საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2020 წლის წლიური ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.06.2021
ავტორი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი
#1-7154/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2020 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-03-17
შენიშვნები ცნობად იქნა მიღბული

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-15160/21 30-11-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გეგზავნებათ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში განხილვისათვის შესატანად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2020 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაზე ფინანსური ანგარიშგება (№1-7154/21; 01.06.2021). ასევე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნები. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-15157/21 30-11-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2020 წლის წლიურ ანგარიშზე და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნაზე ფინანსურ ანგარიშგებაზე (№2-7206/21; 07.07.2021) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2021 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2020 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე და გააჩნია შემდეგი სახის რეკომენდაციები: 1. როგორც ცნობილია, არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის დადგენის წესი ეწინააღმდეგება ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებს და არ არის თავსებადი საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან. კომიტეტის მოსაზრებით კომისიამ მიზანშეწონილია წარმოადგინოს ხედვები, თუ რა სახის მექანიზმების შემოღება არის საჭირო, რომ ბუნებრივი გაზის დარგში არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის დადგენა განხორციელდეს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ანგარიშით მოცემულია ინფორმაცია 2020 წელს ბუნებრივი გაზის სექტორის გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების ოდენობის შესახებ, რომელიც შეადგენს მთლიანი იმპორტირებული ბუნებრივი გაზის 1,4%-ს, ხოლო ტრანსპორტირების ნაწილში დანაკარგების ოდენობა - 0,5%-ია (2019 წელთან შედარებით - 19%-ით არის შემცირებული). მიზანშეწონილია, ტრანსპორტირების ქსელის მსგავსად, გამანაწილებელ ქსელშიც დანაკარგების ოდენობები 2018-2020 წლების მიხედვით ყოფილიყო მოცემული (გაზგამანაწილებელი კომპანიების მითითებით). 3. ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისია ადგენს ცალკეული ლიცენზიატისთვის სასმელი წყლის ნორმატიულ დანაკარგს და მისი შემცირების ტრენდს. მაგრამ ამავდროულად, ანგარიშში თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მოცემულია დიაგრამა, სადაც ნაჩვენებია, რომ წყალმომარაგების სექტორში სასმელი წყლის მთლიანი ტექნიკური დანაკარგი შეადგენს 59 %-ს, რაც საკმაოდ დიდ მაჩვენებელია. მიგვაჩნია, რომ წყლის დანაკარგების შემცირება მოითხოვს უფრო მეტ გადადგმულ ნაბიჯებს კომისიის და ლიცენზიატი კომპანიების მხრიდან. 4. წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, კომისია ინტენსიურად მუშაობს ლიცენზიატებთან, რათა 24-საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ მიმართულებებში სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებობენ მომხმარებლები, რომელთაც შედარებით ნაკლები პერიოდულობით მიეწოდებათ სასმელი წყალი. სასმელი წყლის ხშირი წყვეტები და წყალმომარაგების გრაფიკი განსაკუთრებით აქტუალურია ტურისტულ ზონებში. მიზანშეწონილია ყოველწლიურ ანგარიშებში მოცემული იყოს უფრო მეტი ინფორმაცია იმ ქმედებებზე და საინვესტიციო პროექტებზე, რომლსაც ახორციელებს ლიცენზიატი კომპანიები წყლის პერიოდული გრაფიკით მიწოდების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში. ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2020 წლის წლიურ ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი
დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-10656/21 02-08-2021 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა მარეგულირებელი წარმოდგენილ და წყალმომარაგების ეროვნული საქართველოს კომისიის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიშისა და ფინანსურ ანგარიშგებებზე დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თაობაზე (N1-7154; 01.06.2021); საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 30 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე. აღნიშნული ანგარიში მოიცავს კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შედეგებს და ეხება შემდეგ საკითხებს:  მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება და ჰარმონიზაცია გაერთიანების კანონმდებლობასთან  ელექტროენერგეტიკული სექტორი  ბუნებრივი გაზის სექტორი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ენერგეტიკული  წყალმომარაგების სექტორი  მეთოდოლოგიური საქმიანობა  მომსახურების კომერციული ხარისხი  მომხმარებელთა საჩივრებთან და ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა  საერთაშორისო ურთიერთობები  საზოგადოებასთან ურთიერთობა  მმართველობითი ფუნქციები მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება და ჰარმონიზაცია ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნითა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, 2020 წელს კომისიამ დაამტკიცა ენერგეტიკულ სექტორში ურთიერთობების მარეგულირებელი არაერთი კანონქვემდებარე აქტი. ჰარმონიზაცია მოხდა ასევე ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან. გადამცემი სისტემის ოპერატორების ეფექტიანი განცალკევების წინაპირობების ჩამოყალიბებისა და მათი შესრულების კონტროლის მექანიზმების დანერგვის მიზნით კომისიის 2020 წლის 27 მარტის N9 დადგენილებით დამტკიცდა „გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები“. გამჭვირვალე, ეფექტიანი ლიცენზირების პროცესის უზრუნველსაყოფად და არალიცენზირებადი ენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოებისათვის შეტყობინების მარტივი პროცედურის განსაზღვისთვის 2020 წლის 27 მარტის N22 დადგენილებით კომისიამ დაამტკიცა „ლიცენზირების წესები“ და „ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“. კომისიის 2020 წლის 4 ივნისის N24 დადგენილებით დამტკიცდა „დავების განხილვის წესები“, რომლის მიზანია დაადგინოს საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი დავების განხილვის პროცედურები, ზეპირი მოსმენის გარეშე სადავო საკითხის განხილვის ახალი წესები და განსაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების ან/და თანხის დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ერთიანი სამართლებრივი სტანდარტი. კომერციულად სენსიტიური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვის მოქნილი მექანიზმის შესაქმნელად 2020 წლის 15 ოქტომბრის №52 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესი“ და წლის 2020 ნოემბრის 12 N69/21 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა, რომელიც განსაზღვრავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც პირის მიერ კომისიაში წარდგენისთანავე ავტომატურად მიიჩნევა კომერციულ საიდუმლოებად. 2020 წლის 9 დეკემბრის N63 დადგენილებით კომისიამ დაამტკიცა „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესი“. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით მნიშვნელოვნად გაფართოვებული კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების ფონზე ორგანიზაციული ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია კომისიის მიერ 2020 წლის 12 ნოემბრის N57 დადგენილების დამტკიცება რომელიც განსაზღვრავს კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის პროფესიული ეთიკის ნორმებს, ქცევის წესებსა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ასევე, აღსანიშნავია 2020 წლის 28 დეკემბრის N79 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება“, სადაც აისახა კომისიის ახალი ფუნქციები და პასუხისმგებლობები. ელექტროენერგეტიკული სექტორი 2020 წლის 16 აპრილს №246 დადგენილებით დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის ახალი კონცეფცია, ელექტროენერგიის საბითუმო სახელმძღვანელო პრინციპებს, ბაზრის რომელიც აყალიბებს ორგანიზებისა ელექტროენერგიის და ბაზრის საქართველოში ფუნქციონირების ისეთი მოდელის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას საბითუმო და საცალო დონეზე და განსაზღვრავს სამიზნე მოდელზე გადასასვლელად განსახორციელებელ ღონისძიებებს. კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკულ სექტორის მიმართულებით დამტკიცებული დადგენილებებით განისაზღვრა კრიტერიუმები მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მისანიჭებლად და გარდამავალი პერიოდისათვის ელექტროენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებზე განსახორციელებელი ღონისძიებების შინაარსი, ფორმა, ასევე ამ ღონისძიებების განხორციელების ვადები და შესაბამისი პასუხისმგებელი სუბიექტები. საანგარიშო პერიოდში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ - მიერ შემუშავებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმა, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის №682 დადგენილებით, ამავდროულად დასრულდა შეთანხმება სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების შესრულება დასრულდეს არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა 2021-2031 წლების გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, ხოლო განაწილების ლიცენზიანტების მიერ – 2021-2025 წლების განაწილების ქსელის განვითარების გეგმები. გეგმა მნიშვნელოვანია პოზიტიური ცვლილებების ეფექტიანი დაგეგმვისთვის და საერთაშორისო პრინციპების დაცვითა და სამომავლოდ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ოპერირებისთვის. 2017-2020 სატარიფო წლების განმავლობაში დაგროვილი კორექტირება სრულად აისახა 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფების დადგენისას. მნიშვნელოვანია, რომ 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდის ფარგლებში ჩამოყალიბდა გრძელვადიანი ტარიფების ორი ფაზა, 2021-2023 და 2024-2025 სატარიფო წლებისთვის. 2020 წელი ტარიფების გაანგარიშების მორიგ წელს წარმოადგენდა. ამ მიზნით კომისიამ ელექტროენერგეტიკის სექტორის რიგ რეგულირებად საწარმოებს დაუდგინა ტარიფები. აღნიშნული პროცესი მოიცავდა ელექტროენერგიის განაწილების – 2, ელექტროენერგიის წარმოების – 9 (ჰიდრო – 5 და თბო – 4), გადაცემის – 3 და დისპეტჩერიზაციის შედეგად, ერთი ტარიფების მიმართებაში, ლიცენზიანტისთვის შედარებითი საქართველოში შესაბამისი ანალიზით დამკვიდრებული ტარიფების დადგენას. რომ სხვა ქვეყნებთან საყოფაცხოვრებო ტარიფების ირკვევა, (თეთრი/კვტსთ) მაჩვენებელი უმცირეს მაჩვენებელთა ხუთეულში შედის. ბუნებრივი გაზის სექტორი ევროპის კომისიის იმპლემენტაციის №312/2014 მიზნით, 2020 რეგულაციის ქართულ კანონმდებლობაში განახლდა ბუნებრივი გაზის წელს სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო. 2020 წელს კვლავ გრძელდებოდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი. ბუნებრივი გაზის განაწილების/ტრანსპორტირების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით კომისიამ სექტორის აქტორებთან მიაღწია შეთანხმებას მათ მიერ 2020-2022 წლების საინვესტიციო გეგმების წარმოდგენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კომისიას ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ლიცენზია არ გაუცია. ამავდროულად, გაუქმდა კომპანიის მიერ კომისიაში გაგზავნილი წერილობითი ინიციატივით ბუნებრივი გაზის განაწილების ერთი ლიცენზია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა სამი განაწილების ლიცენზიანტის მოთხოვნა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიების გაუქმების თაობაზე, რაზეც დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები. მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო წლის დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს ადგილობრივი მოპოვებით, ანგარიშით განმავლობაში მოთხოვნის წარმოდგენილი იმპორტით 99.8%, 0.2 საქართველოში % კი მოქმედი ტარიფების სიმძიმის შეფასების ანალიზი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფებით საქართველო უმცირესი ღირებულებით მესამე ადგილზეა ბუნებრივი გაზის მთავარი მწარმოებლების - აზერბაიჯანისა და რუსეთის შემდეგ. წყალმომარაგების სექტორი საანგარიშო მნიშვნელოვანი წელს კომისიის მიერ დამტკიცდა მარეგულირებელი აქტი, კერძოდ, წყალმომარაგების 2020 წლის 27 სექტორის მაისის №22 დადგენილებით დამტკიცდა „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს წყალმომარაგების 9 ლიცენზიანტი. ანგარიშით ირკვევა, რომ 2020 წელს წყალმომარაგების ლიცენზიანტებმა კომისიას მომართეს შემდეგ საკითხებზე: საწარმოების მიერთება, წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნა ფინანსური მდგომარეობის გაურესების გამო, წინასწარი ლიცენზიის გაცემა. კომისიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან 2020 წლის 16 ოქტომბერს გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული სასმელი წყლის მიმწოდებელ ბიზნესოპერატორთა სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად რისკების მართვის ხელშეწყობა და ამ მიზნით მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ლიცენზიანტ საწარმოთა ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასებისა და დამუშავების ეფექტიანობის გაუმჯობესების, ასევე საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით და მისი დამუშავების მექანიზმების გაუმჯობესებისთვის კომისიამ 2020 წლის 25 ივნისის N45/9 გადაწყვეტილებით დაამტკიცა ახალი სისტემა. ანგარიშის მიხედვით საანგარიშო წელს შემცირებულია ინვესტიციები წყალმომარაგების სექტორში გასულ წელთან შედარებით. კომისია აღნიშნავს, რომ ინვესტიციების შემცირება ძირითადად განაპირობა ქვეყანაში არსებულმა პანდემიამ, რამაც ასევე შეაფერხა სხვადასხვა სარეაბილიტაციო თუ სხვა სახის სამუშაოს განხორციელება. მეთოდოლოგიური საქმიანობა ახალი კორონავირუსის (covid 19) პანდემიის გამო წარმოშობილი გამოწვევების დასაძლევად კომისიის 2020 წლის 29 აპრილის №12 დადგენილებით ცვლილება შევიდა სამივე სექტორში მოქმედ მიწოდებისა და მოხმარების წესებში და მათ დაემატა მუხლი „ფორსმაჟორი“, სადაც ჩამოყალიბდა დაუძლეველი ძალის განმარტება და შესაბამისი ჩამონათვალი - „მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს.“ ამავდროულად, კომისიამ დაავალდებულა მომსახურე კომპანიები, რომ ზემოაღნიშნული წესის გამოყენებამდე წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობონ კომისიას შესაბამისი დასაბუთებით, ტერიტორიული არეალისა და სავარაუდო პერიოდის მითითებით. კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის №60 დადგენილებით ცვლილება შევიდა სამივე სექტორში მოქმედ მიწოდებისა და მოხმარების წესებში. რომლითაც განისაზღვრა მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ძირითად საშუალებად ქვითრის ელექტრონულად (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) მიწოდება. 2020 წელს კომისიამ დანერგა *303# მომსახურება. ყველა მომხმარებელს მიეცა საშუალება სახლიდან გაუსვლელად ნახონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის სექტორში ელექტრონული ქვითარი, გაიგონ მიმდინარე ბალანსი, მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, დაარეგისტრირონ მობილურის ნომერი სასურველ აბონენტზე და იქვე წაშალონ არასასურველი, გაიგონ კომპანიის სერვისცენტრის მისამართი და კომპანიის ქოლცენტრის ნომერი, აგრეთვე აცნობონ კომპანიას მომარაგების შეწყვეტის შესახებ, რაზეც კომპანია ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - „ციფრული მმართველობის სააგენტოსთან“ (შემდგომში – სააგენტო) ურთიერთთანამშრომლობით, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს (www.my.gov.ge) დაემატა ახალი მომსახურება, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და კომუნიკაციების სექტორებში მოქმედ ლიცენზიანტებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ელექტრონულად შეათანხმონ ხაზობრივი ნაგებობების პროექტები და კერძო პირებთან პროექტის შეთანხმების შემდეგ ამავე პორტალის საშუალებით გააგზავნონ შესაბამის მუნიციპალიტეტებში განაცხადი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. მიწოდებული სერვისების კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, 2020 წელს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიანტების, ასევე იმ მიმწოდებლების, რომლებიც ბუნებრივ გაზს აწვდიან საცალო მომხმარებლებს, მათი მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით კომისიამ „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევა განახორციელა. 2020 წელს ერთი კონტაქტის მომსახურების სტანდარტით გამარტივდა და მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამა სამივე სექტორში კომუნალურ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული მომხმარებლისთვის განკუთვნილი განაცხადის ფორმები. 2020 წელს აპარატის მიერ შესაბამისი კითხვარის შევსების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გახდა “Doing Business”-ის კონტრიბუტორი. აღსანიშნავია, რომ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის განახლებად ენერგიებზე მომუშავე (მზე, ქარი, წყალი) ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი წყაროს ქონის მსურველთათვის კომისიამ შეიმუშავა ნეტო-აღრიცხვის ახალი რეგულაცია, რომლითაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან 500 კილოვატამდე გაიზარდა. ასევე, ცვლილებები შეეხო მომხმარებლისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქსელით სარგებლობის შემთხვევაში რეგულირებას, შესაძლებელი გახდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ადგილას საერთო განაწილების ლიცენზიანტის ქსელის ფარგლებში. მომსახურების კომერციული ხარისხი 2020 წლიდან ცალკე სტანდარტად გამოიყო გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შიდა მიზეზებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოს ძირითადი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის გაუწეველი მომსახურებისთვის განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. შედეგად, 2020 წელს გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 282 920 ლარი. აქედან 194 975 ლარი გადახდილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის – 87 945 ლარი. მომხმარებელთა საჩივრებთან და ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა საანგარიშო დაკავშირებით პერიოდში ბუნებრივი გაზის სექტორში უშუალოდ კომისიის აპარატის სადავო საკითხებთან მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 1331 განცხადება/საჩივარი. კომისიამ განხილვის შედეგად მიიღო 480 გადაწყვეტილება. სრულად დაკმაყოფილდა 212 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 145, განცხადება/საჩივრებზე, ხოლო არ რომლებზეც დაკმაყოფილდა 123. არ კომისიის მიღებულა მომხმარებელთა იმ გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა კომისიის აპარატის წერილებით. ასევე, ანგარიშის მიხედვით საანგარიშო პერიოდში კომისიამ განიხილა 311 განცხადება ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 111, ნაწილობრივ – 120, ხოლო არ დაკმაყოფილდა 80 განცხადება. სულ საანგარიშო პერიოდში კომისიამ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული 3276 სადავო საკითხის განხილვის შედეგად მიიღო 1083 გადაწყვეტილება. ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 111 131. 33 ლარი. აქედან გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ შეადგინა 935 585. 85 ლარი, ხოლო ჩამოწერილი ხანდაზმული დავალიანებების ოდენობამ – 200 258.51 ლარი. საერთაშორისო ურთიერთობები 2020 წელს კომისია აქტიურად, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. კომისიის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობდნენ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და მონაწილეობას იღებდნენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ამ მხრივ აღსანიშნავია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ EU4Energy მმართველობის პროექტის ფარგლებში განხორციელებული მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია, განხილულ იქნა ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკისა და სამართლის რიგი საკითხები, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ტრანსპოზიციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ პროცესში არსებული გამოწვევები. ასევე, მნიშვნელოვანია კომისიის თანამშრომლობა ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციასთან (ERRA). 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კომისიის წევრი მაია მელიქიძე, ხოლო ასოციაციის ელექტროენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის თავმჯდომარედ – კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძე. საზოგადოებასთან ურთიერთობა კომისიამ დაიწყო პროექტი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკასთან, ენერგოეფექტურობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებსა და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა. საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად შესრულებისთვის კომისია აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას და თანამშრომლობს ყველა მედიასთან. კომისიის ქოლცენტრში შემოსული ზარების მონიტორინგის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში ქოლცენტრში სულ 15328 ზარი შემოვიდა, რომელთაგან 84% ეხებოდა კონსულტაციებს კომუნალურ სუბსიდიებთან დაკავშირებით ან მოქალაქეთა მიერ შემოტანილი განცხადებების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მოთხოვნას. სექტორების მიხედვით, ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით 547 ზარი დაფიქსირდა, ბუნებრივი გაზის სექტორში – 364, ხოლო წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კომისიას 1461 მოქალაქე დაუკავშირდა. მმართველობითი ფუნქციები 2020 წელს პირველად კომისიის ისტორიაში, წარმატებით შემუშავდა და დაინერგა საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემა. რომელიც კომისიის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელების უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს კომისიაში დასაქმებულთა პროფესიული განათლების დონის ამაღლების მიზნით კომისიის აპარატში ჩატარდა მენეჯერებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი შეფასების სისტემასთან დაკავშირებით. მომზადდა სწავლებებისა და ინსტრუქტაჟების 2020 წლის წლიური პროგრამა, პერსონალის სწავლებების რეგისტრაციის ჟურნალი და შემავალი ინსტრუქტაჟის რეგისტრაციის ჟურნალი ახლადმიღებული პერსონალისთვის. 2020 წლის 24 იანვარს კომისიის თავმჯდომარის №45 ბრძანებით დამტკიცდა კომისიის ახალი საქმისწარმოების წესი, რომელიც აქამდე 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულებისა და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდებოდა. კომისიის მიერ მომზადდა და კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №74/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში, რომელმაც მოიცვა 2020 წელს კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობის ანალიზი. შესაბამისად, 2020 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 53 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 35, ნაწილობრივ – 17 და არ დაკმაყოფილდა 1. ანგარიშით ირკვევა, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, მისი კონფიდენციალურობით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით. წარმოდგენილი ანგარიშის მიმოხილვისას კომიტეტმა, გაამახვილა რა ყურადღება წყალმომარაგების კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (JWP) მიერ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე, მიიღო ინფორმაცია აღნიშნულ კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემოწმების დაწყების თაობაზე. კომიტეტმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ დასახელებული შემოწმების დასრულების შემდეგ კომისიამ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს კომიტეტს და შეჯერდეს შემოწმების შედეგების კომიტეტის სხდომაზე განხილვის საკითხი. კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროს მარეგულირებელ ნორმებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობას, რომლებიც უნდა განხორციელდეს უახლოეს მომავალში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ამდენად, რამდენადაც ითვალისწინებს ელექტროენერგიის/წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ორმხრივი ხელშეკრულების მექანიზმის სრულყოფას, რაც მოემსახურება მომხმარებლის უფლებების უფრო მეტი სტანდარტით დაცვას. კომიტეტმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში და ამდენად, აღნიშნული კომისიის საქმიანობა განსაკუთრებული ინტერესის საგანია კომიტეტისთვის. კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2020 წელს განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე
ანგარიში
დანართი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2020 წლის საქმიანობის ანგარიში თბილისი 2021 წელი სარჩევი i. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და შედეგები ......................................................6 1. მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება და ჰარმონიზაცია ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან .......................................................................................................................................... 14 1.1. ჰარმონიზაცია ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან............................................ 14 1.2. მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება.............................................................................................. 17 1.2.1. ელექტროენერგეტიკის სექტორი ........................................................................................................ 19 1.2.2. ბუნებრივი გაზის სექტორი.................................................................................................................. 23 2. ელექტროენერგეტიკული სექტორი ............................................................................................................. 25 2.1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაცია .......................................................................... 25 2.2 ელექტროენერგეტიკული ბაზრის ძირითადი მახასიათებლები...................................................... 33 2.2.1 საცალო ბაზარი ....................................................................................................................................... 39 2.2.2. საბითუმო ბაზარი.................................................................................................................................. 41 2.3. საქმიანობის განცალკევება ...................................................................................................................... 45 2.4. ლიცენზირება და ტექნიკური რეგულირება........................................................................................ 46 2.5. ქსელური საქმიანობის რეგულირების ძირითადი შედეგები .......................................................... 48 2.5.1 გადაცემის საქმიანობა ............................................................................................................................ 48 2.5.2 განაწილების საქმიანობის რეგულირების ძირითადი შედეგები .................................................. 48 2.5.2 განაწილების ელექტროენერგიის მომსახურების ხარისხი მიწოდების უწყვეტობა და ელექტროენერგიის ხარისხის რეგულირება ........................................................................................... 49 2.5.3 ელექტროენერგიის დანაკარგების რეგულირება გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ..... 51 2.6. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება (ელექტროენერგია) ................................................... 53 2.6.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები ...................................................................... 53 2.6.2. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები ..................................................... 56 2.6.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი (ცხრილები, გრაფიკები) .................................................... 57 2.6.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი ................................................................... 58 2.7. განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა .................................................... 62 2.7.1 ნეტო–აღრიცხვის რეგულაციის დანერგვის შედეგები .................................................................... 63 3. ბუნებრივი გაზის სექტორი ........................................................................................................................... 65 3.1. ბუნებრივი გაზის ბაზარი........................................................................................................................ 65 3.1.1 ბაზრის სტრუქტურა და სუბიექტები ................................................................................................. 66 3.1.2. საქმიანობის განცალკევება ................................................................................................................... 67 2 3.1.3. ბაზრის ძირითადი მახასიათებლები ................................................................................................. 68 3.1.3.1. ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი .......................................................................................... 68 3.1.3.2. ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარი .............................................................................................. 70 3.2. ლიცენზირება ............................................................................................................................................ 80 3.2.1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება.............................................................................................. 80 3.2.2. ბუნებრივი გაზის განაწილება ......................................................................................................... 82 3.2.3. სალიცენზიო განაცხადები და ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში ................................... 83 3.2.4. ტექნიკური რეგულირების შედეგები ............................................................................................ 84 3.2.5. ქსელის ოპერატორის მიერ წილების/საოპერაციო აქტივების გასხვისებასა და კომპანიების შერწყმაზე თანხმობის გაცემა .................................................................................................................... 85 3.3. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება .......................................................................................... 86 3.3.1. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები ......................................................... 86 3.3.1.1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ........................................................................ 87 3.3.1.2. ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფები ................................................................................ 87 3.3.2. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი ................................................................... 90 3.3.2.1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება........................................................................................... 91 3.3.2.2. ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა............................................................................... 92 3.3.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი................................................................................................. 93 4. წყალმომარაგების სექტორი ........................................................................................................................... 96 4.1. სექტორის ზოგადი მიმოხილვა .............................................................................................................. 96 4.1.1 მარეგულირებელი ჩარჩო ...................................................................................................................... 96 4.1.2 ლიცენზიატი საწარმოები და მომარაგების დაფარვის არეალი ..................................................... 96 4.2. ლიცენზირება და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი ............................................................. 98 4.2.1 ლიცენზირება .......................................................................................................................................... 98 4.2.2. სალიცენზიო პირობების მონიტორინგი ........................................................................................... 99 4.3. ლიცენზიატ საწარმოთა ძირითადი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და შედარებითი ანალიზი .......................................................................................................................................................... 100 4.3.1. შეფასების კრიტერიუმები .................................................................................................................. 100 4.3.2 შედარებითი ანალიზი ......................................................................................................................... 103 4.4. ინვესტიციები და ტარიფები ................................................................................................................ 108 4.4.1 საინვესტიციო გეგმები......................................................................................................................... 108 4.4.2 ფაქტობრივად განხორციელებული საინვესტიციო პროექტები .................................................. 109 3 4.4.3. ტარიფები .............................................................................................................................................. 110 4.4.3.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები ..................................................................... 110 4.4.3.2. სექტორში მოქმედი ტარიფები ....................................................................................................... 111 5. მეთოდოლოგიური საქმიანობა ................................................................................................................... 113 5.1. ფორსმაჟორის განსაზღვრა და აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად მიწოდება ............... 113 5.2. ელექტრონული ქვითრის ძირითად საშუალებად განსაზღვრა..................................................... 114 5.3. *303# მომსახურება (USSD კოდები)...................................................................................................... 115 5.4. სამშენებლო პროექტების ელექტრონულად შეთანხმების განვითარება My.gov.ge პორტალზე ........................................................................................................................................................................... 116 5.5. იდუმალი მომხმარებლის კვლევა ....................................................................................................... 117 5.6. იუსტიციის სახლში განცხადებების ჩაბარება ................................................................................... 118 5.7. სტანდარტული ფორმები ...................................................................................................................... 119 5.8. კომისიის გადაწყვეტილებებისა და განმარტებების ერთიანი რეესტრისა და შინაარსობრივი საძიებო სისტემის შექმნა .............................................................................................................................. 119 5.9. Doing Business და ენერგეტიკის სექტორი........................................................................................... 120 5.10. ნეტო-აღრიცხვა ..................................................................................................................................... 120 6. მომსახურების კომერციული ხარისხი...................................................................................................... 121 6.1. მომსახურების ხარისხი და სტანდარტების აღწერა.......................................................................... 121 6.2. სტატისტიკური ინფორმაცია ................................................................................................................ 122 6.3. Covid-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო სუბსიდია ................................................................. 128 7. მომხმარებელთა საჩივრებთან და ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ............................................................... 130 7.1. მომხმარებელთა საჩივრებთან და ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მარეგულირებელი ჩარჩოების მიმოხილვა ...................................................................................................................................................... 130 7.2. მომხმარებელთა საჩივრები ელექტროენერგეტიკულ სექტორში.................................................. 131 7.3. მომხმარებელთა საჩივრები ბუნებრივი გაზის სექტორში ............................................................. 131 7.4. მომხმარებელთა საჩივრები წყალმომარაგების სექტორში ............................................................ 132 7.5. ხანდაზმული დავალიანებები .............................................................................................................. 133 7.6. ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები ........................................................................................................................ 134 8. საერთაშორისო ურთიერთობები ................................................................................................................ 136 8.1. პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები .................................................................................... 136 4 8.2. განხორციელებული და მიმდინარე საერთაშორისო პროექტები .................................................. 137 9. საზოგადოებასთან ურთიერთობა .............................................................................................................. 139 10. მმართველობითი ფუნქციები .................................................................................................................... 142 10.1 საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015 ....................................................................................... 142 10.1.1 საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015-ის დანერგვის შედეგები ....................................... 142 10.2. ბიუჯეტი და მისი შესრულების ძირითადი პარამეტრები .......................................................... 142 10.3. საქონლისა და მომსახურების შესყიდვები ...................................................................................... 144 10.4. ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება .................................................................. 145 10.4.1. ადამიანური რესურსების მართვა................................................................................................... 145 10.4.2 საქმისწარმოება ................................................................................................................................... 148 10.4.3. ინფორმაციის საჯაროობა................................................................................................................. 149 10.4.4. კომისიის საჯარო სხდომები და საოქმო წარმოება ..................................................................... 150 11. დანართები .................................................................................................................................................... 151 დანართი №1. - ლიცენზიატთა სია ელექტროენერგეტიკის სექტორში ........................................... 151 დანართი №2. მომხმარებელთა რაოდენობა 2013-2020 წლებში ........................................................ 152 დანართი №3. სისტემის პიკური დატვირთვა 2010- 2020 წლებში .................................................... 152 დანართი №4. ელექტროენერგიის დანაკარგები გამანაწილებელი კომპანიების ქსელში 2020 წელს ............................................................................................................................................................. 152 დანართი №5. გარანტირებული სიმძლავრის საფასური.................................................................... 153 დანართი № 6. ელექტროენერგიის ქსელური (გადაცემა, დისპეტჩერიზაცია და განაწილება) ტარიფები .................................................................................................................................................... 153 დანართი №7. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ........................................................ 154 დანართი №8. მიმწოდებლების ჩამონათვალი ბუნებრივი გაზის საბითუმო და საცალო ბაზრებზე (საბაზრო წილი) ...................................................................................................................... 155 დანართი №9. ლიცენზიატების ჩამონათვალი და შესაბამისი მომხმარებლების რაოდენობა ..... 156 დანართი №10. 2020 წელს დადგენილი ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფები ..................... 157 დანართი №11. ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები ...................... 158 დანართი №12. წყალმომარაგების ტარიფები, არასაყოფაცხოვრებო, გამრიცხველიანებული ..... 159 დანართი №13. წყალმომარაგების ტარიფები, საყოფაცხოვრებო, გამრიცხველიანებული ........... 160 დანართი №14. წყალმომარაგების ტარიფები, საყოფაცხოვრებო, გაუმრიცხველიანებელი ........ 161 5 i. