ფლობს ზუსტ მონაცემებს, მათგან რამდენი რა სახის სწავლების ფორმაში იყო ჩართული.1109 2020 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს კულტურისა და სპორტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“.1110 თუმცა, შშმ მოსწავლეთა საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისთვის მხოლოდ დოკუმენტის მიღება საკმარისი არ არის და უცილებელია სათანადოდ განხორციელდეს მისი აღსრულების ზედამხედველობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შშმ) მოსწავლეებისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდების კუთხით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“,1111 რამაც შესაძლებელი გახადა ჩართულ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე 6-16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების გამოვლენა, თუმცა, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები სკოლის მიღმა დარჩენილი შშმ მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში დროული ჩართვის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩებოდა სკოლების ინფრასტრუქტურასა და სასწავლო მასალებზე სათანადო წვდომის საკითხი. ასევე, სხვადასხვა მიმართულებით ინკლუზიური განათლების სპეციალისტთა რაოდენობა1112 და კვალიფიკაცია. რესურსსკოლებთან მიმართებით გამოწვევას წარმოადგენდა დამატებით ისიც, რომ საჯარო სკოლებში გამოყენებული პლატფორმა TEAMS არ არის მორგებული უსინათლო პირების საჭიროებებზე, ამიტომ, ქალაქ თბილისის №202 საჯარო სკოლის მოსწავლეები 1109 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით (MES 6 21 0000075394-08.02.2021), თითოეული მოსწავლის დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩასართავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ერთდროულად რამდენიმე საშუალება, ასევე, სკოლაში გამოვლენილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იცვლებოდეს სწავლების ფორმა - მოსწავლე შეიძლება გარკვეული პერიოდი დასწრებით სწავლაზე იყოს, შემდეგ - დისტანციურზე, რაც ართულებს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას. 1110 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3vy8mTE >[ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1111 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 სექტემბრის №573 დადგენილება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/3rO2dQH> [ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1112 2020 წელს, ჯამში, სკოლებში 186 სპეციალისტი დასაქმდა. მათგან 11 - ენისა და მეტყველების სპეციალისტი, 150 - სსსმ პირის ასისტენტი და 25 ფსიქოლოგი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია MES 2 20 000116650-07.12.2020. 386 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საჭიროებენ მხარდაჭერას1113 განსაკუთრებულ და საჭირო ხდება ალტერნატიული პლატფორმების გამოყენება. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს, რესურსსკოლებში შშმ მოსწავლეების დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსავლენად, სიღრმისეული კვლევა არ ჩაუტარებია.1114 სკოლა-პანსიონატების 540 მოსწავლიდან დისტანციურ სასწავლო პროცესში 528 მოსწავლის ჩართვა მოხერხდა. 12 მოსწავლესთან (მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეები) ვერ დამყარდა კავშირი, 5 მათგანთან დაკავშირებით კი, კონსულტაციები მიეწოდებოდა ოჯახს.1115 მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული პერიოდული სუპერვიზიის შედეგად გამოვლინდა, რომ დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვას ძირითადად აბრკოლებდა: ინტერნეტის არქონა ან არასაკმარისი სიხშირე, შესაბამისი ტექნიკის/საკომუნიკაციო საშუალებების არქონა, მშობლების პასიურობა. ასევე, გამოვლინდა მოსწავლეთა დარღვევების სირთულიდან გამომდინარე ონლაინ სწავლებაში ჩართვის პრობლემები.1116 გამოიკვეთა პრობლემა რესურსსკოლების მოსწავლეთა კვების ვაუჩერით უზრუნველყოფის კუთხითაც. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ რესურსსკოლების პანსიონური მომსახურების მიმღები მოსწავლეები1117 კვლავ საჭიროებდნენ ამგვარ მხარდაჭერას, სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მათთვის საკვები პროდუქტების შეძენა ან/და კვებისთვის განკუთვნილი თანხების ვაუჩერის სახით გადაცემა.1118 22.5.2. პროფესიული განათლება კორონა ვირუსის თავიდან არიდების მიზნით, პროფესიული განათლების მიმართულებით დღის წესრიგში დადგა გარკვეული ცვლილებების განხორცილება, მათ შორის გამოიკვეთა ზოგიერთი კომპონენტის დისტანციურ ფორმატში წარმართვის საჭიროება. 2020 წლის განმავლობაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ 190 აპლიკანტს დაუდასტურდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. ამავე წელს, პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხა სპეციალური სამინისტროს ცნობით, სსიპ - ქალაქ თბილისის №202 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროცესის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, სკოლამ 2020-2021 სასწავლო წლიდან დაიწყო კომპიუტერული უნარების სასწავლო კურსის დანერგვა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს გამოიმუშაონ ან გაიუმჯობესონ კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამოყენების უნარ-ჩვევები. 1114 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 7 20 000105534202.11.2020. 1115 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 8 20 0034430322.04.2020. 1116 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 3 20 000077297404.09.2020. 1117 რომლებიც სწავლების პროცესში უზრუნველყოფილნი იყვნენ კვებით. 1118 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით (კორესპონდენციები: MES 2 20 0000512331-24.06.2020; MES 8 20 00344303-22.04.2020) სკოლა-პანსიონების ბიუჯეტში ამის უზრუნველსაყოფად საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. 1113 387 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შშმ 161 პროფესიული სტუდენტი. თუმცა, მათგან აქტიური სტატუსი აქვს და სწავლას განაგრძობს მხოლოდ 155 სტუდენტი.1119 პროფესიულ დაწესებულებებში ინდივიდუალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გამოიყენებოდა შემდეგი ზომები: სტუდენტისთვის/მასწავლებლისთვის, რომელიც შესაბამისი საჭიროების წინაშე იდგა, კოლეჯის ლეპტოპების დროებით სარგებლობაში გადაცემა1120, კოლეჯის სივრცისა და აღჭურვილობის დათმობა, IT სპეციალისტების დახმარება და სხვა. თუმცა მიუხედავად ამ ხელშემწყობი მექანიზმების არსებობისა და პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა,1121 გამოწვევები მაინც რჩება როგორც დასწრების, ისე დისტანციური სწავლების ფორმატში.1122 კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატისთვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ, რომ 2020 წლის ნოემბრის ბოლოსთვის, სხვადასხვა დაბრკოლების გამო, 45 პროფესიული სტუდენტი ვერ ერთვებოდა ონლაინ სწავლებაში. 125 სტუდენტის შემთხვევაში, გამოიკვეთა დისტანციური სწავლისადმი დაბალი მოტივაცია, ხოლო 25 სტუდენტი გეგმავდა სტატუსის შეჩერებას.1123 ნეგატიურ ტენდენციად უნდა შეფასდეს, ის ფაქტი, რომ 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, 9 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შშმ პროფესიულმა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი, ხოლო 4-ს სტატუსი შეუწყდა.1124 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 6 21 000007539408.02.2021. 11202020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, ინტერნეტით და/ან კომპიუტერით, დაწესებულებების მიერ 1119 უზრუნველყოფილი იყო (კომპიუტერები სტუდენტებს გადაეცათ დროებით სარგებლობაში მიღებაჩაბარების აქტის საფუძვლად) 7 შშმ პროფესიული სტუდენტი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია MES 6 21 0000075394-08.02.2021. 1121 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით (კორესპონდენცია MES 7 20 00394082-20.05.2020), სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები და გეგმა, რომელიც განიხილა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან. სამინისტროს კოორდინაციით შეიქმნა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების ჯგუფები, რომლებმაც დაასახელეს პროგრამების ის ცალკეული კომპონენტები, რომელთა დისტანციური ფორმით სწავლებაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება. პარალელურად, მოკვლეულ იქნა პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტების ინტერნეტსა და შესაბამის მოწყობილობებზე წვდომის საკითხი. სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერმა მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს, სსსმ სტუდენტების დისტანციურ სწავლებაში ეფექტიანად ჩასართავად, დისტანციურ ფორმატში ჩაუტარეს საკონსულტაციო შეხვედრები. 1122 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 7 20 0001055342- 02.11.2020. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 6 21 000007539408.02.2021. 1124 სამინისტროს ცნობით, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის ყველა შემთხვევა არ უკავშირდება პანდემიასა და დისტანციურ სწავლებას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია MES 6 21 0000075394-08.02.2021. 1123 388 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 22.5.3. უმაღლესი განათლება საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების მე-3 მუხლის1125 შესაბამისად, საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დაიწყო დისტანციური ფორმით, როგორც სინქრონულ, ისე ასინქრონულ რეჟიმში. სასწავლო/ადმინისტრაციულ პროცესში, უნივერსიტეტები იყენებდნენ სხვადასხვა 1126 პროგრამასა და პლატფორმას. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პერიოდში უმაღლესი განათლების საფეხურზე სსსმ (შშმ) მოსწაველთა1127 მხარდამჭერ ზომებს ჰქონდა ფრაგმენტული და არასისტემატიზებული ხასიათი. ასევე, შშმ სტუდენტების საჭიროებები არ შეუსწავლია ყველა უმაღლეს სასწავლებელს. სამინისტროს ცნობით,1128 საანგარიშო ზოგიერთ რომელიც უნივერსიტეტში გამოიყო სპეციალისტი, პერიოდში, მენტორობას უწევდა/უზრუნველყოფდა სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების ლექციებსა და სემინარებზე ჩართვას, ხოლო რამდენიმე უნივერსიტეტმა ზომები მიიღო უშუალოდ შშმ პირებისათვის სასწავლო პროცესის მისაწვდომობის მიმართულებით.1129 ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა ასევე, უზრუნველყო ისინი პერსონალური კომპიუტერითა და სპეციალური კომპიუტერული პროგრამით. ასევე აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ტენდენციებისა და - ბლენდირებული/ელექტრონული საჭიროებების კვლევა სწავლების საქართველოში, ძირითადი გამოავლინა, რომ ინსტიტუციები უნდა გაძლიერდეს შემდეგი მიმართულებით: ვებინარების, ტრენინგების ორგანიზება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ექსპერტების როგორც თავად ჩართულობით, ინფორმაციისა საქართველოში მოქმედ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ისე სამინისტროს, ცენტრსა და ამ დაწესებულებებს შორის; ონლაინ/ბლენდირებულ სწავლებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო 1125 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/38Dt62a >ბოლოს ნანახია [ბოლოს ნანახია 25.03.2021]. 1126 მათ შორის: Google-meet, Classroom Hangouts, Microsoft teams, Moodle, ZOOM, CISCO WEBEX, SMART, Skype, Facebook. 1127 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით (კორესპონდენცია MES 6 21 0000075394-08.02.2021) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები თხუთმეტზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ. მიმდინარე პერიოდისათვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 109 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შშმ) სტუდენტი ირიცხება 1128 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 6 20 00337516- 13.04.2020. 1129 მაგალითად, უსინათლო სტუდენტებისათვის გამოიყენება სპეციალური პროგრამა - NVDA, რომელიც PDF-ის ფორმით არსებულ მასალას სტუდენტებისათვის აღქმადს ხდის. 389 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ცვლილებების განხორციელება და ციფრული ინფრასტრუქტურის, ინტერნეტის 1130 ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება რეგიონებში. 22.6. მისაწვდომობა კომპლექსური მისაწვდომობის უზრუნველყოფას არსებითი მნიშვნელობა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის. სახალხო დამცველი ამ საკითხზე გასული წლის ანგარიშებშიც ამახვილებდა ყურადღებას.1131 2020 წლის 4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი ,,მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“,1132 რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველო მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილება. ამ რეგლამენტით გაწერილია ტექნიკური კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს ადგილების/მიწის ნაკვეთების, მოწყობილობების/საშუალებების, შენობებისა და ელემენტების მისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამასთანავე, დოკუმენტი ითვალისწინებს ფიზიკური შეზღუდვის, დამხმარე საშუალებებით მოსარგებლე, უსინათლო, მცირემხედველ, ყრუ, სმენადაქვეითებულ, კოორდინაციის პრობლემების მქონე და სხვა პირთა საჭიროებებს. საზოგადოებრივი დადგენილების დანიშნულების თანახმად, ობიექტები უკვე აშენებული და მშენებარე უნდა მიესადაგოს დასახელებულ დოკუმენტს, იმ ვადებში, რომელიც მისაწვდომობის ეროვნული გეგმით განისაზღვრება. დასახელებული დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებები ძალაში შევიდა 2021 წლის 1 მარტიდან. მნიშვნელოვანია მისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს. მათ შორის, მნიშვნელოვანია, მისაწვდომობის ეროვნული გეგმის დროული დამტკიცება და შესრულების კონტროლი. მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ შეუსწავლელია მისაწვდომობასთან მიმართებით ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებები, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე და არ იწარმოება გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა. კვლავ დღის წესრიგში დგას უნივერსალური დიზაინის პრინციპებსა და მოქმედ სტანდარტებზე შესაბამისი არქიტექტურული და ზედამხედველობის სამსახურის პერსონალის გადამზადების საჭიროება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისაწვდომობასთან დაკავშირებით სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, სათანადოდ არ არიან ჩართულნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. 1130 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორესპონდენცია MES 7 20 0001055342- 02.11.2020. 1131 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, 267; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 356. 1132 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის N732 დადგენილება. 390 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საყურადღებოა, რომ საანგარიშო პერიოდში არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებსა და სხვადასხვა მომსახურებებზე წვდომისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. შესაბამისად, ეს საკითხები კვლავაც საჭიროებს ნორმატიულ დონეზე დეტალურად დარეგულირებას. 22.7. შშმ პირთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემური იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქმედი საბჭოების მუშაობის, ისე შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის, მიმართულებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის მონიტორინგის1133 შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის №182 დადგენილებით დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებისა და სახალხო დამცველის მიუხედავად მიერ გასულ წლებში გაცემული არაერთი რეკომენდაციის , უცვლელია შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე სათათბირო ორგანოების 1134 ეფექტიანად ამოქმედება/ფუნქციონირების მდგომარეობა. მართალია, მუნიციპალიტეტთა უმრავლესობაში შექმნილია საბჭო1135 და მასში მეტნაკლებად წარმოდგენილნი არიან შშმ პირები ან/და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, თუმცა მიღებული ინფორმაციით ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდში, სათათბირო ორგანოს სხდომები გაიმართა მხოლოდ 11 მუნიციპალიტეტში.1136 პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვერ მოხერხდა საბჭოს წევრების შეკრება, თუმცა დადებითად ვერ შეფასდება ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილს არ უზრუნია ონლაინსხდომების ჩატარებაზე. გარდა ამისა, რამდენიმე მუნიციპალიტეტი1137, წლების განმავლობაში არ ითვალისწინებს საბჭოს შექმნის რეკომენდაციას. რაც შეეხება არჩევნებში შშმ პირთა მონაწილეობის საკითხს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული წერილის1138 შესაბამისად იკვეთება, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის კომისიის მხრიდან რიგი ღონისძიებები გატარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები 1133 მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი. 1134 2014-2019 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშები. 1135 საბჭო შექმნილია 57 მუნიციპალიტეტში. 1136 ბაღდათი - 2 სხდომა, გურჯაანი - 3 სხდომა, ლანჩხუთი - 1 სხდომა, სიღნაღი - 1 სხდომა, ქუთაისი - 2 სხდომა, შუახევი - 2 სხდომა, ჩხოროწყუ - 2 სხდომა, ახალციხე - 1 სხდომა, დედოფლისწყარო - 1 სხდომა, ონი - 3 სხდომა, რუსთავი - 2 სხდომა. 1137 დუშეთი, თიანეთი, კასპი, ყაზბეგი, წალკა, ჭიათურა, ხაშური. 1138 ცესკოს საპასუხო კორესპონდენცია №01-07/161 – 15.02.2021. 391 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 განხორციელდა სენსორული და მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის საარჩევნო პროცესის შესახებ ინფომრაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფისა და საარჩევნო გარემოს მათთვის ადაპტირების კუთხით,1139 თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები. მათ შორის, კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების ადაპტირების საკითხი. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით 30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი 3 657 საარჩევნო უბნიდან, შშმ ამომრჩევლებისათვის ადაპტირებული/მისაწვდომი იყო მხოლოდ 1 134 საარჩევნო უბანი.1140 კომისიის ინფორმაციით, ცესკო არ ფლობს ინფორმაციას შშმ პირების სტატუსის შესახებ, რის მიზეზადაც „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონზე უთითებენ. მათი ცნობით, არჩევნების დროს საუბნო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ კენჭისყრაში მონაწილე შშმ ამომრჩეველთა შესახებ სტატისტიკის წარმოებას. სტატისტიკა იწარმოება მხოლოდ შშმ ამომრჩევლის ვიზუალური შეფასებით. ამასთან, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში, თავდაპირველად, პრობლემა იყო უსინათლოთათვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ისეთი ჩარჩო-ფორმის მიწოდება, რომელიც მათ საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემდა. მოგვიანებით ეს პრობლემა აღმოიფხვრა. თუმცა, არჩევნების დღეს, სახალხო დამცველის საარჩევნო უბანზე მისვლისას გაირკვა, რომ კომისიის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულნი/გადამზადებულები სპეციალური ჩარჩოფორმის გამოყენების ძირითად საკითხებზე. ამავე საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით1141 მომართეს მოქალაქეებმა, რომელთა თქმითაც, მოთხოვნის მიუხედავად, საარჩევნო უბანზე ორი ჩარჩო-ფორმის ნაცვლად, გადაეცათ ერთი - პროპორციული ბიულეტენისთვის მორგებული დამხმარე საშუალება, რის გამოც დამოუკიდებლად ვერ შეძლეს საარჩევნო უფლების განხორციელება. საქმესთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან 1139 ცესკოს ადაპტირებულ ვებგვერდზე განთავსდა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო სურდოთარჯიმნის მომსახურება, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში გადიოდა ვიდეორგოლი, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით მომზადებული ვიდეორგოლები მისაწვდომი იყო ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, სურდოთარგმანის თანხლებით პირდაპირ ეთერში შუქდებოდა ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს შეეძლო ინფორმაციის მიღება ვიდეოზარის საშუალებით, ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორისგან, კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა გაავრცელეს საინფორმაციო ფლაერები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას შშმ პირებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ. ასევე, შემუშავდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ინსტრუქცია და შეიქმნა დისტანციური სასწავლო ელექტრონული კურსი. 1140 ცესკოს კორესპონდენცია №01-07/161 – 15.02.2021. 1141 საქმე №12219/20, 12101/20. 392 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიღებული პასუხის1142 თანახმად, მოცემულ საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცა როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჩარჩოფორმები. წერილში მითითებული იყო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო-ფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ითქვა, კენჭისყრის დღეს უსინათლო მოქალაქეებს მაინც შეექმნათ პრობლემა. 22.8. პანდემიის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები მუნიციპალურ დონეზე საანგარიშო პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების პირობებში, გამოწვევად გამოიკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება. მოცემული საკითხის მონიტორინგის1143 შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტთა უმრავლესობაში, როგორც ვირუსის გავრცელების პირველ1144, ისე მეორე1145 ეტაპზე არ გატარებულა შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები. მათი აქტივობები ძირითადად მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და დამატებით, შშმ პირთა სასურსათო კალათებით უზრუნველყოფას. რომლებმაც აღსანიშნავია, ვირუსის რომ გავრცელების გამონაკლისი პირველ ეტაპზე იყო 12 მუნიციპალიტეტი1146, განახორციელეს სხვადასხვა ქმედებები. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  დაჩქარდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელების ეროვნული მექანიზმის შექმნის პროცესი;  მიიღოს საჭირო ზომები შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზების მიზნით. მათ შორის:  უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისა და პასუხისმგებელი სუბიექტებისთვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარება უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის მოქმედ სტანდარტებზე;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, შეიმუშავოს 1142 საპასუხო კორესპონდენცია №07/1727- 27.11.2020. 1143 ინფორმაცია 64 მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ იქნა ორ ეტაპად: 2020 წლის აპრილსა და იანვარში. 1144 2020 წლის მარტისა და აპრილის პერიოდი. 1145 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი. 1146 გურჯაანის, დმანისის, თეთრიწყაროს, ონის, ტყიბულის, ხულოს, ბაღდათის, რუსთავის, ფოთის, ჩოხატაურის, ხელვაჩაურისა და მესტიის მუნიციპალიტეტები. 393 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმით;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით, უზრუნველყოს შშმ პირთა ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომისთვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად დაწესებული შეზღუდვების დროს, უზრუნველყოს შშმ პირთათვის სამედიცინო სერვისების მაქსიმალური მისაწვდომობა, მათ შორის:  უზრუნველყოს სამედიცინო კადრების შშმ პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე გადამზადება;  უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოსა და სამედიცინო სერვისების მისაწვდომობა;  უზრუნველყოს შშმ პირთა მისაწვდომობა კორონავირუსის ვაქცინაციის ჩასატარებელ სივრცეებზე, ყველა სახის შეზღუდვის (ფიზიკური, სენსორული, მენტალური) მქონე პირისთვის;  უზრუნველყოს ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ყველასათვის მისაწვდომი ფორმატებით;  უზრუნველყოს ფსიქიატრიული სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელთა ინფორმირება და გადამზადება კორონავირუსის დროს ფსიქიკური პრობლემის მქონე პაციენტის უსაფრთხო მართვის შესახებ გაიდლაინის თაობაზე;  დროულად უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სფეროს ექსპერტთა ფართო ჩართულობით;  უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება და დანერგვა;  უზურნველყოს სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება;  შეიმუშაოს რეფერირების განვითარების შეფერხების მექანიზმები რისკის სამედიცინო მქონე დაწესებულებისათვის ბავშვების გამოვლენის, მათი სახელმწიფო პროგრამის ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში დროული ჩართვის, ასევე საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების საჭიროების მქონე პირთა შესაბამის ქვეპროგრამაში გადამისამართების მიზნით;  394 | შეიმუშაოს და ამოქმედოს ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაციის პროგრამა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  უზრუნველყოს სკოლის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის მექანიზმების განვითარება და განხორციელება. მათ შორის:  ზედამხედველობა გაუწიოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლასა და შესაბამის სერვისებში ჩართვას;  ზედამხედველობა გაუწიოს შშმ ბავშვების სკოლის მიღმა დარჩენის შემთხვევებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობას;  მიიღოს სათანადო ზომები შშმ მოსწავლეების/სტუდენტების საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურასა და სასწავლო მასალებზე წვდომის გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოს ამ მიმართულებით განხორციელებულია აქტივობების სტატისტიკური დამუშავება;  მიიღოს აუცილებელი ზომები შშმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად. მათ შორის:  მიიღოს სათანადო ზომები მოსწავლეების/სტუდენტების რეგიონებში მცხოვრები საგანმანათლებლო სსსმ (შშმ) საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ჩათვლით;  ონლაინ/ბლენდირებულ სწავლებასთან დაკავშირებით, განხორციელდეს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და ინიცირება;  უზრუნველყოს შშმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად განხორციელებული აქტივობების სტატისტიკური დამუშავება. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა დახმარების სააგენტოს:  პანდემიით გამოწვეული და ტრეფიკინგის შეზღუდვების მსხვერპლთა, პერიოდში დაზარალებულთა უზრუნველყოს შშმ პირებისთვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტად მიწოდება, ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, პირისპირ თუ დისტანციური ფორმით;  უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამის თითოეული ქვეპროგრამის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა/ამუშავება, რაც ფინანსური ანგარიშგების სისტემის ნაცვლად, ბენეფიციართა მდგომარეობის შეფასებას დაეფუძნება;  უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შშმ პირთა/ბავშვთა სამიზნე ქვეპროგრამების 395 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მისაწვდომობა შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირისთვის/ბავშვისთვის. მათ შორის:  უზრუნველყოს ქვეპროგრამების გეოგრაფიული დაფარვა, ხოლო იქ, სადაც მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია მომსახურების ამოქმედება, შემოიღოს ბენეფიციართა მომსახურებამდე ტრანსპორტირებისა და ცხოვრების კომპენსაციები;  უზრუნველყოს ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფების შშმ პირების, მათი კანონიერი წარმომადგენლების, შშმ ბავშვთა მშობლების ინფორმირება პროგრამაში ჩართვისა და პროგრამით გათვალისწინებული სერვისების თაობაზე;  ბავშვთა ადრეული განვითარების, აბილიტაცია/რეაბილიტაციის, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის, სათემო ორგანიზაციების, დამხმარე საშუალებებით მომსახურებები დაიგეგმოს უზრუნველყოფის შესაბამისი ქვეპროგრამებში, სტატისტიკური მონაცემების, არსებული საჭიროებების შესწავლის, არსებული მონაცემთა ბაზების, წინა წლების პროგრამების შესრულების და სხვადასხვა მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე;  მიიღოს საჭირო ზომები სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში შშმ პირთა/ბავშვთა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საცხოვრებლითა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტით უზრუნველყოფის მიზნით. მათ შორის:  შეამციროს მოქმედი სტანდარტებით განსაზღვრული სათემო მომსახურების ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა (24 პირი);  გააძლიეროს და გააფართოვოს სათემო სერვისების საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტი;  შეიმუშაოს სპეციალიზებულ მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მინდობით აღმზრდელთა მექანიზმები, განსაკუთრებით, რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის;  უზრუნველყოს დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის დროული შემუშავება და განხორციელება;  დეინსტიტუციონალიზაციის დასრულებამდე, შშმ პირთა პანსიონატები და ბავშვთა სახლები (ფილიალები) უზრუნველყოს მოქმედი სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით შესაბამისი რესურსებით. მათ შორის:  ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და დაწესებულებები აღიჭურვოს საჭირო ავეჯით/ინვენტარით; 396 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  გადაუდებელი წესით მოაწესრიგოს შშმ პირთა პანსიონატების წყალმომარაგების სისტემა და მკაცრად გააკონტროლოს მისი მუშაობა; უზრუნველყოს დაწესებულებების უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგება;  გააკონტროლოს პანსიონატებსა და ბავშვთა სახლებში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ზომების პრაქტიკაში განხორციელება. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:  უზრუნველყოს შშმ ამომრჩეველთა ოფიციალური სტატისტიკის წარმოება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:  კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, უზრუნველყონ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანად მუშაობა ონლაინსხდომების ჩატარების გზით. დუშეთის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურის მუნიციპალიტეტებს:  397 | უზრუნველყონ შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭოების შექმნა/ამოქმედება. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 23. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა 23.1. შესავალი საქართველო დაბერებადი სახელმწიფოა - ხანდაზმული მოსახლეობის პროცენტული წილი ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება.1147 2020 წლისთვის 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 15.1%-ს შეადგენს1148 ხოლო, 2030 წლისთვის 21%მდე გაიზრდება.1149 დაბერებასთან დაკავშირებული გამოწვევები საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ხანდაზმულ პირთა უფლების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, ახალი საერთაშორისო დაცვითი მექანიზმის - კონვენციის მიღების საკითხი, მსოფლიოში აქტიურად განიხილება. მიუხედავად საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე დისკუსიებისა, საქართველოში ხანდაზმულ პირთა შესახებ სახელმწიფოს პოლიტიკური დოკუმენტის - დაბერების საკითხზე სახელმწიფოს პოლიტიკის კონცეფციის ახალი სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ შემუშავებულა. დაბერების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის მიხედვით კი, ვალდებულებების ნახევარზე მეტი არ შესრულებულა. ამ ნეგატიური ტენდენციის მიუხედავად, მისასალმებელია, რომ დაიწყო ხანდაზმულთა გრძელვადიანი ზრუნვის სტანდარტსა და კონცეფციაზე მუშაობა და განისაზღვრა ტერმინი - ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლა.1150 ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის არარსებობა. კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხანდაზმულ პირთა პენსიებზე მაღალი პროცენტით გაცემული სესხების შედეგად პენსიის 50%-ზე მეტი თანხის დაკავება, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. დადგინდა, რომ ამ მხრივ პენსიის დაკავების რაიმე რეგულაცია/შეზღუდვა არ მოქმედებს. 