„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო შესყიდვების შესახებ“
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით,
უფლებამოსილია,
ცალკეული
გადასახადის
გადამხდელების
შესახებ
მიიღოს
იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების
საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.“.
2. 361 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ინსტიტუტის მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება
ინსტიტუტსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით, ხოლო საჯარო
აუდიტის სფეროში სწავლების, სერტიფიცირებისა და განგრძობადი სავალდებულო
საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში − ინსტიტუტის ხელმძღვანელის
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით − ბრძანებით.“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის
26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა
და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს
89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ
საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების
გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების
კოორდინაციის თაობაზე“ დაახლოების II და IV ფაზებით დადგენილი რეგულაციების
იმპლემენტაცია ხორციელდება ეროვნულ კანონმდებლობაში.
საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
თანახმად, კარდინალურად იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი
საკითხი, მათ შორის, ინერგება ბევრი ახალი ინსტიტუტი და თავად სფეროს დასახელებაც
განიცდის ცვლილებას. ამასთანავე, რამდენადაც ტერმინი - „სახელმწიფო შესყიდვა“ არ
უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს, შესაბამისად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით, ხსენებული ტერმინი ნაცვლდება ტერმინით - „საჯარო
შესყიდვა“. აღნიშნული ტერმინოლოგიური ცვლილების საჭიროების გათვალისწინებით,
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში
მოყვანა და ორგანულ კანონში არსებული ტერმინის - „სახელმწიფო შესყიდვის“ ჩანაცვლება
ტერმინით - „საჯარო შესყიდვა“.
აღსანიშნავია, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-8
მუხლის შესაბამისად, „შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის განხორციელებისას
ხელმძღვანელობს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული გამონაკლისებით. აკრძალულია
ნებისმიერი სხვა გამონაკლისის დაშვება ან ამ კანონის რაიმე სხვა მიზეზით
გამოუყენებლობა.“. აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიდგომაა, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული
ყველა საკითხის სწორედ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
დარეგულირება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული შესყიდვის განხორციელებასთან
დაკავშირებული გამონაკლისის ამოღება, რამდენადაც აღნიშნულ საფუძველს არ
ითვალისწინებს 2014/24/EU დირექტივა, რომელთან დაახლოებასაც ახდენს „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ამასთან, საგულისხმოა, რომ სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (შემდგომ − ინსტიტუტი)
საქართველოში საჯარო აუდიტის სტანდარტების დანერგვაში საგანმანათლებლო
მომსახურების მიმართულებით წამყვანი ორგანიზაციაა. საჯარო აუდიტის სფეროში
ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამები (საჯარო აუდიტის სწავლება, საჯარო სექტორის
აუდიტორთა სერტიფიცირება და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო
პროგრამების განხორციელება) ემსახურება საჯარო ინტერესს − მომზადდნენ კვალიფიციური
კადრები საჯარო სექტორისთვის მაღალპროფესიული სერვისის განსახორციელებლად.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 2011 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის მომსახურების
შესყიდვაზე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
თანახმად, არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნები.
ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს
საჯარო აუდიტის თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის
უნიკალური შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ავტორიტეტულ პროფესიულ
ორგანიზაციებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წევრობასა და მანდატს უკავშირდება.
სასწავლო პროცესებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორების ტრენერებად
ჩართულობის სისტემა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო
მოდულები დაინტერესებული პირებისთვის კვალიფიციური თეორიული და პრაქტიკული
ცოდნის მიღების საშუალებას უზრუნველყოფს. მოცემული ფაქტორები მომხმარებლებისთვის
მიმზიდველს ხდის ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რასაც
ადასტურებს საგანმანათლებლო მომსახურებაზე მოთხოვნის მზარდი დინამიკა და
კმაყოფილების მაღალი ინდექსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო აუდიტის სფეროში კადრების
მომზადების სახელმწიფო დაკვეთის შესრულების უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობაში
ამჟამად არსებული საგამონაკლისო მდგომარეობის (ე.წ სტატუს-კვოს) შენარჩუნების
მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, საჭიროდ იქნა მიჩნეული „სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
წინამდებარე ორგანული კანონის პროექტის მომზადება. წარმოდგენილი ორგანული კანონის
პროექტის თანახმად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრული
მომსახურების
შესყიდვასთან
დაკავშირებული
გამონაკლისების
შესაბამისად,
გათვალისწინებულია საჯარო აუდიტის სფეროში ინსტიტუტის მიერ გასაწევი
საგანმანათლებლო მომსახურების ღირებულების დადგენა ნორმატიული აქტით.
