„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/411/10; 23/07/2024) და მისაგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
06.07.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამსახურებრივი საქმიანობისათვის აუცილებელ
მოთხოვნებთან
დადგენის
სამსახურში
მიზნით
საგანგებო
სიტუაციების
მართვის
შესაბამისობის
მისაღები
პირის
(კანდიდატის) ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებელია შემოწმდეს, მათ შორის,
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და
ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი
საინფორმაციო ბაზა) საშუალებით.“.
2. 47-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი:
„მუხლი 471. მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
1. მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის
განსაზღვრულ
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
საქართველოს
შემოწმების
კანონმდებლობით
მიზნით
სამინისტრო
უფლებამოსილია ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების შემდგომი გადამოწმება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით
გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
მოსამსახურესთან
სამსახურებრივი
ურთიერთობების
შეჩერების,
აგრეთვე,
მისი
სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი პროექტის მომზადება განპირობებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით. კერძოდ,
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი საქმიანობისათვის აუცილებელ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლებელია საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის
ჯანმრთელობის
მდგომარეობა
შემოწმდეს,
მათ
შორის,
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ
პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა)
საშუალებით. პოლიციელისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა
მოსამსახურის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით
განახორციელოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების შემდგომი
გადამოწმება.
რამდენადაც „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავი
განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) პირის მიღებისა და
მოსამსახურეთა
მიერ
სამსახურის
გავლის
წესს,
საჭიროა
თანმდევი
ცვლილება
განხორციელდეს დასახელებულ კანონშიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურში პირის მიღებისა და მოსამსახურეთა მიერ სამსახურის
გავლის წესს. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებისა და
სამსახურის გავლის მიზნებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ერთიანი საინფორმაციო ბაზის
საშუალებით მოპოვების მექანიზმის გამოსაყენებლად საჭიროა არსებობდეს სამართლებრივი
რეგულაციები. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისათვის აუცილებელია „სამოქალაქო
უსაფრთხოების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელდეს
საკანონმდებლო
ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი იქნება საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში მისაღები პირის (კანდიდატის) და მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ მონაცემების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მიღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
სამსახურებრივი
საქმიანობისათვის
აუცილებელ
მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მისაღები
პირის (კანდიდატის) ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებელია შემოწმდეს, მათ შორის,
ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით. აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით
განახორციელოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების შემდგომი
გადამოწმება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მისი
ამოქმედებისათვის
დამატებითი
პირობები
ან
ვადები
არ
არის
საჭირო
და
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის ამოქმედების
თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი
ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. ამასთან, აღნიშნულ
ვადამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
რესპუბლიკის
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.