„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“
- „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“(07-3/339/10; 21/06/2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/339/10, 21/06/2023) გამომდინარე „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მიზანია ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების
ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრული ქსელების მოწყობის ხარისხისა და
უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტოს შექმნა,
სამართლებრივი სტატუსის, საქმიანობის მიზნების, სააგენტოს უფლებამოსილებების,
მისი ზედამხედველობის ფორმებისა და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების
რეგულირება.
2. ეს კანონი აწესრიგებს ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და
მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრული ქსელების მოწყობის
ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის ძირითად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და
სხვა შესაბამის ღონისძიებებს. განსაზღვრავს მათზე სახელმწიფო ზედამხედველობისა
და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.
3. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ელექტო–სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი
პირების სამართლებრივ სტატუსსა და საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა
საკითხებს.
4. ეს კანონი არ ვრცელდება :
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს
დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და
მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული
საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით;
ბ) საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ენერგო უსაფრთხოებისა და
ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო;
ბ) საზედამხედველო ობიექტები - ყველა ობიექტი, რომელთა შემოწმება და
დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობა ამ კანონის მიხედვით
ექვემდებარება სააგენტოს კომპენტენციას;
გ) ლიცენზია – სააგნტოს მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე იურიდიული
პირისთვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ
კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ
კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;
დ) ლიცენზიის მაძიებელი − პირი, რომელიც მიმართავს სააგენტოს ამ კანონით
რეგულირებული სალიცენზიო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით;
ე) ლიცენზიატი − პირი, რომელიც ფლობს ამ კანონით რეგულირებული სალიცენზიო
საქმიანობის ლიცენზიას;
ვ) სამინისტრო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ზ) მინისტრი- საქართელოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი.
თავი II
ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური
მდგომარეობის, ელექტრო ქსელების მოწყობისა და ელექტროტექნიკური
მომსახურების ექსპლუატაციის უსაფრთხოების სფეროს მართვა
მუხლი
3.
ელექტრო-სამონტაჟო
დებულებები/პირობები
საქმიანობის
განხორციელების
ზოგადი
1.
ელექტრო-სამონტაჟო საქმიანობა, მათ შორის, ელექტრული ქსელის
მოწყობისთვის განხორციელებული საქმიანობა, ექვემდებარება სავალდებულო
ლიცენზირებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ
კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. საქართველოს ტერიტორიაზე 10 ან მეტი კილოვატი სიმძლავრის მოხმარების
ობიექტებზე ელექტრო-სამონტაჟო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს
მხოლოდ სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით რეგისტრირებულ, იურიდიულ პირს. 10 კილოვატ სიმძლავრეზე
ნაკლები
მოხმარების
ობიექტებზე
ელექტრო-სამონტაჟო
საქმიანობის
განხორციელების არეალი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.
3. ელექტრო ქსელების მოწყობა, ელექტროდანადგარების მონტაჟი უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ტექნიკურ სტანდარტებს, ნორმებს,
მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს,
და სხვა სავალდებულო პირობებს, მათ შორის, გარემოსთან, საზოგადოების
უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული მოთხოვნების ჩათვლით.
4.
აკრძალულია იმ ელექტროენერგეტიკული
დანადგარებისა და შენობანაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომელთა მდგომარეობა არ შეესაბამება
დადგენილი ტექნიკური ნორმების და წესების მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის
ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ემუქრება დანადგარ-მოწყობილობების
ან/და შენობა-ნაგებობის სიმრთელეს.
5. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის
განხორციელება მოქმედი ლიცენზიის გარეშე.
6. ელექტოსამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელ ფიზიკურ პირს უნდა
ჰქონდეს შესაბამისი განათლება, პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია
(უნარები და ტექნიკური ჩვევები), რაც დასტურდება სააგენტოს მიერ გაცემული
სერტიფიკატით.
მუხლი 4. ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზიის გაცემა
1.
სააგენტო ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზიას
(შემდგომ - ლიცენზია) გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2.
:
ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია დაასაბუთოს შემდეგი შესაძლებლობები
ა) ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ოპერატიული (ადამიანური რესურსები)
შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია ლიცენზირებად საქმიანობასთან
დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების
შესასრულებლად;
ბ) გასაწევი მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომის
მიღების შესაძლებლობა;
გ) შესაბამისი საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა
ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობა.
3. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გარდა,
ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვასთან ერთად
სააგენტოს
წარუდგინოს :
ა) სადამფუძნებლო დოკუმენტები (მათ შორის, წესდება);
ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ინფორმაცია ლიცენზიის შესაბამისი საქმიანობისთვის საჭირო საკადრო და
მატერიალური რესურსის შესახებ;
დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ორგანიზაციული
სტრუქტურისა და მატერიალური რესურსის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ
საწარმოს გააჩნია ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობის შესრულების
შესაძლებლობა;
ე) სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს
დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში
გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და
ლეგალიზებული. ამასთანავე, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული დოკუმენტაციის
ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
4. ლიცენზიის მაძიებელი პასუხისმგებელია ლიცენზირებისათვის წარდგენილი
დოკუმენტაციის სისწორეზე.
5. ლიცენზია გაიცემა კონკრეტულ იურიდიულ პირზე და მისი სხვა იურიდიული
პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.
6.
ლიცენზიის მოქმედების ვადა 2 წელია, რომლის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს
1 თვისა, ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირი, ამ კანონის საფუძველზე
მიღებული ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართავს
განცხადებით სააგენტოს ლიცენზიის მოქმედების ახალი ვადის განსაზღვრის
თაობაზე. თუ ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირი კანონით დადგენილ
ვადაში არ წარადგენს აღნიშნულ განცხადებას, ლიცენზიის მოქმედება, შესაბამისი
ვადის გასვლის შემდეგ გაუქმდება და საქმიანობის გასაგრძელებლად იურიდიული
პირი ვალდებული იქნება თავიდან გაიაროს შესაბამისი ნორმატიული აქტით
განსაზღვრული ლიცენზიის მისაღებად საჭირო ყველა პროცედურა.
7.
ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზიის გაცემა
დასტურდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული სალიცენზიო მოწმობით, რომელშიც სხვა
მონაცემებთან ერთად აღნიშნული უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელი,
ლიცენზირებული საქმიანობა, ლიცენზიატის მიერ გასაწევი მომსახურება,
ლიცენზიის მოქმედების არეალი და ლიცენზიის გაცემის თარიღი. სალიცენზიო
მოწმობის სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო.
8. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 5. ლიცენზიის გაცემაზე უარი
1. ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას ამ კანონით,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა
სამართლებრივ აქტებში მითითებული საფუძვლით.
2.
ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარი ჯეროვნად უნდა განემარტოს ლიცენზიის
მაძიებელს.
3. ლიცენზიის გაცემის თაობაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონითა და
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 6. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა
1. სააგენტო უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში.
2. სააგენტო ლიცენზიაში ცვლილება შეაქვს ლიცენზიის პირობების შესაბამისად.
ლიცენზიაში ცვლილების შეტანა აგრეთვე დასაშვებია, თუ:
ა)
აღნიშნული
განპირობებულია
განხორციელებული ცვლილებით;
საქართველოს
კანონმდებლობაში
ბ) არსებობს სააგენტოს ან ლიცენზიატის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში
ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
3. სააგენტოს უფლება აქვს, ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს
მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ
შორის, უფრო მკაცრი, მოთხოვნების შესრულება.
მუხლი 7. ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება
1. სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება, თუ ლიცენზიატი
არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და სალიცენზიო პირობებს
და მის მიმართ ამ დარღვევისთვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია
წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
2. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების
შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს 6 თვისა.
3. იმ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა
მოქმედების
შეჩერება,
ლიცენზიის
მოქმედება
განახლდება
გადაწყვეტილებით, ლიცენზიატის განცხადების საფუძველზე.
ლიცენზიის
სააგენტოს
4. სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია. მისი გაუქმების საფუძველი
შეიძლება გახდეს:
ა) ლიცენზიის მფლობელი წერილობით მიმართავს სააგენტოს ლიცენზიის გაუქმების
თაობაზე;
ბ) ლიცენზიატს არ განუხორციელებია სალიცენზიო საქმიანობა ლიცენზიის აღებიდან
1 წლის განმავლობაში;
გ) წარმოიშვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები.