აღნიშნული
საკანონმდებლო
მოწესრიგება
გამართლებულია
მაღალხარისხიანი
მომსახურების რაციონალური ფასებით, აგრეთვე, კერძო ინტერესების გავლენისგან
თავისუფალი
შესყიდვის
თვალსაზრისითაც,
რაც
ინსტიტუტის
პროფესიულ
შესაძლებლობებთან ერთად, მის ორგანიზაციულ თავისებურებას უკავშირდება − ინსტიტუტი
საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება, ინსტიტუტის სახსრები
და შემოსავლები ხმარდება ინსტიტუტის ფუნქციების შესრულებას და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის სისტემის განვითარებას. ამასთანავე, ნორმატიული აქტით ფიქსირებული
საფასურის დადგენა შეესაბამება აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ფასების დონის
სტაბილურობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის შესაბამისობის საჭიროებით.
ამასთან, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, შემსყიდველი
ორგანიზაცია შესყიდვის განხორციელებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ ამ კანონით
განსაზღვრული გამონაკლისებით. აკრძალულია ნებისმიერი სხვა გამონაკლისის დაშვება ან ამ
კანონის რაიმე სხვა მიზეზით გამოუყენებლობა. აღნიშნული დანაწესი თანმდევი ცვლილების
განხორციელებას მოითხოვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში, რომლის თანახმად, ინსტიტუტის მომსახურების შესყიდვაზე არ
ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
ამასთანავე, საჯარო აუდიტის სფეროში კადრების მომზადების სახელმწიფო დაკვეთის
შესრულებასთან დაკავშირებით სტატუს-კვოს შენარჩუნების მიზანშეწონილობიდან
გამომდინარე, ორგანული კანონის პროექტი, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტით
განსაზღვრული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისების შესაბამისად,
ითვალისწინებს საჯარო აუდიტის სფეროში ინსტიტუტის მიერ გასაწევი საგანმანათლებლო
მომსახურების ღირებულების დადგენას ნორმატიული აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან. ამასთან, ორგანული კანონის პროექტის მიღების შედეგად, ინსტიტუტის
ხელმძღვანელს მიენიჭება უფლებამოსილება, ნორმატიული აქტით − ბრძანებით
განსაზღვროს საჯარო აუდიტის სფეროში ინსტიტუტის მიერ გასაწევი საგანმანათლებლო
მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონპროექტით ამოღებულ იქნება კანონში არსებული გამონაკლისი,
რამდენადაც აღნიშნულ საფუძველს არ ითვალისწინებს 2014/24/EU დირექტივა, რომელთან
დაახლოებასაც ახდენს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებით, ხორციელდება ორგანულ კანონში არსებული
ტერმინოლოგიის, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
შემოთავაზებული ტერმინოლოგიით ჩანაცვლება.
ორგანული კანონის პროექტის თანახმად, აგრეთვე ცვლილება შედის „სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 361 მუხლის მე-6 პუნქტში, რომლის
მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ინსტიტუტის მომსახურების საფასურის ოდენობისა და
გადახდის წესის განსაზღვრას ინსტიტუტის მიერ, ხოლო პროექტით შემოთავაზებული
ვერსიით, ინსტიტუტის მომსახურების საფასურები, რომლებიც უკავშირდება საჯარო
აუდიტის სფეროში სწავლებას, სერტიფიცირებასა და განგრძობადი სავალდებულო
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და მათი გადახდის წესი განისაზღვრება
ინსტიტუტის ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით − ბრძანებით.
ამასთანავე, როგორც აღინიშნა, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი სპეციალური კანონის
სტატუსს იძენს. შესაბამისად, ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 361 მუხლის მე-7 პუნქტით
დადგენილი რეგულაციის ამოღებას, რომლის თანახმად, ინსტიტუტის მომსახურების
შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი
ამოქმედება დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის ძირითადი დებულებების ამოქმედებასთან. წარმოდგენილი კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
წინამდებარე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.