„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.07.2024
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/407/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლებსა და პირობებს. 2. ამ კანონის მიზანია გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბიოლოგიური ნიმუში − ადამიანის ან გვამის ქსოვილის ან ორგანოს ნაწილი ან/და ორგანიზმის გამონაყოფი/სითხე, რომლის უჯრედები შეიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ); ბ) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება − საექსპერტო ტექნოლოგიის გზით, ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა; გ) გენეტიკური პროფილი − დნმ-ის გენეტიკური ანალიზის შედეგად მიღებული, კომპიუტერულად დამუშავებული უნიკალური და მუდმივი მონაცემი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას; დ) დნმ-ის მონაცემთა ბაზა − საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შექმნილი მონაცემთა ბაზა, რომელშიც ინახება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი; ე) ბიურო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; ვ) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუხლი 3. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები 1. სავალდებულოა ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. 3. დასაშვებია ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ამ პირის ბიოლოგიური ნიმუშის აღებასა და გენეტიკური პროფილის განსაზღვრას უზრუნველყოფს სამინისტრო ან ბიურო. ამ პირთა გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადა და ბაზიდან მისი წაშლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 4. ბიოლოგიური ნიმუშის აღება 1. ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება აქვს: ა) ბიუროს უფლებამოსილ თანამშრომელს; ბ) სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელს; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) უფლებამოსილ თანამშრომელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი არის ბიუროში/სამინისტროში დასაქმებული ექსპერტი ან ბიუროს/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გადამზადებული სხვა თანამშრომელი. 3. გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ბიოლოგიურ ნიმუშს, მისი აღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს ან ბიუროს. 4. ბიოლოგიური ნიმუშის აღების, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ მსჯავრდებულთა სამინისტროში ან ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 5. უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს ბიოლოგიური ნიმუშის აღების ოქმს, რომელშიც აისახება: ა) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი); ბ) ბიოლოგიური ნიმუშის აღების თარიღი; გ) ბიოლოგიური ნიმუშის აღების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; დ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირის თანხმობა ბიოლოგიური ნიმუშის აღებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ოქმის შედგენისთვის აუცილებელი სხვა რეკვიზიტები. მუხლი 5. ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღება 1. თუ აღებული ბიოლოგიური ნიმუში არ აღმოჩნდა საკმარისი ან/და მისგან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა შეუძლებელია, ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. თუ პირის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღება არ ხორციელდება. მუხლი 6. დნმ-ის მონაცემთა ბაზის დამუშავების ძირითადი წესები 1. გენეტიკური პროფილის განსაზღვრასა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მის რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ბიურო და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. 2. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში დაცული გენეტიკური პროფილის შესახებ ინფორმაცია აისახება სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში, რომელზეც ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღების თავიდან აცილების მიზნით, წვდომის უფლება აქვთ საგამოძიებო ორგანოების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს. 3. გენეტიკური პროფილის სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პირობების საფუძველზე, თუ შემოსულია კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ. 4. დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის მიზნით დასაშვებია სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა. 5. ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, მონაცემთა დამუშავებისა და გაცვლის, მათ შორის, გენეტიკური პროფილის შენახვის ვადის ათვლის წესი, აგრეთვე, „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 7. ბიოლოგიური ნიმუშისა და გენეტიკური პროფილის შენახვისა და განადგურების წესი 1. ბიოლოგიური ნიმუში ნადგურდება გენეტიკური პროფილის შექმნისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბიოლოგიური ნიმუში აღებულია საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად და წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას. მტკიცებულების შენახვის/განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღებაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. 2. გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით: ა) მსჯავრდებულის: ა.