5. სააგენტო ასევე უფლებამოსილია გააუქმოს ლიცენზია, თუ აღნიშნული
განპირობებულია
საქართველოს
კანონმდებლობაში
განხორციელებული
ცვლილებით.
6. სააგენტო, ამ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად,
თანამშრომლობს შესაბამის ორგანოებთან/ორგანიზაციებთან და საჭიროების
შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან
გაუქმების თაობაზე. მათ შორის, თუ სალიცენზიო პირობების შესრულების
კონტროლის ღონისძიებები ადასტურებს, რომ იურიდიული პირი არ ასრულებს
სალიცენზიო პირობებს და მას ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს
პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.
7. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონითა
და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით.
მუხლი
8.
ელექტრო-სამონტაჟო
სერტიფიკატების გაცემა
სამუშაოების
შესრულებაზე
დაშვების
1. სააგენტო, ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტის შესაბამისად,
ფიზიკურ პირებზე გასცემს ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე
დაშვებისათვის
საჭირო
სერტიფიკატებს
(უსაფრთხოების
წიგნაკებს)
და
აკონტროლებს შესაბამისი პირობების შესრულებას.
2. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1 წელია, რომლის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს
1 თვისა, სერტიფიკატის მფლობელი, ამ კანონის საფუძველზე მიღებული
ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართავს განცხადებით
სააგენტოს სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე. თუ
სერტიფიკატის მფლობელი კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენს აღნიშნულ
განცხადებას, სერტიფიკატის მოქმედება, შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ
გაუქმდება და საქმიანობის გასაგრძელებლად ფიზიკური პირი ვალდებული იქნება
გაიაროს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული სერტიფიკატის მისაღებად
საჭირო ყველა პროცედურა, მათ შორის, ჩააბაროს სასერტიფიკატო გამოცდა.
3. სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად,
თანამშრომლობს შესაბამის ორგანოებთან/ორგანიზაციებთან და საჭიროების
შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან
გაუქმების თაობაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
4. წესდება ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების სპეციალისტების
სერტიფიცირების საფასური. მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება
დირექტორის ბრძანებით.
5. სააგენტო უფლებამოსილია სერტიფიცირების ხელშეწყობისთვის ჩაატაროს
სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი კურსი (განახორციელოს სერტიფიცირების
პროგრამა). წესდება სპეციალისტების მიერ სერტიფიცირების პროგრამის გავლის
საფასური. მისი ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის
ბრძანებით.
6. სერტიფიკატის ასაღებად სერტიფიცირების პროგრამის გავლა სავალდებულო არ
არის.
7. სააგენტო უფლებამოსილია სასწავლო მოდულის შემუშავებისა და სრულყოფის
მიზნით
ითანამშრომლოს
უმაღლეს
და
პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან.
8. სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს სააგენტო აწარმოებს.
9. იურიდიული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს
სერტიფიკატის მფლობელის დასაქმების ან თანამდებობიდან გათავისუფლების
შესახებ, აგრეთვე მიაწოდოს მას ინფორმაცია სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლის
წარმოშობის თაობაზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა.
10. სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრის წარმოების, სერტიფიცირების ჩატარებისა
და სერტიფიცირების პროგრამის განხორციელების, აგრეთვე სერტიფიკატის გაცემისა
და გაუქმების წესები დგინდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 9. სალიცენზიო პირობების კონტროლი
1. სააგენტო ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით
დადგენილი წესით ახორციელებს სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს.
ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს
პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
2. კონტროლის განხორციელებისას სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს
უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეამოწმოს ლიცენზირებული
იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი,
ქმედება, აგრეთვე მოსთხოვოს მათ საქმიანობის ამ კანონის, მის საფუძველზე
გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სალიცენზიო პირობების
შესაბამისად განხორციელება;
ბ) გამოავლინოს ლიცენზირებული იურიდიული პირის საქმიანობაში არსებული
ხარვეზი, დარღვევა ან/და საქართველოს კანონმდებლობასთან ნებისმიერი
შეუსაბამობა;
გ) ლიცენზირებულ იურიდიულ პირს მიუთითოს გამოვლენილი ხარვეზის ან/და
შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი აღმოფხვრა;
დ) შეამოწმოს ლიცენზირებული იურიდიული პირისა და მასში ელექტრო-სამონტაჟო
სამუშაოების შესრულებაზე დასაქმებული პირის მიერ ამ კანონისა და მის
საფუძველზე გამოცებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების დაცვა;
ე) ლიცენზირებული იურიდიული პირის საქმიანობაში გამოვლენილი საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ამ
იურიდიული პირის ამ კანონის V თავით ან/და „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაჯარიმების შესახებ ან
შეჩერება/გაუქმება;
ვ) შეაფასოს ანგარიშმგებელი იურიდიული პირისაგან მიღებული მონაცემები და
მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დროულად მოახდინოს
რეაგირება;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა
უფლებები და შეასრულოს მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობები.
4. სალიცენზიო პირობების კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება
სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
5.
დაუშვებელია
ლიცენზირებულ
იურიდიული
პირების
საქმიანობაში
დაუსაბუთებლად ზედმეტად ჩარევა და მისი საქმიანობის შეფერხება, გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
გადაუდებელი
აუცილებლობისა.
თავი III.
ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო სტატუსი,
საქმიანობა და სტრუქტურა
მუხლი 10. სააგენტოს სტატუსი
1.
ამ
კანონით
განსაზღვრული
ძირითადი
მიმართულებების
განხორციელებისთვის,
ელექტროენერგეტიკული
დანადგარებისა
და
მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობაზე, ელექტრული ქსელების მოწყობაზე,
მათ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და იურიდიული პირების მიერ ხარისხიანი
ელექტრო ტექნიკური მომსახურების გაწევაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და
კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სააგენტო.
2.
სააგენტო
საქმიანობის
სამართლებრივი
საფუძველია
საქართველოს
კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, სხვა
საკანონმდებლო აქტები, სააგენტოს დებულება და სხვა კანონქვემდებარე აქტები.
3. სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სახელმწიფო
კონტროლის ქვეშ ახორციელებს საქმიანობას.
4.
სააგენტო
დასახული
მიზნებისა
და
დაკისრებული
ფუნქციების
განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს
გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს
მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სააგენტოს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი და კანონმდებლობის
საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში
კომერციულ ბანკში, სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი მცირე სახელმწიფო
გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, სხვა შესაბამისი
ბეჭდები და შტამპები, სააგენტოს ლოგო და ასევე იურიდიული პირის სხვა
ატრიბუტები.
სააგენტოს
ლოგოს
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
6. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილება, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ
კანონით, განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრი.
მუხლი 11. სააგენტოს სამართლებრივი ფორმა
სააგენტო არის ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად შექმნილი,
სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი,
რომელიც მოქმედებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
აქტებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი
წესით ანგარიშვალდებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირის
წინაშე.
მუხლი 12. სააგენტოს მიზანი, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. სააგენტოს მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგეტიკული
დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობაზე, ელექტრული
ქსელების მოწყობაზე, მათ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და იურიდიული პირების
მიერ ხარისხიანი ელექტრო ტექნიკური მომსახურების გაწევაზე სახელმწიფო
ზედამხედველობა და კონტროლი.
2. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად,
როგორც წესი, იყენებს შემდეგ მექანიზმებს:
ა) გასცემს ლიცენზიას იურდიულ პირებზე;
ბ) გასცემს სერტიფიკატებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობასა და ინსპექტირებას;
დ) უსაფრთხო ელექტროდანადგარებისა და ქსელების მოწყობის ნორმების დაცვის
ხელშემწყობი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ცნობიერების
ამაღლებაზე ზრუნვა საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების
განხორციელებით;
გ) ამ კანონის ნორმების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება
და განხილვა, საჭროებისამებრ ადგილზე შემოწმება;
ე) უსაფრთხო ელექტროდანადგარებისა და ქსელების მოწყობის კანონმდებლობის
დასახვეწად და მისი გამოყენების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავება.
