„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.07.2024
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/407/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი: „მუხლი 341. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის აღება სავალდებულოა არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის აღება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებას და მისი მომზადება განპირობებულია „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის შესაბამისადაც დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ − ბიურო) ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი. „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ სავალდებულო იქნება, მათ შორის, არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხორციელდება თანმდევი ცვლილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რისთვისაც შემუშავდა წინამდებარე კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის მიზნით აუცილებელია ცვლილება შევიდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს ემატება 341 მუხლი, რომლის მიხედვით, სავალდებულო იქნება არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის აღება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ცალკეული ხარჯები კანონპროექტის მე-2 მუხლის ამოქმედების წელს დაფინანსდება დონორი ორგანიზაციის მიერ დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტით, არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას სავალდებულო იქნება ბიოლოგიური ნიმუშის აღება. საგულისხმოა, რომ „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, აღნიშნულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დასაქმებული პირი. გასათვალისწინებელია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფს არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ არის დაგეგმილი, ხოლო ამ პირთა შრომის ანაზღაურება დაფინანსდება სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბიოლოგიური ნიმუშის აღებას განახორციელებს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გადამზადებული თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის აუცილებელი ფინანსური ხარჯების უზრუნველყოფა მოხდება დონორი ორგანიზაციის მიერ, მიმდინარე წელს გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან, აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში, შესაბამისად, დასახელებული ხარჯები არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას. ამასთან, თუ არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული არ არის საპატიმრო ღონისძიება, ბიოლოგიური ნიმუშის აღებას განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს/სამინისტროს ექსპერტი, რაც განხორციელდება შესაბამისი უწყებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. გარდა ამისა, ბიოლოგიური ნიმუშის აღებისთვის აუცილებელია სპეციალური ხელსაწყო. საგულისხმოა, რომ ერთი ცალი სპეციალური ხელსაწყოს ღირებულება საშუალოდ შეადგენს 10 ლარს. კანონის პროექტის აღსრულების საწყის ეტაპზე, კერძოდ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, 100 000 ბიოლოგიური ნიმუშის აღების მიზნით მოხდება შესაბამისი რაოდენობის სპეციალური ხელსაწყოს შესყიდვა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შესაბამისი ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების გადმოცემას მიმდინარე წელს უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაცია აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეული რაოდენობის სპეციალურ ხელსაწყოებს საჭიროებისამებრ გადასცემს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. შესაბამისად, დასახელებული ხარჯები არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება, არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსაჯვრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტი გავლენას მოახდენს იმ არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსაჯვრდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაექვემდებარებიან ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვან ბრალდებულ/მსაჯვრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. კერძოდ, უზრუნველყოფს დანაშაულის გახსნასა და მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, აგრეთვე, დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირის მცირე დროში იდენტიფიკაციით დაცული იქნება პოტენციური მსხვერპლი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას. საგულისხმოა, რომ „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, სხვა სუბიექტთა გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებთან შედარებით, არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა გენეტიკური პროფილის შენახვისთვის დგინდება მცირე ვადები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს დასახელებული არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს მათი უფლებების დაცვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს, კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვის მცირე ვადებს. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.