„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/357, 27.09.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოსს ორგანული კანონის პროექტები: 18. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 19. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 20.„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 21. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 22. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 23.„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და 24. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/357, 27.09.2023) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი:
080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასრულწლოვნის დაკავება, გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღეღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის
აკრძალვასთან), დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ
როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და
რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.“;
2. მე-60 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და
სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, გირაო, გადაადგილების შეზღუდვა,
პატიმრობა.“;
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი:
„მუხლი 631. გადაადგილების შეზღუდვა
1. გადაადგილების შეზღუდვა ნიშნავს არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის
პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის,
მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის,
დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას ან/და დაზარალებულის სამსახურთან და სხვა იმ
ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვას.
2. გადაადგილების შეზღუდვა გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ არასრულწლოვანი
ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ან
მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის ანდა მის მიერ ახალი დანაშაულის
ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის
ღონისძიებით და თუ იმავდროულად არასრულწლოვანი ბრალდებულის მკაცრი იზოლაცია
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებით აუცილებელი არ არის აღკვეთის ღონისძიების
მიზნების მისაღწევად.
3. პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობაში, ხოლო
სასამართლომ შესაბამის განჩინებაში უნდა მიუთითოს გადაადგილების შეზღუდვის
შინაარსი და დრო.
4. ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს
დღე-ღამის განმავლობაში ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში.
5. გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის
ბრალდებული პირის მიმართ.
6. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გადაადგილების
შეზღუდვის ვადა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით
საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა
აღემატებოდეს მისი დაკავებიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის
ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან 40
დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვანი ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს
გადაადგილების შეზღუდვისაგან. თუ აღნიშნულ ვადაში წინასასამართლო სხდომა ვერ
ჩატარდა, ის ტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესით.
7. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გადაადგილების
შეზღუდვისა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით
საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და პატიმრობის საერთო ვადა
წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან, ხოლო თუ
დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს
განჩინების აღსრულების მომენტიდან 40 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვანი
ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს გადაადგილების შეზღუდვისაგან. თუ აღნიშნულ
ვადაში წინასასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა, ის ტარდება საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
8. გადაადგილების შეზღუდვისა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18
საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და
პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
9. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია
დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის
აკრძალვასთან)
აქვს
შეფარდებული
მოსამართლე
ვალდებულია
პირველივე
წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს გადაადგილების შეზღუდვის
ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ
შუამდგომლობა გადაადგილების შეზღუდვის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ
მოსამართლე ვალდებულია თავისი ინიციატივით, ყოველ 20 დღეში ერთხელ მაინც
განიხილოს გადაადგილების შეზღუდვის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი.
გადაადგილების გაგრძელების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების
ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება.“;
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 მუხლი:
„მუხლი 641. ელექტრონული მონიტორინგი
1. არასრულწლოვანი ბრალდებული თავისუფლდება ელექტრონული მონიტორინგის
ღირებულების დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის
ეროვნული
სააგენტოს
სადეპოზიტო
ანგარიშზე
განთავსების
ვალდებულებისაგან.
2. არასრულწლოვანი ბრალდებული თავისუფლდება ელექტრონული მონიტორინგის
საშუალებით გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი
ღონისძიებების - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულების ან
გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვის აღსრულებისათვის
დაწესებული ყოველთვიური გადასახდელის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. მოსამართლის მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის, აგრეთვე საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების (როდესაც ეს დაკავშირებულია
ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან) შესახებ გადაწყვეტილების
მიღებისთანავე, პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი დაუყოვნებლივ
მიმართავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს აღნიშნული ღონისძიების
აღსრულების
უზრუნველსაყოფად
არასრულწლოვანი
ბრალდებულის
მიმართ
ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების თაობაზე. არასრულწლოვანი ბრალდებული
ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, დაყოვნების გარეშე
გამოცხადდეს სასამართლოს განჩინებაში მითითებულ საცხოვრებელ ადგილას
ელექტრონული
მონიტორინგის
აღსასრულებლად
აუცილებელი
ღონისძიებების
განსახორციელებლად. აღნიშნული ვალდებულება არასრულწლოვან ბრალდებულს
წარმოეშვება იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირი თავისუფლდება გირაოს უზრუნველსაყოფად
გამოყენებული პატიმრობიდან, თუ გირაოსთან ერთად არასრულწლოვანი ბრალდებულის
მიმართ გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიება, რომელიც
დაკავშირებულია ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით აღსრულებასთან.“;
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1011 მუხლი:
„მუხლი 1011. 2026 წლის 1 იანვრამდე აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის
გამოყენების დროებითი წესი
2026 წლის 1 იანვრამდე გადაადგილების შეზღუდვა არ გამოიყენება მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ.“.
მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში
უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება:
ა) არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობისა და
ელექტრონული მონიტორინგის აღსრულების წესი და პირობები, მათ შორის, ელექტრონული
ზედამხედველობისა
და
ელექტრონული
მონიტორინგის
განხორციელებისთვის
აუცილებელი ელექტრონული საშუალების სახეები;
ბ) არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობისა და
ელექტრონული მონიტორინგის განსახორციელებლად აუცილებელი ორგანიზაციულტექნიკური, პროგრამული და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება;
გ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში
უზრუნველყოს მოსამართლეთა გადამზადება ელექტრონული მონიტორინგისა და
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხებზე.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები, მათ
შორის, აღკვეთის ღონისძიების საკითხები, დარეგულირებულია არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში
აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის შემოტანა საჭიროებს სწორედ ამ საკანონმდებლო
აქტში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტი უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს დაემატება ახალი სახის
აღკვეთის ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა. აღნიშნულ აღკვეთის ღონისძიებაზე
გავრცელდება ისეთივე მაღალი სტანდარტი, რაც გათვალისწინებულია პატიმრობისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებულია „სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან,
ამდენად, მიზანშეწონილია ამ ორი საკანონმდებლო აქტის ნორმების ერთდროულად
ამოქმედება, 2024 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების
საკითხი. ამავდროულად, გასათვალისწინებელია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესი, რომლის თანახმადაც:
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა,
რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს. თუ
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი არასრულწლოვანი
იყო და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან,
როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის ნორმები“.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს პროკურატურისთვის და საერთო
სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღნიშნული
კანონპროექტი
წარმოადგენს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
განსახორციელებელი ცვლილების თანმდევ ცვლილებას. ხარჯებთან დაკავშირებული
დეტალური ინფორმაცია, რომელიც მოიცავს არასრულწლოვან ბრალდებულებზე გაწეულ
ხარჯსაც, მოცემულია “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური გავლენა იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტს გავლენა ექნება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმჯობესების
მიმართულებით, რადგან მოსამართლეს ეძლევა დამატებითი ინსტრუმენტი აღკვეთის
მიზნების მისაღწევად პატიმრობის გამოუყენებლად. გადაადგილების შეზღუდვისთვის
დამახასიათებელი შეზღუდვების მიუხედავად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ
პატიმრობასთან შედარებით ის უფრო ნაკლებად ზღუდავს პირის უფლებებს.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
კანონპროექტით დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობები არ ხასიათდება
რაიმე ისეთი ნიშან-თვისებით, სადაც შესაძლებელია არსებობდეს გენდერული
უთანასწორობების შემთხვევები, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნაკლებად სავარაუდოა,
რომ განახლებულ რეგულაციებს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია დიფერენცირებულად
ქალთან და მამაკაცთან მიმართებაში. ასეთი ვარაუდისთვის არავითარი წინაპირობა არ
მოიპოვება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა
სახელმწიფო უწყებების: საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან,
აგრეთვე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის
საბჭოს საქართველოს ოფისის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა
და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან.
კანონპროექტის შემუშავებისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების
მონაწილეობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი,
ბაია კვიციანი.