3. სააგენტო აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით:
ა) სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს ელექტროენერგეტიკული
დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობაზე, ელექტრული
ქსელების მოწყობასა და მათ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე;
ბ) გასცემს იურიდიულ პირებზე ლიცენზიებს და აკონტროლებს სალიცენზიო
პირობების შესრულებას;
გ) გასცემს სერტიფიკატებს (უსაფრთხოების წიგნაკებს) ფიზიკურ პირებზე,
უზრუნველყოფს მათ გადამზადებასა და შესაბამისი პროფესიული გამოცდების
ჩატარებას;
დ) ატარებს საზედამხედველო ობიექტების შემოწმებას და წარუდგენს იურიდიულ
პირებს შესაბამის მითითებებსა და რეკომენდაციებს ელექტროენერგეტიკული
დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, მდგრადობის,
ელექტრო გაყვანილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის თაობაზე;
ე) საზედამხედველო ობიექტების შემოწმებისას, დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის
აღმოჩენის
შემთხვევაში,
იღებს
გადაწყვეტილებას
შესაბამისი
ობიექტის
გაფრთხილების ან დაჯარიმების თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ასეთი
შეუსაბამობების აღმოფხვრის შესახებ;
ვ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების აღმოჩენის
შემთხვევაში იღებს საქართელოს კანონმდებლობით გათალისწინებულ ზომებს;
ზ) ატარებს ღონისძიებებს ენერგოზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის
დასახვეწად;
თ) საჭიროების შემთხვევაში, დარღვევის სიმძიმიდან ან/და ინტენსიურობიდან
გამომდინარე, შესაბამისი ორგანოების წინაშე აყენებს პასუხისმგებლობის საკითხს იმ
იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც თვითნებურად
ახორციელებენ, გააგრძელებენ ან განაახლებენ ამ კანონით რეგულირებულ სფეროში
საქმიანობას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს წინადადებებს, განცხადებებს და
საჩივრებს;
კ) მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობის
ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
შემთხვევაში
ლ) აწარმოებს ფასიან მომსახურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას
დასამტკიცებლად წარუდგენს ელექტრო გაყვანილობისა და ელექტროდანადგარების
მონტაჟის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტებს.
ნ)
იურიდიულ
პირებს
წარუდგენს
მითითებებს
და
რეკომენდაციებს
ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების მუშაობაში და მომსახურე პერსონალის
მოქმედებებში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე;
ო) განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას ან/და საჭიროების შემთხვევაში
ახორციელებს არაგეგმიურ ინსპექტირებას;
პ) წარუდგენს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სავალდებულო მითითებას
ელექტროტექნიკური პერსონალის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, რომელთაც
არ გაუვლიათ ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების წესების ცოდნის შემოწმება ან
დაარღვიეს ამ წესების მოთხოვნები, ან ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, იღებს
გადაწყვეტილებას იურიდიულ პირზე გაცემული ლიცენზიის მოქმედების შეჩერების
თაობაზე;
ჟ) დადგენილი წესით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში
უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული დანადგარების ექსპლოატაციასთან
დაკავშირებული ავარიების გამომწვევი მიზეზების გამომკვლევი კომისიის
ჩამოყალიბებას და მონაწილეობს უბედური შემთხვევების გამომკვლევი კომისიების
მუშაობაში;
რ) საჭიროების შემთხვევაში ამოწმებს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული
ტექნიკური პირობების სისწორეს მომხმარებელთა კატეგორიის გათვალისწინებით და
საჭიროების შემთხვევაში აყენებს საკითხს შესაბამის ორგანოებში ტექნიკური
პირობების ცვლილების ან გაუქმების თაობაზე;
ს) შესაბამის ორგანიზაციებთან/ორგანოებთან ერთად ორგანიზებას უწევს
ელექტროენერგეტიკული
დანადგარების
მოწყობის,
ექსპლუატაციისა
და
უსაფრთხოების ასევე, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მომზადებას,
სტანდარტების დამუშავებას, სამეცნიერო-ტექნიკურ და საინფორმაციო საქმიანობას
თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
ტ) გასცემს დასკვნებს ენერგეტიკულ საწარმოებში წარმოების საშუალებების
ტექნიკური მდგომარეობის შესახებ;
უ)
საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი
დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დებულებას;
განვითარების
მინისტრს
ფ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
3. სააგენტოს დირექტორი:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას,
კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის
სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს
კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს
კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;
გ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს სააგენტოს
სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;
ე) სამინისტროს, მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგენს ინფორმაციას სააგენტოს
უფლებამოსილებას დაქვემდებარებული ფუნქციების შესრულების შესახებ;
ვ) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და
მუნიციპალიტეტის ორგანოებში, სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ
პირებთან
ურთიერთობებში,
ან
ანიჭებს
სააგენტოს
თანამშრომლებს
უფლებამოსილებას სააგენტოს ასეთ წარმომადგენლობაზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
თ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და ლიცენზიის გაცემას/შეჩერებას/გაუქმებას, ასევე
სერტიფიკატს (უსაფრთხოების წიგნაკს);
ი) ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას და ბიუჯეტს;
კ) ამტკიცებს დეპარტამენტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და
ტერიტორიული ორგანოების დებულებებსა და წესებს;
ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს
ადმინისტრაციის უფროსს და სააგენტოს სხვა თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს
დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს, განსაზღვრავს
დანამატის/პრემიის ოდენობას.
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს;
საფუძველზე
ნ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო
ჯგუფებს;
ო) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექტირებისა
რეკომენდაციების, მითითებების გაცემის თაობაზე;
და
შესაბამისი
დასკვნების,
პ) განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას ან/და საჭიროების შემთხვევაში
იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმიური ინსპექტირებისა და მისი განმახორციელებელი
სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე;
ჟ) ასრულებს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრული
სააგენტოს სხვა უფლებამოსილებს.
4. სააგენტოს დირექტორის მოადგილეების რაოდენობა, სააგენტოს სტრუქტურა და
უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.
მუხლი 14. სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს აპარატისა და ტერიტორიული
ორგანოების მეშვეობით. სააგენტოს სტრუქტურა, აპარატისა და ტერიტორიული
ორგანოების ფუნქციები, საქმიანობის ორგანიზების წესი განისაზღვრება სააგენტოს
დებულებით
ან/და
შიდაორგანიზაციული
საკითხების
მარეგულირებელი
სამართლებრივი აქტებით.
2. სააგენტოს თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს
დირექტორი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თანამშრომელზე
ვრცელდება ამ კანონით, სააგენტოს დებულებითა და სააგენტოს სხვა სამართლებრივი
აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები.
3. თანამშრომლის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ
შორის, ანაზღაურება და სხვა საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის
სამართლებრივი აქტით.
4. სააგენტოს თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ კანონით ან ამ
კანონის საფუძველზე გამოცემული სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით
სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 15. სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება
შემდეგნაირად:
ა) სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა.ა) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური;
ა.ბ) სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და სერტიფიკატის გაცემისა და გადამზადებისათვის
განსაზღვრული საფასური;
ა.გ) ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირების მიერ
ლიცენზიით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებიდან მიღებული
შემოსავლები;
ა.დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა განისაზღვრება
სააგენტოს დირექტორის ბრძანებით;
გ) ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირების მიერ
ლიცენზიას დაქვემდებარებული სამუშაოების შესრულებიდან გამომდინარე
სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოთვლის წესი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 16. სააგენტოს კონტროლი
1.
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2.
სააგენტოს
ფინანსური
საქმიანობის
კონტროლს
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი
ორგანოები. სააგენტოს ფინანსური საქმიანობის აუდიტი ხორციელდება არაუმეტეს
წელიწადში ერთხელ, მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. სააგენტოს
ფინანსური საქმიანობის აუდიტმა არ უნდა გამოიწვიოს სააგენტოს მიმდინარე
საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.