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − 75 წლით; ა.ბ) მძიმე დანაშაულისთვის − 50 წლით; ა.გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; ა.დ) დანაშაულის რეციდივისთვის − 75 წლით; ბ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის: ბ.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; ბ.ბ) მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 10 წლით; ბ.გ) დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის − 75 წლით. 3. ბრალდებული პირის გენეტიკური პროფილი აისახება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში და პირის მსჯავრდების შემთხვევაში ინახება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადით. 4. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის გენეტიკური პროფილი იშლება საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. 5. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გენეტიკური პროფილი ინახება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადით. 6. პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი გენეტიკური პროფილი ინახება გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით, თუ გენეტიკური პროფილის შენახვის ამ კანონით დადგენილი ვადა არ არის გასული. 7. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში გენეტიკური პროფილის შენახვის ვადა აითვლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. მუხლი 8. გარდამავალი დებულებები 1. ამ კანონის ამოქმედებამდე ბიუროს მიერ განსაზღვრული გენეტიკური პროფილები ინახება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, კანონის ამოქმედებიდან 10 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება პირის მოთხოვნის საფუძველზე. 2. 2025 წლის 1 იანვრამდე ბიურომ უზრუნველყოს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. 3. 2025 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, მონაცემთა დამუშავებისა და გაცვლის, მათ შორის, გენეტიკური პროფილის შენახვის ვადის ათვლის წესის დამტკიცება, აგრეთვე, „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების განსაზღვრა. სამინისტრო საქართველოს მთავრობისთვის წესის წარდგენას უზრუნველყოფს ბიუროსთან შეთანხმებით. 4. 2027 წლის 1 იანვრამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს 2025 წლის 1 იანვრისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სამინისტროსთვის/ბიუროსთვის მათი გადაცემა. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომლის მიმართ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ან პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის, აგრეთვე, ჯარიმის აღსრულება 2025 წლის 1 იანვრამდე დაიწყო. მუხლი 9. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება უპირველესად განპირობებულია დანაშაულის გახსნისა და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით. განვითარების თანამედროვე ეტაპზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა მეტწილად დამოკიდებულია ტექნიკური საშუალებების გამოყენებაზე. აპრობირებულ საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს დნმ-ის ნიმუშის პროფილირება და დნმ-ის მონაცემთა ბაზის მეშვეობით მისი შემდგომი დამუშავება, რაც ხელს უწყობს დამნაშავე პირთა დროულ იდენტიფიკაციას. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ საქმიანობაში ერთ-ერთ ქმედით ინსტრუმენტს წარმოადგენს ბიოლოგიური ნიმუშებისგან გენეტიკური პროფილის შექმნა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამოძიების ადრეულ ეტაპზე. კერძოდ, ადამიანის ორგანიზმიდან ან დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშის (მაგალითად: სისხლი, თმა) ანალიზის შედეგად მიღებული გენეტიკური პროფილის მეშვეობით, რომელიც არის უნიკალური, შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში დაცულ გენეტიკურ პროფილთან შედარების გზით. საგულისხმოა, რომ ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა გენეტიკური პროფილების შენახვის აუცილებლობა განპირობებულია დასახელებული სუბიექტებისგან მომდინარე საფრთხით, რაც მათ მიერ ქმედების ხელახლა ჩადენის შემთხვევაში გაადვილებს პირის იდენტიფიკაციას. გარდა ამისა, დნმ-ის მონაცემთა ბაზის დანერგვა შესაძლებელს ხდის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დნმ-ს მონაცემთა ბაზაში დაცული გენეტიკური პროფილების ქვეყნებს შორის გაცვლას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის, ასევე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციისთვის. აღსანიშნავია, რომ დნმ-ის მონაცემის შენახვის ვალდებულებას განსაზღვრავს „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ 2007 წლის ევროპის საბჭოს კონვენციაც, რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2015 წლის პირველ იანვარს. 