„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/357, 27.09.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოსს ორგანული კანონის პროექტები: 18. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 19. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 20.„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 21. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 22. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 23.„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და 24. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/357, 27.09.2023) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო
კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 43-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს
მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის
სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების
შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან), პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის
მოქმედების ვადით.
7. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის,
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის
უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების, აგრეთვე,
გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან
მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ვადა ჩაეთვლება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.“;
2. 56-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) შეფარდება;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მერის უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად გადაადგილების
შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით
საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობის ვადით ან
ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში
გასაჩივრების ვადით, შვებულების ვადითა და დროებითი შრომისუუნარობის ვადით, ხოლო
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საარჩევნო
კომისიის მიერ კანდიდატად რეგისტრაციიდან შესაბამისი არჩევნების შედეგების
შეჯამებამდე ვადით.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის,
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) მერს აღუდგება მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის მისი უფლებამოსილების
ვადა, და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მერს, თუ გასულია მისი უფლებამოსილების ვადა, დაკავების, გადაადგილების შეზღუდვის
(რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება მერად მუშაობის
საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ნორმების შესაბამისობაში მოყვანის
აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის და შეჩერების, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და
შეწყვეტის საფუძვლები რეგულირდება ცვლილებებთან საქართველოს ორგანული კანონით
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების
სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18
საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენებაც,
საჭიროებს სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტით
დარეგულირდება
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის და შეჩერების, აგრეთვე მერის უფლებამოსილების
შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან
მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენების შემთხვევაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით
განისაზღვრება,
რომ
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
წევრს
უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით
გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან
მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენების შემთხვევაში.
უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება გადაადგილების შეზღუდვის
მოქმედების ვადით.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გადაადგილების გაუქმების შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის
უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი. ანალოგიურად, აღკვეთის ღონისძიების
სახით
შეფარდებული
გადაადგილების
შეზღუდვის
გაუქმების
შემთხვევაში
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს
უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების, აგრეთვე,
გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან
მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ვადა ჩაეთვლება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.
კანონპროექტით მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლად განისაზღვრება
სასამართლოს მიერ პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების
შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით
საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) შეფარდება. ასეთ შემთხვევებში მერის
უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ვადით.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული
გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან
მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გაუქმების შემთხვევაში
მერს აღუდგება მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის მისი უფლებამოსილების
ვადა, და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე,
თუ გასულია მისი უფლებამოსილების ვადა, გადაადგილების შეზღუდვის ვადა მერს
ჩაეთვლება მერად მუშაობის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებულია „სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან,
ამდენად, მიზანშეწონილია ამ ორი საკანონმდებლო აქტის ნორმების ერთდროულად
ამოქმედება, 2024 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების
საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იმ შემთხვევაში, თუ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის და
შეჩერების, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები
დამოკიდებული იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის
გამოყენებასთან, გასათვალისწინებელი იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
აღკვეთის ღონისძიების სახეებს შორის არსებული გრადაცია. რადგან გადაადგილების
შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით
საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) არის თავისუფლების უფლების
შემზღუდველი ღონისძიება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გამოყენებული იქნეს
არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების ჩანაცვლებისთვის. საპროცესო კოდექსის
თანახმად, უფრო მკაცრი ღონისძიება მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ნაკლებად
მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეუძლებელი იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნების
მიღწევა. ამდენად, აღკვეთის ღონისძიების ეს სახე ვერ ჩაითვლება არასაპატიმრო აღკვეთის
ღონისძიებების ალტერნატივად. რაც შეეხება პატიმრობას, დღეს მოქმედი კანონმდებლობა
ისედაც ითვალისწინებს პატიმრობის დროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის და შეჩერების, აგრეთვე მერის უფლებამოსილების
შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხებს, ამდენად ამ კუთხით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების
რაიმე სახით ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა იმ პირებზე, ვისაც აღკვეთის ღონისძიების სახით
გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან
მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) შეფარდების გამო
შეუჩერდებათ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ან მერის
უფლებამოსილება. გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით აღკვეთის ღონისძიების სახეებს შორის არსებობს გარკვეული გრადაცია და ამ
გრადაციაში გადაადგილების შეზღუდვა სიმძიმით იქნება პატიმრობის შემდეგ მეორე
აღკვეთის ღონისძიება. რადგან გადაადგილების შეზღუდვა არის თავისუფლების უფლების
შემზღუდველი ღონისძიება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გამოყენებული იქნეს
არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების ჩანაცვლებისთვის. საპროცესო კოდექსის
თანახმად, უფრო მკაცრი ღონისძიება მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ნაკლებად
მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეუძლებელი იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნების
მიღწევა. ამდენად, აღკვეთის ღონისძიების ეს სახე ვერ ჩაითვლება არასაპატიმრო აღკვეთის
ღონისძიებების ალტერნატივად. რაც შეეხება პატიმრობას, დღეს მოქმედი კანონმდებლობა
ისედაც ითვალისწინებს პატიმრობის დროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების, აგრეთვე მერის უფლებამოსილების შეჩერების
საკითხებს, ამდენად ამ კუთხით ასეთ თანამდებობის პირთა მდგომარეობაზე ცვლილებას
არსებულისგან განსხვავებული რაიმე სახის გავლენა არ ექნება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
კანონპროექტით დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობები არ ხასიათდება
რაიმე ისეთი ნიშან-თვისებით, სადაც შესაძლებელია არსებობდეს გენდერული
უთანასწორობების შემთხვევები, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნაკლებად სავარაუდოა,
რომ განახლებულ რეგულაციებს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია დიფერენცირებულად
ქალთან და მამაკაცთან მიმართებაში. ასეთი ვარაუდისთვის არავითარი წინაპირობა არ
მოიპოვება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა
სახელმწიფო უწყებების: საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან,
აგრეთვე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის
საბჭოს საქართველოს ოფისის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა
და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან.
კანონპროექტის შემუშავებისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების
მონაწილეობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი,
ბაია კვიციანი.