თავი IV. ზედამხედველობა (ინსპექტირება)
მუხლი 17. ზედამხედველობა (ინსპექტირება)
1. ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური
მდგრადობის, ელექტრული ქსელების მოწყობის, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის
მდგრადობისა და არსებულ ნორმებთან შესაბამისობის შესრულების შემოწმებისა და
მისი შედეგების მიხედვით ზომების მიღების მიზნით ზედამხედველობას
ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო − სააგენტო.
2. სააგენტო ზედამხედველობას (ინსპექტირებას) ახორციელებს:
ა) დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე;
ბ) საკუთარი ინიციატივით, ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა
და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
სააგენტოს დირექტორის ბრძანების შესაბამისად;
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელების შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი.
4.
სააგენტოს წარმომადგენელმა ინსპექტირება უნდა განახორციელოს
მაიდენტიფიცირებელი ბარათის წარდგენით, რომელიც მას ამ კანონით
გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ფუნქციების
შესასრულებლად გადაეცა.
5. ინსპექტირების განხორციელებისას სააგენტო უფლებამოსილია:
ა) სააგენტოს დირექტორის ბრძანების შესაბამისად, თავისუფლად, გეგმიურად, დღეღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერი
ობიექტის ტერიტორიასა და შენობა-ნაგებობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული მიზნით,
ჩაატაროს
შემოწმება და განახორციელოს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
ზედამხედველობის
სხვა
ღონისძიებები;
ბ) წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ
შენობაში/სივრცეში, თუ აქვს საფუძველი გონივრული ეჭვისთვის, რომ არსებობს
აშკარა, ხილული შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
უსაფრთხო ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებთან;
გ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ზედამხედველობას დაქვემდებარებული
ობიექტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ზედამხედველობის (ინსპექტირების)
განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
დ) განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, აწარმოოს ჩანაწერები,
გააკეთოს ამონაწერი;
ე) მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილ პირს
საზედამხედველო ობიექტისთვის ელექტროენერგიის მთლიანად ან ნაწილობრივ
შეჩერების შესახებ, თუ გამოვლინდა უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და
შეუსრულებლობა, რაც უქმნის საშიშროებას დანადგარ-მოწყობილობების, შენობანაგებობის სიმრთელეს ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და
ჯანმრთელობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ელექტროენერგეტიკული
უსაფრთხოების მოთხოვნებისა და ნორმების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში
გასცეს სათანადო მიწერილობა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ
მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ შემთხვევებში − შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი,
განიხილოს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმე
და
სამართალდამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი;
ზ) უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში
(ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული
ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებები;
6. შენობა-ნაგებობის, მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების
შემთხვევაში სააგენტოს წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს ოქმი და მისი
ასლი საზედამხედვლო ობიექტის უფლებამოსილ პირს გადასცეს.
7. დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით.
8. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სააგენტო არაუმეტეს 5 დღის
ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს
ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.
თავი V.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და
მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრო ქსელების მოწყობისა და
ელექტროტექნიკური მომსახურების ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმების
დარღვევისათვის
მუხლი 18. პასუხისმგებლობის საფუძვლები
1.
საზედამხედველო ობიექტს ან სხვა შესაბამის პირს შესაძლოა ამ კანონით ან მის
შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით დაეკისროს
პასუხისმგებლობა საკუთარი მოვალეობების დარღვევისთვის ან არაჯეროვნად
შესრულებისთვის.
2.
სააგენტო უფლებამოსილია იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს საქართველოს
კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონით, დადგენილი წესით დააკისროს პასუხისმგებლობა ამ
კანონის ან მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტების დარღვევისათვის.
3.
ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის შეიძლება
გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.
4.
ადმინისტრაციული სახდელი დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს.
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისას სააგენტო ითვალისწინებს შემდეგ
გარემოებებს:
ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის სიმძიმე და განგრძობადობა;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქცევის შედეგად დამდგარი შედეგები;
გ) შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.
5.
სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი
დარღვევის განსაზღვრულ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.
6.
აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით
დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო იღებს
გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესახებ.
7.
ჯარიმის გადახდა
სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის
გამოსწორების ვალდებულებისაგან.
8.
ამ
კანონით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის
სახდელის
(ჯარიმის)
დაკისრების
შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს ადგენს სააგენტო.
9.
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
გათვალისწინებული
საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას,
მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს ამტკიცებს სააგენტოს
დირექტორი.
10.
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმის
წარმოებასთან
დაკავშირებული საკითხები წესრიგდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 19. საჯარიმო სანქციები
1. ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის
მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან სააგენტოსთვის არასწორი ან
არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ლიცენზირებულ იურიდიულ პირს
დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოსთვის ინფორმაციის მის მიერვე
განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება
ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით;
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრება
იურიდიულ პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულებისგან;
4. იურიდიული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა შესაბამისი
ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს ამ იურიდიული პირის დაჯარიმებას 200 000 ლარის
ოდენობით;
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმეორებით
განხორციელება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ამავე პუნქტით განსაზღვრული
ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის ვადაში, ყოველ ჯერზე გამოიწვევს ამ იურიდიული
პირის დაჯარიმებას 400 000 ლარის ოდენობით;
6. ამ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს
ლიცენზირებული იურიდიული პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას არა უმეტეს
20 000 ლარის ოდენობით;
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის განმეორებით ჩადენა,
ამავე პუნქტით განსაზღვრული გაფრთხილების ან ჯარიმის შეფარდებიდან 1 წლის
ვადაში, ყოველ მორიგ ჯერზე გამოიწვევს ლიცენზირებული იურიდიული პირის
დაჯარიმებას არა უმეტეს 40 000 ლარის ოდენობით;
8. სააგენტოსთვის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის
შეშლა გამოიწვევს დამრღვევის გაფრთხილებას ან ჯარიმას არა უმეტეს 5 000 ლარის
ოდენობით;
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის განმეორებით ჩადენა,
ამავე პუნქტით განსაზღვრული გაფრთხილების ან ჯარიმის შეფარდებიდან 1 წლის
ვადაში, ყოველ მორიგ ჯერზე გამოიწვევს დამრღვევის დაჯარიმებას არა უმეტეს 15 000
ლარის ოდენობით;
10. ათი ან მეტი კილოვატი სიმძლავრის მოხმარების ობიექტებზე ტექნიკური
რეგლამენტით გათვალისწინებული ელექტრული ქსელის მოწყობის წესების
დარღვევა გამოიწვევს ობიექტის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას არა უმეტეს 10 000
ლარის ოდენობით;
11. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრისათვის
სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა, ყოველ მორიგ ჯერზე გამოიწვევს
დაჯარიმებას, არა უმეტეს 20 000 ლარის ოდენობით;
12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის
შეფარდებასთან ერთად, თუ დარღვევა წარმოადგენს ტექნიკური რეგლამენტით
განსაზღვრულ იმგვარ კრიტიკულ შეუსაბამობას, რომლის დაუყონებლივ აღმოფხვრა
შეუძლებელია საწარმოო პროცესის/საქმიანობის შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ამ
ობიექტის საწარმოო პროცესის/საქმიანობის შეჩერებას ამ დარღვევის აღმოფხვრამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისთვის ობიექტად ასევე ჩაითვლება 10
კილოვატზე ნაკლების სიმძლავრის მოხმარების მქონე ის ობიექტი/ობიექტები,
რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი
აქტით;
2. ამ მუხლის მე-12 პუნქტში გათვალისწინებულ საწარმოო პროცესის/საქმიანობის
შეჩერებად ჩაითვლება ობიექტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მთლიანი ან
ნაწილობრივი შეზღუდვა, რა მიზნითაც, სააგენტო დაუყონებლივ უგზავნის
მოთხოვნას ელექტროენერგიის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას.
თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 20.
დებულებები
კანონის
ამოქმედებასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი
1.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ
კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ვადაში დანიშნოს სააგენტოს დირექტორი.
2.
თანამდებობაზე
პირველად
დანიშნული
სააგენტოს
დირექტორის
უფლებამოსილების ვადა დაიწყოს მისი თანამდებობაზე დანიშვნის მომდევნო
დღიდან.
3.