2020 წლის პანდემიამ საქართველოში ასევე დაამძიმა ხანდაზმულთა მდგომარეობა, რაც მათთვის, განსაკუთრებით მარტოხელა ხანდაზმულთათვის, სხვადასხვა სერვისზე გართულებულ ხელმისაწვდომობაში გამოიხატა. 1147 „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მარტო მცხოვრები პენსიონერების ზოგადი მდგომარეობა COVID-19- ის პერიოდში“ კვლევის ანგარიში, გაეროს მოსახლეობის ფონდი გვ. 18. 1148 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები , ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/30tBqi1> [ბოლოს ნანახია 29.11.2020]. 1149 საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. 1150 „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის ტ7 ქვეპუნქტი. 398 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 23.2. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა პანდემიის პირობებში საქართველოში ხანდაზმულები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ისინი ხშირად დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და პენსიაზე, ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.1151 მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში დარეგისტრირებული მოსახლეობის 25%-ზე მეტი ხანდაზმული პირია.1152 საქართველოში ხანდაზმულები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. შესაბამისად, ძალზე აქტუალურია პანდემიის პირობებში საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების მდგომარეობის შესწავლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მარტო მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებებისა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე პანდემიის გავლენის ანალიზი.1153 საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევა წამოიწყო,1154 თუმცა ხანდაზმულებზე პანდემიის გავლენის კვლევის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. პანდემია ხანდაზმულებს სიღარიბის, დისკრიმინაციისა და სოციალური იზოლირების რისკის ქვეშ აყენებს.1155 გაეროს კვლევის მიხედვით, გამოყოფილია შემდეგი ექვსი სფერო, რომლებშიც ხანდაზმულებზე პანდემიით გამოწვეული ზეგავლენა შეიძლება აისახოს: ეკონომიკური კეთილდღეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, რეაგირებაში ჩართულობა, სიცოცხლე და სიკვდილი, მოწყვლადობა, ძალადობა და უგულებელყოფა.1156 სახალხო დამცველის მოსაზრებით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მარტოხელა, სოციალურად დაუცველ და მზრუნველობაზე დამოკიდებულ ხანდაზმულ პირებს. საქართველოში 41 995 მარტოხელა, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ხანდაზმული პირია.1157 ხანდაზმულთა შორის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 70 და მეტი ასაკის ხანდაზმულთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ, აგრეთვე სოციალურ დისტანცირებასა და შინ დარჩენასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა მარტოხელა ხანდაზმული პირების სოციალური გარიყულობის საფრთხე წარმოშვა. ხანგრძლივი 1151 „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მარტო მცხოვრები პენსიონერების ზოგადი მდგომარეობა COVID-19- ის პერიოდში“ კვლევის ანგარიში, გაეროს მოსახლეობის ფონდი გვ. 38. 1152 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2PsBbjP>[ბოლოს ნანახია 22.02.2021]. 1153 „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მარტო მცხოვრები პენსიონერების ზოგადი მდგომარეობა COVID-19- ის პერიოდში“ კვლევის ანგარიში, გაეროს მოსახლეობის ფონდი გვ. 6. 1154ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39akOPK > [ბოლოს ნანახია 22.02.2021] 1155 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევა: პოლიტიკის მოკლე შინაარსი: COVID-19– ის გავლენა ხანდაზმულ პირებზე, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2KTAHAU > [ბოლოს ნანახია 22.02.2021]. 1156 „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მარტო მცხოვრები პენსიონერების ზოგადი მდგომარეობა COVID-19- ის პერიოდში“ კვლევის ანგარიში, გაეროს მოსახლეობის ფონდი გვ. 17. 1157 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი №01/14727, 19/11/2020. 399 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 იზოლაცია უარყოფითად აისახება ხანდაზმულ პირთა მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამისი რისკი კიდევ უფრო მაღალია მზრუნველობაზე დამოკიდებულ, კოგნიტური დისონანსის და დემენციის მქონე ხანდაზმულ პირებში.1158 წინამდებარე საფრთხის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია ხანდაზმული პირებისთვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროგრამების ამოქმედება. ასევე მნიშვნელოვანია მობილურ სატელეფონო კომუნიკაციასა და ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხანდაზმულთა წვდომის გაუმჯობესება, ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.1159 გაეროს მოსახლეობის ფონდის შეფასებით, „პანდემიის პირობებში ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების დიდი ნაწილი დისტანციურად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, ხანდაზმულებს კი ნაკლებად მიუწვდებათ ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ისინი ნაკლებად ფლობენ ამ ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს“.1160 ამასთანავე, ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გარესამყაროსთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ციფრული გარიყულობა მნიშვნელოვნად აფერხებს ხანდაზმულ პირთა წვდომას პანდემიის და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაზე.1161 გამოწვევაზე საპასუხოდ, დამოუკიდებელი ექსპერტი სახელმწიფოებს მოუწოდებს შესაძლებელი გახადონ სასწავლო პროგრამების შექმნა და მოწყვლად ჯგუფებში ციფრული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების განვითარება.1162 ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს დისტანციურად, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის და დაავადების მაღალი რისკის გამო გამოწვეულ სტრესთან გამკლავების მიზნით, ჩაუტარდათ სესიები ფსიქოლოგთან.1163 თუმცა, რეზიდენტული დაწესებულების მიღმა მყოფ ხანდაზმულ პირებს ამგვარი მხარდაჭერა არ მიუღიათ. ფსიქოლოგის კონსულტაციაზე ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით მარტოხელა ხანდაზმული პირებისთვის, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. UNFPA კვლევის მიხედვით, ხანდაზმულებში დაავადების შიში და სტრესი-შფოთვა მაღალია. ამის ფონზე ძალიან ცოტამ ისარგებლა ფსიქოლოგის მომსახურებით. 1158ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, „გრძელვადიანი მოვლის საშუალებების ინფექციის პროფილაქტიკისა და კონტროლის სახელმძღვანელო COVID-19 კონტექსტში” (2020). 1159 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევა: პოლიტიკის მოკლე შინაარსი: COVID-19– ის გავლენა ხანდაზმულ პირებზე. ინფორმაცია ხელმისაწვდომია https://bit.ly/2KTAHAU [22/02/2021]. 1160„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მარტო მცხოვრები პენსიონერების ზოგადი მდგომარეობა COVID-19- ის პერიოდში“ კვლევის ანგარიში, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გვ. 24. 1161 ხანდაზმულ პირთა მიერ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის თაობაზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის მოხსენება „კორონავირუსის დაავადების გავლენა (COVID-19) ხანდაზმული პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის თაობაზე”. 21 ივლისი 2020. პარ. 56. 1162 იქვე. პარ. 55. 1163 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილი №07/10235, 26/11/2020წ. 400 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 23.3. ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით დგინდება, რომ წლების განმავლობაში უცვლელი და სისტემური ხასიათის პრობლემები დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიცაა თავად მსხვერპლთა მხრიდან ძალადობის ფაქტის აღქმა, შესაბამისი უწყებებისადმი ძალადობის მსხვერპლთა დაბალი მიმართვიანობა, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ფსიქოსოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების არარსებობა. სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია მათი ხანგრძლივად დაცვა ძალადობისგან და დახმარების სერვისების ამოქმედება. ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღრიცხავს. სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში1164, წლებია უთითებს, რომ სამინისტრო 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის ერთიან სტატისტიკას აწარმოებს, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავს უშუალოდ ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ზუსტ მონაცემებს. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით1165, ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის უქონლობა შეუძლებელს ხდის ძალადობის მაპროვოცირებელი გარემოებების გამოვლენას, შემდგომში სათანადო პრევენციული მექანიზმების შემუშავებას და მათ სრულყოფას. ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკის1166 ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების ზრდა (45+ ასაკის პირების მიმართ) შეინიშნება. პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის გაზრდილი შემთხვევების პირობებში, ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულების მდგომარეობის შესწავლა, ძალადობის შემთხვევების დროული გამოვლენა და მათზე რეაგირება. ასევე, მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა დეტალური ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში.1167 ხანდაზმულთა მიმართ დაწესებულმა შეზღუდვებმა შინ დარჩენის თაობაზე, არაპროპორციული გავლენა მოახდინა იმ ხანდაზმულ ადამიანებზე, რომლებიც ოჯახებში ან ინსტიტუციურ დაწესებულებებში კონფლიქტს განიცდიან. მკაცრმა შეზღუდვებმა 1164 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 371. 1165 გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის მოხსენება „საქართველოში ხანდაზმული პირების ადამიანის უფლებებით სარგებლობის შესახებ“ პარა. 31. 1166 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3m5o6ZS > [ ბოლოს ნანახია 22.02.2021]. 1167 „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მარტო მცხოვრები პენსიონერების ზოგადი მდგომარეობა COVID-19- ის პერიოდში“ კვლევის ანგარიში, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გვ. 11. 401 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გაზარდა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის რისკები. განსაკუთრებით ხანდაზმული ქალები არიან კრიზისის დროს ძალადობის სამიზნეები.1168 23.4. ხანდაზმულ პირთა მიმართ ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებში სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეების ფარგლებში გამოვლინდა, რომ ხანდაზმული პირების სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსების საკითხი საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიხილება.1169 პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში ჩარიცხვის მიზნით, ხანდაზმული პირის, მისი ოჯახის წევრის, ან სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე მომზადებული მიმართვიდან, რეზიდენტულ დაწესებულებაში განთავსებამდე, ხანდაზმულს დიდი ხნის ლოდინი უწევს. მაძიებლის მიმართვიდან მის განთავსებამდე ერთიანი ვადა დადგენილი არ არის. ამასთანავე, მიმართვიდან დაწესებულებაში განთავსების პერიოდის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ იწარმოება, რაც ართულებს სიტუაციის შეფასებას.1170 სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა მიმართ არსებულ გამოწვევებზე: ხანდაზმულთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და საცხოვრებელ პირობებზე, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხეზე, არასაკმარის მიზნობრივ პროგრამებზე, ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვისათვის გატარებული ღონისძიებების ნაკლებობაზე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლის აუცილებლობასა და მათი ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვის აუცილებლობაზე.1171 ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობა პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ხანდაზმული პირებისთვის შინმოვლის პროგრამის განხორციელებისას, მნიშვნელოვანი პრობლემაა სერვისის ხელმისაწვდომობის მასშტაბი.1172 შინმოვლის სერვისების პარალელურად, მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირებში პალიატიურ ზრუნვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაც. ამ შემთხვევაშიც პრობლემას წარმოადგენს პროგრამის შეზღუდული ხელმისაწვდომობა, კერძოდ, პალიატიური ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ ხანდაზმულ 1168 პირთა მიერ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის თაობაზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის მოხსენება „კორონავირუსის დაავადების გავლენა (COVID-19) ხანდაზმული პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის თაობაზე”. 21 ივლისი 2020. პარ. 56. 1169 სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი 9 საქმე. 1170 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი № 01/3369, 10/03/2021. 1171 აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ გვ. 26. 1172 აპარატის მიერ 2020 წელს მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შინმოვლის სოციალური პროგრამა ხორციელდებოდა მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში. 402 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ქვეყნის 6 ქალაქში ითვალისწინებს ბენეფიციართათვის სპეციფიკური მომსახურების მიწოდებას.1173 რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით, მოამზადოს ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2021-2022 წლის აქტივობებს;   შეიმუშაოს „შინ მოვლის“ ტექნიკური რეგლამენტი; აწარმოოს სტატისტიკა ჩარიცხვის მიზნით სპეციალიზებულ მაძიებლის ან დაწესებულებაში დაინტერესებული ხანდაზმულთა პირის მიმართვიდან ხანდაზმულის განთავსებამდე არსებული პერიოდის შესახებ. მათ შორის, ცალკე დამუშავდეს სტატისტიკური მონაცემები გადაუდებელი წესით ჩარიცხულ ხანდაზმულებთან მიმართებით;  ხანდაზმული პირებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შედეგად, მეტად სოციალურად გარიყულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, კერძოდ, შეზღუდული მობილობის, კოგნიტური დისონანსის ან დემენციის მქონე, აგრეთვე მარტოხელა ხანდაზმული პირებისთვის, უზრუნველყოს მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების მიწოდება;  კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციებით გამოწვეული სოციალური იზოლაციის პერიოდში გარესამყაროსთან კონტაქტის შესანარჩუნებლად და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისთვის, უზრუნველყოს ხანდაზმულ პირთა ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესება და მისი გამოყენებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა დახმარების სააგენტოს:  და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში პანდემიის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მიზნით, უზრუნველყოს ხანდაზმული პირების ადეკვატური მოვლის სერვისების უწყვეტობა, როგორიცაა ფსიქიატრიული მომსახურება, პალიატიური და გერიატრიული ზრუნვა, ასევე, მონიტორინგი გრძელვადიანი ზრუნვის დაწესებულებებში. 1173 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3uav42K > [ბოლოს ნანახია 04.03.2021] 403 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  სქესის მიხედვით, დაიწყოს 65-80 და 80 და ზევით ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება. ადგილობრივ თვითმმართველობებს:  შეაგროვონ სტატისტიკური ხანდაზმული პირების (ხანდაზმულთა მონაცემები წინაშე საჭიროებების მათ არსებული შეფასების ტერიტორიაზე საჭიროებების დოკუმენტი). ამ მცხოვრები შესაფასებლად ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, შეიმუშაონ ხანდაზმულთა მიმართ მიზნობრივი პროგრამები, ასახონ ბიუჯეტში, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდონ ბიუჯეტი და მოიძიონ დამატებითი სახსრები. 404 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 24. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია 24.1. შესავალი წინამდებარე თავში განხილულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული შემდეგი გამოწვევები: ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების ხელმისაწვდომობის კუთხით პროცესში არსებული მონაწილეობა, პრობლემები, განათლების ეროვნულ უფლებაზე უმცირესობათა კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის უზრუნველსაყოფი აქტივობების სიმწირე; ასევე, მთავარი გამოწვევები მედიის ხელმისაწვდომობის კუთხით. დამატებით, მიმოვიხილავთ საანგარიშო პერიოდში გავრცელებულ ქსენოფობიურ გამონათქვამებს რომლებიც ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების მიმართ მტრულ გარემოს აღვივებენ. მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშის ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში დისტანციური ფორმატით არაერთი (80-ზე მეტი) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა. ეს გარემოება განსაკუთრებით იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას Covid-19-ის პანდემიის ფონზე. საგულისხმო იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯებიც. დადებითად უნდა აღინიშნოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე სასკოლო გაკვეთილების მისასალმებელია მომზადება, გადაღება და ტელესკოლის ეთერში განთავსება. კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება.1174 სამწუხაროდ, დადებითი დინამიკა არ შეინიშნება და ეროვნული უმცირესობებისათვის კვლავაც პრობლემად რჩება განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზება სწავლების ყველა საფეხურზე, სახელმძღვანელოების ხარისხი, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული ძეგლების მდგომარეობა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა და სხვ. 24.2. 1174 ეროვნული უმცირესობების ინფორმირება პანდემიის პირობებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე „ყოფილი რუსული სკოლა“; ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე „ისლამურ-მუსლიმური სამაროვანი I “; ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე მაჰმადიანური სამაროვანი II. 405 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ეროვნული უმცირესობების მიერ მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციაზე წვდომის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო ენის ცოდნის ბარიერმა, ეროვნული უმცირესობების ინფორმირების პრობლემა ნათლად წარმოაჩინა. ამ კუთხით ნიშანდობლივია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ავლენს კავშირს ქართული ენის ცოდნასა და სიახლეების მიღების მაჩვენებელს შორის.1175 კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ყოველდღე ის რესპონდენტები იღებენ, რომელთა ქართული ენის ცოდნის დონეც ყველაზე მაღალია, ხოლო ის რესპონდენტები, რომელთა ქართული ენის ფლობის დონეც დაბალია, ძირითადად არაქართულენოვან სატელევიზიო არხებს უყურებენ და შესაბამისად, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს ეცნობიან.1176 აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 23 მარტს, კორონავირუსის გავრცელების ფაქტის დაფიქსირების საფუძვლით, ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები გამოცხადდა (დაწესდა, მათ შორის, ტერიტორიაზე შესვლა-გასვლაზე აკრძალვა). ამ პერიოდამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით საინფორმაციო გამოშვებებში პანდემიასთან 1177 აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე არ გასულა. წარმომადგენლებისათვის პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების დაკავშირებული ინფორმაციის მიღების ერთადერთი გზა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპორტალი ან მოამბის 21:00-იანი გამოშვების სინქრონული თარგმანი იყო.1178 იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის კვლავ პრობლემურია ინტერნეტზე წვდომა და მისი მოხმარება, ვებპორტალის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას ინფორმირების ეფექტიან წყაროდ ვერ მივიჩნევთ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკარანტინე ღონისძიებების გამოცხადებამდე პერიოდში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ფაქტობრივად, არაინფორმირებულები იყვნენ პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე. 1175 „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა, თბილისი, 2019, 41. 1176 იქვე. 1177„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და პანდემია, თბილისი, 2020, 23. 1178 იქვე. 406 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 24.3. პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა 2020 წლის განმავლობაში, ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით, არ შეცვლილა. მრავალი წლის განმავლობაში საკითხის აქტუალურობისა და მნიშვნელობის მიუხედავად, ეროვნული უმცირესობების უწყებებს 2020 წლის განმავლობაში მონაწილეობის გასაზრდელად, სახელმწიფო არ დაუწყიათ არცერთი პროგრამა და არ განუხორციელებიათ ეფექტიანი აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში (სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა) ეროვნული უმცირესობები კვლავ ძალიან იშვიათად, ან/და ძირითადად არ არიან წარმოდგენილნი. ამის საპირისპიროდ, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ თვითმართველობებში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა უზრუნველყოფილია. კვლავ არ გაუმჯობესებულა ვითარება დედაქალაქის მმართველობაში, ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 11% ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნება, დედაქალაქის საკრებულოსა და თბილისის მთავრობაში კვლავ არ არის ეროვნული უმცირესობების არცერთი წარმომადგენელი. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემები ნათლად გამოვლინდა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას. პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების დიდ ნაწილში ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები ან არ იყო ასახული, ან ფორმალურად იყო წარმოდგენილი. 2020 წელს არჩეულ პარლამენტში 2016 წელს არჩეულ პარლამენტთან შედარებით, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლების რაოდენობა 11-დან 6-მდე შემცირდა.1179 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრთა შორის არ არიან აფხაზური, ოსური თემის წარმომადგენლები. 24.4. საკონსულტაციო მექანიზმები ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენცია, რომლის წევრი, სხვა არაერთ ქვეყანასთან ერთად, საქართველოცაა, წევრ სახელმწიფოებს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების 1179 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ეროვნული უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 13%-ია, 2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების რაოდენობა 4%-ია. 407 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 წარმომადგენლების ეფექტიანი მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნას ავალდებულებს. ეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებსა და უმრავლესობას შორის რეალური თანასწორობის წახალისებას გულისხმობს.1180 ეუთოს უმაღლესი კომისარიატის მოსაზრების თანახმად, სახელმწიფოებმა საკონსულტაციო ორგანოები შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოების ქვეშ უნდა შექმნან. საკონსულტაციო ორგანოები სამთავრობო ორგანოებსა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შორის დიალოგის მთავარ არხად უნდა ჩამოყალიბდეს.1181 შესაბამისად, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობის ხელშესაწყობად, აუცილებელია არსებობდეს ქმედითი ორგანო ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების საწარმოებლად. საქართველოში ეროვნული უმცირესობებისთვის უზრუნველყოფილ ძირითად საკონსულტაციო მექანიზმს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო წარმოადგენს. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებობა, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მყარი გარანტიაა და დიდ როლს ასრულებს ეროვნული უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევების გამოვლენაში. თუმცა, ეს მექანიზმი, ეუთოს უმაღლესი კომისარიატის მოსაზრების მიხედვით, ზემოთ აღწერილი დიალოგის მთავარი არხი სახელმწიფოსა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შორის, არ არის. ამ მხრივ საინტერესოა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მოსაზრებაც. კერძოდ, კომიტეტი საქართველოს შესახებ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული საბჭო ხელსაყრელ კონტექსტს ქმნის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის, რათა გამოხატონ თავიანთი წუხილი, ინტერესები, თუმცა, ეს საკონსულტაციო მექანიზმი არ არის სისტემური და არ აქვს ინსტიტუციონალიზებული დიალოგის ფორმატები სახელმწიფო ორგანოებთან.1182 პარლამენტსა და მთავრობას სახალხო დამცველთან მოქმედ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსთან რეგულარული, ღია და დემოკრატიული, კანონის საფუძველზე გაწერილი კონსულტაციების ვალდებულება არ გააჩნია.1183 აღსანიშავია, რომ 2017 წელს, ქვემო ქართლისა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებთან 1180ეროვნული საკონსულტაციო (სათათბირო) საბჭოები ჩამოყალიბდა და უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) განმარტებითი ბარათი, სტრასბურგი, 1995, პარ. 80. 1181 ლუნდის რეკომენდაციები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების ქმედით მონაწილეობასთან დაკავშირებით და განმარტებითი ბარათი, 1999, პარ. 12. 1182 ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მრჩეველთა კომიტეტი, საქართველოზე მესამე მონიტორინგის ანგარიში, 2019, პარ.21, 1183 „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო მექანიზმები, თბილისი, 2020, 21. 408 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ამოქმედდა.1184 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დასახელებული საკონსულტაციო საბჭოების სხდომები რეგულარულად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ტარდება. თუმცა, სახალხო დამცველთან საკონსულტაციო სახელმწიფოს არსებული საბჭოები შორის ეროვნულ ეროვნული რეგულარულ უმცირესობათა უმცირესობების დიალოგს საბჭოს შეფასებით, წარმომადგენლებსა საკმარისად ვერ და უზრუნველყოფს. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ეს საბჭოები ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის ფუნქციებს ითავსებს და არ არის უშუალოდ უმცირესობათა საკონსულტაციო 1185 მექანიზმებად გამიზნული. დამატებით, გაურკვეველია მათი მანდატი . ასევე, პრობლემურია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრთან არსებული მრჩეველთა საბჭოც, რომლის წევრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ორგანიზაციები არიან. საბჭოს არ აქვს განსაზღვრული მანდატი. საბჭოს სხდომების მოწვევა სახელმწიფო მინისტრის 1186 დისკრეციაზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულზე საქართველოში ორგანოსთან დაყრდნობით, საკანონმდებლო საკონსულტაციო და აღმასრულებელი ინსტიტუციონალიზებული მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის საკონსულტაციო მექანიზმების ხელისუფლების ფორმა მექანიზმების საქმიანობას არ აქვს. უმაღლეს შესაბამისად, გასაძლიერებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან რეგულარული და ინსტიტუციონალიზებელი დიალოგის პლატფორმად ჩამოყალიბდეს. 24.5. განათლების უფლება 24.5.1. ადრეული და სკოლამდელი განათლება წინა წლების მსგავსად, არასაკმარისია ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშესაწყობად გადადგმული ნაბიჯები. წლებია გამოწვევად რჩება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის ქართული სექტორის განვითარების აუცილებლობის საკითხი,1187 რაც, ხელს უშლის სახელმწიფო ენაზე განათლების მიღებისა და სოციალური ინტეგრაციის პროცესს. 1184 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, ეროვნულ უმცირესობათა საბჭო, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგები 2017-2018, თბილისი, 2020, 15. 1185 „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო მექანიზმები, რეალობა საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილება, თბილისი, 2020, 21. 1186 იქვე, 20. 1187 სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3bCokB8 > [17.02.2021]. 409 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ, წინა წლების მსგავსად, 2020 წელსაც გამოწვევა იყო ერთიანი კონცეპტუალური მიდგომისა და ხედვის არარსებობა, ორენოვანი პედაგოგების მომზადება, დაწესებულებების უზრუნველყოფა შესაბამისი სასწავლო-მეთოდოლოგიური პროგრამებით, დამხმარე სახელმძღვანელოებითა და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. ჩამოთვლილ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს1188, თუმცა, ამ მხრივ ეფექტიანი ნაბიჯები არც 2020 წელს გადადგმულა. 24.5.2. ზოგადი განათლება ეროვნულ უმცირესობათა საფუძველია ბილინგვური გადადგმულა ქმედითი სრულფასოვანი განათლება. ნაბიჯები სამოქალაქო საანგარიშო ეროვნული ინტეგრაციის პერიოდში აუცილებელი პრაქტიკულად უმცირესობებით არ კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად, ბილინგვური სწავლების დასანერგად. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლიდან შეიმუშავა ბილინგვური სწავლების მოდელი და შექმნა რესურსების ნაწილი დაწყებითი საფეხურისათვის. 2019 წელს სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროდან გვეცნობა, რომ ბილინგვური სწავლების მოდელის აპრობირება მიმდინარეობდა ხუთ საპილოტე არაქართულენოვან სკოლაში, რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შეირჩნენ. 2020 წელს სამინისტროდან ამავე საკითხზე მიღებული ინფორმაცია, 2019 წლის მონაცემებისგან არ განსხვავდება. კერძოდ, გვეცნობა, რომ ბილინგვური საპილოტე პროგრამებისთვის ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 4 საპილოტე სკოლა და 4 საბავშვო ბაღი შეირჩა. შესაბამისად, ნათელია, რომ მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების მოდელის დანერგვა, რაც სახელმწიფოს გაცხადებული მიზანია, კვლავ მიუღწეველია. მისასალმებელია, რომ სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის უკვე დაარიგა I-VI კლასის ეროვნული უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე) ნათარგმნი გრიფირებული სახელმძღვანელოები და ისინი უკვე გამოიყენება სასწავლო პროცესში.1189 ასევე, დაწყებულია 2020 წელს გრიფმინიჭებული VIII კლასის სასკოლო 1188 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 380, იხ.