1 აღნიშნული კონვენციის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი 37-ე მუხლის დანაშაულების დევნის პირველი პუნქტის პრევენციისა და მათთან მიზნით, თითოეული განხორციელების მიხედვით, კონვენციით დაკავშირებით მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა პირად მონაცემთა დაცვის შესახებ არსებული ნორმების და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი წესებისა და 1 https://matsne.gov.ge/ka/document/view/2684715?publication=0 გარანტიების დაცვით, უზრუნველყოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა ვინაობასთან და გენეტიკურ პროფილთან (დნმ) დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და შენახვა. შესაბამისად, ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის გაზიარებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ შემუშავდა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციის შექმნას და ამ გზით საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელია არსებობდეს სამართლებრივი რეგულაციები, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფორმირებისთვის შეიქმნება საკანონმდებლო ჩარჩო. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ − ბიურო) ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლები და პირობები. კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა. წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლი განმარტავს ცალკეულ ტერმინებს, მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას, რომელიც გულისხმობს საექსპერტო ტექნოლოგიის გზით, ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრას. ამავე მუხლით განიმარტება, ბიოლოგიური ნიმუშის, გენეტიკური პროფილის ტერმინები. წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები, კერძოდ, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. წარმოდგენილი კანონის პროექტით განსაზღვრულია ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვების უფლებამოსილების მქონე სუბიექტები. კერძოდ, ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნება ბიუროს, სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) უფლებამოსილ თანამშრომელს. ამასთან, უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა იყოს ბიუროში/სამინისტროში დასაქმებული ექსპერტი ან ბიუროს/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომ – აკადემია) მიერ გადამზადებული სხვა თანამშრომელი. წარმოდგენილი პროექტით, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ბიოლოგიურ ნიმუშს, მისი აღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გაუგზავნის სამინისტროს ან ბიუროს. ამასთან, ბიოლოგიური ნიმუშის აღების, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ მსჯავრდებულთა სამინისტროში ან ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ბიოლოგიური ნიმუშის აღებისას უფლებამოსილი თანამშრომელი შეადგენს ოქმს. წარმოდგენილი კანონის პროექტით, თუ პირის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებული იქნება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით მოპოვება არ განხორციელდება. ამასთან, თუ აღებული ბიოლოგიური ნიმუში არ აღმოჩნდება საკმარისი ან/და მისგან შეუძლებელი იქნება გენეტიკური პროფილის განსაზღვრა, ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღება განხორციელდება წარმოდგენილი კანონის პროექტით დადგენილი წესით. კანონის პროექტით დგინდება დნმ-ის მონაცემთა ბაზის დამუშავების ძირითადი წესები. კერძოდ, გენეტიკური პროფილის შექმნასა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მის რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ბიურო და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დნმ-ის მონაცემთა ბაზაში დაცული გენეტიკური პროფილის შესახებ ინფორმაცია აისახება სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში, რომელზეც ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღების თავიდან აცილების მიზნით, წვდომის უფლება ექნებათ საგამოძიებო ორგანოების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება გენეტიკური პროფილის როგორც სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, ასევე სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და საქართველოს დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა. წარმოდგენილი კანონის პროექტით განისაზღვრება ბიოლოგიური ნიმუშისა და გენეტიკური პროფილის შენახვისა და განადგურების წესი. საგულისხმოა, რომ ბიოლოგიური ნიმუში განადგურდება გენეტიკური პროფილის შექმნისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბიოლოგიური ნიმუში აღებული იქნება საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად და წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას. მტკიცებულების შენახვისა/განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. კანონპროექტი ბლანკეტურად არ განსაზღვრავს გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებს, პროექტის თანახმად, დასახელებული სავალდებულო ვადები პროფილირებას დიფერენცირებული დაქვემდებარებული პირის იქნება ბიოლოგიური მიერ ჩადენილი ნიმუშის დანაშაულის კატეგორიებისა და პირის ასაკის მიხედვით. ამასთან, დგინდება, რომ პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი გენეტიკური პროფილი შეინახება გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით, თუ გენეტიკური პროფილის შენახვის წარმოდგენილი კანონის პროექტით დადგენილი ვადა არ იქნება გასული. გარდა ამისა, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში გენეტიკური პროფილის შენახვის ვადა აითვლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოების მიერ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამის 2 1.3.1. ქვეთავით გათვალისწინებულია, რომ მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით მოპოვების მიზნით, განვითარდება საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობები − ლაბორატორიები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, ცალკეული საექსპერტო მიმართულებებით გაფართოვდება აკრედიტაციის სფერო. საქართველოს პარლამენტს წარედგინება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საჭიროა დნმ-ის ბანკის შექმნისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი კანონის პროექტი შესაბამისობაშია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: 2 https://www.gov.ge/files/68_87148_962637_355331.pdf; გვ. 17−19. კანონი, გარდა კანონის პირველი − მე-7 მუხლებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი − მე-7 მუხლების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების აღსრულებისთვის აუცილებელია, ბიურომ უზრუნველყოს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, ხოლო საქართველოს მთავრობამ მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რისთვისაც აუცილებელია გარკვეული პერიოდი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, აგრეთვე, ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ცალკეული ხარჯები კანონპროექტის მე-9 მუხლის ამოქმედების წელს დაფინანსდება დონორი ორგანიზაციის მიერ დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოში შეიქნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა. აღნიშნული ბაზის ფორმირებასა და ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ბიურო, რისთვისაც 2025 წლის 1 იანვრამდე ბიურო უზრუნველყოფს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის საჭირო ორგანიზაციულტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას. დასახელებული ღონისძიებები მოიცავს ბაზის ფორმირებისთვის აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ადამიანურ რესურსს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ბიურო შესაბამისი მიმართვის საფუძველზე უკვე ახორციელებს გენეტიკური პროფილის განსაზღვრას, ბიუროს აქვს ანალიზის ჩასატარებლად საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა, ამასთან, გააჩნია შესაბამისი ადამიანური რესურსი. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ხარჯებს ბიურო დაფარავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან, ასევე, საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. წარმოდგენილი კანონის პროექტით, სავალდებულო იქნება ცალკეულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება, რისთვისაც აუცილებელია ამ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის აღება და მისი ანალიზის შემდეგ გენეტიკური პასუხისმგებელ პროფილის უწყებებად განსაზღვრა. განისაზღვრებიან კანონპროექტის ბიურო და თანახმად, სამინისტრო. აღნიშნულზე აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების საერთო ხარჯი 100 000 ბიოლოგიურ ნიმუშზე შეადგენს 13 121 790.11 ლარს, რაც დაფინანსდება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბიოლოგიური ნიმუშის ყოველწლიური რაოდენობა დამოკიდებული იქნება თითოეულ წელს იმ ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა რაოდენობაზე, რომელთა გენეტიკური პროფილები არ იქნება რეგისტრირებული დნმ-ის მონაცემთა ბაზაში და რომლებიც განაცხადებენ თანხმობას ბიოლოგიური ნიმუშის აღებაზე. წარმოდგენილი კანონის პროექტით, ბიოლოგიური ნიმუშის აღებას განახორციელებენ ბიუროს, სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლები. ამასთან, უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა იყოს ბიუროში/სამინისტროში დასაქმებული ექსპერტი ან ბიუროს/აკადემიის მიერ გადამზადებული თანამშრომელი. წარმოდგენილ პირთათვის შრომის ანაზღაურებას გაიღებს ზემოაღნიშნული სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ბიოლოგიური ნიმუშის აღებას. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებული სახელმწიფო დაწესებულებები ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფენ არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ არის დაგეგმილი. ამ პირთა შრომის ანაზღაურება დაფინანსდება დასახელებული უწყებებისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება დაფინანსდება ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან და დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. ამასთან, ის პირები, რომლებიც წარმოდგენილი კანონის პროექტის ამოქმედების შემდეგ განახორციელებენ ბიოლოგიური ნიმუშის აღებას, გადამზადდებიან ბიუროს/აკადემიის მიერ. საგულისხმოა, რომ თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის აუცილებელი ფინანსური ხარჯების უზრუნველყოფა მოხდება დონორი ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წელს გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან, აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში, შესაბამისად, დასახელებული ხარჯები არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას. ბიოლოგიური ნიმუშის აღებისთვის აუცილებელია სპეციალური ხელსაწყო. წარმოდგენილი პროექტით ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკურ პროფილს განსაზღვრავს ბიურო და სამინისტრო, შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობის მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი იქნება დასახელებული ხელსაწყოების, შესაბამისი აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შეძენა. საგულისხმოა, რომ ერთი ცალი სპეციალური ხელსაწყოს ღირებულება საშუალოდ შეადგენს 10 ლარს. კანონის პროექტის აღსრულების საწყის ეტაპზე, კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, 100 000 ბიოლოგიური ნიმუშის აღების მიზნით მოხდება შესაბამისი რაოდენობის სპეციალური ხელსაწყოს შესყიდვა. გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროსთვის შესაბამისი ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების გადმოცემას მიმდინარე წელს უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაცია აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში, ხოლო სამინისტრო ბიოლოგიური ნიმუშის აღების მიზნით გარკვეული რაოდენობის ხელსაწყოს გადასცემს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. შესაბამისად, დასახელებული ხარჯები არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას. წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ბიოლოგიური ნიმუშის აღების, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფენ და აღსრულების მსჯავრდებულთა ეროვნული სამინისტროში ან ბიურო, ბიუროში კომპეტენციის ფარგლებში, წარდგენის ხელშეწყობას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უფლებამოსილებას მოცემული სუბიექტები განახორციელებენ არსებული ტექნიკური საშუალებებით და ადამიანური რესურსის გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება ამ უწყებებისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, კანონის აღსრულებისთვის აუცილებელია ცალკეული სამართლებრივი აქტების მიღება, კერძოდ, ბიუროსთან შეთანხმებით, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, მონაცემთა დამუშავებისა და გაცვლის, მათ შორის, გენეტიკური პროფილის შენახვის ვადის ათვლის, წესის დამტკიცებას, აგრეთვე ამ კანონის აღსრულებისთვის სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების განსაზღვრას. აღნიშნული დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსაჯვრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი პროექტი გავლენას მოახდენს იმ არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსაჯვრდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაექვემდებარებიან ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვან ბრალდებულ/მსაჯვრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. კერძოდ, უზრუნველყოფს დანაშაულის გახსნასა და მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, აგრეთვე, დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირის მცირე დროში იდენტიფიკაციით დაცული იქნება პოტენციური მსხვერპლი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტით, სხვა სუბიექტთა გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებთან შედარებით, არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა გენეტიკური პროფილის შენახვისთვის დგინდება მცირე ვადები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს დასახელებული არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა პროექტი ითვალისწინებს მათი უფლებების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს, კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვის მცირე ვადებს. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ 2007 წლის ევროპის საბჭოს კონვენციის გათვალისწინებული 37-ე დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნის მუხლის პირველი პრევენციისა განხორციელების პუნქტის მიხედვით და მათთან მიზნით, თითოეული კონვენციით დაკავშირებით მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა პირად მონაცემთა დაცვის შესახებ არსებული ნორმების და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი წესებისა და გარანტიების დაცვით, უზრუნველყოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა ვინაობასთან და გენეტიკურ პროფილთან (დნმ) დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და შენახვა. აღნიშნული კონვენცია საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2015 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას დაექვემდებარებიან მსჯავრდებულები, მათ შორის სექსუალური დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი, კანონის პროექტი შესაბამისობაშია „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ 2007 წლის ევროპის საბჭოს კონვენციასთან და უზრუნველყოფს საქართველოს მიერ ნაკისრი, ამ კონვენციის 37ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: წარმოდგენილი კანონის პროექტით, საქართველოში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბაზა, სადაც თავსდება დნმ-ის მონაცემები. წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ცალკეული ქვეყნის კანონმდებლობა.  