„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“
- „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ (07-2/407; 05/07/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 128-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„2. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება, საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება, მათ
შორის, ბიოლოგიური ნიმუშის აღება და გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში
შენახვა, სავალდებულოა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებას და მისი
მომზადება განპირობებულია „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომლის შესაბამისადაც დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის
გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით
საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ – ბიურო) ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის
მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი.
საგულისხმოა, რომ ქვეყანაში დნმ-ის მონაცემთა ბაზის არსებობა ხელს უწყობს სწრაფი და
ეფექტური გამოძიების ჩატარებას. ამასთან, დნმ-ის მონაცემები გადამწყვეტ როლს ასრულებენ
დაკარგული პირის და ამოუცნობი გვამის იდენტიფიკაციისას. ამასთან, დნმ-ის მონაცემებით
ისეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია, როდესაც დაკარგული პირის
ბიოლოგიური ნიმუშის აღება ვერ ხორციელდება. კერძოდ, დაკარგული პირის ოჯახის
წევრების დნმ-ის ნიმუშების გამოყენებით დადგინდება ნათესაური კავშირი დაკარგულ
პირთან ან ამოუცნობ გვამთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახებოდეს
ამოუცნობი გვამის გენეტიკური პროფილი, რისთვისაც აუცილებელია აღებულ იქნეს მისი
ბიოლოგიური ნიმუში. აღნიშნულის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია, თანმდევი
ცვლილება შევიდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რა მიზნითაც
შემუშავდა წინამდებარე კანონპროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ამოუცნობი გვამის ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და გენეტიკური პროფილის დნმ-ის
მონაცემთა ბაზაში შენახვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება შევიდეს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით ამოუცნობი გვამის გენეტიკური პროფილი შეინახება დნმ-ის
მონაცემთა ბაზაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ცვლილების თანახმად,
სავალდებულო იქნება არა მხოლოდ ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო
კვლევისათვის ნიმუშის აღება, არამედ, ბიოლოგიური ნიმუშის აღება და გენეტიკური
პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვაც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან „დნმ-ის
მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების
თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ბიუროს საბიუჯეტო
ასიგნებათა ფარგლებში, აგრეთვე, ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან. გარდა ამისა,
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ცალკეული ხარჯები კანონპროექტის მე-2 მუხლის
ამოქმედების წელს დაფინანსდება დონორი ორგანიზაციის მიერ დნმ-ის მონაცემთა ბაზის
შექმნისთვის გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ამოუცნობი გვამის
ბიოლოგიური ნიმუშის აღება და გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვა.
ამოუცნობი გვამის ბიოლოგიური ნიმუშის აღებას და მისგან გენეტიკური პროფილის
განსაზღვრას უზრუნველყოფს ბიუროს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი თანამშრომელი. გასათვალისწინებელია, რომ ბიურო და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოუცნობი გვამის ბიოლოგიური ნიმუშის აღებას
უზრუნველყოფენ არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით და თანამშრომელთა
რაოდენობის ზრდა არ არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური ნიმუშის
პროფილირების საერთო ხარჯი 100 000 ბიოლოგიურ ნიმუშზე შეადგენს 13 121 790.11 ლარს,
აღნიშნული ხარჯი, მათ შორის, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, დაფინანსდება
მიმდინარე სახელმწიფოს ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო ბიუროს თანამშრომელთა შრომის
ანაზღაურება დაფინანსდება ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან და დამატებითი ფინანსური
სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს.
ამასთან, საგულისხმოა, რომ ბიოლოგიური ნიმუშის აღებას განახორციელებს უფლებამოსილი
თანამშრომელი,
რომელიც
უნდა
იყოს
ბიუროში/საქართველოს
შინაგან
საქმეთა
ბიუროს/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გადამზადებული
თანამშრომელი. საგულისხმოა, რომ თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის
ამაღლებისთვის აუცილებელი ფინანსური ხარჯების უზრუნველყოფა მოხდება დონორი
ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წელს გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან,
აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში,
შესაბამისად, დასახელებული ხარჯები არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ასიგნებების გამოყოფას.
გარდა ამისა, ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრას ბიურო და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უზრუნველყოფენ შესაბამისი ლაბორატორიული
აღჭურვილობის მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი იქნება შესაბამისი
აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შეძენა. საგულისხმოა, რომ ერთი ცალი სპეციალური
ხელსაწყოს ღირებულება საშუალოდ შეადგენს 10 ლარს. კანონის პროექტის აღსრულების
საწყის ეტაპზე, კერძოდ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, 100 000
ბიოლოგიური ნიმუშის აღების მიზნით მოხდება შესაბამისი რაოდენობის სპეციალური
ხელსაწყოს შესყიდვა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთვის შესაბამისი ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების
გადმოცემას მიმდინარე წელს უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაცია აღნიშნული მიზნით
გამოყოფილი ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ბიურო გამოძიების ფარგლებში, შესაბამისი
მიმართვის საფუძველზე უკვე ახორციელებს გენეტიკური პროფილის განსაზღვრას, მას
გააჩნია ანალიზის ჩასატარებლად საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა. შესაბამისად,
ზემოაღნიშნულ ხარჯებს ბიურო დაფარავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
მიზნობრივი სახსრებიდან, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.