ციტ: „ამ საკითხების შესახებ სახალხო დამცველს აღნიშნული ჰქონდა 2007-2018 წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეფექტიანი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.“ 1189 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 7 დეკემბრის წერილი №2200001166650. 410 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სახელმძღვანელოების თარგმნა, რომლებიც არაქართულენოვან სექტორზე 2021-2022 სასწავლო წლიდან დაინერგება. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში, გასული წლების მსგავსად, კვლავ არ გატარებულა ქმედითი ღონისძიებები საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შესადგენად, გამოსაცემად და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად. პრობლემად რჩება პედაგოგების კვალიფიკაცია და მათი მომზადებისა და გადამზადების ერთიანი სტრატეგიის არარსებობა და სასწავლო პროგრამების ნაკლებობა. მათ შორის, ორენოვანი პედაგოგების მოზიდვა და მათი განათლების სისტემაში ჩართვა. 24.5.3. მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლება მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა 2015 წლიდან ისწავლება. მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნა და შესაბამისი ენების პედაგოგების მომზადება კვლავ სისტემური პრობლემაა. პოზიტიურად უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ამ მხრივ გარკვეული მუშაობა დაწყებულია, მაგალითითად, 2020 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერითა და სამინისტროს ჩართულობით, გამოიცა უდიური ენის სახელმძღვანელო.1190 24.5.4. უმაღლესი განათლება 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, სწავლის გაგრძელების უფლება სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი, რუსულენოვანი და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჯამში 1223-მა სტუდენტმა მოიპოვა. მათგან ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ენაზე ჩააბარა 255-მა აბიტურიენტმა, აზერბაიჯანულ ენაზე - 956-მა აბიტურიენტმა, რუსულ ენაზე - 8 აბიტურიენტმა, ოსურ ენაზე - 4-მა აბიტურიენტმა.1191 ჯამში, 1223 აბიტურიენტიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტი მხოლოდ 10.4%-მა მოიპოვა. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების დიდი ნაწილი დაფინანსების გარეშე რჩება. სახალხო დამცველი წინა წლებშიც აღნიშნავდა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაზარდოს სტუდენტების დაფინანსების თანხები, ვინაიდან სტუდენტების დიდი ნაწილი დაფინანსების გარეშე, და 1190 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 5 თებერვლის წერილი №5 21 00000068607. 1191 იქვე. 411 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევებში, უმაღლესი განათლების მიღების 1192 შესაძლებლობის გარეშე რჩება. 24.6. ეროვნულ უმცირესობათა კულტურის დაცვა და პოპულარიზაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა ონლაინ ფორმატში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათი ნაწილი უშუალოდ ეთნიკური უმცირესობების კულტურას მიეძღვნა. სამინისტრომ ჩაატარა კონკურსი ,,ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა 6 პროექტი და მათმა დაფინანსებამ ჯამურად 96 875 ლარი შეადგინა. კონკურსის ფარგლებში გამოიცა 4 წიგნი/კატალოგი, 1 წიგნის გამოსაცემად მომზადდა ელექტრონული ვერსია, რომლებშიც ასახულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შემოქმედება, კულტურული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ჩატარდა არაერთი ლექცია/სემინარი და სხვ. 2020 წლის განმავლობაში კვლავ მძიმე იყო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული ძეგლების მდგომარეობა, რომლებიც მრავალი წელია გამაგრებით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. ასეთებია: მუღნის „სურბ გევორგი“ (ეკლესია); შამხორეცოც „კარმირ ავეტარანი“ (ეკლესია), თანდოიან „სურბ ასტვაწაწინი“ (ბაზილიკა); „სურბ ნშანი“ („სურბ ნიკოღაიოსი“); ერევანცოც „სურბ მინასი“ (ბაზილიკა).1193 სამწუხაროდ, ამ ძეგლების რეაბილიტაცია/რესტავრაცია არც 2021 წლის განმავლობაში იგეგმება.1194 რაც შეეხება თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელობის თეატრის და თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის საკითხს, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელობის თეატრის მშენებლობის დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი,1195 ხოლო თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობაზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თეატრი მძიმე 1192 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 382. 1193 სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2017, 433. 1194 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 5 თებერვლის წერილი №5 21 00000068607. 1195 იქვე. 412 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ავარიულ მდგომარეობაშია. ძირითადი მზიდი კონსტრუქციები იმდენად დაზიანებულია, რომ შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელურია და საჭიროა მისი დემონტაჟი.1196 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისა და რეაბილიტაციის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია მათი კონსერვაცია, შემდგომი დაზიანებისა და განადგურების თავიდან ასაცილებლად. 24.7. მედიის ხელმისაწვდომობა მაუწყებლის ონლაინ ტელევიზიით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გაიზარდა დღის განმავლობაში გაშვებული საინფორმაციო გამოშვებების რაოდენობა. 2019 წელს გადიოდა 1 (ერთი) საინფორმაციო გამოშვება აზერბაიჯანულ ენაზე და „მოამბის“ მთავარი გამოშვების სინქრონული თარგმანი აზერბაიჯანულ ენაზე, ასევე, 1 (ერთი) საინფორმაციო გამოშვება სომხურ ენაზე და „მოამბის“ მთავარი გამოშვების სინქრონული თარგმანი სომხურ ენაზე. 2020 წლიდან დღეში გადის 4 (ოთხი) საინფორმაციო გამოშვება აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების სინქრონული თარგმანი აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპორტალზე პანდემიიდან გამომდინარე ვითარებასთან და შეზღუდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეთერში უმცირესობების ენებზე გადიოდა და ითარგმნებოდა რგოლები კოვიდ-19-ის შესახებ, 24/7 რეჟიმით ფუნქციონირებს 7-ენოვანი ვებგვერდი. ასევე, 2019 წლის 10 აგვისტოდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ახალი ამბების გავრცელება Whatsapp-ის აპლიკაციის საშუალებით.1197 სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვანია, თუმცა, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას უმცირესობების ენებზე მხოლოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით აქვეყნებს, ხოლო ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობას არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ეს აქტივობები ვერ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების წვდომას მედიაზე.1198 ამ პრობლემის ნათელ ილუსტრაციად შეგვიძლია მოვიხმოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით 2020 წლის 2-5 დეკემბერს ჩატარებული „ქვემო ქართლი და სამცხე ჯავახეთი - ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ტელემაყურებელთა კვლევა“, რომლის თანახმად, ქვემო ქართლში მცხოვრებ გამოკითხულ პირთა მხოლოდ 10% იღებს ინფორმაციას საინფორმაციო ვებგვერდების გამოყენებით, 1196 იქვე. 1197 საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის 8 თებერვლის წერილი №74/07. 1198 სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, ეროვნულ უმცირესობათა საბჭო. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში“, 2017-2018, თბილისი, 2020. 413 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ხოლო მხოლოდ 4% - ტელეარხების ვებგვერდების მეშვეობით.1199 ამავე კვლევის თანახმად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ გამოკითხულ პირთა მხოლოდ 6% იღებს ინფორმაციას საინფორმაციო ვებგვერდების გამოყენებით, 1200 ვებგვერდების გამოყენებით. ხოლო მხოლოდ 4% - ტელეარხების ასევე საგულისხმოა, რომ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში წამყვან საინფორმაციო წყაროს ტელევიზია წარმოადგენს.1201 მივესალმებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს პირველ არხსა და რეგიონულ მედიასაშუალებებთან მემორანდუმის გაფორმებას, რომლის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებელი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე წარმოებულ პროდუქტს ეთერში გასაშვებად უსასყიდლოდ გადასცემს რეგიონების რამდენიმე ტელევიზიას.1202 ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდილება პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგება და ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მედიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 24.8. ქსენოფობიური განცხადებები საანგარიშო პერიოდში კეთდებოდა სხვადასხვა სახის ქსენოფობიური განცხადება ეთნიკური უმცირესობების მისამართით. სახალხო დამცველმა ქსენოფობიურ განცხადებად შეაფასა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის მიერ, მარნეული-ბოლნისის საკარანტინე ზონად გამოცხადებასთან 1203 სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული კომენტარი. დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მარნეული-ბოლნისი აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიაა, ხოლო ზაზა აბაშიძის მიერ ამ უკანასკნელთან მიმართებით კომენტარის დაწერის პერიოდში, განსაკუთრებით საგანგაშო იყო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მარნეულისა და წარმომავლობასა ბოლნისის და სხვა მუნიციპალიტეტების პირად მცხოვრებთა მახასიათებლებზე მიმართ აქცენტირებით ეთნიკურ კრიტიკა. ამ გარემოებებს საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები 2020 წლის 26 მარტს განცხადებით გამოეხმაურნენ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პრობლემის განხილვა მარნეულისა და 1199 ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი - ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ტელემაყურებელთა კვლევა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qf5uHe> [ბოლოს ნანახია 04.03.2021].. 1200 იქვე. 1201„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA), ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა, თბილისი:, 2019. 1202 საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის 15 თებერვლის წერილი №121/07 ტელეკომპანია „ფარვანას“, ATV 12-სა და მარნეულის ტელევიზიას. 1203 კერძოდ, ზაზა აბაშიძემ შეიგინა და საზოგადოებას მარნეული-ბოლნისის მცხოვრებლების ამოხოცვისკენ მოუწოდა (კომენტარის სქრინი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ghm0Dj > [ბოლოს ნანახია 25.01.2021]. 414 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ეთნიკური კუთვნილების ჭრილში, ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების დაცვის უზენაეს პრინციპს და აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებულ სტიგმას, აღვივებს დეზინტეგრაციულ პროცესს და ახალისებს მათ სოციალურად გარიყვას.1204 სახალხო დამცველმა ასევე ქსენოფობიურად შეაფასა 2020 წლის 5 აპრილს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ პროგრამა Post Factum-ში გასული სიუჟეტი „გენები კორონა ვირუსის წინააღმდეგ“, რომელშიც საუბარი იყო ახალ კორონავირუსთან მიმართებით საზოგადოების ნაწილის უპირატესობებზე, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. სიუჟეტის შემდეგ არმენოფობიული გადაცემის წამყვანმა - სახალხო დამცველი 1205 განცხადება. გიორგი გაბუნიამ მიიჩნევს, ასევე რომ გააკეთა სამედიცინო საკითხებზე მსჯელობისას რომელიმე ეთნოსზე დადებით ანდა უარყოფით ჭრილში აქცენტირება დამაზიანებელია იმ კომპლექსური სოციალური ცვლილებების პროცესისთვის, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები საზოგადოება თანასწორობის მიღწევისთვის გადის. ასევე უწყობს ხელს ქსენოფობიური სტერეოტიპების გაძლიერებას და კონკრეტულ ეთნოსებს დამამცირებელ მდგომარეობაში წარმოაჩენს.1206 რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  საქართველოს სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობის ხელშესაწყობად, წარმოადგინოს სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა;  2021-2022 სასწავლო წლისთვის გაიზარდოს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, ასევე, მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა;  2021-2022 სასწავლო წლისთვის, გამოიყოს თანხა მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად;  ეროვნული უმცირესობების დასაქმების მაჩვენებლის წარმომადგენელთა გასაზრდელად, სახელმწიფო შეიმუშაოს ახალი უწყებებში დასაქმების პროგრამები; 1204 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/36PAaIG > [ბოლოს ნანახია 26.01.2021]. 1205 ხელმისაწვდომია: <https://rb.gy/3bi2fw > [ბოლოს ნანახია 26.01.2021]. 1206 იქვე. 415 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  აღმასრულებელი ხელისუფლებების დონეზე, შექმნას ეფექტიანი ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმები უმცირესობებისთვის;  ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზებას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს:  ეროვნული უმცირესობების ენოვან სკოლებში დაინერგოს მულტილინგვური სწავლების მოდელი, შემუშავდეს მულტილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები; მომზადდნენ/გადამზადდნენ ორენოვანი პედაგოგები;  უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა, გამოცემა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგება;  საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება;  უზრუნველყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა, აგრეთვე, პედაგოგთა გადამზადება;  როგორც მულტიკულტურული პროგრამების, ასევე სპეციფიკურად უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ხელი შეუწყოს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას, ამასთანავე, გააძლიეროს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით;  ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას, აღდგენასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს:  უზრუნველყოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და შეუდგეს ამ ძეგლების კონსერვაციას ან/და რესტავრაციას; 416 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საზოგადოებრივ მაუწყებელს:  უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების სატელევიზიო ტრანსლირება და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ტელეეთერით ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზებას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს:  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხისა და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყოს პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება. 417 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 25. ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში 25.1. შესავალი თავდაცვის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის მიზანია წვევამდელთა, სამხედრო მოსამსახურეთა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. ამ მიზნით, 2020 წელს მონიტორინგის ფარგლებში, ვიზიტით ვიმყოფებოდით: შინაგან საქმეთა სამინისტროს - 16 ნაწილში;1207 სპეციალური პენიტენციური სამსახურის - 4 დაწესებულებაში;1208 თავდაცვის სამინისტროს - 8 სამხედრო ნაწილში;1209 სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონულ ოფისებში. გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ ვეტერანებთან. ასევე, მოვინახულეთ თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტების 3 ლოკაცია. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს თავდაცვის უწყებაში რიგგარეშე სადღეღამისო განწესების შემცირებისა და სამხედრო მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულებით თანაბრად სარგებლობის დასარეგულირებლად, პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდაზე 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაწეული რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას.1210 ამ ინფორმაციის მიხედვით, ბოლო პერიოდში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებული სხვადასხვა ღონისძიების შედეგად, 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა 1207 ობიექტების დაცვის დეპარტამენტი: I საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამმართველოს I განყოფილების I და II ქვეგანყოფილებები; I სამმართველოს II განყოფილების I, II და III ქვეგანყოფილებები; II სამმართველოს I განყოფილების I და III ქვეგანყოფილებები; II სამმართველოს II განყოფილების I ქვეგანყოფილება; III სამმართველოს I განყოფილების I და II ქვეგანყოფილებები; III სამმართველოს II განყოფილების II ქვეგანყოფილება; ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო სამმართველოს პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების წვრთნისა და მომზადების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის III განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება; სამმართველოს V და VI განყოფილებები; სამმართველოს V და VI განყოფილებები; სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს დაცვის ქვეგანყოფილება; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის II სამმართველო. 1208 სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ სამმართველოს №17 განყოფილება; სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დასავლეთ სამმართველოს №2, №3 და №14 განყოფილებები. 1209 თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა; თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადა; თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი; თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა; თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონი „დასავლეთი“; თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა; თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადა; თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის - III ქვეითი ბრიგადა. 1210 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11/12/2020 წლის MOD 42001130535 წერილი. 418 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სამსახურიდან გადინება (დაახლოებით 45-50% - ით). ამან დადებითად შეცვალა შემოდინება-გადინების ბალანსი, რამაც საბოლოო ჯამში გაზარდა ქვედანაყოფებში პერსონალის ფაქტობრივი რაოდენობა. თავდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის მრავალი წლის რეკომენდაცია, რომელიც თავდაცვის უწყებაში საკვების გასინჯვა/შემოწმების არსებულ პრაქტიკის შეცვლას ეხებოდა. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების“ მიღების შედეგად, გაუქმდა თავდაცვის ძალებში არსებული ძველი რეგულაცია,1211 რომლის თანახმადაც, საკვების დარიგების დაწყებამდე ექიმს (ფერშალს) უნდა შეემოწმებინა საკვების ხარისხი. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 წესდების აგვისტოს №519 დადგენილების 30-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგე აღარ არის ვალდებული შეამოწმოს საკვების ხარისხი. ახალი რეგულაციის მიხედვით, ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგე, ქვედანაყოფის მორიგესთან ერთად აკონტროლებს მზა საკვების სინჯების აღებას, დალუქვას და შენახვას დადგენილი წესით. ამ ეტაპზე, საქართველოს თავდაცვის ძალებს სურსათით უზრუნველყოფს შესაბამისი კვების კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია საკვების ხარისხზე. რაც შეეხება სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელიც თავდაცვის ძალებში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების გაზრდის საკითხს ეხებოდა, მიღებული ინფორმაციით,1212 2020 წელს თავდაცვის სამინისტროში შემუშავდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ალტერნატივები. მათ შორის განიხილებოდა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური სახელფასო სარგოს ცვლილება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტროში არაფერი შეცვლილა. კვლავ აღმოუფხვრელ პრობლემად რჩება თარჯიმნის შტატის არარსებობა იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადიან. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ძალებში საწყისი საბრძოლო მომზადების მიმდინარეობისას, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მოწვეული პედაგოგები ასწავლიან ქართულ ენას, მხოლოდ ამ პერიოდში ჩატარებული მეცადინეობები არ არის საკმარისი ქართულად დამოუკიდებლად მეტყველებისთვის. ამასთანავე, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ენაში ამგვარი ფორმით მომზადების პროგრამა არ არის ეფექტიანი, ვინაიდან, ჩვენს მიერ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში 2018-2020 წლებში ჩატარებული მონიტორინგების მიმდინარეობისას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გასაუბრება მხოლოდ სხვა სამხედრო მოსამსახურეთა დახმარებით იყო შესაძლებელი 1211 საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის №295 ბრძანებულებით მიღებული “საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება.“ 1212 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11/12/2020 წლის N MOD 42001130535 წერილი. 419 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 (რომელთაც ორივე ენა იცოდნენ), მიუხედავად იმისა, რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ეტაპზე, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გავლილი ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პროგრამა. არ შესრულებულა საქართველოს მთავრობის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების ინიცირების განხორციელებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, 2021 წლიდან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი უნდა გაზრდილიყო - 6 000 ლარამდე, ხოლო მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ - 9 000 ლარამდე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით,1213 ვეტერანების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა, ამ მიმართულებით, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. 25.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ გატარებულ საკარანტინე ღონისძიებებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებში (მცხეთა, რუსთავი, მარნეული). 2020 წლის 12 მარტს, გამოიცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის №231 ბრძანება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს მოსამსახურეთა დიდი ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. 2020 წლის 21 მარტიდან კი, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალურად აღსაკვეთად, სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა დაცვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა. ამ პერიოდში, განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე მყოფი თითოეული სამხედრო და სამოქალაქო პირი საქვაბე კმაყოფაზე იმყოფებოდა და უზრუნველყოფილი იყო სამჯერადი კვებით, მათ შორის, დამხმარე მოსამსახურეები; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 22 აპრილის №37 ბრძანების შესაბამისად, პირად შემადგენლობას გადაეცა თავის მოვლისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები; ყაზარმულ მდგომარეობაზე მყოფი პირადი შემადგენლობისთვის უზრუნველყოფილი იყო გარე სამყაროსთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, ასევე, საინფორმაციო მედიასაშუალებებზე წვდომა. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ, ინტერნეტთან წვდომის უზრუნველსაყოფად, სამხედრო ნაწილებს უსადენო ინტერნეტის მოდემები გადასცა და პირად შემადგენლობას დღეის მდგომარეობითაც (2021 წლის მარტი) აქვს ინტერნეტთან წვდომა 24 საათის განმავლობაში. თუმცა, უნდა 1213 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 25/05/2020 წლის N GOV 22000018366 წერილი. 420 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 აღინიშნოს, რომ თავდაცვის ძალების რიგ სამხედრო ნაწილებში,1214 ინტერნეტთან წვდომა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ასევე, პოზიტიურად აღსანიშნავია თავდაცვის სამინისტროში 2020 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოსაფხვრელად.1215 თავდაცვის ძალების ყველა იმ სამხედრო ნაწილში,1216 რომელიც საანგარიშო პერიოდში მოვინახულეთ, მიმდინარეობდა საცხოვრებელი ყაზარმების, სველი წერტილების და სასადილოების რემონტი, ინვენტარის განახლება და კონკრეტული სამხედრო ნაწილის საჭიროებების გათვალისწინებით, ახალი ობიექტის დამატება (სასადილო-სამზარეულო, აბანო და ა.შ.). ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ღირსეული შრომითი პირობები სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო წლების განმავლობაში. თავდაცვის უწყებაში ჩვენი ვიზიტისას, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა გამოავლინა, რომ თავდაცვის ძალების რიგ სამხედრო ნაწილებში,1217 კვლავ მოსამსახურეების აღმოუფხვრელი მიმართ პრობლემაა დისციპლინური სავალდებულო გადაცდომის ჩადენის სამხედრო შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა - „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ პრინციპით. 1214 საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილია; საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრი - კრწანისი; საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა. 1215 დაზიანებული და უვარგისი კონდიცირების, წყალგაყვანილობის, გამწოვი და სავენტილაციო სისტემები, ასევე ცუდი ხელოვნური განათება, მოძველებული ინვენტარი ან რაიმე ინვენტარის არარსებობა, სივიწროვე, მოუწესრიგებელი სამზარეულოები და სასადილოები. 1216 თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა; თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადა; თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი; თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა; თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონი „დასავლეთი“; თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა; თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადა; თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის - III ქვეითი ბრიგადა; თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრი. 1217 საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილია; საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრი - კრწანისი; 421 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 25.3. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველო წინა წლების მსგავსად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების სავალდებულო მოსამსახურეების სამხედრო შემაშფოთებელია. ისინი მსახურობენ მთავარ სამ სამმართველოში უფლებრივი დღეში მომსახურე მდგომარეობა ერთხელ მორიგეობით, კვლავ მათი მოვალეობაა, პენიტენციური დაწესებულების პერიმეტრზე განთავსებულ კოშკურებსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე 24-საათიანი მორიგეობა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სასჯელაღსრულების სამმართველოს დაწესებულებებისგან მე-17 განყოფილებაში, განსხვავებით, რომელიც ყაზარმულ სხვა რეჟიმზეა, მომსახურე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები უმეტესწილად ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით, რაც გამოწვეულია სამხედრო მოსამსახურეთა არასაკმარისი რაოდენობით. 2020 წელს მე-17 დაწესებულებაში ჩვენი ვიზიტის პერიოდში (2020 წლის ივნისი) განყოფილება შტატის მიხედვით დაკომპლექტებული უნდა ყოფილიყო - 150 სამხედრო მოსამსახურით, რეალურად კი მხოლოდ 27 სამხედრო მოსამსახურე ირიცხებოდა. ასეთ პირობებში, განყოფილების ხელმძღვანელები პრივილეგიას ანიჭებენ სანიმუშო ყოფაქცევის მქონე ჯარისკაცებს და წახალისების მიზნით უშვებენ 3-დღიან დათხოვნაში და არა კუთვნილ შვებულებაში. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით,1218 2017 წელს კუთვნილი შვებულებით სრულად ისარგებლა მხოლოდ ორმა სამხედრო მოსამსახურემ, ათმა სამხედრო მოსამსახურემ ისარგებლა ნაწილობრივ, ხოლო ოთხმოცდათორმეტმა სამხედრო მოსამსახურემ საერთოდ ვერ ისარგებლა. 2017 წლის შემოდგომის გაწვევის პერიოდში გაწვეული 35 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურიდან, 2018 წლის გაზაფხულისთვის შვებულებით ისარგებლა 11-მა სამხედრო მოსამსახურემ, ხოლო 2019-2020 წლებში არცერთ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს სრულად არ უსარგებლია ორკვირიანი შვებულებით.1219 სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობენ სამ დღეში ერთხელ, არ არიან უზრუნველყოფილნი საკვებით, მათ ყოველ ჯერზე სახლიდან უწევთ საკვების მოტანა. ასევე არ არის უზრუნველყოფილი ტრანსპორტირების ხარჯები მათი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე, არც ჰიგიენის საშუალებები ეძლევათ და საკუთარი ხარჯებით უწევთ შეძენა, იმ პირობებში, როდესაც მათი ყოველთვიური ხელფასი 52 ლარია. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში1220 გაცემულია რეკომენდაცია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების კვებით და ტრანსპორტირებით 1218 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №MOC 41800493448 წერილი. 1219 სპეციალური პენიტენციური სამსახურის 25.06.2020 წლის №153947/01 წერილი. 1220 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Z34QBz > [ბოლოს ნანახია 30.03.2021], 358. 422 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 უზრუნველყოფის შესახებ, მაგრამ ეს რეკომენდაცია დღემდე არ შესრულებულა. მე-17 განყოფილებაში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს მხოლოდ 5 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ მე-17 განყოფილებაში რეგიონის ჩარიცხულ მკვიდრია, სამხედრო მათი მოსამსახურეთა ყოველთვიური უმრავლესობა ანაზღაურება ვერ სხვადასხვა უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე, წელიწადში ორჯერ, ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას. საცხოვრებელი პირობების კუთხით კვლავ არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა რიგი პენიტენციური დაწესებულებების სამხედრო განყოფილებებში.1221 პირადი შემადგენლობის სამოქალაქო ტანსაცმელი მათ პირად ზურგჩანთებში უწყვიათ, რადგან თითქმის არსად არის ინდივიდუალური კარადები და აქვთ მხოლოდ ტუმბოები. ოთახებში შეყვანილია ცენტრალური გათბობა. ბუნებრივი განათება და განიავება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ხელოვნური განათება საკმარისი არ არის. უმეტეს შემთხვევაში, ოთახებში დაზიანებულია ჭერი და იატაკი. ანტისანიტარიაა სველ წერტილებში და სასადილო კუთხეში, ხელსაბანებში არ მოდის თბილი წყალი. პანდემიის დაწყების პერიოდიდან, ჩვენს ვიზიტებამდე პერიოდში (2020 წლის მარტიდან 2020 წლის აგვისტომდე), დამლაგებელი არ ჰყოლიათ №3 და №14 დაწესებულებებში. 25.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის განმავლობაში, მონიტორინგის ფარგლებში შევამოწმეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში არსებული მდგომარეობა, საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, ფიზიკური გარემო, ჩატარდა ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრება ვადიან სამხედრო მოსამსახურეებთან. ასევე, შსს-ს ობიექტების დაცვისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტებში არსებული დისციპლინური საქმისწარმოების შესწავლის მიზნით (2019-2020 წლებში წარმოებული დისციპლინური საქმის მასალები, ჯამში - 340 საქმე), გამოვითხოვეთ და შევისწავლეთ იურიდიული დოკუმენტაცია. 