„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/411/10; 23/07/2024) და მისაგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 222 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 223 მუხლი:
„მუხლი 223. ლიცენზიის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევაში
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული
შესაბამისი ლიცენზიის შეჩერების შესახებ.“.
2. 24-ე მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის)
იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და პირადი მოხმარების
მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე
რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების
საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და
რეექსპორტისა) ნებართვა.“.
3. 341 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 342 მუხლი:
„მუხლი 342. ნებართვის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული
შესაბამისი ნებართვის შეჩერების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი პროექტი არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონის პროექტი.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის თანახმად, შესაბამისი მოთხოვნების
დაკმაყოფილების შემთხვევაში, დასაშვებია ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარების
მიზნით,
აღნიშნულ
პირზე
რეგისტრირებული
სანადირო
გლუვლულიანი,
ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის
გადამუხტვა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22-ე პუნქტი
ადგენს საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის)
იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას.
აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნებართვის სახე არ ითვალისწინებს საქართველოს
მოქალაქის მიერ საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან
საქართველოდან გატანის შესაძლებლობას.
ფიზიკური პირის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნის პირადი მოხმარების
მიზნით გადამუხტვასთან დაკავშირებული პროცედურების ეფექტიანად განხორციელების
მიზნით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით, პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის
უფლების მქონე პირს ენიჭება აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის
განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანისა და
საქართველოდან გატანის უფლებამოსილება.
ზემოხსენებულ ცვლილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოდგენილი
კანონპროექტით ხდება პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე
პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო
მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის
ნებართვის სახის განსაზღვრა.
ამასთან, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ ორგანოს განესაზღვრა
ვალდებულება,
ლიცენზიის
(ნებართვის)
მაძიებლის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის
მიზნით
მონაცემები
მოიპოვოს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
პრობლემის
მქონე,
ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი
საინფორმაციო ბაზის საშუალებით (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). აგრეთვე,
შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით
განახორციელოს ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი
გადამოწმება.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით განისაზღვრა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით შესაბამისი
ინფორმაციის
მიღების
გათვალისწინებული
შემთხვევაში
ლიცენზიის
„იარაღის
(ნებართვის)
შესახებ“
შეჩერების
საქართველოს
მექანიზმი.
კანონით
აღნიშნულიდან
გამომდინარე, მნიშვნელოვანია აღნიშნული ცვლილების „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ სანადირო
ცეცხლსასროლი
იარაღის
ვაზნის
პირადი
მოხმარების
მიზნით
გადამუხტვის
უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია განისაზღვროს საბრძოლო მასალის ძირითადი
ელემენტების საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანასთან დაკავშირებული
შესაბამისი ნებართვის სახე. ამასთან, მნიშვნელოვანია „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ
შემთხვევებში ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების მექანიზმი აისახოს „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რისთვისაც აუცილებელია საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება პირადი მოხმარების მიზნით სანადირო
ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნის გადამუხტვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვის
საფუძველზე, საქართველოში შემოიტანოს ან საქართველოდან გაიტანოს აღნიშნულ პირზე
რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები.
ამასთან, მოხდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის (ნებართვის)
შეჩერების მექანიზმის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ასახვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ ნებართვის სახეს ემატება
პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ
პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი
ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შესაძლებლობა.
ამასთან, დგინდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის (ნებართვის)
შეჩერების შესაძლებლობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, რადგან „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი
ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22-ე პუნქტით
განსაზღვრულ ნებართვის სახეს ემატება პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის
უფლების მქონე პირის მიერ აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის
განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან
საქართველოდან გატანის შესაძლებლობა, რისთვისაც წარმოდგენილი საკანონმდებლო
პაკეტით განისაზღვრება შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი 8 ლარის ოდენობით.
თითოეული გაცემული ნებართვისთვის გადახდილი მოსაკრებელი (8 ლარი) ჩაირიცხება
სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი,
თუმცა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობა
დამოკიდებული იქნება შესაბამისი პირების მიერ ნებართვის აღების ყოველწლიურ
მაჩვენებელზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს შესაბამისი ნებართვის მაძიებელი
პირების
ფინანსურ
მდგომარეობაზე,
რადგან
პირადი
მოხმარების
მიზნით
ვაზნის
გადამუხტვის უფლების მქონე პირს ენიჭება აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული
იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის უფლებამოსილება, რისთვისაც წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საფასური და სანებართვო
მოსაკრებელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით პირადი მოხმარების მიზნით ვაზნის გადამუხტვის უფლების მქონე პირს
ენიჭება აღნიშნულ პირზე რეგისტრირებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო
მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის
უფლებამოსილება,
რისთვისაც
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტით
გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საფასური და სანებართვო მოსაკრებელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
:
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.