„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.07.2024
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/407/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 12.11.2008, მუხ. 206) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის მიზნით ბიურო უზრუნველყოფს დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებას და მისი მომზადება განპირობებულია „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის შესაბამისადაც დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ – ბიურო) ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დნმ-ის მონაცემთა ბაზის არსებობა ხელს შეუწყობს სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარებას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებები ხელმისაწვდომია ბიოლოგიური ნიმუშის სახით, გამოძიების ადრეულ ეტაპზევე შესაძლებელია დამნაშავე პირთა დროული იდენტიფიკაცია. გარდა ამისა, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ბაზაში არსებული მონაცემების გამოყენება ხელს უწყობს დამნაშავეთა სწრაფ იდენტიფიცირებას და იცავს მომავალ პოტენციურ მსხვერპლებს. ამასთან, დნმ-ის მონაცემები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ასევე დაკარგული პირის და ამოუცნობი გვამის იდენტიფიკაციისას. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების აღსრულების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია თანმდევი ცვლილება შევიდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში, რისთვისაც შემუშავდა წინამდებარე კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილება შევიდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს ემატება ახალი 33 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის მიზნით ბიურო უზრუნველყოფს დნმ-ის მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ბიუროს საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, ასევე, ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით საქართველოში შეიქნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა. აღნიშნული ბაზის ფორმირებასა და ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ბიურო, რისთვისაც 2025 წლის 1 იანვრამდე ბიურო უზრუნველყოფს დნმ-ის მონაცემთა ბაზის განხორციელებას. შექმნისთვის დასახელებული საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები მოიცავს ბაზის ღონისძიებების ფორმირებისთვის აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ადამიანური რესურსს. საგულისხმოა, რომ ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების საერთო ხარჯი 100 000 ბიოლოგიურ ნიმუშზე შეადგენს 13 121 790.11 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ბიურო შესაბამისი მიმართვის საფუძველზე უკვე ახორციელებს გენეტიკური პროფილის განსაზღვრას, ბიუროს აქვს ანალიზის ჩასატარებლად საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა, ამასთან, გააჩნია შესაბამისი ადამიანური რესურსი. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ხარჯებს, მათ შორის, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ხარჯებს, ბიურო დაფარავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან, ასევე საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნება, მათ შორის, ბიუროს უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელთათვისაც შრომის ანაზღაურებას ბიურო გაიღებს საკუთარი შემოსავლებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. თანასწორობის გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. საქართველოს კანონპროექტის მიღება ორმხრივ არ და მრავალმხრივ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.