„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“
- „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ (07-2/407; 05/07/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პენიტენციურ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.102169) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილების განხორციელება;“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:
„მუხლი 431. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის აღება
1.
პენიტენციური
დაწესებულება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პენიტენციურ
დაწესებულებაში მიღებისას უზრუნველყოფს მისი ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის
მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუში, მისი აღებიდან არა უგვიანეს
მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ბიუროს, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის
მიზნით.
3. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე,
რომლის გენეტიკური პროფილიც რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.“.
მუხლი 2
2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა
უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გენეტიკური
პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთვის მათი გადაცემა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებას და მისი
მომზადება განპირობებულია „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომლის შესაბამისადაც დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის
გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით
საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ − ბიურო) ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის
მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი.
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ
სავალდებულო იქნება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის
პროფილირება.
საგულისხმოა,
დაწესებულებაში
მიღებისას
რომ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პენიტენციური
დაწესებულება
პენიტენციურ
უზრუნველყოფს
მისი
ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
ხორციელდება
თანმდევი
ცვლილება
პენიტენციურ კოდექსში, რისთვისაც შემუშავდა წინამდებარე კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის მიზნით
აუცილებელია ცვლილება შევიდეს პენიტენციურ კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, პენიტენციური კოდექსი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „დნმის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, პენიტენციური კოდექსის მე-10 მუხლს ემატება „ი1“
ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური
სამსახური (შემდგომ – სპეციალური პენიტენციური სამსახური) განახორციელებს „დნმ-ის
მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.
ამასთან, პენიტენციურ კოდექსს ემატება ახალი 431 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება
ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება. კერძოდ, სპეციალური
პენიტენციური
დაწესებულება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პენიტენციურ
დაწესებულებაში მიღებისას უზრუნველყოფს მისი ბიოლოგიური ნიმუშის აღებას, რომელიც
მისი აღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გაეგზავნება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და
დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. წარმოდგენილი წესი არ გავრცელდება იმ
პირებზე, რომელთა გენეტიკური პროფილიც რეგისტრირებული იქნება დნმ-ის მონაცემთა
ბაზაში.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია გარდამავალი
დებულებები, რომლის მიხედვით 2027 წლის 1 იანვრამდე სპეციალური პენიტენციური
სამსახური უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშების
აღებასა და გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში
რეგისტრაციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ბიუროსთვის მათ გადაცემას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან „დნმ-ის
მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების
თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, კანონპროექტის
მიღებით გამოწვეული ცალკეული ხარჯები კანონპროექტის მე-3 მუხლის ამოქმედების წელს
დაფინანსდება დონორი ორგანიზაციის მიერ დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისთვის
გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტით,
დაწესებულებაში
მიღებისას
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სავალდებულო
იქნება
ბიოლოგიური
პენიტენციურ
ნიმუშის
აღება.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფს
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დასაქმებული პირი. გასათვალისწინებელია, რომ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფს
არსებული ადამიანური რესურსის გამოყენებით და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა არ
არის დაგეგმილი, ხოლო ამ პირთა შრომის ანაზღაურება დაფინანსდება სპეციალური
პენიტენციური
სამსახურისთვის
შესაბამისი
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტით
გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
ამასთან, საგულისხმოა, რომ ბიოლოგიური ნიმუშის აღებას განახორციელებს უფლებამოსილი
თანამშრომელი, რომელიც უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს/სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიის მიერ გადამზადებული თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ
თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის აუცილებელი
ფინანსური ხარჯების უზრუნველყოფა მოხდება დონორი ორგანიზაციის მიერ, მიმდინარე
წელს გაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრებიდან, აღნიშნული მიზნით გამოყოფილი
ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში, შესაბამისად, დასახელებული
ხარჯები არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას.
გარდა ამისა, ბიოლოგიური ნიმუშის აღებისთვის აუცილებელია სპეციალური ხელსაწყო.
საგულისხმოა, რომ ერთი ცალი სპეციალური ხელსაწყოს ღირებულება საშუალოდ შეადგენს
10 ლარს. კანონის პროექტის აღსრულების საწყის ეტაპზე, კერძოდ კანონის ამოქმედებიდან
ორი წლის განმავლობაში, 100 000 ბიოლოგიური ნიმუშის აღების მიზნით მოხდება შესაბამისი
რაოდენობის სპეციალური ხელსაწყოს შესყიდვა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსთვის
შესაბამისი
ხელსაწყოების,
აღჭურვილობისა
და
ინსტრუმენტების გადმოცემას მიმდინარე წელს უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაცია
აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების (507 974.75 აშშ დოლარი) ფარგლებში,
ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეული რაოდენობის სპეციალურ
ხელსაწყოებს
საჭიროებისამებრ
გადასცემს
სპეციალურ
პენიტენციურ
სამსახურს.
შესაბამისად, დასახელებული ხარჯები არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ასიგნებების გამოყოფას.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
თანახმად,
სავალდებულო
იქნება,
მათ
შორის,
არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსაჯვრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
წარმოდგენილი
პროექტი
გავლენას
მოახდენს
იმ
არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსაჯვრდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაექვემდებარებიან ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო
პროფილირებას.
აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვან ბრალდებულ/მსაჯვრდებულთა ბიოლოგიური ნიმუშის
პროფილირება ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. კერძოდ, უზრუნველყოფს
დანაშაულის გახსნასა და მის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, აგრეთვე, დანაშაულის
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირის მცირე დროში იდენტიფიკაციით დაცული იქნება
პოტენციური მსხვერპლი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას.
საგულისხმოა, რომ „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, სხვა
სუბიექტთა გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებთან შედარებით, არასრულწლოვან
ბრალდებულ/მსჯავრდებულთა გენეტიკური პროფილის შენახვისთვის დგინდება მცირე
ვადები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს
დასახელებული არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტი
ითვალისწინებს
მათი
უფლებების
დაცვის
მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს, კერძოდ, გენეტიკური პროფილის შენახვის მცირე
ვადებს.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
თანასწორობის
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.