„საჯარო შესყიდვების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო შესყიდვების შესახებ“
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-08
ბიუროს ნომერი 160
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საჯარო შესყიდვების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს კანონი ადგენს საჯარო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ,
ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან
დაკავშირებული საჯარო შესყიდვების განხორციელების წესს, საჯარო შესყიდვებთან
დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილებასა და დავის განხილვის წესს.
2. ამ კანონის მიზანია:
ა) უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახსრების ეფექტიანად,
რაციონალურად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით ხარჯვა იმ წესების
დადგენით, რომელიც უნდა დაიცვას ნებისმიერმა შემსყიდველმა ორგანიზაციამ და
ეკონომიკურმა ოპერატორმა, ასევე, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში
ჩართულმა სხვა ნებისმიერმა პირმა;
ბ) უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულ პირთა
კეთილსინდისიერი ქცევა და ანგარიშვალდებულება, იმგვარი მოთხოვნების დაწესებით, რომ
ამ პირთა გადაწყვეტილებები და ქმედებები, მათი ფაქტობრივი და სამართლებრივი
საფუძვლების ჩათვლით, თავისუფალი იყოს ყოველგვარი პოლიტიკური, მატერიალური და
პირადი ინტერესებისგან, არ იყოს მიკერძოებული და დისკრიმინაციული, მათ შორის, სქესის
ან სხვა ნიშნის მიხედვით, იყოს გამჭვირვალე და შეესაბამებოდეს ამ კანონს;
გ) ხელი შეუწყოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და ეკონომიკურ ოპერატორებს შორის
კეთილსინდისიერებაზე, პროფესიონალიზმსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული
ინსტიტუციური გარემოს შექმნას;
დ) ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას.
მუხლი 2. საჯარო შესყიდვის პრინციპები
1. საჯარო შესყიდვები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) საჯარო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ეფექტიანი და
რაციონალური ხარჯვა;
ბ) ღიაობა და გამჭვირვალობა;
გ) არადისკრიმინაციულობა და თანასწორი მოპყრობა;
დ) პროპორციულობა;
ე) საჯარო შესყიდვების განხორციელება საჯარო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული
სისტემის გამოყენებით;
ვ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო
შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევა.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საჯარო შესყიდვა განახორციელოს ამ მუხლის
პირველ პუნქტში მითითებული პრინციპების დაცვით.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო შესყიდვა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, ამ კანონით დადგენილი წესით,
საქონლის, სამშენებლო სამუშაოს (შემდგომში – სამუშაო) ან მომსახურების შესყიდვა,
მიუხედავად შესასყიდი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების მიზნობრიობისა;
ბ) საჯარო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – ელექტრონული
სისტემა) – საჯარო შესყიდვების განხორციელებისთვის და საჯარო შესყიდვებთან
დაკავშირებული საქმიანობის წარმართვისთვის განკუთვნილი ერთადერთი ოფიციალური
პორტალი https://eprocurement.gov.ge;
გ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა
პოლიტიკური პარტიისა, პროფესიული კავშირისა და რელიგიური ორგანიზაციისა, რომელიც
ახორციელებს საჯარო შესყიდვას, კერძოდ:
გ.ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანო;
გ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის
„გ.გ.ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირობებს);
გ.გ) პირი (საწარმოს გარდა) ან ორგანო, რომელიც:
გ.გ.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაფუძნებულია/შექმნილია საჯარო მიზნის
მისაღწევად და რომელსაც არ გააჩნია სამეწარმეო (კომერციული) ხასიათი;
გ.გ.ბ) აკმაყოფილებს ჩამოთვლილი სამი პირობიდან ერთ-ერთს მაინც:
გ.გ.ბ.ა) იღებს დაფინანსების ნახევარზე მეტს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან;
გ.გ.ბ.ბ) ექვემდებარება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლს;
გ.გ.ბ.გ) ჰყავს მმართველი ორგანო ან სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრების ნახევარზე
მეტს ნიშნავს შემსყიდველი ორგანიზაცია;
გ.დ) საწარმო, რომელზეც შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა.
მნიშვნელოვან გავლენად ჩაითვლება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც
შემსყიდველი ორგანიზაცია ამ საწარმოში:
გ.დ.ა) ფლობს კაპიტალის ნახევარზე მეტს;
გ.დ.ბ) ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს;
გ.დ.გ) თანამდებობაზე ნიშნავს მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების
ნახევარზე მეტს;
დ) ეკონომიკური ოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა
გაერთიანება, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ბაზარზე სთავაზობს საქონლის
მიწოდებას, სამუშაოს შესრულებას ან მომსახურების გაწევას. ამასთანავე, ეკონომიკური
ოპერატორი, საჯარო შესყიდვის შესაბამისი ეტაპის მიხედვით, შეიძლება იყოს:
დ.ა) კანდიდატი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც განაცხადით მოითხოვა
მონაწილეობა ან რომელიც მიწვეულ იქნა მონაწილეობის მისაღებად შეზღუდულ
პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების
პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში, ინოვაციურ
პარტნიორობაში ან კონკურსში;
დ.ბ) პრეტენდენტი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც საჯარო შესყიდვაში წარადგინა
წინადადება;
დ.გ) მიმწოდებელი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელთანაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ
გააფორმა საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
ე) ქვეკონტრაქტორი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც ძირითადი ეკონომიკური
ოპერატორი (მიმწოდებელი), ამ კანონით დადგენილი წესით, შესასრულებლად გადასცემს
საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ნაწილს;
ვ) სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობასაც ეყრდნობა ეკონომიკური
ოპერატორი – ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობასაც ეყრდნობა ძირითადი
ეკონომიკური ოპერატორი, ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.
ზ) საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – შესყიდვის ხელშეკრულება) –
ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ეკონომიკურ ოპერატორს შორის,
წერილობითი ფორმით, დადებული ხელშეკრულება. შესყიდვის ხელშეკრულება შეიძლება
დაიდოს:
ზ.ა) საქონლის მიწოდების თაობაზე, თუ შესყიდვის ობიექტია საქონელი, რომელიც ექცევა
03000000-დან 45000000-მდე CPV კოდებში. საქონლის მიწოდების თაობაზე შესყიდვის
ხელშეკრულება, აგრეთვე, შესაძლებელია მოიცავდეს მის მონტაჟს ან/და განლაგებას, ან/და
საქონლის მიწოდების თანმდევ მომსახურებას, თუ ამ მონტაჟის/განლაგების/მომსახურების
ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ზ.ბ) სამუშაოს შესრულების თაობაზე, თუ შესყიდვის ობიექტია სამუშაო, რომელიც ექცევა
45000000-დან 48000000-მდე CPV კოდებში. სამუშაოს შესრულების თაობაზე შესყიდვის
ხელშეკრულება შეიძლება მოიცავდეს, როგორც მხოლოდ სამუშაოს შესრულებას, ასევე,
ერთდროულად პროექტირებასა და სამუშაოს შესრულებას;
ზ.გ) მომსახურების გაწევის თაობაზე, თუ შესყიდვის ობიექტია მომსახურება, რომელიც ექცევა
48000000-დან 98910000-ის ჩათვლით CPV კოდებში;
თ) CPV – ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული,
შესყიდვების ერთიანი ლექსიკონი (Common Procurement Vocabulary), რომელიც ადგენს
საჯარო შესყიდვებში გამოსაყენებელ ერთიან ნომენკლატურას და რომელიც აისახება –
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში –
სააგენტოს) თავმჯდომარის ნორმატიულ აქტში;
ი) CPV კოდი – CPV-ით გათვალისწინებული კოდი, რომელიც შედგება სხვადასხვა
იერარქიული დონისგან, აღწერს საქონელს, სამუშაოს ან მომსახურებას და განსაზღვრავს
საჯარო შესყიდვის ობიექტს;
კ) საჯარო შესყიდვის ობიექტი (შემდგომში – შესყიდვის ობიექტი) – კონკრეტული საჯარო
შესყიდვის პროცედურის მეშვეობით შესასყიდი საქონელი, მომსახურება, სამუშაო;
ლ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – შესყიდვის ობიექტები, რომლებიც მოქცეულია
CPV კოდის ერთი დანაყოფის (პირველი 3 ციფრი) ქვეშ;
მ) საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, შესყიდვის
ერთგვაროვანი ობიექტების ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით ან/და მოცულობით
შესყიდვა ან სხვა ქმედება, რომელმაც გამოიწვია ამ კანონით განსაზღვრული მონეტარული
ზღვრებისთვის თავის არიდება;
ნ) საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (შემდგომში – შესყიდვის სავარაუდო
ღირებულება) – შესყიდვის პირობებით დადგენილი, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის
გადასახდელი მაქსიმალური თანხა (დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში –
დღგ) გარდა), რომლის ფარგლებშიც, ეკონომიკური ოპერატორები, შემსყიდველ
ორგანიზაციებს სთავაზობენ წინადადების ფასს ამ კანონის შესაბამისად. წინასწარი
გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად
მიიჩნევა შესყიდვის ხელშეკრულების მოსალოდნელი ღირებულება;
ო) საჯარო შესყიდვის პირობები (შემდგომში – შესყიდვის პირობები) – შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ შექმნილი ან განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც აღწერს ან ადგენს
საჯარო შესყიდვის პროცედურის ელემენტებს. ასეთი დოკუმენტებია: შესყიდვის შესახებ
განცხადება, შესყიდვის დოკუმენტაცია (რომელიც მოიცავს სპეციფიკაციებს, მოთხოვნებს
ეკონომიკური ოპერატორებისადმი, შესყიდვის ხელშეკრულების პირობებს, განაცხადებისა და
წინადადებების წარდგენის ფორმატს, სხვა დამატებით ინფორმაციას), მოწვევა
წინადადებების წარსადგენად/დიალოგში/მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად;
პ) საჯარო შესყიდვების წლიური გეგმა (შემდგომში – წლიური გეგმა) – შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული გეგმა,
რომლის მიხედვითაც, იგი, წლის განმავლობაში, ახორციელებს საჯარო შესყიდვებს;
ჟ) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია – „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების
პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამხედრო და
ორმაგი დანიშნულების პროდუქცია;
რ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის
შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო
წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი
ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს
საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი
ორგანიზაციის ქონებას;
ს) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო შესყიდვების სააგენტო;
ტ) საბჭო – საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო;
უ) ევროკავშირის სამართლებრივი აქტი – ამ კანონის მიზნებისთვის, საჯარო შესყიდვების
სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივები, რეგულაციები და უფლებამოსილი ორგანოს
სხვა გადაწყვეტილებები;
ფ) სასიცოცხლო ციკლი – ყველა თანმიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული ეტაპი,
რომელიც მოიცავს, მათ შორის, განსახორციელებელ კვლევას, წარმოებას, ვაჭრობასა და მის
პირობებს, ტრანსპორტირებას, გამოყენებასა და შენარჩუნებას, პროდუქციის მთელი
არსებობის პერიოდს ან სამუშაოს შესრულებასა და მომსახურების გაწევას ნედლეულის
შეძენიდან ან ხელთ არსებული რესურსის წარმოშობიდან, ნებართვის მიღებით,
მომსახურებისა და გამოყენების ჩათვლით;
ქ) სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი – საქონლის მიწოდებასთან, მომსახურების გაწევასთან ან
სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში არსებული
ხარჯი, რომელიც მოიცავს მათ შორის, შესყიდვასთან, სარგებლობასთან, ენერგიისა და სხვა
რესურსების მოხმარებასთან, მოვლასთან, გადამუშავებასთან, ასევე, გარემოზე მიყენებული
ზიანის შედეგად წარმოშობილ ხარჯებთან (თუკი შესაძლებელია მიყენებული ზიანის
ფულადი ვალდებულების სახით განსაზღვრა) დაკავშირებულ დანახარჯებს.
2. თუ ამ კანონში ან მის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ
აქტში პირდაპირ არ არის მითითებული „სამუშაო დღე“, ტერმინში „დღე“ მოიაზრება
კალენდარული დღე.
მუხლი 4. ენა
1. საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა მომზადდეს და
გამოქვეყნდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის შესახებ განცხადება და
შესყიდვის დოკუმენტაცია ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია აგრეთვე განთავსდეს
ინგლისურ ენაზე. შესყიდვის შესახებ განცხადებასა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან
დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას, ქართულ და ინგლისურ ენაზე
შესრულებულ თარგმანს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება
ქართულ ენაზე შესრულებულ შესყიდვის შესახებ განცხადებასა და შესყიდვის
დოკუმენტაციას.
3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის
სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინასწარი საინფორმაციო
შეტყობინების,
შესყიდვის
შესახებ
განცხადების,
ასევე,
წინადადებების
წარსადგენად/დიალოგში/მოლაპარაკებაში
მონაწილეობის
მისაღებად
მოწვევის
ელექტრონულ სისტემაში აგრეთვე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნება სავალდებულოა.
4. კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია, შესყიდვის პროცესში მონაწილეობის მიღების
მიზნით წინადადება და სხვა დოკუმენტები წარადგინოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. იმ
შემთხვევაში, თუ წინადადება და სხვა დოკუმენტები არ არის შედგენილი საქართველოს
სახელმწიფო ენაზე, კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს მათი სანოტარო
წესით დამოწმებული თარგმანი. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა
ენიჭება ორიგინალ დოკუმენტს.
მუხლი 5. ელექტრონული სისტემა
1. ელექტრონული სისტემა არის საჯარო შესყიდვების ერთადერთი ოფიციალური პორტალი
– ინფორმაციული სისტემა, რომელიც ქმნის ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოს
საჯარო შესყიდვების განხორციელებისთვის და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული
საქმიანობის წარმართვისთვის.
2. ელექტრონული სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი;
ბ) უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებისადმი
დადგენილ მოთხოვნებს;
გ) უნდა გამოიყენებოდეს მომხმარებელთა ელექტრონული იდენტიფიკაცია;
დ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით არსებული მონაცემები საჯარო უნდა იყოს
ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, გარდა ამ კანონით ან/და სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც
მონაცემის დაფარვა გამომდინარეობს საჯარო შესყიდვის პროცედურის, საჯარო შესყიდვის
ინსტრუმენტის თავისებურებიდან, ელექტრონული სერვისის სპეციფიკურობიდან და
ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.
3. ელექტრონულ სისტემას განავითარებს და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო.
4. ელექტრონული სისტემით სარგებლობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით.
5. ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობის ელექტრონული სისტემით, ავტომატურად
ეთანხმება მისი სარგებლობისთვის დადგენილ წესებს.
6. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განახორციელოს, ასევე,
ნებისმიერმა პირმა (კერძო ორგანიზაცია), რომელიც არ არის ამ კანონით გათვალისწინებული
შემსყიდველი ორგანიზაცია. ასეთი პირის მიერ, შესყიდვის ელექტრონული სისტემის
მეშვეობით განხორციელების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
7. მაქსიმალური ღიაობის, გამჭვირვალობისა და კონკურენციის უზრუნველსაყოფად,
შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, ელექტრონული სისტემის მეშვეობით
განახორციელოს ისეთი შესყიდვაც, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. ასეთი
შესყიდვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელება არ იწვევს მისი ამ კანონის
მოქმედების სფეროსადმი დაქვემდებარებას. ასეთი შესყიდვის ელექტრონული სისტემის
მეშვეობით განხორციელების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 6. ნომენკლატურა
1. ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით საჯარო შესყიდვებში გამოსაყენებელი ყველა ნომენკლატურა დგინდება CPV კოდების
მიხედვით.
2. ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტზე დაყრდნობით, CPV კოდები მტკიცდება
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 7. მონეტარული ზღვრები
1. მონეტარული ზღვარი არის დადგენილი წესით დაწესებული ფინანსური ზღვარი, რომელიც
განსაზღვრავს, თუ საჯარო შესყიდვის რომელი პროცედურა, რა ვადები და მოთხოვნები უნდა
იქნეს გამოყენებული საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად.
2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრები დგინდება
ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომელთა მიხედვითაც ეს ზღვრები
აისახება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაში.
3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით
დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე, გამოიყენება ამ კანონის 33-ე და 54-ე მუხლებით
დადგენილი მონეტარული ზღვრები.
4. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა მონეტარული ზღვრების
შესაბამისი საჯარო შესყიდვის პროცედურების, ვადების გამოყენების და კანონით
დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით.
თავი II. გამონაკლისები
მუხლი 8. გამონაკლისებთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები
შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის განხორციელებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ ამ
კანონით განსაზღვრული გამონაკლისებით. აკრძალულია ნებისმიერი სხვა გამონაკლისის
დაშვება ან ამ კანონის რაიმე სხვა მიზეზით გამოუყენებლობა.
მუხლი 9. ზოგადი გამონაკლისები
ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) შესყიდვაზე, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია:
ა.ა) ვალდებულია, გამოიყენოს ამ კანონისგან განსხვავებული შესყიდვის პროცედურები,
რომლებიც:
ა.ა.ა) დადგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის,
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ან/და უცხო ქვეყნის ეროვნული საფინანსო
ინსტიტუტის მიერ;
ა.ა.ბ) განსაზღვრულია ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოსთან საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად დადებული
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
ან/და
სასესხო/დაფინანსების/თანამშრომლობის
ხელშეკრულებით ან/და გათვალისწინებულია ასეთი ხელშეკრულების ტექსტის მიღების
მიზნით გამართული შესაბამისი მოლაპარაკების დოკუმენტით (ოქმი, მემორანდუმი ან/და
სხვა), თუ აღნიშნული ხელშეკრულება/დოკუმენტი (ოქმი, მემორანდუმი ან/და სხვა) მიზნად
ისახავს
ხელშეკრულებით/დოკუმენტით
(ოქმი,
მემორანდუმი
ან/და
სხვა)
გათვალისწინებული პროექტის ერთობლივად განხორციელებას მისი მხარეების მიერ;
ა.ბ) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიყენოს
ამ კანონისგან განსხვავებული შესყიდვის პროცედურები, რომლებიც დადგენილია ამ მუხლის
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის ან/და ინსტიტუტის მიერ;
ა.გ) ახორციელებს ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ორგანიზაციასთან ან/და
ინსტიტუტთან გაფორმებული სასესხო/დაფინანსების/თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე ვალდებულებებს;
ბ) შესყიდვაზე, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო
დონორი ორგანიზაციის, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ან/და უცხო ქვეყნის
ეროვნული საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესებით და როდესაც იგი სრულად
ფინანსდება ამ ორგანიზაციის ან ინსტიტუტის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება
თანადაფინანსება და შესყიდვის უმეტეს ნაწილს აფინანსებს ამ ქვეპუნქტში მითითებული
ორგანიზაცია ან ინსტიტუტი, მხარეები თავად თანხმდებიან შესყიდვის მიმართ
გამოსაყენებელ წესებზე;
გ) უძრავი ნივთის შესყიდვაზე ან სარგებლობის უფლებით მიღებაზე;
დ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაუწყებლის მიერ:
დ.ა) ტელე-, რადიო-, ასევე, ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი
პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული
ღონისძიება, ვიდეოკლიპი, სპორტული ღონისძიება, სიტუაციური კომედია, დოკუმენტური
ფილმი, ბავშვთა გასართობი პროგრამა, დრამა) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების
შესყიდვაზე, განვითარებაზე, წარმოებაზე ან თანაწარმოებაზე, აგრეთვე, საეთერო დროსთან ან
პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე, რომლებიც იდება
მაუწყებლებთან;
დ.ბ) სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან
ან/და
მის
მიღებასთან
დაკავშირებული
მომსახურების
შესყიდვაზე
(გარდა
ტელერადიოპროდუქციის
შესაქმნელად
ან/და
მაუწყებლობისათვის
საჭირო
საქონლის/მომსახურების/სამშენებლო სამუშაოს შესყიდვისა);
ე) საარბიტრაჟო და მედიაციის მომსახურებაზე;
ვ) ქვემოთ ჩამოთვლილ იურიდიულ მომსახურებებზე:
ვ.ა) იურისტის/იურიდიული კომპანიის მიერ კლიენტის ინტერესების დაცვა:
ვ.ა.ა) საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის
გამოყენების პროცესში საქართველოში ან უცხო სახელმწიფოში, ასევე, საერთაშორისო
არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე;
ვ.ა.ბ) საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ან
სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე, საერთაშორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებში ან
ინსტიტუციებში;
ვ.ბ) იურიდიული კონსულტაცია, რომელიც უკავშირდება ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტში
მითითებული ნებისმიერი პროცესისთვის მომზადებას, ან როდესაც არის აშკარა ნიშანი და
დიდი ალბათობა იმისა, რომ საკითხი, რომელსაც ეხება იურიდიული კონსულტაცია, გახდება
განხილვის საგანი „ვ.ა“ პუნქტის შესაბამისად;
ვ.გ) დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმება და დადასტურება, ასევე, დოკუმენტის
აპოსტილით დამოწმება/დოკუმენტის ლეგალიზება;
ვ.დ) სასამართლოს მიერ ან კანონით დანიშნული წარმომადგენლებისა და მეურვეების მიერ
გაწეული იურიდიული მომსახურება, რომელიც ემსახურება სასამართლოს ან კანონით
განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით სპეციალური ამოცანების
შესრულებას;
ვ.ე) საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა
სახის იურიდიული მომსახურება;
ზ) ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოცემასთან,
რეგისტრაციასთან, გაყიდვასთან, შეძენასთან, გადაცემასთან და სხვა ქმედებებთან
დაკავშირებულ
ფინანსურ,
საბანკო,
სარეიტინგო,
საკონსულტაციო,
საბროკერო
მომსახურებებსა და მათთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებზე. ასევე, სუვერენული
საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან
დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე და აღნიშნული
მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების თანმდევი
ხარჯების ანაზღაურებაზე;
თ) სესხზე, კრედიტზე, დეპოზიტზე და მათთან დაკავშირებულ მომსახურებაზე მიუხედავად
იმისა, უკავშირდება თუ არა ასეთი მომსახურება ფასიანი ქაღალდების ან სხვა ფინანსური
ინსტრუმენტების გამოცემას, გაყიდვას, შეძენას ან გადაცემას;
ი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ:
ი.ა) ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან, ნაღდი ფულით
ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე;
ი.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული საოპერაციო ხარჯების
ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვებზე;
ი.გ) არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა
საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, აგრეთვე, ლარის
ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე;
ი.დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად
აუდიტორული ფირმის მომსახურების საჯარო შესყიდვაზე;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს მიერ, საინვესტიციო
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, ასევე, საპენსიო სააგენტოს
მიერ, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის და საპენსიო
სააგენტოს ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად
აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, აგრეთვე,
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საინვესტიციო საბჭოს
მიერ, სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის, საინვესტიციო საბჭოს ან/და აქტივების
მმართველი კომპანიის მიერ, ერთ ან ერთზე მეტი ღია საფონდო ინსტრუმენტის შერჩევის
პროცესზე;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა
მომსახურების შესყიდვაზე;
მ) მეტროსა და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე;
ნ) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრისა და წყალმომარაგების შესყიდვებზე.
აგრეთვე, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული საზოგადოებრივი
მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და მასთან გასაფორმებელ
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე;
ო) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან, იმ
ექსკლუზიური მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც ამ უკანასკნელს მინიჭებული აქვს
კანონით ან კანონის შესაბამისად;
პ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვაზე;
ჟ) სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, გარდა იმ
მომსახურებებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 73000000-დან 73120000-ის ჩათვლით,
73300000, 73420000 და 73430000 CPV კოდებით, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი
პირობები:
ჟ.ა) მიღებული სარგებელი ექსკლუზიურად ეკუთვნის შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც
მას იყენებს საკუთარი საქმიანობისთვის;
ჟ.ბ) მომსახურება სრულად ფინანსდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ;
რ) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქონლის, სამუშაოს ან
მომსახურების შესყიდვაზე, გარდა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევისა, რომელიც ხორციელდება
საჯარო შესყიდვისთვის ამ კანონით დადგენილი წესების საფუძველზე. „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონტრაქტორის შერჩევა
ხორციელდება ამ კანონით დადგენილი საჯარო შესყიდვის წესების საფუძველზე, იმ
პირობით, რომ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად კონტრაქტორის შერჩევის პროცესზე არ გავრცელდება ამ კანონის 43-ე-48-ე
მუხლები, 66-ე მუხლის მე-4 პუნქტი, აგრეთვე, IV, V, X და XIII თავები;
ს) იმ მომსახურების შესყიდვაზე, რომელთა ღირებულებაც განსაზღვრულია ნორმატიული
აქტით;
ტ) მივლინების დროს განსახორციელებელ შესყიდვაზე;
უ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ
გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ
შესყიდვაზე;
ფ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულებისთვის, თავდაცვის ატაშესთვის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს
პროკურატურის
წარმომადგენლებისთვის
განხორციელებულ
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების შესყიდვებზე;
ქ) საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის
განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და
რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის
სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ შეთანხმების
შესაბამისად, ერთიანი ლაბორატორიული სისტემისათვის განკუთვნილ იმ საქონლისა და
მომსახურების საჯარო შესყიდვებზე, რომლის ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით;
ღ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად,
ადგილობრივ/საერთაშორისო გაზეთში/გამოცემაში/ინტერნეტ-რესურსში გამოქვეყნებასთან
დაკავშირებულ შესყიდვაზე, აგრეთვე, სამეცნიერო ნაშრომის ადგილობრივ/საერთაშორისო
სამეცნიერო გაზეთში/გამოცემაში/ინტერნეტ-რესურსში გამოქვეყნებაზე;
ყ) თანამშრომელთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებასთან, ტრენინგებსა და
სერტიფიცირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ შესყიდვებზე;
შ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს
პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების
საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად,
აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიის
სარეზერვო
ფონდებიდან
გამოყოფილი
თანხებით
განსახორციელებელ შესყიდვებზე;
ჩ) საგანმანათლებლო-სამეცნიერო, საბიბლიოთეკო და ცოდნის სხვა რესურსებთან,
ელექტრონულ
სერვისებთან,
ლიტერატურასთან
(ბეჭდური,
ელექტრონულ
ან
აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებული და სხვა), ელექტრონულ გამოწერებთან
მიღწევადობის მიზნით განსახორციელებელ შესყიდვებზე. აღნიშნული ქვეპუნქტის
მოქმედება არ ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შესყიდვაზე;
ც) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო
საიდუმლოებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული
შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა;
ძ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 191 მუხლითა და
„ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9-მე-10 პუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებზე, აგრეთვე, სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ,
კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების აღსასრულებლად განსახორციელებელ
ფარულ/საკონტროლო შესყიდვაზე;
წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ, არარეზიდენტი დაწესებულებისგან/საერთაშორისო ორგანიზაციისგან საერთაშორისო
აკრედიტაციის/ავტორიზაციის/გარე
შეფასების
მოპოვების
მიზნით
მომსახურების
შესყიდვაზე;
ჭ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამისი
მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, მათ შორის, ვაუჩერის გამოყენებით სამედიცინო
მომსახურების ან პირადი დაზღვევის შესყიდვაზე, აგრეთვე, ვაუჩერის განაღდებისა და
განაღდებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე;
ხ) სოციალური რეკლამის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ვებგვერდითა
და სოციალური ქსელით, გავრცელებასთან დაკავშირებულ საჯარო შესყიდვებზე (გარდა
ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან დაკავშირებული შესყიდვისა, რომელიც
ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
661 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობებით);
ჯ) საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან და საერთაშორისო ღონისძიებებში
მონაწილეობის საწევრო/სარეგისტრაციო გადასახადების გადახდასთან დაკავშირებულ
შესყიდვებზე;
ჰ) საექსპერტო მომსახურების საჯარო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა
ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე-147-ე
მუხლების შესაბამისად;
ჰ1) ჰონორარის (გასამრჯელოს) მიღების სანაცვლოდ, შემსრულებლის მიერ მეცნიერების,
ლიტერატურის ან/და ხელოვნების ნაწარმოების შესრულების შესყიდვაზე;
ჰ2) უცხო სახელმწიფოში, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დაცვის მიზნით,
საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის გამოყენების
პროცესში, საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის
წინაშე, აგრეთვე, უცხო სახელმწიფოს სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ
ორგანოში, საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან ინსტიტუციაში, მოწმის,
ექსპერტის ან/და თარჯიმნის მონაწილეობასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე;
ჰ3) ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების
შესყიდვაზე, მათი შემდგომი რეალიზაციით მოგების მიზნით, აგრეთვე, იმავე მიზნით,
ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების ან/და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების
რეალიზაციასთან
ან/და
გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან
დაკავშირებული
მომსახურების შესყიდვაზე;
ჰ4) ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე ან/და ბუნებრივი გაზის დერივატივებით
განხორციელებულ/განსახორციელებელ ოპერაციებზე, აგრეთვე, მათთან დაკავშირებული
მომსახურების შესყიდვაზე;
ჰ5) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის,
წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს მიერ, საზღვარგარეთ ეკონომიკური საქმიანობის
ფარგლებში, მოგების მიზნით განსახორციელებელ შესყიდვაზე.
მუხლი 10. საჯარო სექტორში შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული
გამონაკლისები
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რომელსაც
შემსყიდველი ორგანიზაცია აფორმებს კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, იმ
შემთხვევაში, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია მარტო ან სხვა შემსყიდველ ორგანიზაციასთან ერთად სრულად
აკონტროლებს ამ იურიდიულ პირს. სრული კონტროლი ნიშნავს ამ იურიდიული პირის,
როგორც სტრატეგიულ მიზნებზე, ასევე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გადამწყვეტი
გავლენის მოხდენას, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო
კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების,
მიზანშეწონილობის,
ეფექტიანობისა
და
საფინანსო-ეკონომიკური
საქმიანობის
ზედამხედველობას. ასეთი კონტროლი შესაძლოა, ასევე, განხორციელდეს სხვა იურიდიული
პირის მიერ, რომელიც თვითონაც ასეთივე გზით კონტროლდება შემსყიდველი
ორგანიზაციის ან შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ;
ბ) ამ იურიდიული პირის საქმიანობის 80%-ზე მეტს წარმოადგენს იმ დავალებ(ებ)ის
შესრულება, რომელიც/რომლებიც მას დააკისრა ან დააკისრეს მაკონტროლებელმა
შემსყიდველმა ორგანიზაციამ ან მაკონტროლებელმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ან
ასეთი
შემსყიდველი
ორგანიზაციის/შემსყიდველი
ორგანიზაციების
მიერ
კონტროლირებულმა სხვა იურიდიულმა პირმა/სხვა იურიდიულმა პირებმა. ამ ქვეპუნქტში
მითითებული
პროცენტული
მაჩვენებლის
დადგენაზე
უფლებამოსილი
ორგანო/უფლებამოსილი
ორგანო(ებ)ი
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
სამართლებრივი აქტით;
გ) არ არსებობს კერძო კაპიტალის პირდაპირი თანამონაწილეობა ამ იურიდიული პირის
საქმიანობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, ასევე, ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლირებული იურიდიული პირი,
რომელიც არის შემსყიდველი ორგანიზაცია, შესყიდვის ხელშეკრულებას დებს მის
მაკონტროლებელ შემსყიდველ ორგანიზაციასთან ან სხვა იურიდიულ პირთან, რომელსაც
სრულად აკონტროლებს იგივე შემსყიდველი ორგანიზაცია, იმ პირობით, რომ არ არსებობს
კერძო კაპიტალის პირდაპირი თანამონაწილეობა იმ იურიდიული პირის საქმიანობაში,
რომელთანაც იდება შესყიდვის ხელშეკრულება.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შესყიდვის იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც დაიდო
ორ და მეტ შემსყიდველ ორგანიზაციას შორის, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი
პირობები:
ა) მონაწილე შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის ყალიბდება ან ხორციელდება
თანამშრომლობა, მათი საჯარო უფლებამოსილების ერთობლივად განხორციელების მიზნით;
ბ) ასეთი თანამშრომლობის განხორციელებისას საჯარო ინტერესი ერთადერთი
სახელმძღვანელო პრინციპია;
გ) მონაწილე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, თანამშრომლობის ფარგლებში,
განხორციელებული საქმიანობის წილი ღია ბაზარზე 20%-ზე ნაკლებია. აღნიშნული წილის
განსაზღვრაზე
უფლებამოსილი
ორგანო/უფლებამოსილი
ორგანო(ებ)ი
დგინდება
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11. ნებაყოფლობით დაქვემდებარება
მიუხედავად ამ თავით განსაზღვრული გამონაკლისებისა, შემსყიდველ ორგანიზაციას
უფლება აქვს, ნებაყოფლობით დაუქვემდებაროს ამ თავით გათვალისწინებული შესყიდვები
ამ კანონის მოქმედებას. ასეთ შემთხვევაში, შესაბამის შესყიდვაზე სრულად გავრცელდება ამ
კანონით დადგენილი მოთხოვნები.
თავი III. საჯარო შესყიდვის მონაწილეები
მუხლი 12. საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საჯარო შესყიდვა, შეარჩიოს ეკონომიკური ოპერატორი და დადოს მასთან
შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული
აქტებით დადგენილი წესით;
ბ) საჯარო შესყიდვის განხორციელების მიზნით შეარჩიოს საჯარო შესყიდვის შესაბამისი
პროცედურა და მისი ჩატარების მეთოდი ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით
დადგენილი წესით;
გ) მოითხოვოს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული
უფლებების დაცვა;
დ) მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩო შეთანხმებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ე) შეწყვიტოს საჯარო შესყიდვის ხელშეკრულება, თუ მისთვის ცნობილი გახდება ამ კანონის
21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის/შემთხვევის
არსებობის შესახებ, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებში;
ვ) მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად, მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს
სოციალური, გარემოსდაცვითი და შრომითსამართლებრივი ნორმების დაცვა.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;
ბ) შეასრულოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
3. საჯარო შესყიდვის ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების
დაცვით,
ასევე,
მისი
ეფექტიანად
და
რაციონალურად
განხორციელებისთვის
პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.
4. ეკონომიკური ოპერატორი უფლებამოსილია:
ა) დაუბრკოლებლად მიიღოს მონაწილეობა საჯარო შესყიდვის პროცედურებში ამ კანონით
დადგენილი წესით;
ბ) მოითხოვოს ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული
უფლებების დაცვა;
გ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩო შეთანხმებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
5. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;
ბ) შეასრულოს შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ
შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი სოციალური,
გარემოსდაცვითი და შრომითსამართლებრივი ნორმები.
მუხლი 13. ინტერესთა კონფლიქტი
1. საჯარო შესყიდვის განხორციელებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია,
განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება ინტერესთა კონფლიქტის ეფექტური
პრევენციის, იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით.
2. ინტერესთა კონფლიქტი მოიცავს ნებისმიერ ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსყიდველ
ორგანიზაციაში ან/და ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირს, რომელიც მონაწილეობას
იღებს კონკრეტული საჯარო შესყიდვის განხორციელებაში, მოქმედებს შემსყიდველი
ორგანიზაციის სახელით ან/და შეუძლია გავლენის მოხდენა შესყიდვის პროცედურების
შედეგზე, აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი, ფინანსური ან სხვა პერსონალური ინტერესი,
რამაც, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მის
მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.