თანამდებობაზე პირველად დანიშნულმა სააგენტოს დირექტორმა მისი
უფლებამოსილების ვადის დაწყებიდან 1 თვეში თავისი უფლებამოსილებების
ფარგლებში უზრუნველყოს ამ
კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი
აქტების გამოცემა და დაიწყოს სააგენტოს სათანადო ადამიანური რესურსით
უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4.
საქართველოს მთავრობამ:
ა) 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სააგენტოსათვის შესაბამისი ქონების გადაცემა და
სააგენტოს შექმნისათვის საჭირო ფულადი სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფა;
ბ) 3 თვის ვადაში უზრუნველყოს 10 კილოვატზე ნაკლები სიმძლავრის მოხმარების
ობიექტებზე
ელექტრო-სამონტაჟო
საქმიანობის
განმახორციელებელი
ლიცენზირებული იურიდიული პირების სამოქმედო არეალის განსაზღვრა;
გ) 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული
იურიდიული პირების მიერ ლიცენზიას დაქვემდებარებული სამუშაოების
შესრულებიდან გამომდინარე სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოთვლის
წესის განსაზღვრა.
5.
იურიდიული პირების ლიცენზირების მიზნებისათვის გარდამავალ პერიოდად
ითვლება 2024 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი.
მუხლი 21. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი - მე-19-ე მუხლებისა, 2023 წლის 1
დეკემბრიდან;
2. ამ კანონის მე-10 - მე-16 მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან;
3. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლი, მე-3 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები და
მე-4 - მე-9 და 17 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან;
4. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 - მე-6 პუნქტები და მე-18 და მე-19 მუხლები
ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ელექტროქსელის მოწყობისა და
ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღეს საქართველოში ელექტრო გაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების
შესრულება ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიისა და კვალიფიკაციის არმქონე
სუბიექტების მიერ, მთელ რიგ შემთხვევებში, ისეთი კადრების (პერსონალის)
მეშვეობით, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნიათ
(დღეისათვის არ გაიცემა სამუშაოს განხორციელების ლიცენზია, შესაბამისად
სათანადოდ არ მოწმდება ცოდნისა და გამოცდილების ხარისხი, არ გაიცემა შესაბამისი
სერტიფიკატი და ა.შ) და ყველაზე მთავარი, არ არსებობს ელექტრული ქსელების
მოწყობისა და ელექტროენერგეტიკული დანადგარების/მოწყობილობების უსაფრთხო
ექსპლუატაციაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი
სახელმწიფო ორგანო, რაც მნიშვნელოვანად ზრდის უბედური შემთხვევების, მათ
შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკებს.
უფრო დეტალურად რომ დავინახოთ პროცესი, სიტუაცია არის შემდეგი:
• ელექტრო გადამცემი და განაწილების სისტემის წერტილიდან აღრიცხვის
კვანძამდე სამუშაოებს ასრულებს შესაბამისი გადაცემისა და განაწილების
ლიცენზიანტი (მათი კონტრაქტორი კომპანიები), რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში
ჰყავთ კვალიფიციური პერსონალი, თუმცა არ არსებობს სისტემატიზებული
მიდგომა, რომელიც ერთიანი სიტემით გააკონტროლებს ასეთი სამუშაოების
შესრულებისა და პერსონალის კვალიფიკაციას ხარისხს, და ეს საკითხი, ძირითად
შემთხვევაში, თავად ამ კომპანიების კეთილსინდისიერების იმედად არის
დარჩენილი.
• აღრიცხვის კვანძიდან მიერთების წერტილებამდე (მათ შორის, მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლები, მცირე და მსხვილი მეწარმეები, კომერციული ფართები,
საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკვერები, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები და
ა.შ.) სამუშაოებს ასრულებენ ძირითადად ისეთი სამშენებლო კომპანიები, რომელთა
საქმიანობის ხარისხი არ არის სათანადოდ კონტროლირებადი, ამასთან ერთად,
უცნობია რამდენად კვალიფიციური თანამშრომლები ჰყავთ, რა გამოცდილება
გააჩნიათ, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოებს, რამდენად სწორად არის
დაგეგმილი ელექტრული ქსელის განაწილების პროექტი, რამდენად სწორად არის
განსაზღვრული შესაბამისი რისკები და უსაფრთხოების პარამეტრები და სხვ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საკითხი ძირითად შემთხვევაში
დაურეგულირებელია, რაც მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ობიექტების მდგრადობასა და ფინანსურ
კეთილდღეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ არ არსებობს ელექტრული ქსელის
მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე კონტროლის
განმახორციელებელი
სახელმწიფო
ზედამხედველობის
ორგანო-სააგენტო,
შესაბამისად არც სათანადო სისტემატიზებული მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს
შემსრულებელი კომპანიების საქმიანობის კონტროლს და შესრულების ხარისხს,
რითიც დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები, საფრთხე არ შეექმნება ადამიანის
სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შესაბამისად, თავიდან იქნება აცილებული ქსელში
ავარიები, ავარიული გამორთვები და ა.შ.
პრობლემის რეალურად საჩვენებლად გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში
მომხდარი
უბედური
შემთხვევები,
როდესაც
ელექტრო
გაყვანილობის
უსაფრთხოების წესების დარღვევას მსხვერპლი მოჰყვა და ასევე აღსანიშნავია ისეთი
უბედური შემთხვევები, როდესაც მოუწესრიგებელმა ელექტრო გაყვანილობამ
ხანძრის გაჩენა და დიდი ზარალი გამოიწვია. ასევე, აღსანიშნავის ბოლო პერიოდში
მომხდარი არაგეგმიური (ავარიული) გამორთვების შესახებ ინფორმაცია, რასაც
სტრატეგიული ობიექტების ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენა მოყვა:
• 2021-2022 - თბილისი, საქალაქო სასამართლო, შვიდი შემთხვევა;
• 2020-2022 - თბილისი, უზენაესი სასამართლო, რვა შემთხვევა;
• 2020-2022 – თბილისი, ლუგარის ლაბორატორია, ათი შემთხვევა;
• 2021-2022 – თბილისი, რესპუბლიკური საავადმყოფო, ექვსი შემთხვევა;
• 2020-2022 – თბილისი, იაშვილის კლინიკა, თორმეტი შემთხვევა;
• 2020-2022 – თბილისი, ღუდუშაურის კლინიკა, ოცდარვა შემთხვევა;
• 2020-2022 – ბათუმი, რესპუბლიკური საავადმყოფო, ოცდაექვსი შემთხვევა;
• 2020-2022 – ქუთაისი, ბავშვთა საავადმყოფო, ოცდარვა შემთხვევა;
• 2020-2022 – ზუგდიდი, ცენტრალური საავადმყოფო, ოცდაცხრა შემთხვევა;
• 2020-2022 – თელავი, ცენტრალური საავადმყოფო, ორმოცდაცხრა შემთხვევა;
კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების
შეთანხმებისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ისეთი პრინციპების გაზიარებას, როგორიცაა:
• ელექტროენერგიის უწყვეტი და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;
• ევროპულ ბაზართან ინტეგრაციის შესაძლებლობის გაზრდა;
•
•
•
•
•
ენერგეტიკული თანამეგობრობის დამკვიდრებული ზოგადი სტანდარტების
დანერგვა;
ქვეყანაში
ენერგეტიკული
(მათ
შორის,
ელექტრული
სამუშაოების)
უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა;
ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა;
ელექტრომოწყობილობა დანადგარების გამართული ფუნქციონირება;
უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ IEC (საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის)
სტანდარტიზაციის ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენენ ევროკავშირის წევრი
ქვეყნები, ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და კონტრაქტორი ქვეყნები და ისეთი