25.4.1. ობიექტების დაცვის დეპარტამენტი ობიექტების დაცვის დეპარტამენტში (შემდგომში ასევე როგორც - ოდდ), ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა შენობების, ძირითადი აგრეთვე უზრუნველყოფა, სხვა ფუნქციაა სამინისტროს სტრატეგიული საზოგადოებრივი სისტემის ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვა ადმინისტრაციული და უსაფრთხოების მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა. სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიან როგორც ყაზარმულ, ისე 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე. ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური 1221 №2, №3, №8, №14 პენიტენციური დაწესებულებები. 423 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ანაზღაურება შეადგენს 40 ლარს, ხოლო 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე მყოფი სამხედროების ანაზღაურება 24.85 ლარია, რაც საკმარისი არ არის ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად და საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე საკუთარი ხარჯებით უწევთ გადაადგილება. ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის საკითხი განსხვავებულად რეგულირდება. ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით. ხოლო 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე მყოფ რიგ სამხედრო განყოფილებებში,1222 სამხედრო მოსამსახურეები კვების საბარათე სისტემაზე იმყოფებიან, რაც გულისხმობს, რომ ყოველ განწესში გასვლის დღეს, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს კვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბარათზე ერიცხება 12 ლარი, ბარათზე დარიცხული თანხის გამოყენება შესაძლებელია ტერიტორიაზე მდებარე სასადილოებში. გასაუბრების დროს, სამხედრო მოსამსახურეებმა აღნიშნეს, რომ 24 საათის განმავლობაში 12 ლარი მხოლოდ ორჯერადი კვებისთვის არის საკმარისი. რაც შეეხება ქვეგანყოფილებას, რომელიც დისლოცირებული, სამხედრო ულუფით. 1223 ბათუმსა III სამმართველოს I და მოსამსახურეებს ფოთში განყოფილების I რამდენიმე უზრუნველყოფს ლოკაციაზეა მხოლოდ მშრალი სხვა დანარჩენ განყოფილებებში სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან საქვაბე კმაყოფაზე.1224 რაც შეეხება ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებს, ყველა ქვედანაყოფში, სადაც მონიტორინგი ჩავატარეთ, სივიწროვეა, საძინებელ ოთახებში არ არის პირადი შემადგენლობის განლაგებისათვის გამოყოფილი 2.5 - 4 კვ.მ. ფართობი თითოეულ სამხედრო მოსამსახურეზე.1225 I სამმართველოს, II განყოფილების III ქვეგანყოფილების ერთ-ერთ ლოკაციაზე, რომელიც განთავსებულია სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში - საკლასო და საძინებელი ოთახები განლაგებულია ერთ სივრცეში, არ არის სასადილო ოთახი, რის გამოც სადილობენ იმავე სივრცეში, საკლასო მაგიდებზე. ამავე ქვედანაყოფის მეორე ლოკაციაზე, საკლასო ოთახი და საძინებელი სივრცე განთავსებულია მცირე ზომის შენობაში, რის 1222 ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს, პირველი განყოფილების მეორე ქვეგანყოფილება; პირველი სამმართველოს, პირველი განყოფილების, პირველი ქვეგანყოფილება; პირველი სამმართველოს, მეორე განყოფილების, მესამე ქვეგანყოფილება (ერთ-ერთი ლოკაცია); პირველი სამმართველოს, მეორე განყოფილების, პირველი ქვეგანყოფილება; პირველი სამმართველოს, მეორე განყოფილების, მეორე ქვეგანყოფილება; მეორე სამმართველოს, პირველი განყოფილების, პირველი ქვეგანყოფილება (ერთ-ერთ ლოკაციაზე). 1223 ხორცის კონსერვი - 2 ც, პაშტეტი - 1ც, პური - 600 გრ, შოკოლადის ბატონი - (50გრ.) - 2ც. 1224 პირველი სამმართველოს, მეორე განყოფილების, მესამე ქვეგანყოფილება (ერთ-ერთი ლოკაცია); მეორე სამმართველოს, პირველი განყოფილების, პირველი ქვეგანყოფილება (ორ ლოკაციაზე); საბრძოლო სამმართველოს პირადი შემადგენლობის, წვრთნისა და მომზადების განყოფილების წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება; მეორე სამმართველოს, პირველი განყოფილების, მესამე ქვეგანყოფილება; მეორე სამმართველოს, მეორე განყოფილების, პირველი ქვეგანყოფილება. 1225 საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება, მუხლი 144. 424 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გამოც, ისეთი სივიწროვეა, რომ შეუძლებელია პირადი შემადგენლობისთვის საკმარისი ტუმბოების და კარადების განთავსება. II სამმართველოს I განყოფილების III ქვეგანყოფილებაში არ ჰყავთ დამლაგებელი და პირად შემადგენლობას თავად უწევს საძინებლის და საკლასო ოთახის დალაგება, ასევე, საწოლებზე გადაკრული ტყავის შემცვლელი დაზიანებულია და გამოსაყენებლად უვარგისი. III სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილებაში (ბათუმი), საძინებლებსა და საკლასო ოთახებში ფანჯრები არ არის აღჭურვილი მწერებისგან დამცავი ბადით. ასევე, გამოსულია მწყობრიდან სავენტილაციო სისტემა. განსაკუთებით სავალალო მდგომარეობაა II სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების ერთ-ერთ დანაყოფში, რომელიც დისლოცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში. საძინებელი ოთახი განთავსებულია სარდაფში, სადაც არ არის ფანჯარა ან რაიმე ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება და ოთახში გაყვანილია შენობის სავენტილაციო მილები, რომლებიც ორიარუსიანი საწოლების თავზე გადის. დაბალი ჭერის პირობებში, საწოლსა და მილს შორის მანძილი ძალიან მცირეა. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ვენტილაცია გამოსულია მწყობრიდან, ასევე შეუძლებელია ოთახის ბუნებრივი განიავება. ოთახში დამონტაჟებული კონდიციონერის კონდენსატის მილი შემოტანილია შიგნით და მოთავსებულია ბოთლში, საძინებელ ოთახში; ერთ-ერთი საწოლის სასთუმალთან დამონტაჟებულია სხვადასხვა დანიშნულების მილები, რომლებიც არ არის სათანადოდ შეფუთული. ასევე, რთული სამუშაო და საცხოვრებელი პირობებია ამავე ქვეგანყოფილების მეორე დანაყოფში, სადაც არ არის გაყვანილი საკანალიზაციო სისტემა და ეზოში, საცხოვრებლიდან მოშორებით მოწყობილია ბიოტუალეტი, რომელსაც არ აქვს ჩამრეცხი, შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს უწევთ საპირფარეშოს რეზინის მილით დასუფთავება. ხელსაბანი კუსტარულად არის დამონტაჟებული ეზოში, სადაც მოდის მხოლოდ ცივი წყალი. ასევე არ ჰყავთ დამლაგებელი, შესაბამისად, საცხოვრებელ ყაზარმას და ყაზარმის მიმდებარე ტერიტორიას სამხედრო მოსამსახურეები ალაგებენ. გარკვეულ ქვედანაყოფში არ აქვთ ტელევიზორი, რის გამოც, თავისუფალ დროს შეზღუდული აქვთ წვდომა საინფორმაციო მედიასაშუალებებზე.1226 25.4.2. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში (შემდგომში ასევე როგორც - გდდ), ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე, გარდა, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს დაცვის ქვეგანყოფილებისა, სადაც გამონაკლისის სახით სამხედრო მოსამსახურეები გადაყვანილნი არიან დღეგამოშვებით მუშაობის რეჟიმზე. სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილი ჩარიცხულია დაცვის ოცეულებში,1227 მათი ფუნქციაა ბაზის ტერიტორიის დაცვა და შიდა განწესის შესრულება, ხოლო დანარჩენ 1226 I სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილება; II სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილება; II სამმართველოს II განყოფილების I ქვეგანყოფილება; III სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილება; III სამმართველოს II განყოფილების II ქვეგანყოფილება. 1227 გდდ-ის პირველი და მესამე სამმართველოები. 425 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 განყოფილებებში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ფუნქცია- მოვალეობებია - ერთკვირიანი მივლინება შესაბამის დისლოკაციის ადგილზე განწესის შესასრულებლად, ხოლო მეორე კვირის განმავლობაში იმყოფებიან ბაზის ტერიტორიაზე, სადაც გადიან სწავლებებს და მონაწილეობენ შიდა განწესის შესრულებაში. ასევე, მათი ფუნქციაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებების შესრულება; შეკრებების, მანიფესტაციებისა მონაწილეთა უსაფრთხოების და უზრუნველყოფა. სხვა მათი მასობრივი ღონისძიებების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 24.85 ლარს. ასევე, დანამატის სახით იღებენ ანაზღაურებას, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. წვევამდელი, სამინისტროში სამხედრო სამსახურის მოსახდელად, გადის სპეციალურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით.1228 თუმცა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩარიცხვისას, ზოგიერთ წვევამდელს სწავლების გავლა უწევს 45 დღის განმავლობაში, ზოგიერთს კი 20 ან ნაკლები დღით. მათი გადმოცემით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით, კონკრეტულ ნაკადში გაწვეულმა (საგაზაფხულო ან საშემოდგომო გაწვევა) შემადგენლობამ სამხედრო ფიცი ერთდროულად უნდა დადოს. შესაბამისად, სანამ აღნიშნული ნაკადი სრულად არ დაკომპლექტდება, გაწვევის საწყის ეტაპზე მიღებულ წვევამდელებს, ხშირად, უწევთ დაელოდონ ნაკადის სრულ დაკომპლექტებას, დამატებით, საშუალოდ - 2 კვირამდე ვადით, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სწავლება გავლილი აქვთ და მზად არიან სამხედრო ფიცის დასადებად. წვევამდელმა ფიცის დადებამდე არ შეიძლება შეასრულოს საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მორიგეობა, საბრძოლო სამსახური და საგუშაგო სამსახური). მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა, აითვლება ჩარიცხვის დღიდან.1229 ამ მოცემულობით ირკვევა, რომ ერთსა და იმავე ქვედანაყოფში ჩარიცხულ წვევამდელებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა უწევთ არათანაბარ მდგომარეობაში, რადგან, ფიცის მიღებამდე, სრული პერიოდის განმავლობაში ყაზარმულ რეჟიმზე იმყოფებიან და, ფაქტობრივად, წვევამდელთა გარკვეულ კატეგორიას მეტი დროის გატარება უწევს სამხედრო სამსახურში, ვიდრე წვევამდელთა მეორე ნაწილს. 1228 საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანება, მუხლი 5. 1229 საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანება, მუხლი 5. 426 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 25.4.3. კომუნიკაცია, დისციპლინური სამართალწარმოება და პერსონალური მონაცემების დაცვა შსს-ს ქვედანაყოფებში ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, სამ დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე მყოფი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები ყოველი განწესში გასვლის წინ აბარებენ კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და იღებენ განწესის დასრულების შემდგომ. სადღეღამისო განწესში ყოფნის პერიოდში - დასვენებისთვის განკუთვნილ დროს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს აძლევენ საშუალებას ისარგებლოს კუთვნილი მობილური ტელეფონით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის წევრებს მათთან დასაკავშირებლად შეუძლიათ დარეკონ ქვედანაყოფის სამორიგეოში ან დაუკავშირდნენ უშუალო ხელმძღვანელს, მობილურ ტელეფონზე. II სამმართველოს I განყოფილების III ქვეგანყოფილებაში ტელეფონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ზემდგომის თანდასწრებით და სხვა სამხედრო ნაწილებისგან განსხვავებით, არ არის დაცული კონფიდენციალურობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა,1230 რადგან ერთადერთი საშუალებაა. მართალია, საშუალება ისარგებლონ უშუალო სურვილის შემთხვევაში ვერ ტელეფონი აუცილებლობის მათთვის კომუნიკაციის შეთხვევაში მათ ეძლევათ თუმცა ყოველი ხელმძღვანელის ტელეფონით, ახერხებენ ზემდგომისთვის მიმართვას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბევრ მათგანს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწევს საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით და სატელეფონო კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია ოჯახის წევრებთან საურთიერთობოდ. რაც შეეხება დისციპლინური გადაცდომის საქმეებს, შსს-დან მიღებული პასუხის თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არ აღინუსხება 2019-2020 წლებში, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები.1231 ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მიმართ წარმოებული დისციპლინური გადაცდომის საქმეების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ხარვეზები. კერძოდ, გაირკვა, რომ შესწავლილი 340 საქმიდან:  193 საქმეში - დისციპლინური ზომის დაკისრების შესახებ ბრძანება არ შეიცავს ბრძანების გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმაციას;1232  34 საქმე - არ შეიცავს დაკისრებული დისციპლინური ზომის შესახებ ბრძანებას;  113 საქმეში - არ მოიპოვება მოწმის სახით გამოკითხულ იმ პირთა ახსნაგანმარტებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დისციპლინური გადაცდომის 1230 ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო სამმართველოს პირადი შემადგენლობის, წვრთნისა და მომზადების განყოფილების წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I და III სამმართველოები. 1231 შინაგან საქმეთა სამინისტროს 12/08/2020 წლის №MIA 82001880752 წერილი. 1232 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 52. 427 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ფაქტებს და გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებულნი არიან, როგორც სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული პირები;  არცერთი საქმიდან არ ირკვევა, ჩაბარდა თუ არა ადრესატს მისთვის დისციპლინური ზომის დაკისრების შესახებ ბრძანება. ვადიან სამხედრო მოსამსახურეებთან გასაუბრებით, კვლავ გამოწვევად რჩება შსს-ს ზოგიერთ გამოვლინდა, რომ, სამწუხაროდ, ქვედანაყოფში1233 ვადიანი სამხედრო მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ისეთი არასაწესდებო დასჯის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა, დამატებითი ფიზიკური აქტივობა (სირბილი, აზიდვა, ბუქნები). ამასთან, არასაწესდებო დასჯის ეს მეთოდები გამოიყენება „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ - პრინციპით, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ერთი ადამიანის დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მთელი ოცეული ისჯება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში საცხოვრებელ ყაზარმებში, მათ შსს შორის, ობიექტების დაცვის ვადიან საძინებელ დეპარტამენტსა სამხედრო ოთახებში და მოსამსახურეთა დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის კამერები. ამასთან დაკავშირებით, მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს1234 და ვთხოვეთ, ეცნობებინათ, თუ რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე მიმდინარეობდა საცხოვრებელ ყაზარმებსა და საძინებელ ოთახებში ვიდეოკონტროლი. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით,1235 გდდ-ს და ოდდ-ს სამხედრო ნაწილების საცხოვრებელ ყაზარმებში, მათ შორის, საძინებელ ოთახებში, სამეთვალყურეო ვიდეოკონტროლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საჯარო და კერძო დაწესებულებებს შესაბამისი მონიტორინგის ჩატარების მიზნით, შეუძლიათ განახორციელონ აუცილებელია პირის თავიანთი უსაფრთხოებისა შენობების და ვიდეოთვალთვალი, საკუთრების დაცვისთვის, თუ ეს საიდუმლო ინფორმაციის დაცვისა და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია. ამასთანავე, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეები წერილობითი ფორმით არიან ინფორმირებულნი ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობისა და მათი უფლებების შესახებ. ასევე, დამატებით გვეცნობა, რომ დაცულია ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც აკრძალულია ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. თუმცა მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ გდდ-ს და ოდდ-ს სამხედრო ნაწილების საძინებელი ოთახები ასევე განკუთვნილია გამოსაცვლელ ოთახად და თავისუფალ დროსაც, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, 1233 ოდდ-ის III სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილება (ბათუმი); საბრძოლო სამმართველოს პირადი შემადგენლობის, წვრთნისა და მომზადების განყოფილების, წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება. 1234 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 16/09/2020 წლის № 14-1/9100 წერილი. 1235 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 01/10/2020 წლის № MIA 72002336169 წერილი. 428 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 უმეტეს შემთხვევაში, საძინებელში ატარებენ, შესაბამისად, არ არის დაცული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  მოახდინოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების ინიცირება და 2022 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი გაიზარდოს - 6 000 ლარამდე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ - 9 000 ლარამდე. საქართველოს თავდაცვის მინისტრს:  გაიზარდოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურება სულ მცირე იმ ოდენობით, რომ უზრუნველყოს მათი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯების სრული დაფარვა;  აღმოიფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს, სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯებს;  უზრუნველყოს სამხედრო წარმომადგენლებისათვის ნაწილებში სამხედრო მყოფი ეთნიკური მოსამსახურეებსა და უმცირესობების მეთაურებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა; ამ მიზნით, განიხილოს თარჯიმნის შტატის დაშვება იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები;  უზრუნველყოს თავდაცვის უწყების სამხედრო ნაწილებში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინტერნეტზე წვდომა პროფესიული სამხედრო მოსამსახურეების თანაბრად. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  გაიზარდოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება;  სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ სამმართველოს 429 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 №17 განყოფილებაში ჩარიცხულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი შვებულებით სარგებლობის საშუალება;  სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში (გარდა მე17 განყოფილებისა) ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს დამატებით აუნაზღაურდეთ საკვების, ჰიგიენური საშუალებებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხა;  სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში აღმოიფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმჯობესდეს სანიტარიულჰიგიენური მოთხოვნების დაცვა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე, გაეზარდოს ანაზღაურება;  ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სადღეღამისო განწესში ყოფნის დღეს, თითოეული სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყონ სრულფასოვანი, სამჯერადი კვებით;  ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა ნაწილში აღმოიფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმჯობესდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის მოსახდელად სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სწავლება განხორციელდეს ერთი და იმავე ვადით ყველა წვევამდელისთვის;  აღმოიფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. ამის გასაკონტროლებლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალოს, სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯებს;  დისციპლინური საქმეების წარმოება, განხილვა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება განხორციელდეს - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული დისციპლინური საქმეების წარმოების წესის შესაბამისად;  შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა გასამხედროებულ ქვედანაყოფში, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოიყოს ცალკე გამოსაცვლელი სივრცე, სადაც არ იქნება დამონტაჟებული მეთვალყურეობის კამერები. 430 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 26. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა 26.1. შესავალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, 2020 წელი, პანდემიის გამო კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვლავ საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. ამას ადასტურებს ჯერ კიდევ 2014 წელს - დავით ბაშარულის, 2016 წელს - გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს - არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები და მკვლელობებში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დღემდე დაუსჯელობა. 2020 წელს, დე ფაქტო მთავრობების მიერ, როგორც ენგურის, ისე ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადმა ჩაკეტვამ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ახალი კორონავირუსის პანდემიის, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ხელოვნური იზოლაციის პირობებში, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. განსაკუთრებით ყურადსაღებია, 2019 წლის 4 სექტემბრიდან, გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შედეგად, ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი. ამის ნათელი მაგალითია, 2019-2020 წლის განმავლობაში, სამედიცინო სერვისებზე არასათანადო წვდომის გამო, არაერთი ადამიანის გარდაცვალება.1236 ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის, უკანონო დაკავების და პატიმრობის ფაქტები. ამის აშკარა მაგალითია ვაჟა გაფრინდაშვილის1237, გენადი ბესტაევის1238, ირაკლი 1236 ახალგორის ჩაკეტვიდან 1 წელი გავიდა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2Lt0jVB >[ბოლოს ნანახია 30.03.2021].. 1237 ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია:: <https://bit.ly/3k5MCZK>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1238 ზარდიაანთკართან დაკავებულ გენადი ბესტაევს პატიმრობა შეუფარდეს, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qEdoLq>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. [ბოლოს ნანახია 30.03.2021].. 431 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ბებუას1239, ზაზა გახელაძის,1240 რამაზ ბეღელურის,1241 მირიან თაზიაშვილის1242 და ხვიჩა მღებრიშვილის1243 შემთხვევები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მძიმეა მდგომარეობა გამოხატვის თავისუფლების მხრივ, რაზეც სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს.1244 კრიტიკული აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო, უფლებადამცველი თამარ მეარაყიშვილი 2017 წლიდან ზეწოლას განიცდის და იდევნება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, მას ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა პირადი ნივთები, შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ეზღუდება ფუნდამენტური უფლებები. 2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით, საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის, სამართლებრივი და ისტორიული კუთხით, უდიდესი მნიშვნელობისაა. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ ცალსახად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ეფექტიანი კონტროლი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და რუსეთს ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, პასუხისმგებლობა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა ოკუპირებულ რეგიონებში და დე ფაქტო ხელისუფლებების დაქვემდებარება რუსეთზე, რუსეთის ეფექტიანი კონტროლის არსებობაზე მიუთითებს. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ირაკლი 1239 ბებუას 9 წელი მიუსაჯეს სეპარატისტული დროშის დაწვის გამო. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37wQ62G>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1240 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3bm8dt7 >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1241დაკავებული რამაზ ბეღელური ცხინვალშია გადაყვანილი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3aAwQD1>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1242 მირიან თაზიაშვილს ცხინვალში 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3aDWzdX>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1243 ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qFFN3w >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1244 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3pH7fg2>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 432 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 26.2. პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ხელოვნური იზოლაციის პირობებში, პანდემიის დროს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან, სრული მზადყოფნა გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად. 2020 წლის განმავლობაში, ორივე ოკუპირებული რეგიონიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჯამში გადმოიყვანეს 892 პაციენტი. აქედან 256 კოვიდ ინფიცირებული - აფხაზეთიდან და 24 ოკუპირებული - ცხინვალის რეგიონიდან.1245 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 8,920 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 7 682 ადამიანი, გარდაიცვალა 123.1246 რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, ინფიცირების 2 409 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 1 647, გარდაიცვალა 27 ადამიანი.1247 საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატული მზაობის მიუხედავად, განსხვავებული აღმოჩნდა დე ფაქტო ხელისუფლებების პოზიცია ამ დახმარების მიღებაზე. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის დაწყებისთანავე თავად გამოავლინა ინტერესი, რომ საქართველოსგან საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ერთი მხრივ, ინფორმაცია (რაც, შემდგომში ქართველ და აფხაზ ექიმებს შორის ონლაინკონსულტაციით გამოიხატა) და, მეორე მხრივ, მატერიალური დახმარება (სამედიცინო აღჭურვილობა) მიეღო. ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი, დღემდე კატეგორიულ უარს აცხადებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიიღოს დახმარება და ტვირთის რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეტანას ითხოვს. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უარი განუცხადა სპეციალისტების ცხინვალში შეშვებაზე, თუ ისინი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდოდნენ და არა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.1248 2020 წლის მარტის დასაწყისიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს 1245 ხელისუფლებამ დახმარება გაუწია რამდენიმე მიმართულებით: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2021 წლის 29 იანვრის №78-1-2-202101291750 წერილი. 1246დე ფაქტო აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3wbGnJw>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1247 New Cases Revealed in Tskhinvali, 2020, 16 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3w5zHg2>[ბოლოს ნანახია 30.03.2021].. 1248 დახმარებაზე ცხინვალის უარი საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/33YRcCv>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 433 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ინფორმაციის დროულად მიწოდება, საექსპერტო ცოდნის გაზიარება, სამედიცინო საშუალებების ადგილზე შეტანა და გადმოყვანილი პაციენტების მკურნალობა. ასევე, ოპერატიულად ითარგმნა და გავრცელდა სათანადო მასალა აფხაზურ და ოსურ ენებზე. ინფექციონისტები, საჭიროებისამებრ, დისტანციურად გასცემდნენ რჩევებს. აფხაზეთს სხვადასხვა არხით არაერთხელ გადაეცა ახალი კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის საჭირო სამედიცინო საშუალებები, აღჭურვილობა და ჰიგიენის ნივთები. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება.1249 ასევე, საქართველოს სახელმწიფოს მიერ შეძენილი სეზონური გრიპის 235 000 დოზა ვაქცინიდან, 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა.1250 ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის კატეგორიული უარყოფითი პოზიცია, დახმარება მიიღოს საქართველოს ხელისუფლებისაგან და გამშვები პუნქტის სრულად ჩაკეტვა, კიდევ უფრო ართულებს ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიღებას და უკვე ერთ წელზე მეტია იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი სერვისის მიუღებლობის გამო გარდაიცვალა.1251 მიუხედავად რთული ვითარებისა, ახალგორიდან პაციენტების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაც პრობლემურია. დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობს გადაადგილების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით უკანონო და დისკრიმინაციული შეზღუდვების დაწესებას. კერძოდ, სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,1252 წინა წლებში ოკუპირებული ახალგორიდან თბილისში პაციენტის გადმოყვანა ბევრად უფრო მარტივი იყო. თავდაპირველად ახალგორის საავადმყოფოს ექიმი იღებდა გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, პაციენტის ოჯახი ახალგორის გამგებელს მიმართავდა. ის კი ამზადებდა „წერილს“, რომელიც საკმარისი იყო ე.წ. გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეებისთვის წარსადგენად. ამჟამინდელი მდგომარეობა გაცილებით რთულია. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტის გადმოსაყვანად საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა: 1.ოკუპირებული ცხინვალის ექიმების ჯგუფის შეკრება და მათი თანხმობა; 2. ახალგორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ექიმების თანხმობა პაციენტის ცხინვალში გადაყვანაზე; 3. ცხინვალში გადაყვანის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობის შეფასება ცხინვალის ექიმების მიერ; 4. ექიმების ნებართვის მერე, ოჯახს აქვს უფლება, პაციენტის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაყვანად „საშვის“ მისაღებად, მიმართოს დე ფაქტო უწყებებს; 5. ბოლო ეტაპზე ერთვება წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც მოჰყავს ავადმყოფი.1253 გადაადგილების ჩაკეტვის გამო მედიკამენტების და პროდუქტის დეფიციტის პირობებში, ოკუპირებული ახალგორის სააფთიაქო ქსელებიდან სრულად არის ამოღებული 1249 საქართველოს მთავრობის ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3gyOkkM>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1250 აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა გადაეცა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2W5YYpy>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1251 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 405. 1252 სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სექტემბერი, 2020. სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2020. 