3. კონკრეტული საჯარო შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის
ან/და მისი აპარატის წევრს, ექსპერტს, კონსულტანტს, შესყიდვის ხელშეკრულების
შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირსა და შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა
უფლებამოსილ პირს, რომელიც ჩართულია საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ
საქმიანობაში, აგრეთვე, ექმნება ინტერესთა კონფლიქტი, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი
ერთი ან რამდენიმე გარემოება:
ა) იგი ან მისი ნათესავი არის ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელი, წილის მფლობელი,
მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აგრეთვე, იყო ეკონომიკური
ოპერატორის ხელმძღვანელი, წილის მფლობელი, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო
საბჭოს წევრი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში;
ბ) იგი არის ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელის, წილის მფლობელის, მმართველი
ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ნათესავი;
გ) იგი ან მისი ნათესავი არის ეკონომიკური ოპერატორის, ეკონომიკური ოპერატორის
ხელმძღვანელის, წილის მფლობელის, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს
წევრის წარმომადგენელი;
დ) იგი არის ეკონომიკური ოპერატორის, ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელის, წილის
მფლობელის, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის წარმომადგენლის
ნათესავი;
ე) იგი ეკონომიკურ ოპერატორთან, ეკონომიკური ოპერატორის წარმომადგენელთან,
ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელთან, წილის მფლობელთან, მმართველი ორგანოს ან
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ერთად არის სხვა ეკონომიკური ოპერატორის წილის
მფლობელი, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ვ) იგი ეკონომიკურ ოპერატორთან, ეკონომიკური ოპერატორის წარმომადგენელთან,
ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელთან, წილის მფლობელთან, მმართველი ორგანოს ან
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სხვა
ეკონომიკურ ოპერატორს;
ზ) იგი თანამდებობრივად ექვემდებარება ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელს, წილის
მფლობელს, წევრს, მმართველ ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მათ
წარმომადგენელს ან, პირიქით, აღნიშნული პირები ექვემდებარებიან მას;
თ) იგი, გარდა ამ პუნქტში ჩამოთვლილი ხერხებისა, სხვა გზით პირდაპირ ან ირიბად
აკონტროლებს ეკონომიკურ ოპერატორს;
ი) იგი, როგორც ფიზიკური პირი, თავადაა პრეტენდენტი/კანდიდატი შესყიდვის
პროცედურაში.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის, ნათესავად ჩაითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის
მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული პირი, ხოლო კონტროლი განიმარტება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
5. ინტერესთა კონფლიქტის პირობები, ეკონომიკურ ოპერატორთან ერთად, აგრეთვე,
ვრცელდება ქვეკონტრაქტორისა და იმ სხვა ეკონომიკური ოპერატორის მიმართაც, რომლის
შესაძლებლობებსაც იყენებს ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის
შესაბამისად.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით
დადგენილი წესით, ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია კონკრეტული
შესყიდვის განხორციელებისას, შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის ან/და მისი აპარატის
წევრის, ექსპერტის, კონსულტანტის, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე
პასუხისმგებელი პირისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული
შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირის შესახებ. ამ მუხლის მე-2-მე-5
პუნქტებში ჩამოთვლილი პირები ვალდებულნი არიან, ხელწერილით დაადასტურონ
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა. ხელწერილს შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე,
ეკონომიკური ოპერატორი, აქვეყნებს/ტვირთავს ელექტრონულ სისტემაში სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული შემსყიდველ ორგანიზაციაში
დასაქმებული პირი, შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის ან/და მისი აპარატის წევრი, ექსპერტი,
შესყიდვის ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი ან/და საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა
უფლებამოსილი პირი, რომელსაც ექმნება ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია,
დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილება და აღარ მიიღოს მონაწილეობა შესაბამის საჯარო
შესყიდვაში.
8. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დააყენოს ამ მუხლში მითითებული პირის
აცილების საკითხი, თუ ამ უკანასკნელს ექმნება ინტერესთა კონფლიქტი. შესყიდვების
კომიტეტის/ჟიურის წევრის აცილების საკითხს წყვეტს შესყიდვების კომიტეტი/ჟიური ამ
პირის მონაწილეობს გარეშე, ხოლო შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის მთლიანი
შემადგენლობის, შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის აპარატის წევრის, შესყიდვების
კომიტეტის მუშაობაში ჩართული ექსპერტისა და კონსულტანტის აცილების საკითხს –
შესყიდვების კომიტეტი/ჟიური. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, მოწვეული ექსპერტის ან
კონსულტანტის, რომელიც არ არის ჩართული შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის
საქმიანობაში, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი
პირის ან საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი
ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირის აცილების საკითხს წყვეტს შემსყიდველი
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.
9. შესყიდვების მთელი კომიტეტის/ჟიურის ან წევრთა იმ რაოდენობის აცილების ან
თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს
ხდის ამ კომიტეტს/ჟიურის, იქმნება ახალი შესყიდვების კომიტეტი/ჟიური. შესყიდვების
კომიტეტის/ჟიურის აპარატის ერთადერთი ან ყველა წევრის აცილების ან თვითაცილების
შემთხვევაში, იქმნება შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის ახალი აპარატი. ექსპერტის,
კონსულტანტის, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი
პირის ან საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი
ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირის, აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში,
განისაზღვრება, შესაბამისად, ახალი პირი.
10. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის, აგრეთვე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ
ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის დეტალური წესი და პირობები
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 14. შესყიდვების კომიტეტი
1. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვის ობიექტის
თავისებურების გათვალისწინებით, საჯარო შესყიდვა (გარდა კონკურსისა და წინასწარი
გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც
შესყიდვების კომიტეტის მიერ, ასევე, შესყიდვების კომიტეტის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა,
თუ საქონლის ან/და მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000
ლარს ან შესყიდვის ობიექტია სამუშაო, რა დროსაც დაუშვებელია საჯარო შესყიდვის
ჩატარება კომიტეტის გარეშე. შესყიდვების კომიტეტი მოქმედებს შემსყიდველი
ორგანიზაციის სახელით.
2. თუ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იღებს საჯარო შესყიდვის შესყიდვების
კომიტეტის მიერ ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი ქმნის შესყიდვების კომიტეტს.
შესყიდვის განხორცილების მიზნით, შესყიდვების კომიტეტი შეიძლება შეიქმნას
კონკრეტული შესყიდვის, კონკრეტული ტიპის შესყიდვის ან ზოგადად, განსაზღვრული ან
განუსაზღვრელი ვადით. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესყიდვების კომიტეტის
კონკრეტული ან კონკრეტული ტიპის შესყიდვებისთვის შექმნას, კომიტეტის წევრთა
სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
3. შესყიდვების კომიტეტის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი და განისაზღვროს
არანაკლებ 3 და არაუმეტეს 9 წევრით. შესყიდვების კომიტეტის შემადგენლობაში
შესაძლებელია შევიდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე ან/და
შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან/და მისი
მოადგილე. შესყიდვების კომიტეტში შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლის
შეყვანა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში მითითებულ პირთა რაოდენობა
არასაკმარისია.
4. შესყიდვების კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის მუშაობაში ექსპერტებად და
კონსულტანტებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. შესყიდვების კომიტეტს თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან
მის მიერ დანიშნული პირი.
6. შესყიდვების კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
და აფორმებს მას სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს გადაწყვეტილების მიღების
პროცესში მონაწილე ყველა წევრი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია
თავმჯდომარის ხმა. სხდომის ოქმში უნდა აისახოს შესყიდვების კომიტეტის ნებისმიერი
გადაწყვეტილება.
დაუშვებელია,
შესყიდვის
პროცესში
შემსყიდველი
ორგანიზაცია/შესყიდვების კომიტეტი დაეყრდნოს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ
ყოფილა მითითებული შესაბამის სხდომის ოქმში. შესყიდვების კომიტეტის წევრი, რომელიც
არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს განსხვავებულ პოზიციას,
რომელიც თან უნდა დაერთოს სხდომის ოქმს.
7. შესყიდვების კომიტეტის სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს:
ა) შესყიდვების კომიტეტის დასახელებას;
ბ) სხდომის თარიღსა და ადგილს;
გ) შესყიდვების კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობას (მათ შორის, დათქმას იმ
წევრზე, რომელიც არ ესწრება სხდომას);
დ) განხილვის საგანს;
ე) შესყიდვების კომიტეტის მსჯელობას;
ვ) მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრებას;
ზ) იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს და მის შესაბამის ნორმას,
რომელსაც ეყრდნობა შესყიდვების კომიტეტი;
თ) კენჭისყრის შედეგებს;
ი) მიღებულ გადაწყვეტილებას.
8. სხდომის ოქმი ხელმოწერისთანავე უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში,
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით. შესყიდვის პირობების
დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი ელექტრონულ სისტემაში ქვეყნდება შესყიდვის
პირობებთან ერთად. სხდომის ოქმის სისტემაში ატვირთვა ითვლება მის ოფიციალურ
გაცნობად.
9. შესყიდვების კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობის მიზნით,
შესყიდვების კომიტეტთან ერთად იქმნება მისი აპარატი, რომელიც, როგორც წესი,
კომპლექტდება ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში ან
იმავე პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირ(ებ)ისგან. ამასთან,
აპარატის, სულ მცირე, ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ამ პუნქტში მითითებულ სტრუქტურულ
ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმებული პირი. შესყიდვების კომიტეტის აპარატს
ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე.
10. თუ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით საჯარო შესყიდვა
არ ტარდება შესყიდვების კომიტეტის მიერ, საჯარო შესყიდვის პროცედურებს, ამ კანონით
დადგენილი წესების დაცვით, წარმართავს შემსყიდველი ორგანიზაციის საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებული ერთეული ან თანამდებობის პირი, ხოლო გადაწყვეტილებას
იღებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან მის მიერ განსაზღვრული
შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე. ასეთ შემთხვევაში, საჯარო
შესყიდვის პროცედურები ტარდება და გადაწყვეტილებები მიიღება ამ კანონის შესაბამისად,
ამ მუხლით, შესყიდვების კომიტეტისთვის დადგენილი წესების გათვალისწინებით.
მუხლი 15. შემსყიდველი ორგანიზაციის საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ერთეული ან
თანამდებობის პირი
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაწესებულების სტრუქტურაში ან საშტატო
ნუსხაში
განსაზღვროს
საჯარო
შესყიდვებთან
დაკავშირებული
საქმიანობის
განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ან თანამდებობის პირი
(თანამშრომელი).
მუხლი 16. საჯარო შესყიდვის სპეციალისტთა სერტიფიცირება
1. ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული
პირი/პირები, რომელიც უშუალოდ ჩართული/ჩართულნი არიან საჯარო შესყიდვებთან
დაკავშირებულ საქმიანობაში, უნდა ფლობდეს/ფლობდნენ საჯარო შესყიდვის სპეციალისტის
სერტიფიკატს (შემდგომში ამ მუხლში – სერტიფიკატი).
2. სერტიფიკატს სერტიფიცირების საფუძველზე გასცემს სააგენტო. სერტიფიცირება ტარდება
სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად, წელიწადში არანაკლებ ორჯერ.
3. სერტიფიცირებაზე დაიშვება უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიანი
მოქალაქე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) მას შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის ჩამორთმეული აქვს
სერტიფიკატი და მისი ჩამორთმევიდან არ არის გასული 1 წელი;
ბ) ნასამართლევია ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი
დანაშაულის ჩადენისთვის.
4. სერტიფიცირებისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. სერტიფიცირებისთვის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს
სერტიფიცირებისთვის
მოსამზადებელი
კურსი
(სერტიფიცირების
პროგრამა).
სერტიფიცირების პროგრამის გავლისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობა და
გადახდის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. სერტიფიცირების
პროგრამის გავლა სერტიფიკატის აღების მიზნით სავალდებულო არ არის.
6. სერტიფიკატი უვადოა, თუ პირი დასაქმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ თანამდებობაზე. სერტიფიკატი უქმდება, თუ სერტიფიკატის მფლობელი:
ა) სერტიფიკატის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში არ დასაქმდება ამ მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე;
ბ) გათავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობიდან
და 2 წლის განმავლობაში არ დაიკავებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
თანამდებობას;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ იქნება
ცნობილი ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დანაშაულის
ჩადენაში;
დ) სისტემატიურად ან უხეშად დაარღვევს შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსს.
7. სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს სააგენტო.
8. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს
სერტიფიკატის მფლობელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმების ან თანამდებობიდან
გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლის წარმოშობის
შესახებ, თუ მისთვის ცნობილი გახდა ასეთი ინფორმაცია.
9. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
უფლებამოსილი ორგანოსგან, სერტიფიკატის მფლობელის შესახებ გამოითხოვოს ნებისმიერი
ინფორმაცია, რაც აუცილებელია სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლის არსებობის
დასადგენად, პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემების შემცველი ინფორმაციის ჩათვლით.
10. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
სერტიფიკატი უქმდება ავტომატურად, შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან. ამ მუხლის მე-6 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სერტიფიკატის გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო
ვალდებულია, უზრუნველყოს სერტიფიკატის მფლობელის მონაწილეობა ადმინისტრაციულ
წარმოებაში. სერტიფიკატის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრის წარმოების, სერტიფიცირებისა და
სერტიფიცირების პროგრამის ჩატარების, აგრეთვე, სერტიფიკატის გაცემისა და გაუქმების
წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
12. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობებსა
და
საკონსულო
დაწესებულებებზე,
ასევე,
შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებულ ფილიალზე, წარმომადგენლობაზე,
შვილობილ საწარმოზე, აგრეთვე, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,
საქართველოს
დაზვერვის
სამსახურისა
და
საქართველოს
პროკურატურის
წარმომადგენლებზე.
მუხლი 17. შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი
1. ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში ან
თანამდებობაზე დასაქმებული პირები და შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი
პირები, რომლებიც ჩართულნი არიან საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში,
ვალდებულნი არიან, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით საკუთარი უფლებამოსილებების
განხორციელებისას დაიცვან შემსყიდველი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი (შემდგომში ამ
მუხლში – ეთიკის კოდექსი).
2. ეთიკის კოდექსი მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3. ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
4. ეთიკის კოდექსის სისტემატური ან უხეში დარღვევა იწვევს საჯარო შესყიდვის
სპეციალისტის სერტიფიკატის გაუქმებას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი
წესით.
მუხლი 18. ტრენინგები და სემინარები საჯარო შესყიდვების სფეროში
1.
სააგენტო
უფლებამოსილია,
საჯარო
შესყიდვების
სფეროში
შემსყიდველი
ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისთვისა და სხვა დაინტერესებული
პირებისთვის ჩაატაროს ტრენინგები და სემინარები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტო
უფლებამოსილია, დააწესოს ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის საფასური.
3. ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 19. ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის უფლებამოსილი უარი თქვას ეკონომიკური
ოპერატორის წინადადებაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ აქვს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული სამართლებრივი ფორმა, მაგრამ
შეუძლია საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მისი
ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველ ორგანიზაციას არ
შეუძლია, აგრეთვე, შეზღუდოს საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა საქართველოს
ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე მითითებით.
2. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს მხოლოდ
ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია, შესყიდვის პირობების
შესაბამისად, შერჩევა-შეფასებისთვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესყიდვის
ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადების მიზნით.
3. განაცხადის/წინადადების წარდგენა შეუძლია, როგორც ეკონომიკურ ოპერატორს, ასევე,
ეკონომიკური ოპერატორების ჯგუფს. შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია
განაცხადის/წინადადების წარდგენის წინაპირობად ამ ჯგუფებს მოსთხოვოს კონკრეტული
სამართლებრივი ფორმით ორგანიზება. ამასთან, ჯგუფი ვალდებულია, აკმაყოფილებდეს
სააგენტოს
თავმჯდომარის
ბრძანებით
განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებულ
ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფს შეიძლება მოეთხოვოს კონკრეტული სამართლებრივი
ფორმის მიღება, თუ ეს აუცილებელია შესყიდვის ხელშეკრულების ჯეროვნად
შესასრულებლად, რაც უნდა დასაბუთდეს შესყიდვის პირობებში. ამ ვალდებულების
შეუსრულებლობა გამოიწვევს ეკონომიკურ ოპერატორთა ჯგუფის დისკვალიფიკაციას,
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. თუ ეკონომიკური ოპერატორი, მისი თანამშრომელი ან განაცხადში/წინადადებაში
მითითებული პირი მონაწილეობდა შესაბამისი შესყიდვის ნებისმიერ წინამორბედ ეტაპზე ან
შესყიდვის პირობების შემუშავებაში, ეკონომიკურ ოპერატორს არ აქვს უფლება, მონაწილეობა
მიიღოს ამავე პროექტის შემდგომ ეტაპებზე, თუ აღნიშნული პირობებით ეკონომიკურ
ოპერატორს სხვა ეკონომიკურ ოპერატორებთან შედარებით ენიჭება უპირატესობა, რითაც
შეიზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული გარემოების
დადგენისთანავე, იღებს სათანადო ზომებს, რათა ასეთი ეკონომიკური ოპერატორის
მონაწილეობით არ დაირღვეს კონკურენცია. სათანადო ზომები მოიცავს სხვა ეკონომიკურ
ოპერატორებთან იმ ინფორმაციის გაცვლას, რომელიც გამომდინარეობს ამ ეკონომიკური
ოპერატორის შესყიდვის პროცედურების მომზადებაში მონაწილეობიდან, ასევე,
განაცხადების/წინადადებების მიღებისთვის ადეკვატური ვადის დადგენას. ამ მუხლის მე-4
პუნქტში მითითებული ეკონომიკური ოპერატორი შესყიდვების პროცედურიდან
დისკვალიფიცირებულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სხვა საშუალება
თანასწორი მოპყრობის პრინციპის უზრუნველსაყოფად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორის
დისკვალიფიკაციამდე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მისცეს მას საშუალება,
წარადგინოს მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი არ ფლობს უპირატესობას
აღნიშნულ შესყიდვის პროცედურაში, რაც გავლენას მოახდენდა თანასწორი მოპყრობის
პრინციპზე.
მუხლი 20. ქვეკონტრაქტორი
1. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ოპერატორი აპირებს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენებას,
იგი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადის/წინადადების წარდგენის ეტაპზე
მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, თუ ქვეკონტრაქტორ(ებ)მა უნდა
შეასრულოს/შეასრულონ:
ა) შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ს მაინც;
ბ) შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის კონკრეტული/მნიშვნელოვანი
ნაწილი, თუ ასეთი კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი განსაზღვრულია შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ შესყიდვის პირობებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი
ორგანიზაცია დისკვალიფიკაციის საფუძვლებს ამოწმებს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიმართაც.
თავდაპირველად წარდგენილი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში,
ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი
წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარადგინოს სხვა
ქვეკონტრაქტორ(ებ)ი, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის
შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნისას – წარადგინოს დაზუსტებული
ინფორმაცია. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის დაუზუსტებლობის (მათ შორის,
არასრულად დაზუსტების), დაზუსტების შემდეგ ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დისკვალიფიკაციის,
სხვა ქვეკონტრაქტორ(ებ)ის წარუდგენლობის ან/და სხვა ქვეკონტრაქტორ(ებ)ის წარდგენის
შემდეგ მისი/მათი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია
ეკონომიკურ ოპერატორს ანიჭებს დისკვალიფიკაციას, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით
დადგენილი წესით.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შესყიდვის
ხელშეკრულების შესრულების პასუხიმგებლობისგან. მიმწოდებელი თავად აგებს პასუხს
შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე.
4. თუ ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესაძლებლობებს, აგრეთვე
გამოიყენება ამ კანონის 63-ე მუხლი.
5. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია მოითხოვოს, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე
ვალდებულებები შეასრულოს მხოლოდ ეკონომიკურმა ოპერატორმა, რაც უნდა დასაბუთდეს
შესყიდვის პირობებში.
6. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს ამ
კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და შესყიდვის პირობებით განსაზღვრული
სავალდებულოდ წარსადგენი ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის ცვლილების ან/და დამატების
შესახებ.
7. ქვეკონტრაქტორის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 21. შავი სია
1. შავი სია არის სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრი,
რომელში რეგისტრირებულ ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება საჯარო შესყიდვის
პროცედურაში მონაწილეობა ამ მუხლით განსაზღვრული ვადითა და პირობებით. შავი სია და
მასში არსებული მონაცემები საჯაროა.
2. ეკონომიკური ოპერატორი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას ქვემოთ ჩამოთვლილი
ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში:
ა) ეკონომიკური ოპერატორი ან პირი, რომელიც არის მისი მმართველი ორგანოს ან
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ან რწმუნებული, ან პირი, რომელსაც აქვს უფლება
წარმოადგენდეს ეკონომიკურ ოპერატორს შვილობილი საწარმოების საქმიანობაში,
ნასამართლევია ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისთვის:
ა.ა) ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის
მიღება ან კომერციული მოსყიდვა;
ა.ბ) თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ფულის გათეთრება;
ა.გ) გადასახადისათვის თავის არიდება;
ა.დ) ტერორისტული აქტი, ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის
სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, ტერორისტული
საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ
საჯაროდ მოწოდება, ტერორიზმის მუქარა, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა
ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის;
ა.ე) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი),
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით
სარგებლობა;
ა.ვ) სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული, რომელიც არ არის
განსაზღვრული ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“-„ა.დ“ ქვეპუნქტებით;
ბ) სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით, დადასტურდა ეკონომიკური ოპერატორის მიერ შრომითი უფლებების
დარღვევა, როგორიცაა:
ბ.ა) აკრძალულ შემთხვევებში არასრულწლოვანთა დასაქმება;
ბ.ბ) დასაქმება ერთი ან მეტი პირისა, რომელიც/რომლებიც არ არის/არ არიან საქართველოს ან
ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეები, თუ ის/ისინი საქართველოს ან
ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება/იმყოფებიან უკანონოდ;
ბ.გ) პირის დასაქმება შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე,
როდესაც კანონმდებლობით არსებობს შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით
დადების ვალდებულება, აგრეთვე, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ამ პირის
შესახებ შესაბამისი დეკლარაციის წარუდგენლობა, რაც წარდგენილ უნდა იქნეს პირის მიერ
მუშაობის დაწყების შემთხვევაში;
გ) სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც აღარ
ექვემდებარება გასაჩივრებას (საბოლოოა ან/და გასულია გასაჩივრების ვადა), ეკონომიკური
ოპერატორი მიჩნეულ იქნა კონკურენციის წესების დამრღვევად, რაც გამოიხატა
კონკურენციის შემზღუდავი ხელშეკრულების დადებით, გადაწყვეტილების მიღებით ან
შეთანხმებულ ქმედებაში მონაწილეობით. ეს დებულება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში,
როდესაც ეკონომიკურმა ოპერატორმა გადაიხადა ჯარიმა, ან როდესაც უფლებამოსილმა
ორგანომ, კონკურენციის წესების დარღვევის გამოვლენის შემდგომ გაათავისუფლა
ეკონომიკური ოპერატორი ჯარიმისგან ან შეუმცირა ჯარიმა თანამშრომლობის წახალისების
პროგრამის ფარგლებში, ამასთან, ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღო სათანადო ზომები
კონკურენციის წესების დარღვევის პრევენციისათვის;
დ) შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილებით
დასტურდება საჯარო შესყიდვაში მონაწილეობისას ეკონომიკური ოპერატორის მიერ
არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა, როგორიცაა:
დ.ა) სხვა ეკონომიკურ ოპერატორთან მოლაპარაკება საჯარო შესყიდვის პროცედურაზე
ზეგავლენის მოხდენის ან/და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით;
დ.ბ) ამ კანონით, შესაბამისი ნორმატიული აქტით ან შესყიდვის პირობებით განსაზღვრული
მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, შესყიდვების პროცედურების მიმდინარეობისას
მცდარი ინფორმაციის განზრახ ან გაუფრთხილებლად წარდგენა;
დ.გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესისათვის ხელის
შეშლა, იმ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომლითაც მას გაუმართლებელი უპირატესობა
შეიძლება მიეღო საჯარო შესყიდვის პროცედურაში;
დ.დ) ამ კანონის მე-20, 63-ე და 68-ე მუხლებით განსაზღვრულ პირთა შესახებ, ამ კანონით,
შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და შესყიდვის პირობებით განსაზღვრული
სავალდებულოდ წარსადგენი ინფორმაციის წარუდგენლობა (გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და მცდარი ინფორმაციის წარდგენა.
ე) ეკონომიკური ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების
შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ამასთან, აუცილებელია, რომ
ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს
შეწყვეტილი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი ასევე ვრცელდება:
ა) თუ ეკონომიკური ოპერატორი წარმოადგენს გაერთიანებას – მის წევრებზე;
ბ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორებზე, რომელთა შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური
ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ იმავე მუხლის შესაბამისად
მოთხოვნილი იყო სოლიდარული პასუხისმგებლობა შესყიდვის ხელშეკრულების
შესრულებისთვის.
4. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ოპერატორი არის უცხოური საწარმო/მუდმივი
დაწესებულება/ფილიალი
(წარმომადგენლობა),
შავ
სიასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილება მიიღება ძირითადი საწარმოსა და გადაწყვეტილების მიღების დროისთვის
საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში
რეგისტრაციის ან გაფრთხილების პერიოდში დარეგისტრირებული მისი ყველა მუდმივი
დაწესებულების/ფილიალის (წარმომადგენლობის) მიმართ შავ სიაში რეგისტრაციის ან
გაფრთხილების დარჩენილი პერიოდით. საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა, ასევე, ეკრძალება
ყველა იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელშიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს უკავიათ იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული
თანამდებობები, აგრეთვე, იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის
მფლობელია შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი.
5. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი შავ სიაში რეგისტრირდება:
ა) 3 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვის უფრო
მეტი ვადა არაა გათვალისწინებული;
ბ) 2 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში;
გ) 1 წლის ვადით – ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას,
ეკონომიკურ ოპერატორს შავ სიაში დარეგისტრირებამდე შეიძლება მიეცეს გაფრთხილება,
რომელიც მოქმედებს 1 წლის განმავლობაში. გაფრთხილება გამოიყენება მხოლოდ ერთხელ,
იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში დარეგისტრირება გამოიწვევს
თანაზომიერების პრინციპის დარღვევას. გაფრთხილება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ
ეკონომიკურმა ოპერატორმა დაარღვია რამდენიმე შესყიდვის ხელშეკრულება, აგრეთვე, თუ
მას უკვე მიღებული აქვს გაფრთხილება. გაფრთხილება, რომელსაც გასული აქვს მოქმედების
ვადა, ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე გადაწყვეტილების
მიღებისას არ გაითვალისწინება.
7. ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია:
ა) არ დარეგისტრირდეს შავ სიაში თუ მისი შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად
დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების
პროპორციულობის პრინციპები;
ბ) არ დარეგისტრირდეს შავ სიაში ან ვადაზე ადრე იქნეს შავი სიიდან ამოღებული, თუ მას
შეუძლია დაადასტუროს, რომ მიუხედავად შავ სიაში რეგისტრაციის შესაბამისი საფუძვლის
არსებობისა, იმის მიხედვით, თუ შავ სიაში რეგისტრაციის რომელი საფუძველია სახეზე,
განახორციელა სათანადო ზომები საკუთარი სანდოობის დასადასტურებლად, კერძოდ:
ბ.ა) გადაიხადა დანაშაულის ჩადენით ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენით
გამოწვეული კომპენსაცია ან აიღო მისი გადახდის ვალდებულება;
ბ.ბ) წარადგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა შესაბამის
საგამოძიებო
ორგანოსთან
თანამშრომლობის
ფარგლებში
ამომწურავი
ინფორმაციის/განმარტების, ფაქტებისა და გარემოებების წარდგენის შესახებ;
ბ.გ) მიიღო ეფექტური ზომები, მათ შორის, მიიღო სათანადო ტექნიკური, ორგანიზაციული და
საკადრო ღონისძიებები, სამომავლოდ დანაშაულის ან სხვა გადაცდომის თავიდან
აცილებისთვის.
8. თუ ეკონომიკურ ოპერატორს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობა აეკრძალა
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით/განაჩენით, მას არ აქვს ამ
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობის უფლება
სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვის პერიოდში. ამ მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობის უფლება, ასევე, არ აქვს ეკონომიკურ
ოპერატორს, თუ ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველია ამ მუხლის
მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილება/განაჩენი.
9. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს, შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის
დასადგენად აუცილებელი, ეკონომიკური ოპერატორის ან სხვა პირის შესახებ საგადასახადო
საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემების შემცველი ინფორმაცია ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია.
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სააგენტო შავი
სიის ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. შავი
სიის წარმოების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 22. თეთრი სია
1. თეთრი სია არის სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრი,
რომელში
რეგისტრირებული
ეკონომიკური
ოპერატორი,
საჯარო
შესყიდვაში
მონაწილეობისას, ამ მუხლით განსაზღვრული ვადითა და პირობებით, სარგებლობს
გამარტივებული პროცედურებით. თეთრი სია და მასში არსებული მონაცემები საჯაროა.
2. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი ნებისმიერ საჯარო შესყიდვის
პროცედურაში:
ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, თავისუფლდება შემსყიდველი
ორგანიზაციისთვის
სააგენტოს
თავმჯდომარის
ბრძანებით
განსაზღვრული
სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის
ვალდებულებისაგან;
ბ) შესყიდვის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოთხოვნილ საბანკო გარანტიას
წარადგენს გარანტიის ნახევრის ოდენობით. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია
უფლებამოსილია, თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი სრულად
გაათავისუფლოს საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან;
გ) წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში წარადგენს წინასწარ გადასახდელი თანხის
ნახევრის ოდენობის საბანკო გარანტიას.
3. ეკონომიკური ოპერატორი თეთრ სიაში რეგისტრირდება 1 წლის ვადით. დასაშვებია თეთრ
სიაში განმეორებით რეგისტრაცია (თუ გასულია თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა), აგრეთვე,
თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება (თუ ჯერ არ არის გასული თეთრ სიაში
რეგისტრაციის ვადა).
4. თეთრ სიაში დარეგისტრირების მიზნით, განცხადების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ
ეკონომიკურ ოპერატორს, რომელიც აკმაყოფილებს თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის
დადგენილ მოთხოვნებს. დაუშვებელია, თეთრ სიაში დარეგისტრირდეს ისეთი ეკონომიკური
ოპერატორი, რომელიც დარეგისტრირებულია შავ სიაში, მიცემული აქვს გაფრთხილება ან
რომლის მიმართაც არსებობს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საფუძველი.
5. დაუშვებელია, საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წინაპირობად მოთხოვნილ იქნეს
ეკონომიკური ოპერატორის თეთრ სიაში რეგისტრაცია.
6. მოთხოვნები, რომელთაც თეთრ სიაში დარეგისტრირების ან რეგისტრაციის ვადის
გაგრძელების მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს ეკონომიკური ოპერატორი, აგრეთვე, თეთრ
სიაში ეკონომიკური ოპერატორის დარეგისტრირების ან მისთვის თეთრ სიაში რეგისტრაციის
ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენისა და ასეთი განცხადების განხილვის
პირობები და თეთრ სიაში რეგისტაციის გაუქმების წესი და საფუძვლები, აგრეთვე, თეთრ
სიაში რეგისტრაციის/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების
წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
7. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს, თეთრ სიაში რეგისტრაციის/რეგისტრაციის
ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადის განხილვის ან/და თეთრ სიაში რეგისტრაციის
გაუქმების საფუძვლის დასადგენად აუცილებელი, ეკონომიკური ოპერატორის ან ამ მუხლით
გათვალისწინებული სხვა პირის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური
მონაცემების შემცველი ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი –
ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია ამავე პუნქტში
მითითებული მიზნით.
თავი IV. სააგენტო
მუხლი 23. უფლებამოსილი ორგანო
1. ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლზე უფლებამოსილების მქონე
ორგანოა სააგენტო, რომელიც წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ დამოუკიდებელ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და სხვა
ნორმატიული აქტები.
3. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ამ კანონის შესრულებისთვის საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება
და დადგენილი წესით გამოცემა, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის
სრულყოფისთვისა და მისი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მისადაგებისთვის
მუშაობა;
ბ) საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა,
გაანალიზება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ საკითხის გადაწყვეტა
აღემატება მის კომპეტენციას – საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი წინადადების
წარდგენა;
გ) საჯარო შესყიდვის პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა, საჯარო შესყიდვის
პროცესის კანონიერებაზე ზედამხედველობა (გარდა საიდუმლო საჯარო შესყიდვებისა);
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო შესყიდვების სფეროში
ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
ე) შავი სიისა და თეთრი სიის წარმოება;
ვ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარი
გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განსახორციელებლად თანხმობის გაცემა;
ზ) ელექტრონული სისტემის სრულყოფა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა,
ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო(ებ)ის შექმნა;
თ) საჯარო შესყიდვების სფეროში სპეციალური სასწავლო პროგრამების მომზადება,
შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისთვისა და სხვა
დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების
ჩატარება;
ი) საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება, საჯარო შესყიდვის სპეციალისტის
სერტიფიკატის გაცემა და გაუქმება;
კ) საჯარო შესყიდვების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მეთოდური მითითებებისა და
რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრული სხვა
ფუნქციების შესრულება.
4. სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
6. სააგენტო თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს, რომელსაც ყოველი
მომდევნო წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ანგარიში
აგრეთვე ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.
7. საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების, ელექტრონული სისტემის
ფუნქციონირებისა და საჯარო შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის
უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, დაამუშაოს, მათ შორის, მიიღოს,
შეინახოს, გამოსცეს ან/და გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, პერსონალური
ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი და ინფორმაცია. ამავე
მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს საგადასახადო
საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
8. სააგენტოს მიერ გამოცემულ ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ძალაში შესვლისთვის, გამოქვეყნებისთვის, საჯაროდ გამოცხადებისა და ოფიციალური
გაცნობისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი
მოთხოვნები. ელექტრონული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის
სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნება ითვლება დაინტერესებული მხარისათვის აქტის
ოფიციალურ გაცნობად.
მუხლი 24. სააგენტოს თავმჯდომარე
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე 5 წლის ვადით
ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარედ ინიშნება ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე,
რომელსაც აქვს:
ა) სამართლის/საერთაშორისო სამართლის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის
ადმინისტრირების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის
გამოცდილება.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და დადგენილი წესით.
4. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს – ბრძანებას;
ბ)
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
გამოსცემს
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას;
გ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს,
დებს შრომით ხელშეკრულებას;
ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, ადგენს სააგენტოში არსებული თანამდებობებისთვის
სამუშაო აღწერილობასა და თანამშრომელთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ზ) ამტკიცებს სააგენტოში სტაჟირების გავლის წესს;
თ) განკარგავს სააგენტოს ასიგნებებს;
ი) წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ადგილობრივ
და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე, მესამე პირებთან ურთიერთობაში;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ
სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებს სააგენტოს
საქმიანობისთვის.
მუხლი 25. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტო ფინანსდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;
ბ) შესყიდვის პირობების გამოქვეყნებისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის
საფასურით;
გ) განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი გარანტიით;
დ) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებათა
გაწევიდან მიღებული შემოსავლით;
ე) საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირებისთვისა და სერტიფიცირების
პროგრამის გავლისთვის დაწესებული საფასურით;
ვ) საჯარო შესყიდვების სფეროში ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებისთვის დაწესებული
საფასურით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.
2. სააგენტოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს,
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰქონდეს ანგარიში
კომერციულ ბანკშიც.
თავი V. საჯარო შესყიდვის პროცედურები
მუხლი 26. საჯარო შესყიდვის პროცედურები
1. საჯარო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი პროცედურების გამოყენებით:
ა) ღია პროცედურა;
ბ) შეზღუდული პროცედურა;
გ) კონკურენტული დიალოგი;
დ) ინოვაციური პარტნიორობა;
ე) კონკურსი;
ვ) წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა;
ზ) წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა;
თ) საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში
მომსახურების შესყიდვის მიზნით.
2. საჯარო შესყიდვის პროცედურები, გარდა წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების
პროცედურისა, ხორციელდება ელექტრონული სისტემის გამოყენებით. ამასთან, წინასწარი
გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შესახებ ინფორმაცია ექვემდებარება
ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებას.
3. საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელების დეტალური წესი, ამ კანონისა და
ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით,
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ თავით განსაზღვრული საჯარო
შესყიდვის პროცედურების გამოყენების საფუძვლების რამდენიმე წინაპირობის
ერთდროულად არსებობისას, შეარჩიოს საჯარო შესყიდვის პროცედურა საკუთარი
შეხედულებისამებრ, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
სავალდებულოა კონკრეტული საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენება.
მუხლი 27. ღია პროცედურა
1. ღია პროცედურა ერთეტაპიანი პროცედურაა.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს საჯარო შესყიდვას და აქვეყნებს სრულყოფილ,
საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის შემცველ შესყიდვის პირობებს.
3. წინადადების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს. შემსყიდველ
ორგანიზაციას არ შეუძლია შეამციროს პრეტენდენტების რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის
შესაბამისად.
4. დაუშვებელია ღია პროცედურაში მოლაპარაკების გამართვა.
მუხლი 28. შეზღუდული პროცედურა
1. შეზღუდული პროცედურა ორეტაპიანი პროცედურაა.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია აცხადებს საჯარო შესყიდვას, განაცხადის წარსადგენად იწვევს
ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს და განსაზღვრავს წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას.
3. წარდგენილი განაცხადების მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ადგენს, არიან თუ არა
ეკონომიკური ოპერატორები სათანადოდ კვალიფიცირებულნი, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი
შესყიდვის პირობებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს და შერჩეულ კანდიდატებს
იწვევს წინადადებების წარსადგენად. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეამციროს
კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად.
