„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“
- „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“(07-3/339/10; 21/06/2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/339/10, 21/06/2023) გამომდინარე „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) 73-ე მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 73. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი
აირით, წყლით და წყალარინებით უზრუნველყოფის რეგულირება
დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში მიწის ნაკვეთისა და შენობანაგებობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, წყლით და წყალარინებით
უზრუნველყოფა უნდა მოხდეს შესაბამისი ქსელის მფლობელის მიერ
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების
დამტკიცების შესახებ“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების
დამტკიცების შესახებ“, და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებებით განსაზღვრული
წესებისა და „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტრო დანადგარების
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ქ. თბილისი,
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით წარმოდგენილია ახალი კანონის პროექტი
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების
შესახებ“,
რომელიც
ითვალისწინებს
ელექტრო-სამონტაჟო
სამუშაოების
განხორციელების ლიცენზიის, ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო
დანადგარების მოწყობის სამონტაჟო სამუშაოებისათვის ერთიანი სტანდარტის
შემოღებას, იქმნება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ენერგო
უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგნეტო. სააგენტო
ექსკლუზიურად გასცემს იურიდიულ პირებზე ზემოაღნიშნულ საქმიანობის
ლიცენზიას,
უზრუნველყოფს
შესაბამისი
კადრების
გადამზადებასერტიფიცირებას, მოახდენს დღეისათვის არსებულ ელექტრული ქსელების
ტექნიკურ შემოწმებას, გასცემს შესაბამის დასკვნას, რომელშიც დაფიქსირებული
ხარვეზების
გამოსწორება
განხორციელდება
მხოლოდ
ლიცენზირებული/სერტიფიცირებული სუბიექტების მიერ და განახორციელებს
შესრულების მონიტორინგს. ახალი კანონპროექტის მიხედვით ელექტრული
ქსელების მოწყობა გახდება კონტროლირებადი და მართვადი, შესაბამისად მეტად
უსაფრთხო და მდგრადი.
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი
ცვლილებას საჭიროებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. კერძოდ, აღნიშნული კანონის პროეტით
დარეგულირდება
ელექტრო-სამონტაჟო
სამუშაოების
განხორციელების
მარეგულირებელი ნორმები, რის გამოც შესაბამისი დათქმა უნდა განხორციელდეს
კოდექსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქედან, რომ ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხები და მათი მოწესრიგება საკანონმდებლო აქტით დადგენილ
და რეგულირებულ სფეროს განეკუთვნება, აუცილებელია ამავე საკანონმდებლო
აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, რაც განაპირობებს კანონის მიღების
აუცილებლობას;
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული მიზანი მიიღწევა და
კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, მიწის
ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, წყლით
და წყალარინებით უზრუნველყოფის რეგულირებას დაემატება „ელექტროქსელის
მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის ცვლილების მიხედვით კოდექსის 73-ე მულით
განსაზღვრულ სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს დაემატება ახალი
სამართლებრივი აქტი, კერძოდ, დაემატება „ელექტროქსელის მოწყობისა და
ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე
მითითება.
ა.დ) ანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის
პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისათვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით,
კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 მარტიდან.
კანონის მიღება უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორის მიერ
განხილვა მოთხოვნილი არ არის;
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტი არ იწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
აღნიშნული
კანონპროექტი
ვალდებულებების აღებას.
არ
ითვალისწინებს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი იმ პირთათვის გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს, რომელთა
მოთხოვნის შემთხვევაშიც ლიცენზირებული იურიდიული პირები გაუწევენ
მომსახურებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი დადგენილი არ არის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროქტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე;
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროქტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები განხორციელდა, როგორც
ელექტროენერგიის გადაცემის ისე მიწოდების ლიცენზიანტებთან, ასევე
საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციასთან.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
მათი მოსაზრებები გათვალისწინებულია კანონპროექტში;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი,
რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი,
რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.