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და შედეგები 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში აღინიშნა შემდეგი ძირითადი მოვლენები და ტენდენციები: ელექტროენერგეტიკა 2020 წელს COVID-19-ის გავრცელების მასშტაბებისა და გლობალური პანდემიის ფონზე საანგარიშო წლის განმავლობაში ორჯერ, მარტი-მაისისა და ნოემბერ-დეკემბრის პერიოდებში ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა შემოეღო შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკასა და, მათ შორის, კომისიის მიერ რეგულირებულ სფეროებზე იყო დრამატულად ნეგატიური. აღნიშნული შეზღუდვები შესაბამისად აისახა ელექტროენერგეტიკის ზოგად მაჩვენებლებზე, კერძოდ:  ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით 5.8%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 8.2%-ით შემცირდა;  საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2011-2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით იზრდება;  ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 4.6%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 2.86%-ით შემცირდა;  ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 8.7%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 19.3%-ით შემცირდა;  პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 14.9%-ით შემცირდა, ხოლო 2018 წელთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა;  აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 23.9%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 32.8%-ით გაიზარდა;  2011-2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) საშუალოდ 1%-ით იზრდება;  საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 1%-ით შემცირდა, ხოლო 2018 წელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა;  ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 36.7%-ით, ხოლო 2018 წლის მაჩვენებელზე 73.9%-ით ნაკლებია;  საანგარიშო წელს განხორციელდა 102 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, რაც 25%-ით ნაკლებია წინა წლის ტრანზიტის სიდიდეზე, ხოლო 660%-ით აღემატება 2018 წლის სიდიდეს; 6  საანგარიშო წელს ელექტროენერგიის ფაქტობრივმა დანაკარგებმა ენერგოსისტემაში (გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ჯამურად) შეადგინა 7.01%, მათ შორის გადამცემ ქსელში – 1.92% ხოლო განაწილების ქსელში – 5.1%. გადამცემ ქსელში დანაკარგი 9.1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში დანაკარგმა შეადგინა 9.72% (0,8%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით), ხოლო სს „თელასის“ ქსელში – 5.57% (11.2%-ით მეტი წინა წელთან შედარებით);  საანგარიშო წელს ენერგოსისტემის გადამცემი და გამანაწილებელი კომპანიებისათვის დადგინდა ნორმატიული დანაკარგების სიდიდეები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის (2021-2025 წ.წ.), კერძოდ, გადამცემ ქსელში – 1.76 % (მ.შ. სსე – 1.34 %; საქრუსენერგო – 0.21%; ენერგოტრანსი - 0.21%), სს „თელასის“ ქსელში – 4.81%, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში – 9.8%;  ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 4,508.91 მგვტ (ჰიდრო – 3,331.81 მგვტ, თბო – 1,156.4, მგვტ, ქარი – 20.7 მგვტ), რაც 5.9 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;  ელექტროენერგიის განაწილების (საცალო მიწოდების) ბაზარი მაღალკონცენტრირებულია (HHI2020=5,288), სადაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საბაზრო წილი არის 62%, ხოლო სს „თელასის“ – 38%;  საბაზრო წილები ელექტროენერგიის სამი უმსხვილესი მწარმოებლისთვის გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „ენგურჰესი“ – 24.8%, შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგური“ – 18.52% და შპს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია”– 12.75%. აგრეთვე ელექტროენერგიის წარმოების სეგმენტის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა შეადგინა HHI2020 =1,260.3;  მნიშვნელოვანი ზრდის დინამიკა აქვს ბაზრის გახსნის მაჩვენებელს (ბაზარზე შესყიდული ენერგიის თანაფარდობა მთლიან მოხმარებასთან): 2017 წ. – 12.02%, 2018 წ. – 14.1%, 2019 წ. – 22.1% და 2020 წ. – 19.7%;  საანგარიშო წელს კომისიამ განიხილა და ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეითანხმა სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 5-წლიანი (2021-2025 წ.წ.) განვითარების გეგმები, „ქსელის წესების“ მოთხოვნების შესაბამისად;  საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა ელექტროენერგიის წარმოების საშუალებები, ჯამური დადგმული სიმძლავრით 252.73 მგვტ (მათ შორის 6 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 22.73 მგვტ და ერთი თბოსადგური, დადგმული სიმძლავრით 230 მგვტ);  საანგარიშო წელს ნეტო-აღრიცხვის რეგულაციაში მოექცა 88 ახალი მიკროელექტროსადგური, ჯამური სიმძლავრით 1704 კვტ. აღნიშნულ რეგულაციაში ჯამურად ჩართულია 243 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 3,849 კვტ;  მომზადდა დასკვნები და რეკომენდაციები განვითარების ათწლიან გეგმაზე; 7 2021-2031 წლების გადამცემი ქსელის  2020 წელი, ისე როგორც 2019 წელი, გამოირჩეოდა განსაკუთრებით მძიმე („მშრალი“) კლიმატური პირობებით, რამაც, გამომდინარე ქვეყნის გენერაციული სიმძლავრეების სტრუქტურიდან (ჰიდროგენერაცია 74,4%), განაპირობა ელექტროენერგიის დეფიციტი (კლება წინა წელთან შედარებით – 7.7%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით – 17.1%-ით), კერძოდ, მარეგულირებელ სადგურებზე 2019 წელთან შედარებით კლება იყო 17.4%, ხოლო სეზონურ და მცირე ჰიდროელექტროსადგურებზე – 4.1%;  კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 6 მარტის №133 ბრძანებით შექმნილმა „ელექტრომომარაგების საიმედოობის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა“ შეისწავლა ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული ელექტროენერგიის წყვეტები, საიდანაც დაადგინა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2020 წელს გააუმჯობესა SAIDI-ს მაჩვენებელი (ერთ მომხმარებელზე ელმომარაგების გამორთვის საშუალო ხანგრძლივობა) 28.6%-ით და SAIFI-ს (ერთ მომხმარებელზე ელმომარაგების გამორთვის საშუალო სიხშირე) მაჩვენებელი – 21%-ით, ხოლო სს „თელასმა“ SAIDI-ს მაჩვენებელი გააუმჯობესა 18.4%-ით და SAIFI-ს მაჩვენებელი გააუარესა 20.1%-ით;  მიუხედავად საანგარიშო წლის მძიმე პანდემიური სიტუაციისა და ნაწილობრივ დისტანციური მუშაობისა, კომისიამ მიიღო მთელი რიგი მეორადი საკანონმდებლო აქტები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის შესაბამისად, კერძოდ: o „ლიცენზირების და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“, რომელიც მოიცავს „ლიცენზირების წესებსა“ და „ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესს“; o „გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესი“, განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების განხორციელების პროცედურებს, პირობებსა და მოთხოვნებს, მათ შორის, კომისიის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას; o „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესი“, რომლითაც განსაზღვრულია გამანაწილებელი ქსელის ოპერატორების საქმიანობის ფუნქციონალური და სამართლებრივი განცალკევება; o „ელექტროენერგიის ბაზრის წესები“ , რომელიც მოიცავს „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებსა“ და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის წესებს“; o „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები“, რომელიც მოიცავს როგორც ელექტროენერგიის თავისუფალი მიწოდების, ისე უნივერსალური, ბოლო ალტერნატივის, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების წესებს, აგრეთვე მიმწოდებლის შეცვლის წესს; 8 o „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი“, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგეტიკის სექტორში მსხვილი მომხმარებლების კრიტერიუმების და სტატუსის განსაზღვრას; o დადგენილება „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების შინაარსს, განხორციელების ვადებსა და პასუხისმგებელ სუბიექტებს; o „საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა“, რომელიც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისა და კომერციული სექტორის ელექტრომომარაგების პროცესის მოწესრიგებას.  კომისიამ შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა. ბუნებრივ გაზზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება შეადგენს 1.2 მლრდ კვტ.სთ-ს;  კომისიის გადაწყვეტილებით გაიცა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე. სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების ორგანიზებას, ელექტროენერგიით ვაჭრობას შიდა ბაზარზე, ასევე მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებასა და ინტეგრაციას;  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელზე ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების მიზნით ლიცენზია გაიცა. სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, ელექტროენერგიის საბალანსო მექანიზმების, შესაბამისი პროდუქტების განსაზღვრას და უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას. ბუნებრივი გაზი  ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ;  ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება;  ბუნებრივ გაზზე საქართველოსთვის საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით. ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა (91%); 9  2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 1%-ით შემცირდა. კლება ძირითადად შეეხო ავტოგასამართი სადგურებისა და თბოსადგურების მოხმარებას;  საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2020 წელს 1,116 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარება კი 1,366 მლნ კუბ.მ იყო, საიდანაც 614 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებას შეადგენს;  2020 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას ახორციელებდა 34 მიმწოდებელი;  საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის ქვეყანაში შემოტანა განახორციელა სამმა მიმწოდებელმა;  საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა თერთმეტმა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი 96%-ს შეადგენდა;  2020 წელს ე.წ. კომერციული ბუნებრივი გაზის საშუალო ფასმა ვაჭრობის საბითუმო დონეზე 0.58 ლარი/კუბ.მ შეადგინა;  2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა გათბობის გრადუს დღეების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 2020 წელს შენობების უფრო მეტი გრადუსით გათბობა იყო საჭირო;  2020 წელს კვლავ გაგრძელდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო) საანგარიშო წლის ბოლოს 1,359,837 შეადგინა და 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან  შედარებით 51,223-ით გაიზარდა; 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 25 განაწილების ლიცენზიატი. მათ შორის სამი მსხვილი ლიცენზიატია (შპს „თბილისი-ენერჯი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და სს „საქორგგაზი“). აღნიშნულმა სამმა მსხვილმა განაწილების ლიცენზიატმა გაანაწილა მთლიანი განაწილებული გაზის 89%;  ბუნებრივი გაზის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით 2020 წელს კომისიამ შეითანხმა 6 ლიცენზიატის 2020-2022 წლების საინვესტიციო გეგმები;  2020 წელს კომისიამ შეითანხმა შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „ვარკეთილაირისა“ და შპს „დიდი დიღმის“ გამანაწილებელი ქსელის ხუთწლიანი (2021-2025) განვითარების გეგმები;  2020 წელს განხორციელდა ცვლილება კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში“, კერძოდ, დამტკიცდა დანართი №4, რომელიც ადგენს ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესებს;  ცვლილება განხორციელდა „არაგაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 30 აგვისტოს №68/16 გადაწყვეტილებაში. ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა 19 დასახლებული პუნქტი. ამჟამად არაგაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალში  შედის 17 დასახლებული პუნქტი; 2020 წელს კომისიას ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ლიცენზია არ გაუცია. თუმცა არსებულ ლიცენზიებში განხორციელდა 5 ცვლილება, კერძოდ, ცვლილება შევიდა შპს „სოკარ 10 ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „გასკო+“-ისა და შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ ლიცენზიებში და გაფართოვდა აღნიშნული კომპანიების სალიცენზიო არეალები. ამასთან, 2020 წელს გაუქმდა ბუნებრივი გაზის განაწილების ერთი ლიცენზია (შპს „ვაკე“);  კომისიამ ასევე შეიმუშავა ბუნებრივი გაზისა და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების რეკომენდაციები. წყალმომარაგება  კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2020 წლის 1 თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური – 1000 ლარიდან 800 ლარამდე. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი), არსებული საფასური შენარჩუნდა;  1 თებერვალს ამოქმედდება წყალმომარაგების ლიცენზიატების ახალი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც 100 მეტრით იზრდება ქსელზე მიერთების რადიუსი. რეგულაციის შესაბამისად, კომპანიამ სრული ტექნოლოგიური ციკლით უნდა უზრუნველყოს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელიდან 200 მეტრის რადიუსშიც;  კომისიასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის შორის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული სასმელი წყლის მიმწოდებელ      ბიზნეს ოპერატორთა სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად რისკების მართვის ხელშეწყობა და ამ მიზნით მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის №27 დადგენილებით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ შესაბამისად, კომისიამ შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყლის“ გრძელვადიანი და მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმები; კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №66 და №67 დადგენილებებით ცვლილება შევიდა „სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში, რის მიხედვითაც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და შპს „რუსთავის წყალს“ 2021, 2022 და 2023 წლისთვის დაუდგინდა ნორმატიული დანაკარგების ოდენობები; კომისიის 2020 წლის 27 მარტის №30/3 გადაწყვეტილებით დამტკიცდა წყალმომარაგების ლიცენზიატთათვის საკვანძო მაჩვენებლების ქვედა ზღვარი, არსებული დონე და სამიზნე ნიშნული; საყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან მიმართებაში მრიცხველიანი აბონენტების რაოდენობა გაიზარდა 11.2%-ით (54,315 აბონენტი); საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი ერთი აბონენტის საშუალო მოხმარება გაიზარდა 2.3%-ით, ხოლო კომერციული მომხმარებლების საშუალო მოხმარება შემცირდა 6.1%-ით. 11 სხვა  კომისიამ ახალი ტიპის მომსახურება დანერგა. მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, დაარეგისტრირონ ან წაშალონ მობილურის ნომერი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და  სასმელი წყლის სექტორებში სასურველ აბონენტებზე. *303#-ით მომსახურება უფასოა; კომისიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლობით, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს my.gov.ge ახალი მომსახურება – ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შეთანხმება დაემატა. აღნიშნული სერვისით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების ლიცენზიატები და საკომუნიკაციო სფეროს კომპანიები ისარგებლებენ. კომუნალური მომსახურებისა და კომუნიკაციის სფეროს კომპანიებს სერვისი საშუალებას აძლევს ელექტრონულად შეათანხმონ ქსელის ხაზობრივი ნაგებობის პროექტი როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა უფლებამოსილ პირებთან, შეთანხმების მიღწევის შემდეგ კი მიმართონ შესაბამის მუნიციპალიტეტს საბოლოო თანხმობისთვის;  კომისიამ დავების განხილვის ახალი წესები დაამტკიცა. ახალი წესების მიღების საფუძველია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ, კომისია სადავო საკითხს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის საკუთარი ინიციატივით მიიღებს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარების თაობაზე. წესების მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაადგინოს კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავების განხილვის პროცედურები, განსაზღვროს კომპანიების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების ან/და თანხის დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ერთიანი სამართლებრივი სტანდარტი;  მწვანე ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარი 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გაიზარდა. სიახლე შეეხება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყარო საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. გაუქმდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას მიერთების აუცილებლობა. მომხმარებლისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქსელით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ადგილას. ახალი რეგულაციების მიხედვით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას თითოეულ მომხმარებელს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური რევერსული ან ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისათვის. 12 მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათები ჯგუფის ყველა წევრს ერთსა და იმავე დღეს ინდივიდუალურად დაერიცხება, წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია გაიქვითება, ხოლო წლის  განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას შეისყიდის გამანაწილებელი კომპანია; კომუნალური მომსახურების კომპანიებში ჩატარებული „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში შემოწმდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური ხასიათის დარღვევები;  2020 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდა კომისიის მიერ 2020 წელს მიღებული 96 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან 2020 წელს დასრულდა 38 საქმე, საიდანაც 28 შემთხვევაში გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა კომისიის სასარგებლოდ; ოთხ შემთხვევაში დაკმაყოფილდა მოსარჩელის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა; ოთხ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის, ხოლო ორ შემთხვევაში ბაჟის გადაუხდელობის შედეგად სარჩელი დარჩა განუხილველი. აქედან კომისიას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ოთხი საქმე. ოთხივე შემთხვევაში გადაწყვეტილება კომისიის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. 13 1. მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება და ჰარმონიზაცია ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრა ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება. ამასთან, 2016 წელს ხელი მოეწერა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმს, რომლითაც დადგინდა საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის დანერგვის კონკრეტული პირობები და ვადები. აღნიშნული ოქმით საქართველომ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის ტრანსპოზიცია ეროვნულ კანონმდებლობაში. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით საფუძველი ჩაეყარა ენერგეტიკულ სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა კომისიის როლი, ფუნქციები და რომელმაც განაპირობა კომისიის მიერ არაერთი ახალი კანონქვემდებარე აქტის შემუშავების საჭიროება. ამ მიზნით 2020 წელს კომისიამ განახორციელა აქტიური ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედებითი საქმიანობა და დაამტკიცა ენერგეტიკულ სექტორში ურთიერთობების მარეგულირებელი არაერთი კანონქვემდებარე აქტი, რომელთა შემუშავებისას ეფექტიანად იქნა გამოყენებული კომისიაში ათწლეულების განმავლობაში აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, გათვალისწინებულ იქნა საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. 1.1. ჰარმონიზაცია ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან კომისიის 2020 წლის 27 მარტის N9 დადგენილება „გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ ევროკავშირის „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის, გადამცემი სისტემების ოპერატორების განცალკევების სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის 2020 წლის 27 მარტის N9 დადგენილებით დამტკიცდა „გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები“, რომელიც განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების განხორციელების საფუძვლებს, პროცედურებსა და ვადებს. დადგენილების მიზანია, განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორების ეფექტიანი განცალკევების წინაპირობები და მათი შესრულების კონტროლის მექანიზმი, რაც, თავის მხრივ, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. დადგენილება 14 აგრეთვე ითვალისწინებს სერტიფიცირებაზე უარის თქმისა და სერტიფიცირების პროცედურის ხელახალი დაწყების საფუძვლებს. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირებას, აგრეთვე დამოუკიდებლობისა და საქმიანობების განცალკევების მოთხოვნებთან მის შესაბამისობაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისიის 2020 წლის 16 ივლისის N39 დადგენილება „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების დამტკიცების შესახებ“ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება. გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების ეფექტიანი განცალკევების ხელშეწყობის მიზნით კომისიის 2020 წლის 16 ივლისის N39 დადგენილებით დამტკიცდა „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები“, რომელიც დეტალურად აღწერს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივი, ფუნქციური (მენეჯმენტის), ანგარიშების განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებსა და შესაბამის პროცედურებს. დადგენილება ვრცელდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში არსებულ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებზე. გარდა ამისა, დადგენილებით ასევე განსაზღვრულია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის შემუშავებასთან, დანერგვასთან, წარდგენასთან, მიღებასა და გამოქვეყნებასთან, ასევე შესაბამისობის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. კომისიის 2020 წლის 27 მაისის N22 დადგენილება „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 27 მარტის N22 დადგენილებით კომისიამ დაამტკიცა „ლიცენზირების წესები“ და „ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“, რომლებიც ადგენს მარეგულირებელ ჩარჩოს ენერგეტიკული ენერგეტიკული საქმიანობის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლებისა განმახორციელებელი და არალიცენზირებადი ენერგეტიკული საწარმოების ავტორიზაციისთვის. დადგენილების მიზანია, უზრუნველყოს გამჭვირვალე და ეფექტიანი ლიცენზირების პროცესი, არალიცენზირებადი აგრეთვე განსაზღვროს შეტყობინების მარტივი ენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელი პროცედურა ენერგეტიკული საწარმოებისათვის. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ლიცენზიას გასცემს შემდეგ ენერგეტიკულ საქმიანობებზე: 15 ელექტროენერგიის წარმოება, ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის გადაცემა, ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის განაწილება, ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება, გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება და წყალმომარაგება. კომისიის დადგენილებით განისაზღვრა ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის მიმართვის წესი, ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალი, კომისიის უფლებამოსილებები და ლიცენზიის მაძიებლის ვალდებულებები სალიცენზიო განაცხადის განხილვის პროცესში, მოთხოვნები ლიცენზირების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით და სალიცენზიო განაცხადის განხილვასა და ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. დადგენილებით აგრეთვე დამტკიცდა კომისიის მიერ გასაცემი ლიცენზიის ფორმა და ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობების სალიცენზიო პირობები, ხოლო დადგენილების საფუძველზე, კომისიის 2020 წლის 25 ივნისის N45/8 გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის სალიცენზიო განაცხადებისა და ენერგეტიკული საქმიანობის შეტყობინების ფორმები. გარდა ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხებისა, დადგენილებით დამტკიცებული „ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესით“ ასევე განისაზღვრა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მიწოდების ან/და ვაჭრობის საქმიანობის თაობაზე კომისიისთვის შეტყობინების წარდგენის წესი და მისი შინაარსი. კომისიის 2020 წლის 4 ივნისის N24 დადგენილება „დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 4 ივნისის N24 დადგენილებით დამტკიცდა „დავების განხილვის წესები“, რომლის მიზანია დაადგინოს საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი დავების განხილვის პროცედურები და განსაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების ან/და თანხის დარიცხვის კანონიერებასთან სამართლებრივი სტანდარტი. დაკავშირებული დავების განხილვის ერთიანი დადგენილებით ასევე გათვალისწინებულ იქნა კომისიის მიერ სადავო საკითხის განხილვის ახალი წესი – ზეპირი მოსმენის გარეშე სადავო საკითხის განხილვა, რაც უზრუნველყოფს დავების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტას დროისა და ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის გზით. დადგენილების თანახმად, კომისია სადავო საკითხებს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია საკუთარი ინიციატივით მიიღებს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარების თაობაზე. „დავების განხილვის წესების“ საფუძველზე კომისიამ 2020 წლის 11 ივნისს მიიღო N43/6 გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა ზეპირი მოსმენით განსახილველი სადავო საკითხები. 16 1.2. მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის №52 დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ და კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N69/21 გადაწყვეტილება „კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონმა მნიშვნელოვნად გააფართოვა კომისიის მარეგულირებელი ფუნქციები, რომელთა განხორციელების მიზნით კომისია უწყვეტად იღებს მრავალრიცხოვან ინფორმაციას რეგულირებული საწარმოებისაგან, დღის წესრიგში დადგა კომერციულად სენსიტიური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვის მოქნილი მექანიზმის არსებობა. ამ მიზნით კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის №52 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესი“, რომლითაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრა კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევასა და მის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხები. დადგენილების საფუძველზე კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N69/21 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა, რომელიც განსაზღვრავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც პირის მიერ კომისიაში წარდგენისთანავე ავტომატურად მიიჩნევა კომერციულ საიდუმლოებად და არ საჭიროებს კომისიის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით მის კომერციულ საიდუმლოდ მიჩნევას. გადაწყვეტილება ასახავს კომისიაში დამკვიდრებულ მრავალწლიან პრაქტიკას და ითვალისწინებს ისეთ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს რეგულირებული საწარმოს კონკურენტუნარიანობას. კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილება „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიამ 2020 წლის 9 დეკემბრის N63 დადგენილებით დაამტკიცა „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესი“, რომლითაც დადგინდა რეგულირების საფასურის გადამხდელებისთვის რეგულირების საფასურის ოდენობა, მისი გაანგარიშების წესი და გადახდის პირობები. დადგენილების თანახმად, რეგულირებულ საწარმოებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველი წლის 15 სექტემბრამდე კომისიას წარუდგინონ მომდევნო წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზი. ამასთან, კომისიას ყოველთვიურად წარედგინება ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში მიწოდებული/გაწეული, რეგულირებას დაქვემდებარებული მომსახურების ან/და პროდუქტის მთლიანი (დარიცხული) შემოსავლის შესახებ. 17 კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის N79 დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის N79 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება“, რომელშიც აისახა კომისიის ის ახალი ფუნქციები და პასუხისმგებლობები, რომლებიც გათვალისწინებულია „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმიდან გამომდინარე მიღებული საკანონმდებლო აქტებით. დადგენილება განსაზღვრავს კომისიისა და კომისიის აპარატის ფუნქცია-ვალდებულებებს და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ შიდაორგანიზაციულ საკითხებს, მათ შორის, სტრუქტურული ერთეულების მოწყობა-ორგანიზაციასა და აპარატის მართვის წესს. კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N57 დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ კომისიამ 2020 წლის 12 ნოემბრის N57 დადგენილებით დაამტკიცა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსი“, რომელიც განსაზღვრავს კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის პროფესიული ეთიკის ნორმებს, ქცევის წესებსა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ეთიკის კოდექსი ადგენს კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ზოგად პრინციპებს და კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. კოდექსი არეგულირებს კომისიის წევრისა და კომისიის აპარატის თანამშრომლის პროფესიონალიზმთან დაკავშირებულ საკითხებს და განსაზღვრავს, რომ კომისიაში დასაქმებულ პირს უნდა გააჩნდეს სათანადო ცოდნა მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად და ზრუნავდეს საკუთარი პროფესიული კომპეტენციის, ცოდნისა და უნარების მრავალმხრივ განვითარებაზე. კოდექსი ასევე არეგულირებს კომისიის წევრისა და კომისიის თანამშრომლის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს და განსაზღვრავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელი და ობიექტური მოქმედების ვალდებულებას. კოდექსის შესაბამისი ნორმები ასევე აწესრიგებს კომისიის ქონებით სარგებლობის, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისა დაკავშირებულ საკითხებს. 18 და ინტელექტუალურ საკუთრებასთან 1.2.1. ელექტროენერგეტიკის სექტორი ბაზრის კონცეფცია საქართველოს მთავრობამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 162-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 16 აპრილს №246 დადგენილებით ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის ახალი კონცეფცია დაამტკიცა, რომელმაც ჩაანაცვლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/605 ბრძანებით (24.12.2018წ.) დამტკიცებული დანართი „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის ახალი კონცეფცია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის შესაბამისად, აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს, ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე, ასევე განსაზღვრავს სამიზნე მოდელზე გადასასვლელად განსახორციელებელ ღონისძიებებს. კონცეფციამ განსაზღვრა საბითუმო ელექტროენერგეტიკული ბაზრის სეგმენტები: დღით ადრე ბაზარი, დღიური ბაზარი, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. კონცეფციამ აგრეთვე განსაზღვრა სუბიექტები: ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ელექტროენერგიის მწარმოებელი, ტრეიდერი, მიმწოდებელი და მსხვილი მომხმარებელი. კონცეფციამ, საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე (მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხითა და ფასით ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის, აგრეთვე განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნით), განსაზღვრა საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება, რომელიც დაეკისრება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს და დაადგინა მათი ანგარიშსწორების, აგრეთვე ფინანსური უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები. კონცეფციამ განსაზღვრა გარდამავალი პერიოდის ძირითადი ღონისძიებების კალენდარი, მათ შორის ელექტროენერგიის წარმოების შესაბამის წყაროებზე საჯარო ვალდებულებების დაკისრების პერიოდები და ბაზრის ლიბერალიზაციის – გახსნის (მომხმარებლების ნაწილში) ეტაპები. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს, მათ შორის, ბაზარზე ახალი კონკურენტების შესვლის ხელშეწყობით, შექმნის მიზნით კომისიამ 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით 19 დაამტკიცა „ელექტროენერგიის ბაზრის წესები“, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების, აგრეთვე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს. დადგენილება ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ ბაზრებზე ფასწარმოქმნის პრინციპებს, მონაწილედ რეგისტრაციის, ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის, განაცხადების/სატენდერო წინადადებების განთავსების და ფინანსური ანგარიშსწორების პირობებსა და პროცედურებს, კერძოდ, დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ელექტროენერგიით ვაჭრობის პერიოდია საათი (60 წუთი), რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის განსაზღვრას საათობრივად. ამასთან, დღით ადრე ბაზარზე ფასი განისაზღვრება თითოეული განაცხადის ფასისა და რაოდენობის შესაბამისად შედგენილი გადაკვეთის წერტილის მიხედვით, მიწოდებისა და მოთხოვნის აგრეგირებული მრუდების რომელიც წარმოადგენს წონასწორობის წერტილს და განსაზღვრავს დღით ადრე ბაზარზე კონკრეტულ საათში ნავაჭრი ელექტრონერგიის რაოდენობასა და საბაზრო ფასს. დღიურ ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება განაცხადის ფასის პრინციპით, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განაცხადების დაწყვილებას შესატყვისი ფასის, რაოდენობისა და ფიზიკური მიწოდების პერიოდის მიხედვით. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე გაწევრიანებულია მონაწილეობა დაბალანსების შეუძლია ჯგუფში, ელექტროენერგეტიკულ „ელექტროენერგიის საწარმოს, საბალანსო და რომელიც დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების” შესაბამისად, აღნიშნულს ასევე უნდა ჰყავდეს ბირჟის ოპერატორის მიერ ორგანიზებული გამოცდის შესაბამისად სერტიფიცირებული სავაჭრო წარმომადგენელი. დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები ასევე განსაზღვრავს ბირჟის ოპერატორის ვალდებულებას, მოახდინოს მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვება, ხოლო მონაწილეთა მიერ დარღვევების არსებობის შემთხვევაში მან ამის თაობაზე უნდა აცნობოს კომისიას. ამასთან, ბირჟის ოპერატორი უზრუნველყოფს ბაზრის მონაწილეთათვის ბირჟაზე განაცხადების განთავსებაში ტექნიკურ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში, ყოველსაათობრივი ელექტროენერგიის ფასის დადგენას ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმის (EUPHEMIA) გამოყენებით და ვაჭრობისას შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მონაწილეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ბირჟის ოპერატორი, როგორც ცენტრალური ფინანსური მხარე, წარმოადგენს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ბირჟაზე დადებული ხელშეკრულების მხარეს და პასუხისმგებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. შესაბამისად, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაწილეებისათვის გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი სუბიექტების მიერ გადახდილი თანხა/წარდგენილი გარანტია ამისათვის საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, ბირჟაზე მონაწილეობისათვის მონაწილე ვალდებულია წინასწარ წარმოადგინოს ფინანსური გარანტიები, ხოლო ვაჭრობის დასრულების შემდგომ შესყიდული ელექტროენერგიისათვის ბირჟის ოპერატორის მიერ მომდევნო დღეს წარდგენილი ინვოისების შესაბამისად უზრუნველყოს მითითებული თანხის გადარიცხვა ბირჟის ოპერატორის ანგარიშზე, რის საფუძველზეც ბირჟის ოპერატორი ახდენს გაყიდული ელექტროენერგიისათვის შესაბამისი მონაწილეებისათვის წარდგენილი ინვოისების შესაბამისად მითითებული თანხის გადარიცხვას. 20 საცალო ბაზრის წესები ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე ურთიერთობების რეგულირების მიზნით კომისიამ 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით დაამტკიცა „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები“, რომელიც ასახავს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების რეგულირების საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. დადგენილება მოიცავს ელექტროენერგიის მიწოდების წესებს, უნივერსალური მომსახურების მიწოდების წესებს, ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესებს, მიმწოდებლის შეცვლის წესებსა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების წესებს. დადგენილება ითვალისწინებს საბოლოო მომხმარებლის უფლებას, დამოუკიდებლად შეარჩიოს მისთვის მისაღები მიმწოდებელი, შეთავაზებული მიწოდების ფასისა და მომსახურების პირობების გათვალისწინებით. აღნიშნული წარმოადგენს კონკურენტული საცალო ბაზრის განვითარების წინაპირობას და გულისხმობს, რომ თითოეული მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ შეთავაზებული მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე, მომსახურების უკეთესი ხარისხით განხორციელებასა და მომხმარებლისათვის უფრო ხელსაყრელი მიწოდების ფასის შეთავაზებაზე. საბოლოო მომხმარებლის შესაძლებლობა, შეიცვალოს მიმწოდებელი, წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნის, მისი დინამიკურობისა და აქტიური ფუნქციონირების ხელშესაწყობად. ამ მიზნით კომისიის მიერ განისაზღვრა მიმწოდებლის შეცვლის სწრაფი, საბოლოო მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი და უფასო პროცედურა. დადგენილება განსაზღვრავს ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს შორის ურთიერთობის ზოგად მარეგულირებელ ჩარჩოს და ადგენს მიმწოდებლისა და საბოლოო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებელთან მიწოდების ხელშეკრულების დადების, მისი პირობების შეცვლის, საბოლოო მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების, მისთვის მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს, აგრეთვე მიმწოდებლის უფლებამოსილებებს არასაყოფაცხოვრებო საბოლოო მომხმარებელთან მიმართებით, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისაგან განსხვავებული პირობებით მიწოდების ხელშეკრულების დადების წესს. დადგენილება ასევე სრულად ასახავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის მოთხოვნებს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისათვის დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და არეგულირებს ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების ურთიერთობებს, მიმწოდებელსა და, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს შორის. დადგენილება განსაზღვრავს ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების პირობებს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო საბოლოო მომხმარებელი კარგავს ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით შემოთავაზებულ მნიშვნელოვან სიახლეს საბოლოო მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 21 რაც შეეხება დადგენილებით გათვალისწინებულ საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების პირობებს, მათი მიზანია, განსაზღვროს ისეთი სპეციალური დებულებები, როგორიცაა საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის პირობები და ხელშეკრულების დადების/საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების სტანდარტულ ხელშეკრულებაზე მიერთების წესი და ვადები. კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ახალი მარეგულირებელი გარემოს გათვალისწინებით, ელექტროენერგიის ბაზრების გახსნისთვის ბაზრის მონაწილეების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად კომისიამ 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებით დაამტკიცა „ელექტროენერგეტიკის სექტორში გარდამავალი ღონისძიებები“. დადგენილება მიზნად ისახავს განსაზღვროს გარდამავალი პერიოდისათვის ელექტროენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებზე განსახორციელებელი ღონისძიებების შინაარსი, ფორმა, ასევე ამ ღონისძიებების განხორციელების ვადები და შესაბამისი პასუხისმგებელი სუბიექტები. დადგენილებაში სპეციალური ნორმებით განსაზღვრულია ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებები. გარდა ამისა, მოწესრიგებულია გარდამავალი პერიოდისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის წესები და პირობები. დადგენილება ასევე აწესრიგებს გარდამავალ პერიოდში ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე განსახორციელებელ ღონისძიებებს, მათ შორის, საბოლოო მომხმარებლების მიერ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისაგან ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლისაგან მომსახურების ავტომატურად მიღების პირობებსა და გარდამავალ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის წესს. კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №80 დადგენილება „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებიდან გამომდინარე, კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №80 დადგენილებით დამტკიცდა „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი“. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის „ჰ23“ პუნქტის მიხედვით, მსხვილი მომხმარებელი არის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც აქვს ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის უფლება და რომლის კრიტერიუმებსა და სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს კომისია. ამასთან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების 22 შესახებ კანონის 111-ე მუხლის შესაბამისად, მსხვილ მომხმარებელს უფლება აქვს, მიწოდების ხელშეკრულება ერთდროულად დადოს რამდენიმე მიმწოდებელთან. დადგენილება განსაზღვრავს მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმებს და პროცედურებს, კერძოდ, ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებელს წარმოადგენს საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომლის ქსელთან მიერთების წერტილებიდან:   ერთი მაინც მდებარეობს 10 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის ქსელზე ან ერთი მაინც მდებარეობს 6-10 კილოვოლტის ძაბვის ქსელზე და ამ 6-10 კილოვოლტის ძაბვის ქსელთან მიერთების წერტილში/წერტილებში მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად ტოლია ან აღემატება 500 კილოვატს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიუხედავად, მომხმარებელი, რომლის ყველა საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილის მდებარეობა არ ემთხვევა შესაბამის ძაბვაზე მისი ქსელთან მიერთების ყველა წერტილს ან/და ეს აღრიცხვის წერტილები არ აკმაყოფილებს კომისიის მიერ დამტკიცებული ქსელის წესების მოთხოვნებს, არ ჩაითვლება მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მქონედ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მსხვილი მომხმარებლის სტატუსს განსაზღვრავს სისტემის ოპერატორი მის ქსელთან მიერთებული თითოეული საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის. ამასთან, სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან აწარმოონ მათ ქსელთან მიერთებული მსხვილი მომხმარებლების რეესტრი და მსხვილი მომხმარებლის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მისი განსაზღვრიდან ან/და გაუქმებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ელექტრონული ფორმით მიაწოდონ კომისიასა და შესაბამის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. 1.2.2. ბუნებრივი გაზის სექტორი 2020 წელს განახლდა ბუნებრივი გაზის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო, კერძოდ:  ცვლილება განხორციელდა კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში“, დაემატა დანართი №4, რომელიც ადგენს ბუნებრივი გაზის დაბალანსების წესებს, მათ შორის წესებს, რომელიც ეხება ნომინაციების წარდგენის პროცედურებს, უბალანსობის საფასურს, უბალანსობის საფასურთან დაკავშირებულ ანგარიშსწორების დღიური პროცედურებსა და დაბალანსებას ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატების ქსელებს შორის. აღნიშნული დანართის დამატების აუცილებლობა გამომდინარეობდა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან, განხორციელებულიყო ევროპის კომისიის №312/2014 რეგულაციის ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიცია. საყურადღებოა, რომ დანართი №4 ამოქმედდა 2020 წლის 12 დეკემბრიდან, თუმცა, ამავე დანართის 52-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კომისიამ დააკმაყოფილა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების აღნიშნული კომპანიის“ დანართის (ტრანსპორტირების მოთხოვნებთან მისი ლიცენზიატის) შესაბამისობის მოთხოვნა უზრუნველყოფის გადავადების თაობაზე და განსაზღვრა, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების 23 კომპანიამ“ დანართი №4-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს 2022 წლის 12 დეკემბრამდე.  კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ ქსელის წესებში ასევე განხორციელდა ცვლილებები ტრანსპორტირების სისტემაზე პირდაპირი მომხმარებლის მიერთების პროცედურებთან დაკავშირებით. ცვლილებების შედეგად პირდაპირი მომხმარებლის სისტემაზე მიერთება დამოკიდებული გახდა მისაერთებელ ობიექტზე არსებულ დანადგარებზე, ტრანსპორტირების ლიცენზიატს კი მიენიჭა უფლებამოსილება, გააუქმოს მიერთება თავდაპირველი დანადგარის სხვა ისეთი დანადგარებით შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც, ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მიერთდეს გამანაწილებელ ქსელზე.  ცვლილება განხორციელდა „არაგაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 30 აგვისტოს №68/16 გადაწყვეტილებაში. ჩამონათვალში შემავალ დასახლებებში, კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ საფუძველზე, არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების საფასური. ვინაიდან გამოიკვეთა, რომ ცალკეულ დასახლებულ პუნქტში აღარ არსებობდა მიერთების საფასურისგან გამონაკლისის დაწესების საჭიროება, არაგაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა 19 დასახლებული პუნქტი. ამჟამად არაგაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალში შედის 17 დასახლებული პუნქტი. 24 2. ელექტროენერგეტიკული სექტორი 2.1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაცია  ბაზრის ზოგადი დიზაინი და ლიბერალიზაციის ეტაპები 2020 წელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურული რეორგანიზაციის კუთხით გარდამტეხ წლად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საანგარიშო წელს ჩამოყალიბდა აღნიშნული რეფორმების საკანონმდებლო ბაზა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად 2021 წლის 1 ივლისამდე ძალაშია ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონის საფუძველზე დამუშავებული საკანონმდებლო აქტები (მათ შორის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“), რომლებიც განსაზღვრავს გარდამავალ პერიოდში (2021 წლის 1 ივლისამდე) მოქმედი ბაზრის სტრუქტურას (ნახ. 2.1). ნახაზი 2.1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის არსებული სტრუქტურა საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობა უმეტესად ხდება პირდაპირი კონტრაქტების საშუალებით. ელექტროენერგიის გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგიის მწარმოებლების, იმპორტიორის, საბითუმო მიმწოდებლის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული 25 ოპერატორის (ესკო), ხოლო შესყიდვა – ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების (მიწოდებისა და ქსელის დანაკარგების შესყიდვის ნაწილში), პირდაპირი მომხმარებლების (რომლებსაც, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, 2021 წლიდან მიენიჭებათ მსხვილი მომხმარებლების სტატუსი), ექსპორტიორების, ელექტროენერგიის მწარმოებლების (სასადგურე დანახარჯებისათვის), ესკო-სა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში) მიერ. საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის საჭიროა სუბიექტი დარეგისტრირდეს ესკო-ში კვალიფიციურ საწარმოდ. ელექტროენერგიის მწარმოებლები, რეგულირების მიზნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კატეგორიისაა, კერძოდ: ა) მარეგულირებელი ელექტროსადგურები, რომლებსაც კომისია უდგენს ფიქსირებულ ტარიფებს; ბ) ნაწილობრივ დერეგულირებული ელექტროსადგურები 40 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრით, რომლებსაც კომისია უდგენს ზღვრულ (ზედა ზღვარი) ტარიფებს; გ) ნაწილობრივ დერეგულირებული ელექტროსადგურები 40 მგვტ-ზე ნაკლები სიმძლავრით, რომლებიც რჩებიან სალიცენზიო რეგულირების ფარგლებში, თუმცა გათავისუფლებულია სატარიფო რეგულირებიდან; დ) დერეგულირებული ელექტროსადგურები, რომლებიც აშენებულია 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ და ბაზარზე საქმიანობენ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის გარეშე; ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროები (თბოელექტროსადგურები), რომლებსაც კომისია უდგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრულ (ზედა ზღვარი) ტარიფს. იმ ელექტროსადგურებზე, რომელთა საპროექტო სიმძლავრე აღემატება 15 მგვტ-ს, კომისია გასცემს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიას, ხოლო 15 მგვტ-მდე საპროექტო სიმძლავრის ელექტროსადგურები (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები) გათავისუფლებულია ლიცენზირების ვალდებულებისაგან. გარანტირებული სიმძლავრის წყაროები გამოიყენება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელთაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა გარანტირებული სიმძლავრისა და მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით სისტემის უზრუნველყოფის პერიოდის მიხედვით ინდივიდუალურად. ელექტროენერგიის მიმწოდებლის ფუნქციაა ელექტროენერგიის შესყიდვა წარმოების ლიცენზიატისაგან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისაგან, ორგანიზებულ ბაზრებზე, ტრეიდერისგან და საბოლოო მომხმარებელზე მიწოდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტრეიდერის საქმიანობას, იგი ყიდულობს და ყიდის ელექტროენერგიას საბოლოო მომხმარებელზე მიწოდების გარეშე. ტრეიდერი აგრეთვე უფლებამოსილია ივაჭროს ელექტროენერგიით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნით გარეთ, მათ შორის, განახორციელოს იმპორტი და ექსპორტი. 2020 წელს ელექტროენერგიის ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლებად სავალდებულო წესით წარმოდგენილი იყვნენ მომხმარებლები, რომლებიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებდნენ წარმოების, გადაცემის ან განაწილების 26 ლიცენზიატ(ებ)ის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელ(ებ)იდან, ქსელთან მიერთების წერტილებიდან ერთი მაინც მდებარეობდა 35-110 კილოვოლტის ძაბვის ქსელზე, აღნიშნული ძაბვის ქსელ(ებ)ზე მდებარე მიწოდების წერტილ(ებ)იდან, ჯამურად, თვეში საშუალოდ მოიხმარდნენ არანაკლებ 5 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. ამასთანავე, მათი მოხმარების არანაკლებ 90% მიღებული აქვთ 35-110 კილოვოლტის ძაბვის ქსელზე მდებარე მიწოდების წერტილებიდან და მომხმარებლები, რომლებიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებენ წარმოების ლიცენზიატ(ებ)ის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის კუთვნილი 6-10 კილოვოლტის ძაბვის ქსელ(ებ)იდან და აღნიშნული მიწოდების წერტილ(ებ)იდან, ჯამურად, თვეში საშუალოდ მოიხმარენ არანაკლებ 5 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. ბაზრის ოპერატორი (ესკო) ელექტრონერგიის ყიდვა-გაყიდვის ნაწილში უფლებამოსილია იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია პირდაპირი ხელშეკრულებებით ან საბალანსო ელექტროენერგიის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით. ესკო ასევე ორგანიზებას უწევს გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, ახდენს საწარმოების ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და რეგისტრაციის გაუქმებას. ბაზრის ოპერატორი ფლობს და ექსპლუატაციას უწევს კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემას (კაას სისტემა), რომელიც ახდენს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ერთიანი ბაზის ფორმირებას და აღრიცხვის მონაცემებს ავტომატურად იღებს ელექტროენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემებიდან. მისი დანიშნულებაა მონაცემების მიღება, შემოწმება, შეგროვება, დაჯგუფება და დაჯამება ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის ანგარიშსწორებისათვის; საბითუმო ბაზარზე საქსელო და სისტემურ მომსახურებას ახორციელებენ გადამცემი სისტემის ოპერატორი (გსო), გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატები. გსო-ს (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი) გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები გადამცემი ქსელის აქტივების მფლობელებთან (გადაცემის ლიცენზიატებთან) გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების მისთვის გადაცემის შესახებ. გსო სისტემას ძირითადად მართავს SCADA-ს (საზედამხედველო კონტროლისა და მონაცემთა შეგროვების სისტემა) გამოყენებით და, იმავდროულად, იყენებს ზედა დონის ელექტროენერგიისა და სიმძლავრის კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემას (ზედა დონის ესკაა სისტემა). განაწილების ლიცენზიატები საქსელო, მათ შორის გატარების მომსახურებას ახორციელებენ როგორც მათი, ასევე მესამე პირების საკუთრებაში არსებული ქსელების გამოყენებით. განაწილების ქსელით გატარების მომსახურების ხარჯები განაწილების ლიცენზიატებს უნაზღაურდება კომისიის მიერ დადგენილი „განაწილებისა და გატარების ტარიფით“, ხოლო მესამე პირებს მათი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უნაზღაურებს კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად გაანგარიშებული ოდენობით. 27 ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე ელექტროენერგიის გაყიდვას ახორციელებენ განაწილების ლიცენზიატები კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით. ისინი ასევე ახორციელებენ საცალო მომხმარებლების საქსელო და სასისტემო მომსახურებას მიწოდების მომსახურებასთან ერთად. მოქმედი კანონმდებლობით, ელექტროენერგიის გაყიდვა საცალო მომხმარებლებზე შეუძლიათ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, თუმცა მათი მონაწილეობა საცალო ბაზარზე დაბალია, რადგან საცალო მიწოდების სეგმენტში ჯერ ისევ არსებობს გამანაწილებელი კომპანიების მონოპოლია მიწოდების ნაწილში, რაც გარკვეულ ბარიერს ქმნის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების საცალო ბაზარზე მონაწილეობის მხრივ. რაც შეეხება საცალო მომხმარებლებს, ბაზარზე წარმოდგენილი არიან საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებით. აგრეთვე 2016 წლიდან აღნიშნულ კატეგორიებს დაემატა საცალო მომხმარებელი, რომელიც ფლობს განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე სტრუქტურა მოცემულია ნახაზზე 2.2. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის (შემდგომში – კონცეფცია) შესაბამისად, 2020 წელს დაიწყო და შემდეგ წლებში, 2026 წლის ჩათვლით, მოხდება ბაზრის ლიბერალიზაცია, რომელიც გულისხმობს როგორც მიწოდების, ასევე მოხმარების მხარის გახსნასა და გასვლას როგორც საბითუმო, ასევე საცალო კონკურენტულ ბაზარზე. ნახ. 2.2 ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე სტრუქტურა ახალი საბითუმო ელექტროენერგეტიკული ბაზრის სეგმენტებია: დღით ადრე და დღიური ბაზარი; ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი, ხოლო ძირითადი სუბიექტებია (ნახ. 2.2): ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი, 28 გადამცემი სისტემის ოპერატორი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ელექტროენერგიის მწარმოებელი, ტრეიდერი, მიმწოდებელი, მსხვილი მომხმარებელი, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი უზრუნველყოფს: დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირებას, დღით ადრე და დღიური ბაზრების მონაწილეთა რეესტრის წარმოებას, ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას ორგანიზებული ბაზრის შესაბამისი სეგმენტისათვის. კომისიამ 2020 წლის 28 მაისის №39/2 გადაწყვეტილებით გასცა ლიცენზია „დღით ადრე და დღიური ბაზრების“ ნაწილში ახალდაფუძნებულ სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე“. აღნიშნულის საქმიანობას წარმოადგენს დღით ადრე ბაზრის ოპერირება, დღიური ბაზრის ოპერირება, ორმხრივი ხელშეკრულებების (ფორვარდული) ბაზრის ოპერირება და დღით ადრე და დღიური ბაზრებისთვის ანგარიშსწორების სისტემის მართვა. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი უზრუნველყოფს: საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტების შესყიდვას, უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პროდუქტებისა და უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას, ასევე ამ ბაზარზე შესყიდულ პროდუქტებზე ფინანსურ პასუხისმგებლობას და ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას ორგანიზებული ბაზრის შესაბამისი სეგმენტისათვის. კომისიამ 2020 წლის 28 მაისის №39/3 გადაწყვეტილებით გასცა ლიცენზია „საბალანსო და დამხმარე მომსახურების“ ნაწილში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე. დღით ადრე და დღიური და საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრები წარმოადგენს მონოპოლიურ ლიცენზირებად საქმიანობას, ხოლო ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი, როგორც სავაჭრო პლატფორმის ოპერირების, ასევე ორ პირს შორის მოლაპარაკების ფორმატში არ საჭიროებს ლიცენზიას და შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ. საბითუმო ბაზრის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი სუბიექტია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია. საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებია: განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერა შესასყიდი ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მომხმარებლების მიწოდების უსაფრთხოება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვით. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს: საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე პროდუქტების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრას; თვითდისპეტჩერირების პრინციპით ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვას, ასევე დაბალანსებისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, საბალანსო ბაზრის შედეგების საფუძველზე შესაბამისი სიმძლავრის გააქტიურებას; ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზებას, რაც, მათ შორის, მოიცავს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ავარიული დახმარების მიწოდების მართვას; დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციას და შესაბამისი კოდების მინიჭებას; საბითუმო ბაზრების 29 ოპერირებისათვის საჭირო ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვასა და განვითარებას, საათობრივი აღრიცხვის მონაცემების ხელმისაწვდომობას. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემ ქსელში დანაკარგების შესავსებად ელექტროენერგიას შეისყიდის ორგანიზებულ საბითუმო ბაზარზე. გამანაწილებელი ქსელის ოპერატორი არის ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრის სუბიექტი გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შესავსებად ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში და, იმავდროულად, საცალო ბაზრის ოპერირებისათვის უზრუნველყოფს საჭირო ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვასა და განვითარებას, საათობრივი აღრიცხვის მონაცემების ან/და შესაბამისი დატვირთვის პროფილების ხელმისაწვდომობას შესაბამისი საცალო მიმწოდებლებისათვის. საბითუმო ბაზრის უმნიშვნელოვანესი მონაწილეები არიან ელექტროენერგიის მწარმოებლები (ნახ. 2.3), რომლებიც სტრუქტურირდებიან საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე სადგურებად განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემით (მათ შორის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებითა და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდამჭერი სქემებით“ მოსარგებლე სადგურები), დერეგულირებული სადგურები (მათ შორის, მცირე ელექტროსადგურები 15 მგვტ-მდე სიმძლავრის და სეზონური, 40 მგვტ-მდე სიმძლავრის სადგურები). ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია განსაზღვრავს ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურების საჯარო ვალდებულებიდან გათავისუფლების გრაფიკს (ნახ. 2.3). საჯარო ვალდებულების მქონე სადგურები სავალდებულო წესით ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზარზე და საბაზრო ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის დადებით სხვაობას აბრუნებენ საბითუმო საჯარო მომსახურებასთან არსებულ ფონდში, რომელიც ასუბსიდირებს აფხაზეთის მოხმარებას და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე სადგურებს, ასევე ფასთა შორის სხვაობას, კონტრაქტის გამოყენებით ავსებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის და საჯარო მომსახურების მიმწოდებლის კალათებს ორგანიზებული ბაზრის ფასთან მიმართებაში. ნახ. 2.3 მწარმოებელი სადგურების საჯარო ვალდებულებიდან გათავისუფლების გრაფიკი საბითუმო ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიწოდების მხარე წარმოდგენილია აგრეთვე ე.წ. ტრეიდერით, რომელიც ყიდულობს და ყიდის ენერგიას საბოლოო მომხმარებელზე მიწოდების გარეშე. 30 ტრეიდერი უფლებამოსილია ივაჭროს ელექტროენერგიით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნით გარეთ, მათ შორის, განახორციელოს იმპორტი და ექსპორტი. მოხმარების მხარე, საბოლოო მოხმარების ნაწილში, კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად ლიბერალიზებულია, ხოლო სავალდებულო წესით ლიბერალიზაცია დაიწყო 2018 წლის 1 მაისიდან, როდესაც ბაზარზე სავალდებულო წესით გავიდნენ 110-35 კვ ძაბვის ქსელზე მიერთებული მომხმარებლები თვეში საშუალოდ 15 მილიონ კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარებით (4 მომხმარებელი). შემდგომ 2019 წლის 1 მაისს დაემატა 11 მომხმარებელი თვეში საშუალოდ 5 მილიონ კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარებით. საანგარიშო 2020 წლის ბოლო მონაცემებით, საბითუმო ბაზარზე ფიგურირებს 16 „პირდაპირი“ მომხმარებელი (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის შესაბამისად – „მსხვილი მომხმარებელი“). ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო წესით თავისუფალ (როგორც საბითუმო ასევე საცალო) ბაზარზე გავლენ 110-35 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებული თვეში საშუალოდ 0,4 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების მსხვილი მომხმარებლები, ხოლო 2022 წლის 1 ივლისიდან – 6-10 კვ ძაბვაზე მიერთებული თვეში საშუალოდ 1 მლნ კვტ.სთ -ზე მეტი მოხმარების მქონე მომხმარებლები. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის მიმდინარე რედაქციით, 6-10 კვ ძაბვაზე მიერთებული მომხმარებლები თვეში 1 მლნ კვტ.სთ-ზე ნაკლები მოხმარებით 2026 წლამდე უფლებამოსილი არიან მიიღონ ელექტროენერგია კომისიის მიერ რეგულირებული სამომხმარებლო ტარიფით საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით. „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №80 დადგენილებით განისაზღვრა მსხვილი მომხმარებლის სტატუსი და კრიტერიუმები. მსხვილი მომხმარებლის სტატუსი უფლებას ანიჭებს მომხმარებელს ივაჭროს საბითუმო ბაზარზე ორმხრივი ხელშეკრულებების, დღით ადრე და დღიურ ბაზარზე, რისთვისაც შესაბამისი წესით უნდა დარეგისტრირდეს როგორც საბალანსო ჯგუფის წევრი საბალანსო ბაზარზე, აგრეთვე დღით ადრე ან/და დღიური ბაზრის ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის მონაწილედ. 31 ნახ. 2.4 საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე სტრუქტურა მსხვილ მომხმარებელს აგრეთვე უფლება აქვს ივაჭროს საცალო ბაზარზე და აირჩიოს რამდენიმე მიმწოდებელი. მოხმარების მხრიდან საბითუმო ბაზარში ასევე ჩართულია თავისუფალი მიმწოდებელი, რომელიც უფლებამოსილია ელექტროენერგია იყიდოს როგორც ორგანიზებულ, ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე. ორგანიზებულ ბაზარში ჩართულია ასევე უნივერსალური მომსახურების, საჯარო მომსახურებისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლები, რომლებიც აწვდიან ელექტროენერგიას საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის (ნახ. 2.4) შესაბამის სეგმენტებს. რაც შეეხება საცალო ბაზარს, აქ მსხვილ მომხმარებლებთან ერთად ელექტროენერგიას თავისუფალი საცალო მიმწოდებლებისგან შეისყიდიან კვალიფიციური მომხმარებლები. საცალო ბაზარზე უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით აწვდის ელექტროენერგიას მცირე საწარმოებსა და საცალო მომხმარებლებს. იგივე მიმწოდებელი ვალდებულია შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია. ზემოთ აღწერილი ელექტროენერგიის ბაზრის ტრანსფორმაციის პროცესის პრაქტიკული განხორციელების ფაზა დაიწყება 2021 წლის 1 ივლისიდან, რასაც წინ უძღვის მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, მეორადი კანონმდებლობის დამუშავება, საქმიანობების განცალკევების პროცესი, რეგულირებადი საწარმოების ავტორიზაცია, აღრიცხვის სისტემების მოწესრიგება, პროგრამული პროდუქტების გაშვება-გამართვა, ბაზრის მონაწილეების რეგისტრაცია, ბაზრის მონაწილეების ცნობადობისა და შესაბამისი უნარების განვითარება, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის ცალ-ცალკე და ერთობლივი ტესტირება. 32 ამაღლება- 2.2 ელექტროენერგეტიკული ბაზრის ძირითადი მახასიათებლები 2020 წელს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი მახასიათებლები (მიწოდებისა და მოხმარების მაჩვენებლები) მოცემულია ნახაზზე 2.5. საანგარიშო წელს ელექტროენერგეტიკულ ბალანსში ხაზგასასმელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი: 2020 წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით – 5.8%ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 8.2%-ით შემცირდა. წარმოების შემცირება გამოწვეულია შემცირებული წყალმოდინებით / ცუდი (მშრალი) ჰიდროლოგიური წლით. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 1 თბოელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ) და 6 მცირე ელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრე 22.73 მგვტ). 20112020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 1.45%-ით იზრდება, რაც მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურების მიერ ნახაზი 2.5. ელექტროენერგეტიკული ბალანსი1 1 ნახაზზე მოცემული სიდიდეები მოცემულია მლნ.კვტ.სთ-ებში, ხოლო პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებაში ასევე გათვალისწინებულია ელექტროსადგურების საკუთარი მოხმარება გაჩერებულ რეჟიმში. 33 წარმოება 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 9,912 9,257 9,472 9,379 9,861 9,690 10,154 10,170 10,593 10,382 11,365 11,027 11,315 11,875 11,922 12,764 11,620 13,003 10,943 12,400 გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული. 2011 მლნ კვტ.სთ 12,000 11,000 10,000 9,000 8,000 7,000 6,000 5,000 4,000 3,000 2,000 1,000 0 მოხმარება ნახაზი 2.6. ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) და მოხმარება რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2020 წელს საქართველოში იგი წინა წელთან შედარებით – 4.64%ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 2.86%-ით შემცირდა. აღნიშნულის მიზეზს კოვიდ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე შემცირებული მოთხოვნა წარმოადგენს. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 20112020 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 2.83-ით იზრდებოდა (იხ. ნახაზი 2.6). ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოსადგურებიდან გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგია 2019 წელთან შედარებით – 6%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 46.2%-ით გაიზარდა და ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში აღნიშნულის წილმა 24.8%-ს მიაღწია (2018 წელს იგი 16.9%-ს შეადგენდა). ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი უმნიშვნელოდ შემცირდა (2%) და 74.4% შეადგინა. 2016 წლის ბოლოს ექსპლუატაციაში შესული ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა 0.8% შეადგინა (იხ. ნახაზი 2.7). საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 1 თბოელექტროსადგური: გარდაბნის თბოელექტროსადგური-2, დადგმული სიმძლავრით 230 მგვტ და 6 მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 22.730 მგვტ: ჭაპალაჰესი (დადგმული სიმძლავრე – 0,430 მგვტ.), ხელრაჰესი (დადგმული სიმძლავრე – 3.3 მგვტ.), იფარიჰესი (დადგმული სიმძლავრე – 3 მგვტ.), ძამაჰესი (დადგმული სიმძლავრე – 0.3 მგვტ.), ლახამიჰესი 1 (დადგმული სიმძლავრე – 6.4 მგვტ.), ლახამიჰესი 2 (დადგმული სიმძლავრე – 9.3 მგვტ.). 34 2020 წელს მარეგულირებელი ჰიდრო0.1% 0.8% 0.7% 0.7% 0.8% 12,000 ელექტროსადგურების მიერ 10,000 გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა ჰიდრო8,000 ელექტროსადგურების 6,000 ჯამურად გამომუშავებულ 4,000 ელექტროენერგიაში შეადგინა 40.5%, ნაწილობრივ 2,000 დერეგულირებული ჰიდროელექტროსადგურების 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 წილმა – 27%, ხოლო თბოელექტროსადგურები ჰიდროელექტროსადგურები დერეგულირებული ჰიდროქარის ელექტროსადგური ელექტროსადგურების წილმა – 32.5%, რომელშიც 15 მგვტ-ზე ნახაზი 2.7. ელექტროსადგურების მიერ სალტეზე გაცემული მეტი სიმძლავრის ელექტროელექტროენერგიის სტრუქტურა სადგურების მიერ გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის 11.8% 12.4% 15.6% 22.5% წილია 76.5%, ხოლო მცირე 25.7% 32.5% სიმძლავრის ელექტრო42.0% 42.3% 37.9% 29.4% 28.9% სადგურების – 23.5% (იხ. 27.0% ნახაზი 2.8). 74.4% 24.8% 80.4% 18.8% 75.9% 81.1% 18.8% 23.4% 78.6% 21.4% 82.3% 81.0% 19.0% 16.9% 82.8% 75.2% 24.8% 17.2% 78.6% 46.5% 48.1% 2016 2017 2018 45.3% 40.5% 2020 45.3% 2019 46.2% 2015 % 21.4% 14,000 დერეგულირებული ჰესები ნაწილობრივ დერეგულირებული ჰესები მარეგულირებელი ჰესები ნახაზი 2.8. ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამომუშავების სტრუქტურა 35 2020 წელს მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (60.2%) ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებია წარმოდგენილი. პირდაპირი მომხმარებლების წილმა – 22%, ხოლო აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა 15.8% შეადგინა. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით – 8.7%ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 19.3%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება პირდაპირი მომხმარებლების სულ შიდა მოხმარება (მლნ.კვტ.სთ) 14,000 12,000 10,000 1,222 8,000 1,797 1,427 1,209 251 1,794 2,864 2,438 2,060 2,552 7,829 7,146 2019 2020 1,922 2,002 1,927 198 263 6,000 4,000 7,346 7,872 8,427 8,850 2015 2016 2017 2018 2,000 - გამანაწილებელი კომპანიები აფხაზეთზე მიწოდება პირდაპირი მომხმარებელი ს/მ + დანაკ. მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას, წინა წელთან შედარებით 14.9%-ით შემცირდა, ხოლო 2018 წელთან შედარებით 36%-ით გაიზარდა. აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით – 24%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი (იხ. ნახაზი 2.9). ნახაზი 2.9. ელექტროენერგიის შიდა მოხმარების სტრუქტურა 36 154 2020 243 1,610 1,627 2019 589 1,509 2018 686 1,497 2017 559 479 2016 660 699 2015 545 852 2014 მლნ კვტ.სთ. 2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 10-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს. საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1,610 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. აღნიშნული წინა წლის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია, ხოლო 2018 წელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 154 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე – 1.5-ჯერ, ხოლო 2018 წლის შესაბამის მონაცემზე 3.8-ჯერ ნაკლებია (იხ. ნახაზი 2.10). 1,600 რაც შეეხება საანგარიშო წელს 1,400 ელექტროენერგიის იმპორტსა 1,200 და ექსპორტს ქვეყნების 1,000 მიხედვით, მოცემულია 800 ნახაზებზე 2.11 და 2.12. 600 ელექტროენერგიის იმპორტის 400 19% თურქეთიდან, 35% – 200 რუსეთიდან, ხოლო 45% – 0 აზერბაიჯანიდან განხორციელდა. იმპორტი ექსპორტი ელექტროენერგეტიკის ნახაზი 2.10. ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი სექტორში ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი მახასიათებელია ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობა. მისი უზრუნველყოფა შესაძლებელია ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებით, საკუთარი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზით. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოკლევადიან პერიოდში იმპორტისა და გრძელვადიან პერიოდში თბოგენერაციის ჩანაცვლებას. იმპორტი 2020 19% 35% 45% რუსეთი აზერბაიჯანი თურქეთი სომხეთი ნახაზი 2.11. ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ნახაზი 2.12. ელექტროენერგიის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ელექტროენერგიის მოცემულია ნახაზზე წარმოება-მოხმარების 2.13. როგორც დინამიკა ნახაზიდან ჩანს, 2020 წლის თვეების მიხედვით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება ჰიდრო- და თბოგენერაციის სიმძლავრეებით. შესაბამისად, საჭიროა ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება გაზაფხულის მეორე ნახევარსა და ზაფხულის პერიოდს, ჭარბი წყლის რესურსები საშუალებას იძლევა, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და ნარჩენი ელექტროენერგია გატანილ იქნეს ექსპორტზე. 1,242 1,400 1,215 1,1411,067 1,068 1,200 957 914 926 983 982 951 953 1,000 800 600 400 200 0 იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ ქარი ჰიდრო თბოელექტროსადგურები მლნ კვტ.სთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება ხასიათდება სეზონურობით. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულის პერიოდში, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება სეზონურობის საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ საქართველო ზამთრის პიკის ქვეყანაა, თუმცა, ნახაზი 2.13. ელექტროენერგიის წარმოება-მოხმარება თვეების მიხედვით (სალტეზე გაცემა) 37 13,000 მლნ კვტ.სთ როგორც ნახაზ 2.14-ზეა ნაჩვენები2, აღნიშნული სიტუაცია 2024 წლიდან, სავარაუდოდ, შეიცვლება და საქართველო ზაფხულის პიკის ქვეყანა გახდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის იმპორტის წილის შემცირება, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის პიკური მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში გადმოინაცვლებს, როდესაც არსებული ადგილობრივი რესურსების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მისი დაკმაყოფილება. მეორე მხრივ, გენერაციის ახალი ობიექტების ქვეყნის ენერგოსისტემაში გაშვებით შესაძლებელი იქნება ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმპორტირებული ელექტროენერგიის წილის შემცირება. 2020 წლის ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების ბალანსის შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს გენერაციის ახალი სიმძლავრეების მშენებლობას ადგილობრივი ენერგორესურსების გამოყენებით. შესაბამისად, ჰიდრო– რესურსებთან ერთად მაქსიმალურად ათვისებული უნდა იქნეს სხვა ადგილობრივი ნახშირწყალბადოვანი 11,000 9,000 7,000 5,000 3,000 ზაფხული ზამთარი ნახაზი 2.14. მოხმარება ზაფხულისა და ზამთრის პერიოდებში 5.1% 0.5% 25.6% 68.9% თბოსადგურები დიდი და საშუალო ჰესები მცირე ჰესები ქარი ნახაზი 2.15 გენერაციის სიმძლავრეების სტრუქტურა და განახლებადი რესურსები, მათ შორის, პირველ რიგში – ქარისა და მზის ენერგორესურსები. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს ჯამური გენერაციის სიმძლავრე 2019 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 4,514,247 მგვტ შეადგინა (მათ შორის მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე წინა წელთან შედარებით გაიზარდა 11%-ით, ასევე დაემატა თბოელექტროსადგური, დადგმული სიმძლავრით 230 მგვტ.). გენერაციის სიმძლავრეები ელექტროსადგურების ტიპების მიხედვით ნაჩვენებია ნახაზზე 2.15. 2 საქართველოში ელექტროენერგიის ზაფხულისა და ზამთრის პერიოდების მოხმარების პროგნოზირებისათვის გამოყენებულია Compound Annual Growth Rate (CAGR), რომელიც ზამთრის პერიოდისათვის არის 3.3%, ხოლო ზაფხულის პერიოდისთვის - 4.7%. 2006-2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ზაფხულის პერიოდად განსაზღვრულია აპრილ-სექტემბერი, ხოლო ზამთრის პერიოდად – ოქტომბერ-მარტი. 38 2.2.1 საცალო ბაზარი 236 209 197 სს "თელასი" 223 415 253 დეკ 169 204 375 ნოე 209 ოქტ აპრ თებ 328 222 170 355 სექ 262 374 357 ივლ 324 279 402 აგვ 410 370 ივნ 388 მაი 412 მარ 450 400 350 300 250 200 150 100 50 0 იან მლნ კვტ.სთ საქართველოში ელექტროენერგიის საცალო ბაზარი მაღალკონცენტრირებულია (HHI = 5,334), სადაც ყველაზე დიდი საბაზრო წილი (63%) გააჩნია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კონკრეტულ ბაზარზე კონკურენციის დონის შესაფასებლად გამოიყენება ჰერფინდალჰირშმანის ინდექსი (HHI). იგი გამოითვლება, როგორც ბაზარზე არსებული მონაწილეების საბაზრო წილების (%) კვადრატების ჯამი. HHI ინდექსს შესაძლებელია გააჩნდეს მნიშვნელობა 0-დან 10,000მდე შუალედში, სადაც 0 ნიშნავს ბაზრის დაბალ კონცენტრაციას (სრულყოფილი კონკურენცია), ხოლო 10,000 – სრულყოფილ მონოპოლიას. ევროკომისიის განმარტებით, თუ HHI აღემატება 1,000-ს, მაშინ ბაზარი არის კონცენტრირებული, ხოლო თუ ინდექსის მნიშვნელობა მეტია 2,000-ზე, მაშინ ბაზარი მაღალკონცენტრირებულია. სს "ენერგო-პრო ჯორჯია" ნახაზი 2.16. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მოხმარება ნახაზზე 2.16 მოცემულია ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2020 წლის თვეების მიხედვით. ნახაზიდან ჩანს, რომ როგორც სს „თელასის“, ისე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაქსიმალური მოხმარებები დეკემბერიანვარსა და ივლის-აგვისტოში ფიქსირდება. აღნიშნული ტენდენცია განპირობებულია საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების სეზონურობით, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებში. 6,000 მლნ კვტ.სთ 5,000 4,000 3,000 3,431 2,845 3,007 1,339 1,314 1,378 2015 2016 2017 3,932 2,932 2,449 1,483 1,468 1,576 2018 2019 2020 2,000 1,000 0 საყოფაცხოვრებო არასაყოფაცხოვრებო ნახაზი 2.17. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოხმარება მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით 39 სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არეალში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარებამ საანგარიშო წელს მთლიანი მოხმარების 39% შეადგინა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარებამ – 61%. საანგარიშო წელს, 2019 წელთან შედარებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განაწილების არეალში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 7.3%-ით გაიზარდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 16.5%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობების შემცირებაა (იხ. ნახაზი 2.17). 3,000 2,489 1,500 1,104 766 500 1,144 1,000 2,575 2,000 346 მლნ კვტ.სთ 2,500 0 110-35 კვ 6-10 კვ 2019 0.4 კვ 2020 ნახაზი 2.18. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოხმარება ძაბვის საფეხურების მიხედვით 3,000 2,500 მლნ კვტ.სთ რაც შეეხება სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ მიერ საცალო მომხმარებლებზე განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობას ძაბვის საფეხურების მიხედვით, ჯამურად განაწილებული ელექტროენერგიის 64% მოიხმარეს 0.4 კვ ძაბვის ქსელზე მიერთებულმა მომხმარებლებმა, 27% – 6-10 კვ ქსელზე მიერთებულმა მომხმარებლებმა, ხოლო 9% – 110-35 კვ ქსელზე მიერთებულმა მომხმარებლებმა (იხ. ნახაზი 2.18). აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით 110-35 კვ ძაბვაზე მიერთებული მომხმარებლების მოხმარება 55%-ით არის შემცირებული, რისი მიზეზიც მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე სავალდებულო გასვლაა. 2020 წელს სს „თელასის“ მოხმარების 60% – არასაყოფაცხოვრებო, ხოლო 40% საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მოდის. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2019 წელთან შედარებით – 15%ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 18%-ით არის შემცირებული. საანგარიშო წელს სს „თელასის“ საყოფაცხოვრებო 2,000 1,652 1,777 1,818 1,754 977 996 1001 993 989 2016 2017 2018 2019 2020 1,488 1,500 1,000 500 0 საყოფაცხოვრებო არასაყოფაცხოვრებო ნახაზი 2.19. სს „თელასის“ მოხმარება მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით 40 2,000 28 834 500 678 1,000 1,770 1,872 1,500 41 მლნ კვტ.სთ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2019 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 0.4%-ით შემცირდა (იხ. ნახაზი 2.19). 0 110-35 კვ 6-10 კვ 2019 0.4 კვ 2020 ნახაზი 2.20. სს „თელასის“ მოხმარება ძაბვის საფეხურების მიხედვით სს „თელასის“ ქსელშიც 0.4 კვ ძაბვის ქსელზე მიერთებულ მომხმარებლებზე განაწილებულ ელექტროენერგიას მნიშვნელოვანი წილი (71%) უჭირავს ჯამურად განაწილებულ ელექტროენერგიაში. 6-10 კვ ქსელზე მიერთებული მომხმარებლების წილმა 27% შეადგინა, ხოლო 110-35 კვ ქსელზე მიერთებული მომხმარებლების წილმა – 1% (იხ. ნახაზი 2.20.). 2.2.2. საბითუმო ბაზარი საანგარიშო წელს საბითუმო ბაზარზე რეგისტრირებული იყო ელექტროენერგიის 104 მწარმოებელი, მათ შორის: 6 თბოელექტროსადგური3, 2 მარეგულირებელი4, 8 ნაწილობრივ დერეგულირებული5, 16 დერეგულირებული6 და 73 მცირე სიმძლავრის7 (დერეგულირებული) ელექტროსადგური (ტყიბულის თბოელექტროსადგური აღნიშნულია როგორც თბოელექტროსადგურებში, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებში). 2020 წელს საბაზრო წილები ელექტროენერგიის სამი უმსხვილესი მწარმოებლისათვის გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „ენგურჰესისთვის“ – 24.8%; შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის“ – 18.52% და შპს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციისთვის“ – 12.75%, ხოლო წარმოების სეგმენტის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა შეადგინა HHI2019 =1,260.38. შესაბამისად, გენერაციის სეგმენტი შეიძლება შევაფასოთ, როგორც კონცენტრირებული ბაზარი. აღნიშნული მაჩვენებლები წლების მიხედვით მოცემულია ცხრილში 2.1. 3 თბოელექტროსადგურები: გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი (შპს “მტკვარი ენერჯი“), აირტურბინა (შპს „ჯიფაუერი“), თბილსრესის მე-3 და მე-4 ბლოკები და ტყიბულის თბოელექტროსადგური (შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“), გარდაბნის თბოელექტროსადგური (შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგური“), გარდაბნის თბოელექტროსადგური 2 (შპს „.გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“). 4 მარეგულირებელი ელექტროსადგურები: ენგურჰესი და ვარდნილჰესი. 5 ნაწილობრივ დერეგულირებული ელექტროსადგურები: ხრამი 1, ხრამი 2, ძევრული, ჟინვალი, ვარციხე, გუმათი, რიონი და ლაჯანური ჰესი. 6 დერეგულირებული (15 მგვტ-ზე მეტი საპროექტო სიმძლავრის) ელექტროსადგურები ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიით: შაორჰესი, ორთაჭალჰესი, ზაჰესი, ჩითახევჰესი, ხადორჰესი, აწჰესი, ლარსიჰესი, ფარავანჰესი, დარიალჰესი, ხელვაჩაური 1 ჰესი, შუახევი ჰესი, კირნათი ჰესი, ოლდენერჯი ჰესი, მესტიაჭალა ჰესი 1 და მესტიაჭალა ჰესი 2, ქართლის ქარის ელექტროსადგური. 7 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები (15 მგვტ-ზე ნაკლები საპროექტო სიმძლავრის ელექტროსადგურები) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გარეშე: ჯამში 73 ელექტროსადგური (2 ელექტროსადგური დაემატა მცირე სადგურის ზღვრის 13 მგვტ-დან 15 მგვტმდე გაზრდის გამო). 8 2020 წლის HHI ინდექსის დათვლისას გათვალისწინებულია კომპანიების მიერ სხვადასხვა ელექტროსადგურის ფლობა. 41 დასახელება/წელი შპს „ენგურჰესი“ შპს „მტკვარი ენერგეტიკა“ შპს „ვარციხეჰესი“ 2015 31.04% 10.89% 7.21 % შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგური“ 2016 31% 2017 31.5% 8.1% 9.9% 9.8% 7.3% შპს „ენერგო-პრო გენერაცია“ HHI 1,133.6 1,222.8 1,512.2 2018 2019 33.4% 28.53% 7.28% 6.96% 2020 24.8% 9.76% 11.32% 18..52% 12.75% 1,596 1,516 1,260.3 ცხრილი 2.1. უმსხვილესი მწარმოებლის საბაზრო წილები და HHI საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობა ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებით და საბალანსო ბაზარზე, რომელსაც ოპერირებას უწევს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო), კომისიის მიერ დამტკიცებული საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვაგაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. 2020 წელს პირდაპირი ხელშეკრულებებით გაყიდულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 9,632.98 მლნ.კვტ.სთ, ხოლო საბალანსო ბაზარზე გაყიდულმა ელექტროენერგიამ – 3,022.13 მლნ.კვტ.სთ. შესაბამისად, პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიით ვაჭრობის წილმა შეადგინა ქსელში ჯამურად მიწოდებული ელექტროენერგიის 76.1%, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიის წილმა – 23.9%. რაც შეეხება აღნიშნულ მახასიათებლებს თვეების მიხედვით, ნაჩვენებია ნახაზზე 1.20. 20.1% 25.5% 18.0% 29.0% 21.9% 78.1% ივლ 25.7% 20.5% 79.5% 25.5% 74.5% მაი ივნ 21.9% 78.1% აპრ 30.8% 69.2% მარ 23.6% 800 74.5% ნოე 79.9% 82.0% ოქტ 71.0% 74.3% 76.4% თებ 400 75.7% 600 იან 200 პირდაპირი ხელშეკრულებებით დეკ სექ 0 აგვ მლნ კვტ.სთ 1,000 24.3% 1,200 საბალანსო ბაზარზე ნახაზი 2.21. ელექტროენერგიით ვაჭრობა საბალანსო ბაზარზე და პირდაპირი ხელშეკრულებებით 42 რაც შეეხება საბითუმო ბაზარზე პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის მიმწოდებლების სტრუქტურას თვეების მიხედვით, მოცემულია ნახაზზე 2.21. 100% 90% 80% 70% 60% 50% 40% 30% 20% 10% 0% იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ იმპორტი 0.0% 15.0% 8.3% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 2.1% 8.3% 4.5% 18.2% თბოელექტროსადგური 56.7% 43.3% 19.8% 19.0% 1.7% 0.0% 0.0% 0.0% 22.8% 43.0% 41.2% 44.9% ჰიდროელექტროსადგური 43.3% 41.7% 71.9% 81.0% 98.3% 100.0% 100.0% 100.0% 75.1% 48.8% 54.3% 36.9% ნახაზი 2.22. პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის მიმწოდებლების სტრუქტურა პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის შემსყიდველების სტრუქტურა თვეების მიხედვით მოცემულია ნახაზზე 2.22. 100% 90% 80% 70% 60% 50% 40% 30% 20% 10% 0% ექსპორტიორი იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ 0.0% 0.1% 0.0% 0.0% 9.0% 6.6% 2.0% 0.219% 0.2% 0.1% 0.0% 0.0% პირდაპირი მომხმარებლები 12.6% 14.8% 24.6% 22.9% 25.5% 20.3% 19.7% 22.262%12.6% 11.3% 15.3% 14.3% გამანაწილებელი კომპანიები 87.4% 85.1% 75.4% 77.1% 65% 73.1% 78.3% 77.351%87.1% 88.5% 84.6% 85.7% ნახაზი 2.23. პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის შემსყიდველების სტრუქტურა ბაზრის ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის სტრუქტურა თვეების მიხედვით მოცემულია ნახაზზე 2.24. 43 120.0% 100.0% 80.0% 60.0% 40.0% 20.0% 0.0% იან იმპორტი მაი ივნ ივლ 71.1% 66.0% 47.6% 17.2% 2.6% თებ მარ აპრ 0.0% 0.2% 18.8% 27.9% 33.7% 68.0% 63.6% აგვ სექ ოქტ ნოე დეკ ჰიდროელექტროსადგური 25.0% 30.2% 52.4% 82.8% 97.4% 100.0% 79.3% 47.3% 46.4% 57.5% 31.9% 30.9% ქარი 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% თბოელექტროსადგური 3.9% 3.8% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 20.4% 33.8% 25.6% 8.9% 0.1% 5.4% ნახაზი 2.24. ბაზრის ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის სტრუქტურა 2020 წელს ბაზრის ოპერატორის მიერ შესყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს იმპორტირებულ ელექტროენერგიას. რაც შეეხება ჰესებიდან წარმოებულ ელექტროენერგიას, ბაზრის ოპერატორი მას საბალანსო ბაზრისთვის მთელი წლის განმავლობაში შეისყიდის, ხოლო ივნის-ივლისში ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს საბალანსო ბაზარს (იხ. ნახაზი 2.25). 100% 90% 80% 70% 60% 50% 40% 30% 20% 10% 0% იან ს/მ + სსე-ს ქსელში დანაკარგის 8.5% უზრუნველსაყოფად თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ 7.0% 5.57% 8.3% 9.4% 11.9% 11.6% 7.9% 6.7% 11.0% 8.1% 10.0% 0.0% 0.0% 0.0% ექსპორტიორი 0.0% 0.0% 3.0% 4.9% 0.00% 0.0% 0.1% 0.0% პირდაპირი მომხმარებლები 12.0% 27.2% 12.8% 23.9% 15.6% 8.7% 37.92% 8.0% 32.3% 53.8% 24.8% 1.4% გამანაწილებელი კომპანიები 55.1% 65.8% 81.6% 64.8% 75.0% 60% 82.71% 84% 61% 35.1% 67.1% 51.1% ნახაზი 2.25. ბაზრის ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის სტრუქტურა 44 0.0% ბაზრის ოპერატორისგან (ესკო) საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდიან ძირითადად ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები და პირდაპირი მომხმარებლები. 20 18 თეთრი/კვტ.სთ. 16 14 12 10 8 2018 2019 დეკ ნოე ოქტ სექ აგვ ივლ ივნ მაი აპრ მარ თებ იან 6 2020 ნახაზი 2.26. ბაზრის ოპერატორის მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი 14 12 10 თეთრი/კვტ.