„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2022
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/158/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო შესყიდვების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38-ე მუხლის მე-2-21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 16512-16522 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 21. ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 16512-16522 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.“. 2. 38-ე მუხლის მე-2-21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 16512-16523 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 21. ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით და 16512-16523 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.“. 3. 1595-1599 მუხლები ამოღებულ იქნეს. 4. XII თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი XII1: „თავი XII1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საჯარო შესყიდვების სფეროში მუხლი 16512. საჯარო შესყიდვების განხორციელება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით 1. საჯარო შესყიდვების განხორციელება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით, როდესაც საჯარო შესყიდვა ექვემდებარება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 16513. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობების დარღვევა 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის მიღება, – გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 16514. საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა 1. საჯარო შესყიდვის პროცედურის (გარდა კონკურსისა და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად მიიღება საჯარო შესყიდვის შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელების გადაწყვეტილება), კონკურსის ჟიურის გარეშე განხორციელება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 16515. ბაზრის კვლევის განუხორციელებლობა 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ბაზრის კვლევის განუხორციელებლობა, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 16516. მონეტარული ზღვრების არასწორად შერჩევა ან/და საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა 1. მონეტარული ზღვრების არასწორად შერჩევა ან/და საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. მუხლი 16517. საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არასწორად შერჩევა 1. საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების დარღვევით შერჩევა, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 16518. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების წესის დარღვევა 1. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია კონკურენციის შეზღუდვა ან/და რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული/განხორციელებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება/ქმედება, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 16519. საჯარო შესყიდვის არასწორად წარმართვა 1. გამოცხადებული საჯარო შესყიდვის წარმართვა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, რამაც გამოიწვია კონკურენციის შეზღუდვა ან/და რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული/განხორციელებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება/ქმედება, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 16520. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადების ან შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილების შეტანის წესის დარღვევა 1. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადება ან შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილების შეტანა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 16521. საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 1. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 16522. საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება 1. საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება, საჯარო შესყიდვების სააგენტოს მიერ, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9, 21-ე მუხლის მე-9, 22-ე მუხლის მე-7 და 92-ე მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად ინფორმაციის მოთხოვნაზე.“. 5. 16522 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 16523 მუხლი: „მუხლი 16523. საჯარო შესყიდვის სპეციალისტის დასაქმების წესის დარღვევა 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე ისეთი პირის დასაქმება, რომელიც არ ფლობს საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატს, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“. 6. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სამართალდარღვევათა საქმეები სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155 6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1594, 15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 16512-16522, 166-ე, 1661 და 170 1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 7. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სამართალდარღვევათა საქმეები სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155 6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1594, 15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 16512-16523, 166-ე, 1661 და 170 1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 8. 239-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. ამ კოდექსის 16512–16520 და 16522 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ამ კოდექსის 16521 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს: ა) საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.“. 9. 239-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. ამ კოდექსის 16512–16520 და 16522-16523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ამ კოდექსის 16521 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს: ა) საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.“. 10. 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 16512-16522 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე.“. 11. 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 16512-16523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე.“. 12. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−1501, 1511, 152-ე, 1522−152 9, 153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 163-ე, 164-ე, 16512-16522, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“. 13. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−1501, 1511, 152-ე, 1522−152 9, 153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 163-ე, 164-ე, 16512-16523, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-5, მე-7, მე-9, მე-11 და მე-13 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-6, მე-8, მე-10 და მე-12 პუნქტები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2029 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-5, მე-7, მე-9, მე-11 და მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ დაახლოების II და IV ფაზებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაცია ხორციელდება ეროვნულ კანონმდებლობაში. საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კარდინალურად იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება ბევრი ახალი ინსტიტუტი და თავად სფეროს დასახელებაც განიცდის ცვლილებას. ამასთანავე, რამდენადაც ტერმინი - „სახელმწიფო შესყიდვა“ არ უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს, შესაბამისად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით ხსენებული ტერმინი ნაცვლდება ტერმინით - „საჯარო შესყიდვა“. აღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ტერმინოლოგიურ ცვლილებას კოდექსში, საჯარო შესყიდვების მომწესრიგებელ რამდენიმე დებულებაში. წარმოდგენილი ცვლილების პროექტის თანახმად, ტერმინი „სახელმწიფო შესყიდვა“ ჩანაცვლდება ტერმინით - „საჯარო შესყიდვა“, რითიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე ჩანაცვლდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამკვიდრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები, კერძოდ, 1595-1599 მუხლები ამოღებულ იქნება კოდექსიდან და საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა დამდგენი ნორმები, უნიფიცირების მიზნით, გაერთიანდება კოდექსის ახალ XII1 თავში. აღსანიშნავია, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით მნიშვნელოვნად ფართოვდება კანონის მოქმედების სფერო, შესაბამისად, შესაძლოა გაიზარდოს სამართალდარღვევათა რიცხვიც. ამრიგად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით შემოთავაზებული საჯარო შესყიდვების სფეროს კარდინალური რეფორმირების საპასუხოდ, შემსყიდველი ორგანიზაციის ახლებურად განსაზღვრული რიგი ვალდებულებების ეფექტურად აღსასრულებლად, შემუშავებულ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი დამატებითი ნორმები და დებულებები, რომლებიც სრულად პასუხობს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით დადგენილ გამოწვევებსა და რეფორმირებულ მიდგომებს. წარმოდგენილი კანონპროექტით აგრეთვე იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დღეს არსებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შესყიდვებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები (თუმცა, პრაქტიკაში, როგორც წესი, ოქმებს სააგენტო ადგენს). რამდენადაც საჯარო შესყიდვების პროცედურების კანონიერების კონტროლი სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ოქმის შედგენის უფლებამოსილებაც ამ კონტექსტში მხოლოდ სააგენტოს ექნება. ამდენად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული, შემსყიდველი ორგანიზაციის რიგი ვალდებულებების ეფექტური შესრულების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტით, ერთი მხრივ, ჩანაცვლდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამკვიდრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები, ხოლო მეორე მხრივ, წარმოდგენილი პროექტით აგრეთვე დადგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისობის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. აგრეთვე ცვლილებას განიცდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დღეს არსებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შესყიდვებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები (თუმცა, პრაქტიკაში, როგორც წესი, ოქმებს სააგენტო ადგენს). რამდენადაც საჯარო შესყიდვების პროცედურების კანონიერების კონტროლი სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ოქმის შედგენის უფლებამოსილებაც ამ კონტექსტში მხოლოდ სააგენტოს ექნება, ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე ტერმინოლოგიური ცვლილება. წარმოდგენილი ცვლილების პროექტის თანახმად, კოდექსში საჯარო შესყიდვების მარეგულირებელ დებულებებში ტერმინი „სახელმწიფო შესყიდვა“ ჩანაცვლდება ტერმინით „საჯარო შესყიდვა“, რითიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. რამდენადაც, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით მნიშვნელოვნად ფართოვდება კანონის მოქმედების სფერო, შესაძლოა გაიზარდოს სამართალდარღვევათა რიცხვიც და დგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის, ბაზრის კვლევის განუხორციელებლობისათვის და საჯარო შესყიდვის სპეციალისტის დასაქმების წესის დარღვევისათვის. კოდექსს აგრეთვე ემატება დამატებითი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას, საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელებისათვის ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევისათვის. წარმოდგენილი კანონის პროექტით, ერთი მხრივ, ჩანაცვლდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამკვიდრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები, ხოლო მეორე მხრივ, დადგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, ცვლილებას განიცდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დღეს არსებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შესყიდვებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები (თუმცა, პრაქტიკაში, როგორც წესი, ოქმებს სააგენტო ადგენს). რამდენადაც საჯარო შესყიდვების პროცედურების კანონიერების კონტროლი სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ოქმის შედგენის უფლებამოსილებაც ამ კონტექსტში მხოლოდ სააგენტოს ექნება. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს შეადგენენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები, ხოლო თუ საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა შეეხება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შერჩევის პროცესს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე, მე-3-მე-4, მე-6, მე-8, მე-10 და მე-12 პუნქტების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი დებულებების ამოქმედებასთან. ხოლო, რამდენადაც კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2, მე-5, მე-7, მე-9, მე-11 და მე-13 პუნქტების ამოქმედება დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით განსაზღვრული სავალდებულო სერტიფიცირების წესთან, აღნიშნული პუნქტების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2029 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროება და აღნიშნული ხარჯები შესაძლოა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიხედვით, დგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის (16518 მუხლი), ბაზრის კვლევის განუხორციელებლობისათვის (16515 მუხლი) და საჯარო შესყიდვის სპეციალისტის დასაქმების წესის დარღვევისათვის (16523 მუხლი). კოდექსს აგრეთვე ემატება დამატებითი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას, საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელებისათვის ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევისათვის (16514 მუხლი). ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი, საჯარო შესყიდვების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობად, ნაცვლად 1500 ლარისა, ითვალისწინებს 1000 ლარს, თუმცა დღეს მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ერთი მხრივ, ქმედების გამო მოსალოდნელი შედეგების სიმძიმისა და მეორე მხრივ, მსგავსი სახის სამართალდარღვევებისთვის არსებული ჯარიმების გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდილ ოდენობას (2000 ლარს) სამართალდარღვევის განმეორებითობის შემთხვევაში. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი შემოსავლის ცვლილება, რაც დამოკიდებული იქნება ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოდენობაზე, მათ განმეორებითობაზე, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების — როგორც საქმის განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოს გადაწყვეტილებაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით ფართოვდება საჯარო შესყიდვების რეგულირების სფერო, შესაბამისად, დგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს ხარჯების ცვლილება, თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოდენობაზე. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ამდენად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ აღნიშნული დამატებითი უფლებამოსილების აღსრულება შესაძლოა დაკავშირებული იყოს დამატებით ხარჯებთან. თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტულ ოდენობაზე. ამდენად, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროება და აღნიშნული ხარჯები შესაძლოა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით დგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, საჯარო შესყიდვების სფეროში რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის (16518 მუხლი), ბაზრის კვლევის განუხორციელებლობისათვის (16515 მუხლი) და საჯარო შესყიდვის სპეციალისტის დასაქმების წესის დარღვევისათვის (16523 მუხლი). კოდექსს აგრეთვე ემატება დამატებითი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას, საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელებისათვის ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევისათვის (16514 მუხლი). ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი, საჯარო შესყიდვების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობად, ნაცვლად 1500 ლარისა, ითვალისწინებს 1000 ლარს, თუმცა დღეს მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ერთი მხრივ, ქმედების გამო მოსალოდნელი შედეგების სიმძიმისა და მეორე მხრივ, მსგავსი სახის სამართალდარღვევებისთვის არსებული ჯარიმების გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდილ ოდენობას (2000 ლარს) სამართალდარღვევის განმეორებითობის შემთხვევაში. ამდენად, კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს ფინანსური გავლენა იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტულ ოდენობაზე, მათ განმეორებითობაზე, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების — როგორც საქმის განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოს გადაწყვეტილებაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი, თუმცა გათვალისწინებულია ახალი სამართალდარღვევების შემოღება, რომელთა ჩადენის შემთხვევაში, პროექტით განსაზღვრულია ფულადი შენატანი — ჯარიმა. დადგენილი ჯარიმების ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული სამართალდარღვევის სიმძიმე და განმეორებითობა. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი, საჯარო შესყიდვების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის ოდენობად, ნაცვლად დღეს გათვალისწინებული 1500 ლარისა, ადგენს 1000 ლარს, თუმცა დღეს მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ერთი მხრივ, ქმედების გამო მოსალოდნელი შედეგების სიმძიმისა და მეორე მხრივ, მსგავსი სახის სამართალდარღვევებისთვის არსებული ჯარიმების გათვალისწინებით, ადგენს ჯარიმის გაზრდილ ოდენობას (2000 ლარი) სამართალდარღვევის განმეორებითობის შემთხვევაში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 141-ე-149-ე (საჯარო შესყიდვები) მუხლებიდან. 146-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული ეტაპების მიხედვით, როგორც დადგენილია ამ შეთანხმების XVI-B დანართით და შემდგომში დაკონკრეტებულია XVI-C - XVI-F, XVI-H, XVI-I და XVI-K დანართებით ...“ ასოცირების შეთანხმების XVI დანართში და „ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI დანართის განახლების შესახებ“ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის №2/2019 გადაწყვეტილებაში მოცემულია საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივებისა და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთა დაახლოების ვალდებულება ეკისრება საქართველოს, შესაბამის ვადებზე მითითებით, მათ შორის, XVI-D დანართით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს - „საქონლის მიწოდების და საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ 1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს 89/665/EEC დირექტივას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: „საქონლის მიწოდების და საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ 1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს 89/665/EEC დირექტივა. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.