„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/357, 27.09.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოსს ორგანული კანონის პროექტები: 18. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 19. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 20.„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 21. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 22. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, 23.„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და 24. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/357, 27.09.2023) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების
სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18
საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენება,
მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ
პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა,
რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში
არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, აგრეთვე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
პარლამენტის წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის
(რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენება. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების
შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ
წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და წინადადებას განიხილავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით
დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად
სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით, პარლამენტის
სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე, აგრეთვე მის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის
განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის
აკრძალვასთან) გამოყენებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში
დაკავებულ, დაპატიმრებულ ან აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის
(რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ქვეშ მყოფ პარლამენტის წევრს დაკავების,
გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან
მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან დაპატიმრების
პერიოდით შეუჩერდება უფლებამოსილება დადგენილებით, პარლამენტის სრული
შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის
ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის
წევრს პარლამენტის დადგენილებით დაკავების, გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების, გადაადგილების
შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით
საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან დაპატიმრების დროის შესაბამისი
კომპენსაცია.
5. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს
გამამტყუნებელი
განაჩენის
საფუძველზე,
რომელიც
შემდგომ
გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პარლამენტის წევრს პარლამენტის
დადგენილებით დაკავების, გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის
განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის
აკრძალვასთან), დაპატიმრების ან/და თავისუფლების აღკვეთის ვადა ჩაეთვლება
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა კომპენსაცია
დაკავების, გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18
საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან), დაპატიმრების
ან/და თავისუფლების აღკვეთის დროის შესაბამისად.“;
2. 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან
დაპატიმრება, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის,
მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ
პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან
დაპატიმრებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს, აგრეთვე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პარლამენტის წევრის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღეღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის
აკრძალვასთან) გამოყენება. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება
პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების
საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის
ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს
პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ
გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში
საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი
წესით.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე, აგრეთვე
მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის
შემთხვევაში მას პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების
გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“;
3. 1811 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა,
დაკავება ან დაპატიმრება, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების
შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით
საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენება, მისი საცხოვრებელი ან
სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის
თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას,
დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, აგრეთვე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
პარლამენტის წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის
(რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენება. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების
შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ
წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის
უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის
შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში
საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი
წესით.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე,
აგრეთვე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის
შემთხვევაში მას პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების
გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი
რეგლამენტის პროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
ნორმების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების
აუცილებლობა
იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემასთან დაკავშირებული საკითხი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან ერთად
დარეგულირებულია ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის
წევრის მიმართ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც
დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი
ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენების რეგლამენტაციაც საჭიროებს სწორედ ამ
საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები
რეგლამენტის პროექტით დარეგულირდება საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღეღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის
აკრძალვასთან) გამოყენების საკითხი.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი
რეგლამენტის პროექტით განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღეღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის
აკრძალვასთან) გამოყენების წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება
რეგლამენტის პროექტი შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებულია „სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან, ამდენად, მიზანშეწონილია ამ ორი საკანონმდებლო აქტის ნორმების
ერთდროულად ამოქმედება, 2024 წლის 1 იანვრიდან.
რეგლამენტის პროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის
მინიჭების საკითხი.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტისდაჩქარებული წესით
განხილვას)
რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან სახსრების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა
ასეთი არ არსებობს
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება
რეგლამენტის პროექტს არ ექნება გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გენდერული
თანასწორობის
ბ2)
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
მდგომარეობაზე
რეგლამენტის
პროექტის
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
კანონპროექტით დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობები არ ხასიათდება
რაიმე ისეთი ნიშან-თვისებით, სადაც შესაძლებელია არსებობდეს გენდერული
უთანასწორობების შემთხვევები, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნაკლებად სავარაუდოა,
რომ განახლებულ რეგულაციებს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია დიფერენცირებულად
ქალთან და მამაკაცთან მიმართებაში. ასეთი ვარაუდისთვის არავითარი წინაპირობა არ
მოიპოვება.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
რეგლემანტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა
სახელმწიფო უწყებების: საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან,
აგრეთვე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის
საბჭოს საქართველოს ოფისის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა
და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან.
კანონპროექტის შემუშავებისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების
მონაწილეობით.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი,
ბაია კვიციანი.