4. დაუშვებელია შეზღუდულ პროცედურაში მოლაპარაკების გამართვა.
მუხლი 29. კონკურენტული დიალოგი
1. კონკურენტული დიალოგი ორეტაპიანი პროცედურაა.
2. კონკურენტული დიალოგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:
ა) საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად, თუ კმაყოფილდება ქვემოთ
ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმი:
ა.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები ვერ დაკმაყოფილდება ბაზარზე
ხელმისაწვდომი გადაწყვეტის გზების მისადაგების გარეშე;
ა.ბ) შესყიდვა მოიცავს დიზაინს ან ინოვაციურ გადაწყვეტას;
ა.გ) შესყიდვის ხელშეკრულება ვერ დაიდება წინასწარი მოლაპარაკების გარეშე მის
ბუნებასთან, სირთულესთან, სამართლებრივ და ფინანსურ სტრუქტურასთან ან რისკებთან
დაკავშირებული გარემოებების გამო;
ა.დ) შემსყიდველი ორგანიზაცია მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს სპეციფიკაციებს შესაბამის
სტანდარტზე მითითებით;
ბ) როდესაც საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ღია ან
შეზღუდული პროცედურები არ შედგება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს საჭიროებებსა და
მოთხოვნებს, აგრეთვე, საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებსა და ვადებს.
სავალდებულოა ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება.
4. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ეკონომიკურ ოპერატორს.
5. წარდგენილი განაცხადების მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ადგენს, არიან თუ არა
ეკონომიკური ოპერატორები სათანადოდ კვალიფიცირებულნი, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი
შესყიდვის პირობებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს და შერჩეულ კანდიდატებს
იწვევს კონკურენტულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. შემსყიდველ ორგანიზაციას
შეუძლია შეამციროს კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებთან იწყებს დიალოგს,
რომლის მიზანია შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებების მიღწევის საუკეთესო
საშუალების იდენტიფიცირება და განსაზღვრა. დიალოგის განმავლობაში შესაძლებელია
კონკრეტულ საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის (საკითხის) განხილვა.
7. დიალოგის განმავლობაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა მონაწილის მიმართ
უზრუნველყოფს თანაბარ მოპყრობას. მან არ უნდა მიაწოდოს მონაწილეებს ინფორმაცია
სხვადასხვა ფორმით, რათა ზოგიერთ მონაწილეს სხვებთან შედარებით არ მიენიჭოს
უპირატესობა.
შემსყიდველი
ორგანიზაცია
ვალდებულია,
კანდიდატის
მიერ
შემოთავაზებული გადაწყვეტის გზა ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია მისი თანხმობის
გარეშე არ გაანდოს სხვა კანდიდატს. ასეთი თანხმობა არ უნდა იყოს ზოგადი და უნდა
შეიცავდეს მითითებას კონკრეტულ ინფორმაციაზე.
8. კონკურენტული დიალოგი შესაძლებელია მოიცავდეს რამდენიმე თანმიმდევრულ ეტაპს,
რომლის მიზანია შემოთავაზებული გადაწყვეტის გზის/გზების შემცირება შესყიდვის
პირობებით დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების
გამოყენებით. შემოთავაზებული გადაწყვეტის გზის/გზების ეტაპობრივად შემცირება
დასაშვებია, თუ ასეთი შესაძლებლობა წინასწარაა მითითებული შესყიდვის პირობებში.
9. შემსყიდველი ორგანიზაცია დიალოგს აგრძელებს მანამ, სანამ მას არ შეეძლება
საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალების იდენტიფიცირება.
10. მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია დიალოგს დასრულებულად გამოაცხადებს და
აცნობებს ამას შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებს, იგი დიალოგის განმავლობაში
წარმოჩენილი და განსაზღვრული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალების საფუძველზე
სთხოვს მათ საბოლოო წინადადებების წარდგენას. აღნიშნული წინადადებები უნდა
შეიცავდეს ყველა ელემენტს, რომელიც მოთხოვნილია და საჭიროა პროექტის
შესასრულებლად. აღნიშნული წინადადებები შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს
შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით. ამასთანავე, ასეთი დაზუსტება ან დახვეწა არ
შეიძლება შეეხოს წინადადების ან შესყიდვის არსებით ნაწილს, მათ შორის, შესყიდვის
პირობებში განსაზღვრულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს, როდესაც ასეთმა ცვლილებებმა
შეიძლება შეზღუდოს კონკურენცია ან განაპირობოს დისკრიმინაცია.
11. შემსყიდველი ორგანიზაცია წინადადებებს აფასებს შესყიდვის პირობებში განსაზღვრული
საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
12. შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტი,
ხელშეკრულების საბოლოო პირობების განსაზღვრის მიზნით, შეიძლება მოწვეულ იქნეს
ფინანსური ვალდებულებებისა და წინადადებაში მითითებული სხვა პირობის
დასადასტურებლად, მხოლოდ იმ პირობით, რომ აღნიშნული არ გამოიწვევს წინადადების ან,
შესყიდვის პირობების არსებითი ასპექტების, მათ შორის, შესყიდვის პირობებში
განსაზღვრული საჭიროებებისა და მოთხოვნების ცვლილებას და კონკურენციის შეზღუდვას
ან დისკრიმინაციას.
მუხლი 30. ინოვაციური პარტნიორობა
1. ინოვაციური პარტნიორობა ორეტაპიანი პროცედურაა.
2. შესყიდვის პირობებში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიუთითოს ინოვაციური,
მათ შორის, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საქონლის, სამუშაოს ან/და
მომსახურების, მათ შორის, კვლევა-განვითარების საჭიროება, რომელიც ვერ იქნება
მიღწეული ეროვნულ ან საერთაშორისო ბაზარზე არსებული საქონლის, სამუშაოს ან/და
მომსახურების შესყიდვით. მან ასევე უნდა მიუთითოს, თუ შესყიდვის ობიექტის რომელი
ელემენტი განსაზღვრავს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს
ყველა წინადადებამ. მითითებული ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო, რათა ეკონომიკურმა
ოპერატორებმა შეძლონ შესყიდვის ბუნების, შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა და,
შესაბამისად, გადაწყვიტონ, წარადგინონ თუ არა განაცხადი შესყიდვის პროცედურაში
მონაწილეობის მისაღებად. ინოვაციური პარტნიორობის განხორციელების შემთხვევაში,
სავალდებულოა ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება.
3. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ეკონომიკურ ოპერატორს.
4. წარდგენილი განაცხადების მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ადგენს, არიან თუ არა
ეკონომიკური ოპერატორები სათანადოდ კვალიფიცირებულნი, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი
შესყიდვის პირობებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს და შერჩეულ კანდიდატებს
იწვევს ინოვაციურ პარტნიორობაში. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეამციროს
კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად.
5. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ინოვაციური პარტნიორობა
დაიწყოს ერთ ან რამდენიმე პარტნიორთან, რომლებიც კვლევისა და განვითარების
საქმიანობას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ახორციელებენ. ამ მიზნით, იგი
პარტნიორთან/პარტნიორებთან
აფორმებს
ინდივიდუალურ
ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს ინოვაციური პარტნიორობის შესახებ.
6. ინოვაციური პარტნიორობის მიზანია ინოვაციური საქონლის, მომსახურების ან/და
სამუშაოს შემუშავება/განვითარება და ასეთი საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოს
შესყიდვა, იმ პირობის დაცვით, რომ იგი აკმაყოფილებს შემსყიდველ ორგანიზაციასა და
მონაწილეებს შორის შეთანხმებულ ხარისხსა და მაქსიმალურ ღირებულებას.
7. ინოვაციური პარტნიორობა უნდა დაიგეგმოს თანმიმდევრული ფაზებით, რომლებიც
მისდევს კვლევის პროცესს და შეიძლება მოიცავდეს საქონლის წარმოებას, სამუშაოს
შესრულებას ან მომსახურების გაწევას. ინოვაციური პარტნიორობისას უნდა განისაზღვროს
ის შუალედური მიზნები, რომლებსაც უნდა მიაღწიონ პარტნიორებმა და ამ მიზნებზე
დაყრდნობით უნდა გამოიყოს შესაბამისი ნაწილის ანაზღაურება. ყოველი ფაზის
დასრულების შემდეგ, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეწყვიტოს ინოვაციური
პარტნიორობა ან, თუ ინოვაციური პარტნიორობა მიმდინარეობს რამდენიმე პარტნიორთან,
შეამციროს მათი რიცხვი ინდივიდუალური ხელშეკრულების/ხელშეკრულებების შეწყვეტის
გზით, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შესაძლებლობა და მისი გამოყენების წესი წინასწარაა
მითითებული შესყიდვის პირობებში.
8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაცია
მოლაპარაკებას აწარმოებს მხოლოდ პირველად და მოდიფიცირებულ წინადადებებთან
დაკავშირებით, მათი შემდგომი დახვეწის მიზნით, გარდა საბოლოო წინადადებებისა.
მინიმალური მოთხოვნები და საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები არ
შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი.
9. მოლაპარაკების განმავლობაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა პრეტენდენტის მიმართ
უზრუნველყოფს თანაბარ მოპყრობას. მან არ უნდა მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია
სხვადასხვა ფორმით, რათა ზოგიერთ პრეტენდენტს სხვებთან შედარებით არ მიენიჭოს
უპირატესობა. შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა პრეტენდენტს, გარდა ამ მუხლის მე-10
პუნქტის შესაბამისად შერჩეული პრეტენდენტებისა, წერილობით აცნობებს შესყიდვის
პირობებში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას. დაუშვებელია მინიმალური მოთხოვნების
ცვლილება. ცვლილების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტებს აძლევს
გონივრულ ვადას წინადადებების მოდიფიცირებისა და ხელახლა წარდგენისთვის.
10. მოლაპარაკება შესაძლებელია მოიცავდეს რამდენიმე თანმიმდევრულ ეტაპს, რომლის
მიზანია შესყიდვის პირობებით დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის
კრიტერიუმების გამოყენებით, იმ წინადადებების შემცირება, რომლებზეც უნდა წარიმართოს
მოლაპარაკება. წინადადებების ეტაპობრივად შემცირება დასაშვებია, თუ ასეთი
შესაძლებლობა წინასწარაა მითითებული შესყიდვის პირობებში.
11. კანდიდატების შერჩევისას, შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს კრიტერიუმებს,
რომლებიც ეხება კანდიდატების შესაძლებლობებს კვლევისა და განვითარების სფეროში,
ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში. მხოლოდ იმ ეკონომიკურ
ოპერატორებს, რომელთაც მოიწვევს შემყიდველი ორგანიზაცია შეფასების შედეგად,
შეუძლიათ წარადგინონ კვლევისა და ინოვაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს
დააკმაყოფილოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ისეთი საჭიროებები,
რომლებიც ვერ იქნება მიღწეული გადაწყვეტის არსებული გზებით.
12.
შესყიდვის
პირობებში
შემსყიდველმა
ორგანიზაციამ
უნდა
განსაზღვროს
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. თუ ინოვაციური
პარტნიორობა მიმდინარეობს რამდენიმე პარტნიორთან, შემსყიდველი ორგანიზაცია
ვალდებულია, პარტნიორის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტის გზა ან სხვა
კონფიდენციალური ინფორმაცია, მისი თანხმობის გარეშე, არ გაუნდოს სხვა პარტნიორებს.
ასეთი თანხმობა არ უნდა იყოს გენერალური და უნდა შეიცავდეს მითითებას კონკრეტულ
ინფორმაციაზე.
13. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ინოვაციური
პარტნიორობის სტრუქტურამ, კერძოდ, მისი ფაზების ხანგრძლივობამ და ღირებულებამ
გავლენა მოახდინოს შემოთავაზებული გადაწყვეტის გზის ინოვაციურობის ხარისხზე,
აგრეთვე, ინოვაციური გადაწყვეტის გზის კვლევისა და სხვა აქტივობების შედეგზე, რომელიც
ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ბაზარზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება პროპორციული
უნდა
იყოს
იმ
ინვესტიციისა,
რომელიც
საჭიროა
ინოვაციური
შედეგის
მისაღებად/განსავითარებლად.
მუხლი 31. კონკურსი
1. კონკურსი წარმოადგენს საჯარო შესყიდვის პროცედურას, რომლის მეშვეობითაც
შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეისყიდოს გეგმა ან დიზაინი, მათ შორის, ქალაქისა და
დასახლების დაგეგმარების, არქიტექტურულ და საინჟინრო ან მონაცემების დამუშავების
სფეროში.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეზღუდოს კონკურსის მონაწილეთა
რაოდენობა
შესყიდვის
პირობებში
წინასწარ
განსაზღვრული,
მკაფიო
და
არადისკრიმინაციული შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად. მოწვეულ კანდიდატთა
რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.
3. კონკურსს ატარებს სპეციალური ჟიური, რომელიც შედგება კონკურსის მონაწილეთაგან
დამოუკიდებელი პირებისგან. ჟიური მოქმედებს შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით. თუ
შემსყიდველი ორგანიზაცია კონკურსის მონაწილეთათვის განსაზღვრავს აუცილებელ
პროფესიულ კვალიფიკაციას, ჟიურის, სულ მცირე, მესამედი მაინც უნდა იყოს
დაკომპლექტებული იმავე ან ეკვივალენტური კვალიფიკაციის მქონე პირებისგან.
4. ჟიურის ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. საჭიროების შემთხვევაში,
შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ჟიურის საქმიანობის
ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას მისი აპარატიც. თუ ამ მუხლით სხვა რამ
არ არის დადგენილი, ჟიურიზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლით შესყიდვების
კომიტეტისთვის დადგენილი წესები.
5. ჟიური გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელია. იგი შეისწავლის კანდიდატების
მიერ წარდგენილ გეგმებსა და პროექტებს მხოლოდ შესყიდვის პირობებში განსაზღვრულ
კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
6. ჟიური აწარმოებს ანგარიშს, რომელშიც აღინიშნება პროექტების რანჟირება მათი
ღირებულებიდან გამომდინარე, აგრეთვე, შენიშვნები და საკითხები, რომლებიც საჭიროებს
დაზუსტებას. ანგარიშს ხელს აწერენ ჟიურის წევრები. ჟიურის მიერ გადაწყვეტილების
მიღებამდე დაცული უნდა იყოს ანონიმურობა.
7. ჟიური უფლებამოსილია, კითხვებზე პასუხის გასაცემად, მოიწვიოს კანდიდატები. ჟიური
ვალდებულია აწარმოოს სხდომის ოქმები.
მუხლი 32. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა
წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა ორეტაპიანი პროცედურაა.
აღნიშნული პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას, შესყიდვის
პირობების წინასწარი გამოქვეყნების შემდეგ, შესყიდვის პირობებით განსაზღვრული
საჭიროებების/მოთხოვნების, აგრეთვე, მის მიერ განსაზღვრული საუკეთესო წინადადების
გამოვლენის კრიტერიუმების შესაბამისად, შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებთან აწარმოოს
მოლაპარაკება. წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა შესაძლებელია
გამოყენებულ იქნეს:
ა) საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად, თუ კმაყოფილდება ქვემოთ
ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმი:
ა.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები ვერ დაკმაყოფილდება ბაზარზე
ხელმისაწვდომი გადაწყვეტის გზების მისადაგების გარეშე;
ა.ბ) შესყიდვა მოიცავს დიზაინს ან ინოვაციურ გადაწყვეტას;
ა.გ) შესყიდვის ხელშეკრულება ვერ დაიდება წინასწარი მოლაპარაკების გარეშე მის
ბუნებასთან, სირთულესთან, სამართლებრივ და ფინანსურ სტრუქტურასთან ან რისკებთან
დაკავშირებული გარემოებების გამო;
ა.დ) შემსყიდველი ორგანიზაცია მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს სპეციფიკაციებს შესაბამის
სტანდარტზე მითითებით;
ბ) როდესაც საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ღია ან
შეზღუდული პროცედურები არ შედგება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით.
მუხლი 33. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა
1. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას
აძლევს საშუალებას, საჯარო შესყიდვის გამოცხადების გარეშე გამართოს მოლაპარაკება
ეკონომიკურ ოპერატორ(ებ)თან შესყიდვის ხელშეკრულების დადების მიზნით. წინასწარი
გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა დაიშვება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) ღია ან შეზღუდული პროცედურა არ შედგა ან დასრულდა უარყოფითი შედეგით,
შემსყიდველი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და ვეღარ ესწრება
ხელახალი პროცედურის გამოცხადება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ არსებითად არ იცვლება შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები და
მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრული იყო ღია ან შეზღუდული პროცედურის შესყიდვის
პირობებში;
ბ) როდესაც საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამუშაოს შესრულება შეუძლია
მხოლოდ ერთ ეკონომიკურ ოპერატორს, ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების
არსებობის გამო:
ბ.ა) შესყიდვის მიზანია უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ან მხატვრული ნაწარმოების შექმნა
ან შესყიდვა;
ბ.ბ) ტექნიკური გარემოებების, მათ შორის, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური
მახასიათებლების გამო არ არსებობს კონკურენცია;
ბ.გ) აუცილებელია ექსკლუზიური უფლებების, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების
დაცვა.
გ) შემსყიდველი ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი და წინასწარ უცნობი მიზეზით
გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობის გამო, შეუძლებელია
სხვა შესყიდვის პროცედურის გამოყენება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობის გარემოება ხელოვნურად არ არის
გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ;
დ) საქონელი წარმოებულია მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის,
ექსპერიმენტის ან გამოკვლევის ჩასატარებლად ან განვითარებისთვის. ამ ქვეპუნქტის
ფარგლებში, დაუშვებელია დაიდოს ისეთი შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად
ისახავს საქონლის სერიულ წარმოებას, კომერციული რენტაბელურობის მიღწევას ან ამ
ქვეპუნქტში ჩამოთვლილი საქმიანობის ხარჯების ანაზღაურებას;
ე) თუ თავდაპირველი მიმწოდებლისგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან შესყიდვის ობიექტის
დამატებით შესყიდვა გამიზნულია თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის ან
მისი შემადგენელი კომპონენტის ნაწილობრივ ჩასანაცვლებლად ან ამ შესყიდვის ობიექტის ან
მისი შემადგებელი კომპონენტის დასამატებლად და როდესაც შესყიდვის ობიექტის სხვა
მიმწოდებლისგან შესყიდვა გამოიწვევს თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის
ხარისხის გაუარესებას, მათ შორის განსხვავებული ტექნიკური პარამეტრების მქონე
შესყიდვის ობიექტის შესყიდვას, რასაც შედეგად მოჰყვება შეუთავსებლობა ან
არაპროპორციული ტექნიკური სირთულეები შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციისას ან
მოვლა-შენახვისას. ასეთი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს,
ხოლო მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად დადებული
ხელშეკრულების ღირებულებას;
ვ) შესასრულებელია ან გასაწევია ახალი სამუშაო ან მომსახურება, რომელიც თავდაპირველი
მიმწოდებლისგან შესყიდული სამუშაოს ან მომსახურების იდენტურია. აუცილებელია, რომ
ასეთი სამუშაო ან მომსახურება შეესაბამებოდეს ძირითად სამუშაოს ან მომსახურებას,
რომლის შესასყიდადაც დაიდო თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულება. ძირითადი
სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვის პირობები უნდა ითვალისწინებდეს დამატებით
სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობას, აგრეთვე, წესებს, რომლის
შესაბამისადაც იქნება გამოყენებული ეს შესაძლებლობა. შემსყიდველი ორგანიზაცია
ვალდებულია, მონეტარული ზღვრების სწორად განსაზღვრის მიზნით, თავდაპირველი
შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას, გაითვალისწინოს დამატებითი
სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. ამ ქვეპუნქტის გამოყენება
დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 3
წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების
გაწევის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების
ღირებულებას;
ზ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვა;
თ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
რეფორმებისა
და
სწავლების
ცენტრი
(შემდგომში
−
სწავლების
ცენტრი)
საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,
ახორციელებს საჯარო შესყიდვებს;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახელმწიფო თეატრები, სახელმწიფო
ორკესტრები, მუსიკალური ცენტრები, სახელოვნებო სასწავლებლები ან ანსამბლები
ახორციელებენ სადადგმო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო საქონლისა და
მომსახურების შესყიდვას;
კ) ხორციელდება ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვა არარეზიდენტი ეკონომიკური
ოპერატორისგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ბაზარზე არ არსებობს
შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია ან ეს უკანასკნელი, ობიექტური მიზეზების
გამო, ვერ უზრუნველყოფს ლაბორატორიული მომსახურების გაწევას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“- „ბ.გ“ ქვეპუნქტების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ არ არსებობს სხვა, მიზანშეწონილი ალტერნატივა და კონკურენციის
არარსებობა ხელოვნურად არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურების
განსახორციელებლად შემსყიდველ ორგანიზაციას სჭირდება სააგენტოს თანხმობა.
შემსყიდველ ორგანიზაციას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით,
სააგენტოს თანხმობა სჭირდება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე
მოლაპარაკების პროცედურის განსახორციელებლად, თუ ამავე ქვეპუნქტით შესასყიდი
საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით
დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია. სააგენტოსთან შეთანხმების პროცესი
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით და წარიმართება ელექტრონული
სისტემის
მეშვეობით.
შემსყიდველი
ორგანიზაციის
მიმართვა
საჯაროა
და
უზრუნველყოფილია დაინტერესებული პირების მიერ პოზიციის დაფიქსირების
შესაძლებლობა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას, შემსყიდველი ორგანიზაციის
მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ შემსყიდველი
ორგანიზაციის მიმართვასთან დაკავშირებით გამოხატულ მოსაზრებებს. სააგენტოს
თანხმობის გაცემის შემდეგ, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში,
იმავე წესით, სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება ცვლილება წინასწარი გამოქვეყნების
გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შეთანხმებულ პირობებში.
4. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა, ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, აგრეთვე, შესაძლებელია გამოყენებულ
იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, თუ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ერთი
დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ჯამური
ღირებულება ნაკლებია:
ა) 10 000 ლარზე – საქონლის ან მომსახურების შემთხვევაში, ხოლო 20 000 ლარზე – სამუშაოს
შემთხვევაში;
ბ) ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე,
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულების, ასევე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული
ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს მიერ შესყიდვის განხორციელების
შემთხვევაში;
გ) 20 000 ლარზე – როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები, საქართველოს დაზვერვის სამსახური,
აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შეისყიდიან თავდაცვასთან,
სახელმწიფო უსაფრთხოებასთან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ
საქონელს ან მომსახურებას.
მუხლი 34. საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში
მომსახურების შესყიდვის მიზნით
1. სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში, მომსახურების შესყიდვის მიზნით,
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საჯარო შესყიდვის განსხვავებული პროცედურები,
რომლებიც განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო შესყიდვის პროცედურების განსაზღვრა
დასაშვებია მხოლოდ ისეთი მომსახურების მიმართ, რომელიც ექცევა შემდეგ CPV კოდებში:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური და სხვა დაკავშირებული მომსახურება – 75200000; 75231200;
75231240; 79611000; 79622000; 79624000 და 79625000 85000000-დან 85323000-ის ჩათვლით;
98133100, 98133000; 98200000; 98500000 და 98513000 98514000-ის ჩათვლით;
ბ) სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის დაცვისა და კულტურული
მომსახურების ადმინისტრირება:
ბ.ა) 85321000 და 85322000, 75000000, 75121000, 75122000, 75124000; 79995000-დან 79995200-ის
ჩათვლით; 80000000-დან 80660000-ის ჩათვლით; 92000000-დან 92700000-ის ჩათვლით;
ბ.ბ) 79950000, 79951000, 79952000, 79952100, 79953000, 79954000, 79955000, 79956000;
გ) სავალდებულო სოციალური დაცვის მომსახურება – 75300000;
დ) შემწეობა – 75310000, 75311000, 75312000, 75313000, 75313100, 75314000, 75320000, 75330000,
75340000;
ე) სხვა საზოგადოებრივი, სოციალური, პერსონალური მომსახურება, მათ შორის,
პროფესიული კავშირების, პოლიტიკური პარტიების, ახალგაზრდული გაერთიანებების და
სხვა წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურება – 98000000;
98120000; 98132000; 98133110 და 98130000;
ვ) რელიგიური მომსახურება – 98131000;
ზ) სასტუმროსა და რესტორნის მომსახურება:
ზ.ა) 55100000-55410000-ის ჩათვლით; 55521000-55521200-ის ჩათვლით (55521000, 55521100,
55521200);
ზ.ბ) 55520000, 55522000, 55523000, 55524000;
ზ.გ) 55510000, 55511000, 55512000, 55523100;
თ) იურიდიული მომსახურება (რომელიც არ არის გამორიცხული კანონის მოქმედების
სფეროდან ამ კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) 79100000-79140000-ის
ჩათვლით; აგრეთვე, 75231100;
ი) სხვა ადმინისტრაციული და საჯარო მომსახურება – 75100000-75120000-ის ჩათვლით;
75123000; 75125000-75131000-ის ჩათვლით;
კ) საზოგადოებრივი მომსახურება – 75200000- 75231000-ის ჩათვლით;
ლ) ციხეებთან, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან და სამაშველო ოპერაციებთან
დაკავშირებული მომსახურება – 75231210-75231230-ის ჩათვლით; 75240000-75252000-ის
ჩათვლით; 794300000; 98113100;
მ) საგამოძიებო და დაცვის მომსახურება – 79700000-79721000-ის ჩათვლით, 79722000,
79723000;
ნ) საერთაშორისო მომსახურება – 98900000; და 98910000;
ო) საფოსტო მომსახურება – 64000000, 64100000, 64110000, 64111000, 64112000, 64113000,
64114000, 64115000, 64116000, 64122000;
პ) სხვადასხვა მომსახურება – 50116510, 71550000.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო შესყიდვის პროცედურების
განსაზღვრისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საჯარო შესყიდვის პროცედურა უნდა უზრუნველყოფდეს ამ კანონის მე-2 მუხლით
გათვალისწინებული პრინციპების დაცვას;
ბ) დაუშვებელია წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის გამოყენება
სხვა საფუძვლებითა და წესით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ კანონის 33-ე მუხლით;
გ) საჯარო შესყიდვის პროცედურა უნდა გამოცხადდეს, შესყიდვის პირობები (რომელიც უნდა
შეიცავდეს ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას) უნდა გამოქვეყნდეს და საჯარო
შესყიდვის პროცედურები უნდა წარიმართოს ელექტრონული სისტემის გამოყენებით.
ამასთან, საჯარო შესყიდვის შედეგები და შესყიდვის ხელშეკრულებები/ჩარჩო შეთანხმებები
უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით;
დ) შესყიდვის პირობების დადგენისას, შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ
გაითვალისწინონ ისეთი საკითხები, როგორიცაა მომსახურების ხარისხი, უწყვეტობა,
ხელმისაწვდომობა და ყოვლისმომცველობა, სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელთა (მათ
შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მოწყვლადი ჯგუფები) საჭიროება,
მომხმარებელთა ჩართულობა და წახალისება, ინოვაცია. აგრეთვე, შესყიდვის პირობებით
შესაძლებელია დადგინდეს, რომ მომსახურების გამწევი შეირჩევა ფასისა და ხარისხის
საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმზე დაყრდნობით, რა დროსაც გათვალისწინებულ
იქნება სოციალური მომსახურებისათვის ხარისხისა და მდგრადობის კრიტერიუმები.
მუხლი 35. საჯარო შესყიდვის პროცედურების დარეზერვება
1. შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების
დაცვით, საჯარო შესყიდვის პროცედურები გამოაცხადონ ისეთი ეკონომიკური
ოპერატორებისთვის, რომელთა მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრთა, მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის
სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორის
დასაქმებულთა, სულ მცირე, 30% მაინც უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრი. ამ პუნქტის შესაბამისად, საჯარო შესყიდვის პროცედურის
გამოცხადება დასაშვებია ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშული ეკონომიკური
ოპერატორები, ნორმალურ პირობებში, ვერ გაუწევენ კონკურენციას სხვა ეკონომიკურ
ოპერატორს.
2. შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ ან
კულტურულ სფეროში მომსახურების შესყიდვის მიზნით, საჯარო შესყიდვის პროცედურები
გამოაცხადონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით, მხოლოდ იმ
ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი და მე-3
პუნქტებით დადგენილ პირობებს, თუ ეს მომსახურება ექცევა შემდეგ CPV კოდებში: 75121000,
75122000, 75123000, 79622000, 79624000, 79625000, 80110000, 80300000, 80420000, 80430000,
80511000, 80520000, 80590000, 85000000-დან 85323000-ის ჩათვლით, 92500000, 92600000,
98133000, 98133110. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო შესყიდვის
პროცედურის გამოსაცხადებლად, შემსყიდველ ორგანიზაციას ესაჭიროება საქართველოს
მთავრობის თანხმობა, რომელიც მოქმედებს ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობა, ამ პუნქტით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში, შესაბამის
შემსყიდველ ორგანიზაციას, განუსაზღვრავს წლიური გეგმიდან ზღვრულ ოდენობას,
რომლის ფარგლებშიც, ამ პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის
კოდის/კლასიფიკატორის კოდების შესაბამისად, მას შეუძლია დაარეზერვოს საჯარო
შესყიდვის პროცედურა. დაუშვებელია დარეზერვდეს საჯარო შესყიდვების სრული
მოცულობა.
3. ეკონომიკური ოპერატორი სარგებლობს ამ მუხლის შესაბამისად გამოცხადებულ საჯარო
შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის უფლებით, თუ ერთდროულად კმაყოფილდება
შემდეგი პირობები:
ა) იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია ან/და ახორციელებს საქმიანობას
არასამეწარმეო მიზნებისათვის;
ბ) მისი საქმიანობის მიზანია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების
მიწოდება;
გ) მასთან უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არ გაფორმებულა შესყიდვის
ხელშეკრულება ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის პროცედურის
გამოყენებით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენებით
გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 3
წელს.
თავი VI. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და აგრეგირებული საჯარო შესყიდვები
მუხლი 36. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და აგრეგირებული საჯარო შესყიდვები
1. საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელებისას, შემსყიდველ ორგანიზაციას
უფლება აქვს, გამოიყენოს საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის
პროცედურები განახორციელოს აგრეგირებულად.
2. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებია:
ა) ჩარჩო შეთანხმება;
ბ) დინამიკური შესყიდვის სისტემა;
გ) ელექტრონული რევერსული აუქციონი;
დ) ელექტრონული კატალოგი.
3. აგრეგირებული საჯარო შესყიდვებია:
ა) ცენტრალიზებული შესყიდვა;
ბ) ერთობლივი შესყიდვა.
4. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენების, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის
აგრეგირებულად ჩატარების დეტალური წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი
სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 37. ჩარჩო შეთანხმება
1. ჩარჩო შეთანხმება არის ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ერთ ან
რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიზანია
ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში გასაფორმებელი შესყიდვის ხელშეკრულებების პირობების
დადგენა, კერძოდ, მოსალოდნელ ფასთან და, სადაც საჭიროა, რაოდენობასთან
დაკავშირებით. ჩარჩო შეთანხმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როდესაც შესყიდვის
ობიექტის ზუსტი ოდენობა ან/და მიწოდების კონკრეტული ვადა არ არის წინასწარ ზუსტად
ცნობილი/განსაზღვრული. ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში, შესყიდვის ხელშეკრულება
შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ჩარჩო შეთანხმების შესყიდვის პირობებით
განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას/შემსყიდველ ორგანიზაციებსა და ჩარჩო
შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორს/ეკონომიკურ ოპერატორებს შორის.
2. ჩარჩო შეთანხმების მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 წელს, გარდა
სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევებისა, რომლებიც გამომდინარეობს ჩარჩო შეთანხმების
საგნიდან.
3. თუ ჩარჩო შეთანხმება გაფორმებულია ერთ ეკონომიკურ ოპერატორთან, შესყიდვის
ხელშეკრულება იდება ჩარჩო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს
ეკონომიკურ ოპერატორს მის წინადადებაში დამატებითი პირობის გათვალისწინების
თხოვნით. დაუშვებელია ისეთი დამატებითი პირობის გათვალისწინება, რომელიც არსებით
ცვლილებას იწვევს ჩარჩო შეთანხმების პირობებში.
4. თუ ჩარჩო შეთანხმება გაფორმებულია რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან, შესყიდვის
ხელშეკრულება იდება:
ა) ჩარჩო შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული
პროცესის გამართვის გარეშე – თუ ჩარჩო შეთანხმება ითვალისწინებს საქონლის მიწოდების,
სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ყველა პირობას და ობიექტურ წესებს, თუ
როგორ იქნება შერჩეული ეკონომიკური ოპერატორი. ეს წესები გათვალისწინებული უნდა
იყოს შესყიდვის პირობებში;
ბ) ჩარჩო შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული
პროცესის გამართვის გზით – თუ ჩარჩო შეთანხმება არ ითვალისწინებს საქონლის მიწოდების,
სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ყველა პირობას და ობიექტურ წესებს, თუ
როგორ იქნება შერჩეული ეკონომიკური ოპერატორი;
გ) ჩარჩო შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონკურენტული
პროცესის ნაწილობრივ გამართვის გზით – თუ ჩარჩო შეთანხმება ითვალისწინებს, როგორც ამ
პუნქტის „ა“, ასევე, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიდგომებს. ამ ქვეპუნქტის გამოყენება
დაიშვება, თუ ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებული იყო შესყიდვის პირობებით.
არჩევანი, თუ რომელი საქონელი, სამუშაო ან/და მომსახურება იქნება შესყიდული
კონკურენტული პროცესის გამართვის გზით, თუ მის გარეშე, უნდა ეფუძნებოდეს შესყიდვის
პირობებში განსაზღვრულ ობიექტურ პირობებს. შესყიდვის პირობები, აგრეთვე, უნდა
ითვალისწინებდეს მითითებას, თუ ჩარჩო შეთანხმების რომელ პირობებზე შეიძლება
კონკურენტული პროცესის გამართვა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
აუცილებელია, ერთდროულად დაცულ იქნეს შემდეგი პირობები:
ა) შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე, შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით
მიმართავს ეკონომიკურ ოპერატორებს;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორებს განუსაზღვრავს წინადადებების
წარდგენის გონივრულ ვადას, რა დროსაც ითვალისწინებს შესყიდვის ხელშეკრულების
საგნის სირთულესა და ვადას, რომელიც აუცილებელია წინადადებების წარსადგენად;
გ) წინადადებები წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით და არ უნდა იყოს საჯაროდ
ხელმისაწვდომი წინადადებების წარდგენის ვადის გასვლამდე;
დ) შესყიდვის ხელშეკრულება იდება საუკეთესო წინადადების მქონე ეკონომიკურ
ოპერატორთან, რომელიც ვლინდება შესყიდვის პირობებში განსაზღვრული კრიტერიუმების
მიხედვით.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სრულად არ შეისყიდოს ჩარჩო შეთანხმებით
განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი, თუ აღნიშნულის შესახებ მითითებულია ჩარჩო
შეთანხმების პირობებში.
მუხლი 38. დინამიკური შესყიდვის სისტემები
1. დინამიკური შესყიდვის სისტემა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული საშუალებების
მეშვეობით და გამოიყენება ბაზარზე ფართოდ გავრცელებული შესყიდვის ობიექტის
შესყიდვისათვის, როდესაც ბაზარზე საყოველთაოდ ხელმისაწვდომი შესყიდვის ობიექტის
მახასიათებლები აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს. დინამიკური
შესყიდვის სისტემა არ გამოიყენება ინდივიდუალურად განსაზღვრული შესყიდვის
ობიექტების შესყიდვის მიმართ.
2. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შესყიდვის ობიექტი, შესყიდვის
თავისებურებიდან გამომდინარე, დაყოს კატეგორიების მიხედვით, რაც უნდა დასაბუთდეს.
ეს თავისებურებები შეიძლება უკავშირდებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების მაქსიმალურ
დასაშვებ მოცულობას ან გეოგრაფიულ არეალს, რომლის ფარგლებშიც დაიდება შესყიდვის
ხელშეკრულებები.
3. დინამიკური შესყიდვის სისტემის გამოყენებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ეყრდნობა
შეზღუდული პროცედურისადმი გამოსაყენებელ წესებს (გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3
და მე-4 პუნქტებისა), ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით. ყველა კანდიდატი,
რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, დაშვებულ უნდა იქნეს შესყიდვის
დინამიკურ სისტემაში. ამ შემთხვევაში, დაუშვებელია კანდიდატთა რაოდენობის შემცირება.
