„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2024
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/411/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-9 პუნქტები: „6. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭებამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც სამსახურებრივსაშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურებას ახორციელებს შესაბამისი მოწმობის გაცემით ან სამსახურებრივ მოწმობაში სპეციალური აღნიშვნის შეტანით, ვალდებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) საშუალებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულება უფლებამოსილია ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. 7. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემით, სააგენტო ვალდებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. სააგენტო უფლებამოსილია ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. 8. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება ხორციელდება სახელმწიფო დაწესებულების მიერ შესაბამისი მოწმობის გაცემით ან სამსახურებრივ მოწმობაში სპეციალური აღნიშვნის შეტანით, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესი განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების სამართლებრივი აქტით. 9. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემით, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება ვალდებულია სამხედრო-საბრძოლო იარაღის მოსამსახურისათვის გადაცემამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. ამ მუხლის უფლებამოსილია ერთიანი მოსამსახურის პირველი პუნქტით საინფორმაციო ჯანმრთელობის გათვალისწინებული ბაზის მდგომარეობის საშუალებით საქართველოს დაწესებულება განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. 22. ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების წესი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ნორმატიული აქტით.“. 3. მე-19 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, (მფლობელობაში) გასროლისათვის;“; როცა ეს არსებული საბრძოლო მასალა რეგისტრირებული განკუთვნილია ან მათ საკუთრებაში აღრიცხული იარაღიდან ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება აქვს ამ კანონის 161 მუხლით განსაზღვრულ პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირს.“; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში კონკრეტული სახის/ტიპის იარაღის ან იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენის მიზნით, პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა.“. 4. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-43 პუნქტები: „41. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად, თუ აღნიშნული ნებართვა უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ კონკრეტული სახის/ტიპის იარაღს ან იდენტური მარკისა და მოდელის ან გარკვეული რაოდენობის იარაღს, პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა. 42. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის უფლება აქვს ამ კანონის 161 მუხლით განსაზღვრულ პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირს. 43. საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების რაოდენობა/მოცულობა და ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დასაშვებია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის ფარგლებში, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 5. 27-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ზ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ3) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა არ წარადგინა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით ან 24-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა;“; ბ) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ: ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი; ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 22 . ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას; ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-64 პუნქტები: „61. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მოქმედების პერიოდი 1 წელია. 62. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით, აგრეთვე, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. 63. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია. 64. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, წარმოების, ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემთა მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 6. 271 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 272 მუხლი: „მუხლი 272. ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერება დამუშავების წესი 1. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ და „დ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მიღების შემთხვევაში ლიცენზიას ან/და იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას ავტომატურად შეუჩერდება იურიდიული ძალა. ამასთან, ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადით უნარჩუნდება იარაღის ამ მუხლით განსაზღვრული წესით განკარგვის უფლება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 48 საათის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვალდებულია ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. 3. ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე გამოცხადებით, რა დროსაც მოხდება იარაღის ჩამორთმევა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი პირს განუსაზღვრავს 30 დღის ვადას ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისთვის ან/და იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვისთვის. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი დაუშვას საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე იარაღის ჩამორთმევის მიზნით. პირის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოიყენოს იძულების ღონისძიებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის არდაშვება წარმოადგენს შესაბამისი ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების საფუძველს. 6. თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან 30 დღის ვადაში არ უზრუნველყოფს ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ან/და „დ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრას ან/და იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვას, ლიცენზია (ნებართვა) უქმდება, ხოლო ჩამორთმეული იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნულ ვადაში ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, მას აღუდგება შესაბამისი ლიცენზია (ნებართვა) და დაუბრუნდება ჩამორთმეული იარაღი. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე პირისთვის შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 7. 28-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ამ კანონის 272 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა კარგავს იურიდიულ ძალას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ახორციელებს იარაღის ჩამორთმევას. ჩამორთმეული იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.“. 8. 352 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 352. შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია და იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი იარაღის რეგისტრაცია“. მუხლი 2 1. 2025 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელ იმ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) გადამოწმება და სათანადო საფუძვლის არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის შესაბამისი ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება, რომლებმაც აღნიშნული ლიცენზია (ნებართვა) 2025 წლის 1 იანვრამდე მოიპოვეს. 2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს: ა) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, წარმოების, ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემთა მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის განსაზღვრა; ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვებული მონაცემების შესახებ შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ანდა იარაღის დაბრუნების წესის განსაზღვრა. გ) საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების რაოდენობის/მოცულობის და ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა, რომელთა საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დასაშვებია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის ფარგლებში. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელისათვის შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ანდა იარაღის დაბრუნების წესის განსაზღვრა; ბ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელმა შესაბამისმა ორგანომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური და პროგრამული ღონისძიებების განხორციელება; ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვებული მონაცემების შესახებ შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ანდა იარაღის დაბრუნების წესის განსაზღვრა; გ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი პროექტის მომზადება განპირობებულია დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით. იარაღი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იარაღთან კონტაქტში მყოფი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისი. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების კუთხით არსებული მექანიზმები, მაგალითად როგორიც არის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს პოტენციური რისკების გამორიცხვას. კერძოდ, შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მოცემული ინფორმაცია არაზუსტი ან არასრული იყოს. ასევე, პირს ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა შეიძლება წარმოეშვას „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მიღების შემდეგ. ასეთი პირი საფრთხეს წარმოადგენს როგორც საკუთარი, ასევე, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. არსებული მდგომარეობით, შესაბამისი ორგანოების მიერ შეუძლებელია ასეთ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და საჭირო რეაგირების განხორციელება. ანალოგიურად, გამოწვევას წარმოადგენს პირისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭების, სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადაცემის და ასეთი უფლების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საკითხი, რაც ასევე მომეტებული საფრთხის მატარებელია. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემისთვის/ფლობისთვის, სამსახურებრივ-საშტატო მინიჭებისთვის/ფლობისთვის ასევე, განსაკუთრებით საყურადღებოა იარაღის სამხედრო-საბრძოლო პირის ფსიქიკური ტარების უფლების იარაღის გადაცემისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინფორმაცია პირის ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადების შესახებ. სწორედ აღნიშნული ფაქტორები ზრდის პირის მიერ იარაღის არასათანადოდ გამოყენებისა და პოტენციურად დანაშაულის ჩადენის რისკებს. ამ კუთხით, პრობლემას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის არარსებობა. ამგვარი ბაზის არარსებობის პირობებში შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისამებრ არ აქვთ წვდომა პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადების შესახებ მონაცემებზე. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად აბრკოლებს შესაბამისი ორგანოების მიერ გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას ისეთი სერვისების განხორციელებისას, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, აგრეთვე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გაცემა. ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით იქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). წინამდებარე კანონპროექტით კი განისაზღვრება დასახელებულ ბაზაზე წვდომის საფუძვლები და შესაბამის ორგანოთა მიერ განსახორციელებელი შემდგომი რეაგირების მექანიზმები. წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს ხელი არ მიუწვდებოდეს იარაღზე. ამასთან, ზემოხსენებულ გამოწვევებთან ერთად, არსებობს იარაღის ბრუნვის კონტროლთან დაკავშირებით პრაქტიკაში გამოვლენილი სხვა ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობა. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში პირი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა. საყურადღებოა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს იდენტური მარკისა და მოდელის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის საქართველოში შემოტანის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს თანხმობის მოპოვების ვალდებულებას. აღნიშნული რეგულირების არარსებობის პირობებში იქმნება საქართველოს მოქალაქის მიერ იდენტური მარკისა და მოდელის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის საქართველოში შემოტანის შემდეგ მისთვის შესაბამისი იარაღის შეძენაზე უარის თქმის შესაძლებლობა. შესაბამისად, კანონპროექტით საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის წარდგენის ვალდებულება ასევე გავრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სახის/ტიპის იარაღის ან იდენტური მარკისა და მოდელის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის საქართველოში შემოტანის შემთხვევაზეც, რათა შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს თანხმობის არარსებობა დადგინდეს იარაღის საქართველოში შემოტანის ეტაპზევე. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის თანახმად, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დასაშვებია ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის მიერ საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შესაძლებლობას. ფიზიკური პირის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნის პირადი მოხმარების მიზნით გადამუხტვასთან დაკავშირებული პროცედურების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირს ენიჭება აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლებამოსილება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემამდე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭებამდე და სამხედროსაბრძოლო იარაღის გადაცემამდე, ასეთი ლიცენზიის (ნებართვის) და უფლების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთიან საინფორმაციო ბაზაში გადამოწმებისა და შესაბამისი უწყებების მიერ შემდგომი რეაგირების მექანიზმების გამოყენებისთვის საჭიროა არსებობდეს სამართლებრივი რეგულაციები. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისათვის აუცილებელია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელი და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამცემი შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვონ ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. აგრეთვე, შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი იქნებიან ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელონ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ ორგანოს განესაზღვრება ვალდებულება, ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. აგრეთვე, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით შემოწმების ვალდებულება ასევე განისაზღვრება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭებისა და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადაცემის პროცესშიც. კერძოდ, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭებამდე შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება ვალდებული იქნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. ამასთან, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. იმ შემთხვევაში, როდესაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მერ შესაბამისი ნებართვის გაცემით, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვების ვალდებულება და შემდგომი გადამოწმების უფლებამოსილება განესაზღვრება სააგენტოს. დასახელებული უზრუნველყოფს ერთიან საინფორმაციო ბაზაზე წვდომის მხოლოდ შესაბამისი დაწესებულებებისთვის განსაზღვრას. სამხედრო-საბრძოლო იარაღთან მიმართებით შესაბამისი დაწესებულებისთვის განისაზღვრება სამხედრო-საბრძოლო იარაღის მოსამსახურისათვის გადაცემამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვების ვალდებულება. აგრეთვე, შესაბამისი დაწესებულება უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ზემოაღნიშნული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. კანონპროექტით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ინერგება ახალი ინსტიტუტი ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ინსტიტუტი დაკავშირებული იქნება ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ფსიქიკურად, ასევე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებასთან. კერძოდ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ და „დ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების წარმოშობის შესახებ მონაცემების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მიღების შემთხვევაში ლიცენზიას ან/და იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას ავტომატურად შეუჩერდება იურიდიული ძალა. ნებართვის მფლობელს 30 დღის ვადით შეუნარჩუნდება იარაღის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განკარგვის უფლება. აღსანიშნავია, რომ ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიმართ იმოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია. კანონპროექტით რეგულირდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შეჩერების პროცედურა. კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 48 საათის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვალდებული იქნება ნებართვის შეჩერების თაობაზე შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოცხადდება იარაღის ნებართვის მფლობელის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე და ნებართვის მფლობელს შეატყობინებს ნებართვის შეჩერების თაობაზე. ნებართვის შეჩერების თაობაზე შეტყობინებასთან ერთად უფლებამოსილი პირი მოახდენს იარაღის ჩამორთმევას. შესაბამისად, იარაღის ჩამორთმევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ საფუძვლებს ემატება ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების დროს იარაღის ჩამორთმევის შემთხვევა. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი დაუშვას საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე იარაღის ჩამორთმევის მიზნით. პირის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოიყენოს იძულების ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე იარაღის ჩამოსართმევად არ დაუშვებს, პირს შესაბამისი ნებართვა გაუუქმდება. კანონპროექტით ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს განესაზღვრება ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეტყობინების მომენტიდან 30 დღიანი ვადა, რათა უზრუნველყოს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა ან/და იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვა. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა შესაძლებელია გულისხმობდეს ერთიან საინფორმაციო ბაზაში პირის შესახებ შესაბამისი მონაცემების რედაქტირებას, წაშლას და სხვა. თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეტყობინების მომენტიდან 30 დღის ვადაში არ უზრუნველყოფს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, მას ლიცენზია (ნებართვა) გაუუქმდება. ხოლო აღნიშნულ ვადაში ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისას მას აღუდგება შესაბამისი ლიცენზია (ნებართვა) და დაუბრუნდება ჩამორთმეული იარაღი. საყურადღებოა, რომ 2025 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელ იმ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში გადამოწმებასა და სათანადო საფუძვლის არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის შესაბამისი ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებას, რომლებმაც აღნიშნული ლიცენზია (ნებართვა) 2025 წლის 1 იანვრამდე მოიპოვეს. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, წარმოების, ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემთა მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევისა და იარაღის დაბრუნების წესი განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების სამართლებრივი აქტით. ხოლო, სამხედრო-საბრძოლო იარაღთან მიმართებით ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების წესი განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ნორმატიული აქტით. ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელისათვის შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევისა და იარაღის დაბრუნების წესი განისაზღვრება ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. ამასთან, იდენტური საქართველოში მარკისა შემოტანისა დაკავშირებული და და ხარვეზების მოდელის შეძენის ან გარკვეული ნებართვების აღმოფხვრის რაოდენობის იარაღის მოპოვების პროცედურასთან უზრუნველსაყოფად კანონპროექტით გათვალისწინებულია პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში კონკრეტული სახის/ტიპის იარაღის ან იდენტური მარკისა და მოდელის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობის წარდგენის ვალდებულება. საყურადღებოა, რომ ზემოხსენებული ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სახის/ტიპის იარაღის ან იდენტური მარკისა და მოდელის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის საქართველოში შემოტანის მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს თანხმობის წარუდგენლობა გახდება შესაბამისი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. ფიზიკური პირის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნის პირადი მოხმარების მიზნით გადამუხტვასთან დაკავშირებული პროცედურების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, კანონპროექტით პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირს ენიჭება აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლებამოსილება. ამასთან, დგინდება, რომ საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების მოცულობა და ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დასაშვებია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის ფარგლებში, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ასევე, კანონპროექტით ზუსტდება, რომ პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან აღნიშნულ ვადამდე აუცილებელია, შესაბამისამ უწყებებმა განახორციელონ კანონის სრულად ასამოქმედებლად საჭირო მთელი რიგი ღონისძიებები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით დგინდება პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შესაძლებლობა. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე არის 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) ან ერთ ერთეულ საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტზე (ჭურვი, მასრა, კაფსულა)/ 1 გრამ მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებაზე (დენთი) – 0,1 ლარი. ამასთან, პაკეტით განისაზღვრება შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი 8 ლარის ოდენობით. თითოეული გაცემული ნებართვისთვის გადახდილი მოსაკრებელი (8 ლარი) ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, თუმცა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამისი პირების მიერ ნებართვის აღების ყოველწლიურ მაჩვენებელზე. კანონპროექტის თანახმად, თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან 30 დღის ვადაში არ უზრუნველყოფს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრას ან/და იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვას, ლიცენზია (ნებართვა) უქმდება, ხოლო ჩამორთმეული იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში. რადგანაც ჩამორთმეული იარაღი სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა, დასაშვები იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მისი აუქციონის წესით რეალიზაცია. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აღნიშნულის გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული საკუთრებაში იქნება კანონპროექტით მიქცეული იარაღების გათვალისწინებული რაოდენობაზე, ასევე წესით სახელმწიფოს კონკრეტული იარაღის ღირებულებაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული მექანიზმების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები დაიფარება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსის ფარგლებში. კანონპროექტით გათვალისწინებული ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამასთან, ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა არ იქნება დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, რადგან აღნიშნული განხორციელდება დასახელებულ უწყებებში დასაქმებული შესაბამისი IT სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების დახმარებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს შესაბამისი ნებართვის მაძიებელი პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირს ენიჭება აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის უფლებამოსილება, რისთვისაც წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საფასური და სანებართვო მოსაკრებელი. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული სახის/ტიპის იარაღის ან იდენტური მარკისა და მოდელის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის საქართველოში შემოტანის მსურველი პირების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს თანხმობის მოპოვების ვალდებულება გავლენას არ მოახდენს შესაბამისი პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან თანხმობის მოპოვებისთვის არ არის გათვალისწინებული შესაბამისი საფასური ან მოსაკრებელი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირს ენიჭება აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის უფლებამოსილება, რისთვისაც წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საფასური და სანებართვო მოსაკრებელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.