„შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
21.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია
ნომერი
#07-3/339/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” მუხლი 1. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.03.2019, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.04.001.017910) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ზედამხედველობისა და კონტროლის სფეროზე“. 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: საქართველოს ტერიტორიაზე 10 ან მეტი კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრული ქსელების მოწყობის ხარისხისა და უსაფრთხოების, მათზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების საკითხები განისაზღვრება „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანაგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით წარმოდგენილია ახალი კანონის პროექტი „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზიის, ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობის სამონტაჟო სამუშაოებისათვის ერთიანი სტანდარტის შემოღებას, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგნეტო. სააგენტო ექსკლუზიურად გასცემს იურიდიულ პირებზე ზემოაღნიშნულ საქმიანობის ლიცენზიას, უზრუნველყოფს შესაბამისი კადრების გადამზადება-სერტიფიცირებას, მოახდენს დღეისათვის არსებულ ელექტრული ქსელების ტექნიკურ შემოწმებას, გასცემს შესაბამის დასკვნას, რომელშიც დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება განხორციელდება მხოლოდ ლიცენზირებული/სერტიფიცირებული სუბიექტების მიერ და განახორციელებს შესრულების მონიტორინგს. ახალი კანონპროექტის მიხედვით ელექტრული ქსელების მოწყობა გახდება კონტროლირებადი და მართვადი, შესაბამისად მეტად უსაფრთხო და მდგრადი. „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართელოს კანონის პროექტის აღსრულებისათვის აუცილებელია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში რეგულირების სფეროების მკვეთრად გამიჯვნა და შესაბამისი დათქმის არსებობა, რომლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე 10 ან მეტი კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრული ქსელების მოწყობის ხარისხისა და უსაფრთხოების, მათზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების საკითხები განისაზღვრება „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გამომდინარე იქედან, რომ ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები და მათი მოწესრიგება საკანონმდებლო აქტით დადგენილ და რეგულირებულ სფეროს განეკუთვნება, აუცილებელია ამავე საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, რაც განაპირობებს კანონის მიღების აუცილებლობას; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული მიზანი მიიღწევა და კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სააგენტო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე 10 ან მეტი კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, ელექტრული ქსელების მოწყობის ხარისხისა და უსაფრთხოების, მათზე ზედამხედველობასა და ინსპექტირებას. ზედამხედველობისა და ინსპექტირების მარეგულირებელი ნორმები განისაზღვრება „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტს დაემატება შენიშვნა, რომლის მიხედვით ორგანული კანონის მარეგულირებელი ნორმები შესაბამისობაში მოდის „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და გაიმიჯნება შრომის ინსპექციისა და სააგენტოს უფლებამოსილებები. ა.დ) ანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტი ძალაში შედის 2023 წლის 1 დეკემბრიდან. კანონის მიღება უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის; ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: აღნიშნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ფინანსურ შედეგებს რომელიმე პირთა ჯგუფის მიმართ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ასეთი განსაზღვრული არ არის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროქტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე; ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროქტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები განხორციელდა, როგორც ელექტროენერგიის გადაცემის ისე მიწოდების ლიცენზიანტებთან, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციასთან. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მათი მოსაზრებები გათვალისწინებულია კანონპროექტში; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.