1253 434 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პრეპარატები ქართული წარწერით.1254 რეგიონში მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ადგილზე არ აქვს წვდომა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, გარდა წითელი ჯვრისა. უნდა აღინიშნოს, რომ ცხინვალიდან პაციენტების გადასაყვანად დე ფაქტო ხელისუფლება წითელ ჯვარს გზას სულ უფრო ხშირად უხსნის, რასაც ვერ ვიტყვით იზოლირებულ ახალგორზე. დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობს გადაადგილების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით უკანონო და დისკრიმინაციული შეზღუდვების დაწესებას. შექმნილი კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სერვისებზე დროული ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სახალხო დამცველის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის არასახარბიელო დონე და მომსახურების მაღალი ფასები, ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე, ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უფლებაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს. სახალხო დამცველის შეფასებით, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ, გადაადგილების თავისუფლების რეჟიმის გამარტივების მიზნით, და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ეთნიკური ნიშნით შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით განაგრძოს ინტენსიურ რეჟიმში მოლაპარაკებები ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ასევე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის შემთხვევაში, სახელმწიფომ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, რათა ქართველ და ეთნიკურად ოს ექიმებს შორისაც მოხერხდეს სამედიცინო გამოცდილების და ეპიდემიის მართვის გზების გაზიარება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო პროგრამები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის. 2020 წლის განმავლობაში „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 871 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, 756 პირი ოკუპირებული აფხაზეთიდან (მათ შორის, 74 ბავშვი) და 115 (მათ შორის, 14 ბავშვი) ოკუპირებული ცხინვალიდან.1255 1254 ახალგორელი პაციენტები საავადმყოფოს გარეშე, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Lofxv0 >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1255 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 15 თებერვლის №01/2159 წერილი. 435 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 26.3. უსაფრთხოების საკითხები 26.3.1. უკანონო დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, კვლავ გრძელდება საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა დაკავებების უსაფრთხოების მანკიერი სამსახურის პრაქტიკა. ოფიცრები, საოკუპაციო რეჟიმის ადმინისტრაციული და დე ფაქტო სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისთვის რეგულარულად აკავებენ სამოქალაქო პირებს. მსგავსი თვითნებური დაკავებები არღვევს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს. საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისას პირთა უსაფრთხოების საკითხებზე, სახალხო დამცველი 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც დეტალურად საუბრობს.1256 ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს, საოკუპაციო ხაზზე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 64 პირი (აქედან, 6 ქალი და 1 არასრულწლოვანი), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 პირი დააკავეს (აქედან, 1 ქალი და 2 არასრულწლოვანი).1257 განსაკუთრებით საგანგაშოა, საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის 12 წლით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა.1258 2020 წლის 11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა და უკანონოდ დააკავა.1259 სახალხო დამცველის შეფასებით, ზაზა გახელაძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის აშკარა მაგალითია ვაჟა გაფრინდაშვილის,1260 გენადი ბესტაევის,1261 ირაკლი ბებუას,1262 ზაზა გახელაძის,1263 1256 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 395. 1257 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2021 წლის 4 თებერვლის №SSG42100015800 წერილი. 1258 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37yPSYz>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. სახელმწიფო 1259 უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3kedW8j>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1260 ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა შეეფარდა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3k5MCZK>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. ზარდიაანთკართან დაკავებულ გენადი ბესტაევს პატიმრობა შეუფარდეს, ხელმისაწვდომია: 1261 <https://bit.ly/3qEdoLq>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1262 ირაკლი ბებუას 9 წელი მიუსაჯეს სეპარატისტული დროშის დაწვის გამო, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37wQ62G>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1263სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება. ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3bm8dt7>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 436 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რამაზ ბეღელურის,1264 მირიან თაზიაშვილის1265 და ხვიჩა მღებრიშვილის1266 შემთხვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საჯარო განცხადებაც გაავრცელა.1267 ერთ-ერთი საგანგაშო ფაქტია დე ფაქტო რეჟიმის მიერ ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქისთვის, ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.1268 გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუამ დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა დაწვა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები მას ასევე ედავებიან სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობას.1269 სახალხო დამცველი მიიჩნევს1270, რომ ირაკლი ბებუას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მის მიმართ ბრალი ხელოვნურად დაამძიმა. სახალხო დამცველის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბებუასთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათ გაუსაძლის პირობებში ჩაყენებას ისახავს მიზნად. ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, საქართველოს ხელისუფლებისთვის განხილვის საგანი უნდა გახდეს ყველა შესაძლო საერთაშორისო მოლაპარაკებებისას. საოკუპაციო რეჟიმის ჩადენილი მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას. ამასთანავე, გაეროს რეზოლუციით დამტკიცებული სახელმწიფო პასუხისმგებლობის პრინციპების თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლებებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან საერთაშორისო დაკავებული 1264 რამაზ ბეღელური ცხინვალშია გადაყვანილი, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3aAwQD1>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1265 მირიან თაზიაშვილს ცხინვალში 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს., ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3aDWzdX>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1266 ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qFFN3w>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის 6 თებერვლის განცხადება, ხელმისაწვდომია: 1267 <https://bit.ly/3aD5vjS >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1268 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 1 ოქტომბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39qTMnx >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1269 ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას საბრძოლო მასალის შენახვას ედავებიან, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2JM98JL>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1270 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 5 ოქტომბრის განცხადება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით. ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/2M8LsQJ>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 437 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სამართლის სუბიექტები. კერძოდ, დე ფაქტო ხელისუფლება, როგორც გარკვეული ტერიტორიისა და მოსახლეობის მაკონტროლებელი არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ვალდებულია პატივი სცეს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებებს, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისას.1271 26.3.2. არასათანადო მოპყრობა მოქალაქეთა უკანონო დაკავებებთან ერთად, სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ასევე საუბრობს1272 ოკუპირებული ტერიტორიების დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში პატიმართა ცემის, არასათანადო მოპყრობის1273 და წამების შესახებ. 2020 წლის 3 ივლისს, ოკუპირებულ აძვისთან, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.1274 მოგვიანებით, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ, მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად დასდეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და „წითელ წიგნში“ შეტანილი იშვიათი სახეობის ღამურების მოპოვების მცდელობა.1275 2020 წლის 25 სექტემბერს, 86-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ხვიჩა მღებრიშვილის მიმართ, ცხინვალის დროებით იზოლატორში ცემის, არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.1276 2020 წარმომადგენელს წლის 10 განუცხადა, ოქტომბერს, რომ 2020 მღებრიშვილმა წლის 3 ივლისს, სახალხო დამცველის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის აძვისის ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების დროს სცემეს, ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორში წაიყვანეს, სადაც იგი 12 დღე იმყოფებოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მასთან ყოველდღე მიდიოდნენ ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, თავზე ტომარას აცმევდნენ და უშიშროების განყოფილებაში მიჰყავდათ, სადაც მისი დაკითხვა ვიდეოჩაწერით მიმდინარეობდა. დაახლოებით 9-10-ჯერ ჩაწერეს. ამ პერიოდში მუდმივად სცემდნენ და ამცირებდნენ. მისი თქმით, მასთან მიჰქონდათ სხვადასხვა დანაშაულის აღიარების ტექსტი და აიძულებდნენ ხელი მოეწერა. ზეწოლის გამო ხვიჩა თანახმა იყო ნებისმიერი დანაშაული ეღიარებინა. ბოლოს 1271 Responsibility of States for Internationally Wrongful Acts, გაეროს გენერალური ასამბლეის 2001 წლის 12 დეკემბრის რეზოლუცია № A/RES/56/83, 28 იანვარი 2002, მუხლი 9. 1272 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020. 1273 სახალხო დამცველის 2019 წლის 25 ოქტომბრის განცხადება ცხინვალის დმი-ში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37P3SNj >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1274 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3rAB42L>[ბოლოს ნანახია 31.03.2021]. 1275 ცხინვალის სასამართლოში მიმდინარეობს ხვიჩა მღებრიშვილის საქმის განხილვა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3n8FHzH>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1276 ხვიჩა მღებრიშვილის 86-დღიანი პატიმრობა. ცხოვრება ცხინვალის ციხეში, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37VoVOk>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 438 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 „ღამურებით ვაჭრობის“ ტექსტი შეუტანეს. დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა სწორედ ეს აღიარება გაავრცელა ტელევიზიით. ოკუპირებული ცხინვალის ციხის გაუსაძლის პირობებს ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ 28 წლის ინალ ჯაბიევის ცემით გარდაცვალების ფაქტიც.1277 საქართველოს საალხო დამცველი ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას მაქსიმალურად მიეწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.1278 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ გაურკვეველი რჩება 2008 წლის ომის შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგული ხუთი ეთნიკურად ოსი პირის ადგილსამყოფელი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის საქმე, რომლებიც 2008 წლის აგვისტო-ოქტომბრის მონაკვეთში, სავარაუდოდ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუჩინარდნენ.1279 ეს საქმეები IPRM-ისა და ჟენევის დისკუსიების ფორმატში მუდმივად განიხილება. სახალხო დამცველი, წლებია, პროკურატურას მიმართავს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გაუჩინარებული პირების საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე.1280 მნიშვნელოვანია, მოქმედებების რომ დროს საგამოძიებო და მის ორგანოებმა შემდგომ 2008 წლის პერიოდში, აგვისტოს სავარაუდოდ საომარი ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების გამოძიება წარმართონ ეფექტიანად, შემჭიდროებულ ვადებში. 26.4. დოკუმენტაციისა და გადაადგილების თავისუფლების საკითხი 26.4.1. ჩაკეტილი გადასასვლელები როგორც უკვე აღინიშნა, დე ფაქტო ორგანოებისა და რუსეთის სასაზღვრო ძალების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი, ხელოვნური მიზეზების დასახელებით ზღუდავს ადგილობრივ მკვიდრთა გადაადგილებას, პერიოდულად კი, ე.წ. გამშვები პუნქტები სრულად იკეტება. 2019 წლის 4 სექტემბრიდან, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით დე ფაქტო ხელისუფლებამ სრულად ჩაკეტა1281 ე.წ. გამშვები პუნქტი, რომლითაც ყოველდღიურად 1277 ცხინვალში გავრცელებული ინფორმაციით, იზოლატორში ახალგაზრდა კაცი ცემით მოკლეს, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3qQh5OK>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1278 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 25 ოქტომბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2W7hYEl >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1279 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2015, 848. 1280 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020. 1281 ვითარება 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვა. 439 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 400-მდე ადამიანი სარგებლობდა.1282 შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა და იქ მცხოვრებთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 5-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, 2020 წლის 24 იანვარს, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. გამშვები პუნქტი 10 დღით გახსნა ახალგორის რაიონის იმ პენსიონერებისათვის1283, რომლებიც მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიას.1284 იღებენ თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამონაკლისი მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს შეეხო და ახალგორში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა კვლავ სრულ იზოლაციაში იმყოფება. ე.წ. საზღვარი წინა წლებშიც ჩაუკეტავთ, თუმცა წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, 2019-2020 წლის განმავლობაში ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ ბევრად მძიმე შედეგები გამოიწვია. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის ქართველები არიან. მოსარგებლეთა გახსნის უმრავლესობა, პირობებში ამ გალში მცხოვრები გადასასვლელით დაახლოებით 1400-1500 ადამიანი სარგებლობს. 1285 ეთნიკურად ყოველდღიურად 2020 წლის 14 მარტს დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ჩაკეტა. მას შემდეგ ხიდი რამდენიმეჯერ დე ფაქტო მთავრობამ ცალმხრივად გახსნა და დაკეტა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში 2020 წლის 30 მარტს გამოვლინდა.1286 დე ფაქტო ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მკაცრად შემზღუდავი ნორმები აამოქმედა.1287 აფხაზეთში შესვლა და აფხაზეთიდან გასვლა აეკრძალა ყველას, ენგურჰესის თანამშრომლების გარდა. მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ პოზიცია შეცვალა და ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით, ცალმხრივად სამჯერ გახსნა,1288 რაც გულისხმობდა მხოლოდ დაბრუნების შესაძლებლობას ოკუპირებულ რეგიონში. 1282 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 21 ოქტომბრის წერილი №SSG 6 20 00131318 1283ახალგორელი პენსიონერებისთვის ათი დღით გაიხსნა დაკეტილ ე.წ. გზა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/375GnAs>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1284 დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან საზღვარზე რეჟიმი შეარბილა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37QQYOP>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1285 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 21 ოქტომბრის წერილი №SSG 6 20 00131318. 1286 საგანგებო მდგომარეობა და პაციენტის გზა, ოკუპირებული აფხაზეთიდან,ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3408xLm>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. გალელებმა თვითიზოლაციას დე ფაქტო მთავრობის განკარგულებამდე მიმართეს. https://bit.ly/2Kg9mbC 1288 2020 წლის 26 მაისს, 22 ივნისს და 13 ივლისს, დე ფაქტო ხელისუფლებამ ცალმხრივად გახსნა ე.წ. გამშვები პუნქტი, რაც გულისხმობდა ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ დაბრუნების შესაძლებლობას. კერძოდ, 2020 წლის 17 ივლისამდე, საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროების გამო, მათ შორის, სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულებს ორკვირიან თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწიათ. 1287 440 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2020 წლის ნოემბრის ბოლოსთვის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, 8-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტი მხოლოდ პენსიონრებისთვის გახსნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, კვირაში სამჯერ, პენსიონერებს მხოლოდ ენგურის ხიდის ბოლომდე შეუძლიათ გადმოსვლა, სადაც მათ პენსიის გამცემი ბანკის ავტომობილი ელოდებათ.1289 2021 წლის მარტის მდგომარეობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ორმხრივად გახსნილია, თუმცა კვლავ გარკვეული შეზღუდვებით.1290 ამ ეტაპზე გადაადგილება მხოლოდ მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს და შშმ პირებს შეუძლიათ.1291 მიუხედავად იმისა, რომ ენგურის ხიდი გახსნილია, მკვიდრი მოსახლეობა საოკუპაციო ხაზის კვეთისგან თავს იკავებს, რადგან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისთანავე სავალდებულო 5დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.1292 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები, უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზეც. მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების უფლებით სარგებლობაზე, უსაფრთხოების, ცხოვრების სათანადო დონის, ოჯახური ცხოვრების უფლებასა და რელიგიის თავისუფლებაზე. დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, შესაძლოა, ეტაპობრივად დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები, რაც ეთნიკურ წმენდას გამოიწვევს. სახალხო დამცველმა, ე.წ. გადასასვლელების გაუქმებასთან დაკავშირებით არაერთი საჯარო განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მაქსიმალურად დაეცვა არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება. 1293 26.4.2. გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტები რაც შეეხება დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა ან დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული პასპორტები საქართველოს ან საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული 8-თვიანი 1289 ჩაკეტვის შემდეგ, ენგურის ხიდი პენსიონრებისთვის გაიხსნა, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3m7LcgV>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1290 ენგურის ხიდი გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ორმხრივად გაიხსნა, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3uCqvPM >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1291 ენგურის ხიდი, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ორმხრივად გაიხსნა,ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3shjEsZ >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1292 ენგურის ხიდი ჩვენთვის ჩაკეტილია, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3dwF1lR>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 1293 სახალხო დამცველის 2019 წლის 15 ნოემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: <http://bit.do/fygqb>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 441 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სამართლებრივი დოკუმენტები არ არის, მათი ფლობა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ძირითადი უფლებებით სარგებლობას უკავშირდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, სახალხო დამცველი 2019 წლის ანგარიშშიც დეტალურად საუბრობდა.1294 გასულ წელს და ამ ეტაპზე, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი დოკუმენტებით: 1) ე.წ. ფორმა №9; 2) დე ფაქტო (ახალი) პასპორტი1295; 3) ე.წ. ბინადრობის მოწმობა; 4) 14 წლამდე პირებისთვის - დაბადების მოწმობა; 5) გადაადგილება ასევე დასაშვებია ქართული პასპორტით იმ პირებისათვის, რომელთაც აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა (ე.წ. ვიზა). გალის რაიონის მოსახლეობაში, ე.წ. აფხაზური პასპორტის და ე.წ. ბინადრობის მოწმობის სრული რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, 2019 წელს 13 400-ზე მეტმა გალის მცხოვრებმა გააკეთა განაცხადი ე.წ. „ბინადრობის მოწმობის“ მისაღებად. მათგან, 6 000-მდე განაცხადი დაკმაყოფილდა. რაც შეეხება 2020 წელს, კონკრეტულად გალის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა, მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთში, გაკეთდა 27 230 განაცხადი და გაიცა 19 500-ზე მეტი ე.წ. ბინადრობის მოწმობა.1296 რაც შეეხება დე ფაქტო პასპორტს, 2019 წელს ოკუპირებულ გალში გაიცა 372 ე.წ. „აფხაზური პასპორტი“, ხოლო 2020 წლის განვლილ თვეებში - 700 ერთეულზე მეტი.1297 რაც შეეხება ახალგორის რაიონში დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, 2019 წლის 29 მარტიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. პასპორტების მეშვეობით გადაადგილება აკრძალეს. დე ფაქტო ადმინისტრაციისთვის, ახალგორის მცხოვრებთა მიერ ე.წ. „პასპორტის“ აღების მიზნით მიმართვიანობის შესახებ, დაზუსტებული ინფორმაცია წლების მიხედვით არ არსებობს. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ახალგორში მცხოვრები 600-მდე მოსახლიდან უმრავლესობას 2019-2020 წლებში დე ფაქტო ადმინისტრაციამ გადასცა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პასპორტი“.1298 ე.წ. „გამშვებ პუნქტზე“ გადასაადგილებლად, აუცილებელია „საშვი“, რომელსაც დე ფაქტო ცხინვალის უშიშროების სამსახური გასცემს. პროცედურის თანახმად, დაინტერესებული პირი აკეთებს მიმართვას, სადაც ასაბუთებს ამ „დოკუმენტის“ საჭიროებას. რეალურად ეს ე.წ. „საშვები“ გაიცემა გარკვეული ოდენობის თანხის ქრთამის სახით გადახდის შედეგად, 1294 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 397. 1295 ძველი დე ფაქტო პასპორტები ჩამოერთვათ 2014 წელს. 1296 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის 27 ოქტომბრის №1310 წერილი. 1297 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის 27 ოქტომბრის №1310 წერილი. 1298 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის 27 ოქტომბრის №1310 წერილი. 442 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რომელსაც ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივი 1299 მცხოვრებლებისაგან ითხოვენ. სამწუხაროდ, მსგავს სიტუაციაში არიან კოდორის ხეობაში მცხოვრები პირებიც. გადაადგილება მათ მხოლოდ სპეციალური საშვით შეუძლიათ, რომელიც 2 კვირის ვადით გაიცემა, ადგილზე დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.1300 26.5. განათლების უფლება განათლების უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა. ის განმტკიცებულია როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებებში. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი ვრცლად საუბრობს განათლების უფლებაზე და მის მიზნებზე, რომლის მიხედვითაც, განათლება მიმართული უნდა იყოს „ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისკენ“ და „განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას“.1301 დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განათლების მიღება საკუთარი ენის დამწერლობაზე დაუბრკოლებლად სწავლის შესაძლებლობასაც მოიცავს.1302 განათლების უფლების რეალიზება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება. ეს უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნაზე, ისე განათლების ხარისხზე. მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი, წლებია, თავის ყოველწლიურ ანგარიშებში დეტალურად საუბრობს.1303 წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც გამოვლინდა დე ფაქტო ცხინვალის უშიშროების კომიტეტის მიერ აბიტურიენტების დაშინების ფაქტები.1304 ამ საკითხთან 1299 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის 27 ოქტომბრის №1310 წერილი. 1300 ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2021. 1301 გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, მუხლი 13(1). 1302 საქმეში, კატანი და სხვები მოლდოვას და რუსეთის წინააღმდეგ (პარაგრაფი 144), სასამართლომ მიიჩნია, რომ დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ენის პოლიტიკა, ამ რეგიონში მცხოვრები მოლდოველი თემის ენისა და კულტურის რუსიფიკაციას ისახავდა მიზნად, რაც არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და დე ფაქტო მთავრობის ქმედებებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას წარმოშობდა, რადგან ამ უკანასკნელს კონტროლს სწორედ რუსეთის ფედერაცია უწევდა. 1303 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, 402. 1304 კაგებეს ზეწოლა ახალგორელ აბიტურიენტებზე, რეგიონის დეპოპულაციის მცდელობა, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2NM2lkT >[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. 443 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა საჯარო განცხადებაც გაავრცელა.1305 სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. კვლავ გრძელდება ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევა, სკოლის მოსწავლეებსა თუ პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. 2020-2021 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში ფუნქციონირებს 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა. სკოლებში 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, ირიცხება 3828 მოსწავლე.1306 მათი რიცხვი 2019-2020 სასწავლო წლის მონაცემებით იყო 3861.1307 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 960 მასწავლებელი და ტექნიკური პერსონალი.1308 საბავშვო ბაღებში ირიცხება 557 აღსაზრდელი.1309 მოსწავლეთა რაოდენობა გალის რაიონის სკოლებში 4428 4363 4267 4095 3828 2015-2016 2016-2017 2017-2018 2018-2019 2020-2021 მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ოკუპირებული გალის რეგიონში, პანდემიის პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ონლაინ სწავლება. ჩატარებულმა გამოკითხვამ1310 დაადგინა, რომ სკოლის 3861 მოსწავლიდან ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომა ჰქონდა მხოლოდ 1648 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 24 იანვრის განცხადება, ხელმისაწვდომია: 1305 <https://bit.ly/2ZD1CoD>[ბოლოს ნანახია 30.03.2021]. გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 2021 1306 წლის იანვარი. 1307 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020. 1308 მათ შორის: მასწავლებელი - 773, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი - 187. აქედან 28 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში - 913 მასწავლებელი და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი; 2 საჯარო სკოლაში - 40 პედაგოგი, 7 - ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი. 1309 გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 2021 წლის იანვარი. 1310 2020 წლის აპრილში, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა დაედგინა, რამდენად ხელმისაწვდომი იყო გალში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ინტერნეტი, ასევე, რამდენ მათგანს ჰქონდა კომპიუტერი. 444 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მოსწავლეს. ამ 1648 მოსწავლიდან გაკვეთილები დისტანციურად ჩაუტარდა მხოლოდ 873 -ს, რადგან დანარჩენ 775 მოსწავლეს, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ ჰქონდა ინტერნეტპაკეტის ხშირად შეძენის საშუალება.1311 რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, 2020 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის ქართულ სკოლებში, ჯამურად 63 მოსწავლე ირიცხება და 121 პედაგოგია დასაქმებული. ამჟამად იქ 7 სკოლა ფუნქციონირებს. აქედან, 6 სკოლაში ისწავლება ქართულად და ისიც მხოლოდ მე-7-დან მე-11 კლასამდე. დანარჩენ შემთხვევებში, ქართულ ენას კვირაში მხოლოდ ხუთი საათი ეთმობა. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა სკოლაში განათლების მიღება მხოლოდ რუსულ ენაზე დაიშვება.1312 მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ახალგორის ქართულ სკოლებში 118 105 2015-2016 98 2016-2017 85 2017-2018 63 2018-2019 2020-2021 მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება ახალგორის სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა. 2020 სასწავლო წელს, ახალგორის შვიდი სკოლიდან, ოთხ სკოლას (ბალაანი, კორინთა, ახმაჯავი, ზემო ბოლო) საერთოდ არ ჰყავდა პირველკლასელი. ოკუპირებულ ახალგორში განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სახალხო დამცველი, წლებია, თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს.1313 სკოლის დასახელება/მოსწავლეთ I ა რაოდენობა კლასების მიხედვით II III IV V VI VII VIII IX X XI სულ ახალგორის ქართული 2 4 1 2 7 1 5 1 5 9 37 0 1311 გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, 2021 წლის იანვარი. 1312 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მოწოდებული ინფორმაცია, თებერვალი 2021 წელი. 1313 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020. 445 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ახალგორის რუსული 11 10 4 4 7 6 6 6 3 6 3 66 იკოთი 1 2 1 2 1 1 2 1 1 1 2 15 ბალაანი 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 1 3 კორინთა 0 0 0 0 0 1 0 0 1 0 0 2 ახმაჯი (საბაზო) 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 1 ზემო ბოლო (საბაზო) 0 0 0 1 1 0 1 1 1 0 0 5 სულ 12 14 9 8 11 16 10 14 8 12 15 129 რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმაღლესს განათლებას, საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე1314 ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2020 წელს, ოკუპირებული აფხაზეთიდან 2462 და ცხინვალის რეგიონიდან 145 აბიტურიენტი ჩაირიცხა (აქედან 12 ახალგორიდან). 484 აპლიკანტი ჩაირიცხა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათგან 173 - კერძო, ხოლო 311 - საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში.1315 ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ აბიტურიენტთაგან 2020 წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, გამოცდების ქულების შესაბამისად, მოიპოვა 448 სტუდენტმა.1316 კვლავ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების აღიარება. დე ფაქტო ხელისუფლებები მათ არ აღიარებენ. შესაბამისად, ახალგაზრდებს უჭირთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაქმება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ისინი დამკვიდრებას თბილისში ან სხვა ქალაქში ცდილობენ, რაც ოჯახების ხელოვნურად გაყოფას იწვევს. 2020 წლის 7 ივლისი №77 ბრძანებით დამტკიცდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუვლელად ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად: ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ. 