სახელმწიფოები როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
მათ შორის, ორგანიზაციის ასოცირებული წევრია საქართველო. აღსანიშნავია ისიც,
რომ IEC-ის ასოცირებული წევრობა შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, მოითხოვოს და
მიიღოს სხვა წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რაც
დაეხმარება მას ამ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ჩამოაყალიბოს
შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და კონტროლის მექანიზმები, რათა
უზრუნველყოფილი იქნას:
•
•
•
•
ქვეყანაში
ენერგეტიკული
(მათ
შორის,
ელექტრული
სამუშაოების)
უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა;
ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა;
ელექტრომოწყობილობა დანადგარების გამართული ფუნქციონირება;
უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შეიქმნება საკანონმდებლო მექანიზმი, რომლის თანახმადაც:
• ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობის სამონტაჟო
სამუშაოები განხორცილდება ერთიანი სტანდარტების მიხედვით, შესაბამისი
ლიცენზიის მქონე იურიდიული პირების მიერ, რითიც დაცული იქნება
შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უსაფრთხოების ნორმები;
• შეიქმნება სახელმწიფო ენერგო ზედამხედველობის ორგანო-სააგენტო, რომელიც
ექსკლუზიურად გასცემს ზემოთ აღნიშნულ იურიდიულ პირებზე საქმიანობის
ლიცენზიას,
უზრუნველყოფს
შესაბამისი
კადრების
გადამზადებასერტიფიცირებას, მოახდენს ელექტრული ქსელების ტექნიკურ შემოწმებას,
გასცემს შესაბამის დასკვნას და განახორციელებს შესრულების მონიტორინგს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ახალი კანონის მიღების შედეგად:
• ელექტრული ქსელების მოწყობა გახდება კონტროლირებადი და მართვადი,
შესაბამისად მეტად უსაფრთხო და მდგრადი;
• გაჩნდება ლიცენზირებულ კომპანიათა ელექტრონული რეესტრი, რომელიც
საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეარჩიოს ესა თუ ის
ლიცენზირებული კომპანია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად;
• 10 კილოვატი და მასზე მეტი სიმძლავრის ობიექტებზე შეუძლებელი გახდება
ელექტრო-სამონტაჟო
სამუშაოების
განხორცილება
არალიცენზირებული/არასერტიფიცირებული სუბიექტების მიერ;
• დღეისათვის არსებულ ელექტრულ ქსელებში უსაფრთხოება და მდგრადობა
შემოწმებადი იქნება შესაბამისი სააგენტოს კვალიფიციური თანამშრომლების
მიერ, გაიცემა დასკვნები, რომელშიც დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება
განხორციელდება მხოლოდ ლიცენზირებული/სერტიფიცირებული სუბიექტების
მიერ;
• სააგენტოს
შემოსავლის
ძირითადი
წყარო
იქნება
ლიცენზირების/სერტიფიცირების მოსაკრებელი (რომელიც ასევე მოიცავს
ლიცენზირებული კომპანიების საქმიანობიდან მიღებული შემოსავალს), რაც
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე პირდაპირი გავლენის გარეშე
უზრუნველყოფს ენერგეტიკული სფეროს რეგულირებას და უსაფრთხო გარემოს
შექმნას;
• ლიცენზირებული კომპანიების სამეწარმეო საქმიანობა იქნება მეტად
გამჭვირვალე, მოხდება მხოლოდ სერტიფიცირებული პირების დასაქმება,
რომლებზეც გადახდილი ხელფასები იქნება აღრიცხვადი და სახელმწიფო
ბიუჯეტის მიმართ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ოდენობები
ზუსტად გამოთვლადი;
• დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ელექტრო ქსელებში არსებული რთული
მდგომარეობა მაქსიმალურად გამოსწორდება, მინიმუმზე დაიწევს არაგეგმიური
(ავარიული) გამორთვების რაოდენობა, მოხდება მომხმარებელთა ელექტრო
მომარაგების კომერციული ხარისხის მაჩვენებლების, კერძოდ კი DAISI-ს და SAIFIს სამიზნე მაჩვენებლების გაუმჯობესება რაც თავის მხრივ წარმოადგენს
მომხმარებლების ელექტრო მომარაგების საიმედოობის ამაღლების პირობას;
• სწრაფი ტემპით დაიწყება სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები
თანამედროვე სტანდარტების დაცვით, დასაქმდება შესაბამისი კვალიფიკაციის
მქონე ადამიანთა დიდი ნაწილი, ხელი შეეწყობა საქართველოში წარმოებული
ელქტრული საქონლის რეალიზაციას და მინიმუმადე დაიწევს ავარიების და
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი რისკები;
•
მოხდება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და
გაიზრდება დასაქმებული და გადამზადებული კადრების რაოდენობა;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
იქმნება ახალი კანონი „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების
უსაფრთხოების შესახებ“, ასევე, თანმდევ საკანონმდებლო აქტებში განხორციელდება
ცვლილებები, რომლის თანახმადაც:
შეიქმნება სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო (სსიპ ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო), რომელიც
გასცემს
ლიცენზიას
იმ
იურიდიულ
პირებზე,
რომლებიც
უშუალოდ
განახორციელებენ ელექტრულ სამუშაოებს (მშენებლობისას, რეაბილიტაციისას,
რემონტისას) და რომლის დაფინანსების ძირითადი წყარო თავად ასეთი იურიდიული
პირებისგან მიღებული შემოსავალი იქნება. ასევე, დადგინდება ლიცენზიის
მისაღებად/სერტიფიკატის
მისაღებად
საჭირო
მოსაკრებელი,
დადგინდება
მოსაკრებელი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სააგენტოს წარმომადგენლები,
შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმებენ სხვადასხვა ობიექტებს, მათში
არსებული ელექტრული გაყვანილობების მდგრადობის შესამოწმებლად.
სააგენტოს დაუდგინდება ვალდებულება ლიცენზირებული კომპანიების რეესტრის
შექმნის თაობაზე, მათი საქმიანობის კონტროლის/ანგარიშგების/პერიოდული
შემოწმების ფორმისა და წესის შემუშავების თაობაზე;
განხორციელდება
ცვლილებები
მშენებლობის
ნებართვის
გაცემისა
და
ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში, რაც გამორიცხავს ამ ცვლილების ზემოქმედების
ქვეშ მოხვედრილ ობიექტებში ამგვარი სამუშაოების წარმოებას არალიცენზირებული
კომპანიების მიერ.
განისაზღვრება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები ლიცენზიისა და შესაბამისი
სერტიფიკატის გარეშე ელექტრო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში.
შემოღებული იქნება სერტიფიცირების წესი, რომლის თანახმადაც, კომპანიებში
დასაქმებული პირები, ვინც უშუალოდ განახორციელებენ ელექტრო ტექნიკურ
სამუშაოებს, ვალდებულები გახდებიან შესაბამისი გადამზადების შედეგად მოიპოვონ
უსაფრთხოების სერტიფიკატი. ამასთანავე, განისაზღვრება გადამზადებისა და
სერტიფიცირების წესი და პირობები.
დგინდება სააგენტოს ანგარიშვალდებულების საკითხი. ამასთანავე, კანონპროექტით
განისაზღვრება იმ დოკუმენტების შემუშავებისა და დამტკიცების ვალდებულება,
რომელიც გამომდინარეობს ცლილებიდან და რომელთა არსებობაც აუცილებელია
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განსაზღვრული მიზნის
მისაღწევად.
ა.დ) ანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის
პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისათვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის მიღება უკუძალის მიღებას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება კანონის
ამოქმედებას, ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი - მე-19-ე მუხლებისა, 2023 წლის 1
დეკემბრიდან; ამ კანონის მე-10 - მე-16 მუხლები ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან;
ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლი, მე-3 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები და მე-4 მე-9 და 17 მუხლები ამოქმედდება 2024 წლის 1 მარტიდან; კანონის მე-3 მუხლის მე-4
- მე-6 პუნქტები და მე-18 და მე-19 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.
