„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“
- „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“(07-3/339/10; 21/06/2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/339/10, 21/06/2023) გამომდინარე „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-26
ბიუროს ნომერი 270
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე”
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 89-ე პუნქტი:
„89. ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზია“.
2. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, გარდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების
განხორციელების ლიცენზიისა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი
კანონით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
----- 2023 წ.
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით წარმოდგენილია ახალი კანონის პროექტი
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც
ითვალისწინებს ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზიის შემოღებას,
რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ცვლილების შეტანა „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქედან, რომ ამ განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხები და მათი მოწესრიგება საკანონმდებლო აქტით დადგენილ და რეგულირებულ
სფეროს განეკუთვნება, აუცილებელია ამავე საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილების
განხორციელება, რაც განაპირობებს კანონის მიღების აუცილებლობას;
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ კანონის
პროექტით განსაზღვრული მიზანი მიიღწევა - გაჩნდება შესაბამის სფეროში საქმიანობისთვის
ლიცენზია, რომლის მიღების შემთხვევაშიც, იურიდიული პირები განახორციელებენ კანონით
განსაზღვრულ საქმიანობას. შესაბამისად, გაჩნდება ლიცენზირებულ კომპანიათა
ელექტრონული რეესტრი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
შეარჩიოს ესა თუ ის ლიცენზირებული კომპანია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების
საწარმოებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონით განსაზღვრულ ლიცენზიათა ჩამონათვალს ემატება ლიცენზიის სახე „ელექტროსამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზია“. ამასთანავე, ცვლილება შედის მე-16
მუხლის მე-5 პუნქტში. წესდება საგამონაკლისო ნორმა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების
განხორციელების ლიცენზიის
მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, რომელიც
განისაზღრება შესაბამისი კანონით.
ა.დ) ანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი
არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტი
ძალაში შედის 2024 წლის 1 მარტიდან.
კანონის მიღება უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა
მოთხოვნილი არ არის;
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სსიპ - ენერგო უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტოს საკუთარი
შემოსავლები
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გავლენის
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
ელექტრო-სამონტაჟო
სამუშაოების
განხორციელების ლიცენზის აღების მსურველთა რაოდენობაზე. აღნიშნული ლიცენზიის
მოსაკრებელი განისაზღვრება პაკეტში შემავალი „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით და შეადგენს 200 000 ლარს, ხოლო
ლიცენზიის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2 წელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემას განახორციელებს სსიპ - ენერგო
უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტო საკუთარი შემოსავლების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
აღნიშნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების ლიცენზის აღების მსურველ პირებს
მოუწევთ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა, რომელიც განისაზღვრება პაკეტში შემავალი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით და შეადგენს
200 000 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით
მდგომარეობაზე;
კანონპროქტს
არ
აქვს
ზეგავლენა
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით კანონპროქტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან,
აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები განხორციელდა, როგორც
ელექტროენერგიის გადაცემის ისე მიწოდების ლიცენზიანტებთან, ასევე საქართველოს
ბიზნესმენთა ასოციაციასთან.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მათი მოსაზრებები გათვალისწინებულია კანონპროექტში;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა
ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა
ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი კირცხალია.