თუ შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის ობიექტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
დაყოფილი აქვს კატეგორიებად, მან უნდა განსაზღვროს შეფასების კრიტერიუმები თითოეულ
კატეგორიასთან მიმართებით.
4. დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში, შესყიდვის ხელშეკრულების დადების
მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული ფორმით აქვეყნებს შესყიდვის
პირობებს, რომელშიც, სულ მცირე, მითითებულია:
ა) დინამიკური შესყიდვის სისტემის გამოყენების შესახებ;
ბ) შესყიდვის ბუნება და სავარაუდო რაოდენობა/მოცულობა;
გ) შესყიდვის ობიექტის კატეგორიებად დაყოფის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
დ) დინამიკური შესყიდვის სისტემის მოქმედების ვადა;
ე) დინამიკურ შესყიდვის სისტემასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია, წინადადების წარსადგენად, ელექტრონული ფორმით, იწვევს
დინამიკური შესყიდვის სისტემაში დაშვებულ ყველა მონაწილეს. იმ შემთხვევაში, თუ
დინამიკური შესყიდვის სისტემაში შესყიდვის ობიექტი დაყოფილია კატეგორიებად,
წინადადების წარსადგენად მოიწვევა ყველა მონაწილე, რომელიც დინამიკური შესყიდვის
სისტემაში დაშვებულია შესყიდვის შესაბამის კატეგორიასთან. შესყიდვის ხელშეკრულება
იდება შესყიდვის პირობებში განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. საჭიროების
შემთხვევაში, აღნიშნული კრიტერიუმები, შესაძლებელია დამატებით, დაწვრილებით
განისაზღვროს მოწვევაში წინადადების წარსადგენად.
6. დინამიკური შესყიდვის სისტემის მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველ
ორგანიზაციას უფლება აქვს, ელექტრონული ფორმით მოსთხოვოს მონაწილეებს
განახლებული განაცხადის/დოკუმენტის წარდგენა, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო
დღის განმავლობაში.
7. დინამიკური შესყიდვის სისტემა მისი მოქმედების მთლიან ვადაში ღიაა ნებისმიერი
ეკონომიკური ოპერატორისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს.
დინამიკურ სისტემაში დაშვების მიზნით, ეკონომიკური ოპერატორი შემსყიდველ
ორგანიზაციას წარუდგენს განაცხადს, რომელიც განიხილება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის
ვადაში. აღნიშნული ვადა გამონაკლის შემთხვევებში, დასაბუთებული გადაწყვეტილებით,
შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, როდესაც საჭიროა დამატებითი
დოკუმენტაციის შემოწმება, რომლის გარეშეც შეუძლებელია განაცხადის შეფასების
კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.
8. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სხვა დამატებითი გადასახადი დინამიკური შესყიდვის
სისტემაში მონაწილეობისთვის, გარდა ამ კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურისა.
მუხლი 39. ელექტრონული რევერსული აუქციონი
1. ელექტრონული რევერსული აუქციონი წარმოადგენს განმეორებად ელექტრონულ პროცესს,
რომელიც იმართება წინადადებების სრული შეფასების შემდეგ და უზრუნველყოფს
წინადადებების რიგითობის ავტომატურად განსაზღვრას, ელექტრონულ სისტემაში
არსებული ალგორითმის გამოყენებით, დაბალი ფასის ან ფასისა და ხარისხის საუკეთესო
თანაფარდობის კრიტერიუმზე დაყრდნობით.
2. ელექტრონული რევერსული აუქციონის გამოყენება შესაძლებელია:
ა) ღია პროცედურაში;
ბ) შეზღუდულ პროცედურაში;
გ) წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში;
დ) კონკურენტულ დიალოგში;
ე) ჩარჩო შეთანხმებაში, ჩარჩო შეთანხმების მონაწილეებს შორის კონკურენტული პროცესის
გამართვისას;
ვ) დინამიკური შესყიდვის სისტემაში, დინამიკური შესყიდვის სისტემაში დაშვებულ
მონაწილეებს შორის.
3. ელექტრონული რევერსული აუქციონი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ისეთ
შემთხვევებში, როდესაც შესყიდვის პირობებით დადგენილია შეფასების თვლადი
კრიტერიუმები და ალგორითმს ავტომატურად შეუძლია მათზე დაყრდნობით
წინადადებების რიგითობის განსაზღვრა. დაუშვებელია ელექტრონული რევერსული
აუქციონის გამოყენება შეფასების არათვლადი კრიტერიუმების არსებობისას.
4. ელექტრონული რევერსული აუქციონის გამოყენების შესახებ მითითებული უნდა იყოს
შესყიდვის პირობებში.
მუხლი 40. ელექტრონული კატალოგი
1.
ელექტრონული
კატალოგი
წინადადების
წარდგენის
საშუალებაა,
რითაც
უზრუნველყოფილია ეკონომიკური ოპერატორების მიერ წინადადების წარდგენა შესყიდვის
პირობებით განსაზღვრული წესით. საჯარო შესყიდვის პროცედურის ელექტრონული
სისტემის საშუალებით განხორციელებისას, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის პროცედურების
აგრეგირებულად ან ამ მუხლით განსაზღვრული საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების
გამოყენებით განხორციელებისას, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია მოითხოვოს
წინადადების წარდგენა შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ელექტრონული კატალოგის
ფორმით. ელექტრონული კატალოგის ფორმით წარმოდგენილ წინადადებებს შეიძლება
დაერთოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც ავსებს მათ.
2. ელექტრონულ კატალოგს, საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის მიზნით, ეკონომიკური
ოპერატორი ადგენს შესყიდვის პირობებში განსაზღვრული სპეციფიკაციებისა და ფორმის
შესაბამისად. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ის
შესყიდვის ობიექტი/ობიექტები, რომელთან/რომლებთან დაკავშირებითაც წინადადებების
წარდგენის ფორმად გამოყენებულ უნდა იქნეს ელექტრონული კატალოგი.
3. წინადადების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენის მიზნით, შემსყიდველი
ორგანიზაცია:
ა) უთითებს აღნიშნულის შესახებ შესყიდვის პირობებში;
ბ) უთითებს შესყიდვის პირობებში ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებულ ყველა
საჭირო ინფორმაციას, მათ შორის, ფორმასა და სპეციფიკაციებს, რომლებსაც უნდა
შეესაბამებოდეს ელექტრონული კატალოგი.
4. თუ ჩარჩო შეთანხმება ელექტრონული კატალოგების გამოყენებით დაიდო რამდენიმე
ეკონომიკურ ოპერატორთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ჩარჩო შეთანხმების მონაწილეებს
შორის კონკურენტული პროცესის გამართვა შეიძლება მოითხოვოს განახლებული
ელექტრონული კატალოგების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია
იყენებს ერთ-ერთ შემდეგ მეთოდს:
ა) იწვევს პრეტენდენტებს შესყიდვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული,
განახლებული ელექტრონული კატალოგების წარსადგენად;
ბ) ატყობინებს პრეტენდენტებს, რომ იგი აპირებს უკვე წარდგენილი ელექტრონული
კატალოგებიდან შეკრიბოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ხელშეკრულების მოთხოვნებთან
ადაპტირებული წინადადებების შესადგენად. აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენება
დასაშვებია, თუ ეს მითითებულია ჩარჩო შეთანხმების შესყიდვის პირობებში.
5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია სარგებლობს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შესაძლებლობით, იგი ვალდებულია, აცნობოს პრეტენდენტებს, თუ
რომელ დღესა და საათზე აპირებს ინფორმაციის შეკრებას და მისცეს პრეტენდენტებს უფლება,
უარი თქვან ასეთი ინფორმაციის შეგროვებაზე. შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს
გონივრულ ვადას. შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ
უნდა წარუდგინოს პრეტენდენტებს შეგროვებული ინფორმაცია და მისცეს მათ საშუალება,
დაადასტურონ, რომ ამ ფორმით არსებული წინადადება არ შეიცავს არსებით შეცდომებს ან
გააპროტესტონ ასეთი შეცდომების არსებობა.
6. შემსყიდველ ორგანიზაციას, დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში, ზოგიერთი
შესყიდვის ხელშეკრულებისთვის გამიზნული წინადადებების წარდგენა შეუძლია
მოითხოვოს
ელექტრონული
კატალოგის
ფორმით.
შემსყიდველ
ორგანიზაციას,
ელექტრონული კატალოგის სისტემის ფარგლებში, შესყიდვის ხელშეკრულების დადება ასევე
შეუძლია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ პირობის
დაცვით, რომ დინამიკური შესყიდვის სისტემაში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ
განაცხადს ჰქონდა დართული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ფორმითა და
დადგენილი სპეციფიკაციების დაცვით შედგენილი ელექტრონული კატალოგი. კანდიდატები
აღნიშნულ კატალოგს ავსებენ მას შემდეგ, რაც ისინი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ
ინფორმირებულნი იქნებიან შესყიდვის ხელშეკრულების ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშუალებით დადების განზრახვის შესახებ.
მუხლი 41. ცენტრალიზებული შესყიდვა
1. ცენტრალიზებული შესყიდვა წარმოადგენს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ,
ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას, რაც
შეიძლება მოიცავდეს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი, საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული ფართო მოხმარების/მუდმივი საჭიროების საქონლის ან/და მომსახურების
შესყიდვას;
ბ) შესყიდვის ხელშეკრულების ან ჩარჩო შეთანხმების დადებას ფართო მოხმარების/მუდმივი
საჭიროების საქონელზე, სამუშაოზე ან/და მომსახურებაზე, რომელიც განკუთვნილია
შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის.
2. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ცენტრალიზებული
შესყიდვა გამოიყენება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, რა
დროსაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და შესყიდვის პირობებით
გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საქონელი, სამუშაო ან
მომსახურება შეისყიდოს ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში.
3. შემსყიდველ ორგანიზაციებს საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების შესყიდვა
შეუძლიათ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ:
ა) დადებული შესყიდვის ხელშეკრულებების გამოყენებით;
ბ) დადებული ჩარჩო შეთანხმების გამოყენებით;
გ) ადმინისტრირებული შესყიდვის დინამიკური სისტემების გამოყენებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ხელშეკრულებას დებს ამ კანონის 37-ე ან 38-ე
მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრალური
შემსყიდველი ორგანო, ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას
ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, სათანადო
ანაზღაურებით ან მის გარეშე, რომელსაც განსაზღვრავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო.
ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასთან ერთად შეიძლება აგრეთვე
განხორციელდეს შესყიდვის დამხმარე საქმიანობაც, რაც შეიძლება მოიცავდეს:
ა) კონსულტაციის გაწევას შესყიდვის პროცედურების დაგეგმვასთან ან ჩატარებასთან
დაკავშირებით;
ბ) შესყიდვის პროცედურების დაგეგმვასა და განხორციელებას, შესაბამისი შემსყიდველი
ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით.
6. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
მომსახურების შესყიდვაზე, ამ კანონის მე-9 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ
ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.
7. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო არის საქართველოს მთავრობის დადგენილების
საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო
კონტროლს ახორციელებს და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
8. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, საქმიანობის განხორციელებისას, მოქმედებს როგორც
შემსყიდველი ორგანიზაცია. იგი შეზღუდულია იმ უფლება-მოვალეობებით, რაც ამ კანონითა
და
შესაბამისი
ნორმატიული
აქტით
გათვალისწინებულია
შემსყიდველი
ორგანიზაციებისთვის.
9. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სეგმენტში ცენტრალიზებულ
შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება დამატებით
შესაძლებელია მიენიჭოს სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას. აღნიშნულის მიუხედავად, ამ
სეგმენტში მოქმედ შემსყიდველ ორგანიზაციებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის
მოქმედება.
მუხლი 42. ერთობლივი შესყიდვა
1. ორი ან მეტი შემსყიდველი ორგანიზაცია შესაძლებელია შეთანხმდეს კონკრეტული საჯარო
შესყიდვის ერთობლივად განხორციელების შესახებ.
2. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს
აწერენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ
უფლებამოსილი პირები. წერილობით შეთანხმებაში უნდა განისაზღვროს შემსყიდველ
ორგანიზაციათა უფლება-მოვალეობები.
3. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შესყიდვა ხორციელდება ერთ სისტემაში შემავალი
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
თავი VII. საჯარო შესყიდვის მომზადება
მუხლი 43. წლიური გეგმა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია საჯარო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ დადგენილი
წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის შედგენის, დამტკიცებისა და წარდგენის წესი
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის
განხორციელება, თუ ეს მითითებული არ არის წლიურ გეგმაში, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომელიც
ექვემდებარება წლიურ გეგმაში ასახვას.
2. წლიური გეგმის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
დ) შესყიდვის ობიექტის (საქონელი, სამუშაო, მომსახურება) განსაზღვრა;
ე) პოტენციური ეკონომიკური ოპერატორების გამოვლენისა და შემსყიდველი
ორგანიზაციისათვის მისაღები შესყიდვის ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით
ბაზრის კვლევის შედეგები;
ვ) გამოსაყენებელი საჯარო შესყიდვის პროცედურები და მათი სავარაუდო ვადები;
ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი
მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;
თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით;
ი)
შესყიდვის
განხორციელებასთან
დაკავშირებული
ხარჯები,
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გათვალისწინებით;
კ) გრძელვადიანი შესყიდვის ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული შესყიდვის
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე
წლისათვის;
ლ) დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
მ) საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია მომდევნო წლის დამტკიცებულ წლიურ გეგმას არაუგვიანეს
მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა წარუდგენს სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით,
რის შემდეგაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაიწყოს მომდევნო
წლ(ებ)ისთვის აუცილებელი საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელება.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისა და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე ამ
კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით,
საჯარო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციების წლიური გეგმა უნდა
შეესაბამებოდეს წლიური გეგმის წარდგენის მომენტისთვის შესაბამის წარმომადგენლობით
ორგანოში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების
შედეგად საჭირო გახდება მასთან სააგენტოსთვის წარდგენილი წლიური გეგმის შესაბამება, ამ
კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახსრებით განმახორციელებელმა
ორგანიზაციებმა შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში,
დადგენილი წესით, შესაბამისი ცვლილება უნდა შეიტანონ წლიურ გეგმაში და წარუდგინონ
იგი სააგენტოს.
6. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების
წყაროს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
სახსრებით, წლიური გეგმა მტკიცდება და სააგენტოს წარედგინება ამ კანონის შესაბამისად,
შექმნის (დაფუძნების) ან დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის
არაუგვიანეს ბოლო დღისა.
7. დასაშვებია წლიურ გეგმაში ცვლილება. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია
ვალდებულია, ცვლილების შეტანისას, დაიცვას წლიური გეგმის დამტკიცებისთვის
დადგენილი წესები და შეცვლილი წლიური გეგმა, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი
წესით, წარუდგინოს სააგენტოს. წლიური გეგმის ცვლილება საჭიროებს დასაბუთებას.
მუხლი 44. მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა
1. საჯარო შესყიდვა, როგორც წესი, ერთწლიანია. ერთწლიანი საჯარო შესყიდვისას
ანაზღაურება
ხორციელდება
მიმდინარე
საბიუჯეტო
წლის
განმავლობაში
გათვალისწინებული ასიგნებებით. შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან და საჯარო
შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, საჯარო შესყიდვა შეიძლება იყოს
მრავალწლიანი.
2. თუ შესყიდვა არ განიხილება ერთწლიანად ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იგი
მრავალწლიანია. საჯარო შესყიდვა ასევე მრავალწლიანია, როდესაც ანაზღაურება
ხორციელდება ორი ან მეტი საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული
ასიგნებებით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა შეათანხმოს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსებზე პასუხისმგებელ სამინისტროსთან ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის საფინანსო
ორგანოსთან და მიღებული თანხმობა, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი
წესით, გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში, თუ მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა
ფინანსდება:
ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის სახსრებით;
ბ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით.
4. მრავალწლიანი შესყიდვა არ საჭიროებს შეთანხმებასა და მიღებული თანხმობის
ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებას ისეთი შესყიდვისას, რომლის ანაზღაურება
ხორციელდება
მომდევნო
წლის
1
თებერვლამდე,
ხოლო
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და სამუშაოს შესრულება
– მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
6. მრავალწლიანი საჯარო შესყიდვა ყოველწლიურად აისახება წლიურ გეგმაში.
მუხლი 45. შერეული შესყიდვა
1. შერეულია შესყიდვა, როდესაც შესყიდვის ხელშეკრულება მოიცავს ერთმანეთთან
ორგანულად დაკავშირებულ სხვადასხვა შესყიდვის ობიექტს ან/და იგი რეგულირდება
სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაყოს შერეული შესყიდვა და შესყიდვის
ხელშეკრულებები გააფორმოს ცალ-ცალკე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული
გამონაკლისებისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გააფორმოს
შერეული შესყიდვის ხელშეკრულება.
3. დასაშვებია წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად ერთი
შესყიდვის ხელშეკრულებით იქნეს შესყიდული სხვადასხვა შესყიდვის ობიექტი, რაც
შესყიდვის ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი
ორგანიზაცია ვალდებულია, თითოეულ შესყიდვის ობიექტთან მიმართებით დაიცვას ამ
კანონის მოთხოვნები მონეტარულ ზღვრებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ასევე, დასაშვებია
შერეული შესყიდვის ხელშეკრულების დადება, თუ შესყიდვის დაყოფა ობიექტურად
შეუძლებელია, რაც უნდა დასაბუთდეს. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია
ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-5–მე-9 პუნქტებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
5. შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანია სხვადასხვა შესყიდვების ობიექტი, უნდა
დაიდოს იმ წესების შესაბამისად, რომლითაც რეგულირდება შესყიდვის ხელშეკრულების
ძირითადი საგანი. შესყიდვის ხელშეკრულების ძირითადი საგანია ყველაზე მაღალი
სავარაუდო ღირებულების მქონე შესყიდვის ობიექტი.
6. შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს, როგორც ამ კანონის 34-ე მუხლით
განსაზღვრულ მომსახურებას, ასევე, სხვა სახის მომსახურებას უნდა დაიდოს იმ წესების
შესაბამისად, რომლებითაც რეგულირდება ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლის სავარაუდო
ღირებულებაც უფრო მაღალია.
7. შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ
საჯარო შესყიდვებს, აგრეთვე, შესყიდვებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება,
ხელშეკრულების ძირითადი საგნის მიუხედავად, უნდა დაიდოს ამ კანონით დადგენილი
წესების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის
შესაბამისად, გადაწყვეტს ცალ-ცალკე ხელშეკრულების გაფორმებას, მაშინ, ის, თუ რომელი
სამართლებრივი რეჟიმით უნდა დარეგულირდეს თითოეული, განისაზღვრება მათი
ბუნებიდან გამომდინარე.
8. შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს, როგორც ამ კანონის XI თავით
გათვალისწინებულ შესყიდვებს, აგრეთვე, ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა საჯარო
შესყიდვებს, უნდა დაიდოს ამ კანონის XI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
9. თუ შესყიდვის ხელშეკრულება მოიცავს საქონელს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს,
როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების, აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების
მიზნებისთვის, შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად გამოსაყენებელი წესები
განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ უპირატესად რომელი მიზნისთვისაა განკუთვნილი ეს
საქონელი.
მუხლი 46. ბაზრის კვლევა
1. საჯარო შესყიდვის მოსამზადებლად, შემსყიდველი ორგანიზაცია, სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, ატარებს ბაზრის კვლევას. ამ მიზნით,
შემყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, რჩევისთვის მიმართოს დამოუკიდებელ
ექსპერტს, ორგანიზაციას ან/და ეკონომიკურ ოპერატორს, ასევე, შეაგროვოს საჭირო
ინფორმაცია. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბაზრის კვლევის
პერიოდში მიღებული რჩევებისა და ინფორმაციის გამოყენებამ არ გამოიწვიოს ამ კანონის მე2 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევა.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია აგრეთვე ვალდებულია, ბაზრის პირველადი კვლევა ჩაატაროს
წლიური გეგმის შემუშავების მიზნით.
3. ბაზრის კვლევის განხორციელების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით.
მუხლი 47. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა
1. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას, შემსყიდველი ორგანიზაცია
ითვალისწინებს შესყიდვის გამოცხადების დღისათვის, კონკრეტული საჯარო შესყიდვის
ფარგლებში, საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს,
ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადას, ასევე, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის
გადასახდელ თანხას, გარდა დღგ-ისა.
2. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ჩარჩო შეთანხმებისა და დინამიკური შესყიდვის
სისტემის შემთხვევაში, განისაზღვრება ჩარჩო შეთანხმებისა და დინამიკური შესყიდვის
სისტემის მოქმედების პერიოდში დასადები შესყიდვის ხელშეკრულებების ჯამური
ღირებულებით, გარდა დღგ-ისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად დაყოფით ხორციელდება და შესაბამისად,
შესყიდვის ხელშეკრულება იდება ლოტებად დაყოფის შედეგად, შესყიდვის სავარაუდო
ღირებულება განისაზღვრება თითოეული ლოტის სავარაუდო ღირებულების ჯამური
ოდენობით, გარდა დღგ-ისა.
4. შერეული შესყიდვის დაყოფისა და შესყიდვის ხელშეკრულებების ცალ-ცალკე
გაფორმებისას, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება თითოეული დასადები
ხელშეკრულების ღირებულების ჯამური ოდენობით, გარდა დღგ-ისა.
5. დაუშვებელია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების იმ განზრახვით დაანგარიშება, რომ
შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავი აარიდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი
მონეტარული ზღვრებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
6. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის დეტალური წესი განისაზღვრება
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 48. საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელება
1.
შემსყიდველი
ორგანიზაცია,
საკუთარი
საჭიროებების
გათვალისწინებით,
უფლებამოსილია, შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესასყიდად, საჯარო შესყიდვის
პროცედურები განახორციელოს ლოტებად, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საჯარო შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ლოტებად დაყოფას საფუძვლად უნდა
დაედოს ტექნიკური ან ეკონომიკური ასპექტები. თუ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების
წლიური ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით
დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის
პირობებში დაასაბუთოს საჯარო შესყიდვის ლოტებად დაყოფის შეუძლებლობა და ამ გზით
შესყიდვის განუხორციელებლობა.
2. საჯარო შესყიდვის ობიექტის ლოტებად დაყოფისა და ამ გზით შესყიდვის
განხორციელებისას, მონეტარული ზღვრების დაანგარიშებისას, გათვალისწინებულ უნდა
იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო შესყიდვის პროცედურების ჯამური
ღირებულება, თითოეულ ლოტთან მიმართებით. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის
მიზნებისთვის, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ერთი დაფინანსების წყაროდან
შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების საჯარო შესყიდვა განიხილება ერთ
შესყიდვად.
ასეთ
შემთხვევაში,
შემსყიდველი
ორგანიზაციის
საჭიროებების
გათვალისწინებით,
დასაშვებია
ცალ-ცალკე
საჯარო
შესყიდვის
პროცედურების
განხორციელება, თუმცა მონეტარული ზღვრების დაანგარიშებისას გათვალისწინებულ უნდა
იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო შესყიდვის პროცედურების ჯამური
ღირებულება.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ერთ შესყიდვად
განიხილება, აგრეთვე, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, შესყიდვის ერთგვაროვანი
ობიექტების საჯარო შესყიდვა, რომელიც ემსახურება ერთიანი მიზნის მიღწევას ან/და
ერთიანი შედეგის მიღებას. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია საჯარო შესყიდვის
პროცედურებს, როგორც წესი, ახორციელებს ლოტებად. თუ საჯარო შესყიდვის
პროცედურები ცალ-ცალკე ვერ ხორციელდება და თუ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების
წლიური ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით
დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის
პირობებში დაასაბუთოს, თუ რატომ არის შეუძლებელი ლოტებად დაყოფა. საჯარო
შესყიდვის
ლოტებად
განხორციელების
შემთხვევაში,
მონეტარული
ზღვრების
დაანგარიშებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს განხორციელებული/განსახორციელებელი
ლოტების ჯამური სავარაუდო ღირებულება.
4. საჯარო შესყიდვის პროცედურების ლოტებად განხორციელებისას, შემსყიდველი
ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის პირობებში განსაზღვროს, კონკრეტულად რამდენ
ლოტში შეუძლია ერთ ეკონომიკურ ოპერატორს განაცხადის/წინადადების წარდგენა. თუ ერთ
ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს განაცხადი/წინადადება წარადგინოს რამდენიმე ან
ყველა ლოტში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია განსაზღვროს იმ ლოტების
მაქსიმალური ოდენობა, რომელთა ფარგლებშიც გაფორმდება ხელშეკრულება ერთ
ეკონომიკურ ოპერატორთან. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის
პირობებში, შესაბამისი დასაბუთებით, განსაზღვროს ობიექტური და არადისკრიმინაციული
კრიტერიუმები ან წესები, რომელთა მიხედვითაც იგი გადაწყვეტს, თუ რომელი ლოტების
ფარგლებში გაფორმდება ხელშეკრულება ეკონომიკურ ოპერატორთან, იმ შემთხვევაში, თუ
იგი წარადგენს დასაშვებზე მეტი ოდენობის განაცხადს/წინადადებას.
5. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა მონეტარული ზღვრებისთვის
თავიდან აცილების მიზნით. საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება
ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც საჯარო შესყიდვის ცალ-ცალკე
პროცედურებით განხორციელება:
ა) გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ
ვერ გაითვალისწინებდა, რაც უნდა დასაბუთდეს;
ბ) გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით, რაც უნდა
დასაბუთდეს;
გ) ექცევა სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც
განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო შესყიდვის ღირებულებები, საჯარო
შესყიდვის ბუნებიდან და მასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებებიდან
გამომდინარე, არ უნდა დაჯამდეს ერთმანეთთან.
6. საჯარო შესყიდვის ობიექტის ლოტებად დაყოფისა და შესყიდვის განხორციელების წესი,
საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის თავიდან აცილებისა და გამოვლენის
მეთოდოლოგია განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 49. შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს სპეციფიკაციებს,
რომლებიც აღწერს შესასყიდი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების მახასიათებლებს.
2. თუ საჯარო შესყიდვა გამიზნულია ფიზიკური პირებისთვის ან ფართო
საზოგადოებისთვის, სპეციფიკაციების შემუშავებისას, გარდა სათანადოდ დასაბუთებული
შემთხვევებისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარემოსდაცვითი, სოციალური ასპექტები,
აგრეთვე, ყველა კატეგორიის მომხმარებლის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა) ინტერესები.
3. შესყიდვის პირობები შესაძლებელია ითვალისწინებდეს პირობას, მოითხოვება თუ არა
შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების გადაცემა.
4. სპეციფიკაციები ეკონომიკურ ოპერატორებს საჯარო შესყიდვის პროცედურებში თანაბრად
მონაწილეობის შესაძლებლობას უნდა აძლევდეს და ხელოვნურად არ უნდა უქმნიდეს
დაბრკოლებებს. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ტექნიკური სპეციფიკაციები
შესაძლებელია ასევე ეხებოდეს შესყიდვის ობიექტის სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპს,
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი სპეციფიკაციები არ უკავშირდება შესყიდვის ობიექტის
არსებით შემადგენელ ნაწილს ან შესყიდვის ობიექტის სხვა ფიზიკურ მახასიათებელს, იმ
პირობით,
რომ
ამგვარი
მოთხოვნა
გამომდინარეობს
ხელშეკრულების
საგნის
თავისებურებიდან და არის ხელშეკრულების მიზნის პროპორციული.
5. სპეციფიკაციები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით:
ა) შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სახით, მათ შორის გარემოსდაცვით
მახასიათებლებსა და კრიტერიუმებზე მითითებით;
ბ) ტექნიკური სპეციფიკაციების სახით, რომელთა აღწერისას გამოყენებული ტექსტური
მასალები და სხვა მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტს შემდეგი
თანმიმდევრობის დაცვით: საერთაშორისო სტანდარტი, მისი არარსებობის შემთხვევაში –
რეგიონალური სტანდარტი, ხოლო არც მისი არსებობის შემთხვევაში – საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
საფუძველზე
საქართველოში
მოქმედი
სახელმწიფოთაშორისი სტანდარტი, ხოლო არც მისი არსებობის შემთხვევაში – საქართველოს
სტანდარტი. ყოველი მითითება სტანდარტზე უნდა შეიცავდეს დათქმას „ან ეკვივალენტური“;
გ) შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სახით, ტექნიკურ სპეციფიკაციებზე
მითითებით, რისი მიზანიცაა შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების
დაკმაყოფილების შემოწმება;
დ) შერეულად, შესრულების, ფუნქციური და ტექნიკური სპეციფიკაციების სახით.
6. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად
აღწერას.
7. სპეციფიკაციების აღწერა არ უნდა იყოს ბუნდოვანი. დაუშვებელია კონკრეტული
სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, ცალკეული პროცესის, წარმოშობის წყაროს ან
მწარმოებლის პირდაპირი ან/და ირიბი მითითება, გარდა სათანადოდ დასაბუთებული
შემთხვევისა, რომელიც გამომდინარეობს შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან და
როდესაც არ არსებობს აღწერის სხვა, ზუსტი საშუალება. ასეთ შემთხვევაში, აღწერას თან უნდა
დაერთოს დათქმა „ან ეკვივალენტური“.
8. შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია უარი თქვას წინადადებაზე იმ საფუძვლით, რომ
შემოთავაზებული საქონელი, სამუშაო ან მომსახურება არ შეესაბამება შესყიდვის პირობებით
გათვალისწინებულ სპეციფიკაციებს, თუ პრეტენდენტი ამ მუხლის მე-14 პუნქტის
შესაბამისად დაასაბუთებს, რომ წინადადება, შესყიდვის პირობებში ტექნიკური
სპეციფიკაციების სახით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების
ეკვივალენტურია.
9. თუ შემსყიდველ ორგანიზაციას სურს შესყიდვის ობიექტის აღწერისას გაითვალისწინოს
გარემოს დაცვის, სოციალური ან სხვა მსგავსი მახასიათებლები, იგი უფლებამოსილია,
სპეციფიკაციებში მიუთითოს კონკრეტული ეტიკეტის (მაგალითად: „ეკო“, „ბიო“,
„ორგანული“ ან/და სხვა) ქონის აუცილებლობაზე, იმის დასადასტურებლად, რომ
შემოთავაზებული საქონელი, სამუშაო ან მომსახურება შეესაბამება ამავე პუნქტში
მითითებულ მახასიათებლებს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, ეტიკეტი ერთდროულად
აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:
ა) ეტიკეტი ეხება მხოლოდ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დაკავშირებულია შესყიდვის
ობიექტთან და გამოიყენება, როგორც დამკვიდრებული მეთოდი ასეთი შესყიდვის ობიექტის
მახასიათებლების განსაზღვრისთვის;
ბ) ეტიკეტის მისაღებად დაწესებული მოთხოვნები ეფუძნება ობიექტურად გადამოწმებად და
არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს;
გ) ეტიკეტი დამტკიცდა პროცესით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა
დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოებს, მომხმარებლებს,
მეწარმეებს, მწარმოებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
დ) ეტიკეტის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
ე) მოთხოვნებს ეტიკეტის მისაღებად აწესებს მესამე პირი, რომელზეც ეტიკეტის მიღების
მსურველ ეკონომიკურ ოპერატორს არ შეუძლია გავლენის მოხდენა.
10. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ მოითხოვს, რომ შესყიდვის ობიექტი აკმაყოფილებდეს
ეტიკეტთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას, მაშინ მან უნდა მიუთითოს, თუ რომელი
მათგანის დაკმაყოფილებაა სავალდებულო.
11. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიუთითებს კონკრეტულ ეტიკეტზე, იგი ვალდებულია,
მიიღოს ნებისმიერი ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესყიდვის ობიექტი
აკმაყოფილებს ეკვივალენტურ მოთხოვნებს.
12. თუ ეკონომიკური ოპერატორი დაადასტურებს, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა, მისგან
დამოუკიდებელი მიზეზებით მოიპოვოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული
ან მისი ეკვივალენტური ეტიკეტი, შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს სხვა, სათანადო
მტკიცებულებას, მათ შორის, მწარმოებლის გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც
ადასტურებს, რომ ეკონომიკური ოპერატორის მიერ შეთავაზებული შესყიდვის ობიექტი
სრულად აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებული ეტიკეტის
მოთხოვნებს.
13. თუ ეტიკეტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ
მოთხოვნებს, მაგრამ იმავდროულად დაწესებულია სხვა მოთხოვნები, რომლებიც არ არის
დაკავშირებული შესყიდვის ობიექტთან, შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია მოითხოვოს
ასეთი ეტიკეტი. ასეთ შემთხვევაში, მან უნდა აღწეროს შესყიდვის ობიექტთან
დაკავშირებული სპეციფიკაციები.
14. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, წინადადების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის
დადგენის მიზნით, ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს:
ა) აღწერა, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, ფოტოსურათი ან ნიმუში, რომელთა
ავთენტურობაც საჭიროებს დადასტურებას, თუ ეს მოთხოვნილია შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ;
ბ) ექსპერტიზის, ინსპექტირების ან სხვა შემფასებელი პირის/ორგანოს დასკვნა, ანგარიში ან
სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია დასკვნის, ანგარიშის ან
სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტის გამცემი კონკრეტული პირის/ორგანოს მითითება.
15. შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციების განსაზღვრის, ასევე, ამ მუხლში აღნიშნული
სტანდარტების ეკვივალენტურად ცნობის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 50. ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები
1. ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები შეიძლება ეხებოდეს მის:
ა) პროფესიულ საქმიანობასთან შესაბამისობას;
ბ) ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას;
გ) ტექნიკურ და პროფესიულ შესაბამისობას.
2. ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ იმ
მიზანს, რომ შემოწმდეს, თუ რამდენად აქვს ეკონომიკურ ოპერატორს დასადები შესყიდვის
ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭირო სამართლებრივი, ფინანსური, ტექნიკური და
პროფესიული შესაძლებლობები. ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც განისაზღვრება შესყიდვის
პირობებში, უნდა უკავშირდებოდეს შესყიდვის ობიექტს და უნდა იყოს პროპორციული.
3. პროფესიული საქმიანობის შესაბამისობასთან დაკავშირებით, შემსყიდველ ორგანიზაციას
შეუძლია ეკონომიკურ ოპერატორს შესყიდვის პირობებით მოსთხოვოს, რომ ეკონომიკური
ოპერატორი თავისი ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით იყოს
რეგისტრირებული,
აკრედიტებული,
ავტორიზებული,
ლიცენზირებული
ან
სერტიფიცირებული ან იყოს შესაბამისი ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი, თუ
შესყიდვის ობიექტის მისაწოდებლად შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ასეთ წინაპირობას
აწესებს. დაუშვებელია განისაზღვროს მინიმალური ვადა, რომელიც გასული უნდა იყოს
ასეთი რეგისტრაციიდან, აკრედიტაციიდან, ავტორიზაციიდან, სერტიფიცირებიდან ან
წევრობიდან.
4. ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შემსყიდველ ორგანიზაციას
შეუძლია განსაზღვროს წლიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა, რომელიც უნდა ჰქონდეს
ეკონომიკურ ოპერატორს, მათ შორის, შეიძლება განისაზღვროს წლიური ბრუნვის
მინიმალური ოდენობა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებულ
სფეროში. წლიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს შესყიდვის
სავარაუდო ღირებულების ორმაგ ოდენობას, გარდა სათანადოდ დასაბუთებული
გამონაკლისი შემთხვევისა, რომელიც გამომდინარეობს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკასთან
დაკავშირებული რისკებიდან, მათ შორის, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადიდან. თუ
ხელშეკრულება იდება ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კონკურენტული პროცესის გამართვის
გზით, მოთხოვნილი წლიური ბრუნვის მაქსიმალური ოდენობა ითვლება დასადები
შესყიდვის ხელშეკრულების შესაძლო მაქსიმალური ღირებულების მიხედვით, ხოლო სადაც
ეს არ არის ცნობილი – ჩარჩო შეთანხმების სავარაუდო ღირებულების მიხედვით. დინამიკური
შესყიდვის სისტემის შემთხვევაში, წლიური ბრუნვის მაქსიმალური ოდენობა ითვლება
სისტემის მეშვეობით დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესაძლო მაქსიმალური
ღირებულების მიხედვით. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია განსაზღვროს მოთხოვნები
ეკონომიკური ოპერატორების აქტივებსა და პასივებს შორის ბალანსთან დაკავშირებით.
