„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, ბაია კვიციანი
ნომერი
#07-3/357/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 2009 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა, საპატიმრო უზრუნველყოფით გადაადგილების შეზღუდვის ქვეშ მყოფთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ;“; 2. 86-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავების, გადაადგილების შეზღუდვისა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და პატიმრობის ვადებისა, რომლებიც გამოითვლება წუთებით.“; 3. 87-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადა, გარდა დაკავების, გადაადგილების შეზღუდვისა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და პატიმრობის ვადებისა, გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ იგი გაცდენილია დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო.“; 4. 167-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრების, გადაადგილების შეზღუდვისა (რაც დაკავშირებულია დღეღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.“; 5. 171-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) პირმა დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.“; 6. 174-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაკავების ვადა ითვლება ბრალდებულის გადაადგილების შეზღუდვისა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და პატიმრობის ვადაში.“; 7. 199-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 199. აღკვეთის ღონისძიების სახეები 1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა, გირაო, გადაადგილების შეზღუდვა და პატიმრობა. 2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, საგამოძიებო ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების დაკისრება; დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვა; საზღვრის კვეთის აკრძალვა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად. 3. თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხთან ერთად პრიორიტეტულად განიხილავს ბრალდებულისათვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების დაკისრების ან/და დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის საკითხს. ამ სახის ბრალდების საქმეებზე, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლე მხედველობაში იღებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რისკების შეფასების კითხვარს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 4. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიების - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების გამოყენებისას, თუ ამ ღონისძიების შინაარსი გულისხმობს საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვას, იგი შესაძლოა განისაზღვროს დღე-ღამის განმავლობაში 18 საათამდე ვადით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის კონტროლი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) მიერ.“; 8. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2041 მუხლი: „მუხლი 2041. გადაადგილების შეზღუდვა 1. გადაადგილების შეზღუდვა ნიშნავს ბრალდებულისთვის პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის, მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის, დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას ან/და დაზარალებულის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვას. 2. გადაადგილების შეზღუდვა გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ან მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის ანდა მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით და თუ იმავდროულად ბრალდებულის მკაცრი იზოლაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებით აუცილებელი არ არის აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად. 3. პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობაში, ხოლო სასამართლომ შესაბამის განჩინებაში უნდა მიუთითოს გადაადგილების შეზღუდვის შინაარსი და დრო. 4. ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღეღამის განმავლობაში ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში. 5. გადაადგილების შეზღუდვის შინაარსისა და დროის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ამ კოდექსის 198-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის საქმიანობას, სასწავლო პროცესში ჩართულობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და აღნიშნულიდან გამომდინარე სამედიცინო საჭიროებებს, რწმენისა და აღმსარებლობის უფლების განხორციელების თავისებურებებს, გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობას და სხვა გარემოებებს. 6. გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მიმართ, გარდა ხანდაზმულობას მიღწეული პირისა (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს არაძალადობრივი დანაშაულისათვის. 7. გადაადგილების შეზღუდვა არ შეიძლება შეეფარდოს ბრალდებულს, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე. 8. გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს ბრალდებულის დაკავებიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან 60 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს, გარდა ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და პატიმრობის საერთო ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს ბრალდებულის დაკავებიდან 60 დღეს. 9. გადაადგილების შეზღუდვის კონტროლი ხორციელდება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით. 10. ბრალდებულის გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ბრალდებულის გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე. სასამართლოს განჩინება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. 11. გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 12. სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილია გადაადგილების შეზღუდვის გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობა შეუფარდოს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით, მის მიერ ელექტრონული მონიტორინგის საშუალების სრული ღირებულების დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებამდე.“; 9. 205-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე. პატიმრობისა და გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 3. პატიმრობის საერთო ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს ბრალდებულის დაკავებიდან 60 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გარდა ამ კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. პატიმრობისა და გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) საერთო ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს ბრალდებულის დაკავებიდან 60 დღეს.“; 10. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2051 მუხლი: „2051 მუხლი. ელექტრონული მონიტორინგი 1. ელექტრონული მონიტორინგი არის აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის აღსრულების უზრუნველყოფის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ბრალდებულის ქცევის კონტროლი. ელექტრონული მონიტორინგი შეიძლება ასევე გამოყენებული იქნეს ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის აღსასრულების უზრუნველსაყოფად. 2. ელექტრონულ მონიტორინგს ახორციელებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. 3. ელექტრონული მონიტორინგი აღსრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზრვრული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 4. ბრალდებულის მიერ ელექტრონული საშუალების დამაგრებაზე უარის თქმის ან სხვაგვარად თავის არიდების, სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილიდან გაქცევის, აგრეთვე ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობის ბრალეულად დაზიანების ან განადგურების ან ბრალდებულის მიერ სხვა იმგვარი ბრალეული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომლის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობის დაზიანების ან განადგურების შედეგად მიყენებული ზიანის საფასური გადაირიცხება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. ბრალდებულის მიერ ელექტრონული მონიტორინგის საშუალების დაზიანება ან განადგურება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოდენობის ზიანის გამოწვევის შემთხვევაში, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 5. გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) შერჩევის შესახებ განჩინებაში შესაძლოა მიეთითოს ელექტრონული მონიტორინგის საშუალების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენება არასრულწლოვანი ბრალდებულის, აგრეთვე სრულწლოვანი გადახდისუუნარო ბრალდებულის მიმართ ელექტრონული მონიტორინგის ღირებულების დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების ვალდებულების გამოყენება. მინისტრის ბრძანებით ელექტრონული მონიტორინგის საშუალების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ მასზე ხელმისაწვდომობა გაუმართლებლად არ ეზღუდებოდეთ ქონებრივი შესაძლებლობების არმქონე პირებს. ელექტრონული მონიტორინგის საშუალების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების ვალდებულების გამოყენების შემთხვევაში, მისი აღსრულება უნდა მოხდეს ამ კოდექსითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 6. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო უზრუნველყოფის გარეშე გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) გამოყენების შესახებ შუამდგომლობაში პროკურორი მიუთითებს ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების შეტანის აუცილებლობას და ვადას. ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების შეტანის ვადას განსაზღვრავს მოსამართლე, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს ბრალდებულის ქონებრივ შესაძლებლობებს. ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს განჩინების გამოტანიდან 5 დღეს. 7. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშზე ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულება შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს. 8. ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ ელექტრონული მონიტორინგის საშუალების დაზიანების, განადგურების, დაკარგვის ან სხვაგვარი ქმედებისთვის, რაც შეუძლებელს ხდის ელექტრონული მონიტორინგის საშუალების მოძიებას, მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა თანხის შემტანს. 9. ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების შეტანას ადასტურებს სასამართლო ან პროკურორი. 10. თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც ხორციელდება ელექტრონული მონიტორინგი, ბრალეულად დააზიანა, გაანადგურა ან დაკარგა ელექტრონული მონიტორინგის საშუალება ან როდესაც ელექტრონული მონიტორინგის საშუალების მოძიება სხვაგვარად შეუძლებელია, აღნიშნული საშუალების საფასური, ზიანის ოდენობის პროპორციულად, გადაირიცხება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. 11. თუ ბრალდებულის სასარგებლოდ ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის ვადის ამოწურვამდე წერილობით მიმართავს შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევასა და აღკვეთის ღონისძიების პირობების შესრულებას და მოითხოვს ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების დაბრუნებას, მას 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება შეტანილი ფულადი თანხა, ხოლო ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებისა და საფუძვლების ხელახალი შეფასების შედეგად, პროკურორის შუამდგომლობით შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. 12. ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით გადაადგილების შეზღუდვის ან ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის აღსრულებისათვის წესდება საფასური, რომელიც წარმოადგენს გადაადგილების შეზღუდვის/დამატებითი ღონისძიებების აღსრულების მიზნით ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების ვადის განმავლობაში ბრალდებულის ყოველთვიურ, სავალდებულო გადასახდელს. ყოველთვიური გადასახდელის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში 100 ლარს. 13. დადგენილ ვადაში ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით გადაადგილების შეზღუდვის ან ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების აღსრულებისათვის დაწესებული ყოველთვიური გადასახდელის გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი აფრთხილებს ბრალდებულს შესაძლო შედეგების შესახებ და განუსაზღვრავს მას გადასახდელის გადახდის დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. ბრალდებულის მიერ აღნიშნულ ვადაში გადასახდელის გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 14. ბრალდებულის მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების წესი, ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულება და მისი გადახდის წესი, ყოველთვიური სავალდებულო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი, ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულებისა და ყოველთვიური გადასახდელის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევები, ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის წესი, აგრეთვე ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 15. მოსამართლის მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების (როდესაც ეს დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი დაუყოვნებლივ მიმართავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს აღნიშნული ღონისძიების აღსრულების უზრუნველსაყოფად ბრალდებულის მიმართ ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების თაობაზე. ბრალდებული ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, დაყოვნების გარეშე გამოცხადდეს სასამართლოს განჩინებაში მითითებულ საცხოვრებელ ადგილას ელექტრონული მონიტორინგის აღსასრულებლად აუცილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად. 16. ბრალდებულის მიერ, რომლის მიმართაც სასამართლოს განჩინებით გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენებულია პატიმრობის უზრუნველყოფით, ელექტრონული მოწყობილობის საფასურის გადახდის შემდეგ, მის ტრანსპორტირებას საპატიმრო დაწესებულებიდან განჩინებაში მითითებულ საცხოვრებელ ადგილამდე ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების დასაწყებად უზრუნველყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახური. 17. გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან, აგრეთვე ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიება - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება, თუ ამ ღონისძიების შინაარსი გულისხმობს საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვას და დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან, შეიძლება აღსრულდეს საცხოვრებელ ადგილას, რომელიც იმყოფება ბრალდებულის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში. თუ ბრალდებული არ არის საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრე, აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების/დამატებითი ღონისძიების აღსრულება ასეთ საცხოვრებელ ადგილას დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს მითითებულ საცხოვრებელ ადგილას ან თუ მოცემულ საცხოვრებელ ადგილას პირის მართლზომიერად ცხოვრების ფაქტი დასტურდება სხვა გარემოებებით. თუ საცხოვრებელ ადგილას ბრალდებულის გარდა მართლზომიერ საფუძველზე ცხოვრობს სხვა პირიც, მაშინ ელექტრონული მონიტორინგის ამ საცხოვრებელ ადგილას განსახორციელებლად მოსამართლემ შეიძლება გაითვალისწინოს მისი პოზიციაც. ბრალდებულის საკუთრებაში ან მფლობელობაში რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება საცხოვრებელ ადგილას გონივრული ვადით დაუბრკოლებლად ცხოვრების შესაძლებლობა, სასამართლო პროცესებზე გამოცხადებისთვის აუცილებელი დროის ხანგრძლივობა, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და სხვა ობიექტური გარემოებები. საცხოვრებელ ადგილას მართლზომიერად ყოფნის საფუძვლის შეწყვეტის შემდეგ ბრალდებული ვალდებულია უზრუნველყოს აღკვეთის ღონისძიების/დამატებითი ღონისძიების სხვა საცხოვრებელ ადგილას აღსრულების შესაძლებლობა. ბრალდებულის მხრიდან სხვა საცხოვრებელი ადგილის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით. 18. გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გამოყენებისას (როდესაც ეს დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან), საპატიო გარემოების არსებობისას ბრალდებულის მიერ მოსამართლის განჩინებით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის ან გარკვეული ადგილის, მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის დროებით დატოვების, ასევე, გარკვეულ ადგილას შესვლის შესახებ დროებით ნებართვას გასცემს პროკურორი. პროკურორმა აღნიშნულის თაობაზე წინასწარ უნდა აცნობოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნულ დროებით ნებართვაში უნდა მიეთითოს კონკრეტული საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილის დატოვების ან გარკვეულ ადგილას, მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლულ ტერიტორიაზე შესვლის დრო. დროებითი ნებართვის ვადის დარღვევა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების დარღვევას. ასეთ შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნით. დროებითი ნებართვის გაცემის მიზნებისთვის საპატიო გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს: ა) ბრალდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) ბრალდებულის ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის გარდაცვალება; გ) ბრალდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება ან გადაადგილების სხვაგვარი ობიექტური საჭიროება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 24 საათს, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; დ) ბრალდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებებში, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი. 19. აღკვეთის ღონისძიების დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მოსამართლის განჩინებით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის ან გარკვეული ადგილის, მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის, დროებით დატოვება, ან გარკვეულ ადგილას შესვლა მოხდა ბრალდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, მათ შორის, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. ბრალდებული ვალდებულია პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს აღნიშნული გარემოების შესახებ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და პროკურორს. ამ ნაწილით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს, სადაც ეს შესაძლებელია, ბრალდებული პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, წარუდგენს პროკურორსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. პროკურორი აცნობებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს გარემოების საპატიოდ მიჩნევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 20. გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) აღსრულება შეჩერდება თუ ბრალდებული მოთავსდა თავისუფლების შეზღუდვის, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის შესაბამის დაწესებულებაში, ამ დაწესებულებებში მოთავსების ვადით. 21. გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიების - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების (თუ ამ ღონისძიების შინაარსი გულისხმობს საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვას) მოქმედების პერიოდში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის პატივსადები საფუძვლის არსებობისას, ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვთ მიმართონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების მიმღებ სასამართლოს, ხოლო საქმის სასამართლოში განხილვისას საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს გადაადგილების შეზღუდვის/დამატებითი ღონისძიების სხვა საცხოვრებელ ადგილას აღსრულების გაგრძელების შუამდგომლობით. მოსამართლე ამ საკითხს განიხილავს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსამართლე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს პროკურორსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. 22. ბრალდებული, რომლის მიმართაც გადაადგილების შეზღუდვა გამოყენებულია პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე, აგრეთვე ბრალდებული, რომლის მიმართაც გამოყენებულია ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიება - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება, თუ ამ ღონისძიების შინაარსი გულისხმობს საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვას და დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან, ვალდებულია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, დაყოვნების გარეშე გამოცხადდეს სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულ საცხოვრებელ ადგილას. აღნიშნული ვალდებულება ბრალდებულს წარმოეშვება იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირი თავისუფლდება მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის (რაც არაა დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) უზრუნველსაყოფად გამოყენებული პატიმრობიდან, აგრეთვე როდესაც პირი თავისუფლდება გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული პატიმრობიდან, თუ გირაოსთან ერთად ბრალდებულის მიმართ გამოყენებულია ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიება - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვას და დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან. 23. ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების შემტანს ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების დასრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდება ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების სახით შეტანილი ფულადი თანხა (სრულად ან ნაწილობრივ), თუ არ მომხდარა ელექტრონული მონიტორინგის საშუალების დაზიანება, განადგურება, დაკარგვა ან თუ სხვაგვარად არ გამხდარა შეუძლებელი ელექტრონული მონიტორინგის საშუალების მოძიება. 24. ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების შემტანს თანხა დაუბრუნდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით. 25. თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან), დაარღვია მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს ან/და პროკურორს. