„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“
- „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ (07-2/407; 05/07/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა,
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;“.
2. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:
„ლ) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს
უფლებამოსილების განხორციელება;
კანონით
გათვალისწინებული
მ) ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნით შექმნილ დაქტილოსკოპიურ მონაცემთა
გამოთხოვა და დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში ინტეგრირება.“.
3. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31.დასაქმებული პირი, სამინისტროს სისტემაში მისაღები ყველა კანდიდატი, სტაჟიორი,
პრაქტიკანტი ექვემდებარება სავალდებულო დაქტილოსკოპირებას. დაქტილოსკოპიური
მონაცემების აღებისა და მათი შენახვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
4. 59-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს სისტემაში დისციპლინური გადაცდომის სახეები, დისციპლინური წარმოების
წესი, აგრეთვე, სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის
შეფარდებისა და მისი მოხსნის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2.
2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს
დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური
ღონისძიებების განხორციელება და ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებულ დაქტილოსკოპიურ
მონაცემთა შესაბამის ბაზაში ასახვა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებას და მისი
მომზადება განპირობებულია „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომლის შესაბამისადაც დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის
გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით
საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ − ბიურო) ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის
მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი.
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, გენეტიკური
პროფილის განსაზღვრასა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში მის რეგისტრაციას უზრუნველყოფენ
ბიურო
და
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
(შემდგომ
−
სამინისტრო)
უფლებამოსილი ორგანო.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და
გამოძიებისა, აგრეთვე დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის ერთ-ერთ ქმედით
საშუალებას
აგრეთვე
წარმოადგენს
დაქტილოსკოპირება.
ეროვნულ
დონეზე
მოქმედი
კანონმდებლობა ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს, სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნით, ანიჭებს
დაქტილოსკოპიური მონაცემების შექმნის უფლებამოსილებას. ბაზის შექმნა კი ხელს შეუწყობს
დაქტილოსკოპიური
კოორდინირებულ
მონაცემების
მართვას,
ერთ
თუმცა,
სივრცეში
მოქმედი
სისტემატიზაციას
კანონმდებლობა
არ
და
მონაცემების
ითვალისწინებს
საკანონმდებლო საფუძველს, რომლითაც დარეგულირდება დაქტილოსკოპიურ მონაცემთა
ბაზის შექმნისა და მისი ფუნქციონირების საკითხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის აღსრულების უზრუნველყოფისთვის ხორციელდება თანმდევი
ცვლილება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რისთვისაც შემუშავდა წინამდებარე
კანონპროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის, აგრეთვე,
დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით აუცილებელია ცვლილება შევიდეს
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება
მოყვანილი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, ამასთან,
შეიქმნება დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნის საკანონმდებლო საფუძველი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის
მე-2 პუნქტს ემატება „ო1“ ქვეპუნქტი და განისაზღვრება, რომ პოლიციის ფუნქციას მიეკუთვნება
დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
წარმოდგენილი
კანონის
პროექტით
ცვლილება
აგრეთვე
შედის
„პოლიციის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-17 მუხლში, რომლის პირველ პუნქტს ემატება „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, პოლიციის უფლებამოსილებებს მიეკუთვნება „დნმ-ის
მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების
განხორციელება,
დაქტილოსკოპიურ
აგრეთვე,
ბიომეტრიული
მონაცემთა
გამოთხოვა
პასპორტის
და
გაცემის
დაქტილოსკოპიურ
მიზნით
შექმნილ
მონაცემთა
ბაზაში
ინტეგრირება.
წარმოდგენილი პროექტით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლს ემატება 31
პუნქტი, რომლის თანახმად, დასაქმებული პირი, სამინისტროს სისტემაში მისაღები ყველა
კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი დაექვემდებარება სავალდებულო დაქტილოსკოპირებას.