აღნიშნულის ასეთად განსაზღვრის პრინციპი გამომდინარეობს იქიდან, რომ ერთი
მხრივ, თავად სააგენტოს შექმნას და სტრუქტურულ გამართულობას სჭირდება
შესაბამისი დრო, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე იურიდიულ
პირებს/ფიზიკურ პირებს თუ იმ ობიექტებს, რომელზე ზემოქმედებასაც ეს კანონი
გაითვალისწინებს, მიეცეთ გონივრული ვადა ასეთი ცვლილების გაცნობისა და
შესაბამისი პრინციპით მუშაობის განხორციელებისთვის და ასევე, მიღებული იქნას
შესაბამისი
დოკუმენტები რომლებიც საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებით
გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა
მოთხოვნილი არ არის;
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო სააგენტოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების
განხორციელების შემდეგ, სააგენტოს დაფინანსების წყაროდ განისაზღვრება
საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს:
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემდეგი კუთხით კანონპროექტით დგინდება იურიდიული პირების ლიცენზირების ვალდებულება
(შესაბამის რეგულირებად სფეროში) და შესაბამისად, წესდება ლიცენზირების
საფასური - 200 000 ლარის ოდენობით, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ასეთი რამდენი
იურიდიული პირი აიღებს ლიცენზიას 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 1
ივლისამდე პერიოდში (გარდამავალი პერიოდი) და ასევე, გარდამავალი
პერიოდის დასრულების შემდეგ (მას შემდეგ რაც, 10 და მეტი კილოვატი
სიმძლავრის ობიექტებზე ელექტრული ქსელების მოწყობა/შეკეთება უნდა
განხორციელდეს მხოლოდ ლიცენზირებული იურიდიული პირების მიერ)
რამდენი ახალი იურიდიული პირი დარეგისტრირდება ლიცენზიის მფლობელად.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადა არის 2 წელი და
შესაბამისად, თითოეული ლიცენზირებული იურიდიული პირის მხრიდან
აღნიშნული სალიცენზიო მოსაკრებელი გადაიხდება ყოველ ორ წელიწადში
ერთხელ. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე ამგვარი პროფილური
იურიდიული პირები ცალკე სტატუსით არ არსებობენ.
ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას მოახდენს
ადმინისტრაციული ჯარიმებიდან (მუხლი 19) მიღებული შემოსავალი იმ
შემთხვევაში, თუ ასეთი ჯარიმის შეფარდების საჭიროება დადგება. რაც შეეხება
შემოსავლის
რაოდენობას,
ეს
დამოკიდებულია
გამოვლენილ
სამართალდარღვევათა რაოდენობაზე და ჩადენილი დარღვევის სიმძიმეზე და მის
შინაარსზე.
ასევე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით ზეგავლენას მოახდენს როგორც
სააგენტოს (მათ შორის, სააგენტოში დასაქმებულ პირთა მიერ გადახდილი
საშემოსავლო გადასახადი) ისე ლიცენზირებულ იურიდიულ პირთა მიერ
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებით გადახდილი გადასახადები.
გარდა ამისა, როგორც სააგენტოს დირექტორის ბრძანებით გათვალისწინებული
სერტიფიცირების საფასური, ისე მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
რეგულირების საფასური მიმართული იქნება სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში.
გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული
სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა განხორციელდეს 2023 წლის 1
ნოემბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე პერიოდში. რეგულირების ზემოქმედების ქვეშ
მოქცეული პირების კონკრეტული რაოდენობა დამოკიდებული იქნება
სერტიფიცირების მსურველთა რაოდენობაზე. ასევე, სააგენტოს შემოსავლების
წყარო იქნება სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსის გავლისთვის სააგენტოს
დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული საფასური, თუ ასეთი შემოსავალი
გადააჭარბებს სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული კურსისთვის გაღებულ ხარჯებს,
რაც დაკავშირებული იქნება შესაბამისი კურსის გავლის მსურველთა
რაოდენობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
2024 წელს - სააგენტოს შემნისა და უფლებამოსილების განხორციელებისათვის (ერთი
წლის სახელფასო ფონდი - დაახლოებით 40 თანამშრომელი - 1 662 000 ლარი; საოფისე
ტექნიკისა და სხვა მატერიალური რესურსისთვის საჭირო ხარჯები - 775 000 ლარი;
ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები - 320 000 ლარი) სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ერთჯერადად (პირველ ეტაპზე დაფინანსების მიზნით) გამოსაყოფი
თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2 757 000 ლარს;
2025 წელს და შემდგომ - სააგენტოს დაფინანსების წყარო იქნება საკუთარი
შემოსავლები, რომლის შედეგადაც მოხდება მომდევნო წლების ბიუჯეტის
ფორმირება.
ეს
დამოკიდებული
იქნება
სააგენტოს
უფლებამოსილების
განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა მასშტაბზე, ამ უფლებამოსილების
განხორციელებით მიღებულ შემოსავლებზე, რის შედეგადაც, შესაბამისი
პროპორციულობით მოხდება სააგენტოს ბიუჯეტის ზრდა მომდევნო წლებში.
შეაბამისად, 2024 წლის შემდეგ სააგენტოს საქმიანობა გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რაც შეეხება სააგენტოსათვის გადასაცემ
ქონებას, აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნება შესწავლილი და მთავრობასთან
შეთანხმებით განხორციელებული მას შემდგომ, რაც სააგენტო სრულყოფილად
დაიწყებს ფუნქციონირებას და სახეზე იქნება კონკრეტული საჭიროებები და ამ
საჭიროებების
მასშტაბები.
ქონების
გადაცემასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტოს განთავსებასთან დაკავშირებით განიხილება
სხვადასხვა ალტერნატივა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი
სამართლებრივი აქტების მიღებას, რომელიც ზეგავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე და არ მოითხოვს დამატებითი ადამიანური რესურსის გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ასეთი ვალდებულებები არ არსებობს
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი მოახდეს გავლენას სხვადასხვა პირთა ჯგუფზე, კერძოდ:
1. იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც გადაწყვეტენ განახორციელონ კანონით
რეგულირებად სფეროში საქმიანობა და ამისათვის აიღონ შესაბამისი ლიცენზია
2 წელიწადში ერთხელ. შესაბამისად, ასეთ იურიდიულ პირს, ორ წელიწადში
ერთხელ მოუწევს ლიცენზიის საფასურის - 200 000 ლარის გადახდა;
2. ლიცენზირებულ იურიდიულ პირებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ
მასთან დასაქმებული პირების სერტიფიცირების საფასურის (რომლის ოდენობა
და გადახდის წესი დადგინდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით)
შესაბამისი პერიოდულობით გადახდას;
3. იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც გადაწყვეტენ გაიარონ კანონითა და
შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სერტიფიცირება და
გადაიხადონ შესაბამისი საფასური წელიწადში ერთხელ (სერტიფიკატის
მოქმედების ვადიდან გამომდინარე). ამასთან გასათვალისწინებელია, რომ
ფიზიკური პირები, რომლებიც დღეს ახორციელებენ იგივე მიმართულებით
საქმიანობას, არ ჩაითვლებიან სერტიფიცირების სავალდებულოდ გასავლელ
პირებად, თუ ისინი საქმიანობას არ განახორციელებენ 10 და მეტი კილოვატი
სიმძლავრისა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ არეალში მყოფ
ობიექტებზე;
4. იმ ფიზიკურ პირებზე,
რომლებსაც
ექნებათ სურვილი
გაიარონ
სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსი და გადაიხადონ სააგენტოს
დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული საფასური;
5. იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან სააგენტოში და ამისათვის
მიიღებენ შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას;
6. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ ამ კანონის მე-19
მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და მოუწევთ შესაბამისი
საჯარიმო სანქციის გადახდა.