სთ. 8 6 4 2 დეკ ნოე 2019 ოქტ სექ აგვ 2018 ივლ ივნ მაი აპრ მარ თებ 0 იან ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ფორმირდება ყოველთვიურად, მის მიერ სხვადასხვა კატეგორიის გენერაციის ობიექტისა და იმპორტიორისაგან შესყიდული ელექტროენერგიის ფასების საშუალო შეწონილის პრინციპით. საანგარიშო წელს, წინა წელთან შედარებით, გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის ფასი საშუალოდ 19.5%-ით გაიზარდა (იხ. ნახაზი 2.26). რაც შეეხება საანგარიშო წელს დერეგულირებული ელექტროსადგურების მიერ ბაზრის ოპერატორზე გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასს, იგი 2019 წელთან შედარებით საშუალოდ 10.6%-ით შემცირდა (იხ. ნახაზი 2.27). ნახაზი 2.27. დერეგულირებული ელექტროსადგურების მიერ საბალანსო ბაზარზე გაყიდული ელექტროენერგიის ფასი 2.3. საქმიანობის განცალკევება გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნების შესრულების მიზნით, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ 2020 წელს შეითანხმა და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ - მიერ შემუშავებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმა. აღნიშნული გეგმა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის №682 დადგენილებით, რამაც საფუძველი ჩაუყარა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების პროცესის დაწყებას. 45 განცალკევების გეგმის თანახმად, საქართველოში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელად განისაზღვრა ქონებრივი განცალკევება და ელექტროენერგიის გადაცემის მოქმედ ლიცენზიატებს დაევალათ რიგი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების ცვლილება და იჯარის ხელშეკრულების გაფორმება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში განცალკევების მიზნით სს „თელასმა“ და სს „ენერგოპრო ჯორჯიამ“ საანგარიშო წელს კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმები. კომისიის შენიშვნების შესაბამისად გადამუშავებული დოკუმენტები კომისიამ შეითანხმა 2020 წლის 10 დეკემბრის №75/8 და 28 დეკემბრის №80/1 გადაწყვეტილებებით და დაადგინა სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განცალკევების მიზნით განსახორციელებელი ქმედებების ნუსხა, მათი განხორციელების ვადებთან ერთად. კომისიის მიერ შეთანხმებული განცალკევების გეგმის ფარგლებში სს „თელასი“ ვალდებულია, უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან მიმწოდებლის ცალკე გამოყოფა (მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს დაფუძნება), ასევე ფუნქციური (მენეჯმენტის) განცალკევება. რაც შეეხება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, კომისიის მიერ დამტკიცებული განცალკევების გეგმის განმახორციელებელი თანახმად, საწარმოს იგი უზრუნველყოფს გამოყოფას, ფუნქციური ელექტროენერგიის (მენეჯმენტის) წარმოების განცალკევების კანონმდებლობის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა. 2.4. ლიცენზირება და ტექნიკური რეგულირება საქართველოში ელექტროენერგეტიკულ სექტორში 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფუნქციონირებს 30 ლიცენზიატი (იხ. დანართი №1), მათ შორის:  წარმოების – 21;  განაწილების – 2;  გადაცემის – 4 (ერთი წინასწარი ლიცენზია);  დისპეტჩერიზაციის – 1;  ბაზრის ოპერირების – 2. 46 საანგარიშო წელს კომისიის მიერ ლიცენზირებასთან დაკავშირებით მომზადდა 10 გადაწყვეტილება, კერძოდ: 1. კომისიის 2020 წლის 4 მარტის № 22/9 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 24 მარტი, ხოლო კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად – 2020 წლის 26 აპრილი. კომისიის 2020 წლის 25 მარტის № 9/4 გადაწყვეტილებით შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ზე გაიცა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია № 093 (სერიით 11), გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ 230 მგვტ სიმძლავრის თბოსადგურზე. 2. კომისიის 2020 წლის 7 მაისის № 35/8 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე“ ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 27 მაისი, ხოლო კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად – 2020 წლის 4 ივნისი. კომისიის 2020 წლის 28 მაისის № 39/2 გადაწყვეტილებით სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე გაიცა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია №001 (სერიით 17), დღით ადრე და დღიური ბაზრების სეგმენტებისათვის. 3. კომისიის 2020 წლის 7 მაისის №35/9 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 27 მაისი, ხოლო კომისიის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად – 2020 წლის 4 ივნისი. კომისიის 2020 წლის 28 მაისის № 39/3 გადაწყვეტილებით გაიცა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია №002 (სერიით 17), საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების სეგმენტებისათვის. 4. კომისიის 2020 წლის 30 ივლისის 52/3 გადაწყვეტილების თანახმად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქნახშირზე (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 20 აგვისტო, ხოლო კომისიის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად – 2020 წლის 23 სექტემბერი. კომისიის 2020 წლის 31 აგვისტოს № 58/3 გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს „საქნახშირზე (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ კომისიის მიერ 2016 წლის 14 იანვრის № 2/3 გადაწყვეტილებით გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია (№ 084, სერიით 11) და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალა კომისიის 2016 წლის 14 იანვრის № 2/3 გადაწყვეტილება. 5. კომისიის 2020 წლის 22 ივლისის 50/21 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციაზე“ გაცემულ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოსაცემად. მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 12 აგვისტო, ხოლო კომისიის ადმინისტრაციულ47 სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად – 2020 წლის 14 სექტემბერი. კომისიის 2020 წლის 31 აგვისტოს № 58/6 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციაზე“ გაცემულ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაში, კერძოდ, დანართი 1-დან ამოღებულ იქნა საცხენჰესი. 2.5. ქსელური საქმიანობის რეგულირების ძირითადი შედეგები 2.5.1 გადაცემის საქმიანობა კომისიის მიერ 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ შევიდა ცვლილება, სადაც აისახა გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციის და გადამცემ ქსელთან მიერთების აღდგენის წესი. ზემოაღნიშნული ცვლილების მიზანია უზრუნველყოს გადამცემი ქსელი და ამ ქსელთან მიერთებული მოწყობილობა-დანადგარების საიმედო და უსაფრთხო ექსპლუატაცია და ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობა მისი შეცვლილი გარემოებებისადმი, მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნებისა და პარამეტრებისადმი ცვლილება/მისადაგების გზით. აღნიშნული ცვლილება ვრცელდება იმ ობიექტების გადამცემ ქსელთან მიერთების მოდიფიკაციაზე, რომლებიც უკვე არის მიერთებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან და ხდება ქსელთან მიერთებული მოწყობილობადანადგარების ტექნიკური მახასიათებლების შეცვლა (გაუმჯობესება) ან ახლის დამატება, როგორიცაა: ქვესადგურის სქემის ცვლილება, მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა, სარეზერვო კვების უზრუნველყოფა, მიერთების წერტილის შეცვლა, ქსელის ელემენტის ან კონფიგურაციის ცვლილება. 2.5.2 განაწილების საქმიანობის რეგულირების ძირითადი შედეგები ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც გადამწყვეტია ქვეყნის მოსახლეობისა და საწარმოების ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური და, პირველ რიგში, ელექტროენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად რეალიზაციისათვის. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის დამტკიცება, როგორც სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტისა, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მისი მარეგულირებელი ნორმების განვითარების ახალი ეტაპი. ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მდგრად, საიმედო, ტექნიკურეკონომიკური თვალსაზრისით ოპტიმალური ელექტროგადამცემი ქსელის ფუნქციონირებას, რომელიც განვითარების ნებისმიერ საფეხურზე უზრუნველყოფს მიწოდების უსაფრთხოებას, ელექტროენერგიის ხარისხს, საკმარის გამტარუნარიანობას, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციას, რეგიონული თანამშრომლობისა და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლის გაზრდას. საანგარიშო წელს, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2021-2031 წლების გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, ხოლო განაწილების ლიცენზიატების მიერ – 2021-2025 წლების განაწილების ქსელის განვითარების გეგმები. კომისიამ გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაზე შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადებისას, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, განხილვებში ჩართო დაინტერესებული მხარეები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გეგმის განხილვისას კომისია, ზოგადი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებთან ერთად, როგორიცაა 48 ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურული რეორგანიზაცია და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, ხელმძღვანელობდა ელექტროენერგეტიკის სექტორის მიმდინარე მწვავე ლოკალური პრობლემური საკითხებით, კერძოდ, საკურორტო და სამრეწველო ზონებსა და გადაცემის ქსელის საკვანძო ქვესადგურებში თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრეების დეფიციტით, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური პროცესით განპირობებული გენერაციის ობიექტებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის გაჭიანურებით, მიმდინარე გლობალური პანდემიით და ა.შ. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2021-2031 წლების გეგმის მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგად უნდა ჩაითვალოს ქარისა და მზის განახლებადი რესურსების ფართო ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ახალი ნაბიჯები, რაც გამოიხატება, ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე და გადამცემი ქსელის საიმედოობისა და ზოგადად ენერგოსისტემის მოქნილობის პერმანენტული ზრდის ფონზე, ქარისა და მზის რესურსებზე მომუშავე ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაციის წილის მნიშვნელოვან ზრდაში. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ საანგარიშო წელს, გადამცემი ქსელის განვითარების გეგმის მიხედვით, 2021-2025 წლების სატარიფო განაცხადის ფარგლებში კომისიაში წარმოადგინა დაახლოებით 962 მლნ ლარის ინვესტიცია. კომისიამ შეისწავლა საინვესტიციო პროექტები კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის №27 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინვესტიციების შეფასების წესის“ შესაბამისად, რაზედაც 2020 წლის 13 ნოემბერს მიიღო №70/16 გადაწყვეტილება 464 მლნ ლარის შეთანხმებასთან დაკავშირებით. კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ შესაბამისად, კომისიამ განიხილა განაწილების ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილი გამანაწილებელი ქსელის განვითარების ხუთწლიანი გეგმები, რომლებიც შესაბამისობაში არ იყო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, კერძოდ: არ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების ალოკაცია ძაბვის საფეხურების მიხედვით და შემცირების პროგნოზი, პროექტების პრიორიტეტულობა ქსელის მიერთების განაცხადების დაკმაყოფილების თავალსაზრისით, ძაბვის რეგულირებისა და რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის საკითხი, ქსელის მომსახურების ხარისხისა და მიწოდების საიმედოობის მაჩვენებლების შესაბამისობა კომისიის ანგარიშით გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ 2020 წლის 18 სექტემბრის №61/10 და №61/11 გადაწყვეტილებებით უარი უთხრა განაწილების ლიცენზიატებს შეთანხმებაზე და დაუბრუნა ხარვეზების გამოსასწორებლად. განაწილების ლიცენზიატების მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შესწორებული და ზოგიერთ შენიშვნაზე დასაბუთებული პოზიცია შენიშვნის შემდგომ ხუთწლიან გეგმაში ასახვასთან დაკავშირებით, ხოლო კომისიამ 2020 წლის 10 დეკემბერს №75/2 და №75/3 გადაწყვეტილებებით შეითანხმა განაწილების ლიცენზიატების ხუთწლიანი გეგმები, ჯამურად 521 მლნ ლარით. 2.5.2 განაწილების ელექტროენერგიის მომსახურების ხარისხი მიწოდების უწყვეტობა და ელექტროენერგიის ხარისხის რეგულირება ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) კონტროლი წარმოებს კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №9 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესების“ 49 (შემდგომში – მომსახურების ხარისხის წესების) შესაბამისად. მომსახურების ხარისხის წესები ადგენს მოთხოვნებს ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტრომომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია, ამ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენა და კომისიის მიერ წარდგენილ მონაცემთა გაანალიზება, შემოწმება და მონიტორინგი კომისიის ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით. აგრეთვე აღნიშნული წესები ითვალისწინებს, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) განსაზღვრის შემდეგ ინდექსებს:   ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობა SAIDI წუთი/მომხ; ერთ მომხმარებელზე გამორთვების საშუალო სიხშირე - SAIFI გამორთ/მომხ. კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №9 დადგენილება კომპანიებს აძლევს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების გაუმჯობესების მოტივაციას ფინანსური წახალისების მექანიზმის სახით. ასევე ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების გაუარესების შემთხვევაში არსებობს შესაბამისი სანქცირების მექანიზმები, რომლებიც ასახულია ზემოაღნიშნულ დადგენილებასა და კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესებში“. კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 6 მარტის №133 ბრძანებით შეიქმნა „ელექტრომომარაგების საიმედოობის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი“ (შემდგომში – საიმედოობის ჯგუფი), რომელსაც ევალება ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტების დინამიკაზე დაკვირვება, მისი გამომწვევი მიზეზების სისტემატური ანალიზი და, ამ ანალიზზე დაყრდნობით, კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სს „თელასის“ ჟურნალში აღრიცხული ელექტროენერგიის წყვეტები და კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სადაც 2020 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სულ 8262 წყვეტა (შიდა მიზეზი – 6896 და გარე მიზეზი – 1366). 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი შეადგენს 8 საათსა და 03 წუთს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (9 საათი და 52 წუთი) შედარებით 1 საათითა და 48 წუთით გაუმჯობესდა, ხილო შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი შეადგენს 7.13-ს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (5.9) შედარებით 1.23-ით გაუარესდა. წინა წლის მაჩვენებლებთან მონაცემების შედარებისას (იხ. ცხრილები 1.2 და 1.3), გამოვლინდა, რომ სს „თელასის“ 2020 წლის ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ, SAIFI-ს მაჩვენებელი, გაუარესებულია 2019 წლის საიმედოობის მაჩვენებელთან მიმართებაში, რაც შემდგომ კვლევას, გამომწვევი მიზეზების დადგენასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას მოითხოვს. SAIDI არაგეგმური გეგმური სულ 2020 წელი 4:12:05 3:51:25 8:03:30 2019 წელი 3:25:32 6:27:26 9:52:26 2018 წელი 3:52:39 7:10:36 11:03:15 2017 წელი* 4:35:19 4:46:44 9:22:03 ცხრილი 2.2. სს „თელასის“ შიდა მიზეზით გამოწვეული SAIDI-ს მაჩვევენებლები 50 SAIFI არაგეგმური გეგმური სულ 2020 წელი 5.50 1.63 7.13 2019 წელი 3.20 2.70 5.90 2018 წელი 3.30 2.40 5.70 2017 წელი* 5.09 1.69 6.78 ცხრილი2.3. სს „თელასის“ შიდა მიზეზით გამოწვეული SAIFI-ს მაჩვენებლები * შედარებისათვის გამოყენებულ იქნა სს „თელასის“ მიერ 2017 წელს ელექტრონულ ჟურნალებში ასახული ინფორმაცია სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა ელექტრონულ ჟურნალში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ აღრიცხული ელექტროენერგიის წყვეტები და კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. 2020 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სულ 36 012 წყვეტა (შიდა მიზეზი – 27 862 და გარე მიზეზი – 8150). 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი შეადგენს 39 საათსა და 32 წუთს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (55 საათი და 26 წუთი) შედარებით 15 საათითა და 53 წუთით გაუმჯობესდა და, ძირითადად, გამოწვეული იყო წლის განმავლობაში რბილი კლიმატური პირობებითა და გეგმური სამუშაოების სიმცირით, ხოლო შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი შეადგენს 21,55-ს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (27,30) შედარებით 5,75-ით გაუმჯობესდა, რაც ასევე გამოწვეული იყო წლის განმავლობაში რბილი კლიმატური პირობებითა და გეგმური სამუშაოების სიმცირით. რაც შეეხება მონაცემთა შედარებას წინა წლის მაჩვენებლებთან, აქაც გამოყენებულ იქნა ელექტრონული ჟურნალების მონაცემები (იხ. ცხრილები 1.4 და 1.5). გამოვლინდა, რომ სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ 2020 წლის მონაცემები არ არის გაუარესებული 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. SAIDI 2020 წელი 2019 წელი 2018 წელი 2017 წელი არაგეგმური 20:26:52 25:41:30 32:38:46 29:40:17 გეგმური 19:05:46 29:44:50 35:32:36 28:59:18 სულ 39:32:38 55:26:20 68:11:22 58:39:35 ცხრილი 2.4. სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ შიდა მიზეზით გამოწვეული SAIDI-ს მაჩვენებლები 2020 წელი 2019 წელი 2018 წელი 2017 წელი არაგეგმური 14.44 16.90 20.00 22.70 გეგმური 7.11 10.40 11.87 13.03 სულ 21.55 27.30 31.88 35.72 SAIFI ცხრილი 2.5. სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ შიდა მიზეზით გამოწვეული SAIFI-ს მაჩვენებლები ზემოაღნიშნულის საფუძველზე საიმედოობის ჯგუფი აგრძელებს მუშაობას კომპანიების ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობის მაჩვენებლების, შემდგომი დაზუსტებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების მიმართულებით. 2.5.3 ელექტროენერგიის დანაკარგების რეგულირება გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების რეგულირება გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, ვინაიდან ტარიფების დადგენისას ქსელური 51 კომპანიების მიერ მოთხოვნილი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ქსელში სხვადასხვა ობიექტური, ფიზიკური თუ ტექნიკური მიზეზით დაკარგული ენერგიის შესასყიდ ხარჯებზე მოდის, რის გამოც ხდება დანაკარგების ნორმირება მარეგულირებელი ორგანოს მიერ. დანაკარგების ნორმირება და რეგულირება ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებისა და ემისიების შემცირების მხრივ. საქსელო კომპანიების საანგარიშო წლის ფაქტობრივი დანაკარგების შედარება წინა წლის მაჩვენებელთან ობიექტურ წარმოდგენას გვიქმნის კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობასა და ქსელის დაგეგმვა-განვითარების ტენდენციებზე. კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №62 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის № 34 დადგენილებაში, რის საფუძველზეც გადამცემ ქსელში (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატების ქსელებში) ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი განისაზღვრა ქსელში სრული მიღების 1.76%ის ოდენობით. ასევე პირობითად განისაზღვრა გადაცემის თითოეული ლიცენზიატის წილობრივი მონაწილეობა ჯამურ ნორმატიულ დანაკარგში, კერძოდ: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ – 1.34%, სს „საქრუსენერგო“ – 0.21% და შპს „ენერგოტრანსი“ – 0.21%. იმავე დადგენილებით განისაზღვრა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებში ნორმატიული დანაკარგის ოდენობა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიხედვით, რომელიც სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ შეადგენს მის ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 9.8%-ს, ხოლო სს „თელასის“ შემთხვევაში – 4.81%-ს. საანგარიშო წელს ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივმა ჯამურმა დანაკარგმა შეადგინა 7.01% (იხ. ნახაზი 2.28) ქსელში ჯამურად მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობასთან მიმართებაში (გადამცემ ქსელში – 1.92%, განაწილების ქსელში – 5.1%). აღნიშნული მაჩვენებელი 2.17 %-ით აღემატება წინა 2019 წლის მაჩვენებელს. 8.00% 7.00% 7.00% 7.26% 7.01% 6.55% 6.67% 4.51% 4.68% 4.96% 5.39% 5.10% 2.04% 1.99% 2.04% 1.87% 1.92% 2016 2017 2018 2019 2020 6.00% 5.00% 4.00% 3.00% 2.00% 1.00% 0.00% დანაკარგები გადამცემ ქსელში დანაკარგები განწილების ქსელში ნახაზი 2.28. დანაკარგები გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ფაქტობრივმა დანაკარგმა 486.6 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 9.72%-ს შეადგენს. 2019 წელს კომპანიის ფაქტობრივმა დანაკარგმა ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 9.80% შეადგინა. შესაბამისად, საანგარიშო წელს იგი უმნიშვნელოდ, 0.8%-ით შემცირდა (იხ. ნახაზი 2.29). 52 600 12% 10.37% 10.02% 9.22% 500 10% 8.26% 400 7.50% 8.39% 9.80% 9.72% 8.96% 8% 7.86% 300 6% 200 4% 100 2% 412 430 477 527 486 2016 2017 2018 2019 2020 0 0% დანაკარგი (მლნ.კვტსთ) დანაკარგი (%) ნორმატივით დადგენილი (%) ნახაზი 2.29. დანაკარგები სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში რაც შეეხება სს „თელასს“, კომპანიის ფაქტობრივმა დანაკარგმა 2020 წელს ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 5.57% შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემს 11.2%-ით აღემატება (იხ. ნახაზი 2.30). 162 160 5.34% 5.34% 5.30% 5.10% 5.85% 5.65% 5.85% 6% 158 156 5.57% 5.01% 4.78% 154 5% 4% 3% 152 2% 150 148 7% 159 161 151 156 158 2016 2017 2018 2019 2020 146 1% 0% დანაკარგი (მლნ.კვტსთ) დანაკარგი (%) ნორმატივით დადგენილი (%) ნახაზი 2.30. დანაკარგები სს „თელასის“ ქსელში 2.6. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება (ელექტროენერგია) 2.6.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვის (შემდგომში – რეგულირებული საწარმო) ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და 53 წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი და ამავე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის მიერ შემუშავებული და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიები. სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო ელექტროენერგიის პრაქტიკაში მიღებული ტარიფების „წამახალისებელი“ (ზღვრული შემოსავლების რეგულირება) და „დანახარჯები პლუს“ რეგულირების პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების სტაბილურობასა და ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას, გაწეული მიზანშეწონილი დანახარჯების ანაზღაურებასა და საწარმოო კაპიტალზე სამართლიანი, გონივრული მოგების მიღებას. საანგარიშო წლის მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ ცვლილებას წარმოადგენს საქსელო და სისტემური მომსახურების ტარიფების სატარიფო რეგულირების გრძელვადიანი პერიოდის კიდევ უფრო გაზრდა და, ნაცვლად სამი წლისა (გასული სატარიფო რეგულირების პერიოდი მოიცავდა 2018-2020 სატარიფო წლებს), იგი უკვე განისაზღვრა 5 (ხუთი) კალენდარული წლით. რეგულირებული საწარმოების მისაღები შემოსავლების სწორი და საიმედო პროგნოზირებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ძალზედ მნიშვნელოვანია ტარიფების დადგენა გრძელვადიან პერიოდზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ფასების სტაბილურობას. ამასთან დაკავშირებით განისაზღვრა აგრეთვე გარკვეული სპეციფიკური პირობები 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ტარიფების დადგენისას, კერძოდ, გასული 2017-2020 სატარიფო წლების განმავლობაში დაგროვილი კორექტირება სრულად აისახება 2021-2023 სატარიფო წლებისთვის დადგენილ ტარიფებში და, შესაბამისად, არ გაითვალისწინება 2024-2025 სატარიფო წლებისთვის დადგენილი ტარიფების გაანგარიშებისას. 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდის 2021-2023 სატარიფო წლებისთვის რეგულირებადი აქტივების ბაზაში აისახა საწარმოს მიერ დაგეგმილი და კომისიის მიერ შეთანხმებული ინვესტიციები, ხოლო 2024-2025 სატარიფო წლებისთვის – ასევე კომისიასთან შეთანხმებული გამანაწილებელი ქსელის განვითარების 5-წლიანი გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) ინვესტიციები სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021-2025 სატარიფო რეგულირების პერიოდის ფარგლებში ჩამოყალიბდა გრძელვადიანი ტარიფების ორი ფაზა, 2021-2023 და 2024-2025 სატარიფო წლებისთვის. ამასთან, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ძირითადი შემადგენელი კომპონენტების განახლებული მონაცემების გაანალიზების საფუძველზე გაანგარიშდა ახალი განაკვეთი მომდევნო რეგულირების პერიოდებზე. კომისია ადგენს კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებას გადასახადებამდე (მოგების გადასახადი) და, შესაბამისად, რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა განისაზღვრა 15.39%-ის ოდენობით (გადასახადებამდე), სადაც სესხის ღირებულება (rd) არის 13.19%. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტის საქმიანობის სატარიფო რეგულირების გაუქმებასთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, კერძოდ, ცვლილება შევიდა როგორც სატარიფო მეთოდოლოგიაში, ასევე „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში და გაუქმდა ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფების გაანგარიშების წესი და 54 პრინციპები. ასევე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ელექტროენერგიის მიწოდება (საბოლოო მომხმარებელზე ელექტროენერგიის გაყიდვა) ცალკე საქმიანობად განისაზღვრა და 2021 წლის 1 ივლისიდან იგი აღარ წარმოადგენს განაწილების საქმიანობის შემადგენელს. მიწოდება, გარდა უნივერსალური მომსახურებისა, რომლის მიღების უფლება აქვთ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს, უნდა განხორციელდეს საბაზრო ფასით, ამავე კანონით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების ფარგლებში, რომელსაც სათანადო ენერგეტიკული საქმიანობისთვის საწარმოს აკისრებს საქართველოს მთავრობა გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული გზით, სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, კომისიასა და ენერგეტიკული უფლებამოსილია მის გაერთიანების მიერ სამდივნოსთან დამტკიცებულ კონსულტაციის მეთოდოლოგიაზე შემდეგ. დაყრდნობით კომისია დაადგინოს ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც ემსახურება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი. „ელექტროენერგეტიკის სექტორში საჯარო მომსახურების სახით გაწეული საქმიანობების ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების“ დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებით კომისიამ დაამტკიცა „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“. ეს მეთოდოლოგია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირების ხელშეწყობის გზით უზრუნველყოფს ბაზრის გახსნის გარდამავალ ეტაპებზე მომხმარებლების დაცვას და მათთვის სტაბილური ფასის განსაზღვრას, რომლის ფარგლებშიც სატარიფო რეგულირების პერიოდი განისაზღვრება ერთი კალენდარული წლით. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო მომსახურების მიმწოდებლების (უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი და აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოები) ავტორიზაცია და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება, მოქმედი კანონმდებლობით, უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ივლისისა, როცა უნდა დადგინდეს განაწილებისა და მიწოდების ტარიფები ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი საწარმოსთვის, რადგან აღნიშნული ღონისძიებები ვერ შესრულდა, კომისიამ ისარგებლა მისთვის კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი უფლებამოსილებით („ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) და სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე დაადგინა ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული (ზედა ზღვარი) დროებითი ტარიფები. ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილების (დანართი №3) 141 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, 2020 წლის 17 დეკემბრის №№173/01-176/01 გადაწყვეტილებებით შეთანხმდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროების (თბოსადგურების) ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებები 2021 წლის იანვარ-მარტის პერიოდზე და, შედეგად, საწარმოო მიზნებისთვის მისაწოდებელი ყოველი ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი კვლავ 55 განისაზღვრა 143 აშშ დოლარით დღგ-ის გარეშე და ანგარიშსწორებაც – ეროვნულ ვალუტაში (ლარში), საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსით. 2.6.2. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიებისა და რეგულაციების მიხედვით ტარიფები დგინდება რეგულირების პერიოდზე და კონკრეტული საწარმოსთვის ინდივიდუალურად: დისპეტჩერიზაციის, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის – ხუთწლიან რეგულირების პერიოდზე, ჰიდროელექტროსადგურებისთვის – სამი წლის ვადით, ხოლო თბოლექტროსადგურებისთვის – გარანტირებული სიმძლავრის საფასური ყოველწლიურად, ერთი წლის ვადით და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი ყოველთვიურად, ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით. 2020 წელი ტარიფების გაანგარიშების მორიგ წელს წარმოადგენდა. ამ მიზნით კომისიამ ელექტროენერგეტიკის სექტორის რიგ რეგულირებად საწარმოებს დაუდგინა ტარიფები. აღნიშნული პროცესი მოიცავდა ელექტროენერგიის განაწილების – 2, ელექტროენერგიის წარმოების – 9 (ჰიდრო – 5 და თბო – 4), გადაცემის – 3 და დისპეტჩერიზაციის ერთი ლიცენზიატისთვის შესაბამისი ტარიფების დადგენას. შედეგად, კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის №№69-72 დადგენილებებით დამტკიცდა შპს „ჯიფაუერის“ (აირტურბინა), შპს „მტკვარი ენერჯის“ (თბილსრესის მე-9 ბლოკი), შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა“ (თბილსრესის მე-3 და მე-4 ბლოკები) და შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ (კომბინირებული ციკლის აირტურბინა) თბოელექტროსადგურების გარანტირებული სიმძლავრის საფასურები, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფები დადგენილი წესით ყოველთვიურ რეჟიმში ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. კომისიის 2020 წლის 17 დეკემბრის №№73-75 დადგენილებებით დადგინდა, შესაბამისად, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის ჯორჯია გენერაციის“ (ლაჯანურჰესი, წარმოების ფიქსირებული და „ენერგო-პრო გუმათჰესების კასკადი, ძევრულჰესი, რიონჰესი) ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფები. ასევე დადგინდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ჟინვალჰესი) ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი 2020 წლის 29 დეკემბრის №82 დადგენილებით. 2020 წლის 18 დეკემბრის №№76-78 დადგენილებებით დამტკიცდა სს „ენერგოტრანსის“, სს გეს „საქრუსენერგოს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერიზაციის ფიქსირებული ტარიფები. საბოლოოდ, 2020 წლის 29 დეკემბრის №83 და №84 დადგენილებებით სს „თელასსა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუდგინდა ელექტროენერგიის განაწილებისა და მოხმარების ტარიფები. ზემოაღნიშნული ტარიფების შესახებ ინფორმაცია ასახულია ამ ანგარიშის დანართში. 56 2.6.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი (ცხრილები, გრაფიკები) საქართველოში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების სიმძიმის შეფასების მიზნით, ცხრილში 2.6 და ნახაზზე 2.31 წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები. ქვეყანა აზერბაიჯანი უკრაინა რუსეთი კოსოვო საქართველო სომხეთი სერბეთი ჩრდილოეთ მაკედონია ბოსნია და ჰერცოგოვინა ალბანეთი თურქეთი ბულგარეთი უნგრეთი მონტენეგრო მოლდოვა ესტონეთი მალტა ხორვატია ისლანდია ნორვეგია ლატვია ლიეტუვა ჰოლანდია სლოვენია რუმინეთი პოლონეთი საბერძნეთი სლოვაკეთი ფინეთი შვედეთი საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/კვტსთ) 15.575 16.552 18.144 21.489 23.549 25.390 26.213 27.776 30.901 33.139 35.341 35.412 36.620 36.655 37.934 43.901 45.606 46.210 47.631 48.128 50.437 50.650 50.685 51.431 51.822 52.390 59.707 59.885 61.803 64.857 57 ჩეხეთი საფრანგეთი ლუქსემბურგი ავსტრია ლიხტენშტეინი პორტუგალია კვიპროსი გაერთიანებული სამეფო იტალია ესპანეთი ირლანდია ბელგია დანია გერმანია 65.390 67.450 70.540 74.660 75.122 75.300 75.761 78.248 79.065 79.526 85.707 99.168 100.624 108.083 ცხრილი 2.6. საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (თეთრი / კვტ.სთ) (გადასახადების ჩათვლით) 120.000 100.000 80.000 60.000 40.000 20.000 0.000 აზერბაიჯანი უკრაინა რუსეთი კოსოვო საქართველო სომხეთი სერბეთი ჩრდილოეთ… ბოსნია და… ალბანეთი თურქეთი ბულგარეთი უნგრეთი მონტენეგრო მოლდოვა ესტონეთი მალტა ხორვატია ისლანდია ნორვეგია ლატვია ლიეტუვა ჰოლანდია ლსოვენია რუმინეთი პოლონეთი საბერძნეთი სლოვაკეთი ფინეთი შვედეთი ჩეხეთი საფრანგეთი ლუხსემბურგი ავსტრია ლიხტენშტეინი პორტუგალია კვიპროსი გაერთიანებ… იტალია ესპანეთი ირლანდია ბელგია დანია საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/კვტსთ) ნახაზი 2.31 საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრი / კვტ.სთ) (გადასახადების ჩათვლით) 2.6.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი კომისიის მიერ 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, საწარმოებისთვის დადგენილ ტარიფში გათვალისწინებულ უნდა იქნეს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი 58 ინვესტიციები. აღნიშნულ კონტექსტში სატარიფო განაცხადების განხილვისას კომისიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც შესრულებული, ასევე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ანალიზსა და მონიტორინგს. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ტარიფების გაანგარიშებისას კომისია საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახავს ტარიფის გაანგარიშების წელს და სატარიფო წელს დაგეგმილ ინვესტიციებს ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, რომელიც ტარიფის დადგენამდე ან კორექტირებამდე წინასწარ უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. საწარმო ვალდებულია დაასაბუთოს განსახორციელებელი ინვესტიციების აუცილებლობა და მისი განხორციელების შედეგად მისაღები ეფექტი და სარგებელი. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ვერ მიაღწევს დაგეგმილ სამიზნე მაჩვენებელს (მათ შორის, მომსახურების სტანდარტებთან დაკავშირებით), კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების მექანიზმები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმო მიაღწევს დაგეგმილ სამიზნე მაჩვენებელზე უკეთეს მაჩვენებლებს, შესაძლებელია კომისიის მხრიდან გამოყენებულ იქნეს საწარმოთა წახალისების მექანიზმები. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, კომისიის მიერ ინდივიდუალური ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შეთანხმებულ საინვესტიციო პროექტებზე განახორციელონ დეტალური ანგარიშგება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ, თითოეულ პროექტზე ცალ-ცალკე, ხოლო მოწოდებული პროექტებიდან კომისიის მიერ მითითებულ სამშენებლო(სამონტაჟო)-სარეაბილიტაციო სახის საინვესტიციო პროექტებზე გონივრულ ვადაში დამატებით უზრუნველყონ საექსპერტო დასკვნების წარმოდგენა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნულის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება წინასწარ შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმებთან ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისობა და შემდგომში კორექტირდება ლიცენზიატი საწარმოსთვის დადგენილი ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). ელექტროენერგეტიკული სექტორის თითოეული ლიცენზიატის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული ინვესტიციის შედეგად საბოლოო ჯამში უნდა გაუმჯობესდეს გენერაციის ობიექტებისა და ელექტრული ქსელის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის მაჩვენებლები. 2020 წელს ელექტროენერგეტიკულ სექტორში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ დაგეგმილი იყო 343,451 ათასი ლარის ინვესტიცია, ხოლო ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 286,251 ათასი ლარი, რომლის მაჩვენებლებიც თითოეული საქმიანობისა და დაფინანსების წყაროს მიხედვით წარმოდგენილია ნახაზებზე: 59 2.32, 2.33 და 2.34. ნახაზი 2.32. დაგეგმილი და ფაქტობრივი ინვესტიცია ელექტროენერგეტიკის სექტორში (ათასი ლარი) ნახაზი 2.33. ინვესტიცია ელექტროენერგეტიკის სექტორში დაფინანსების წყაროს მიხედვით (ათასი ლარი) 60 ნახაზი 2.44. ინვესტიცია ელექტროენერგეტიკის სექტორში საქმიანობის მიხედვით (ათასი ლარი) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიზანია მათ სალიცენზიო არეალში ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის, რისთვისაც ყოველწლიურად ახორციელებენ ინვესტიციებს. 2020 წელს სს „თელასის“ მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 30,003 ათას ლარს შეადგენს. აქედან 4,680 ათასი ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა (35-110 კვ და 6-10 კვ ქვესადგურები, 110-35 კვ-იანი საჰაერო გადამცემი ხაზები, 0.4-10 კვ საკაბელო მეურნეობა და სხვ.) და კაპიტალური რემონტების (ძალოვანი ტრანსფორმატორები, ქვესადგურების ელექტრული ნაწილი და ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია) პროექტების შესრულებას მოხმარდა, განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში სს „თელასის“ გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია. 24,370 ათასი ლარი ახალი აბონენტების მიერთებისა და ქსელის გაფართოების პროექტებზე დაიხარჯა, რომლის ფარგლებშიც 2020 წლისათვის მოხდა 23,456 აბონენტის მიერთება, ხოლო ქსელზე მიერთების საფასურის შემოსავალმა 14,879 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, განხორციელდა სხვადასხვა საჭირო ინსტრუმენტისა და მოწყობილობის, ორგტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა, რამაც ჯამში შეადგინა 954 ათასი ლარი. ანალოგიური მიმართულებებით განახორციელა ინვესტიციები ასევე სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, რამაც ჯამში 2020 წლისთვის 76,014 ათასი ლარი შეადგინა. შესრულებული ინვესტიციების ფარგლებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი 35/110 კვ ქვესადგურები, რითაც ამაღლდა მომხმარებელთა მომარაგების საიმედოობა, რიგ ქვესადგურებში ჩატარდა რეაბილიტაცია, ტრანსფორმატორების სარემონტო საამქროების კაპიტალური შეკეთება და აღჭურვა. 32 ქვესადგურში განხორციელდა ახალი და გარემონტებული 37 ძალოვანი ტრანსფორმატორის მონტაჟი, გამოიცვალა 61 სატრანსფორმატორო ზეთი. აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი 110 კვ 3,470 კმ სიგრძის ეგხ ჯვარი-1ა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 35 კვ ეგხ წალენჯიხის (#1-#17 მალი) 3-კილომეტრიან მონაკვეთს, გაორჯაჭვიანდა 35 კვ ეგხ ცემი-1-ის (#3-#15 მალი) 2-კილომეტრიანი მონაკვეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეეხო ასევე 10/6 კვ და 0,4 კვ ქსელს. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და სს „თელასის“, მიერ 2020 წელს განხორციელებული ინვესტიციები წარმოდგენილია ნახაზზე 2.35. ნახაზი 2.35. ინვესტიცია ელექტროენერგეტიკის განაწილების სექტორში (ათასი ლარი) 2.7. განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენების, ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და მდგრადობის ამაღლებისა და ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ელექტროენერგეტიკული სექტორის სამომავლო განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისება. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვნად განახლდა განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, კერძოდ, მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა განახლებადი ენერგიების ეროვნული სამოქმედო გეგმა, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 2 ივლისს დამტკიცდა № 403 დადგენილება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის შესახებ“. საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგიების სხვადასხვა წყაროთი. მაშინ, როდესაც წყლის რესურსებს საქართველოში ისტორიულად წამყვანი როლი გააჩნია, ალტერნატიული განახლებადი წყაროები სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს (როგორიცაა ქარი, მზე და ა.შ.). 62 ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მიღება და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების განვითარება ხელს შეუწყობს ამ რესურსების ათვისებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“, რომლის მიღებაც მომავალ წელს იგეგმება, განხილვის პროცესშია საქართველოს პარლამენტში. კომისიას წამყვანი როლი ენიჭება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რეგულირებისა და წახალისების კუთხით, რისთვისაც 2016 წლიდან მოქმედებს ე.წ. „ნეტო-აღრიცხვის“ რეგულაცია, რომლის შესახებ ინფორმაცია მოცემულია მომდევნო პარაგრაფში. 2.7.1 ნეტო–აღრიცხვის რეგულაციის დანერგვის შედეგები მომხმარებლის აქტიური ჩართვა საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების თანამედროვე ტენდენციაა. აღნიშნული პროცესის კარგად აპრობირებული ხერხია მომხმარებლის მიერ საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილება მიკროსიმძლავრის განახლებადი ნახაზი 2.36. „ნეტო აღრიცხვის“ საილუსტრაციო სქემა ენერგიის წყაროების საშუალებით, რაც საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა წამახალისებელი პოლიტიკით არის მხარდაჭერილი. მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ერთ-ერთ ტრადიციულ და ფართოდ გავრცელებულ პოლიტიკას წარმოადგენს ე.წ. ნეტო-აღრიცხვა, რომელიც პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც. საქართველოში აღნიშნული წამახალისებელი მექანიზმი ამოქმედდა 2016 წელს, კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებით9. თავდაპირველად დაშვებულ იქნა ინდივიდუალური მიერთებები, რამაც ბიძგი მისცა სამომხმარებლო დონეზე მიკროელექტროსადგურების მიმართ ინტერესს. მეორე ეტაპზე, 2019 წელს, კომისიამ განახორციელა ცვლილებები ზემოაღნიშნულ რეგულაციაში, რომელმაც გაითვალისწინა მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივი ჩართვის შესაძლებლობა ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში. კომისიის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2020 წლის ბოლოს სს „თელასის” არეალში „ნეტო-აღრიცხვით“ სარგებლობდა 94 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 1,538.8 კვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ არეალში – 149 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 2,310.19 კვტ. 2020 წელს ნეტო-აღრიცხვის სისტემაში სულ დაფიქსირდა 243 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 3,848.99 კვტ. ჯამში 2020 წელს ნეტო-აღრიცხვა, წინა წელთან შედარებით, ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: აბონენტების რაოდენობა გაიზარდა 1.6-ჯერ, ხოლო მიერთებული სიმძლავრე – 1.8-ჯერ. ნახაზზე 2.37 ნაჩვენებია 2016-2020 წლების პერიოდში საქართველოში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების დინამიკა. აშკარაა, რომ ნეტო-აღრიცხვის შემოღებამ 9 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“. 63 დადებითი გავლენა მოახდინა მიკროსიმძლავრეების ზრდის მაჩვენებელზე, მაგრამ ძირითადად ინდივიდუალური მიერთებების ხარჯზე, რადგან 2020 წელს ჯგუფური მიერთების მხოლოდ ოთხ მოთხოვნას ჰქონდა ადგილი. აბონენტების რაოდენობა 300 250 243 200 155 150 85 100 66 50 0 149 6 2 4 2016 28 16 12 39 2017 2018 თელასი 70 94 27 ენერგო-პრო ჯორჯია 2019 2020 სულ ნახაზი 2.37. 