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი, გამომძიებლის ან პროკურორის მითითების საფუძველზე ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები ამ ბრალდებულის კანონით დადგენილი წესით დაკავების მიზნით. პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.“; 11. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2052 მუხლი: „2052 მუხლი. ელექტრონული ზედამხედველობა 1. ამ კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიება დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე შეიძლება აღსრულდეს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობა გამოიყენება დაზარალებულის თანხმობით. 2. ელექტრონული ზედამხედველობა აღსრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზრვრული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 3. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელი უფლებამოსილია ელექტრონული ზედამხედველობის აღსრულების მიზნით ბრალდებული წარადგინოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში. 4. ბრალდებულის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესებს, მათ შორის, იმ გეოგრაფიული ზონების (ბუფერული ზონისა და საგანგაშო ზონის) პარამეტრებს, სადაც აკრძალულია დაზარალებულთან მიახლოება, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის წესს და სხვა საკითხებს. 5. ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის აღსრულება შეჩერდება დაკავების, ადმინისტრაციული პატიმრობის, აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობის შეფარდების ან სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში დაკავების, ადმინისტრაციული პატიმრობის, გადაადგილების შეზღუდვის, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადით. თუ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გადაადგილების შეზღუდვა დაკავშირებულია დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან, მაშინ დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში გრძელდება ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება. 6. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ბრალდებულის გამოუცხადებლობის ან მის მიერ ელექტრონული საშუალების დამაგრებაზე უარის თქმის ან სხვაგვარად თავის არიდების, ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობის ბრალეულად დაზიანების ან განადგურების, აგრეთვე ბრალდებულის მიერ იმგვარი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომლის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. 7. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას ბრალდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შესვლა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, აგრეთვე პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. 8. თუ დაზარალებული საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროკურორს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით, მოთხოვნის დაყენებიდან არაუგვიანეს 72 საათისა პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული ზედამხედველობის გაუქმების შესახებ და აღნიშნულს აცნობებს დაზარალებულს და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებისა და საფუძვლების ხელახალი შეფასების შედეგად, ბრალდებულის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. 9. ელექტრონული ზედამხედველობის აღსრულების მიზნით, ბრალდებული ვალდებულია სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, დაყოვნების გარეშე გამოცხადდეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.“; 12. 206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 206. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება 1. აღკვეთის ღონისძიების, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიებების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) გამოყენება, შეცვლა და გაუქმება ხდება ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განსჯადობით. ზემოთ მითითებული საკითხების განხილვა შესაძლებელია ასევე წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვისას, ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი სასამართლოს მიმართავს დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. 3. აღკვეთის ღონისძიების, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) გამოყენების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. აღკვეთის ღონისძიების, აგრეთვე შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, მხარეთა მონაწილეობით. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს და არკვევს, არის თუ არა აცილებები. შუამდგომლობის ავტორი ასაბუთებს მას. შემდეგ სიტყვა ეძლევა მეორე მხარეს, რის შემდეგაც მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. 4. მხარე უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია. 5. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაში უნდა აისახოს ბრალდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ბრალდების არსი, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია თუ მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება ემყარება და მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება. შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ან საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება. 6. აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიების დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) გამოყენების შუამდგომლობაში უნდა აისახოს ბრალდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ბრალდების არსი, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია თუ მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება ემყარება, და მოთხოვნილი დამატებითი ღონისძიება. შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და დამატებითი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული დამატებითი ღონისძიება და არ გამოიყენოს იგი. 7. აღკვეთის ღონისძიების, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ვინაობა, წარდგენილი ბრალდების არსი, მითითება აღკვეთის ღონისძიების/აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) გამოყენების, შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, განჩინებაში ზუსტად უნდა მიეთითოს: რა არის განჩინების არსი და ვისზე ვრცელდება განჩინება; მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსამართლე დარწმუნდა აღკვეთის ღონისძიების/აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ შესაბამისი დამატებითი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობაში; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებული, შეასრულოს განჩინება; დაზარალებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის გაუქმების მოთხოვნით პროკურორისათვის მიმართვის შემთხვევაში აღნიშნული ღონისძიების სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე გაუქმების, აგრეთვე 2051 მუხლის მე-18 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მიერ დროებითი ნებართვის მიღების შესახებ; განჩინების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა. 8. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს ან მის ადვოკატს, გამომძიებელს, პროკურორს, აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელ დაწესებულებას, ხოლო იმ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი ეგზავნება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. 9. მხარე უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების აგრეთვე, აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, რა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებია დასმული და მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ შესაბამისი დამატებითი ღონისძიების გაუქმების შესაძლებლობაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით. 10. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე, აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) გამოყენების ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება. 11. დაპატიმრების შერჩევის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს შეიძლება წარედგინოს ბრალდებულის მიმალვის შემთხვევაშიც, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების დროს ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღით, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის სასამართლოს. მოსამართლე ისმენს მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ. 12. სასამართლო აცხადებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ან გადაადგილების შეზღუდვაა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენებული, მოსამართლე ზეპირად, მოკლედ განუმარტავს მხარეებს, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენა მან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და რატომ მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით აღკვეთის ღონისძიების მიზანი ვერ მიიღწეოდა, აგრეთვე, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენა მან აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და რატომ მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით ან ამ აღკვეთის ღონისძიების ნაკლებად მზღუდავი ფორმით გამოყენებისას აღკვეთის ღონისძიების მიზანი ვერ მიიღწეოდა.“; 13. 207-ე მუხლის პირველი-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) გამოყენების ან გაუქმების შესახებ განჩინება, შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას. 2. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან აგრეთვე, აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ გამოყენებულ დამატებითი ღონისძიებასთან - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვასთან (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულებასთან ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვასთან (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ შესაბამისი დამატებითი ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. 3. საჩივრის განხილვის დღე და დრო გონივრულ ვადაში ეცნობება მხარეებს. 4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვასთან (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულებასთან ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვასთან (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, ამასთანავე, გამოიკვლია თუ არა ან შეაფასა თუ არა მან ამ კოდექსით დადგენილი წესით არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ შესაბამისი დამატებითი შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.“; 14. 208-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობაა გამოყენებული, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 72 საათისა სასამართლო იწვევს მხარეებს, რათა დაადგინოს, აუცილებელია თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გადაადგილების შეზღუდვის ან პატიმრობის ძალაში დატოვება. ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.“; 15. 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. თუ ბრალდებულს გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს გადაადგილების შეზღუდვის ან პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა გადაადგილების შეზღუდვის ან პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს გადაადგილების შეზღუდვის ან პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი;“; 16.2301 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2301. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გადაადგილების შეზღუდვის ან პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობაა გამოყენებული, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანამდე თავისი ინიციატივით პერიოდულად, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილავს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გადაადგილების შეზღუდვის ან პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხს. ეს ორთვიანი ვადა აითვლება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გადაადგილების შეზღუდვის ან პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.“; 17. 263-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, დაპატიმრებული ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გადაადგილების შეზღუდვა, გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე აღნიშნული ღონისძიება უქმდება. ამ ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.“; 18. 269-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავების, საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან), პატიმრობისა და ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.“; 19. 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან), პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადის ჩათვლის შესახებ;“; 20. 287-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დააზუსტოს დაკავების, საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვისა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;“; 21. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3326 მუხლი: „მუხლი 3326. 2026 წლის 1 იანვრამდე აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის გამოყენების დროებითი წესი 2026 წლის 1 იანვრამდე გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მიმართ, აგრეთვე, არაძალადობრივი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული ხანდაზმულობას მიღწეული პირის (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან) მიმართ.“. მუხლი 2 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება: ა) ელექტრონული ზედამხედველობისა და ელექტრონული მონიტორინგის აღსრულების წესი და პირობები, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობისა და ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებისთვის აუცილებელი ელექტრონული საშუალების სახეები; ბ) ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების ყოველთვიური გადასახდელის ოდენობა, მისი გადახდის წესი და პირობები; გ) ელექტრონული მონიტორინგის საშუალების დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიებები; დ) ელექტრონული ზედამხედველობისა და ელექტრონული მონიტორინგის განსახორციელებლად აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური, პროგრამული და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება; ე) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს მოსამართლეთა გადამზადება ელექტრონული მონიტორინგისა და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხებზე. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს 5 სახის აღკვეთის ღონისძიებას: გირაოს, შეთანხმებას გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირად თავდებობას, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობას და პატიმრობას. აღნიშნული ხუთი აღკვეთის ღონისძიებიდან პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოიყენება გირაო და პატიმრობა1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წელს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 9419 პირს, რომელთაგან 4471 (47.5 %) პირს შეეფარდა პატიმრობა, სხვა აღკვეთის ღონისძიება კი - 4948 პირს (52.5%). 2020 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოყენებული იქნა 4783 პირის მიმართ, რაც მთლიანად აღკვეთის ღონისძიებების 50.8 %, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების - 96.7 % შეადგენდა2. 2020 წელს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გამოყენებული იქნა 2025 პირის მიმართ.3 2021 წელს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 11389 პირს, რომელთაგან 4723 (41.5%) პირს შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 6666 (58.5 %) სხვა აღკვეთის ღონისძიება. 2021 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოყენებული იქნა 6479 პირის მიმართ, რაც მთლიანად აღკვეთის ღონისძიებების 56.9 %, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების - 96.2 % შეადგენდა4. 2021 წელს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გამოყენებული იქნა 2763 პირის მიმართ.5 2022 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 4830 ბრალდებულს, ხოლო გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით - 3158 ბრალდებულს6. გასათვალისწინებელია, რომ აღკვეთის ღონისძიებების ყველაზე ხშირად გამოყენებად 2 სახეს შორის, აღკვეთის ღონისძიების მიზნების ეფექტიანად მიღწევის თვალსაზრისით, არსებობს საკმაოდ ფართო დიაპაზონი, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის შევსებული სხვა სახის აღკვეთის ღონისძიებებით. ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების სიმცირე, ასევე 1 იხ. აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების სტატისტიკა, ხელმისაწვდომია ბმულზე: www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2021w-statistic-7.pdf, (ბოლოს ნანახია: 12.06.2023) 2 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა, ხელმისაწვდომია ბმულზე: www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2021w-statistic-7.pdf, (ბოლოს ნანახია: 12.06.2023) 3 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების სტატისტიკის სექტორის უფროსის 2022 წლის 12 ივლისის Nპ-916-22 წერილი. 4 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა, ხელმისაწვდომია ბმულზე: www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2021w-statistic-7.pdf, (ბოლოს ნანახია: 12.06.2023) 5 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების სტატისტიკის სექტორის უფროსის 2022 წლის 12 ივლისის Nპ-916-22 წერილი. 6 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების სტატისტიკის სექტორის უფროსის 2023 წლის 21 ივნისის Nპ-550-23 წერილი. ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებებით განპირობებული მათი გამოყენების შეზღუდულობა, უარყოფითად მოქმედებს მოსამართლის დისკრეციის ხარისხზე აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად გამოიყენოს ნაკლებად შემზღუდველი, მაგრამ იმავდროულად გამოსადეგი და ეფექტიანი აღკვეთის ღონისძიება. კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების სახეების არსებობის ობიექტური აუცილებლობით და კანონმდებლობაში პატიმრობის, როგორც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ქმედითი ალტერნატივის გაჩენის მიზანშეწონილობით. აღკვეთის ღონისძიებებისა და დამატებითი ღონისძიებების გამოყენების საკითხზე ყურადღება გამახვილებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ 2020 წელს მომზადებულ დოკუმენტშიც - „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვა“7, რომელშიც ქართული კანონმდებლობის ანალიზთან ერთად ასევე მოცემულია რეკომენდაციები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცალკეული დებულებების ევროპულ სტანდარტებთან მეტად დასაახლოვებლად. აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა ასევე განხილულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაშიც8. აღნიშნული კვლევის თანახმად, „პატიმრობის ალტერნატივების არასაკმარისი რაოდენობა ზღუდავს სასამართლოს, შეაფასოს მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების აუცილებლობა, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს არაპროპორციული ღონისძიების შეფარდება. ეფექტური ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების ნაკლებობა აზრს უკარგავს პრინციპს, რომლის თანახმად, პატიმრობა არის „უკიდურესი ზომა““9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება უმნიშვნელოვანესია ზოგადად ადამიანის თავისუფლებისთვის, ფართო გაგებით ‒ ადამიანის თავისუფალი განვითარებისთვის, უფლებებით ეფექტურად და სრულყოფილად სარგებლობისთვის. პირადი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა კანონზომიერად, თავისთავად, ჯაჭვურად იწვევს ფუნდამენტური უფლებების უმრავლესობით შეზღუდულ სარგებლობას ან/და ზოგიერთი მათგანით სარგებლობის შეუძლებლობას“.10 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირი, ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვით, ექცევა ბუნებრივი ყოფისაგან განსხვავებულ, ადამიანის ბუნებისათვის სრულიად არათავსებად მდგომარეობაში, რომელშიც მისი თავისუფლება და ძირითადი უფლებებით სარგებლობა დამოკიდებული ხდება ცალკეულ გარემოებებსა თუ პიროვნებებზე. თავისუფლების შეზღუდვის პირობებში, პირი მოკლებულია საქმიანობის განხორციელების, აზრის სხვადასხვა ფორმით გამოხატვის, თავისუფლად 7 იხ. https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/presentation-of-a-review-of-the-compatibility-with-european-standardsof-georgia-s-criminal-procedure-code-and-related-legislative-provisions (ბოლო ნახვა: 15.06.2023) 8 იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტები“, თბ., 2020, გვ. 94-95. 9 იხ. მითითებული კვლევა, გვ. 12 10 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-28. გადაადგილების, პირადი ცხოვრების და სხვა უფლებებით სათანადოდ დაცვის და სარგებლობის შესაძლებლობას. ასე მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენებას, თავისთავად, თან სდევს ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან კავშირის შესაძლებლობის შეზღუდვა. შესაბამისად, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული არ არის თავისუფლებააღკვეთილი პირის შესაძლებლობა, რომ შეუზღუდავი კავშირი ჰქონდეს ოჯახის წევრებთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-16). ამასთანავე, თავისუფლების შეზღუდვის ხასიათის გათვალისწინებით, პირი იზოლირდება საზოგადოებისგან, სრულად იცვლება მისი ყოველდღიური ცხოვრება და ფაქტობრივად არ რჩება არანაირი სივრცე, უფლება, რომელთა განხორციელება, სრულყოფილად სარგებლობაც სათუო არ ხდება. სწორედ ამიტომ, თავისუფლებას არ აქვს თანაბარი ეკვივალენტი, არ არსებობს საზომი, რომლითაც შეიძლება აიწონოს თავისუფლება და არ არსებობს სხვა ფასეულობა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებდა მას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28). „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-15). აღსანიშნავია, რომ გადაადგილების შეზღუდვაც, მისი აღსრულების ფორმისა და თანმდევი შეზღუდვების შინაარსის გათვალისწინებით, გავლენას ახდენს თავისუფლების უფლების დაცვის სფეროზე და შეიძლება იწვევდეს მის შეზღუდვას. ამ მხრივ საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც არაერთი საქმე აქვს განხილული შინაპატიმრობის და ზოგადად თავისუფლების უფლების შეზღუდვის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, იმის დასადგენად, პირს „აღეკვეთა თავისუფლება“ თუ არა კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს კონკრეტული სიტუაცია და ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიცაა სადავო ზომის სახე, ხანგრძლივობა, განხორციელების შედეგები და ფორმები (იხ. გუზარდი იტალიის წინააღმდეგ, 1980 წლის 6 ნოემბერი, §§ 92-93, სერიები A, N39). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით (იხ. მანჩინი იტალიის წინააღმდეგ, N44955/98, §17, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2001‑IX; ლავენტი ლატვიის წინააღმდეგ, N58442/00, §§ 64-66, 2002 წლის 28 ნოემბერი; ნიკოლოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (N2), N40896/98, § 60, 2004 წლის 30 სექტემბერი; ნინესჩუ მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ, N47306/07, § 53, 2014 წლის 15 ივლისი და დელიჯორგჯი ალბანეთის წინააღმდეგ, N6858/11, § 75, 2015 წლის 28 აპრილი), შინაპატიმრობა მისი ხარისხისა და სიძლიერის გათვალისწინებით, მიჩნეულია კონვენციის მე-5 მუხლში მითითებული თავისუფლების აღკვეთად. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შინაპატიმრობას კონვენციის მე-5 მუხლის ფარგლებში განიხილავს იმისდა მიუხედავად, ეთანხმება თუ არა თავად ბრალდებულიც ამ ღონისძიების შეფარდებას. საქმეში შტროკი გერმანიის წინააღმდეგ (N61603/00, § 75, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ECHR, 2005‑V), სასამართლომ აღნიშნა, რომ თავისუფლების უფლება კონვენციაში მითითებული გაგებით მეტისმეტად მნიშვნელოვანია „დემოკრატიულ საზოგადოებაში“ იმისთვის, რომ პირმა ვერ ისარგებლოს კონვენციით დადგენილი გარანტიებით მხოლოდ იმ საფუძველით, რომ თანხმობას აცხადებს პატიმრობაზე. დაკავებამ შეიძლება დაარღვიოს მე-5 მუხლი, მაშინაც კი, როდესაც შესაბამისი პირი შეიძლება დაეთანხმოს მას (იხ. დე ვილდე, ოომსი და ვერსიპი ბელგიის წინააღმდეგ, 1971 წლის 18 ივნისი, § 65, სერიები A, N12). საქმეზე „ბუზადჯი მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განაცხადა, რომ „შინაპატიმრობა უმეტეს შემთხვევაში დაკავებულისათვის ნაკლებად შემზღუდველი ზომაა და ნაკლებ ტანჯვას ან უხერხულობას აყენებს მას, ვიდრე ჩვეულებრივი პატიმრობა ციხეში. ეს გამოწვეულია იმით, რომ პატიმრობაში ყოფნა მოითხოვს პირის ინტეგრაციას ახალ და ზოგჯერ მტრულ გარემოში ასევე სხვა პატიმრებთან ერთად აქტივობების განხორციელებას, ან რესურსების გაზიარებას, დისციპლინის დაცვას, ადმინისტრაციის მხრიდან ყოველდღიურად, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ზედამხედველობას და კონტროლს. მაგალითად, დაკავებულს არ შეუძლია თავისუფლად აირჩიოს, როდის წავიდეს დასაძინებლად, მიიღოს საკვები, დაიკმაყოფილოს პირადი ჰიგიენის საჭიროებები, გავიდეს სუფთა ჰაერზე ან განახორციელოს სხვა აქტივობები. შესაბამისად, საპატიმრო დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთასა და შინაპატიმრობას შორის არჩევანის გაკეთებისას, არსებულ საქმეში, პირების უმეტესობა, უკანასკნელს აირჩევდა.“11 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, 2014 წლის CM/Rec(2014)4 რეკომენდაციაში წევრი სახელმწიფოებისადმი ელექტრონული მონიტორინგის შესახებ, აღნიშნა, რომ ელექტრონულ მონიტორინგს, რომელიც გამოიყენება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, შეუძლია შეამციროს თავისუფლების აღკვეთა, უზრუნველყოს ბრალდებულებზე და მსჯავრდებულებზე ეფექტიანი ზედამხედველობა და ამით ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას.12 ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების განხორციელება განპირობებულია აღკვეთის ღონისძიების ისეთი სახის არსებობის აუცილებლობით, რომელიც ერთი მხრივ იქნება ეფექტიანი და გამოსადეგი გამოძიების წინაშე არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად (აღკვეთის ღონისძიების მიზნები) და ამავდროულად, პატიმრობასთან შედარებით იქნება უფლებების შეზღუდვის უფრო მსუბუქი ფორმის მატარებელი. ასეთ საშუალებად მიჩნეულია გადაადგილების შეზღუდვა (სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილია როგორც შინაპატიმრობა (house arrest, house incarceration). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა აღკვეთის ღონისძიებების, ასევე აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული დამატებითი ღონისძიებების საკითხი რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ამდენად, აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დამატება, ისევე როგორც მისი 11 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ბუზაჯი მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ (CASE OF BUZADJI v. THE REPUBLIC OF MOLDOVA Application no. 23755/07), §112. 12 იხ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2014 წლის CM/Rec(2014)4 რეკომენდაციის პრეამბულა. აღსრულების წესის რეგლამენტაცია, საჭიროებს ცვლილების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცალკეულ შემთხვევებში, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გარემოებების გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად შესაძლოა არ არსებობდეს პატიმრობის გამოყენების მწვავე აუცილებლობა, თუმცა არსებული აღკვეთის ღონისძიების სახეები სრულად ვერ უზრუნველყოფდეს რისკების დაზღვევას, რის გამოც მოსამართლე რეალურად რჩება რისკების დაზღვევის ქმედითი ალტერნატიული ღონისძიების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვის არსებობა შექმნის დამატებით შესაძლებლობას პატიმრობის გარდაუვლად გამოყენების შემთხვევების შესამცირებლად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად, აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად შესაძლებელი იქნება ახალი სახის აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის გამოყენება. აღნიშნული ღონისძიება, თავისი შინაარსითა და აღსრულების ფორმით, გაზრდის მოსამართლეების შესაძლებლობას აღკვეთის ღონისძიებების ყველაზე მკაცრ და მსუბუქ სახეებს შორის არსებული დიაპაზონიდან შეარჩიონ ადამიანის უფლებების ყველაზე ნაკლებ შემზღუდველი და ამავე დროს შესაბამისი რისკების ეფექტიანად დამზღვევი ღონისძიება. აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დამატება დადებით გავლენას იქონიებს ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მაღალი ალბათობით გამოიწვევს პატიმრობის და საპატიმრო გირაოს გამოყენების შემთხვევების შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ - გადაადგილების შეზღუდვასაც ახასიათებს თავისუფლების უფლების გარკვეული ინტენსივობით შეზღუდვა, პატიმრობასთან შედარებით, ის მაინც საგრძნობლად უკეთეს მდგომარეობაში აყენებს ბრალდებულს და იძლევა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევისა და ბრალდებულის უფლებების გამართლებული შეზღუდვის საკითხში უკეთესი ბალანსის პოვნის შესაძლებლობას. ამ აღკვეთის ღონისძიების პირობებში ბრალდებულს პრაქტიკულად არ ეზღუდება ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, თავისუფალი დროის პირადი შეხედულებისამებრ გამოყენებისა და თავისი ინტერესების დაკმაყოფილების, პირთა ფართო წრესთან კომუნიკაციის, კვების რაციონის საკუთარი სურვილისამებრ შერჩევის შესაძლებლობა და პირადი ცხოვრების განხორციელებასთან დაკავშირებული მრავალი სხვა ასპექტი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის საქმეებზე დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვის ღონისძიების ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებით აღსრულება უფრო ეფექტიანს გახდის ამ დამატებით ღონისძიებას, რაც თავის მხრივ, აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევის მაჩვენებლის გაუმჯობესებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ამ კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების უფრო მაღალი ეფექტიანობით დაცვას და მათი ხელახალი ვიქტიმიზაციის რისკების შემცირებას. კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დამატება, მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის - ელექტრონული მონიტორინგის დეტალური საკანონმდებლო რეგულირება, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვის ღონისძიების ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით აღსრულება, მთლიანობაში დადებითად აისახება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკაზე და ალბათობის მაღალი ხარისხით გამოიწვევს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შემთხვევების კლებას, რაც პატიმრობის და მისი თანმდევი შეზღუდვების გამოუყენებლობის შედეგად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეებს ემატება ახალი ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა. აღნიშნული ღონისძიება ნიშნავს ბრალდებულისთვის პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის, მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის, დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას. ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღე-ღამის განმავლობაში (24 საათიანი შეზღუდვა) ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში. გადაადგილების შეზღუდვა გამოყენებული იქნება იმ პირის მიმართ, რომლის მკაცრი იზოლაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებით აუცილებელი არ არის აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად. გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მიმართ, გარდა ხანდაზმულობას მიღწეული პირისა (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან). ხანდაზმულობას მიღწეული პირის მიმართ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი წაყენებული აქვს არაძალადობრივი დანაშაულისათვის. გადაადგილების შეზღუდვა ასევე არ გამოიყენება სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეების მიმართ. პროექტით შემოთავაზებულია გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ხანგრძლივობის შემოფარგვლა 9 თვიანი ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან, შეიძლება გულისხმობდეს თავისუფლების უფლების შეზღუდვის მაღალ ინტენსივობას, პროექტით მისი საერთო ხანგრძლივობის განსაზღვრისას, ასევე, მასთან კავშირში მყოფი სხვა საპროცესო მოქმედებების დარეგულირებისას გათვალისწინებულია პატიმრობასთან დაკავშირებული მაღალი სტანდარტის შენარჩუნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტით შემოთავაზებულია შემდეგი რეგულაციები:  ბრალდებულის გადაადგილების შეზღუდვის ვადა, რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან, წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან 60 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს, გარდა კოდექსის 208ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ხდება წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება;  გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს. თუ გადაადგილების შეზღუდვა დაკავშირებული არ იქნება დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან, მაშინ გამოყენებული იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური ვადა (სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-8 ნაწილი) და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისთვის დადგენილი ვადა (სსსკ-ის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილი);  გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ მხრივ მნიშვნელობა არ აქვს ამ ორი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რიგითობას, მთავარია, რომ ჯამში მათი გამოყენების საერთო ვადა არ აღემატებოდეს 9 თვეს;  დაკავებისა და პატიმრობის