„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/411/10; 23/07/2024) და მისაგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 5
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 55-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12.
საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ
გარემოებათა
არსებობისას
სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე, შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის
უფლების
აღდგენისას,
ან
მართვის
მოწმობის
შეცვლისას
ან
აღდგენისას,
პირის
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისათვის
საჭირო
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
ჯანმრთელობის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენა. პირის
მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
დადგენის
მიზნით
უფლებამოსილი ორგანო მონაცემებს მოიპოვებს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ
პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა)
საშუალებით.“.
2. 59-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 მუხლი:
„მუხლი 591. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის
მდგომარეობის
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისათვის
საჭირო
ჯანმრთელობის
მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება
სააგენტო უფლებამოსილია ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელოს
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისათვის
საჭირო
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება.“.
მუხლი 2
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში
უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ
პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმება და სათანადო საფუძვლის
არსებობისას, მათთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი პროექტის მომზადება განპირობებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფის, დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით.
სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. შესაბამისად,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მას მართავდეს პირი, რომლის ჯანმრთელობის
მდგომარეობა
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისათვის
საჭირო
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
მოთხოვნებთან
შესაბამისია.
პირის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შემოწმების კუთხით არსებული მექანიზმები, მაგალითად, როგორიც არის ცნობა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს პოტენციური
რისკების გამორიცხვას. კერძოდ, შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ცნობაში მოცემული ინფორმაცია არაზუსტი ან არასრული იყოს. ასევე, პირს
ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა
შეიძლება
წარმოეშვას
მართვის
უფლების
მინიჭების
შემდეგ.
ასეთი
პირის
მიერ
სატრანსპორტო საშუალების მართვა საფრთხეს უქმნის როგორც თავად ამ პირის, ასევე, სხვათა
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. არსებული მდგომარეობით, საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
(შემდგომ − მომსახურების სააგენტო) მიერ შეუძლებელია ასეთ პირთა ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დროული მიღება და საჭირო
რეაგირების განხორციელება.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების პროცესში განსაკუთრებით
საყურადღებოა პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინფორმაცია პირის
ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადების შესახებ. აღნიშნული
ფაქტორები ზრდის პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების არასათანადოდ მართვისა და
პოტენციურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამოწვევის რიკებს. ამგვარ შემთხვევებს
კი შესაძლებელია მოჰყვეს ადამიანის დაშავება ან დაღუპვა, სატრანსპორტო საშუალების ან
სხვა ქონების დაზიანება და სხვა.
ამ კუთხით პრობლემას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე,
ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი
საინფორმაციო ბაზის არარსებობა. მსგავსი ბაზის არარსებობის პირობებში მომსახურების
სააგენტოს საჭიროებისამებრ არ აქვს დროული წვდომა სანდო ინფორმაციაზე პირის
ფსიქიკური ჯანმრთელობის, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით
დაავადების შესახებ. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად აბრკოლებს მომსახურების
სააგენტოსთვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დაკისრებული
მოვალეობების
შესრულებას, მათ შორის, მომსახურების სააგენტოს მიერ გარემოებების სრულყოფილად
გამოკვლევას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დროს.
ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, იქმნება
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და
ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა (შემდგომ − ერთიანი
საინფორმაციო ბაზა). წარმოდგენილი კანონპროექტით კი განისაზღვრება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების მინიჭების/ფლობის მიზნებისთვის დასახელებულ ბაზაზე
წვდომის საფუძვლები. წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება არ ჰქონდეს პირს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისათვის
საჭირო
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
მოთხოვნებთან შეუსაბამოა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მომსახურების სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებამდე,
ასევე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირთა ჯანმრთელობის
მდგომარეობის
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისათვის
საჭირო
ჯანმრთელობის
მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პირის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში გადამოწმებისთვის
აუცილებელია არსებობდეს სამართლებრივი რეგულაციები. შესაბამისი საკანონმდებლო
ჩარჩოს შექმნისათვის საჭიროა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო
საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენის მიზნით მომსახურების სააგენტო მონაცემებს მოიპოვებს, მათ
შორის, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების
მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადგენის მიზნით უფლებამოსილი ორგანო მონაცემებს მოიპოვებს, მათ შორის, ერთიანი
საინფორმაციო ბაზის საშუალებით.
აგრეთვე, მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი იქნება ერთიანი საინფორმაციო ბაზის
საშუალებით განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირის
ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო
ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება.
ამასთან, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის
საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
სავალდებულო იქნება, აგრეთვე, შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების
აღდგენისას, ან მართვის მოწმობის შეცვლისას ან აღდგენისას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის ამოქმედების
თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი, რადგან „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი
ნაწილის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. ამასთან, აღნიშნულ
ვადამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება მომსახურების სააგენტოს მიერ საკუთარი შემოსავლების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული მექანიზმების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები
დაიფარება მომსახურების სააგენტოს არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსის
ფარგლებში. შესაბამისად, კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.