2016-2020 წლებში საქართველოში მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების დინამიკა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 20 დეკემბერს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონების მიღება. აღნიშნული კანონების დამტკიცებამ, სხვა საკითხებთან ერთად, ახალი შესაძლებლობები გააჩინა ნეტო-აღრიცხვის პროგრამის გაუმჯობესებისა და მიკროელექტროსადგურების განვითარების უფრო აქტიური წახალისებისთვის. ახალი კანონმდებლობით განსაზღვრულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სიმძლავრის ზღვრის ზრდა 100 კილოვატიდან 500 კილოვატამდე, რაც კომისიას აძლევს უფლებამოსილებას, მიკროელექტროსადგურის სიმძლავრის ზღვრის გაზრდით უფრო მეტი და მძლავრი ელექტროსადგურები ჩართოს ე.წ. „ნეტო-აღრიცხვის“ პროგრამაში. ამასთანავე, მოხსნილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფიზიკური განთავსების ვალდებულება ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას, რაც ცალსახად გააფართოებს ენერგიის წყაროს განთავსების გეოგრაფიულ არეალს და მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს დაინტერესებულ პირებს. კომისია აგრძელებს „ნეტო-აღრიცხვის“ რეგულაციის დახვეწას/გაფართოებას ახალი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 64 3. ბუნებრივი გაზის სექტორი საქართველოსთვის ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელს ბუნებრივ აირზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.2% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. 3.1. ბუნებრივი გაზის ბაზარი საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილმა 36.4% შეადგინა. შესამჩნევია ბიოსაწვავისა და ნარჩენების წილის შემცირება, რისი ერთერთი მიზეზიც აქტიური გაზიფიცირება და მყარი საწვავის ბუნებრივი გაზით ჩანაცვლება შეიძლება იყოს (იხ. ნახაზი 3.1). 100% 90% 80% 70% 0.4% 0.4% 5.8% 8.9% 0.5% 0.4% 6.3% 8.3% 6.7% 6.2% 0.4% 5.3% 5.3% 8.5% 0.4% 7.2% 12.9% 11.5% 0.4% 6.5% 9.5% 20.8% 22.1% 23.4% 20.9% 20.4% 22.6% 20.9% 28.2% 30.5% 33.1% 29.7% 28.9% 30% 28.4% 31.8% 32.7% 31.0% 33.1% 34.5% 36.4% 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 60% 50% 40% 28.9% 30% 20% 10% 0% ბუნებრივი გაზი ნავთობ პროდუქტები ელექტროენერგია ბიოსაწვავი და ნარჩენები ქვანახშირი გეოთერმული, მზის და ა.შ. ნახაზი 3.1. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი10 2020 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მიღება განხორციელდა 5 ძირითადი წყაროდან. უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ნახაზი 3.2-ით შესაძლებელია საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზრის ზომისა და გაზის ძირითადი ნაკადების მოძრაობის შეფასება 2020 წელს. 10 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 65 ბუნებრივი გაზის მიღების წყარო SCP 50.4% 24.7% 24.2% 0.4% 0.2% SCP სამხრეთ კავკასიური გაზსადენი მიწოდება გამანაწილებელი ქსელით მიწოდება ტრანსორტირების სისტემით 4 782 მილიონი კუბ.მ T ტრანზიტი LD დანაკარგები გამანაწილებელ ქსელში LT დანაკარგები ტრანსპორტირების სისტემაში საყოფაცხოვრებო მომხმარებელი თბოელექტროსადგური 1.4% 0.5% LD 23.3% სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი LT 5.7% 10.0% 12.9% 46.2% T ნახაზი 3.2. ბუნებრივი გაზის ბალანსი11 3.1.1 ბაზრის სტრუქტურა და სუბიექტები ბუნებრივი გაზის ბაზარი მოიცავს ბუნებრივი გაზის საცალო და საბითუმო ბაზრებს. საქართველოში არ არსებობს ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზარი, რის გამოც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა საბითუმო ბაზარზე ხდება მხოლოდ ორმხრივი ხელშეკრულებების მეშვეობით. მიმწოდებლები ახორციელებენ ბუნებრივი გაზის იმპორტსა (ან მცირე ოდენობის მოპოვებული ბუნებრივი გაზის შესყიდვას) და მის გადაყიდვას სხვა მიმწოდებლებზე, ხოლო საცალო დონეზე მიმწოდებლები უშუალოდ აწვდიან საბოლოო მომხმარებლებს. აღნიშნული არ გამორიცხავს ერთი მიმწოდებლის აქტივობას ბაზრის ორივე დონეზე. როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა კვლავ სოკართან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ. შესაბამისად, ბაზარი ორივე დონეზე კონცენტრირებულია, რის გამოც უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს დერეგულირებული მომხმარებლებისთვის ბუნებრივ გაზზე წვდომა კონკურენტულ ფასად. 2020 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას ახორციელებდა 34 მიმწოდებელი, მათგან 1 აქტიური იყო მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, 23 – მხოლოდ საცალო ბაზარზე, ხოლო 10 – ბაზრის ორივე დონეზე (იხ. დანართი N9). საბოლოო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის ფიზიკურად მიტანას უზრუნველყოფენ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა (რომლის უმთავრეს ფუნქციას ბუნებრივი გაზის, მისი ამ თავში გამოყენებული მონაცემები წარმოადგენს წინასწარ მონაცემებს და შესაძლოა შეიცვალოს რეგულირებადი საწარმოების მიერ წარმოდგენილი აუდირებული მონაცემების მოწოდების შედეგად. 11 66 მოპოვების ან იმპორტის წყაროდან მიწოდების პუნქტებამდე გადატანა წარმოადგენს) და განაწილების ლიცენზიატები. საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურა ასახულია ნახაზზე 3.3. ნახაზი 3.3. ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურა 3.1.2. საქმიანობის განცალკევება გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქონებრივი განცალკევების მოდელისგან გამონაკლისის სახით დაშვებულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მოდელის გამოყენება, თუ 2011 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით ან მანამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს მიეკუთვნებოდა. ამჟამად არსებული სტრუქტურისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ყველაზე ოპტიმალურ მოდელად მიიჩნევა დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მოდელი, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირებას განახორციელებს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადამცემი სისტემის აქტივების მესაკუთრე მას იჯარით გადასცემს გადამცემი სისტემის აქტივებს. 67 აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 28 დეკემბერს ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კომისიაში წარმოადგინა განცალკევების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადას, რომელთა შესრულების ვალდებულება ეკისრება შესაბამის სუბიექტებს, რათა ეფექტიანად განხორციელდეს განცალკევების წარმოდგენილი მოდელი. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებს საანგარიშო წელს განცალკევების გეგმები კომისიისთვის არ წარმოუდგენიათ. 3.1.3. ბაზრის ძირითადი მახასიათებლები როგორც აღინიშნა, ბუნებრივი გაზის ბაზარი, მისი არსითა და მახასიათებლების მიხედვით, შეიძლება დაიყოს საცალო და საბითუმო ბაზრებად. საბითუმო ბაზარზე ბუნებრივი გაზით ვაჭრობა ხდება მიმწოდებლებს შორის, ხოლო საცალო ბაზარზე ბუნებრივი გაზი მიეწოდება საბოლოო მომხმარებლებს. 3.1.3.1. ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 91%-ს. ამავდროულად, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც 2020 წელს 2 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა გასული წლის მაჩვენებელს. 2020 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2 482 მლნ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 0.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის ქვეყანაში შემოტანა განახორციელა სამმა მიმწოდებელმა. სულ იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8%, დანარჩენი კი – ადგილობრივი მოპოვებით. ადგილობრივი მოპოვების შესყიდვა და საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში შემოტანა განახორციელა სამმა მიმწოდებელმა, რომელთაგან ერთერთი ასევე არის იმპორტიორი. შესაბამისად, საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის განთავსება (იმპორტი და ადგილობრივი წარმოება) მოახდინა სულ ხუთმა მიმწოდებელმა (სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში“, შპს „ბაგო“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“). ვაჭრობის ამ დონეზე (ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე შემოტანა) მიმწოდებლებს შორის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) შეადგინა 4992, რაც მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. ინდექსი მცირედით გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით, რაც მეტწილად ასახავს ბუნებრივი გაზის მიღების წყაროების წილობრივ 68 ცვლილებებს, ვიდრე კონკურენციის მხრივ ბაზარზე რაიმე სახის ცვლილებებს. მსგავსი მდგომარეობა განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან საკმარისად დაკავშირებული მეზობელ ქვეყნებთან ან/და ბაზარზე არ არიან სხვადასხვა წყაროს ათვისებით დაინტერესებული იმპორტიორები. 2020 წელს საქართველოში მიღებული ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში 3.1. ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტი 2017 2018 2019 2020 აზერბაიჯანი 1 200 1 105 1 229 1 183 რუსეთი 135 39 162 204 სომხეთი 0 15 0 19 დამატებითი და ოფციური 821 822 853 900 იმპორტი 180 296 339 259 8 9 9 8 2 344 2 286 2 592 2 573 სამხრეთ კავკასიური გაზსადენი ადგილობრივი მოპოვება სულ ცხრილი 3.1. საქართველოში გაზის მიღება მიღების პუნქტების მიხედვით (მლნ. კუბ.მ) საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა თერთმეტმა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი 96%-ს შეადგენდა, ხოლო ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 3121 შეადგინა, რაც ასევე მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. იმ პირობებში, როდესაც ბუნებრივი გაზის იმპორტის დონეზე ბაზარი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, საბითუმო დონეზე ვაჭრობაში კონკურენციის განვითარება შეუძლებელია სპეციალური ზომების დაწესების გარეშე. გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება (მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი გაზისა და თურქეთის ბაზარზე წვდომა, ე.წ. სვოპების მეშვეობით საქართველოს ბაზარზე შემოტანა), რაც სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებისა და მიმწოდებელთა დაინტერესების შემთხვევაში განხორციელდება. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების, მათ შორის ბიოგაზების წარმოების წახალისება და ქსელში ინტეგრაციის ხელშეწყობა. კონკურენციის დონე ბაზარზე, მათ შორის საბითუმო დონეზე, მნიშვნელოვნად განაპირობებს ბუნებრივი გაზის ფასს. საბითუმო დონეზე საშუალო ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ბაზრის ამ სეგმენტში ყველა მიმწოდებლის მიერ გაყიდული ბუნებრივი გაზის საშუალო შეწონილი ფასი. სოციალური და კომერციული სეგმენტების გამოყოფა ასევე მნიშვნელოვანია ფასის განსაზღვრის შემთხვევაშიც. როგორც აღინიშნა, სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი 69 გაზით უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ამ სეგმენტში ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასები მნიშვნელოვნად დაბალია კომერციულ სეგმენტთან შედარებით. საბითუმო დონეზე სოციალური გაზის ფასის შეფასება შესაძლებელია კომისიის მიერ სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ფასის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სხვადასხვა დონის სუბსიდირების გათვალისწინებით საშუალოდ 0.33 თეთრი/კუბ.მ-ს შეადგენს. რაც შეეხება კომერციულ სეგმენტს, 2020 წელს ბუნებრივი გაზის საშუალო ფასმა ვაჭრობის ამ დონეზე 0.58 ლარი/კუბ.მ შეადგინა. შედარებისათვის საინტერესოა ბუნებრივი გაზის ფასები ევროპის საბითუმო ბაზრებზე. განსხვავებით საქართველოსაგან, ევროპის ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზრებზე (ე.წ. ჰაბებზე) ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება სეზონების მიხედვით, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელი სიმძლავრეების გაზრდის და ახალი დამაკავშირებლების მშენებლობის პარალელურად, სხვადასხვა ბაზრის ფასი მიისწრაფვის ერთმანეთისაკენ. შედარებისათვის, ნახაზზე 3.4 ნაჩვენებია ცენტრალური ევროპის გაზის ჰაბზე12 ფასების დინამიკა 2020 წლისათვის. მინიმალურმა ფასმა ≈ 4.481 ევრო/მგვტ.სთ შეადგინა, რაც ≈0.17 ლარი/კუბ.მ-ს შეადგენს. ნახაზი 3.4. ცენტრალური ევროპის გაზის ჰაბზე ბუნებრივი გაზის ფასები, 2020 (ევრო/მგვტ.სთ) 3.1.3.2. ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარი 2014 წლიდან ბუნებრივი გაზის მოხმარების სტრუქტურაში ცვლილება გამოწვეულია, ერთი მხრივ, მოსახლეობის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ზრდით, ხოლო მეორე მხრივ, ავტოგასამართი სადგურების მოხმარების შემცირებით. 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებელი. 12 წყარო: Central European Gas Hub AG (CEGH), www.cegh.at 70 ბუნებრივი გაზის მოხმარების სტრუქტურა და თითოეული სექტორის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ნახაზებზე 3.5.ა და 3.5.ბ. 28.5% 27.4% 16.7% 30.4% 37.1% 39.3% 39.1% 39.3% 25.3% 26.3% 27.9% 26.0% 13.0% 11.2% 10.5% 45.0% 25.3% 15.9% 24.7% 7.6% 5.5% 27.4% 28.4% 24.5% 23.2% 22.5% 27.1% 24.8% 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 თბოსადგურები ავტოგაზგასამართი სადგურები სხვა არასაყოფაცხოვრებო საყოფაცხოვრებო ნახაზი 3.5.ა ბუნებრივი გაზის მოხმარება სხვადასხვა სექტორების მიხედვით 2500 2000 1500 1000 500 0 2014 2015 თბოსადგურები 2016 2017 ავტოგაზგასამართი სადგურები 2018 სხვა არასაყოფაცხოვრებო 2019 2020 საყოფაცხოვრებო ნახაზი 3.5.ბ ბუნებრივი გაზის მოხმარება სხვადასხვა სექტორების მიხედვით (მლნ.კუბ.მ) საყოფაცხოვრებო სექტორში 14 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მოთხოვნა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების, მომხმარებლების მიერ დანადგარების სიმძლავრის გაზრდით (ძირითადად, ცენტრალური გათბობის ქვაბებზე გადასვლა) და ზამთრის თვეებში 200 კუბურ მეტრამდე საყოფაცხოვრებო მოხმარების სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებით აიხსნება. რაც შეეხება ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ გაზზე მოთხოვნის შემცირებას, 2015 წლის შემდეგ, როდესაც ბუნებრივი გაზის გამოყენებამ ავტოტრანსპორტში მიაღწია პიკურ მაჩვენებელს, მუდმივად ხდება ამ სექტორში მოხმარების შემცირება. აღნიშნულის გამომწვევ მიზეზთა შორისაა ფასების ზრდა ბუნებრივ გაზზე, გადასახადების ზრდა აღნიშნული ტიპის საწვავზე, კონკურენტი საწვავის ფასები 71 (გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენცია), ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების იმპორტის ზრდა, რაც უმეტესად ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოტრანსპორტს ანაცვლებს. იმის გათვალისწინებით, რომ წახალისებულია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენება, ბუნებრივი გაზის ფასი უკვე ნაკლებადაა კონკურენტული მის ჩამნაცვლებლებთან შედარებით. სავარაუდოდ, მომავალში კვლავ გაგრძელდება ავტოტრანსპორტში ბუნებრივი გაზის გამოყენების კლება. 4% სხვა 2% 2% 2% 2% 6% ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება სახელმწიფო მმართველობა განათლება 11% 45% 26% სასტუმროები და რესტორნები სხვა კომუნალური სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა ვაჭრობა; ავტომობილების საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი დამამუშავებელი მრეწველობა ელექტროენერგიის აირისა და წყლის წარმოება და განაწილება ნახაზი 3.6. ბუნებრივი გაზის მოხმარება სხვადასხვა სექტორების მიხედვით ეკონომიკის სხვა დარგებში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეტნაკლებად თანაბარია. როგორც ნახაზზე 3.6 ჩანს, ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის13, დამამუშავებელი მრეწველობისა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების14 სექტორებია უდიდესი მომხმარებლები. ისინი ჯამურად მოიხმარენ კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის 82%-ს. აღნიშნული სამი სექტორიდან ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებაგანაწილების სექტორი, თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების საჭიროებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ხასიათდება სეზონურობით, ხოლო დანარჩენი ორი სექტორის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება მეტნაკლებად სტაბილურია. სექტორების მიერ ბუნებრივი გაზის თვეებად ჩაშლილი მოთხოვნა მოცემულია ნახაზზე 3.7. 13 14 აღნიშნულ კატეგორიაში შედის ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვა. მათ შორის თბოსადგურები. 72 250.00 200.00 150.00 100.00 50.00 იან თებ მარ აპრ მაის ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოემ დეკ სხვა სექტორები ელექტროენერგიის აირისა და წყლის წარმოება და განაწილება ვაჭრობა; ავტომობილების საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი დამამუშავებელი მრეწველობა ნახაზი 3.7. ბუნებრივი გაზის მოხმარება სხვადასხვა სექტორების მიხედვით (მლნ. კუბ.მ) გარდა თბოელექტროსადგურების მკვეთრად გამოხატული სეზონურობისა, სხვადასხვა კომერციული ობიექტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება ასევე ხასიათდება სეზონურობით. გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების, სახელმწიფო მმართველობის, განათლების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორები და სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ბუნებრივ გაზს მოიხმარენ შენობის გათბობის მიზნით. აღნიშნული სექტორების ჯამური წილი მთლიან მოხმარებაში 14%-ს შეადგენს. ცხრილში 2.2 მოცემულია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წილი ჯამურ მოხმარებაში და აღნიშნული სექტორების სეზონურობის კოეფიციენტი15. როგორც ცხრილიდან ჩანს, სექტორების უმეტესობას მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს. სექტორი სოფლის მეურნეობა ნადირობა და სატყეო; თევზჭერა მეთევზეობა დამამუშავებელი მრეწველობა 15 სეზონურობის კოეფიციენტი (%) წილი ჯამურ მოხმარებაში (%) 74% 1% 52% 26% სეზონურობის კოეფიციენტი წარმოადგენს ზამთრის პერიოდში (წლის საწყისი და ბოლო სამი თვე) სექტორის მოთხოვნის შეფარდებას ამ სექტორის წლიურ მოთხოვნასთან. რაც უფრო მეტადაა დაშორებული კოეფიციენტი 50%-ისგან, მით უფრო სეზონურია მოხმარება. თუ კოეფიციენტი მიისწრაფვის 100%-ისკენ, მოხმარება მაღალია ზამთრის პერიოდში, თუ მიისწრაფვის 0%-ისკენ, მოხმარება მაღალია ზაფხულის პერიოდში, ხოლო 50%-ის შემთხვევაში მოხმარება არის თანაბარი ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებში. 73 ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი სასტუმროები და რესტორნები ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა სახელმწიფო მმართველობა განათლება ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა სხვა 82% 45% 55% 11% 76% 61% 78% 96% 82% 2% 0% 2% 2% 2% 71% 6% 58% 3% ცხრილი 3.2. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მახასიათებლები მკვეთრად გამოხატული სეზონურობით ხასიათდება ასევე საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება. ნახაზზე 3.8 მოცემულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების (მოსახლეობის) მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეების მიხედვით. 250 2018 2019 2020 200 150 100 143 172 181 132 141 181 116 137 132 70 99 111 35 50 66 26 27 33 23 26 28 23 25 27 24 28 29 33 34 39 87 87 100 137 157 191 50 იან თებ მარ აპრ მაის ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოემ დეკ 0 ნახაზი 3.8. ბუნებრივი გაზის მოხმარება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ (მლნ კუბ.მ) როგორც აღინიშნა, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო (სადაც ბუნებრივი გაზი ძირითადად გამოიყენება მხოლოდ შენობის გათბობის მიზნით) მომხმარებლების სეგმენტში ბუნებრივი გაზის მოხმარება მკვეთრად გამოხატული სეზონურობით ხასიათდება. ზამთარსა და ზაფხულში ბუნებრივი გაზის მოხმარებაში განსხვავება მჭიდრო კავშირშია კლიმატურ პირობებთან. საქართველოში ზამთრის პერიოდში (რომელიც გრძელდება თითქმის 6 თვე, ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით) ენერგიის მოხმარების მაქსიმალური მნიშვნელობები დაკავშირებულია ტემპერატურის 74 ვარდნასთან, ხოლო გარდამავალ პერიოდში ენერგიის მოხმარების დონე საკმაოდ სტაბილური ხდება მანამ, სანამ ჰაერის ტემპერატურა ზრდას დაიწყებს. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის ნებისმიერი ზრდა ენერგიის მოხმარების შემცირებაში ვლინდება. ბუნებრივი გაზის მოხმარებასა და ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლისათვის გამოყენებულ იქნა კლიმატის შესახებ სტატისტიკური მონაცემი - გათბობის გრადუს დღე (Heating Degree Day)16, რომელიც ზომავს დღის საშუალო გარე ტემპერატურასა და საბაზისო ტემპერატურას შორის სხვაობას. ნახაზზე 3.9 მოცემულია თბილისში გათბობის გრადუს დღეების შესახებ ინფორმაცია 2012-2020 წლებისათვის. როგორც ნახაზიდან ჩანს, გათბობის გრადუს დღეები 2019-2020 წლებში ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა გათბობის გრადუს დღეების ოდენობა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 2020 წელს შენობების უფრო მეტი გრადუსით გათბობა იყო საჭირო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის გათბობის გრადუს დღე 35 გრადუს ერთეულით ჩამოუვარდება უკანასკნელი 9 წლის საშუალო მაჩვენებელს. 1,486 1,350 1,377 1,351 1,428 1,342 1,133 1,225 1,297 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ნახაზი 3.9. გათბობის გრადუს დღეები თბილისში 17 16 გათბობის გრადუს დღე (Degree Day) არის ცივი ამინდების სიმკაცრისა და ხანგრძლივობის საზომი. იგი გვიჩვენებს გარე ტემპერატურასა და საბაზისო ტემპერატურას შორის სხვაობას. საბაზისო ტემპერატურა წარმოადგენს ბალანსის წერტილს, ანუ გარემოს მინიმალურ ტემპერატურას, რომლის პირობებშიც შენობის გათბობის საჭიროება არ არსებობს. თუ დღის საშუალო ტემპერატურა საბაზისოზე დაბალია, ასეთ დღეს საჭიროა გათბობა და ტემპერატურებს შორის სხვაობა არის სწორედ ამ დღის გრადუს დღე. 17 ამინდის შესახებ ინფორმაციის წყაროა სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“. 75 1,200 1,000 800 600 400 200 2012 2013 2014 2015 ფაქტი 2016 2017 2018 2019 2020 კორექტირებული ნახაზი 3.10. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი და გათბობის გრადუს დღეებით კორექტირებული ოდენობები მიუხედავად იმისა, რომ ნახაზზე 3.9 მოცემულია ინფორმაცია მხოლოდ დედაქალაქისათვის, სავარაუდოა, რომ ტენდენცია არის მეტნაკლებად ანალოგიური სრულიად საქართველოში. აღნიშნული დაშვების გათვალისწინებით, ნახაზზე 3.10 მოცემულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ 2012-2020 წლებში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი და გათბობის გრადუს დღეებით კორექტირებული18 ოდენობები. როგორც ნახაზიდან ჩანს, 2020 წელს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება გაზრდილია. აღნიშნული ზრდა განპირობებულია ზამთრის თვეებში 200 კუბურ მეტრამდე საყოფაცხოვრებო მოხმარების სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების პროგრამითა და ახალი დასახლებების გაზიფიცირებით. 2020 წელს კვლავ გრძელდებოდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო) საანგარიშო წლის ბოლოს 1,359,837 შეადგინა (იხ. ნახაზი 3.11). 2020 წელს სექტორს დაემატა 51,223 ახალი მომხმარებელი. 18 2012-2018 წლების საშუალო გათბობის გრადუს დღეებიდან გადახრის შესაბამისად. 76 1,116,217 2017 1,196,926 2018 1,261,359 2019 1,311,649 2020 საყოფაცხოვრებო 40,910 42,096 47,255 48,188 2017 2018 2019 2020 არასაყოფაცხოვრებო ნახაზი 3.11. ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობა მთლიან მომხმარებელთა რაოდენობაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს არააქტიურ მომხმარებლებს (რომელთაც არ მოიხმარეს ბუნებრივი გაზი), რომლებიც პასიურნი არიან ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში. ნახაზზე 2.12 მოცემულია აქტიურ და არააქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა თვეების მიხედვით. როგორც ნახაზიდან ჩანს, აბონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ არიან მიერთებული გამანაწილებელ ქსელზე, არ მოიხმარენ ბუნებრივ გაზს. აღნიშნული ობიექტები დაკეტილია ან/და წარმოადგენს სეზონურ საცხოვრებლებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არააქტიური მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შესაძლებლობის უზრუნველყოფისათვის განაწილების ლიცენზიატები მუდმივად ახორციელებენ მომსახურებას და, შესაბამისად, წევენ ხარჯებს, არსებული სატარიფო მეთოდოლოგიის თანახმად, მის ანაზღაურებას არ უზრუნველყოფენ ის მომხმარებლები, რომლებიც არ მოიხმარენ ბუნებრივ გაზს (ვინაიდან არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი დადგენილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის ერთეულზე და მასში არ არის გათვალისწინებული სიმძლავრის/ფიქსირებული კომპონენტი). აღნიშნული გარემოება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი, რის გამოც უნდა დაიწყოს მსჯელობა ტარიფში სიმძლავრის/ფიქსირებული კომპონენტის გაჩენასთან დაკავშირებით. 77 1,136,360 254,649 254,327 254,008 253,886 269,586 250,558 247,258 225,289 223,326 1,127,206 1,099,348 1,097,552 1,069,176 1,087,092 220,967 1,080,555 232,125 1,104,950 1,073,695 1,076,548 აქტიური 224,773 1,087,410 1,087,417 არააქტიური იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ ნახაზი 3.12. ბუნებრივი გაზის აქტიურ და არააქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა, 2020 წ. მცხეთამთიანეთი 500 797 455 899 618 751 409 ქალაქი სოფელი ქალაქი სოფელი ქალაქი სოფელი 935 სოფელი სოფელი 921 ქალაქი აჭარა 757 822 სოფელი ქვემო ქართლი ქალაქი 881 657 სოფელი შიდა ქართლი ქალაქი 1,130 ქალაქი 1,613 სოფელი 1,079 სოფელი სამცხეჯავახეთი 1,443 1,687 ქალაქი თბილისი ქალაქი 1,237 საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება განსხვავებულია როგორც ქალაქისა და სოფლის, ასევე რეგიონების მიხედვით. პატარა ქალაქებში, დაბებსა და განსაკუთრებით სოფლებში, ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარება ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება დიდ ქალაქებში ანალოგიურ მაჩვენებელს, ვინაიდან კვლავ აქტიურად გამოიყენება შეშა სათბობად. გამონაკლისს წარმოადგენს მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონები. მცხეთა-მთიანეთში დიდი მოხმარება შეიძლება აიხსნას ამ რეგიონში ბუნებრივი გაზის საფასურის პირდაპირი სუბსიდირებით, განსაკუთრებით ცივი კლიმატითა და საწვავ შეშაზე ხელმისაწვდომობით, ხოლო აჭარის რეგიონის სოფლის ტიპის დასახლებებში მაღალი მოხმარების უმთავრესი მიზეზი განვითარებული ტურიზმის სექტორია. ნახაზზე 3.13 მოცემულია ქალაქისა და სოფლის ჭრილში ერთ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის მოხმარება რეგიონების მიხედვით. იმერეთი სამეგრელოზემო სვანეთი კახეთი გურია ნახაზი 3.13. ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის წლიური მოხმარება 2020 წელს (კუბ.მ). 78 ბუნებრივი გაზი მოსახლეობისა და საწარმოთა უმეტესობის მიერ გამოიყენება საკვების მოსამზადებლად, წყლისა და ოთახის გასათბობად. ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისა და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებისა და მოხმარების ზრდა მეტწილად შესამჩნევია ისეთი მომხმარებლების ჯგუფში, რომლებიც მხოლოდ საკვების მოსამზადებლად იყენებენ ბუნებრივ გაზს. საბითუმო ბაზრის მოწყობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის ფასები საცალო ბაზარზეც მნიშვნელოვნად განსხვავდება სოციალური (მოსახლეობა და თბოსადგურები) და კომერციული მომხმარებლების მიხედვით. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ტარიფს ადგენს კომისია და სატარიფო რეგულირება განხილულია თავში 3.3. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, აღნიშნულ სექტორში ბუნებრივი გაზის ფასი არ არის რეგულირებული და იგი განისაზღვრება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულებით. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, საჯარო შეთავაზების გზით, რაც გულისხმობს, რომ მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ბუნებრივი გაზის გაყიდვა მხოლოდ წინასწარ შეთავაზებულ ფასად. აღნიშნული ვალდებულება მიმწოდებლებს არ გააჩნიათ ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული კომერციული მომხმარებლების მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის საშუალო ფასი გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული კომერციული მომხმარებლებისთვის შეადგენდა 0.58 ლარი/კუბ.მ-ს, ხოლო ანალოგიური მაჩვენებელი ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული კომერციული მომხმარებლებისთვის 0.66 ლარი/კუბ.მ-ს აღემატებოდა19. აუცილებელია მოხდეს საცალო და პირდაპირი მომხმარებლების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, რაზეც მარეგულირებელი კომისია შესაბამის უწყებებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას. საბოლოო მომხმარებლების სამომხმარებლო ფასების სტრუქტურა მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით მოცემულია ნახაზზე 3.14. 100% 15% 15% 15% 80% 47% 60% 63% 40% გაზის ფასი 82% განაწილება 34% 20% 0% 0% გადასახადი 3% არასაყოფაცხოვრებო (პირდაპირი) ტრანსპორტირება 19% 2% არასაყოფაცხოვრებო (საცალო) 4% საყოფაცხოვრებო ნახაზი 3.14. ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების/ტარიფის სტრუქტურა 19 აღნიშნულ გაანგარიშებაში არ მონაწილეობს თბოსადგურებისა და არაენერგეტიკული მიზნით მოხმარებისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასი, რათა, მათი ზომის გათვალისწინებით, არ მომხდარიყო გავლენა იმ ფასებზე, რომლებიც განკუთვნილია სხვა მომხმარებლებისათვის. 79 2020 წელს კომისიამ ბუნებრივი გაზის განაწილების/ტრანსპორტირების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით შეითანხმა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „ყამარი მ“-ის, შპს „გოგოჭური და კომპანიის“ და შპს „დიდი დიღმის“ მიერ წარმოდგენილი 2020-2022 წლების საინვესტიციო გეგმები. 2020-2022 წლებში დაგეგმილი ინვესტიციების ჯამურმა ღირებულებამ 69.8 მლნ ლარი შეადგინა. ასევე 2020 წელს კომისიამ შეითანხმა შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „ვარკეთილაირისა“ და შპს „დიდი დიღმის“ გამანაწილებელი ქსელის ხუთწლიანი განვითარების გეგმები. 2021-2025 წლებში დაგეგმილი ქსელური ინვესტიციების ჯამურმა ღირებულებამ 31.7 მლნ ლარი შეადგინა. 3.2. ლიცენზირება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის (რომელიც გაუქმდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით) შესაბამისად, ლიცენზირებას ექვემდებარებოდა მხოლოდ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და განაწილება, ხოლო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდგომ ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელებს დაეკისრათ ხელახალი ავტორიზაციის გავლის ვალდებულება. კანონის ამოქმედებამდე გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ შესაბამისი მომსახურებების გაწევას. აღნიშნული ლიცენზიების მოქმედება კანონის საფუძველზე ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება. საანგარიშო პერიოდის ბოლო მონაცემებით, ბუნებრივი გაზის სექტორში 25 ლიცენზიატი ოპერირებდა, მათ შორის ერთი – ტრანსპორტირების, ხოლო 24 – განაწილების სფეროში. 3.2.1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა შედგება გაზსადენებისა და მისი შემადგენელი მოწყობილობებისგან, რომლებიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1.2-ზე მეტ მგპა წნევაზე და მისი მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი. კომისიის მიერ გაცემულია ერთადერთი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სახელზე, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას. დღესდღეობით ტრანსპორტირების სისტემას გააჩნია 6 მიღების პუნქტი, საიდანაც 2 წარმოადგენს ადგილობრივი მოპოვებიდან მიღების პუნქტს. თითოეული პუნქტის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ნახაზზე 3.15. 80 1. 2. 3. 4. 5. რუსეთიდან შემომავალი გაზსადენის („მოზდოკი-საგურამოს“) გამტარუნარიანობა შეადგენს 20 მლნ. მ³/დღ. აღნიშნული გაზსადენით გაზი მიეწოდება სომხეთს; აზერბაიჯანიდან შემომავალი გაზსადენის („ყაზახი-საგურამო") გამტარუნარიანობა შეადგენს 5 მლნ. მ³/დღ; აზერბაიჯანიდან შემომავალი სატრანზიტო გაზსადენის („სამხრეთ კავკასიური მილსადენი“) საპროექტო გამტარუნარიანობაა 6420 მლნ. მ³/დღ. თუმცა, საქართველოს ტრანსპორტირების სისტემაზე აქვს ერთი მიერთების წერტილი, რომლის გამტარუნარიანობა შეადგენს 5.5 მლნ. მ³/დღ; ადგილობრივი მოპოვების მიღების პუნქტებიდან ბუნებრივი გაზის მიღება დამოკიდებულია ბუნებრივი გაზი საშუალო დღიურ მწარმოებლურობაზე; სომხეთში გამავალი მაგისტრალური გაზსადენის რევერსული გაზსადენის ჯამური გამტარუნარიანობა შეადგენს 3,14 მლნ. მ³/დღ. ნახაზი 3.15. საქართველოში ბუნებრივი გაზის მიღების წერტილები მოხმარების ზრდის პარალელურად მნიშვნელოვანია მოხდეს მიღების სიმძლავრეების ოპტიმიზაცია მათი გაზრდის ან დივერსიფიცირების გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიწოდების უსაფრთხოება. მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადენს ბუნებრივი გაზის საცავის არსებობა. 2017 წელს კომისიის მიერ ტრანსპორტირების ლიცენზიატს პირველად დაუდგინდა ნორმატიული დანაკარგი კომისიის 2017 წლის 28 მარტის №4 დადგენილებით მიერ დამტკიცებული „ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ შესაბამისად. აღნიშნული მეთოდოლოგია ტრანსპორტირების ლიცენზიატს აძლევს მოტივაციას, 20 SCP და SCPX ჯამური გამტარუნარიანობა. 81 შეამციროს ფაქტობრივი დანაკარგები და ამგვარად მიიღოს შემცირებით მიღებული სარგებელი. ამავდროულად, ფაქტობრივი დანაკარგების შემცირება მომავალ სატარიფო პერიოდებში აისახება მომხმარებლებზეც - მცირდება ტარიფით ასანაზღაურებელი დანაკარგების ოდენობა. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2018-2020 წლებში შემცირდა დანაკარგები ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში დანაკარგების ოდენობა მოცემულია ნახაზზე 3.16. 24 35 29 31 25 2016 2017 2018 2019 2020 ნახაზი 3.16. საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში დანაკარგის ოდენობა (მლნ. კუბ.მ) 3.2.2. ბუნებრივი გაზის განაწილება 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 25 განაწილების ლიცენზიატი. მათ შორის სამი მსხვილი ლიცენზიატია (შპს „თბილისი-ენერჯი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“). აღნიშნულმა სამმა მსხვილმა განაწილების ლიცენზიატმა გაანაწილა მთლიანი განაწილებული გაზის 89% (იხ. ნახაზი 3.17). 82 100% 90% 80% 115 124 121 141 152 175 201 181 207 229 269 325 305 343 386 574 592 572 624 623 2016 2017 2018 2019 2020 70% 60% 50% 40% 30% 20% 10% 0% შპს "თბილისი ენერჯი" შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" სს "საქორგგაზი" სხვა ნახაზი 3.17. განაწილების ლიცენზიატების წილი ჯამურად განაწილებულ ბუნებრივ გაზში (მლნ. კუბ.მ; %) 3.2.3. სალიცენზიო განაცხადები და ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში 2020 წელს კომისიას ბუნებრივი გაზის განაწილების ახალი ლიცენზია არ გაუცია. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიებში ცვლილების განხორციელებას, საანგარიშო პერიოდში მოდიფიცირდა 5 განაწილების ლიცენზია, კერძოდ, ცვლილებები შევიდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „გასკო+“-ისა და შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ ლიცენზიებში და გაფართოვდა აღნიშნული კომპანიების სალიცენზიო არეალები. ამასთან, 2020 წელს გაუქმდა ბუნებრივი გაზის განაწილების ერთი ლიცენზია - შპს „ვაკე“. შპს „ვაკეს“ მიერ 2020 წლის 21 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი წერილის თანახმად, კომპანია აღარ აპირებდა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობის გაგრძელებას, ხოლო მის სალიცენზიო არეალში საქმიანობა განხორციელდებოდა შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ. შესაბამისად, კომპანიამ მოითხოვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმება. ლიცენზიის გაუქმების თაობაზე შპს „ვაკეს“ მოთხოვნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოდიფიცირდა შპს „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია და მის სამოქმედო არეალს დაემატა შპს „ვაკეს“ სამოქმედო არეალში არსებული დასახლებული პუნქტი, შპს „ვაკეს“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმებისათვის არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად, კომისიამ მიიღო შპს „ვაკეს“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა სამი განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიების გაუქმების თაობაზე, კერძოდ, 2019 წლის 17 დეკემბერს შპს „არზუ-გაზმა“, 2020 წლის 25 დეკემბერს შპს „ტაბამ“ და 2020 წლის 23 დეკემბერს შპს „ჩირაღდანი - XXI საუკუნემ“ ლიცენზიების გაუქმების მოთხოვნით კომისიაში წარმოადგინეს განაცხადები, რომელთა საფუძველზეც დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ზემოაღნიშნული კომპანიების ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიების გაუქმების თაობაზე კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად. 83 30 27 26 26 26 26 2018 2019 2020 2012 34 2017 2011 45 2016 55 2015 56 2014 57 2013 70 2010 2006 67 2009 2005 62 2008 58 2007 54 ნახაზი 3.18. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების რაოდენობის დინამიკა 3.2.4. ტექნიკური რეგულირების შედეგები საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდება სხვადასხვა წყაროდან, როგორიცაა ადგილობრივი წარმოება და იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტექნიკური პარამეტრები განსხვავებულია. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ბუნებრივი გაზის ხარისხი განსაზღვრულია სახელმწიფოთაშორისი სტანდარტით ГОСТ 5542-87, რომლის თანახმადაც ბუნებრივი გაზის მინიმალური დასაშვები თბოუნარიანობა შეადგენს 7,600 კკალ/მ3-ს სტანდარტულ პირობებში (200C და 1 ბარი წნევის პირობებში). საქართველოში იმპორტირებული გაზის საშუალო კალორიულობა თვეების მიხედვით მოცემულია ნახაზზე 3.19, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში წლის განმავლობაში მიღებული ბუნებრივი გაზის კალორიულობის მაჩვენებლებს შორის განსხვავება მინიმალურია. 84 დეკ ნოე ოქტ სექ აგვ ივლ ივნ მაი აპრ მარ თებ იან 8452 8484 8494 8419 8433 8472 8457 8457 8483 8431 8458 8416 8456 8461 8407 8430 8420 8445 8393 8423 8435 8402 8381 8418 2016 2017 8473 8590 8535 8462 8453 8463 8455 8506 8502 8494 8459 8551 8393 8421 8419 8454 8471 8488 8467 8473 8477 8472 8464 8476 2018 2019 8,452 8,457 8,501 8,520 8,519 8,486 8,469 8,540 8,502 8,489 8,479 8,471 2020 ნახაზი 3.19 საქართველოში მიღებული ბუნებრივი გაზის საშუალო თბოუნარიანობა თვეების მიხედვით (კკალ.მ3) 3.2.5. ქსელის ოპერატორის მიერ წილების/საოპერაციო აქტივების გასხვისებასა და კომპანიების შერწყმაზე თანხმობის გაცემა საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 17 ივლისს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელმაც გაითვალისწინა კომისიის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემა სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების შემთხვევებში. შედეგად, კომისიას საშუალება მიეცა, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ტრანზაქციის თაობაზე, რაც წარმოადგენს მომხმარებლების ინტერესების დაცვის ეფექტიან მექანიზმს. საანგარიშო წელს საოპერაციო აქტივების 5 პროცენტზე მეტის გასხვისების განზრახვის შესახებ შეტყობინებითა და შესაბამისი თანხმობის მიზნით კომისიას მიმართა ბუნებრივი გაზის განაწილების ორმა ლიცენზიატმა, შპს „ჩირაღდანი XXI საუკუნემ“ და შპს „ტაბამ“. კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი შეტყობინებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და მიიჩნია, რომ განსახილველი ტრანზაქციების განხორციელება არ გამოიწვევდა სისტემის ოპერატორების მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების გაუარესებას, სისტემის ოპერატორების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (მათ შორის, სალიცენზიო პირობების) შეუსრულებლობას ან/და სისტემის ოპერატორების ტარიფზე უარყოფით გავლენას. შედეგად, კომისიის 2020 წლის 3 დეკემბრის N73/4 და 73/5 გადაწყვეტილებებით გაიცა თანხმობები შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ სისტემის ოპერატორების (შპს „ტაბა“ და შპს „ ჩირაღდანი XXI საუკუნე“) აქტივების შესყიდვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ტრანზაქციებზე. 85 3.3. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება 3.3.1. სატარიფო რეგულირება და სექტორში მოქმედი ტარიფები ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების საქმიანობა წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიებს და სრულად ექვემდებარება კომისიის სატარიფო რეგულირებას. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მიწოდებას, „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და 2007 წლის 1 სექტემბრის (თბილისში 2008 წლის 1 აგვისტოს) შემდგომ პერიოდში გაზიფიცირებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდების ტარიფები დერეგულირებულია და ბუნებრივი გაზი მიეწოდებათ ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებელი საწარმოს მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობებითა და ფასებით. აღნიშნულ ბრძანებაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 14 აგვისტოს №52 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, „ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა-საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე იმ ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ, რომელთაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის 1 ივლისის შემდგომ პერიოდში დაუდგინდათ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა-საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფი“. აღნიშნული ბუნებრივი გაზის პერიოდიდან კომისიის მიერ სატარიფო სექტორში სატარიფო რეგულირებას რეგულირება განხორციელდა დაქვემდებარებულ საწარმოთა უმრავლესობისათვის, კერძოდ, კომისიის მიერ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ დადგინდა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი, ხოლო ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დადგინდა შემდეგი საწარმოებისთვის: შპს „თბილისი ენერჯი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „ტაბა“, შპს „ვარკეთილაირი“, შპს „ენერგოკავშირი“, სს „საჩხერეგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „არზუ-გაზი“, შპს „ყამარი მ“, შპს „დიდი დიღომი“, შპს „დი-ვი-ეს“, შპს გასკო+“, შპს „ჩირაღდანი XXI საუკუნე“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „ესჯიგაზ-კომპანი“, შპს „ინტერგაზი“ და შპს „მამედი“. ჩამოთვლილი საწარმოები წარმოადგენენ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებს და მათ არეალში ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის კომისიის მიერ ტარიფების დადგენის შემდგომ ფიზიკურ პირებზე (მოსახლეობასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) აღარ ვრცელდება „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანება. ამასთან, კომისიის 2014 წლის 30 ივლისის #14 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ 86 მე-4 მუხლის თანახმად, სატარიფო რეგულირების პერიოდი განისაზღვრება 3 კალენდარული წლით, შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი საწარმოებისთვის დადგინდა გრძელვადიანი ტარიფები 2020-2022 წლებისთვის. 3.3.1.1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი საანგარიშო პერიოდში მოქმედებდა „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის №38 დადგენილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრულია 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე. 3.3.1.2. ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფები კომისიამ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ყამარი მ“-ის, შპს „დიდი დიღმის“, შპს „დი-ვი-ეს“-ის, შპს გასკო+“-ის, შპს „ჩირაღდანი XXI საუკუნის“, შპს „ჩირაღდანის“, შპს „ესჯიგაზ-კომპანის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „მამედის“, შპს „დიღომი ვილა გაზის“, შპს „გოგოჭური და კომპანიის“, შპს „გამასა“ და შპს „ენერგია +“-ის სატარიფო განაცხადების საფუძველზე 2020 წელს დაადგინა ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები. აღსანიშნავია, რომ შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ 2019 წლის 18 ივლისისა და შპს „საქორგგაზს“ 2019 წლის 17 ივლისის სატარიფო განაცხადების საფუძველზე კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №49 და №50 დადგენილებებით დაუდგინდა ბუნებრივი გაზის განაწილებისა და მოხმარების დროებითი ტარიფები, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მოთხოვნით შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ – 2020 წლის 25 თებერვალს, ხოლო სს „საქორგგაზმა“ 2020 წლის 26 თებერვალს კომისიაში წარმოადგინეს სატარიფო განაცხადები. ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი წერილით კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების არსებულ დონეზე შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სამინისტრომ შეიმუშავა მექანიზმი სს „საქორგგაზისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ განაწილების სალიცენზიო არეალის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 2020 წლის პირველი ივლისიდან მისაწოდებელი ე.წ. „სოციალური გაზის“ შესასყიდი ღირებულების შემცირების თაობაზე. წერილში ასევე მითითებული იყო, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა სათანადო სახელშეკრულებო ცვლილებებზე, რომლის ფარგლებშიც შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის შესახებ ინფორმაცია კომისიისთვის მოწოდებული იქნება მოგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თხოვნით 87 მომართა კომისიას, რომ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სატარიფო განაცხადის განხილვისას მხედველობაში მიეღო და გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოებები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზემოხსენებული წერილისა და „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის კორექტირების მოთხოვნით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ და სს „საქორგგაზმა“ 2020 წლის 28 მაისს კომისიაში წარმოადგინეს შესაბამისი სატარიფო განაცხადები. კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის სექტორში დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ თანახმად, „სს „საქორგგაზისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის განხორციელების მიზნით, „აუდიტის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 30 მარტის №204 და 205 ბრძანებებით შეიქმნა აუდიტის ჯგუფები, რომელთა მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი და გაანალიზებული საწარმოების 2018 წლის ფაქტობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. აუდიტის საბოლოო ანგარიშები კომისიას წარედგინა 2020 წლის 24 ივნისს, რომელიც საფუძვლად დაედო ამ საწარმოების ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფების დადგენას. ამასთან, „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულების საფუძველზე, 2008 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გაფორმებული „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით“ განსაზღვრული პირობა - შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ განხორციელებული 250,000,000 აშშ დოლარის საინვესტიციო დანახარჯების ნაწილის – 150,000,000 აშშ დოლარის გათვალისწინება ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას უნდა მოხდეს არაუადრეს 2020 წლიდან, გათვალისწინებულ იქნა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ განაწილების ტარიფში. ასევე კომისიის 2020 წლის 18 ივნისის №44/2 და №44/3 გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „სს „საქორგგაზის“ 2020-2022 წლების საინვესტიციო გეგმები, რომლებიც სატარიფო მეთოდოლოგიის თანახმად, აისახა საწარმოების განაწილების ტარიფებში. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების არსებულ დონეზე შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ შემუშავდა მექანიზმი „სს „საქორგგაზისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სალიცენზიო არეალში არსებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 2020 წლის პირველი ივლისიდან მისაწოდებელი ე.წ. „სოციალური გაზის“ შესასყიდი ღირებულების შემცირების თაობაზე, რის შედეგადაც ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები თითქმის უცვლელი დარჩა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და სს „საქორგგაზს“ კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №37 და №38 დადგენილებებით დაუმტკიცდა 88 ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფები, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე. ასევე ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები 2020-2022 სატარიფო წლებზე დაუდგინდა შპს „დიღომი ვილა გაზს“, შპს „დი-ვი-ესს“, შპს გასკო +“-ს, შპს „დიდ დიღომს“, შპს „ენერგია+“-ს, შპს „გოგოჭური და კომპანიას“, შპს „გამას“, შპს „მამედს“, შპს „ჩირაღდანს“, შპს „ყამარი მ“-ს, შპს „ინტერგაზს“, შპს „ჩირაღდანი XXI საუკუნესა“ და შპს „ესჯიგაზკომპანის“, რომლებმაც „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყვეს სატარიფო განაცხადების კომისიაში წარმოდგენა. კომისიის შესაბამისი ბრძანებებით შექმნილი აუდიტის ჯგუფების მიერ სატარიფო განაცხადებით წარმოდგენილი საბაზისო წლის ფაქტობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესწავლისა და ანალიზის ფარგლებში მომზადდა და კომისიას წარედგინა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები, რომლებიც საფუძვლად დაედო აღნიშნული საწარმოებისთვის ტარიფების დადგენას. ასევე კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებებით, ინდივიდუალურად თითოეული საწარმოსთვის შეთანხმებულ იქნა 2020-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები, რომლებიც, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, აისახა ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფებში. ამასთან, ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოსახლეობისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების არსებულ დონეზე შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მიერ შემუშავებული მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის გაზმომარაგების სექტორში ჩართული კომპანიების სალიცენზიო არეალში არსებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი ე.წ. „სოციალური გაზის“ შესასყიდი ღირებულების შემცირების თაობაზე. აღნიშნული მექანიზმის ინდივიდუალურად თითოეულ მიმწოდებელთან მიმართებაში გამოყენების შედეგად აღნიშნულ საწარმოებს ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები 2020-2022 წლებისთვის თითქმის უცვლელი დარჩა. ზემოთ ჩამოთვლილი ლიცენზიატებისთვის შესაბამისი ტარიფები დამტკიცდა კომისიის 2020 წლის 21 მაისის №20, 29 ივნისის №29, №30, №31, №32, №33, №34, 23 ივლისის №42, №43, №44, №45, 22 სექტემბრის №50 და 19 ნოემბრის №61 დადგენილებებით, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრამდე. ზემოაღნიშნული ლიცენზიატებისთვის 2020 წელს დადგენილი განაწილების ტარიფები და მათ და ასევე სხვა ლიცენზიატების არეალში დადგენილი მიწოდებისა და საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები ცალკეული კომპონენტებით წარმოდგენილია დანართში №11. 89 3.3.2. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი ბუნებრივი მოქმედი გაზის ოთხი სექტორში უმსხვილესი კომპანიის მიერ (შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, შპს „თბილისი ენერჯი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“), მათგან მოწოდებული არააუდირებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლისთვის დაგეგმილი იყო ინვესტიცია 56,710 ნახაზი 3.20. ინვესტიცია ბუნებრივი გაზის სექტორში (ათასი ლარი) ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფაქტობრივად შესრულდა 117,437 ათასი ლარის ოდენობით (ნახაზი 3.20), მათ შორის, 99,187 ათასი ლარის ინვესტიცია შესრულდა კომპანიების საკუთარი სახსრებით, ხოლო 18,250 ათასი ლარის ინვესტიცია – მესამე მხარის დაფინანსებით (ნახაზი 3.21). დაგეგმილ და ფაქტობრივად განხორციელებულ ინვესტიციებს შორის არსებითი განსხვავება მეტწილად განპირობებულია შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 48,774 ათასი ლარის გაზსადენების ღირებულების სახელმწიფოსგან შეძენით. ნახაზი 3.21. ინვესტიცია ბუნებრივი გაზის სექტორში (ათასი ლარი) 90 ასევე აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზ- ნით ათასი ინვესტიციები 4,059 ლარის ოდენობით განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ „საქართველოს და შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ, ხოლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციისა სალიცენზიო და საქმიანობის განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შპს „თბილისი ენერჯის“, „სოკარ ჯორჯია შპს გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიერ. ნახაზი 3.22. ინვესტიცია ბუნებრივი გაზის სექტორში (ათასი ლარი) აღნიშნული ლიცენზიატების მიერ საანგარიშო წლისთვის ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები საქმიანობის მიხედვით წარმოდგენილია ნახაზზე 3.22. 3.3.2.1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენებზე 2020 წელს დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების ღირებულება შეადგენდა 8,168 ათას ლარს, ხოლო ფაქტობრივად განხორციელდა 4,059 ათასი ლარის ინვესტიცია, საიდანაც 30,49% (1,238 ათასი ლარი) დაფინანსდა შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, ხოლო 69,51% (2,821 ათასი ლარი) – შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სახსრებით. აღნიშნული ინვესტიციებით ძირითადად განხორციელდა მაგისტრალურ გაზსადენებზე ლოკალური სამუშაოები, გაზგამანაწილებელი სადგურების მშენებლობა, მზის ელემენტების, ბურთულოვანი ონკანების, რეგულატორებისა და ტურბინული მრიცხველების მოწყობა (1,793 ათასი ლარი). ასევე საანგარიშო წელს შეძენილ იქნა საოფისე ძირითადი საშუალებები, სპეციალური დანიშნულების ტექნიკა და სხვა (2,266 ათასი ლარი). 91 3.3.2.2. ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა 2020 წლისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების სექტორში დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობა შეადგენდა 42,983 ათას ლარს, მათ შორის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ დაგეგმილი ინვესტიცია – 9,019 ათას ლარს, სს „საქორგგაზის“ – 13,006 ათას ლარს, ხოლო შპს „თბილისი ენერჯის“ – 20,958 ათას ლარს. ამავე წელს ფაქტობრივად განხორციელდა ჯამში 113,378 ათასი ლარის ინვესტიცია, მათ შორის 104,077 ათასი ლარის – საკუთარი სახსრებით, ხოლო 9,301 ათასი ლარის – მესამე პირების (მომხმარებლების) დაფინანსებით. ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობაში 2020 წელს ფაქტობრივად ინვესტიციებში მნიშვნელოვანი წილი 60,69%-ის ოდენობით განხორციელდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ, რაც შეადგენს 68,810 ათას ლარს. მათ შორის, საანგარიშო წელს საკუთარი სახსრებით შეიქმნა და ექსპლუატაციაში შევიდა 79 კმ გაზგამანაწილებელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს 1,331 ახალი პოტენციური აბონენტის გაზიფიცირებას. ასევე განხორციელდა 102,4 კმ სიგრძის კაპიტალური დაქსელვითი (ჩიხების) მშენებლობა. ამავე წელს საწარმომ სახელმწიფოსგან შეისყიდა გაზსადენები, რაშიც გადაიხადა 48,774 ათას ლარი. ამასთან, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 20,761 ახალი აბონენტი. სს „საქორგგაზის“ მიერ 2020 წელს საკუთარი სახსრებით განხორციელდა ჯამში 12,081 ათასი ლარის ინვესტიცია, კერძოდ, საწარმოს მიერ საანგარიშო წელს სხვადასხვა რეგიონში აშენდა 24 კმმდე სიგრძის ახალი გაზსადენები და განხორციელდა არსებული ქსელების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 10,435 ახალი აბონენტი. რაც შეეხება შპს „თბილისი ენერჯის“ 2020 წელს დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობას, იგი შეადგენდა 20,958 ათას ლარს, ხოლო ფაქტობრივად განხორციელდა 32,487 ათასი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები, მათ შორის საკუთარი სახსრებით – 23,185 ათასი ლარის, ხოლო მესამე პირების დაფინანსებით – 9,301 ათასი ლარის. ინვესტიციების მნიშვნელოვან წილს შეადგენს გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობასა და რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები. ასევე საწარმომ შეიძინა გაზსადენები (შემადგენელი კომპონენტებით) იმ პერიოდისთვის მოქმედი მცირე ქსელების მფლობელი ლიცენზიატებისგან, აგრეთვე გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან, რითაც გააფართოვა სალიცენზიო არეალი. კომპანიის მიერ საექსპლუატაციო სამუშაოებისა და ავარიის პრევენციის დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შეძენილ იქნა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც დაკომპლექტდა გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის, სწრაფი რეაგირების სამსახურისა და მომსახურების ცენტრების ჯგუფები. ასევე შეძენილ იქნა მიწოდებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვისთვის საჭირო აღჭურვილობა (პლანშეტები), გაზის აღრიცხვის მოწყობილობები, გაზსადენის გამოკვლევის ხელსაწყოები, საოფისე ინვენტარი და არამატერიალური აქტივები. განხორციელდა ახალი მომხმარებლების გაზიფიცირება, მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიებიდან მრიცხველების გარეთ გამოტანა და სხვა, რაც განაპირობებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას, ბუნებრივი გაზის წნევის დარეგულირებას, ავარიების შემცირება-აღმოფხვრას, აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ბუნებრივი გაზის როგორც 92 ტექნიკური, ისე კომერციული დანაკარგების შემცირებას. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას. ამასთან, საწარმომ წინა წლებში დაიწყო და ინტენსიურად აგრძელებს ქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელის გეოინფორმაციულ სისტემაში მოყვანის პროცესს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა არსებული ქსელის გეორეფერენსირება. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს კომპანიის მფლობელობაში არსებული გაზსადენების ზუსტი აღწერილობის შედგენასა და მათ შემდგომ რეგისტრაციას, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის მზარდი განაშენიანების პირობებში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის სწორი განვითარებისა და დაგეგმვის კუთხით. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში განხორციელებული ინვესტიციები ლიცენზიატი საწარმოების მიხედვით მოცემულია ნახაზზე 3.23. ნახაზი 3.23. ინვესტიციები ბუნებრივი გაზის განაწილების სექტორში კომპანიების მიხედვით (ათასი ლარი) 3.3.3. ტარიფების შედარებითი ანალიზი საქართველოში მოქმედი ტარიფების სიმძიმის შეფასების მიზნით ცხრილში 3.3 და ნახაზზე 3.24 წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები. 93 ქვეყანა აზერბაიჯანი რუსეთი საქართველო უკრაინა სომხეთი თურქეთი მოლდოვა ლატვია უნგრეთი რუმინეთი სერბეთი ლიეტუვა ბოსნია და ჰერცოგოვინა ხორვატია ბულგარეთი ლუქსემბურგი პოლონეთი ესტონეთი სლოვაკეთი საბერძნეთი გაერთიანებული სამეფო ბელგია ჩრდილოეთ მაკედონია ჩეხეთი სლოვენია გერმანია ავსტრია ირლანდია ესპანეთი იტალია დანია პორტუგალია ლიხტენშტეინი საფრანგეთი შვედეთი ჰოლანდია საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/კუბ.მ) 25.96 29.72 51.52 71.14 88.27 93.94 118.70 123.81 125.38 127.35 132.46 141.89 147.00 152.90 155.65 161.94 167.05 173.33 179.62 186.70 187.09 194.95 213.82 225.22 230.33 234.65 254.70 262.95 282.21 286.14 294.79 308.54 309.33 311.30 385.19 391.08 94 450.00 400.00 350.00 300.00 250.00 200.00 150.00 100.00 50.00 0.00 აზერბაიჯანი რუსეთი საქართველო უკრაინა სომხეთი თურქეთი მოლდოვა ლატვია უნგრეთი რუმინეთი სერბეთი ლიეტუვა ბოსნია და… ხორვატია ბულგარეთი ლუქსემბურგი პოლონეთი ესტონეთი სლოვაკეთი საბერძნეთი გაერთიანებული… ბელგია ჩრდილოეთ… ჩეხეთი სლოვენია გერმანია ავსტრია ირლანდია ესპანეთი იტალია დანია პორტუგალია ლიხტენშტეინი საფრანგეთი შვედეთი ჰოლანდია ცხრილი 3.3. საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრი / კუბ.მ) საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/კუბ.მ) ნახაზი 3.24. საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრი / კუბ.მ) 95 4. წყალმომარაგების სექტორი 4.1. სექტორის ზოგადი მიმოხილვა 4.1.1 მარეგულირებელი ჩარჩო წყალმომარაგების სექტორი კომისიის რეგულირებას ექვემდებარება 2008 წლიდან. წყალმომარაგების სექტორის რეგულირება ხორციელდება შემდეგი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:  საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“;  კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“;  კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომსახურების  ხარისხის წესები“; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის №27 დადგენილებით დამტკიცებული „ინვესტიციების შეფასების წესი“;  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის  ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“; კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს N21 დადგენილებით დამტკიცებული „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“;  კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“. 4.1.2 ლიცენზიატი საწარმოები და მომარაგების დაფარვის არეალი 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს წყალმომარაგების 9 ლიცენზიატი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3,716,900 ადამიანს. მოსახლეობის 65.9%-ის (2,448,416 ადამიანი) სასმელი წყლით წყალმომარაგებას უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატები, ხოლო 34.1%ის (1,268,484 ადამიანი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს. ჯამში მომხმარებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 3.5%-ით, რაც შეადგენს 36,552 აბონენტს (იხ. ცხრილი 4.1). 96 მომხმარებლები N ლიცენზიატის დასახელება 1 საკუთრება მომხმარებელთა სულადობაში რაოდენობა რაოდენობა % კერძო 563,454 1,273,920 52.0 სახელმწიფო 347,601 779,632 შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) 2 შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" (GWP) 31.8 3 შპს "ბათუმის წყალი" (BWC) მუნიციპალური 100,927 208,850 8.5 4 შპს "რუსთავის წყალი" (RWC) კერძო 54,563 124,238 5.1 5 შპს "მარნეულის სოფწყალი" მუნიციპალური 11,083 26,364 1.1 (MVWC) 6 შპს "ქობულეთის წყალი" (KWC) მუნიციპალური 6,971 15,283 0.6 7 შპს "საჩხერის წყალკანალი" (SWC) მუნიციპალური 5,827 12,688 0.5 8 შპს "მცხეთის წყალი" (MWC) კერძო 3,262 7,187 0.3 9 შპს "სოგური" (Soguri) კერძო 119 253 0.01 1,093,807 2,448,416 100.0 ჯამი ცხრილი 4.1 ძირითადი მონაცემები წყალმომარაგების ლიცენზიატების მიხედვით წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 4 – მუნიციპალურს და 4 – კერძო საკუთრებაში არსებულ საწარმოს. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ცხრილი 4.1. სისტემის აღწერილობა სისტემის სისტემის მომხმარებელთა კატეგორია სიდიდე რაოდენობა ძალიან I წყალმომარაგების მომარაგებული სისტემები მოსახლეობა რაოდენობა % რაოდენობა % ლიცენზიატები > 100,000 4 6.15 1,762,522 71.99 დიდი GWP, BWC, UWSCGქუთაისი, RWC II დიდი 25,000 - 100,000 5 7.69 180,266 7.36 UWSCG საშუალო 5,000 -25,000 37 56.92 457,401 18.68 UWSCG, MWC, KWC, SWC პატარა 500 - 5,000 16 24.62 47,649 1.95 III UWSCG, MVWC ძალიან < 500 3 4.62 578 0.02 100.0 2,448,416 100.0 UWSCG, Soguri პატარა ჯამი 65 9 ცხრილი 4.2 ლიცენზიატ საწარმოთა წყალმომარაგების სისტემების ზოგადი მახასიათებლები. 97 4.2. ლიცენზირება და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი 4.2.1 ლიცენზირება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 161-ე მუხლის თანახმად, წყალმომარაგების ლიცენზიატებს დაევალათ აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში კომისიისთვის შესაბამისი განაცხადით მიმართვა ავტორიზაციასთან (ლიცენზიის ხელახლა აღება) დაკავშირებით, რის თაობაზეც წყალმომარაგების ლიცენზიატებმა მიმართეს კომისიას დადგენილ ვადებში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატთა მიერ სალიცენზიო განაცხადები სრულყოფილი სახით არ იქნა წარმოდგენილი, კომისიამ დაადგინა ხარვეზი, რომლის გამოსწორების მიზნითაც ლიცენზიატებს განესაზღვრა დამატებითი დრო. რაც შეეხება არსებულ ლიცენზიებში ცვლილებებს, 2020 წელს წყალმომარაგების ლიცენზიატებმა კომისიას მომართეს შემდეგ საკითხებზე:  სს „ჯორჯია გლობალ იუთილითიზმა“ მომართა კომისიას და აცნობა, რომ იგეგმებოდა მისი 100-პროცენტიანი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „მცხეთის წყლის“ შერწყმა, რომლის ფარგლებშიც მოხდებოდა შპს „მცხეთის წყლის“ მიერთება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (შემდგომში – კომპანია) მომართა კომისიას და მოითხოვა წინასწარი თანხმობა კომპანიის მოქმედების არეალის ფარგლებს გარეთ ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაზრდის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა ისეთი გარემოება, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემქმნელი ყოფილიყო მომხმარებლების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგებისათვის, კომისიამ დააკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა. მიერთების შედეგად კომპანიის მფლობელობაში გადავიდა მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელი და ამჟამად უზრუნველყოფს არსებული მომხმარებლების სასმელი წყლით მომარაგებას. რაც შეეხება შპს „მცხეთის წყალს“, გამომდინარე იქიდან, რომ შეწყვიტა არსებობა როგორც დამოუკიდებელმა საწარმომ, მოითხოვა მასზე გაცემული წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმება.  შპს „სოგურმა“ მომართა კომისიას და აღნიშნა, რომ ფინანსური მდგომარეობის გაურესების გამო ვეღარ ასრულებს სალიცენზიო პირობებს, რის გამოც მოითხოვა წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმება. აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, შპს „სოგურის“ წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. შპს „საგარეჯომ“ კომისიას მომართა განცხადებით და მოითხოვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მის მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების სისტემებზე წინასწარი ლიცენზიის გაცემა. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის №232 დადგენილებით დამტკიცებული „წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადებისა და წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ 98 მოთხოვნებს და წყალმომარაგების წინასწარი ლიცენზიის გაცემისათვის არსებობდა ყველა წინაპირობა, კომისიამ მოთხოვნა დააკმაყოფილა და გასცა წყალმომარაგების წინასწარი ლიცენზია იმ პირობით, რომ შპს „საგარეჯომ“ უნდა დაასრულოს ყველა ის ღონისძიება, რომლებიც საჭიროა კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის, და კომისიას უნდა წარუდგინოს ზემოაღნიშნული ღონისძიებების სრულყოფილად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად. ცხრილი 4.3-ში დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია მოქმედი ლიცენზიატების ლიცენზიებისა და მათი გაცემის ვადების თაობაზე. ლიცენზიის N ლიცენზიატის დასახელება ლიცენზიის ნომერი გაცემის თარიღი 1 შპს "საქართველოს გაერთიანებული №001, სერია 3 10/11/2011 წყალმომარაგების კომპანია" (UWSCG) 2 შპს "სოგური" (Soguri) №003, სერია 3 24/11/2011 3 შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) №005, სერია 3 21/12/2011 4 შპს "რუსთავის წყალი" (RWC) №007, სერია 3 21/12/2011 5 შპს "მცხეთის წყალი" (MWC) №006, სერია 3 21/12/2011 6 შპს "ბათუმის წყალი" (BWC) №008, სერია 3 28/12/2011 7 შპს "ქობულეთის წყალი" (KWC) №010, სერია 3 05/01/2012 8 შპს "საჩხერის წყალკანალი" (SWC) №014, სერია 3 23/02/2012 9 შპს "მარნეულის სოფწყალი" (MVWC) №015, სერია 3 31/05/2012 ცხრილი 4.3 ლიცენზიატებზე გაცემული წყალმომარაგების ლიცენზიის ნომრები და თარიღები. 4.2.2. სალიცენზიო პირობების მონიტორინგი კომისია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოების სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ლიცენზიატთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე. კომისიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან 2020 წლის 16 ოქტომბერს გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული სასმელი წყლის მიმწოდებელ ბიზნესოპერატორთა სახელმწიფო ხელშეწყობა მიზნით და ამ კონტროლის მხარეებს შორის განსახორციელებლად თანამშრომლობის რისკების გაღრმავება. მართვის აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ:  სურსათის უვნებლობის დარღვევებთან/შესაძლო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, 99 ერთმანეთისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რელევანტური ინფორმაციის მიწოდებას;  სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სფეროში წარმოქმნილ დარღვევათა პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას, განხილვასა და ანალიზს;  მხარეთა მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო/საგანმანათლებლო კონფერენციებში, სემინარებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობასა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას. აღნიშნულ მემორანდუმში გათვალისწინებული მექანიზმები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ლიცენზიატ საწარმოთა სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგსა და მათ მიერ შესასრულებელი საინვესტიციო პროექტების შეფასებას. კომისია რეგულარულად ახორციელებს წყალმომარაგების ლიცენზიატების მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემის ადგილზე შესწავლას, მაგრამ ქვეყანაში არსებულმა პანდემიამ შეაფერხა ლიცენზიატ საწარმოთა ადგილზე შემოწმების პროცესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომისია Covid19-ისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და გადაჭრის მიზნით ინტენსიურად იყო ჩართული სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად წყალმომარაგების ლიცენზიატ საწარმოთა თანამშრომელთათვის კომენდანტის საათის პერიოდში გადაადგილების უფლების მინიჭების პროცესსა და წყალმომარაგების გადასახადის სუბსიდიასთან დაკავშირებული საკითხების პროცესის ორგანიზებაში. 4.3. ლიცენზიატ საწარმოთა ძირითადი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და შედარებითი ანალიზი 4.3.1. შეფასების კრიტერიუმები კომისიამ 2019 წლის 22 ნოემბრის N27 დადგენილებით დაამტკიცა წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატ საწარმოთა ძირითადი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) განსაზღვრა და მათი, როგორც არსებული დონის, ასევე სამიზნე ნიშნულების დამტკიცება. კომისია კრიტერიუმების შერჩევისას დაეყრდნო მსოფლიო საუკეთესო გამოცდილებასა (წყლის საერთაშორისო ორგანიზაცია - IWA) და დარგში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს. შედეგად, შეირჩა 11 ერთეული საკვანძო მაჩვენებელი, კერძოდ: 1. მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის ინდექსი, რის მიხედვითაც ფასდება ლიცენზიატ საწარმოთა მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი; 2. სასმელი წყლით მომარაგების დაფარვის არეალის განსაზღვრის ინდექსი, რის მიხედვითაც ფასდება ცალკეული ლიცენზიატი საწარმოს სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელის დაფარვის არეალი მისი მოქმედების ტერიტორიულ ერთეულში; 3. სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების ინდექსი, რის მიხედვითაც ფასდება წყალმომარაგების საწარმოს მიერ მომხმარებელთათვის სასმელი წყლის მიწოდების უწყვეტობა (გრაფიკი); 100 4. წყალარინების მომსახურების დაფარვის არეალის განსაზღვრის ინდექსი, რის მიხედვითაც ფასდება ცალკეული ლიცენზიატი საწარმოს წყალარინების ქსელის დაფარვის არეალი მისი მოქმედების ტერიტორიულ ერთეულში; 5. წყალარინების სისტემის მეშვეობით წყალსატევებში ჩაშვებული სითხის ხარისხის ინდექსი, რის მიხედვითაც ფასდება ცალკეული წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოს მიერ წყალსატევებში ჩაშვებული სითხის საქართველოში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობა; 6. სახანძრო ჰიდრანტებით მოცვის ინდექსი. აღნიშნული მაჩვენებლით ფასდება წყალმომარაგების ლიცენზიატთა ქსელზე არსებული სახანძრო ჰიდრანტების რაოდენობის დაფარვის არეალი; 7. სასმელი წყლის მილსადენებზე ავარიების ინდექსი. მაჩვენებლით ფასდება წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოს სასმელი წყლის წყალმომარაგების მილსადენებზე (ყოველ 100 კმ-ზე, წლის განმავლობაში) მომხდარი დაზიანებების რიცხვი; 8. წყალარინების მილსადენებზე ავარიების ინდექსი. მაჩვენებლით ფასდება წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოს წყალარინების მილსადენებზე (ყოველ 100 კმ-ზე, წლის განმავლობაში) მომხდარი დაზიანებების რიცხვი; 9. სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის ჟონვის ინდექსი. აღნიშნული მაჩვენებლით ფასდება წყალმომარაგების ლიცენზიატ საწარმოთა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის დანაკარგის ოდენობა; 10. მომსახურე პერსონალის პროდუქტიულობის ინდექსი. წყალმომარაგების ლიცენზიატებთან დასაქმებულ პირთა წყალმომარაგების სისტემის მოცულობიდან გამომდინარე; 11. სასმელი წყლის განაწილების მილსადენების მაჩვენებლით რაოდენობა მოქნილობის ინდექსი. ფასდება კონკრეტული აღნიშნული მაჩვენებლით ფასდება ცალკეული წყალმომარაგების ლიცენზიატის ქსელის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საშუალოდ ერთი დაზიანებისას მომსახურებაშეწყვეტილ მომხმარებელთა რიცხვი. კომისია სამომავლოდ გეგმავს ლიცენზიატების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების რიცხვის ზრდას, რაც უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს არსებულ ვითარებასა და მათი გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას. კომისია ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისთვის ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 აპრილისა, ადგენს: ა) ქვედა ზღვარს - რომელიც წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატთა შორის ყველაზე ცუდ მაჩვენებელს; ბ) არსებულ დონეს - რომელიც წარმოადგენს ცალკეული ლიცენზიატისთვის მისი არსებული მდგომარეობის მაჩვენებელს; გ) სამიზნე ნიშნულს - რომელიც განსაზღვრულია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. აღნიშნული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება კომისიაში ლიცენზიატთა მიერ მათი საინვესტიციო გეგმების წარმოდგენამდე. შესაბამისად, „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ თანახმად, ლიცენზიატები ვალდებული არიან თავიანთი საინვესტიციო გეგმების 101 შედგენისას მხედველობაში მიიღონ კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები და მათი ინვესტიციების მეშვეობით უზრუნველყონ იმ მიმართულებების მოწესრიგება, კომისიამ წლის გააუმჯობესებს მომსახურების არსებულ დონეს. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2020 27 რომლებიც მარტის №30/3 გადაწყვეტილებით დაამტკიცა საკვანძო მაჩვენებლების ქვედა ზღვარი, არსებული დონე და სამიზნე 99.9 24.0 94.8 9.7 422.6 929.9 67.2 11.0 1,189.2 RWC 100 24.0 N/A 2.06 294.9 1,717.6 110.5 11.5 2,149.8 MWC 100 24.0 - 1.4 202.8 855.9 23.9 1.05 443.2 UWSCG 99.6 16.4 - N/A 353.5 1,053.1 63.1 7.9 1,498.7 BWC 97.0 24.0 100 87.1 80.2 16.1 69.3 27.3 116.3 KWC 100 24.0 100 43.2 - 654.2 20.4 9.8 N/A SWC 100 24.0 N/A N/A 11.7 135.3 1.5 8.8 859.7 MVWC 92.5 12.0 - - 128.9 - 7.4 4.3 N/A Soguri 100 18.0 - - - - 21.0 1.0 90.0 100 24.0 100 100 25.0 25.0 1.0 5.0 500.0 სამიზნე ნიშნული ცხრილი 4.4 ლიცენზიატების საკვანძო მაჩვენებლები. 102 მოქნილობის ინდექსი GWP მილსადენების 2,149.8 განაწილების 27.3 პროდუქტიულობა 110.5 მომსახურე პერსონალის ინფრასტრუქტურის 1,717.6 ჟონვის ინდექსი მილსადენებზე 422.6 ავარიები წყალარინების - მილსადენებზე - მოცვის ინდექსი წყალარინების სითხის 12.0 სახანძრო ჰიდრანტებით გრაფიკი 92.5 ხარისხი სასმელი წყლის ხარისხი ქვედა ზღვარი არსებული დონე საკვანძო მაჩვენებლები ავარიები სასმელი წყლის მაჩვენებლები (იხ. ცხრილი 4.4). 4.3.2 შედარებითი ანალიზი ინფორმაცია ლიცენზიატების გამრიცხველიანების დონესთან დაკავშირებით საჩხერის წყალკანალი მოცემულია როგორც ბათუმის წყალი ნახაზიდან ჩანს, შპს „სოგურსა“ მარნეულის სოფწყალი და შპს „ქობულეთის წყალს“ არ ჰყავს გამრიცხველიანებული მცხეთის წყალი ნახაზზე 4.1. საყოფაცხოვრებო რუსთავის წყალი მომხმარებლები. დანარჩენ შორის სხვა ლიცენზიატებს ყველაზე დაბალი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გამრიცხველიანების მაჩვენებელი „ჯორჯიან ფაუერს“ აქვს შპს უოთერ ენდ (≈37%), სოგური ქობულეთის წყალი ყველაზე 0% 50% 100% მაღალი კი – შპს „საჩხერის წყალკანალს“ (≈99%). 2020 წელს გამრიცხველიანებული აბონენტების გასულ წელთან გამრიცხველიანებული გაუმრიცხველიანებელი რაოდენობა ნახაზი 4.1. გამრიცხველიანების შედარებით მიხედვით (%) დონე ლიცენზიატების ყველაზე მეტად გაიზარდა შპს „საქართველოს 120 გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 24 100 შემთხვევაში (13.1%-ით). აღსანიშნავია, რომ შემთხვევებში მომხმარებლები, შედარებით 18 რიგ ისეთი რომლებსაც ნაკლები 80 60 12 40 6 პერიოდულობით მიეწოდებათ სასმელი წყალი, უფრო მეტ წყალს მოიხმარენ (იხ. ნახაზი 4.2). მაგალითად, ქართლის წყალმომარაგების გრაფიკი ხოლო ქვემო 20 0 0 1 2 3 რეგიონში საშუალო 4 5 6 7 8 მოხმარება (სული/ლიტრი/დღე-ღამე) წყალმომარაგების გრაფიკი (სთ) შეადგენს 10 საათს, წყლის ხარჯი დღე103 9 ღამის განმავლობაში ერთ 1. კახეთი; 2. ქვემო ქართლი; 3.იმერეთი; 4. შიდა ქართლი; 5. სულზე შეადგენს 158 ლიტრს, სამეგრელო-ზემო სვანეთი; 6. მცხეთა-თიანეთი; 7. სამცხესამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ჯავახეთი; 8. გურია; 9. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. სადაც 22-საათიანი ნახაზი 4.2. წყალმომარაგების გრაფიკსა და მოსახლეობის ერთ სულზე სასმელი წყლის მოხმარების დამოკიდებულება, განმავლობაში ერთ სულზე ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (შპს „საქართველოს სასმელი წყლის მოხმარება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“) წყალმომარაგებაა, დღე-ღამის შეადგენს 124 ლიტრს. შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სასმელი წყლის ხშირი 100 წყვეტები და წყალმომარაგების 90 გრაფიკი აიძულებს 80 მომხმარებლებს, მიმართონ 70 სხვადასხვა ზომას, მათ შორის, 60 შექმნან სასმელი წყლის მარაგი, რაც ზრდის სასმელი წყლის 50 მოხმარების აღნიშნულ მაჩვენებელს. ეფექტს მეტად უფრო ამძაფრებს გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო 24 18 12 40 30 6 20 10 0 0 1 მომხმარებლების ფაქტორი (იხ. 2 3 4 გამრიცხველიანება % 5 6 7 8 წყალმომარაგების გრაფიკი (სთ.) ნახაზი 4.3). როგორც ნახაზზე ჩანს, ყველაზე წყალმომარაგების დაბალი 1. კახეთი; 2. ქვემო ქართლი; 3.იმერეთი; 4. შიდა ქართლი; 5. გრაფიკის სამეგრელო-ზემო სვანეთი; 6. მცხეთა-თიანეთი; 7. სამცხე- მქონე რეგიონში ჯავახეთი; 8. გურია; 9. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი გამრიცხველიანების პროცენტული შეადგენს მაჩვენებელი ნახაზი 4.3. წყალმომარაგების საშუალოდ 53%-ს გამრიცხველიანების დონის გრაფიკსა და დამოკიდებულება, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან მიმართებაში. კომისია ინტენსიურად მუშაობს ლიცენზიატებთან, რათა 24საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებთან ერთად სწორად განისაზღვროს 104 პრიორიტეტები 696 700 გამრიცხველიანების კუთხითაც. ინფორმაცია გამრიცხველიანებული ერთი აბონენტისა და ერთი სულის 600 505 461 500 400 327 მიერ მოხმარებული სასმელი წყლის შესახებ მოცემულია 358 353 378 290 300 ნახაზზე 4.4. როგორც ზემოთ 200 აღინიშნა, ლიცენზიატებს, შპს 100 136 147 149 191 157 210 „ქობულეთის წყალსა“ და შპს „სოგურს“, არ ჰყავთ - - - - 1 საყოფაცხოვრებო 2 3 4 5 მოხმარება ერთ სულზე გამრიცხველიანებული 6 7 8 9 მოხმარება ერთ აბონენტზე მომხმარებლები. შესაბამისად, 1. მარნეულის სოფწყალი; 2. საქართველოს გაერთიანებული მათ შესახებ ინფორმაცია არ წყალმომარაგების კომპანია; 3. საჩხერის წყალკანალი; 4. არის ასახული. სხვა ბათუმის წყალი; 5. რუსთავის წყალი; 6. ჯორჯიან უოთერ ენდ ლიცენზიატებიდან ყველაზე ფაუერი; 7. მცხეთის წყალი; 8. ქობულეთის წყალი; 9. სოგური დაბალი მოხმარება აქვს შპს ნახაზი 4.4. მოსახლეობის ერთ სულსა და ერთ აბონენტზე სოფწყალს“, სასმელი „მარნეულის ხოლო ყველაზე მოხმარებით გამოირჩევა შპს წყლის მოხმარება, ლიცენზიატების მიხედვით მაღალი (ლიტრი/დღე-ღამე). ,,მცხეთის წყალი“. ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის მოხმარება (გამრიცხველიანებული სექტორი) საშუალოდ ერთ სულზე დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 175 ლიტრს, ხოლო საშუალოდ ერთ აბონენტზე – 421 ლიტრს. მოცულობა მრიცხველიანის რომელსაც მოხმარება შემოსავლიანი საფასური 124,293,260 მ3 წყლის დაერიცხა უმრიცხველოს მოცულობა 237,898,466 მ3 მოხმარება 237,898,466 მ3 113,605,206 მ3 105 კანონიერი მოცულობა მრიცხველიანის წყლის რომელსაც მოხმარება მოხმარება საფასური არ 36,886,568 მ3 289,539,661 მ3 დაერიცხა უმრიცხველოს მოპოვებული ცდომილება (+/-) 51,641,195 მ3 მოხმარება წყალი 1.0% ცდომილება (+/-) 14,754,627 მ3 5.6% ცდომილება (+/-) შემოუსავლიანი ცდომილება (+/-) 19.5% წყალი 8.6% უკანონო 499,832,887 მ3 მოხმარება ცდომილება (+/-) კომერციული 5,185,889 მ3 12.7% წყლის დანაკარგი ცდომილება (+/-) დანაკარგი 11,727,639 მ3 21.7% 448,191,693 მ3 ცდომილება (+/-) მრიცხველების ცდომილება (+/-) 9.6% ცდომილება 737,731,354 მ3 14.1% 6,541,751 მ3 ცდომილება (+/-) 0.0% ტექნიკური დანაკარგი 436,464,053 მ3 ცდომილება (+/-) 14.5% ცხრილი 4.5 სასმელი წყლის განაწილების ბალანსი. აღნიშნული წყლის ბალანსის დიაგრამა (ცხრილი 4.5) შედგენილი და გაანგარიშებულია წყლის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ფორმულებისა და პროგრამის მეშვეობით. წარმოდგენილი წყლის ბალანსი ნათლად აჩვენებს ლიცენზიატების ტექნიკური და კომერციული დანაკარგის ერთმანეთისგან გამიჯვნასა და მონაცემთა დასაშვები ცდომილების შესაძლო გავლენას ცალკეულ მაჩვენებელზე. მონაცემთა ცდომილება, როგორც წესი, გამოწვეულია წყლის მოცულობის აღრიცხვისას გამოყენებული სხვადასხვა მეთოდით. მაგალითისთვის, რიგ შემთხვევებში წყალმომარაგების ლიცენზიატები მოპოვებულ წყალს აღრიცხავენ ელექტრომრიცხველების მეშვეობით, რომელთაც დაახლოებით ±1%-იანი ცდომილება აქვს, თუმცა გვხვდება შემთხვევები, 106 როდესაც მოპოვებული წყლის აღრიცხვა წარმოებს მილის დიამეტრისა და გამტარუნარიანობის მიხედვით, რასაც დაახლოებით ±25%-იანი ცდომილება აქვს. ლიცენზიატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წყლის ბალანსის დიაგრამაზე მოპოვებული წყლის მოცულობის საშუალო ცდომილება შეადგენს ±8.6%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღება არსებითად მნიშვნელოვანია კომისიისთვის, ვინაიდან კომისია ადგენს ცალკეული ლიცენზიატისთვის სასმელი წყლის ნორმატიულ დანაკარგსა და მისი შემცირების ტრენდს. ასევე საინვესტიციო პროექტების შეთანხმებისას კომისია დიდ ყურადღებას უთმობს იმ მონაცემთა სიზუსტესა და სანდოობას, რომლებზე დაყრდნობითაც ლიცენზიატები იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე. მეტი სიცხადისთვის ქვემოთ მოყვანილ დიაგრამებზე მოცემულია ცალკეული წყლის მოცულობის თვისობრივ ჯგუფებად გაშლა. 7% 14% 18% 32% 59% 39% 29% 2% ტექნიკური დანაკარგი მოცულობა რომელსაც საფასური არ დაერიცხა კომერციული დანაკარგი მრიხველიანის მოხმარება მოცულობა რომელსაც საფასური დაერიცხა უმრიხველოს მოხმარება მოცულობა რომელსაც საფასური არ დაერიცხა ნახაზი 4.5 სასმელი წყლის განაწილების ბალანსი. კომერციული მოხმარება ნახაზი 4.6 სასმელი წყლის განაწილების ბალანსი. კომისიამ 2020 წლის 25 ივნისის N45/9 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კვარტალურ ანგარიშგების ფორმებში დანერგა ლიცენზიატ საწარმოთა წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასებისა და დამუშავების ახალი სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კომისიისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებისა და მისი დამუშავების მექანიზმები. უნდა აღინიშნოს, რომ ლიცენზიატების რეგულირების მიზნით არსებითი მნიშვნელობა აქვს საწარმოო პროცესების რეგულარულ მონიტორინგს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მიღებული ინფორმაციის საჭიროებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე არანაკლები მნიშვნელობის მქონეა ლიცენზიატებისგან მიღებული ინფორმაციის სიზუსტისა და სანდოობის შეფასება, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას არსებით როლს თამაშობს. ამ მიმართულებით კომისიას 2021 წელს დაგეგმილი აქვს ლიცენზიატების წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტისა და სანდოობის შეფასება და, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მათი 107 გაუმჯობესებისთვის მიმდინარე ლიცენზიატებისათვის მდგომარეობით, საჭირო ლიცენზიატების მიერ ღონისძიებების ერთიანი გატარების დავალება. ანგარიშგების ფორმებით წარმოდგენილი ინფორმაცია უკვე შეიცავს მოწოდებული სიდიდეების სიზუსტისა და ცდომილების გაანგარიშებისთვის საჭირო ინფორმაციას, რის დამუშავების საფუძველზეც კომისია გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. 4.4. ინვესტიციები და ტარიფები 4.4.1 საინვესტიციო გეგმები „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ შესაბამისად, ლიცენზიატმა საწარმოებმა კომისიაში წარმოადგინეს გრძელვადიანი და მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმები, რომელთა განხილვის შემდგომ კომისიამ შეითანხმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყლის“ საინვესტიციო გეგმები. რაც შეეხება დანარჩენ ლიცენზიატებს, გამომდინარე იქიდან, რომ საინვესტიციო გეგმები არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი, კორექტირებული საინვესტიციო გეგმები უნდა წარმოედგინათ 2020 წლის ბოლომდე. აღნიშნული პირობა არ შესრულდა, რის გამოც მათ კორექტირებისა და წარმოდგენისათვის განესაზღვრათ დამატებითი დრო 2021 წლის თებერვლის ბოლომდე. ნახაზზე 4.7 მოცემულია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლისა“ და შპს „მცხეთის წყლის“ კომისიის მიერ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები და მათი ფაქტობრივად შესრულების ანალიზი. სამივე ლიცენზიატისთვის ჯამში 2017-2019 წლებში ფაქტობრივმა შესრულებამ დაგეგმილს გადააჭარბა 13%-ით. 108 80.0 73.8 67.6 70.0 66.2 61.8 60.8 60.6 56.9 60.0 56.2 50.5 50.0 37.8 40.0 30.0 20.0 10.0 - - - - 2020 2021 2022 2023 2017 2018 2019 გეგმა ფაქტი ნახაზი 4.7 დაგეგმილი და შესრულებული ინვესტიციები. 4.4.2 ფაქტობრივად განხორციელებული საინვესტიციო პროექტები წყალმომარაგების ლიცენზიატი საწარმოების მიერ თითოეული მომხმარებლისთვის სათანადო წესით წყალმომარაგების მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, არსებულის რეაბილიტაციისა და აგრეთვე ახალი ქსელის მშენებლობისა თუ აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების კუთხით, წყალმომარაგების ორი მსხვილი ლიცენზიატი საწარმოს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ (რომლის ლიცენზირების არეალია ქალაქ თბილისსა და ქალაქ მცხეთაში) და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (რომლის ლიცენზირების არეალია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის გარდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე) მიერ 2020 წელს ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 189.3 მლნ ლარი (იხ. ნახაზი 4.8). გასულ წელთან შედარებით ინვესტიციების შემცირება ძირითადად განაპირობა ქვეყანაში არსებულმა პანდემიამ, რამაც შეაფერხა სხვადასხვა სარეაბილიტაციო თუ სხვა სახის სამუშაოს განხორციელება. 109 350.0 329.3 300.0 234.9 250.0 206.5 189.3 200.0 150.0 129.7 129.3 2015 2016 100.0 50.0 2017 2018 2019 2020 ნახაზი 4.8 ინვესტიციები წყალმომარაგების სექტორში. 4.4.3. ტარიფები 4.4.3.