1315 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 10 1314 თებერვლის №Mes 1 21 0000085550 წერილი. 1316 იქვე. 446 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 26.6. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა 2020 წელი, საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის. კოვიდ პანდემიამ დამატებითი ბარიერები შექმნა ბაზისურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობის არეალი, პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე, შეჩერდა მშენებლობა, ვაჭრობა, ტურიზმი, რამაც საგრძნობლად გააუარესა მათი ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობას არანაირი სახის დახმარება არ მიუღია. საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იყო ვირუსის პრევენციისა და არსებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. მაგალითად, ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო გალში სამედიცინო პუნქტები და სკოლა იყო. მისი დახურვის შედეგად კი, ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდნენ.1317 წინა წლების მსგავსად, კვლავ გამოწვევად რჩება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება. მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2016 წელს აბორტის სრულ აკრძალვას დაუჭირა მხარი, ამჟამად მოქმედი ე.წ. კანონი „ჯანდაცვის შესახებ“, არ ითვალისწინებს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას სამედიცინო ჩვენების არსებობის შემთხვევაშიც კი. აღნიშნულ გამოწვევებზე სახალხო დამცველი 2019 წლის ანგარიშში დეტალურად საუბრობს.1318 ქალებისთვის პრობლემური საკითხია კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობაც. შესაბამისად, კვლავ მიმართავენ სხვადასხვა აკრძალულ ხერხს, აბორტის სერვისის მისაღებად. პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია სამშობიარო სახლებზე წვდომის მიმართულებითაც. ქალებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიეღოთ ეს სერვისი.1319 2020 წელს COVID 19-ით გამოწვეულმა სოციალურმა იზოლაციამ, ასევე გაზარდა გენდერული ნიშნით ძალადობა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აღნიშნავს1320, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა იმატა, თუმცა ეს არ ასახულა გაზრდილ მიმართვიანობაში, რადგან დე ფაქტო სამართალდამცავი უწყება ამ პრობლემისადმი მგრძნობიარე არ არის, ხოლო ადგილზე არ მუშაობენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, 1317 ჩაღრმავებული ინტერვიუ გალში მცხოვრებ ქალებთან. 19.01.2021. 1318 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020. 1319 სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამშობიარო გართულებების შემთხვევების დროს, გამოვლინდა 1 შემთხვევა, როდესაც ახალშობილს ჟანგბადი დასჭირდა და ის ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს მშობლის გარეშე. 1320 ჩაღრმავებული ინტერვიუ ცხინვალში მცხოვრებ ქალებთან, 27.01.2021. 447 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რომელთა საქმიანობაც სიტუაციას შედარებით ამსუბუქებს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. სახალხო დამცველისადმი მოწოდებული ინფორმაციით1321, პანდემიის პერიოდში საგრძნობლად იმატა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები პირების მხრიდან, გალში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე მოქმედ ცხელ ხაზზე მიმართვიანობამ. აღსანიშნავია, რომ რეგიონში მდებარე კრიზისულ ცენტრებში შესაძლებელია მხოლოდ დღის სერვისებით სარგებლობა, რაც გულისხმობს იურისტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციებს.1322 განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების საჭიროება. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს:  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, რათა საოკუპაციო რეჟიმებმა, დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით;  აწარმოოს მოლაპარაკებები, ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:  გაზარდოს არაფორმალური განათლების პროექტების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონორებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით;  გაგრძელდეს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში ოკუპირებული ახალგაზრდებისათვის; ტერიტორიიდან სტუდენტებს, მონაწილე საგანმანათლებლო ბავშვებისა და დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შეეთავაზოთ ქართული ენის სასწავლო პროგრამები;  შემუშავდეს სტიპენდიის ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა სტუდენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რათა გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათ შეძლონ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება;  გაგრძელდეს ახალი სტუდენტური საცხოვრებლების აშენება, ხოლო იქამდე გამოიყოს უკვე არსებულ საცხოვრებლებში შესაბამისი კვოტა სტუდენტებისათვის, ოკუპირებული ტერიტორიიდან. 1321 ჩაღრმავებული ინტერვიუ გალში მცხოვრებ ქალებთან, 19,01.2021 1322 ჩაღრმავებული ინტერვიუ გალში მცხოვრებ ქალებთან. 19.01.2021. 448 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:  აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში, და განსაკუთრებით, გალის რაიონში სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების ხელშესაწყობად;  საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, შეიმუშაოს გარკვეული პროექტები, რომლის მიზანიც იქნება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვის შედეგად იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შემსუბუქება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  განახლდეს ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელიც 2017 წლამდე ფინანსდებოდა;  პაციენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. გადაიხედოს რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო და შემთხვევების განიხილოს უმოკლეს ვადაში;  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან, ასევე გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის. 449 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 27. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა 27.1. შესავალი 2020 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 288 146 დევნილი პირი და 91 023 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათი უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ გაუმჯობესებულა. გასული პერიოდის აქტუალური პრობლემების გარდა, დამატებითი გამოწვევებიც გამოიკვეთა. მიმდინარე წლისთვის სახელმწიფოს 42 370 ოჯახი ჰყავს განსახლებული, ხოლო 40 131 ოჯახს დადგენილი წესით შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით და განსახლების მოლოდინშია.1323 საანგარიშო წელს 1 977 დევნილი ოჯახი უზრუნველყვეს გრძელვადიანი საცხოვრებლით.1324 განსახლებასთან დაკავშირებული დაუსაბუთებელი სამწუხაროდ, არ შეცვლილა გადაწყვეტილებების პრაქტიკა. დამატებით, გამოიკვეთა ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში სულადობის მიხედვით განსახლების არასათანადო დაგეგმვა და გარკვეული განსახლების პროგრამების განხორციელების გაჭიანურებაც. დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა იქონია პანდემიამაც, რამაც დევნილთა სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. 27.2.დევნილთა გრძელვადიანი განსახლება დევნილთა გრძელვადიანი განსახლება რამდენიმე პროგრამის მეშვეობით, ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში, კერძო საცხოვრებლის შესყიდვის - ე. წ. „სოფლად სახლის“, ვეტერანი დევნილების განსახლების, დევნილთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებლების მშენებლობითა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების პროექტების მეშვეობით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ვეტერან დევნილთა განსახლების ცალკე პროგრამა თითქმის 2 წელია არსებობს, ამ პროგრამის ფარგლებში 2019-2020 წლებში ოჯახები არ განსახლებულან. მართალია, ამ პროგრამაში ჩართვის მიზნით, განაცხადი 1 301 ვეტერან დევნილთა ოჯახმა გააკეთა1325 და განსახლების მოლოდინიც აქვთ, თუმცა ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში რეგისტრირებული განაცხადების განხილვა 2021 წელს გაგრძელდება. ეს ცალსახად უნდა შეფასდეს ვეტერან 1323 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 12 თებერვლის №03/2073 წერილი. 1324 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №03/3334 წერილი. 1325 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 12 თებერვლის №03/2073 წერილი. 450 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დევნილთა განსახლების პროგრამის გაჭიანურებად, რაც მოლოდინის რეჟიმში მყოფ დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 2020 წლის განმავლობაში, ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა - გორსა და ხაშურში განსახლდა 72 ოჯახი, თბილისში - 255, წყალტუბოში - 140, ქუთაისში - 274, ხოლო ზუგდიდში - 360 ოჯახი.1326 განსახლებებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, კონკრეტულ ქალაქში გრძელვადიან განსახლებამდე, სულადობის მიხედვით არსებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მართალია, სააგენტომ წერილობითი კომუნიკაციის დროს აპარატს აცნობა, რომ განსახლების დაგეგმვისას ითვალისწინებს ამ მოთხოვნას,1327 თუმცა პრაქტიკა საპირისპიროზე მიუთითებს. მაგალითად, საანგარიშო პერიოდში, თბილისში განხორციელებული გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში, 3-4 სულადობის მქონე ოჯახებისათვის განკუთვნილი ბინა არ განაწილებულა. მაშინ, როდესაც აპარატში წარმოდგენილი განცხადებებიდან დიდი ნაწილი სწორედ ამგვარი ბინებით უზრუნველყოფის მოთხოვნას შეეხებოდა. თავის მხრივ, სააგენტომ აპარატს ვერ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთელ ტერიტორიასა და, მათ შორის, კონკრეტულ რაიონებში სულადობის არარსებობის მიხედვით არსებული პირობებში, კი მოთხოვნის დევნილი შესახებ. ოჯახების ამგვარი ინფორმაციის ინტერესები, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი დარჩეს და გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამართლიანად ვერ დაიგეგმოს. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების დაწყებამდე, აუცილებელია, გამოვლინდეს რა საჭიროებებია ამა თუ იმ რეგიონში და დევნილი ოჯახების განსასახლებლად ბინების შეძენისას, უწყებამ მხედველობაში მიიღოს სწორედ ეს საჭიროებები. 27.3.სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლება 2020 წელს, გასული წლებისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტი - 96 შენობა და მათში მცხოვრები 711 ოჯახი განსახლდა, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს. თუმცა, გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, კვლავაც რჩება გამოწვევები. კერძოდ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მაღალია. ამჟამად ექსპერტიზის საფუძველზე შეფასებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი 90 ობიექტიდან, 71 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის 1326სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 12 თებერვლის №03/2073 წერილი. 1327 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №03/3334 წერილი. 451 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მომეტებული საფრთხის შემცველია. დანარჩენი 19 ობიექტი კი, დევნილთათვის კერძო საკუთრებაშია გადაცემული1328 და სააგენტო მათ მდგომარეობას აღარ ამოწმებს. თავის მხრივ, შენობების მდგრადობის საექსპერტო შეფასება კვლავაც დევნილთა მიმართვიანობის საფუძველზე ხდება და არ ატარებს პროაქტიულ ხასიათს. საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 35 ობიექტის მდგრადობა დევნილთა განცხადების საფუძველზე შემოწმდა. ვინაიდან, ერთ-ერთი გამოწვევა ე. წ. ნგრევადი შენობების ზუსტი მონაცემების არარსებობაა, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საექსპერტო შეფასებების ინტენსიურად და პროაქტიულად ჩატარების საჭიროებაზე, რაც შესაძლებელს გახდის მათი ზუსტი რაოდენობის დადგენას. ზუსტი მონაცემების უქონლობის პირობებში, სიცოცხლისა და მომეტებული საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის მიღმა რჩება, ვერ ხერხდება მათი საჭიროებების დროული გამოვლენა და განსახლება. ამდენად, მნიშვნელოვანია გაფართოვდეს საექსპერტო შეფასების გზით შესამოწმებელი შენობების რაოდენობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ინდივიდუალური საქმეების შესწავლისას ასევე გამოიკვეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ხარვეზები. იმის გამო, რომ ამ დრომდე არ არსებობს დევნილი ოჯახების ე.წ. ნგრევად შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი გაწერილი კრიტერიუმები/პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახს განსახლებაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი. ამდენად, ისევ სახეზეა დევნილთა განსახლების მარეგულირებელ შესაბამის აქტში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების წესის გაწერის საჭიროება, რაც შენობაში მონიტორინგის ჩატარებასა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად ყველა აუცილებელ პროცედურას განსაზღვრავს. 27.4. ახალი კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილებისთვის, ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია ჰიგიენის დაცვაა (ხელების ხშირი დაბანა წყლითა და საპნით). ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით,1329 დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების ნაწილში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმართაობის/ხელმისაწვდომობის პრობლემებია. გარდა ამისა, დევნილთა ნაწილს საერთო სველი წერტილებით უწევს სარგებლობა, კერძოდ, დევნილებს ზოგიერთ შემთხვევაში არ მიეწოდებათ 1328სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა წყალი, ხოლო ზოგიერთ განსახლების ობიექტში და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 თებერვლის №03/1578 წერილი. 1329 აპარატში მოქალაქეთა მომართვიანობისა და სხვადასხვა დროს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. 452 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გაუმართავი/ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემაა.1330 ასეთ ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაიცვან ახალი კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების თავიდან აცილებისთვის გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, ვინაიდან მათ არ მიუწვდებათ ან/და ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ჰიგიენის დასაცავ (ხელების ხშირი დაბანა) აუცილებელ საშუალებებზე. რისკს ზრდის საერთო სველი წერტილებით სარგებლობაც. დევნილთა მომართვიანობის შედეგად, დამატებით გამოიკვეთა სოციალური პრობლემებიც. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარკვეული ოდენობის დანახარჯებზე სამი თვის განმავლობაში სუბსიდირება განახორციელა.1331 493 დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტი1332 კი, სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული (ზოგიერთ შენობაში გაზიფიცირება უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო არ მომხდარა, ზოგიერთი კი არ არის განკუთვნილი დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის). ასეთ შემთხვევაში ოჯახები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და დანახარჯმა დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა, რის გამოც მათ ვერ ისარგებლეს სახელმწიფოს დახმარებით. კიდევ ერთი პრობლემაა - შემოსავლის დაკარგვა. პანდემიის მასშტაბური გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა დაკარგა სამსახური და, შესაბამისად, შემოსავალიც, მათ შორის იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირებიც. დევნილთა ინფორმაციით, რადგანაც მათი უმეტესობა არაფორმალურად იყო დასაქმებული და არ ჰქონიათ სტაბილური სამსახური, ვერ შეძლეს დასაქმების ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, საამისოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარების მიღმა აღმოჩნდნენ, რამაც, ცხადია, ისედაც სოციალურად შეჭირვებული - მოწყვლადი დევნილი ოჯახების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. რეკომენდაციები სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს:   2021 წელს განხორციელდეს ვეტერან დევნილთა განსახლების პროგრამა; აღირიცხოს დევნილთა განსახლების ისეთი ობიექტები, რომლებთან დაკავშირებითაც არ არსებობს საექსპერტო შეფასება, მაგრამ მათი მდგრადობა, 1330 მაგალითად, ქ. წყალტუბო, ყოფილი სანატორიუმი „თბილისი“, ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“, ქ. თეთრიწყარო, დევნილთა კომპაქტური ჩასახლება, ფარნავაზის ქ. № 5 და ა. შ. 1331 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის № 220 დადგენილება და 2020 წლის 30 ოქტომბრის № 655 დადგენილება. 1332 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 მაისის № 03/7003 წერილი. 453 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს მობინადრეთათვის და შემოწმდეს ისინი საექსპერტო შეფასების გზით;  2021 წელს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან, გრძელვადიანად განსახლდეს არანაკლებ 450 დევნილი ოჯახი;  ქირით უზრუნველყონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კოლექტიურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთა გრძელვადიანი განსახლებაც სათანადო რესურსის არარსებობის გამო მიმდინარე წელს ვერ მოხერხდება;  აღრიცხონ დევნილები, რომლებმაც ახალი კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დაკარგეს შემოსავალი, ვერ ისარგებლეს სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული კომპენსაციით, და ეს პირები ჩართონ სააგენტოს თვითდასაქმების პროგრამებში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  შევიდეს ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს №320 ბრძანებაში და გაიწეროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების შესაბამისი წესი, რომელიც განსაზღვრავს მონიტორინგის ჩატარებასა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურას. 454 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 28. ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა 28.1. შესავალი 2020 წელს ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ძირითად გამოწვევას განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირე და ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების ნაკლებობა წარმოადგენს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, უმეტესწილად, დამდგარი შედეგების მიხედვით რეაგირებენ და მათ მიერ გაწეული სამუშაო პრევენციულ ხასიათს არ ატარებს. ამასთან, მუნიციპალიტეტები სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ აცნობებენ გეოლოგიური პროცესების თავიდან ასარიდებლად მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. 28.2. ეკომიგრანტთა განსახლება სამწუხაროდ, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ეკომიგრანტი ოჯახების რიცხვი. 2020 წლის ბოლოს მონაცემებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მონაცემთა ბაზაში 6 749 ეკომიგრანტი ოჯახია რეგისტრირებული, მაშინ როდესაც 2017 წელს 5 009 ეკომიგრანტი ოჯახი იყო, 2018 წელს - 5 457, ხოლო 2019 წელს - 6 187 ოჯახი. საანგარიშო წლის ბოლოსთვის კი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საცხოვრებლით 1333 უზრუნველყოფილია 2 391 ოჯახი. თუმცა 2020 წელს სახელმწიფომ კიდევ უფრო ნაკლებ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა საცხოვრებელი სახლი, ვიდრე 2019 წელს.1334 საანგარიშო პერიოდში განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება 482 ოჯახთან დაკავშირებით მიიღეს, მაგრამ მხოლოდ 270 საცხოვრებლის შესყიდვა მოხერხდა.1335 მზარდი ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობის გათვალისწინებით, და უსაფრთხო ადგილას მათი დროული განსახლებისთვის, მნიშვნელოვანია იმ პრობლემების გამოვლენა, რამაც გააჭიანურა დანარჩენი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის შესყიდვის პროცედურები. ამასთანავე, უფრო მეტი ოჯახისთვის რომ მოხერხდეს საფრთხის თავიდან არიდება, მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლის შესაძენად არსებული ფინანსური რესურსიც გაიზარდოს. პრობლემურია, რომ 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტების ნაწილს დღემდე არ გადასცემია საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 1333სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 თებერვლის №03/1610 წერილი და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 4 თებერვლის №21/229 წერილი. 1334 2019 წელს 281 ოჯახი განსახლდა. 1335 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 თებერვლის №03/1610 წერილის მიხედვით, მიღებულია 422 დადებითი გადაწყვეტილება და შეძენილია 210 საცხოვრებელი სახლი. ხოლო აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 3 თებერვლის №05/383 წერილის მიხედვით, შეძენილია 60 საცხოვრებელი სახლი. 455 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სხვადასხვა რეგიონში განსახლებული 1062 ოჯახიდან1336 მხოლოდ 7571337 ოჯახს აქვს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცემული, დანარჩენები კი განსახლების შემდეგ, სარგებლობაში არსებული ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემის მოლოდინში არიან. ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოში მცხოვრები ოჯახების რაოდენობაც, 2019 წელს 219 ოჯახზე გაიცა დასკვნა მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრების შესახებ, 2020 წელს, მსგავსი შეფასება გაიცა 357 ოჯახზე,1338 რაც 2019 წელთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში კი მხოლოდ 50 ასეთი ოჯახი განასახლეს. მომეტებული საფრთხის ქვეშ მცხოვრები ოჯახების რაოდენობის ზრდის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია, განსახლებული ოჯახების რიცხვიც გაიზარდოს. 28.3. ეკომიგრაციის პრევენცია წინა წლების მსგავსად, გამოწვევები რჩება ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივმა თვითმმართველობებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ეკომიგრაციის პრევენციაზე და არა მხოლოდ შედეგების ლიკვიდაციაზე, რაც წლებია უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეკომიგრაციის პრევენცია კვლავაც გამოწვევად რჩება, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას პრევენციული ღონისძიებების უდიდეს მნიშვნელობაზე, რომელთა გატარების შემთხვევაში, შესაძლოა, მოხერხდეს ოჯახის განსახლების, ან ისეთი ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილება, როგორიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციის გაანალიზების სოფელ ჯოჭის შედეგად შემთხვევა1339 იკვეთება, იყო. რომ მოპოვებული ადგილობრივი თვითმმართველობების უმრავლესობა არ ზრუნავს ეკომიგრაციის პრევენციაზე და მხოლოდ ზიანის ასანაზღაურებლად უსაფრთხოების დადგომის შემდეგ გატარებული რეაგირებს. ღონისძიებები უზრუნველსაყოფად. კერძოდ, ზოგიერთ არ შემთხვევაში ზიანის საკმარისი ოჯახის არის ზიანის გამომწვევი მიზეზის აღმოუფხვრელად, მხოლოდ საცხოვრებელი სახლის გამაგრება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს და, შესაძლოა, შენობა-ნაგებობა ისევ დაზიანდეს.1340 ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საჭირო ღონისძიებები მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შესაჩერებლადაც გატარდეს, რათა ზიანის გამოსასწორებლად 1336 სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2014, 620. 1337 2016 წელს - 311 ოჯახს, 2017 წელს - 101 ოჯახს, 2018 წელს - 117 ოჯახს, 2019 წელს - 20 ოჯახს, 2020 წელს - 111 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 9 თებერვლის №03/1610 წერილი. 1338 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 იანვრის №21/119 წერილი. 1339 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3bMIvj1> [ბოლოს ნანახია 15.03.2021]. 1340 მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახს დახმარება გაეწია მხოლოდ სახლის გასამაგრებლად, თუმცა მეწყრული პროცესების შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებიათ. საბოლოო ჯამში, ოჯახთან დაკავშირებით, განსახლების საჭიროებაზე გაიცა დასკვნა. 456 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 გაწეულ ძალისხმევას არ ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი და შედეგი გათვლილი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაზე. მუნიციპალიტეტების ნაწილს ბიუჯეტში 1341 პრევენციის მიმართულებით სახსრები, საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული მიუხედავად იმისა, რომ მათ ტერიტორიაზე1342 ცხოვრობენ ისეთი ოჯახები, ვის მიმართაც, გეოლოგიური პროცესების შესაჩერებლად, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული რეკომენდაციები გასცა. საქართველოს სახალხო დამცველს ღონისძიებების სათანადო არაერთხელ გაუმახვილებია მნიშვნელობაზე. ღონისძიებების ფინანსური მუნიციპალიტეტები რესურსის ფლობდნენ არსებობა. ამ ყურადღება პრევენციული გასატარებლად კი აუცილებელია კუთხით, ინფორმაციას მნიშვნელოვანია, პრევენციული რომ ღონისძიებების გასატარებლად საჭირო ფინანსების რაოდენობის შესახებ, რათა შემდგომში მოახერხონ მათი მობილიზება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ნაწილს ამგვარი ინფორმაცია არ აქვს დამუშავებული.1343 ინფორმაციის არარსებობის პირობებში კი, ვერ იგეგმება და, შესაბამისად, არ ტარდება საჭირო ღონისძიებები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგი მუნიციპალიტეტი1344 არსებული ფინანსების ფარგლებში ახორციელებს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს. თუმცა, სააგენტოს ინფორმირებას გატარებული ღონისძიებების თაობაზე, არ აქვს სისტემური ხასიათი. შესაბამისად, პრევენციის სახით სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე ერთიანი სისტემატიზებული მონაცემების შესაგროვებლად, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციის გამცემ ორგანოს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰქონდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ. ეს შესაძლებელს გახდის, დაინერგოს უკუგების პრინციპი და სააგენტო ინფორმირებული იყოს გაწეული სამუშაოების შედეგად მოვლენების სავარაუდო განვითარებისა და დამატებით კვლევის ჩატარების საჭიროების შესახებ.1345 რეკომენდაციები სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს:  2021 წელს დასრულდეს 2004-2012 წლებში განსახლებული 305 ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი; 1341 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია. 1342 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია. 1343 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია. 1344 ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია. მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის დაკავშირებითაც გატარდა გარკვეული 1345 სოფელ პრევენციული დიმის საჯარო ღონისძიებები სკოლაზე, რომელთან მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, ინფორმაციას არ ფლობდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. 457 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების შედეგად, გამოვლინდეს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხის მინიმუმ 30 % მოხმარდეს ასეთი ოჯახების განსახლებას. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეწოდოს ინფორმაცია ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ;  გამოითვალოს გასატარებელი ეკომიგრაციის პრევენციული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის, ქარელის, გურჯაანის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, წალენჯიხის, შუახევის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებს:  ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, გაითვალისწინონ შესაბამისი ფინანსების მობილიზება. 458 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 29. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში 29.1. შესავალი სახალხო დამცველის აპარატი 2020 წელს, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, აქტიურად განაგრძობდა საერთაშორისო დაცვის მუშაობას მქონე მიგრანტთა, პირთა თავშესაფრის უფლებრივი მაძიებელთა მდგომარეობის და შესწავლის მიმართულებით. თუმცა ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების შესაბამისად, მთავრობის მიერ დაწესებული ზომების გათვალისწინებით, შეზღუდული იყო დაგეგმილი მონიტორინგისა და ღონისძიებების ჩატარება. პანდემიის გამო საფრთხე შეექმნა ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მიუხედავად მოქალაქეობრივი კუთვნილებისა და მიგრაციული სტატუსისა, მაგრამ მან განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა გავრცელებამდეც მოწყვლად იმ ჯგუფებზე, მდგომარეობაში რომლებიც იმყოფებოდნენ. კორონავირუსის ამ კატეგორიას განეკუთვნებიან თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, არალეგალური ან უდოკუმენტო მიგრანტები და არაფორმალურად დასაქმებული მიგრანტი მუშაკები. სწორედ ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მისი მართვის პოლიტიკის დოკუმენტებში, აგრეთვე, ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში გაითვალისწინოს უცხოელთა ინტერესები, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. 29.2. სოციალურ-ეკონომიკურ მხარდამჭერ პროგრამებში ჩართულობა 2020 წლის მაისში ხელისუფლების მიერ ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროგრამების ადრესატები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, მოქალაქეობის არმქონე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის, აგრეთვე მუდმივი ბინადრობის მქონე პირებიც იყვნენ.1346 პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებდა სახელფასო ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთა ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას.1347 საგულისხმოა, რომ ამ გასაცემლის ბენეფიციარები არ იყვნენ საქართველოში შრომითი ბინადრობის მქონე უცხოელი პირები, მაშინ როდესაც, „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის“ მიხედვით, 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საწარმოთა 8%-ს (3,989 საწარმო) ჯამში 41,359 უცხო 1346 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. 1347 იქვე, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 459 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ქვეყნის მოქალაქე ჰყავდა დასაქმებული, რაც მთლიანი დასაქმების 5%-ია.1348 ამასთან, 20152018 წლებში უცხოელებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების 40,7% შრომითი ბინადრობის ნებართვები იყო.1349 არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შრომითი ბინადრობის მქონე უცხოელ პირებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში პოზიტიური ფინანსური წვლილი შეჰქონდათ. შესაბამისად, მათი სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებიდან სრული გამორიცხვა, მით უფრო ზემოთ განხილული მიზნობრივი სარგებლის მიღმა დატოვება, გაუმართლებელია და მათ სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. კოვიდ-19 და გადაადგილებული პირების შესახებ გაეროს მცირე პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ეკონომიკის განახლება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კურსის შენარჩუნება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის პროგრამებში მიგრანტ მუშაკთა ინკლუზიით არის შესაძლებელი.1350 მორიგი მნიშვნელოვანი გამოწვევაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამებიდან მიგრანტების გამორიცხვა. კერძოდ, უცხოელებს (გარდა თავშესაფრის მაძიებელი პირებისა) არ აქვთ ბინის ქირის კომპენსაციის, სოციალური საცხოვრისის ან/და მიუსაფარი პირებისთვის განკუთვნილი დროებითი თავშესაფრის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანი საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, საფრთხეს უქმნის მიგრანტების შემოსავლების სტაბილურობას, რის გამოც მაღალია რისკი, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ საცხოვრებლის დასაქირავებლად გათვალისწინებული ხარჯების გადახდას და უსახლკარო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამით წარმოიშობა სათანადო საცხოვრებლის უფლებით სარგებლობის საჭიროება, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი გადაუდებელი ზომების მიღებას მოითხოვს. 