5. ტექნიკურ და პროფესიულ შესაბამისობასთან დაკავშირებით, შემსყიდველ ორგანიზაციას
შეუძლია განსაზღვროს მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიერ საკმარისი ადამიანური
და ტექნიკური რესურსის, აგრეთვე, გამოცდილების ქონის შესახებ.
6. ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმების აღწერის დეტალური წესი
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 51. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს საუკეთესო წინადადების
გამოვლენის კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად ყველაზე
მომგებიანი წინადადების გამოვლენას.
2. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები შეიძლება დაეფუძნოს:
ა) დაბალ ფასს;
ბ) ეკონომიკურ ეფექტიანობას, როგორიცაა სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი, რომელიც
მოიცავს საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების სასიცოცხლო ციკლის ეტაპის დანახარჯს ან
მთლიან ხარჯს, კერძოდ:
ბ.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის ან სხვა მომხმარებლის მიერ გაწეულ ხარჯს, მათ შორის:
ბ.ა.ა) შესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯს;
ბ.ა.ბ) სარგებლობასთან, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებულ
ხარჯს;
ბ.ა.გ) მოვლასთან დაკავშირებულ ხარჯს;
ბ.ა.დ) სიცოცხლისუნარიანობის დასრულების ხარჯს, როგორიცაა შეგროვებისა და
გადამუშავების ხარჯი;
ბ.ბ) საქონელთან, სამუშაოსთან ან მომსახურებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვითი გარე
ფაქტორებით განპირობებულ ხარჯს მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მათ შორის,
გარემოზე მიყენებული ზიანის შედეგად წარმოშობილ ხარჯებს (თუკი შესაძლებელია
მიყენებული ზიანის ფულადი ვალდებულების სახით განსაზღვრა). ასეთი ხარჯი შესაძლოა
მოიცავდეს სითბური გაზების ან სხვა დაბინძურების ემისიას, აგრეთვე, კლიმატური
ცვლილებით გამოწვეული შედეგების შემცირების ხარჯებს;
გ) ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობას, რა შემთხვევაშიც გაითვალისწინება
შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ხარისხობრივი, გარემოსდაცვითი ან სოციალური
ასპექტები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს:
გ.ა) ხარისხს, მათ შორის, ტექნიკურ, ესთეტიკურ და ფუნქციურ მახასიათებლებს,
ხელმისაწვდომობას, ყველა მომხმარებელზე მორგებას, სოციალურ, გარემოსდაცვით და
ინოვაციურ მახასიათებლებს, ასევე, ვაჭრობასა და მის პირობებს;
გ.ბ) ორგანიზაციულ მოწყობას, შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად
განსაზღვრული პერსონალის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, თუ პერსონალის
გამოცდილებასა და კვალიფიკაციას მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს
ვალდებულებების შესრულებაზე;
გ.გ) შესყიდვის შემდგომ მომსახურებასა და ტექნიკურ მომსახურებას, მიწოდების პირობებს,
როგორიცაა მიწოდების თარიღი, პროცესი, პერიოდი ან დასრულების პერიოდი.
3. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, შესაძლებელია განისაზღვროს შემთხვევები,
როდესაც დასაშვებია ან აკრძალულია მხოლოდ დაბალი ფასის კრიტერიუმის დაწესება. ამ
კანონის 29-ე–31-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სავალდებულოა ფასისა და
ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება.
4. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები ითვლება შესყიდვის ობიექტთან
დაკავშირებულად, თუ ისინი ეხება შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საქონლის მიწოდებას, სამუშაოს შესრულებას ან მომსახურების გაწევას, მათი სასიცოცხლო
ციკლის ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერი სახით, მათ შორის, ისეთი ფაქტორების
გათვალისწინებით, როგორიცაა:
ა) საქონლის წარმოების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის კონკრეტული
პროცესი;
ბ) მათი სასიცოცხლო ციკლის სხვა ეტაპის კონკრეტული პროცესი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კონკრეტული პროცესები მაშინაც
გაითვალისწინება, თუ ისინი არ წარმოადგენს საქონლის წარმოების, სამუშაოს შესრულების
ან მომსახურების გაწევის არსებით შემადგენელ ნაწილს ან სხვა ფიზიკურ მახასიათებელს.
6. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საუკეთესო წინადადების გამოვლენის
კრიტერიუმები ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღ კონკურენციას და ისე უნდა აღიწეროს
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციებით, რომ სათანადოდ შეფასდეს ეკონომიკური
ოპერატორების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობა.
ბუნდოვანების არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეფექტიანად უნდა
გადაამოწმოს ეკონომიკური ოპერატორების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და
დამადასტურებელი დოკუმენტების სიზუსტე.
7. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმია
მხოლოდ დაბალი ფასი, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს
თითოეული კრიტერიუმის ხვედრით წონას. თუ ობიექტური მიზეზებით შეუძლებელია
ხვედრითი წონის განსაზღვრა, შემსყიდველი ორგანიზაცია მიუთითებს კრიტერიუმების
რიგითობას კლებადობის მიხედვით.
8. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ღირებულების ხარჯს
სასიცოცხლო ციკლის დანახარჯების მეთოდით გამოთვლის, მან შესყიდვის პირობებში უნდა
მიუთითოს, თუ რა მონაცემების წარმოდგენა ევალებათ ეკონომიკურ ოპერატორებს და ამ
მონაცემების საფუძველზე, როგორი მეთოდით დადგინდება სასიცოცხლო ციკლის
დანახარჯი. მეთოდი, რომელიც უკავშირდება გარემოსდაცვითი გარე ფაქტორებით
გამოწვეული ხარჯების შეფასებას, ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ
პირობას:
ა) იგი უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურად გადამოწმებად და არადისკრიმინაციულ
კრიტერიუმებს, კერძოდ, თუ მეთოდი არ არის დადგენილი განმეორებადი ან განგრძობადი
გამოყენებისათვის, იგი ეკონომიკურ ოპერატორს გაუმართლებლად არ უნდა ანიჭებდეს
უპირატესობას ან არ უნდა აყენებდეს არახელსაყრელ მდგომარეობაში;
ბ) იგი თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მხარისთვის;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, გონივრული ძალისხმევის გამოყენებით, უნდა
შეეძლოს ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს, მათ შორის, სხვა ქვეყნის ეკონომიკურ
ოპერატორს.
9. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმის აღწერის დეტალური წესი
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
თავი VIII. საჯარო შესყიდვის გამოცხადება. განაცხადისა და წინადადების წარდგენა
მუხლი 52. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება
1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაგეგმილი შესყიდვის შესახებ მისი
განზრახვა ელექტრონულ სისტემაში გაავრცელოს წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების
გამოქვეყნების გზით.
2. განსაზღვრული წესით გავრცელებული წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება
შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას აძლევს, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, შეამციროს შესყიდვის პირობების გასაცნობად დადგენილი მინიმალური ვადა.
3. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების ფორმა და გამოქვეყნების წესი, ამ კანონისა და
ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით,
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 53. შესყიდვის პირობები
1. საჯარო შესყიდვის გამოსაცხადებლად, გარდა წინასწარი გამოქვეყნების გარეშე
მოლაპარაკების პროცედურისა, შემსყიდველი ორგანიზაცია აქვეყნებს შესყიდვის შესახებ
განცხადებას.
2. შესყიდვის შესახებ განცხადებას თან უნდა დაერთოს შესყიდვის დოკუმენტაცია.
3. შეზღუდულ პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში,
კონკურენტულ დიალოგში ან ინოვაციურ პარტნიორობაში, შემსყიდველი ორგანიზაცია
კანდიდატებს წინადადების წარსადგენად, ხოლო თუ იმართება დიალოგი/მოლაპარაკება –
აგრეთვე, დიალოგში/მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად, იწვევს მოწვევის
გამოქვეყნების გზით.
4. შესყიდვის პირობები ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.
5. შესყიდვის პირობების ფორმა და გამოქვეყნების წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის
შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
6. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შეიტანოს ცვლილება შესყიდვის პირობებში მისი
გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ
შესყიდვის პირობებში ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ დიალოგის/მოლაპარაკების
საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შეტანის შესაძლებლობა განსაზღვრულია
შესყიდვის
პირობებით.
დაუშვებელია,
საჯარო
შესყიდვის
პროცედურის/ინსტრუმენტის/აგრეგირებული მეთოდის ან შესყიდვის ობიექტის ცვლილება,
აგრეთვე, დაუშვებელია, შესყიდვის პირობებში ამ კანონით აკრძალული ან სხვა არსებითი
ცვლილების შეტანა. შესყიდვის პირობებში მისი გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის
ამოწურვამდე ცვლილების შეტანის შემთხვევაში, მისი გაცნობის ვადა ავტომატურად
გრძელდება
შესყიდვის
პირობების
გამოქვეყნებიდან
შესაბამისი
ცვლილების
გამოქვეყნებამდე გასული ვადით.
7. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შესყიდვის პირობებში ცვლილება შეიტანოს იმ
მიზნით, რომ გაახანგრძლივოს შესყიდვის პირობების გაცნობის ვადა. ასეთ შემთხვევაზე არ
ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის მე-4 წინადადება.
8. შესყიდვის პირობებში მისი გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ცვლილება
შედის და ქვეყნდება იმავე წესით, რაც დადგენილია შესყიდვის პირობების დასამტკიცებლად
და გამოსაქვეყნებლად. დიალოგის/მოლაპარაკების საფუძველზე შესყიდვის პირობებში
ცვლილება შედის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.
9. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვის პირობების გამოქვეყნებისთვის
შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის გამოქვეყნების საფასურს, რომლის
ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით. საფასურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. საფასური არ
ბრუნდება, გარდა სისტემის გაუმართაობის ან შეცდომით ზედმეტად გადახდის
შემთხვევებისა.
10. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შესყიდვის პირობები გაავრცელოს დამატებითი
საშუალებებითაც.
11. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესყიდვის პირობებში განსაზღვროს
კონკრეტულ საჯარო შესყიდვის პროცედურაში დაშვებულია თუ არა წინადადების
ვარიანტების წარდგენის შესაძლებლობა, აგრეთვე, რა სახის წინადადების ვარიანტების
წარდგენის შესაძლებლობაა დაშვებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ. თუ წინადადების
ვარიანტების წარდგენის შესაძლებლობაზე მკაფიოდ არ არის მითითებული კონკრეტული
შესყიდვის პირობებში, წინადადების ვარიანტების წარდგენა დაუშვებელია.
12. წინადადების
ვარიანტების წარდგენის შესაძლებლობის დაშვებისას, შემსყიდველი
ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს, საუკეთესო
წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ეკონომიკური
ოპერატორის მიერ წარდგენილი წინადადების ვარიანტი.
13. წინადადების
ვარიანტების წარდგენის, აგრეთვე, წინადადების ვარიანტების
წარდგენის შესაძლებლობის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით.
14. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შემსყიდველი
ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის პირობებში აგრეთვე გაითვალისწინოს მდგრადი
განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლები. საჯარო შესყიდვის განხორციელებისას,
მდგრადი განვითარებისთვის იმ შესყიდვის ობიექტის (საქონლის, მომსახურების, სამუშაოს)
CPV კოდები, რომლის შესყიდვისას სავალდებულოა მდგრადი განვითარების
მახასიათებლების გათვალისწინება, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის კონკრეტულ პროცედურაში
მდგრადი განვითარების მახასიათებლების მითითების წესი და მეთოდოლოგია
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 54. შესყიდვის პირობების გაცნობისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები
1. ღია პროცედურასა და კონკურსში წესდება შესყიდვის პირობების გაცნობისა და
წინადადებების წარდგენის შემდეგი ვადები:
ა) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის
სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შესყიდვის პირობების
გასაცნობად დგინდება არანაკლებ 25 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 5
დღე;
ბ) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია ევროკავშირის სამართლებრივი
აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე:
ბ.ა) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 5 დღე, ხოლო წინადადების
წარსადგენად – მომდევნო 2 დღე – თუ საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება
ნაკლებია 150 000 ლარზე;
ბ.ბ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 7 დღე, ხოლო წინადადების
წარსადგენად – მომდევნო 3 დღე – თუ საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება
შეადგენს ან აღემატება 150 000 ლარს;
ბ.გ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 7 დღე, ხოლო წინადადების
წარსადგენად – მომდევნო 3 დღე – თუ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 300 000
ლარზე;
ბ.დ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 15 დღე, ხოლო წინადადების
წარსადგენად – მომდევნო 5 დღე – თუ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან
აღემატება 300 000 ლარს.
2. შეზღუდულ პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში,
კონკურენტულ დიალოგში ან ინოვაციურ პარტნიორობაში, შესყიდვის შესახებ განცხადებისა
და შესყიდვის დოკუმენტაციის გასაცნობად და განაცხადების წარსადგენად ვადები დგინდება
ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. შეზღუდულ პროცედურასა და წინასწარი
გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, წინადადებების წარდგენისთვის მოწვევის
გასაცნობად და წინადადებების წარსადგენად ვადები დგინდება ამ მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად. კონკურენტულ დიალოგში ან ინოვაციურ პარტნიორობაში
წინადადებების წარსადგენად /დიალოგში მონაწილეობის მისაღებად მოწვევის გასაცნობად
და წინადადებების წარსადგენად, აგრეთვე წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების
პროცედურაში მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევის გასაცნობად ვადები
დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დინამიკური შესყიდვის სისტემაში
წინადადებების წარსადგენად მოწვევის გასაცნობად და წინადადებების წარდგენის ვადები
ჯამურად არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება
შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ
ზღვრებს, ხოლო 5 დღეზე ნაკლები – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია
ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე.
3. თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის გამოცხადებამდე, არაუადრეს 12 თვისა და
არაუგვიანეს 35 დღის შუალედში, დადგენილი წესით, გამოაქვეყნა წინასწარი საინფორმაციო
შეტყობინება, რომელიც, თავისი მხრივ არ იყო გამიზნული წინადადების წარდგენისთვის
მოსაწვევად, შესყიდვის პირობების გაცნობის ვადა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ ან „ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სათანადო მონეტარული ზღვრების გათვალისწინებით
უნდა ყოფილიყო არანაკლებ 25 ან 15 დღე, ღია პროცედურის შემთხვევაში შესაძლებელია
განისაზღვროს არანაკლებ 10 დღით, ხოლო შეზღუდული პროცედურის შემთხვევაში
შესაძლებელია განისაზღვროს არანაკლებ 5 დღით. განაცხადების/წინადადებების წარდგენის
ვადები არ იცვლება.
4. თუ შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ
არსებობს საგანგებო სიტუაცია, თუმცა არა იმ მოცულობის/მასშტაბის, რომლის შემთხვევაშიც,
შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, შეძლებდა წინასწარი
გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის გამოყენებას, ღია პროცედურასა და
კონკურსში წესდება შესყიდვის პირობების გაცნობისა და წინადადებების წარდგენის შემდეგი
ვადები:
ა) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის
სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შესყიდვის პირობების
გასაცნობად დგინდება არანაკლებ 10 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – არანაკლებ
მომდევნო 5 დღე;
ბ) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია ევროკავშირის სამართლებრივი
აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე:
ბ.ა) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 5 დღე, ხოლო წინადადების
წარსადგენად – მომდევნო 2 დღე – თუ საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება
შეადგენს ან აღემატება 150 000 ლარს;
ბ.ბ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 7 დღე, ხოლო წინადადების
წარსადგენად – მომდევნო 3 დღე – თუ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან
აღემატება 300 000 ლარს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეზღუდულ პროცედურაში
შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის გასაცნობად და
განაცხადების წარსადგენად, აგრეთვე, წინადადებების წარსადგენად მოწვევის გასაცნობად და
წინადადებების წარსადგენად ვადები დგინდება იმავე პუნქტის შესაბამისად.
6. თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობების გაცნობის ვადა განსაზღვრა ამ
მუხლით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე მეტი ოდენობით, საჯარო შესყიდვის
გამოცხადების შემდეგ დაუშვებელია მისი შემცირება.
7. განაცხადის/წინადადების წარდგენის კონკრეტული ვადის დადგენისას გაითვალისწინება
ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნა ადეკვატური ვადის
დადგენის თაობაზე.
8. ამ მუხლით განსაზღვრული ვადის ვადის ათვლა იწყება სისტემაში გამოქვეყნების მომდევნო
დღიდან.
მუხლი 55. განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა
1. განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული
სისტემის მეშვეობით, ამ კანონით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებითა და შესყიდვის
პირობებით დადგენილი წესით.
2. ეკონომიკური ოპერატორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაცხადის წარსადგენად,
ხოლო მისი არარსებობისას – წინადადების წარსადგენად, სააგენტოს ანგარიშზე იხდის
განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურს, რომლის ოდენობა, გადახდისა და
დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. საფასურის ოდენობა
არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. საფასური არ ბრუნდება, გარდა სისტემის
გაუმართაობის ან შეცდომით საფასურის ზედმეტად გადახდის შემთხვევებისა.
3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ განხორციელებულ ცენტრალიზებულ
შესყიდვაში მონაწილეობის მიზნით, განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის გარდა,
გამარჯვებული პრეტენდენტი ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის
ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის საფასურს (ცენტრალიზებული შესყიდვის
სავარაუდო ღირებულების გარკვეულ პროცენტს).
4. ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის საფასურის ოდენობა, გადახდისა და
დაბრუნების წესი განისაზღვრება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის
სამართლებრივი აქტით.
5. ეკონომიკურ ოპერატორს, განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით,
მოეთხოვება განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა შესყიდვის
სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა. განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით,
განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის, ამოქმედებისა და
დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
6. ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში, განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის
გარანტიის წარდგენის სავალდებულოობა და მისი ოდენობა, ასევე მისი წარდგენის,
ამოქმედებისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. იმ
შემთხვევაში, თუ ცენტრალიზებული შესყიდვისას, არ მოითხოვება განაცხადის/წინადადების
უზრუნველყოფის გარანტია, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხელშეკრულების
დადების უზრუნველსაყოფად, ასევე, შესაძლებელია, განისაზღვროს უზრუნველყოფის სხვა
საშუალება/საშუალებები.
მუხლი 56. განმარტების მოთხოვნისა და მიღების უფლება
1. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციისგან მოითხოვოს
ინფორმაცია და მიიღოს განმარტება შესყიდვის პირობებთან და საჯარო შესყიდვის
მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
2. შემსყიდველი ორგანიზაციისგან ინფორმაციის/განმარტების მოთხოვნა შესაძლებელია,
როგორც შესყიდვის პირობებში განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო
პირის, აგრეთვე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის/განმარტების მოთხოვნისთვის იქმნება კითხვაპასუხის მოდული, რომლით სარგებლობის წესი, აგრეთვე, შემსყიდველი ორგანიზაციისგან
ინფორმაციის/განმარტების მოთხოვნის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით.
თავი IX. შერჩევა-შეფასება
მუხლი 57. ზოგადი წესი
1. შემსყიდველი ორგანიზაცია კანდიდატებს/პრეტენდენტებს აფასებს შესყიდვის პირობებში
განსაზღვრული სპეციფიკაციებისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ამ კანონითა და
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.
2. თუ განცხადება/წინადადება სრულყოფილად არ შეიცავს ან საერთოდ არ შეიცავს
მოთხოვნილ ინფორმაციას და არ არსებობს კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის
პირდაპირი
საფუძველი,
შემსყიდველი
ორგანიზაცია
მოსთხოვს
მას
განცხადების/წინადადების გონივრულ ვადაში დაზუსტებას სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით დადგენილი წესით. განაცხადის/წინადადების დაზუსტებამ არ უნდა გამოიწვიოს
გამჭვირვალობისა
და
თანასწორი
მოპყრობის
პრინციპების
დარღვევა.
განაცხადის/წინადადების დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობა ან არასრულყოფილად
დაზუსტება კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
3. დაუშვებელია კანდიდატს/პრეტენდენტს მოეთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა,
რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული შესყიდვის პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება პირდაპირ
გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. ანალოგიურად, დაუშვებელია
კანდიდატს/პრეტენდენტს ხარვეზად ჩაეთვალოს ისეთი გარემოება, რომელიც არ ყოფილა
გათვალისწინებული შესყიდვის პირობებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც
ხსენებული გარემოების ხარვეზად ჩათვლა პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს
კანონმდებლობიდან.
მუხლი 58. დისკვალიფიკაცია
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ახდენს კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას
ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
ა) იგი რეგისტრირებულია შავ სიაში;
ბ) არსებობს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საფუძველი;
გ) მიმდინარეობს კანდიდატის/პრეტენდენტის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება,
შეჩერდა ან შეწყდა მისი საქმიანობა, დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი ან იგი
ლიკვიდირებულ იქნა (თუ კანდიდატი/პრეტენდენტი ფიზიკური პირია – იგი გარდაიცვალა);
დ) პრეტენდენტს ან კანდიდატს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, გარდა ამ მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) მასთან არსებობს ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი და
იგი, იმავე მუხლით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ღონისძიების გატარების
შემთხვევაშიც, ვერ იქნება თავიდან აცილებული;
ვ) არსებობს ეკონომიკური ოპერატორის ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით
გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლები და დისკვალიფიკაცია არ შეიძლება
იქნეს თავიდან აცილებული სხვა ნაკლებად შემზღუდავი გზით;
ზ) განაცხადი/წინადადება არ შეესაბამება შესყიდვის პირობებს და იგი, ამ კანონითა და
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, არ ექვემდებარება დაზუსტებას, ხოლო იმ
შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მისი დაზუსტება – იგი დადგენილ ვადაში არ დაზუსტდება
ან არასრულყოფილად დაზუსტდება;
თ) ვერ დასაბუთდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ამ კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად;
ი) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
კ) იგი უარს იტყვის განაცხადზე/წინადადებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლები
აგრეთვე ეხებათ:
ა) მის წევრებს – თუ ეკონომიკური ოპერატორი წარმოადგენს გაერთიანებას;
ბ) ქვეკონტრაქტორებს – ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორებს, რომელთა შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური
ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.
3. პოტენციური ეკონომიკური რისკებისა და შესყიდვის ხელშეკრულების საგნის
თავისებურებათა გათვალისწინებით, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია არ გამოიყენოს ამ
მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, თუ
კანდიდატის, პრეტენდენტის ან ამ პირის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის
წარმოება და შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაასკვნას, რომ ეკონომიკური ოპერატორი
შეძლებს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებას.
4. დაუშვებელია კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ამ მუხლის პირველი
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი
გარემოება:
ა) კანდიდატის/პრეტენდენტის საგადასახადო დავალიანება ნაკლებია 1000 ლარზე;
ბ) კანდიდატს/პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხმება ან აღებული აქვს
საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება უფლებამოსილ ორგანოსთან
შეთანხმების გაფორმების გზით.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია ახდენს კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას
საჯარო შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, თუ გამოვლინდება კანდიდატის/პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციის საფუძველი. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაასაბუთოს
დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება.
6. დისკვალიფიკაციის დეტალური პროცედურა განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით.
7. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან, დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს
ეკონომიკური ოპერატორის ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა პირის შესახებ
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დისკვალიფიკაციის საფუძვლის
არსებობის/არ არსებობის დასადგენად, მათ შორის, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი
ინფორმაცია ეკონომიკური ოპერატორის ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა პირის
წერილობითი/ელექტრონული ნებართვის შემთხვევაში, აგრეთვე პერსონალური მონაცემების,
მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
მუხლი 59. დისკვალიფიკაციის საფუძვლებისა და შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის
შემოწმება
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის პირობებში განსაზღვროს
დოკუმენტები, რომელთა წარმოდგენასაც იგი სთხოვს ეკონომიკურ ოპერატორებს
დისკვალიფიკაციის საფუძვლების ან შერჩევის კრიტერიუმებთან მისი შესაბამისობის
შემოწმების მიზნით.
2. დისკვალიფიკაციის საფუძვლების (ამ კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) არარსებობა შესაძლებელია ასევე
შემოწმდეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით/ცნობით.
3. პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა შესაძლებელია
შემოწმდეს
რეგისტრაციის,
აკრედიტაციის,
ავტორიზაციის,
ლიცენზირების,
სერტიფიცირების
ან
შესაბამისი
ორგანიზაციის
ან
გაერთიანების
წევრობის
დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტით/ცნობით.
4. ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა
შესაძლებელია შემოწმდეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს ან
ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით/ცნობით,
ეკონომიკური ოპერატორის ფინანსური ან წლიური ანგარიშით, ამონაწერით ამ ანგარიშიდან.
ინფორმაცია ბრუნვასთან დაკავშირებით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს არაუმეტეს
უკანასკნელი 3 ფინანსური წლის შესახებ, რა დროსაც გაითვალისწინება ეკონომიკური
ოპერატორის დაარსების ან საქმიანობის დაწყების თარიღი. თუ ეკონომიკური ოპერატორი
ადასტურებს, რომ არ შეუძლია წარადგინოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი
დოკუმენტი, მას საკუთარი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა შეუძლია
დაადასტუროს სხვა დოკუმენტით, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების
დაცვით შემსყიდველი ორგანიზაცია მისაღებად მიიჩნევს.
5. შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და პროფესიული შესაბამისობა
შესაძლებელია შემოწმდეს:
ა) არაუმეტეს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მიწოდებული საქონლის ან გაწეული
მომსახურების შესახებ ინფორმაციით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მონაცემები მისი
ღირებულების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის თარიღისა და მიმღების შესახებ,
რომელსაც უნდა ერთვოდეს ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია. სადაც საჭიროა კონკურენციის ადეკვატური დონის მიღწევა, შემსყიდველმა
ორგანიზაციამ შეიძლება გაითვალისწინოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე უფრო ადრე
განხორციელებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა;
ბ) არაუმეტეს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ
ინფორმაციით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მონაცემები მისი ღირებულების,
შესრულების თარიღისა და მიმღების შესახებ, რომელსაც უნდა ერთვოდეს ვალდებულებების
ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სადაც საჭიროა კონკურენციის
ადეკვატური დონის მიღწევა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება გაითვალისწინოს ამ
ქვეპუნქტით განსაზღვრულზე უფრო ადრე შესრულებული სამუშაოც;
გ) ტექნიკური პერსონალისა და სტრუქტურული ერთეულების შესახებ ინფორმაციით,
მიუხედავად
მათი
ეკონომიკური
ოპერატორის
საწარმოსადმი
კუთვნილებისა,
განსაკუთრებით, იმ პერსონალისა/სტრუქტურული ერთეულისა, რომელიც პასუხისმგებელია
ხარისხზე ან ასრულებს სამუშაოს;
დ) ხელმძღვანელის ან ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტებით;
ე) ხარისხის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი ტექნიკური აღჭურვილობისა და
რესურსების აღწერით;
ვ) ვალდებულებების შესასრულებლად გამოსაყენებელი მიწოდებისა და მონიტორინგის
მენეჯმენტის სისტემის აღწერით;
ზ) ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების
აღწერით;
თ) შესყიდვის ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელ ნაწილზე
მითითებით;
ი) ინსპექტირებით, რომელსაც ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია ან მისი სახელით
კომპეტენტური ორგანო, თუ შესყიდვის ობიექტი გამოირჩევა სირთულით ან განკუთვნილია
სპეციალური დანიშნულებისთვის. აღნიშნული ინსპექტირება უნდა ეხებოდეს ეკონომიკური
ოპერატორის საწარმოო სიმძლავრეს ან ტექნიკურ შესაძლებლობებს, საჭიროების
შემთხვევაში, ზომებს, რომლებიც გატარებული იქნება ხარისხის კონტროლის
უზრუნველსაყოფად.
6. ეკონომიკურ ოპერატორს ამ მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა
არ მოეთხოვება ისეთ შემთხვევაში, როდესაც მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია
ელექტრონულ სისტემაში ან სხვა ღია/საჯარო ბაზაზე დაყრდნობით, სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 60. კანდიდატთა რაოდენობის შემცირება
1. შეზღუდულ პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში,
კონკურენტულ დიალოგში ან ინოვაციურ პარტნიორობაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ
შეიძლება შეზღუდოს იმ კანდიდატების რაოდენობა, რომლებიც აკმაყოფილებენ შერჩევის
კრიტერიუმებს
და
მოწვეული
იქნებიან
წინადადების
წარსადგენად
ან
დიალოგში/მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად, იმ პირობით, რომ მათი რაოდენობა
არ იქნება ამ მუხლით განსაზღვრულზე ნაკლები.
2. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობებში უნდა განსაზღვროს ობიექტური და
არადისკრიმინაციული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც იგი მოიწვევს კანდიდატებს.
შემსყიდველი ორგანიზაცია აგრეთვე საზღვრავს მოსაწვევი კანდიდატების მინიმალურ,
ხოლო სადაც საჭიროა – აგრეთვე მაქსიმალურ რაოდენობას. კანდიდატთა რაოდენობა
განისაზღვრება შესყიდვის პირობებით, იმ ოდენობით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ჯანსაღი
კონკურენცია. კანდიდატთა რაოდენობის განსაზღვრისას, შემსყიდველი ორგანიზაცია
ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ
ბაზარზე არსებულ კონკურენციას.
3. შეზღუდულ პროცედურაში კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 5, ხოლო
კონკურენტულ დიალოგში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურასა და
ინოვაციურ პარტნიორობაში – 3.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია წინადადების წარსადგენად/დიალოგში/მოლაპარაკებაში
მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებს იწვევს, სულ მცირე, მინიმალური რაოდენობით.
ამასთანავე, თუ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც აკმაყოფილებენ შერჩევის
კრიტერიუმებს, ნაკლებია მინიმალურ რაოდენობაზე, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია
მოიწვიოს სხვა კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მინიმალურ მოთხოვნებს. ასეთ
შემთხვევაში, იმავე შესყიდვაში, შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია მოიწვიოს
ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც არ წარუდგენია განაცხადი ან/და რომელიც ვერ
აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს.
5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია სარგებლობს ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით
განსაზღვრული, შემოთავაზებული გადაწყვეტის გზის/გზების ეტაპობრივად შემცირების
უფლებით, აღნიშნული უნდა განხორციელდეს შესყიდვის პირობებში განსაზღვრული
წესების მიხედვით. საბოლოო ჯამში, პრეტენდენტთა და შეთავაზებული გადაწყვეტის გზების
რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად, რა მიზნითაც,
შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის
თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციას.
მუხლი 61. შესყიდვების ერთიანი ევროპული დოკუმენტი
1. შესყიდვების ერთიანი ევროპული დოკუმენტი (European Single Procurement Document,
შემდგომში ამ მუხლში – ESPD) არის საწყისი დამადასტურებელი საბუთი, რომელიც
ასაბუთებს
დისკვალიფიკაციის
საფუძვლების
არარსებობის,
ასევე,
შერჩევის
კრიტერიუმებთან და ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ პირობებთან
ეკონომიკური ოპერატორის შესაბამისობას. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია,
მიიღოს ESPD. თუ ეკონომიკური ოპერატორი მიიღებს გადაწყვეტილებას ESPD-ს წარდგენის
შესახებ, მან ის აგრეთვე უნდა წარადგინოს შემდეგ პირებთან დაკავშირებით (არსებობის
შემთხვევაში):
ა) მის წევრებზე – თუ ეკონომიკური ოპერატორი წარმოადგენს გაერთიანებას;
ბ) ქვეკონტრაქტორზე – ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) პირზე, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ქვეკონტრაქტორი ამ კანონის 63-ე მუხლის
შესაბამისად.
2. ESPD უნდა შეიცავდეს ეკონომიკური ოპერატორის ფორმალურ დასტურს, რომ არ არსებობს
დისკვალიფიკაციის საფუძვლები და კმაყოფილდება შერჩევის კრიტერიუმები ან/და ამ
კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პირობები. ESPD-ში ასევე მითითებული
უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანო ან მესამე პირი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი
დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაზე და ეკონომიკური ოპერატორის მზადყოფნა,
მოთხოვნის შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე, წარადგინოს ეს დოკუმენტები.
3. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს ESPD,
რომელიც მას ადრე ჰქონდა წარდგენილი საჯარო შესყიდვის სხვა პროცედურაში. ასეთ
შემთხვევაში, ეკონომიკურმა ოპერატორმა უნდა დაამტკიცოს, რომ შესაბამის ESPD-ში
მითითებული ინფორმაცია კვლავაც მოქმედია.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესყიდვის პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე,
მოსთხოვოს კანდიდატს/პრეტენდენტს დისკვალიფიკაციის საფუძვლების არარსებობის,
შერჩევის კრიტერიუმებთან და ამ კანონის მე-60 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან
შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. შესყიდვის ხელშეკრულების
დადებამდე, გარდა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, შემსყიდველი ორგანიზაცია სთხოვს იმ ეკონომიკურ
ოპერატორს, რომელთანაც ფორმდება შესყიდვის ხელშეკრულება, წარადგინოს განახლებული
დოკუმენტები ამ კანონის 59-ე მუხლის, ხოლო სადაც ეს საჭიროა – 62-ე მუხლის შესაბამისად.
შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი
წესით, ეკონომიკურ ოპერატორს მისცეს საშუალება, დააზუსტოს წარდგენილი დოკუმენტები.
შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია მოითხოვოს ის ინფორმაცია, რომელიც მას უკვე აქვს
ან ხელმისაწვდომია ელექტრონულ სისტემაში ან მონაცემთა ღია/საჯარო ბაზაში.
5. ESPD-ის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით.
მუხლი 62. ხარისხის უზრუნველყოფისა და გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები
1. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, შესყიდვის პირობებში მოითხოვს ეკონომიკური
ოპერატორის ხარისხის სისტემის შემოწმებას, მან უნდა მიმართოს ხარისხის
უზრუნველყოფის სისტემებს, რომლებიც შეესაბამება შესაბამისი ქვეყნის სერტიფიცირების
კონკრეტულ სტანდარტებს და რომლებიც სერტიფიცირებულია აკრედიტებული
ორგანიზაციების მიერ, კანონით დადგენილი წესებით. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა
აღიაროს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად
აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი, ასევე, ეკონომიკური
ოპერატორის მიერ, თანაბარი ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი
სხვა დამადასტურებელი საბუთები.
2. ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობა, განახორციელოს ამ კანონის 59-ე მუხლის მე-5
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზომები შესაძლებელია დადასტურდეს ერთ-ერთი
შემდეგი გზით:
ა) გარემოს დაცვის მართვისა და აუდიტის სისტემაში (EMAS) დარეგისტრირებით;
ბ) აკრედიტებული ორგანოს მიერ, საქართველოსა ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით
დადგენილი წესების დაცვით გაცემული სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს ევროპის ან
საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას;
გ) გარემოსდაცვით მოთხოვნებთან საქმიანობის შესაბამისობის ეკვივალენტური შეფასებით,
რომელიც საქართველოში შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ
გარემოს დაცვის მართვის სისტემებს.
მუხლი 63. სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობების გამოყენება
1. ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის, აგრეთვე, ტექნიკური და პროფესიული
შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით, კონკრეტულ საჯარო შესყიდვაში,
თუ ეს შესაძლებელია, ეკონომიკურ ოპერატორს (ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი)
უფლება აქვს, დაეყრდნოს სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებს, მიუხედავად
იმისა, თუ რა სამართლებრივი კავშირი აქვს მას სხვა ეკონომიკურ ოპერატორთან.
2. ეკონომიკური ოპერატორი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეყრდნოს სხვა ეკონომიკური
ოპერატორის გამოცდილებას, აგრეთვე, მისი პერსონალის კვალიფიკაციასა და
გამოცდილებას, როდესაც სხვა ეკონომიკური ოპერატორი შესყიდვის ხელშეკრულების
ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს ან/და გაწევს იმ მომსახურებას, რომელთა
შესასრულებლად/გასაწევად საჭიროა ეს კვალიფიკაცია და გამოცდილება. ეს პუნქტი
ვრცელდება მხოლოდ ქვეკონტრაქტორზე.
3. როდესაც ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა სხვა ეკონომიკური ოპერატორის რესურსებს,
იგი ვალდებულია, დაადასტუროს ამ რესურსებზე წვდომა და სარგებლობის შესაძლებლობა.
აღნიშული შესაძლებელია დადასტურდეს, მათ შორის, ამ ეკონომიკურ ოპერატორთან
დადებული შეთანხმებით.
