„რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
21.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია
ნომერი
#07-3/339/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებისა და ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტოზე (შემდეგომ - ზედამხედველობის ორგანო), რომელიც ახორციელებს ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობას.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოაყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის დანართით. ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის/ დაცვის რეგულირების საფასურის ოდენობა და პერიოდულობა დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. “. 4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-10 პუნქტები: „7. ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის/ დაცვის რეგულირების საფასური გადაიხდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 8. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის ორგანო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობისთვის. 9. ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას. 10. ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის/ დაცვის რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებლისთვის, მათი ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით წარმოდგენილია ახალი კანონის პროექტი „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზიის, ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობის სამონტაჟო სამუშაოებისათვის ერთიანი სტანდარტის შემოღებას, იქმნება სახელმწიფო ენერგო ზედამხედველობის ორგანოსააგენტო, რომელიც ექსკლუზიურად გასცემს ზემოთ აღნიშნულ იურიდიულ პირებზე საქმიანობის ლიცენზიას, რომლებიც კანონმდებლობით რეგულირებად საქმიანობას განახორციელებენ და აღნიშნულიდან გამომდინარე მოუწევთ შესაბამისი რეგულირების საფასურის გადახდა, რომლის ოდენობა და გადახდის პერიოდულობა დგინდება მთავრობის სამართლებრივი აქტით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკითხები არ არის ასახული „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ არ არის რეგულირებად საქმიანობების ჩამონათვალში ის საქმიანობა, რომელიც ასეთად განისაზღვრება „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული ასეთი საქმიანობისთვის განკუთვნილი რეგულირების საფასურის ოდენობის გამოთვლისა და გადახდის პერიოდულობის განსაზღვრის საკითხი მოწესრიგება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები და მათი მოწესრიგება საკანონმდებლო აქტით დადგენილ და რეგულირებულ სფეროს განეკუთვნება, აუცილებელია ამავე საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, რაც განაპირობებს კანონის მიღების აუცილებლობას; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული მიზანი მიიღწევა და კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, რეგულირებად საქმიანობათა ჩამონათვალს დაემატება ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობა/დაცვა და ამავდროულად, განისაზღვრება ასეთი საქმიანობისთვის განკუთვნილი რეგულირების საფასურის ოდენობის გამოთვლისა და გადახდის პერიოდულობის საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ: ა) კანონის მიზანში (მუხლი 1) ემატება მითითება ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფის შესახებ; ბ) კანონის მოქმედების გავრცელების ფარგლებში (მუხლი 2) ასევე მოექცევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც განახორციელებს ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობას; გ) რეგულირების საფასურის ოდენობა დადგენის კუთხით (მუხლი 3, პუნქტი 2) მიეთითება, რომ ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის/ დაცვის რეგულირების საფასურის ოდენობა და პერიოდულობა დადგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; დ) კანონის მე-6 მუხლს დაემატება ახალი პუნქტები, რომლის თანახმადაც:  ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის/ დაცვის რეგულირების საფასური გადაიხდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.  ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზედამხედველობის ორგანო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობისთვის.  ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.  ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის/ დაცვის რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებლისთვის, მათი ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ა.დ) ანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 ივლისიდან. კანონის მიღება უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის; ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რეგულირების საფასურიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. რეგულირების საფასურის ოდენობა, პერიოდულობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: აღნიშნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ განახორციელებენ რეგულირებად საქმიანობას და ამისათვის მოუწევთ რეგულირების საფასურის გადახდა. რეგულირების საფასურის ოდენობა, პერიოდულობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგულირების საფასურის ოდენობა, პერიოდულობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით მდგომარეობაზე; კანონპროქტს არ აქვს ზეგავლენა ბავშის უფლებრივ ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროქტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები განხორციელდა, როგორც ელექტროენერგიის გადაცემის ისე მიწოდების ლიცენზიანტებთან, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციასთან. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მათი მოსაზრებები გათვალისწინებულია კანონპროექტში; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.