ვადების მსგავსად, გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ვადებიც გამოითვლება წუთებით;  დაკავებისა და პატიმრობის ვადების მსგავსად გადაწყდება დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო გაცდენილი ვადის გაცდენილად ჩათვლის საკითხი როდესაც სახეზე იქნება გადაადგილების შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან;  დაკავებისა და პატიმრობის მსგავსად, იმუნიტეტის მქონე პირების შემთხვევაში გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენებაც მოხდება სპეციალური პროცედურების მიხედვით, რაც დარეგულირებულია საპროცესო კანონმდებლობითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პირისთვის საცხოვრებელი ადგილიდან გასვლაზე 18 საათით ან მეტი ვადით შეზღუდვის დაწესება მაღალი ალბათობით გამოიწვევს ამ სუბიექტის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულების შეფერხებას, რის გამოც აუცილებელია შესაბამისი ორგანოს თანხმობის არსებობა მის მიმართ ამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე;  დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) შერჩევის შემთხვევაში, დაკავების ვადა ჩაითვლება ამ აღკვეთის ღონისძიების ვადაში, როგორც ეს პატიმრობის დროსაა გათვალისწინებული. თავის მხრივ, ასეთი გადაადგილების შეზღუდვის ვადა ითვლება პატიმრობის საერთო ვადაში და თავისუფლების აღკვეთის ვადაში;  პატიმრობის მსგავსად, გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევაშიც (რაც დაკავშირებულია დღეღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან), მოსამართლე ვალდებული იქნება პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს ამ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა გადაადგილების შეზღუდვის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებული იქნება თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს გადაადგილების ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. კანონპროექტით ხდება დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვის აღკვეთის ღონისძიების დამატებით ღონისძიებად გათვალისწინება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აღნიშნული ცვლილებით ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, არამედ ნებისმიერი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვის აღსრულება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე. დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვის მსგავსად, იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების დაკისრებაც აღარ იქნება შეზღუდული მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებით და აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ამ დამატებითი ღონისძიების გამოყენების უფლებაც მოსამართლეს ექნება სხვა კატეგორიის საქმეებზეც. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკითხზე რეკომენდაცია მოცემულია ასევე ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მიერ 2020 წელს მომზადებულ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვაში. კანონპროექტით 199-ე მუხლის მე-2 ნაწილში შედის რედაქციული ხასიათის ცვლილება, კერძოდ „პოლიციაში“ გამოცხადების ვალდებულების ნაცვლად ნორმაში მიეთითება „საგამოძიებო ორგანოში“ გამოცხადების ვალდებულება. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საპროცესო კოდექსის თანახმად გამოძიების უფლებამოსილებით აღჭურვილი ყველა უწყება (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და საქართველოს პროკურატურა) იმავდროულად არ მიიჩნევა „პოლიციად“. ამდენად, კანონის მეტი განსაზღვრულობისთვის მიზანშეწონილია მოხდეს ამ საკითხის დაზუსტება. კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის აღსრულება მოხდება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით. პროექტის თანახმად, ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. ელექტრონული მონიტორინგი აღსრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. პროექტით დეტალურადაა დარეგულირებული ელექტრონულ მონიტორინგთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:  ბრალდებულის მიერ ელექტრონული საშუალების დამაგრებაზე უარის თქმის ან სხვაგვარად თავის არიდების, სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილიდან გაქცევის, აგრეთვე ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობის ბრალეულად დაზიანების ან განადგურების ან ბრალდებულის მიერ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების ხელისშემშლელი სხვაგვარი ქმედებების სამართლებრივი შედეგები;  ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული საკითხები და მისი გადაუხდელობის შედეგები;  ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების განმავლობაში ბრალდებულის მიერ ყოველთვიური გადასახდელის გადახდის ვალდებულება, შესაბამისი გამონაკლისები და აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობის შედეგები;  ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვის გამოყენებისას მისი აღსრულების დაწყებისა და ბრალდებულის გადაადგილების საკითხი;  ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვის აღსრულებისას საპატიო მიზეზით ან ფორსმაჟორის გამო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები;  ელექტრონული მონიტორინგის აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კანონპროექტის თანახმად, გადაადგილების შეზღუდვის გარდა, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით შეიძლება აღსრულდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებები - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა. გადაადგილების შეზღუდვისგან განსხვავებით, ამ დამატებითი ღონისძიებების დროს ელექტრონული მონიტორინგი არის აღსრულების შესაძლო და არა სავალდებულო საშუალება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიება - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე შეიძლება აღსრულდეს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობა გამოიყენება დაზარალებულის თანხმობით.13 ელექტრონული ზედამხედველობა აღსრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზრვრული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ელექტრონული მონიტორინგისგან განსხვავებით, ელექტრონული 13 აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომტეტის 2014 წლის CM/Rec(2014)4 რეკომენდაცია, რომელიც შეეხება ელექტრონული მონიტორინგის საკითხს, წევრ სახელმწიფორბს მოუწოდებს, რომ მსხვერპლის დასაცავად ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებისას, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებულის გადაადგილებაზე ზედამხედველობას, აუცილებელია მსხვერპლის თანხმობა. იხ. რეკომენდაციის მე-16 პუნქტი. ზედამხედველობა არ იქნება დაკავშირებული რაიმე სახის გადასახდელთან. ბრალდებულის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პროექტით ასევე დარეგულირებულია ელექტრონული ზედამხედველობის აღსრულებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა:  ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერების შემთხვევები;  ელექტრონული ზედამხედველობის მოთხოვნების დარღვევის სამართლებრივი შედეგები;  ელექტრონული ზედამხედველობის ვადამდე გაუქმების შესაძლებლობა დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე;  ელექტრონული ზედამხედველობის აღსრულების დაწყება და ამ მიზნით ბრალდებულის მხრიდან განსახორციელებელი ქმედებები. პროექტით შენარჩუნებულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიდგომა, რომლის თანახმადაც მოძალადის მსგავსად, ბრალდებულის შემთხვევაშიც ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას ბრალდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შესვლა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ შემაკავებელი ორდერის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის პროცესში ზემოაღნიშნული ქმედებები იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სამართლებრივად თანმიმდევრული მიდგომის შესანარჩუნებლად, ლოგიკურია, რომ თვისობრივად უფრო მაღალი ხარისხის სამართალდარღვევის (დანაშაულის) ჩადენისას ანალოგიური ღონისძიების მოთხოვნების დარღვევა არ შეიძლება იწვევდეს უფრო მსუბუქ პასუხისმგებლობას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, როგორც შემაკავებელი ორდერის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობისას, ისე სისხლის სამართლის პროცესში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის მითითებული ფორმით დარღვევა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პროექტით განისაზღვრება, რომ აღკვეთის ღონისძიების მსგავსად, აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირის მიმართ დამატებითი ღონისძიებების - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიება დაკავშირებულია ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით აღსრულებასთან), აგრეთვე გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის (როდესაც ეს ღონისძიებები დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვა ამ ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე. ასევე აღკვეთის ღონისძიების მსგავსად, შესაძლებელი იქნება ამ ღონისძიების თაობაზე გამოტანილი განჩინების გასაჩივრება. ტექნიკური ცვლილება ხორციელდება 207-ე მუხლის მე-7 ნაწილში. იმის გამო, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, როგორც უწყების, პირველი გამოყენება პროექტის მიხედვით გვხვდება 199ე მუხლის მე-5 ნაწილში, შესაბამისად მისი შემოკლებაც (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) სწორედ ამ ნორმაში მიეთითება და 207-ე მუხლის მე-8 ნაწილში (მოქმედი რედაქციის 207-ე მუხლის მე-7 ნაწილი) უკვე გამოყენებული იქნება აღნიშნული უწყების შემოკლებული სახელწოდება. კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება 2024 წლის 1 იანვრიდან. ამოქმედების აღნიშნული ვადა ემსახურება შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას აღკვეთის ღონისძიების ახალი სახისა და მისი აღსრულების მექანიზმის ელექტრონული მონიტორინგის, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე ელექტრონული ზედამხედველობის ეფექტიანად განსახორციელებლად. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ გარდამავალ დებულებებს, რომელთა შესასრულებლადაც განსაზღვრულია 90 დღიანი ვადა. კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც 2026 წლის 1 იანვრამდე გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მიმართ, აგრეთვე, არაძალადობრივი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული ხანდაზმულობას მიღწეული პირის (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან) მიმართ. ამდენად, 2026 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე. მსგავსი მიდგომა განპირობებულია აღკვეთის ღონისძიების ამ ახალი სახის აღსრულებისთვის აუცილებელი ადამიანური, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და სხვა რესურსების მობილიზების პროცესის დროში გონივრულად გადანაწილების აუცილებლობით და ახალი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაკლები რისკის მქონე შემთხვევებით დაწყების მიზანშეწონილობით. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა აღკვეთის ღონისძიებებისგან განსხვავებით გადაადგილების შეზღუდვის ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით აღსრულება საჭიროებს მეტ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას და დაკავშირებულია უშუალო ადამიანური კონტროლის ნაკლებ ინტენსივობასთან, გონივრულია, რომ საწყის ეტაპზე მისი აღსრულება მოხდეს სწორედ ისეთ საქმეებზე, სადაც ნაკლებია აღკვეთის ღონისძიების დარღვევის რისკები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის მიღება საჭიროებს ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას, ასევე ცალკეული სახელმწიფო უწყებების საბიუჯეტო ხარჯების ახლებურ გააზრებას, რის გამოც მიზანშეწონილია გარდამავალი დებულებების ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ძირითადი ცვლილების ამოქმედება - ახალი საბიუჯეტო წლიდან, კერძოდ 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი დებულებებისთვის უკუძალის მინიჭება. თუმცა, გასათვალისწინებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის, საქართველოს პროკურატურისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სხვა საგამოძიებო უწყებებისთვის, ასევე საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე იმდენად, რამდენადაც ელექტრონული მონიტორინგის განხორციელებისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მოხდება ყოველთვიური საფასურის დაწესება. გავლენის მოცულობა იქნება იმის შესაბამისი, რასაც განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ყოველთვიური გადასახდელი თანხის ოდენობად. გასათვალისწინებელია, რომ სასჯელის სახის - შინაპატიმრობის აღსრულებისას, რაც მსგავსების გათვალისწინებით შეიძლება აღებულ იქნეს შესადარებელ ღონისძიებად, ყოველთვიური საფასური შეადგენს 100 ლარს14. ელექტრონული მონიტორინგის აღსრულებისთვის დაწესებული ყოველთვიური საფასურის 14 იხ. „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N146 ბრძანების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი გადახდის ვალდებულების დაწესებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ კუთხით, რომ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყოველთვიური მომსახურების საფასურის სახით მიღებული თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი ოდენობის თანხას მიაქცევს სახელმწიფო ბიუჯეტში. კანონპროექტს შეიძლება გავლენა ჰქონდეს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალდებული დააზიანებს ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობას. ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტის მიხედვით მონიტორინგის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიიდან მოხდება შესაბამისი ოდენობის თანხის სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ მიქცევა. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული მონიტორინგისა და ელექტრონული ზედამხედველობის აღსასრულებლად შეიძლება გაზარდოს თანამშრომელთა რაოდენობა. კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად, ჩვენი გამოთვლებით, რის თაობაზეც გაიმართა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციებიც, სააგენტოს დამატებით დასჭირდება 18 თანამშრომლის აყვანა: ელექტრონული ზედამხედველობის სპეციალისტი - 10 პირი - ხელფასი 1 790 ლარი; ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის ოპერატორი - 8 პირი - ხელფასი 1 665 ლარი. ასეთ შემთხვევაში, ახლად დანიშნული თანამშრომლების ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში და აღნიშნულ კანონპროექტს ამ მხრივაც შესაძლოა ჰქონდეს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს ხარჯებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხარჯებზე გავლენა მოსალოდნელია იმ კუთხით, რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების შემცირების ხარჯზე, უწყებას შესაძლოა შეუმცირდეს პატიმრებზე გასაწევი ხარჯი. გასათვალისწინებელია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2023 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით 1 პატიმრისთვის განსაზღვრული საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 21 604 ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა)15. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხარჯებზე გავლენა ექნება კანონის იმ ჩანაწერსაც, რომლის თანახმად, ბრალდებულის, რომლის მიმართაც სასამართლოს განჩინებით 15 იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 6 ივნისის N173784/01 წერილი გამოყენებულია გადაადგილების შეზღუდვა პატიმრობის უზრუნველყოფით (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან), ელექტრონული მოწყობილობის საფასურის გადახდის შემდეგ საპატიმრო დაწესებულებიდან განჩინებაში მითითებულ საცხოვრებელ ადგილამდე მიყვანას ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების დასაწყებად უზრუნველყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახური. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების ამ სახის (გადაადგილების შეზღუდვა) ამ ფორმით (საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვა დღეღამის განმავლობაში) გამოყენებისა და მის უზრუნველსაყოფად პატიმრობის გამოყენების სიხშირეზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა მოსალოდნელია იმ კუთხითაც, რომ ელექტრონული მონიტორინგისა და ელექტრონული ზედამხედველობის მოთხოვნების დარღვევა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გახდეს უფრო მაკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით ჩნდება დამატებითი შესაძლებლობა პირობების დარღვევის შემთხვევაში ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლისთვის, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კორელაციაში არ იქნება ბრალდებულების საერთო რაოდენობასთან და იმის გათვალისწინებით, რომ აღკვეთის ღონისძიების ახალი სახე - გადაადგილების შეზღუდვა სწორედ პატიმრობის გამოყენების შემთხვევათა რაოდენობის შემცირებას ემსახურება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაადგილების შეზღუდვის თუნდაც ყველა შემთხვევაში პირობის დარღვევისას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებამ გამოიწვიოს პატიმართა არსებული რაოდენობის და მათზე გასაწევი ხარჯის ზრდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა შესაძლოა ჰქონდეს კანონპროექტის იმ ჩანაწერსაც, რომლის თანახმადაც ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას ბრალდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შესვლა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, აგრეთვე პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც დაარღვევენ კანონის მითითებულ მოთხოვნას, მათ მიმართ გამოყენებული სასჯელის სახესა (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) და ზომაზე, ასევე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების სიხშირეზე. სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საანგენტოს ბიუჯეტის ხარჯებზე გავლენა მოსალოდნელია ზრდის მიმართულებით, რადგან კანონპროექტით შემოთავაზებული აღკვეთის ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა, აგრეთვე საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებება - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა ითვალისწინებს ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით აღსრულებას. პროექტით ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე დამატებითი ღონისძიების სახით ასევე გათვალისწინებულია მსხვერპლთან, მის საცხოვრებელთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც ის იმყოფება და ამ მიზნით შესაძლოა გამოყენებული იქნეს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი. კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს დასჭირდება დამატებით 50 ელექტრონული მონიტორინგის და 50 ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობების შეძენა. ელექტრონული მონიტორინგის ერთი მოწყობილობის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 6723 ლარს, ხოლო ელექტრონული ზედამხედველობის ერთი მოწყობილობის ღირებულება დგს-ს ჩათვლით არის -8975 ლარი. სულ 100 ერთეული მოწყობილობის შესაძენად საჭირო თანხის ოდენობა შეადგენს 784 900 ლარს. ამ ეტაპზე სააგენტოს განკარგულებაში არის 561 ერთეული ელექტრონული საშუალება (სამაჯური), 300 ერთეულზე გათვლილი სერვერი და პროგრამა. კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საანგენტოს დასჭირდება 18 თანამშრომლის აყვანა: ელექტრონული ზედამხედველობის სპეციალისტი - 10 პირი - ხელფასი 1 790 ლარი; ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის ოპერატორი - 8 პირი - ხელფასი 1 665 ლარი. აღნიშნული პირების შრომის ანაზღაურება ჯამურად თვეში შეადგენს 31 220 ლარს. 2023 წელს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საანგენტოს ხარჯი იქნება - 3 000 000 ლარი (გათვალისწინებულია აპარატურის ღირებულება, სერვერი და სასერვერო უზრუნველყოფა, ავტომანქანების შეძენის ხარჯი, აქსესუარები, სიმბარათები, ინფრასტრუქტურა); 2024 წელი - 500 000 ლარი (გათვალისწინებულია ხელფასები, ბენზინი, აქსესუარების 30%, სიმბარათების 30%); 2025 და მომდევნო წლებში – 1 089 857 ლარი (გათვალიწინებულია ხელფასები +10%, ბენზინი, აქსესუარები, სიმბარათები, პროგრამული უზრუნველყოფა). გასათვალისწინებელია, რომ 2023 წელს, კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების ჭრილში სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საანგენტოსთვის დამტკიცებულია 3 000 000 ლარი. შემდეგ წლებშიც (ბდდ დოკუმენტით) განსაზღვრულია აღნიშნული ასიგნებები. პროექტის მიხედვით სასამართლოს მოუწევს აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობების, ასევე პერიოდული გადასინჯვის საკითხის განხილვა. სააპელაციო სასამართლოს ექნება აღკვეთის ღონისძიებისა და დამატებითი ღონისძიების გამოყენებაზე საჩივრების განხილვის ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ გაზრდილი ფუნქციების დაფინანსება მოხდება საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანალოგიურად, საქართველოს პროკურატურას ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს დამატებითი ღონისძიებების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით ან გაასაჩივროს ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, აღნიშნულ საქმიანობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს არსებული ასიგნებების ფარგლებში და არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, არსებული ასიგნებების ფარგლებში განახორციელებს რეაგირებას პოლიცია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სახეზე იქნება ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღ-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) დარღვევა და პოლიციას ექნება სისხლის სამართლის იძულების ღონისძიების - დაკავების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა მოსალოდნელია იმ კუთხითაც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიება დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე შეიძლება აღსრულდეს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებით და ამ ღონისძიების აღსრულება სრულად მოხდება სახელმწიფოს ხარჯზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მოსამართლის მიერ ამ დამატებითი ღონისძიების გამოყენებისა და დაზარალებულის მიერ მისი ელექტრონული ზედამხედველობის ფორმით აღსრულებაზე თანხმობის გაცემის სიხშირეზე. გასათვალისწინებელია, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად მოძალადის მიმართ 2022 წელს სულ დაწესებული იყო 16 ელექტრონული ზედამხედველობა, მათგან ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება 3 შემთხვევაში მოხდა ქალთა მიმართ ძალადობის, ხოლო 13 შემთხვევაში - ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 7 23 00373761; 09.02.2023. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 2022 წელს სულ გამოცემული იქნა 8748 შემაკავებელი ორდერი.17 რაც შეეხება სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელს, 2022 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5325 პირის მიმართ18. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა ყველა ბრალდებულებზე, რომლებსაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდებს გადაადგილების შეზღუდვას, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების უზრუნველსაყოფად 16 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 204, მითითება საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილზე MIA 7 23 00373761; 09.02.2023. 17 იხ. https://info.police.ge/page?id=794&parent_id=786 (ბოლო ნახვა:15.06.2023) 18 იხ. საქართველოს პროკურატურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 83 შესაძლოა გადასახდელი ჰქონდეთ ფულადი თანხა - არაუმეტეს 8 000 ლარის ოდენობით (ელ. მონიტორინგის მოწყობილობის მაქსიმალური საბაზრო ღირებულება ამ მომენტისთვის). აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული იქნებიან გადახდისუუნარო სრულწლოვანი ბრალდებულები და ყველა არასრულწლოვანი ბრალდებული. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ენიჭება შესაძლებლობა, დამატებით განსაზღვროს პირთა კატეგორიები, ვინც ასევე შეიძლება გათავისუფლდეს ელექტრონული მონიტორინგის საშუალების და ყოველთვიური გადასახდელის გადახდის ვალდებულებისაგან. არსებული მონაცემებით, 2020 წელს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 9419 პირს, რომელთაგან 4471 (47.5%) პირს შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 4948 (52.5 %) სხვა აღკვეთის ღონისძიება. 2020 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოყენებული იქნა 4783 პირის მიმართ, რაც მთლიანად აღკვეთის ღონისძიებების 50.8 %, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების - 96.7 % შეადგენდა19. 2020 წელს გირაოს სახით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებებიდან 2025 პირის მიმართ გირაო გამოყენებული იქნა პატიმრობის უზრუნველყოფით20. 2021 წელს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 11389 პირს, რომელთაგან 4723 (41.5%) პირს შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 6666 (58.5 %) სხვა აღკვეთის ღონისძიება. 2021 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოყენებული იქნა 6479 პირის მიმართ, რაც მთლიანად აღკვეთის ღონისძიებების 56.9 %, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების - 96.2 % შეადგენდა21. 2021 წელს გირაოს სახით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებებიდან 2763 პირის მიმართ გირაო გამოყენებული იქნა პატიმრობის უზრუნველყოფით.22 2022 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 4830 ბრალდებულს, ხოლო გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით - 3158 ბრალდებულს23. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტით შემოთავაზებულ ახალ აღკვეთის ღონისძიებას გადაადგილების შეზღუდვას, მისი შინაარსიდან და აღსრულების ფორმიდან გამომდინარე, ექნება აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევის ძალზედ მაღალი პოტენციალი, მოსალოდნელია, რომ სასამართლოების მიერ მისი გამოყენებით მოხდება პატიმრობის მაჩვენებლის შემცირება, რაც ირიბად გავლენას მოახდენს ბრალდებულ პირთა გარკვეული ნაწილის მდგომარეობაზე. ფინანსური შედეგის მოცულობა თითოეული პირისთვის დამოკიდებული იქნება ელექტრონული მონიტორინგის საშუალების ღირებულების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული თანხის ოდენობაზე (არაუმეტეს 8 000 ლარი), ყოველთვიური გადასახდელის ოდენობაზე და მოსამართლის მიერ ამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სიხშირეზე. 19 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა, ხელმისაწვდომია ბმულზე: www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2021w-statistic-7.pdf, (ბოლოს ნანახია: 12.06.2023); 20 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების სტატისტიკის სექტორის უფროსის 2022 წლის 12 ივლისის Nპ-916-22 წერილი; 21 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა, ხელმისაწვდომია ბმულზე: www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2021w-statistic-7.pdf, (ბოლოს ნანახია: 12.06.2023); 22 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების სტატისტიკის სექტორის უფროსის 2022 წლის 12 ივლისის Nპ-916-22 წერილი. 23 იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების სტატისტიკის სექტორის უფროსის 2023 წლის 21 ივნისის Nპ-550-23 წერილი. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება არ იქნება დაკავშირებული ბრალდებულის ან დაზარალებულის მხრიდან რაიმე თანხის გადახდის ვალდებულებასთან, ამ ღონისძიებას არ ექნება გავლენა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. ბრალდებულის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენა შეიძლება იქონიოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას ცალკეული მოთხოვნის დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებამ. პროექტის თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას ბრალდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შესვლა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილების თანახმად აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, პირის მიმართ ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაში, ამას ექნება ფინანსური გავლენა მსჯავრდებულის ფინანსურ მდგომარეობაზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მოსამართლის მიერ დანიშნული სასჯელის ოდენობაზე, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი რელევანტური გარემოებების მხედველობაში მიღებით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3811 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე, ამდენად, კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროექტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს 500 ლარიდან. გასათვალისწინებელია, რომ პროექტით გათვალისწინებული ქმედება თავისი არსით ყოველთვის იქნება ოჯახური დანაშაული (111 მუხლი), რის გამოც კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მასზე ჯარიმა ვერ იქნება გამოყენებული ძირითად სასჯელად და მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამის დანაშაულთა რაოდენობაზე, რომლებზეც დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებული იქნება ჯარიმა. ბრალდებულის ან ელექტრონული მოწყობილობის საფასურის ღირებულების გადამხდელი სხვა პირის ფინანსურ მდგომარეობაზე კანონპროექტს გავლენა ექნება იმ კუთხითაც, რომ, ბრალდებულის მიერ ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობის ბრალეულად დაზიანება, განადგურება ან დაკარგვა, აგრეთვე ისეთი ვითარების არსებობა, როდესაც ელექტრონული მონიტორინგის საშუალების მოძიება სხვაგვარად შეუძლებელი ხდება, გამოიწვევს აღნიშნული საშუალების საფასურის, ზიანის ოდენობის პროპორციულად, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე გადარიცხვას. ფინანსური გავლენის მოცულობა იქნება მოწყობილობის საფასურის და თითოეულ შემთხვევაში მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი. კანონპროექტს გავლენა ექნება ბრალდებულის ფინანსურ მდგომარეობაზე იმ კუთხითაც, რომ ელექტრონული მონიტორინგის შემთხვევაში მას მოუწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ოდენობის ყოველთვიური მომსახურების საფასურის გადახდა. გასათვალისწინებელია, რომ სასჯელის სახის - შინაპატიმრობის აღსრულებისას, რაც მსგავსების გათვალისწინებით შეიძლება აღებულ იქნეს შესადარებელ ღონისძიებად, ყოველთვიური საფასური შეადგენს 100 ლარს. ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საკანონმდებლო დონეზე გათავისუფლებული იქნებიან სრულწლოვანი გადახდისუუნარო ბრალდებულები და არასრულწლოვანი ბრალდებულები. ამის გარდა, კანონქვემდებარე აქტით იუსტიციის მინისტრს ექნება შესაძლებლობა განსაზღვროს ყოველთვიური საფასაურის გადახდისაგან გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზეც, ვინც ცვლილების შედეგად დასაქმდება სააგენტოში და მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას. კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საანგენტოში დამატებით დასაქმდება 18 თანამშრომელი: ელექტრონული ზედამხედველობის სპეციალისტი - 10 პირი - ხელფასი 1 790 ლარი; ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის ოპერატორი - 8 პირი - ხელფასი 1 665 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნდა დაადგინოს ელექტრონული მონიტორინგის აღსრულების ყოველთვიური გადასახდელის ოდენობა. ყოველთვიური გადასახდელის ოდენობის ზედა ზღვარი კანონითვეა განსაზღვრული და შეადგენს 100 ლარს. გასათვალისწინებელია, რომ სასჯელის სახის - შინაპატიმრობის აღსრულებისას, რაც მსგავსების გათვალისწინებით შეიძლება აღებულ იქნეს შესადარებელ ღონისძიებად, ყოველთვიური საფასურიც შეადგენს 100 ლარს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მოსამართლე გამოიყენებს სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნულ დებულებას (აღკვეთის ღონისძიების დროის ჯარიმის ოდენობაში ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადაში ჩათვლა) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ გადაადგილების შეზღუდვა გამონაკლისის წესით შეიძლება გამოყენებული იყოს არაძალადობრივი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ხანდაზმული პირების მიმართაც. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმული პირების ნაწილში პროექტი ინარჩუნებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არსებულ მიდგომას, რომლის თანახმადაც მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტისას ხანდაზმულ პირად მამაკაცი მიიჩნევა 70 წლის ასაკიდან, ხოლო ქალი - 65 წლის ასაკიდან. მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონპროექტით გარკვეულწილად დგინდება დიფერენცირებული რეგულაცია კაცებისა და ქალებისთვის, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დღეს მოქმედი რეგულაციის ლოგიკურ გაგრძელებას და ვერ იქნება მიჩნეული დისკრიმინაციულ მიდგომად. როგორც სისხლის სამართლის, ისე პენიტენციური სამართლისთვის უცხო არაა სასჯელის დანიშვნისა და აღსრულების ნაწილში ქალი და კაცი მსჯავრდებულების მდგომარეობის დიფერენცირებულად განხილვა მათი თავისებურებებისა და განსხვავებული საჭიროებების მხედველობაში მიღებით. აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების ახალი სახე გადაადგილების შეზღუდვა, წარმოადგენს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის კარგ საშუალებას და მოსალოდნელია, რომ მის გამოყენებას დადებითი გავლენა ექნება ამ კუთხით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებების: საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, აგრეთვე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან. კანონპროექტის შემუშავებისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, ბაია კვიციანი.