4. თუ ეკონომიკური ოპერატორი, ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის
კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით, ეყრდნობა სხვა ეკონომიკური ოპერატორის
შესაძლებლობებს, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია ძირითად და სხვა ეკონომიკურ
ოპერატორებს მოსთხოვოს სოლიდარული პასუხისმგებლობა შესყიდვის ხელშეკრულების
შესრულებისთვის.
5. თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა, იგი შეიძლება დაეყრდნოს, როგორც
გაერთიანების წევრთა, აგრეთვე, სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებს.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაცია, აგრეთვე,
აფასებს სხვა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური
ოპერატორი. შემოწმებას ექვემდებარება, როგორც დისკვალიფიკაციის საფუძვლები, აგრეთვე,
ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები. თუ არსებობს დისკვალიფიკაციის
საფუძვლები ან აღნიშნული ეკონომიკური ოპერატორი არ აკმაყოფილებს ეკონომიკური
ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმებს, შემსყიდველი ორგანიზაცია მოსთხოვს ეკონომიკურ
ოპერატორს მის შეცვლას, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.
7. შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის პირობებით შეუძლია მოითხოვოს, რომ კრიტიკული
მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები შეასრულოს მხოლოდ ძირითადმა ეკონომიკურმა
ოპერატორმა.
8. სხვა ეკონომიკურ ოპერატორთა შესაძლებლობების, აგრეთვე, პირთა გაერთიანების მიერ
გაერთიანების წევრთა შესაძლებლობების გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 64. შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონე წინადადება
1. შემსყიდველი ორგანიზაცია მოსთხოვს პრეტენდენტს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის
დასაბუთებას, თუ წინადადება შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონეა. შემსყიდველი
ორგანიზაცია წინასწარ განსაზღვრავს შესყიდვის პირობებში, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება
წინადადება შეუსაბამოდ დაბალი ფასის მქონედ და რა დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
2. შეუსაბამოდ დაბალი ფასის გამო ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შეიძლება დასაბუთდეს:
ა) წარმოების პროცესის, მომსახურების გაწევის ან მშენებლობის მეთოდის ხარჯებით;
ბ) საქონლის მისაწოდებლად, სამუშაოს შესასრულებლად ან მომსახურების გასაწევად
შერჩეული ტექნიკური გადაწყვეტის გზით ან ეკონომიკური ოპერატორისთვის
ხელმისაწვდომი განსაკუთრებული პირობებით;
გ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ, შეთავაზებული საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების
ორიგინალურობით;
დ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ, ვალდებულებების შესრულებით გარემოს დაცვის,
სოციალური და შრომის კანონმდებლობის სფეროში აღებული ვალდებულებების
გათვალისწინებით;
ე) ქვეკონტრაქტორის გამოყენებით;
ვ) ეკონომიკური ოპერატორის მიერ, სახელმწიფო დახმარების მიღების შესაძლებლობით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ
დოკუმენტს. იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ ასაბუთებს წინადადების ფასის ადეკვატურობას ამ
მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პრეტენდენტი
ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. თუ წინადადების დაბალი ფასი განპირობებულია
პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღებით, შემსყიდველი ორგანიზაცია
მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ იგი
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ დაასაბუთებს ასეთი
დახმარების კანონიერებას.
4. პირობები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც წინადადება ითვლება შეუსაბამოდ დაბალი
ფასის მქონედ, აგრეთვე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების დეტალური წესი
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 65. საჯარო შესყიდვის უშედეგოდ დასრულება ან შეწყვეტა
1. საჯარო შესყიდვა, რომელშიც არ იქნა წარდგენილი არც ერთი განაცხადი/წინადადება,
ითვლება არშემდგარად.
2. საჯარო შესყიდვა, რომელშიც ყველა კანდიდატმა/პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია
ან შემსყიდველი ორგანიზაცია ვერ შეარჩევს საკმარისი რაოდენობის კანდიდატებს, ითვლება
უარყოფითი შედეგით დასრულებულად.
3. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას
ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს საჯარო შესყიდვის მიმდინარეობა, თუ ეს აუცილებელი
გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით,
აგრეთვე,
საქართველოს
სახელმწიფო
ინტერესებიდან
ან/და
საზოგადოებრივი
ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს.
თავი X. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადება, შეცვლა და შესრულება
მუხლი 66. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადება
1. შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
2. წერილობითი ფორმა სავალდებულო არ არის, თუ შესყიდვის ხელშეკრულება იდება
წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად შემდეგ
შემთხვევებში:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულების, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული
ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს, აგრეთვე, თავდაცვის ატაშეს,
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს
პროკურატურის წარმომადგენლების მიერ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ინტერნეტით გამოწერის გზით, ასევე, სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსების ან
ინტერნეტ-გვერდზე წვდომის მიზნით, აგრეთვე, პროგრამული უზრუნველყოფის ან
ლიცენზიის/ნებართვის შესყიდვის მიზნით;
გ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვა;
დ) ხორციელდება ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვა არარეზიდენტი ეკონომიკური
ოპერატორისგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ბაზარზე არ არსებობს
შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია ან ეს უკანასკნელი, ობიექტური მიზეზების
გამო, ვერ უზრუნველყოფს ლაბორატორიული მომსახურების გაწევას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესყიდვის ხელშეკრულება
ნაცვლდება ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ასეთ დოკუმენტზე ვრცელდება ამ
მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედება.
4. შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ,
ასევე, უცხოურ ენაზე. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების უცხოურ ენაზე
დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა
ითარგმნოს ქართულ ენაზე. დოკუმენტს არ სჭირდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და
უცხოურ ენებზე.
5.
შესყიდვის
ხელშეკრულება/ჩარჩო
შეთანხმება
გამარჯვებულ
პრეტენდენტთან/გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ფორმდება შესყიდვის პირობებისა და მათ
მიერ წარდგენილი წინადადებების მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით
დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. თუ შესყიდვის ხელშეკრულება იდება
წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად, საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული შესყიდვის (ხელშეკრულების/ჩარჩო
შეთანხმების) მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისგან
განსხვავებული პირობები. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის
შედეგად შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება იდება შემსყიდველ ორგანიზაციასა
და ეკონომიკურ ოპერატორს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. თუ წინასწარი
გამოქვეყნების
გარეშე
მოლაპარაკების
პროცედურის
შედეგად
შესყიდვის
ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება დაიდო სააგენტოს თანხმობით, აუცილებელია
სააგენტოსთან შეთანხმებული პირობების დაცვაც.
6. დაუშვებელია შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადება შესყიდვის
ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დასადებად მოწვევიდან/წინასწარი გამოქვეყნების
გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შესახებ გადაწყვეტილების სისტემაში ატვირთვიდან
მომდევნო:
ა) 10 დღის განმავლობაში – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება
ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს;
ბ) 5 დღის განმავლობაში – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია ევროკავშირის
სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
ა) შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება ფორმდება ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით წინასწარი
გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის გამოყენებით, აგრეთვე თუ წინასწარი
გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის გამოყენებით გასაფორმებელი შესყიდვის
ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების ღირებულება ნაკლებია ევროკავშირის სამართლებრივი
აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე;
ბ) შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადების უფლება მოიპოვა მხოლოდ
ერთმა პრეტენდენტმა და არ არსებობს სხვა კანდიდატი/პრეტენდენტი, რომელსაც შეუძლია
გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება. ეს პუნქტი არ
გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარო შესყიდვის პროცედურის
ან/და საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არსიდან გამომდინარე, დაფარულია საჯარო
შესყიდვის მონაწილეთა ვინაობის, ოდენობისა და წინადადებების შესახებ ინფორმაცია;
გ) შესყიდვის ხელშეკრულება ფორმდება ჩარჩო შეთანხმების ან დინამიკური შესყიდვის
სისტემის ფარგლებში.
8. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების პირობები განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით. სააგენტოს თავმჯდომარე, აგრეთვე, უფლებამოსილია,
დაამტკიცოს
შესყიდვის
ხელშეკრულების/ჩარჩო
შეთანხმების
სტანდარტული
ფორმა/ფორმები, რომლებიც შესაძლებელია აისახოს ელექტრონულ სისტემაში, სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.
9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება,
ასევე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი, მათ შორის, კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით განსაზღვრული ინფორმაციის შემცველი შესყიდვის ობიექტის
ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით დადგენილი წესით, მისი დადებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში
გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო
დაწესებულებაზე, ასევე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებულ
ფილიალზე, წარმომადგენლობაზე, შვილობილ საწარმოზე, აგრეთვე, თავდაცვის ატაშეს,
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს
პროკურატურის წარმომადგენლებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან, შესყიდვის
ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის
დამადასტურებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული ინფორმაციის
შემცველი დოკუმენტი, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, მისი
დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში.
10. თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი
სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად
ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, ამ მუხლით
გათვალისწინებული შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადებამდე,
ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს
მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, ასევე,
შემსყიდველი
ორგანიზაციის
მიერ
საზღვარგარეთ
დაფუძნებული
ფილიალის,
წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს, აგრეთვე, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს
პროკურატურის წარმომადგენლების მიერ, ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.
მუხლი 67. ცვლილება შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში
1. შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურის
გარეშე ცვლილების შეტანა დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე შემთხვევაში:
ა) საჭიროა დამატებითი საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა
და თავდაპირველი მიმწოდებლის შეცვლა ერთდროულად:
ა.ა) შეუძლებელია ეკონომიკური ან ტექნიკური მიზეზებით, როგორიცაა, თავდაპირველი
შესყიდვის დროს შეძენილ მოწყობილობასთან, მომსახურებასთან ან დანადგარებთან
ურთიერთმონაცვლეობისა და ფუნქციური თავსებადობის მოთხოვნათა დაცვა;
ა.ბ) გამოიწვევს მნიშვნელოვან სირთულეებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ხარჯების
გაზრდას არანაკლებ ორმაგი ოდენობისა;
ბ) კმაყოფილდება შემდეგი გარემოებები ერთდროულად:
ბ.ა) ცვლილების საჭიროება გამოიწვია ფაქტორმა, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაცია
წინასწარ ვერ განსაზღვრავდა ან/და არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე
მუხლით გათვალისწინებული გარემოებები;
ბ.ბ) ცვლილება არ იწვევს შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების არსებითად
შეცვლას ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
გ) იცვლება თავდაპირველი მიმწოდებელი მთლიანი ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლეობის
გამო, რაც გამოწვეული იყო ორგანიზაციული ცვლილებებით, მათ შორის, რეორგანიზაციით,
შეძენით ან გადახდისუუნარობით, თუ უფლებამონაცვლე მიმწოდებელი აკმაყოფილებს
თავდაპირველად განსაზღვრულ შერჩევის კრიტერიუმებს და ეს არ გამოიწვევს სხვა არსებით
ცვლილებას;
დ) თუ ცვლილება, მისი ღირებულების მიუხედავად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ
განიხილება არსებითად;
ე) თუ ინფორმაცია შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე, მათ შორის, მისი ღირებულების მიუხედავად, მკაფიოდ არის განსაზღვრული
შესყიდვის პირობებში და ცვლილება არაარსებითია;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
დაუშვებელია თავდაპირველი ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების ღირებულების 10%-ზე
მეტი ოდენობით გაზრდა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის
(საწვავის) საჯარო შესყიდვაზე.
3. ცვლილება შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში არსებითად განიხილება
ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იგი:
ა) თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული შესყიდვის პირობებში, საჯარო
შესყიდვაში სხვა ეკონომიკური ოპერატორების მონაწილეობასაც გახდიდა შესაძლებელს ან არ
გამოიწვევდა
საჯარო
შესყიდვაში
მონაწილე
ეკონომიკური
ოპერატორების
დისკვალიფიკაციას/შემცირებას;
ბ) ეკონომიკური ოპერატორის სასარგებლოდ ცვლის ეკონომიკურ ბალანსს შესყიდვის
ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში ისეთი გზით, რომელიც თავიდანვე არ ყოფილა
გათვალისწინებული შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში;
გ) გონივრულ ფარგლებზე მეტად აფართოებს ან ამცირებს შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო
შეთანხმების ფარგლებს;
დ) იწვევს თავდაპირველი მიმწოდებლის შეცვლას, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის
პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით.
4. თუ შესყიდვის ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება საჭიროებს სხვაგვარ ცვლილებას, ვიდრე
ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შემსყიდველი
ორგანიზაცია ვალდებულია, განახორციელოს საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურა.
5. ცვლილება შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში საჭიროებს შემსყიდველი
ორგანიზაციის
დასაბუთებას.
ხელშეკრულებაში/ჩარჩო
შეთანხმებაში
ცვლილების
შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისთვის მთლიანად ეკისრება
შემსყიდველ ორგანიზაციას.
6. ცვლილება ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში შედის იმავე ფორმით, როგორითაც
დადებულია ხელშეკრულება/ჩარჩო შეთანხმება და ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში
გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
7. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების ღირებულების ცვლილების წესი და
პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 68. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალის,
ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური ოპერატორის ცვლილება/დამატება
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეცვალოს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების
პროცესში ჩართული პერსონალი, ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული ქვეკონტრაქტორ(ებ)ი და სხვა ეკონომიკური ოპერატორ(ებ)ი, რომელთა
შესაძლებლობებსაც დაეყრდნო იგი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, ჩართოს
დამატებითი პერსონალი, ქვეკონტრაქტორი ან სხვა ეკონომიკური ოპერატორ(ებ)ი
შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მიმწოდებლის თანამშრომელი, რომელიც
ჩართული იყო შესყიდვის ხელშეკრულების განხორციელების პროცესში, რომლის შესახებაც
პრეტენდენტმა შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია და რომლის კვალიფიკაციის
შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან შეფასებულ იქნა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ,
ასევე, ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი,
აგრეთვე, სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც დაეყრდნო
ეკონომიკური ოპერატორი, მისი კვალიფიკაციის შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად, შეიცვლება/დაემატება მხოლოდ
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ამ
მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად.
3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული თანამშრომლის, ქვეკონტრაქტორის
ან სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლა/დამატება, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი
ერთ-ერთი გარემოება:
ა) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი თანამშრომელი, ქვეკონტრაქტორი ან სხვა
ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც დაეყრდნო იგი, არ შეესაბამება,
შესყიდვის პირობებით, ეკონომიკური ოპერატორის თანამშრომლების, ქვეკონტრაქტორებისა
და სხვა ეკონომიკური ოპერატორების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ქვეკონტრაქტორი ან სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც
დაეყრდნო ეკონომიკური ოპერატორი შესყიდვების პროცედურაში, მისი კვალიფიკაციის
შესყიდვის პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად,
შეიცვალა და შეთავაზებული ქვეკონტრაქტორის ან სხვა ეკონომიკური ოპერატორის
კვალიფიკაცია არ არის ისეთი, როგორსაც დაეყრდნო მიმწოდებელი;
4. ამ მუხლის შესაბამისად, შეთავაზებული ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური
ოპერატორის მიმართ არ უნდა არსებობდეს ამ კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული
დისკვალიფიკაციის საფუძვლები.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული
პერსონალის, ქვეკონტრაქტორის ან სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლას/დამატებას
ითანხმებს ან უარყოფს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 69. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გააკონტროლოს შესყიდვის ხელშეკრულების
შესრულება.
2. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი დაავალოს, როგორც
შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს, ასევე, ნებისმიერ
სხვა პირს.
3. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლის პირობები განისაზღვრება
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
4.
შემსყიდველი
ორგანიზაცია
ვალდებულია,
შესყიდვის
ხელშეკრულების
შესრულების/შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით
დადგენილი წესით, გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში.
მუხლი 70. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები
1. შესყიდვის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შემსყიდველი ორგანიზაცია
უფლებამოსილია, გაითვალისწინოს პირგასამტეხლო ან/და მოითხოვოს საბანკო გარანტია.
2. საბანკო გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ შესყიდვის ხელშეკრულების
ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს.
3. თუ შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე, საბანკო გარანტიის
მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესყიდვის თავისებურებიდან
გამომდინარე, რაც უნდა დასაბუთდეს.
4. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი
ორგანიზაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს საბანკო
გარანტიის წარდგენისგან.
5. ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის მოთხოვნის
სავალდებულოობა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მაღალი ზღვარი
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
6. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი საბანკო გარანტიას წარადგენს
ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
7. საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 71. ანგარიშსწორების პირობები
1. ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება შესყიდვის პირობებითა და შესყიდვის
ხელშეკრულებით/ჩარჩო შეთანხმებით.
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ
ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო
გარანტია, გარდა ამ მუხლითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული
შემთხვევებისა.
3. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი
ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,
ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის
იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენისგან.
4. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი წარადგენს წინასწარ
გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის საბანკო გარანტიას.
5. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები
გამოიყენოს მხოლოდ შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების
შესასრულებლად. იგი პასუხს აგებს თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის.
6. წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და
წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
თავი XI. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვები
მუხლი 72. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული
ზოგადი დებულებები
1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
დადებულ/დასადებ შესყიდვის ხელშეკრულებებზე, რომელთა მიზანია:
ა) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, მისი ნებისმიერი ნაწილის
ან/და კომპონენტის მიწოდება;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროდუქციის და მისი სასიცოცხლო ციკლის
ნებისმიერ ელემენტთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება და
მომსახურების გაწევა;
გ) სამხედრო მიზნებისთვის ან თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი
(თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული) სამუშაოს შესრულება ან/და
მომსახურების გაწევა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქციის ჩამონათვალი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, შესყიდვების განხორციელებისას, შემსყიდველი
ორგანიზაცია იყენებს ამ კანონით გათვალისწინებულ დებულებებს, თუ ამ თავით სხვა რამ არ
არის განსაზღვრული.
4. ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია,
თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვის ჩატარებისას
გამოიყენოს ან ამ კანონით სტანდარტული საჯარო შესყიდვისთვის დადგენილი წესი, ან
იხელმძღვანელოს ამ თავის დებულებებით, ან ისარგებლოს ამ კანონის 73-ე მუხლით
დადგენილი გამონაკლისით. სტანდარტული საჯარო შესყიდვისთვის დადგენილი წესების
გამოყენების შემთხვევაში, საჯარო შესყიდვაზე ამ თავის დებულებები აღარ ვრცელდება. ამ
კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებით სარგებლობის შემთხვევაში,
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მისი არჩევანი არ ემსახურება ამ
კანონის გამოყენების ხელოვნურად თავიდან აცილებას და ეფუძნება ობიექტურ პირობებს.
5. თუ თავდაცვასთან და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საქონელი, სამუშაო და
მომსახურება შეისყიდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, მასზე არ ვრცელდება
ამ კანონის მოქმედება.
6. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვებზე არ
ვრცელდება ამ კანონის 61-ე მუხლის მოქმედება.
მუხლი 73. დამატებითი გამონაკლისები
1. გარდა ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლებით დადგენილი გამონაკლისებისა, ეს კანონი ასევე
არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ამ კანონის გამოყენება გამოიწვევს სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული
ინფორმაციის გამჟღავნებას;
ბ) თუ შესყიდვის ხელშეკრულება გამიზნულია საქართველოს ტერიტორიის გარეთ
განთავსებული თავდაცვის ძალებისთვის და მათ ოპერატიული საჭიროებებიდან
გამომდინარე ესაჭიროებათ მისი დადება იმ ტერიტორიაზე არსებულ ეკონომიკურ
ოპერატორთან;
გ) ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მთავრობა
დებს სხვა ქვეყნის მთავრობასთან შესყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც ეხება:
გ.ა) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას;
გ.ბ) ამ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პროდუქციასთან პირდაპირ დაკავშირებულ
სამუშაოს ან მომსახურებას;
გ.გ) სპეციალურად სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილ სამუშაოს ან მომსახურებას,
აგრეთვე, საიდუმლო დანიშნულების სამუშაოს ან მომსახურებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საიდუმლო
საჯარო შესყიდვის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ეს შესაძლებელია,
საიდუმლო საჯარო შესყიდვის განხორციელების განზრახვა, რომელიც შეიცავს საიდუმლო
საჯარო შესყიდვის შესახებ ზოგად, არასაიდუმლო ინფორმაციას, უნდა გამოქვეყნდეს
ელექტრონული სისტემის მეშვეობით. საიდუმლო საჯარო შესყიდვის წესის დადგენისას,
საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო
შესყიდვის პროცედურებით და განსაზღვრავს საიდუმლო საჯარო შესყიდვებში მათი
გამოყენების თავისებურებებს.
მუხლი 74. უცხო ქვეყნის ეკონომიკური ოპერატორების მონაწილეობა
საქართველოს მთავრობა, დადგენილებით, განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს,
რომელთა ეკონომიკურ ოპერატორებსაც უფლება აქვთ, მიიღონ თავდაცვისა და
უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საჯარო შესყიდვებში მონაწილეობა, როგორც
ძირითადმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა, დამოუკიდებლად ან საქართველოში
რეგისტრირებულ
ეკონომიკურ
ოპერატორებთან
ერთად,
აგრეთვე,
როგორც
ქვეკონტრაქტორებმა.
მუხლი 75. საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
1. თუ შესყიდვის ხელშეკრულება მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ
ინფორმაციას, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია
ასეთი ინფორმაციის დასაცავად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ეკონომიკურ ოპერატორს,
აგრეთვე არსებობის შემთხვევაში – ქვეკონტრაქტორსა და სხვა ეკონომიკურ ოპერატორს,
რომელთა შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის
შესაბამისად, უნდა გააჩნდეთ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციაზე
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაშვება.
მუხლი 76. მიწოდების უზრუნველყოფა
1.შემსყიდველი ორგანიზაცია, შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველსაყოფად,
შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს მოთხოვნებს, მათ შორის:
ა) სერტიფიკატებისა და დოკუმენტაციის წარდგენა, მათ შორის, ადგილსამყოფელი
ქვეყნიდან, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციას დაარწმუნებს, რომ ეკონომიკურ
ოპერატორს
შესაძლებლობა
აქვს,
შეასრულოს
შესყიდვის
ხელშეკრულებასთან
დაკავშირებული საქონლის ექსპორტთან, გადაზიდვასთან და ტრანზიტთან დაკავშირებული
ვალდებულებები;
ბ) მითითება შემსყიდველ ორგანიზაციაზე არსებულ ნებისმიერ შეზღუდვაზე, რომელიც
უკავშირდება საქონლის ან მომსახურების ან მათი მიწოდების შედეგის გამჟღავნებას,
გადაცემას ან გამოყენებას, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს საექსპორტო კონტროლიდან ან
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე;
გ) სერტიფიკატებისა და დოკუმენტების წარდგენა, რომლითაც დადასტურდება ეკონომიკური
ოპერატორის მიწოდების ჯაჭვის იმგვარი ორგანიზებულობა, რომ დაკმაყოფილდება
შესყიდვის პირობებით, მიწოდების უზრუნველსაყოფად, განსაზღვრული მოთხოვნები,
აგრეთვე, ვალდებულება, რომ ამ ჯაჭვში შესაძლო ცვლილების შეტანა არ მოახდენს
უარყოფით გავლენას ამ მოთხოვნების შესრულებაზე;
დ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, გამონახოს შესაძლებლობა, რომელიც
აუცილებელია კრიზისულ სიტუაციაში შემსყიდველი ორგანიზაციის დამატებითი
საჭიროებების შეთანხმებული პირობების შესაბამისად დასაკმაყოფილებლად;
ე) ეკონომიკური ოპერატორის ადგილსამყოფელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებიდან
მიღებული ინფორმაცია, კრიზისულ სიტუაციაში, ეკონომიკური ოპერატორის მიერ,
შემსყიდველი ორგანიზაციის დამატებითი საჭიროებების დაკმაყოფილების შესახებ;
ვ)
ეკონომიკური
ოპერატორის
ვალდებულება
შესყიდვის
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საქონლის მომარაგებასთან, მოდერნიზაციასთან და ცვლილებასთან
დაკავშირებით;
ზ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველ
ორგანიზაციას მისი ორგანიზაციული მოწყობის, მიწოდების ჯაჭვის ან ინდუსტრიული
სტრატეგიის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს
ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
თ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, შეთანხმებული პირობების შესაბამისად,
მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას ყველა საჭირო საშუალება, რომელიც აუცილებელია
სათადარიგო ნაწილების, კომპონენტებისა და გამოსაცდელი აღჭურვილობის საწარმოებლად,
მათ შორის, ტექნიკური ნახაზები, ლიცენზიები და გამოყენების ინსტრუქციები, იმ
შემთხვევაში, თუ აღარ არის შესაძლებელი ამ საქონლის მიწოდება.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის, კრიზისულ სიტუაციად განიხილება შეიარაღებული
კონფლიქტი ან/და ომი, ასევე, მდგომარეობა, როდესაც ქვეყანაში ადგილი აქვს საზიანო
მოვლენას, რომელიც აშკარად აჭარბებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარი საზიანო
მოვლენების მოცულობას და იგი არსებითად უქმნის საფრთხეს ან ზღუდავს ადამიანთა
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან აქვს არსებითი გავლენა უძრავი ან მოძრავი ქონების
ღირებულებაზე, ან მოითხოვს მოსახლეობის პირველადი აუცილებლობის საგნებით
მომარაგებას. კრიზისი წარმოშობილად ჩაითვლება, ასევე, როდესაც გარდაუვლად მიიჩნევა
ამგვარი საზიანო მოვლენის დადგომა.
მუხლი 77. დისკვალიფიკაციის დამატებითი საფუძვლები
1. გარდა ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი დისკვალიფიკაციის საფუძვლებისა,
შემსყიდველი ორგანიზაცია ახდენს კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას,
როდესაც არსებობს უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოს/სასამართლოს ინფორმაცია,
რომ კანდიდატი/პრეტენდენტი ან პირი, რომელიც არის მისი მმართველი ორგანოს ან
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ან რწმუნებული ან პირი, რომელსაც აქვს უფლება,
წარმოადგენდეს ეკონომიკურ ოპერატორს შვილობილი საწარმოების საქმიანობაში,
ბრალდებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლები
აგრეთვე ეხებათ:
ა) ეკონომიკური ოპერატორის წევრებს – თუ ეკონომიკური ოპერატორი წარმოადგენს
გაერთიანებას;
ბ) ქვეკონტრაქტორებს – ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორებს, რომელთა შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური
ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.
3.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
სასამართლოსგან/უფლებამოსილი
სამართალდამცავი
ორგანოსგან
ინფორმაციის
მოთხოვნისა და მიღების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა აგრეთვე აქვს სააგენტოს.
მუხლი 78. საჯარო შესყიდვის პროცედურების თავისებურებები
1. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს შეზღუდულ
პროცედურას, კონკურენტულ დიალოგს, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების
პროცედურას ან წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურას. შემსყიდველი
ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს ღია პროცედურა მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც საჯარო შესყიდვა არ მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ
ინფორმაციას და შესყიდვის ხელშეკრულების ყველა ტექნიკური, სამართლებრივი და
ფინანსური ასპექტი წინასწარაა ცნობილი.
2. ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, შემსყიდველი
ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების
პროცედურა, როდესაც შესყიდვის ხელშეკრულება უკავშირდება საზღვარგარეთ
განლაგებული ან განსალაგებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო ან საზღვაო
გადაყვანას და შემსყიდველი ორგანიზაცია იძულებულია შეისყიდოს ასეთი მომსახურება
ეკონომიკური ოპერატორისგან, რომელიც იძლევა ვალდებულების შესრულების გარანტიას
მხოლოდ ისეთ მოკლე პერიოდში, როდესაც ვერ იქნება გამოყენებული ამ კანონით
გათვალისწინებული შესყიდვის პირობების გასაცნობად და განაცხადის/წინადადების
წარსადგენად დადგენილი ვადები, მათ შორის, ვერც ამ კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად შემცირებული ვადები.
მუხლი 79. ქვეკონტრაქტი
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, თავისუფლად შეარჩიოს ქვეკონტრაქტორი ამ კანონის მე20 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორს სთხოვს:
ა) მიუთითოს განაცხადში/წინადადებაში, აპირებს თუ არა შესყიდვის ხელშეკრულების საგნის
ნაწილი გადასცეს შესასრულებლად ქვეკონტრაქტორს, თუ აპირებს – აგრეთვე,
ქვეკონტრაქტორი და ქვეკონტრაქტის საგანი;
ბ) შეატყობინოს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების განმავლობაში ქვეკონტრაქტორთან
დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს
ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, შესყიდვის ხელშეკრულების საგნის გარკვეული
ნაწილი შესასრულებლად გადასცეს ქვეკონტრაქტორს. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი
ორგანიზაცია განსაზღვრავს ქვეკონტრაქტით გადასაცემი ნაწილის მინიმალურ და
მაქსიმალურ პროცენტულ ოდენობას. მაქსიმალური პროცენტული ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების ან/და ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების ჯამურ 30%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული
პროცენტული დიაპაზონი უნდა იყოს ადეკვატური, რა მიზნითაც, შემსყიდველი ორგანიზაცია
ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ
ბაზარზე არსებულ კონკურენციასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.
4. კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია, განაცხადში/წინადადებაში მიუთითოს, თუ
შესყიდვის ხელშეკრულების საგნის რომელ ნაწილს გადასცემს შესასრულებლად
ქვეკონტრაქტორს.
მუხლი 80. დავის განხილვის თავისებურებები
1. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვა
დადგენილი წესით, შესაძლებელია გასაჩივრდეს საბჭოში ან სასამართლოში. საბჭოში
საჩივარი განიხილება ამ კანონით დადგენილი წესით, ამ მუხლის თავისებურებათა
გათვალისწინებით.
2. საჯარო შესყიდვის საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვის პროცედურის
ავტომატურ შეჩერებას. საჩივრის დასაშვებად ცნობიდან არაუმეტეს სამი სამუშაო დღის
ვადაში, საბჭო, საჩივარში არსებული დასაბუთების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას
საჯარო შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, არ
მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ საჯარო შესყიდვის
პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. საჯარო შესყიდვის
პროცედურის შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება
აქვს, გააგრძელოს შესყიდვის პროცედურა, თუმცა, მას საბჭოს მიერ გადაწყვეტილების
გამოტანამდე ეკრძალება შესყიდვის ხელშეკრულების დადება.
4. საიდუმლო საჯარო შესყიდვა საბჭოში არ საჩივრდება. იგი შეიძლება გასაჩივრდეს
სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XII. დავის განმხილველი ორგანოები და დავის განხილვა
მუხლი 81. დავის განმხილველი ორგანოები
1. საჯარო შესყიდვებთან და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ შერჩევის პროცესთან (შემდგომ ამ თავში – შერჩევის პროცესი)
დაკავშირებული დავა შესაძლებელია განიხილოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულმა
დავების განხილვის საბჭომ (შემდგომში – საბჭო) ან სასამართლომ.
2. ამ თავით დადგენილია საჯარო შესყიდვებთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული
დავის საბჭოში განხილვის წესი.
მუხლი 82. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება
1. ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, საჯარო შესყიდვის განხორციელებასთან
დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება, ამ კანონით
დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.
2. ეკონომიკური ოპერატორი შემსყიდველი ორგანიზაციის წინასწარი გამოქვეყნების გარეშე
მოლაპარაკების პროცედურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში
გასაჩივრების უფლებით სარგებლობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ღირებულება
შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ
ზღვრებს.
3. შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება
აქვს, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის (შემდგომში –
უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია) საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული
გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.
მუხლი 83. საბჭო
1. საბჭო არის კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო,
რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა.
2. საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში
დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია საბჭოზე ან საბჭოს
წევრზე ზემოქმედება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით.
3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა
ნორმატიული აქტებით.
4. საბჭოს რეგლამენტს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
5. საბჭოს თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს,
საქართველოს მთავრობასა და შესყიდვების სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის
შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციაში მიეთითება სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი,
ძირითადი ტენდენციები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი წინადადებები
საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. აღნიშნული
ინფორმაცია აგრეთვე ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე.
მუხლი 84. საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5
წევრისგან. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ.
2. საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს
მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული/უმაღლესი ეკონომიკური განათლება
არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და სპეციალობით
მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. ამასთანავე, საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს
უნდა ჰქონდეს ამ პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება.
3. არ შეიძლება საბჭოს წევრი:
ა) დასაქმებული იყოს სხვა საჯარო ან/და კერძო დაწესებულებაში;
ბ) ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, პედაგოგიური
საქმიანობისა ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა;
გ) კონსულტაციას უწევდეს შემსყიდველ ორგანიზაციას, ეკონომიკურ ოპერატორს, შერჩევის
პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს;
დ) იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
4. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქმნის
შესარჩევ კომისიას, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად შედიან საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები. შესარჩევი კომისიის დებულება განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
5. საბჭოს წევრობის კანდიდატთა ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შერჩევის
მიზნით, შესარჩევი კომისია აცხადებს საჯარო კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში
მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საბჭოს წევრობის კანდიდატს
კონკურსში
მონაწილეობისთვის
განაცხადის
წარსადგენად
ეძლევა
კონკურსის
გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის ვადა.
6. განაცხადების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 20 დღისა შესარჩევი კომისია იმ პირთაგან,
რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს წევრობისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს, შეარჩევს საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორჯერ მეტ კანდიდატს.
საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში შესარჩევმა კომისიამ უნდა
იხელმძღვანელოს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. შესარჩევი კომისია
გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. საბჭოს წევრობის
კანდიდატთა შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მათ რეპუტაციას, პროფესიულ ცოდნასა და
აქტივობას და სამუშაო გამოცდილებას.
7. თუ შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატებს ვერ შეარჩევს, იგი არაუგვიანეს 5
დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
8. შესარჩევი კომისია შერჩეულ საბჭოს წევრობის კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში ნიშნავს
საბჭოს წევრს/წევრებს ან უარს ამბობს მის/მათ დანიშვნაზე. ამ, უკანასკნელ შემთხვევაში,
შესარჩევი კომისია არაუგვიანეს 5 დღისა, ხელახლა აცხადებს კონკურსს, ამ მუხლის მე-5
პუნქტის შესაბამისად.
9. საბჭოს წევრმა უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღიდან უნდა დატოვოს ამ
მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი თანამდებობა ან შეწყვიტოს იმავე
პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობა.
10. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ვადის გასვლით, თუ იგი ხელახლა არ
დაინიშნა თანამდებობაზე ისე, რომ შენარჩუნდეს მისი უფლებამოსილების უწყვეტობა.
დაუშვებელია საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა შემდეგი
შემთხვევებისა:
ა) პირადი განცხადების წარდგენა;
ბ) გარდაცვალება;
გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად
გამოცხადება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად
ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან
იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობა;
თ) ბოლო 12 თვეში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, უფლებამოსილების
განუხორციელებლობა და სამედიცინო დასკვნის არსებობა, რომლითაც დასტურდება, რომ
საბჭოს წევრი მომავალშიც ვერ შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას.
11. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება:
ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის
მიერ განცხადების საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენისთანავე. საბჭოს თავმჯდომარეს
უფლებამოსილება უწყდება მის მიერ განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე;
ბ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში –
შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დადასტურების მომენტიდან;
გ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს
წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის
სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტიდან.
12. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ
მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ან მისი
შეწყვეტის საფუძვლის/საფუძვლების წარმოშობის თაობაზე. თუ საბჭოს თავმჯდომარეს
შეუწყდა უფლებამოსილება ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი/საფუძვლები
წარმოიშვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაბამის ინფორმაციას აწვდის საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილე.
13. პირს, რომელსაც შეუწყდა საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შეუძლია მისი შეწყვეტა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.
14. საბჭოს წევრის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს საბჭოს შესაბამისი წევრის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 დღისა და არაუგვიანეს 40 დღისა,
ხოლო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში –
მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საბჭოს ახლად დანიშნული
წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საბჭოს წინამორბედი წევრის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ საბჭოს წინამორბედ წევრს უკვე შეუწყდა
უფლებამოსილება, საბჭოს ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას
დანიშვნისთანავე დაიწყებს.
მუხლი 85. საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
1. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ნიშნავს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს სხდომას;
ბ) წარმოადგენს საბჭოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ადგილობრივ და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე, მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) ხელს აწერს საბჭოს კორესპონდენციას;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს აპარატს;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს
(შემდგომში – კონკურენციის ეროვნული სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე აყენებს
შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს
აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს
საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას.
ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის
შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, საბჭოს თავმჯდომარის დავალებით,
ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა საბჭოს
შემადგენლობიდან. შესაბამისი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს სულ ცოტა 2
წევრს. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს
საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი. ერთი და იგივე პირი საბჭოს
თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საბჭოს თავმჯდომარედ, საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება აირჩეს საბჭოს მხოლოდ ის წევრი, რომელსაც აქვს ამ
კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება.
4. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ითვლება მისი,
როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე, საბჭოს
აღნიშნულ წევრს უწყდება, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, კვლავ დაინიშნება თუ არა იგი საბჭოს
წევრად.
5. საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, შესაბამისად, საბჭოს
თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება ვადაზე ადრე
უწყდება პირადი განცხადებით – განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე.
6. საბჭოს ახალი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები იმართება,
შესაბამისად, საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო უფლებამოსილების
ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5
დღისა.
მუხლი 86. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა
1. საბჭოს წევრს ეძლევა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი
სარგო
განისაზღვრება
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
თავმჯდომარის
თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის
თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი
სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს
ტოლფასი ოდენობით.
2. საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკურენციის ეროვნული
სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, იმ ოდენობით, რომელიც
უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებას და მის დამოუკიდებლობას.
3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის
თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციის
ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით, სამართლებრივი
აქტებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს აპარატი კონკურენციის ეროვნული
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.
4. საბჭოს აპარატი:
ა) წარმართავს დავების განხილვის მომზადების შინაუწყებრივ პროცედურებს;
ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს;
გ) ადგენს საბჭოს სხდომათა ოქმებს;
დ) აწარმოებს საბჭოს კორესპონდენციასა და შინაუწყებრივ დოკუმენტაციას;
ე) ასრულებს ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით
განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად
გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციის ეროვნული
სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.
6.
საბჭოს
აპარატის
თანამშრომლები
შეირჩევიან
კონკურსით,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსის ჩასატარებლად შექმნილ საკონკურსო
კომისიაში მონაწილეობენ აგრეთვე საბჭოს წევრები.
7. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი წესით. საბჭოს აპარატის
თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ საბჭოს
თავმჯდომარის თანხმობით.
8. კონკურენციის ეროვნული სააგენტო საბჭოს და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს
საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 87. საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული
1. საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვის მიზნით, საჯარო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფუნქციონირებს საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური
ელექტრონული მოდული (შემდგომში – ელექტრონული მოდული).
2. ელექტრონულ მოდულში ქვეყნდება საბჭოსთვის წარდგენილი საჩივრები, მათთვის
დართული დოკუმენტები, საჩივრებზე საბჭოს გადაწყვეტილებები, საჩივრების განხილვასთან
დაკავშირებული სხვა მასალები, აგრეთვე, ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით
განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
3.საბჭო/საბჭოს
აპარატი
საჩივრის
განხილვასთან
დაკავშირებულ
ნებისმიერ
შეტყობინებას/ინფორმაციას აგზავნის ელექტრონული მოდულის მეშვეობით, რაც ითვლება
შესაბამისი პირისათვის შეტყობინების/ინფორმაციის ჩაბარებად.
4. საბჭო/საბჭოს აპარატი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
შეტყობინების/ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენოს აგრეთვე კომუნიკაციის სხვა
საშუალებები (ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, მათ შორის, მოკლეტექსტური
შეტყობინება), რაც ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად.
5. ელექტრონულ მოდულში არსებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ პერსონალური
მონაცემებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებას არ
ექვემდებარება.
6. ელექტრონული მოდული საჯარო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
ნაწილია. ელექტრონული მოდულის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტო
ვალდებულია, უზრუნველყოს რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების
შესასრულებლად საბჭოს წევრებს/საბჭოს აპარატის შესაბამის თანამშრომლებს აღნიშნულ
სისტემაზე ხელი შეუფერხებლად მიუწვდებოდეთ. ელექტრონულ მოდულს ავითარებს და
მასში სათანადო ცვლილებები შეაქვს სააგენტოს საბჭოს მიმართვის ან თანხმობის
საფუძველზე. საბჭო ვალდებულია, საბჭოს რეგლამენტის ან მასში შესატანი ცვლილების
პროექტის ის ნაწილი, რომლის მიღებაც საჯარო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში/ელექტრონულ მოდულში სათანადო ცვლილების შეტანას საჭიროებს,
საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე სააგენტოს შეუთანხმოს.
მუხლი 88. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება
1. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს
შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში – შესაბამისი
ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ უკვე
დადებულია შესყიდვის ხელშეკრულება, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით წინასწარი გამოქვეყნებს გარეშე
მოლაპარაკების პროცედურის შედეგად შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრებისა, ასევე, დინამიკური შესყიდვის
სისტემის ფარგლებში ან ჩარჩო შეთანხმების შედეგად შესყიდვის ხელშეკრულების
დადებასთან
დაკავშირებული
შესაბამისი
გადაწყვეტილების/ქმედების
საბჭოში
გასაჩივრებისა.
3. შესყიდვის პირობები, შესყიდვის შესახებ განცხადება ან/და შესყიდვის დოკუმენტაცია
შესაძლებელია გასაჩივრდეს მათ გასაცნობად დადგენილი ვადის განმავლობაში, ხოლო
მოწვევა წინადადების წარსადგენად – იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია
წინადადებების წარდგენა.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს:
ა)
ნებისმიერ
ეკონომიკურ
ოპერატორს
–
თუ
შემსყიდველი
ორგანიზაციის
გადაწყვეტილება/ქმედება ეხება შესყიდვის პირობებს, წინასწარ საინფორმაციო შეტყობინებას,
შესყიდვის შესახებ განცხადებას ან შესყიდვის დოკუმენტაციას;
ბ) კანდიდატს – თუ საჩივარი ეხება განაცხადების წარდგენის ეტაპიდან წინადადებების
წარდგენის ეტაპის ჩათვლით მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას;
გ) პრეტენდენტს – თუ საჩივარი ეხება წინადადებების წარდგენის ეტაპიდან
მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას;
დ) ჩარჩო შეთანხმების მონაწილეს – თუ შესყიდვის ხელშეკრულება ფორმდება ჩარჩო
შეთანხმების ფარგლებში;
ე) დინამიკური შესყიდვის სისტემის მონაწილეს – თუ შესყიდვის ხელშეკრულება ფორმდება
დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში;
ვ) სხვა შემთხვევებში – ეკონომიკურ ოპერატორს, თუ გადაწყვეტილება/ქმედება პირდაპირ და
უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ
ზღუდავს მის უფლებას.
5. საბჭოს საჩივარი წარედგინება ელექტრონულად, საჯარო შესყიდვების ერთიანი
ელექტრონული სისტემის მეშვეობით. საჩივრის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება
საბჭოს რეგლამენტით.
6. საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, საბჭო იხილავს საჩივრის
დასაშვებობის საკითხს. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს თუ:
ა) იგი არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა;
ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა;
გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის
გადაწყვეტილებას/ქმედებას;
დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის შესაბამისი
გადაწყვეტილება/ქმედება, ამ კანონის შესაბამისად, საბჭოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
ე) დავის საგანი არ არსებობს;
ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით;
ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით;
თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია;
ი) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით;
კ) საჩივრის შინაარსს არ აქვს შერჩეული საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული საჩივრის
შესაბამისი ფორმა;
ლ) საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის უკვე დადებულია
ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია გასაჩივრება
ხელშეკრულების დადების შემდეგ.
7. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ
მოთხოვნებს, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის
დაუშვებლად ცნობის საფუძველი, საბჭო მომჩივანს აძლევს 1 სამუშაო დღის ვადას საჩივრის
დასაზუსტებლად. თუ მომჩივანი არ დააზუსტებს საჩივარს, საჩივარი საჯარო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც
უთანაბრდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას). თუ მომჩივანი
დაზუსტებულ საჩივარს წარადგენს, საბჭო დაზუსტებული საჩივრის წარდგენიდან
არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა განიხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ
მომჩივანი არასრულყოფილად დააზუსტებს საჩივარს, იგი დაუშვებლად იქნება ცნობილი.
8. საბჭო საჩივარს დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობს გადაწყვეტილებით, გარდა ამ მუხლის
მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც საჩივარი სისტემაში
ავტომატურად იქნება დაუშვებლად ცნობილი (რაც უთანაბრდება საჩივრის დაუშვებლად
ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას). საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს იმ შემთხვევაშიც, თუ
საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობა მისი დასაშვებად ცნობის შემდეგ
გაირკვევა.
9. საჩივრის დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ
ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
10. გარდა ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა, გასაჩივრებული
საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე
ავტომატურად ჩერდება, გარდა შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის
დოკუმენტაციის გაცნობის, აგრეთვე, განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადებისა.
საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/უფლებამოსილი
ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია, არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს
ქმედება გასაჩივრებულ საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან
დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/უფლებამოსილი
ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია, იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს
უკვე გამოცხადებული ხელახალი საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები
(არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ კანონით
დადგენილი წესით განახორციელოს შესყიდვა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. ამ პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები
ჩერდება აგრეთვე ეკონომიკური ოპერატორებისთვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობის
მსურველებისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილეებისთვის. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე
მოლაპარაკების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების
გასაჩივრება იწვევს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შეჩერებას,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული პროცედურა ხორციელდება ამ კანონის 33-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. დინამიკური შესყიდვის სისტემის
ფარგლებში ან ჩარჩო შეთანხმების შედეგად შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან
დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს
შესყიდვის პროცედურების შეჩერებას.
11. მომჩივანს უფლება აქვს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს
წერილობით გამოიხმოს საჩივარი, ამ შემთხვევაში, საჩივარი აღარ განიხილება. მომჩივნის
მიერ, საჩივრის გამოხმობის შესახებ ინფორმაცია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა,
საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში.
მუხლი 89. საჩივრის წარდგენის საფასური
1. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური. საჩივრის
წარდგენის საფასურის ოდენობაა:
ა) საჯარო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
გამონაკლისისა) დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – საჯარო შესყიდვის სავარაუდო
ღირებულების 2%, ხოლო წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის
შემთხვევაში – შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არაუმეტეს 500
ლარისა;
ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში –
ამ პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 ლარისა და
არაუმეტეს 150 000 ლარისა.
2. საჩივრის წარდგენის საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება:
ა) შესყიდვის პირობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას;
ბ) სხვა ნებისმიერ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მიღებულია/განხორციელებულია
განაცხადების/ წინადადებების მიღების დაწყებამდე;
გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ
პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;
3. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ
დაკმაყოფილდება.
4. თუ მომჩივანმა გამოიხმო საჩივარი, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება:
ა) სრული ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომის გამართვამდე;
ბ) ნახევარი ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომაზე ან მისი გამართვის
შემდეგ.
5. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება საბჭოს
რეგლამენტით.
მუხლი 90. საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა
1. საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10
სამუშაო დღის ვადაში.
2. თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ ვადაში ვერ ესწრება, საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შესაძლებელია
გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.
3. საბჭო საჩივარს განიხილავს ღია სხდომაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბჭოს სხდომაზე იმართება ზეპირი მოსმენა, რომლის
დროსაც საბჭო უსმენს მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში).
4. საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის დღესა და საათს საბჭოს აპარატის წარდგინებით
ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. ეს ინფორმაცია ელექტრონული მოდულის მეშვეობით
ეცნობებათ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში). დადგენილი
წესით მოწვეულ მხარეთა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა
არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
5. საბჭოს სხდომას ხსნის, წარმართავს და ასრულებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. საბჭოს
სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის
არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომაზე
ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის
შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით
ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის
არანაკლებ ნახევარი.
7. საბჭოს წევრი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას ვერ
მიიღებს, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძველი. ამ შემთხვევაში, საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს
თვითაცილების შესახებ. ამასთანავე, საბჭოს წევრის აცილების საფუძვლის არსებობისას
მხარესა და დაინტერესებულ პირს უფლება აქვთ, საბჭოს სხდომის დასრულებამდე
წერილობით წარადგინონ შუამდგომლობა საბჭოს წევრის აცილების შესახებ. საბჭოს წევრის
აცილების საკითხს მის დაუსწრებლად წყვეტენ საბჭოს სხვა წევრები ხმების უმრავლესობით.
საბჭოს სხვა წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, საბჭოს წევრი აცილებულად
ითვლება.
8. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს
სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს სხდომის მდივანი.
9. საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით.
მუხლი 91. საბჭოს გადაწყვეტილება
1. საბჭო საჩივარს იხილავს და საჩივარზე გადაწყვეტილება გამოაქვს ამ კანონის 90-ე მუხლის
პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
2. საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, იმართება
თათბირი, რომელშიც საბჭოს წევრები მონაწილეობენ. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს
სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად
გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრს, რომელიც არ
ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული
აზრი, რაც დაერთვება ამ გადაწყვეტილებას.
4. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების
მიღებაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე საბჭოს
წევრი.
5. თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრება, ეს
აღინიშნება გადაწყვეტილებაში.
6. საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა
ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
7. საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების
მიღებისას საბჭო უფლებამოსილია, იმსჯელოს იმ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას და რომელიც
არ არის აღნიშნული საჩივარში.
8. საბჭო უფლებამოსილია, საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური
შესწავლის შედეგად:
ა) საჩივარი სრულად დააკმაყოფილოს;
ბ) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილოს;
გ) საჩივარი არ დააკმაყოფილოს.
9. საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია:
ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე მიუთითოს და შესყიდვის
პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება მოსთხოვოს;
ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება
მოსთხოვოს;
გ) შესყიდვის მონაწილის მიერ, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი
პასუხისმგებლობის საკითხი.
10. საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და შედგებოდეს შესავალი,
აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.
11.საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და
მხარისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად ითვლება.
12. საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა და მისი
შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
13. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საჯარო შესყიდვის შემთხვევაში –
შესყიდვების სააგენტოს, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია
საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან მისი შესრულების შეფერხების შესახებ.
14.
საბჭო
უფლებამოსილია,
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის
მონაწილის/უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის
განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და
ჩაიდინა გადაცდომა.
15.
საბჭო
უფლებამოსილია,
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან
პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაცია ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც
აუცილებელია საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტისთვის.
მუხლი 92. გადაწყვეტილების/ქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება
1. ეკონომიკურ ოპერატორს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის
პროცესის
მონაწილეს
უფლება
აქვს,
შესაბამისად,
შემსყიდველი
ორგანიზაციის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება
პირდაპირ გაასაჩივროს სასამართლოში.
2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მის საჩივართან დაკავშირებული საბჭოს
გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი
მოქმედების შეჩერებას.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს გადაწყვეტილების
სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია აგრეთვე სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ იგი, როგორც
ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე
ორგანო, მიიჩნევს, რომ საბჭომ არსებითად არასწორად განმარტა საჯარო შესყიდვების
მარეგულირებელი კანონმდებლობა. ამ შემთხვევაში, სააგენტოს სარჩელი უნდა
ემსახურებოდეს საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სწორი
განმარტების დადგენას და არა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების
განხილვა-შეფასებას. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
4. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება/ქმედება სასამართლოში
გაასაჩივროს. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების
შეჩერებას, თუ ეს გადაწყვეტილება ეხება შავი სიის ან თეთრი სიის წარმოებას ან შემსყიდველი
ორგანიზაციის მიერ სააგენტოსთან წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების
პროცედურის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეთანხმებას.
თავი XIII . ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 93. სააგენტოს მიერ მონიტორინგი
1. საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის ანგარიშგების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია
ვალდებულია, ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით
წარუდგინოს სააგენტოს ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით
განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის შესახებ.
2. თუ ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია
საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის შესახებ ექვემდებარება ელექტრონულ სისტემაში
გამოქვეყნებას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, ამ ინფორმაციის/დოკუმენტის ამ კანონითა
და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით, ელექტრონულ სისტემაში
განთავსება ითვლება მის სააგენტოსთვის წარდგენად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, ყოველწლიურად მიაწოდოს
სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის
ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების
შესახებ სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად.
4. საჯარო შესყიდვის პროცესის კანონიერებაზე ზედამხედველობის მიზნით, სააგენტო
ახორციელებს საჯარო შესყიდვის პროცედურებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით
შემსყიდველი ორგანიზაციების სხვა საქმიანობის მონიტორინგს (გარდა საიდუმლო საჯარო
შესყიდვებისა), რა დროსაც სააგენტო ხელმძღვანელობს ისეთი პრინციპებით, როგორებიცაა:
ღიაობა და გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, დადგენილი
პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის
უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა.
5. სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო შესყიდვის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე,
მისი დასრულების შემდეგ, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და ეკონომიკურ
ოპერატორებს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და
ინფორმაცია, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის
ჩათვლით. შემსყიდველი ორგანიზაციები და ეკონომიკური ოპერატორები ვალდებულინი
არიან, მიაწოდონ სააგენტოს აღნიშნული ინფორმაცია.
6. შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით.
მუხლი 94. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმება
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საჯარო შესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის აუდიტის მეშვეობით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მისი
მოთხოვნით,
წარუდგინოს
საჯარო
შესყიდვასთან
დაკავშირებული
ნებისმიერი
დოკუმენტი/ინფორმაცია.
3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი მოთხოვნით,
წარუდგინოს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია,
რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციას სჭირდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.
მუხლი 95. ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას
განსახორციელებელი არასაიდუმლო საჯარო შესყიდვის შესახებ, აგრეთვე, წელიწადში
არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით
განხორციელებული და მიმდინარე არასაიდუმლო საქმიანობის შესახებ.
მუხლი 96. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი წესი
1. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის, აგრეთვე,
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება ამ მუხლითა და
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
2. საჯარო შესყიდვების სფეროში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ექვს თვეს
სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან, მაგრამ სამართალდარღვევის ჩადენიდან
არაუმეტეს სამი წლისა.
3. თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს
შეუძლია, არ შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და
დამრღვევს მისცეს წერილობითი შენიშვნა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, თუ დამრღვევის მიერ, იგივე ქმედება ჩადენილია, ამ
პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, წერილობითი შენიშვნის გამოყენებიდან ერთი წლის
განმავლობაში.
4.
საჯარო
შესყიდვების
სფეროში,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
მიზნებისთვის, პასუხისმგებელ პირად განიხილება:
ა) ფიზიკური პირი, რომელმაც მიიღო/განახორციელა შესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება;
ბ) თუ გადაწყვეტილება/ქმედება მიიღება/ხორციელდება კოლეგიურად – კოლეგიური
ორგანოს წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების
მიღებას/განხორციელებას.
თავი XIV. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
მუხლი 97. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
2025 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონი. ამასთან, ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამავე კანონის საფუძველზე
მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. აღნიშნული კანონი და მის
საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები ძალას ინარჩუნებს 2025 წლის 1
იანვრამდე
წარმოშობილი
სამართლებრივი
ურთიერთობების
ფარგლებში,
მათ
დასრულებამდე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 98. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2025 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს სახელწოდებად განისაზღვროს საჯარო შესყიდვების სააგენტო. ამავე
ვადის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებაში სათანადო
ცვლილების შეტანა.
2. 2025 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის
საბჭოს სახელწოდებად განისაზღვროს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების
განხილვის საბჭო. ამავე ვადის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტში
სათანადო ცვლილების შეტანა. ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არჩეული სახელმწიფო შესყიდვებთან
დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრ(ებ)ის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტას.
3. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2025 წლის 1 იანვრამდე მიიღოს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით, 72-ე მუხლის მე-2
პუნქტით, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 74-ე მუხლით გათვალისწინებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ კანონის 55-ე მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი;
გ) 2027 წლის 1 იანვრამდე შექმნას ამ კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო და
დაამტკიცოს მისი დებულება, აგრეთვე, ამავე ვადაში დანიშნოს მისი ხელმძღვანელი.
დ) 2025 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო/უფლებამოსილი ორგანოები.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარემ, 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში
მითითებულ
მუხლებთან
დაკავშირებული,
ამ
კანონით
გათვალისწინებული,
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტ(ებ)ი, ხოლო 2027 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ გამოსცეს
ამ კანონის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ მუხლებთან დაკავშირებული, ამ
კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტ(ებ)ი. ამასთან, საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, 2025 წლის 1
იანვრამდე, შექმნას ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს მისადაგებული საჯარო შესყიდვების
ერთიანი ელექტრონული სისტემა.
5. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, 2027 წლის 1
იანვრიდან, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, დაწესებულების სტრუქტურაში ან
საშტატო ნუსხაში, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი
უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის (თანამშრომლის)
განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 99. ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული/განსახორციელები შესყიდვები
1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ საჯარო
შესყიდვებზე.
2. 2025 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს და
დასრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ნოემბრისა, სისტემაში
წარადგინოს, ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად
შედგენილი წლიური გეგმა, რომელშიც უნდა აისახოს 2025 წლის 1 იანვრიდან
გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე, ინფორმაცია „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში
გამოსაცხადებელი იმ სახელმწიფო შესყიდვ(ებ)ის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია
2025 წლის საჯარო შესყიდვების გეგმაში.
მუხლი 100. კანონის ამოქმედება
1. ამ კანონის 97-ე-მე-100 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი, მე-2-მე-14 მუხლები, მე-17–მე-40 მუხლები, 41-ე მუხლის
პირველი პუნქტი, აგრეთვე, იმავე მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები, მე-8-მე-9 პუნქტები, 42-ე-54-ე
მუხლები, 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-2-მე-3 და მე-5-მე-6 პუნქტები, ასევე 56-ე-96-ე
მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-15 მუხლი და მე-16 მუხლის მე-2-მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1
იანვრიდან.
4. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტი, ასევე 55-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2027
წლის 1 იანვრიდან. 2025 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 55-ე
მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედებამდე, ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, ასევე
ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის საფასურის ოდენობას, გადახდისა და
დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო შესყიდვების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების
(შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) 146-ე მუხლის თანახმად, საქართველომ უნდა
უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება
ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან. ასოცირების შეთანხმების XVI
დანართში მოცემულია საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ
დირექტივებისა და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთა დაახლოების ვალდებულება
ეკისრება საქართველოს.
საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებით
დამტკიცებულია „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების
შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)
საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი“, რომლის თანახმადაც,
დადგენილია დაახლოების 5 ფაზა, რომელიც მიმდინარეობს 2014-2022 წლებში:
I ფაზა – 3 წელი ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან –
ხელშეკრულების გაფორმებისა და შესაბამისი ინსტიტუციური ბაზის
მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტების დანერგვა;
II ფაზა – 5 წელი ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან – საჯარო
შესყიდვის შესახებ დირექტივისა (2014/24/EU) და დავების განხილვის შესახებ
დირექტივის (89/665/EEC) ძირითადი ელემენტების დანერგვა;
III ფაზა – 6 წელი ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან – კომუნალური
და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების სექტორის შესახებ დირექტივისა
(2014/25/EU) და ამ სფეროსთან დაკავშირებით დავების განხილვის შესახებ
დირექტივის ძირითადი ელემენტების დანერგვა;
IV ფაზა – 7 წელი ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან – საჯარო
შესყიდვის შესახებ დირექტივისა და დავების განხილვის შესახებ დირექტივის
სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტების დანერგვა;
V ფაზა – 8 წელი ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან – კომუნალური
და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების სექტორის შესახებ დირექტივისა და
ამ სფეროსთან დაკავშირებით დავების განხილვის შესახებ დირექტივის
(სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტების დანერგვა.
უნდა აღინიშნოს, რომ I და II ფაზით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ უკვე შესრულდა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წელს განხორციელებული
ცვლილებებით (2020 წლის 2 ივლისის №6730-რს კანონი).
წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების
შეთანხმებაში მოცემული ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის
დირექტივა 2014/24/EU, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც აუქმებს 2004/18/EC
დირექტივას და „საქონლის მიწოდების და საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებებთან
დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების,
რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე 1989 წლის 21
დეკემბრის საბჭოს 89/665/EEC დირექტივა“ დაახლოების II და IV ფაზებით დადგენილი
რეგულაციების იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან
დაკავშირებული საჯარო შესყიდვების თავსაც. აღნიშნულ დარგში, ევროკავშირის
პარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/81/EC დირექტივის —
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტული
სამუშაო ხელშეკრულებების, მიწოდების ხელშეკრულებებისა და მომსახურების
ხელშეკრულებების დადების პროცედურების კოორდინაციის შესახებ, რომლითაც ცვლილება
შევიდა
2004/17/EC
და
2004/18/EC
დირექტივებში
დანერგვის
ვალდებულება
გათვალისწინებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP), რომელიც
საქართველომ მიიღო 2014 წლის უელსის სამიტზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების
შესაძლებლობების აღმშენებლობის (Defence Capacity Building) ინიციატივის ფარგლებში.
აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საკანონმდებლო ბაზის შემუშავების მიზნით,
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 თებერვლის №222 განკარგულებით, შეიქმნა
უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც დაევალა სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების
სფეროში სახელმწიფო შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით მომზადებული წინადადებებისა
და მოსაზრებების შემდგომი პროცედურებისთვის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე, საქართველოს
მთავრობის საპარლამენტო მდივანი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
მოადგილეები. შესაბამისად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ
დებულებებთან მიმართებით გათვალისწინებულ იქნა ზემოაღნიშნული უწყებათაშორისი
კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები.
დამატებით, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული და შესასრულებელი დებულებები1
წარმოდგენილია ჩვენი ქვეყნის სხვა რამდენიმე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საერთაშორისო შეთანხმებაშიც2 - შვეიცარიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასთან,
ისლანდიასთან3 და გაერთიანებულ სამეფოსთან4 (რომლებიც უკვე რატიფიცირებულია
საქართველოს პარლამენტის მიერ).
ამგვარად, წარმოდგენილი კანონპროექტით, ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციების
გავლენით, კარდინალურად იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი
საკითხი, მათ შორის, ინერგება ბევრი ახალი ინსტიტუტი და დებულება, თავად სფეროს
დასახელებაც განიცდის ცვლილებას, რამდენადაც ტერმინი — „სახელმწიფო შესყიდვა“ არ
უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული
დასახელების ჩანაცვლება ტერმინით — „საჯარო შესყიდვა“. ამასთან, მიღებული
კანონპროექტი ეფუძნება ერთიან, სისტემურ და კომპლექსურ მიდგომას და მასში მოქცეული
იქნება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი საკითხი და დარგი, რაც
მნიშვნელოვნად გაამარტივებს მის ეფექტიან დანერგვასა და აღსრულებას. აღნიშნულის
გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სფეროს მარეგულირებელი
კარდინალურად ახალი კანონის მიღება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან აპროქსიმაციის II ფაზით
დადგენილი ვალდებულებები ჩვენი სახელმწიფოს მიერ უნდა შესრულებულიყო ასოცირების
შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის, ხოლო IV ფაზით დადგენილი ვალდებულება – 7
წლის ვადაში, შესაბამისად არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა და 2021 წლებისა.
საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების
საგანს წარმოადგენს საჯარო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივი,
ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები, შესყიდვის საშუალებები, სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილება და დავის
განხილვის წესი.
ასოცირების
შეთანხმებით
განსაზღვრული
ვალდებულებების
შესრულების
უზრუნველსაყოფად, საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან
დაახლოების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული „საჯარო შესყიდვების შესახებ“
წარმოდგენილი კანონპროექტი ყოფილიყო დაფუძნებული ერთიან ხედვაზე, სისტემურ და
ნორმები, პროცედურები, ვადები, მონეტარული ზღვრები და სხვა
DCFTA-სგან განსხვავებით
3 „შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/3796698?publication=0
4 „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის
სტრატეგიული
პარტნიორობისა
და
თანამშრომლობის
შეთანხმება“
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5069283?publication=0
1
2
კომპლექსურ მიდგომაზე, მასში მოქცეულიყო, როგორც საჯარო შესყიდვების ზოგად
სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები, საჯარო შესყიდვის
პროცედურები და ინსტრუმენტები, საჯარო შესყიდვებთან და საჯარო და კერძო
თანამშრომლობასთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილება და
დავების განხილვის წესი, ასევე, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი დებულებები
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით, აგრეთვე, საჯარო შესყიდვების
სფეროში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული რიგი
დებულებებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ ახალი კანონის მიღებითა და
შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მოქმედი კანონის ძალადაკარგულად
გამოცხადებითაა შესაძლებელი არსებული პრობლემის გადაჭრა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ შემუშავებული ცვლილებებით
კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს
მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ
შორის, ინერგება 2014/24/EU, 89/665/EEC და 2009/81/EC დირექტივებით გათვალისწინებული
ახალი ინსტიტუტები. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად სრულყოფილად
შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP)
ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში. ამრიგად, დაკმაყოფილებულად
ჩაითვლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. კანონპროექტის
მიღება ასევე ხელს შეუწყობს UK და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი, თავების მიხედვით, რამდენიმე მიმართულებად შეიძლება
დაიყოს:
თავი I. ზოგადი დებულებები
კანონპროექტის ზოგად დებულებებში ერთმანეთისგან გაიმიჯნა კანონის მიზნები და საჯარო
შესყიდვის პრინციპები. აღსანიშნავია, რომ მიზნებსა და პრინციპებში მოცემულია აგრეთვე
მდგრადი განვითარება, როგორც კანონის მიზანი და საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას
მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევა, როგორც საჯარო შესყიდვის პრინციპი, რაც საჯარო
შესყიდვების მარეგულირებელ სფეროში ნოვაციას წარმოადგენს. კანონპროექტის ამავე თავით
განსაზღვრულია ტერმინთა განმარტებებები, რომლებიც უმეტესწილად, ეფუძნება 2014/24/EU
დირექტივის შესაბამის მუხლს.
თავი II. გამონაკლისები
კანონპროექტის აღნიშნული თავი ეძღვნება კანონიდან გამონაკლის შესყიდვებს. იკრძალება
სხვა გამონაკლისების დაშვება/გამოყენება, ვიდრე გათვალისწინებულია ამ კანონით. ამასთან,
ხაზგასასმელია ის, რომ ევროკავშირის 2014/24/EU დირექტივა თავადვე განსაზღვრავს
შემთხვევებს, რომელთა არსებობის დროსაც შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული საჯარო
შესყიდვის წესები. დირექტივა კრძალავს სხვა გამონაკლისების არსებობას. ხსენებული
დებულებები იმპლემენტირებულ იქნა კანონპროექტის მე-2 თავში, ეროვნული
კანონმდებლობისა და პრაქტიკის თავისებურებების გათვალისწინებით.
თავი III. საჯარო შესყიდვის მონაწილეები
კანონპროექტის მე-3 თავი აწესრიგებს საჯარო შესყიდვის მონაწილეთა (შემსყიდველი
ორგანიზაცია და ეკონომიკური ოპერატორი) უფლება-მოვალეობებს. ამასთან, შეზღუდვები,
რომლებიც შემსყიდველ ორგანიზაციას უწესდება ეკონომიკურ ოპერატორებთან
ურთიერთობისას, ეფუძნება ევროკავშირის 2014/24/EU დირექტივასა და თავად DCFTA-ს.
აღსანიშნავია, რომ ახლებურად რეგულირდება შავი სიასთან დაკავშირებული საკითხები –
საფუძვლები, ძირითადად, ეფუძნება დირექტივის მოთხოვნებს. ამასთან, სიახლეს
წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჯარო შესყიდვის სპეციალისტები დაექვემდებარებიან
სავალდებულო სერტიფიცირებას, რაც, ერთი მხრივ, საჯარო შესყიდვებში გაზრდის
კვალიფიკაციის დონეს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სერტიფიცირებული
სპეციალისტების დასაქმებას. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ
კანონპროექტით გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევაში (თუ საქონლის ან/და
მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარზე ნაკლებია) საჯარო
შესყიდვის განსახორციელებლად სავალდებულო აღარ იქნება შესყიდვების კომიტეტის
(ამჟამად მოქმედი – სატენდერო კომისია) გამოყენება და შემსყიდველი ორგანიზაცია
უფლებამოსილი იქნება შესყიდვის ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით, საჯარო
შესყიდვა (გარდა კონკურსისა და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების
პროცედურისა) განახორციელოს როგორც შესყიდვების კომიტეტის მიერ, ასევე, შესყიდვების
კომიტეტის გარეშე. აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული დებულებები,
შესყიდვის
სპეციალისტთა
გადამზადების/სერტიფიცირებისათვის
საჭირო
ვადის
გათვალისწინებით, ამოქმედდება მოგვიანებით, კანონპროექტის ძირითადი ნაწილის
ამოქმედების შემდგომ.
თავი IV. სააგენტო
კანონპროექტის აღნიშნული თავი აწესრიგებს საჯარო შესყიდვების სააგენტოსთან (ამჟამად —
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო) დაკავშირებულ საკითხებს. ამავე თავით განისაზღვრება
სააგენტოს ძირითადი ფუნქციები, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების გამოცემის
უფლებამოსილება, აგრეთვე, სააგენტოს თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
თავი V. საჯარო შესყიდვის პროცედურები
კანონპროექტის მე-5 თავი აწესრიგებს საჯარო შესყიდვის პროცედურებს (მოქმედი კანონით,
სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებს). აღსანიშნავია, რომ საჯარო შესყიდვის პროცედურები
მთლიანად ეფუძნება 2014/24/EU დირექტივას, რომელიც თავადვე განსაზღვრავს, თუ რა
საფუძვლებისა და გარემოებების არსებობისას უნდა იქნეს შერჩეული თითოეული საჯარო
შესყიდვის პროცედურა. კანონპროექტით განსაზღვრულია საჯარო შესყიდვის შემდეგი
პროცედურები:
o ღია პროცედურა;
o შეზღუდული პროცედურა;
o კონკურენტული დიალოგი;
o ინოვაციური პარტნიორობა;
o კონკურსი;
o წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა;
o წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა;
o საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში
მომსახურების შესყიდვის მიზნით.
საგულისხმოა, რომ კანონპროექტი, საჯარო შესყიდვების პროცედურების აწესრიგებს იმ
დონეზე, რა დონეზეც მოწესრიგებულია დირექტივით, კერძოდ, თითოეული პროცედურის
გამოყენების საფუძველი განსაზღვრულია კანონპროექტით, ხოლო პროცედურების
განხორციელების დეტალური წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
— სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
თავი VI. საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და აგრეგირებული საჯარო შესყიდვები
კანონპროექტის აღნიშნული თავი განსაზღვრავს საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებს, რაც,
თავისი არსით, გულისხმობს დამატებით საშუალებებს, რომელთა მიხედვითაც
შესაძლებელია წარიმართოს საჯარო შესყიდვები. წინამდებარე კანონპროექტით
წარმოდგენილია საჯარო შესყიდვის შემდეგი ინსტრუმენტები:
o ჩარჩო შეთანხმება;
o დინამიკური შესყიდვის სისტემა;
o ელექტრონული რევერსული აუქციონი;
o ელექტრონული კატალოგი.
კანონპროექტის მე-6 თავით აგრეთვე განსაზღვრულია აგრეგირებული საჯარო შესყიდვები,
რომელიც მოიაზრებს ერთობლივ შესყიდვას ან ცენტრალიზებულ შესყიდვას (ამჟამად
მოქმედი კონსოლიდირებული ტენდერის მსგავსი). საჯარო შესყიდვის პროცედურების
მსგავსად, ამ თავის დებულებებიც ეფუძნება 2014/24/EU დირექტივის მიდგომას. საჯარო
შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენების, აგრეთვე საჯარო შესყიდვის აგრეგირებულად
ჩატარების დეტალური წესი კი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
თავი VII. საჯარო შესყიდვის მომზადება
კანონპროექტის მე-7 თავი აწესრიგებს საჯარო შესყიდვის დაგეგმვას, მათ შორის, როგორც
ზოგადად წლიურ, აგრეთვე ინდივიდუალურ დონეზე. ამ მხრივ, მნიშვნელოვან სიახლეს
წარმოადგენს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციების, ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის
კრიტერიუმებისა და საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების აღწერის წესები,
აგრეთვე, საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელების დებულებები, რომლებიც ეფუძნება
2014/24/EU დირექტივის შესაბამის დებულებებს.
