„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/357, 27.09.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოსს ორგანული კანონის პროექტები: 18. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 19. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 20.„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 21. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 22. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 23.„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და 24. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/357, 27.09.2023) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24,
02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის
პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი
საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს,
მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის
მსჯავრდებულის დაჯარიმების წესსა და პირობებს, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.
ეს კანონი აგრეთვე ადგენს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
გამოყენებული გადაადგილების შეზღუდვის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული
ელექტრონული
ზედამხედველობისა
და
ელექტრონული
მონიტორინგის აღსრულების სამართლებრივ საფუძველს.“;
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ასევე
აღასრულებს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების
შეზღუდვის შესახებ მოსამართლის განჩინებას, აგრეთვე ახორციელებს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ელექტრონულ ზედამხედველობას
და ელექტრონულ მონიტორინგს.“;
3. მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა
პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ
მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით. ამ კანონის მე-5 მუხლის
მე-5 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტი აღსასრულებლად გადაეცემა
პრობაციის ბიუროს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების
შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები რეგულირდება „დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონით, აღნიშნული სააგენტოსთვის ახალი ფუნქციის დამატებაც საჭიროებს
სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის განისაზღვრება სამართლებრივი
საფუძველი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული
გადაადგილების შეზღუდვის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული
ელექტრონული
მონიტორინგისა
და
ელექტრონული
ზედამხედველობის აღსასრულებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია იქნება
ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გადაადგილების
შეზღუდვის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული
ელექტრონული მონიტორინგისა და ელექტრონული ზედამხედველობის აღსრულება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებულია „სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან,
ამდენად, მიზანშეწონილია ამ ორი საკანონმდებლო აქტის ნორმების ერთდროულად
ამოქმედება, 2024 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების
საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის და სსიპ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული მონიტორინგისა და
ელექტრონული
ზედამხედველობის
აღსასრულებლად
შეიძლება
გაზარდოს
თანამშრომელთა
რაოდენობა.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ფუნქციის
შესასრულებლად სააგენტოს დამატებით დასჭირდება 18 თანამშრომლის აყვანა:
ელექტრონული ზედამხედველობის სპეციალისტი - 10 პირი - ხელფასი 1 790 ლარი;
ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის ოპერატორი - 8 პირი - ხელფასი 1 665 ლარი. ასეთ
შემთხვევაში, ახლად დანიშნული თანამშრომლების ანაზღაურებიდან საშემოსავლო
გადასახადის სახით გადახდილი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში და აღნიშნულ
კანონპროექტს ამ მხრივაც შესაძლოა ჰქონდეს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის მიღებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს ბიუჯეტზე.
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
საანგენტოს ბიუჯეტზე გავლენა მოსალოდნელია ხარჯების ზრდის მიმართულებით, რადგან
კანონპროექტით შემოთავაზებული აღკვეთის ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა,
აგრეთვე საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
დამატებითი ღონისძიება - გარკვეულ საათებში გარკვეულ ადგილას ყოფნის ვალდებულება
ან გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა ითვალისწინებს
ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით აღსრულებას. პროექტით ქალთა მიმართ
ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე დამატებითი
ღონისძიების სახით ასევე გათვალისწინებულია მსხვერპლთან, მის საცხოვრებელთან და იმ
ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც ის იმყოფება და ამ მიზნით შესაძლოა
გამოყენებული იქნეს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი. კანონპროექტით
გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს დასჭირდება დამატებით 50
ელექტრონული
მონიტორინგის
და
50
ელექტრონული
ზედამხედველობის
მოწყობილობების შეძენა. ელექტრონული მონიტორინგის ერთი მოწყობილობის
ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 6723 ლარს, ხოლო ელექტრონული
ზედამხედველობის ერთი მოწყობილობის ღირებულება დგს-ს ჩათვლით არის -8975 ლარი.
სულ 100 ერთეული მოწყობილობის შესაძენად საჭირო თანხის ოდენობა შეადგენს 784 900
ლარს.
ამ ეტაპზე სააგენტოს განკარგულებაში არის 561 ერთეული ელექტრონული სამაჯური, 300
ერთეულზე გათვლილი სერვერი და პროგრამა.
კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად სსიპ - დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საანგენტოს
დასჭირდება 18 თანამშრომლის აყვანა: ელექტრონული ზედამხედველობის სპეციალისტი 10 პირი - ხელფასი 1 790 ლარი; ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის ოპერატორი - 8 პირი
- ხელფასი 1 665 ლარი. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო გახდება საშტატო
რიცხოვნობის გაზრდა.
2023 წელს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის საანგენტოს ხარჯი იქნება - 3 000 000 ლარი (გათვალისწინებულია აპარატურის
ღირებულება, სერვერი და სასერვერო უზრუნველყოფა, ავტომანქანების შეძენის ხარჯი,
აქსესუარები, სიმბარათები, ინფრასტრუქტურა); 2024 წელი - 500 000 ლარი
(გათვალისწინებულია ხელფასები, ბენზინი, აქსესუარების 30%, სიმბარათების 30%); 2025 და
მომდევნო წლებში – 1 089 857 ლარი (გათვალიწინებულია ხელფასები +10%, ბენზინი,
აქსესუარები, სიმბარათები, პროგრამული უზრუნველყოფა).
გასათვალისწინებელია,
რომ
2023
წელს,
კანონპროექტით
განსაზღვრული
ღონისძიებისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების ჭრილში სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საანგენტოსთვის დამტკიცებულია 3
000 000 ლარი. შემდეგ წლებშიც (ბდდ დოკუმენტით) განსაზღვრულია აღნიშნული
ასიგნებები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, ვინც ცვლილების შედეგად დასაქმდება
სააგენტოში და მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას. კანონპროექტით გათვალისწინებული
ფუნქციის შესასრულებლად სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის საანგენტოში დამატებით დასაქმდება 18 თანამშრომელი:
ელექტრონული ზედამხედველობის სპეციალისტი - 10 პირი - ხელფასი 1 790 ლარი;
ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის ოპერატორი - 8 პირი - ხელფასი 1 665 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
კანონპროექტით დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობები არ ხასიათდება
რაიმე ისეთი ნიშან-თვისებით, სადაც შესაძლებელია არსებობდეს გენდერული
უთანასწორობების შემთხვევები, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნაკლებად სავარაუდოა,
რომ განახლებულ რეგულაციებს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია დიფერენცირებულად
ქალთან და მამაკაცთან მიმართებაში. ასეთი ვარაუდისთვის არავითარი წინაპირობა არ
მოიპოვება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა
სახელმწიფო უწყებების: საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან,
აგრეთვე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის
საბჭოს საქართველოს ოფისის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა
და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან.
კანონპროექტის შემუშავებისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების
მონაწილეობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი,
ბაია კვიციანი.