ამასთან, დასახლებული დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისა და მათი შენახვის წესი
განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
იმის გათვალისწინებით, რომ არსებული პრაქტიკით სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის
დისციპლინური სახდელთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი, წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება საკანონმდებლო ჩანაწერი და
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრება, რომ
სამინისტროს სისტემაში დისციპლინური გადაცდომის სახეები, დისციპლინური წარმოების
წესი, აგრეთვე, სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის
შეფარდებისა და მისი მოხსნის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს,
რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები,
კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრამდე სამინისტრო უზრუნველყოფს დაქტილოსკოპიურ მონაცემთა
ბაზის შექმნისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებასა და
ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებულ დაქტილოსკოპიურ მონაცემთა შესაბამის ბაზაში ასახვას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025
წლის 1 იანვარი, რადგან „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, ამისა, კანონპროექტის მიღებით გამოწვეული
ცალკეული ხარჯები კანონპროექტის მე-3 მუხლის ამოქმედების წელს დაფინანსდება დონორი
ორგანიზაციის მიერ დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის გაცემული მიზნობრივი ფულადი
სახსრებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილებებს მიეკუთვნება
„დნმ-ის
მონაცემთა
ბაზის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების განხორციელება. დასახელებული კანონის პროექტით, სავალდებულო
იქნება ცალკეულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება, რისთვისაც აუცილებელია ამ
პირთა ბიოლოგიური ნიმუშის აღება და მისი ანალიზის შემდეგად გენეტიკური პროფილის
განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების საერთო ხარჯი 100 000
ბიოლოგიურ ნიმუშზე შეადგენს 13 121 790.11 ლარს, რაც დაფინანსდება შესაბამისი წლის
სახელმწიფო ბიუჯეტით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების
ფარგლებში.
ამასთან,
ბიოლოგიური
ნიმუშის
აღებისთვის
აუცილებელია
სპეციალური
ხელსაწყო.
შესაბამისად, აუცილებელი იქნება დასახელებული ხელსაწყოების, შესაბამისი აღჭურვილობისა
და ინსტრუმენტების შეძენა. საგულისხმოა, რომ ერთი ცალი სპეციალური ხელსაწყოს
ღირებულება საშუალოდ შეადგენს 10 ლარს. კანონის პროექტის აღსრულების საწყის ეტაპზე,
კერძოდ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, 100 000 ბიოლოგიური ნიმუშის
აღების მიზნით მოხდება შესაბამისი რაოდენობის სპეციალური ხელსაწყოს შესყიდვა.
გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროსთვის შესაბამისი ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და
ინსტრუმენტების გადმოცემას მიმდინარე წელს უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაცია
აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში,
შესაბამისად, დასახელებული ხარჯები არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ასიგნებების გამოყოფას.
გარდა ამისა, „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად,
ბიოლოგიური ნიმუშის აღებას განახორციელებს, მათ შორის, სამინისტროს უფლებამოსილი
თანამშრომელი. თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურებას გაიღებს სამინისტრო მიმდინარე
სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, რაც დამატებითი
ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. ამასთან, ის პირები, რომლებიც წარმოდგენილი
კანონის პროექტის ამოქმედების შემდეგ განახორციელებენ ბიოლოგიური ნიმუშის აღებას,
გადამზადდებიან ბიუროს/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ.
საგულისხმოა,
რომ
ექსპერტთა
გადამზადებისა
და
კვალიფიკაციის
ამაღლებისთვის
აუცილებელი ფინანსური ხარჯების უზრუნველყოფა მოხდება დონორი ორგანიზაციის მიერ
გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან, აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ფულადი
სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში, შესაბამისად, დასახელებული ხარჯები არ
საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა
დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნისთვის
საჭირო
ორგანიზაციულ-ტექნიკური
ამოქმედებამდე
მოპოვებულ
ღონისძიებების
დაქტილოსკოპიურ
განხორციელება
მონაცემთა
შესაბამის
და
კანონის
ბაზაში
ასახვა.
გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი
წარმოდგენილი უფლებამოსილების შესრულებას უზრუნველყოფს არსებული ადამიანური
რესურსის გამოყენებით და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ არის დაგეგმილი.
აღნიშნული
ვალდებულების
შესრულებისთვის
აუცილებელი
ხარჯების,
მათ
შორის,
თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, დაფინანსება აგრეთვე განხორციელდება სამინისტროს
ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.