29.3. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით1351, საქართველოში სულ 1 188 საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ცხოვრობს, რომელთა შორის 494 ლტოლვილის, ხოლო 694 ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირია. წარმოშობის (მოქალაქეობის) ქვეყნების მიხედვით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სტატისტიკა შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: 1348 „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა”, სექცია 7: დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2020 წ. 1349„საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3wbSGWe> [ბოლოს ნანახია: 30.03.2021]. 1350 გაერო, კოვიდ-19 და გადაადგილებულ პირებზე მცირე პოლიტიკის დოკუმენტი, 2020 წლის ივნისი. 1351 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) წერილი №MIA 8 21 00544133, 5 მარტი, 2021 წელი. 460 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საერთაშორისო დაცვის მქონე პირები წარმოშობის ქვეყნების მიხედვით 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 1400 1188 1200 1000 800 600 406 400 238 200 11 5 37 64 3 2 5 1 237 1 91 6 11 1 40 2 1 6 2 2 16 0 საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩებოდა საერთაშორისო დაცვის მინიჭების დაბალი მაჩვენებელი. შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს განხილული 377 საქმიდან, 355-ზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მათ უმრავლესობაზე - 327 საქმეზე უარი გამომდინარეობდა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიზეზის არარსებობიდან, ხოლო 19 საქმეზე უარი სახელმწიფო უსაფრთხოებას ეფუძნებოდა. სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი (2015-2020წწ) 1000 878 900 800 700 600 537 500 407 403 400 351 332 315 300 203 200 100 69 48 53 36 59 31 42 35 10 16 0 2015 (1262 განხ.) 2016 (583 განხ.) 2017 (492 განხ.) 2018 (627 განხ.) 2019 (484 განხ.) 2020 (377 განხ.) ლტოლვილი 461 | ჰუმანიტარული უარი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ამ მხრივ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საანგარიშო პერიოდში განხილული სირიის არაბული რესპუბლიკის მოქალაქეების 11-ვე საქმეზე უარი სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით იყო გამოტანილი. უსაფრთხოების არგუმენტით სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების კონტექსტში, საგულისხმოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, სირია მეათე წელია საომარ ვითარებაშია, კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და იქ ცხოვრება კვლავ ღამის კოშმარში ცხოვრებად რჩება.1352 საანგარიშო პერიოდში თავშესაფრის მაძიებლები და საერთაშორისო დაცვის მქონე პირები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ, რომელიც საიდენტიფიკაციო მოწმობების გაცემისა და გაგრძელების შეზღუდვას ეხებოდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2020 წლის განმავლობაში ათეულობით საქმე შეისწავლა, სადაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ მიუღია გადაწყვეტილება მათ მიერ მოთხოვნილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემის საკითხზე.1353 მართალია, საკითხის გადაჭრა უმეტეს შემთხვევაში მოგვიანებით მოხერხდა, თუმცა ყველა ამ საქმეში, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონით დადგენილი ვადა უხეშად დაირღვა, ხოლო ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, ჰუმანიტარული სტატუსის საფუძველზე შესაბამისი ბინადრობის ნებართვის, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირისთვის ახალი ვადით საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემას, პირები დღემდე ელოდებიან. ამგვარი პრაქტიკა კორონავირუსის პანდემიის ფონზე საგანგაშო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს, ვინაიდან მოქმედი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის არქონის მიზეზით პირს ერთმევა შესაძლებლობა ისარგებლოს პირველადი ჯანდაცვის, ახალ კორონავირუსზე ტესტირებისა და მისი მკურნალობის სერვისებით, აგრეთვე, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებით. ანალოგიური პრობლემები შეიქმნა მიგრანტთა ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებითაც, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესაბამისი სტატუსის მოპოვება და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით სარგებლობა სხვა მნიშვნელოვანი უფლებების რეალიზაციის წინაპირობაა. 1354 კიდევ ერთი გამოწვევა სტატუსის დადგენის პროცედურის გადატვირთულობაა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღებას საჭიროებს თავშესაფრის მაძიებლის პროცედურების ხელმისაწვდომობისა და გამართული მიხედვით, მუშაობის „თავშესაფრის უზრუნველყოფა. ეროვნული მიგრაციის სისტემა სამთავრობო მოცემული სახით სტრატეგიის ეფექტიანად 1352 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cAVtzB (ბოლოს ნანახია: 11.03.2021წ.). 1353 ამ პირებს შორის იყვნენ თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, აგრეთვე ბინადრობის ნებართვის მიღებით დაინტერესებული უცხოელები. ჯამში, 2020 წელს 25 უცხოელი პირის საქმე შეისწავლეს. 1354 „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. 462 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ფუნქციონირებს წელიწადში 1,000-მდე განაცხადის მიღების პირობებში. 1,000-ზე მეტი განაცხადის მიღებისას სისტემა იტვირთება და ვერ ახორციელებს შესაბამისი პროცედურების ეფექტიან აღსრულებას, რაც გამოიხატება განსახილველი განცხადებების დაგროვებაში, დაჩქარებული პროცედურის ან პრიორიტეტული განხილვის წესით ჩატარების შეუძლებლობაში და სხვა“.1355 საყურადღებოა, რომ 2019 წელს მიღებულ განცხადებათა რაოდენობა 1237-ს1356, ხოლო 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით 864-ს შეადგენდა.1357 გასული წლის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, 2020 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო დაცვაზე 1321 პირის განცხადება განიხილებოდა.1358 ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ წელიწადში 1000-ზე მეტი განაცხადის მიღება მომდევნო წლისთვის იწვევს განსახილველ საქმეთა რაოდენობის ზრდას და შესაძლებელია დავასკვნათ, რომ თავშესაფრის ეროვნული სისტემა გადატვირთულია. ამით წარმოიშობა პროფესიული გადაწვის, თავშესაფრის სისტემის გამართული მუშაობის შეფერხებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის ხარისხის გაუარესების რისკები. დამატებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2020 წელს საერთაშორისო დაცვის მაძიებელ პირთა რაოდენობის შემცირებაზე ზეგავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შესაძლებელია, თავშესაფრის მაძიებელთა გამომდინარე, აუცილებელია გადამზადებულ სტაჟირების რაოდენობამ ძალისხმევის პროფესიონალთა დანერგვისკენ, მოიმატოს. საკადრო დასაქმებულ შექმნილი მდგომარეობიდან მიმართვა თავშესაფრის საკითხებზე რეზერვის შექმნისკენ, რეგულარული კვალიფიკაციის ამაღლებისკენ პირთა მიმართული აქტივობების რეგულარული განხორციელებისკენ და სხვ. 29.4. სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტით ბინადრობის ნებართვით სარგებლობის შეზღუდვა 2020 წელს საკითხის სისტემურად შეფასების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გააანალიზა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არსებული სტატისტიკა, ბინადრობის ნებართვის გაცემის და სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფუძვლის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის №810 დადგენილებით დამტკიცებული 1355 „საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის“ მე-6 თავი: თავშესაფრის სისტემის განვითარება. 1356 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, თავი: „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში.“ 1357 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 5 მარტის №MIA 8 21 00544133 წერილი. 1358 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 18 დეკემბრის №MIA 92002940782 წერილი. 463 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 2020 წელს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განხილული საქმეების საერთო რაოდენობა 19 541 73% 10% შეჩერდა/განუხილველად დარჩა 3224 95% უსაფრთხოების საფუძვლით დაკმაყოფილდა - 14299 არ დაკმაყოფილდა - 2018 17% წინამდებარე სტატისტიკის თანახმად, ბინადრობის ნებართვაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების 95% სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძველს განსაკუთრებით საყურადღებოა უკავშირდება.1359 ამ ინფორმაციის პარალელურად, დასახელებული აქტების კანონიერების საკითხზე საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეთა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილება 168 საქმეზე შევიდა კანონიერ ძალაში.1360 აქედან ხელახალი განხილვის მიზნით სააგენტოს 161 გადაწყვეტილება დაუბრუნდა, ხოლო 7 საქმეზე სააგენტოს უცხოელი პირის სასარგებლოდ ბინადრობის ნებართვის გაცემა დაევალა.1361 ამრიგად, 2020 წელს სახელმწიფო ორგანოების სასარგებლოდ, სასამართლოებს არცერთ საქმეზე არ მიუღიათ დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება. არსებული ვითარება ცხადად მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის არგუმენტის დასაბუთებულობის პრობლემაზე და ხსენებული ლეგიტიმური მიზნის თვითნებურად გამოყენების რეალურ რისკებს წარმოშობს. 29.5. საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა ინტეგრაცია და გამოწვევები უცხოელთა უფლებების რეალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მათი ქვეყანაში ინტეგრაცია. ამ მიზნით, 2019 წლის ბოლოს შეიქმნა დევნილთა, ეკომიგრანტთა 1359 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.03.2021 წლის №01/46640 წერილი. 1360 იქვე. 1361 იქვე. 464 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სადაც ჩამოყალიბდა რეინტეგრაციისა და ინტეგრაციის სამსახური, რომელიც საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე განხორციელებას მოქალაქეობის და არმქონე ინტეგრაციის პირთათვის ცენტრის საინტეგრაციო ფუნქციონირებას პროგრამის უზრუნველყოფს.1362 ინტეგრაციის ცენტრის პროგრამა 4 კომპონენტისგან შედგება, კერძოდ: ქართული ენის კურსები, სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების კუთხით ინფორმირება და საკონსულტაციო სერვისი. გარდა ამისა, 2020 წლის IV კვარტალში გაეროს ლტოლვილთა შემუშავდა ერთობლივი პროექტი უმაღლეს კომისარიატთან „საერთაშორისო დაცვის თანამშრომლობით ქვეშ მყოფ პირთა საქართველოში ინტეგრაციის მხარდაჭერა“, რომელიც განხორციელდა 01.11.2020-31.12.2020 პერიოდში.1363 პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 15 დევნილის საწარმო, თითოეული დაახლოებით 7500 ლარიანი ბიუჯეტით, რომლებმაც, თავის მხრივ, დაასაქმეს 15 ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების მსგავსად, მთავარი გამოწვევა ინტეგრაციის პროგრამების ნაკლებობა და ბენეფიციართა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელია. ამ კონტექსტში ძირითადი პრობლემა კვლავ ქართული ენის არცოდნაა, რაც შესაბამისად იწვევს ბენეფიციართა ჩართულობის შემცირებას განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის პროგრამებში. 18.07.2020 - 31.12.2020 პერიოდში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთათვის პროგრამის ფარგლებში ქართული ენის სწავლებას უზრუნველყოფდა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ბენეფიციარი, 1364 ადმინისტრირების სკოლა, სადაც ჩართული იყო 60 რაც არასაკმარისია. ნიშანდობლივია, რომ უფასო ქართული ენის შემსწავლელი კურსები საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი მიგრანტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში კანონიერ საფუძველზე იმყოფებიან. 2021-2030 წლების უცხოელთა მიგრაციის არსებული სტრატეგიის საინტეგრაციო პოლიტიკის მექანიზმების დოკუმენტში სისტემური მოცემულია შეფასება და გაცხადებულია სახელმწიფოს მიზნები, რომელთა რეალიზაციაც ამ მიმართულებით პოზიტიური შედეგების მისაღწევად აუცილებელია. კერძოდ, დოკუმენტით აღიარებულია, რომ ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისთვის რაიმე კომპლექსური და მიზნობრივი საინტეგრაციო პროგრამა ჯერჯერობით არ არსებობს და ცალკეული საინტეგრაციო ღონისძიებები ფრაგმენტულად საქართველოში სხვადასხვა ხორციელდება.1365 სტატუსით მცხოვრებ შედეგად, ერთიანი უცხოელთა მიდგომა ინტეგრაციასთან 1362 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი. 1363 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03/3970 წერილი, 11 მარტი, 2021 წელი. 1364 იქვე. 1365 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის №810 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის“ მე-7 თავი: უცხოელთა ინტეგრაცია. 465 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 დაკავშირებით, რომელშიც აუცილებელია განსაზღვრული თვითმმართველობის ჩამოყალიბდეს იქნება ორგანოების სახელმწიფო სახელმწიფო როლი.1366 პოლიტიკის უწყებებისა ერთიანი და დონეზე, ადგილობრივი საინტეგრაციო მიდგომის განსაზღვრამდე კი, აუცილებელია თემატური კვლევების ჩატარება და საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მცხოვრებ უცხოელთა ჯგუფების საჭიროებების გამოვლენასთან ერთად, სახელმწიფოს საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასება ინტეგრაციისთვის საჭირო რესურსების დასადგენად.1367 რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  უზრუნველყოს საქართველოში შრომითი ბინადრობის მქონე მიგრანტ მუშაკთა ინკლუზია კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებულ სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  თავშესაფრის ეროვნული სისტემის გადატვირთულობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე რეაგირების მიზნით, შეიმუშაოს და განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს:  იმ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამები, მათში მოწყვლადი მიგრანტი ჯგუფების ინკლუზიის მიზნით, გატარდეს შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებები. 1366 იქვე. 1367 იქვე. 466 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 30. მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა ბოლო ორი წელია საქართველოს სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშებში ცალკე თავს უთმობს მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას, რაც გამოწვეულია ამ პირთა განსაკუთრებული საჭიროებებით. სამწუხაროდ, ძირითადად უცვლელია იმ პრობლემათა თემატიკა და მათ გადასაჭრელად გაცემული რეკომენდაციების შინაარსი, რაც საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლების საპარლამენტო მოხსენებებშია მოცემული.1368 საქართველოში ამჟამად მოქალაქეობის არმქონე 529 პირია რეგისტრირებული.1369 2019 წლის ოქტომბერში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ ნებაყოფლობითი ვალდებულების ექვს-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა. ხსენებული დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საფასური უნდა განახევრებულიყო, რაც ვერ შესრულდა.1370 აქვე საყურადღებოა, რომ 2021 წლის ბოლომდე ხელისუფლებამ ოთხი ვალდებულება უნდა შეასრულოს, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების ხელშეწყობა და ამ მიზნით კანონით დადგენილი 10-წლიანი ვადის განახევრება, სტატუსის დადგენის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოსა და საერთო სასამართლოებში უფასო იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელ სტაციონალურ და ამბულატორიულ მომსახურებებში ჩართვა და ე.წ. „კარდაკარ“ კამპანიის განხორციელება მოქალაქეობის არმქონე პირთა გამოვლენისა და დოკუმენტირების მიზნით. ამრიგად, მოქალაქეობის არმქონე პირთა წინაშე სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებათა უმრავლესობის შესრულების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება, რაც უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან სათანადო ყურადღებას და დარჩენილ დროში საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას საჭიროებს.1371 საქართველოს 1368 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2020, თავი „მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, თბილისი, 2019, თავი „მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა.“ 1369 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.03.2021 წლის №01/46640 წერილი. 1370 წინა პერიოდის მსგავსად, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილების მე- 2 მუხლის 45-ე პუნქტის მიხედვით: „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისათვის მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს“. 1371 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.03.2021 წლის №01/46640 წერილი. 467 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სახალხო დამცველი განაგრძობს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შესრულებულ საქმიანობაზე ზედამხედველობას. მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ზემოხსენებული ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, რომლებიც დასახელებულ პირთა წრის საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაციის ცენტრში, მიგრანტების მსგავსად, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რაიმე კომპლექსური და მიზნობრივი საინტეგრაციო პროგრამები არ მოქმედებს.1372 მათთვის ასევე ხელმიუწვდომელია უფასო ქართული ენის შემსწავლელი კურსები,1373 რაც საზოგადოებაში პიროვნების ინტეგრაციისთვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა, ცხადია, ამძიმებს ისედაც მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივ მდგომარეობას. პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია ინსტიტუციური რესურსის, კერძოდ, საინტეგრაციო ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და მისი შემდგომი განვითარება, რათა აღნიშნულ პირებს რეალურად, პრაქტიკულ დონეზე ჰქონდეთ კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის საშუალება. დადებითად უნდა შეფასდეს, საანგარიშო პერიოდში, ხელისუფლების მიერ ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებული სოციალურეკონომიკური მხარდამჭერი პროგრამების ადრესატებს შორის მოქალაქეობის არმქონე პირების გათვალისწინება.1374 მოქალაქეობის არმქონე თუმცა პირები დროებითი რეალურად ბინადრობის მოკლებულნი ნებართვის იყვნენ მქონე სამთავრობო ანტიკრიზისული სოციალური პაკეტის იმ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას გასცემდა. ამის მიზეზი იყო 2018-2019 წლების საპარლამენტო მოხსენებებში განხილული პრობლემა, რომლის თანახმადაც, ზემოხსენებული კატეგორიის მოქალაქეობის არმქონე პირებს შეზღუდული ჰქონდათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა. პრობლემა ხელისუფლებამ გადაჭრა 2021 წლის თებერვალში, როდესაც დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს საარსებო შემწეობის მიღების მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრაციის 1372 შესაძლებლობა მიეცათ.1375 ამრიგად, მართალია, სოციალური საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის №810 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის“ მე-7 თავი: უცხოელთა ინტეგრაცია. 1373 იქვე. 1374 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. 1375 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის №01-14/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი. 468 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 უზრუნველყოფის უფლების მხრივ გაუმჯობესდა მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შედეგებზე რეაგირების კონტექსტში ეს პოზიტიური ცვლილება დაგვიანებული აღმოჩნდა. რეკომენდაციები საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 2021 წლის ბოლომდე უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება;  უმოკლეს ვადაში შესრულდეს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საფასურის განახევრებასთან დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  უზრუნველყოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული შესაძლებლობების გაძლიერება და და საარსებო წყაროებით ინტეგრაციის ცენტრის მოქალაქეობის არმქონე პირების ინტეგრაციისთვის დაინერგოს საინტეგრაციო პროგრამები. 469 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 31. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა 31.1. შესავალი საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს და წინადადებებს, რომლებიც შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მიემართება და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის გზით, მიზნად ისახავს კონკრეტულ სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას. წინამდებარე თავში გაანალიზებულია წინა წლის საპარლამენტო ანგარიშში (საანგარიშო წელი 2019 წელი) ასახული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ მიმართული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. სამწუხაროდ, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები წლების განმავლობაში მეორდება, რაც რეკომენდაციების მათი შესრულების შესრულების დაბალ ხარისხზე არადამაკმაყოფილებელ მიუთითებს. გაცემული ხარისხზე მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასულ წელს მომზადებული სპეციალური ანგარიშიც, სადაც შეფასებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, სახალხო დამცველის რეკომენდაციების დავალებების საფუძველზე შესრულების გაცემული, 1376 მდგომარეობა. შესასრულებლად ანგარიშის მიხედვით, სავალდებულო სახელმწიფო უწყებებმა საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების მხოლოდ 20%-ის შესრულება შეძლეს. დავალებების 57% შეუსრულებლად, ხოლო 19% ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა. იმის გათვალისწინებით, რომ რეკომენდაციების საფუძველზე გაცემული დავალებების შესრულება სახელმწიფო უწყებებისთვის სავალდებულოა, ეს მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებლად ფასდება.1377 2020 წლის განმავლობაში, გლობალური პანდემიის გავრცელების პირობებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს გარკვეულწილად არაორდინალურ მდგომარეობაში უწევდათ მუშაობა, რაც აფერხებდა გარკვეული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებას. ამის მიუხედავად, ჩვენს ანგარიშებში წარმოდგენილი პრობლემები და მათი მოგვარება ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად და მათი მუდმივად დღის წესრიგში ყოფნა მნიშვნელოვანია. 1376 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის №5003-Iს დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“, 1377 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წელსაც წარმოადგენს სპეციალური ანგარიშს, „2019 წელს ხელმისაწვდომია < https://bit.ly/3tZXT1y > ბოლოს ნანახია [28.03.2020]. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის N6679-რს დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. 470 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახელმწიფო უწყებებს და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს 335 რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტს 35 წინადადებით მიმართა. 335 რეკომენდაციიდან 302 სახელმწიფო ორგანოებს მიემართებოდა, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიმართ 33 რეკომენდაცია გაიცა. სახელმწიფო ორგანოთა მიმართ გაცემული რეკომენდაციებიდან სრულყოფილად შესრულდა 11%, ნაწილობრივ შესრულდა რეკომენდაციების 16%, ხოლო არ შესრულდა 65.%. უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული რეკომენდაციების მცირე ნაწილი (1%), ძირითადად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ობიექტური მიზეზით ვერ შესრულდებოდა. დამატებით აღნიშვნას საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მიერ სახალხო დამცველთან თანამშრომლობის ხარისხი. რეკომენდაციების 7% სწორედ უწყებების მიერ სახალხო დამცველისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ შეფასდა. აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლები რიცხობრივად შემდეგნაირად გამოიყურება:     შესრულებულია: 34 რეკომენდაცია; ნაწილობრივ არის შესრულებული: 49 რეკომენდაცია; არ არის შესრულებული: 195 რეკომენდაცია; უწყების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ შეფასდა 20 შეუძლებელია შეფასდეს 4 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა;  უწყებისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა. სახალხო დამცველის 2019 წლის რეკომენდაციიების შესრულების მდგომარეობა 7%1% 11% 16% 65% შესრულდა არ შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ შეფასდა 471 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სახალხო დამცველმა, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტს 35 წინადადებით მიმართა. მათგან საკანომდებლო ორგანომ მხოლოდ 6 (17.7%) წინადადება შეასრულა. ზემოაღნიშნული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს,1378 რომ სახელმწიფო უწყებებს, არც საანგარიშო პერიოდში შეუსრულებიათ სახალხო დამცველის რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი. შესაბამისად, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ხარისხი, გასული წლების მსგავსად, 2020 წელსაც არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს სახალხო დამცველი ყველა სახელმწიფო უწყებას შეახსენებს, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ისინი შებოჭილნი არიან ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატისთვის ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ორგანოს აკისრია. მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოხატოს პოლიტიკური ნება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დასაცავად, რაც შემდგომში უზრუნველყოფს წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებას. ქვემოთ მოკლედ წარმოგიდგენთ სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული არსებითი ხასიათის რეკომენდაციების შესრულების ხარისხს სახელმწიფო ინსტიტუტების, უფლებებისა და უფლებრივი ჯგუფების მიხედვით. აღნიშნული საკითხების გარშემო დამატებით ინფორმაციას შესაბამის თემატურ თავებში იხილავთ. ცალკე იქნება წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. 31.2. სახელმწიფო უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა 31.2.1. სასამართლო სისტემა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, სასამართლოს სისტემის ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს 6 წინადადებით, ხოლო საქართველოს რეკომენდაციით მთავრობას მიმართა. ისევე სამწუხაროდ, როგორც იუსტიციის საქართველოს უმაღლეს პარლამენტმა საბჭოს, 1 მხოლოდ 1 შემთხვევაში შეასრულა სახალხო დამცველის წინადადება, ყველა სხვა წინადადება და რეკომენდაცია, შეუსრულებელია. 1378 რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა შეფასებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 26 მარტის მდგომარეობით. 472 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 პოზიტიურად ვაფასებთ 2020 წელს იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შესულ ცვლილებას, რომლის შედეგადაც მოწმე ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან 1379 იურიდიული დახმარებით. კვლავ პრობლემურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცედურა. ასევე, წლების განმავლობაში დაუძლეველ პრობლემად იქცა საბჭოთა პერიოდში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილება. 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში ამახვილებდა ყურადღებას ფსიქოლოგების გადამზადებასა საქართველოს არასრულწლოვანთა და ხარისხის სახალხო დამცველი მართლმსაჯულების კონტროლის სისტემის ასევე პროცესში დანერგვის საჭიროებაზე, ასევე სთავაზობდა პარლამენტს, ფინანსურად შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი პატიმრები ვალდებულებისგან. გაეთავისუფლებინათ სასამართლო ბაჟის გადახდის სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ზემოხსენებული რეკომენდაცია/წინადადება არ შესრულებულა. 31.2.2. პროკურატურის სისტემა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა, პროკურატურის მიმართ 16 რეკომენდაცია და ერთი საპარლამენტო წინადადება გასცა. სახალხო დამცველის წინადადების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში არც კი დაწყებულა მსჯელობა პროკურატურის რეფორმის შესახებ, რომელიც გააუმჯობესებდა საპროკურორო საბჭოს კონტრიბუციას, გენერალური პროკურატურის საქმიანობაში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ შესრულებულა. საქართველოს პროკურატურამ სახალხო დამცველის მიერ გაცემული 12 რეკომენდაცია არ სრულყოფილად - შეასრულა, 2. სახალხო ნაწილობრივ შეასრულა 1 რეკომენდაცია, დამცველის აპარატის მცდელობის ხოლო მიუხედავად, საქართველოს პროკურატურის მიერ, მოთხოვნილი ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო, 1 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შეფასება ვერ მოხერხდა. 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის მსგავსად, საქართველოს სახალხო დამცველი, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეებზე. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებში კვლავ იგივეა, რაც გასულ წელს იყო. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საჭიროდ არ ჩათვალა, სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის ფარგლებში გამოძიების დაწყება, 2020 წლის 23 იანვარს, პენიტენციურ დაწესებულებაში 1379 იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-41 მუხლი. 