„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო შესყიდვების შესახებ“
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
აპროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
16.01.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს
შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) მონაცემები მუშავდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ
გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის
26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა
და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს
89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ
საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების
გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების
კოორდინაციის თაობაზე“ დაახლოების II და IV ფაზებით დადგენილი რეგულაციების
იმპლემენტაცია ხორციელდება ეროვნულ კანონმდებლობაში.
საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
თანახმად, კარდინალურად იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა საკითხი,
მათ შორის, ინერგება ბევრი ახალი ინსტიტუტი. ამასთან, „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით ფართოვდება შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები და
იზრდება შავ სიაში რეგისტრაციის ვადაც. მაგალითად, მოქმედი რეგულირებისგან
განსხვავებით, შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლად გათვალისწინებულია ეკონომიკური
ოპერატორთან ან ეკონომიკური ოპერატორის წარმომადგენელთან მიმართებით კანონიერ
ძალაში შესული სასამართლო განაჩენის არსებობა, იმგვარ დანაშაულებში, როგორებიცაა
ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, თაღლითობა, მითვისება ან
გაფლანგვა, ფულის გათეთრება და ა.შ. საგულისხმოა, რომ აღნიშნული დებულებები
ეფუძნება 2014/24/EU დირექტივის რელევანტურ დებულებებს, ეკონომიკური ოპერატორის
შესყიდვის პროცედურიდან დისკვალიფიკაციასთან მიმართებით.
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, შავი და თეთრი
სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალური რეესტრს,
რომელში არსებული მონაცემები საჯაროა. ზემოაღნიშნული კანონის პროექტის თანახმად,
საჯარო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს შავ და თეთრ სიაში
რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის დასადგენად აუცილებელი, ეკონომიკური
ოპერატორის ან სხვა პირის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური
მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაცია
ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტით აგრეთვე
დგინდება
საჯარო
შესყიდვების
სააგენტოს
უფლებამოსილება,
საკუთარი
უფლებამოსილებების განხორციელების, ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და
საჯარო შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფის
მიზნით, დაამუშავოს ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, პერსონალური მონაცემი,
მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი და ინფორმაცია, მიიღოს, შეინახოს,
გამოსცეს ან/და გასცეს ელექტრონულად ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს
შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს ეკონომიკური ოპერატორის ან
ხსენებული კანონის პროექტით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილი პირის შესახებ
ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური
მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაცია,
რომელიც აუცილებელია დისკვალიფიკაციის საფუძვლის არსებობის/არ არსებობის
დასადგენად.
გარდა ამისა, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად,
საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილი იქნება,
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილი
ორგანოსგან
გამოითხოვოს შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების
შემცველი ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი
ინფორმაცია ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იქნება საჩივრის
განხილვისა და გადაწყვეტისთვის.
შესაბამისად, რამდენადაც სააგენტოს მიერ შავი და თეთრი სიის წარმოების
უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ
დისკვალიფიკაციის საფუძვლების არსებობის/არ არსებობის დასადგენად, ასევე საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივართან დაკავშირებით
გადაწყვეტილების
მისაღებად
აუცილებელია
პერსონალური
მონაცემებისა
და
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება და ანალიზი, მომზადებულ იქნა
წინამდებარე კანონის პროექტი. წარმოდგენილი პროექტით, განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს ემატება გადამისამართება, „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის,
აგრეთვე, შემსყიდველი ორგანიზაციებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული
დავების განხილვის საბჭოსთვის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების
დამატებითი შესაძლებლობის შექმნის საჭიროებით, საჯარო შესყიდვების სააგენტოს
სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ
დისკვალიფიკაციის საფუძვლების არსებობის/არ არსებობის გადამოწმებისა და საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსთვის კანონით მინიჭებული
უფლებამოსილებების ეფექტიანად განსახორციელებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიზანია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების
დამატებითი შესაძლებლობის შექმნა საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის, შემსყიდველი
ორგანიზაციებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის
საბჭოსთვის. ასევე, ამ გზით, საჯარო შესყიდვების სააგენტოს, შემსყიდველი
ორგანიზაციებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს
სრულყოფილი ფუნქციონირების ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6
მუხლის მე-2 პუნქტს, რომლითაც განსაზღვრულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა
დამუშავების საფუძვლები, ემატება ნორმა, რომლის შესაბამისად, განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი მონაცემები
მუშავდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ
გათვალისწინებულ
შემთხვევებში.
განსაკუთრებული
კატეგორიის
დამუშავების
კონკრეტული საფუძვლები და შემთხვევები გათვალისწინებულია „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი
ამოქმედება დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის ძირითადი დებულებების ამოქმედებასთან. წარმოდგენილი კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
წინამდებარე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.