„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2024
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/411/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 18 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;“. 2. მე-6 მუხლის „მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ2) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) ან ერთ ერთეულ საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტზე (ჭურვი, მასრა, კაფსულა)/1 გრამ მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებაზე (დენთი) – 0,1 ლარი;“. 3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან მის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) ან ერთ ერთეულ საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტზე (ჭურვი, მასრა, კაფსულა)/1 გრამ მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებაზე (დენთი) – 0,1 ლარი.“. 4. 111 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი პროექტი არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონის პროექტი. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის თანახმად, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დასაშვებია ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის გადამუხტვა. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22-ე პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის მიერ საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოდან გატანის შესაძლებლობას. საქართველოში შემოტანის ან ფიზიკური პირის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნის პირადი მოხმარების მიზნით გადამუხტვასთან დაკავშირებული პროცედურების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირს ენიჭება აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლებამოსილება. ზემოხსენებულ ცვლილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ − მომსახურების სააგენტო) ფუნქციებს ემატება პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა. ამასთან, დგინდება ერთ ერთეულ საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტზე (ჭურვი, მასრა, კაფსულა)/1 გრამ მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებაზე (დენთი) მომსახურების, ასევე, დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია მომსახურების სააგენტოს ფუნქციებს დაემატოს პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა და განისაზღვროს შესაბამისი საფასურის განაკვეთები, რისთვისაც აუცილებელია, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს მიერ პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა და დადგინდება შესაბამისი მომსახურების, ასევე, დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, მომსახურების სააგენტოს ფუნქციებს ემატება პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა. ამასთან, ერთ ერთეულ საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტზე (ჭურვი, მასრა, კაფსულა)/1 გრამ მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებაზე (დენთი) მომსახურების, ისევე, როგორც დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი იქნება 0,1 ლარი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, რადგან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მომსახურების სააგენტოს შემოსავლებზე, რადგან კანონპროექტით დგინდება პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის ფარგლებში ერთ ერთეულ საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტზე (ჭურვი, მასრა, კაფსულა)/1 გრამ მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებაზე (დენთი) მომსახურების, ისევე, როგორც დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები, რაც შეადგენს 0,1 ლარს. აღნიშნული შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება ნებართვის აღების მსურველ პირთა ოდენობაზე. გარდა ამისა, მომსახურების სააგენტო არის 10%-ის გადამხდელი სახელმწიფო ბიუჯეტში და მისი საკუთარი შემოსავლების ცვლილება პროპორციულად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს საქართველოში საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების შემოტანის ან საქართველოდან გატანის მსურველ, პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან კანონპროექტით დგინდება პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის ფარგლებში ერთ ერთეულ საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტზე (ჭურვი, მასრა, კაფსულა)/1 გრამ მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებაზე (დენთი) მომსახურების, ისევე, როგორც დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთები, რაც შეადგენს 0,1 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე შეადგენს 10 ლარს, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) ან ერთ ერთეულ საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტზე (ჭურვი, მასრა, კაფსულა)/ 1 გრამ მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებაზე (დენთი) – 0,1 ლარს. ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან მის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) ან ერთ ერთეულ საბრძოლო მასალის ძირითად ელემენტზე (ჭურვი, მასრა, კაფსულა)/1 გრამ მაინიციირებელ ფეთქებად ნივთიერებაზე (დენთი) – 0,1 ლარი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.