თავი VIII. საჯარო შესყიდვის გამოცხადება. განაცხადისა და წინადადების წარდგენა
კანონპროექტის მე-8 თავით განსაზღვრულია შესყიდვის პირობებში წინადადების
ვარიანტების წარდგენის შესაძლებლობისა და მდგრადი განვითარების მახასიათებლების
მითითების ძირითადი პირობები, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის გამოცხადებისა და შესყიდვის
პირობების
გამოქვეყნების
წესები,
შესყიდვის
პირობების
გაცნობისა
და
განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები და პირობები. აღსანიშნავია, რომ
კანონპროექტით დადგენილი ვადები, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან
აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს,
განისაზღვრება 2014/24/EU დირექტივით და დირექტივის მიდგომა ასევე შენარჩუნებულია
წინამდებარე კანონპროექტშიც. ევროკავშირის ზღვარს ქვევით ვადები განსაზღვრულია
მოქმედი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, რა მიდგომაც აგრეთვე
ნარჩუნდება კანონპროექტით. ამასთანავე, ვადების შერჩევა, ძირითადად, დამოკიდებულია
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე და არა წლის განმავლობაში ერთსა და იმავე
დაფინანსების წყაროდან ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვაზე. ამასთან, 2014/24/EU
დირექტივით დადგენილი მიდგომის შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ
შემთხვევებში, შესაბამისი დასაბუთებით, ვადების შემცირების შესაძლებლობას.
ამ თავში, ასევე, გათვალისწინებულია, ერთ-ერთი ახალი კონცეფციის - ე.წ. „მდგრადი საჯარო
შესყიდვების“ პრინციპების და მიდგომების დანერგვა. სავალდებულო ხდება უფრო
დეტალური დებულებების შემუშავება და მიღება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამ კონცეფციის შემოტანა ქართულ საჯარო შესყიდვების სივრცეში ხელს შეუწყობს
საზოგადოებისათვის ისეთი პოპულარული მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა
„მწვანე“ და „ენერგო-ეფექტური“ შესყიდვები.
თავი IX. შერჩევა-შეფასება
კანონპროექტის მე-9 თავი, ევროკავშირის 2014/24/EU დირექტივის მიდგომის მსგავსად,
აღწერს დისკვალიფიკაციის საფუძვლებს, აგრეთვე, დებულებებს თუ როგორ უნდა შეაფასოს
შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეკონომიკური ოპერატორი და მის მიერ წარდგენილი
წინადადება, შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში.
ხსენებულ თავში ასევე მოცემულია სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობების
გამოყენებასთან და საჯარო შესყიდვის უშედეგოდ დასრულების ან შეწყვეტასთან
დაკავშირებული დებულებები. აღნიშნული თავიც, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით
ეფუძნება 2014/24/EU დირექტივის მოთხოვნებს.
თავი X. შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადება, შეცვლა და
შესრულება
კანონპროექტის მე-10 თავი აღწერს შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადების,
აგრეთვე მათში ცვლილების შეტანის წესებს, ასევე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც
აკრძალულია შესყიდვის ხელშეკრულების/ჩარჩო შეთანხმების დადება. საგულისხმოა, რომ
შესყიდვის ხელშეკრულებაში/ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილების შეტანის საფუძვლები
განისაზღვრება ევროკავშირის 2014/24/EU დირექტივის მიდგომის შესაბამისად.
თავი XI. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო
შესყიდვები
კანონპროექტის მე-11 თავი განსაზღვრავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან
დაკავშირებული საჯარო შესყიდვების თავისებურებებს, რაც ძირითადად ეფუძნება
2009/81/EC დირექტივის დებულებებს, ეროვნული კანონმდებლობის თავისებურებებისა და
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 თებერვლის №222 განკარგულებით შექმნილი
უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების
გათვალისწინებით. იმავე წელს, NATO-მ გამოყო დამატებითი დახმარება და პროცესში
ჩართულ სახელმწიფო დაწესებულებებს დაეხმარა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო
ექსპერტიზით, ასევე ფასდაუდებელი კონსულტაციებით ლატვიის თავდაცვის სამინისტროს
მაღალჩინოსნებისა და საქართველოში NATO-ს მისიის წარმომადგენლების მხრიდან.
კანონპროექტის ამ თავის საბოლოო რედაქცია სრულად შეთანხმებულია NATO-ს შესაბამის
წარმომადგენლებთან.
თავი XII. დავის განმხილველი ორგანოები და დავის განხილვა
კანონპროექტის აღნიშნული თავი აწესრიგებს დავების განხილვასთან დაკავშირებულ
საკითხებს. საგულისხმოა, რომ ვადა, რომლის განმავლობაშიც დაიშვება გასაჩივრება
ევროკავშირის მონეტარულ ზღვარს ზევით, ეფუძნება 89/665/EEC და 2014/24/EU
დირექტივებს, ხოლო ზღვარს ქვევით გასაჩივრების ვადა — დღეს არსებულ პრაქტიკას,
რომლის მიხედვითაც გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე,
გარდა კანონპროექტით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა.
უცვლელი რჩება საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საჩივრის დაზუსტების ვადები, საჩივრის
წარდგენის საფასური, აგრეთვე, საჩივრის განხილვის ვადის გაზრდის შესაძლებლობაც.
ამასთან, საბჭოში გასაჩივრდება საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი
გადაწყვეტილება/ქმედება, გარდა კანონპროექტით განსაზღვრული გამონაკლისისა.
საგულისხმოა, რომ დავის განხილვასთან მიმართებით კანონპროექტის ხსენებული თავი
ეფუძნება 89/665/EEC დირექტივის დებულებებს.
თავი XIII . ანგარიშგება და კონტროლი
კანონპროექტის ხსენებული თავი აწესრიგებს ანგარიშგებისა და კონტროლის საკითხებს, რაც,
ძირითადად, ეფუძნება მოქმედი კანონმდებლობის მიდგომებს. ამავე თავით განსაზღვრულია
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ისეთი საკითხი, როგორებიცაა საჯარო
შესყიდვების
სფეროში,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
ჩადენისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა, აგრეთვე განსაზღვრულია იმ სუბიექტთა
წრე,
ვინც
განიხილება
საჯარო
შესყიდვების
სფეროში,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების მიზნებისთვის პასუხისმგებელ პირად.
თავი XIV. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები.
კანონპროექტის აღნიშნული თავის თანახმად, პირველ ეტაპზე, ამოქმედდება საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებული ძირითადი დებულებები, შემდგომ – ორ ეტაპად ამოქმედდება
საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ნორმები –
პირველ ეტაპზე, შემოღებულ იქნება აღნიშნული ინსტიტუტი და დაიწყება შესაბამის პირთა
სერტიფიცირება. მას შემდეგ, რაც ამ პროცესის შედეგად, სახელმწიფოს ეყოლება
სერტიფიცირებული კადრები, ამოქმედდება მეორე ეტაპი და შემსყიდველი ორგანიზაციის
საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულში/თანამდებობაზე მხოლოდ
ამ სერტიფიკატის მფლობელი პირების დასაქმება იქნება შესაძლებელი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
2021 − 2024 წლების სამთავრობო პროგრამის − „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“
ერთ-ერთ მიზნად, სამთავრობო პროგრამის 2.3 პუნქტით თანახმად, განისაზღვრა
სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის ჩარჩოს ცვლილების დასრულება. შესაბამისად,
კანონპროექტის მიღებით მიიღწევა ზემოაღნიშნული მიზანი.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედების განსხვავებული თარიღები, რაც
გამომდინარეობს კანონპროექტის ეტაპობრივი დანერგვის, მათ შორის, შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შესაბამისი ტექნიკური ბაზის მომზადებისა და სხვა
საჭირო ღონისძიებების ეტაპობრივი განხორციელების აუცილებლობიდან. კერძოდ:
o კანონპროექტის 97-ე-მე-100 მუხლები (დასკვნითი და გარდამავალი დებულებები)
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე;
o
o
o
o
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი, კერძოდ, პირველი მუხლი, მე-2-მე-14 მუხლები,
მე-17–მე-40 მუხლები, 41-ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-2-მე6 პუნქტები, მე-8-მე-9 პუნქტები, 42-ე-54-ე მუხლები, 55-ე მუხლის პირველი პუნქტი,
მე-2-მე-3 და მე-5-მე-6 პუნქტები, ასევე 56-ე-96-ე მუხლები ამოქმედდება 2025 წლის 1
იანვრიდან;
კანონპროექტის მე-15 მუხლი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, ამავე
ვადიდან შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, დაწესებულების
სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში განსაზღვროს საჯარო შესყიდვებთან
დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული
ერთეული ან თანამდებობის პირი (თანამშრომელი);
კანონპროექტის მე-16 მუხლის მე-2-მე-11 პუნქტები ამოქმედდება 2027 წლის 1
იანვრიდან. შესაბამისად, საჯარო შესყიდვის სპეციალისტთა სერტიფიცირებას
სააგენტო განახორციელებს 2027 წლის 1 იანვრიდან, ხოლო, სავალდებულო
სერტიფიცირების წესი (მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები) ამოქმედდება 2029
წლის 1 იანვრიდან;
ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან დაკავშირებული დებულებები, კერძოდ,
კანონპროექტის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდება
2027 წლის 1 იანვრიდან. ხოლო, მის ამოქმედებამდე ცენტრალურ შემსყიდველ
ორგანოს, აგრეთვე, ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის საფასურის
ოდენობას, გადახდისა და დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
ამასთანავე, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას. აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შესაბამისი
კანონიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხარჯების გარკვეული
ნაწილი დაიფარება სსიპ — საჯარო შესყიდვების სააგენტოს (ამჟამად სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტო) საკუთარი შემოსავლებიდან, რომელიც კანონპროექტის მიხედვით
შედგება: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, შესყიდვის
პირობების გამოქვეყნებისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურით,
განაცხადის/წინადადების
უზრუნველყოფის
მიზნით
წარდგენილი
გარანტიით,
ელექტრონული სისტემით სარგებლობისგან მიღებული შემოსავლით, საჯარო შესყიდვის
სპეციალისტების სერტიფიცირებისთვისა და სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი
პროგრამის გავლისთვის დაწესებული საფასურით, საჯარო შესყიდვების სფეროში
ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებისთვის დაწესებული საფასურით და საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან ფართოვდება გასაჩივრებას
დაქვემდებარებულ საკითხთა წრე. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს
სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის ზრდა. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
წარდგენილი საჩივრების ოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით უცვლელი რჩება
საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საჩივრის დაზუსტების ვადები, საჩივრის წარდგენის
საფასური, აგრეთვე, საჩივრის განხილვის ვადის გაზრდის შესაძლებლობაც.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, იზრდება სააგენტოს დაფინანსების შესაძლებლობები და
სააგენტო უფლებამოსილი ხდება, საჯარო შესყიდვების სფეროში შემსყიდველი
ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისთვის და სხვა დაინტერესებული
პირებისთვის ჩაატაროს ტრენინგები და სემინარები, ხოლო ტრენინგებსა და სემინარებში
მონაწილეობისათვის დააწესოს საფასური. კანონპროექტით, სააგენტოს დაფინანსების ერთერთ
წყაროს
აგრეთვე
წარმოადგენს
საჯარო
შესყიდვის
სპეციალისტების
სერტიფიცირებისთვისა და სერტიფიცირების პროგრამის გავლისთვის დაწესებული
საფასური. აღსანიშნავია, რომ კანოპროექტის თანახმად, 2029 წლის 1 იანვრიდან, პირი/პირები,
რომელიც/რომლებიც უშუალოდ ჩართული/ჩართულნი არის/არიან საჯარო შესყიდვებთან
დაკავშირებულ საქმიანობაში, უნდა ფლობდეს/ფლობდნენ საჯარო შესყიდვის სპეციალისტის
სერტიფიკატს.
სერტიფიკატს სერტიფიცირების საფუძველზე გასცემს სააგენტო.
სერტიფიცირებისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ამასთანავე, სერტიფიცირების
ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო ატარებს სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ კურსს,
რომელიც არასავალდებულოა. კანონპროექტის თანახმად, მოსამზადებელი პროგრამის
გავლისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. აღნიშნული სახის საფასური მოქმედი
კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა
გამოიწვიოს
სააგენტოს შემოსავლის ზრდა, რისი ოდენობაც დამოკიდებული იქნება
შესაბამისად,
ტრენინგებისა
და
სემინარების,
აგრეთვე,
სერტიფიცირებისთვის
მოსამზადებელი კურსის მონაწილეთა და სერტიფიცირების მსურველ პირთა რაოდენობაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
მიერ განხორციელებულ ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის მიზნით,
განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის გარდა, გამარჯვებული პრეტენდენტი
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის ცენტრალიზებულ შესყიდვაში
მონაწილეობის საფასურს (ცენტრალიზებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების
გარკვეულ პროცენტს), რომლის ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით, ხოლო ახალი
— საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
შექმნამდე (2027 წლის 1 იანვრამდე) – ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის
საფასურის ოდენობას, გადახდისა და დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს
მთავრობა. ამდენად, კანონპროექტის თანახმად, 2027 წლის 1 იანვრიდან გამარჯვებული
პრეტენდენტი გადაიხდის ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის საფასურს
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე და შესაბამისად, აღნიშნული საფასური
იქნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საკუთარი შემოსავალი. 2027 წლის 1 იანვრამდე
კი აღნიშნული საფასურის გავლენის ოდენობა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე.
ამავდროულად, კანონპროექტის თანახმად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვის
პირობების გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის
გამოქვეყნების საფასურს. შესყიდვის პირობების გამოქვეყნების
საფასურის ოდენობა,
გადახდისა და დაბრუნების წესი კი, განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
ამასთან, ეკონომიკური ოპერატორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაცხადის
წარსადგენად, ხოლო მისი არარსებობისას – წინადადების წარსადგენად, სააგენტოს ანგარიშზე
იხდის განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურს, რომლის ოდენობა, გადახდისა და
დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. აღნიშნული
საფასურების ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. დღეს მოქმედი რეგულაციის
თანახმად, წინადადების წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს, დოკუმენტაციის
გამოქვეყნების საფასური კი შეადგენს 50 და რიგ შემთხვევებში 25 ლარს. წარმოდგენილი
კანონპროექტი საფასურთან მიმართებით განსაზღვრავს ზოგად წესს, რომლის თანახმად,
საფასურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. ამდენად, კანონპროექტს
შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სააგენტოს საკუთარ შემოსავალზე, რომლის გავლენის ოდენობა
დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვის
პროცედურების
რაოდენობაზე,
აღნიშნულ
პროცედურებში
წარდგენილი
განაცხადის/წინადადების რაოდენობაზე, აგრეთვე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მისაღებ
კანონქვემდებარე აქტზე, რომლითაც დადგინდება ზემოაღნიშნული საფასურების ზუსტი
ოდენობა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის ძირითადი დებულებები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვების პროცედურების სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებისათვის, კანონპროექტის
მიღების შემდგომ, საჭირო გახდება სისტემის მოდერნიზება, რისთვისაც აუცილებელი იქნება
აღნიშნულის განხორციელებისათვის შესაბამისი ფინანსური თუ ადამიანური რესურსის
გამოყოფა. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტომ, 2025 წლის 1 იანვრამდე, უნდა შექმნას კანონისა და მის საფუძველზე მიღებული
(გამოცემული) შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს
მისადაგებული საჯარო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, თუმცა ერთიანი
ელექტრონული სისტემის მოდერნიზებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის ოდენობა
დამოკიდებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შესაბამისად
გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ
რეგულაციებსა და რეგულაციებით განსაზღვრული ახალი პროცედურებისა და
ინსტრუმენტების
სისტემაში
იმპლემენტაციის
მასშტაბზე.
აღნიშნული
ხარჯები
დაფინანსდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.
ამასთან, რამდენადაც „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
ფართოვდება კანონის მოქმედების სფერო, იზრდება საბჭოში
გასაჩივრებას
დაქვემდებარებულ საკითხთა წრეც. კანონპროექტით უცვლელი რჩება საჩივრის დასაშვებად
ცნობისა და საჩივრის დაზუსტების ვადები, აგრეთვე, საჩივრის განხილვის ვადის გაზრდის
შესაძლებლობაც. აღნიშნულმა, შესაძლოა, გამოიწვიოს, საბჭოს მიერ განსახილველი საქმეების
ოდენობის გაზრდა, ხოლო საბჭოში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა,
აუცილებელი გახდეს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი ადამიანური რესურსისა და
შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის ხარჯების გაზრდა. გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება წარდგენილი საჩივრების ოდენობაზე. ამასთან, საბჭოს მიერ
განსახილველი საქმეების ოდენობის ზრდამ, შესაძლოა, გამოწვიოს საბჭოს აპარატის
თანამშრომელთა ადამიანური რესურსის გაძლიერება, რამაც შრომითი ანაზღაურების
მიმართულებით, შესაძლოა, გამოიწვიოს ხარჯების გაზრდა. გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება წარდგენილი საჩივრებისა და საბჭოს მიერ განსახილველი საქმეების
ოდენობაზე.
საგულისხმოა, რომ კანონპროექტის მე-15 მუხლი (შემსყიდველი ორგანიზაციის საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებული ერთეულის ან თანამდებობის პირის განსაზღვრასთან
დაკავშირებული დებულებები) ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, 2027
წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, დაწესებულების
სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში განსაზღვროს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული
საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ან
თანამდებობის პირი (თანამშრომელი), რისთვისაც შესაძლებელია საჭირო გახდეს შესაბამისი
ფინანსური რესურსის გამოყოფა.
კანონპროექტის თანახმად, ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან დაკავშირებული
დებულებები, კერძოდ, კანონპროექტის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-4
პუნქტი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან. ხოლო, მის ამოქმედებამდე ცენტრალურ
შემსყიდველ ორგანოს, აგრეთვე, ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის საფასურის
ოდენობას, გადახდისა და დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამდენად,
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს 2027 წლის 1 იანვრიდან, ახალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის — ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს5 შექმნას,
რისთვისაც საჭირო იქნება ამ დაწესებულების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი
ხარჯების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოდ, აღნიშნული ცვლილების
გათვალისწინებით, შესაბამისი საბიუჯეტო წლიდან (2027 წელი) აუცილებელი იქნება
საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ცენტრალური შემსყიდველ ორგანოსთვის. ასევე შესაბამისი საბიუჯეტო წლიდან
აუცილებელი იქნება დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინება, საოფისე ფართისა
და აღჭურვილობის შეძენის, მათ შორის, საკანცელარიო და საკომუნიკაციო ხარჯების გაწევის
მიზნით. აღნიშნული ხარჯების ოდენობა, თავის მხრივ, დამოკიდებული იქნება საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, გასათვალისწინებულია საშტატო რიცხოვნობა,
დასაქმებულთა ანაზღაურება და აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული
სხვა ხარჯები. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საოფისე ფართის
სარგებლობლობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ
მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში იქნება აუცილებელი საჭირო ტექნიკისა და საოფისე
ავეჯის შესყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომდევნო წელს არ დადგა ხსენებული საქონლის
დაზიანების გამო შეცვლის/განახლების აუცილებლობა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განისაზღვრება მდგრადი განვითარება, როგორც
კანონის მიზანი. ამასთან, საჯარო შესყიდვა დაეფუძნება მდგრადი განვითარების მიზნის
მიღწევის პრინციპს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
ამასთან, წინამდებარე პროექტის თანახმად, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას, მდგრადი
განვითარებისთვის იმ შესყიდვის ობიექტის (საქონლის, მომსახურების, სამუშაოს) CPV
კოდები, რომლის შესყიდვისას სავალდებულო იქნება მდგრადი განვითარების
მახასიათებლების გათვალისწინება, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის კონკრეტულ პროცედურაში
მდგრადი განვითარების მახასიათებლების მითითების წესი და მეთოდოლოგია
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, მდგრადი საჯარო
შესყიდვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, საწყის ეტაპზე, სავარაუდოდ,
გაზრდის ხარჯებს, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული მიდგომა ეფუძნება სასიცოცხლო ციკლის
დანახარჯის ცნებას, აღნიშნული ხარჯები გრძელვადიან პირობებში შემცირდება. ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია ამ
კრიტერიუმის გამოყენების მეთოდოლოგიასა და კონკრეტულ CPV კოდებზე, რომლებიც
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამავდროულად, კანონპროექტის თანახმად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვის
პირობების გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის
გამოქვეყნების საფასურს. შესყიდვის პირობების გამოქვეყნების
საფასურის ოდენობა,
გადახდისა და დაბრუნების წესი კი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
საფასურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. დღეს მოქმედი რეგულაციის
პირობითი სახელწოდებაა; ხსენებული სსიპ-ის ზუსტი დასახელება გადაწყდება მოგვიანებით,
როდესაც მიღებული იქნება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება სათანადო სახელმწიფო
ორგანოს მიერ ან/და სამართლებრივი აქტით.
5
თანახმად, დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური შეადგენს 50 და რიგ შემთხვევებში 25
ლარს. წარმოდგენილი კანონპროექტი საფასურთან მიმართებით განსაზღვრავს ზოგად წესს,
რომლის თანახმად, საფასურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. ამდენად,
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შემსყიდველ ორგანიზაციებზე და შესაბამისად
სახელმწიფო, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თუმცა გავლენის
ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული
შესყიდვის პროცედურების რაოდენობაზე, აგრეთვე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მისაღებ
კანონქვემდებარე აქტზე, რომლითაც დადგინდება ზემოაღნიშნული საფასურის ზუსტი
ოდენობა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ საშინაო ან საგარეო ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო შესყიდვების სფეროში
შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისთვისა და სხვა
დაინტერესებული პირებისთვის ჩაატაროს ტრენინგები და სემინარები, ხოლო ტრენინგებსა
და სემინარებში მონაწილეობისათვის დააწესოს საფასური. ამასთან, კანოპროექტის
შესაბამისად, 2029 წლის 1 იანვრიდან, პირი/პირები, რომელიც/რომლებიც უშუალოდ
ჩართული/ჩართულნი არიან საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, უნდა
ფლობდეს/ფლობდნენ საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატს. სერტიფიკატს
სერტიფიცირების საფუძველზე გასცემს სააგენტო. სერტიფიცირებისთვის წესდება საფასური,
რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
ამასთანავე,
სერტიფიცირების
ხელშეწყობის
მიზნით,
სააგენტო
ატარებს
სერტიფიცირებისთვის
მოსამზადებელ
კურსს,
რომელიც
არასავალდებულოა.
მოსამზადებელი პროგრამის გავლისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის
წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. საგულისხმოა, რომ
ზემოაღნიშნული
სახის
საფასურები
მოქმედი
კანონმდებლობით
არ
არის
გათვალისწინებული. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს შემოსავლის
ზრდა, თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ტრენინგებისა და სემინარების, აგრეთვე,
სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი კურსის მონაწილეთა და სერტიფიცირების მსურველ
პირთა რაოდენობაზე.
ამავდროულად, კანონპროექტის თანახმად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვის
პირობების გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის
გამოქვეყნების საფასურს, ხოლო ეკონომიკური ოპერატორი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით განაცხადის/წინადადების წარსადგენად – განაცხადის/წინადადების წარდგენის
საფასურს. როგორც შესყიდვის პირობების გამოქვეყნების ასევე, განაცხადის/წინადადების
წარდგენის საფასურის ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით. საფასურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. დღეს
მოქმედი რეგულაციის თანახმად, წინადადების წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს,
ხოლო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური შეადგენს 50 და რიგ შემთხვევებში 25 ლარს.
წარმოდგენილი კანონპროექტი საფასურებთან მიმართებით განსაზღვრავს ზოგად წესს,
რომლის თანახმად, საფასურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. ამდენად,
შესაძლოა კანონპროქტს გავლენა ჰქონდეს როგორც ეკონომიკურ ოპერატორებზე, ისე
შემსყიდველ ორგანიზაციებზე, თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებულია სააგენტოს
თავმჯდომარის მიერ მისაღებ კანონქვემდებარე აქტზე, რომლითაც დადგინდება
ზემოაღნიშნული საფასურების ოდენობა.
კანონპროექტის თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ განხორციელებულ
ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის მიზნით, განაცხადის/წინადადების წარდგენის
საფასურის გარდა, გამარჯვებული პრეტენდენტი ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
ანგარიშზე
იხდის
ცენტრალიზებულ
შესყიდვაში
მონაწილეობის
საფასურს
(ცენტრალიზებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების გარკვეულ პროცენტს), რომლის
ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება ცენტრალური შემსყიდველი
ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით, ხოლო ახალი საჯარო დაწესებულების —
საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნამდე
– ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის საფასურის ოდენობას, გადახდისა და
დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა,
დადგენილებით, განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა ეკონომიკურ
ოპერატორებსაც უფლება აქვთ, მიიღონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან
დაკავშირებულ საჯარო შესყიდვებში მონაწილეობა, როგორც ძირითადმა ეკონომიკურმა
ოპერატორებმა, დამოუკიდებლად ან საქართველოში რეგისტრირებულ ეკონომიკურ
ოპერატორებთან ერთად, აგრეთვე, როგორც ქვეკონტრაქტორებმა. ამდენად, საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლოა შეიზღუდოს უცხო ქვეყნის ეკონომიკურ
ოპერატორთა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საჯარო
შესყიდვებში მონაწილეობა. აღნიშნულმა ცვლილებამ, ფინანსური კუთხით, შესაძლოა
გავლენა მოახდინოს უცხო ქვეყნის ეკონომიკურ ოპერატორებზე. გავლენის ოდენობა
დამოკიდებულია, კანონპროექტის 74-ე მუხლის შესაბამისად შემუშავებულ საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტის შინაარსსა და მასში გათვალისწინებულ მიდგომებზე.
ამასთან, კანონპროექტით, ახლებურად რეგულირდება შავი სიასთან დაკავშირებული
საკითხები, იზრდება შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები, ამასთან შავ სიაში რეგისტრაცია
ნაცვლად არსებული მიდგომისა (რომელიც შავ სიაში მიმწოდებლის 1 წლის ვადით
დარეგისტრირებას გულისხმობს), დარღვევის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის
გათვალისწინებით, შესაძლებელია 3 წლის, 2 წლის და 1 წლის ვადით. ვინაიდან შავ სიაში
რეგისტრაცია დაკავშირებულია საჯარო შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის
შეზღუდვასთან, შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლების გაფართოებამ, ისევე როგორც,
რეგისტრაციის ვადის გაზრდამ, ფინანსური გავლენა შეიძლება იქონიოს საჯარო შესყიდვებში
მონაწილეობის მსურველ ეკონომიკურ ოპერატორებზე.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით უცვლელი რჩება საჩივრის დასაშვებად ცნობისა და
საჩივრის დაზუსტების ვადები, საჩივრის წარდგენის საფასური, აგრეთვე, საჩივრის
განხილვის ვადის გაზრდის შესაძლებლობაც. ამასთან, კანონპროექტის ამოქმედება არ იწვევს
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არჩეული
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრ(ებ)ის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. შესაბამისად, ამ მიმართულებით კანონპროექტი არ
გამოიწვევს რაიმე გავლენას. კანონპროექტს ასევე არ ექნება გავლენა სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურებაზე,
ვინაიდან უცვლელი რჩება მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით საჩივრის წარდგენის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: საჯარო
შესყიდვასთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში საჩივრის წარდგენის საფასური იქნება
საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების, ხოლო წინასწარი გამოქვეყნების გარეშე
მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში – შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ
100 და არაუმეტეს 500 ლარისა. ამასთან, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან
დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის საფასური იქნება პროექტის
სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22000 და არაუმეტეს 150000 ლარისა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
ამასთან, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მრავალი სამთავრობო სტრატეგიის,
გზამკვლევის, პროგრამის თუ ქვეპროგრამის ან სამოქმედო გეგმის შესრულებას, რომლებიც
დაკავშირებულია ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობის შემდეგ მიმართულებებთან:
EU-Georgia Association Agenda 2021-2027;
European Green Deal6;
WTO - Agreement on Government Procurement7;
ანტიკორუფციული სტრატეგიით და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ
ღონისძიებებთან;
PFM8 - საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმართულებებთან;
OGP9 - საერთაშორისო ინიციატივით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან;
OECD-ის ანტიკორუფციული ქსელით10 გათვალისწინებულ ღონისძიებებთან;
OECD-ის ახალი MAPS11 შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით;
WB PEFA12-ს კვლევებში და რეიტინგებში;
WB – Doing Business13 საერთაშორისო რეიტინგებში;
WB, OECD და OCP14 - Open Data15 საერთაშორისო ინიციატივის ფართოდ
დანერგვასთან დაკავშირებით;
დამატებით, მრავალ სხვა პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგში ხელს შეუწყობს ქვეყნის
დაწინაურებას.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების
https://ec.europa.eu/info/strategy/priorities-2019-2024/european-green-deal_en
https://www.wto.org/english/tratop_e/gproc_e/gp_gpa_e.htm
8 https://www.mof.ge/5171
9 https://www.opengovpartnership.org/
10 https://www.oecd.org/corruption/acn/
11 https://www.mapsinitiative.org/
12 https://www.pefa.org/
13 https://www.doingbusiness.org/en/doingbusiness
14 https://www.open-contracting.org/
15 https://www.oecd.org/gov/digital-government/open-government-data.htm
6
7
შეთანხმების 141-ე-149-ე (საჯარო შესყიდვები) მუხლებიდან. 146-ე მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად, „საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის
ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან“, ხოლო
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება
უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული ეტაპების მიხედვით, როგორც დადგენილია ამ
შეთანხმების XVI-B დანართით და შემდგომში დაკონკრეტებულია XVI-C - XVI-F, XVI-H, XVII და XVI-K დანართებით ...“ ასოცირების შეთანხმების XVI დანართში და „ასოცირების შესახებ
შეთანხმების XVI დანართის განახლების შესახებ“ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის
საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის №2/2019 გადაწყვეტილებაში
მოცემულია საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივებისა და
რეგულაციების
ჩამონათვალი,
რომელთა
დაახლოების
ვალდებულება
ეკისრება
საქართველოს, შესაბამის ვადებზე მითითებით, მათ შორის:
XVI-C დანართით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება კანონმდებლობა დაუახლოვოს
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/24/EU,
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც აუქმებს 2004/18/EC დირექტივას, ხოლო XVI-D
დანართით - „საქონლის მიწოდების და საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებებთან
დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების,
რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე 1989 წლის 21
დეკემბრის საბჭოს 89/665/EEC დირექტივას“.
საქართველოსა და ნატო-ს შორის აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში ნატო-ს წევრი
ქვეყნების ხელძღვანელი პირების მიერ 2014 წელს, ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველომ
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მიიღო. ქართულ მხარესთან მჭიდრო
კოორდინაციით, პაკეტის ფარგლებში, განისაზღვრა ინიციატივები/მიმართულებები და
ვალდებულებები, რომლებიც საჭიროებდნენ ნატო-ს, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების
დამატებითი რესურსების მობილიზებასა და ექსპერტულ დახმარებას ნატო-ს და ევროპულ
სტანდარდებთან შესაბამისობის განვითარების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ მიმართულებად განისაზღვრა შესყიდვების
ინიციატივა, რომლის მთავარ მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შესყიდვების
პროცესში ევროპული სტანდარტების დანერგვა წარმოადგენდა.
შესყიდვების ინიციატივის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა აიღო ლატვიის მხარემ,
რომლის ექსპერტთან ერთად შემუშავდა და ნატო-სა და საქართველოს მიერ დამტკიცდა იმ
მიზნების ჩამონათვალი, რომელიც უნდა შესრულებულიყო აღნიშნული ინიციატივის
ფარგლებში. ერთ-ერთ მიზნად, ორივე მხარის თანხმობით, განისაზღვრა თავდაცვისა და
უსაფრთხოების სექტორის შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწა ევროკავშირის EC2009/81
დირექტივასთან ჰარმონიზაციით.
აღნიშნული
ვალდებულება,
გაწერილია ნატო-საქართველოს
განხორციელების გეგმასა და შესყიდვების ინიციატივის მონახაზში.16
არსებითი
პაკეტის
კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმები, პროცედურები, ვადები, მონეტარული
ზღვრები და სხვა დებულებები ასახულია ქვეყნის რამდენიმე სხვა FTA-ში - თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმებაშიც, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან17 და EFTA-ს ქვეყნებთან შვეიცარიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასთან და ისლანდიასთან.18
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/24/EU,
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც აუქმებს 2004/18/EC დირექტივას;
საქონლის მიწოდების და საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული
დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების
და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე 1989 წლის 21
დეკემბრის საბჭოს 89/665/EEC დირექტივა.
16
A. NGC(C)D(2014)0003, Substantial NATO-Georgia Package endorsed by the Head of State and
Government at the Wales summit, 12 September 2014
B. AC/340(NGC)N(2014)0001, Implementation of the Substantial NATO-Georgia Package, 09 October
2014
C. AC/340-N(2014)0069, Implementation of the Substantial NATO-Georgia Package, 10 November 2014
D. AC/340-N2017(0029) (INV), Substantial NATO-Georgia Package Implementation Plan, 31 January 2017
E. AC/340-N(2017)0093-REV1, Update of the Substantial NATO-Georgia Package Revised Implementation
Plan, 4 July 2017
F. AC/340-N(2018)0062 - Update of the Substantial NATO-Georgia Package Revised Implementation Plan,
13 March 2018
G. AC/340-N(2019)0086-REV1 (INV), Update of the Substantial NATO-Georgia Package Revised
Implementation Plan, 8 May 2019
H. AC/340(NGC)N(2020)0007-REV3, The Implementation Plan For the Refreshed Substantial NATOGeorgia Package (SNGP), 10 November 2020
„საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის
სტრატეგიული
პარტნიორობისა
და
თანამშრომლობის
შეთანხმება“
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5069283?publication=0
18 „შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/3796698?publication=0
17
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის პირველადი რედაქცია მომზადდა ჯერ კიდევ 2018 წელს GIZ-ის ექსპერტების
მიერ. კანონპროექტის მომზადების ეტაპზე გავლილ იქნა კონსულტაცია საერთაშორისო
საფინანსო ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან დონორული საზოგადოებიდან,
საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ, კანონპროექტი გადაგზავნილ იქნა EU Twinning
პროექტის შესაბამისი იურიდიული კომპონენტის ლიდერთან და მისიის ევროპელ ექსპერტკონსულტანტებთან. ასევე, დამატებით, EC DG GROW-ს დავალებით, კანონპროექტის ყველა
სტადიაზე ჩართული იყვნენ OECD-SIGMA-ს ექსპერტები.
ამასთან, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე
მოიცავს მდგრადი საჯარო შესყიდვების პრინციპების დანერგვას, საჯარო შესყიდვების
კანონმდებლობაში მდგრადი განვითარების (Sustainable Public Procurement) მახასიათებლების
იმპლემენტაციის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდა და კონკრეტული
სამართლებრივი ნორმები მომზადდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის,
EU4Environment-ის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების
ჩართულობით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების
ჩართულობითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაწილეობით, შემუშავდა „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნორმები, რომლებმაც ხელი უნდა
შეუწყონ მდგრადი საჯარო შესყიდვების პროცედურების დანერგვასა და განხორციელებას.
შესაბამისად, კანონპროექტის ერთ-ერთ მიზნად დასახულ იქნა მდგრადი განვითარების
ხელშეწყობა და აღნიშნულის შესაბამისად, კანონპროექტის რიგი ნორმებისა დაეთმო სწორედ
მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. საგულისხმოა, რომ იმავე
კანონპროექტის პრინციპად დადგენილ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარების
მიზნის მიღწევა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
EU Twinning პროექტის იურიდიული კომპონენტის ლიდერის და მისიის ევროპელი ექსპერტკონსულტანტების, ასევე, OECD-SIGMA-ს ექსპერტების აზრით, კანონპროექტი შეესაბამება
ევროკავშირის სამართალს და მისი მიღებით დაკმაყოფილებული იქნება საქართველოს მიერ
ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
საჯარო შესყიდვების კანონმდებლობაში მდგრადი განვითარების (SPP) მახასიათებლების
იმპლემენტაციასთან მიმართებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის,
EU4Environment-ის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების
მოსაზრებით, წარმოდგენილ კანონპროექტში სრულყოფილად გათვალისწინებულია
მდგრადი განვითარების (SPP) მახასიათებლები, მათ შორის, გარემოსდაცვითი და სოციალურ
კრიტერიუმები.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.