„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.07.2024
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/411/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №34, 04.12.2008, მუხ. 215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) იარაღი – გაზის იარაღი, ცივი იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობა;“. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა 1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად. 2. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის გაცემამდე დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონაცემები, მათ შორის, მოიპოვოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) საშუალებით. ლიცენზიის გამცემი ასევე უფლებამოსილია ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ზემოაღნიშნული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება.“. 3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია მცველის მოწმობის გაცემამდე მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ,მონაცემები, მათ შორის, მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ასევე უფლებამოსილია ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ზემოაღნიშნული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება.“. განსაზღვრულ მოთხოვნებთან მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“მა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კერძო დაცვითი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირთა და მცველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმება და „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაგირება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი პროექტის მომზადება განპირობებულია დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) გასცემს კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას. ამასთან, იგი გასცემს მცველის მოწმობას და ახორციელებს კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლს. კერძო დაცვითი საქმიანობა მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე, ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ. იგი მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას. აღნიშნული სფერო, მისი არსის გათვალისწინებით, აერთიანებს შესაბამისი ფიზიკური მომზადებისა და უნარების მქონე ადამიანებს, რომლებსაც უფლება აქვთ გამოიყენონ იარაღი, სპეციალური საშუალებები და ფიზიკური იძულება. დასახელებული საქმიანობიდან მომდინარე პოტენციური რისკების შემცირების მიზნით „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-20 მუხლები ითვალისწინებს მთელ რიგ აკრძალვებს დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და მცველთან მიმართებით. დასახელებული კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას). ამასთან, ამავე კანონის მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მცველი არ შეიძლება იყოს ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას). საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის, ასევე, მცველის მოწმობის გაცემამდე უნდა შემოწმდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების კუთხით არსებული მექანიზმები, მაგალითად, როგორიც არის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს პოტენციური რისკების გამორიცხვას. კერძოდ, შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მოცემული მონაცემები არაზუსტი ან არასრული იყოს. ასევე, პირს ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა შესაძლებელია წარმოეშვას კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ. ასეთი პირის მიერ დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მცველის უფლებამოსილებების განხორციელება საფრთხეს უქმნის როგორც თავად ამ პირების, ასევე, სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას. არსებული მდგომარეობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“ის მიერ შეუძლებელია ასეთ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დროული მიღება და საჭირო რეაგირების განხორციელება. ამ კუთხით პრობლემას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის არარსებობა. მსგავსი ბაზის არარსებობის პირობებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს საჭიროებისამებრ არ აქვს დროული წვდომა სანდო ინფორმაციაზე პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადების შესახებ. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად აბრკოლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, მათ შორის, გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დროს. ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, იქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). წარმოდგენილი კანონპროექტით კი განისაზღვრება კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემის მიზნებისთვის დასახელებულ ბაზაზე წვდომის საფუძვლები. წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მცველი არ იყოს პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის, ასევე, მცველის მოწმობის გაცემამდე, დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთიან საინფორმაციო სამართლებრივი ბაზაში საფუძველი. გადამოწმებისთვის შესაბამისი აუცილებელია საკანონმდებლო აუცილებელია „კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება. შესახებ“ ჩარჩოს არსებობდეს შექმნისათვის საქართველოს კანონში ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის, ასევე, მცველის მოწმობის გაცემამდე დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემებს მოიპოვებს, მათ შორის, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ლიცენზიის გამცემი/დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ვალდებული იქნება ლიცენზიის, ასევე, მცველის მოწმობის გაცემამდე დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. ამასთან, ლიცენზიის გამცემი/დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს ზემოაღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება. აღსანიშნავია, რომ პროექტით ასევე სწორდება არსებული საკანონმდებლო ხარვეზი. კერძოდ, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის იცვლება იარაღის დეფინიცია და იარაღის განმარტებიდან ხდება პნევმატური იარაღის ამოღება. აღნიშნული განპირობებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით, რომლის თანახმად, დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. ამასთან, აღნიშნულ ვადამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული მექანიზმების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები დაიფარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსის ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული მექანიზმების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები დაიფარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.