„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
21.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია
ნომერი
#07-3/339/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის: ა) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზედამხედველობისა და კონტროლის სფერო.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. საქართველოს ტერიტორიაზე 10 ან მეტი კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრული ქსელების მოწყობის ხარისხისა და უსაფრთხოების, მათზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების საკითხები, მათ შორის ექსპლუატაციაში შესული V კლასის შენობა-ნაგებობის მიმართ, განისაზღვრება „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი: „61. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი სააგენტოს დამატებით წარუდგენს 10 ან მეტი კილოვატი მოხმარების ობიექტებზე ელექტრო-სამონტაჟო საქმიანობის განხორციელებისათვის „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომპანიის დამადასტურებელ დოკუმენტს. 62. ამ მუხლის 61 ნაწილით გათალისწინებული საქმიანობის განხორციელება არალიცენზირებული პირის მიერ ითვლება სანებართვო პირობების დარღვევად ან/და შეუსრულებლობად, რაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათალისწინებულ პასუხისმგებლობას. “. 3. მე-18 მუხლს დაემატეოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. ექსპლუატაციაში შესული ობიექტი იმავდროულად მიეკუთვნება „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს, ობიექტზე ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის საკითხები განისაზღვრება მხოლოდ „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით წარმოდგენილია ახალი კანონის პროექტი „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზიის, ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობის სამონტაჟო სამუშაოებისათვის ერთიანი სტანდარტის შემოღებას, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგნეტო. სააგენტო ექსკლუზიურად გასცემს იურიდიულ პირებზე ზემოაღნიშნულ საქმიანობის ლიცენზიას, უზრუნველყოფს შესაბამისი კადრების გადამზადება-სერტიფიცირებას, მოახდენს დღეისათვის არსებულ ელექტრული ქსელების ტექნიკურ შემოწმებას, გასცემს შესაბამის დასკვნას, რომელშიც დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება განხორციელდება მხოლოდ ლიცენზირებული/სერტიფიცირებული სუბიექტების მიერ და განახორციელებს შესრულების მონიტორინგს. ახალი კანონპროექტის მიხედვით ელექტრული ქსელების მოწყობა გახდება კონტროლირებადი და მართვადი, შესაბამისად მეტად უსაფრთხო და მდგრადი. „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართელოს კანონის პროექტის აღსრულებისათვის აუცილებელია კოდექსში რეგულირების სფეროების მკვეთრად გამიჯვნა და შესაბამისი დათქმის არსებობა, რომლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე 10 ან მეტი კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრული ქსელების მოწყობის ხარისხისა და უსაფრთხოების, მათზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების საკითხები, მათ შორის ექსპლუატაციაში შესული V კლასის შენობა-ნაგებობის მიმართ, განისაზღვრება „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი სააგენტოს დამატებით წარუდგენს 10 ან მეტი კილოვატი მოხმარების ობიექტებზე ელექტრო-სამონტაჟო საქმიანობის განხორციელებისათვის „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომპანიის დამადასტურებელ დოკუმენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს საქართელოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხიმსგებლობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები და მათი მოწესრიგება საკანონმდებლო აქტით დადგენილ და რეგულირებულ სფეროს განეკუთვნება, აუცილებელია ამავე საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, რაც განაპირობებს კანონის მიღების აუცილებლობას; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული მიზანი მიიღწევა კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, რომლის მიხედვით სააგენტო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე 10 ან მეტი კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრული ქსელების მოწყობის ხარისხისა და უსაფრთხოების, მათზე ზედამხედველობასა და ინსპექტირებას, მათ შორის ექსპლუატაციაში შესული V კლასის შენობა-ნაგებობის ზედამხედველობას. ზედამხედველობისა და ინსპექტირების მარეგულირებელი ნორმები განისაზღვრება „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის `კოდექსის მე-14, მე-16 და მე-18 მუხლებში, რომლის მიხედვით კოდექსის მარეგულირებელი ნორმები შესაბამისობაში მოდის „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ: − − გაიმიჯნება „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და კოდექსის რეგულირების სფეროები : „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე 10 ან მეტი კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრული ქსელების მოწყობის ხარისხისა და უსაფრთხოების, მათზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების საკითხები, მათ შორის, ექსპლუატაციაში შესული V კლასის შენობა-ნაგებობის ზედამხედველობის საკითხები; კანონპროექტის მიხედვით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი სააგენტოს დამატებით წარუდგენს 10 ან მეტი კილოვატი მოხმარების ობიექტებზე ელექტრო-სამონტაჟო საქმიანობის განხორციელებისათვის „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომპანიის დამადასტურებელ დოკუმენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება სალიცენზიო დარღვევად და გამოიწვევს საქართელოს კანონმდებლობით პასუხიმსგებლობას. პირობების დადგენილ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან: ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 ივლისიდან. კანონის მიღება უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის; ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე .ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: აღნიშნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის თანახმად, ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების დროს საჭირო გახდება შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის მომსახურების მიღება, რამაც, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ექსპლუატაციაში მისაღები ობიექტის მესაკუთრეზე ფინანსური კუთხით. რაც შეეხება დარღვევის შემთხვევაში სანქციას და შესაბამის პასუხსმგებლობას, ეს საკითხი მოწესრიგებულია ამ საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი ძირითადი კანონპროექტის - „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით და შესაბამისი ინფორმაცია მოცემულია ამ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით აღნოიშნული გათვალისწინებული არ არის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით მდგომარეობაზე; კანონპროქტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროქტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები განხორციელდა, როგორც ელექტროენერგიის გადაცემის ისე მიწოდების ლიცენზიანტებთან, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციასთან. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მათი მოსაზრებები გათვალისწინებულია კანონპროექტში; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.