„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/411/10; 23/07/2024) და მისაგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის
ფარგლებში, უფლებამოსილია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები
მოიპოვოს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით,
ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის
(შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) საშუალებით:
ა) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემაკავებელი
ორდერის გამოცემისას ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების
რისკის შეფასების მიზნით;
ბ) სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის განთავსებისას, პირველადი
სამედიცინო შემოწმების დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით.“.
2. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური
კონკურსის გავლის შედეგად.“.
3. 371 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 372 მუხლი:
„მუხლი 372. პოლიციელის, სამინისტროს სხვა მოსამსახურის, სამინისტროს სისტემაში
სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
1. სამსახურებრივი საქმიანობისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის
მიზნით სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის
ჯანმრთელობის
მდგომარეობა
შესაძლებელია
შემოწმდეს,
მათ
შორის,
ერთიანი
საინფორმაციო ბაზის საშუალებით.
2. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების
მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით
განახორციელოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების შემდგომი
გადამოწმება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით
გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
პოლიციელთან და სამინისტროს სხვა მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების
შეჩერების, აგრეთვე, მათი სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი პროექტის მომზადება განპირობებულია დანაშაულის პრევენციის,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის
ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის
გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს შემაკავებელი
ორდერის გამოცემის შესაძლებლობას. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით
განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.
შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარი შეიცავს
კითხვას მოძალადის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ქონის
თაობაზე. აგრეთვე, კითხვას, მოძალადის ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალების
მოხმარებისკენ მიდრეკილების შესახებ. აღნიშნული საკითხების დადგენა ემსახურება
მოძალადის მხრიდან განმეორებითი ძალადობის რისკის შეფასებასა და შემაკავებელი
ორდერის გამოცემის საჭიროების განსაზღვრას. დასახელებულ კითხვებზე პასუხი მეტად
მნიშვნელოვანია მომავალში მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა, მათზე
მსხვერპლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია იყოს არაზუსტი, არასრული.
მსხვერპლი შესაძლებელია არ ფლობდეს ან სრულყოფილად არ ფლობდეს შესაბამის
ინფორმაციას.
პოლიციის
მიერ
მსხვერპლის
დაცვის
ღონისძიებების
სათანადოდ
განხორციელების მიზნით, მას უნდა გააჩნდეს ზუსტი, სანდო და სრულყოფილი ინფორმაცია
მოძალადის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარების თაობაზე. არსებული მდგომარეობით, პოლიციის მიერ მსგავსი
შინაარსის ინფორმაციის დროულად და სრულად მიღების შესაძლებლობა არ არსებობს.
აგრეთვე, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის საკითხი
მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში
განთავსებისას. პირის მიმართ პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიუხედავად,
გამოხატული ჩვენებების არარსებობის პირობებში, შესაძლებელია დროულად ვერ მოხდეს
განსათავსებელი პირის საჭიროებების დადგენა, რამაც აუცილებელი მედიკამენტოზური
მკურნალობის მიუღებლობის პირობებში შესაძლებელია გამოიწვიოს განსათავსებელი პირის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
მკვეთრი
გაუარესება.
აგრეთვე,
პირის
ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემის, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით
დაავადების ქონის თაობაზე ინფორმაციის დროულად მიუღებლობამ შესაძლებელია
საფრთხე შეუქმნას როგორც თავად ამ პირის, ასევე, სხვა პირთა სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას. არსებული მდგომარეობით, არ არსებობს დასახელებული ინფორმაციის
პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს მოპოვების დროული და ეფექტიანი მექანიზმი.
პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და
ტოქსიკომანიით დაავადების ქონის თაობაზე ინფორმაცია აგრეთვე არ არის ხელმისაწვდომი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პირის დასაქმების მიზნებისთვის. კერძოდ,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკურობის მიუხედავად არ
აქვს განახლებადი ინფორმაცია პირის სამსახურებრივი საქმიანობისათვის აუცილებელ
მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ
გამოწვევებზე
ეფექტიანი რეაგირების
მიზნით,
იქმნება
ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით
დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა).
წარმოდგენილი კანონპროექტით კი განისაზღვრება დასახელებულ ბაზაზე საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წვდომის სამართლებრივი საფუძვლები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ მონაცემების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მოპოვების მექანიზმის
გამოყენებისთვის
საჭიროა
არსებობდეს
სამართლებრივი
რეგულაციები.
შესაბამისი
საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისათვის აუცილებელია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონით
პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას უფლება ექნება, პირის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით,
პოლიცია
საკუთარი
ფუნქციების
შესრულების
უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილი იქნება პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები მოიპოვოს, მათ შორის, ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით
დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით:
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა
დაცვისა
და
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ქალის მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკის შეფასების მიზნით;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში
პირის განთავსებისას, პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობის დადგენის მიზნით.
აგრეთვე, სამსახურებრივი საქმიანობისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადგენის მიზნით, შესაძლებელი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის
მდგომარეობა შემოწმდეს, მათ შორის, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.
პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების
მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ერთიანი
საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ მონაცემების შემდგომი გადამოწმება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის ამოქმედების
თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი
ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. ამასთან, აღნიშნულ
ვადამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
რესპუბლიკის
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.