473 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე. 31.2.3. პენიტენციური სისტემა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებების მიმართ 53 რეკომენდაცია გასცა, ხოლო პარლამენტს 5 წინადადებით მიმართა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული არცერთი წინადადება არ შესრულებულა. ამ დროისთვის კვლავ პრობლემად რჩება ისეთი საკითხები, როგორიცაა პატიმართა მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, აგრეთვე, პატიმართა მიერ დაუბრკოლებლად საქართველოს სახალხო დამცველთან და სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირების საკითხები. სახელმწიფო უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციებიდან, სახალხო დამცველმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს 50 რეკომენდაცია მისცა. საქართველოს მთავრობის მიმართ - 2, ხოლო გენერალური პროკურორის მიმართ 1 რეკომენდაცია გაიცა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან 47 არ შესრულებულა. სრულყოფილად შესრულდა მხოლოდ 2 რეკომენდაცია, ამავე რაოდენობით განისაზღვრა ნაწილობრივ შესრულებული რეკომენდაციების მაჩვენებელიც. სახალხო დამცველის აპარატის მცდელობის მიუხედავად, ერთი რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შეფასება, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოვლენილი თანამშრომლობის დაბალი ხარისხის გამო, ვერ მოხერხდა. უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის მიერ გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა ხანმოკლე პაემნების გამყოფი მინის ბარიერების გარეშე ჩატარებას, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ობიექტური მიზეზით ვერ შესრულდებოდა. საქართველოს სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს კანონქვემდებარე აქტში ასახულ ცვლილებას, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი პატიმრის სხეულზე აღმოაჩენს დაზიანებას და წარმოეშობა ეჭვი, პაციენტის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, იმის მიუხედავად, ამას დაადასტურებს თუ არა თავად პაციენტი, ექიმი ვალდებულია, პირდაპირ, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ზემოაღნიშნული პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, პენიტენციური სისტემა კვლავ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას. გასული წლების მსგავსად, 2020 წელსაც, პატიმრების ძალადობისაგან დაცვის თვალსაზრისით, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, თუმცა სახალხო დაძლევის დამცველის რეკომენდაციის სტრატეგიის შემუშავება მიუხედავად, არ განიხილება. კრიმინალური ასევე, სუბკულტურის სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პატიმართა დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად კვლავ არ განსაზღვრულა 24 474 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 საათი, ასევე არ აღმოფხვრილა არასრულწლოვანთა დეესკალაციის ოთახში მოთავსების პრაქტიკა. გასული წლების მსგავსად, განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის დაწესებულებების მართვა ეფუძნება სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებს, რაც გულისხმობს მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვების, აკრძალვების რეჟიმის დაწესებას და არ არის ორიენტირებული სამწუხაროდ, №17 მსჯავრდებულთა დაწესებულებაში ქცევის კვლავ არ პოზიტიური გაუქმებულა ცვლილებისკენ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები. 2019 წლის მსგავსად, საქართველოს სახალხო დამცველი გასული წლის საპარლამენტო ანგარიშშიც მიუთითებდა საქართველოს მთავრობას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ეფექტიანი დოკუმენტირებისა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის და გამოძიების სტამბოლის მიზნით, პროტოკოლის ქვეყანაში პრინციპების შესაბამისად ჩატარების საჭიროების შესახებ, თუმცა აღნიშნული პრაქტიკის დასანერგად, საანგარიშო პერიოდში უწყებას არცერთი აქტივობა არ განუხორციელებია. 31.2.4. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში 33 რეკომენდაცია გაიცა. სამინისტრომ სრულყოფილად შეასრულა სახალხო დამცველის მიერ გაცემული 5 რეკომენდაცია, ხოლო ნაწილობრივ - 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 შემთხვევაში არ შეასრულა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია.1380 კვლავ შეუსრულებელია გასულ წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გაცემული სისტემური რეკომენდაციები, როგორიცაა პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიო-ვიდეოგადაღება; პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულების განსაზღვრა და სხვ. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობის გაზრდას, სადაც მოთავსებული უზრუნველყოფილნი იქნებიან სამედიცინო პუნქტის მომსახურებით, პირები ასევე მისასალმებელია იზოლატორებში დასაქმებული ექიმების სწავლების უზრუნველყოფა, სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციის და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესების შესახებ. 31.2.5. ფსიქიატრიული დაწესებულებები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის 1380 შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო, ვერ შეფასდება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული 1 რეკომენდაცია. 475 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 მიმართ 1 წინადადება გასცა, რომელიც შესრულდა. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ ფიზიკური შეზღუდვის გამოყენებას, დაუყოვნებლივ მოჰყვება მისი სტატუსის (ნებაყოფლობითი/არანებაყოფლობითი) გადახედვა. სახელმწიფო უწყებების მიმართ გაცემული 21 რეკომენდაციიდან, 20 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართ გაიცა, ხოლო ერთი რეკომენდაცია სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მისცა, რომელიც არ შესრულებულა. სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთი რეკომენდაციის ნაწილობრივ შესრულება შეძლო. კერძოდ, სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს 2020 წელს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით პაციენტთა მცირე ნაწილის ოჯახურთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანის ფაქტს. რაც შეეხება დანარჩენ 19 რეკომენდაციას, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ყველა მათგანი შეუსრულებელია. 31.2.6. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველმა, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში 47 რეკომენდაცია გასცა, მათ შორის 8 რეკომენდაცია ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიემართებოდა. დარჩენილი 39 რეკომენდაციიდან, სახელმწიფო უწყებებს სახალხო დამცველის 22 რეკომენდაცია არ შეუსრულებიათ. სრულყოფილად შესრულებულად მხოლოდ 1 რეკომენდაცია შეიძლება შეფასდეს. 10 რეკომენდაცია სახელმწიფო უწყებებმა ნაწილობრივ შეასრულეს, ხოლო დანარჩენ 6 შემთხვევაში უწყებების მხრიდან შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, შესრულების მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლებელია. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში უნდა შეექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სუიციდის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების, სტრატეგიული ხედვებისა და სამოქმედო გეგმის მომზადებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, მთავრობას სახალხო დამცველის ეს რეკომენდაციაც არ შეუსრულებია. ასევე არ არის შესრულებული რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც შვილად აყვანის პროცესში, ყურადღება მიექცეოდა არა მხოლოდ რეესტრში არსებულ რიგითობას, არამედ ბავშვის საჭიროებებს და საუკეთესო ინტერესს. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოში მყოფ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე 476 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 არასრულწლოვანთა განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო სერვისებში ჩართვის უზრუნველყოფას. 31.2.7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში 35 რეკომენდაცია გაიცა, მათ შორის 8 რეკომენდაცია ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიემართებოდა. დარჩენილი 27 რეკომენდაციიდან სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შედეგად, სრულყოფილად შესრულდა სახალხო დამცველის 3 რეკომენდაცია, ხოლო ნაწილობრივ შესრულდა 6 რეკომენდაცია. 16 შემთხვევაში, სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შესრულებულა, 2 რეკომენდაციის შესრულების ხარისხის განსაზღვრის მიზნით მოთხოვნილი ინფორმაცია კი, სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუწოდებიათ. გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავების და აღნიშნული სტრატეგიის შესაბამისად თემზე დაფუძნებული სერვისის დანერგვის მიზნით, ხელშესახები საქმიანობა არ განუხორციელებია. ასევე შეუსრულებლად ითვლება საქართველოს მთავრობის მიმართ გაცემული რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები შესაბამისი სოციალური პაკეტით უნდა ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს განათლების მეცნიერების და კულტურის სამინისტრომ უზრუნველყო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება როგორც ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების, ისე საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული შშმ სსსმ (შშმ) მოსწავლეების შესახებ, რასაც სახალხო დამცველი მიესალმება. 31.2.8. ხანდაზმულ პირთა უფლებები ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიმართ 9, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ 1 რეკომენდაცია გასცა. სახელმწიფო ორგანოების მიმართ გაცემული რეკომენდაციებიდან სრულყოფილად მხოლოდ 1 რეკომენდაცია შესრულდა, ხოლო ნაწილობრივ შესრულდა - 3. ამდენივე რეკომენდაცია არ შესრულდა, ხოლო დანარჩენ 2 შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, შეუძლებელი გახდა რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შეფასება. ხანდაზმულებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სს „ლიბერთი ბანკთან“ სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა საპენსიო ანგარიშიდან იჭრება, რის გამოც, 477 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ხანდაზმულებს ბანკის მხრიდან ყოველთვიურად გასაცემი პენსიიდან 50%-ზე მეტი უკავდებათ. აღნიშნული რეგულირების ფარგლებში მათი ინტერესები აშკარად არ არის გათვალისწინებული. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებებს საქმიანობა არ განუხორციელებია. მისასალმებელია სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, პანსიონატებში მყოფი ბენეფიციარების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და მათთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების უზრუნველყოფა. 31.2.9. გენდერული თანასწორობა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახალხო დამცველმა, გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახელმწიფო ორგანოებს 30 რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტს 3 წინადადებით მიმართა. გაცემული წინადადებებიდან საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ერთი გაიზიარა და განსაზღვრა სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმი. რაც შეეხება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიმართ გაცემულ რეკომენდაციებს, მათგან შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს 9, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად 2 რეკომენდაცია. დანარჩენი 14 რეკომენდაცია შეუსრულებელია. სახალხო დამცველის აპარატისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, 4 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შეფასება ვერ მოხერხდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა თავშესაფრების ეზოების, ინვენტარისა და ბავშვზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, ობიექტური მიზეზების გამო ვერ შესრულდებოდა. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, დროული და ადეკვატური კომპენსაციის გაცემის წესი. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დრომდე არ განუსაზღვრავს ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით, გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესი. სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, საანგარიშო პერიოდში გაწეულ საქმიანობას, რომელიც სოფლად მცხოვრებ მეწარმე ქალებს ხელს უწყობდა პროფესიულ განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს არ შეუქმნია სამუშაო ჯგუფი სასკოლო კურიკულუმებში ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების სრული ინტეგრირებისთვის. გარდა ამისა, გენერალური პროკურატურა დეტალურად არ აანალიზებს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებებს, ასევე, არ აწარმოებს შესაბამის, სეგრეგირებულ სტატისტიკას. 478 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 31.2.10. კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველმა 13 რეკომენდაცია გასცა. სახელმწიფო უწყებების მიერ სახალხო დამცველის 5 რეკომენდაცია სრულყოფილად შესრულდა, ხოლო 4 ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის 2 რეკომენდაცია შესრულებულა, არ ხოლო ერთის შესრულება, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ობიექტურად შეუძლებელი იყო. 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიმართ გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უწყებას უნდა გაეძლიერებინა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული ქონების რეაბილიტაციისა და კომპენსაციის სამუშაოები, აგრეთვე უნდა ეზრუნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების პროგრამების შემუშავებაზე. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული რეკომენდაციების შესრულებას, რაც სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან მოლაპარაკების წარმოებაში გამოიხატა, რომლის მიზანი აფხაზეთში და, განსაკუთრებით, გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების ხელშეწყობა იყო. ასევე პოზიტიურად ვაფასებთ პროფესიული გადამზადების პროგრამებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ექიმების მონაწილეობას. სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ამბულატორიული დიაგნოსტიკის ხარჯები კვლავაც არ არის იმგვარად დაფინანსებული, როგორც ეს 2017 წლამდე იყო. 31.2.11. რწმენის და რელიგიის თავისუფლება საქართველოს სახალხო დამცველმა რწმენისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიმართ 6, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ 2 რეკომენდაცია გასცა. უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციებიდან ნაწილობრივ, მხოლოდ 1 რეკომენდაცია შესრულდა, ხოლო 5 რეკომენდაცია არ შესრულებულა. კვლავ პრობლემურია სახელმწიფოს საკულტო ნაგებობების საქმიანობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ასევე, რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრაქტიკა, სახალხო დამცველის არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ არ შეცვლილა. სახალხო დამცველი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, 479 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რეკომენდაციით მიუთითებდა რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ სტატისტიკის ანალიზის და გამოქვეყნების აუცილებლობის თაობაზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებმა არც აღნიშნული რეკომენდაცია შეასრულეს. 31.2.12. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიმართ 12, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ 2 რეკომენდაცია გასცა. სახელმწიფო უწყებებს არ შეუსრულებიათ სახალხო დამცველის 2 რეკომენდაცია, ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა 6, ხოლო სრულყოფილად შესრულდა 5 რეკომენდაცია. პოზიტიურად ფასდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობა. კერძოდ, უწყებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში უზრუნველყოფილ იქნა გარკვეული სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. სამინისტრომ ასევე შეასრულა ქართული და ეროვნული უმცირესობების კულტურების პოპულარიზაციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები, რასაც სახალხო დამცველი მიესალმება. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ დაწყებულა საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის ღონისძიებები. 31.2.13. სოციალური და ეკონომიკური უფლებები წინამდებარე ქვეთავის მიზნებისთვის, შეფასდება საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშის რამდენიმე1381 თავში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი. სოციალური და ეკონომიკური უფლების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო უწყებების მიმართ 18 რეკომენდაცია, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიმართ 2 წინადადება გასცა.1382 1381„სოციალური უზრუნველყოფის უფლება“, „სათანადო საცხოვრებლის უფლება“, „ჯანმრთელობის დაცვის უფლება“, „შრომის უფლება“. 1382 სოციალური უზრუნველყოფის უფლება - 4 რეკომენდაცია; სათანადო საცხოვრებლის უფლება - 3 რეკომენდაცია; ჯანმრთელობის დაცვის უფლება - 8 რეკომენდაცია და 1 წინადადება; შრომის უფლება - 3 რეკომენდაცია და 1 წინადადება. 480 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სახელმწიფო უწყებებმა სახალხო დამცველის მიერ გაცემული მხოლოდ ერთი რეკომენდაცია შეასრულეს სრულყოფილად. გაცემული რეკომენდაციებიდან 2 ფასდება ნაწილობრივ შესრულებულად, ხოლო დანარჩენი 11 არ შესრულებულა.1383 სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ, საქართველოს ორგანულ კანონში - „შრომის კოდექსი“, შეტანილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც, შრომის ინსპექტორი აღიჭურვა მექანიზმებით, რაც მას უფრო ეფექტიან გახდის შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის პროცესში. მოწყვლადი ჯგუფების სათანადო საცხოვრებლის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში 3 რეკომენდაცია გაიცა. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ შესრულებულა. ქალაქ თბილისის საკრებულომ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები და არ გააუქმა საკრებულოს №37-14 დადგენილების №1 დანართში არსებული ჩანაწერები, რომელიც უსახლკაროდ რეგისტრაციის პროცესში, პირებს მნიშვნელოვან წინაღობებს უქმნის. მსგავსი სურათია სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მიმართულებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მხრივაც. სახალხო დამცველის მიერ გაცემული 4 რეკომენდაციიდან არცერთი არ შესრულებულა. კვლავ არ შექმნილა მთავრობის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეაფასებს საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ საჭიროებებს, განსაზღვრავს ამ უფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკას და ზედამხედველობას გაუწევს მის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას. შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სათანადო ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უფლება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამ მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული ერთი საპარლამენტო წინადადებიდან საქართველოს და 5 სახალხო რეკომენდაციიდან, დამცველი მხოლოდ მიესალმება ერთი შესრულდა. ოკუპირებული კერძოდ, ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობას, რამაც საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობები შექმნა. სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების რეფორმის კანონპროექტის ინიცირებისკენ, რომელიც დაეფუძნება მომხმარებლებზე ზრუნვას და ორიენტირებული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებაზე. 1383 ერთი რეკომენდაციის შესრულება, ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ მოხერხდა. 481 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 31.2.14. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა, 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში 5 რეკომენდაცია გასცა, რომელთაგან 2 სრულყოფილად შესრულდა, ხოლო დანარჩენი სამი რეკომენდაციის შესრულების მიზნით, სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი საქმიანობა არ გაუწევიათ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის №99 ბრძანებამ ჩაანაცვლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანება. ახალი სამართლებრივი აქტით უფრო მკაფიოდ არის განსაზღვრული საპატრულო და სასაზღვრო ვალდებულებები თავშესაფრის გადამისამართების შესახებ. პოლიციის უფლება-მოვალეობები მაძიებელი სახალხო პირის დამცველი საზღვარზე ასევე მიღებისა პოზიტიურად და და აფასებს სამინისტროს მიერ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სწავლებით უზრუნველყოფას, თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის გამორკვევის პრაქტიკის შესახებ. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე არ მიმდინარეობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, უცხოელი პირის მოქალაქეობრივი კუთვნილებისა და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის მითითებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოქალაქეობის არმქონე მოთავსებული პირებისთვის არ უცხო არის ქვეყნის მოქალაქეებისა უზრუნველყოფილი და თავშესაფრის მაძიებლობაზე სპეციალური განცხადების ასლების გადაცემა, რაც აფერხებს მათ წვდომას თავშესაფრის პროცედურებზე. 31.2.15. მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო პარლამენტს 2 დამცველმა წინადადებით 2 რეკომენდაცია მიმართა, რომელთაგან გასცა, ხოლო საქართველოს სამწუხაროდ არცერთი არ 1384 შესრულებულა. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების მიუხედავად, კვლავ არ შესულა ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვით შემცირდებოდა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოპოვების ერთ-ერთი წინაპირობა - საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ვადა. წინადადებით საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს ასევე მოუწოდებდა, ამავე კანონში ცვლილებით 1384 ერთი რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შეფასება ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ვერ მოხერხდა. 482 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 უზრუნველეყო პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. რეკომენდაციის მიუხედავად, არ დამტკიცებულა მოქალაქეობის არმქონეობის დასრულების 2020 და შემდგომი წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც მაქსიმალურად ფართოდ იქნებოდა ასახული ღონისძიებები, მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. 31.3. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში 33 რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესაფასებლად, სახალხო დამცველის აპარატმა, შესაბამისი ინფორმაციის გაზიარების მოთხოვნით, 63 თვითმმართველ ერთეულს მიმართა. სამწუხაროდ 15 მუნიციპალიტეტს,1385 სახალხო დამცველის აპარატის არცერთ წერილზე არ გაუცია პასუხი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული იმ არსებითი ხასიათის რეკომენდაციების შესრულების ზოგად მდგომარეობას, რომელიც ყველა თვითმმართველ ერთეულს მიემართებოდა. პოზიტიურად აქტივობების ფასდება გენდერული განხორციელება, რაც საბჭოს წევრებისთვის თვითმმართველი საგანმანათლებლო ერთეულების მნიშვნელოვან ნაწილში იყო უზრუნველყოფილი. ამის მიუხედავად, გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტების საქმიანობა არ დანერგვის მიმართულებით, განუხორციელებიათ. მათი მუნიციპალიტეტებს ნაწილი ამას ახალი ხელშესახები კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით ხსნიდა. თვითმმართველ ერთეულებში კვლავ პრობლემურია ქალთა სპეციფიკური საჭიროებების კვლევა და მათი შედეგების სამოქმედო გეგმებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში ასახვა. მუნიციპალიტეტების დანერგილი აბსოლუტურ გენდერული უმრავლესობაში ბიუჯეტირება, პრაქტიკულ დონეზე არ მხოლოდ ცალკეულ არის შემთხვევებში უზრუნველყოფენ თვითმმართველი ერთეულები ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ ქალებს უმეტესწილად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ პროფესიული განათლება, თუმცა ამ მიმართულებით თვითმმართველ ერთეულებს მეტი ძალისხმევა მართებთ, რადგან სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ხელშემწყობი პროგრამები, როგორებიცაა ბავშვის მოვლის და ტრანსპორტის 1385 ადიგენის, ასპინძის, ბოლნისის, დუშეთის, თიანეთის, კასპის, ლენტეხის, მესტიის, მცხეთის, ოზურგეთის, საგარეჯოს, წალენჯიხის, წალკის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები. 483 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 სერვისით უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების მიღების უმთავრესი წინაპირობაა, რაც მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში არ არის დანერგილი. მუნიციპალიტეტები, როგორც წესი, აღწერენ მარტოხელა და მრავალშვილიან მშობლებს, აგროვებენ სეგრეგირებულ სტატისტიკას, თუმცა, ინფორმაციის საჯაროობის კუთხით, თავს იჩენს რიგი გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველ ერთეულებს აღწერის შედეგად მოპოვებული მონაცემები ვებგვერდზე ჰქონდეთ განთავსებული, შესაბამისი პერსონალურ მონაცემთა რეგულირებების დაცვის მოთხოვნით. მისასალმებელია მუნიციპალიტეტების თანამშრომლობა, სახალხო დამცველის აპარატსა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომელთა უშუალო მონაწილეობით თვითმმართველ ერთეულებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, რამდენიმე აქტივობა გაიმართა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საჭიროებაზე ჩატარებული აშკარა ღონისძიებების მითითების რაოდენობა მიუხედავად, და ამ გეოგრაფიული განფენილობა არადამაკმაყოფილებელია. თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვანი ნაწილი საჭიროდ არ მიიჩნევს ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე, რელიგიური ნეიტრალობის დაცვის მიზნით მონიტორინგის განხორციელებას. ამის მიზეზად კი ბენეფიციარების მხოლოდ ერთ რელიგიურ მრწამსთან კუთვნილებას ასახელებენ. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს თვითმმართველ ერთეულებს, უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა. გასული წლის საპარლამენტო ანგარიშით, საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე თვითმმართველ ერთეულს1386 მისცა რეკომენდაცია უზრუნველეყო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება, რაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დირექტორის საკვალიფიკაციო და პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენას გულისხმობს. სამწუხაროდ იმ თვითმმართველი ერთეულებიდან, რომლებმაც სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, არცერთს არ შეუსრულებია ეს 1387 რეკომენდაცია. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველმა მცხოვრები ბავშვიანი 1386 მუნიციპალიტეტებსაც ოჯახების მისცა გამოსავლენად რეკომენდაციები. და ასაღრიცხად სიღარიბეში თვითმმართველ დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტები. 1387 ჭიათურის მუნიციპალიტეტს სახალხო დამცველის კითხვებზე პასუხი არ გაუცია; ხონის მუნიციპალიტეტმა კონკრეტულ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. 484 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 ერთეულებს მეტი ძალისხმევა მართებთ. თვითმმართველმა ერთეულებმა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უზრუნველყვეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გამოვლენისკენ მიმართული უმრავლესობაში სოციალური საქმიანობა. პროგრამები მუნიციპალიტეტების მიმართულია არა აბსოლუტურ ბავშვთა პრევენციის, არამედ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების დახმარებისკენ. სიღარიბის სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად სოციალური პროგრამების არსებობას საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სიღარიბის დაძლევის პროცესში ამგვარი დახმარებები არ წარმოადგენს თვითკმარ საშუალებას და მეტ ძალისხმევას საჭიროებს. ერთეულებს, რომ თავიდან სახალხო რეკომენდაციის აცილებისკენ დამცველი ასევე შესასრულებლად, მიმართული საქმიანობაც, შეახსენებს თვითმმართველ მნიშნველოვანია, რაც ამ სიღარიბის დროისთვის არცერთ მუნიციპალურ ერთეულს არ გაუკეთებია. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი არ აღიარებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების არსებობას. მათი მტკიცებით, თვითმმართველ ერთეულს ეს პრობლემა არ უდგას. მაშინ როცა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ თვითმმართველ ერთეულებში ჩატარებული მონიტორინგი საპირისპირო სურათს აჩვენებს. კერძოდ, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნებს ქუჩაში დაძინება ან მუშაობა უწევთ, მძიმე ფიზიკური დატვირთვის პირობებში. შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, თვითმმართველი ერთეულების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შენობების ინფრასტრუქტურული და ფუნქციური მოწყობის მიმართულებით გაცემული რეკომენდაციების შესრულება, ასევე, საბავშვო ბაღების ძირითად ნაწილში ადამიანური რესურსის გასაზრდელად არ გამოყოფილა შესაბამისი ფინანსები. ამის მიზეზად კი მუნიციპალიტეტები შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პრევენციის პროცესში მიღებულ ზომას - დისტანციურ სწავლებას ასახელებენ. მათი თქმით, ონლაინ სწავლების პირობებში არ დამდგარა დამატებითი პედაგოგების დაქირავების საჭიროება. საბავშვო ბაღში დასაქმებული პირებისთვის პროფესიული გადამზადების სერვისის მიწოდება, სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. მისასალმებელია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ერთეულმა შეძლო ასეთი სერვისის მიწოდება, 1388 რამდენიმე თვითმმართველმა თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს შემთხვევები საერთო ტენდენციიდან გამონაკლისია. არცერთ თვითმმართველ დამცველის რეკომენდაცია, ერთეულს რომელიც სრულყოფილად არ შეუსრულებია ინკლუზიური განათლების სახალხო მიმართულებით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საჭიროების შესწავლას და შედეგების ფინანსურ გეგმაში გათვალისწინებას შეეხებოდა. სამწუხაროდ, ამ 1388 აბაშის, ადიგენის, გურჯაანის, ზუგდიდის, თეთრიწყაროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტები. 485 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020 რეკომენდაციის ნაწილობრივ შესრულებაც, ასევე იშვიათი გამონაკლისია საერთო ტენდენციიდან. 57 თვითმმართველ ერთეულში შექმნილია შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო, თუმცა მათი მუშაობის ტემპი და ეფექტიანობა მეტის მოლოდინს აჩენს. 2019 წლის განმავლობაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა მხოლოდ 9 მუნიციპალიტეტში გაიმართა,1389 რაც ცალსახად არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, დუშეთის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს ამ დრომდე არ აქვთ შექმნილი შესაბამისი საბჭოები. ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირებენ მუნიციპალიტეტები არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების პერსონალის გადამზადების შესახებ გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, თვითმმართველმა ერთეულებმა არ შეიმუშავეს გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა. მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ხანდაზმულთა მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა, თუმცა საგულისხმოა, რომ არცერთ შემთხვევაში ეს პროგრამა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებების კვლევას არ ეფუძნება. სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ თვითმმართველ ერთეულებს რეკომენდაციით მიმართა. მათ უნდა უზრუნველეყოთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება. დადებითად ფასდება თვითმმართველი ერთეულების მიერ ჩატარებული სწავლების ღონისძიებები, თუმცა სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს არაქართულენოვანი პედაგოგების გადამზადებისა და სასწავლო რესურსების შექმნის საჭიროებაზე. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ამ საკითხებისკენ მეტი ძალისხმევა მიმართონ, ხოლო სახალხო დამცველი, თავის მხრივ, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, გაუზიაროს თვითმმართველ ერთეულებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 1389 ბაღდათი - 2 სხდომა, გურჯაანი - 3 სხდომა, ლანჩხუთი - 1 სხდომა, სიღნაღი - 1 სხდომა, ქუთაისი - 2 სხდომა, შუახევი - 2 სხდომა, ჩხოროწყუ - 2 სხდომა, ახალციხე - 1 სხდომა, დედოფლისწყარო - 1 სხდომა. 486 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2020