7. იმ პირებზე, რომელთა ობიექტებზეც სააგენტოს მიერ განხორციელებული
შემოწმების შედეგად გამოვლინდება შესაბამისი დარღვევები/ხარვეზები, რის
აღმოსაფხვრელადაც შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი ფინანსური და
ადამიანური რესურსის მობილიზება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
პაკეტში შემავალი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონით, განისაზღვრება იურიდიული პირების მიერ მისაღები
ლიცენზიისთვის დაწესებული საფასური 200 000 ლარის ოდენობით, ასევე,
კანონპროექტი ითვალისწინებს სერტიფიცირებისა და სასერტიფიცირო კურსის
გავლისთვის საფასურის დაწესებას (რომელიც არა უგვიანეს 2024 წლის 1 მარტამდე
განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით), რაც გამომდინარეობს
კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულირების სფეროს მასშტაბიდან და
შესაბამისი საჭიროებებიდან. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, ის დეტალურად არის
მოცემული კანონპროექტის მე-19 მუხლში, რაც პირდაპირპროპორციულია დარღვევის
ხასიათთან, სიმძიმესთან და სამომავლო დარღვევის ჩადენის პრევენციასთან.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტით
დაცვის უზრუნველყოფით.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროქტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე, არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები განხორციელდა, როგორც
ელექტროენერგიის გადაცემის ისე მიწოდების ლიცენზიანტებთან, ასევე
საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციასთან.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მათი მოსაზრებები გათვალისწინებულია კანონპროექტში;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ძირითადი ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ წამყვან განვითარებად და
განვითარებულ ქვეყნებში ეს საკითხი (ელექტრო კომპანიების ლიცენზირების ან/და
ელექტრიკოსების სერტიფიცირების ვალდებულება) მკაცრად რეგულირებულია და
ითვლება, რომ როგორც სამშენებლო უსაფრთხოებისა და მდგრადობის, ისე ადამიანთა
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის, აღნიშნულის ამგვარი სახით
რეგულირება აუცილებელია, მაგალითისათვის:
• ხორვატია
ხორვატიის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ელექტრო მოწყობილობების
პერიოდული ინსპექტირებისა და ტესტირების ჩატარების ვალდებულება. შემოწმება
ხორციელდება ელექტრო მოწყობილობების თაობაზე დადგენილ სტანდარტებთან
შესაბამისობის კუთხით (HRN EN60364). აღნიშნული სტანდარტები მიღებული
სტანდარტიზაციის ორგანიზაციის - IEC მიერ.
საწყისი/პირველი შემოწმება
ხორციელდება ახალი მოწყობილობის დასრულების შემდეგ (მის ჩართვამდე), ხოლო
არსებული მოწყობილობის შემთხვევაში
- მისი შეკეთების/შეცვლის/რემონტის
დასრულების შემდეგ.
• პოლონეთი
პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ ელექტრიკოსის კვალიფიკაციის
მქონე პირებს შეუძლიათ ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების
მონტაჟის საქმიანობის წარმოება. ელექტრიკოსის ლიცენზიის მისაღებად
მსურველებმა უნდა ჩააბარონ შესაბამისი გამოცდა, რომელიც ეფუძნება ენერგეტიკის
შესახებ კანონს. ყველაზე მოთხოვნადი ლიცენზიაა G1, რომელის იძლევა 1კვ-მდე
ვოლტაჟის მოწყობილობებთან დაშვებას. აღნიშნულ ლიცენზიას, შესაბამისი კურსის
გავლისა და გამოცდის ჩაბარების შემდეგ, გასცემს პოლონეთის ელექტრო ინჟინრების
გაერთიანება.
• ლატვია
„რეგულირებადი პროფესიების შესახებ“ ლატვიის კანონის მიხედვით ელექტრო
ინჟინრად და ელექტრო მოწყობილობების სპეციალისტად მუშაობისათვის საჭიროა
პირს გააჩნდეს პროფესიული განათლების დამდასტურებელი შესაბამისი დონის
დიპლომი და ელექტრიკოსის/ ელექტრო მოწყობილობების სპეციალისტის
კვალიფიკაცია. კანონის მიხედვით პროფესიულ საქმიანობაში დამატებითი
პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატია საჭირო თუ
აღნიშნული გათვალისწინებულია ენერგეტიკის შესახებ კანონმდებლობაში.
• ესტონეთი
ესტონეთში ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები იყო სამ კატეგორიად, პირველი
კატეგორიაა მაღალი რისკის (მაგ: ბენზინგასამართი სადგური), მეორე კატეგორია
მოიცავს დაბალი ძაბვის ელექტრო სამუშაოების რომელთა ძირითადი დაცვა შეადგენს
35 ამპერზე მეტს (მაგ.: კომერციული და საოფისე შენობები და ა.შ.) და მესამე
კატეგორია მოიცავს ელექტრო სამუშაოებს, რომლის დაცვა შეადგეს 35 ამპერს ან
ნაკლებს. ესტონეთის კანონმდებლობის თანახმად, ელექტრო დანადგარების
ექსპლუატაცია და ელექტრული სამუშაოები უნდა განხორციელდეს კარგი პრაქტიკის
შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების მიხედვით. ასევე, წერილობით უნდა
შედგეს ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების გეგმა. მთელ რიგ შემთხვევებში (მაგ.:
მაღალის რისკის შენობებში, საავადმყოფოებში და ა.შ.) ელექტრო სამონტაჟო
სამუშაოების
უსაფრთხოდ
განხორციელებისთვის
პასუხისმგებელმა
პირმა
(მესაკუთრემ ან მფლობელმა) უნდა დანიშნოს ზედამხედველი ელექტრო სამუშაოების
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად.
ზედამხედველობაზე
პასუხისმგებელი პირი უნდა ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს. არსებობს სხვადასხვა
დონის სერტიფიკატები შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე. როგორც წესი,
კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს 5 წლის ვადით გასცემს
პროფესიული განათლების პალატა. ასევე, ესტონეთში არსებობს ჩამონათვალი იმ
სამუშაოებისა, რომლის შესრულებაც შეუძლიათ არაპროფესიონალ (სერტიფიკატის
არმქონე) ელექტრიკოსებს.
• ნორვეგია
ნებისმიერი კომპანია, რომელიც ახორციელებს ელექტროობასთან დაკავშირებულ
საქმიანობას, რეგისტრირებულ უნდა იყოს შესაბამის უწყებაში და ჰქონდეს ამ კუთხით
მუშაობის სპეციალური ლიცენზია. რეგისტრაციის წინაპირობაა, რომ ამ კომპანიის
თანამშრომლებს ჩაბარებული ქონდეთ შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდები.
ელექტრიკოსისათვის განსაზღვრულია ორ-წლიანი თეორიული 2.5 წლიანი
პრაქტიკული კურსის გავლა, რის შემდეგაც აბარებენ გამოცდებს და იღებენ შესაბამის
კვალიფიკაციას.
• ისრაელი
ისრაელის კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაკავებულია
ელექტროსამონტაჟო საქმიანობით, უნდა ჰქონდეს მოქმედი ლიცენზია რა სამუშაოს
ასრულებს. ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულება შესაბამისი ლიცენზიის არ
ქონის შემთხვევაში ითვლება დანაშაულად. გაიცემა სხვადასხვა ტიპის ლიცენზიები
და თითოეულ მათგანში დეტალურადაა აღნიშნული რა სამუშაოების შესრულება
შეუძლია მის მფლობელს. ლიცენზიის მსურველებმა უნდა წარადგინონ განათლებისა
და შესაბამისი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, იმის მიხედვით თუ
რომელი კატეგორიის ლიცენზია სურთ. განცხადებს განიხილავს შესაბამისი
სტრუქტურული ერთეული, რის შემდეგაც, კომისიის ფარგლებში აპლიკანტი გადის
პროფესიულ გასაუბრებას. აპლიკანტი მოთხოვნილი ლიცენზიის მისაღებად იხდის
დადგენილ გადასახადს.
•
ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ეს საქმიანობა ლიცენზირებულია, რომლის გაცემის
საკითხიც რეგულირდება შტატების კანონმდებლობით. ლიცენზიის გარეშე კომპანიას
არ აქვს უფლება აწარმოოს ელექტრონული გაყვანილობის მონტაჟისა და სხვა ამგვარი
სახის სამუშაოები. ელექტრიკოსებისათვის არსებობს რამდენიმე კატეგორია
შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების ეტაპზე. შეგირდი, რომელიც 3-დან 5 წლამდე
პროგრამას (მოიცავს სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლას) გადის,
ამ პროგრამის გავლის პროცესში, ანუ იქამდე, ვიდრე ზედამხედველობის გარეშე
შეეძლება დამოუკიდებლად მუშაობა. სტაჟიორ-ლექტრიკოსი, რომელსაც შეუძლია,
ელექტრიკოსის მითითების შესაბამასად ზედამხედველობის გარეშე იმუშაოს და
ელექტრიკოსი, რომელმაც დაასრულა შესაბამისი პროგრამა და მოიპოვა ამ
მიმართულებით დამოუკიდებლად მუშაობის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ
შესაბამისი ლიცენზიის მიღებისთვის, გამოცდების ჩაბარებასთან ერთად საჭიროა
გარკვეული რაოდენობის პრაქტიკული სამუშაო დროის დაგროვება. (4000 – დან 6000
საათამდე).
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა
ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა
ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.