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები მსგავსად ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებისა, წყალმომარაგების სექტორში მოქმედი სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვისაც ტარიფების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის შესაბამისად კომისიის მიერ შემუშავებული და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ „წამახალისებელი“ (ზღვრული შემოსავლები) რეგულირების მიდგომებსა და პრინციპებს. მეთოდოლოგია მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვას მონოპოლიური ფასებისაგან და ასევე უზრუნველყოფს ინვესტორების ინტერესების დაცვას, სტაბილური ფუნქციონირების, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებისა და სამართლიანი მოგების მიღების შესაძლებლობას. კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს N21 დადგენილებით დამტკიცებული „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ შესაბამისად, განისაზღვრება საფუძველზე ტარიფები დგინდება 3 წლით და, საპროგნოზო მონაცემების ტარიფში გათვალისწინების შესაძლებლობაც, მათ შორის, კაპიტალური დანახარჯები (წლიური ცვეთა და ამონაგები რეგულირებად აქტივებზე) თითოეული სატარიფო წლისთვის იმ ინვესტიციებზე, რომლებიც 110 დადგენილი წესის მიხედვით (საინვესტიციო გეგმები) შეთანხმებული უნდა იყოს კომისიის გადაწყვეტილებით და უნდა განხორციელდეს შესაბამის სატარიფო წელს. სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად ტარიფების კორექტირებას მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდისათვის. სატარიფო მეთოდოლოგია უზრუნველყოფს საწარმოსათვის რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმის განსაზღვრას კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) მეთოდით, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტირებულ საკუთარ კაპიტალზე სამართლიანი მოგების მიღებისა და მოზიდული კაპიტალის ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ძირითადი შემადგენელი კომპონენტების განახლებული მონაცემების გაანალიზების საფუძველზე გაანგარიშდა ახალი განაკვეთი მომდევნო რეგულირების პერიოდებზე. კომისია ადგენს კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებას გადასახადებამდე (მოგების გადასახადი) და, შესაბამისად, რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა განისაზღვრა 14.98%-ის ოდენობით (გადასახადებამდე), სადაც სესხის ღირებულებამ (rd) შეადგინა 13.19%. 2021-2023 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ზოგადი ეფექტიანობის ფაქტორი (Xზოგ) განისაზღვრა 1.5%-ით (კონკრეტული საწარმოს პირველი რეგულირების პერიოდის შესაბამისი ტარიფის გაანგარიშების წლისთვის – 0%), ხოლო ინდივიდუალური ეფექტიანობის ფაქტორი (Xინდ.) – 0%-ით. 4.4.3.2. სექტორში მოქმედი ტარიფები „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით“ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, 2020 წელს განხორციელდა ლიცენზიატი საწარმოების, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ (მათ შორის განხორციელდა შპს „მცხეთის წყლის“ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი) და შპს „რუსთავის წყლის“ მორიგი სატარიფო რეგულირება. შედეგად, ზემოაღნიშნულ ლიცენზიატებთან მიმართებაში განხორციელებული სატარიფო გაანგარიშებების ფარგლებში კომისიის 2020 წლის 29 დეკემბრის №85 და №86 დადგენილებებით შეტანილ იქნა ცვლილებები „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და შპს „რუსთავის წყალს“ დაუმტკიცდა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების ახალი განაკვეთები 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედების პერიოდზე (იხ. ნახაზი 4.9). 111 7.0 6.5 6.0 4.9 5.0 4.5 4.3 4.1 4.0 4.0 4.0 3.7 3.1 3.0 3.0 2.4 2.2 2.0 1.9 1.7 1.8 1.0 1.0 0.5 0.5 0.4 0.5 0.4 0.5 0.1 - 0.0 GWP RWC SWC MVWC Soguri UWSCG BWC* QWC* გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო (ლარი/მ^3) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო (ლარი/სულზე/თვეში) არასაყოფაცხოვრებო (ლარი/მ^3) ნახაზი 4.9 მოქმედი ტარიფები (ლარი, დღგ – ის ჩათვლით). * - მოცემული ლიცენზიატებისთვის წყალმომარაგების ტარიფი დადგენილია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ; 112 5. მეთოდოლოგიური საქმიანობა 2020 წლის განმავლობაში კომისიის მიერ, რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური დეპარტამენტის უშუალო ჩართვით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: 5.1. ფორსმაჟორის განსაზღვრა და აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად მიწოდება მსოფლიოში განვითარებული ცნობილი პანდემიური მოვლენების გამო ჩვენს ქვეყანაშიც 2020 წელი გამოირჩეოდა თავისი სირთულეებით. ახალი კორონავირუსის (covid 19) პანდემიამ ნეგატიურად იმოქმედა მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე და, ბუნებრივია, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორები გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ახალი ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მთავრობის მიერ განხორციელებული ზომების პარალელურად ნათელი გახდა, რომ მომსახურე კომპანიებს (ასეთად შეიძლება ვიგულისხმოთ განაწილების ლიცენზიატი, მიმწოდებელი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი) სულ უფრო უჭირდათ სრულმასშტაბიანი, ხარისხიანი და დროული მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის (მომსახურებას ხელს უშლიდა გამოცხადებული შეზღუდვები, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, კომენდანტის საათი და ა.შ.). ამავე დროს, მომხმარებელსა და მომსახურე კომპანიებს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელ ძირითად დოკუმენტებში (მიწოდებისა და მოხმარების წესებში) განსაზღვრული არ იყო, თუ რას წარმოადგენს დაუძლეველი ძალა, რომლის დადგომის შემთხვევაშიც კომპანიებს უფლება უნდა მიეცეთ, იყვნენ უფრო მოქნილი და სამუშაო შეუსაბამონ შეცვლილ გარემოებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2020 წლის 29 აპრილის №12 დადგენილებით ცვლილება შევიდა სამივე სექტორში მოქმედ მიწოდებისა და მოხმარების წესებში და მათ დაემატა მუხლი „ფორსმაჟორი“. შესაბამისად, წესების მიზნებიდან გამომდინარე, კომისიამ განმარტა ფორსმაჟორი და ასეთად ჩათვალა დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ამასთან, ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამავე დროს, კომისიამ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღმრიცხველებსა და მომხმარებლებს შორის კონტაქტის გავრცელების შემცირების მიზნით, მომსახურე კომპანიამ (ასეთად შეიძლება ვიგულისხმოთ განაწილების ლიცენზიატი, მიმწოდებელი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი) იმ მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველიც დამონტაჟებულია მათ (მომხმარებლების) ტერიტორიაზე, უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების დისტანციურად მიწოდების შესაძლებლობა, მათ შორის, ტექნიკური საშუალებით, როგორიცაა მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელფოსტა ან ფოტოსურათი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, 113 მომსახურე კომპანიებს უფლება მიეცათ, დაარიცხონ მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის საფასური მომხმარებლის მიერ წინა წლის იმავე თვეში მოხმარებული ოდენობის მიხედვით. განსხვავება რეალურ ოდენობასა და დარიცხულს შორის სწორდება რეალური ჩვენების აღებისთანავე. კომისიამ დაავალდებულა მომსახურე კომპანიები, რომ ზემოაღნიშნული წესის გამოყენებამდე წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობონ კომისიას შესაბამისი დასაბუთებით, ტერიტორიული არეალისა და სავარაუდო პერიოდის მითითებით. ამასთან, კომპეტენტური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დგინდება ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში კომპანიების გარკვეული უფლებები მომხმარებელთა მიმართ, კერძოდ, მომხმარებელს დეპოზიტს იმ კომპანია ფორსმაჟორის შემთხვევაში, თუ პერიოდში მომხმარებელმა ვეღარ 3-ჯერ დაარიცხავს და მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული პროდუქციის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში ან თუ დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დეპოზიტი მომხმარებელს დარიცხული აქვს, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია დაავალდებულა, რომ ეს თანხა გადაიტანოს მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითოს მომდევნო ანგარიშსწორებისას. იმ პირებს, რომლებმაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება მიეცათ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში. 5.2. ელექტრონული ქვითრის ძირითად საშუალებად განსაზღვრა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 19 ნოემბრის №60 დადგენილებით ცვლილება შევიდა სამივე სექტორში მოქმედ მიწოდებისა და მოხმარების წესებში. ამ ცვლილების შესაბამისად, ქვითრის ელექტრონულად (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) მიწოდება განისაზღვრა მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ძირითად საშუალებად. ქვითრის ელექტრონულად მიწოდება მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის ურთიერთობაში უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა იმისა, რომ იგი ამცირებს კომპანიის დანახარჯებს როგორც ადამიანური, ისე ფინანსური კუთხით, ეკოლოგიური კუთხითაც წარმატებული ნაბიჯია, რადგან ამცირებს კომპანიების მიერ გამოყენებული ქაღალდის რაოდენობას. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგება ქვითრის ჩაბარების საკითხი და ტექნიკური ხარვეზის გამო მიუღებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მობილურის საშუალებით ხელახლა გამოგზავნა, არის ინფორმაციის მიწოდების სწრაფი საშუალება და მომხმარებელთა უდიდესი უმრავლესობისთვის უფრო მოსახერხებელი, ამასთან, ბეჭდური ქვითრის მიწოდების შემთხვევისგან კორონავირუსის (covid 19) პანდემიის პირობებში უსაფრთხო მოქმედებაა. 114 განსხვავებით, კომისიამ ზუსტად განსაზღვრა, თუ რა ინფორმაცია უნდა მიიღოს მომხმარებელმა როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე ამ შეტყობინებაში მითითებული ბმულით, სადაც დეტალურად არის მოცემული მოხმარებისა და დარიცხვის შესახებ ინფორმაცია და შენახულ უნდა იქნეს გაგზავნიდან 3 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევებში, როდესაც უცნობია მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი, დადგენილების თანახმად, მომხმარებელს ძველებურად უნდა მიეწოდოს ბეჭდური ქვითარი. კომპანიებს დაევალათ ბეჭდური ქვითრის მიწოდების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს ელექტრონული ქვითრის მიღების ტექნიკური საშუალება ან/და თუ მომხმარებელი უარს აცხადებს ამ საშუალებებით სარგებლობაზე. 5.3. *303# მომსახურება (USSD კოდები) 2020 წელს კომისიამ დანერგა *303# მომსახურება. აღნიშნული მომსახურება მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად ნახონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის სექტორში ელექტრონული ქვითარი, გაიგონ მიმდინარე ბალანსი, მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, დაარეგისტრირონ მობილურის ნომერი სასურველ აბონენტზე და იქვე წაშალონ არასასურველი, გაიგონ კომპანიის სერვისცენტრის მისამართი და კომპანიის ქოლცენტრის ნომერი, აგრეთვე აცნობონ კომპანიას მომარაგების შეწყვეტის შესახებ, რაზეც კომპანია ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას. *303#-ით სარგებლობა შეუძლია ყველა პირს, ვისი მობილურის ნომერიც რეგისტრირებულია კომპანიაში შესაბამის აბონენტის ნომერზე, ასევე იმ პირებსაც, რომლებსაც ამ სერვისის საშუალებით სურთ საკონტაქტო მობილურის ნომრის რეგისტრაცია შესაბამის აბონენტის ნომერზე. *303#-ით სარგებლობა უფასოა. მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონიდან, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას ან ინტერნეტთან წვდომას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული მომსახურება ინფორმაციის ორმხრივი გაცვლის საშუალებაა, სადაც სისტემა თვითონ პოულობს შესაბამის აბონენტზე რეგისტრირებულ მობილურის ნომერს სამივე სექტორში მოქმედ საწარმოებში და, გარდა იმისა, რომ რეალურ დროში მოაქვს ამ საწარმოდან მიმდინარე ინფორმაცია, ასევე აძლევს მომხმარებელს საშუალებას დააფიქსიროს სხვადასხვა ფაქტი/გარემოება (ნების გამოხატვის ნამდვილობის მაღალი ხარისხით). 303#OK-ის აკრეფის შემდეგ მომხმარებელი აირჩევს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთს. სექტორის არჩევის შემდეგ მომხმარებლის ეკრანზე გამოჩნდება აბონენტის ნომრები, სადაც საკონტაქტოდ აქვს რეგისტრირებული მობილურის ნომერი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილი აბონენტის ნომრებიდან ერთ-ერთი და ამ აბონენტის ნომერზე: დააფიქსიროს მომარაგების წყვეტა (ოპერატიული რეაგირებისთვის), გაიგოს წყვეტის მიზეზი და ხანგრძლივობა, მიმდინარე ბალანსი, მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი, გაიგოს, რომელი მობილურის ნომრებია რეგისტრირებული არჩეულ აბონენტის ნომერზე და იქვე წაშალოს არასასურველი, აუცილებლობის შემთხვევაში გაუგზავნოს კომუნალურ საწარმოს მრიცხველის ჩვენება, გაიგოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი. 115 თუ მომხმარებელს მობილური ნომერი არც ერთ აბონენტის ნომერზე არ აქვს რეგისტრირებული, მას შეუძლია მენიუდან აირჩიოს ახალი აბონენტის დამატება, მიჰყვეს ინსტრუქციას და მას შემდეგ, რაც მობილურის ნომერს დაარეგისტრირებს სასურველ აბონენტზე, ისარგებლოს ყველა ზემოჩამოთვლილი მომსახურებით. 2020 წელს სამ მობილურ ოპერატორსა და 9 ლიცენზიატს შორის გაფორმდა 27 ხელშეკრულება USSD მომსახურების შესახებ. კომისიაში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც მობილური ოპერატორებისა და ლიცენზიატების იურისტებს შორის შეთანხმდა ხელშეკრულების არსებითი პირობები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. 2020 წლის გაზაფხულზე პროექტი სატესტო რეჟიმში გაეშვა, რა დროსაც აქტიურად მიმდინარეობდა სერვისის შემოწმება და ხარვეზების იდენტიფიცირება. მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრა ყველა ხარვეზი, 2020 წლის 6 მაისს სერვისი უკვე ხელმისაწვდომი გახდა მაგთისა და სილქნეტის ყველა აბონენტისთვის, ხოლო 2020 წლის ზაფხულში ბილაინის აბონენტებსაც შეეძლოთ სერვისით სარგებლობა. 2020 წლის შემოდგომაზე განახლდა USSD პროცესის აღწერა, სადაც დეტალურად გაიწერა *303#-ით მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ წყვეტაზე ლიცენზიატების მიერ რეაგირების მექანიზმი. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობდა მომსახურების ცნობადობის ამაღლების შესაბამისი მოქმედებები. დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები სერვისის მოკლე აღწერით. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით საინფორმაციო პოსტერები გამოიკრა საქართველოს ყველა სოფელში, რათა ინფორმაცია მისულიყო იმ მომხმარებლებამდე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო წვდომა არ ჰქონდათ ინტერნეტთან. აღნიშნულის პარალელურად, სამივე მობილური ოპერატორი პერიოდულად აგზავნიდა სერვისის შესახებ საინფორმაციო მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მომხმარებლებთან. სერვისის შესახებ აქტიურად იდებოდა ინფორმაცია კომისიის ფეისბუქგვერდზე და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ინტერნეტგვერდზე. კომისიისა და სილქნეტის მიერ მომზადდა და სოციალურ მედიაში გავრცელდა საინფორმაციო ვიდეორგოლები სერვისის აქტივობებმა უზრუნველყო სერვისის შესახებ მოკლე აღწერით. ზემოაღნიშნულმა ცნობადობის ამაღლება, რასაც მოწმობს განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა, კერძოდ, სერვისი 2020 წლის 6 მაისს დაინერგა და, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, სერვისით სულ ისარგებლა მილიონმა მომხმარებელმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები შპს „ბათუმის წყლის“ სერვისში ჩასართავად. 5.4. სამშენებლო პროექტების ელექტრონულად შეთანხმების განვითარება My.gov.ge პორტალზე კომისიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) ურთიერთთანამშრომლობით, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს (www.my.gov.ge) დაემატა ახალი მომსახურება, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და კომუნიკაციების სექტორებში მოქმედ ლიცენზიატებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ელექტრონულად შეათანხმონ ხაზობრივი ნაგებობების პროექტები 116 როგორც ერთმანეთთან, ასევე ამ პორტალით მოსარგებლე სხვა კერძო პირებთან, ხოლო კერძო პირებთან პროექტის შეთანხმების შემდეგ ამავე პორტალის საშუალებით გააგზავნონ შესაბამის მუნიციპალიტეტებში განაცხადი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. აღნიშნულმა მომსახურებამ ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სექტორებში მნიშვნელოვნად გაამარტივა დაგეგმილი სამუშაოების შესრულების პროცესი, შეამცირა მშენებლობის ნებართვის მიღების ვადები, რაც აუცილებელია როგორც ქვეყნის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი მომარაგებისთვის, ასევე კომუნიკაციის სფეროში ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფისთვის. 2020 წლის განმავლობაში კომისიამ წერილობით მიმართა კომუნიკაციების მფლობელ პირებს my.gov.ge პორტალზე რეგისტრაციისა და პროექტის განხორციელების ხელშეწყობის თხოვნით. კომისიის ინიციატივითა და ჩართვით კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაავალა მის რეგულირებას დაქვემდებარებულ ავტორიზებულ პირებს my.gov.ge პორტალზე რეგისტრაცია. კომისიის ჩართვით სს „მაგთიკომი“, ასევე შპს „თბილსერვის ჯგუფი“, შპს „დელტა კომმი“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი ფოპტნეტი“, შპს „საქაერონავიგაცია“, სს „საქართველოს რკინიგზა“ და სხვა უძრავი ქონების მფლობელი მსხვილი კომპანიები დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პორტალზე. ამასთან, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და კომისიის თანამშრომლობით ჩაუტარდათ ონლაინ ტრეინინგი. 5.5. იდუმალი მომხმარებლის კვლევა 2020 წელს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიატების, ასევე იმ მიმწოდებლების, რომლებიც ბუნებრივ გაზს აწვდიან საცალო მომხმარებლებს, მათი მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით კომისიამ „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევა განახორციელა. კვლევის ფარგლებში შემოწმდა სერვისების შესაბამისობა კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებთან. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ კომუნალურმა საწარმოებმა უმეტესწილად გააუმჯობესეს მომსახურების ხარისხი. აღნიშნულზე მიუთითებს მათ მიერ აღმოფხვრილი დარღვევების დიდი რაოდენობა. მიუხედავად აღმოფხვრილი დარღვევებისა, კვლავ გამოვლინდა მომსახურების გაწევის პროცესში არსებული ხარვეზები. კვლევის ფარგლებში ასევე გადამოწმდა კომისიის მიერ კომპანიებისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი. კვლევის ფარგლებში შემოწმდა სს „თელასის“, სს ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „თელავგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყლისა“ და შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების პროცესი, კერძოდ, დაკვირვება განხორციელდა გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრისა და ტექსტური შეტყობინების 117 შინაარსის/მიღების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლცენტრის მომსახურებებზე. პროექტი კომისიის სახელით განხორციელდა შპს „სერვის კონსალტინგ ანალიტიკური ჯგუფის“ მიერ, რომელიც შეირჩა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით (www.procurement.gov.ge ) გამოცხადებული ელექტრონული ტენდერით. 5.6. იუსტიციის სახლში განცხადებების ჩაბარება განახლდა იუსტიციის სახლის მომსახურების ინსტრუქცია, გასწორდა გამოვლენილი ხარვეზები და ოპერატორების მიერ სავალდებულო გახდა ჩვენ მიერ დანერგილი სერვისის, ელექტროენერგეტიკის, რეგისტრაციის ბუნებრივი შეცვლის გაზისა შეთავაზება და წყალმომარაგების მომხმარებელთათვის უძრავ სექტორში აბონენტის ქონებაზე უფლების რეგისტრაციისას (ქირავნობის, იჯარის, უზუფრუქტის, აღნაგობის ან უძრავ ქონებაზე სხვა უფლების რეგისტრაციის მოთხოვნისას). დანერგილი სიახლის მნიშვნელობა დასტურდება იმითაც, რომ მიუხედავად პანდემიისა, რეგისტრირებულ აბონენტთა (სამივე სექტორში) საშუალო რაოდენობა იუსტიციის სახლში ინსტრუქციის შეცვლის შემდგომ გაიზარდა 52%-ით (2-თვიან პერიოდში დაკვირვების შესაბამისად). ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღნიშნული სერვისის შესახებ მომხმარებლებმა ინფორმაცია მიიღონ იუსტიციის სახლში მისვლამდე (რაც კიდევ უფრო გაზრდის მიმართვიანობას) და, ოპერატორთა თხოვნის შესაბამისად, აბონენტის ძებნის გამარტივებაზე. აღნიშნულ მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იუსტიციის სახლის სერვისის მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 25 ფილიალსა და 85 საზოგადოებრივ ცენტრში, რაც ერთი მხრივ, აადვილებს მომხმარებლისთვის მომსახურების მიღებას (სამივე სექტორის სხვადასხვა ბიზნესცენტრში სიარულის ნაცვლად ერთ სივრცეში იღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას), ხოლო მეორე მხრივ, ლიცენზიატს განუახლდება მომხმარებელთა მონაცემთა ბაზები აღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული მცირედი დანახარჯით. აღნიშნული მომსახურება საყურადღებოა მომავალში იუსტიციის სახლებში მომსახურების გაფართოების კუთხითაც, რასაც ლიცენზიატებთან გაფორმებული ხელშეკრულებაც ითვალისწინებს და კომისიას კი შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებლებს შესთავაზოს ახალი პროდუქტები გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი სტანდარტის დაცვით. გარდა ამისა, პროცესების სრულყოფისა და გამარტივებისათვის იგეგმება შემდეგი სერვისების დანერგვა: 1. იუსტიციის სახლის ოპერატორს მიეცეს შესაძლებლობა, მომხმარებლის ტელეფონის ნომრით (ასევე სახელით, სადაც შესაძლებელია) მოიძიოს აბონენტის ნომერი - მომსახურების დანერგვა გაამარტივებს აბონენტის ნომრის იდენტიფიცირებას როგორც ოპერატორებისთვის, ასევე განმცხადებლებისთვის; 2. განმცხადებლის მიერ ხელმოწერის ელექტრონულად შესრულება Sign Pad-ის მეშვეობით დააჩქარებს განცხადების ჩაბარების პროცესს; 118 3. მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების (მაგ. SMS-ით) მომსახურების დანერგვა - საკითხი გულისხმობს მომხმარებლის წინასწარ ინფორმირებას აბონენტის შეცვლის მომსახურებაზე, სანამ განმცხადებელი იუსტიციის სახლში მივა უძრავი ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებული მომსახურების მისაღებად. ასევე კომისია აქტიურად მუშაობს მომსახურების სფეროს გაფართოების კუთხით. 5.7. სტანდარტული ფორმები 2020 წელს განახლდა და კომისიის ვებგვერდზე განთავსდა სამივე სექტორში კომუნალურ საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული მომხმარებლისთვის განკუთვნილი ტიპური განაცხადის ფორმები. ცვლილებები შევიდა როგორც კომისიის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ფორმებში, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის ფორმებში. ცვლილებების შედეგად ფორმები გამარტივდა და მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამა. ჯამში სულ განახლდა სამივე სექტორში მოქმედი 80 განაცხადის ფორმა. ფორმების შემუშავებისას კომისიამ მიზნად დაისახა, რომ განმცხადებელმა მოთხოვნილი მომსახურება/ინფორმაცია მიიღოს ერთი კონტაქტის მომსახურების სტანდარტით. შესაბამისად, აღნიშნული ფორმები შექმნილია ისეთი ფორმით, რომ მომხმარებელმა არ დაუშვას შეცდომა როგორც თავისი მოთხოვნის ჩამოყალიბების, ასევე ამ მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო გარემოებების დაფიქსირების/მიწოდების კუთხით. აღნიშნული ერთი კონტაქტის მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით განხორცილდა არაერთი ცვლილება შესაბამისი სექტორის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. 5.8. კომისიის გადაწყვეტილებებისა და განმარტებების ერთიანი რეესტრისა და შინაარსობრივი საძიებო სისტემის შექმნა კომისიაში არსებული პროგრამის, „პორტალის“ „სამართლებრივი აქტების“ ჩამონათვალს დაემატა „კომისიის განმარტებების“ ველი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მოვიძიოთ გადაწყვეტილებები და წერილები ისეთი „ფილტრების“ გამოყენებით, როგორიცაა შინაარსობრივი აღწერა და სათაური, გამოყენებული საფუძვლები და მუხლები, რა კონკრეტულ შემთხვევაზეც გააკეთა კომისიამ განმარტება. აღნიშნული ხელს შეუწყობს განმარტებითი და პრეცედენტული ხასიათის, კომისიის მიერ შემუშავებული წერილებისა და გადაწყვეტილებების გამოყენებას იმისთვის, რომ მსგავს საკითხებზე არ დაფიქსირდეს განსხვავებული პოზიცია (თუნდაც კომისიის პოზიციის შესწავლა-გაანალიზების გარეშე). გარდა ამისა, „კომისიის განმარტებების“ გვერდს დაემატა „შენიშვნები/წინადადებების“ ველი, რომელიც კომისიის ყველა თანამშრომელს მისცემს საშუალებას, დააფიქსიროს გამოვლენილი ხარვეზი ან გამოხატოს თავისი აზრი კომისიის ადმინისტრაციულ აქტებსა და განმარტებებზე. ეს 119 სიახლე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თანამშრომლების მიერ პრობლემის დაფიქსირებისთანავე დაიწყება მასზე მუშაობა. ყოველივე აღნიშნული კომისიის აპარატს შესაძლებლობას აძლევს, რომ მათი მოქმედებები იყოს უფრო ორგანიზებული, პროგნოზირებადი და შემსრულებელს აძლევს შესაძლებლობებს, მოიძიოს და გააანალიზოს მსგავს საკითხებზე კომისიის პოზიციები, ხოლო შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში მარტივად დააფიქსიროს მისი პოზიცია, რასაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას. 5.9. Doing Business და ენერგეტიკის სექტორი 2020 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გახდა “Doing Business”-ის კონტრიბუტორი. კომისიის აპარატმა შეავსო კითხვარი “Getting Electricity”-ს კომპონენტთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად იქნა აღწერილი კომისიის მიერ 20192020 წლებში განხორციელებული რეფორმები ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურის გამარტივებისა და ხანგრძლივობის შემცირების მიმართულებით. “Doing Business”-ის შესაბამისი ანგარიშის გამოქვეყნება იგეგმება 2021 წლის ივნისში, რა დროსაც გახდება ცნობილი საქართველოს შედეგი ბიზნესის კეთების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში, მათ შორის, “Getting Electricity”-ის კომპონენტში. 5.10. ნეტო-აღრიცხვა კომისიამ შეიმუშავა ნეტო-აღრიცხვის ახალი რეგულაცია, რომლითაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან 500 კილოვატამდე გაიზარდა. სიახლე შეეხება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე (მზე, ქარი, წყალი) ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი წყარო საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ასევე ახალი სქემის მიხედვით ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას თითოეულ მომხმარებელს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური რევერსული მრიცხველი ანგარიშსწორებისათვის. მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა ერთსა და იმავე დღეს მოხდება, რომლის მიხედვითაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია გაიქვითება, ხოლო წლის განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას შეისყიდის გამანაწილებელი კომპანია. გარდა ამისა, გაუქმდა ელექტროენერგიის წარმოების საშუალების მოხმარების წერტილში მიერთების აუცილებლობა. მომხმარებლისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქსელით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ადგილას საერთო განაწილების ლიცენზიატის ქსელის ფარგლებში. 120 6. მომსახურების კომერციული ხარისხი 6.1. მომსახურების ხარისხი და სტანდარტების აღწერა 2017 წლიდან კომისია სარგებლობს მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემით. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგა, რათა თანამედროვე სისტემებისა და ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებულიყო კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესებით“ განსაზღვრული მიზნების შესრულების მონიტორინგი. 2017 წლის ნოემბრიდან კომისიის აპარატის ახალი სტრუქტურული ერთეული – მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების, წყალმომარაგების ლიცენზიატების, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების ან/და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ საცალო მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლს რეალურ დროში, ხარვეზების გამოვლენასა და მომსახურების კომერციული ხარისხის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას. კომისიის მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული „მომსახურების ხარისხის წესები“ ვრცელდება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზე და ადგენს ერთიან მოთხოვნებსა და სტანდარტებს. მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები წარმოადგენს კომისიის მიერ დადგენილი მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებლებს, რომლებიც განსაზღვრავს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მინიმალურ დონეს და რომელთა უზრუნველყოფაც საწარმოს ვალდებულებაა. მომსახურების ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის საშუალებით ხორციელდება დადგენილებით გათვალისწინებული შემდეგი საერთო და გარანტირებული სტანდარტების მონიტორინგი:  საერთო სტანდარტი: 1. წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირება – სტანდარტის შესასრულებლად გამორთვების საერთო რაოდენობიდან 90% უნდა იყოს დროულად ინფორმირებული; 2. შიდა არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენა – სტანდარტის შესასრულებლად გამორთვების საერთო რაოდენობიდან 80% უნდა იყოს დროულად აღდგენილი; 3. ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე – სტანდარტის შესასრულებლად შესული ზარების რაოდენობიდან 80% უნდა იყოს 80 წამში ნაპასუხები; 4. ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება; 5. ბუნებრივი გაზით/სასმელი წყლით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის შემცირება.  გარანტირებული სტანდარტი: 1. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა: შესრულების ვადა დავალიანების 16:00 სთ-მდე სრულად დაფარვისას (მაღალმთიან რეგიონებში ან შაბათ-კვირას 14:00 სთ-მდე) – გადახდიდან 5 სთ, 16:00 სთ-ის 121 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. შემდეგ დაფარვისას (მაღალმთიან რეგიონებში ან შაბათ-კვირას 14:00 სთ-ის შემდეგ) – შემდეგი დღის 12:00 სთ-მდე; მომხმარებლის წერილობით/ელექტრონულ მიმართვაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა/ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან/და რეაგირება – შესრულების ვადა 5-10 სამუშაო დღე; მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება – შესრულების ვადა 10 სამუშაო დღე; აბონენტად დარეგისტრირება და მოთხოვნილი პირობებით მომარაგების უზრუნველყოფა – შესრულების ვადა 5 სამუშაო დღე; ახალი მომხმარებლის მიერთება/სიმძლავრის გაზრდა – შესრულების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით; მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება – შესრულების ვადა 5 სამუშაო დღე; ახალი მომხმარებლის მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა – შესრულების ვადა 10 სამუშაო დღე; აღრიცხვის კვანძის მოწყობა და ქსელზე შეჭრა – შესრულების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით; მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება – შესრულების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით. 6.2. სტატისტიკური ინფორმაცია ზემოაღნიშნული სტანდარტების შესრულების ეფექტური კონტროლის მიზნით კომისიის მონაცემთა ბაზაში ავტომატურად, რეალურ დროში ფიქსირდება რეგულირებულ საწარმოებში შემოსული მომხმარებელთა განცხადებები, ინფორმაცია გეგმური და არაგეგმური წყვეტების, ახალი მომხმარებლის მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენის შესახებ. მონაცემთა ბაზის საფუძველზე, მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის მოდული უზრუნველყოფს ინფორმაციის დამუშავებასა და სასურველი ფორმით წარმოდგენას. ქვემოთ მოცემულია 2017-2020 წლებში მომსახურების სტანდარტების შესრულების მაჩვენებლები სექტორების მიხედვით. 122 კომერციული ხარისხის მომხმარებელთა ინფორმირება გეგმური წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე 98% 98% 98% 88% 93% 92% 85% 91% 65% 51% 48% 32% ელექტრომომარაგება გაზმომარაგება 2017 2018 წყალმომარაგება 2019 2020 ნახაზი 6.2.1. მომხმარებელთა ინფორმირება გეგმური წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა 95% 95% 96% 96% 76% 75% 89% 66% 92% 65% 52% 35% ელექტრომომარაგება გაზმომარაგება 2017 2018 2019 წყალმომარაგება 2020 ნახაზი 6.2.2. არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა 99% 99% 99% 73% 96% 96% 68% ელექტრომომარაგება 99% 66% გაზმომარაგება 2017 98% 97% 2018 2019 123 წყალმომარაგება 2020 96% ნახაზი 6.2.3. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა მომხმარებელთა წერილობით მიმართვებზე დასაბუთებული წერილობითი პასუხის გაცემა ან/და რეაგირება 89% 99% 98% 98% 78% ელექტრომომარაგება 96% 81% 97% 77% გაზმომარაგება 2017 2018 2019 85% 96% 100% წყალმომარაგება 2020 ნახაზი 6.2.4. მომხმარებელთა წერილობით მიმართვებზე დასაბუთებული წერილობითი პასუხის გაცემა ან/და რეაგირება მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება 99% 100% 100% 100% 98% 98% 94% 75% 73% 100% 58% 37% ელექტრომომარაგება გაზმომარაგება 2017 2018 2019 წყალმომარაგება 2020 ნახაზი 6.2.5. მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება აბონენტად დარეგისტრირება 91% 100% 100% 100% 95% 100% 99% 99% 98% 99% 100% 77% ელექტრომომარაგება გაზმომარაგება 2017 2018 2019 ნახაზი 6.2.6. აბონენტად დარეგისტრირება 124 წყალმომარაგება 2020 ახალი მომხმარებლის მიერთება 95% 98% 97% 94% 98% 83% 99% 98% 91% 61% ელექტრომომარაგება გაზმომარაგება 2017 2018 95% 75% წყალმომარაგება 2019 2020 ნახაზი 6.2.7. ახალი მომხმარებლის მიერთება მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება 96% 96% 94% 100% 97% 100% 99% 90% 70% 99% 66% 36% ელექტრომომარაგება გაზმომარაგება 2017 2018 წყალმომარაგება 2019 ნახაზი 6.2.8. მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე 76% 54% 62% 55% 82% 75% 71% 55% ელექტრომომარაგება გაზმომარაგება 2017 2018 2019 64% 71% 78% წყალმომარაგება 2020 ნახაზი 6.2.9. ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე 125 73% სხვა სტანდარტები 95% 94% 98% 88% 94% ელექტრომომარაგება 100% 71% გაზმომარაგება 91% 97% 99% წყალმომარაგება აღრიცხვის კვანძის მოწყობა და ქსელზე შეჭრა სიმძლავრის გაზრდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება ახალი მომხმარებლის მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა ნახაზი 6.2.10. სტანდარტები, რომლებიც 2020 წლიდან გამოიყო ცალკე სტანდარტად გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შიდა მიზეზებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის გაუწეველი მომსახურებისთვის განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა:  ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების, სიმძლავრის/მოცულობის გაზრდის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ელექტროენერგეტიკის სექტორში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების სტანდარტების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობისთვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგნაირად: კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ვადის პირველივე გადაცდენაზე კომისიის მიერ განსაზღვრული საფასური მცირდება 50%-ით; იმავე ვადის ხელმეორედ გასვლის შემთხვევაში, თუ ისევ არ იქნება დასრულებული სამუშაოები, საფასური ნულდება. ამასთანავე, 2019 წლიდან როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აღნიშნული სტანდარტების შესრულების ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცდენის შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველ გადაცდენაზე კომპენსაციის სახით გადაუხადოს მომხმარებელს საფასურის 50%;  სხვა გარანტირებული სტანდარტების დარღვევისთვის კომპენსაცია ერთჯერადია და შეადგენს: საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 5 ლარს, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 10 ლარს. გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული კომპენსაცია მომხმარებელს უნდა დაერიცხოს მის სააბონენტო ბარათზე, კრედიტის სახით, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის. ამასთან, კომპენსაცია უნდა აისახოს მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე, მომსახურების გარანტირებული სტანდარტის დარღვევიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 126 სულ კომპენსაცია: 282,920 ლარი 31% ელექტროენერგეტიკა გაზმომარაგება წყალმომარაგება 41% 28% ნახაზი 6.2.11. 2020 წელს დარიცხული კომპენსაციები გარანტირებულ სტანდარტებზე ჯამურად სექტორების მიხედვით 2020 წელს გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 282 920 ლარი. აქედან 194 975 ლარი გადახდილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის – 87 945 ლარი, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება: 7.7% 69% 23% 10.3% 79.9% 8.1% 1.3% ახალი მომხმარებლის მიერთება სიმძლავრის გაზრდა დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა მომხმარებლის წერილობით/ელექტრონულ მიმართვაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა/ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან/და რეაგირება აღრიცხვის კვანძის მოწყობა და ქსელზე შეჭრა აბონენტად დარეგისტრირება და მოთხოვნილი პირობებით მომარაგების უზრუნველყოფა მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება 127 ნახაზი 6.2.12. 2020 წელს დარიცხული კომპენსაციები სტანდარტების მიხედვით ცხრილში მოცემულია 2017-2020 წლებში გარანტირებული სტანდარტების განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობისთვის მომხმარებლებზე დარიცხული კომპენსაციების ოდენობა განაწილების ლიცენზიატების მიხედვით21. დარიცხული კომპენსაცია (ლარი) საწარმოს დასახელება 2017 2018 2019 2020 შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 1,817,885 1,403,365 289,475 80,650 სს "თელასი" 117,830 210,155 41,740 3,630 შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი" 647,375 350,610 79,925 25,030 სს "ენერგო-პრო ჯორჯია" 141,005 103,785 88,405 85,090 შპს ,,თბილისი ენერჯი" 56,630 47,085 243,860 41,430 სს ,,საქორგგაზი” 130,250 41,850 46,610 9,460 შპს "რუსთავის წყალი" 31,230 44,390 3,155 1,150 შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" 630 3,045 13,085 32,605 შპს “ბათუმის წყალი” 0 188,735 170 1,250 0 0 10,185 - 630 2,943,465 180 2,393,200 1,625 818,235 2,625 282,920 შპს "თელავგაზი" სხვა მცირე საწარმოები სულ ცხრილი 6.2.13. მომხმარებლებზე დარიცხული კომპენსაციების ოდენობა კომპანიების მიერ აბონენტებისთვის გადახდილი კომპენსაციების ჯამური რაოდენობის შემცირება დიდწილად განპირობებულია გარანტირებული სტანდარტების შესრულების გაუმჯობესებით. 6.3. Covid-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო სუბსიდია საქართველოში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების გადასახადების სუბსიდირება 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილში, ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 21 შენიშვნა: ცხრილ 6.2.13- ში მოცემული დარიცხული კომპენსაციების ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს კომისიის წინა წლის ანგარიშში დაფიქსირებული ოდენობებისაგან. ყოველი მომდევნო წლის ანგარიშში დაზუსტებულია წინა წლის მონაცემები, ვინაიდან კალენდარულ წელში დარიცხული ოდენობა შესაძლოა დაკორექტირდეს მომდევნო წლის განმავლობაში. 128 სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადები დაეფარათ იმ აბონენტებს, რომლებმაც: o თვეში მოიხმარეს 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგია. მათ ასევე დაეფარათ სასმელი წყლისა და დასუფთავების გადასახადი. ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება; o თვეში მოიხმარეს 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივი გაზი. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებზეც გავრცელდა მთავრობის მიერ დადგენილი კომუნალური სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად სურდათ არ ესარგებლათ აღნიშნული შეღავათით, კომისიის ვებგვერდზე ამოქმედდა კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა (www.gnerc.org/ge/covid-19), სადაც მათ საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეეძლოთ. აღნიშნული პლატფორმის საშუალებით 2020 წლის განმავლობაში კომუნალური სუბსიდიების გამოყენებაზე უარი განაცხადა 10,000-მდე მომხმარებელმა, რომელთაგან სუბსიდირების მოთხოვნები დააკმაყოფილა 8,716-მა. მათ მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაზოგილმა თანხამ ჯამში 259,663 ლარი შეადგინა. თვეების მიხედვით სუბსიდიით მოსარგებლეთა და იმ პირების რაოდენობა, ვინც სუბსიდიაზე უარი განაცხადა, შემდეგნაირად გამოიყურება: ჯამი მომხმარებელთა რაოდენობა 2020 წლის ხუთი თვის სუბსიდია სექტორების მიხედვით ლარი ელექტროენერგეტიკის სექტორი სუბსიდირებული უარი სუბსიდირებაზე 5,580,410 3,292 95,094,295 62,563 ბუნებრივი გაზი სუბსიდირებული უარი სუბსიდირებაზე 4,204,874 3,256 172,475,093 136,512 წყალმომარაგება სუბსიდირებული უარი სუბსიდირებაზე 3,584,350 2,168 21,513,446 60,588 ჯამში სუბსიდირებული უარი სუბსიდირებაზე 13,369,634 8,716 289,082,834 259,663 ცხრილი 6.3.1. 2020 წლის ხუთი თვის სუბსიდია სექტორების მიხედვით 129 7. მომხმარებელთა საჩივრებთან და ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა 7.1. მომხმარებელთა საჩივრებთან და ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მარეგულირებელი ჩარჩოების მიმოხილვა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ლ.გ) ქვეპუნქტისა და 155-ე მუხლის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნული კომპეტენციები განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებითა“ და სხვა სამართლებრივი აქტებით. აღნიშნული წესების შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების კანონმდებლობით დადგენილი ვადების გაზრდის თაობაზე საწარმოების მოთხოვნების განხილვა და გადაწყვეტა. სადავო საკითხების გადაწყვეტისას კომისია დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. იგი სადავო საკითხს წყვეტს მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის უმნიშვნელოვანეს ფუნქციად რჩება. ამიტომ სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისას კომისია მოწოდებულია, საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით განუხრელად განახორციელოს ეს ფუნქცია. კომისია სადავო საკითხის განხილვის შედეგად იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული კომისიის ფუნქცია არ გამორიცხავს მის უფლებას, დაიცვას ასევე კომპანიის ინტერესები დავის განხილვისას კომპანიის მხრიდან არგუმენტირებული, მტკიცებულებებით გამყარებული და კანონმდებლობის შესაბამისი პოზიციის წარმოდგენის შემთხვევაში. 130 7.2. მომხმარებელთა საჩივრები ელექტროენერგეტიკულ სექტორში ელექტროენერგეტიკულ სექტორში მომხმარებელსა და ენერგეტიკულ საწარმოს შორის ურთიერთობა საგნობრივად წესრიგდება კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით“. საანგარიშო პერიოდში დავის მიზეზი არაერთხელ გახდა ენერგეტიკული საწარმოს მხრიდან წესების მოთხოვნების არასწორად შესრულება ან შეუსრულებლობა, კერძოდ: ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანებისას თანხის არასწორი დარიცხვა, დეპოზიტის თანხის არასწორი დარიცხვა, დაკვირვებისა და დარიცხვის პერიოდის არასწორად განსაზღვრა. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანია დავების ის ნაწილი, რომელიც ეხება თვითნებურ ჩართვებს და ხანდაზმულ დავალიანებებს, ასევე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებს. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 1244 განცხადება/საჩივარი, მათ შორის: ა) სს „თელასის“ მიმართ – 920; ბ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ – 324. კომისიამ უშუალოდ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 412 გადაწყვეტილება. სრულად დაკმაყოფილდა 326 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 53, ხოლო არ დაკმაყოფილდა 23. მომხმარებელთა იმ განცხადება/საჩივრებზე, რომლებზეც არ მიღებულა კომისიის გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა კომისიის აპარატის წერილებით. ელექტროენერგეტიკის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა 508 733.74 ლარი. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებით კომისიამ განიხილა 122 განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 40 , არ დაკმაყოფილდა – 72, ხოლო წარმოება შეწყდა 10 განცხადებაზე. 