ლატვია 3 ლატვიაში დანაშაულის გამოვლენისა და დნმ-ის მონაცემების სხვა სახელმწიფოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაცვლის რეგულირების მიზნით შექმნილია დნმ-ის ეროვნული მონაცემთა ბაზა. დნმ-ის ეროვნული მონაცემთა ბაზის ტექნიკური რესურსის მფლობელია ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ამ ბაზის საინფორმაციო რესურსების − სახელმწიფო პოლიციის კრიმინალისტიკის დეპარტამენტი. სუბიექტთა წრე დნმ-ის ეროვნული მონაცემთა ბაზაში ინახება შემდეგი პირების გენეტიკური პროფილები:  ეჭვმიტანილი  ბრალდებული  მსჯავრდებული  ამოუცნობი ცხედრები  უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირები გენეტიკური პროფილის მოპოვება ბიოლოგიური მასალის მოპოვებას და დნმ-ის ეროვნული მონაცემთა ბაზაში ასახვის მიზნით მონაცემების სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტისთვის მიწოდებას უზრუნველყოფენ:  საგამოძიებო დაწესებულებები  ციხის ადმინისტრაცია  პროკურატურა  სასამართლო  სამედიცინო დაწესებულებები შენახვის ვადა 3 https://likumi.lv/ta/id/90819-dns-nacionalas-datu-bazes-izveidosanas-un-izmantosanas-likums დნმ-ის ეროვნულ მონაცემთა ბაზაში გენეტიკური პროფილები და პირების შესახებ ინფორმაცია ინახება შემდეგი წესით:  თუ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა პირის მიმართ მარეაბილიტირებელ საფუძველზე, ან იმავე საფუძვლით გაუქმდა გადაწყვეტილება პირის ეჭვმიტანილად ან ბრალდებულად ცნობის შესახებ, ამ იმავე საფუძვლით პირის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი - მონაცემები იშლება გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;  თუ სისხლის სამართალწარმოება შეწყდა არამარეაბილიტირებელ საფუძველზე, მონაცემები ინახება 75 წლის განმავლობაში;  ამოუცნობი ცხედრებისა და დაკარგული პირების შესახებ მონაცემები ინახება 75 წლის განმავლობაში, ან გვამების/პირების იდენტიფიცირებამდე.  ბიოლოგიური კვალის შესახებ მონაცემები ინახება 75 წლის განმავლობაში ან ბიოლოგიური კვალის იდენტიფიცირებამდე. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გენეტიკური პროფილები და შესაბამისი ინფორმაცია ნადგურდება.  საფრანგეთი 4 გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაუდგენელი პირების იდენტიფიცირების მიზნით, საქმის გამოძიების საჭიროების ფარგლებში, ნებადართულია დნმ-ის მონაცემების შეგროვება და მათი შედარება დაცულ ნიმუშებთან. დნმ-ის მონაცემების სავალდებულო პროფილირებას ექვემდებარებიან:  პირები, რომლებიც ცნობილნი არიან დამნაშავედ ცალკეული კატეგორიის დანაშაულისთვის;  პირები, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩაიდინეს ცალკეული დანაშაულები;  პირები, რომელთა მიმართაც ცალკეულ დანაშაულებზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ. დნმ-ის მონაცემთა შენახვის ვადები დნმ-ის მონაცემების შენახვის ვადები დამოკიდებულია: • სამართალდარღვევის სიმძიმეზე (მსუბუქი, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი); • პირის სტატუსზე (გასამართლებული, ეჭვმიტანილი, არაიდენტიფიცირებული); • ასაკზე (სრულწლოვანი/არასრულწლოვანი). დნმ-ის მონაცემები ინახება: 5  მსჯავრდებულის − 25 წლიდან 40 წლამდე, ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით (არასრულწლოვანი − 15 წლიდან 25 წლამდე).  ცალკეული დანაშაულებისთვის ბრალდებულის − 15 წლიდან 25 წლამდე, ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით (არასრულწლოვანი − 10 წლიდან 15 წლამდე).  არაიდენტიფიცირებული პირების − 25 წლიდან 40 წლამდე. 4 5 https://codes.droit.org/PDF/Code%20de%20proc%C3%A9dure%20p%C3%A9nale.pdf https://www.service-public.fr/particuliers/vosdroits/F34834  გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტებზე წარმოებული საქმის ფარგლებში მოპოვებული, არაიდენტიფიცირებული გვამების, დაკარგული პირების და მათი ახლობლების − იდენტიფიცირებამდე ან 40 წლით.  გაერთიანებული სამეფო6 დნმ-ის ნიმუშის აღება სავალდებულოა დაკავებულის, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისაგან იმ დანაშაულისთვის, რომელიც იწვევს ნასამართლობას. დნმ-ის ნიმუშის შენახვის ვადები დნმ-ის ნიმუში ნადგურდება დნმ-ის პროფილის შექმნისთანავე ან დნმ-ის ნიმუშის აღებიდან 6 თვის განმავლობაში. გენეტიკური პროფილის მონაცემების შენახვა დამოკიდებულია პირის სამართლებრივ სტატუსზე. კერძოდ, მონაცემები ინახება:  3 წლით − სერიოზული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული პირის დნმ, რომლის მსჯავრდება არ მომხდარა.  3 წლით − სერიოზული დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული პირის დნმ, რომლის მსჯავრდება არ მომხდარა, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს ბიომეტრიული მონაცემების კომისარი. აღნიშნული 3 წლიანი ვადა სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გაიზარდოს 2 წლით, რომლის გასაჩივრების უფლებაც აქვს პირს.  2 წლით − კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების დროს.  უვადოდ − მსჯავრდებულის (თუ დანაშაული იწვევს ნასამართლობას); არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში შენახვის ვადები დამოკიდებულია დანაშაულისა და შეფარდებული სასჯელის სიმძიმეზე (მაგ.: 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემთხვევაში ინახება სასჯელის მოხდის ვადიდან 5 წლის ვადით. 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში მასალები ინახება უვადოდ). თუ პირი წარადგენს მყარ და საფუძვლიან მტკიცებულებებს, შესაძლებელია მოხდეს დნმ-ის პროფილის წაშლა მისი შენახვის პერიოდის ლიმიტის ამოწურვამდე (თუმცა, პირი არ უნდა იყოს წარსულში მსჯავრდებული, დნმ მოპოვებული არ უნდა იყოს მძიმე დანაშაულის საფუძველზე). ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 6 https://www.legislation.gov.uk/ukpga/2012/9/part/1/chapter/1