„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“
- „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ (07-2/407; 05/07/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24,
02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. სააგენტო ახორციელებს „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.“.
2. 73 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 მუხლი:
„მუხლი 74. მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის აღება
1. სავალდებულოა მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის აღება, „დნმ-ის მონაცემთა ბაზის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
3. ბიოლოგიური ნიმუშის აღების, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის
მონაცემთა
ბაზაში
რეგისტრაციის
მიზნით,
სააგენტო,
კომპეტენციის
ფარგლებში,
უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულებზე, რომელთა
გენეტიკური პროფილიც რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.“.
მუხლი 2.
ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომლის მიმართ არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების ან პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის აღსრულება ამ
კანონის ამოქმედებამდე დაიწყო.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებას და მისი
მომზადება განპირობებულია „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომლის შესაბამისადაც დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის
გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით
საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ – ბიურო) ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის
მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი.
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ
სავალდებულოა, მათ შორის, იმ მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება,
რომლებიც არ ხვდებიან პენიტენციურ სისტემაში. პროექტის თანახმად, დასახელებულ პირთა
ბიოლოგიური ნიმუშის აღების, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა
ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და აღსრულების
ეროვნული
ბიურო,
კომპეტენციის
ფარგლებში,
უზრუნველყოფენ
მსჯავრდებულთა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომ − სამინისტრო) ან ბიუროში
წარდგენის ხელშეწყობას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის (შემდგომ − სააგენტო) აღნიშნული
უფლებამოსილების
განსაზღვრის
მიზნით
შემუშავდა
„დანაშაულის
პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის
უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილება შევიდეს „დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების
წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „დნმის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს ემატება 101
პუნქტი, რომლის მიხედვითაც სააგენტო განახორციელებს „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონის პროექტით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 74
მუხლი, რომლითაც განისაზღვრება მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის აღება. კერძოდ,
სავალდებულო
იქნება
მსჯავრდებულის
ბიოლოგიური
ნიმუშის
აღება,
რასაც
უზრუნველყოფს სამინისტრო ან ბიურო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით. ხოლო, ბიოლოგიური ნიმუშის აღების, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში,
უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სამინისტროში ან ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას,
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. წარმოდგენილი წესი არ გავრცელდება იმ
პირებზე, რომელთა გენეტიკური პროფილიც რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ
გავრცელდება მსჯავრდებულზე, რომლის მიმართ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ან
პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის აღსრულება ამ კანონის ამოქმედებამდე
დაიწყო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან „დნმ-ის
მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების
თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ბიუროს საბიუჯეტო
ასიგნებათა ფარგლებში, ასევე, ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან. ამასთან, კანონპროექტის
მიღებით გამოწვეული ცალკეული ხარჯები კანონპროექტის მე-3 მუხლის ამოქმედების წელს
დაფინანსდება დონორი ორგანიზაციის მიერ დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის
გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, მსჯავრდებულებისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება
სავალდებულო იქნება, ხოლო ბიოლოგიური ნიმუშის აღების, გენეტიკური პროფილის
განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სააგენტო, კომპეტენციის
ფარგლებში, უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სამინისტროში ან ბიუროში წარდგენის
ხელშეწყობას.
აღნიშნული
ვალდებულების
შესრულებას
სააგენტო
უზრუნველყოფს
არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ
არის დაგეგმილი, ხოლო ამ პირთა შრომის ანაზღაურება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან
სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ამასთან, მსჯავრდებულებისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას და მისგან გენეტიკური
პროფილის განსაზღვრას უზრუნველყოფს ბიუროს ან სამინისტროს უფლებამოსილი
თანამშრომელი. გასათვალისწინებელია, რომ ბიურო და სამინისტრო ბიოლოგიური ნიმუშის
აღებას უზრუნველყოფენ არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით და
თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური
ნიმუშის პროფილირების საერთო ხარჯი 100 000 ბიოლოგიურ ნიმუშზე შეადგენს 13 121 790.11
ლარს, აღნიშნული ხარჯი, მათ შორის, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, დაფინანსდება
მიმდინარე სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების
ფარგლებში, ხოლო ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება დაფინანსდება ბიუროს
საკუთარი შემოსავლებიდან.
ბიოლოგიური ნიმუშის აღების განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა
იყოს
ბიუროში/სამინისტროში
დასაქმებული
ექსპერტი
ან
ბიუროს/სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გადამზადებული თანამშრომელი.
საგულისხმოა, რომ თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის
აუცილებელი ფინანსური ხარჯების უზრუნველყოფა მოხდება დონორი ორგანიზაციის მიერ
მიმდინარე წელს გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან, აღნიშნული მიზნით
გამოყოფილი ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში, შესაბამისად,
დასახელებული ხარჯები არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების
გამოყოფას.
ბიოლოგიური ნიმუშის აღებისთვის აუცილებელია სპეციალური ხელსაწყო. წარმოდგენილი
პროექტით ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკურ პროფილს განსაზღვრავს ბიურო და
სამინისტრო, შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობის მეშვეობით. აღნიშნულიდან,
გამომდინარე
აუცილებელი
იქნება
დასახელებული
ხელსაწყოების,
შესაბამისი
აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შეძენა. საგულისხმოა, რომ ერთი ცალი სპეციალური
ხელსაწყოს ღირებულება საშუალოდ შეადგენს 10 ლარს. კანონის პროექტის აღსრულების
საწყის ეტაპზე, კერძოდ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, 100 000
ბიოლოგიური ნიმუშის აღების მიზნით მოხდება შესაბამისი რაოდენობის სპეციალური
ხელსაწყოს
შესყიდვა.
გასათვალისწინებელია,
რომ
სამინისტროსთვის
შესაბამისი
ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების გადმოცემას მიმდინარე წელს
უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაცია აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ფულადი
სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში, შესაბამისად, დასახელებული ხარჯები არ
საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
თანახმად,
სავალდებულო
იქნება,
მათ
შორის,
იმ
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება, რომლებიც არ
ხვდებიან პენიტენციურ სისტემაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტი
გავლენას მოახდენს იმ არასრულწლოვან მსაჯვრდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე,
რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაექვემდებარებიან ბიოლოგიური ნიმუშის
სავალდებულო პროფილირებას.
აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვან მსაჯვრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება
ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. კერძოდ, უზრუნველყოფს დანაშაულის გახსნასა
და მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, აგრეთვე, დანაშაულის განმეორებით ჩადენის
შემთხვევაში პირის მცირე დროში იდენტიფიკაციით დაცული იქნება პოტენციური
მსხვერპლი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას. საგულისხმოა,
რომ „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, სხვა სუბიექტთა
გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებთან შედარებით, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა
გენეტიკური პროფილის შენახვისთვის დგინდება მცირე ვადები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს
დასახელებული არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტი
ითვალისწინებს
მათი
უფლებების
დაცვის
მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს, კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვის მცირე
ვადებს.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
არ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.