7.3. მომხმარებელთა საჩივრები ბუნებრივი გაზის სექტორში ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებელსა და ენერგეტიკულ საწარმოს შორის ურთიერთობა საგნობრივად წესრიგდება კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“. დავების ძირითადი მიზეზია კომპანიის მხრიდან წესების მოთხოვნების არასწორად შესრულება ან შეუსრულებლობა, კერძოდ: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მაშინ, როცა ეს, წესების შესაბამისად, დაუშვებელია; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის არასრულყოფილი განხილვა კომპანიაში; დარიცხვის წესებით დადგენილი საფუძვლების არასწორად გამოყენება; მრიცხველის მოხსნისა და მონტაჟის, ასევე მრიცხველის დალუქვის წესებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა (აქტის წესების შეუსაბამო შედგენა), აღნიშნულ პროცედურებზე მომხმარებლის დასწრება-არდასწრების პრობლემა. მომხმარებლის საჩივრები გამოწვეული იყო ასევე 131 აღრიცხვის კვანძთან ან უშუალოდ აღრიცხვასთან დაკავშირებული შემთხვევების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არასწორი კვალიფიკაციით, ასევე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებით. საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 1331 განცხადება/საჩივარი, მათ შორის: ა) შპს „თბილისი ენერჯის“ მიმართ –746; ბ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ – 420; გ) სს „საქორგგაზის“ მიმართ – 121; დ) შპს „თელავგაზის“ მიმართ – 9; ე) სს „ენერგოკავშირის“ მიმართ – 7; ვ)შპს „დიდი დიღმის“ მიმართ – 6; ზ) შპს „ვარკეთილაირის“ მიმართ – 5; თ)შპს „ჩირაღდანი XXI“-ს მიმართ – 4; ი) შპს „ყამარი მ“-ის მიმართ – 3; კ) „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიმართ – 3; ლ) შპს „გასკოს“ მიმართ – 3; მ) შპს „ტაბას“ მიმართ – 2; ნ) სს „საჩხერე გაზის“ მიმართ – 1; ო) შპს „გამას“ მიმართ – 1. კომისიამ უშუალოდ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 480 გადაწყვეტილება. სრულად დაკმაყოფილდა 212 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 145, ხოლო არ დაკმაყოფილდა 123. მომხმარებელთა იმ განცხადება/საჩივრებზე, რომლებზეც არ მიღებულა კომისიის გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა კომისიის აპარატის წერილებით. ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 171 674.84 ლარი. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებით კომისიამ განიხილა 100 განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 34, არ დაკმაყოფილდა – 59, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 2, ხოლო წარმოება შეწყდა 5 განცხადებაზე. 7.4. მომხმარებელთა საჩივრები წყალმომარაგების სექტორში წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელსა და წყალმომარაგების ლიცენზიატს შორის ურთიერთობა საგნობრივად წესრიგდება კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით 132 დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“. დავების ძირითადი მიზეზია წყალმომარაგების ლიცენზიატის მხრიდან წესების მოთხოვნების არასწორად შესრულება ან შეუსრულებლობა, კერძოდ: კომპანიის მხრიდან ხანდაზმული დავალიანების გადახდის მოთხოვნა, მომხმარებლისთვის აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტებით თანხების არასწორად დარიცხვა (მომხმარებლის მუშაობის რეჟიმის გაუთვალისწინებლობა). საჩივრების შემოტანის მიზეზი ასევე იყო ახალ მომხმარებლად მიერთების მოთხოვნა და სხვა. საანგარიშო პერიოდში სასმელი წყლისა და წყალარინების სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 701 განცხადება/საჩივარი, მათ შორის: ა) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ – 568; ბ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ – 91; გ) შპს „ბათუმის წყლის“ მიმართ – 28. დ) შპს „რუსთავის წყლის“ მიმართ – 11; ე) შპს „მცხეთის წყლის“ მიმართ – 3. კომისიამ უშუალოდ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 191 გადაწყვეტილება. სრულად დაკმაყოფილდა 112 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 45, ხოლო არ დაკმაყოფილდა 34. მომხმარებელთა იმ განცხადება/საჩივრებზე, რომლებზეც არ მიღებულა კომისიის გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა კომისიის აპარატის წერილებით. წყალმომარაგების სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა 430 722.75 ლარი. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებით კომისიამ განიხილა 147 განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა – 56, არ დაკმაყოფილდა – 69, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 12, ხოლო წარმოება შეწყდა 10 მათგანზე. 7.5. ხანდაზმული დავალიანებები საანგარიშო პერიოდში კომისიამ განიხილა 311 განცხადება ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 111, ნაწილობრივ – 120, ხოლო არ დაკმაყოფილდა 80 განცხადება. ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა 200 258. 51 თეთრი. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2020 წლის მარტში, აპრილში, მაისში, ნოემბერში, დეკემბერში და 2021 წლის იანვარსა და თებერვალში მოხდა იმ მომხმარებელთა სუბსიდირება, რომლებმაც ამ თვეებში მოიხმარეს 200კვტ.სთ/200მ3 ელექტროენერგია/ბუნებრივი გაზი. შესაბამისად, განხორციელდა 133 წყალმომარაგების/წყალარინების რეგულირებული სუბსიდირებაც. საწარმოების მხრიდან სუბსიდირების მრიცხველიდან პროცესში ჩვენებების გამოიკვეთა დაგვიანებით აღების შემთხვევები, რამაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილზე არ გავრცელდა მთავრობის დადგენილი შეღავათები. ამ საკითხებზე მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 574 საჩივარი, კერძოდ: ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით – 401, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით – 154, ხოლო წყალმომარაგება/წყალარინებასთან დაკავშირებით – 19 საჩივარი. სულ საანგარიშო პერიოდში კომისიამ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული 3276 სადავო საკითხის განხილვის შედეგად მიიღო 1083 გადაწყვეტილება. ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 111 131. 33 ლარი. აქედან გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ შეადგინა 935 585. 85 ლარი, ხოლო ჩამოწერილი ხანდაზმული დავალიანებების ოდენობამ – 200 258.51 ლარი. განცხადება/საჩივარი სულ: 3276 შესრულების მდგომარეობა 1. დაკმაყოფილდა - 1362 2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 252 3. არ დაკმაყოფილდა -1160 ცხრილი 7.1. კომისიაში შემოსული განცხადებები და საჩივრები თანხა 1 111 131.33 ლარი დავების განხილვის პრაქტიკისა და ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით კომისიაში მიმდინარეობს ზემოაღნიშნული სამივე სექტორის მარეგულირებელი წესების სისტემური სრულყოფა, რაც ასევე გავლენას იქონიებს მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების რაოდენობასა და მათ შინაარსზე. 7.6. ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები პანდემიის პირობებში კომისიისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა რეგულირებული საწარმოების მხრიდან გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის გამო ამ ვადების გაზრდის მოთხოვნით კომისიისათვის მომართვიანობის მკვეთრი ზრდა. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ საკითხზე კომისიაში შემოვიდა 646 წერილი 1588 განაცხადთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, კომისიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 391 წერილი 698 განაცხადთან მიმართებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 54 წერილი 650 განაცხადთან მიმართებით, ხოლო კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა 35 შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რეგულირებული საწარმოები პანდემიის პირობებშიც ახორციელებდნენ მიერთების სამუშაოებს. შედეგად, მიერთების სამუშაოების ვადაში დასრულების გამო, მათივე მოთხოვნით, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა 189 წერილზე. სექტორების მიხედვით კომისიაში შემოსული წერილების სტატისტიკა ასეთია: 134  ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებით – 430 წერილი;  ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებით – 166 წერილი;  წყალმომარაგების სექტორში ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებით – 50 წერილი. წერილი სულ: 646 შესრულების მდგომარეობა დაკმაყოფილდა - 391 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 54 არ დაკმაყოფილდა -35 ცხრილი 7.2. კომისიაში შემოსული წერილები მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით 135 8. საერთაშორისო ურთიერთობები 8.1. პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები კომისიის ფუნქციების განხორციელებისას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, თავის მხრივ, აძლიერებს კომისიის შესაძლებლობებს და აუმჯობესებს რეგულირების პროცესს. 2020 წელს, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, კომისია აქტიურად, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორიცაა: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA), ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community), წყლის სექტორის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაცია (WAREG) და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრია. შესაბამისად, მას ეკისრება ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების შესრულებისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება. 2020 წელს კომისიის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობდნენ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და მონაწილეობას იღებდნენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ამ მხრივ აღსანიშნავია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ EU4Energy მმართველობის პროექტის ფარგლებში განხორციელებული მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც კომისიის, ისე მთავრობის წარმომადგენლები, ბუნებრივი გაზის სექტორის მონაწილეები და სამოქალაქო საზოგადოება. დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკისა და სამართლის რიგი საკითხები, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ტრანსპოზიციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ პროცესში არსებული გამოწვევები. მნიშვნელოვანია კომისიის თანამშრომლობა ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციასთან (ERRA). კომისიას ERRA-სთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია. კომისიის თანამშრომლები 2020 წელს აქტიურად მონაწილეობდნენ ERRA-ს გენერალურ ასამბლეაში, მარეგულირებელი ორგანოების თავმჯდომარეთა შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფებში, კომიტეტების შეხვედრებსა და ტრენინგებში. 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კომისიის წევრი მაია მელიქიძე, ხოლო ასოციაციის ელექტროენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის თავმჯდომარედ – კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძე. კომისია აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER), სადაც ის 2017 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. 2020 წელს კომისიის თანამშრომლები ესწრებოდნენ CEER-ის გენერალურ ასამბლეას და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში. 136 კომისიის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ წყლის მარეგულირებლების ევროპული ქსელის (WAREG) გენერალურ ასამბლეასა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. გარდა აღნიშნულისა, კომისიის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული სპეციალური სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში განიხილებოდა ენერგეტიკის სექტორში პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები მარეგულირებლებისა და სექტორის სხვა მონაწილეების მიერ, ასევე ხდებოდა გამოცდილების ურთიერთგაზიარება. აღნიშნული თანამშრომლობა კომისიას ხელს უწყობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში. 8.2. განხორციელებული და მიმდინარე საერთაშორისო პროექტები 2020 წელს სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები განხორციელდა. EU4Energy მმართველობის პროექტის ფარგლებში ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტებმა კომისიას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში გაუწიეს დახმარება. აღნიშნული დახმარების ფარგლებში არაერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ როგორც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტები, ისე კომისიისა და რეგულირებას დაქვემდებარებული კომპანიების თანამშრომლები. ევროპული კანონმდებლობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში კომისიას დახმარებას უწევდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამა (UEP). 2020 წელს კომისიაში ხორციელდებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ“. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები ერთობლივად იყვნენ ავსტრიის მარეგულირებელი ორგანო (E-Control), საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (CRE) და საბერძნეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (RAE). პროექტის ფარგლებში ჩატარდა ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და შემუშავდა ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მარეგულირებელი სტრატეგია. პროექტის ფარგლებში გაიმართა არაერთი სემინარი, ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა, რომლებიც მიზნად ისახავდა კომისიის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებას და ამ თვალსაზრისით რეგულირების საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დამკვიდრებას. 2021 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში იგეგმება ევროკავშირის მიერ 1 500 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის განხორციელება, რომელიც შეეხება ქსელური ტარიფების, მოთხოვნის მხარის ჩართვის, ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიების ხელშესაწყობად მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავებას. 2021 წლიდან აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული „ურბანული მომსახურებების განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში კომისიაში იგეგმება ტექნიკური დახმარების 137 პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს წყლის სექტორში არსებული სატარიფო მეთოდოლოგიების დახვეწასა და სრულყოფას. 138 9. საზოგადოებასთან ურთიერთობა კომისია მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება მის მიერ მიღებული აქტების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის გამო კომისიამ გამოიყენა ყველა ალტერნატიული და შესაძლო საშუალება ამ მიზნის სრულყოფილად მისაღწევად. პანდემიის მიუხედავად, კომისიის წარმომადგენლები კვლავ აქტიურად მონაწილეობდნენ სატელევიზიო- და რადიოგადაცემებში. გაგრძელდა თანამშრომლობა რადიო „კომერსანტთან“, სადაც გადაცემა „პროფესიონალების“ საშუალებით განიხილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. კომისიის თავმჯდომარე და წევრები იყვნენ მუდმივ კონტაქტზე როგორც მედიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექპერტებთან. ტარიფების დადგენის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომისიამ უზრუნველყო ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება და საჯარო სხდომებზე მათი დასწრება როგორც დისტანციურად, ასევე უშუალოდ კომისიის ოფისში. საანგარიშო წელს კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას წარუდგინა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და გააცნო 2020 წლის სამოქმედო გეგმა პანდემიის პირობებში რეგულირებული სექტორების მდგრადი და შეუფერხებელი განვითარების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. ჩატარდა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კომისიის ისტორიაში პირველად, თავმჯდომარემ დააჯილდოვა არა მხოლოდ კომისიაში, არამედ ზოგადად, ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე ღვაწლმოსილი პირები. განახლებული ფორმატით განხორციელდა პროექტი „მედიაკლუბი“. ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით შეხვედრების უმრავლესობა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. მედიაკლუბში მონაწილეობა მიიღო 140-ზე მეტმა პირმა. მათ შორის იყვნენ როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები. კომისიამ დაიწყო პროექტი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკასთან, ენერგოეფექტურობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებსა და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის, ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება და ენერგიის დაზოგვისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ევროკავშირის მიერ 1 200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული დაძმობილების პროგრამის ფარგლებში „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში დამზადდა ანიმაციური ფილმი. შეიქმნა მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ, ასევე კომისიის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინსემინარი მასწავლებლებისთვის, სადაც განხილულ იქნა აღნიშნული ინფორმაციის სკოლის ასაკის ბავშვებისთვის მიწოდების გზები და მეთოდოლოგია, დარიგდა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასალა: საინფორმაციო ტრიპლეტი 139 ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ, თავსატეხები, გასაფერადებლები, ნიღბები და წიგნის სანიშნეები. საკომუნიკაციო მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად შესრულებისთვის კომისია აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას. ინფორმაცია კომისიის რეგულაციებისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე სიახლეების შესახებ მუდმივად ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე www.gnerc.org, ასევე ოფიციალურ Facebook, Twitter, Feedc, Youtube და Linked in გვერდებზე. გასულ წელთან შედარებით, საანგარიშო წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მოქალაქეთა აქტივობა კომისიის ოფიციალურ Facebook გვერდზე. სოციალური ქსელის მეშვეობით 2020 წელს მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ძირითადი კითხვები ეხებოდა კომუნალური გადასახადების სუბსიდიის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს. ქოლცენტრი ახალი კორონავირუსის (COVID -19) გავრცელების პრევენციის მიზნით კომისიის ქოლცენტრი საანგარიშო წლის პირველ და მეორე კვარტალში დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა. ამასთან, სამუშაო საათები შაბათ-კვირის ჩათვლით 09:00-დან 24:00-მდე იყო გაზრდილი. მიმდინარე საკითხებთან ერთად მოქალაქეთა ინტერესს ასევე წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული კომუნალური გადასახადების სუბსიდიის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. კომისიის ქოლცენტრში შემოსული ზარების მონიტორინგის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში ქოლცენტრში სულ 15328 ზარი შემოვიდა. აქედან ზარების 84% ეხებოდა კონსულტაციებს კომუნალურ სუბსიდიებთან დაკავშირებით ან მოქალაქეთა მიერ შემოტანილი განცხადებების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მოთხოვნას. სულ 15328 4% 2% 10% 84% ელექტრო გაზი წყალი სხვადასხვა ნახაზი 9.1. ქოლცენტრში შემოსული ზარები 140 ქოლცენტრში შემოსული ზარები სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება: ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით 547 ზარი დაფიქსირდა, ბუნებრივი გაზის სექტორში – 364, ხოლო წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კომისიას 1461 მოქალაქე დაუკავშირდა. 141 10. მმართველობითი ფუნქციები 10.1 საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015 2020 წლის კომისიის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენდა საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელების კომისიის უზრუნველყოფა. საამისოდ, პირველად კომისიის ისტორიაში, წარმატებით შემუშავდა და დაინერგა საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა ევროპული მარეგულირებლების მსგავსად, კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს. აღნიშნული დადასტურდა როგორც ეროვნული აუდიტორების, ასევე საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანოს (TUV AUSTRIA) აუდიტორულ ანგარიშებში. 10.1.1 საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015-ის დანერგვის შედეგები დანერგვის პროცესში, ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შემუშავდა და სათანადო წესით დამტკიცდა მთელი რიგი დოკუმენტები, კერძოდ, სტრატეგიული პროგრამა, ხარისხის პოლიტიკა, ორგანიზაციის პოზიტიური და ნეგატიური ფაქტორები, ორგანიზაციული რისკები, მეთოდური ინსტრუქციები და სხვ. ამასთან, დაინერგა რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მიდგომები, რაც წარმოადგენს პრევენციულ საშუალებას სამუშაო პროცესებში ნეგატიური ეფექტების შემცირების მიმართულებით. საბოლოო ჯამში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა წარმოადგენს კომისიის უფრო მეტად განვითარებისა და მისი მიღწეული შედეგების გაუმჯობესების წინაპირობას. 10.2. ბიუჯეტი და მისი შესრულების ძირითადი პარამეტრები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ფინანსდება რეგულირებული საქმიანობისთვის კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურიდან, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიატები და სხვა რეგულირებული საწარმოები იხდიან „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. კომისიის 2020 წლის შემოსავალმა სულ შეადგინა 14,688,469 ლარი, მათ შორის: ელექტროენერგეტიკის სექტორიდან – 5,877,775 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორიდან – 5,758,759 ლარი, წყალმომარაგების სექტორიდან – 493,981 ლარი და სხვადასხვა შემოსავალი – 2,558,553 ლარი. 142 შემოსავალი 2020 წლის გეგმა 2020 წლის ფაქტობრივი შესრულება % 5,251,006 5,053,546 397,319 1,850,000 12,551,871 5,877,175 5,758,759 493,981 2,558,553 14,688,469 112% 114% 124% 138% 117% 1 ელექტროენერგეტიკა 2 ბუნებრივი გაზი 3 წყალმომარაგება 4 სხვადასხვა შემოსავალი სულ: ცხრილი 10.1. 2020 წლის საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულება კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გათვლილია იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც უზრუნველყოფს კომისიის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას. 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯი შეადგენს სულ 14,286,845 ლარს, რაც თავდაპირველად დაგეგმილი 38,957,949 ლარის 36.67%-ია. შესრულების დაბალი პროცენტი განაპირობა „ძირითადი საშუალებების შეძენის“ მუხლით გათვალისწინებული კომისიის ოფისისათვის შენობის შეძენა/რეკონსტრუქციის ხარჯების გაუწევლობამ. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა გადაიდო 2021 წლისათვის და ამ მუხლში გათვალისწინებული თანხა აისახა 2021 წლის ბიუჯეტში. შესრულების მაჩვენებელზე გავლენა იქონია აგრეთვე COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა. მაგალითად, აღნიშნულის გამო ქვეყნის გარეთ დაგეგმილი მივლინებების უმრავლესობა გაუქმდა და, შესაბამისად, უმნიშვნელოა მივლინების ხარჯი. გამომდინარე აღნიშნულიდან, ბიუჯეტის ხარჯი, რომელიც შეადგენს სულ 14,286,845 ლარს, მუხლობრივად კლასიფიცირებულია 12 ძირითად პუნქტად და, შესაბამისად, თითოეული მათგანის ხარჯი წარმოდგენილია ცხრილში 9.2. ხარჯების დეტალური აღწერა 2020 წლის გეგმა 1 ძირითადი საშუალებების შეძენა 23,364,489 78,512 0.34% 2 არამატერიალური აქტივების შეძენა 80,000 0 0.00% 3 საქონელი 440,600 321,467 72.96% 4 მომსახურება 2,815,350 2,591,392 92.05% 5 დაზღვევა 22,000 9,693 44.06% 6 საწევრო გადასახდელი 72,000 63,554 88.27% 7 ხელფასები 6,971,760 6,656,819 95.48% 8 მატერიალური სტიმულირებისა და დახმარების ერთიანი ფონდი 4,598,080 4,228,494 91.96% 9 ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურების ფონდი 110,000 100,132 91.03% 143 2020 წლის შესრულება ფაქტობრივი % 10 დაგროვებითი საპენსიო ფონდის შენატანები 233,704 143,155 61.26% 11 მივლინება 218,366 62,098 28.44% 12 გასული წლის დავალიანების დაფარვა 31,600 31,529 99.78% 38,957,949 14,286,845 36.67% სულ ცხრილი 10.2. 2020 წლის საბიუჯეტო ხარჯები და მათი შესრულება კომისიის 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა დანართის სახით ერთვის წინამდებარე წლიურ ანგარიშს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს სემეკის ფინანსურ მდგომარეობას 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აგრეთვე მის ფინანსურ საქმიანობასა და ფულადი სახსრების მოძრაობას აღნიშნულ თარიღში დასრულებული წლისთვის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად. 10.3. საქონლისა და მომსახურების შესყიდვები კომისია საქონლისა და მომსახურების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შესყიდვები 2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არსებული შესყიდვების გეგმის თანახმად. შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებული თანხა შეადგენდა 2 მლნ ლარს. ნახაზზე 10.1 ასახულია ინფორმაცია კომისიის შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებული თანხების შესახებ 2017-2020 წლებისათვის. 1,800,000 1,600,000 600,000 2017 2018 1,848,588 800,000 1,627,620 1,000,000 1,627,350 ლარი 1,200,000 2,041,431 1,400,000 400,000 200,000 0 2019 144 2020 ნახაზი 10.1. კომისიის 2020 წლის შესყიდვების გეგმა 200 3.6% 6.4% 4.1% 12% 8.9% 6.4% 160 6% 11.6% 120 80 84.4% 89.5% 84.7% 2018 2019 82.4% 40 0 2017 გამარტივებული შესყიდვა ელექტრონული ტენდერი 2020 კონსოლიდირებული ტენდერი ნახაზი 10.2. 2020 წლის ხელშეკრულებების რაოდენობა შესყიდვის საშუალებების მიხედვით 10.4. ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება 10.4.1. ადამიანური რესურსების მართვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: 1. მრჩეველთა საბჭო; 2. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი; 3. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი; 4. წყალმომარაგების დეპარტამენტი; 5. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი; 6. იურიდიული დეპარტამენტი; 7. რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი; 8. მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი; 9. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი; 10. მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი; 11. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; 12. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; 13. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი; 145 14. შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი; 15. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი; 16. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; 17. კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების აპარატი. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 30 დეკემბრის №82/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კომისიის ახალი საშტატო სტრუქტურა. შესაბამისად, კომისიის აპარატი განისაზღვრა 122 საშტატო ერთეულით. კომისიაში 2020 წელს არსებული 7 ვაკანტური თანამდებობა შეივსო კონკურსების საფუძველზე, რომლებიც ჩატარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილების შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომისიის აპარატში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულთა რიცხვმა შეადგინა 116. კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 13 დეკემბრის №1083 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესი“ შრომითი ხელშეკრულების არსებითი ნაწილია და არეგულირებს შრომით ურთიერთობას კომისიაში. კომისიის 2019 წლის 13 დეკემბრის №102/11 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულ პირთა დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესის“ თანახმად, ხორციელდება კომისიის აპარატში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლების, ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობის პროცედურები და განისაზღვრება მათი სამართლებრივი საფუძვლები. კომისიის 2020 წლის 28 იანვრის №7/13 გადაწყვეტილებით დამტკიცდა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დასაქმებულ პირთა შეფასების წესი“, რომლითაც განისაზღვრა პერსონალის შეფასების სისტემის მეთოდოლოგია. შესაბამისად, დაინერგა და განხორციელდა თანამშრომელთა შეფასება და განისაზღვრა კომისიის ორგანიზაციული და ადამიანური რესურსის ძალისხმევის ზრდის, პერსონალის კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამის საჭიროებები. საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიქმნა ადამიანური რესურსების მართვის პროცესის აღწერის დოკუმენტები, შემუშავდა და დამტკიცდა თითოეული თანამდებობისთვის თანამდებობრივი ინსტრუქცია, განისაზღვრა ორგანიზაციული ფუნქციების შესრულების კრიტერიუმები. 146 კომისიას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა აქვს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს კომპეტენციის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა პერსონალური მონაცემები შემდეგი ფუნქციების განხორციელებისას:  თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენისას;  სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა პირადი საქმეების შედგენისას;  ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის დამუშავებისას;  კომისიაში მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული პერსონალური მონაცემების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ფორმით შენახვისას. პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის შენახვა კომისიაში წარმოებს როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური ფორმით. ორივე შემთხვევაში ინფორმაციის შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი დაცულია. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შემუშავდა მონაცემთა დამუშავების პრინციპები და შენახვის წესები. განისაზღვრა მონაცემთა დამმუშავებლის უფლებები და მოვალეობები. ფაილურ სისტემაში განთავსებულია ფაილური სისტემის კატალოგები, სადაც აღირიცხა შემდეგი ინფორმაცია: ფაილური სისტემის სახელწოდება; მონაცემთა დამმუშავებლის დასახელება და მისამართი, მონაცემთა შენახვის ან/და დამუშავების ადგილი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; მონაცემთა სუბიექტის კატეგორია; მონაცემთა კატეგორია ფაილურ სისტემაში; მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა შენახვის ვადა; ფაილურ სისტემაში განთავსებულ მონაცემთა მიმღები და მათი კატეგორიები; მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის დადგენილი პროცედურის ზოგადი აღწერილობა. დღეისათვის ფაილურ სისტემაში გადაგზავნილია ხუთი კატალოგი: კომისიის შენობაში ვიდეოთვალთვალის, აპარატის თანამშრომელთა შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის, კომისიაში საქმისწარმოების, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობისა და ცხელი ხაზის შესახებ. ერთი კატალოგი, რომელიც ეხება თანამშრომელთა პირად საქმეებს, დამუშავების პროცესშია. კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის N623 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის“ თანახმად, კომისიაში განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიდი ბრიტანეთის ვესტმისტერის უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირება. სულ კომისიაში სტაჟირება გაიარა 6 სტუდენტმა. 147 ყოველდღიურად ახლდება ადამიანური რესურსების მართვის პროგრამული პაკეტი. კომისიის პორტალზე განთავსებულია კომისიის დეპარტამენტების, აპარატის თანამშრომლებისა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების აღრიცხვისა და მართვის მოდულები, რაც ემსახურება ელექტრონული სტრატეგიის შემუშავება/დანერგვის გზით ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციის გაძლიერებასა და განვითარებას. 2020 წელს მუდმივად ხორციელდებოდა კომისიაში დასაქმებულთა პროფესიული განათლების დონის ამაღლების ღონისძიებები, კერძოდ, კომისიის აპარატში ჩატარდა მენეჯერებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი შეფასების სისტემასთან დაკავშირებით. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აპარატის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ონლაინ ტრენინგებში. მათ გაიარეს დისტანციური სწავლება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამის ფარგლებში ენერგეტიკული ბაზრის გახსნის შესახებ, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტების ფარგლებში მუდმივი მრჩევლების, მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და „ჭკვიანი აღრიცხვის“ დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ და ენერგეტიკული თანამეგობრობის რეგულირების სკოლის ტრენინგები. მომზადდა სწავლებებისა და ინსტრუქტაჟების 2020 წლის წლიური პროგრამა, პერსონალის სწავლებების რეგისტრაციის ჟურნალი და შემავალი ინსტრუქტაჟის რეგისტრაციის ჟურნალი ახლადმიღებული პერსონალისთვის. 10.4.2 საქმისწარმოება კომისიაში საქმისწარმოება ხორციელდება „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულებისა და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად. 2020 წლის 24 იანვარს კომისიის თავმჯდომარის №45 ბრძანებით დამტკიცდა კომისიის ახალი საქმისწარმოების წესი. კომისიაში იწარმოება კომისიის უწყებრივი რეესტრები (მათ შორის, მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეესტრი). 2020 წელს კომისიაში სულ შემოვიდა 11503 განცხადება/წერილი. კომისიის პორტალზე განთავსდა კომისიაში განხილული დავების, კომისიის საჯარო სხდომების, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და მართვის მოდულები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კომისიაში საქმისწარმოების ერთიანი სისტემის წარმატებულ ფუნქციონირებას. კომისიაში შემოსული და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, ეკონომიკური, სალიცენზიო და სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი. კომისია საუწყებო არქივის ორგანიზების პროცესში ხელმძღვანელობს კომისიის 148 თავმჯდომარის 2017 წლის 6 მარტის №118 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატისა და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურით“. კომისია თანამშრომლობს სახელმწიფო ეროვნულ არქივთან. ყოველთვიურად ახლდება კომისიის უწყებრივი არქივის მართვის მოდული და კომისიის ელექტრონული არქივი. კომისიაში შემოსული და გაგზავნილი საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც საანგარიშგებო პერიოდში შეტანილ იქნა 3 ახალი ჩანაწერი და ამოღებული – 2 ჩანაწერი, ხოლო 10 არსებულ ჩანაწერში შევიდა ცვლილება, რაც გამოწვეული იყო ამავე პერიოდში ლიცენზიების გაცემით, გაუქმებით და ცვლილების შეტანით. შეიქმნა ლიცენზიების მართვის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მოიცავს ინფორმაციებს 1998 წლიდან დღემდე. კომისიის წარდგინებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 10.4.3. ინფორმაციის საჯაროობა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 28 მარტის №7 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდი – www.gnerc.org). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კომისიის მიერ მომზადდა და კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №74/1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში, რომელმაც მოიცვა 2020 წელს კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობის ანალიზი. ხსენებული დოკუმენტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს და გამოქვეყნდა სს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 2020 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 53 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად 149 დაკმაყოფილდა 35, ნაწილობრივ – 17 და არ დაკმაყოფილდა 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, მისი კონფიდენციალურობით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ან განმარტების მოთხოვნის თაობაზე როგორც კომისიის ელექტრონული ფოსტით (publicinfo@gnerc.org), ასევე კანცელარიით შემოსული წერილების რეესტრს. შექმნილია საჯარო ინფორმაციის გაცემის მართვის მოდული, რომელიც განთავსებულია ელექტრონულ პორტალზე და მოიცავს კომისიის 2017-2020 წლების ინფორმაციას. 10.4.4. კომისიის საჯარო სხდომები და საოქმო წარმოება კომისია ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე, კერძოდ, კომისიის სხდომები საჯაროა და მათზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა ან მისი ნაწილი დახურულია. საანგარიშო პერიოდში კომისიას გადაწყვეტილება სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე არ მიუღია. კომისიის გადაწყვეტილებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღება ზეპირი მოსმენით საჯარო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე. კომისიის მიერ ზეპირი მოსმენის წესით გამოსაცემი გადაწყვეტილებების (მათ შორის, ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე, აგრეთვე მოქალაქეებსა და რეგულირებულ საწარმოებს შორის, ან თავად ამ საწარმოებს შორის არსებულ ცალკეულ დავებზე) მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები. ცნობები საჯარო სხდომების ჩატარების შესახებ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2020 წელს ჩატარდა კომისიის 84 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 86 დადგენილება და 904 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებულ იქნა 408 გადაწყვეტილება. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gnerc.org. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. 2020 წელს წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ მიღებულია 24 გადაწყვეტილება, მათ შორის: 12 – სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე, 10 – ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე, ხოლო 2 – კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ. კომისიის საჯარო სხდომები იწარმოება ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. 150 11. დანართები დანართი №1. - ლიცენზიატთა სია ელექტროენერგეტიკის სექტორში საქმიანობის სფერო/წლები ელექტროენერგიის წარმოება ელექტროენერგიის განაწილება ელექტროენერგიის გადაცემა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია ბაზრის ოპერირება სულ 2013 13 3 3 1 2014 14 3 3 1 2015 15 3 3** 1 2016 18 3 3** 1 2017 20 2* 3** 1 2018 20 2 3** 1 2019 21 2 3** 1 20 21 22 25 26 26 28 2020 21 2 3** 1 2 28 * 2017 წელის 1 სექტემბრიდან სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სალიცენზიო არეალში ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობას ახორციელებს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ** დამატებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ გაცემულია გადაცემის წინასწარი ლიცენზია წარმოება                 სს „ხრამჰესი 1” სს „ხრამჰესი 2” შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (ჟინვალჰესი) შპს „ვარდნილჰესების კასკადი” შპს „ენგურჰესი” შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია” (ხადორჰესი) შპს „მტკვარი ენერჯი” შპს „ვარციხე-2005” შპს „ჯიფაუერი” შპს „ენერგია” (ლარსი ჰესი) შპს „გარდაბნის თბოსადგური“ შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“ (ფარავანჰესი) შპს „საქნახშირი“ შპს „დარიალ ენერჯი“ სს „ოლდ ენერჯი“ სს „სვანეთი ჰიდრო“ (მესტიაჭალა ჰესი 1, მესტიაჭალა ჰესი 2)       დისპეტჩერიზაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია” – რიონჰესი – ლაჯანურჰესი – ძევრულჰესი – აწჰესი – გუმათჰესების კასკადი – შაორჰესი – საცხენჰესი – ჩითახევჰესი – ორთაჭალჰესი – ზაჰესი შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (თბილსრესი) შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ შპს „აჭარ ენერჯი - 2007“ (ხელვაჩაური ჰესი) შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (შუახევი ჰესი) შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ 151 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” გადაცემა  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”  სს „საქრუსენერგო“  შპს „ენერგოტრანსი”  სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბაზრის ოპერირება   სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟა" სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"  განაწილება  სს „თელასი“  სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დანართი №2. მომხმარებელთა რაოდენობა 2013-2020 წლებში მომხმარებელთა კლასიფიკაცია/წლები 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 საცალო მომხმარებელი 1,623,110 1,664,802 1,653,549 1,688,903 1,753,615 1,767,551 1,806,473 1,847,971 მათ შორის: საყოფაცხოვრებო 1,529,187 1,566,277 1,556,003 1,562,485 1,641,904 1,661,917 1,697,992 1,736,840 93,923 98,525 97,546 126,418 111,711 105,634 108,481 111,131 7 5 4 4 2 6 18 17 1,623,117 1,664,807 1,653,553 1,688,907 1,753,617 1,767,557 1,806,491 1,847,988 არასაყოფაცხოვრებო პირდაპირი მომხმარებელი სულ დანართი №3. სისტემის პიკური დატვირთვა 2010- 2020 წლებში 2,200 2098 2056 2,100 2062 2099 2018 1853 1869 2015 1,900 2014 2,000 1810 1681 1680 2012 1,700 2011 მგვტ 1,800 1620 1,600 1,500 2020 2019 2018 2017 2016 2013 2010 1,400 დანართი №4. ელექტროენერგიის დანაკარგები გამანაწილებელი კომპანიების ქსელში 2020 წელს გამანაწილებელი კომპანიები 2020 წელს დანაკარგები ნორმატიული (%) ფაქტობრივი (%) ფაქტობრივი (მლნ.კვტ.სთ) სს „თელასი“ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 5.85% 5.57% 158 მლნ.კვტ.სთ 10.37% 9.72% 487 მლნ.კვტ.სთ 152 დანართი №5. გარანტირებული სიმძლავრის საფასური ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დანართი № 6. ელექტროენერგიის ქსელური (გადაცემა, დისპეტჩერიზაცია და განაწილება) ტარიფები 153 154 დანართი №7. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები დანართი №8. მიმწოდებლების ჩამონათვალი ბუნებრივი გაზის საბითუმო და საცალო ბაზრებზე (საბაზრო წილი) საბითუმო ბაზარი მიმწოდებელი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 სს „ენერგოკავშირი“ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სს „საქორგგაზი“ სს „საჩხერეგაზი“ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ“ ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში შპს „აკრიანი-2006“ შპს „არზუ-გაზი“ შპს „ბაგო“ შპს „გაზ თრეიდინგ“ შპს „გაზ-ენერჯი“ შპს „გამა“ შპს „გასკო+“ შპს „გოგოჭური და კომპანია“ შპს „დი-ვი-ეს“ შპს „დიდი დიღომი“ შპს „ენერგია+“ შპს „ეს ჯი გაზ-კომპანი“ შპს „ვარკეთილაირი“ შპს „თბილისი ენერჯი“ შპს „თელავგაზი“ შპს „ინტერ გაზი“ შპს „მამედ“ შპს „სამშენებლო კომპანია გარანტი XXI“ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ შპს „ტაბა“ შპს „ყამარი მ“ შპს „ჩირაღდანი-XXI საუკუნე“ 155 37.87% 1.71% 0.55% საცალო ბაზარი 0.54% 0.03% 1.20% 0.40% 0.41% 2.15% 0.02% 0.01% 0.84% 0.02% 0.33% 0.50% 0.17% 29.48% 28.51% 0.09% 0.02% 0.17% 2.96% 0.19% 0.13% 0.27% 0.03% 0.06% 0.58% 0.10% 1.06% 0.71% 24.87% 0.85% 0.17% 0.10% 0.03% 1.41% 24.94% 36.05% 0.07% 0.18% 0.14% 33 შპს „ჩირაღდანი“ 34 შპს „ჯ.ი. თრეიდინგი“ ჯამი 0.01% 0.06% 100% 100% დანართი №9. ლიცენზიატების ჩამონათვალი და შესაბამისი მომხმარებლების რაოდენობა კომპანიის დასახელება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 ტრანსპორტირების ლიცენზია შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” შპს „თბილისი ენერჯი“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ სს „საქორგგაზი“ შპს „თელავგაზი“ შპს „ეს ჯი გაზ-კომპანი“ სს „საჩხერეგაზი“ შპს „ვარკეთილაირი“ შპს „დიდი დიღომი“ სს „ენერგოკავშირი“ შპს „ინტერ გაზი“ შპს „გასკო+“ შპს „ყამარი მ“ შპს „აკრიანი-2006“ შპს „მამედ“ შპს „ტაბა“ შპს "გაზტრანს სერვისი" შპს „არზუ-გაზი“ შპს "გაზმშენი" შპს „ჩირაღდანი“ შპს „გამა“ შპს „დი-ვი-ეს“ შპს „ენერგია+“ შპს „გოგოჭური და კომპანია“ შპს "დიღომი ვილა გაზი" განაწილების ლიცენზია მომხმარებლების რაოდენობა √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ √ 492,974 457,201 283,062 21,228 17,592 16,758 16,218 13,366 12,003 10,346 8,664 3,083 2,350 1,869 956 635 528 467 324 56 24 7 6 - √ 156 დანართი №10. 2020 წელს დადგენილი ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფები ბუნ ებრ ივი გაზის გან აწილების ტარ იფ ების დადგენ ა (თ ეთ რ ი / კვტ.ს თ ) ს აწარ მ ო 2020 - 2022 შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" 36.678 სს "საქორგგაზი" 20.531 შპს "გამა" 1.671 შპს "გასკო+" 13.272 შპს "გოგოჭური და კომპანია" 1.510 შპს "დიდი დიღომი" 11.019 შპს "დი ვი ესი" 2.550 შპს "დიღომი ვილა გაზი" 6.451 შპს "ენერგია+" 6.046 შპს "ეს ჯი გაზ-კომპანი" 9.100 შპს "ინტერგაზი" 9.790 შპს "მამედ" 9.523 შპს "ყამარი მ" 11.048 შპს "ჩირაღდანი" 9.545 შპს "ჩირაღდანი XXI საუკუნე" 15.156 157 158 დანართი №11. ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები დანართი №12. წყალმომარაგების ტარიფები, არასაყოფაცხოვრებო, გამრიცხველიანებული 159 დანართი №13. წყალმომარაგების ტარიფები, საყოფაცხოვრებო, გამრიცხველიანებული 160 დანართი №14. წყალმომარაგების ტარიფები, საყოფაცხოვრებო, გაუმრიცხველიანებელი 161